მორჩილება, რას ნიშნავს მართლმადიდებლურად |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მორჩილება, რას ნიშნავს მართლმადიდებლურად |
marine |
Apr 4 2024, 07:15 PM
პოსტი
#281
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,603 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვინც მორჩილებით ცხოვრობს, ის სულ ოდნავ ეხება მიწას, მორჩილება ცეცხლოვანი კედელივით დგას ქვეყანასა და მის სულს შორის. საკუთარ გულში შესვლა ადამიანს მხოლოდ მორჩილების მეშვეობით ძალუძს, სხვაგვარად ვნებები, როგორც შავი ფარდა, გულს შეუღწევადს გახდიან გონებისათვის, საკუთარი ზრახვებითა და საერო ცოდნით დამძიმებული გონება კი, თავის მხრივ, გულში ვერ შევა, როგორც ჩასქელებული სხეული ვერ გავა ვიწრო კარში.
მორჩილება გონებას მიწიერი ტვირთისაგან ათავისუფლებს, მას დანასავით ბასრს ხდის, მორჩილება ადამიანის გულში ვნებების ცეცხლს წყალივით აქრობს, ამიტომ მორჩილის გონება და გული იესოს ლოცვაში სწრაფად ერთდება" /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 9 2024, 01:50 PM
პოსტი
#282
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,603 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თითოეულ ურჩობაში ადამის ცოდვის გამეორებაა, მორჩილება კი - ჩვენთვის ჯვარცმული ქრისტეს სახეა"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 10 2024, 04:50 PM
პოსტი
#283
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,603 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მორჩილების დასაწყისი - ეს არგანკითხვა და დამორჩილებაა. მისი შუალედი - უნდობლობაა საკუთარი თავისადმი, სწრაფვა საკუთარი ნების მოკვეთისადმი როგორც დიდში, ასევე მცირედში. ხოლო უსასრულო დასასრული - სიმშვიდისა და მოსვენების, ჭეშმარიტი თავისუფლების გრძნობაა და ამავე დროს შიში: ჩვენი დაცემული ნება თავისი დაფარული ვნებებით რაიმეში შეუმჩნევლად არ გამჟღავნდეს. მაშინ ადამიანი მზადაა პატარა ბავშვსაც დაემორჩილოს, ოღონდაც თავის თავს არა.
ვინც ამბობს, რომ ამჟამად გამოუცდელი დამრიგებლები არიან, რომ მონასტრების წინამძღვრები გარეგნული ცხოვრებით მეტად არიან დაკავებულნი, ვიდრე შინაგანით, რომ რჩევას ვერავის ჰკითხავ, ისინი დამრიგებლად საკუთარ თავს ირჩევენ, ანუ თავიანთ გონებას და განხურვებულ ვნებებს. ამ "დამრიგებლებს" კი თავის მხრივ ხელმძღვანელობს უჩინარი "სტარეცი", რომლის სახელია - ეშმაკი" /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 20 2024, 06:20 PM
პოსტი
#284
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,603 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუ საშუალება არ არის მორჩილების აღთქმის აღსრულებისა, - არავინაა, ვისაც დავემორჩილებოდით, მაშინ უნდა ვიქონიოთ იმის მზადყოფნა, რომ ყველაფერში ღვთის ნების თანახმად ვიმოქმედოთ. მორჩილება ორი სახისაა: გარეგანი და შინაგანი"
/ღირსი ნიკონი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 23 2024, 07:11 PM
პოსტი
#285
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,603 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გარეგანი მორჩილებისას საჭიროა სრული დაჯერება, ნებისმიერი დავალებული საქმის უსიტყვოდ შესრულება. შინაგანი მორჩილება ეხება შინაგან, სულიერ ცხოვრებას და მოითხოვს სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობას. თუმცაღა, სულიერი მოძღვრის რჩევები წმიდა წერილს უნდა შევადაროთ... ჭეშმარიტი მორჩილება, რომელსაც სულისთვის უდიდესი სარგებელი მოაქვს, არის ის, როდესაც მორჩილებისას საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ აკეთებ იმას, რაც შენს სურვილს არ ეთანხმება. ასეთ შემთხვევაში უფალს ხელში აჰყავხარ და ისე გატარებს"
/ღირსი ნიკონი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 3 2024, 08:55 PM
პოსტი
#286
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,603 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მორჩილების გარეშე შეუძლებელია რაიმეს ნამდვილი შესწავლა: იმისთვის, რომ რაიმე აითვისოს, აუცილებელია მორჩილება. ამიტომ ასეთი ადამიანი თავის თავს უმეცრებისთვის წირავს, განსაკუთრებით - სულიერი თვალსაზრისით"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 7 2024, 08:16 PM
პოსტი
#287
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,603 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჰოი, ყოვლადწმინდაო ქალწულო მარიამ, დაგვეხმარე, რათა ღვთის მორჩილებაში დაგემსგავსოთ!"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 14 2024, 06:25 PM
პოსტი
#288
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,603 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ყოველი მსახურება აღასრულე, როგორც ღვთისგან მოცემული მორჩილება, დრტვინვის გარეშე"
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 26 2024, 08:36 PM
პოსტი
#289
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,603 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მორჩილი - ეს მადლიერი და კმაყოფილი ადამიანია"
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმესოელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".

#290

Aug 6 2024, 07:57 PM
პოსტი
#291
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,603 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"რაკი მენდობი და გჯერა ჩემი, ცოდვილისა, გეტყვი: შენი ახლანდელი მორჩილება შენივე ხასიათის თავისებურებების გამო ყველაზე მეტად შეეწევა შენს ცხონებას. მაშ იღვაწე, ბეჯითად შეასრულე შენი მორჩილება, გწამდეს, რომ მისი მეშვეობით შენს სულს ცხონებას მოუპოვებ"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 11 2024, 03:22 PM
პოსტი
#292
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,603 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ცოცხალი რწმენისაგან იშვება ღმერთის სრული მორჩილება. ღმერთის მორჩილებისაგან კი - გულისსიტყვათა დაყუდება და სულის მშვიდობა.
აუცილებლად უნდა შეაჩვიოთ გული ღმერთის რწმენას, ღმერთის მორჩილებას. ამის გემოს რომ გაიგებთ, მერე ადვილად მოიპოვებთ სიმშვიდესა და სულიერ ნუგეშს მწუხარების ჟამს" /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 4 2024, 12:59 PM
პოსტი
#293
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,603 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მორჩილება ადამიანური ფილოსოფია არ გეგონოთ. მორჩილება არის ჩვენი განახლების ნამდვილი აზრი და არსი"
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 4 2024, 09:10 PM
პოსტი
#294
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,603 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მორჩილება საქმით გამოხატული სიმდაბლეა. საღვთო მადლს ჩვენგან ეს უნდა. ღმერთი მადლს მდაბალთ აძლევს. საღვთო მადლი ჩვენთანაა, მაგრამ ყოველთვის ელოდება ჩვენს ინიციატივას. სხვაგვარად არ გამოდის. როდესაც ვცდილობთ მორჩილები ვიყოთ და მცნებები დავიცვათ, ხელახლა ვპოულობთ მადლს და ვრჩებით თავმდაბლები.
მორჩილებაზე სიტყვას დავასრულებთ წმიდა იოსებ ისიქასტის პასუხით ღირს ეფრემ კატუნაკელის კითხვაზე: "მამაო, ნუთუ ადამიანი მორჩილების გარეშე ამ ყველაფერს ვერ მიაღწევს? დიდმა ბერმა ლაკონურად მიუგო: "მიაღწევს, მაგრამ ვერ შეინარჩუნებს". /არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 7 2024, 02:29 PM
პოსტი
#295
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,603 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სხვა დროს გვესაუბრა ამპარტავნების შესახებ, რომელიც ურჩობას სდევს თან და მოგვცა იმის მაგალითიც, როგორ შევებრძოლოთ მას: "მორჩილს ასეთი აზრი მოსდის: "კი მაგრამ რატომ უნდა ვუსმინო სხვას? ჩემი აზრი ხომ მისაზე უკეთესია?" კარგი მორჩილი ასეთ შემთხვევაში ყელში უნდა სწვდეს და უთხრას: "დაიკარგე აქედან, ეშმაკო, რას მიედ-მოედები?! მე აქ იმისთვის კი არ მოვსულვარ, რომ მსაჯული ან ბატონი გავმხდარიყავი, არამედ, რათა მოვმკვდარიყავი ან ქვეყნისთვის. აქ იმისთვის ვარ, რომ საკუთარი თავი უარყო"
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 7 2024, 08:52 PM
პოსტი
#296
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,603 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ცოცხალი სარწმუნოებიდან იშვება ღვთის სრული მორჩილება, ღვთის მორჩილებიდან კი - გულისსიტყვათა დაყუდება და სულის მშვიდობა"
/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 8 2024, 03:48 PM
პოსტი
#297
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,603 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გასწიეთ მორჩილება, უარყავით საკუთარი აზრი, საკუთარი სურვილი. ყურადღებით მოიმინეთ, რასაც გეუბნებიან, პატივი ეცით სხვის ნათქვამს. თუნდაც არ გჯეროდეთ მისი და თვლიდეთ, რომ ცდება, მაინც უთხარით: ასე გავაკეთებ. ბოლოს კი დაინახავთ, რომ თურმე სწორად უთქვამთ თქვენთვის და გაგიკვირდებათ კიდეც, თავიდანვე რომ ვერ მიხვდით იმას, რასაც გეუბნებოდნენ"
/იღუმენია თეოსემნია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 8 2024, 06:20 PM
პოსტი
#298
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,603 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როდესაც მორჩილებას ზედმიწევნით ვიცავთ, ვნებებს გასაქანი არ აქვთ, რამეთუ მორჩილი არცერთ აზრს არ შეიწყნარებს და არაფერს გააკეთებს რჩევის გარეშე. ეს ეხება კარგ აზრსებსაც. რადგან მორჩილი თავისას ყველაფერს უარყოფს, საკუთარ პიროვნებასაც კი, შესაბამისად, კარგ აზრებსაც. ერთადერთი რაც აინტერესებს, არის მორჩილება და გამგონობა. როდესაც საღმრთო მადლი ჩვენს ასეთ აღმსარებლობას ხედავს, მოდის ჩვენში და მარადიული ცხოვრების შეგრძნებას გვაძლევს. მორჩილება იმავდროულად სიყვარულის მტკიცებულებაცაა. როდესაც იმას კი არ ვაკეთებთ,რაც მე მინდა, არამედ მორჩილებით სხვის ბრძანებას ვასრულებთ, ამით მისდამი სიყვარულს საქმით ვამტკიცებთ"
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th November 2024 - 03:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი