IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

38 გვერდი V « < 36 37 38  
Reply to this topicStart new topic
> ძალა მოწყალებისა...
marine
პოსტი Dec 16 2023, 07:14 PM
პოსტი #741


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გაჩუქების, ქველმოქმედების ნიჭი ღვთივბოძებული, მადლმოსილი ნიჭია"

/აკაკი მინდიაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 30 2023, 07:51 PM
პოსტი #742


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...თუ შიშველი, მშიერი ან უბედურებაში ჩავარდნილი იუდეველი, მუსლიმანი ან კათოლიკე დაინახო, ყველას მიმართ იყავი მოწყალე, როგორც შეგიძლია, დაიხსენი გაჭირვებისაგან და ღმერთი გადაგიხდის, ვინაიდან თვით უფალიც წყალობს არა მხოლოდ მართლმადიდებლებს, არამედ შეცდომილებსაც. თუკი ვინმე გეტყვის, ჩვენი და თქვენი სარწმუნოება უფლისგანააო, ასე უპასუხე: შეხედე რას ამბობს წმიდა წერილი: "ერთ არს უფალ, ერთ არს სარწმუნოება, ერთ ნათლისღება" (ეფეს. 4.5)

/ღირსი თეოდოსი პეჩორელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 8 2024, 05:42 PM
პოსტი #743


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა პაისს [ათონელი] ღვთის განგებისა და მოწყალების მტკიცე რწმენა ჰქონდა. ამბობდა: "ასიდან ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული: ვინმეს რომ ჩემი თბილი სამოსი მივცე, კალივში მისვლამდე უფალი ახალს გამომიგზავნის".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 10 2024, 06:49 PM
პოსტი #744


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კეტი პატერა იგონებს: "მამა პაისი [ათონელი] უსაზღვროდ გულმოწყალე იყო. ერთხელ, თბილი მოსასხამი მოვუქსოვე. მას გზაზე ერთი ავადმყოფი ქალი შეხვდა, შეებრალა არ გაყინულიყო და თავისი თბილი მოსასხამი მისცა. მას სხვა რამეებიც მივეცი, მაგრამ პირველ შემხვედრებს დაურიგა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 23 2024, 07:17 PM
პოსტი #745


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ადამიანები უმიზნოდ ფლანგავენ ფულს და არ ფიქრობენ უპოვარ მოყვასზე. ყოველივე ამის შემდეგ როგორღა მივა მათთან მადლი ღვთისა?! ადამიანს რომც ჰქონდეს ოჯახი, მან მაინც უნდა მოახერხოს და დაზოგოს ფული, რათა სხვების მიმართ მოწყალება გამოავლინოს. მან უნდა მოახერხოს და აუხსნას საკუთარ ცოლსა და შვილებს, რომ სადღაც ყველასაგან მიტოვებული სნეული ადამიანი ან - უაღრესად გაჭირვებული ღატაკი ოჯახი ცხოვრობს. და თუკი მათ არ აქვთ იმდენი ფული, რომ უბედურებს დაეხმარონ, ეს მანაც უნდა თქვას: "მოდი, ამ საწყლებს რაიმე ქრისტიანული წიგნი მაინც ვაჩუქოთ, ასეთი წიგნი ხომ ძალიან ბვერი გვაქვს". გაჭირვებულისათვის მოწყალების გაღებით ადამიანი საკუთარ თავსაც ეხმარება და თავის ოჯახსაც"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 30 2024, 05:55 PM
პოსტი #746


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთი მდიდარი ჭაბუკი დიდი ხნის ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანმრთელდა. როდესაც გაჯანსაღებული და გახარებული აყვავებულ ბაღში გამოვიდა, გრძნობები ვერ შეიკავა, ხელები ზეცად აღმართა და გულიდან შეჰღაღადა:

- ღმერთი, მადლობელი ვარ შენი სიკეთისთვის! ნეტავ შემეძლოს შენთვის რაიმე საქმით სამაგიეროს გადახდა!

მისი სიტყვები მებაღემ გაიგონა, ხელი ჩასჭიდა, ბაღიდან გაიყვანა და ღარიბების უბანში წაიყვანა.

- აი, შვილო, აქ შეგიძლია ღმერთს სამაგიერო გადაუხადო.

ჭაბუკმა უხვად გაიღო მოწყალება.

- მომავალშიც ასე მოიქეცი, - ღიმილით დაარიგა მოხუცმა მებაღემ, - მადლობა ღმერთს აღუვლინე, მადლიერება კი ადამიანების მიმართ გამოავლინე"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 31 2024, 07:49 PM
პოსტი #747


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც მამა ამბროსის [ოპტინელი] აღსარებაზე ეუბნებოდნენ, რომ სიძუნწე უტევდათ, ის ასწავლიდა:

- გაეცი, რამდენიც შეგიძლია, რასაც სული მოგთხოვს.

მავანმა მწირმა მოწყალება ითხოვა; ერთი ძუნწი შეხვდა და ძველი თავსაბური მისცა, მეორემ, კეთილმა, ყველაფერი მისცა, რაც მწირს სჭირდებოდა და სთხოვა. როგორც კი იგი წავიდა, ხანძარი გაჩნდა და ყველაფერი დაეწვათ. მწირი დაბრუნდა, რაც მათგან მიიღო, ყველაფერი უკან დაუბრუნა - კეთილს თითქმის მთელი ქონება, ძუნწს კი თავისი ძველი თავსაბური"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 15 2024, 12:26 PM
პოსტი #748


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ასაკისა და ფიზიკური სისუსტის მიუხედავად, ხანდაზმული ეფრემი [არიზონელი] არა მხოლოდ მუდმივად ღებულობდა ადამიანებს თავის მონასტერში, არამედ ხშირად თავად მიდიოდა ხოლმე ადამიანების დასახმარებლად. ამ გასვლებს იგი ხუმრობით "ნადირობას" უწოდებდა. მანქანაში საკვებით სავსე პარკებს ჩატვირთავდა ხოლმე და გაჭირვებული ადამიანების მოსაძებნად მიეშურებოდა. როდესაც ღარიბს იპოვნიდა, უხაროდა და საკვებით სავსე პაკეტებითა და ფულით ასაჩუქრებდა. თუ დღეში ოცდაათ ადამიანს დაეხმარებოდა, მონასტერში კმაყოფილი ბრუნდებოდა, მაგარმ თუ 2-3 ადამიანის მეტს ვერ შეხვდებოდა, დაღონებული იყო, რადგან "ნადირობას" უიღბლოდ ჩაევლო. მადლიერი ადამიანები შემდეგ მოწყალე მამა ეფრემს მოანსტერში სტუმრობდნენ.

იგი ჩვენი დროის წმინდა ნიკოლოზის დარი იყო და ადამიანები მას სიცოცხლეშივე მოციქულთასწორად მიიჩნევდნენ"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

38 გვერდი V « < 36 37 38
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 01:21 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი