IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> დავეხმაროთ პატარა შიოს, სამკურნალოდ გამგზავრებისათვის
KAIROS
პოსტი Feb 13 2010, 04:58 AM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მივიღე წერილი რომელსაც პირდაპირ ვაქვეყნებ, და შემდეგ იქნებ ჩვენს საიტზეც გადავიტანოთ:

ორი წლისა და ოთხი თვის შიოს ესაჭიროება სამკურნალოდ იტალიაში გამგზავრება-რომის ნევროპათოლოგიურ კლინიკაში.

პატარა შიოს ორი თვის ასაკიდან აღენიშება კრუნჩხვები.სამწუხაროდ ბავშვის ოჯახს არ გააჩნია სახსრები.

მოგმართავთ თხოვნით,გულთან ახლოს მიიტანოთ შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაეხმაროთ.

წინასწარ გიხდით მადლობას გულისხმიერებისათვის.

EURO
Intermediary Bank: SWIFT:COBADEFF
BLZ 500 400 00
Commerzbank AG
Frankfurt am Main,Germany

Bene Bank: SWIFT:AGREGE22
JSC KOR Standard Bank,Tbilisi

Bene: Acc No: 1108905
For: LEVAN PIRKULASHVILI


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Feb 14 2010, 03:22 PM
პოსტი #2


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



KAIROS


დაწერეთ საკონტაქტო ტელეფონი და დადეთ სამედიცინო დასკვნები


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 15 2010, 04:16 AM
პოსტი #3


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
დაწერეთ საკონტაქტო ტელეფონი და დადეთ სამედიცინო დასკვნები

ო.კ.
მივწერ smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 20 2010, 04:16 AM
პოსტი #4


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მოკლედ ესენი არიან ჩემი საუკეთესო მეგობრის (ჩვენი ფორუმელის) უახლოესი ნათესავები, და მე ვიცოდი, რომ
ისინი იტალიაში (რომის ნევროპათოლოგიურ კლინიკაში) მიწვეულები იყვნენ და მათი მკურნალობის ხარჯები უნდა გაეღო სამინისტროს.

მაგრამ აი ეს მივიღე ამ დღეებში:

ციტატა
გამარჯობა.დღეს სამწუხარო ინფორმაცია მივიღეთ.ჯანდაცვამ უარი გვითხრა, არადა დიდი იმედი გვქონდა. არვიცი უკვე რამეს თუ აქვს აზრი, მაგრამ მაინც ვცადოთ სხვა რა დაგვრჩენია...


sad.gif ძალიან მეწყინა....

ისტორია თავად მშობლებმა დაწერეს და უცვლელად მომყავს:


ორი წლისა და ოთხი თვის შიოს ორი თვის ასაკიდან აღენიშნება კრუნჩხვები. გავიარეთ არა ერთი გამოკვლევა. ყველაფერი რაც შეიძლება აქაურ პირობებში გაკეთებულიყო.

ენცეფალოგრამები, ნეიროსონოსკოპია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, არსად არ დაფიქსირდა რაიმე უარყოფითი. გამოითქვა ეჭვი რომ გენეტიკურ დაავადებასთან გვქონდა საქმე, ამიტომ ლიმბახის და როდგერის კლინიკების მეშვეობით ორჯერ გაიგზავნა სისხლი გერმანიაში, მაგრამ არც იქ გამოჩნდა რაიმე უარყოფითი.

კრუნჩხვები კი გრძელდებოდა...

ვიყავით არაერთ ნევროპათოლოგთან, მაგრამ დიაგნოზის დაუსმელობის გამო,ვერ დაუნიშნეს ბავშვს ვერც მკურნალობა. კრუნჩხვებმა იმოქმედა შიოს განვითარებაზე, წლამდე არ შეეძლო ჯდომა, გადაბრუნება, სათამაშოს აღება, დაჭერა, მეტყველება. ორი წლისამ გადადგა პირველი ნაბიჯები. ექიმების შეფასებით მისი განვითარება მიდის წინ, მაგრამ სერიოზული ჩამორჩენაა და აუცილებელია დიაგნოზი და მკურნალობა, რომ შიომ შეძლოს ჩამორჩენილობის დაძლევა...

კრუნჩხვები გრძელდება დღემდე და სამწუხაროდ ჩვენ ვერაფერს ვშველით...

ამ ზაფხულს იაშვილის კლინიკაში, ნანა ტატიშვილთან იტალიიდან ჩამობრძანდა რომის ნევროპათოლოგიური კლინიკის ექიმი ფედერიკო ვიჯევანო, რომელმაც ნახა შიო, მოისმინა მისი ავადმყოფობის ისტორია და შეგვპირდა თავის კლინიკაში გამოკვლევას და დიაგნოზის დასმას. ახლა ჩამოგვივიდა მოწვევა. გაჩნდა დიდი შანსი შიოს გამოჯანმრთელების... მაგრამ ჩვენი ოჯახი სამწუხაროდ ვერ ახერხებს თანხის შეგროვებას. ჩემი მეუღლე პედაგოგია, ამჟამად დეკრეტულ შვებულებაში (ამაწლის 20 იანვარს შეგვეძინა მეორე ბავშვი) მე კი უმუშევარი...

სამკურნალოდ გვესაჭიროება 2700 ევრო. მგზავრობის, ბინის და კვების ფული კი დაახლოებით 2000 ევროს შეადგენს.

გთხოვთ გულთან ახლოს მიიტანოთ შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ.

წინასწარ გიხდით მადლობას გულისხმიერებისათვის!

პატივისცემით ლევან პირკულაშვილი.

საკონტაქტო ნომერია: (+995) 98 400 232

მადლობთ.


სამედიცინო დასკვნა:


IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი



-------------------------------------

მე რა გითხრათ აბა... ჩვენს მწირ ფონდს სად შეუძლია ასეთი დიდი თანხის გაღება, აქ არაა საუბარი ას ან ორას ლარზე ან დოლარზე, არამედ ლამის 5,000 ევროზე... ეს ძალიან დიდი თანხაა ვიცი... უბრალოდ იყოს ეს განცხადება აქაც და ვებ. საიტზეც, ღმერთი მოწყალეა.

ღმერთმა შეეწიოს შიოს;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 10:56 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი