რატომ წავიდნენ და რატომ მიდიან საქართველოდან, გამოკითხვა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ წავიდნენ და რატომ მიდიან საქართველოდან, გამოკითხვა... |
A.v.B |
Aug 11 2010, 09:29 PM
პოსტი
#141
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 427 რეგისტრ.: 8-March 10 წევრი № 8,338 |
უმეტესობა სამუშაოთაა წასული ალბათ ! სწავლის გამოც საკმაო რაოდენობით არიან წასულები (ევროპაში მიღებულ "განათლებას" არაფერი შეედრება )
უპერსპექტივო ქვეყანა რომაა საქართველო მაგიტომაც წავიდნენ თან მოსაპარიც არაფერია და ....... თან ევროპაში სუბოც იაფი ღირს. მოსაწევზე არ აჯარიმებენ. რასამბობ ტოოო..... რატო არ წავლენ ? |
zura.bi |
Aug 11 2010, 11:11 PM
პოსტი
#142
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 30-June 10 წევრი № 9,090 |
ყოველთვის, როცა ამ თემაზე მიფიქრია გიორგი დანელიას წარმატებული მოსკოველი "ქართველი"- нУГЗАР-ი მიდგება თვალწინ, კაცმა სამშობლოს ვიწრო შესაძლებლობები ვერ იგუა, დიდ რუსეთს მიუძღვნა მთელი თავისი ტალანტი და ჰპოვა ფუდუნებაში მყუდროება, даже хрустальная люстра есть - из венецианского стекла, вот! აფერუმ ქართველო!!! გარდა ზემოთ თქმულისა - ქართული გენი, ჩემის აზრით მხოლოდ ქართულ ნიადაგზე ხარობს სრულფასოვნად (თუმცა ესეც გაჭირდა ბოლოჟამს), უცხო გარემოში კი თანდათანობით გადაგვარების საფრთხის ქვეშ დგება (თავად თუ არა, მისი შთამომავლობა უცილობლად), რადგან ჩვენი ადამიანისთვის დამახასიათებელი ლტოლვა ყველაფერი უცხოურისათვის მისთვის შეუმჩნევლად იწვევს საკუთარი წარმომავლობის მენტალიტეტის უკანა რიგში გადაწევას სრულ გაქრობამდეც კი! შედარებით დიდი ხნის უცხოეთში ცხოვრების(ვისთვის როგორ) შემდეგ დაბრუნებულ ქართველს შესაძლებელია გაუჩნდეს პიროვნული გაორების პრობლემაც (ღამურას კომპლექსი) და დარჩენილი ცხოვრების დიდი ნაწილი თავის ილუზიურ ირეალურ სამყაროში გაატაროს - ვერ დატოვოს "კვალი ნათელი" ქართული ფენომენის მისეური განვითარებით კი არა და, ვერც შთამომავლობისთვის გადაცემა მოახერხოს იმ ტრადიციული ცხოვრების წესისა, რაც წინაპრებმა მოუტანეს და დაუტოვეს. ამასთან ერთად- სამშობლოდან წასული ყოველი ქართველი პოტენციურად უთავისუფლებს თავის წილ საქართველოს ყველა ჯურის გადამთიელს ბრძოლისა და ომის გარეშე, ე. ი. ის სიკეთე საზღვარგარეთიდან ოჯახის რჩენისა - რბილად რომ ვთქვა უკუჩვენებას იძლევა... და კიდევ - როგორც პატრიარქი (ჯანის სიმრთელე და სულის სიძლიერე მიჰმადლოს მას უფალმა) ბრძანებს - არსად არ არის ქვეყანაზე სხვა საქართველო, სხვა სამშობლო! გვწყალობდეს ქართველებს მამაზეციერი (სხვა ერებსაც შესაბამისად მათი რწმენისა), რომ გვეცხოვროს და გვეღვაწოს სამშობლოში, ქართულ ენაზე გვესაუბროს და გვედიდებინოს მისი მადლი, ვყოფილიყავით ბედნიერნი მრავალი ქართველის მშობლობით! და ბოლოს - გავიხსენოთ ვაჟა-ფშაველას "ის კი არ არის ბიჭობა" ის კი არ არის ბიჭობა, რო გამაგრებდნენ, ჰმაგრობდე. ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, თავისთავადა ჰვარგობდე. არც ის მგონია ბიჭობა, ვისაც ერევი, ახრჩობდე, ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, რომ სხვის დამრჩვალსა სწამლობდე. მითხარ, ვის უთქვამ ბიჭობად დამჩაგვრელებსა სწყალობდე? აბა, ბიჭობა ის არი, დაჩაგრულთათვის სწვალობდე. არც-რა ბიჭობა ეგ არი, მაძღარი ჰმღერდე, ჰგალობდე, თავი მოგქონდეს სხვებზედა და ამის გამო გვშარობდე. მგოსნობას არვის აცლიდე, მუდამ ჰკვეხდე და სცხარობდე. ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, მშიერ-მწყურვალიც ჰგალობდე. -------------------- შავ ლუდსა, წითელ ღვინოსა,
განა სუყველას სმა უნდა, პირზე მომდგარსა სიტყვასა, განა სუყველას თქმა უნდა? ცოდვილი მოყმე... |
Ligia |
Aug 12 2010, 07:13 PM
პოსტი
#143
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
ციტატა ევროპაში მიღებულ "განათლებას" არაფერი შეედრება არაფერი არა, მაგრამ სამწუხაროდ ქართული ვერ შეედრება, თუმცა ცოტა წამოვიდა წინ უმაღლესი სასწავლებლები, მაგრამ ძალიან ძვირი ღირს |
k@the |
Aug 12 2010, 09:51 PM
პოსტი
#144
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
გარდა ზემოთ თქმულისა - ქართული გენი, ჩემის აზრით მხოლოდ ქართულ ნიადაგზე ხარობს სრულფასოვნად (თუმცა ესეც გაჭირდა ბოლოჟამს), უცხო გარემოში კი თანდათანობით გადაგვარების საფრთხის ქვეშ დგება (თავად თუ არა, მისი შთამომავლობა უცილობლად), რადგან ჩვენი ადამიანისთვის დამახასიათებელი ლტოლვა ყველაფერი უცხოურისათვის მისთვის შეუმჩნევლად იწვევს საკუთარი წარმომავლობის მენტალიტეტის უკანა რიგში გადაწევას სრულ გაქრობამდეც კი! შედარებით დიდი ხნის უცხოეთში ცხოვრების(ვისთვის როგორ) შემდეგ დაბრუნებულ ქართველს შესაძლებელია გაუჩნდეს პიროვნული გაორების პრობლემაც (ღამურას კომპლექსი) და დარჩენილი ცხოვრების დიდი ნაწილი თავის ილუზიურ ირეალურ სამყაროში გაატაროს - ვერ დატოვოს "კვალი ნათელი" ქართული ფენომენის მისეური განვითარებით კი არა და, ვერც შთამომავლობისთვის გადაცემა მოახერხოს იმ ტრადიციული ცხოვრების წესისა, რაც წინაპრებმა მოუტანეს და დაუტოვეს. ამასთან ერთად- სამშობლოდან წასული ყოველი ქართველი პოტენციურად უთავისუფლებს თავის წილ საქართველოს ყველა ჯურის გადამთიელს ბრძოლისა და ომის გარეშე, ე. ი. ის სიკეთე საზღვარგარეთიდან ოჯახის რჩენისა - რბილად რომ ვთქვა უკუჩვენებას იძლევა... და კიდევ - როგორც პატრიარქი (ჯანის სიმრთელე და სულის სიძლიერე მიჰმადლოს მას უფალმა) ბრძანებს - არსად არ არის ქვეყანაზე სხვა საქართველო, სხვა სამშობლო! გვწყალობდეს ქართველებს მამაზეციერი (სხვა ერებსაც შესაბამისად მათი რწმენისა), რომ გვეცხოვროს და გვეღვაწოს სამშობლოში, ქართულ ენაზე გვესაუბროს და გვედიდებინოს მისი მადლი, ვყოფილიყავით ბედნიერნი მრავალი ქართველის მშობლობით! და ბოლოს - გავიხსენოთ ვაჟა-ფშაველას "ის კი არ არის ბიჭობა" ის კი არ არის ბიჭობა, რო გამაგრებდნენ, ჰმაგრობდე. ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, თავისთავადა ჰვარგობდე. არც ის მგონია ბიჭობა, ვისაც ერევი, ახრჩობდე, ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, რომ სხვის დამრჩვალსა სწამლობდე. მითხარ, ვის უთქვამ ბიჭობად დამჩაგვრელებსა სწყალობდე? აბა, ბიჭობა ის არი, დაჩაგრულთათვის სწვალობდე. არც-რა ბიჭობა ეგ არი, მაძღარი ჰმღერდე, ჰგალობდე, თავი მოგქონდეს სხვებზედა და ამის გამო გვშარობდე. მგოსნობას არვის აცლიდე, მუდამ ჰკვეხდე და სცხარობდე. ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, მშიერ-მწყურვალიც ჰგალობდე. გასაგებია თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით და მისაღებიც, მომავალ თაობებში ქართველობის შენარჩუნება, ნამდვილად რთულია არაქართულ გარემოში, თუმცა არა შეუძლებელი. ვაჟაც დიადია და მისი ლექსიც უდავოდ, მაგრამ სამწუხაროა რომ ამ თემაში საჭიროდ ჩათვალეთ იმ ადგილების გამუქება. რატომ ასოცირდება საზღვარგარეთ ყოფნა სიმაძღრესთან? რატომ განიკითხავენ უცხოეთში მყოფებს ამ პათოსით არ მესმის... საქართველოში რა ცოტაა მაძღარი და გაზულუქებული ქართველი? ან არ გინახავთ უცხოეთში მყოფი მშიერი ქართველი? იტყვით ალბათ, - თუ მშიერია ჩამოვიდეს აქეთ, მანდ რაღას რჩებაო, მაგრამ ვინ რა იცის იმას რა გაჭირვება აქვს... სხვისი საქციელის განსჯა ყოველთვის უფრო ადვილია... არაფერი არა, მაგრამ სამწუხაროდ ქართული ვერ შეედრება, თუმცა ცოტა წამოვიდა წინ უმაღლესი სასწავლებლები, მაგრამ ძალიან ძვირი ღირს არ არის თიკო მთლად მასე, დარგს გააჩნია, თორემ საქართველოში არის საგნები, რაც არანაკლები დონით ისწავლება ვიდრე უცხოეთში, უბრალოდ ყველა დარგი არაა ასე და ასევე სწავლის გაღრმავების მხრივაც ჭირს შემდეგ, სამეცნიერო სფეროს წახალისების ნაცვლად კაი დღეს აყენებენ მავანნი ამა სოფლისა. აი მე დავბრუნდი ხოდა გაგვიზიარე მერე გამოცდილება, აგიტაციები აწარმოე ფორუმზე -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
zura.bi |
Aug 12 2010, 10:06 PM
პოსტი
#145
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 30-June 10 წევრი № 9,090 |
გასაგებია თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით და მისაღებიც, მომავალ თაობებში ქართველობის შენარჩუნება, ნამდვილად რთულია არაქართულ გარემოში, თუმცა არა შეუძლებელი. ვაჟაც დიადია და მისი ლექსიც უდავოდ, მაგრამ სამწუხაროა რომ ამ თემაში საჭიროდ ჩათვალეთ იმ ადგილების გამუქება. რატომ ასოცირდება საზღვარგარეთ ყოფნა სიმაძღრესთან? რატომ განიკითხავენ უცხოეთში მყოფებს ამ პათოსით არ მესმის... საქართველოში რა ცოტაა მაძღარი და გაზულუქებული ქართველი? ან არ გინახავთ უცხოეთში მყოფი მშიერი ქართველი? იტყვით ალბათ, - თუ მშიერია ჩამოვიდეს აქეთ, მანდ რაღას რჩებაო, მაგრამ ვინ რა იცის იმას რა გაჭირვება აქვს... სხვისი საქციელის განსჯა ყოველთვის უფრო ადვილია... ვფიქრობ გულისტკივილი განსჯისგან საკმაოდ განსხვავებულად წარმოვადგინე, ისე ამ უკანასკნელისგან ღმერთმა დაგვიფაროს მეცა და თქვენც. -------------------- შავ ლუდსა, წითელ ღვინოსა,
განა სუყველას სმა უნდა, პირზე მომდგარსა სიტყვასა, განა სუყველას თქმა უნდა? ცოდვილი მოყმე... |
Ligia |
Aug 12 2010, 10:51 PM
პოსტი
#146
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
|
iako |
Aug 12 2010, 11:22 PM
პოსტი
#147
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
ბევრი მიზეზი არსებობს საზღვარგარეთ წასვლის:ზოგს სწავლა აინტერესებს, ზოგს მატერიალური მდგომარეობის ამაღლება, ზოგს მოგზაურობის სურვილი (რაც ევროპიდან იოლია), ზოგი აქაურ სიტუაციას გაურბის. ყველა ადამიანი თვითონ ირჩევს ცხოვრების გზას.
ჩემი აზრით არ აქვს მნიშვნელობა, დავრჩებით აქ თუ წავალთ საზღვარგარეთ, მნიშვნელოვანია საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნვა. რათქმაუნდა ამ მხრივ პერსპექტივა საზღვარგარეთ მეტია, ვიდრე საქართველოში. უამრავი ხლმშეწყობი ფაქტორებია.თუმცა არცთუ ისე იოლი, როგორც ხშირად წარმოგვიდგენია,სანამ უცხო მხარეში არ მოვხვდებით. და კიდევ, ადამიანები რომლებიც დინებას მიყვებიან და ერთფეროვან ცხოვრებას მისდევენ ყველგან არიან აქაც და იქაც.ასეთებისთვის მნიშვნელობა არ აქვთ სად ამოყოფენ თავს. ჩემთვის პირადად ძალინ პოზიტიური იყო ყოველმხრივ -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
Adam |
Oct 28 2010, 09:44 AM
პოსტი
#148
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 666 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,289 |
ციტატა წავალ სამუდამოდ [ 2 ] ** [2.25%] +1 -------------------- "ღმერთი კამათელს აგორებს"
|
ბიძი |
Jan 11 2011, 09:36 PM
პოსტი
#149
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 19 რეგისტრ.: 11-January 11 წევრი № 10,257 |
საქართველოდან ჩემი "გაქცევა" მიზეზთა კომპლექსის შედეგია.1) ყველასათვის სტანდარტული, ეკონომიური სიდუხჭირე. ჩემი საკუთარი პურიც კი არ მქონდა. ჩაცმა დახურვას რომ თავი დავანებოთ. ამ წასვლით, პური დაუმადლებლად მოვიპოვე. ყველაფერი ხელოვნურად ხდებოდა. 2) თავი გადავირჩინე, რათა არ გავმხდარიყავი საკუთარი ხორციელი უახლოესის მკვლელი. ის ხორციელი უახლოესი (როგორც გვიან, 47 წლის ასაკში გავიგე), ბავშვობიდანვე კაგებესთან საიდუმლოდ შერყვნილი ბინძური აგენტი ყოფილა, რომელიც წარმატებით იყენებდა ამ კაგებეს თავისი ოჯახის წევრების "ასაწიოკებლად". კონფლიქტების ხელოვნურად შექმნის თეორიის კომპლექსურ მეთოდების, პრაქტიკულ ექსპერიმენტებს საკუთარი ოჯახის წევრებზე წარმატებით ახორციელებდა. გარდა კონფლიქტებისა, დაავადებების საიდუმლოდ შეპარების და სხვა უამრავი სიბინძურეების ოსტატი გველი ყოფილა. მაღალი ეშელონების საიდუმლო კაგებეშნიკი. თავის შესაფარებლად მონასტერში ვიყავი 3 წელი, იქაც ახერხებდა გველის შემოგზავნას. ახლა ჩრდილოეთ კვიპროსში ვარ და საგრძნობლად დავისვენე. თუმცა საცეცი აქამდეც აღწევს, მაგრამ რა შედარებაა. საქართველოში, ბავშვობიდან მოყოლებული, წინასწარ დაპროგრამებული, წუთებშიგათვლილი პროვოკაციები და ნერვებისმოსლები, ცხოვრების ყველა მიმართულებით მარცხი, ძალიან აუტანელი იყო ჩემთვის. თან ისე მეთოდურად ხდებოდა, თუ მივხვდებოდი და ვიტყოდი, პარანოიკი და სულელი ვიყავი, მბერავდნენ ირგვლივმყოფთა დაცინვებით. არადა დასასრული არ ჩანდა. როცა ის გავიგე თუ ვისგან და საიდან მოდიოდა ეს ყოველივე... შემეშინდა მკვლელი არ გავმხდარიყავი. ჰოდა გავიქეცი, აქ შევაფარე თავი.
|
ზაზა_147 |
Jan 17 2011, 01:46 AM
პოსტი
#150
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 16 რეგისტრ.: 26-December 09 წევრი № 7,862 |
თითქმის 2 წელია სასწავებლად ვარ წამოსული საფრანგეთში, სხვა მიზნით არავის არ ვურჩევ წამოსვლას, მითუმეტეს თუ ენა არ იცის და ალალბედზე მოდის. აქ ვისაც ვიცნობ (ქართველს) უმეტესობას სხვა გზა არ ქონდა გარდა იმისა რომ ქვეყნიდან წამოსულიყო, ზოგს უჭირდა ფინანსურად, ზოგს სხვა სახის პრობლემები ქონდა და სწორედ ამის გამო არიან აქ, აქ რომ "ბარდებიან" ანუ თავშესაფარს როცა ითხოვენ კანონმდებლობით მინიმუმ 10 წელი საქართველოში წასვის უფლება არა აქვთ (გარკვეული გამონაკლისების გარდა).
ვინც ალალბედზე მიდის საზღვარგარეთ, დიდი ნაწილი ძალიან დიდი პრობლემების წინაშე ხვდება და იძულებული ხდება მოიპაროს, შემდეგ უკვე ეჩვევა "ადვილად" ნაშოვნი ფულის გემოს და ვეღარ ანებებს თავს, ზოგი ნარკოტიკებში ან სასმელში პოულობს შვებას. .. |
davithet |
Jan 17 2011, 04:10 PM
პოსტი
#151
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 413 რეგისტრ.: 28-January 09 წევრი № 6,402 |
ეჰ მე რომ მკითხო არსად არ ვმუშაობ რადგან საქართველოში ძალიან ძალიან ძნელია შოვნა.
1) სწავლაზე ჩემ ასაკში უკვე დაგვიანებულია.დიპლომი სახლში ტყუილად მიგდია ან რა მინდოდა რომ ვსწავლობდი ჰაა. შედეგი არსად არის. 2) უცხოეთში რაც არუნდა იყოს შავი თუ თეთრი ვიმუშავებდი ფიზიკურადთუ არა და მათხოვრად მაინც ვივლიდი რომ ჩემი ცოლშვილი მოვახმარო. 3) სხვა გზა არაა და იძულებული უნდა ვიყო რომ უცხოეთში ვიცხოვრო, თუ გზა გამეხსნა. 4) ღმერთი იმედის ვცხოვრობ, ვარ, როგორც იობი იყო, გასაჭირში.... დღევანდელ სააკაშვილის ხელში. -------------------- [b]止まれ[/b]
|
ზაზა_147 |
Jan 17 2011, 06:33 PM
პოსტი
#152
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 16 რეგისტრ.: 26-December 09 წევრი № 7,862 |
davithet
აღმართს დაღმართი მოსდევს ასე რომ გული არ გაიტეხოთ აუცილებლად გამოიდარებს თქვენსკენაც. წარმატებები. პატივისცემით ზ.ფ. |
lera |
Jan 30 2011, 01:08 PM
პოსტი
#153
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 30-January 11 წევრი № 10,391 |
აქ სამუშაოს ვერ შოულობს ადამიანი და ხშირად წასვლა ერთადერთი გამოსავალია
|
777avto |
Sep 18 2012, 03:37 PM
პოსტი
#154
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 18-September 12 წევრი № 12,621 |
ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების დაბალი ხარისხია იმ გაგებით რომ სახელმწიფო სულს უხუთავს მოქალაქეებს ყველანაირად ეკონომიურადაც სულიერადაც მორალურადაც. ამიტომ ერთადერთი ამის გამო წავიდოდი სადმე. მაგრამ არ ვაპირებ იმიტომ რომ ჩემი ვალია აქ ყოფნა.
|
marine |
Jan 29 2014, 02:45 PM
პოსტი
#155
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მარტო რუსეთში მილიონი ქართველი ცხოვრობს...
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
qetevano |
Jan 29 2014, 02:50 PM
პოსტი
#156
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
საქართველოში რამდენი რუსები ვართ სამაგიეროდ )) პ.ს. არა მე ქართველი ვარ მაინც -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
marine |
Jan 29 2014, 02:50 PM
პოსტი
#157
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
საქართველოში რამდენი რუსები ვართ სამაგიეროდ )) პ.ს. არა მე ქართველი ვარ მაინც ქართველო რუსებო უზომოდ გვიყვარხართ!!! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
qetevano |
Jan 29 2014, 02:52 PM
პოსტი
#158
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
marine
ციტატა ქართველო რუსებო უზომოდ გვიყვარხართ!!! ეს ზემლიაკსაც უნდა წავაკითხოთ, არ კი იხედება ამ თემაში მაგრამ მაინც -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
marine |
Jan 29 2014, 02:54 PM
პოსტი
#159
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
marine ეს ზემლიაკსაც უნდა წავაკითხოთ, არ კი იხედება ამ თემაში მაგრამ მაინც ჩემი დის მეგობარს რუსი დედა ყავდა და ისეთი საყვარელი ადამიანი იყო, რომ მის გახსენებაზე გული მეკუმშება... ყველა ერშია ცუდი და კარგი, არ შეიძლება ერთი ხელის მოსმით რუსები ან რომელიმე ერი მიწასთან გავასწოროთ... განა ქართველებში ცუდები არ არიან??? -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
qetevano |
Jan 29 2014, 03:03 PM
პოსტი
#160
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
marine
ციტატა განა ქართველებში ცუდები არ არიან??? მართალი ხარ, ყველგან არიან ცუდები და კარგები... ცუდები თუ არა ყოველშემთხვევაში მიუღებელი საქციელის ადამიანები მაინც ): -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 06:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი