IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Closed TopicStart new topic
> ჯოჯოხეთი "ნუგეში" ????????????, ვაი!
ზებედე
პოსტი Feb 8 2007, 07:40 AM
პოსტი #1


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ახალი ერესი, თუ ნამდვილად არის ჯოჯოხეთში ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან?

დღესდღეობით ზოგიერთი "მორწმუნე" თვლის რომ ადამიანს რომელსაც ცოდვა არ ჩაუდენია და გარდაიცვალა (მაგ: უნათლავი ჩვილები) მოხვდებიან ჯოჯოხეთში, სადაც მათი სულები არ იტანჯებიან...

როგორც გადმოცემით ვიცით ძველი აღთქმის მართალთა სულები ხვდებოდნენ "აბრაამის წიაღში", სადაც არც იტანჯებოდნენ, და არც ნეტარებაში იყვნენ...აბრაამის წიაღი ჯოჯოხეთში იყო, და მართალთა სულებიც იქ იყვნენ, და მაცხოვრის ქვეყნად მოვლენას ელოდნენ, რადგან სწამდათ რომ ის გამოისყიდდა ადამის ცოდვას...და ეს აღსრულდა!

გადმოცემის მიხედვით მაცხოვარი როცა ჩავიდა ჯოჯოხეთში შეიმუსრა ჯოჯოხეთის ბჭენი, გაიხსნა სამოთხის კარი და ძველი აღთქმის წმინდანებიც ცხონდნენ.

ახალ აღთქმაში, ეკლესიური სწავლებით არაფერია "აბრაამის წიაღზე" ნათქვამი, ანუ ჯოჯოხეთის იმ ადგილების შესახებ, სადაც თითქოს სულები "არ იტანჯებიან". თუმცა ფანატიკოსთა წრე ვერ ეგუება აზრს რომ ღვთის მოწყაება უფრო სარწმუნოა ვიდრე ღვთის მართლმსაჯულება და სჯულის კანონი...

--------------------------------------------------------------------------

მე ვფიქრობ რომ თუ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან, ეს შეამცირებს "ღვაწლს" მართლმადიდებლებში, რომლებსაც სასუფევლის დამკვიდრება სურთ. თუ ადამიანი იფიქრებს რომ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან მას არც დიდი შიში ექნება ჯოჯოხეთის, და არც დიდი მონდომება სასუფევლის დამკვიდრების, რადგან საუკუნო სატანჯველს თავი აარიდოს იმის გამართლებით, რომ ნაკლებად დაიტანჯება, მე ასე ვფიქრობ...

რას ფიქრობთ თქვენ?


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 8 2007, 10:22 AM
პოსტი #2


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



გუჯა
ციტატა
მე ვფიქრობ რომ თუ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან, ეს შეამცირებს "ღვაწლს" მართლმადიდებლებში, რომლებსაც სასუფევლის დამკვიდრება სურთ. თუ ადამიანი იფიქრებს რომ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან მას არც დიდი შიში ექნება ჯოჯოხეთის, და არც დიდი მონდომება სასუფევლის დამკვიდრების, რადგან საუკუნო სატანჯველს თავი აარიდოს იმის გამართლებით, რომ ნაკლებად დაიტანჯება, მე ასე ვფიქრობ...

რას ფიქრობთ თქვენ?



გუჯა, გააჩნია ვინ როგორ განმარტავს ჯოჯოხეთს. რა არის ჯოჯოხეთი? მე ვფიქრობ ეს ღმერთისგან განშორებით გამოწვეული ტკივილია სულის. ამასთან, წამიკიტხია, რომ ჯოჯოხეთსი ადამიანებს თავისი ცოდვები აწუხებს. ლოგიკურად ზუსტად ცოდვა უშლის ხელს ადამიანს უფალტან მიერთებაში ასე არ არის? ხოდა თუ ცოდვა არ არის, მაშინ უფალტან იქნები, რად გინდა ჯოჯოხეთი. კატოლიკეებს მგონი განსაწმედელი აქვთ.

თუ გავიხსენებთ ძველი აღთქმის მართალი ადამიანები ჯოჯოხეთსი იყვნენ, მაგრამ ისე არ იტანჯებოდნენ, როგორც ცოდვილები. მე ვფიქრობ, მათ უფალთან ერთობის შეუძლებლობა სტანჯავდათ მხოლოდ, მაგრამ აქაც მოლოდინის ნუგეში იყო. მაცხოვარის დაბადებას ვგულისხმობ. დღეს ალბათ ასეთი არაფერი იარსებსბ, მაცხოვარი მოვიდა, უფალტან ერთობა აღდგა. ზრაპარია.

რაც შეეხება ღვაწლს არც ეგ არ შემაცირებს ჭეშმარიტი ქრისტიანის გულში. გამიგია წმინდა მამები, როგორ მიმართვადნენ უფალს, შენთან ერთად ჯოჯოხეთსიც წავალთო. ანუ მტავარია უფლის სიყვარული და ღავლიც მოდის. თუ ვინმე მხოლოდ იმაზე ზრუნავს, ოღონდ ცეცხლში არ დავიწვეო შეიძლება კიდეც კარგი გამოსავალი იყოს ეს ადგილის მისტვისsmile.gif მაგრამ ასეთ ადამიანს უფალი არ უყვარს, არ ენატრება, მასთან ყოფნა არ უნდა. ნამდვილი ქრისტიანი, ნამდვილი მოყვარული ამას არ იტყვის არასდროს, მტავარია უფალტან ყოფნა და არა ცეცხლისგან ტავის დაცვა.

ჩვენ ასე, რომ გევშინია მეორედ მოსვლია, წმინდა მამები როგორ ელოდნენ!!! ასე მიმართავდნენ უფალს, ჰე მოხვიდოდე უფალო იესო!! იმიტომ, რომ უყვართ, სიყვარულიდან ტავდადება და რავწლი მოდის. ამიტომ , ჩვენ არ გვჭირდება ეს გაურკვეველი ადგილი, იქ უფალი არ იქნება და მაინც დავიტანჯებით მის გარესე.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 8 2007, 05:41 PM
პოსტი #3


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(მხევალი ნინო @ Feb 8 2007, 06:22 AM) *

რაც შეეხება ღვაწლს არც ეგ არ შემაცირებს ჭეშმარიტი ქრისტიანის გულში. გამიგია წმინდა მამები, როგორ მიმართვადნენ უფალს, შენთან ერთად ჯოჯოხეთსიც წავალთო.


ეგ უცნაურია, უფალს რატომ მიმართავდნენ ასე? რატომ უნდა წასულიყო უფალი ჯოჯოხეთში და ესენიც რატომ მიყვებოდნენ?

ციტატა(მხევალი ნინო @ Feb 8 2007, 06:22 AM) *

ანუ მტავარია უფლის სიყვარული და ღავლიც მოდის. თუ ვინმე მხოლოდ იმაზე ზრუნავს, ოღონდ ცეცხლში არ დავიწვეო შეიძლება კიდეც კარგი გამოსავალი იყოს ეს ადგილის მისტვისsmile.gif


და ეგ ნუგეშია? არ სჯობია სასუფევლის დამკვიდრებაზე იზრუნოს ადამიანმა ვიდრე ჯოჯოხეთში სადმე უტანჯველ ადგილში დამკვიდრებაზე?



--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 8 2007, 05:47 PM
პოსტი #4


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



გუჯა
ციტატა
და ეგ ნუგეშია? არ სჯობია სასუფევლის დამკვიდრებაზე იზრუნოს ადამიანმა ვიდრე ჯოჯოხეთში სადმე უტანჯველ ადგილში დამკვიდრებაზე?




ეს მხოლოდ მასზე ვთქვი, ვისაც მხოლოდ ჯოჯოხეთის ტანჯვის ეშინია და არ ამოძრავებს უფლის სიყვარული. მათთვის მისწრებაა ისეთი დაგილი სადაც არ დაიტანჯებიან.

მე ვფიქრობ ჩვენ მხოლოდ ორი არჩევანი გვავქს, ერთია უფალთან ყოფნა ანუ სასფუფეველი და მეორე მის გარეშე ყოფნა ანუ ჯოჯოხეთი. მესამე მდგომარეობა არ არსებობს.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 8 2007, 05:59 PM
პოსტი #5


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



დასაფიქრებელი საკითხია...
არსებობს ნეოპროტესტანტული მიმდინარეობებ (კალვინის იდეის მიმდევრები). რომელნიც ამბობენ და ასწავლიან, რომ თუ ერთხელ გაქხდი ქრისტიანი და ირწმუნე უფალი, რაც არ უნდა შესცოდო მაინც გადარჩენილი "ერთხელ გადარჩენილი, მუდამ გადარჩენილია." Once saved always saved.
ხარ... (გარდა იმ შემთხვევისა, თუ უფალს არ უარყოფ სიტყვიერად)

ხოლო ჯოჯოხეთი რომ არსებობს და იქ მართლაც არის ტანჯვა და კბილთა ღრჭენა შეგიძლიათ ნახოთ: გამოცხადება იოანესი : 20:13,14,15
21: 8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 8 2007, 06:29 PM
პოსტი #6


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(მხევალი ნინო @ Feb 8 2007, 01:47 PM) *

გუჯა
ეს მხოლოდ მასზე ვთქვი, ვისაც მხოლოდ ჯოჯოხეთის ტანჯვის ეშინია და არ ამოძრავებს უფლის სიყვარული. მათთვის მისწრებაა ისეთი დაგილი სადაც არ დაიტანჯებიან.


ზუსტად მაგაზე მაქვს საუბარი smile.gif თუ ადამიანს ეტყვი რომ ჯოჯოხეთში არ დაიტანჯება აღარც შეეშინდება მისი, და არც უფალს შეიყვარებს რომ სამოთხე დაიმკვიდროს smile.gif


ციტატა(მხევალი ნინო @ Feb 8 2007, 01:47 PM) *

მე ვფიქრობ ჩვენ მხოლოდ ორი არჩევანი გვავქს, ერთია უფალთან ყოფნა ანუ სასფუფეველი და მეორე მის გარეშე ყოფნა ანუ ჯოჯოხეთი. მესამე მდგომარეობა არ არსებობს.


მესამე მდგომარეობა ეს ქვეყანაა smile.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Feb 8 2007, 06:33 PM
პოსტი #7


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ციტატა
თუ ადამიანს ეტყვი რომ ჯოჯოხეთში არ დაიტანჯება აღარც შეეშინდება მისი, და არც უფალს შეიყვარებს რომ სამოთხე დაიმკვიდროს

მაგრამ თუ იგი იმიტომ ცხოვრობს ქრისტეანული ცხოვრებით , რომ ამით უფალი არ განარისხოს, ანუ თუ მისი ცხოვრების ასეთი სტილი მოჩვენებითია, მაშინ უფალი მიიღებს მისგან ასეთ საქციელს? თუ შენ უფლისთვის ცხოვრობ არა სულით არამედ შიშით და მოჩვენებით...


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Feb 8 2007, 06:44 PM
პოსტი #8


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



მე პირადად სულიერებას იმიტომ არ გავიძლიერებ რომ გავინაღდო სასუფეველი, ან მოვიქცევი იმიტომ რომ ვაჩვენო ვინმეს რომ მორწმუნე ვარ მე ისე მოვიქცევი როგორც ვაზროვნებ და როგორც სწორედ მიმაჩნიაა.... კს მართალია რომ რასაც სინანული ერთვის იმას შიშიც მოსდევს... ჩემთვის ასეაა..რომ ვაცნობიერებ რომ ცოდვაა და შეიძლება იმის მერე ისევ ჩავიდინო ცოდვა იმიტომ რომ უცებ "გასუფთავება" შეუძლებელია მონდომების გარეშე მაგრამ ეს მონდომებაც პასუხ გაცემული უნდა იყოს....მე კიდევ დაუკმაკოფილების გრძნობა მაქვს ჯერ.... არ ვიცი ასეთი მორწმუნეები როგორ ხართ .. მე არ ვიძახი რომ არ უნდა იყოთ ... ისე ქადაგებთ რომ მე ჩემი თავი უკვე ჯოჯოხეთში წარმომიდგენია sad.gif( მაგრამ რა ვიცი რა მოხდება ....


მაგრამ ბევრ უსამართლობას ვხედავ ჩემს ირვგვლივ და მიძნელდებაა ვინმე მისაბაძად გავიხადო.....არ ვიცი ეს 3 დღეა ჩემს თავს არ ვგევარ მიჭირს sad.gif


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 9 2007, 03:14 AM
პოსტი #9


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(leluka @ Feb 8 2007, 02:44 PM) *

მე პირადად სულიერებას იმიტომ არ გავიძლიერებ რომ გავინაღდო სასუფეველი,


ანუ, არ გინდა სამოთხეში მოხვდე?


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Feb 9 2007, 04:05 AM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ციტატა
მე ვფიქრობ რომ თუ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან, ეს შეამცირებს "ღვაწლს" მართლმადიდებლებში, რომლებსაც სასუფევლის დამკვიდრება სურთ. თუ ადამიანი იფიქრებს რომ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან მას არც დიდი შიში ექნება ჯოჯოხეთის, და არც დიდი მონდომება სასუფევლის დამკვიდრების, რადგან საუკუნო სატანჯველს თავი აარიდოს იმის გამართლებით, რომ ნაკლებად დაიტანჯება, მე ასე ვფიქრობ

თავიდან როდესაც ადამიანი ეკლესიაში იწყებს სიარულს იგი რაიმე ცოდვას აღარ სჩადის ან ცდილობს აღარ ჩაიდინოს რადგანაც მას ეშინია ამის გამო მასზედ მოწევნული ჯოჯოხეთის სატანჯველისა მაგრამ შემდგომში ეს ასე აღარ არის რადგანაც ცოდვა გვაშორებს უფალს და ადამიანს ცოდვისა ეშინია იმიტომ რომ დაისჯება და შეიძლება ჯოჯოხეთშიც მოხვდეს მაგრამ უფრო იმიტომ რომ ამით ჩვენ კიდევ ერთხელ ვტკენთ გულს უფალს,კიდევ ერთხელ ზურგს შევაქცევთ და განვეშორებით მას.და რომ ჩავვარდება ის ადამიანი ცოდვაში სინანულით გლოვობს დანაშაულს რათა ისევ შეურიგდეს უფალს.და მას სატანჯველზე მეტად იმაზე სწუხს რომ კიდევ ერთხელ უღალატა უფალს და განეშორა.ეს მაღალი სულიერების ადამიანებზე ითქმის ვისაც უკვე ესეთი დამოკიდებულება აქვს ცოდვასთან.ისე კი იმაზე უფრო დიდი ჯოჯოხეთი რა უნდა იყოს იმ ადამიანისთვის ვისაც ყოვლად სამართლიანი მსაჯული ეტყვის წარვედით ჩემგან წყეულნო საუკუნო სატანძველში.ამ სიტყვების მოსმენაზე დიდი ტანჯვა რაღა უნდა იყოს ჯოჯოხეთში გინდა ისეთ ადგილას იყო რომ არ იტანჯებოდე მაგრამ უფლის გარეშე.და რაა სასუფეველი როგორც მუსულმან კამიკაძეებს ეუბნებიან 20 ცოლი გეყოლებათ სასმელ საჭმელი გექნებათ ედემის ბაღები და აშ.არამედ უფალთან ყოფნა და უფლის დიდება მარადის მთელი სულით და მთელი გულით.

ციტატა
ახალი ერესი, თუ ნამდვილად არის ჯოჯოხეთში ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან?

მოკლედ ვიტყვი.და რა აზრი აქვს ჯოჯოხეთში ყოფნას გინდა არ იტანჯებოდე,რახან ჯოჯოხეთში ხარ ესეიგი უფლის გარეშე ხარ,და რა იქნება ამაზე უფრო დიდი ჯოჯოხეთი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 9 2007, 10:10 AM
პოსტი #11


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ციტატა
მესამე მდგომარეობა ეს ქვეყანაა



იცი რა , ამაზე მევ ვიფიქრე, მაგრამ მერე აღარ დავწერე იმიტომ, რომ სადრაც აღარ დავეთანხმე. ეს ქვეყანა უფლის ძიებაა. იქ იმ გაურკვევლობაში, ვითომ არსებულ მდგომარეობაში არ არის უფალი და არც სურვილი მისის ძიების.

რა გითხრა აბა, ის მესამე მდგომარეობა ალბათ ისეთ ხალხს აწყობს ვინც არკ ცდილობს უკეთესობას. დიდი ღვაწლმოსილი არც მე ვარ, მაგრამ სურვილი მაინც მაქვს, იმ მესამე მდგომარეობაშიც ტანჯვა იქნება ალბათ ჩემთვის, თუ ძალიან მარალფარდოვანი არ გამოვდექსი, იმიტომ, რომ უფალი არ იქნება.


leluka
ციტატა
მე პირადად სულიერებას იმიტომ არ გავიძლიერებ რომ გავინაღდო სასუფეველი



ჩემო ძვირფასო, მე ვხვდები დაახლოებით რასაც ამბობ, მაგრამ აბა მიდი განმარტე რა არის სასუფეველი. სასუფეველი ჩემი აზრით უფალტან ერთობაა და მეტი არაფერი, ანუ ცვენ კარგ მდგომარეობას და კარგად ყოფნისკენ კი არ მივიღწვით, არამედ უფალტან ერთობისკენ. მერე ამას მოაქვს ტავისტავად კარგად ყოფნაsmile.gif) უფალი ხომ სიყვარულია და მასთან ყოფნა ნეტარება.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 9 2007, 02:19 PM
პოსტი #12


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(მხევალი ნინო @ Feb 9 2007, 06:10 AM) *

ჩემო ძვირფასო, მე ვხვდები დაახლოებით რასაც ამბობ, მაგრამ აბა მიდი განმარტე რა არის სასუფეველი. სასუფეველი ჩემი აზრით უფალტან ერთობაა და მეტი არაფერი, ანუ ცვენ კარგ მდგომარეობას და კარგად ყოფნისკენ კი არ მივიღწვით, არამედ უფალტან ერთობისკენ. მერე ამას მოაქვს ტავისტავად კარგად ყოფნაsmile.gif) უფალი ხომ სიყვარულია და მასთან ყოფნა ნეტარება.


ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 9 2007, 05:59 PM
პოსტი #13


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



გუჯა
ციტატა
ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა...




განმარტე... მაინტერესებს შენი აზრით რა არის სასუფეველი. მე ჩემი აზრი მოგახსენე


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 9 2007, 09:48 PM
პოსტი #14


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(მხევალი ნინო @ Feb 9 2007, 01:59 PM) *

გუჯა
განმარტე... მაინტერესებს შენი აზრით რა არის სასუფეველი. მე ჩემი აზრი მოგახსენე


სასუფეველს "ვერ განვმარტავ", რადგან იქ არ ვყოფილვარ biggrin.gif

როგორც საეკლესიო გადმოცემით ვიცით, სასუფეველი არის ის ადგილი სადაც არის ქრისტე, ხოლო სამოთხე არის წმინდანების განსასვენებელი, მაგრამ სახარებაში და მამათა ქადაგებებშიც ზოგჯერ სასუფეველს და სამოთხეს "არ ჰყოფენ" ანუ სამოთხესაც სასუფეველს უწოდებენ, მგონი მიხვდები რაც დავწერე smile.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mr_morrison
პოსტი Feb 10 2007, 01:48 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 376
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 164



ციტატა
ჩემო ძვირფასო, მე ვხვდები დაახლოებით რასაც ამბობ, მაგრამ აბა მიდი განმარტე რა არის სასუფეველი. სასუფეველი ჩემი აზრით უფალტან ერთობაა და მეტი არაფერი, ანუ ცვენ კარგ მდგომარეობას და კარგად ყოფნისკენ კი არ მივიღწვით, არამედ უფალტან ერთობისკენ. მერე ამას მოაქვს ტავისტავად კარგად ყოფნა) უფალი ხომ სიყვარულია და მასთან ყოფნა ნეტარება.


კი გეთანხმები. სასუფეველი გონისმიერია და არა რაღაც ლამაზი ბუნება. ”მით ვისწავლებით მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა-მწყობისა” ზუსტად ეს არის სასუფეველი. ზეციურ იერარქიასთან შეერთბა რაც უფალთან გვაზიარებს და სამუდამო ნეტარებას მოგვცემს განღმრთოებით


--------------------
მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 12 2007, 10:28 AM
პოსტი #16


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



mr_morrison
ციტატა
კი გეთანხმები. სასუფეველი გონისმიერია და არა რაღაც ლამაზი ბუნება. ”მით ვისწავლებით მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა-მწყობისა” ზუსტად ეს არის სასუფეველი. ზეციურ იერარქიასთან შეერთბა რაც უფალთან გვაზიარებს და სამუდამო ნეტარებას მოგვცემს განღმრთოებით




მე ამას არ ვამბობ?


ამბობენ, რომ ჯოჯოხეთი უფლის ბოლო წყალობაა, ის ადამინი, რომელსაც არ უნდა ამქვეყნად უფალტან ყოფნა იქ უფალტან ყოფნით უფრო დაიტანჯებაო. ერთხელ ასე ახსნენ, თუ რატომ არ ვიხსენიებთ ჩვენ ღვთისმგმობებეს ლოცვებში. მატ უფალტან ერთობა არ უნდოდათ და ჩვენ ვაიძულებთო. მე მგონი ცუდად ავხსენი არა.. იმედია გაიგებთ რა ვთქვი.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 12 2007, 11:40 PM
პოსტი #17


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
რომ ჯოჯოხეთი უფლის ბოლო წყალობაა,



ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჯოჯოხეთში ყველგან წამებაა, ანუ სამოთხეშიც და ჯოჯოხეთშიც, ონტოლოგიურად საერთოდ ყველგან, გარდა წმიდა სამებისა, არის იერარქია!

თუმცაღა იერარქია ტანჯვაში, არ გამორიცხავს თავად ტანჯვას, არამედ მის სტადიებს ადგენს, ასევე სამოთხეშიც-ნეტარება; და ორივე მარადიულად ზრდადია და მარადიულად მარადიული!



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 13 2007, 09:59 AM
პოსტი #18


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



KAIROS
ციტატა
ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჯოჯოხეთში ყველგან წამებაა, ანუ სამოთხეშიც და ჯოჯოხეთშიც, ონტოლოგიურად საერთოდ ყველგან, გარდა წმიდა სამებისა, არის იერარქია!

თუმცაღა იერარქია ტანჯვაში, არ გამორიცხავს თავად ტანჯვას, არამედ მის სტადიებს ადგენს, ასევე სამოთხეშიც-ნეტარება; და ორივე მარადიულად ზრდადია და მარადიულად მარადიული!




ნაკლებად ცოდვილი მოვხები ჯოჯოხეთსი და ნაკლებად დაბიტანჯებიო ამას ვერ იტყვი, ყველა სემთხვევაში ტანჯვა ზრდადია... მდააა...

ამამსთან დაკავშირებით ერთი შეკითხვა მაწუხებს ხოლმე, მაგრამ ვფიქრობ დავწერო თუ არა ის საქვეყნოდ.
huh.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 13 2007, 12:19 PM
პოსტი #19


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ნაკლებად ცოდვილი მოვხები ჯოჯოხეთსი და ნაკლებად დაბიტანჯებიო ამას ვერ იტყვი, ყველა სემთხვევაში ტანჯვა ზრდადია


ზრდადია ასევე უფრო ძლიერ ვინც იტანჯება მისი ტანჯვაც, ასე რომ ყველაფერი შედარებითია...

მიდი აბა დასვი ეგ კითხვა, რაა მაინც ეგეთი smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mr_morrison
პოსტი Feb 13 2007, 12:26 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 376
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 164



ციტატა
ის ადამინი, რომელსაც არ უნდა ამქვეყნად უფალტან ყოფნა იქ უფალტან ყოფნით უფრო დაიტანჯებაო


მე არ მგონია რომ ადამიანი რაც უნდა ურწმუნო იყოს, გინდაც ეშმაკის მოციქული და უბრალოდ შეიგრძნოს ის ნეტარება რომელიც ღმერთისგან მოდის სასუფეველში და შემდეგ მასთან ერთობაზე უარი თქვას.

ციტატა
მატ უფალტან ერთობა არ უნდოდათ და ჩვენ ვაიძულებთო. მე მგონი ცუდად ავხსენი არა.. იმედია გაიგებთ რა ვთქვი.


არა ცდუდად არ აგიხნსნია smile.gif გავიგე რასაც გულისხმობ


--------------------
მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2024 - 01:25 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი