მწვალებლებთან თანალოცვის მსაზღვრელი კრიტერიუმები, მწვალებელთა შესაკრებელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მწვალებლებთან თანალოცვის მსაზღვრელი კრიტერიუმები, მწვალებელთა შესაკრებელი |
მნათე |
Oct 23 2007, 04:01 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მსურს ვისაუბროთ რამდენიმე საკითხზე თანალოცვასა და არამართლმადიდებლურ დენომინაციებთან დაკავშირებით;
1. როდესაც თანალოცვის აკრძალვის შესახებ წმიდა მამები კანონს/ებს იღებდნენ, რა ედო საფუძვლად კანონის მიღებას? რა მოვლენების ან ეპოქალური ქმედებების შედეგია ის? (გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული კანონი - კონკრეტულ - დროში მომხდარ ფაქტზე იქმნებოდა) 2. რა კრიტერიუმებით დგინდება - არის თუ არა, რომელიმე იერარქის ან მართლმორწმუნის ქმედება თანალოცვაა?... ანუ მაგალითად - ერთად რომელიმე ლოცვის წარმოთქმა ორ ხმაში შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ თანალოცვად და მეორე, მონაცვლეობით წარმოთქმა - არა? არის თუ არა თანალოცვა - მწვალბლებთან თანაზიარება... 3. მწვალებელთა შესაკრებელში შესვლისას, რა უნდა გაითვალისწინოს მართლმორწმუნემ? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Eliko |
Oct 23 2007, 04:03 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 228 რეგისტრ.: 31-July 07 წევრი № 2,552 |
მსურს ვისაუბროთ რამდენიმე საკითხზე თანალოცვასა და არამართლმადიდებლურ დენომინაციებთან დაკავშირებით; 1. როდესაც თანალოცვის აკრძალვის შესახებ წმიდა მამები კანონს/ებს იღებდნენ, რა ედო საფუძვლად კანონის მიღებას? რა მოვლენების ან ეპოქალური ქმედებების შედეგია ის? (გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული კანონი - კონკრეტულ - დროში მომხდარ ფაქტზე იქმნებოდა) 2. რა კრიტერიუმებით დგინდება - არის თუ არა, რომელიმე იერარქის ან მართლმორწმუნის ქმედება თანალოცვაა?... ანუ მაგალითად - ერთად რომელიმე ლოცვის წარმოთქმა ორ ხმაში შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ თანალოცვად და მეორე, მონაცვლეობით წარმოთქმა - არა? არის თუ არა თანალოცვა - მწვალბლებთან თანაზიარება... 3. მწვალებელთა შესაკრებელში შესვლისას, რა უნდა გაითვალისწინოს მართლმორწმუნემ? ძალიან საჭირო თემაა |
Misha Songulashvili |
Oct 23 2007, 04:06 PM
პოსტი
#3
|
ეკუმენისტი ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 |
უკაცრავად ყველას მაგრამ ვინც დღეს დღეობით კათოლიკურ ან პროტესტანტულ ეკლესიებს მწვალებლებს უწოდებენ ყველაზე დიდი მწვალებლები ისინი არიან.
-------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
მნათე |
Oct 23 2007, 04:07 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა უკაცრავად ყველას მაგრამ ვინც დღეს დღეობით კათოლიკურ ან პროტესტანტულ ეკლესიებს მწვალებლებს უწოდებენ ყველაზე დიდი მწვალებლები ისინი არიან. გამარჯობა მიშა, მწვალებლობის შენეულ განმარტებას ხომ ვერ შემოგვთავაზებდი? ჩვენ ვცოდავთ - როცა საეკლესიო სამართალს ვემორჩილებით? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Misha Songulashvili |
Oct 23 2007, 04:18 PM
პოსტი
#5
|
ეკუმენისტი ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 |
გამარჯობა მნათე,
თქვენ ცოდავთ როდესაც სხვა ეკლესიებს ძველი ეპიტეთებით ამკობთ იმის ნაცვლად რომ ვარკვევდეთ იმას თუ რა გზით შეგვიძლია მივიდეთ საერთო დასკვნამდე, იმედი მაქვს მიმიხვდი რასაც ვამბობ -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
კანონისტი |
Oct 23 2007, 04:24 PM
პოსტი
#6
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მნათე
ძალიან კარგი თემაა. მოვიცლი თუ არა, დავწერ პასუხებს -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
Oct 23 2007, 04:26 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა თქვენ ცოდავთ როდესაც სხვა ეკლესიებს ძველი ეპიტეთებით ამკობთ იმის ნაცვლად რომ ვარკვევდეთ იმას თუ რა გზით შეგვიძლია მივიდეთ საერთო დასკვნამდე, იმედი მაქვს მიმიხვდი რასაც ვამბობ რას უწოდებთ ეპითეტებს მსოფლიო კრებათა განჩინებებს? და ვინ გააუქმა ისინი? მე როგორც მართლმადიდბეელი ქრისტიანი ვის უნდა ვუჯერებდე კანონს თუ მიშა სონღულაშვილს? იცი, აბსოლუტურად არ ვარ ქრისტიანობის "აკრძალვათა ბუკეტად" წარმომდგენი და ქრისტეს პიროვნება ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრებაა (მეტ-ნაკლებად) მაგრამ აბა რაღას ნიშნავს მწვალებელი? ძალიან მინდა საერთო ენა ვიპოვო და გარწმუნებ, არაერთი მეგობარი მყავს სხვადასხვა ეკლესიიდან - მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს ვიპოვო ერთიანობა ჭეშმარიტების დათმობის ხარჯზე - ან სულაც არსებობს კი სიყვარული ჭეშმარიტების გარეშე? განა სიცრუის მამად ერთი ჩვენი ნაცნობი არ იწოდება ჯოჯოხეთიდან? მოკლედ ჩემო კარგო, შენ ჩამოაყალიბე რას ნიშნავს მწვალებლობა, ასევე კომენატარი გაუკეთე პავლეს - რომელიც გვაუწყებს - მწვალებელს ერთი ან ორი შეგონების შემდეგ განეშორეო და მერე საეკლესიო კანონთა ფენომენზე გადადი ყურადღებით გისმენ -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Misha Songulashvili |
Oct 23 2007, 04:38 PM
პოსტი
#8
|
ეკუმენისტი ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 |
მნათე
მნათე მიშა სონღულაშვილს არ უნდა დაუჯერო. თუ ჩემი აზრი გაინტერესებს მწვალებლებთან დაკავშირებით ისაა რომ მწვალებლები მართმადიდებლურში, კათოლიკურში და პროტესტანტულშიც არიან. და მწვალებლობა არ არის რომელიმე კონკრეტული ეკლესიის დასახელება. ციტატა არაერთი მეგობარი მყავს სხვადასხვა ეკლესიიდან ვერ გავიგე მწვალებლებთან მეგობრობ? კი მაგრამ ციტატა მწვალებელს ერთი ან ორი შეგონების შემდეგ განეშორეო -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
მნათე |
Oct 23 2007, 04:38 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მნათე მიშა სონღულაშვილს არ უნდა დაუჯერო. მაშ, ვრჩები მწვალებელი? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
k@the |
Oct 23 2007, 05:24 PM
პოსტი
#10
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ტაძარში რომ შეხვიდე არამართლმადიდებლურში, როცა იქ ლოცვა მიმდინარეობს (სალოცავად არ შედიხარ) ეგ ცოდვაა?
-------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მნათე |
Oct 23 2007, 05:31 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა თუ ჩემი აზრი გაინტერესებს მწვალებლებთან დაკავშირებით ისაა რომ მწვალებლები მართმადიდებლურში, კათოლიკურში და პროტესტანტულშიც არიან. და მწვალებლობა არ არის რომელიმე კონკრეტული ეკლესიის დასახელება. და კანონი რომ ასე არ ამბობს? ციტატა ვერ გავიგე მწვალებლებთან მეგობრობ? კი მაგრამ ციტატა მწვალებელს ერთი ან ორი შეგონების შემდეგ განეშორეო ეს ცხადია მეგობრობის აკრძალვას არ ნიშნავს ჩვენ არ ვსაუბრობთ დოქტრინაზე... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანუდოსელი |
Oct 23 2007, 05:36 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
უკაცრავად ყველას მაგრამ ვინც დღეს დღეობით კათოლიკურ ან პროტესტანტულ ეკლესიებს მწვალებლებს უწოდებენ ყველაზე დიდი მწვალებლები ისინი არიან. უკაცრავად და ღვთისმეტყველებასთან როგორ ხართ? და კიდევ ერთი რამ: ევქარისტიული სისხლი ჭეშმარიტი სისხლია, თუ ისე, სიმბოლო და გემრიელი ღვინო? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანონისტი |
Oct 23 2007, 05:37 PM
პოსტი
#13
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ციტატა 1. როდესაც თანალოცვის აკრძალვის შესახებ წმიდა მამები კანონს/ებს იღებდნენ, რა ედო საფუძვლად კანონის მიღებას? რა მოვლენების ან ეპოქალური ქმედებების შედეგია ის? (გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული კანონი - კონკრეტულ - დროში მომხდარ ფაქტზე იქმნებოდა) დოგმატური სწავლების მიხედვით, "ლოცვა არის ეკლესიის ცხოვრების, მისი წევრების ყოვლადწმიდა სამებასთან და ურთიერთშორის არსებული სულიერი კავშირების გამოვლინება. იგი იმდენად განუყოფელია სარწმუნოებისაგან, რომ მას ეკლესიის ჰაერი, მისი სუნთქვა შეიძლება ეწოდოს." ლოცვა წარმოადგენს გამაერთიანებელ ძალას ერთმორწმუნეთათვის, იგია დასტური იმისა, რომ თანამლოცველნი "ერთითა პირითა და ერთითა გულითა" აღიარებენ ყოვლადწმინდა სამებას. ლიტურგიაზე ხშირად გაისმის მოწოდება ლოცვითი ერთობისაკენ, მაგრამ მას აუცილებლად თან ახლავს მითითება, თუ ვის შორის უნდა დამყარდეს ლოცვითი ერთობა - ეს არის ერთმორწმუნეობა, ანუ ის, რომ მლოცველნი ერთნაირად ადიდებდნენ წმ. სამებას, მისი სწავლებისდა შესაბამისად. აღნიშნული იცოდნენ რა მსოფლიო ეკლესიის დიდმა იერარქებმა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადგინეს, რომ მწვალებელთან თანალოცვა არის მასთან სარწმუნოებრივი ერთობა. თუკი ჩვენი მოყვასი არასწორად ადიდებს უფალს, როგორღა უნდა ვადიდოთ იგი ერთობლივად? თანალოცვის აკრძალვა ხომ არ ნიშნავს მწვალებელთან თუ უცხოდმადიდებელთან პირადი ურთიერთობის მოშლას, მის უყვარულობას, დაუხმარებლობას და ა.შ.? ლოცვა არის კიდევ ვიმეორებ, სარწმუნოებრივი ერთობა და ვისთანაც არ გაქვს სარწმუნოებრივი ერთობა, მასთან ლოცვა რა მიზნებს უნდა ისახავდეს, გაუგებარია..... საინტერესოა კართაგენის კრების 133-ე კანონი. იგი ადგენს, რომ თუკი რომელიმე იერარქი ბრალდებულია (მხოლოდ ბრალდებული!) სჯულის კანონის დარღვევაში ან ერესში, კრების მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე მასთან ზიარება ეკრძალება ყველა სხვა იერარქს! ამის მიზეზი არის ის, რომ მორწმუნე დაცულ იქნეს თვით სავარაუდო მწვალებელთან თანაზიარებისგან. ციტატა 2. ა) რა კრიტერიუმებით დგინდება - არის თუ არა, რომელიმე იერარქის ან მართლმორწმუნის ქმედება თანალოცვაა?... ანუ მაგალითად - ერთად რომელიმე ლოცვის წარმოთქმა ორ ხმაში შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ თანალოცვად და ბ) მეორე, მონაცვლეობით წარმოთქმა - არა? არის თუ არა თანალოცვა - მწვალბლებთან თანაზიარება... საერთოდ, ლოცვა არის 3 სახის: - სადიდებელი - სავედრებელი - სამადლობელი ა) თანალოცვა არის ერთობლივი ლოცვა - ანუ ისეთი ლოცვა, როდესაც მლოცველნი ერთად არიან შეკრებილნი და ერთობით ადიდებენ, ევედრებიან ან მადლობენ უფალს. არ არის სავალდებულო ერთიდაიმავე სიტყვების ერთ ხმაში თქმა - თანამწირველი მღვდლები ცალ-ცალკე ამბობენ სათქმელს, მაგრამ თანამლოცველნი არიან. მთავარია, რომ შეკრებილთ ჰქონდეს ერთი სურვილი - ერთობით ადიდონ, ევედრონ ან მადლობდნენ უფალს. არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა შეკრებილები (მართლმადიდებელ მოძღვრებს ვგულისხმობ) არც იციან ერთმანეთის ენა და ვერც იგებენ, თუ რა თქვა მეორემ, მაგრამ ეს მათ მიერ ერთობლივი ლოცვის აღვლენაა, რამდენადაც სურვილია ერთობლივი ლოცვისა ბ) აქედან გამომდინარე, მონაცვლეობით ლოცვის წარმოთქმაც არის თანამლოცველობა, თუკი ის მიზნად ისახავს მლოცველთა ლოცვის ერთობლივად აღვლენის სურვილს ციტატა 3. მწვალებელთა შესაკრებელში შესვლისას, რა უნდა გაითვალისწინოს მართლმორწმუნემ? თუკი ტაძარში მიმდინარეობს მსახურება: - იყოს პატივისმცემლურად განმსჭვალული - არ მიიღოს მონაწილეობა ლოცვაში, ანუ არ გაიმეოროს წარმოთქმული, არ შეასრულოს ლოცვის გარეგნული ნიშნები (პირჯვარი, თავდახრა, მეტანია) და უსმინოს მხოლოდ ტექსტს - არ მიიღოს რაიმე ევლოგია (სეფისკვერი, ნაკურთხი წყალი), რადგან ეს არის არა ევლოგია, არამედ ალოგია თუ არ მიმდინარეობს მსახურება: - თაყვანი-სცეს მხოლოდ წმ. მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღიარებულ სიწმინდეებს - არ მიიღოს კურთხევა სასულიერო პირისგან - თუკი საამისო განსაკუთრებული მიზეზი არ არსებობს, თავი შეიკავოს ლოცვისაგან -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
Oct 23 2007, 05:41 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
კანონისტი
კარგადაა დეკლარირებული, შემდგომ გავაგრძელებ -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანონისტი |
Oct 23 2007, 05:50 PM
პოსტი
#15
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Misha Songulashvili
ციტატა თუ ჩემი აზრი გაინტერესებს მწვალებლებთან დაკავშირებით ისაა რომ მწვალებლები მართმადიდებლურში, კათოლიკურში და პროტესტანტულშიც არიან. და მწვალებლობა არ არის რომელიმე კონკრეტული ეკლესიის დასახელება. მართლმადიდებლური, ოღონდ ეს ეტყობა რაღაც ახალი განმარტებაა მწვალებლობის ხშირად გავიგონებთ ეკუმენისტური იდეების მომხრეთაგან, განა არამართლმადიდებელი ქრისტიანებიც ქრისტეს არ მიმართავენ? განა ისინიც არ ადიდებენ წმინდა სამებას? მათ თავად უფალივე უპასუხებს: "არა ყოველმან, რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისა" (მათე 7,21) "რაისა მეტყვით მე: „უფალო, უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვი თქვენ?" (ლუკა 6,46) -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
Oct 23 2007, 06:55 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მე მიშას მოსაზრებების უკეთ გაცნობა მსურდა, არც მეტი არც ნაკლები მწვალებლობაში მადანაშაულებს და ხომ უნდა ამიხსნას რატომ?
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
guest |
Oct 23 2007, 07:47 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
აქ რაც ეწერა წავშალე, რახან კომენტარი არ კეთდება , არ ღირს საუბარი. დარწმუნებული ვარ ვინც საჭიროდ მიმაჩნდა იმათ წაიკითხეს.
ღმერთს ებარებოდეთ! |
ზებედე |
Oct 26 2007, 02:36 PM
პოსტი
#18
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ხშირად გავიგონებთ ეკუმენისტური იდეების მომხრეთაგან, განა არამართლმადიდებელი ქრისტიანებიც ქრისტეს არ მიმართავენ? განა ისინიც არ ადიდებენ წმინდა სამებას? მათ თავად უფალივე უპასუხებს: "არა ყოველმან, რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისა" (მათე 7,21) "რაისა მეტყვით მე: „უფალო, უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვი თქვენ?" (ლუკა 6,46) რაღაც ვერაა ეს კარგი არგუმენტი...ეს სახარების ციტატა მართლმადიდებელსაც მოეთხოვება, რომელიც არ ასრულებს ღვთის ნებას ბევრი მართლმადიდებელი მიმართავს "უფალო უფალო!" მაგრამ არ ასრულებენ უფლის ნებას და სწავლებას -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მხევალი ნინო |
Oct 26 2007, 02:39 PM
პოსტი
#19
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
Eliko
ციტატა ძალიან საჭირო თემაა ჩაქრი შენა -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
გლახა |
Nov 1 2007, 12:27 PM
პოსტი
#20
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
ამ თემის გამხსნელი ყველაზე დიდი მწვალებელია
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th May 2024 - 12:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი