IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V « < 2 3 4 5 6 >  
Reply to this topicStart new topic
> რატომ იბადებიან ადამიანები სხვადასხვა სახის დეფექტებით, რისი ბრალია ეს?
- თეკლა -
პოსტი Mar 20 2008, 09:53 PM
პოსტი #61


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 19-March 08
წევრი № 4,245



გამარჯობათ

ძალიან გულდასმით გადავიკითხე ეს თემა და მინდა ჩემი აზრი და ასევე ნამდვილი ფაქტები მოვიყვანო

დაახლოებით 2 წლის წინ Discovery -ზე ვუყურე საკმაოდ ვრცელ და ბევრის მომცველ გადაცემას- ძალიან დამაინტერესა და შეძლებისდაგვარად მოვიძიე ინფორმაცია სიამის ტყუპების თაობაზე (წიგნები, ინტერნეტი ...)

დავწერ იმას, რაც წავიკითხე და გავარკვიე:

70/75% სიამის ტყუპებისა მდედრობით სქესს მიეკუთვნებიან
40.000 ბავშვის დაბადებიდან ერთ-ერთი მსგავსი ანომალიაა
ჯერ-ჯერობით ვერ მოხდა იმ ფაქტის დადგენა, თუ რა იწვევს მსგავსი ტყუპების ჩასახვას, ცნობილია მხოლოდ ის, თუ რა პროცესი მიმდინარეობს, როცა მსგავსი ტყუპები ისახებიან (კვერცხუჯრედის გაყოფა ემბრიონებად ხდება ჩასახვიდან ორი კვირის შემდგომ, რაც უკვე ძალიან დაგვიანებულია) მაგრამ გამომწვევი მიზეზის დადგენაზე კვლავ მიმდინარეობს მუშაობა - ერთ-ერთი გაჩენილი აზრი, მაგრამ ჯერ არაოფიციალური გახლავთ ის გარემოება, რომ მსგავსი ტყუპების ჩასახვა ხდება ისეთ ქალბატონებში, რომლებიც ასაკით გადაცილებულნი არიან 40 წელს

ძირითადად ერთ-ერთი ტყუპისცალი გახლავთ უფრო ძლიერი. როცა ხდება მათი განცალკევება სუსტი ყოველთვის იღუპება (თუმცა, არის შემთხვევები ორივე მათგანის გადარჩენის შესახებაც) განცალკევების ოპერაციის სირთულე გამომდინარეობს იქედან, თუ რაგვარად არიან ისინი დაკავშირებულნი ერთმანეთთან - ყველაზე რთული გახლავთ თავებით დაკავშირებული ტყუპების გაყოფა, სადაც ერთ-ერთი ყოველთვის იღუპება

ყველაზე ადრეული ფაქტი სიმაის ტყუპების გაჩენასთან დაკავშირებით ფიქსირდება სომხეთში 945 წელს, როცა ტყუპი ძმები დაიბადნენ

საკმაოდ ცნობი ფაქტი, რომელიც უახლოესი ისტორიიდან შეგვიძლია მოვიყვანოთ თარიღდება 2000 წლით

ბავშვების პირობით სახელებად ფიქსირდებოდა ჯუდი და მერი - მათი მშობლები სასტიკად წინააღმდეგნი იყვნენ განცალკევების ოპერაციისა და აცხადებდნენ შემდეს: ვერ დავუშვებთ, რომ ერთ-ერთი ჩვენი შვილი დაიღუპოს იმის გამო, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნოს მეორეს- მათი გაჩენა ხომ ღვთის ნება იყო - განა ჩვენ გვაქვს უფლება მათ ეს წავართვათ?

სასამართლოს გადაწყვეტილებით 2001 წლის 17 ივნისს მოხდა მათი განცალკევება და ჯუდი გადარჩა, ხოლო მერი (სუსტი) დაიღუპა

მათი მშობლების ადგილას, რათმქუნდა, მე მივიღებდი გადაწყვეტილებას ერთ-ერთის გადარჩენასთან დაკავშირებით (ძალიან რთულია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჯობია ერთ-ერთმა მაინც იცოცხლოს ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ)

თემაში ერთი პასუხი შეეხებოდა მათ გარდაცვალებას - როგორც მე მოვიძიე, თუ ერთ-ერთი იღუპება მეორე მხოლოდ რამოდენიმე საათი ძლებს (მაგრამ არა 2 ან 3 დღე)

ასევე თემაში იყო პასუხი ნათესავების ქორწინების შემთხვევაში ხდება სიამის ტყუპების დაბადება - იცით, რაც კი მოვიძიე, არცერთი შემთხვევა არ აფიქსირებს მათ სისხლით ნათესაობას (ფაქტები ნამდვილად ბევრია, მერწმუნეთ)

ყველაფერი უფლის ნებაა და ყველა ჩვენთაგანი ცდილობს მისი ჭეშმარიტი გზით იაროს, უმჯობესია მივიღოთ ყველა ადამიანი ისე, როგორებიც ჩვენს წინაშე არიან - ნუ გავრიყავთ მათ საზოგადოებისგან - ნუ შევხედავთ ისე, რომ ის არაამქვეყნიურია - ისიც ხომ ჩვენნაირი ადამიანია, უბრალოდ სხეული "შეხვდა" მას სხვაგვარი


რაც შეეხება სურათებს ძალიან ცოდოები არიან, ძალიან უმწეონი, მაგრამ უნდა ვილოცოთ მათთვის

იცით ბევრი ადამიანი ვიცი, რომელთაც გარკვეული დეფექტი გააჩნიათ, მაგრამ მათი სული იმდენაც ამაღლებული, სუფთა და კეთილია მისი დეფექტი აგარ ჩანს, მთავარი ეს არის - უბრალოდ უნდა ვისწავლოთ მათი მიღება ისევე, როგორც "ფიუზიკურად უნაკლო" ადამიანისა და აგარ დაგვჩირდება მათი სარდაფში "დამალვა"

გვიყვარდეს ერთმანეთი

თიკო




--------------------
არ შეიძლება ითქვას - ჩვენ გვიყვარს ღმერთი, მაგრამ არ გვიყვარდეს ადამიანი...
უსიყვარულოდ შეუძლებელია ცხოვრება, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი.
გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი;
გვიყვარდეს, თუ გვინდა ვიპოვოთ ღმერთთან მისასვლელი გზა...
თუ გვინდა, ვიყოთ ბედნიერნი.
მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს ადამიანი მადლსა ღვთისასა,
როცა სულიერად გაძლიერდება და ამაღლდება.

ილია II
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Mar 21 2008, 02:31 AM
პოსტი #62


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა(დეპრესანტი @ Mar 20 2008, 06:45 PM) *

ალექსანდრე
ანუ უფალი ტანჯავს ერთ ადამიანს იმისათვის რომ ამ ტანჯვის შემყურე მეორე ადამიანში სინანული აღძრას?

ძირითადად რაც აქ ამოვიკითხე აზრი ერთია
უფალი ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ აკეთებს და რომ ავადმყოფობას უფალი განსაცდელის სახით უვლენს ადამიანს
ერთი ეს მაინტერესებს, გონებაშეზღუდული ადამიანი რომელიც ვერ აცნობიერებს რას სჩადის, ვერ აზროვნებს ნორმალურად მას ხომ არანაირი შანსი არააქვს მივიდეს "ჭეშმარიტებამდე" ის ხომ ვერ გახდება მორწმუნე გააზრებულად, არის გონებრივი ჩამორჩენის ისეთი ფორმები როცა ავადმყოფი ფაქტიურად ვერ აცნობიერებს რა არის ცუდი და კარგი, რა შანსს უტოვებთ მას?
არც ერთ ამ კითხვაზე პასუხი არ გაქვთ
ან ნუ ერთი პასუხია, უფალმა უკეთ იცის

კარგად რომ წაგეკითხა ჩემი პოსტი ასეთი აზრი არ უნდა გამოგეტანა. რაც დავწერე ეგ მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა და მეტი არაფერი. მე დავწერე ის, რომ შესაძლოა უფალმა განსაცდელი დაუშვას იმისათვის რომ მაგალიტად მშობლებში სინანული აღძრას და ღვთის გზაზე დააყენოს, ეკლსიურად ცხოვრებისაკენ უბიძგოს, მაგრამ მე ასევე ვთქვი ის, რომ ის შვილი რომელიც ასეთი გაუჩნდათ მშობლებს, როცა ეს ბავშვი არაფერში არაა დამნაშავე და მხოლოდ თავისი დეფექტის გამო არ შეუძლია მივიდეს ჭეშმარიტების შემეცნებამდე უფალი ამის გამო ცხონებას და სასუფევლის ნეტარებას არ მოაკლებს, პირიქით უფალს ასეთი ბავშვის მიერ კიდევ მრავალის ცხონება სურს და ამით აძლევს ცხოვნების საშუალებას სხვებსაც თუ რაღათქმაუნდა ეს უკანასკნელნი რწმენით მიიღებენ ყოველივეს. აი მე რაც ვთქვი ეს იყო და კარგად რომ წაგეკიტხა მიმიხვდებოდი რისი თქმაც მსურდა, შენ კიდე მიწერ გონებაშეზღუდულებმა რა ქნანო.

დეპრესანტი
ციტატა
მოდი ასე ვიტყვი ის აზრი რაც აქ მოვისმინე აზრი არააუბრალოდ არავინ არ ცდილობთ ჩაუღრმავდეთ და ზედაპირულად მსჯელობთ, ამბობთ იმას რაც გითხრეს ან რაც წაიკითხეთ, ჩემთვის გაუგებარია როგორ უნდა თქვა ეს სიტყვები "თუმცაღა ესეც დასაშვებია რომ უფალმა ასეთი რაღაც დაუშვას იმის გამო რომ მშობლებში სინანული აღძრას." უბრალოდ თმები ყალყზე დამიდგა ეს რომ წავიკითხე, ანუ მე დავტანჯავ შენს შვილს და მერე მოინანიებ შენს ცოდვებს აბა რას იზავ, ესაა თქვენი პოზიცია????????

კარგ მთქმელსო კარგი გამგონე უნდაო უთქვამთ ბრძენ წინაპრებს, ეხლა შენ თუ თავიდანვე უარყოფითი განწყობით ხარ შემოსული და მხოლოდ ზერელედ გადაავლე თვალი ჩემს ნაწერს, ისე რომ არც დაკვირვებიხარ ეს შენი პრობლემაა და აბა მე რა გიყო.
ციტატა
როცა ასეთ თემას ხსნით ან ნორმალურად გაეცით პასუხები ისე რომ ცოტა თავისუფლად მოაზროვნე ადამიანმაც წაიკითხსოს და გაიაზროს ან საერთოდ ნუ გახსნით ასეთ თემებს.

და კიდევ ჩემს პირად მოსაზრებას როცა მინდა, როგორც მინდა და სადაც მინდა იქ გამოვხატავ და დავაფიქსირებ ისე რომ ვერავინ დამიშლის, მემგონი ჯერჯერობით ამის უფლება მაქვს ხომ


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეპრესანტი
პოსტი Mar 22 2008, 06:10 PM
პოსტი #63


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 17
რეგისტრ.: 20-March 08
წევრი № 4,265



ალექსანდრე
ციტატა
კარგად რომ წაგეკითხა ჩემი პოსტი ასეთი აზრი არ უნდა გამოგეტანა. რაც დავწერე ეგ მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა და მეტი არაფერი. მე დავწერე ის, რომ შესაძლოა უფალმა განსაცდელი დაუშვას იმისათვის რომ მაგალიტად მშობლებში სინანული აღძრას და ღვთის გზაზე დააყენოს, ეკლსიურად ცხოვრებისაკენ უბიძგოს, მაგრამ მე ასევე ვთქვი ის, რომ ის შვილი რომელიც ასეთი გაუჩნდათ მშობლებს, როცა ეს ბავშვი არაფერში არაა დამნაშავე და მხოლოდ თავისი დეფექტის გამო არ შეუძლია მივიდეს ჭეშმარიტების შემეცნებამდე უფალი ამის გამო ცხონებას და სასუფევლის ნეტარებას არ მოაკლებს, პირიქით უფალს ასეთი ბავშვის მიერ კიდევ მრავალის ცხონება სურს და ამით აძლევს ცხოვნების საშუალებას სხვებსაც თუ რაღათქმაუნდა ეს უკანასკნელნი რწმენით მიიღებენ ყოველივეს. აი მე რაც ვთქვი ეს იყო და კარგად რომ წაგეკიტხა მიმიხვდებოდი რისი თქმაც მსურდა, შენ კიდე მიწერ გონებაშეზღუდულებმა რა ქნანო.


ფაქტიურად ახალი არაფერი გითქვია ისევ იგივე გაიმეორე, ორი მოსაზრება გაქვს პირველი ის რომ უფალი ადამიანს ტანჯვას აყენებს იმისთვის რომ მეორე ადამიანში სინანული გამოიწვიოს, მეორე კი ის რომ ასეთ ბავშვს უფალი ცხონებას და სასუფეველს არ მოაკლებს
პირველთან დაკავშირებით გამოვხატე ჩემი აზრი და ვფიქრობ არაა საჭირო ჰუმანისტი იყო რომ მიხვდე თუ რა სისასტილეა დატანჯო ბავშვი იმისთVის რომ მშობელში სინანულის გრძნობა აღძრა.
რაც შეეხება მეორეს აი აქ კი სულ დამაბნიე, დარწმუნებული ვარ რომ დაფიქრდე შენც მიხვდები, რატომ მტანჯავ თუ ისედაც უნდა მაცხონო, ასეთ ბავშვებს ხომ არააქვთ თავისუფალი ნება, რომელიც ქრისტიანობაში ასე დაფასებულია.

ციტატა
და კიდევ ჩემს პირად მოსაზრებას როცა მინდა, როგორც მინდა და სადაც მინდა იქ გამოვხატავ და დავაფიქსირებ ისე რომ ვერავინ დამიშლის, მემგონი ჯერჯერობით ამის უფლება მაქვს ხომ

რა თქმა უნდა, მეც მაქვს უფლება დავსვა კითხვები, მიუხედავად იმისა რომ ხშირად ამ კითხვებზე პასუხს ვერ ვიღებ, პასუხი "ეს ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია" კი ჩემთვის შეურაცმყოფელია, მაშინ როცა კითხვა აბსოლუტურად ლოგიკურია.


--------------------
მადლობა ღმერთს რომ ათეისტი ვარ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alter ego
პოსტი Mar 22 2008, 06:40 PM
პოსტი #64


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 38
რეგისტრ.: 14-January 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 3,630



სიამის ტყუპები მართლაც დიდი იშვიათობაა და უფრო დიდი იშვიათობა მათი ამდენი ხნის სიცოცხლე.

ვიდეომ მართლა შემძრა.


--------------------
"არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ მხუმილნი მისნი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 26 2008, 06:40 PM
პოსტი #65


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



დეპრესანტო, შენი ათეისტობის საკითხი ამ თემაში განსახილველი არ არის, ჩემი თხოვნაა, ნუ გავაოფებთ!


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი Mar 26 2008, 08:50 PM
პოსტი #66


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



ხოოოოო unsure.gif მართლა ძალიან რთული თემაა......ვერაფერს დაავამატებ უბრალოდ ვიტყვი რომ არაფერი ჩემზე ის ცუდად არ მოქმედებს როგორც დეფექტიანი ადამიანი.საშინლად მეცოდებიანდა ვფიქრობ ეს ყველაფერი უფლის ნების შედეგი კი არ არის,არამედ ჩვენი ცოდვების შედეგია.(ეს ჩემი აზრია)


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
soso5
პოსტი May 15 2008, 05:41 AM
პოსტი #67


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 264
რეგისტრ.: 31-March 08
წევრი № 4,381



ციტატა(TikoE @ Mar 20 2008, 10:53 PM) *

გამარჯობათ

ძალიან გულდასმით გადავიკითხე ეს თემა და მინდა ჩემი აზრი და ასევე ნამდვილი ფაქტები მოვიყვანო

დაახლოებით 2 წლის წინ Discovery -ზე ვუყურე საკმაოდ ვრცელ და ბევრის მომცველ გადაცემას- ძალიან დამაინტერესა და შეძლებისდაგვარად მოვიძიე ინფორმაცია სიამის ტყუპების თაობაზე (წიგნები, ინტერნეტი ...)

დავწერ იმას, რაც წავიკითხე და გავარკვიე:

70/75% სიამის ტყუპებისა მდედრობით სქესს მიეკუთვნებიან
40.000 ბავშვის დაბადებიდან ერთ-ერთი მსგავსი ანომალიაა
ჯერ-ჯერობით ვერ მოხდა იმ ფაქტის დადგენა, თუ რა იწვევს მსგავსი ტყუპების ჩასახვას, ცნობილია მხოლოდ ის, თუ რა პროცესი მიმდინარეობს, როცა მსგავსი ტყუპები ისახებიან (კვერცხუჯრედის გაყოფა ემბრიონებად ხდება ჩასახვიდან ორი კვირის შემდგომ, რაც უკვე ძალიან დაგვიანებულია) მაგრამ გამომწვევი მიზეზის დადგენაზე კვლავ მიმდინარეობს მუშაობა - ერთ-ერთი გაჩენილი აზრი, მაგრამ ჯერ არაოფიციალური გახლავთ ის გარემოება, რომ მსგავსი ტყუპების ჩასახვა ხდება ისეთ ქალბატონებში, რომლებიც ასაკით გადაცილებულნი არიან 40 წელს

ძირითადად ერთ-ერთი ტყუპისცალი გახლავთ უფრო ძლიერი. როცა ხდება მათი განცალკევება სუსტი ყოველთვის იღუპება (თუმცა, არის შემთხვევები ორივე მათგანის გადარჩენის შესახებაც) განცალკევების ოპერაციის სირთულე გამომდინარეობს იქედან, თუ რაგვარად არიან ისინი დაკავშირებულნი ერთმანეთთან - ყველაზე რთული გახლავთ თავებით დაკავშირებული ტყუპების გაყოფა, სადაც ერთ-ერთი ყოველთვის იღუპება

ყველაზე ადრეული ფაქტი სიმაის ტყუპების გაჩენასთან დაკავშირებით ფიქსირდება სომხეთში 945 წელს, როცა ტყუპი ძმები დაიბადნენ

საკმაოდ ცნობი ფაქტი, რომელიც უახლოესი ისტორიიდან შეგვიძლია მოვიყვანოთ თარიღდება 2000 წლით

ბავშვების პირობით სახელებად ფიქსირდებოდა ჯუდი და მერი - მათი მშობლები სასტიკად წინააღმდეგნი იყვნენ განცალკევების ოპერაციისა და აცხადებდნენ შემდეს: ვერ დავუშვებთ, რომ ერთ-ერთი ჩვენი შვილი დაიღუპოს იმის გამო, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნოს მეორეს- მათი გაჩენა ხომ ღვთის ნება იყო - განა ჩვენ გვაქვს უფლება მათ ეს წავართვათ?

სასამართლოს გადაწყვეტილებით 2001 წლის 17 ივნისს მოხდა მათი განცალკევება და ჯუდი გადარჩა, ხოლო მერი (სუსტი) დაიღუპა

მათი მშობლების ადგილას, რათმქუნდა, მე მივიღებდი გადაწყვეტილებას ერთ-ერთის გადარჩენასთან დაკავშირებით (ძალიან რთულია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჯობია ერთ-ერთმა მაინც იცოცხლოს ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ)

თემაში ერთი პასუხი შეეხებოდა მათ გარდაცვალებას - როგორც მე მოვიძიე, თუ ერთ-ერთი იღუპება მეორე მხოლოდ რამოდენიმე საათი ძლებს (მაგრამ არა 2 ან 3 დღე)

ასევე თემაში იყო პასუხი ნათესავების ქორწინების შემთხვევაში ხდება სიამის ტყუპების დაბადება - იცით, რაც კი მოვიძიე, არცერთი შემთხვევა არ აფიქსირებს მათ სისხლით ნათესაობას (ფაქტები ნამდვილად ბევრია, მერწმუნეთ)

ყველაფერი უფლის ნებაა და ყველა ჩვენთაგანი ცდილობს მისი ჭეშმარიტი გზით იაროს, უმჯობესია მივიღოთ ყველა ადამიანი ისე, როგორებიც ჩვენს წინაშე არიან - ნუ გავრიყავთ მათ საზოგადოებისგან - ნუ შევხედავთ ისე, რომ ის არაამქვეყნიურია - ისიც ხომ ჩვენნაირი ადამიანია, უბრალოდ სხეული "შეხვდა" მას სხვაგვარი
რაც შეეხება სურათებს ძალიან ცოდოები არიან, ძალიან უმწეონი, მაგრამ უნდა ვილოცოთ მათთვის

იცით ბევრი ადამიანი ვიცი, რომელთაც გარკვეული დეფექტი გააჩნიათ, მაგრამ მათი სული იმდენაც ამაღლებული, სუფთა და კეთილია მისი დეფექტი აგარ ჩანს, მთავარი ეს არის - უბრალოდ უნდა ვისწავლოთ მათი მიღება ისევე, როგორც "ფიუზიკურად უნაკლო" ადამიანისა და აგარ დაგვჩირდება მათი სარდაფში "დამალვა"

გვიყვარდეს ერთმანეთი

თიკო


ძალიან მტკივნეულია როდესაც იგებ ადამიანი რომ დაიბადა დეფექტიანი ბავშვი,ღმერთმა ყველას აშოროს ეს ამბავი.ასეთ ბავშვებზე უნდა ვლოცულობდეთ და ასევე ჩვენ შვილებსაც არ უნდა უშლიდეთ მათთან მეგობრობას,პირიქით მეგობრობოსკენ უნდა მიუთითებდეთ.
და რაც ყველაზე მთავარია უნდა გვახსოვდეს რომ ყველაზე მეტად ასეთ ბავშვებზე ზრუნავს უფალი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
jiventino
პოსტი Aug 7 2008, 10:02 AM
პოსტი #68


tbiliso.ge
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 30
რეგისტრ.: 7-August 08
წევრი № 5,443



ამას ორი განმარტება აქვს, ეს არის ან სისხლის არების შედეგი ან კიდევ მის წინაპრებს კონდათ ცოდვა რომელიც შთამომავლობას გადაეცა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 23 2008, 05:29 PM
პოსტი #69


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



წინა ცხოვრების შედეგია ეგ სიმახინჯეები. რეინკარნაციის ტეორია ძალიან კარგად ხსნის მაგ ყველაპერს. ვისაც გვჯერა გაგვატარეთ a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Aug 24 2008, 06:34 PM
პოსტი #70


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



ალბათ ზრაპრებშიც იმიტომ წერია ხოლმე სამთავა და ოთხთავა ადამიანებზე..


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 24 2008, 06:36 PM
პოსტი #71


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
წინა ცხოვრების შედეგია ეგ სიმახინჯეები.


აჰ... და სულის პირველი ინკარნატის დროს რომ გაჩდნენ მახინჯებადbiggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Aug 24 2008, 06:54 PM
პოსტი #72


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



ციტატა(cinemamu @ Aug 23 2008, 05:29 PM) *

წინა ცხოვრების შედეგია ეგ სიმახინჯეები. რეინკარნაციის ტეორია ძალიან კარგად ხსნის მაგ ყველაპერს. ვისაც გვჯერა გაგვატარეთ a075.gif



კი,აშკარად მათალი ხარ ..ნეტ აწინა ცხოვრებაში რა იყავი ვირთხა თუ ზვიანგი? biggrin.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Uriel
პოსტი Jun 11 2011, 01:25 PM
პოსტი #73


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 11-June 11
წევრი № 11,172



ზებედე
ციტატა
რას ფიქრობთ რატომ ჩნდებიან ასეთი ადამიანები, მაგ: სიამის ტყუპები, ჰერმაფოდიტები, სხვადასხვა სახის ინვალიდები...რა არის მიზეზი, მშობლების ცოდვა, თუ კიდევ სხვა მიზეზებია?

თქვენი კითხვის პასუხად უამრავი თანაფორუმელის მოსაზრება და ვარაუდი წავიკითხე, ჩემი გაკვირვება კი იმან გამოიწვია რომ ჭეშმარიტებასთან მიახლოვებული პასუხიც კი ვერსად ვნახე, საყვარელო დებო და ძმებო არ არსებობს კითხვა, რომელსაც პასუხი არ მოეძებნებოდეს ბიბლიაში, ბიბლია კი როგორც მოგეხსენებათ ღვთივსულიერი წერილია, ასე რომ ამ კითხვას თავად უფალი სცემს პასუხს:
სახარება იოანესი თავი 9, 1-3
1. იქიდან წამოსულმა დაინახა კაცი, რომელიც ბრმა იყო დაბადებიდან.
2. მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს: რაბი, ვინ სცოდა? ამან თუ ამისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?
3. მიუგო იესომ: არც ამან სცოდა და არც ამისმა მშთბლებმა, არამედ რათა გაცხადდნენ უფლის საქმენი მასში.
უფალმა ძალიან საინტერესოდ მოკლედ და კონკრეტულად ახსნა ეს საკითხი.


--------------------
აი ის მოდის ღრუბლებით და დაინახავს მას ყოველი თვალი, ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი; აქვითინდება მის წინაშე დედამიწის ყოველი ტომი. დიახ, ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jun 11 2011, 03:13 PM
პოსტი #74


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



Uriel
ციტატა
არამედ რათა გაცხადდნენ უფლის საქმენი მასში.

იცი შენ რაოდენ მძიმე და მტანჯველია ამის ლოდინი? ასე ადვილია თქმა, მაგრამ გახედე თითოეულ ხეიბარს, როგორ ფიქრობ უხარიათ ცხოვრება?


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 11 2011, 03:53 PM
პოსტი #75


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



როგორც პავლე მოციქული ამბობს"უფალი თავის ძალას უძლურებაში ავლენს"


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Jun 11 2011, 04:40 PM
პოსტი #76


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



GIORGI LELUASHVILI

ჟორჟ სად ხარ რომ დაიკარგე?


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 11 2011, 10:03 PM
პოსტი #77


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



.zakaria.
ციტატა
ჟორჟ სად ხარ რომ დაიკარგე?

ინტერნეთთან დაკავშირებით მქონდა რაღაც პრობლემები და... smile.gif
შენ როგორ ხარ,რას საქმიანობ?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Jun 11 2011, 11:16 PM
პოსტი #78


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Jun 11 2011, 10:03 PM) *


შენ როგორ ხარ,რას საქმიანობ?

ვარ რა არამიშავს smile.gif


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
benediqt
პოსტი Jan 19 2013, 11:28 AM
პოსტი #79


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



ისე, ეკლესიას წესები რომ არ აქვს დადგენილი ასეთ მოვლენებთან დაკავშირებით, და არ იციან როგორ აღასრულონ საეკლესიო წესები ასეთ ადამიანებზე, მარა ზოგიერთი "ჭეშმარიტი მამულიშვილი მართლმადიდებელი" 8-ვე საეკლესიო კრებას რომ უარყოფს და ეწინააღმდეგება, აი ასეთებს უნდა მოუვლინო ეს განსაცდელი ოჯახში


--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 19 2013, 12:20 PM
პოსტი #80


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Uriel
ციტატა
თქვენი კითხვის პასუხად უამრავი თანაფორუმელის მოსაზრება და ვარაუდი წავიკითხე, ჩემი გაკვირვება კი იმან გამოიწვია რომ ჭეშმარიტებასთან მიახლოვებული პასუხიც კი ვერსად ვნახე, საყვარელო დებო და ძმებო არ არსებობს კითხვა, რომელსაც პასუხი არ მოეძებნებოდეს ბიბლიაში, ბიბლია კი როგორც მოგეხსენებათ ღვთივსულიერი წერილია, ასე რომ ამ კითხვას თავად უფალი სცემს პასუხს:სახარება იოანესი თავი 9, 1-31. იქიდან წამოსულმა დაინახა კაცი, რომელიც ბრმა იყო დაბადებიდან. 2. მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს: რაბი, ვინ სცოდა? ამან თუ ამისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა? 3. მიუგო იესომ: არც ამან სცოდა და არც ამისმა მშთბლებმა, არამედ რათა გაცხადდნენ უფლის საქმენი მასში.უფალმა ძალიან საინტერესოდ მოკლედ და კონკრეტულად ახსნა ეს საკითხი.


ძალიან მეეწვება მსგავი პასუხი არავის გაეცა აქ.
ვინ რატომ იბადება ასეთად, არავინ იცის,. რას გაუგებ ღმერთს. ზოგი ჯანმრთელი იბადება და ცხოვრება ისეთ მაგალითებს აჩვენებს და იმდენ ტკივილს, ინტრებს, ხეიბარი ვყოფილიყავი და ეს არ გადმეტანაო. ამიტომ, არავინ იცის რა, რატომ ხდება. მეტ-ნაკლებ პასუხს თვითოეული ადამიანს აქვს საკუთარ ტავზე და არა სხვაზე.




--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 2 3 4 5 6 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 03:11 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი