ლოცვა ცხოველთათვის, მცენარეთათვის და ა.შ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლოცვა ცხოველთათვის, მცენარეთათვის და ა.შ |
თათი87 |
Mar 22 2007, 12:56 AM
პოსტი
#41
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
მარიამი
დიდი მადლობა მართლა ლამაზად გამეცი პასუხი -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
KAIROS |
Mar 22 2007, 01:04 AM
პოსტი
#42
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა როგორც ესაა ხელდასხმა, ისე წმ. მატრონას ზეთის წასმაა ზეთისცხება. კაიროსის მოყვანილ ყველა ციტატაში ზეთისკურთხევის საიდუმლოზე იყო საუბარი. ეს ღვთისმსახურება თუთიყუშზე არავის ჩაუტარებია. უზარმაზარ თეოლოგიურ შეცდომებს უშვებთ! იმის თქმით, რომ ვინმე ცხოველს ხელს ასხამდა არ ნიშნავს რომ ეს იყო ხელსდასხმის საიდუმლო ანუ არ იყო ღვთისმსახურება , უბრალოდ ადობდა ხელს და კურნავდა, ანუ ღვთისმსახურება ( ზეთისცხება იმედია დამერწმუნები,რომ ღვთისმსახურებაა ! ) გამორიცმულია! ციტატა წმ. მატრონას ზეთის წასმაა ზეთისცხება ნუ უპირისპირებთ ერთმანეთს ზეთისცხების საიდუმლოს და ზეთის ცხებას, რამეთუ შედეგი კურნება ერთია და ამაზეც მივანიშნე, იმაზეც რომ აქაც საიდუმლო აღესრულება, ანუ ზეთის წასმას პირდაპირ არანაირი კავშირი აქვს გაკურნებასთან, მაგრამ მორწმუნის რწმენიდან გამომდინარე აღესრულება სასწაული და მითხარი რა შუაშია ჩვენი მარჩელო? მარიამ, ძალიან ადვილად ენაზე დაგიწერეთ მეგონა, და მაინც ვერ გაიგეთ, როგორ გესმის საიდუმლო? აი სიცხის დამწევ წამალს რომ დალევ და სიცხეს დაგიწევს ეს არაა საიდუმლო ხომ ასეა? ეს მკურნალობაა, მაგრამ ზეთს რომ გაცხებენ და მაშინ რომ დაგიწევს ეს საიდუმლოა, ანუ ქმედება, სასწაულებრივია! და შენის აზრით დიდად მორწმუნე იყო თუთოყუში მარჩელო? ციტატა ნუთუ უფლის მიერ გაჩენილი სულიერისთვის ლოცვა არ შეიძლება??? ლოცვაზე აკი დავწერე, ილოცეთ ვინ გიშლის, რა კარგია ცხოველი და ფრინველი და როგორ მინდა მე რომ ჩემი ჯულბასა ან ბათურა ან ფისო კარგად იყოს და დიდხანს იყოს ეს გასაგებია, მაგრამ აქ საკმაოდ შეუვლად ვადასტურებთ, საეკლესიო ნებისმიერი მსახურების აკრძალვას ცხოველებზე! და მარიამს ისევ: ნუ ურევ ღვთისმსახურებას სასწაულებში, აკრძალულია ყოველგვარი ღვთისმსახურების ჩატარება, როგორიც იქნება ზეთისცხება შვიდგზისი თუ ერთგზისი, ჯანმრთელობის პარაკლისი და ა.შ. ცხოველთათვის, რატომ არ გესმით ჩემი? გთხოვთ დაკვირვებით წაიკითხოთ რაც დავწერე და ნუ მამეორებთ! "იქნებ ვინმემ თქვას ზეთისცხების ზეთი არა და იქნებ რაიმე კანდელის ზეთი იქნებ შეიძლებოდესო, სამწუხაროდ აქაც მკრეხელობასთან გვაქვს საქმე და აი რატომ, ზეთის ცხება ყოველთვის ხდება ორი მიზნით , სულიერი და ხორციელი უძლურებების საერთო კურნებისათვის, და აქ რაიმე ცხოველ-ფრინველი უკიდურესადაა გამორიცხული, რადგან კარგად უნდა გავიაზროთ, რა ხდება ამ დროს? ზეთის წასმას თავისთავად არ მოაქვს კურნება, ეს არ არის კოლხური მალამო, ამისათვის მღვდელი და წმ. მატრონა სულაც არაა საჭირო, ვეტექიმი და მისი ჯანი! , აქ გვაქვს შიგა, დაფარულ ქმედებაზე, როცა ზეთის წასმით ადამიანი ( და მხოლოდ ადამიანი) იკურნება "სულიერი და ხორციელი უძლურებებისაგან" და ეგ ვიმეორებ უნდა იყოს: ა. ადამიანი ბ. ნათელღებული გ. მორწმუნე სამწუხაროდ თუთიყუში "მარჩელო" არცერთ ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, ამიტომ ვეტექიმი შესანიშნავი გამოსავალია..." -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ზებედე |
Mar 22 2007, 01:11 AM
პოსტი
#43
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ხალხო იცით რა მაინტერესებს ის ცხოველიც ხომ სულიერია და უფლის მიერაა გაჩენილი და რატო არ შეიძლება ვითხოვოთ ლოცვაში ჩვენი საყვარელი ცხოველის კარგად ყოფნა? კარგი რა თათია, დილის ან ძილის ლოცვებში შევატანინოთ ბარემ "განსაცდელსა შინა მყოფი ვირთხა" ან მოგზაურობასა შინა მყოფი ჩიტები, თბილი ქვეყნებიდან რომ დაბრუნდნენ მშვიდობით ხალხნო რა გვჭირს? საკმარისად ვლოცულობთ ჩვენი სულებისთვის, ახლობელი ადამიანებისთვის, მშვიდობისთვის...სად სწერია და რომელი საეკლესიო გადმოცემა-სწავლება (პატერიკის გარდა) გვასწავლის საკუთარი ცხოველებისთვის ლოცვას? მაკვირვებთ რა, ეკუმენიზმზე გიჟდებით ზოგიერთები სხვა რელიგიის ხალხთან ერთად ნუ ლოცულობენ მართლმადიდებლებიო, და მაგ: ახლობელ ავადმყოფ მუსულმანს არ მოვიხსენიებთ "არ ვკადნიერდებით," და უსულო ცხოველებზე ლოცვა??? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
KAIROS |
Mar 22 2007, 01:13 AM
პოსტი
#44
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა "განსაცდელსა შინა მყოფი ვირთხა ციტატა მაკვირვებთ რა, ეკუმენიზმზე გიჟდებით ზოგიერთები სხვა რელიგიის ხალხთან ერთად ნუ ლოცულობენ მართლმადიდებლებიო, და მაგ: ახლობელ ავადმყოფ მუსულმანს არ მოვიხსენიებთ "არ ვკადნიერდებით," და უსულო ცხოველებზე ლოცვა??? ყოჩაღ, ზებედე! იაზროვნედ თეოლოგიაზე თეოლოგიურად! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მარიამი |
Mar 22 2007, 01:17 AM
პოსტი
#45
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
QUOTE იმის თქმით, რომ ვინმე ცხოველს ხელს ასხამდა არ ნიშნავს რომ ეს იყო ხელსდასხმის საიდუმლო ანალოგიურად, წმ. მატრონას ზეთის წასმა არ იყო ზეთისცხების საიდუმლო. სხვათაშორის, ხელდასხმა (ხელის დადება) არც ისე არასერიოზული ქმედებაა, რომ ღვთისმსახურებად არ მოიაზრებოდეს. ამ გაგებით იმ წმინდანების "დადანაშაულებაც" შეიძლება ცხოველებზე საიდუმლოებების ჩატარებაში. მაგრამ ეს ასე არაა, რა თქმა უნდა. QUOTE მაგრამ ზეთს რომ გაცხებენ და მაშინ რომ დაგიწევს ეს საიდუმლოა, ანუ ქმედება, სასწაულებრივია! და შენის აზრით დიდად მორწმუნე იყო თუთოყუში მარჩელო? კონტრ-შეკითხვა: ხელს რომ დაგადებენ და განიკურნები, ეს სასწაულებრივი ქმედებაა! დიდად მორწმუნეები იყვნენ ის ცხოველები, წმინდანთა ლოცვით და ხელის დადებით რომ იკურნებოდნენ? QUOTE აკრძალულია ყოველგვარი ღვთისმსახურების ჩატარება, როგორიც იქნება ზეთისცხება შვიდგზისი თუ ერთგზისი, ჯანმრთელობის პარაკლისი და ა.შ. ცხოველთათვის, რატომ არ გესმით ჩემი? ძალიან კარგად მესმის და ამაში გეთანხმები, მაგრამ არ გეთანხმები იმაში, რომ წმ. მატრონას ზეთის წასმა ზეთისცხების საიდუმლოდ მოიაზრო. როგორღაც მამა აკაკიმ იმდენი იცის, რომ წმ. საიდუმლოებები ფრინველებზე არ ტარდება. მე წავედი ახლა, დაგემშვიდობებით 1 დღით და ზეგ ისევ შემოგიერთდებით აბა კარგად! -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მნათე |
Mar 22 2007, 01:17 AM
პოსტი
#46
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა იაზროვნედ თეოლოგიაზე თეოლოგიურად! კანონიკის თეოლოგიურად განხილვაზე რას იტყვი? დიდი ხანია გპირდებით -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მარიამი |
Mar 22 2007, 01:22 AM
პოსტი
#47
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
QUOTE რომელი საეკლესიო გადმოცემა-სწავლება (პატერიკის გარდა) გვასწავლის საკუთარი ცხოველებისთვის ლოცვას? წმინდანთა ცხოვრებაშია აღწერილი არა ერთგან ასეთი შემთხვევები იმედია არ ფიქრობ, რომ მათზე მეტი იცი QUOTE ახლობელ ავადმყოფ მუსულმანს არ მოვიხსენიებთ "არ ვკადნიერდებით," და უსულო ცხოველებზე ლოცვა??? კი დაგემშვიდობეთ, მაგრამ ამაზე რომ არ ვთქვა, არ შემიძლია მუსულმანს არ ვიხსენიებთ იმ გაგებით, რომ უფალს მის ცხონებას არ ვთხოვთ, მაგრამ თუ ის ავადაა, ვინ გითხრა, რომ არ შეგიძლია მისი განკურნება ითხოვო ლოცვაში? ცხოველების კურნებისთვის ლოცვაში შენ იმას მოიაზრებ, რომ ცხოველები ცხონდებიან? აურიე ახლა რაღაც იმიტომ ვამბობ, რომ ზედმეტად სერიოზულად ნუ იჩიჩქნებით ასეთ რამეებში-მეთქი, თორემ ასეთ აბრურდებამდე მიხვალთ -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მნათე |
Mar 22 2007, 01:23 AM
პოსტი
#48
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა წმინდანთა ცხოვრებაშია აღწერილი არა ერთგან ასეთი შემთხვევები იმედია არ ფიქრობ, რომ მათზე მეტი იცი მარიამ ილოცე ჩემს ვირთხაზე, ყველი არ ეამა ცოტა -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მარიამი |
Mar 22 2007, 01:24 AM
პოსტი
#49
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
მარიამ ილოცე ჩემს ვირთხაზე, ყველი არ ეამა ცოტა მნათე, მე ნუ დამცინი. თუ მაგარი ბიჭი ხარ, წმინდა საბა განწმენდილს, წმინდა ვლასი სებასტიელს, წმინდა კოზმა და დამიანეს დასცინე -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მნათე |
Mar 22 2007, 01:25 AM
პოსტი
#50
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მნათე, მე ნუ დამცინი. თუ მაგარი ბიჭი ხარ, წმინდა საბა განწმენდილს, წმინდა ვლასი სებასტიელს, წმინდა კოზმა და დამიანეს დასცინე არ დაგცინი გეხუმრები -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მარიამი |
Mar 22 2007, 01:26 AM
პოსტი
#51
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
არ დაგცინი გეხუმრები კაი, მაშინ წმინდანებს ეხუმრე თუ გაგაჩნია მაგდენი კადნიერება -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მნათე |
Mar 22 2007, 01:28 AM
პოსტი
#52
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა კაი, მაშინ წმინდანებს ეხუმრე თუ გაგაჩნია მაგდენი კადნიერება იი, ჩვენ ჯერ არც I-ისთვის მიგვიკუთვნებია და არც II-ესთვის გარდა მაგისა, სავსებით შესაძლებელია რომ ცდებოდნენ ისევე როგორც ავგუსტინე, ოქროპირი და ა.შ -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მარიამი |
Mar 22 2007, 01:35 AM
პოსტი
#53
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
QUOTE გარდა მაგისა, სავსებით შესაძლებელია რომ ცდებოდნენ ისევე როგორც ავგუსტინე, ოქროპირი და ა.შ და ღმერთიც ცდებოდა, როცა მათ ლოცვას ისმენდა არა? (ღმერთო, მაპატიე) მალე იმას იტყვით თქვენ (სექტანტებივით): ეგ მასე არ ყოფილა დაწერილი და მერე ჩაამატესო პ.ს.გამიშვით ახლა დასაძინებლად -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
KAIROS |
Mar 22 2007, 01:40 AM
პოსტი
#54
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
მარიამ, მაოცებ, არა ხარ ღვთისმეტყველი და დიდის დარწმუნებით ამტკიცებ ისეთ საკითხებს რომელიც მთლიანად უარყოფს ქრისტიანული აზროვნების ფუნდამენტებს, იმდენად ბევრი შეცდომები გაქვს დაშვებული, რომ ვფიქრონ რა განგიმარტო ჯერ რა არის სასწაული თუ რა არის საიდუმლო?
ციტატა ხელს რომ დაგადებენ და განიკურნები, ეს სასწაულებრივი ქმედებაა ჩემო მარიამ, უპირველესად ისევ გირჩევ შენი აზრები მანამ არ დაწერო, სანამ მასზე პირდაპირ ვინმე მამა არ წერდეს, რადგან , ვიმეორებ არა გაქვს რა თეოლოგიური განათლება, ადვილად ურევ ერთმანეთში ბევრ რამეს, მაშ ასე სასწაულებრივი ქმედება არის სასწაულშიც და საიდუმლოშიც, მაშ ასე სადაა განსხვავება? იძულებული ვარ განვმარტო, მოკლედ რომ ვთქვა ელიამ წვიმა აწვიმა, სხვამ მზე დააყენა, სჩანს რომ სასწაულს მიზანი ერთი აქვს ადამიანის რწმენაში მოყვანა და რაზეც აღესრულება მეორადია, ანუ არც წვიმას არც მზეს და არც სხვა მსგავს უსულოთ ან მფშვინვიერთ რწმენა არ მოეთხოვებათ, რადგან სხვა მოდის მათით რწმენაში, მაგრამ რა არის ზეთისცხება? ეს საიდუმლოა, რომელიც უშუალოდ მასზე აღესრულება ვისაც აქვს რწმენა, ანუ ეს საიდუმლოა (დაფარული ქმედება ღვთისა) მამა აკაკის ( არ ვიცი ვისზეა საუბარი ) , ხელი რომ დაედო, რომ ელოცა და ისე განუკრნა ჩვენი მარჩელო, მისი პატრონის რწმენაში მოყვანისათვის ( ? ), მაშინ არაა პრობლემა, მაგრამ საეკლესიო სიწმიდეს რა ესაქმება ცხოვლეთან? როდესაც ცხოველის ტაძარში შეყვანაც კი იკრძალება ტაძრის ერთერთი სიწმიდის წმიდა და სასწაულთმოქმედი ზეთი როგორ შეიძლება აცხო? იქნე მათი ბუნგაიც გვეკურთხებინა? იქნებ ზებედესი არ იყოს ლოცვებში მოგეხსებინა? იქნებ იქნებ სალაფავის ნაცვლად ნაკურთხი წყლით გაზავებული საჭმელი მიგვერთმია? ეეეჰ, მარიამ, რატომ არ გესმის, რომ ზეთისცხება, ზეთის წასმა მღვდლის მიერ განკურნების მიზნით არის სწორედ იმის რწმენასთან დაკავშირებული ვინც უნდა განიკურნოს, გინდ შვიდგზისი იყოს და წმ. მატრონასი ან ვისიც გინდა! მაოცებთ... და კიდევ... იცით, ხანდახან არა მაქვს იმედი, რომ რასაც ვწერ, რამდენადაც მართალი არ უნდა იყოს, რამე მაინც მიიღოს ზოგიერთმა, ამიტომ, არ მიჯერებთ მე? ამ საკითხში აშკარად გირჩევთ, კითხეთ რა, მამა ანდრიას ან მამა დავითს და გიპასუხებენ! ნუ ამბობთ იმას რაც არ იცით! ეს ღვთისმეტყველებაა, ცოტა სიფრთხილეა საჭირო! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მარიამი |
Mar 22 2007, 01:46 AM
პოსტი
#55
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
QUOTE მამა აკაკის ( არ ვიცი ვისზეა საუბარი ) , ხელი რომ დაედო, რომ ელოცა და ისე განუკრნა ჩვენი მარჩელო, მისი პატრონის რწმენაში მოყვანისათვის ( ? ), მაშინ არაა პრობლემა, მაგრამ საეკლესიო სიწმიდეს რა ესაქმება ცხოვლეთან? რომელი პატრონის რწმენაში მოყვანისათვის ილოცა მაკარიმ, როცა აფთარის ლეკვები განკურნა? ან სხვა ზემოთ ჩამოთვლილმა წმინდანებმა? შეცდნენ? მაგრამ ღმერთმა რომ ისმინა... ამაზე რატომ არ მპასუხობთ? პ.ს. კაიროს, მენტორულ ტონს თუ მოიშორებ, ისე უკეთესი საკითხავი იქნება შენი ნაწერები. ეს ისე, მეგობრული რჩევაა არ გეწყინოს ახლა კი მართლა წავედი, ზეგამდე! -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
KAIROS |
Mar 22 2007, 01:53 AM
პოსტი
#56
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა რომელი პატრონის რწმენაში მოყვანისათვის ილოცა მაკარიმ, როცა აფთარის ლეკვები განკურნა ჩემი და ბევრი ქრისტიანის რწმენაში გაძლიერებისათვის, თვითონ მისი გაძლიერებისათვის, და იმ ლეკვუნიების სიყვარულისათვის, მაგრამ აკი სასწაული და საიდუმლოზე დაგიწერე ჩემო კარგო, და უნდა გაიგო, განსხვავება სასწაულსა ( მზის დაყენება, წვიმის წამოსვლა) და საიდუმლოს ( წყლის კურთხევა-სხურება , ზეთის კურთხევა-ცხება) აღსრულება ვინმეზე სხვაა! წაიკითხე რაც დაგიწერე და მე თუ არ მიჯერებ, რომელიმე მოძღვარს მაინც კითხე! არანაირი ღვთისმსახურების აღსრულება ცხოველებზე არ შეიძლება, არც წმიდა ზეთის ცხება, არც რაიმე მსგავსი, ეს ასეა და გინდა მიიღე, გინდ არა, მთავარია ვინმე არ დაიბნეს, მოძღვარი შეიძლება შეცდა, მაგრამ ეკლესია არ ცდება, და რაც დაგიწერე ეს ეკლესიის პოზიცია და პატივი უნდა ვცეთ! ციტატა მენტორულ ტონს თუ მოიშორებ, ისე უკეთესი საკითხავი იქნება შენი ნაწერები არ გინდა ახლა ეგეთები, უბრალოდ შენ ჩემს ტონს თავი დაანებე, შინაარსს და დაწერილს სჯობს გაუღიზიანებლად მიაქციო ყურადღება! და თუ კიდევ გამცემ პასუხს , არგუმენტირებულად გამეცი, თუ არადა არ ხარ ამ საკითხის მცოდნე, და ნუ ამტკიცებ დაუმტკიცებელს, აშკარად ცდები დამიჯერე, არა მგონია დამიჯერო, ამიტომ ნახე ვინმე ღვთისმეტყველი ვინც შენს ამ სიმცადრეს იზიარებდეს, და ველი არგუმენტირებულ პასუხებს! წაიკითხეთ რა რაც დავწერე, უკვე მერამდენედ ვიმეორებ: "საეკლესიო სიწმიდეს რა ესაქმება ცხოველთან? როდესაც ცხოველის ტაძარში შეყვანაც კი იკრძალება ტაძრის ერთერთი სიწმიდის წმიდა და სასწაულთმოქმედი ზეთი როგორ შეიძლება აცხო? იქნებ მათი ბუნაგიც გვეკურთხებინა? იქნებ ზებედესი არ იყოს ლოცვებში მოგეხსებინა? იქნებ სალაფავის ნაცვლად ნაკურთხი წყლით გაზავებული საჭმელი მიგვერთმია? ზეთის წასმა მღვდლის მიერ განკურნების მიზნით არის სწორედ იმის რწმენასთან დაკავშირებული ვინც უნდა განიკურნოს, გინდ შვიდგზისი იყოს და წმ. მატრონასი ან ვისიც გინდა! მაოცებთ..." -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ზებედე |
Mar 22 2007, 03:28 AM
პოსტი
#57
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მუსულმანს არ ვიხსენიებთ იმ გაგებით, რომ უფალს მის ცხონებას არ ვთხოვთ, მაგრამ თუ ის ავადაა, ვინ გითხრა, რომ არ შეგიძლია მისი განკურნება ითხოვო ლოცვაში? რა თქმა უნდა შეგვიძლია, მაგრამ ამის ეშინიათ ზოგიერთებს, ანუ "ფსევდომართლმადიდებლებს" ცხოველების კურნებისთვის ლოცვაში შენ იმას მოიაზრებ, რომ ცხოველები ცხონდებიან? აურიე ახლა რაღაც იმიტომ ვამბობ, რომ ზედმეტად სერიოზულად ნუ იჩიჩქნებით ასეთ რამეებში-მეთქი, თორემ ასეთ აბრურდებამდე მიხვალთ მარიამ არანაირი "სერიოზული ჩიჩქნა" არ ხდება! -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
გლახა |
Mar 22 2007, 10:43 AM
პოსტი
#58
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
მარიამი
ერთხელ მაინც მიიღე სიმართლე როცა ადამიანი გეუბნება.. კაიროსი სიმართლეს რომ გეუბნება ვერ ხვდები მართლა? |
კანონისტი |
Mar 22 2007, 01:44 PM
პოსტი
#59
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
KAIROS
ციტატა მაშ ლოცვა და არა მღვდელმსახურება მეც სწორედ ამას ვამბობ. და ისევ ვიმეორებ კითხვას (იქნებ კაიროსმა მაინც გამცეს პასუხი): ციტატა თუკი უფალს შევთხოვთ ქათმის განკურნებას იმის გამო, რომ საჭმელი არ დავკარგოთ (მიწიერი სურვილი), დასაშვებია, ხოლო თუ იმის გამო ვთხოვთ, რომ ქათამი, როგორც არსება გვიყვარს (ანუ უფრო სულიერი სურვილი), არ შეიძლება??? P.S. კაიროს, შენს ციტატებში კანდელის ზეთზე არ არის საუბარი (რაც მამა აკაკიმ გამოიყენა), რომელზეც მღვდელმოქმედება საერთოდ არ არის შესრულებული. მასზე მეტია ჩვეულრბივი წესით ნაკურთხი ზეთი, ხოლო შენს ციტატებში საუბარია რამდენადაც მივხვდი 7-გზის საცხებ ზეთზე ან მირონზე ზებედე ციტატა ეკუმენიზმზე გიჟდებით ზოგიერთები სხვა რელიგიის ხალხთან ერთად ნუ ლოცულობენ მართლმადიდებლებიო, და მაგ: ახლობელ ავადმყოფ მუსულმანს არ მოვიხსენიებთ "არ ვკადნიერდებით," და უსულო ცხოველებზე ლოცვა??? და ვინ გითხრა, რომ მუსლიმის ჯანმრთელობისთვის საკუთარი სიტყვებით ლოცვა არ შეიძლება??? აკრძალულია მისი მღვდელმოქმედების დროს მოხსენიება და მით უმეტეს მასთან თანალოცვა!!! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
kato_Bato |
Mar 22 2007, 01:57 PM
პოსტი
#60
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
ციტატა თუკი უფალს შევთხოვთ ქათმის განკურნებას იმის გამო, რომ საჭმელი არ დავკარგოთ (მიწიერი სურვილი), დასაშვებია, ხოლო თუ იმის გამო ვთხოვთ, რომ ქათამი, როგორც არსება გვიყვარს (ანუ უფრო სულიერი სურვილი), არ შეიძლება??? აუუფ, რად უნდა მაგას დაშვება, ყველა გლეხი წაწყდება აბა? ვინც რა იცის და როგორაც არგებს ოჯახს და მამულს ისე მუშაობს და ისე იხვეწება. რა ითხოვოს აბა გაჭირვებულმა, ტანსაცმელშემოგლეჯილმა ქალმა, შვილებს პური რომ ენატრებათ და უშაქრო ჩაისთან ერთად მჭადს და ვაშლის(ასევე უშაქრო) "პავიდლოს"(ხილფაფა რომ ქვია ვიცი)რომ აყოლებს? (ვიცნობ ასეთებს და ფანტაზია ვისაც არ ეყოფა, ჩავიდეს გურიაში და ჭამოს) რას სთხოვს და ერთი ღორი მაინც გამისუქეო, საკალანდოდ რომ დავკლა და ქონს, ჯანდაბას, მე შევჭამ და ხორცი ჩემს საცოდავ შვილებსო. ზამთარი რომაა, სამი მეტრი თოვლი რომ დევს, ამ კაცს თუ ძროხა დაეკარგა, არ სთხოვს ღმერთს "შინ მშვიდობით მოიყვანეო?" აბა რას სთხოვს, მაპატიეთ? ზოგიერთი რაღაცის ცოდნა არ კმარა მარტო, უნდა ნახო. თავიდან გვაქვს ყველაფერი დასაწყები. გახსენით თემა, რა არის ცოდვა. და მერე დაწერეთ რას თვლით თქვენ ცოდვად. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th May 2024 - 06:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი