რეინკარნაცია სახარებაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რეინკარნაცია სახარებაში |
Atm@n |
Oct 24 2013, 03:42 PM
პოსტი
#61
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 820 რეგისტრ.: 22-August 12 წევრი № 12,578 |
Giorgi Kadagishvili
შენს დარწმუნებას რამეში ან რაიმეს მტკიცებას არ ვაპირებ. მე ჩემი აზრები გითხარი და ისიც გითხარი, რომ რეალიზებული ნაკლებად მაქვს. და მივესალმები შენს სკეპტიკურ განწყობას. მეორე მხრივ ეს ისეთი სფეროა, სადაც შენით უნდა მოიძიო ფაქტები და მტკიცებულებები. მე ვინც ძალით მტენიდა ფაქტებს, სწორედ ის აღმოჩნდა მცდარი. თუ გაინტერესებს ეგ თემები მოიძიე და იპოვნი ციტატა 1. ასტრალში არ ხარ ამ სხეულით გასული.2. არ გაქვს აღქმული ეს სხეული3. იჯერებ მხოლოდ თეორიულ წყაროს. მე არ მითქვამს, რომ ვფლობ ასტრალურ სხეულს, მაგრამ მაქვს გამოცდილება ეთერულ სხეულთან დაკავშირებით. მაგრამ არა საკმარისი იმისთვის, რომ ვინმეს რამე კონკრეტული ვასწავლო. მეც ვეძებ და სხვებსაც მოვუწოდებ მაქვს ასევე გამოცდილება მედიტაციებში. და ამის სწავლება ნამდვილად შემიძლია -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
I Am Free, That Is Why I'm Lost |
Giorgi Kadagishvili |
Oct 24 2013, 08:58 PM
პოსტი
#62
|
Giorgi Kadagishvili ჯგუფი: Members პოსტები: 140 რეგისტრ.: 18-October 13 წევრი № 13,384 |
Atm@n
ციტატა . მე ვინც ძალით მტენიდა ფაქტებს, სწორედ ის აღმოჩნდა მცდარი. მეც გამაცანი, ოღონდ ვინმემ სულიერ სამყაროში მიმდინარე პროცესების ფაქტები შემტენოს და შევიტენი. მოიცა მცდარი რა პონტში აღმოჩნდა ანუ გატყუებდა? ციტატა მაგრამ მაქვს გამოცდილება ეთერულ სხეულთან დაკავშირებით. ეს კარგია თუ პირადი გამოცდილება გაქვს, აბა ჩვენც გვასწავლე და გაგვიზიარე რა არის ეთერული სხეული და ამ გამოცდილების შედეგად რას ჩაწვდი და რას მიხვდი, რა ისწავლე ახალი და მერე ეს ნასწავლი სასიკეთოდ როგორ წაგადგა საკუთარი თავის განვითარების გზაზე? ციტატა მაგრამ არა საკმარისი იმისთვის, რომ ვინმეს რამე კონკრეტული ვასწავლო. აბა ესეთ გამოცდილებას რაღა აზრი აქვს? აი მაგალითად ბიბლიის მიხედვით მოციქულ იოანეს ქონდა პირადი გამოცდილება სულიერ სამყაროში გადანაცვლებისა და ეს მისი გამოცდილება მან აღწერა წიგნში სახელწოდებით აპოკალიფსი, შენც აღგვიწერე შენი გამოცდილება, თუ საიდუმლოდ გინდა შეინახო? ციტატა მეც ვეძებ და სხვებსაც მოვუწოდებ სად ეძებ? მე მთელი სიცოცხლე ვეძებ და ჯერ ვერ მიმიკვლევია და შენ სად ეძებ ისეთ ადგილზე მე რომ არ მიძებნია, თქვი აბა იქნებ შენ იცი და მე გამომრჩა. სექტანტებში ვეძებე ვერ ვიპოვე, ვერც იუდევლებში, ვერც ქრისტიანებსა და მუსლიმანებში, მეგონა ინდუისტებში ვიპოვიდი არც იქ არის აბსოლიტური ჭეშმარიტება და შემდეგ ამის გადამოწმების გზა, ამ ძიება ძიებაში მხოლოდ ერთ რამეს მივხვდი სადმე სხვაგან კი არ უნდა ეძებო ჭეშმარიტება, არამედ საკუთარ თავში, ვინაიდან ყოველივე დევს შენში, როგორც გენი შენში განსაზღვრავს შენს თვისებებს ანალოგიურად თავად ხარ ის გენი რომელიც განსაზღვრავს სამყაროს მთელს სისავსეს, აი მე ამ ეტაპზე თვითჩაღრმავებით ვარ დაკავებული, მაგრამ როგორ წარვმართო ეს პროცესი არ ვიცი, ამ განყოფილების მოდერატორი ვინ არის? მინდა ვკითხო, აქ საერთოდ მოძღვარი შემოდის თუ არ შემოდის, 1 კინკილა კითხვა დავსვი და რამდენი წელი უნდა ველოდო პასუხს მაინტერესებს, ის პასუხი რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი არ ყოფილიყო არ დავსვამდი, იგივე კითხვა მე დავუსვი, მოლას, რაბინს, ხახამს, გურუს, მაგს, ასტროლოგს, პასტორს და ყველა თავისებურად ხსნის მაინტერესებს მართლმადიდებელი მოძღვრის აზრიც, ჭეშმარიტების ბყრობაზე ხომ გაქვთ არა პრეტენზია, ხო და რა ვქნა ეხლა რამდენი წელი ვიცადო? მამათა განმარტებებს კიდევ კომენტარები ჭირდება, ედიშერ ჭილაძე ვერ დავიჭირე ვერსად და ვის მივმართო? უბნის ეკლესიაში მივედი, იქ მღვდელს სახარებაც ხათრით აქვს წაკითხული და ვის მივადგე? პოლიცმეისტერს ვკითხო? D -------------------- ბრძენი ის არის, ვისაც საკუთარი შეცდომები ახსოვს.
|
Giorgi Kadagishvili |
Oct 24 2013, 09:24 PM
პოსტი
#63
|
Giorgi Kadagishvili ჯგუფი: Members პოსტები: 140 რეგისტრ.: 18-October 13 წევრი № 13,384 |
George Leluashvili
ციტატა ის ცოცხლად (სხეულით) ავიდა ღმერთთან და იოანედ როგორღა მოვიდა? ისე წერ გეგონება პადრუჩკი გქონდა გაყრილი და შენ მიაცილე ზეციერი იერუსალიმის კარიბჭემდე, შენ რა იცი ფიზიკური სხეულით ეახლა ღმეთს თუ სულიერი სხეულით? მე ერთი რამ ვიცი, ისიც სახარებიდან რომ ხრწნადს უხრწნელობის დამკვიდრება არ შეუძლია და ვერც ხორცი და ძვლები ვერ დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს, ელიას შემთხვევაში რანაირად დაიშვა გამონაკლისი მაშინ ეს დაგვანახვე წმინდა წერილიდან, მე ასე მინდა და მე ასე მგონის თქმების გარდა სხვა რაიმე შემოგვთავაზე. -------------------- ბრძენი ის არის, ვისაც საკუთარი შეცდომები ახსოვს.
|
Atm@n |
Oct 24 2013, 09:53 PM
პოსტი
#64
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 820 რეგისტრ.: 22-August 12 წევრი № 12,578 |
Giorgi Kadagishvili
რა თქმა უნდა ვერ იპოვიდი რელიგიებში და ფილოსოფიურ სწავლებებში. უნდა ეძებო პიროვნებებში, რომლებსაც გამოცდილება აქვთ. და რა თქმა უნდა პირველ რიგში საკუთარ თავში. მე პირადად ჯიოტიშ-ტანტრამ მომცა ამის გასაღები. არსი დამანახა და მიმართულება მომცა. აქ ამ თემებზე ღიად აღარ ვსაუბრობ. თუ სურვილი გაქვს შევხვდეთ და გაგიზიარებ გამოცდილებას. ეს პიროვნება იცი? http://my.mail.ru/video/mail/voldemir/100/...galina/847/2000 -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
I Am Free, That Is Why I'm Lost |
Giorgi Kadagishvili |
Oct 24 2013, 11:37 PM
პოსტი
#65
|
Giorgi Kadagishvili ჯგუფი: Members პოსტები: 140 რეგისტრ.: 18-October 13 წევრი № 13,384 |
Atm@n
ციტატა პირადად ჯიოტიშ-ტანტრამ მომცა ამის გასაღები. იყო დრო როდესაც გრაჰების თეორიაზე მეც მიფიქრია და ვედურ ასტროლოგიასაც გულდასმით შევისწავლიდი მაგრამ ......... ადამიანი სუსტია, უმეცრების გუნაში ჩაფლული, საცოდავი და საწყალი, ზე არსების თვალებით თუ შეხედავ ადამიანს შეგებრალება და ყველაზე მეტად ის ადამიანი შეგებრალება ვინც ჭეშმარიტების წვდომას ლამობს და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ შეუძლია, რომ დაბლოკილია სულიერი სამყაროდან, ჩაკეტილი, პატიმარი. -------------------- ბრძენი ის არის, ვისაც საკუთარი შეცდომები ახსოვს.
|
Atm@n |
Oct 25 2013, 12:16 AM
პოსტი
#66
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 820 რეგისტრ.: 22-August 12 წევრი № 12,578 |
Giorgi Kadagishvili
დაბლოკილი სულაც არაა. ვიღაცეები ყვასწავლიან, ვიღაცეები ხელს გვიშლიან. და წინაღობები ყველაზე მეტად გვაძლიერებს, თუ არ დავნებდებით რა თქმა უნდა! -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
I Am Free, That Is Why I'm Lost |
A.V.M |
Oct 25 2013, 01:19 AM
პოსტი
#67
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
Giorgi Kadagishvili
ციტატა ენეული ლოგიკით მაშინ ელისეს ძვლებზე შემთხვევით დაცემული კაცის გაცოცხლება რეინკარნაცია ყოფილა, რაღაცას ვერ განმარტავ წესივრად აბა დავკონკრეტდეთ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
Giorgi Kadagishvili |
Oct 25 2013, 10:09 AM
პოსტი
#68
|
Giorgi Kadagishvili ჯგუფი: Members პოსტები: 140 რეგისტრ.: 18-October 13 წევრი № 13,384 |
Atm@n
ციტატა დაბლოკილი სულაც არაა. ჰო ადრე მეც ასე მეგონა, რომ სრულიად თავისუფალი იყო ნების გამოვლენაში ადამიანი, მაგრამ ცხოვრებამ მასწავლა რომ თავისუფალი კი არა რუსულად რომ ვთქვათ "ვინუჟდენია". ციტატა ვიღაცეები ყვასწავლიან, ვიღაცეები ხელს გვიშლიან. ხელისშემშლელი ფაქტორები უფრო მეტია, მიწიერ პრობლემებზე ნაკლებად მაქვს საუბარი, თავად სულიერი სამყაროდან იბლოკება ადამიანის ცნობიერება, ზოგს ეძლევა ნიჭი ზოგს არ ეძლევა, ან ჯერ არ ეძლევა. ციტატა ყველაზე მეტად გვაძლიერებს, თუ არ დავნებდებით რა თქმა უნდა! ნუ ბრძოლა რომ წვრთნის საუკეთესო საშუალებაა ეს ახალი არ არის, მე სხვა რამეზედ ვსაუბრობ. -------------------- ბრძენი ის არის, ვისაც საკუთარი შეცდომები ახსოვს.
|
Giorgi Kadagishvili |
Oct 25 2013, 10:20 AM
პოსტი
#69
|
Giorgi Kadagishvili ჯგუფი: Members პოსტები: 140 რეგისტრ.: 18-October 13 წევრი № 13,384 |
A.V.M
შენ წერდი: ციტატა რეინკარნაცია ესაა , მომკვდარი , გახრწნილი არსების ხელმეორედ მოსვლა იმავე , ან განსხვავებულ სხეულში მე გითხარი: ციტატა შენეული ლოგიკით მაშინ ელისეს ძვლებზე შემთხვევით დაცემული კაცის გაცოცხლება რეინკარნაცია ყოფილა, რაღაცას ვერ განმარტავ წესივრად. კვლავ მწერ: ციტატა აბა დავკონკრეტდეთ... ვკონკრეტდები: 4 მეფ. 13,21 ერთხელ ვიღაც კაცს მარხავდნენ და, აჰა, როცა დაინახეს მოთარეშენი, ჩააგდეს ეს კაცი ელისეს სამარხში. როგორც კი შეეხო კაცი ელისეს ძვლებს, მყისვე გაცოცხლდა და ფეხზე წამოდგა. შესაბამისად ვიღაც მკვდარს, ანუ სულგაყრილ გვამს მარხავდნენ მესაფლავენი დაინახეს ყაჩაღები შეშინდნენ მოისროლეს ეს გვამი სამარხში სადაც ელისეს ძვლები ესვენა, გვამი დაეცა ძვლებზე და სასწაულებრივად გაცოცხლდა, აქედან გამომდინარე კი, როდესაც იძახი, რომ სულის მოსვლა იმავე სხეულში რეინკარნაციაა, მაშინ რეინკარირებულა ეს კაცი და რაღას ერჩი რეინკარნაციის იდეის მომხრეებს? -------------------- ბრძენი ის არის, ვისაც საკუთარი შეცდომები ახსოვს.
|
Atm@n |
Oct 25 2013, 10:58 AM
პოსტი
#70
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 820 რეგისტრ.: 22-August 12 წევრი № 12,578 |
Giorgi Kadagishvili
ციტატა ჰო ადრე მეც ასე მეგონა, რომ სრულიად თავისუფალი იყო ნების გამოვლენაში ადამიანი, მაგრამ ცხოვრებამ მასწავლა რომ თავისუფალი კი არა რუსულად რომ ვთქვათ "ვინუჟდენია". რეალურად მომხდარი ისტორიაა: http://www.scribd.com/doc/171113010/დე... -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
I Am Free, That Is Why I'm Lost |
A.V.M |
Oct 27 2013, 07:44 PM
პოსტი
#71
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
Giorgi Kadagishvili
ცოტა უფრო ყურადღებით წაიკითხე ხოლმე პოსტები . მაგრამ არ დავზარდები და ,,მოვტრიალდები.'' საუბარს რომ ვიწყებდი , ჯერ დავდე ტერმინის განმარტება (აღარც მახსოვს რომელ ლექსიკონში ეწერა.) ,,რეინკარნაცია ლათინური სიტყვაა, “რე” განმეორებითი მოქმედების აღმნიშვნელია, “ინკარნაცია” კი განსხეულებას ნიშნავს. რეინკარნაცია შეიძლება ითარგმნოს, როგორც ხელახალი განსხეულება. თუმცა ამ უკანასკნელს მრავალი სხვა ტერმინითაც აღნიშნავენ. ბერძნულში მას მეტეფრიქიზოსს უწოდებენ, რაც ქართულად გარდასხეულებას, კვლავ გაცოცხლებას ნიშნავს.'' ამ ტერმინის ეს განმარტება ჩემი მოგონილი არაა და თუ არ მოგწონს მის შემდგენელს მიმართე პრეტენზიებით. რაც შეეხება ელისეს მაგალითს. რეინკარნაციისა და ბიბლიის ,,თანაცხოვრება'' იმდენად აბსურდული თემაა , რომ თუ რამის ,,წესივრად განმარტება'' გინდა , ერთმანეთს არ უნდა დაუკავშირო . -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
marine |
Sep 2 2019, 06:59 PM
პოსტი
#72
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,854 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კითხვა: რატომ არ ცნობს ქრისტიანული რელიგია ადამიანის ხელმეორედ დაბადებას – რეინკარნაციას?
პასუხი: ადამიანი ერთხელ იბადება და არასდროს განმეორდება, რადგან ის ღვთის ხატია და თავის მსგავსად და ხატად უფალმა ერთხელ შექმნა. თუმცა ადამიანი გარდაცვალების შემდეგ არსებობას არ წყვეტს, მეორედ მოსვლისას თავისივე სხეულით აღდგება. ასეთია მართლმადიდებლური სწავლება." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 6 2021, 12:34 PM
პოსტი
#73
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,854 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კაცი ერთხელ მოდის ამქვეყნად; ადამიანს ერთხელ ეძლევა გადარჩენის საშუალება. არავითარი რეინკარნაცია არ არსებობს"
/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th April 2024 - 01:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი