IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ვეფხისტყაოსანი, საყვარელი აფორიზმები, აზრები...
შეხვეწილი
პოსტი Nov 16 2006, 12:42 PM
პოსტი #1


უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 555
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: გარდატეხის ასაკი
წევრი № 436



ყველაფერი ვეფხისტყაოსანზე!


--------------------
სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია!

არადა, რავჩივარ ერთი?..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 16 2006, 01:21 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ვეფხისტყაოსანი ეს სასწაულია, მეტს ვერაფერს ვიტყვი smile.gif ჩემი საყვარელი აფორიზმი კი ესაა: "რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არ საქმე არ იქმნების"..smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 16 2006, 01:27 PM
პოსტი #3


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა სწადდეს, შე-ცა-გხვდების!

წაგიკითხავს სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ სწერენ?
ვით იტყვიან, ვით აქებენ! ცან, ცნობანი მიაფერენ,
"სიყვარული აღგვამაღლებს", ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ
შენ არ ჯერ-ხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ!

ვინ დამბადა შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად
ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად
ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმეთი ღმერთად
იგი გახდის წამის-ყოფით, ერთსა ასად, ასსა ერთად!



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი Nov 16 2006, 02:46 PM
პოსტი #4


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



''ღმერთო, ღმეთო მოწყალეო,არვინ მივის შენგან კიდე, შენგან ვითხოვ შეწევნასა,რაზომსაცა გზასა ვლიდე: მტერთა ძლევა,ზღვათა ღელვა,ღამით მავნე გამარიდე! თუღა დავრჩე,გმსახურებდე,შენდა მსხვერპლსა შესწირვიდე".


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Nov 16 2006, 04:22 PM
პოსტი #5


დაურეგისტრირებელი









Sexvewili
ვეფხისტყაოსანი ეს არის ყველაფერი კაცობრიობის შესახებ , შოთა რუსთაველი კი არის გენიოსი და ზოგადად საქართველოს უდიდესი საუნჯე ,
აბა სომხებს ვკითხოთ? biggrin.gif
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Nov 16 2006, 11:05 PM
პოსტი #6


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



შეხვეწილი
ჩემთვის ვეფხისტყაოსანი იმდენად დიდია, იმდენი შემიძლია ვთქვა, რომ უბრალოდ არ ვიცი საიდან დავიწყო, წინასწარ ვიცი, რომ მაგდენი დრო არ მექნება და ამიტომ ვარ ჩუმად smile.gif
წაკითხული მაქვს არა მარტო სკოლაში, არამედ სკოლის დამთავრების შემდეგაც რამდენიმეჯერ და უდიდესი სიამოვნებით.
პ.ს. კარგია რომ გამახსენეთ, კიდევ წავიკითხავ rolleyes.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი Nov 16 2006, 11:56 PM
პოსტი #7


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



სკოლის პერიოდში კი,მას მერე აღარsad.gif


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zura.b.g.
პოსტი Nov 17 2006, 03:23 AM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 46
რეგისტრ.: 30-August 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 131



http://file015r.mylivepage.com/chunk15/171....exe?2401193657
აი ეს ნახეთ .ლამაზადაა. როცა გადმოწერთ წერტილი და exe მიაწერეთ(ეს ვინც არ იცისIPB-ს სურათი
ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო რომ წაკითხული არ მაქვს


--------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Nov 17 2006, 05:22 AM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ილუსტრაციები ვეფხისტყაოსნიდან smile.gif
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Irine
პოსტი Nov 17 2006, 12:38 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 172
რეგისტრ.: 16-August 06
წევრი № 63



"ხსოვნა არა ჟამს ჭირისა, ვით დღისა გარდასულისა"

* * *
"ხამს მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს"


--------------------

"მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან."
წმ. სერაფიმე საროველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Nov 20 2006, 08:42 PM
პოსტი #11


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს

-----

თუ არ მოგყვეს სიყვარული, შენ მას მიჰყევ, რაცა სწადეს,
ბოლო ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს.

უხვად გავცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია.


უხვსა მორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინც ორგულია.


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
teo..
პოსტი Nov 23 2006, 10:07 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 256
რეგისტრ.: 17-November 06
მდებარ.: USA
წევრი № 486



ციტატა(Sexvewili @ Nov 16 2006, 03:31 PM) *


ვეფხისტყაოსანს ტაბუ და მტვერი კი არ უნდა დავადოთ, ჩვენი ცხოვრების ნაწილად ვაქციოთ, მაგრამ როგორ უნდა ვაქციოთ ასეთად, როცა არც ტელევიზიიით და არც ინტერნეტით, რომლითაც ძირითადად ვსარგებლობთ, არცერთ საიტზე და არცერთ სატელევიზიო არხზე ვეფხისტყაოსანს არ ასწავლიან. წიგნს კი ვიღა კითხულობს დღეს.

ასე, რომ თუკი ვინმე გამოხტება და ვეფხისტყაოსანს დაუწყებს ლანძღვას, უფლებაც აღარ გვაქვს, საპირისპირო ვუთხრათ, რადგან ასეთ ხალხს ჩვეულებრივ ჩვენზე მეტჯერ აქვთ წაკითხული თუნდაც არასწორად, მაგრამ მაინც ჩვენზე მეტჯერ და ყურადღებით, მათ მხრივ ნალანძღი ვეფხისტყაოსანი.


ეს იმას გავს, იაღოველებმა რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენზე უკეთ ზეპირად იციან წმინდა წერილი, ჩვენ კი არ ვკითხულობთ. მაგრამ როგორც კი ხმას ამოიღებენ, მზად ვართ გავუსწორდეთ.
ჩემი გულისტკივილი იმან გამოიწვია, რომ მეგონა ეს თემა ასეთი მშრალი არ გამოვიდოდა.

მინაწერი
ბოდიშს ვიხდი, ამ კითხვისთვის, რაც ახლა უნდა დავსვა, მაგრამ წმინდა სტატისტიკური თვალსაზრისით მაინტერესებს რამდენს გვაქვს ვეფხისტყაოსანი წაკითხული თავიდან ბოლომდე?



ვეფხისტყაოსანი ეს ისეთი გენიალური ნაწარმოებია, რომლის თარგმანიც კი მიუღებელია ჩემთვის, უდიდესი აზრი, რითმა და ის სული რომ არ დაიკარგოს რაც ამ უდიდესმა პიროვნებამ დაგვიტოვა...
მე პირადად ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე საქართველოში და წილად მხვდა ბედნიერება რუსთველოლოგია გამევლო.

ახლა კი რა ხდება საქართველოში?!

აკრძალეს და გააუქმეს ძველი ქართული ენის გამოკვლევა, (იმ ენაზეა საუბარი რომელიც ლაზარეს აღდგინებასთან არის დაკავშირებული), გააუქმეს რელიგიის ლექციები და რუსთველოლოგიის კათედრა, ჩვენი ეგრეთწოდებული განათლების მინისტრის თქმით ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები შეთითხნილი, მოგონილი ზღაპრებია არ არსებული პიროვნებებით! რომლითაც ახალგაზრდობა ჩლუნგდება... ნუთუ მე განვიკითხავ ახლა და ვცოდავ??? აარ! ეს არის ის საშინელი სიმართლე რომლის გამოც ჩვენ არ უნდა გავჩუმდეთ! ჩვენი სიჩუმე ამ სიტუაციაში მხოლოდ ფარისევლობის ტოლფასი იქნება და მათ ბინძურ საქმეებთან თანაზიარი. ეს კი არამარტო ურწმუნოებსს მანიშნებელია, არამედ ისტორიის უცოდინარობისაც ! აი საქართველოს და ქართული სულის დაკნინების უდიდესი საწყისი...
შოთა რუსთაველის ეს პოემა ხომ უდიდესი ლოცვაა, ღვთის შემეცმნებაა... რად ღირს თუნდაც ეს სიტყვები:-

"ჰე, ღმერთო ერთო შენ შეჰქმენ, სახე ყოვლისა ტანისა,
შენ დამიფარე, ძლევა მეც, დათრგუნვად მე სატანისა,
მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდილმდე წასატანისა,
ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წარსატანისა..."

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო

პატივისცემით თეა კანდელაკი


--------------------
სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 24 2006, 02:53 PM
პოსტი #13


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ციტატა
გააუქმეს რელიგიის ლექციები და რუსთველოლოგიის კათედრა

პირადად ვიცნობ ერთ ადამიანს, რომელიც არის რელიგიათმცოდნე - ქალბატონი რუსუდან წიქვაძე და ის ამჟამად კითხულობს ლექციებს უნივერსიტეტში.
რუსთველოლოგიის კათედრა კი რამდენადაც ვიცი ფუნქციონირებს და მუშაობს.
საიდან იცით ეს ინფორმაცია?
ციტატა
ჩვენი ეგრეთწოდებული განათლების მინისტრის თქმით ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები შეთითხნილი, მოგონილი ზღაპრებია არ არსებული პიროვნებებით! რომლითაც ახალგაზრდობა ჩლუნგდება..

მაინტერესებს, ეს თქვენ მოისმინეთ მისგან რომელიმე ინტერვიუში, თუ სადმე გაზეთში წაიკითხეთ რაიმე პუბლიკაცია?
მაინტერესებს საიდან ასეთი დამაჯერებელი ინფორმაცია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
teo..
პოსტი Nov 24 2006, 08:35 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 256
რეგისტრ.: 17-November 06
მდებარ.: USA
წევრი № 486



ციტატა(დათიკო @ Nov 24 2006, 01:53 PM) *

პირადად ვიცნობ ერთ ადამიანს, რომელიც არის რელიგიათმცოდნე - ქალბატონი რუსუდან წიქვაძე და ის ამჟამად კითხულობს ლექციებს უნივერსიტეტში.
რუსთველოლოგიის კათედრა კი რამდენადაც ვიცი ფუნქციონირებს და მუშაობს.
საიდან იცით ეს ინფორმაცია?

მაინტერესებს, ეს თქვენ მოისმინეთ მისგან რომელიმე ინტერვიუში, თუ სადმე გაზეთში წაიკითხეთ რაიმე პუბლიკაცია?
მაინტერესებს საიდან ასეთი დამაჯერებელი ინფორმაცია?


ეს ინფორმაცია ისევ საქართველოდან, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებისგან ვიცი, იმ ხალხისგან რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით ქართველი ერის მეცნიერულ აღორძინებაში. ნუთი თქვენ არ გაგიგონიათ უნივერსიტეტში არსებული პრობლემების შესახებ როცა სტუდენტ-მასწავლებლები გამოსვლებს და მიტინგებს აწყობდნენ? არა მგონია რომ ჩემთვის ამ ხალხს ცრუ ინფორმაცია მოეწოდებინათ და უმსგავსო არარსებული ფაქტების გამო ამხელა აღშფოთება გამოეხატათ. მე ამერიკის მოქალაქე ვარ, მაგრამ სულით და შეგნებით ქართველი, მინდა გითხრათ რომ საქართველოდან ჩამოსული საშვალო დონის მოსწავლე აქ პირველია სკოლაში თავისი განათლებით, კულტურით და მსოფლ-მხედველობით. და აქვე დავამატებ, რომ საქართველოში ამერიკული სასწავლო სტრუქტურის შეტანა არასახარბიელო იქნება (საერთო მაჩვენებლის მიხედვით). მე ვისურვებდი რომ ჩემი შვილი საქართველოში აღიზარდოს, გაიზარდოს და ადამიანად, პიროვნებად ჩამოყალიბდეს... და თუ უფალი ინებებს შესაძლო მე აქედან უფრო გამოვადგე საქართველოს ...

თქვენ ბრძანებთ რომ ამჟამად მიმდინარეობს რელიგიის შესწავლა სკოლებშიც და უნივერსიტეტებშიც რაც მეტად სასიხარულო ინფორმაციაა ჩემთვის, ეტყობა ხალხის ძალა მაინც ძალაშია და მადლობა უფალს.

რაც შეეხება იმას თუ მე საიდან შემექმდა აზრი განათლების მინისტრის შესახემ , გეტყვით გარდა მოსმენილი ინფორმაციებისა მე მას პირადად შევხვდი და ველაპარაკე ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტის დროს.


პატივისცემით
თეა კანდელაკი


--------------------
სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mr_morrison
პოსტი Nov 25 2006, 04:19 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 376
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 164



მე ყველაზე ძალიან მაინტერესებს თუ რას გულისხმობდა შოთა რუსთაველი როცა ტარიელს და ავთანდილს მზეს ადარებს და საერთოდ მათი აღწერისას, მე არ მგონია რომ მაინცდამაინც გარეგნობას გულისხმობს, იმიტომ რომ გარეგნობის შესაფასებლად ძალიან გადაჭარბებული შედარებებია(ცუდად არ ვგულისხმობ). მითუმეტეს ტარიელი ინდოელი იყო და ავთანდილი არაბი და მზესავით როგორ ანათებდნენ.თქვენ თუ გაქვთ რაიმე მოსაზრება ამაზე მაინტერესებს(ამას ირონიულად არ ვამბობ)


--------------------
მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 1 2006, 02:41 PM
პოსტი #16


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ ყვავი ვარდსა იშოვის, თავი ბულბული ჰგონი.."

"გული, ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან;
რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შეხვეწილი
პოსტი Dec 8 2006, 01:07 PM
პოსტი #17


უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 555
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: გარდატეხის ასაკი
წევრი № 436



ახალმან ფიფქმან დათოვა, ვარდი დათრთვილა, დანასა;

მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიჰმართის დანასა;

თქვის: “ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა,

მოვჰშორდი ლხინსა ყველასა, ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!”





--------------------
სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია!

არადა, რავჩივარ ერთი?..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 8 2006, 01:47 PM
პოსტი #18


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



http://rustaveli.tripod.com/rustaveli/index.htm

http://sisauri.tripod.com/lit/french/roustaveli.html


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino varadashvili
პოსტი Dec 8 2006, 03:23 PM
პოსტი #19


nolllllmnmmn
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 5-November 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 398



ვარდსა ჰკითხეს ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად, პირად
მიკვირს რად ხარ ეკლიანი, პოვნა შენი რად არს ჭირად,
მითხრა: ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების რაცა ძვირად
ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარ ღირდეს არცა ჩირად!



უკომენტაროდ...


--------------------
"იყავნ ნება შენი"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-musika
პოსტი Dec 14 2006, 12:41 PM
პოსტი #20


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 14-December 06
წევრი № 686



მეგონა აბიტურიენტობის მერე ,,ვეფხისტყაოსანს" აღარ წავიკითხავდი, მაგრამ ძალიანაც მომენატრა და ჩავუჯექი თავიდანsmile.gifsmile.gif

,,ჰკითხე ასსა, ჰქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს!" აი, ეს მიყვარს ყველაზე ძალიან


--------------------
[size=7][b]დრუხჩ:P
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:24 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი