IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V « < 3 4 5  
Reply to this topicStart new topic
> ჯვრის აყრა, არასასურველი ამბავი
Otherguy
პოსტი Nov 27 2009, 03:15 PM
პოსტი #81


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



მნათეს ვეთანხმები აბსოლუტურად, თუ ანულირება მოხდა, გამოდის "ორნი ერთად იქმნენ" არის უაზრობა და მთელი ჯვრისწერის საიდუმლო უქმდება...

ბიბლიაში რომ საუბარია გაყრაზე: "ვინც მრუშობის ცოდვის გარეშე ეყრება ცოლს" - გასაგებია, მაგრამ სად წერია მეორე ცოლის მოყვანაზე?

გაყრა გაყრაა და მეორედ ქორწინება სხვა...

თავი რომ დავანებოთ რელიგიას - თუ სიყვარული ცხოვრებაში ერთზე მეტჯერ მოდის - ქორწილის იდეა სისულელე ყოფილა... (გადაიკითხეთ ბუმბერაზი "კლასიკოსები"(ოშო)biggrin.gif)

მოკლედ კათოლიკურ აზრს ამასთან დაკავშირებით 100% ვეთანხმები, მნათეს შედარებებიანად(ამპუტაციაზე და ასე შემდეგ). smile.gif

rolleyes.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Nov 27 2009, 03:34 PM
პოსტი #82


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Otherguy @ Nov 27 2009, 03:15 PM) *

თავი რომ დავანებოთ რელიგიას - თუ სიყვარული ცხოვრებაში ერთზე მეტჯერ მოდის - ქორწილის იდეა სისულელე ყოფილა...

გააჩნია შენ რას ეძახი სიყვარულს.
სხვა და სხვა რამეა - იყო შეყვარებული (ჩვენი თანამედროვე, კლასიკური გაგებით) და - გიყვარდეს.
დროთა განმავლობაში ერთსაც გამოცდი ალბათ და მეორესაც და მიხვდები, რომ
ისინი დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

და მოასვენე ეს საბრალო რაჯნეში იქ, სადაც მყოფობს biggrin.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 27 2009, 04:11 PM
პოსტი #83


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Otherguy
ციტატა
ბიბლიაში რომ საუბარია გაყრაზე: "ვინც მრუშობის ცოდვის გარეშე ეყრება ცოლს" - გასაგებია, მაგრამ სად წერია მეორე ცოლის მოყვანაზე?

გაყრა გაყრაა და მეორედ ქორწინება სხვა...

პავლე მოციქულის ეპისტოლეები აღარ ითვლება ბიბლიად თუ რაშია საქმე?

"ქალი რჯულითაა შეკრული, სანამ ქმარი ცოცხალი ჰყავს, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, თავისუფალია: ვისაც უნდა, იმას გაჰყვეს" (1 კორ. 7; 39)

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Nov 27 2009, 06:42 PM
პოსტი #84


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(protestanti @ Nov 27 2009, 03:34 PM) *

გააჩნია შენ რას ეძახი სიყვარულს.
სხვა და სხვა რამეა - იყო შეყვარებული (ჩვენი თანამედროვე, კლასიკური გაგებით) და - გიყვარდეს.
დროთა განმავლობაში ერთსაც გამოცდი ალბათ და მეორესაც და მიხვდები, რომ
ისინი დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

და მოასვენე ეს საბრალო რაჯნეში იქ, სადაც მყოფობს biggrin.gif


დაიცა დაიცა, შენ მაინც ერთი და იგივე სიტყვებს იყენებ... რა მნიშვნელობა აქვს რა გაგებით? ესეგი ქორწილამდე ყველა სხვა სიყვარული უბრალოდ კლასიკური გაგებით შეყვარებულობაა? ამის თქმა არის სრული სისულელე რადგან ან ორივეა სიყვარული ან არცერთი... ხოლო თუ არცერთი - მაშინ ნუ უწოდებ მას იგივე სიტყვას... მაშინ თანამედროვე გაგებით შეყვარებული სიყვარულის მქონეს არ ნიშნავს და ამით გინდა გაამართლო ის მრავალშეყვარებულობიანობა - რაც გავრცელებულია ქართველებში, ხომ ასეა? biggrin.gif

თუ არ ამართლებ, მაშინ ვერ გავიგე რაში შემეწინააღმდეგე...

ციტატა(კანონისტი @ Nov 27 2009, 04:11 PM) *

Otherguy

პავლე მოციქულის ეპისტოლეები აღარ ითვლება ბიბლიად თუ რაშია საქმე?

"ქალი რჯულითაა შეკრული, სანამ ქმარი ცოცხალი ჰყავს, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, თავისუფალია: ვისაც უნდა, იმას გაჰყვეს" (1 კორ. 7; 39)


დაიცა სიკვდილი და გაყრა ერთია? იესო საუბრობდა გაყრაზე, ხოლო მკვდარზე გაყრა მე არ გამიგია... biggrin.gif

იესოს ებრაელები გაყრაზე ესაუბრებოდნენ...

როცა იესო ამბობს: "ვინც ღმერთმა შეაერთა კაცნი ნუ განაშორებენ" - სიკვდილი კაცად როდიდან ითვლება? smile.gif (არც მღვდელი ითვლება ღმერთად, მაგრამ ეგ მანდ არ იგულისხმება...)

პავლე მოციქული მაინც მოუწოდებს ხალხს რომ სანამ გათხოვდება/ცოლს მოიყვანს - რომ არ დაქორწინდეს...

ხოლო როცა საუბარია მეუღლის სიკვდილზე ურჩევს:

40. მაგრამ უფრო ბედნიერი იქნება, თუ ისე დარჩება, როგორც მე ვურჩევ. რადგანაც, ვფიქრობ, მეცა მაქვს ღვთის სული.


აგერ იმავე თავში ამბობს პავლე მოციქული:


27. ცოლიანი ხარ? ნუ ეძებ ცოლთან გაყრას. ცოლგანაშვები ხარ? ნუ ეძებ ცოლს.


ასე რომ როცა ერთ ფრაზას ციტირებ, უნდა გახსოვდეს რომ საპირისპირო აზრის ან მოწოდების ფრაზები უამრავია. smile.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Nov 27 2009, 07:04 PM
პოსტი #85


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(Otherguy @ Nov 27 2009, 06:42 PM) *

დაიცა დაიცა, შენ მაინც ერთი და იგივე სიტყვებს იყენებ... რა მნიშვნელობა აქვს რა გაგებით? ესეგი ქორწილამდე ყველა სხვა სიყვარული უბრალოდ კლასიკური გაგებით შეყვარებულობაა? ამის თქმა არის სრული სისულელე რადგან ან ორივეა სიყვარული ან არცერთი... ხოლო თუ არცერთი - მაშინ ნუ უწოდებ მას იგივე სიტყვას... მაშინ თანამედროვე გაგებით შეყვარებული სიყვარულის მქონეს არ ნიშნავს და ამით გინდა გაამართლო ის მრავალშეყვარებულობიანობა - რაც გავრცელებულია ქართველებში, ხომ ასეა? biggrin.gif

თუ არ ამართლებ, მაშინ ვერ გავიგე რაში შემეწინააღმდეგე...
დაიცა სიკვდილი და გაყრა ერთია? იესო საუბრობდა გაყრაზე, ხოლო მკვდარზე გაყრა მე არ გამიგია... biggrin.gif

იესოს ებრაელები გაყრაზე ესაუბრებოდნენ...

როცა იესო ამბობს: "ვინც ღმერთმა შეაერთა კაცნი ნუ განაშორებენ" - სიკვდილი კაცად როდიდან ითვლება? smile.gif (არც მღვდელი ითვლება ღმერთად, მაგრამ ეგ მანდ არ იგულისხმება...)

პავლე მოციქული მაინც მოუწოდებს ხალხს რომ სანამ გათხოვდება/ცოლს მოიყვანს - რომ არ დაქორწინდეს...

ხოლო როცა საუბარია მეუღლის სიკვდილზე ურჩევს:

40. მაგრამ უფრო ბედნიერი იქნება, თუ ისე დარჩება, როგორც მე ვურჩევ. რადგანაც, ვფიქრობ, მეცა მაქვს ღვთის სული.
აგერ იმავე თავში ამბობს პავლე მოციქული:


27. ცოლიანი ხარ? ნუ ეძებ ცოლთან გაყრას. ცოლგანაშვები ხარ? ნუ ეძებ ცოლს.


ასე რომ როცა ერთ ფრაზას ციტირებ, უნდა გახსოვდეს რომ საპირისპირო აზრის ან მოწოდების ფრაზები უამრავია. smile.gif


მეც ეგრე მიმაჩნია რომ ეკლესიურად გაყრა, ჯვრის აყრა, ჯვრისწერის გაუქმებაა თუ რაცაა, საერთოდ მიუღებელია! და თუ დღეს ის მიღებულია სჯობს აიკრძალოს.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Nov 27 2009, 07:15 PM
პოსტი #86


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(sable @ Nov 27 2009, 08:04 PM) *

მეც ეგრე მიმაჩნია რომ ეკლესიურად გაყრა, ჯვრის აყრა, ჯვრისწერის გაუქმებაა თუ რაცაა, საერთოდ მიუღებელია! და თუ დღეს ის მიღებულია სჯობს აიკრძალოს.


მეც მასე მგონია, არღვევს არათუ ზოგადად ოჯახის/ქორწინების იდეას, არამედ რელიგიურ საიდუმლოსაც... ანუ მარტივად რომ ვთქვა - გაყრა სოციოლოგიურ/ფსიქოლოგიური და ასევე რელიგიური თვალსაზრისითაც არის არასწორი...

რა კარგია არა - უი აღარ მიყვარხარ და დავშოდეთ... biggrin.gif

მერე მივლენ მოძღვართან - დაშორდებიან და მეორედ დაქორწინდებიან - ჯვრის აყრით ხაზს უსვამენ იმას რომ: სიყვარული არ მოდის ცხოვრებაში ერთხელ, რაც სისულელეს ხდის საერთოდ ქორწინების და ოჯახის იდეას...

რაც შეეხება მეუღლის სიკვდილს, არის სხვა საქმე რა, რატომ ეკითხებიან მღვდლები:

"პირობას დებთ რომ იქნებით ერთად სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ?"

ანუ ქვრივს შეუძლია მეორედ დაქორწინება, თუმცა მისი მეუღლის მიმართ პატივისცემის გამოხატვის ნიშნად რომ არ დაქორწინდეს უკეთესია - მაგრამ არ უნდა იყვეს აქ ვალდებულება...

ჯვრის აყრა კი ბიბლიურად დაუშვებელია... (გამონაკლისია როცა მეორედ ქორწინდებიან მეუღლის სიკვდილის მერე...)


ერთ რამესაც ვიტყვი, ოშოზე(მის აზრებზე) იქნება ალუზია მაგრამ არ გამოვიყენებ(პროტესტანტს არ უყვარს და რა ვქნა... biggrin.gif):

აგერ ამერიკა, ევროპა, გადავხედოთ: ქორწინებამდე სექსი დაშვებულია - გაყრის მაჩვენებელი მაღალია...

რატომ? - იმიტომ რომ ხვდებიან რომ სიყვარული არ მოდის ერთხელ ცხოვრებაში... დაქორწინდებიან, მობეზრდებათ ერთ ადამიანთან ყოფნა და მეორე უყვარდებათ და მასზე ქორწინდებიან...

აი ესაა სიმართლე, რასაც ადასტურებს ფაქტები...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Nov 27 2009, 07:17 PM
პოსტი #87


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Otherguy @ Nov 27 2009, 07:42 PM) *

თუ არ ამართლებ, მაშინ ვერ გავიგე რაში შემეწინააღმდეგე...

არ შეგეწინააღმდეგე ჩემო კარგო smile.gif
უბრალოდ მცირე განმარტება გავაკეთე. ჩემეული. არა საკამათოდ smile.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 28 2009, 01:21 PM
პოსტი #88


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Otherguy
ეს ფრაზა მგონი შენ გეკუთვნოდა:
ციტატა
გასაგებია, მაგრამ სად წერია მეორე ცოლის მოყვანაზე?

და მოგიყვანე სადაც წერია.

მეტი ფუნქცია ჩემ პოსტს არ ჰქონია. მეორედ ცოლის მოყვანაზე საუბარი არის. ანუ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში კანონიერად ჰყავდეს ორი ცოლი (პერიოდების გათვალიწინებით, ცხადია, და არა ერთსა და იმავე დროს)

თუ შენ გინდა აწი რომ გაყრაზე ვისაუბროთ, მაგაზე კი ბატონო.

გაყრის უფლებას აძლევს თუკი არის მრუშება, რაც თავადვე დაწერე:

ციტატა
ვინც მრუშობის ცოდვის გარეშე ეყრება ცოლს


დასკვნა:
1. ცოლთან გაყრა დასაშვებია (სათანადო მიზეზების დროს)
2. მეორედ დაქორწინებაც დასაშვებია (ასევე სათანადო პირობების დროს)

ორივე დასტურდება ბიბლიით.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Nov 28 2009, 04:46 PM
პოსტი #89


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(კანონისტი @ Nov 28 2009, 02:21 PM) *

Otherguy
ეს ფრაზა მგონი შენ გეკუთვნოდა:

და მოგიყვანე სადაც წერია.

მეტი ფუნქცია ჩემ პოსტს არ ჰქონია. მეორედ ცოლის მოყვანაზე საუბარი არის. ანუ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში კანონიერად ჰყავდეს ორი ცოლი (პერიოდების გათვალიწინებით, ცხადია, და არა ერთსა და იმავე დროს)

თუ შენ გინდა აწი რომ გაყრაზე ვისაუბროთ, მაგაზე კი ბატონო.

გაყრის უფლებას აძლევს თუკი არის მრუშება, რაც თავადვე დაწერე:
დასკვნა:
1. ცოლთან გაყრა დასაშვებია (სათანადო მიზეზების დროს)
2. მეორედ დაქორწინებაც დასაშვებია (ასევე სათანადო პირობების დროს)

ორივე დასტურდება ბიბლიით.


ხო მაგრამ ამ დროს აუცილებელია არასწორი კავშირი დავიჭიროთ...

შენ იყენებ გაყრის საბაბს(მრუშობის) გაყრისთვის და მეორედ ქორწინებისთვის კი სიკვდილს, შემდეგ აბავ ერთმანეთს...

არადა ეგრე არაა რა...

როცა საუბარია გაყრაზე იქ საუბარია მრუშობის ცოდვაზე...

როცა საუბარია სხვა მეორედ ქორწინებაზე იქ საუბარია რომ წინა მეუღლე მკვდარია...

მეორედ ქორწინება დასაშვები რომ არის პირველთან არ აქვს ისეთი მჭიდრო კავშირი როგორსაც შენ ასაღებ... აკი პავლე მოციქული ამბობს:


"ცოლიანი ხარ? ნუ ეძებ ცოლთან გაყრას. ცოლგანაშვები ხარ? ნუ ეძებ ცოლს."


გინდა სიტყვა-სიტყვით გავშალოთ ესა?

1. როცა ცოლიან ხარ ნუ ცდილობ გაეყაროო! აქედან გამომდინარე მრუშობის ცოდვას თუ არ ჩავთვლით გაყრა დაგმობილია... (მითუმეტეს მეორე ცოლის მოყვანა მრუშობის ცოდვის გამო გაყრის მერე არსად წერია რომ მისაღებია, რასაც ვერ ვიტყვით მეუღლის სიკვდილის მიზეზის გამო)

2. ცოლგანაშვები რას ნიშნავს? იმას რომ ცოლი კი არ მოუკვდა, არამედ გაუშვა ანუ გაეყარა! ასე რომ აქაც საუბარია იმაზე რომ როცა გაეყრები სხვა არ მოიყვანოო...

შენი მოყვანილი ფრაზა კი ეხება ქმარმკვდარ(ე.წ. ქვრივ) ქალს:

"ქალი რჯულითაა შეკრული, სანამ ქმარი ცოცხალი ჰყავს, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, თავისუფალია: ვისაც უნდა, იმას გაჰყვეს" (1 კორ. 7; 39)

rolleyes.gif

ჰოდა როცა საუბარია ჯვრის აყრაზე(ქვრივს და მის მკვდარ მეუღლეს ჯვარს ხომ არ აყრი?), უნდა ითქვას რომ მეორედ ჯვრისწერა მისაღებია მათთვის ვინც ცოლგანაშვები/ქმარგაყრილი კი არაა, არამედ როცა არის ქმარმკვდარი/ცოლმკვდარი... smile.gif


აი ესაა ჩემი აზრი მოკლედ, ჰოდა ჯვრის აყრა თუ შეიძლება მკვდარ მეუღლეზე და მის ცოცხალ ქვრივზე, მაშინ მაგ შემთხვევაში შეიძლება ჯვრის აყრა... სხვა შემთხვევაში, როცა ორივე ცოცხალია, იქ ჯვრის აყრა არის დაუშვებელი(ამაზე მნათეუსმაც ისაუბრა)...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Nov 28 2009, 05:13 PM
პოსტი #90


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(Otherguy @ Nov 27 2009, 07:15 PM) *

აგერ ამერიკა, ევროპა, გადავხედოთ: ქორწინებამდე სექსი დაშვებულია - გაყრის მაჩვენებელი მაღალია...

რატომ? - იმიტომ რომ ხვდებიან რომ სიყვარული არ მოდის ერთხელ ცხოვრებაში... დაქორწინდებიან, მობეზრდებათ ერთ ადამიანთან ყოფნა და მეორე უყვარდებათ და მასზე ქორწინდებიან...

აი ესაა სიმართლე, რასაც ადასტურებს ფაქტები...[/color]


დანარჩენში გეთანხმები მაგრამ ქორწინებამდე პოლთა კავშირი, საქართველოში ქორწილამდე არ არის მიღებული, მაგრამ განქორწინების მაჩვენებელი მაინც მაღალია, რატომ?!

განქორწინების მაჩვენებელი რეალურად დაბალია, ისეთ ქვეყნებში სადაც მკაცრად პარტრიარქალური საზოგადოებაა ანუ ძირითადად მუსლიმურ ქვეყნებში.

ციტატა(Otherguy @ Nov 28 2009, 04:46 PM) *

ხო მაგრამ ამ დროს აუცილებელია არასწორი კავშირი დავიჭიროთ...

შენ იყენებ გაყრის საბაბს(მრუშობის) გაყრისთვის და მეორედ ქორწინებისთვის კი სიკვდილს, შემდეგ აბავ ერთმანეთს...

არადა ეგრე არაა რა...

როცა საუბარია გაყრაზე იქ საუბარია მრუშობის ცოდვაზე...




მრუშობის მიტევებაზე არ არის არსად საუბარი? blink.gif

სადაც მკვლელებს და ყაჩარებს მიეტევათ იქაც მრუშობისთვის მიტევებაც უნდა არსებობდეს...


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Nov 28 2009, 05:41 PM
პოსტი #91


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(sable @ Nov 28 2009, 06:13 PM) *

დანარჩენში გეთანხმები მაგრამ ქორწინებამდე პოლთა კავშირი, საქართველოში ქორწილამდე არ არის მიღებული, მაგრამ განქორწინების მაჩვენებელი მაინც მაღალია, რატომ?!

განქორწინების მაჩვენებელი რეალურად დაბალია, ისეთ ქვეყნებში სადაც მკაცრად პარტრიარქალური საზოგადოებაა ანუ ძირითადად მუსლიმურ ქვეყნებში.
მრუშობის მიტევებაზე არ არის არსად საუბარი? blink.gif

სადაც მკვლელებს და ყაჩარებს მიეტევათ იქაც მრუშობისთვის მიტევებაც უნდა არსებობდეს...


1. საქართველოში არის: "არა იმრუშო - ქალო!", ასე რომ როცა ამბობ: "მაგრამ ქორწინებამდე პოლთა კავშირი, საქართველოში ქორწილამდე არ არის მიღებული" - კორექციას საჭიროებს...

მე არ მაქვს საუბარი ქართველების 1-2%-ზე, მაგრამ როცა რეალურად გადავხედავთ საქართველოს, იქ კარგად ჩანს როგორ არის მიღებული ქორწინებამდე კავშირი და როგორ არა... განსაკუთრებით უკვე ბოლო წლებში, როცა "ფემინიზმის" გამო, ქალებზეც "მოიხსნა"(თუმცა არაოფიციალურად, კუზანოვთან და სხვა სახის გინეკოლოგებთან გადავსებულია ადგილები) ეგ და დარჩა მხოლოდ ფიქცია, როგორც სხვა მრავალი ცოდვა...

ამას იმიტომ ვწერ რომ მიუხედავად იმისა რომ ჩვენთან ოფიციალურად მიღებული არაა ქორწილამდე სექსი, მაინც მაღალია განქორწინების მაჩვენებელი...

2. მუსლიმანურ ქვეყნებში ქოლავენ მრუშობაზე, ასე რომ მანდ ვერც გაბედავენ. smile.gif აქ უნდა დავამატო რომ პატრიარქატულ ქვეყნებში(საქართველოც ასეთია ფაქტიურად) კაცებს მრუშობა თავისუფლად შეუძლიათ, ასე რომ რაღაზე უნდა გაეყარონ? ვინც მოეწონებათ იმასთან ექნებათ სექსი და სახლში ძიძა და რა ხეირი გაყრის? " smile.gif "

3. მრუშობაც მიტევებადია ცხადია, ასე რომ იესო არ ავალდებულებს - თუ ცოლი იმრუშებს გაეყარითო... ისე უნდა აღინიშნოს რომ კაცების უმრავლესობა თავად მრუშობს, თანაც არაერთხელ... (გასაგებია რომ მართლმადიდებლური ფორუმია, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ითქვას)
ასე რომ ცხადია შეიძლება მრუშობა მიუტევო და არავინ ავალდებულს ადამიანს რომ მეუღლეს მრუშობის გამო გაშორდეს... smile.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 28 2009, 06:09 PM
პოსტი #92


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy
ციტატა
არავინ ავალდებულს ადამიანს რომ მეუღლეს მრუშობის გამო გაშორდეს...

არავინ ავალდებულებს, მაგრამ უფლებას აძლევს. მცდარად ნუ წარმოვადგენთ მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვრებას ამ ყოველივეს შესახებ. ცხადია ღირსეული საქციელი იქნებ მეუღლისგან თუკი ღალატის შემტხვევაში მოახერხებს და შეინარჩუნებს ოჯახს, მაგრამ ჩემთვის პირადად მიუღებელი იქნება ის, რომ თვალს ხუჭავდეს ერთ-ერთი მეორის რალატზე, და ამას ადამიანური სისუსტის გამოვლინეად აფასებდეს. ეს უფრო მეტად უზნეობაა ვიდრე ზნეობა და ოჯახის შენარჩუნებაზე ზრუნვა. ამასთან ადამიანის მიერ ნაკლებადაა შეფასებული ღალატის ფენომენი, რომელიც აბსოლუტურად ბილწავს ქორწინების სიწმინდეს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Nov 28 2009, 06:22 PM
პოსტი #93


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(afxazi @ Nov 28 2009, 07:09 PM) *

Otherguy

არავინ ავალდებულებს, მაგრამ უფლებას აძლევს. მცდარად ნუ წარმოვადგენთ მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვრებას ამ ყოველივეს შესახებ. ცხადია ღირსეული საქციელი იქნებ მეუღლისგან თუკი ღალატის შემტხვევაში მოახერხებს და შეინარჩუნებს ოჯახს, მაგრამ ჩემთვის პირადად მიუღებელი იქნება ის, რომ თვალს ხუჭავდეს ერთ-ერთი მეორის რალატზე, და ამას ადამიანური სისუსტის გამოვლინეად აფასებდეს. ეს უფრო მეტად უზნეობაა ვიდრე ზნეობა და ოჯახის შენარჩუნებაზე ზრუნვა. ამასთან ადამიანის მიერ ნაკლებადაა შეფასებული ღალატის ფენომენი, რომელიც აბსოლუტურად ბილწავს ქორწინების სიწმინდეს.


კი ბატონო, 100%...

როცა ქალი საკუთარი ნებით მრუშობს, იგი ბილწავს ოჯახის სიწმინდეს და უფრო დიდი სიბილწე იქნება თუ ეს მას ეპატიება...

უბრალოდ საუბარი იყო პატიებაზე და მე ვუპასუხე რომ შეიძლება მოხდეს მეთქი...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Dec 1 2009, 06:02 PM
პოსტი #94


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(კანონისტი @ Oct 13 2009, 04:57 PM) *

ნანინა

ეკლესია რთავს ზუსტად იმ შემთხვევაში, რომელიც თავად უფლის მიერ არის დადგენილი – "რომელი ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებნ...", "ვინც ცოლი განუტეოს თვინიერ მრუშებისა, მრუშ არს..."
ანუ, ქორწინების გაუქმების წინაპირობებია:
1. მეუღლის გარდაცვალება
2. მეუღლის სამონაზვნო დასში შედგომა
3. მეუღლის ღალატი


1.
ხორციელდება ავტომატური წესით, ანუ მეუღლის გარდაცვალება პირდაპირ ათავისუფლებს მეორე მეუღლეს ცოლ-ქმრული ვალდებულებისაგან და უფლება აქვს დაიწეროს ჯვარი.

განსაკუთრებულად წესრიგდება უგზო-უკვლოდ დაკარგვის საკითხი. თუკი მეუღლე ისე იქორწინებს ხელახლა, როდესაც მას არ ექნება სარწმუნო ცნობა მეუღლის დაღუპვის შესახებ, მრუშობის ჩამდენად ითვლება.

რაც შეეხება სამხედრო მოქმედებების დროს მეუღლის დაკარგვის შემთხვევას, ასეთ შემთხვევაშიც მოქმედებს ზემომოყვანილი წესი, მხოლოდ ხელახალი დაქორწინება შემამსუბუქებელ გარემოებად ითვლება.

დაკარგული მეუღლისს გამოჩენის დროს, როდესაც მისი კანონიერი მეუღლე ასევე კანონიერად იმყოფება მეორე ქორწინებაში სხვასთან, VI მსოფლიო კრების 93-ე კანონის თანახმად, პირველ მეუღლეს უფლება აქვს მოითხოვოს ქორწინების აღდგენა, ხოლო ცოდვად ეს არ შეერაცხება არც მეორე ქორწინებაში მყოფ მეუღლეს და არც მის ახალ მეუღლეს.
2.
ერთ-ერთი მეუღლის სამონაზვნო დასში შედგომის დროს, აუცილებელია კანონიერი მეუღლის თანხმობა. მხოლოდ ამ თანხმობის შემდეგ, ან განსაკუთრებულ შემთხვევებში – ეპისკოპოსის კურთხევით მოხდება მათ შორის ქორწინების გაუქმება. ასეთ დროს მეუღლე თავისუფლდება ცოლ-ქმრული ვალდებულებებისაგან. საეკლესიო კანონებით სასურველია, რომ მეორე მეუღლეც შეუერთდეს სამონაზვნო დასს.

3.
ეკლესია აკურთხებს ქორწინებას, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთგულების აქტს. ამიტომ, ამ ერთგულების დარღვევა შესაძლოა გახდეს ქორწინების გაუქმების მიზეზი.
მათე ვლასტაროსის ანბანური სინტაგმის "Γ" ასოს მე-13 თავის თანახმად, ამ მიზეზით ქორწინების გაუქმების საფუძვლებია:
ა) ერთ-ერთი მეუღლის მიერ ოჯახური თანაცხოვრების სურვილის არქონა;
ბ) ერთ-ერთი მეუღლის მიერ მრუშება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქორწინების გაუქმება ეკლესიის მიერ (2, 3) ხდება ორი კატეგორიით. პირველს მიეკუთვნება ქორწინების გაუქმება დაუსჯელად, ანუ უფრო უკეთესი მადლისა და ღვაწლისათვის, ხოლო მეორეს – ქორწინების გაუქმება შეცოდების ჩადენის გამო, რაც დასჯადია. აქედან პირველ კატეგორიას მიეკუთვნება მე-2 პუნქტში მითითებული საფუძვლები, ხოლო მეორე კატეგორიას – მე-3 პუნქტი.

kanonisti.gif


ეს ჩამოინათვალი ამომწურავია??? და ქორ-ეპისკოპოსის მიერ ე.წ "ჯვრის აყრა" სხვა შემთხვევებში არ ხდება??. მაგ ქმარი ლოთია და ნარკომანი, სცემს სისტემატიურად ცოლს და ნუ იქ სიყვარულზე საუბარი ზედმეტია. ამ შემთხვევაში ცოლ-ქმარის გაყრა არ ხდება?? და თუ ხდება რა საფუძვლით და არის თუ არა ეს ჯვრისწერის გაუქმება??.

ეს საკითხი კარგად ვერ გავიგე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 1 2009, 06:52 PM
პოსტი #95


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(damiane80 @ Dec 1 2009, 07:02 PM) *

ეს ჩამოინათვალი ამომწურავია??? და ქორ-ეპისკოპოსის მიერ ე.წ "ჯვრის აყრა" სხვა შემთხვევებში არ ხდება??. მაგ ქმარი ლოთია და ნარკომანი, სცემს სისტემატიურად ცოლს და ნუ იქ სიყვარულზე საუბარი ზედმეტია. ამ შემთხვევაში ცოლ-ქმარის გაყრა არ ხდება?? და თუ ხდება რა საფუძვლით და არის თუ არა ეს ჯვრისწერის გაუქმება??.

ეს საკითხი კარგად ვერ გავიგე.


ორტოდოქსი.გე-ზე მახსოვს ეწერა რომ ნეტარია ქალი ვინც ეგეთ ქმარს გაუძლებს და არ გაეყრებაო...

კარგი ეგ იქით იყოს და, ისე უნდა ვთქვა რომ ადრე როცა ქორწინდებოდნენ, ოჯახებს უყურებდნენ პირველად - თუ კარგი ოჯახის შვილი იყო საქმრო/საცოლე, მაშინ სიხარულით აყოლებდნენ, თუ არადა უკან იხევდნენ...

კარგი ოჯახის შვილი კარგი აღზრდილიც იქნება, რაც ნიშნავს რომ იგი არ იქნება აღზრდილი - ლოთად, ნარკომანად და სადისტად... ცხადია გამონაკლისები ყველგანაა, მაგრამ კარგ ოჯახს კარგი სახელი იმიტომ ჰქონდა რომ აკონტროლებდნენ და ასწავლიდნენ შვილებს წესიერ ცხოვრებას, ამიტომ თითქმის გამორიცხული იყო მათ ეგეთი შვილი ყოლოდათ...

დანარჩენი ეხლა იმას უყურებდნენ უყვარდათ თუ არა ერთმანეთი და აქორწინებდნენ...

დღეს ხშირად მხოლოდ სიყვარული კმარა ხოლმე, მშობლებს არ უჯერებენ, ჰოდა ამიტომაა რომ მერე ხვდებიან ცუდ თვისებებს მეუღლეების და ნანობენ გადაწყვეტილებას...

გამიგრძელდა მაგრამ ამით იმის თქმა მინდა რომ ეგეთი შემთხვევები მინიმალური უნდა იყვეს როცა ადამიანი ქორწინდება არამარტო სიყვარულით და არიქა მიყვარს და არაფერი მაინტერესებსო, არამედ ასევე კარგი ცოდნით ადამიანისა(მისი სულიერებისა) და მისი ოჯახისა...

რეალურად კი ღვთისნიერ მართლმადიდებლებში(და მართლმადიდებლურ ან ნებისმიერ წესიერ ოჯახში გაზრდილ ადამიანებში) ეგ პრობლემა არ უნდა იდგეს...

ეს ყველაფერი იმჰო-ა... smile.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Dec 1 2009, 09:07 PM
პოსტი #96


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(afxazi @ Nov 28 2009, 06:09 PM) *

Otherguy

არავინ ავალდებულებს, მაგრამ უფლებას აძლევს. მცდარად ნუ წარმოვადგენთ მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვრებას ამ ყოველივეს შესახებ. ცხადია ღირსეული საქციელი იქნებ მეუღლისგან თუკი ღალატის შემტხვევაში მოახერხებს და შეინარჩუნებს ოჯახს, მაგრამ ჩემთვის პირადად მიუღებელი იქნება ის, რომ თვალს ხუჭავდეს ერთ-ერთი მეორის რალატზე, და ამას ადამიანური სისუსტის გამოვლინეად აფასებდეს. ეს უფრო მეტად უზნეობაა ვიდრე ზნეობა და ოჯახის შენარჩუნებაზე ზრუნვა. ამასთან ადამიანის მიერ ნაკლებადაა შეფასებული ღალატის ფენომენი, რომელიც აბსოლუტურად ბილწავს ქორწინების სიწმინდეს.


თვალის დახუჭვა ერთია მაგრამ მიტევება მეორე, მიტევება უფრო დიდსულოვნების მაჩვენებელია, თუნდაც ღალატის მიტევება. რაც შეეხება ქორწინების ფენომენს მას არა იმდენად უშუალოდ ღალატი, არამედ ტყუილი და ფლიდობა ბილწავს, რისი შედეგიცაა, უკვე ღალატი ამიტომაა, რომ ნათქვამია: ,,როცა ადამიანი პატარა საქმეში მოგატყუებს მას დიდში არ უნდა ენდოო''. ასე აჯობებს მისთვისაც და შენთვისაც. მართალია ძნელია ეს კრედოდ გაიხადო ცხოვრებაში, იმიტომ რომ ადამიანი ცხოვრებაში ხშირად იჩენს სისუსტეს, მაგრამ თუ ეცდები არაფერს წააგებ. ასე რომ არანაირი ღალატი არ იქნება თუ ქორწილამდე კარგად გაიაზრებ ვისთან იჭერ საქმეს.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V « < 3 4 5
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 05:47 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი