IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ნიკო ლორთქიფანიძე (1880-1944), მის შემოქმედებაზე, განსაკუთრებით კი ნოველაზე "ტრაგედია უგმიროთ&qu
q-e-T-i
პოსტი Feb 15 2008, 08:19 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



ნიკო ლორთქიფანიძე სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. საშუალო სასწავლებელი ვლადიკავკაზში დაასრულა. სწავლა განაგრძო ჯერ ხარკოვის უნივერსიტეტში, შემდეგ ავსტრიაში, ლეობენის სამთო აკადემიაში. სამშობლოში 1907 წ. დაბრუნდა. გერმანულ ენას ასწავლიდა თბილისის და ქუთაისის სკოლებში, 1928-1940 წლებში - ინდუსტრიულ ინსტიტუტში. 1921-1924 წლებში ხელოვნების მუშაკთა კავშირის თავმჯდომარეა.

ლიტერატურულ მოღვაწეობას იწყებს 1902 წლიდან. მწერლის თხზულებები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „ნიშადური“, „საქართველო“, „ივერია“, „თეატრი და ცხოვრება“, „დროება“, „სახალხო გაზეთი“, „თემი“, „კოლხიდა“ და სხვ.

მწერლის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფეოდალური ხანის ამსახველ თხზულებებს: „მრისხანე ბატონი“ (1912), „ჟამთა სიავე“ (1920), „რაინდები“ (1924), „ქედუხრელნი“ (1946). მწერალი მცირე ჟანრის ნაწარმოებთა აღიარებული ოსტატია. მისი პოეტური პროზის ბრწყინვალე ნიმუშებია ღრმა ლირიზმით განმსჭვალული ის მინიატურები, რომლებშიც სამშობლოს ბედით დაკოდილი ადამიანის წუხილი ისმის.

ნიკო ლორთქიფანიძე გარდაიცვალა 1944 წელს, დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.





XXს-ის 20-ისნ წლებში რუსეთსა და მის მიერ ანექსირებლ რესპუბლიკებში, როგორც ცნობილია, მძვინვარებდა არანახული შიმშილი. ეს იყო ეგრედწოდებული "ნეპის" წლები, როცა სიღატაკე ყოველგვარ "დასაშვებ" ზGვარს გადასცდა და ადამიანები შიმშილით იხოცებოდნენ, როცა ქვეყნის ვრცელი ტრამალები ულუკმაპუროდ დახოცილი გვამებით იფინებოდა.
ეს სურათი მკაფიოდ ჩანს ნიკო ლორთქიფანიძის ნოველებში "ტრაგედია უგმიროთ", "შEგირდი", "ბედნიერება", "მწერლის ხვედრი", "ბედის ვარსკვლავი". მწერალს ეს თხზულებები ერთ ციკლად ჰქონდა ცაფიქრებული და თავდაპირველად გამოაქვეყნა საერთო სათაურით "გველეშაპის რკალში. ყველა ამ ნაწარმოების დაწერის თარიღად დასახელებული აქვს 1922 წელი.


--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Feb 15 2008, 08:38 PM
პოსტი #2


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



q-e-T-i
ძალიან მიყვარს ნიკო ლორთქიფანიძე... ძალიან ჩემეულია... smile.gif არაერთხელ მიტირია ნიკოს ნაწარმოებებზე....და რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო ყოველთვის ერთი და იგივე გრძობა მეუფლება...


***
ლიტერატურული საღამო

ხუთშაბათს ლიტერატურული საღამო იყო დანიშნული. წინა დღით წერილი მივიღე. ავტორს, როგორც ეტყობა, სურს იგი გამოქვეყნებული იყოს. ვბეჭდავ უცვლელათ.

ბატონო ნ.!

გაზეთში გამოცხადებულია, რომ თქვენ 14 სექტემბერს ლიტერატურულ საღამოზე წაიკითხავთ ახალ ნაწარმოებს... სრული დარწმუნებული ვარ, ვერავითარ ახალს რასმეს ვერ დასწერთ. მე თქვენზე უფრო მაგარი აგებულების ადამიანი ვარ, ჩემი ცხოვრება მკაცრ ხელობას - ექიმობას მოვანდომე, მაგრამ გამოურკვეველმა მდგომარეობამ ხელი ამაღებინა ჩემს სპეციალურ მუშაობაზე და იქ ვეჩხირები, სადაც ჩემი სნეულების განკურნვას ველი.

გიგზავნით წრფელ აღსარებას, დაკვირვებულ აღწერილობას ჩემი საკუთარი ავადმყოფობისას; წაუკითხეთ იგი საზოგადოებას, იქნებ მსმენელთაც სიამოვნებით მიიღონ და მეც წამალი მომინახონ.

კარგა ხანია დავრწმუნდი, რომ უცნობ კარების წინ ვდგევართ... ფარდები კართა უკვე ათრთოლდნენ და გაშლისთანავე ან დავინახავთ ნანატრ ბედნიერებას, ან სამარადისო წყვდიადის

მსხვერპლი შევიქნებით.

ამ აზრს ვუტრიალებ ყოველის მხრივ და ამ ნიადაგზე დამეწყო გალუცინაციები.

ჩემი ოთახის ფანჯროდან ხშირად მოჩანს თეთრი თოვლით დაფარული მზის სხივებით აფერილი მყინვარი და შორიდან მისი ხმა ისმის, ვით ხმა ნაზი ქალწულისა: მოუარეთ საქართველოს! მთვარიან ღამეში ბაგრატის ტაძრის ნანგრევები, თალხით მოსილ ჭირისუფალსავით რომ დასცქერიან ქუთაისს, უხმოთ მეტყველებენ: მოუარეთ საქართველოს! ზოგჯერ ქუჩაში წინ გადამეღობება სულის მესაიდუმლე შოთა, და ბრძანების კილოთი ამბობს: მოუარეთ საქართველოს!

ღამის წყვდიადში ყურს მოვკრავ მდინარეთა გალობა-სიმღერას; იწყებს მკვირცხლი რიონი; შემოსძახებს გიჟმაჟი თერგი და ბას ეუბნება დინჯი მტკვარი: მოუარეთ საქართველოს!

ნუთუ, ბატონო ჩემო, გუშინწინ რომ კოკისპირუმა წვიმამ დაასხა, არ გაგიგონიათ გაუთავებელი, გაბმული ძახილი ყოველი წვეთისა: მოუარეთ საქართველოს!


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Feb 15 2008, 08:40 PM
პოსტი #3


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



მეც ძალიან მიყვარს და მგონი წაკითხული მაქვს, მისი თემა ფორუმზე smile.gif

''დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან...''


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q-e-T-i
პოსტი Feb 15 2008, 09:19 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



"ტრაგედია უგმიროთ"
მამას შვილები შიმშილით უკვდება. გულმოწყალე ნათლიამ, მოხუცმა დედაკაცმა ნახევარი ჯამი ფქვილი მისცა დედით დაობლებული შვილებისათვის. ბავშვები სიხარულით ასხმარტალდნენ, კაცმა მჭადი გამოაცხო, ლუკმა გასინჯა, დამშეულ სხეულში უსაზღვრო ნეტარებამ დაუარა და... ვეღარ მოთოკა სურვილი. ჩამოთხოვილი ფქვილით გამომცხვარი მჭადი ერთიანად შეჭამა. როცა გონს მოეგო უკვე გვიან იყო. ბავშვების საცოდაობამ და მათ წინაშE ჩადენილმა დანაშაულმა თვითმკვლელობამდე მიიყვანა.
ნოველაში არა მხოლოდ სულიერად დაცემული ადამიანის სახე ჩანს, არამედ უფრო მეტიც, უკვე ყველაფრისადმი გულგრილი, უინტერესო, უხალისო, გაჭირვებისგან აზრ და გონებადაკარგული, უმოქმედო, უუნარო კაცისა.
პერსონაჟის აპათიური მდგომარეობა თანდათან უფრო მკვეთრად იხატება, როცა კეთილი ნათლიისგან მოულოდნელ წყალობას იღებს, არავითარი მადლიერების განცდა, არცერთი სამადლობელი სიტყვა... იგი მოქმედებს მექანიკურად, რადგან მას მართავს ინსტინქტი ხორცის ტკივილის დაამებისა, შიმშილის მოკვლისა...
ნოველაში ხორცის ტკივილს სულის ტკივილი ცვლის. ეს უკანასკნელი უფრო მწარე, უფრო დამთრგუნველი, უფრო გამაუბედურებელი ყოფილა ადამიანისთვის.

"დედა ხომ არ იზამდა"- რამდენი რამაა ამ ერთ ფრაზაში ნათქვამი... ისიც, რომ ბავშვები ობლები არიან. ისიც თუ რა არის დედა შვილებისათვის, ისიც, თუ რამდენად გაათკეცებულია ტკივილი უნებლიე დამნასავისა.

კაცი გაუაზრებლად კი არა, შეგნებულად იკლავს თავს...
მეზობელი, რომლის ვენახშიც ჩამოიხრჩო კაცმა თავი, იწყევლება, ბრაზობს მიცვალებულზე-"რაღა ჩემს ვენახში , ჩემი კარის უკან, ჩემი ბაწრით ჩამოიხრჩო თავი ამ ოჯახქორმა!", რადგან მან არ იცოდა რა მოელოდა ამ შემთხვევის გამო...


--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 15 2008, 11:02 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
"ტრაგედია უგმიროთ"


ეტყობა აკრეფის დროს შეცდომა დაუშვი და გაასწორე: უგმირო არა, უგმირო.

მადლობთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Feb 15 2008, 11:06 PM
პოსტი #6


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



staywhite

ციტატა
ეტყობა აკრეფის დროს შეცდომა დაუშვი და გაასწორე: უგმიროთ არა, უგმიროდ.

მადლობთ.


რას ამბობთ ნანა, სწორედ ეგრე უწერია ნიკო ლორთქიფანიძეს smile.gif
გამოცდაზე მაგაში 5 ქულას აკლებდნენ, "ტრაგედია უგმიროდ" რომ დაეწერა ვინმეს smile.gif
huh.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Feb 15 2008, 11:10 PM
პოსტი #7


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ის

მუდამ ის... ყოველგან ის... ყოველისფერში ის...

ქსელებში გახლართული წარმოუდგენელ ტანჯვასა ვგრძნობ და უტკბესს ნეტარებას!

ღრუბლის ნაფლეთები მისცურავს ცაზე, ერთმანეთს ასწრებს, ჯგუფდება და - საკვირველია! - ნათლად, ცოცხლად, ათასნაირად, გარკვეულად მიხატავს... მას.

ბალღის ტიტინში მის უმანკოებას ვხედავ; ვაჟკაცის გულმკერდში - მისსა მხნეობას.

ზღვის უფსკრული - მისი გონების სიღრმეა; ჩანჩქერი - მისი აზრის სიმკვირცხლეა.

ამომავალი, მილეული მთვარე - მისი სინაზეა; მზე - გამაცოცხლებელი ძალაა მისი.

ქაცვს, ეკალს ხელით ვგლეჯ - მეშინია არ გაუკაწროს მას პატარა ლამაზი ფეხები; ვარდს, იას ვრგავ, ვრწყავ - იქნებ ოდესმე დაყნოსოს იმან.

ის მეუბნება ნანას. ძილშიაც მეცხადება... ის მაღვიძებს...

მუდამ ის... ყოველგან ის... ყოველისფერში ის...

ქსელებში გახლართული წარმოუდგენელ ტანჯვასა ვგრძნობ და უტკბესს ნეტარებას!

user.gif


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 15 2008, 11:22 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(kato_Bato @ Feb 15 2008, 08:06 PM) *

staywhite
რას ამბობთ ნანა, სწორედ ეგრე უწერია ნიკო ლორთქიფანიძეს smile.gif
გამოცდაზე მაგაში 5 ქულას აკლებდნენ, "ტრაგედია უგმიროდ" რომ დაეწერა ვინმეს smile.gif
huh.gif


მე ეგ არ მახსოვს, კატი, მადლობა რომ შემახსენე. მაგრამ მე ხომ გრამატიკულ სისწორეზე გავამახვილე ყურადღება, მეგონა შეეშალა smile.gif ლორთქიფანიძე რაც ბოლოს წავიკითხე, ეს იყო მინიმუმ 25 წლის წინ, ცხადია ეგ დეტალები არ მახსოვს... მოქმედებით ბრუნვაში კი აქვს -დ, თუმცა თუ ორიგინალი მასეა, იქ აკრეფისას შეცდომასთან არარ გვქონია საქმე.


პ.ს. ქართულის გამოცდა კი სკოლის გარდა არასოდეს ჩამიბარებია, ისიც თავისუფალი თემა დავწერე smile.gif მისაღებზე კი 1 გამოცდა ჩავაბარე, ისიც ფიზიკაში .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q-e-T-i
პოსტი Feb 15 2008, 11:44 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



ხო ამიტომაც მიწერია ბრჭყალებში ყველგან :* ისე ყველგან "თ"-ებს ხმარობსsad.gif



ციტატა
ის

მუდამ ის... ყოველგან ის... ყოველისფერში ის...

ქსელებში გახლართული წარმოუდგენელ ტანჯვასა ვგრძნობ და უტკბესს ნეტარებას!

ღრუბლის ნაფლეთები მისცურავს ცაზე, ერთმანეთს ასწრებს, ჯგუფდება და - საკვირველია! - ნათლად, ცოცხლად, ათასნაირად, გარკვეულად მიხატავს... მას.

ბალღის ტიტინში მის უმანკოებას ვხედავ; ვაჟკაცის გულმკერდში - მისსა მხნეობას.

ზღვის უფსკრული - მისი გონების სიღრმეა; ჩანჩქერი - მისი აზრის სიმკვირცხლეა.

ამომავალი, მილეული მთვარე - მისი სინაზეა; მზე - გამაცოცხლებელი ძალაა მისი.

ქაცვს, ეკალს ხელით ვგლეჯ - მეშინია არ გაუკაწროს მას პატარა ლამაზი ფეხები; ვარდს, იას ვრგავ, ვრწყავ - იქნებ ოდესმე დაყნოსოს იმან.

ის მეუბნება ნანას. ძილშიაც მეცხადება... ის მაღვიძებს...

მუდამ ის... ყოველგან ის... ყოველისფერში ის...

ქსელებში გახლართული წარმოუდგენელ ტანჯვასა ვგრძნობ და უტკბესს ნეტარებას!


არაჩვეულებრივი wub.gif



გული
მოკვდა.

დის ნაზ ხელს არ გაუსწორებია სასთუმალი; იდუმალის მწუხარებით არ შემოუხედავს ავადმყოფის ოთახში სატრფოს თვალებს; ნაცნობებს არ მოუკითხავთ; უკანასკნელ წამს შენდობა არ მიუღია იმ მშვიდ, წყნარ ადამიანისაგან, რომლის ძალა აღარ სწამდა, მაგრამ დამამშვიდებელი სიტყვების მისგან გაგონება მაინც უნდოდა; დედას არ დაუყრია ცხარე ცრემლები.

მოკვდა უცხოეთში.

- ათასი სნეულებით იყო ავად, არავითარმა წამალმა არ იმოქმედა, - იმართლებდა თავს ამხანაგთა წინაშე ექიმი.

ცხედარი გაჭრეს. პროფესორმა ხელები ჩამოუშვა და გაკვირვებულმა წამოიძახა:

- შეხედეთ, ბატონებო, ეს რა ამბავია?! ერთმანეთს შესცქეროდნენ.

- ბატონებო, გული, გული, სადღაა?

გულის მაგიერ ფეფრფლიღა დარჩენილიყო. დეპეშით გაგებული უბედურებისაგან თავზარდაცემული დედა შევიდა საყვარელ შვილის ობლათ დატოვებულ ოთახში ქვითინებდა: ასე გამომიმეტე ქვრივი ოხერი? სადაა შენი კარგი გული, ამდენის ვაით და ვუით რომ ჩაგიდგი საგულეში?

კედლიდან პატარა რუქამ გასცა პასუხი:

- მე დავაჭკნე!

- მე დავწვი! - გახმაურდა სურათი მაგიდაზე.

სიტყვები არავის გაუგონია.

1908 წ.







იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიაბით; მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯის ზღვით; მოწმენდილ-მოკაშკაშებული ცით; ერით, ბერით; თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით; გონებაგახსნილ ვაჟებით; მალხაზი ბავშვებით; ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით. იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვრებით.

ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული.

იყიდება ყველგან: ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში.

იყიდება ერთიანად: შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე. იყიდება ნაწილ-ნაწილ: კახეთი და იმერეთი, ქართლი, სვანეთი და სამეგრელო, გურია და ლეჩხუმი, რაჭა და ჯავახეთი. იყიდება პატარ-პატარ ნაჭრებათ, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა: ნისიათ, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოთ; ბანკის დახმარებით და ჩვენის საშუალებით.

იყიდეთ ბარემ მთლად, გაწეწეთ და გაგლიჯეთ, რასაც საქართველო ერქვა და რაც დღეს ოხრად დარჩენილი აძღებს ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირისუფალს!


--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Feb 16 2008, 12:33 AM
პოსტი #10


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



staywhite
2kiss.gif yes4.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Feb 18 2008, 02:02 AM
პოსტი #11


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ციტატა
გული
მოკვდა.

დის ნაზ ხელს არ გაუსწორებია სასთუმალი; იდუმალის მწუხარებით არ შემოუხედავს ავადმყოფის ოთახში სატრფოს თვალებს; ნაცნობებს არ მოუკითხავთ; უკანასკნელ წამს შენდობა არ მიუღია იმ მშვიდ, წყნარ ადამიანისაგან, რომლის ძალა აღარ სწამდა, მაგრამ დამამშვიდებელი სიტყვების მისგან გაგონება მაინც უნდოდა; დედას არ დაუყრია ცხარე ცრემლები.

მოკვდა უცხოეთში.

- ათასი სნეულებით იყო ავად, არავითარმა წამალმა არ იმოქმედა, - იმართლებდა თავს ამხანაგთა წინაშე ექიმი.

ცხედარი გაჭრეს. პროფესორმა ხელები ჩამოუშვა და გაკვირვებულმა წამოიძახა:

- შეხედეთ, ბატონებო, ეს რა ამბავია?! ერთმანეთს შესცქეროდნენ.

- ბატონებო, გული, გული, სადღაა?

გულის მაგიერ ფეფრფლიღა დარჩენილიყო. დეპეშით გაგებული უბედურებისაგან თავზარდაცემული დედა შევიდა საყვარელ შვილის ობლათ დატოვებულ ოთახში ქვითინებდა: ასე გამომიმეტე ქვრივი ოხერი? სადაა შენი კარგი გული, ამდენის ვაით და ვუით რომ ჩაგიდგი საგულეში?

კედლიდან პატარა რუქამ გასცა პასუხი:

- მე დავაჭკნე!

- მე დავწვი! - გახმაურდა სურათი მაგიდაზე.

სიტყვები არავის გაუგონია.


ეს ნოველა მიყვარს ძალიან...

smile.gif

კიდევ "შელოცვა რადიოთი" ესეც კარგია smile.gif

რაც შეეხება "თავსაფრიან დედაკაცს", მაინტერესებს რას ფიქრობთ, როგორი დედა იყო იგი?
"დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიანო..."
?????????
რამდენად მისაბაძი დედა იყო თქვენი აზრით..


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q-e-T-i
პოსტი Feb 19 2008, 01:50 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



ციტატა
ეს ნოველა მიყვარს ძალიან...



კიდევ "შელოცვა რადიოთი" ესეც კარგია

რაც შეეხება "თავსაფრიან დედაკაცს", მაინტერესებს რას ფიქრობთ, როგორი დედა იყო იგი?
"დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიანო..."
?????????
რამდენად მისაბაძი დედა იყო თქვენი აზრით..


ისე ოთარაანთ ქვრივისგან განსხვავებით, ჩემი აზრით მან შვილების აღზრდაში უამრავი შეცდომა დაუშვა... ზედმეტად გაიკერპა ისინი და დედის პატივისცემა არ ასწავლა... ყველაზე ტრაგიკული კი ისაა, რომ ეს უმადურობა მან თვისი ქალიშვილისგან დაინახა და არა რძლისგან sad.gif არ ვიცი სხვა როგორ ფიქრობს, მაგრამ დიდებულ ადამიანად არ მიმაჩნია ეს თავსაფრიანი დედაკაცი, მითუმეტეს იმისა რომ უაღრესად პატიოსანი და ტრადიციების მიმყოლი მანდილოსანია........


--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q-e-T-i
პოსტი Mar 8 2008, 10:53 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



ნიკო ლორთქიფანიძე

ქრისტე!
ლმობიერო, სათნოვ, სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველო, ცოდვებისა მიმტევებელო, მასწავლებელო მოთმინებისა, მზიდველო მძიმე ტვირთისა, მტერთა მოყვარულო, დასაბამო ჭეშმარიტებისა, სიკეთისა და მშვენიერებისა, - სულის იდუმალი ძალები შენსკენ ისწრაფვის!

მტრის კლანჭებში დაეცა სული, დაჩლუნგდა გონება. გალიაში მოყვასის სიყვარული დაგავიწყდდა. უღიმ-ღამო ცხოვრებაში ფერი დაეკარგა მშვენიერებას. გვედრით უფალო, გაგვწმინდე ბასრი ხმლით. გესლიანმა დამცინავმა ენამ დასწვას ღონემიხდილი ჩვენი სხეული. იობის მოთმინების წილ მოგვეც თავგანწირული მტრის სიძულვილი სამსონისა. მრისხანე იყავ ლაჩარ მონისადმი. სიცოცხლით დაგვათრგუნვინე სიკვდილი. ნუ შეგვაწევ ცოდვას. მოგვმადლე ძალა ზე აღდგომისა... საფლავების შინათა სიცოცხლე მოგვანიჭე!

1912 წ.



















































ამაყი
(მონღოლთა ბატონობის დროიდან)
I
- დედილო!

- ა, შვილო?

- არ ღირს, დედილო, ასე ცხოვრება: ან მოკვდეს კაცი და ან ცოცხალი იყოს!..

- რათა, შვილო, რა მოგივიდა?

- მომწყინდა, დედილო, მომწყინდა! მტერს არ ეშინია და მოყვარე არაფრად მაგდებს. ფუი, ასეთ ცხოვრებას!

- რატომ, შვილო? როგორც სხვა ცხოვრობს, ისე ჩვენც ვაჯახირებთ წუთისოფელს!..

- სხვა, სხვა! სხვა რა ჩემი მაგალითია! კაცს მზესავით უნდა გიყურებდეს ყველა: ხან სასურველი უნდა იყო, - აი, იქნებ გამათბოსო; ხან კი საწყევარი, - ვაი, როდის გადავრჩები ამ კაცსო! - თვარა ძლოკვივით დასრიალობ შენთვის. თუ ვინმე ფეხს წაგკრავს, თვარა ისე, შორს მყოფს არც კი შემოგხედავს.

- მერე რა გინდა?

- ციხეს ავიღებ!..

- გადირიე?

- გადვირიე კი არა, - ავიღებ!..

- მოგკლავენ, შვილო! შენს ელიზბარს ვისღა უტოვებ...

- ჯანი გავარდეს მასაც და მეც.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

- რაღა ამ ციხეს ჩააჟინდი?

- მაგან გამოგვწოვა სისხლი. რაც მაგ წუწკები აქ ჩამოეთესლენ და ციხის კარები თავისთვის მიიხურეს, ტკბილი აღარ ყოფილა არც ძილი და არც მუშაობა!

- ასე ვიყავით მუდამ...

- რას ამბობ, დედილო? ჩვენი ბატონი მკაცრი იყო. რომ მოგვშივდებოდა, ერთ კოდს პურს მაინც ვისესხებდით. კათალიკოზი რომ მოვიდოდა, ეკლესიაში ყველა გავიგონებდით ტკბილ სიტყვას... ეჰ, მისი სიტყვები ახლაც გულს ჩამრჩენია; ბატონის მომღერლების ხმა რა სევდით ჩამგუგუნებდა გულში! ლექსები განა მეც არ მესმოდა? ხატავდნენ ბატონის დარბაზს, განა მეც არ ვხედავდი და თვალი არ ძღებოდა? ეჰ, რა ჩამოვთვალო! ახლა კი ბურდღულებენ რაღაც გაუგებარს... იქნებ კარგიცაა - ღმერთმა იცის! რაც სახიერო იყო, სადღაც წაიღეს - ელიზბარს რაღაი ვაჩვენო!..

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

- ეჰ, მივდივარ, დედილო. მარტო არ მინდოდა წასვლა - არავინ წამყვა, ამ ჩემს ბოღმას მაინც ამოვიღებ გულიდან! მერე რაც იქნება, იქნება...

* * *
ციხის კარს ვიღაცამ ძალუმად დააკაკუნა.

- ვინ ხარ?

- გააღე!

- ხვალ მოდი!

- ახლა გააღე!

- ვისთან გაქვს საქმე?

- შენთან!

- ვერ გიცნობ!

- გაუღე! ერთია, რას გვიზამს?! - მოისმა მეორე დარაჯის ხმა.

კარის გაღებაზე ახლად შემოსულმა ხმალი შეაბრიალა. ერთი დარაჯთაგანი წაიქცა.

- ეს ერთი! - წაილაპარაკა შემოსულმა.

- ესეც მეორე! - დააყოლა შემოსულმა.

ციხეში ჩოჩქოლი შეიქნა.

- ვიღაც გახელებულა!

- შეკარით!

- ეს მესამე!

- ეს მეოთხე!

- მოკალით! უსათუოდ ბნედანაცემია!

- გახელებულა!

- ეს მეხუთე!

- ერთად მივარდით ოთხივ მხრით და ასწიეთ შუბებზე.

- ესეც მეექვსე... ვაი, მომკლეს!.. ჯანი გამვარდნია. არაფერი წამიგია. მტვრად, არარაობად ვითვლებოდი ქვეყნის თვალში... არაფერი, მტვერი ვიქნები მიწაში. ანაბრე ჩემს საქმეს!..

- ვინაა? - კითხულობდნენ მეციხოვნენი.

- აქაური სოფლელია!

- გადაირია, თუ რა დაემართა?!

- გახელდა - ეტყობა!..

- არც გახელებულა და არც გადარეულა, ჩვენგან განთავისუფლება უნდოდა.

- მერე, ერთი შეგვებრძოლა?..

- კარგია! ხვალ ჩახვალ სოფელში. ას ლიტრა ოქროს მოსთხოვ მამასახლისს: დახოცილთა ჭირისუფალთ უნდა დაურიგოთ. თუ საღამომდე არ მოგცეს, თვით არ შეკრიბოს, შეესიეთ სოფელს. როგორც გსურთ, ისე მოიქეცით! - უფროსს გაეღიმა.

ციხეში ბრძოლა არ გათავებულიყო. სოფელი კი შეიკრიბა. ტოკავდა. სწუხდა.

- საწყალს მოკლავენ!..

- ბედნიერია, გულს მაინც იჯერებს...

- ვაი ჩვენი ბრალი... ჩვენზე იყრიან ჯავრს?!

- მეტიჩარა იყო - და ის არის!

- ვითომ და ასე, - სხვამ კი არ იცის, რომ მონობას თავისუფლება სჯობია!

- წავიდეთ, მივეხმაროთ! - დაიძახა ერთმა ჯმუხმა, მუდამ გაჩუმებულმა ბიჭმა.

- წავიდეთ!

- კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირო... გაჩუმდით, ფეხი არ დასძრათ!

- რაღა ეს გვეჭირვებოდა, მაინც დალესილი იყვნენ. ახლა ხომ მიზეზი იშოვეს.

- ჩვენ რა შუაში ვართ?

- რა შუაში ვართ, არ ვიცი, შუაში კი გამოგვჭყლეტენ კოზაკივით, ეს ვიცი.

- ცუდ დღეში ჩავარდით; თავის მოვლა უნდა საქმეს.

- მართალი ხარ, ბერო, შენ გამოცდილი ხარ, გვირჩიე.

II
ოცი წელიწადი გავიდა.

- მამა რომ მოგიკლეს, ხომ იცი?

- ვიცი.

- მისი სახელი რომ უკვდავია, ხომ იცი?

- ვიცი! ვერაფერი გააწყო განსვენებულმა, ტყუილა წააგო თავი.

- სცდები!.. მისი მაგალითია, რომ ახლა ჩვენში ცხოვრობს. იგი გვასულდგმულებს. სურათი ლანდია კაცის, ადამიანს კი გაგონებს.

- მერე რა? სულ მოგონება, მოგონება!

- ჩვენც უნდა მოვიგონოთ.

- ვინ გვყავს დამხმარე?

- ჩვენი ორი სოფლის ახალგაზრდობა. თითო-ოროლა ყოველ კუთხიდან.

- ცოტაა! გაგვწყვეტენ...

- გაგვწყვეტენ - ანდერძად იქნება; ქვეყანას არ დაავიწყდება სიძულვილი. აღარავის ახსოვს მამა-პაპათა გასრესა, დედათა გაუპატიურება, სიმდიდრის წაგლეჯა; ვაჟკაცობა დაიჯარგა. სულით მონანი შევიქენით. აღარავინ ამჩნევს, რომ ციხიდან გამოვიდნენ და ამ სოფლიდან ნელ-ნელა გვასახლებენ ებრაელებივით. სად? ვინ იცის!

- მე არ მჭირდება ბევრი მტკიცება; მაგრამ ყველა შენის აზრით მიდის? იცის, რომ გამარჯვებას ვერ იხილავს, მხოლოდ აზრის მსხვერპლად თავს სწირავს?

- უმრავლესობა კი; ზოგიერთი, - წამხედურობით.

- მოვდივარ.

- ამაში დარწმუნებული ვიყავი... მაგრამ შენს სახლს ცეცხლი უნდა წაუკიდო...

- რისთვის?

- შენი სახლი უფრო ახლოა ციხეზე, ვიდრე სხვისი. ჯარი აქაურობას მოატანს, ვითომ ცეცხლის საქრობად; ნამდვილად კი დასარბევად. მერე იტყვიან, ქვეყანას უბედურებაში ვეწეოდით, დიდი ამაგი მიგვიძღვის მათ წინაშეო. ამიტომ მოვლენ. ნახევარი ყმაწვილკაცობა აქ დაეცემა ჯარს, ნახევარი იქ ციხეში შევარდება, როცა კარს გააღებენ გამოსასვლელად.

- კარგი! მაშ როდის?

- ზეგ.

- მესმის.

- გამარჯობა!

- გაგვიმარჯოს!

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

სახლი იწვის. ირგვლივ ხალხი ხელჩართული იბრძვის. ერთმანეთს ცეცხლისაკენ ერეკებიან. ხეებიდან ქალები მტერს ადუღებულ წყალს თავს ასხამენ. ჯოჯოხეთის სურათია. უხმო ბრძოლაა კბილის ღრჭენით, თვალებგადმოვარდნილი. უმრავლესობას ეტყობა სიკვდილი შეუღლებია... და ბევრი სურს თან წაიყვანოს მაყრად. ციხის დაკეტა მოასწრეს. ირგვლივ შემოერტყა სოფლელთა ჯარი. გარედან სოფლელები ესვრიან თოფს, ტამბაჩას. ციხიდან გუგუნით მოდის ყუმბარების ხმა. წყდება სოფლელობა, მაგრამ უკან არ იხევს. სიკვდილის ცელი მარდად მუშაობს; სიცოცხლის ფრთებს არავინ ეტანება.

ცეცხლთან გაიმარჯვა ციხის ჯარმა. ისინი მოეხმარნენ ალყაშემორტყმულთ. მტერთა შუა მოემწყვდენ თავისუფლების მაძიებელნი. გაწყდენ სრულიად.

III
გავიდა წელიწადები.

- გვეყო ამდენი მსხვერპლი!..

- მკვდარ სიცოცხეს ცოცხალი სიკვდილი სჯობია!

- რათა ვართ მკვდარი? როგორც სხვები ცხოვრობენ, ისე ჩვენც ვცხოვრობთ.

- რა ცხოვრებაა, როცა ნიჭი სარბიელს ვერ პოულობს, ხელოვნება არ ვითარდება, მეცნიერება არ ჩნდება, ენა იკარგება და ხასიათი ჩვენი ქუცმაცდება. ერის თავისუფლება მშობელია ყოველივე განვითარების, კეთილდღეობის. გალიაში არცერთი ცხოველი არ ცხოვრობს ჩვეულებრივს ხანს, რაც უნდა აჭამო, და ჩვენ კი ნებივრობაზე ვერაფერს ვიტყვით, მგონია.

- კარგი, მაგრამ ვისი იმედი გაქვს?

- მთელი ხალხის...

- გიმტყუნებენ...

- არა! ნამეტანი საგრძნობელი ძარღვები შეუხუთეს ხალხს; ახლა ყველა მიხვდა, ყველა წინ იწევს...

- გაგებული მაქვს.

- მზადება არ შეწყვეტილა უკანასკნელი შეთქმულების დღიდან. პირიქით, იმ დღიდან უფრო მოედო ქვეყანას აზრი განთავისუფლებისა, უფრო გავრცელდა მუშაობა...

- ღმერთმა ქნას, მე კი...

- შენისთანებიც არიან, მაგრამ ცოტანი... შენ არ იქნები ღირსი მომავალი ბედნიერებისა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გათავდა ომი. დაღალული, დაქანცული, დაჭრილი, გავერანებული ქვეყნის ჭირისუფალნი მაინც მხიარულნი არიან. ცრემლების და ოფლის ქვეშ ბედის მადლიერი, ჯანსაღი, მომღიმარი სახეები მოჩანს. თავისუფლების ცოცხალ ფერს დაუფარავს დანაკლისის ფერმკრთალი ბუნება.

- ძმებო, ნუ დაივიწყებთ, ვინც პირველმა ვერ მოითმინა და მარტოდ შეებრძოლა მტერს!

- განუსვენოს უფალმა! - გრიალებს ხალხი.

ჯურღმულში, სადაც ხიშტებით დაფლეთილი ცხედარი ოდესღაც უპატიურად ჩააგდეს, ისმის:

- განისვენებს სული ჩემი ნეტართა შორის წალკოტსა ყვავილოვანსა!

წინათ ამოწყვეტილსა და გადამწვარ ორ სოფელს შორის აღმართულია ამაყი ქანდაკება, ნიშანი ერის ძლიერებისა და მტერთაგან განთავისუფლებისა.

1911-191


--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninela
პოსტი Apr 22 2008, 11:23 PM
პოსტი #14


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 10-April 08
წევრი № 4,527



ბავშვებო ერთი თხოვნა მაქვს! თუ ვინმეს შეგიძლიათ რომ ნიკო ლორთქიფანიძის "შელოცვა რადიოთი" დადოთ თუ არ დაიზარებთ დადეთ რა! არ მაქვს წაკითხული და ძალიან მაინტერესებს! unsure.gif


--------------------
"რაკი განგებამ კოსმოსურ უსასრულობაში მაინცდამაინც ჩვენ გვანდო დღეს ადამიანის სახელისა და ღირსების ტარება, ჩვენც კეთილი ვინებოთ, შევიშნოვოთ ეს მართლაც უდიდესი პატივი და,რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ მოვიდრიკოთ მისი სიმძიმის ქვეშ!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი Apr 23 2008, 12:54 AM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



ერთი საუკუნის წინ თქვა ამ დიდმა კაცმა იყიდება საქართველოო


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
taicko
პოსტი Apr 23 2008, 07:25 PM
პოსტი #16


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 80
რეგისტრ.: 8-March 08
წევრი № 4,112



ციტატა(Nanio @ Apr 23 2008, 12:54 AM) *

ერთი საუკუნის წინ თქვა ამ დიდმა კაცმა იყიდება საქართველოო

ხო. იწინასწარმეტყველა sad.gif

ლიტერატურული საღამო
ნიკო ლორთქიფანიძე

ხუთშაბათს ლიტერატურული საღამო იყო დანიშნული. წინა დღით წერილი მივიღე. ავტორს, როგორც ეტყობა, სურს იგი გამოქვეყნებული იყოს. ვბეჭდავ უცვლელათ.

ბატონო ნ.!

გაზეთში გამოცხადებულია, რომ თქვენ 14 სექტემბერს ლიტერატურულ საღამოზე წაიკითხავთ ახალ ნაწარმოებს... სრული დარწმუნებული ვარ, ვერავითარ ახალს რასმე ვერ დასწერთ. მე თქვენზე უფრო მაგარი აგებულების ადამიანი ვარ, ჩემი ცხოვრება მკაცრ ხელობას - ექიმობას მოვანდომე, მაგრამ გამოურკვეველმა მდგომარეობამ ხელი ამაღებინა ჩემს სპეციალ მუშაობაზე და იქ ვეჩხირები, სადაც ჩემი სნეულების განკურნვას ველი.

გიგზავნით წრფელ აღსარებას, დაკვირვებულ აღწერილობას ჩემი საკუთარი ავადმყოფობისას; წაუკითხეთ იგი საზოგადოებას, იქნებ, მსმენელთაც სიამოვნებით მიიღონ და მეც წამალი მომინახონ.

კარგა ხანია დავრწმუნდი, რომ უცნობ კარების წინ ვდგევართ... ფარდები კართა უკვე ათრთოლდენ და გაშლისთანავე ან დავინახავთ ნანატრ ბედნიერებას, ან სამარადისო წყვდიადის მსხვერპლნი შევიქნებით.

ამ აზრს ვუტრიალებ ყოველის მხრივ და ამ ნიადაგზე დამეწყო გალუცინაციები.

ჩემი ოთახის ფანჯრიდან ხშირათ მოჩანს თეთრი თოვლით დაფარული მზის სხივებით აფერილი მყინვარი და შორიდან მისი ხმა ისმის, ვით ხმა ნაზი ქალწულისა:

მოუარეთ საქართველოს!

მთვარიან ღამეში ბაგრატის ტაძრის ნანგრევები, თალხით მოსილ ჭირისუფალსავით რომ დასცქერიან ქუთაისს, უხმოთ მეტყველებენ:

მოუარეთ საქართველოს!

ზოგჯერ ქუჩაში წინ გადამეღობება სულის მესაიდუმლე შოთა, და ბრძანების კილოთი ამბობს:

მოუარეთ საქართველოს!

ღამის წყვდიადში ყურს მოვკრავ მდინარეთა გალობა-სიმღერას; იწყებს მკვირცხლი რიონი; შემოსძახებს გიჟმაჟი თერგი და ბანს ეუბნება დინჯი მტკვარი:

მოუარეთ საქართველოს!

ნუთუ, ბატონო ჩემო, გუშინწინ რომ კოკისპირულმა წვიმამ დაასხა, არ გაგიგონიათ გაუთავებელი, გაბმული ძახილი ყოველი წვეთისა:

მოუარეთ საქართველოს!


1917 წ.

ციტატა
"დედა ხომ არ იზამდა"- რამდენი რამაა ამ ერთ ფრაზაში ნათქვამი... ისიც, რომ ბავშვები ობლები არიან. ისიც თუ რა არის დედა შვილებისათვის, ისიც, თუ რამდენად გაათკეცებულია ტკივილი უნებლიე დამნასავისა.

დედაც იზამდა sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი Apr 24 2008, 02:51 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



ციტატა(q-e-T-i @ Feb 15 2008, 08:19 PM) *

"ტრაგედია უგმიროთ"
მამას შვილები შიმშილით უკვდება. გულმოწყალე ნათლიამ, მოხუცმა დედაკაცმა ნახევარი ჯამი ფქვილი მისცა დედით დაობლებული შვილებისათვის. ბავშვები სიხარულით ასხმარტალდნენ, კაცმა მჭადი გამოაცხო, ლუკმა გასინჯა, დამშეულ სხეულში უსაზღვრო ნეტარებამ დაუარა და... ვეღარ მოთოკა სურვილი. ჩამოთხოვილი ფქვილით გამომცხვარი მჭადი ერთიანად შეჭამა. როცა გონს მოეგო უკვე გვიან იყო. ბავშვების საცოდაობამ და მათ წინაშE ჩადენილმა დანაშაულმა თვითმკვლელობამდე მიიყვანა.
ნოველაში არა მხოლოდ სულიერად დაცემული ადამიანის სახე ჩანს, არამედ უფრო მეტიც, უკვე ყველაფრისადმი გულგრილი, უინტერესო, უხალისო, გაჭირვებისგან აზრ და გონებადაკარგული, უმოქმედო, უუნარო კაცისა.
პერსონაჟის აპათიური მდგომარეობა თანდათან უფრო მკვეთრად იხატება, როცა კეთილი ნათლიისგან მოულოდნელ წყალობას იღებს, არავითარი მადლიერების განცდა, არცერთი სამადლობელი სიტყვა... იგი მოქმედებს მექანიკურად, რადგან მას მართავს ინსტინქტი ხორცის ტკივილის დაამებისა, შიმშილის მოკვლისა...
ნოველაში ხორცის ტკივილს სულის ტკივილი ცვლის. ეს უკანასკნელი უფრო მწარე, უფრო დამთრგუნველი, უფრო გამაუბედურებელი ყოფილა ადამიანისთვის.

"დედა ხომ არ იზამდა"- რამდენი რამაა ამ ერთ ფრაზაში ნათქვამი... ისიც, რომ ბავშვები ობლები არიან. ისიც თუ რა არის დედა შვილებისათვის, ისიც, თუ რამდენად გაათკეცებულია ტკივილი უნებლიე დამნასავისა.

კაცი გაუაზრებლად კი არა, შეგნებულად იკლავს თავს...
მეზობელი, რომლის ვენახშიც ჩამოიხრჩო კაცმა თავი, იწყევლება, ბრაზობს მიცვალებულზე-"რაღა ჩემს ვენახში , ჩემი კარის უკან, ჩემი ბაწრით ჩამოიხრჩო თავი ამ ოჯახქორმა!", რადგან მან არ იცოდა რა მოელოდა ამ შემთხვევის გამო...

ეს ნოველა პირველად 2 წლის წინ წავიკითხე გამოცდისთვის რომ ვემზადებოდი და შემძრა რასაც ქვია sad.gif


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q-e-T-i
პოსტი Apr 26 2008, 08:53 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



ძლიერნი სულნი
(შექმნილი ლეგენდა)
***
De te fabula narratur


დიახ! იყვნენ ადამიანები ძლიერნი სულით, ამაყნი, ქედ-მოუხრელნი, დაუდგრომელნი. თავი ზე-კაცათ მიაჩნდათ, თავისი ნება - წმინდა კანონათ, პიროვნების გამოჩენა - უმაღლეს მიზნათ. სძულდათ და უყვარდათ არა გრძნობით - მთელი სხეულით, აზრით, სიხარულის ცრემლებით და ტანჯვის ხარხარით.

აზროვნებდენ არა წუთებით - წლობით იყვნენ გამსჭვალული ერთი საკითხით. ყველას თავი მეფეთ ესახებოდა და ქვეყანა - თვისი ცხენის სათელათ!

ნაქანდაკები შეხედულებით, იასავით მგრძნობიარე, გველივით მახვილ-გონიერნი - არ გვგავდენ ჩვენ, ლოკოკინასავით მოღოღიალე ხალხს, მატლებს ამა ქვეყნისა. არ ეშინოდათ უჩვეულო გრძნობის, არ ეძიებდენ მუდამ თანამოაზრეს.

აი ერთი ამბავი მათის ცხოვრებიდან.



ძლიერნი სულნი
(შექმნილი ლეგენდა)
I
ქვრივს ქალიშვილი ყავდა. რომ ამოდის მზე, ღვთის შესახვედრათ ქვეყანას მორთავს შვენებითო, ამბობენ. მართალია. მაგრამ შემომქმედი რომ გადმოიხედავდა, ქვრივის ქოხში ჩაიხედავდა, როგორ სძინავს ჩემს რუსუდანსაო. დიდხანს სტკბებოდა უფალი თავისი მხევალით; უფალი ზემოდან დაყურებდა მძინარე რუსუდანის შვენებას; ათასისთავის ვაჟიშვილი სულგანაბული იცთიდა თვისი სახლის კარების უკან, აი როდის გამოვა ეზოში ტანის რხევით და გამოაშუქებს ულმობელი ქალიო.

უმთვარო ღამე იყო, უვარსკვლავო. არ ეძინა მხოლოდ ათასისთავის ვაჟს. მეტ სახელად ცხენლოგინას ეძახდენ. მართლაც ან ცხენზე იჯდა და ან ლოგინში იწვა. შეიძლება იმიტომაც დაარქვეს ასეთი მეტი სახელი, რომ ცხენზე, როგორც ლოგინში, გრძნობდა თავს, თვეობით დახეტიალობდა მთაში მტერზე და მხეცზე სანადიროთ. ერთი ხანია კი სოფელს არ შორდებოდა.

ეჭვიანია სიყვარული. აი ახლაც ცხენლოგინა ბრაზობდა, ეჭვიანობდა: რათ შეეჩვია ქვრივს აფხაზი? რა აქვთ საერთო? შარშანდელი თარეშიც უმაგისოთ რომ არ მომხდარა, დანამდვილებით ვერ გავიგე; დავიფიცებ კი! ამდენი საჩუქარიც რომ არ მინახავს! მოაქვს და მოაქვს. რა ენაღვლება: ოდიშში ნათარეშევს აქ მოიტანს, აქიდან არაფერი გაყავს. რაც ეს აფხაზი დაუმეგობრდა ასისთავის ქვრივს, ჩვენში ცხვარიც არ დაკარგულა. შარშანდელი თარეში მაგის საქმეა! საწყალი ველის-მზელა კი ემსხვერპლა... მთვარიანი ღამე იყო. მოიტაცეს... კიოდა თვით მამამისმა ესროლა ისარი და ისიც და მისი გამტაცებელიც ცხენიდან ჩამოაგდო. ცხენოსანი რომ მოგვვარდა უშიშრათ, ჩაბალახ-ჩამობურული, ერთი დახედა, „ის არ ყოფილაო“, თქვა და გაქრა... აი ეს აფხაზია... ნამდვილ... მაგრამ ვისზე თქვა „ის არ ყოფილაო, მადლობა ღმერთსო?“ ნამდვილ, ნამდვილ რუსუდანზე... აჰ?.. სად წამივა? მიწაში ვერ ჩაძვრება, ცას ვერ გამოეკვრება; ხმელეთზე ყოველგან ვნახავ. მაშინდელ თარეშს არაფერი წაუღია, არაფერი გაუდენია... მხოლოდ ველის-მზელა!.. ქვრივ დედაკაცს საიდან მოეკიდა შვილობილათ ის აფხაზი?.. საწყალი ვახტანგი! მოკლა მტერი, მაგრამ თავისი შვილიც თან გადაატანა. ხელის კლანჭებით გამოღადრა ცხენს კისერი. დაიფიცა: სანამ ისრების რტყმევით ამ ცაცხვს არ გავახმობ, მანამ არც მე მოვშორდები ამ ადგილსო. ვერ გაახმო ცაცხვი... ვეებერთელაა; მისი ჩრდილი ახლა ფარავს ორივე მამა-შვილს. საწყალი ვახტანგი, რა ვაჟკაცი იყო... სულთ მობრძავი რომ იყო, მაშინაც ისარს ურტყამდა ცაცხვს. -

ბიჭო, ეს რა ამბავია?.. ცხენის ფეხის ხმა!.. ჩვენი ძაღლები ყეფენ! დიმიტრის ეზოს ჭიშკარი ჭრიალობს. ეი, მდევარი!.. ვინა ხარ?.. გამოიხედეთ! ქურდი! მდევარი! დედაბერო, თავს უშველე, გაგქურდეს! შენმა შვილობილმა გაგქურდა, ქალი წაგართვა!..

ცხენლოგინა უკვე უბელო ცხენზე იჯდა; აფშარათი მართავდა.




II
ცხენი მოკვდომოდათ. აფხაზი და რუსუდანი მდინარეს ქვეითად მიადგენ. წყალდიდობა იყო, გასვლა ეძნელებოდათ.

- სად წამიხვალ, წუწკო, ურჯულო! - მიაძახა მათ უბელო ცხენზე უიარაღო მხედარმა.

ვაჟი ისარივით გადმოვარდა ცხენიდან.

- თუ ვაჟკაცი ხარ, რას იგინები?

- შენ ზრდილობის რა ღირსი ხარ. ღამის ქურდო, სტუმრობის ადათის გამტეხო! გააგდე იარაღი, თუ მართლა ვაჟკაცი ხარ. მე უიარაღო ვარ.

- რათ ვიზამ სისულელეს! რათაც გაჯობებ, მით მოგიშორებ თავიდან.

- აკი გითხარი, ვაჟკაცი კი არა, ღამის ქურდი ხარ-მეთქი! მაგრამ არაფერია. რკინას ხელი უნდა, თვარა თვითონ ხომ არა ჭრის!..

- მარტო ვიყო, სახელისთვის შეგებრძოლებოდი, ახლა კი რუსუდანისათვის ვიბრძვი. გასამრჯელო საკმაოა; - დინჯად უპასუხა აფხაზმა.

ქაჯსა გავდა ნიფხავ-პერანგის ამარა მომხდური. აფხაზს მომარჯვებული ხანჯალი ეჭირა. პირდაპირ მივარდნა არ შეიძლებოდა.

ვაჟი ჭინკასავით ხან მოიკუმშებოდა, ჩაჯდებოდა, ხან ჩამჯდარი გადახტებოდა აფხაზისაკენ, ხან უკან დაიხევდა და საშინელის სისწრაფით აფხაზის ირგვლივ დატრიალდებოდა. დამხდური იძულებული იყო - მუდამ სახეში ეცქირა მტრისათვის, რომ უეცარის ნახტომით ზურგში არ მოქცეოდა.

ქალი ხმა გაკმენდილი შორიახლოს იყო და თავისი ყოფნით ორივეს ამხნევებდა.

ამ ხტუნვაში ვაჟმა აიღო ქვა... აფხაზს არ შეუნიშნავს... სასროლად ადვილად არ იმეტებდა. ერთად ერთი იარაღი იყო... დროს ეძებდა; თვალით ზომავდა; უმიზნებდა და ძალას იკრებდა... ერთი გადახტომის დროს თვალის დახამხამებაზე მარცხენა ხელით ფხვიერი მიწა მოსთხარა, ახლოს მივარდა აფხაზთან და თვალებში შეაყარა; მერე უკანვე დაიხია და ქვა შიგ მკერდში დასცა... აფხაზი შეტორტმანდა... ეცა ხელში. ხანჯალი ვერას გზით ვერ წაართვა. მარცხენა ხელში ლეკური და მარჯვენაში ხანჯალი სიკვდილსავით ჩაებღუჯა და ქვეყნიური ძალა ვერ წაართმევდა. ვაჟი სწვდა აფხაზს ყელში და გაგუდა. ორივე დაეცა... არც ერთი ხმას არ იღებდა... ქშინავდენ... ოფლი ხვითქად მოდიოდათ.

- გაუშვი ხელი!.. - დაიძახა ქალმა.

ვაჟი იმავ წამს წამოდგა და აფხაზი მიატოვა. ქალი წაქცეულს მივარდა, ჩაეხუტა, ცრემლებს აფრქვევდა, გულს უსინჯავდა, სუნთქავს თუ არაო.

- მოშორდი უმგვანოს!

- თუნდაც მოჯალაბე იყოს ფეხს დავბანდი, რომ შენ, უღმერთო, არ წაგერთმია.

- აფხაზია - ურჯულო.

- მის ღმერთს ვეთაყვანები!

- როდის მოასწრო შენი მოხიბლვა?

- როცა მისი ფშვენა ჩამესმა ძილში... როცა შემეხო ათრთოლებული ხელით... როცა უნაგირზე ჩამიკრა გულში... როცა გაშმაგებული მკოცნიდა და ყურადღებასაც არ აქცევდა მდევართა ისრებს და გახელებულ ქროლას ცხენისას უგზო-უკვლო მთა-ღრეში... როცა გაბედა და ჩემთვის დაარღვია სტუმართ კანონი და მომვარდა წასაყვანათ... შენ ვერ გაბედავდი!.. გულიც მოგიკვდეს!

- ვიცი ვერაფრათ მოგხიბლავ, მაინც გეტყვი: ყველაფერს ვიშოვიდი, მოვიმოქმედებდი, მონათ გაგიხდებოდი, ღვთაებათ დასახულო; აი ჩემი გული - ამოიღე, დაფერფლე, ოღონდ ერთი წამი მომეც სიტკბოებისა.

- თავს მომაკვლევინებ?

- აღტაცებით!

- მაშ რა გინდა?

- ერთი ამბორი...

- კარგი, თანახმა ვარ.

ქალმა შეუმჩნევლათ ამოაძრო თავის საყვარელ არსებას ხანჯლის ქარქაშიდან პატარა ხანჯალი.

- გაიხადე ფეხს! ოჰ, რა მშვენიერებაა! გაუშვი ტევრათ თმა, გადიყარე უკან; გადიღიღნე გულმკერდი, აიკაპიწე სახელოები! ასე... ოჰ, ნეტა თუ იყოს სხვა რამ ამ ქვეყნათ?.. ასე, აქ დაჯექ, ამ კლდეზე.

- რას მიშვები, რა გინდა?

- არაფერი, ერთი ამბორი მხოლოდ. ერთი ამბორი, მაგრამ ისე, როგორც მე მსურს... რომ დავდნე - რომ დავიწვე... რომ სანამ შენ მოასწრებდე, მე თვით დავლიო სული ნეტარების სისუსტით...

ქალი კლდეზე ჩამოჯდა. კლდე კიბისებური იყო, ვაჟი უფრო ქვემოთ დაჯდა. ტიტველ ფეხებს ხელი მოუჭირა, თავი ქალს კალთაში ჩაუდვა, გადასწია თავი და შეხედა... მშვენიერება იყო... ქალი დაიხარა... ფეხები გვერდებზე მოუჭირა, ჩაეკონა...

პატიოსნათ აასრულა ქალმა დაპირებული. მთელის სიძულვილის ეშხით, მომავალი შურისძიების წინათ-გრძნობით ჩაეწება ქალი ვაჟის ტუჩებს, მარჯვენა ხელი შემოხვია ყელზე. ნელა გაუხსნა ვაჟს ყელსაბმელი და გულზე ხელი დაადვა. ვაჟი მთვრალი იყო. ქალი არ ათავებდა კოცნას. მარცხენა ხელით ნელა დაადვა გულის ფანცქალს პატარა, ბასრი ფოლადის წვრილი ხანჯალი. ქალი არ ჩქარობდა; ქალი თვით გაიტაცა ვაჟის განუზომელმა ტრფიალების ჟინმა და ცდილობდა, სანამ ხანჯალი თავისას გასჭრიდა, ამოეწუწნა სული. ხანჯლის წვერი ნელ-ნელა შედიოდა გვერდების ძვალთა შორის სხეულში, თითქოს იქ ეძებს - დარჩა გული თუ ქალის ტუჩებმა ზემოთ ამოიღოვო. სისხლი ჭრილობიდან მოდიოდა, წყნარა მიყვებოდა ვაჟის სხეულს, იკარგებოდა პერანგის ჩრდილში და არ სვრიდა რუსუდანის კალთასა და თეთრ თითებს...

უეცრათ ქალი ჯერ გაიმართა, მერე ისევ ჩაიკეცა, თითქოს ხელმეორეთ კოცნისო... აფხაზი მიპაროდა მათ, შეემჩნია ღალატი, ჩაეკრა ხანჯალი და დასუსტებულს იქვე გული წასვლოდა...

სამივე მთის ძირში ეგდო.

მოწმენდილი ცა სხივს ფენდა. დაბურული ტყე ჩრდილს უგზავნიდა. ეკალი, მაყვალი, გვიმრა ფარავდა.

აფხაზი გონს მოვიდა, რუსუდანი და ვაჟი ერთმანეთს ჩაცივებოდენ ქალს სულის თქმა არ ქონდა. სიკვდილის ფერი კიდევ უფრო უხდებოდა შავ თმას და შავ ტანსაცმელს. ვაჟი ცოცხალი იყო... მგონი თვით ცდილობდა არ გამორკვეულიყო. ჭრილობა არ უგვრძნია; ეშინოდა - ამ კოცნის შემდეგ რუსუდანი გამშორდებაო.





III
აქაფებულ ცხენზე მათ თავზე წამოადგა ქალის დედა. ერთი თვალის გადავლებით სინამდვილე ვერ გაიგო.

- ღვთისა და თემობის მგმობელო, შენ მომიკალ, გამიუპატიურე ქალი! - მხეცივით ეცა დედაკაცი ცხენლოგინას, სცემდა, სჯიჯგნიდა და თან უყვიროდა:

- შენზე არ გავსვრი იარაღს, შეგჭამ ჩემი კბილებით...

- კმარა! - სუსტი ხმით დაიძახა აფხაზმა, - მე მოვკალ რუსუდანი, მოუარეთ.

დედაკაცი სრულიად დაიბნა.

აფხაზის სიტყვები ვერ გაიგო, ვერც ჯინჯგავითა და ყვირილით გამოღვიძებულმა ვაჟმა. სისხლისაგან დაცლილი - იგი უსიტყვოთ ეგდო.

ორ კვირას ელოდნენ ქალის გაცოცხლებას. თითო-ორორი, შემთხვევით წამონასროლმა სიტყვამ გააგებინა მათ მთელი სინამდვილე. სასოწარკვეთილმა აფხაზმა წამოიძახა:

- არც ერთი არა ვართ დამნაშავე!.. უბედურ დღეზე ვყოფილვართ გაჩენილი.

შვენიერებამ ლოყების ელფერი დაკარგა. გასივდა ტანი. გაჩნდა მატლი. თვალები ჩავარდა. თმა გაშეშდა, გახმა... სიყვარული კი დარჩა უკვდავი.

- რა ვქნათ ისეთი, რაც არც ერთ ადამიანს არ ექმნას? რით დავსტოვოთ სამარადისოდ რუსუდანის სახელი? - იკითხა ერთხელ აფხაზმა.

- მეც მაგაზე ვფიქრობდი! - თითქოს ძლივს წარმოსთქვა წყნარათ ჯერ კიდევ ფიქრში გართულმა დედამ.

- მეც!

- ავაშენოთ მეჩეთი!

- ათასი აუშენებიათ!

- ავაშენოთ მხოლოდ ჩვენ სამმა!

- ჩვენ - სამმა...

- ისე რომ არც ერთი ადამიანი არ დავიხმაროთ!

- არ დავიხმაროთ...

- მიუვალ კლდეზე...

- კლდეზე...

- უიარაღოთ, რომ ხელით ვთხრიდეთ ქვას და პეშვით მიგვქონდეს წყალი.

- კეთილი!

- არ ჩავიდეთ ქვემოთ, ადამიანებთან; შეკერილი არ ჩავიცვათ, მოხარშული არ ვჭამოთ.

- ამინ!

- მეჩეთი არ ვარგა.

- ჩემთვის სულ ერთია.

- ჩემთვისაც!

- ჩემთვისაც, ოღონდ რუსუდანი ღვთის მოსავი იყო.

- რომლის?

- რომლის?

- რომლის?

- ავაშენოთ ამის სადიდებლათ დიდი მშვენიერი გუმბათით სადგომი, მისდა კვარცხლ ბეკათ, მისი ტრაპეზი... მას ვუგალობოთ იმაში - ყველა ღმერთს, ყველა ძალას.

- ამინ.

- ამინ.

- ამინ.





IV
წინათაც ეს ადგილი მიუვალი იქნებოდა. ახლა თვით ჯიხვიც ვერ მოიკიდებს ფეხს. გზატკეცილით მიმავალი დიდხანს შეყურებს ცაში დაკარგულს კლდეზე რაღაც ნაშენს. არც კოშკია მტრისაგან თავის დასაცავი, მრისხანე და მაგარი: არც ეკლესიაა გუმბათ-სამრეკლოიანი. რაღაც უზომო მწუხარებას თავისი ტანჯვის გამოსახატავათ უნდა აეშენებიოს იგი. დაბალია და დიდი. გრძელი, რგვალი ქვითაა ნაშენი, არც კირი, არც სილა და ტალახი შიგ არ ურევია. მჭიდროა. ეტყობა - კალატოზს ყოველი ქვის დადებაზე დიდხანს უფიქრია, ქარი ხომ ვერ დაანძრევს, წვიმა ხომ ზიანს ვერ მოუტანს, სიმძიმე ხომ არ დაანგრევსო.

„ოთხი მკვდრის მონასტერს“ ეძახიან.

მართლაც, აქ თავის დღეში არც ზარს დაურეკია, არც მღვდელს უწირავს.

დიდხანს კი ისმოდა აქ სამი ადამიანის გალობა, თუ გალობა ზარით ტირილია. ახლაც უმთვარო და უვარსკვლავო ღამეში რაღაც გუგუნი მოისმის იმ ნაშენიდან. თუ შიგ შებრძანდებით, ნახავთ იატაკს, რომელიც თლილი ქვისაგან არ არის გაკეთებული, მაგრამ საკმაოდ სწორია: გავს - დიდის შრომით უხეხიათ ქვის იატაკი ქვებით და ისე გაულესიათ, რომ გაშალაშინებულსა გავს. ერთი კუთხე გადატიხრულია ვაზის საუცხოოთ გადაწნულის წნელით; ამ ღობეში წვრილის წნელით გამოხატულია მოხუცი ქალი, რომლის წინაც დგას ახალგაზრდა ქალი და აქეთ-იქით მუხლ-მოდრეკილი ორი ვაჟი. თვით აღსავლის კარების წინ გათლილი ქვის მაღალ გრძელ სუფრაზე დევს ჩონჩხი და შეყურებს აღსავლის კარებს. მასვე ირგვლივ იატაკზე სამი ჩონჩხი უწყვია: ორი გულხელდაკრეფილია და რიგზე დევს, მხოლოდ მესამე, მარჯვნით მდებარე, ხელებგაშლილია და მინგრეულ-მონგრეული. გავს - ყოფილ მიცვალებულს პატივითა და სიყვარულით ეპყრობოდენ ცოცხლათ დარჩენილი ჭირისუფალნი, სანამ უკანასკნელი არ გადაიცვალა უაპატრონოთ, უჭირისუფლოთ.

ასე გგონია მაცქერალს - ეს ოთხი ჩონჩხი ახლაც რაღაც უცნობ ღმერთს, საკურთხეველში მყოფს, ევედრება - ეთაყვანებაო.

საკურთხეველში ტრაპეზი კი არის, მაგრამ რა ღმერთი იყო ზედაღმართული, უცნობია. მონასტერში ბევრი ღირს-შესანიშნავი ნაშთი იპოვეს. მეცნიერნი ცთილობენ მათი საშუალებით გამოარკვიონ, თუ ვის ეკუთვნოდა თვით ნაშენი. გალავანში ხელოვნურათ შეჭრილია ჯვარი; ეზოში ნახეს სპარსული ფული და ბერძნული პატარა ლამპარი. მეცნიერნი კამათობენ და ვერ გაუგიათ, რომ აქ სუფევდა ღმერთი, რომლის წინაშეც ყველა ღმერთები მხოლოდ უბრალო კათაკმეველნი არიან.

წარმართნი და კერპისთაყვანის მცემელნი, მაჰმადიანები და ქრისტიანები ისრის სროლით, ცეკვით მიახლოვებიან ამ ადგილს; ყიჟინით მოზღვავებულან, ზარბაზნები დაუმიზნებიათ; უნებლიეთ თავი კი დაუხრიათ, მუხლი მოუდრეკიათ უცნობი ღვთის წინაშე, რომლის არც ქანდაკება მოჩანდა, არც სიტყვა ისმოდა და არც ცოცხალი ქურუმნი ყავდა; მაგრამ მაინც სუფევდა... საგრძნობი იყო გულით, სახილველი გონებით... „ოთხი მიცვალებულის მონასტერში“.

1911 წ.

















...და ქრისტე აღსდგა მაშინ ჩემს გულში
(ამხანაგის ნათქვამიდან)
...იმ ცივ, დაწყევლილ, ნისლიან-ბურუსიან ქვეყანაში დავკარგე სიყმაწვილე, იმედი, სულის სიმშვიდე, თვალების ელვარება, აღტაცება, სიყვარული და სიძულვილი. ლანდივით დავდიოდი მიდამოთა შორის, სადაც ერთხელ ყოველი ბალახი ჩემთვის ამოდიოდა და ყოველი კუკური ნეტარებით მათრობდა. ხეებს ფოთლები უკვე ხუთმეტჯერ გამოეცვალა და ჩემი სურათი სრულიად დავიწყებოდა. წინათ, მათ ჩრდილში რომ შევაფარებდი თავს, ფოთლები საიდუმლოებას მზის სხივებისას ჩამფუჩუნებდა და ჩიტები გულის ნადებს მიჭიკჭიკებდენ. ახლა კი ვეღარ გავიგე მათი საუბარი. შრიალი ღრიალად მეჩვენებოდა და სტვენა ბულბულის - მამლის ყივილად. ერთი მე ვიყავ ყველასათვის უცხო, უსარგებლო. ქრისტე, მართლაც, ჯვარცმული იყო ჩემს გულში.

-----

აღდგომის წინა ღამე დადგა. არავინ მყავდა არც მოსალოცავი, არც სანახავი; არც გასახსენებლად მივეშურებოოდი სადმე. გადავდიოდი ერთი ქუჩიდან მეორე ქუჩაზე; ვშინჯავდი მტვერს; დიდხანს ვაცქერდებოდი ზოგიერთ გამვლელს; შევყურებდი მოწმენდილს ცას და კლაკვნით მიმდინარე რიონს. უმიზნო ხეტიალმა მთაზე ამიყვანა. ძველებურადვე მოღუშული ბარგატის ტაძრის ნანგრევები გადამეღობა წინ. ვარსკვლავებით მოჭედილ ცის ლიტანიას შეუერთდა ლიტანია ქვეყნად და ცეცხლის წერტილები ორკეცად აციმციმდა. საზარი იყო ჯვარცმული ერის მხიარული ღაღადისი ჯვარცმული ქრისტეს აღდგომის გამო. თვალი მოვერიდე.

გავყევი კედელს. მივარდნილს ადგილს ვიღაცა დაყრდნობოდა ნანგრევს და ლოცულობდა. გულმხურვალი და ჩუმი იყო ლოცვა; სახეს ვერ ვხედავდი მლოცველისას, მაგრამ მთელი სხეულის მოდუნება, ღრმად დახრილი თავი, გრძელი ლონდეთ დაშვებული თმა, ხელები, რომელითაც კედელს მიყრდნობოდა, მიმტკიცებდა მლოცველის ტანჯვას, სასოებას და იმედს. ორიოდე მის სიტყვას მოვკარ ყური:

„ღმერთო, აღადგინე... ღმერთო, მკვდრეთით აღადგინე ერი და მიეც ძალა და სიმხნე!“

მეც ნელ-ნელა დავეშვი მუხლებზე. იმედის შუქმა გააპო მკერდი... და ქრისტე აღსდგა მაშინ ჩემს გულში.

1910 წ.


--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninela
პოსტი May 1 2008, 10:38 PM
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 10-April 08
წევრი № 4,527



უუუუუუუგენიალურესი მწერალია! ვგიჟდები მის მინიატურაზე "გული" "იყიდება საქართველო" ასე მგონია გუშინ დაიწერა! გენიოსია ჭეშმარიტად! kanonisti.gif


--------------------
"რაკი განგებამ კოსმოსურ უსასრულობაში მაინცდამაინც ჩვენ გვანდო დღეს ადამიანის სახელისა და ღირსების ტარება, ჩვენც კეთილი ვინებოთ, შევიშნოვოთ ეს მართლაც უდიდესი პატივი და,რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ მოვიდრიკოთ მისი სიმძიმის ქვეშ!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NaTeEeX
პოსტი Mar 28 2009, 05:59 PM
პოსტი #20


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 27-March 09
მდებარ.: TbiLiSi
წევრი № 6,731



როცა ნიკო ლორთქიფანიზეს ვკითხულობ,ძალიან ხშირად ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს ის პირადად მე მიამბობს,მე მიზიარებს თავის ფიქრსა და განცდას...მწერალი ძებნის უჩვეულო ინტიმს,მაგრამ ეს ინტიმი მარტო ერთთან კი არ არა აქვს დამყარებული,არამედ ყველა ადამიანთან და,ამასთან,მთელ გარემოსთან. სერგო კლდიაშვილი,1982წ. მართლაც . . .


--------------------
ყველაფერს ხალისი სჭირდება და ყველაფრის ხალისი შეიძლება დაკარგოს კაცმა . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 03:31 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი