IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

28 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით
კანონისტი
პოსტი Feb 20 2008, 06:39 PM
პოსტი #81


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



staywhite
არ გეჩხუბები 2kiss.gif

რჩევაა უბრალოდ smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 20 2008, 06:45 PM
პოსტი #82


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



staywhite
ციტატა
ეს ლოგიკა სერბებზე არ ვრცელდება?

არა ნანა, ცხადია - არა.
კოსოვოში მაქსიმუმ 500-600 სერბი დაიღუპა... ალბანელები 30-ჯერ მეტი. განა რაიმე ახალი ან წარმოუდგენელია ამაში?

ბელგრადი იმდენად ძლიერი იყო სხვა დანარჩენ პატარა რესპუბლიკებზე, რომ ომს ისისნი ვერ დაიწყებდნენ, რომ არა პროვოკაცია. სერბეთი = რუსეთი, ოღონდ სერბეთი პატარაა და იოლად დაამარცხა ა.შ.შ.-მ... თუ არა რეალურად ა.შ.შ.-მ რომ რუსი გენერლები გაასამართლოს აფხაზეთის გენოციდისთვის ანდა მოსკოვი დაბომბოს ეს ანტი-მართლმადიდებლური კამპანია იქნება თუ ანტი-ტოტალიტარული? იგივეა სერბეთიც...

შენ ამბობ, რომ ეს ამერიკული გავლენაა... დამაფიქრებელია, მაგრამ იგივეს მეუბნებიან რუსებიც, როდესაც მათ აფხაზეთის ომში ქართველთა გენოვიდში და ეთნოწმენდაში ვადანაშაულებ.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 20 2008, 07:02 PM
პოსტი #83


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



გიორგი,

ციტატა
აგრეთვე კიდევ ერთი ნაკლებად გახმაურებული სიმართლე უნდა ვთქვა, როგორც ქართველმა... საქართველოს სერბეთმა უარი უთხრა იარაღის მიყიდვაზე და იგივე მოუწოდა აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებსაც (საბედნიეროდ უკრაინამ, ბულგარეთმა და ჩეხეთმა ყურად არ იღეს ეს მოწოდება) იმ მოტივით, რომ ქართველები აღნიშნული იარაღით აფხაზეთის დაბრუნებას შეეცდებიან და შესაბამისად შესაძლოა ის რუსეთის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებულიო.


ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ზუსტი, შიდა წყაროებიდან ვიცი რომ მიყიდა საქართველოს იარაღი, ნუ მაიძულებთ დოკუმენტის კოპირება-სკანირებას, თორემ იქნებ მართლა მოვახერხო და არ იქნება გამართლებული ჩემი მხრიდან smile.gif

აი, თუ გინდა იმას ჩამოვწერ, რა იარაღი იყო.

მეორეც, რუსეთი როგორც "დიდი ძმა", ჯერ კიდევ ტიტოს დროს ჩაკვდა სერბების გონებაში,ამას მიემატა რუსი ნაიმნიკების მიერ ხორვატებზე დახმარება. პლიუს ამას, ახლა არჩევნები რომ იყო, იქ ვიყავი, და სწორედ რომ იგნორირდებოდა რადიკალების და დემოკრატების მიერაც ეს იდეა: რუსეთი მშველელია ! მხოლოდ რაღაც ეკონომიკური თვალსაზრისით საწვავის თაობაზე დადეს ხელშეკრულება, ტადიჩი და კუშტუნიცა იყვნენ მოსკოვში. სხვა, ხალხის აზრი თუ გაინტერესებს, სწორედ რომ დიდად არ ეპიტნავებათ რუსები, განსაკუთრებით მოხუცებს, ვისაც ახსოვს მაგათი შესვლა მეორე მსოფლიო ომის დროს სერბიაში. რუსულს ასწავლიან სკოლებში და პროტესტები ტარდებოდა მაგის გამო. მოკლედ, არაა რუსეთი მაგათი იდეალი, რაც შეეხება მართლმადიდებლურ ქვეყნებს, პატივს სცემენ ყველას განურჩევლად და სლავობის ყოფნა-არყოფნის მიუხედავად.

პ.ს. პატრიოტი იქნება დაადასტურებს, რომ იარაღი მართლაც შემოვიდა სერბიიდან (იქ კი ამაზე გადაცემას მაქვს ნანახი ოფიციალური, ახსენეს)

ციტატა( გიორგი @ Feb 20 2008, 03:45 PM) *

staywhite

არა ნანა, ცხადია - არა.
კოსოვოში მაქსიმუმ 500-600 სერბი დაიღუპა... ალბანელები 30-ჯერ მეტი. განა რაიმე ახალი ან წარმოუდგენელია ამაში?



ეს აქ დაწერე, მარა სხვაგან არ თქვა sad.gif ამით იმ საცოდავების მართლა მოწამეობის გაუფასურებამდე მივალთ. სრული უინფორმაციობაა ეგ გიო, დეზინფორმაციას შენ ვერ გაკადრებ, მაგრამ მაგაზე მეტი მხოლოდ ერთი სოფელია, და რამდენი სოფელი გადაიწვა მარტო ამის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ. მოკლედ, არ არის სწორი ეგ შეფასება და სერბების აგრესორობა მაგ საკიტხში, იმ უდანასაული ქალ-ბავშვის ვინც ცამებით დაიღუპა, ვიმეორებ : წამებით !
ეკლესია-მონასტრები შეიმუსრა, ნახე ნიანიას რა უწერია რეპორტაჯში, საზოგადოებრივი ტუალეტებია იქ განტავსებული ! sad.gif არ შეიძლება მასე , რადგანაც სერბები სლავები არიან, ამის გამო მათი ასე დაკნინება ამ თვალსაზრისით, მე რომ დამეწერა, ებრაელებმა პალესტინელებს გენოციდი გაუკეთეს და ხოცეს თქვა , ეგრევე დამაცხრებოდა რისხვა თავზე, სხვა ეროვნებებზეც უნდა ხორციელდებოდეს ეს ტენდენცია sad.gif


პ.ს. 500-იც რომ ყოფილიყო, მაშინაც კი არ არის გამორიცხული თანამემამულის სიცოხლის დასაცავად მიხმარება. ოსეთში რომ მოხდეს ასე, ღმერთმა ნუ ქნას, ვგონებ, რუსეთის ჩარევამდე დაღუპულ ოსტა რიცხვა უფრო მეტი იქნება, ვიდრე მანამდე დაღუპული ქართველების.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 20 2008, 07:10 PM
პოსტი #84


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



staywhite
ციტატა
პატრიოტი იქნება დაადასტურებს, რომ იარაღი მართლაც შემოვიდა სერბიიდან (იქ კი ამაზე გადაცემას მაქვს ნანახი ოფიციალური, ახსენეს)

ამას მეც დავადასტურებ, მაგრამ შემდეგ ეს შეწყდა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც რუსეთმა ღიად გამოხატა პროტესტი კოსოვოს დამოუკიდებლობის მიმართ.
ციტატა
მოკლედ, არაა რუსეთი მაგათი იდეალი

ვერ დაგეთანხმები...
სერბეთი არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელიც არ ისწრაფვის NATO-სკენ და პირიქითაც, რუსეთი აშკარად მხარს უჭერს სერბეთს ყველაფერში. პოლიტიკურად ასეა.
ციტატა
ეს აქ დაწერე, მარა სხვაგან არ თქვა

რატომ? ოფიციალური ინფორმაციით 600 სერბი დაიღუპა სულ. ამას ნახავ ნებისმიერ საიტზე, აგრეთვე ვიკიპედიას მსოფლიო ენციკლოპედიაში და ა.შ.
სოფლებს ალბანელები ვერანაიარად ვერ გადაწვავდნენ, რადგან 100-ჯერ სუსტი არმია ჰყავდათ და კიდეც მიიღეს 14 000-იანი მსხვერპლი, რაც შეეხება NATO-ს ის ძირითადად სამხედრო ობიექტებს ბომბავდა და შედარებით მცირე რაოდენობით მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა.

კარგი და შენი ინფორმაციით რამდენი სერბი დაიღუპა კოსოვოში? წყაროც მიმითითე.

ციტატა
პ.ს. 500-იც რომ ყოფილიყო, მაშინაც კი არ არის გამორიცხული თანამემამულის სიცოხლის დასაცავად მიხმარება. ოსეთში რომ მოხდეს ასე, ღმერთმა ნუ ქნას, ვგონებ, რუსეთის ჩარევამდე დაღუპულ ოსტა რიცხვა უფრო მეტი იქნება, ვიდრე მანამდე დაღუპული ქართველების.

არა, კონფლიქტი დაიწყო რუსეთმა... რომელ ჩარევაზეა ლაპარაკი. კონფლიქტს ძლიერი იწყებს, განა ეს ახალია? მსხვერპლიც ქართველების იყო მეტი, ბრძოლაც ჩვენს ტერიტორიაზე მიდიოდა და კონფლიქტი მთლიანად რუსეთის პროვოცირებული იყო მისი დაწყების პირველი დღიდან.

ისე იგივე პარალელი რომ გადმოვიტანოთ ა.შ.შ.-ს ომში ჩარევის შემდეგ მაინც არ დაღუპულა იმის ნახევარი სერბიც კი, რამდენიც ალბანელი. ბოსნიის ომზე ლაპარაკიც არაა.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Feb 20 2008, 07:16 PM
პოსტი #85


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



დავით ხომ არ იცი საქართველოსა და მსოფლიოს საპატრიარქო, ეთანხმება კოსოვოს დამოუკიდებლობას?
თუ საპატრიარქო არ აღიარებს და ხელისუფლებამ რომ აღიაროს ეს ხომ ცუდათ იმოქმედებს საქართველოზე?
შეიძლება საკმაოდ დაიძაბოს სიტვაცია როგორც ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ასევე საგარეო პოლიტიკაშიც


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 20 2008, 07:23 PM
პოსტი #86


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



გიო,

ციტატა
ვერ დაგეთანხმები...
სერბეთი არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელიც არ ისწრაფვის NATO-სკენ და პირიქითაც, რუსეთი აშკარად მხარს უჭერს სერბეთს ყველაფერში. პოლიტიკურად ასეა.


ამაში ცდები და დამიჯერე, თან ახლა არჩევნებზე ვიყავი იქ და სულ უახლოესი ინფო მაქვს, და არა გაგონილი.

1.ისწრაფვის ევროკავშირში შესასვლელად და წლის ბოლომდე გადაწყდება ეს საკითხი, ვიზების მოხსნის შესახებ უკვე ტებერვალში მოილაპარაკეს.
2.ისწრაფვის ნატო-შიც, ისიც ტადიჩის პრეზიდენტობის დროს სულ ასე იყო და დარჩება, დასავლეთისკენ ორიენტირებული (ამაზე მეწერა ადრეც).

რაც შეეხება ჯარს, ხდება მისი ამერიკანიზაცია , გადამზადება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ამერიკული მოდელის მიხედვით (არ შემეკამათები ამაში ცხადია, იცი რომ აქ მაინც არ გავმაზავ biggrin.gif ). ხდება ოფიცრების გაგზავნა დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში,აქაც პირადი მაგალითები მაქვს, იარაღიც კი ემსგავსება დასავლურს, თუმცა მათიც საკმაო ქონდათ, ძირიტადად კალაშნიკოვების სტილია რუსულიდან შემორჩენილი, კალასნიკოვებს კი ბევრი დასავლური ქვეყანა იყენებს უცვლელი, ორიგინალური სახით, სერბებს კი მათი ვერსიები აქვთ.

მშვიდობიანი, უიარაღო მოსახლეობის აწიოკებას არ უნდა დიდი სამხედრო ძალა, ნიანიამაც ახსენა, როგორ გამოიყურება გაპარტახებული სოფლები. 600 მარტო ბერ-მონაზონი დაიღუპა, სკოლებში ბავშვები, გეტო მოუწყვეს სერბებს. ასეთი მსჯელობა გაუმართლებელია, რომ თუნდაც ნაკლებია სერბტა რიცხვი და გამართლებულია ალბანელების მიერ მათი ხოცვა-ჟლეტა, იმენა ჟლეტა ! არ იცი და იმიტომ, მერე აი რომ მოსდეს სერბებმა ეგ სხვა საქმეა, მარა ვინ დაიწყო ეგ არაა დასავიწყებელი.

პ.ს. მე შეგნებულად არ დავწერ ჩემს სტატისტიკას, ელემენტარული მიზეზით, რომ ჯერჯერობით მხოლოდ სერბიის სამხედრო შტაბის მონაცემები მაქვს და მიკერძოება და სუბიექტურობაში რომ არ ჩაითვალოს.შემიძლია მოვიძიო გერმანული ინფორმაცია მაგ თემის ირგვლივ. მსხვერპლი კი ძალიან მეტად აღემატება შენს რიცხვს.






პ.ს. სიძლიერე რომწყვიტავს ბევრს, ეს საკამათო არაა. მე დღეს რომ მოხდეს ოსეთში თქვა მსგავსი,იმას ვამბობ,და არა რაც იყო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 20 2008, 07:25 PM
პოსტი #87


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



შოთაძე
ციტატა
თუ საპატრიარქო არ აღიარებს და ხელისუფლებამ რომ აღიაროს ეს ხომ ცუდათ იმოქმედებს საქართველოზე?

საქართველოს უმაღლესი ხელისუფლება არ აპირებს კოსოვოს მხარის მიერ 2008 წლის 17 თებერვალს გამოცხადებული დამოუკიდებლობის ცნობას.

კოსოვოს დამოუკიდებლობას არ ცნობს, აგრეთვე, საბერძნეთის რესპუბლიკის უმაღლესი ხელისუფლება.

რაც შეეხება მსოფლიო საპატრიარქოსა და საქართველოს საპატრიარქოს, რომელიმე რეგიონის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების ცნობა ან არცნობა არ შედის მართლმადიდებელი ეკლესიის ფუნქციებში


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 20 2008, 07:27 PM
პოსტი #88


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



გაიხარე, დავით smile.gif

საინტერესო ინფორმაციაა. ბულგარეთი რას შობა ნეტა,მაგათაც არ ქონდათ სერბების დიდი პრელუდია, სულ ძლიერებს ემხრებოდნენ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Feb 20 2008, 07:29 PM
პოსტი #89


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



კანონისტი

ძაა კარგი თუ არ ცნობს და ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებისა და ამერიკის ურთიერთობაში შეიძლება რამე შეიცვალოს?


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 20 2008, 07:31 PM
პოსტი #90


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ათასობით მხოლოდ უკვალოდ დაკარგულთა რაოდენობაა, ისინიც მსხვერპლად ითვლებიან,მათი ოჯახებისთVის მაინც.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 20 2008, 07:35 PM
პოსტი #91


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



staywhite
სხვათა შორის, იოვანს PM მივწერე ამ საკითხებზე. სადღა მოიცლის sad.gif თორემ გაუხარდებოდა ნამდვილად smile.gif

შოთაძე
ციტატა
აა კარგი თუ არ ცნობს და ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებისა და ამერიკის ურთიერთობაში შეიძლება რამე შეიცვალოს?

საქართველოს მთავრობისთვის უპირველესია ქვეყნის ინტერესები და შემდეგ - მისი პარტიორების თუ მეგობრების.

თუ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების საფუძველზე ვიმსჯელებთ - სავარაუდოდ არაფერი შეიცვლება ჩვენს ურთიერთობაში.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Feb 20 2008, 07:40 PM
პოსტი #92


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



კანონისტი
ციტატა



საქართველოს მთავრობისთვის უპირველესია ქვეყნის ინტერესები და შემდეგ - მისი პარტნიორების თუ მეგობრების.


სამწუხაროდ ძაან ხშირად სხვის ინტერესებს უფრო წინ აყენებს ვიდრე საკუთარ ხალხის ინტერესებს sad.gif


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 20 2008, 07:40 PM
პოსტი #93


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(კანონისტი @ Feb 20 2008, 04:35 PM) *

staywhite
სხვათა შორის, იოვანს PM მივწერე ამ საკითხებზე. სადღა მოიცლის sad.gif თორემ გაუხარდებოდა ნამდვილად smile.gif

შოთაძე

საქართველოს მთავრობისთვის უპირველესია ქვეყნის ინტერესები და შემდეგ - მისი პარტიორების თუ მეგობრების.

თუ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების საფუძველზე ვიმსჯელებთ - სავარაუდოდ არაფერი შეიცვლება ჩვენს ურთიერთობაში.



ნამდვილად, გაუხარდება დავით smile.gif გაიხარე. მიუხედავად იმისა, რომ "ბუა" სერბი ოფიცერია, ძალიან მშვიდობისმოყვარეა და საერთოდ ადამიანების. დღეს დატოვებს ბავშვს სახლში და წავა, თუ მოახერხებს ბაზიდან შემოვა. ეს რაც მე ვიცი. არეულობის და ჩხუბის მიზეზი კი მე უფრო ვარ biggrin.gif


არ მესმის რად უნდა შეიცვალოს ამერიკა-საქართველოს დამოკიდებულება ამის გამო. მასეთი მთლად ბავშვური წარმოდგენების მგონი ამერიკა არაა. იქ სხვა პოლიტიკას ესწრაფვის,აქ სხვას..ნუ, ჯერ რაც ჩანს და მერე არ ვიცი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Feb 20 2008, 07:46 PM
პოსტი #94


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



staywhite'
ციტატა



არ მესმის რად უნდა შეიცვალოს ამერიკა-საქართველოს დამოკიდებულება ამის გამო. მასეთი მთლად ბავშვური წარმოდგენების მგონი ამერიკა არაა. იქ სხვა პოლიტიკას ესწრაფვის,აქ სხვას..ნუ, ჯერ რაც ჩანს და მერე არ ვიცი.

ფაქტიურად ყველა გადაწყვეტილებას და იდეას ამერიკისას უპრობლემოდ ეთანხმება და ამიტომ არის გასაკვირი smile.gif


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 20 2008, 07:49 PM
პოსტი #95


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



staywhite
მე მინდა ზუსტი მონაცემები, თანაც ნეიტრალური რომელიმე საიტიდან და არა სერბული წყაროების. ათასობით დაღუპული სერბის შესახებ პირველად მესმის...
ციტატა
2. ისწრაფვის ნატო-შიც, ისიც ტადიჩის პრეზიდენტობის დროს სულ ასე იყო და დარჩება, დასავლეთისკენ ორიენტირებული (ამაზე მეწერა ადრეც).

მაგას სწრაფვა არ ჰქვია... არც IPAP-ი გაუვლია, რაც თვით სომხეთმაც გაიარა და არც ოფიციალური განცხადება გაუკეთებია: NATO membership declared as goal.
ციტატა
600 მარტო ბერ-მონაზონი დაიღუპა

ოფიციალური მონაცემები სულ სხვა რამეს ამბობს.
ციტატა
ნიანიამაც ახსენა

ნიანიას მერე ცალკე დაველაპარაკები. smile.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 20 2008, 08:18 PM
პოსტი #96


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



გიო,

გიმეორებ დაკარგულთა რიცხვია, მხოლოდ ათასობით. დაკარგული მამების , დედების .ქმრების,ცოლების,ასე რომ სადმე დამალულად განცხრომით ცხოვრობდნენ ეგ გამორიცხულია.

სწორედ იმიტომაც არ ვწერ ჩემს ნახსენებ სტატისტიკას, რომ მასე არ გამოვიდეს,მიკერძოება.

მერე აქ სურვილზეა საუბარი და არა იმაზე, ნატო იღებს თუ არა,ან რომც არ უნდოდეთ, რა კნინდება ამით სერბ ერში? ესეც არ მესმის.

ალბანელების მსხვერპლი ჩემი მოძღვრის მამა მარკოს ცოლის დის მონასტერია მაგალითად. იღუმენიაა იყო მონასტერში, თვითონ იმიტომ გადარჩა რომ მოსალოცად იყო წასული იმ პერიოდში უკრაინაში, მონასტრის დედები კი გააუპატიურეს და შიშვლები აწამეს, ოთხი C-ამოუკვეთეს სხეულზე და ჯვრები, დახოცეს ცხადია. მე მგონი ამ სისასტიკეზე ლაპარაკი არ ღირს.

ისე, ალბანელებთან უნდა გამყოფოს ვინმემ რამდენიმე დღე და შეფეცვლება წარმოდგენაsmile.gif კოსოვოს ალბანელებზე ვამბობ, ისინი ალბანეთის ალბანელებსაც დიდად არ უყვართ. მყავს ერთი კაი ნაცნობი ალბანეთიდან და იქიდან ვიცი. რომ გაიგებენ , თუნდაც ქართველი ხარ, მაშინაც არ დამალავენ ცუდ დამოკიდებულებას სხვებტან.ნიაა მაგალითი ....

ბოსნიელი მუსლიმანი მყავს ერთი კაი მეგობარი, მწერალი, და შარშან სერბიაში რომ ვიყავი, მითხრა გერმანიაში ვერ ვახერხებ ცამოსვლას და აქ გნახავო, ბოსნიიდან გვეწვია სოფელში , და მერე რატომღაც ბავშვს გაახსენდა ბოსნიის ომი და ეს რომ გავაცილეთ, მეკითხება ბოსნა-ში ომი რად იყოო. ვერაფერი ვერ ვუპასუხე,მამაშენს კითხე თქვა და არ მეუბნებაო smile.gif sad.gif

იქ რომ ვარ,მეც შენსავით ვყვედრი იმპერიალისტურ იდეებს,მაგრამ მბლოკავენ smile.gif არგუმენტირებულად.

რომ იცოდეთ სერბული ენა და მოსუმენდეთ იუსტინე პოპოვიჩის გამოსვლების აუდიო ჩანაწერს, გაიგებთ, როგორ მიიმართავს ის თავის ხალხს, როგორც ცოდვისკენ მიდრეკილს, ღმერთს მოცილებულს, ხისტავიანსაც კი უწოდებს მათ ეს ღირსი მამა და აფრთხილებს, ნამდვილი და არა ფსევდო რწმენით დაბრუნდნენ ღმერთან, თორემ დიდი განსაცდელი ექნებათ მუდამ sad.gif

ომი მუდამ ტრაგედიაა, და სულერთია რატომ ხდება,გამართლება არ აქვს...სადრაც მაინც...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 20 2008, 08:39 PM
პოსტი #97


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



staywhite
ციტატა
იუსტინე პოპოვიჩის

თუ არ ვცდები იუსტინე პოპოვიჩის (ანდა რომელიღაც სხვა ცნობილი სერბი სასულიერო პირის) ქადაგების ქართული თარგმანი მაქვს წაკითხული კოსოვოს კონფლიქტის შესახებ, სადაც ის სერბ ერს მიმართავს რომ ტყიულად მოისხით დასავლეთისგან წამებული მართლმადიდებლების მანტიაო, იმპერიის აღდგენა გინდოდათ და იმიტომ მიიღეთ ასეთი სასჯელიო. yes.gif

ალბანეთის ალბანელებს ვიცნობდი ადრე და ძალიან კარგი ადამიანების შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე, (ეს ძალიან ადრე, ომამდე) კოსოვოელ ალბანელებთან არანაირი შეხება არ მქონია.
ციტატა
იქ რომ ვარ,მეც შენსავით ვყვედრი იმპერიალისტურ იდეებს,მაგრამ მბლოკავენ არგუმენტირებულად.

თავს იმართლებენ და მხოლოდ ერთ მხარეს უსმენენ და ეგ არის... კოსოვოს სულაც, რომ თავი დავანებოთ უამრავი სისასტიკე აქვთ ჩადენილი სერბებს მთელი ყოფილი იუგოსლავიის მასშტაბით, ათასობით კი არა 100 000-ზე მეტი ეთნიკური უმცირესობა დაიღუპა მანდ სხვადასხვა დროს, 90-იანი წლების შემდეგ.
ციტატა
მეკითხება ბოსნია-ში ომი რად იყოო

მე არც სერბი ვარ, არც ალბანელი და არც ბოსნიელი, აბსოლუტურად ნეიტრალური, მაგრამ ვიცი რატომც იყო ომი ბოსნიაში, ამაზე პრაქტიკულად არც ერთი სერბი არ გიპასუხებს სიმართლეს, ისევე როგორც არც ერთი რუსი არასოდეს არ იტყვის თუ რატომ იყო ომი აფხაზეთში.

მე არ ვიცი სერბეთში რას ამბობენ და რა წყაროებს ეყრდნობიან, მაგრამ იმ ინფორმაციით, რაც მსოფლიოს საიტებზე დევს სერბული იმპერიალიზმია ყველაფერში დამნაშავე, ამას მოწმობს სტატისტიკა, პოლიტიკური რეალობა (თუ ვის უნდოდა ომი), პარალელები სხვა მსგავს კონფლიქტებთან და ასე შემდეგ.

მე ვერაფერი ვერ გადამარწმუნებს სერბების იმპერიალიზმში, ეს იმდენად ცხადია რომ სტატისტიკას და პოლიტიკას საერთოდ თავი რომ დავანებოთ უბრალოდ ზოგადადაც ძალიან მკაფიოდ ჩანს (ნუ სერბებს არ უნდათ, რომ დაინახონ, ისევე როგორც რუსები ვერ ხედავენ თავიანთ ნამოქმედარს), იშლება მულტი-ეროვანი სახელმწიფო და იწყება ომები ყოფილ მოკავშირე სახელმწიფოებთან, ვინ შეიძლება იყოს დამნაშავე, ის ქვეყნები ვინც თავისუფლება მოიპოვეს თუ ცენტრი? ელემენტარული ლოგიკაა და პასუხი ნათელია.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 20 2008, 08:52 PM
პოსტი #98


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
თავს იმართლებენ და მხოლოდ ერთ მხარეს უსმენენ და ეგ არის... კოსოვოს სულაც, რომ თავი დავანებოთ უამრავი სისასტიკე აქვთ ჩადენილი სერბებს მთელი ყოფილი იუგოსლავიის მასშტაბით, ათასობით კი არა 100 000-ზე მეტი ეთნიკური უმცირესობა დაიღუპა მანდ სხვადასხვა დროს, 90-იანი წლების შემდეგ.


გიო,

აშკარად ჩანს შენი ანტირუსული დამოკიდებულობა და ამას აიგივებ სერბების მიმართებაშიც, მთლიანად სლავიანურს ვერ ვიტყვი შენი კიევის ვიზიტის მერე biggrin.gif 2kiss.gif

და ბოსნა-ხორვატიის ომის გარდა , სადაც როგორც მოსალოდნელია, ომში ხალხი იღუპება, ვინ ეთნიკურ უმცირესობებზე ამახვილებ ყურადღებას? ბოსნიაში ბოშნიაკი არაა უმცირესობა არც ხორვატიაში ჰრვატ. ვინც ცხოვრობდა ბოშნიაკ-ჰრვატი სერბიის ადმინისტრატიულ ტერიტორიაზე, იმათ არც არაფერი დაშავებიათ. არც სანჯაკის მუსლიმანი სერბები უჩივიან სევიწროებას.

ვოევოდინაზე რას იტყოდი მაშინ? რატომ არ არიან იქაური უნგრელები დაჩაგრული? რას იტყოდი სავლახოზე, არიან ვლახები დახოცილ-შევიწროებულნი? ვოევოდინაში გამოიყენება უნგრული ენაც, ელემენტარულად აბრები ორენოვანია. იქაურ უნგრელებს სერბები უფრო უყვართ, ვიდრე უნგრეთის უნგრელები, რომლებიც ციგნებს უძახიან
სერბიის უნგრელებს (!) ან ისევ ბოშებზე რას იტყვი? დარწმუნებული ვარ, საქართველოში ციგანი ქართველის მეზობლობაში ვერ წამოჭიმავს სასახლეს
და სურათებს დაგიდებ თუ გინდა ციგნები როგორ ცხოვრობენ სერბიაში. ერთ თემაში,მამა ირაკლის თემა იყო და იქ ვახსენე ციგნები იყვნენ თქვა ეკლესიაში და ერთმა ფორუმელმა გაოცებით მკითხა, რა უნდოდათ ეკლესიაშიო ციგნებსო.... უამრავი სხვა ეროვნებაა დღევანდელი სერბიის ტერიტორიაზე და არანაირად არ არიან შეზღუდული. ისინი არ უშლიან საშას ციგნის და ვლახის ბავშვებთან თამაშს, აი მე კი არ მომწონს და ვაღიარებ, რომ არ მომწონს რატომღაც... ვფიქრობ, ციგნებისგან კაის ვერაფერს ისწავლის და თუნდაც მაგიტომ.

არაა მასე, ერის ერთი ხელის მოსმით ღირებულებების გაუფასურება , თორემ სხვა რა.

პ.ს. პოპოვიჩი არ იქნებოდა, ის ადრე გარდაიცვალა, მაგ პერიოდში კოსოვოს ალბანელები აღზევებულნი იყვნენ კოსოვოში უფლებებით.

შენი სტატისტიკაც ისევე მიკერძოებულია, როგორც მე რომ სერბების მხრიდან მოპოვებული დავდო. ბერძნებმა კი ძალიან ამოუდგნენ მხარში, სანქციის დრო ერთმორწმუნე ხალხს ყველანაირად ეხმარებოდნენ , მაკედონიის ტერიტორიის გამოყენებით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Feb 20 2008, 08:57 PM
პოსტი #99


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ამ თემაში შეიზლება მგონი რომ ვისაუბროთ ერთ საკითხზე

ძალიან მაინტერესებს სამხედრო და პოლიციის ბრძანების შესრულება არ შესრულებაზე რომ ვისაუბროთ smile.gif
საქართველოშიც ხშირია შემთხვევები როდესაც მაღალჩინოსნები უკანონო ბრძანებებს გასცემენ და ძაან ბევრს ეშინია რომ ამით ან სამსახურს დაკარგავს ან კიდე სხვანაირად დასჯიან და თქვენ თუ თვლით რომ აუცილებელია თუ არა ბრძანების შესრულება


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 20 2008, 09:16 PM
პოსტი #100


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(შოთაძე @ Feb 20 2008, 05:57 PM) *

ამ თემაში შეიზლება მგონი რომ ვისაუბროთ ერთ საკითხზე

ძალიან მაინტერესებს სამხედრო და პოლიციის ბრძანების შესრულება არ შესრულებაზე რომ ვისაუბროთ smile.gif
საქართველოშიც ხშირია შემთხვევები როდესაც მაღალჩინოსნები უკანონო ბრძანებებს გასცემენ და ძაან ბევრს ეშინია რომ ამით ან სამსახურს დაკარგავს ან კიდე სხვანაირად დასჯიან და თქვენ თუ თვლით რომ აუცილებელია თუ არა ბრძანების შესრულება


პოლიციაზე ვერაფერს გეტყვი.

სამხედროზე შეიძლება გიპასუხე (ალბათ საქართველოშიც ასეა).

იერარქია ყველას მოეხსენება აუცილებელი პირობაა ჯარში.,სხვანაირად არც შეიძლება დამეთანხმებით.
რა დროს შეუძლია ჯარისკაცმა ან ქვეშემდგომმა უარი თქვას ბრძანების შესრულებაზე - რამდენიმე ასპეკტია აქ, ძირიტადად კი ესენია:

1. თუ ბრძანების განხორციელება სტრატეგიული ან სხვა მოსაზრებების გამო შეუძლებელია.

მიმართავს ქვეშემდგომი ბრძანების გამცემზე მაღალი ჩინის მქონე ოფიცერს და მოითხოვს ამ საკითხის განხილვას.

2. თუ ამ ბრძანების შესრულება დაკავშირებული იქნება მოსახლების დიდ მსხვერპლთან ან სულაც ცოტასთან, მაგრამ მსხვერპლად აუცილებლად იქნებიან უდანაშაულონი, ან კომანდოს სიმძიმის გამო თვით ჯარისკაცთა უაზრო შეწირვა მოხდება.

იგივე, როგორც ზემოთ, მაგრამ თუ მაინც დაევალათ, მაშინ წყვიტავს: ან ფორმა, ან დეზერტირობა და შესაბამისი კონსექვენსები.


სპეცნაზი ძირითადად საკუტარ ქვეყანაში მოქმედებს და ყველამ რომ ეგ იფიქროს, ჩემს თანამემამულეს როგორ დავარტყაო თუნდაც, მაშინ აზრი არქონია მის არსებობას. სახელმწიფოს სჭირდება ძალა და ეს ძალაა სამხედრო ერთეულები, იქნება ეს შიგა თუ გარე პრობლემების მოსაწესრიგებლად.

რაც შეეხება ეთიკურ საკიტხებს, სხვა ამბავია და პირადი გადასაწყვეტი, თუმცა დემოების ჩახშობა არ მოეკითხებათ სპეცნაზელებს, როგორც არაადამიანური საქციელი, გააჩნია როგორი სისასტიკით მმოქმედებენ. გადაჭარბებული სისასტიკე კი სამხედრო ეთიკას ეწინააღმდეგება მტრის შემთხვევაშიც კი.

სხვა რა ვიცი, თუ გამახსენდა, დავწერ, ბევრია, სადრაც წიგნიც მაქვს და ვნახავ მერე.

პ.ს. ბევრი ქვეშემდგომი ზემდგომზე ჩკვიანია ხშირად და თუ სტრატეგიულად გაუმართლებელია ბრძანება, ან უკეთესად შეიძლება გადაწყდეს, აქვს უფლება პრეტენზია გამოთქვას უკეთესი ვარიანტის შეთავაზებით, მარტივად არ ხდება ეს, მაგრამ მოქმედებს პრაქტიკაში.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

28 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 11:46 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი