თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ ვინ არის ჩემი მოყვასი?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2016, 01:36 PM

"უკვე სრულიად განვითარებული, მაღალი ზნეობის პიროვნებისათვის კი ნებისმიერი ადამიანი მოყვასია".

/ილია II/

"შეუძლებელია ადამიანმა ავნოს მოყვასს ისე, რომ არ ავნოს საკუთარ თავს".

/წმ. ბარსანოფი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2016, 10:47 PM

"გამოვტყდეთ, რომ ჩვენ ხშირად მხოლოდ საკუთარი თავი გვიყვარს და მოყვასის სიყვარული ან არ გვაქვს, ან თუ გვაქვს - ძალზე მცირე, მაშასადამე, არა გვაქვს ჩვენი ცხონებისათვის ყველაზე მთავარი რამ".

/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2016, 07:06 PM

"მაცხოვარმა ჩვენ მოყვასის სიყვარულისკენ მოგვიწოდა და არა მსოფლიოსადმი ზოგადი გრძნობების გამოვლენისკენ. მოყვასი კი მოიცავს ყველას, ვისთანაც კი რაიმე შეხება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2016, 02:45 PM

"ვინც მოყვასს წრფელი სიყვარულით ემსახურება, მისთვის დაღლაც კი დასვენებაა, ხოლო ვისაც მხოლოდ თავისი თავი უყვარს და ზარმაცია, უსაქმობაც კი დაღლის".

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2016, 04:41 PM

"მოყვასის სიყვარული (მოყვასობა)"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2016, 11:03 AM

"ქრისტე ამბობს, რომ რასაც თქვენ უკეთებთ თქვენს მოყვასს, იმას უკეთებთ უფალს. მაშასადამე, ღვთის შემეცნების გზა - მოყვასია!"

/სქემარქიმანდრიტი იოაკიმე (პარი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2016, 10:09 AM

"ბოროტებით გაჟღენთილი ადამიანი უნდა გიყვარდეს, - ეს ნიშნავს, რომ იგი გაათავისუფლო, იხსნა ბოროტებისაგან. თუ შენ მასში შეიწყნარებ ბოროტებას, მაშინ თვითონ ეზიარები მას".

/დეკ. რაფაელ ხაჭაპურიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2016, 07:14 PM

"როგორც წმინდა მამები ამბობენ, მოყვასისგან არის ჩვენი აღშენებაც და დაცემაც. თუ ჩვენი საქციელითა და სიტყვით შევიძენთ მოყვასს, მაშინ მოვიპოვებთ ცხონებას, ხოლო თუ დავაბრკოლებთ მოყვასს, ცხონებასაც დავკარგავთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2016, 09:17 PM

"სისრულე სულიერებისა - სწავლა მამა მატოისი: "ესე უწყოდე, ოდეს გესმეს ბერისაგან დიდებაი მოყუსისა თვისისაი უფროის თავისა თვისისა, საზმოსა დიდსა მიწევნულ არს, რამეთუ ესე არს სრულებაი, რაითა მოყუასსას თვისსა მისცეს დიდებაი უფროის თავისა თვისისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2016, 09:08 PM

"ნეტარი ავგუსტინე ამბობს:

"ყოველი ადამიანია ჩვენი მოყვასი, და არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს არსებობდეს რაღაც შეუსაბამობა, უთანაბრობა გვარისა იქ, სადაც ერთი ბუნებაა".

იგივე წმინდა მამა ამბობს:

"ჩვენ ყველანი ერთურთისათვის მოყვასნი ვართ ჩვენი მიწიერი შობის მდგომარეობით და სასოებით ზეციური მემკვიდრეობისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2016, 09:08 PM

"ვისაც მოყვასის მიტევება არ შეუძლია, მას "მამაო ჩვენოს" წარმოთქმის უფლებაც არ აქვს, რადგან თავს თავისივე ცოდვაში კეტავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2016, 12:24 PM

"მოყვასისადმი სიყვარული, ჩვენ, უფლის სიყვარულისთვის გვამზადებს".

/წმ. პორფირე კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2016, 10:02 AM

"მოყვასია ჩვენთვის არა მარტო ის, ვინც დაგვეხმარა, არამედ ყველა, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება".

/დეკ. დავით ლონდარიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2016, 01:28 PM

"მოყვასისადმი გულმოწყალება გადასწონის მრავალ ცოდვას!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2016, 11:02 PM

"მოყვასი", სალექსიკონო განმარტებით, არის "მოძმე, ახლობელი, ამხანაგი". სულხან-საბასთვის "მოყვასი" ამხანაგია, როგორც ეს ბიბლიაშიც ფიქსირდება, ცხადია, "ამხანაგის" პირვანდელი, მადლიანი გაგებით".

/ფილოლოგიის დოქტორი მარიამ ღლონტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2016, 11:56 AM

"მოყვასობის უმთავრესი მახასიათებელი: ტომობრივი თუ სისხლით ნათესაური სიახლოვე არაფერია იმ სიახლოვესთან შედარებით, რომელიც სიყვარულიდან და თანაგრძნობიდან მომდინარეობს. ამიტომ შენი მოყვასი, უპირველესად, ის არის, ვისაც შენგან დახმარება და ხელის გამართვა სჭირდება".

/ფილოლოგიის დოქტორი მარიამ ღლონტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2016, 12:17 PM

" როგორ იქნება დამშვიდებული სული ადამიანისა, როცა განსაცდელშია მოყვასი? თუ კაცს სახლში ავადმყოფი ჰყავს ოჯახის წევრი და მომვლელი თვითონ არის, რა აზრი აქვს წირვაზე წასვლას?"

/წმ. გაბრიელ ბერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2016, 08:51 PM

"უმოყვასა მას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2016, 01:23 PM

"უფალი იესო ამას შეგვაგონებს: შენი მოყვასია ყველა ის გვერდით მყოფი, ვისც უჭირს, ვინც შენზე ცუდადაა, ვისაც შია, სწყურია, სტკივა, სცივა, ვისაც ამცირებენ და შეურაცხყონ (შდრ. მათე 25,31 - 46 - იგავი "ცხვრებსა და თიკნებზე"). ისიც შენი მოყვასია, ვისაც ცოდვა მოსძალებია, წყევლა შეჰყვარებია, სიძულვლით აღვსილა. ისინი შენგან საჭიროებენ მოყვასობას, მოყვასი ის ხვედრია, რომელიც შენს გვერდით მყოფს ყოველთვის ერგება, და ასევე ყოველთვის გერგება შენ, როდესაც ვინმეს გვერდით ხარ".

/ფილოლოგიის დოქტორი მარიამ ღლონტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2017, 11:35 AM

"მოყვასი ჩვენი დედამიწაზე მცხოვრები ნებისმიერი ადამიანია, რომელიც გვიჭირისუფლებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2017, 08:14 PM

"ხუმრობა უპრიანია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ამხნევებს მოყვასთ და იცავს მათ მოწყინებისაგან, სევდისაგან, დაღლილობისაგან და ა.შ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2017, 11:31 PM

“ჩვევაში უნდა შეგვივიდეს ჩვენი ნიჭი იმისა, რომ მოყვასთან საუბრისას ვილაპარაკოთ არა ჩვენს, არამედ მათ საქმეებსა და ინტერესებზე.”

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2017, 10:22 PM

"საკუთარი ნაკლი უმნიშვნელოდ და ადვილად მისატევებლად გვეჩვენება, მოყვასისას კი, რაც შეგვიძლია, ვაზვიადებთ და ყოველ-გვარი სასჯელის ღირსად წარმოვადგენთ. ეს ვნება განსაკუთრებით ფეხმოკიდებულია იმ ადამიანებში, ვინც სრულიად არ ზრუნავს საკუთარ სულზე, თუმცა არც მათთვის არის უცხო, ვინც თითქოს ცდილობს სულის ცხონებას. ძალიან ფრთხილად უნდა ვადევნოთ თვალი საკუთარ თავს, რათა ამ სახიფათო გატაცებას გადავურჩეთ."

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2017, 12:50 PM

"ახალსკიტელი გულმოწყალე ბერი ხარლამპი მძიმე სნეულების გამო საწოლზე იყო მიჯაჭვული. ის მამა კ.-მ მოინახულა.
- როგორ ხარ მამაო? - შეეკითხა ბერი სტუმარს.
- კარგად, გერონდა, შენი ლოცვით.
- საჭმელი თუ გაქვს?
- მაქვს ცოტაოდენი ორცხობილა.
მაშინ ბერი წამოდგა და რამდენიმე შეუპოვარი მცდელობის შემდეგ, თავისი უძლური ფეხების დაძაბვით, მისვდა თაროს და ჩამოიღო პური.
- აიღე ეს, ჩემო ძმაო და მამაო, და ილოცე ჩემთვის.
"ამ საქციელმა მაშინ ისე გამაძლიერა, - ჰყვებოდა მამა კ., - რომ ჩემს მეხსიერებაში მთელი ცხოვრების მანძილზე დარჩა. ის მომაკვდავი იყო, მაგრამ ძმაზე ზრუნვა მშვიდად ყოფნის ნებას არ აძლევდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2017, 04:34 PM

"მხოლოდ მას სძულს მტრები, ვინც არ იცის, რომ მტრები სინამდვილეში მკაცრი მეგობრები არიან".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 21 2017, 10:21 AM

"შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს!"

/მამა ვიტალი სიდორენკო/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2017, 10:47 AM

"თავმდაბლობას კი ვერ მივაღწევთ, თუ არ გვექნება ჭეშმარიტი და უანგარო სიყვარული მოყვასისა. თუკი უსიყვარულოდ მოვუმართავთ ხელს მოყვასს, იმ განზრახვით, რომ სხვებთან თავი მოვიწონოთ, თვითონ მას კი ჩვენგან დავალებულად ვაგრძნობინოთ თავი, განა ეშმაკის მონება არ იქნება?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2017, 01:51 PM

"გვახსოვდეს ერთი რამ: როდესაც მოყვასს ვერ ვშველით, მივანდოთ ის უფალს, რადგან როცა ვერ ვშველით და მაინც ძალას ვატანთ - უფრო ვაბრკოლებთ მას."

/მეუფე იოანე (გამრეკელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2017, 03:50 PM

"ვიდრე რამეს იტყოდეთ, განსაჯეთ, ხომ არ შეურაცხყოფს თქვენი სიტყვა ან საქმე ღმერთს ანდა მოყვასს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 5 2017, 03:46 PM

"მოყვასის მიმართ სულ უმცირესი დრტვინვაც კი სულზე ზემოქმედებს, და ლოცვას ვერ შეძლებთ. სულიწმინდა ასეთ სულს რომ შეხვდება, არ ეცდება მასთან მიახლოებას".

/წმ. პირფირი კავსოკალივიტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2017, 03:55 PM

"მოდით, ერთი კეთილი სიტყვით, ერთი ღიმილით, ერთი გულისხმიერი, გულღია, კეთილი მოპყრობით ჩვენს მოყვასს მოვუახლოვდეთ, რითაც უფლის სიტყვებისადმი: "იყუარებოდით ურთიერთს" - რწმენას გამოვხატავთ".

/მონაზონი ვერონიკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2017, 12:52 PM

"განხილვასაც არ საჭიროებს ის ფაქტი, რომ ყველა ადამიანი ჩვენი მოყვასია; მთავარი ისაა, რომ დროულად აღმოვაჩინოთ მოყვასი მაშინ, როცა ვჭირდებით მას".

/დეკ. გიორგი დარჯანია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2017, 09:52 PM

"მამა გაბრიელს უყვარდა მიმართვა - "მოყვასო" - რა მრავლისმთქმელი სიტყვაა, რამდენს ავალებს ადამიანს... ადამიანი რომ გეტყვის - მოყვასო - პასუხიმგებლობას გაკისრებს, რომ იყო ის, ვისაც უფალი მეორე მცნებაში გავალებს, საკუთარი თავივით გიყვარდეს შენი თანამოძმე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2017, 10:55 AM

"თუ ცოდვებს გულით არ ვაპატიებთ, მაშინ კვლავ მოგვეთხოვება ის, რაც მანამდე სინანულის გამო მოგვეტევა. ასე რომ, ვიდრე დროა, ვიდრე ითმენს მსაჯული, განმხილველი ჩვენი გულისა, და ჩვენგან მოქცევას ელის, ცრემლებით შევირბილოთ გასასტიკებული გული და მოყვასისადმი სულგრძელი სიყვარული გამოვიჩინოთ."

/წმ. გრიგოლ დიოლოგოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2017, 12:02 PM

"მოყვასი ყველა იმ ადამიანს ნიშნავს, ვინც გიყვარს, შენს ქვეყანაში მცხოვრები, შენი სისხლი და ხორცი იქნება იგი თუ სხვა სჯულისა და ეროვნებისა. თუ ვინმეს მიმართ ავად ხარ განწყობილი, მაშინ შენი სულიც ავად არის და მასში სიმშვიდე ვერ ისადგურებს."

/პოეტი ეკა ბაქრაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2017, 10:55 AM

"ეფრემ ასური ერთგან ამბობს: ვისთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვლოცავთ, ვისთანაც ცუდი, ვფიქრობთ - მე არ დავწყევლი, ღმერთმა მიუზღოსო; აი, რაოდენ დაცემულები ვართ: ღმერთის იარაღად გამოყენება გვსურს, ნაცვლად იმისა, რომ ვთხოვოთ უფალს, შეეწიოს, დალოცოს, ფეხზე დააყენოს, გამოასწოროსო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2017, 08:27 PM

"უნდა შეგვეძლოს სიკეთე ამოვუშვათ პირიდან, ტკბილად და სიყვარულით შევუდგეთ მოყვასს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2017, 10:35 AM

"ადამიანებს ყველაზე მეტად ღალატის პატიება უჭირთ. ეს ერთ-ერთი უმძიმესი და უსასტიკესი ცოდვა სულიერ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მეტად დიდ დაღს ასვამს როგორც ცოდვის ჩამდენს, ასევე მასაც, ვისაც ღალატობენ. თუმცა ადამიანს მაინც შეუძლია ყველა ცოდვა მიუტევოს მოყვასს, თუკი იგი დიდ სულიერებას მიაღწევს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2017, 07:52 PM

"ხოლო ის ადამიანები, რომელნიც ღმერთს მინდობილნი არიან, უშურველად და უდრტვინველად ქმნიან "მოყვასის" ფენომენალურ პერსონას".

/მამა გიორგი ცაბაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 11 2017, 11:05 AM

"- ზოგჯერ არ იცი, რითი ანუგეშო მოყვასი და უძლურების გამო იტანჯები.

- ასეთ დროს უნდა ვილოცოთ იმ ადამიანისათვის, ვინც უნუგეშო მდგომარეობაშია. უფალს შევევედროთ, გაგვიხსნას გონება და გვაპოვნინოს საჭირო სიტყვები".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2017, 09:27 AM

"დე, თითოეულმა განსაჯოს თავის თავში, როგორ იქცევა მოყვასთან. არავის შურს საკუთარი თავის. თავისთვის ყველას სიკეთე სურს, საკუთარი თავი ურჩევნია ყველაფერს, ცდილობს, ყველაფერი თავის სასარგებლოდ გააკეთოს. თუკი ამგვარი დამოკიდებულება სხვების მიმართაც გვექნება, მაშინ ყველა უბედურებას ბოლო მოეღება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2017, 07:29 PM

"დიდი გული ჰქონდა ზაქარია ჭიჭინაძეს. კომუნისტებმა სახლი ჩამოართვეს, მაგრამ იოსებ იმედაშვილის შუამდგომლობით, როგორც იქნა, ერთი ოთახი დაინარჩუნა.
ამ ერთ ოთახში უამრავი სტუმარი დაუდიოდა ხოლმე. ერთხელ მუშებმა პურმარილი მოიტანეს და ზაქარიას ოთახში ქეიფი გამართეს. ჯერ ზაქარია ადღეგრძელეს, მერე ერთი ახალგაზრდა მუშა შეაქეს - ოქროს მარჯვენა კი გაქვს, მაგრამ კარგი იქნებოდა, ოჯახი შეგექმნა, რომ საქართველოსთვის კარგი შვილები აღგეზარდაო.
თავშესაფარი არა მაქვს და ცოლს როგორ შევირთავო, - უთქვამს ახალგაზრდას.
ოთახი რომ იშოვო, რა იზამო, - უკითხავს ზაქარიას.
ხვალვე მოვიყვან ცოლსო.
- თუ ეგრეა, მოდი, შვილო, ეს ოთახი ხომ მოგწონს?
- თქვენა?
- მე გავალ.
- როგორ შეიძლება! - განგებ იუარა.
- ჩემი სიტყვა სიტყვაა, ოღონდ შენ გაბედნიერდე...
- რაკი ეგრეა, მე და ჩემი დანიშნული ხვალვე ხელს მოვაწერთ და გადმოვალთ.
მეორე დღიდან ზაქარიამ ოთახი დაუცალა, თვითონ კი თავისი "კუშეტკა" დაბლა სართულში, კიბის ქვეშ, პატარა საკუჭნაოში შედგა. ეს საკუჭნაო იმდენად პატარა იყო, რომ "კუშეტკის" ნაწილი და ზაქარიას ფეხები გარეთ ეწყო. იოსებ იმედაშვილს რომ უნახავს ზაქარია ამ ყოფაში, გაგიჟებულა. "მუშა ხალხს ცხოვრება უნდა, დაცოლშვილება, ქართველი ხალხის გამრავლება, ოთახი, თავშესაფარი, ბინა კი არა აქვს!.. მაშ, რა მექნა, ახალგაზრდას ცოლის შერთვა სურდა, გაბედნიერება, სახლი კი არ ჰქონდა. მე კი გამოჭიმული ვიყავი იმ ოთახში... არ მიმეცა? გეკითხები, არ მიმეცა?" - ეკითხებოდა ზაქარია მის მოსაყვედურე იოსებს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2017, 09:36 PM

"რაც შენთვის არ გინდა, სხვას ნუ გაუკეთებ და რაც სხვამ გინდა გიყოს, პირველად თვითონ გაუკეთე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2017, 11:00 PM

"წმინდა ისააკ ასური ბრძანებს, არავინ თქვას, რომ ღმერთი სამართლიანია, უფალი არ არის სამართლიანი, ღმერთი კაცთმოყვარეა, ამიტომაც მიემსგავსეთ თქვენს ზეციურ მამას - სამართლიანები ნუკი იქნებით, არამედ კაცთმოყვარენი.

თუ ადამიანმა რაიმე დაგვიშავა და ჩვენ მას პასუხს მოვთხოვთ, ამ დროს სამართლიანები ვართ, მაგრამ როდესაც ჩვენ მოწყალენი ვართ, მიუხედავად ჩვენ წინაშე ჩადენილი დანაშაულისა, მოყვასს სიკეთით მივუზღავთ, ამ დროს კაცთმოყვარენი ვართ და ამით ვემსგავსებით ზეციურ მამას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2017, 09:32 PM

"კაცი, რომელიც განიკითხავს საკუთარ თავს და მოყვასს ეფერება, წმინდანობას მიაღწევს".

/მამა ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2017, 10:42 AM

"რაც უფრო მეტად სურს ვინმეს თავისი ძმის გადარჩენა, მით უფრო ივსება მისი გული ღვთის სიყარულით. და დიდი შრომისა და ღვაწლის გარეშე სწრაფად აღწევ დიდ საზომს, რადგანაც სიყვარული ყველაფერს მოიცავს".

/ბერი იოსებ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2018, 02:46 PM

"სიცოცხლის მიცემა" არ ნიშნავს "სიკვდილს", ეს ნიშნავს - მთელი ცხოვრება მიუძღვნა იმას, რომ მეორე ადამიანისთვის შესაძლებელი გახდეს ან შემსუბუქდეს ცხოვრება, რათა ადამიანმა მიიღოს სიმტკიცე, სიმშვიდე, ნუგეში, რათა ადამიანი ფიზიკურად არ განადგურდეს ჩვენ თვალწინ, არ იშიმშილოს, არ გაიყინოს ყინვაში, არ იყოს უსახლკარო და მიუსაფარი. ეს არ ნიშნავს - მოკვდე სიკვდილით, ეს ნიშნავს - მოუკვდე შენს თავს, დაივიწყო საკუთარი, ფიქრობდე სხვებზე და შესაბამისად იქცეოდე".

/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 06:03 PM

"ნუ მოვეპყრობით ერთურთს უდიერად"

/მამა თეიმურაზი (ქორიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2018, 09:34 PM

"მე ხშირად ვიმეორებ: ქრისტეს ჩვენთვის ლოცვა "მამაო ჩემო" კი არ უსწავლებია, არამედ "მამაო ჩვენო". მამა ჩვენო (!) - იმისთვის, რომ მუდამ ერთობლივ პასუხისმგებლობას ვგრძნობდეთ. ერთმანეთს არ ვუღალატოთ, პირიქით - როგორც ნათქვამია: "ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი" (გალ. 6,2).

/მღვდელი ოლეგ სტენიაევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2018, 08:52 PM

"ჭეშმარიტი თავისუფლების მქონე ადამიანი მოყვასის გულშიც მშვიდობასა და თავისუფლების შეგრძნებას გააჩენს".

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2018, 04:24 PM

"მხარი მივცეთ ერთმანეთს, მხარი შევუდგათ, რადგან არ წავიქცეთ"

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2018, 10:27 AM

"გიყვარდეს და ემსახურო ნებისმიერ ადამიანს, ეს ღვთის სიყვარული და მსახურებაა!"

/წმ. ანტონ სუროჟელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2018, 11:35 AM

"თუ შენ ხედავ, რომ შენ გვერდით შენი ძმა, მოყვასი, სცოდავს, შენ კი არ მიხვალ მასთან და არ მიუთითებ ამ ცოდვას, მაშინ ის თავის ცოდვაში მოკვდება, მაგრამ ღმერთი შენც მოგკითხავს, შენს ძმას რომ არ დაეხმარე.

თუ შენ ხედავ, რომ შენ გვერდით ვინმე სცოდავს, მისვალ მასთან და მიუთითებ თავის შეცდომას, მაგრამ არ დაგიჯერებს, ის თავის ცოდვაში მოკვდება და შენ თავისუფალი იქნები შენი მოვალეობისაგან".

/ეზეკიელ წინასწარმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2018, 11:02 PM

"გაჭირვების ჟამს მხარში უნდა ამოვუდგეთ არა მარტო ახლობლებს, არამედ სრულიად უცნობ ადამიანებსაც."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2018, 10:45 AM

"მკაცრები მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ უნდა ვიყოთ, სხვებთან კი - ლმობიერნი".

/მონაზონი ვერონიკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2018, 10:22 AM

"[წმ. გაბრიელ სალოსი] საკუთარი თავისადმი მეტისმეტად მომთხოვნი იყო, სხვას კი არ შეაწუხებდა. საქმეს თუ აკეთებდა ვინმე - ეყოფა, არ გადაიღალოსო - უფრთხილდებოდა მოყვასს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2018, 07:38 PM

"რამდენადაც აპატიებ სხვას, იმდენად გაპატიებს შენ უფალი. რამდენადაც მოწყალე იქნები სხვის მიმართ, ისეთივე კეთილმოწყალე იქნებ უფალი შენდამი".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2018, 08:12 PM

"სადაც სიყვარული არ არის, იქ ჯოჯოხეთია! უფალი სხვის უბედურებას იმიტომ გიჩვენებს, რომ გცდის - რას გააკეთებ: ილოცებ თუ არა მოყვასისთვის, დაეხმარები თუ არა მას - და ამით სიყვარულში წვრთნისკენ მოგიხმობს."

/წმ. გაბრიელ სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2018, 05:53 PM

"მცდელობა, რომ "შენი თავის ქეიფისთვის" მატერიალური ფასეულობები მოიპოვო, ვიტყოდი, რომ არის მატერიალიზმი... ხოლო ღვაწლი იმისათვის, რომ მოიპოვო პური სხვისთვის და მიანიჭო მას შვება, არის სიყვარული და მისიონერული საქმე".

/მონაზონი ვერონიკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 16 2018, 04:47 PM


"თუ გვინდა ვგავდეთ ქრისტეს და ჩვენც ჯვარს არ ვაცვათ იგი, მაშინ თითოეული ჩვენგანი უნდა ვიყოთ სხვისი მაცხოვნებელი და თუ ყველანი უპირველესად სხვისთვის ვიცხოვრებთ, სამყაროც უკეთესი გახდება და ჩვენც ღმერთთან ვიქნებით".

/მღვდელი თეიმურაზ (ქორიძე)/

"ეცადეთ, არავინ დაგრჩეთ ნაწყენი, ეცადეთ, ყველას შეუნდოთ და ყველას შეურიგდეთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 17 2018, 10:47 AM

"ცოდვაში ჩავარდნილ მოყვასს ნუ მოვიძაგებთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2018, 02:15 PM

"ერთხელ, როდესაც მოყვასის სიყვარულზე ქადაგებდა, შეჰკადრეს:

- მამა გაბრიელ, არიან ბოროტებით აღსავსე უზნეო ადამიანები, რომელნიც ყველას ზიზღსა და აღშფოთებას იწვევენ. როგორ უნდა ვილოცოთ მათი კეთილდღეობისთვის - ეს ხომ გულით არ იქნება ნათქვამი.

მან ასე უპასუხა:

- ვინც ყველაზე მეტად გიყვარს, იმით დაიწყე, მაგალითად, შვილებით. შემდგომ ილოცე ოჯახის დანარჩენი წევრებისთვის; შემდგომ - მეზობლებისთვის, რომ მტერი არ გყავდეს; დალოცე ის ქალაქი, რომელშიც ცხოვრობ - თბილისი ხომ მარტო არ არის; დალოცე საქართველოს ყველა მცხოვრები - საქართველო ხომ მარტო არ არის, მტრებითაა გარემოცული. სთხოვე ღმერთს, რომ დაამშვიდოს მათი გული, რათა მტრობა ვერ შეძლონ. ახლა, როცა მთელი ქვეყნისთვის ილოცე, მტერიღა დაგრჩა. იმასაც ნუ გამოტოვებ. ღმერთს სთხოვე, აავსოს მისი გული სიკეთით, გონება - სიბრძნით. ხომ ხედავთ, შეიძლება თურმე მტრისთვის ლოცვა!"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2018, 06:26 PM

"მოყვასის სიყვარულის საფუძველი ღვთის სიყვარულია"

/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2018, 09:25 PM

"ყველას, როგორც სჩანს, ვერ ესათნოები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 6 2018, 11:18 AM

"ეჰ, სადღაა ის დრო, მოულოდნელი სტუმარი ღვთის წყალობად რომ მიაჩნდათ?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2018, 03:08 PM

"ცოდვა, რასაც ჩვენ მოყვასში ვხედავთ, აუცილებლად იქნება ჩვენში. თუ ვერ აღმოვაჩინეთ, ეს მეორე უბედურებაა, რადგან ეს ცოდვა ჩვენში იმდენად ყოფილა დაფარული, რომ ვერც კი მივაკლიეთ".

/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2018, 09:06 PM

"ჩვენი ღვთისადმი სიყვარული განივთებული უნდა იყოს მოყვასის სიყვარულით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2018, 04:43 PM

"როდესაც ადამიანი მოყვასს თანაგრძნობით გულში მიიღებს, მაშინ იგი გულში იღებს ქრისტეს, რომელიც ენით უთქმელი სიყვარულით ავსებს მის გულს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2018, 10:25 PM

"ჩვენ ერთმანეთის დაუხმარებლად ღმერთთან ვერ მივალთ. გოლგოთაზე ჯვარმოკიდებულ უფალს სვიმონ კვირინელი იმიტომ შეეშველა, რომ მასში ღვთისგან ბოძებული სული იყო. დიდი ადამიანური სიყვარულის გამო მიეშველა...

ჩვენ მარტოებმა როგორ შეიძლება მივიტანოთ ჯვარი გოლგოთამდე, თუ ვინმე არ წამოგვეშველება? სწორედ ამ ერთსულოვნების, ერთი სიყვარულის და ერთი გულის, ერთმანეთის გარეშე ვერ გავძლებთ. უერთმანეთოდ შეუძლებელია რამის დაძლევა, ეს იქნება ძალიან დიდი ეგოიზმი, ძალინ დიდი ამპარტავნება, კაცთა და ყველაფრის მიმართ უსიყვარულობა.

ასეთი ადამიანი თვითკმაყოფილია, მხოლოდ მატერიალური ცხოვრებით ცხოვრობს, არა აქვს სულიერი ხედვა და აზროვნება. ამ ქვეყნიდან ისინი ვერაფერს წაიღებენ. ერთსულოვნებაში და ერთ დიდ ბუნებაში ანუ ღვთაებრივ ბუნებაში, ღვთაებრივ მადლში საგზალი არის ერთმანეთის სიყვარული, მოფერება. ამის მოპოვება მხოლოდ დედაეკლესიის წიაღშია შესაძლებელი."

/მამა იოანე გვაჯაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2018, 01:28 PM

"ვინც მოყვასის წმინდა სიყვარულით იღლება, დაღლილობითვე ისვენებს, ხოლო ვისაც თავისი თავი უყვარს და არაფერს აკეთებს, ჯდომითაც იღლება."

/მონაზონი პაისი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2018, 01:22 PM

"მოყვასისადმი დამოკიდებულების მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ მადლის იმ ზომაზე, რომელსაც ადამიანი ატარებს".

/წმიდა ბერი სილოვანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2018, 11:22 AM

"ამბა იოანე მოკლე ამბობდა: - შეუძლებელია შენობის აგება, თუ სახურავიდან იწყებ და შენობას ქვემოთ აშენებ, არამედ საფუძვლის ჩაყრით უნდა დავიწყოთ და ზემოთ ავაშენოთ. "რა არის საფუძველი, მამაო?"- ჰკითხეს. - საფუძველი მოყვასია, - უპასუხა წმინდა მამამ, - პირველად ის შევიძინოთ, რადგან მასზეა აშენებული ქრისტეს ყველა მცნება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2019, 03:30 PM

"ქრისტიანისთვის ყოველი ადამიანი, რა ეროვნებისა და სარწმუნოებისაც უნდა იყოს, მოყვასია და ღვთის წინაშე ვალდებულია, უყვარდეს ის. მოწყალე სამარიტელის იგავი ამის ნათელი დადასტურებაა".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2019, 03:11 PM

"კაცთათვის მსახურება მსახურებაა ღვთის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2019, 02:39 PM

"თუ შეუნდობ წყენას, ამისთვის არა მარტო ცოდვები გეპატიება, არამედ ზეციური მამის შვილი შეიქნები."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 26 2019, 08:49 PM

"ადამიანი არა მხოლოდ საკუთარი თავის კეთილდღეობისა და სიამოვნებისათვის უნდა ფიქრობდეს, არამედ მან სიხარული უნდა ნახოს სხვათა მსახურებაში, ასეთი სრული მსახურებით იმსახურა ქრისტე მაცხოვარმა".

/მეუფე ისაია (ჭანტურია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2019, 10:00 PM

"მიმართეთ მოყვასს მხიარულად და სიყვარულით. გიყვარდეთ იგი, ემსახურეთ მას: ისიც ქრისტეს ასოთაგანია. ნუ შეურაცხყოფთ მას ოდნავ შესამჩნევი მიმიკითაც კი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2019, 02:41 PM

"ვიდრე რამეს იტყოდეთ, განსაჯეთ, ხომ არ შეურაცხყოფს თქვენი სიტყვა ან საქმე ღმერთს, ანდა მოყვასს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2019, 10:17 PM

"სიყვარული მოყვასის მიმართ ადამიანში დაბადებიდანაა ჩანერგილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2019, 09:40 PM

"კითხვა: რატომ ითვლება უფლისადმი სიყვარული და მოყვასის სიყვარული, ეს ორი მცნება ძირითად მცნებებად?

პასუხი: ეს ორი მცნება იმიტომ ითვლება უმთავრესად, რომ მათი დახმარებით განხორციელდება უფლის ყველა დანარჩენი მცნება. პავლე მოციქული შეგვაგონებს: „წინასწარმეტყველების მადლი რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არ მაქვს, არარა ვარ“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2019, 10:38 PM

"კითხვა: რა ეკისრება ქრისტიან ადამიანს გარშემო მყოფთა მიმართ?

პასუხი: ქრისტიანს ყველა უნდა უყვარდეს უფლის მიერ, სხვებს უნდა აყენებდეს საკუთარ თავზე წინ, მოთმინებით უნდა აიტანოს მოყვასის უძლურებანი და უგუნურებანი; სხვა არ უნდა შეურაცხყოს; სარგებელი უნდა მოუტანოს სხვებს გულითადი, სულისმიერი საუბრით და უნდა ილოცოს მოყვასისთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2019, 01:44 PM

"კითხვა: როგორ ვამრავლოთ სიყვარული მოყვასისადმი?

პასუხი: ამისთვის საჭიროა, მუდამ წარმოიდგინოთ საკუთარი თავი მოყვასის ადგილას და ის – თქვენს ადგილას."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2019, 02:16 PM

"კითხვა: რა მოვალეობები აკისრია ქრისტიანს მოყვასის მიმართ?

პასუხი: ქრისტიანს ყველა უნდა უყვარდეს უფლის მიერ, ყველა დააყენოს თავისზე წინ, მოთმინებით აიტანოს მათი უძლურებანი და უგუნურებანი, არავინ შეურაცხყოს, სარგებლობა მოუტანოს მათ, ილოცოს მოყვასისთვის."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2019, 12:32 PM

"კითხვა: არის თუ არა ცოდვა მოყვასისთვის საყვედურის თქმა?

პასუხი: თუ საყვედურის თქმისას მრისხანებაში იმყოფებით, ამით საკუთარ ვნებას იცხრობთ და სხვისი გადარჩენის საბაბით, ამგვარად, შესაძლოა, თავიც დაიღუპოთ. იყავით ზომიერი და, თავშეკავებით, ყოველგვარი ბრაზისა და მრისხანების გარეშე მიუთითეთ მოყვასს, რისი თქმაც გსურთ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2019, 11:17 PM

"კითხვა: საეკლესიო წიგნებში ხშირად გვხვდება ტერმინი „პირმოთნე“. როგორ განმარტავს მას ეკლესია?

პასუხი: პირმოთნე ადამიანს ახასიათებს დავით წინასწარმეტყველი: „რომელნიც მოყვასთან მშვიდობაზე ლაპარაკობენ, გულში კი სიავე უდევთ. მკლავები გაუშლიათ თანამოძმის გულში ჩასახუტებლად და ამავე დროს მზად აქვთ მშვილდი, რათა სიბნელიდან ესროლონ გულმართლებს“. წმიდა მამებს ისიც უთქვამთ: პირმოთნე კაცის ენას მტრისგან დამიზნებული სატევარი გერჩივნოსო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2019, 03:29 PM

"მოყვასისადმი აგრესია ბოროტებაა"

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2019, 06:30 PM

"გინდა შენი ლოცვა გულისხმიერი გახდეს და კეთილმითვალულ იყოს უფლის მიერ? დაე, გახდეს შენს სატკივრად შენი მოყვასის სატკივარი. მოყვასისათვის მხოლოდ ერთი გულითადი აღმოკვნესაც კი შედეგიანია"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2019, 01:54 PM

"შეუძლებელია ღვთის სიყვარული მოყვასის სიყვარულის გარეშე და შეუძლებელია მოყვასის სიყვარული ღვთის სიყვარულის გარეშე, - ისევე როგორც, თუ გიყვარს ღმერთი და მოყვასი, შეუძლებელია არ შესწირო მსხვერპლად საკუთარი თავი ღვთის სადიდებლად და მოყვასის საკეთლდღეოდ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2019, 12:21 PM

"თუ გვინდა, რომ მოყვასი გვიყვარდეს, ცოდვები უნდა მივუტევოთ."

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2019, 02:12 PM

"როცა ღმერთს ჩვენ მოყვასისთვის ვევედრებით, ეს მას ძალიან ესათნოება"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 02:12 PM

"მოყვასის წინააღმდეგ უმცირესი დრტვინვაც კი გავლენას ახდენს თქვენს სულზე და ლოცვას ვეღარ შეძლებთ"


"როცა გვიყვარს მოყვასი, გვიყვარს ეკლესია, ეს იგი ქრისტე"


/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2019, 07:59 PM

"როდესაც ვხედავთ ჩვენს თანამოძმეებს, რომლებსაც არ უყვართ ღმერთი, მწუხარება გვეუფლება. ვერც მწუხარებით, ვერც მითითებით ვერაფერს გავხდებით. ეს არც არის სწორი. მაგრამ არსებობს ერთი საიდუმლო, და თუ ამას ჩაწვდებით, მაშინ შევძლებთ დახმარებას.

ეს საიდუმლო არის ჩვენი ლოცვა, ჩვენი ღვთისადმი თავდადება, რომ მისმა მადლმა იმოქმედოს. ჩვენ ჩვენი სიყვარულით, ჩვენი ღვთისადმი წადიერებით მოვიზიდავთ მადლს, რომ მადლმა სხვებიც, ჩვენი მოყვასნიც გარემოიცვას, გამოაფხიზლოს ისინი, აღძრას მათში ღვთისადმი ტრფიალება.

უფრო სწორად, ღმერთი მოუვლენს მათ თავის სიყვარულს, რომ ყველა გამოაფხიზლოს. რაც ჩვენ არ ძალგვიძს, ამას ღვთის მადლი გააკეთებს. ჩვენი ლოცვებით ყველას ღვთის სიყვარულის ღირსს გავხდით".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2019, 03:56 PM

"დაე, ვიყოთ მოშურნეები. მოშურნე ის არის, ვისაც მთელი სულითა და გულით უყვარს ქრისტე და მისი სახელით ემსახურება ადამიანებს. ღვთისა და მოყვასის სიყვარული - ეს განუყრელი წყვილია. ვნება, წადილი, ცრემლები, ლმობიერებით და არა გამიზნულად. ყველაფერს გულიდან!"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2019, 08:52 PM

"მოყვასის სიყვარული ავითარებს ღვთისადმი სიყვარულს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2019, 09:50 PM

"თუ ღვთისა და მოყვასის სიყვარული გაქვთ, ღმერთი სიმდაბლეს, განწმენდას გიბოძებთ. ხოლო თუ ღვთისა და მოყვასის სიყვარული არ გაქვთ, თუ ზარმაცობთ, მაშინ ეშმაკი დაგტანჯავთ, ძველი კაცი შურს იძიებს თქვენზე".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2019, 10:24 PM

"მოყვასის მიმართ სიყვარული გამზადებს, რომ უფრო მეტად შეიყვარო ღმერთი. ამრიგად, ღვთის სიყვარულის საიდუმლო მოყვასის სიყვარულია".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2019, 07:34 PM

"ყურადღებით ვიყოთ და ნუ აღვშფოთდებით იმ ადამიანებზე, რომლებიც რაღაც უსიამოვნებას გვაყენებენ; მხოლოდ სიყვარულით ვილოცოთ მათთვის. რაც არ უნდა ქნას ჩვენმა მოყვასმა, ნურასდროს ვიფიქრებთ მასზე ცუდს. ყოველთვის სიყვარულით ვილოცოთ, ყოველთვის სიკეთე ვუსურვოთ. შეხედეთ პირველმოწამე სტეფანეს. ის ლოცულობდა: "უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას". ასვე უნდა მოვიქცეთ ჩვენც".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2019, 09:32 PM

"როდესაც მავანი მოყვასისთვის ლოცულობს, მისგან კეთილი ძალა გამოდის, მოყვასში შედის და კურნავს, აძლიერებს და ამხნევებს მას. საოცარია, როგორ გადის ჩვენგან ეს ძალა. თუმცა, მართლაც, ის, ვისაც შინაგანად სიკეთე აქვს, საიდუმლოდ და ფაქიზად აგზავნის ამ კეთილ ძალას სხვებში; გადასცემს მოყვასს ნათელს, რომელიც წარმოქმნის დამცავ სფეროს მის ირგვლივ და იფარავს მას ბოროტებისგან. როცა სხვის მიმართ კეთილი განწყობა გვაქვს და ვლოცულობთ, ვკურნავთ მას და ვეხმარებით, რათა ღმერთთან მივიდეს".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2019, 05:05 PM

"ვცოცხლობთ იმდენად, რამდენადაც ვაცოცხლებთ სხვას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2019, 03:22 PM

"ერთმანეთი ჩავიკრათ გულში და მივიდეთ უფალთან"

/დეკ. ზაზა კირვალიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 12 2019, 04:57 PM

"ღმერთმა შეგვაძლებინოს, ვიგრძნოთ სიხარული, დავივიწყოთ სიტყვები - "მე", "ჩემია", "ჩემთვის", გვახსოვდეს მოყვასი, გვიყვარდეს იგი, რათა უფალმა სრულქმნას ჩვენი ამქვეყნიური ყოფა და მომავალი ცხოვრება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2019, 04:33 PM

"ქართველი კაცი ძალიან მოწყალეა. არ ენანება არასდროს არაფერი. შეუძლია ბოლომდე გასცეს, ოღონდ მოყვასს ასიამოვნოს".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2020, 06:08 PM

"საკუთარ გრძნობებს გასაქანი არ უნდა მივცეთ. უნდა აიძულო თავი, იმათთანაც თავაზიანად მოიქცე, ვინც არ მოგწონს"

/ღირსი ნიკონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2020, 03:39 PM

"თქვენი ხსნა და თქვენი დაღუპვა - თქვენს მოყვასში ძევს. ხსნა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ექცევით თქვენს მოყვასს. არ დაგავიწყდეთ მასში ღვთის ხატება დაინახოთ"

/ღირსი ნიკონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2020, 08:10 PM

"მხოლოდ საკუთარ თავს ნუ ელოლიავები, როგორც ქათამი კვერცხს, და ნუ დაივიწყებ მოყვასს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2020, 06:53 PM

"თუკი გამოვიძიებთ, ჩვენს თავში მრავალ ნაკლს აღმოვაჩენთ! მაშინ მოყვასის გამართლება ძალიან ადვილი გახდება. რამდენჯერ შევმცდარვართ!"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2020, 10:12 PM

"ერთხელ მაინც ცხოვრებაში საჭიროა დავუნთოთ სანთელი მათ, ვისაც ვაწყენინეთ, გავაცურეთ, მოვპარეთ და არ დავუბრუნეთ ვალი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2020, 09:28 PM

"რითაც შეიძლება დააბრკოლოთ ან შეურაცხჰყოთ მოყვასი, იმას საერთოდ ნუ გააკეთებთ"

/სერგი ნილუსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2020, 03:41 PM

"როცა ძმას ნახავ, მაშ, თავად ღმერთი შეგხვედრია"

/ბერი ანთიმოზი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2020, 04:09 PM

"მოყვასის სიყვარული, ეს არის მცდელობა მისი განღმრთობისა"

/ბერი ანთიმოზი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2020, 04:36 PM

"ჩვენი ხსნა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვეპყრობით სხვა ადამიანებს"

/ბერი ანთიმოზი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 09:56 PM

"დამცინავი მოყვასის დამცირებას ესწრაფვის, რათა თავისი ყალბი უპირატესობა აჩვენოს"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 10:47 PM

"ყველას ის გვიბრუნდება, რასაც შინაგანად სხვისთვის ვიმეტებთ!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2020, 10:17 PM

"ვინც ზურგს უკან მოყვასის ძვირს ამბობს, ამპარტავანია, გულით უძღებია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2020, 07:50 PM

"თუ ჭეშმარიტად გიყვარს მოყვასი, აუგს კი ნუ იტყვი, არამედ მისთვის საიდუმლოდ ილოცე, რადგან ამგვარი სიყვარულია სათნო ღვთისთვის"

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2020, 07:33 PM

"არაფრით ისე არ შეგიძლია მიბაძო ქრისტეს, როგორც მოყვასზე ზრუნვით"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2020, 08:39 PM

"მარხულობ, მაგარზე გძინავს, თუ ღონის მიხდამდე ირჯები, თუ მოყვასზე არ ზრუნავ, უნდა იცოდე, რომ მნიშვნელოვანი არაფერი გაგიკეთებია".

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 03:35 PM

"იმისთვის, რომ ღვთის წყალობა დაიმსახურო, ყველა უნდა შეიწყალო"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 05:50 PM

" - როგორ წავადგე სხვის სულს?

- რჩევა მიეცი, კარგ წიგნზე მიუთითე, დაამშვიდე, გაამხნევე"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 08:12 PM

"საერთოდ, ქრისტიანმა თავისი ლაპარაკით არანაირ საფრთხეში არ უნდა ჩააგდოს მოყვასი. გარდა ამისა ქრისტიანმა უნდა დაიცვას საიდუმლო, რომელის მას ახლობელმა გაანდო"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2020, 08:24 PM

"ვისაც უყვარს მოყვასი და ზრუნავს მასზე, ის მარადიულ სიცოცხლეს დაიმკვიდრებს; ხოლო ვისაც არ უყვარს მოყვასი, წყენას აყენებს, შეურაცხყოფს, საყვედურობს, განიკითხავს, ის უფალთან ნეტარების ღირსი ვერ გახდება"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2020, 08:55 PM

"რა უნამუსო უნდა იყოს რომელიმე ადამიანი, იგი მაინც ჩვენი მოყვასია"

/მონაზონი ვერონიკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2020, 08:10 PM

"ნუ გაწირავ სხვას, თავად გაიწირები."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2020, 01:29 PM

"ჭეშმარიტ სიხარულს ადამიანს მკვდარი ლითონის, ფულისა და ქონების ფლობა კი არ ანიჭებს, არამედ მოყვასის სიყვარული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 15 2020, 12:35 PM

"ნინო (46 წლის): - მეზობლები მყავს, არცთუ დალხენილად ცხოვრობენ. ოჯახის დიასახლისი არაერთხელ მოსულა დედაჩემთან შეწუხებული, - ორიოდ კარტოფილი იქნებ მომცეო. სამი შვილი ჰყავთ. ცოლიც და ქმარიც უმაღლესი სასწავლებლების ლექტორები არიან, მაგრამ მოგეხსენებათ, დღეს ყველაზე გაჭირვებული ინტელიგენციაა. ჰოდა, მათმა ბიჭებმა ერთი უდედმამო ბიჭი დაიძმაკაცეს. იმ ბიჭს ბებია ზრდიდა და მოზარდობის ასაკში ლამის გზას ასცდა.

ამ ოჯახმა შვილივით მიიღო და გამოზარდა, ის კი არა, სანამ ცოცხალი იყო, ბებიამისსაც პატრონობდნენ. ბიჭი გადარჩა, რადგან სითბო და სიყვარული ამ ოჯახში იპოვა. ხანდახან მიკვირდა კიდეც მათი საქციელი - შვილებისთვის საჭმელი არ აქვთ და უცხო როგორ შეიფარეს-მეთქი. იმ დღეს ოჯახის დიასახლისი გვესტუმრა და გახარებულმა გვითხრა, - ჩემი სამივე ბიჭი მუშაობს, სამი შვილი გადის ჩემი ოჯახიდან ყოველ დილითო. ვინ სამი-მეთქი, რადგან მესამე გოგონა ჰყავთ. დათოო, სიამაყით მიპასუხა.

ასეთი გულმხურვალებისა და მოყვასის შეწევნის გამო უფალმა გადმოხედა მათ ოჯახს და სარჩო გაუჩინა. მე ვერ ვიტყოდი, რომ მათ მხოლოდ მატერიალური შესაწირი გაიღეს; სულიერებამ, ღვთის სიყვარულმა (მთელი ოჯახი მორწმუნეა), მოყვასის თანადგომის სურვილმა გამოიღო კეთილი მორჩი და კიდევ ერთი ადამიანი ააცდინა ეშმაკის გზას."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2020, 09:34 PM

"როგორც წმინდა მამები ამბობენ, მოყვასისგან არის ჩვენი აღშენებაც და დაცემაც. თუ ჩვენი საქციელითა და სიტყვით შევიძენთ მოყვასს, მაშინ მოვიპოვებთ ცხონებას, ხოლო თუ დავაბრკოლებთ მოყვასს, ცხონებასაც დავკარგავთ."


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2020, 05:01 PM

"ხშირად არამარტო განვიკითხავთ, არამედ შეურაცხვყოფთ, რადგან სხვაა განკითხვა და სხვა - შეურაცხყოფა, ანუ, როცა კაცს თავისი მოყვასი სძაგს. ეს განკითხვაზე საშინელებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2020, 07:10 PM

"ქრისტიანული გაგებით ჩვენი მოყვასი არის ნებისმიერი ადამიანი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2020, 10:36 PM

"შენ თუ იცი, რომ ღვთის შვილი ხარ, ისიც ღვთის შვილია, ვინც შენ არ მოგწონს, მაგრამ არ გაქვს უფლება გძულდეს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2020, 11:07 AM

"შეიძლება საკუთარი თავისთვის ძალა არ გქონდეს, მაგრამ სხვისთვის უნდა მონახო!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2020, 09:15 PM

"როდესაც კაცში მსხვერპლშეწირვის სულია, მაშინ იგი ღვთის შეწევნას იღებს, ღმერთი ზრუნავს მასზე. თვითშეწირვის და მოყვასისათვის აღვლენილი ლოცვის ხარისხის შესაბამისად ღმერთი ადამიანს თავის შეწევნას უგზავნის"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2020, 09:36 PM

"საკუთარი თავისადი სიყვარული კლავს მოყვასისადმი სიყვარულს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2020, 06:38 PM

"იმას უნდა ესწრაფოდე, რაც სხვას სჭირდება და არა იმას, - რაც გჭირდება შენ".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2020, 07:35 PM

" - წმინდაო მამაო, როგორ უნდა გავიგოთ ქრისტეს სიტყვები: უკუეთუ ვისმე უნდეს სული თვისი განრინებად, წარიწყმიდოს იგი?
- აქ იგულისხმება, რომ ადამიანმა უნდა წარიწყმიდოს სული - კარგი გაგებით. რომ ის კი არ უნდა უფრთხილდებოდეს საკუთარ სიცოცხლეს, არამედ, წირავდეს სხვისთვის: ნუვინ თავისასა ხოლო ეძიებნ, არამედ, მოყუსისაცა თითოეული. - ამბობს პავლე მოციქული. სწორედ ამაშია სულიერი ცხოვრების საფუძველი. დავივიწყოთ საკუთარი თავი. - ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით და სხვას მივხედოთ, მისი ტკივილი და გაჭირვება გავიზიაროთ. სირთულეთაგან განრიდების საბაბს კი არ უნდა ვეძებდეთ, არამედ - სხვა ადამიანის დახმარებისა და გახარების შესაძლებლობას".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2020, 07:46 PM

"ქრისტიანობამ სრულად სხვა გაგება შესძინა მოყვასის ცნებას. მართლმორწმუნეთათვის მოყვასია ყველა, - მისი ერის თუ სხვა ეროვნების წარმომადგენელი, ნაცნობი თუ უცნობი, დამნაშავე თუ უდანაშაულო, მდიდარი თუ ღარიბი, კეთილისმყოფელი თუ მტერი!"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2020, 10:13 PM

"გრძნობა, რომელიც ამაღლებს ადამიანს და ძალიან ძლიერს ხდის მას არის მოყვასის სიყვარული, ის რასაც გვასწავლიდა მამა ვიტალი [სიდორენკო]!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2020, 01:34 PM

"მშვიდობა მოყვასის მიმართ კეთილგანწყობითა და დუმილით მიიღწევა"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2020, 10:13 PM

"გინდა, რომ ლოცვა გულწრფელი და ღვთისათვის სათნო გახდეს? მოყვასის ტკივილი საკუთარ ტკივილად აქციე. ერთი გულწრფელი ამოოხვრაც მოყვასის გამო დადებით შედეგს მოგცემს. მაუწყებელი იმისა, რომ ლოცვა სათნოა ღვთისათვის, არის ღვთაებრივი ნუგეშისცემა, რომელსაც ადამიანი განიცდის ლოცვის შემდეგ".

/წმ. პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2020, 02:39 PM

"ნუ იფიქრებ, რომ მკვლელი არა ხარ, თუ მოყვასს ცოდვისაკენ უბიძგებ, შენ ხრწნი ცდუნებულის სულს და სტაცებ მას იმას, რაც მარადიულობას ეკუთვნის".

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2020, 02:07 PM

"თუ ჭეშმარიტად გიყვარს მოყვასი, როგორც ამბობ, ცუდს კი ნუ იტყვი მასზედ, არამედ ილოცე საიდუმლოდ; რადგან სიყვარულის ამგვარი გამოვლინება სათნოა ღვთისთვის".

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 01:18 PM

"მოძმისადმი სიყვარული გვასწავლის, რომ მათ მკაცრად კი არ ვუსაყვედუროთ, არამედ ხსნისათვის სასარგებლო სიტყვები ვუთხრათ. გაიხსენე, მაცხოვარმა ცოდვილ ქალს, რომლის ქვებით ჩაქოლვაც სურდათ ფარისევლებს, კი არ უსაყვედურა, არამედ რბილად უთხრა: "წარვედ და ამიერითგან ნუღარა სცოდავ" (იოან. 8,11). როდესაც მოციქული ანანია დაბრმავებულ სავლესთან მივიდა, ქრისტიანთა დევნა კი არ უსაყვედურა, არამედ მიმართა: "ძმაო სავლე"!"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 01:34 PM

"როგორებიც ვართ ჩვენ მოყვასის მიმართ, ისეთივე იქნება ღმერთი ჩვენს მიმართ"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 03:52 PM

"ადამიანმა მოყვასს თავი მსხვერპლად უნდა შესწიროს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 04:13 PM

"მოყვასისთვის გამუდმებით უნდა ვლოცულობდეთ"

/მამა ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2021, 08:13 PM

"ნებისმიერი მოღვაწეობა უმნიშვნელო იქნება, თუ იგი სარგებლობას არ მოუტანს სხვას"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2021, 07:55 PM

"მამები იმასაც ამბობენ, რომ თუ ერთ ადამიანს შეხვდებით, რომ გვერდში ამოგიგდეთ, ეს გასაოცარი რამ იქნებაო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2021, 08:26 PM

"მოყვასის სიყვარულიც აზრს კარგავს და ამპარტავნების მიზეზად იქცევა მათთვის, ვისაც თავისი ქველმოქმედებით საკუთარი პიროვნების წარმოჩენა სურს და სიკეთეს ღვთისა და მოყვასის უანგარო სიყვარულით არ აღასრულებს."

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2021, 07:46 PM

"უმეტესად ღვთის სიყვარული მოყვასის სიყვარულით მჟღავნდება"

/წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2021, 08:30 PM

"უფალს ნებავს, რომ გვიყვარდეს მოყვასი, და თუკი შენ ფიქრობ, რომ ის უყვარს უფალს, ესე იგი, უფლის სიყვარულია შენთან. ხოლო თუ ფიქრობ, რომ დიდად უყვარს უფალს თავისი ქმნილება, თუ თვითონაც გებრალება ყოველი არსი და გიყვარს შენი მტრები, საკუთარი თავი კი ყველაზე უარესად მიგაჩნია, ეს ნიშნავს, რომ სული წმიდის დიდი მადლია შენთან".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2021, 09:17 PM

"მოყვასის სიყვარულისგან გადმოდის მადლი და მოყვასის სიყვარულითვე ვინარჩუნებთ მას, მაგრამ თუკი ძმა არ გვიყვარს, არც ღვთის მადლი გადმოვა სულზე".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2021, 02:33 PM

"ნათესავ-მყვარებელი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2021, 02:50 PM

"თუ გსურს მორწმუნე იყო, გამოიჩინე ღვთისმოსაობა არა კითხვისას, არამედ რჯულის შესურლებისას, რომელიც განსაკუთრებით მოყვასისადმი თანაგრძნობის გამოხატვას გულისხმობს, რადგან თქვენი მოყვასის მიმართ თანაგრძნობა ერთგვარად სათნოა ღვთისათვის".

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2021, 05:36 PM

"როდესაც გაიგონებ, რომ მოყვასს განიკითხავენ, ფრთხილად იყავი, სმენის მეშვეობით არ აღმოჩნდე სხვისი ენის ცოდვის თანამონაწილე"

/წმ. ფილარეტი, მოსკოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2021, 09:28 PM

"გახსოვდეს ბერების მიერ თქმული: "მოყვასზეა დამოკიდებული შენი ცხოვრებაც და შენი სიკვდილიც". მაშ, გამოიჩინე სიბრძნე: მოიპოვე ცხოვრება და აირიდე სიკვდილი. ამას ადვილად მიაღწევ, თუკი შენთან მცხოვრებთა მიმართ დაიცავ კეთილგანწყობას, გულმოწყალებას, თანაგრძნობასა და სიყვარულს, - როგორც ამას პავლე მოციქული მოგვიწოდებს; მოისმინე მისი სიტყვაც: "ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ, და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული" (გალ. 6,2)

/ღირსი ამბროსი ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2021, 08:41 PM

"ნუ მოითხოვ მოყვასისგან სიყვარულს, რადგან, თუ ვერ მიიღებ ამ სიყვარულს, მჭმუნვარებაში ჩავარდები. უმჯობესია, თავად აჩვენო მოყვასს სიყვარული და სიმშვიდე მოიპოვო. ამ გზით მოყვასსაც სიყვარულამდე მიიყვან".

/ღირსი დოროთე პალესტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2021, 07:05 PM

"ვინც თავისი სულისათვის ზრუნავს, ის მოყვასზეც აუცილებლად იზრუნებს"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2021, 10:04 PM

"თქვენი ცხონებაც და წარწყმედაც თქვენს მოყვასზეა დამოკიდებული, უფრო სწორად, იმაზე, თუ როგორ ეპყრობით თქვენს მოყვასს"

/ღირსი ნიკონ ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2021, 05:32 PM

"კეთილი საქმის ქმნა, ქრისტეს რჯულის აღსრულება არცთუ იოლია. ეს უნდა ვისწავლოთ, ეს უნდა გვინდოდეს. მხოლოდ მოყვასისადმი სიყვარულის საქმეებში უნდა დავინახოთ და ვიგრძნოთ საკუთარი სულის ფერისცვალებისა და ცხონების შესაძლებლობა"

/არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2021, 04:07 PM

"ხის მოჭრილი მორი თავდაღმართზე მიექანეობდა, ქვევით კი ადამიანი იდგა. მე მას ვხედავდი, მაგრამ იმდენად შევწუხდი, რომ ხმაც ვერ ამოვიღე, დამეძახა: "გვერდზე გადექი!" ამის შემხედვარეს გული ამტკივდა და ამიტირდა, და... ხის მორი გაჩერდა. ეს ადამიანი ჩემთვის უცხო იყო: მე მას არ ვიცნობდი, მაგრამ ის რომ ჩემი ნათესავი ყოფილიყო, ვფიქრობ, გული გამიჩერდებოდა, ცოცხალი ვერ დავრჩებოდი"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2021, 05:01 PM

"ყველაფერს, რასაც სთხოვთ უფალს, ყველაფერს მიიღებთ, ოღონდ კი ღვთის სადიდებლად და მოყვასის სასარგებლოდ იყოს, რადგან მოყვასისთვის სასარგებლოსაც უფალი თავის სადიდებლად თვლის"

/ღირსი სერაფიმე საროველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2021, 07:55 PM

"გამოცდილებით დადგენილია, რომ ვისაც მოყვასი არ უყვარს, მას ღვთის სიყვარული არ ძალუძს; ადამიანთა მიმართ უმადური ღვთის მადლიერი ვერ იქნება. შეზღუდულ, მცირე, უბადრუკ ქმნილებას, როგორიც ადამიანია, მცირედიდან მართებს დაწყება და უფლის შეწევნით უმაღლესისკენ თანდათანობითი სვლა. გყავს ცოლი, მეგობრები, ნათესავები? ისწავლე, ჯერ მათ მიაგო სათანადო პატივი და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებ მიაგო ჯეროვნად ყველა სხვა ადამიანსა და თვით უფალს"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2021, 09:05 PM

"მოყვასი ჩვენსავით ღვთის ხატად არის შექმნილი და, ამდენად, ნაწილია ჩვენიც და უფლისაც; მისდამი ჩვენი დამოკიდებულება კი ღვთისადმი ჩვენს დამოკიდებულებას წარმოაჩენს."

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2021, 05:16 PM

"ვისაც მოყვასი სძულს, ვინც არ უნდა იყოს იგი, აკლდება სიყვარულს, იმ მადლისმიერ სინათლეს, რომელსაც სიყვარული მოიზიდავს, ქრისტეს სულის მადლს, რომელიც განგვანათლებს და მიგვიძღვის ხსნის გზაზე"

/წმ. ევსები ორლინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2021, 11:42 AM

"თქვენი სიცოცხლე ჩემი სიცოცხლეა, თუ მოყვასისთვის თავი არ გასწირე, ისე არაფერი გამოვა"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 13 2021, 08:23 PM

"მოყვასს ნუ გაანაწყენებ და ნურც გააღმერთებ, ნურც საკუთარ თავს გააღმერთებ. ღმერთი კი გიყვარდეს მტკიცე სულით, ანუ მთელი გულითა და გონებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2021, 06:57 PM

"თუ შენი აზრით, მოყვასი ღირსი არ არის შენი სიყვარულისა, ღირსია ღმერთი, რომლის მონაცაა იგი და რომლის სახესაც ატარებს; ღირსია ქრისტე, რომელმაც მისთვის სისხლი დასთხია"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2021, 08:38 PM

"საკუთარი თავის სიყვარულის გამო მოყავსის მიმართ სიძულვილი არ უნდა გვქონდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2021, 07:38 PM

"ღუმელი ცეცხლის გარეშე ვერ გაცხელდება; ასევე, ღვთისაგან გაუცხოებულ ადამიანს, რომელსაც გულში ღმერთი არ ჰყავს, მოყვასი ვერ ეყვარება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2021, 09:13 PM

"ვისაც გულწრფელად უყვარს ღმერთი, მას არ შეუძლია, მოყვასი არ უყვარდეს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2021, 10:30 PM

"ვინც მოყვასის ცოდვებს აზვიადებს, ის თვითონ ძალზე პატარაა ღვთის თვალში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2021, 10:16 PM

"ღმერთი ყოველნაირად და განუწყვეტლივ ზრუნავს შენზე, შენ კი მოყვასზე იზრუნე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2021, 10:01 PM

"საკუთარი თავი უნდა გვიყვარდეს მხოლოდ უფლისათვის და ნაწილობრივ მოყვასისათვის: მოყვასი უფლისათვის უნდა გვიყვარდეს, ღმერთი კი უნდა გვიყვარდეს თვით მისთვის, და - ყველაზე ძლიერად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2021, 07:56 PM

"ყოველთვის წარმოიდგინეთ მოყვასი თქვენს ადგილას, საკუთარი თავი კი - მის ადგილას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2021, 07:31 PM

"რაც საკუთარი თავისთვის არ გსურს, იმას სხვას ნუ გაუკეთებ; და რაც გინდა, რომ სხვებმა გაგიკეთონ, ის ჯერ თვითონ გაუკეთე სხვებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2021, 05:33 PM

"მიუკერძოებელნი ვიყოთ საკუთარი თავისადმი, რათა სამართლიანად მოვექცეთ სხვებს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2021, 04:52 PM

"როგორებიც ვართ ჩვენი მოყვასის მიმართ, ისეთივე იქნება ღმერთი ჩვენს მიმართ!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2021, 09:19 PM

"მოყვასის დაწყლულებულ გულზე დაპკურებული ბალზამი ჩვენს საკუთარსაც აშუშებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2021, 05:11 PM

"უფრთხილდი, ისეთი სიამოვნებები არ იგემო, რომლებიც შეიძლება, შენი მოყვასის ცრემლის ფასი იყოს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2021, 05:14 PM

"ფუტკრის მსგავსად ყველა ყვავილისაგან გამოვსრუტოთ თაფლი, ანუ - დავინახოთ და აღმოვაჩინოთ მშვენიერი თვისებები მოყვასში და საკუთარ თავში აღვანთოთ მათი მიბაძვის სურვილი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2021, 09:51 PM

"შეიძლება ითქვას, რომ უფალმა ჩვენვე მოგვცა საკუთარი სამსჯავრო: ჩვენზეა დამოკიდებული, ჯერ კიდევ აქ, დაახლოებით განისაზღვროს სასამართლოს განაჩენი და გადაწყვეტილება ჩვენზე: როგორც მოვექცევით მოყასს, ისევე მოგვექცევა უფალი. თუ მივუტევებთ, ჩვენც მოგვეტევება! - უფალმა ასე ბრძანა და საკუთარ სიტყვას არ გადათქვამს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2021, 02:12 PM

"მოყვასის სიყვარულის დამოწმება მისი არგანკითხვით დასტურდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2021, 05:27 PM

"შენ არ გაქვს ის, რაც აქვს შენ მოყვასს, სამაგიეროდ მას არ აქვს ის, რაც შენ გაქვს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2022, 05:25 PM

"შენი ძმის ძმა უნდა გიყვარდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2022, 01:23 PM

"მე ვხედავდი, რომ სხვას სტკიოდა და საკუთარ ტკივილს ვივიწყებდი. სასწაული ხდება, როდესაც როდესაც ტკივილს გრძნობ. მთავარი ისაა, რომ ადამიანი ძმად შეიგრძნო და მის გამო გტკიოდეს. ეს ტკვილი შეძრავს უფალს და ხდება სასწაული. იმიტომ, რომ სხვა არაფერი უყვარს უფალს ისე, როგორც კეთილშობილი სულგრძელობა"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2022, 06:06 PM

"ჩვენ ყველანი ერთი დიდი ოჯახი ვართ და ერთმანეთის ძმები, იმიტომ რომ ყველა ადამიანი უფლის შვილია. თუ ჩვენ ნამდვილად გავაცნობიერებთ იმას, რომ ჩვენ ყველა ადამიანის ძმები ვართ, მაშინ გვეტკინება მათ გამო, ვინც ცოდვაში ცხოვრობს. და აი, მაშინ მათი ცოდვილი ცხოვრება არ გვაცდუნებს, არამედ, მათთვის ვილოცებთ"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2022, 02:42 PM

"მოყვასის სახეში მორწმუნე ქრისტეს ხედავს, ხოლო ქრისტე თვითონვე ამბობს, რომ როდესაც რაიმეს აკეთებთ უბედურებისათვის, ამას აკეთებთ ჩემთვის"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2022, 02:56 PM

"ქრისტე ლმობიერია ჩვენდამი, როდესაც ჩვენ მოყვასი საკუთარ თავზე მეტად გვიყვარს და საღვთო მხიარულებით გვავსებს".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2022, 05:00 PM

"[ბერ იოსებ ვატოპედელს] როდესაც ვინმე ცილს სწამებდა ან ლანძღავდა, ხშირად კი რისხვისა თუ შეპასუხების ობიექტი ხდებოდა, ღმერთს ასე ეუბნებოდა: "ღმერთო ჩემო, გევედრები: დაიფარე ჩემი ძმა, რათა რამე არ შეემთხვეს იმის გამო, რომ ცუდად მომექცა. ადამიანია, აპატიე, გევედრები. ნუ დაუშვებ, რომ სამაგიერო მიეზღოს. აპატიე, მე ვაპატიე. დაიფარე, რომ რამე ცუდი არ შეემთხვეს".

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2022, 07:03 PM

"შენ მარხულობ, მიწაზე იძინებ, საკუთარ თავს შრომით ასავათებ, მაგრამ თუკი მოყვასზე არ ზრუნავ, არაფერს მნიშვნელოვანს არ აკეთებ და ყოველივე ამის მიუხედავად კიდევ ბევრად ჩამორჩები მისაბაძ სახენიმუშს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2022, 08:10 PM

"ადამიანი მოყვასს ისე ვერ ავნებს, საკუთარ თავს რომ არ ავნოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2022, 09:12 PM

"უფალო, ჩააგდე ჩვენს გაყინულ გულებში მოყვასის მიმართ თანაგრძნობისა და სიყვარულის ნეპერწკალი... მუდამ გვახსოვდეს, რომ ჩვენ გარდა სხვაც ბევრია მსურველი შეურაცხყოფისა, ბოროტების ქმნისა, ჩვენ კი ჯერ სხვათა სიბრალული უნდა ვისწავლოთ, რათა ყოველდღიურად ოდნავ მაინც შევამციროთ ადამიანური სატანჯველის უზარმაზარი მთა და გავზარდოთ კაცობრიობის სიხარულის პატარა გორაკი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2022, 04:03 PM

"ვისაც მოყვასი სინანულით მწუხარებისაკენ მიჰყავს, ის მას ზიანს არ აყენებს"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2022, 08:27 PM

"თითოეულის სარგებელი მოყვასის სიყვარულში მდგომარეობს, მოყვასის სარგებელი კი - მის სარგებელში"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2022, 02:25 PM

"ის კი არ დაგამცირებს, თუ შენი მოყვასის მიმართ გამოიჩენ პატივისცემასა და სიყვარულს, თუნდაც იგი შენზე დაბალ საფეხურზე იდგეს გონებით, წოდებით, მდგომარეობითა და ზნეობით, არამედ ის, - თუ ამას არ გამოიჩენ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2022, 07:56 PM

"მოყვასისთვის ცოდვების მიტევება - ეს იმის ნიშანია, რომ ღმრთის სულმა დაიმკვიდრა ჩვენში, მეუფებს ჩვენზე, გვხელმძღვანელობს, წარმართავს ჩვენს ნებელობას"

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2022, 04:00 PM

"ვინც არ უნდა იყოს შენი მოყვასი, ქრისტემ ინება, მისთვის თავი გაეწირა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2022, 09:33 PM

"პატივი ეცი ღვთის ხატს ყოველ ადამიანში!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2022, 04:09 PM

"ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასის მიმართ არამხოლოდ არ გამოამჟღავნებს მის ნაკლოვანებებს, არამედ, პირიქით, რამდენადაც შესაძლებელია, ცდილობს, დაფაროს ისინი სხვა ადამიანების თვალთაგან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2022, 10:23 PM

"ცოტაა, თუ მოყვასს ბოროტებას არ უკეთებ; გაუკეთე მას სიკეთე, თორემ აყვავებულ, მაგრამ უნაყოფო ხეს დაემსგავსები!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2022, 06:16 PM

"რატომ ამბობ უარს მოყვასის სიყვარულზე, როდესაც ქრისტეს თავის სიცოცხლეში არ უთქვამს მისთვის უარი?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2022, 07:43 PM

"მოყვასი შენი მაცხოვნებელია"

/წმ. გაბრიელ სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2022, 02:32 PM

"მოყვასის სიყვარული და მისთვის სიკეთის კეთება მხოლოდ იმიტომ როდია საჭირო, რომ ეს ძველი და ახალი აღთქმის ღვთაებრივი კანონმდებლობის პირდაპირი მცნებაა, არამედ იმიტომაც, რომ მოყვასისადმი ამ სიყვარულში ჩვენი საკუთარი სიკეთე დევს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2022, 04:27 PM

"ზოგიერთი მზად არის, მთელ კაცობრიობას ძმასავით ჩაეხუტოს, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვით, საქმით კი ძმასაც არ მოეხვევა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2022, 08:23 PM

"ძმები გტვირთულობენ ისეთს, როგორიც ხარ; იტვირთე შენც ისინი ისეთნი, როგორნიც არიან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 07:39 PM

"ადამიანთა უმრავლესობა ომს თავის თავთან კი არ აწარმოებს, არამედ მოყვასთან და შუღლითა და დაპირისპირებით ცდილობს საკუთარი ეგოისტური მიზნების განხორციელებას."

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2022, 09:10 PM

"როცა არ შეგვიძლია, ვიგრძნოთ მოყვასი, როგორც ღვთის ხატება, როგორც ჩვენი ძმა, მაშინ მასში ჩვენი თავისუფლების მუქარას ვხედავთ, საბოლოოდ კი მასთან ურთიერთობა ხდება ტანჯვა"

/არქიმ. გიორგი (კაფსანისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2022, 11:08 PM

"ნუ დაუშვებ, რომ შენი სიყვარული მოყვასის მიმართ მის უბედურებაზე მოკლე იყოს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2022, 04:33 PM

"ყოველი დაბადებული ადამიანი მოყვასია"

/წმიდა მამა გაბრიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2022, 08:10 PM

"გონიერი აზრი, თუნდაც სხვისი, ყოველთვის უმჯობესი იქნება უგუნურებაზე, რომელიც შენ თვითონ მოიპოვე; ამას ვეუბნები ადამიანებს, რომლებსაც სურთ, ყველაფერი საკუთარ თავში იპოვონ და მოყვასის გონიერების აღიარება არ სურთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2022, 12:58 PM

"რამდენადაც შესაძლებელია, ფრთხილად იყავი, რომ მოყვასი არ აცდუნო! ამის გარეშეც მრავალი საკუთარი ცოდვა გვაქვს! რისთვისღა დავიმატოთ სხვისი?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2022, 05:37 PM

"დაინახე შენი მოყვასი? ე.ი. დაინახე უფალი შენი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2022, 07:29 PM

"არაფეროა იმაზე მძიმე და დამღუპველი, ვიდრე ზიანის მიყენება არა მარტო საკუთარი თავის, არამედ - მოყვასისათვისაც".

/ამბა დოროთე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 10:21 PM

"ნუ იქნები თავისმოყვარე და ღვთისმოყვარე იქნები; ნუ იქნები საკუთარი თავისთვის გამორჩენის მოსურნე და ძმისმოყვარე იქნები!"

/წმ. მაქსიმე აღმსარებელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2022, 02:52 PM

"რა შეიძლება იყოს მაცდუნებელზე უფრო საშინელი? ეშინიათ ხოლმე ცეცხლის გამჩაღებლების, ქურდების, მკვლელების, მომწამვლელების, მაგრამ რამდენად საშინელია ქრისტიანი, რომელიც ატარებს გადამდებ ცოდვას, საკუთარ მოყვასს მადლმოსილ ცხოვრებას ართმევს, ეშმაკის ტყვეობაში აგდებს მას და ჯოჯოხეთისაკენ უბიძგებს?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 09:10 PM

"გახსოვდეს, ქრისტიანო, რომ ცოდვა, რომელსაც მოყვასის თვალწინ ჩაიდენ, არა მხოლოდ მის თვალში გამცირებს, არამედ - მთელი ცათა სასუფევლისა, როგორც ცოდვის გამავრცელებელს; "უკეთუ ვინმე დახსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაი და ასწაოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 10:17 PM

"მიუტევე მოყვასს ასი ლეპტა, რათა უფალმა მრავალი ტალანტი მოგიტევოს"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2022, 05:34 PM

"უფალი უფრო ადვილად მოგვიტევებს თვით მის მიმართ ჩადენილ ცოდვებს, ვიდრე - მოყვასის მიმართ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2022, 08:27 PM

"თუ გვინდა უფალმა ჩვენი ლოცვა შეისმინოს, უპირველესად უნდა ვიყოთ მოყვასის მიმართ მიმტევებელნი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2022, 03:24 PM

"თუ კაცი საკუთარ ცოდვებზე არ ფიქრობს (როგორც მამები გვასწავლიან), "თუკი საკუთარ მიცვალებულს არ გლოვობს", ვერანაირ სიკეთეში ვერ წარემატება და მხოლოდ მოყვასის განმკითხველი აღმოჩნდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2022, 09:07 PM

"უმჯობესია, მოყვასისთვის ღვთისმოშიშებით ვილოცოთ, ვიდრე რაიმე ცოდვაში ვამხილოთ ის"

/წმ. მარკოზ განშორებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2022, 06:45 PM

"წმინდა მამები ბრძანებენ: ვისაც გულით უყვარს მოყვასი, ყველა ადამიანი ერთნაირად უყვარს, არასოდეს დაეცემა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2022, 08:22 PM

"როდესაც მოყვასის ცოდვას დავინახავთ, ჩვენს თავშიც ვეძებოთ იგივე ცოდვა და სანამ არ აღმოვაჩენთ, არ დავანებოთ თავი ჩვენი სულიერი მდგომარეობის გამოძიებას, რადგან ის ცოდვა,რასაც ჩვენ მოყვასში ვხედავთ, აუცილებლად იქნება ჩვენში. თუ ვერ აღმოვაჩინეთ, ეს მეორე უბედურებაა, რადგან ეს ცოდვა ჩვენში იმდენად ყოფილა დაფარული, რომ ვერც კი მივაკლვიეთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2022, 07:50 PM

"მოყვასის სიყვარული უფალმა ღვთის სიყვარულის მცნებას გაუთანაბრა. ყველა ადამიანი ერთნაირად უნდა გვიყვარდეს, მაგრამ მტკიცება არ უნდა დავიწყოთ. ეს ისევე ამაოდ დაკარგული დროა, როგორც სხვა ამქვეყნიურ ამაოებებზე ფიქრი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2022, 05:06 PM

"მოყვასისადმი სიყვარულს მოწმობს არგანკითხვა მოყვასისა"

/ამბა ისაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2022, 05:25 PM

"რამდენადაც წყალი ვერ უთავსდება ცეცხლს, იმდენად განკითხვა - მოყვასის სიყვარულს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2022, 09:00 PM

"შეიძლება ძალიან ახლობელი ადამიანიც მტრობდეს კაცს, მაგრამ ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ეშმაკი ყველა ადამიანს მტრობს და აღძრავს მოყვასის წინააღმდეგაც. ამიტომ მოყვასის წინააღმდეგ კი არ უნდა აღვიძრათ, არამედ იმ ბოროტი ძალების წინაარმდეგ, ვინც ეს ადამიანი ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენა. ამგვარად საკუთარ თავსაც ვიხსნით და მოყვასსაც"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2022, 10:23 PM

"თუ მოყვასი სცოდავს, მაშინ მხოლოდ ამას ნუ დაინახავ, ისიც გამოიძიე, რა სიკეთე გააკეთა ან აკეთებს და ხშირად, როდესაც ყოველივეს დააკვირდები, აღმოაჩენ, რომ ის შენზე უკეთესია"

/ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2022, 09:53 PM

"ანტონი დიდი ამბობს: "მოყვასისგანაა ჩვენი ცხოვრებაც და სიკვდილიც"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2022, 09:32 PM

"მოყვასის მხურვალე სიყვარული და ცოდვილისათვის დაუცხრომელი ლოცვა მეტად ძლიერია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2022, 01:33 PM

"თუ გსურს ისე შეიყვარო მოყვასი, როგორც საკუთარი თავი, მისთვის სიცოცხლის დათმობა უყოყმანოდ უნდა შეგეძლოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2023, 07:52 PM

"სახარების სწავლების მიხედვით, კონფლიქტის დროს ორივე მხარე დამნაშავეა, მიუხედავად იმისა, ხედავს ადამიანი ამას თუ ვერა; მეორეც ის, რომ ჩვენ ხშირად ადამიანებს უხეში საქციელით ვაყენებთ ტკივილსა და წყენას და ვერც კი ვხვდებით ამას, მესამეც ის, რომ შეიძლება ადამიანს უშუალოდ არაფერი დავუშავოთ, მაგრამ ჩვენი ყოველი ცუდი საქციელი, ყოველი ცოდვილი ფიქრი, ხილულად თუ უხილავად, სხვა ადამიანებზე გადადიდ მით მეტად, რაც უფრო ახლოს არიან ისინი ჩვენთან; და ბოლოს, თუნდაც მოყვასს არაფერს ვუშავებდეთ, მის წინაშე მაინც დამნაშავედ უნდა ვგრძნობდეთ თავს, რამეთუ არ ვუკეთებთ იმას, რაც გვევალება მის მიმართ. გვევალება კი განუზომლად მეტი იმაზე, რასაც ვასრულებთ: შევიყვაროთ ერთმანეთი ისე, როგორც უფალმა იესო ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2023, 02:11 PM

"ჩვენს ზეციერ მამას ესიამოვნება, როდესაც ჩვენი ძმების დაცემის დანახვაზე გული გვტკივა. ერთმანეთს უნდა ვუთანაგრძნოთ, თანახმად მცნების სულისკვეთებისა: "შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი". აუცილებელია, შეიქმნას ერთგვარი წრიული თავდებობა, რომელიც ყველას გაგვაერთიანებას ღმერთის, ჩვენი შემოქმედის წინაშე"

/ღირსი სოფრონი (სახაროვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2023, 04:31 PM

"გაბრიელ ბერი [აღმსარებელი და სალოსი] მოყვასისათვის თავგანწირვის უდიდეს მაგალითს იძლეოდა და მუდამ გვეუბნებოდა: - თქვენი სიცოცხლე - ჩემი სიცოცხლეა, თუ მოყვასისთვის თავი არ გაწირე, ისე არაფერი გამოვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2023, 06:59 PM

" - ეს რა მოყვასი მოგვსვლია! მოდი მოყვასო! - ტკბილად ეტყოდა [ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი] ახალმოსულს და კელიაში ადგილს მიუჩენდა. გვიკვირდა, - ამ პატარა კელიაში ამდენი ხალხი როგორ ეტეოდა.

კითხვა: - ვინ არის მოყვასი?

პასუხი: - ყოველი დაბადებული ადამიანი მოყვასია. მოყვასისათვის მიწოდებული ერთი ჭიქა წყალიც კი არ დაგეკარგება.

უდაბნოში ძაღლი წყურვილისაგან კვდებოდა. გზად ბერმა ჩამოიარა, მომაკვდავ ძაღლს თავისთვის შენახული წყალი დაალევინა და სიკვდილს გადაარჩინა. ამ დროს ცა გაიხსნა და ხმა მოისმა: - ვინც ძაღლი სიკვდილს გადაარჩინა, იმას ბევრი ცოდვები მიეტევა - მაშ, რამდენად დიდია, თუ ადამიანს გადავარჩენთ?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2023, 08:34 PM

"უფალი სხვის უბედურებას იმიტომ გიჩვენებს, რომ გცდის, აბა რას გააკეთებ, ილოცებ თუ არა მოყვასისათვის, დაეხმარები თუ არა მას და ამით სიყვარულში გვწრთვნის"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2023, 02:02 PM

"რამდენადაც უნამუსო უნდა იყოს რომელიმე ადამიანი, იგი მაინც ჩვენი მოყვასია"

/მონაზონი ვერონიკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2023, 08:23 PM

"რატომ ვერ ცხონდებიან ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მარხულობენ და ბევრს ლოცულობენ? - იმიტომ, რომ მოყვასის ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევენ"

/ბერი სვიმეონ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2023, 06:38 PM

"ვიტანჯებით იმიტომ, რომ არ გვიყვარს ძმა"

/წმ. ბერი სილუანი (ათონელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2023, 02:11 PM

"ვისაც უყვარს მოყვასი, ავს არასოდეს მოისმენს მასზედ და ცეცხლივით გაურბის მას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2023, 10:56 AM

"ღვთისა და მოყვასის სიყვარული ურთიერთგანუყოფელია.

მოყვასისადმი სიყვარულითა და მსახურებით ჩვენ ღვთისადმი სიყვარულს გამოვხატავთ და პირიქით, მოყვასისადმი უსიყვარულობით უსიყვარულობას ვავლენთ ღვთისადმი.

მთელი ბიბლია სიტყვა-სიტყვით, ზეპირადაც რომ დავისწავლოთ, სასწაულებსაც რომ ვახდენდეთ, ეკლესიაში ღვთისმსახურებაში ყოველდღიურადაც რომ ვმონაწილეობდეთ, ვლოცულობდეთ, ვმარხულობდეთ და ა.შ., ყოველივე ამას, ერთად აღებულს, არანაირი სარგებელი არ ექნება ჩვენთვის, თუ მოყვასი არ გვეყვარება და თან ეს სიყვარული ქმედითი არ იქნება, თუ მოყვასისადმი მსახურებით განმტკიცებული არ იქნება".

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2023, 09:22 PM

"არადა, მოყვასისადმი ქმედით სიყვარულში თვით ღვთისადმი სიყვარულია შეფარული, და პირიქით, მოყვასისადმი უსიყვარულობაში ღვთისადმი უსიყვარულობა იმალება"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2023, 09:24 PM

"შეუძლებელია ღმერთის სიყვარული მოყვასის სიყვარულის გარეშე და შეუძლებელია მოყვასის სიყვარული ღმერთის სიყვარულის გარეშე".

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2023, 08:11 PM

"რა კარგად გამოთქვა ნეტარმა აბბა დოროთემ: "თითოეული ადამიანი არ უფრთხილდება და არ იცავს არცერთ მცნებას, მოყვასისგან კი მცნებათა შესრულებას ითხოვს".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2023, 05:07 PM

"თუ მოყვასს განსაცდელში გულითადად არ თანავუგრძნობთ და უფალს თუნდაც მოკლე ლოცვით არ მივმართავთ, მაშინ როდესაც ჩვენ თვითონ შეგვემთხვევა განსაცდელი და სხვას რაიმეს ვთხოვთ, არც ჩვენს თხოვნას შეისმენენ"

/მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2023, 05:23 PM

"თუკი მოყვასს არ შევიბრალებთ, თვითონაც გულშემატკივრობის გარეშე დავრჩებით - არა მარტო ადამიანების, არამედ ღმერთის მხრიდანაც"

/მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2023, 03:30 PM

"ვინც ქრისტეს გულისთვის იღვწის, არა მარტო თვითონ მიაღწევს წარმატებას სათნოებაში, არამედ სასარგებლო იქნება მოყვასისთვისაც"

/ბერდიდი ეფრემ არიზონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2023, 08:11 PM

"შევიგრძნოთ ჩვენი მოყვასი, როგორც საკუთარი თავი. ეს არის ჩვენი ცხოვრება, ჩვენი სიხარული, ჩვენი საუნჯე"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2023, 07:19 PM

"ღვთისა და მოყვასის სიყვარული - ეს განუყრელი წყვილია"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2023, 08:26 PM

"მოყვასის სიყვარული ავითარებს ღვთის სიყვარულს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2023, 04:52 PM

"ჩვენს ლოცვებს არ ისმენს ღმერთი, რადგან არ ვართ ღირსნი. რომ ილოცო, ამის ღირსი უნდა გახდე. არ ვართ ღირსნი, რადგან არ გვიყვარს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2023, 04:52 PM

"ჩვენს ლოცვებს არ ისმენს ღმერთი, რადგან არ ვართ ღირსნი. რომ ილოცო, ამის ღირსი უნდა გახდე. არ ვართ ღირსნი, რადგან არ გვიყვარს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2023, 01:27 PM

"ადამიანი ისეთ ძალებს ფლობს, რომ ძალუძს, მის ირგვლივ მყოფთ გადასცეს ან სიკეთე, ან ბოროტება. ეს ძალიან ფაქიზი საკითხია და დიდი სიფრთხილეა საჭირო. ყველაფერს კეთილი თვალით უნდა შევხედოთ. სხვებზე ცუდი არაფერი უნდა ვიფიქროთ. ერთი მზერა, ერთი ამოოხვრაც კი, გავლენას ახდენს ჩვენს მოყვასზე. უმნიშვნელო გაღიზიანებასაც კი ზიანი მოაქვს. სულში მუდამ სიკეთე და სიყვარული გვქონდეს და სხვებსაც ეს გადავცეთ"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2023, 06:54 PM

"თუ შენი მოყვასი გაწუხებს, გღლის, შენ ასე იფიქრე: "ახლა მე თვალი, ხელი, ფეხი მტკივა და მთელი ჩემი სიყვარულით უნდა ვუმკურნალო ამას". მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ საზღაურს მივიღებთ ამ ვითომ სიკეთისთვის, არც ის, რომ დავისჯებით, თუ სიკეთეს არ გავაკეთებთ. ჭეშმარიტებას მაშინ შეიცნობ, როცა ქრისტესმიერი სიყვარულით გვეყვარება სხვები. მაშინ აღარ მოითხოვ, რომ სხვებმა შეგიყვარონ, რადგან ეს ცუდია. მართებული ის არის, როცა შენ გიყვარს და შენ გასცემ სიყვარულს. ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენი ცხონება. ღმერთს ეს სურს. როგორც წმინდა წერილი ამბობს: "ყოველთა კაცთაი ჰნებავს ცხორებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასას მოსვლაი".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2023, 08:42 PM

"მოვალენი ვართ, რომ ყველა მორწმუნეს ვუყურებდეთ, როგორც ერთს, და ვფიქრობდეთ, რომ თითოეულ მათგანში ქრისტეა. და ისეთი სიყვარული გვქონდეს თითოეული მათგანის მიმართ, რომ მზად ვიყოთ, მათთვის სიცოცხლეც კი გავწიროთ. რადგან მოვალენი ვართ, არც ერთ ადამიანზე არ ვთქვათ ბოროტი, არც მიგვაჩნდეს ბოროტად, არამედ ყველას, როგორც კარგებს, ისე ვხედავდეთ. და თუ დაინახავ რომელიმე ძმას ვნებების გავლენის ქვეშ, ძმას კი ნუ მოიძულებ, არამედ ის ვნებები გძულდეს, რომლებიც მას ებრძვის. და თუ დაინახავ, რომ სურვილებისგან და წინანდელი ცოდვილი ჩვენებისგან იძლევა, უფრო მეტად შეიბრალე იგი, რომ შენც არ განგცადოს განსაცდელმა, რამეთუ შენც ხორცი გმოსია, რომელიც ადვილად მიიდრიკება კეთილისგან ბოროტისკენ. მოყვასის მიმართ სიყვარული გამზადებს, რომ უფრო მეტად შეიყვარო ღმერთი. ამრიგად, ღვთის სიყვარულის საიდუმლო მოყვასის სიყვარულია. რადგან, თუ შენი ძმა არ გიყვარს, რომელსაც ხედავ, როგორ შეგიძლია შეიყვარო ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავ? "რამეთუ რომელსა არა უყუარდეს ძმაი თვისი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა უხილავს, ვითარ ძალუც შეყვარებად?"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2023, 01:11 PM

"როდესაც მავანი მოყვასისთვის ლოცულობს, მისგან კეთილი ძალა გამოდის, მოყვასში შედის და კურნავს, აძლიერებს და ამხნევებს მას. საოცარია, როგორ გადის ჩვენგან ეს ძალა. თუმცა, მართლაც, ის, ვისაც შინაგანად სიკეთე აქვს, საიდუმლოდ და ფაქიზად აგზავნის ამ კეთილ ძალას სხვებში; გადასცემს მოყვასს ნათელს, რომელიც წარმოქმნის დამცავ სფეროს მის ირგვლივ და იფარავს მას ბოროტებისგან. როცა სხვის მიმართ კეთილი განწყობა გვაქვს და ვლოცულობთ, ვკურნავთ მას და ვეხმარებით, რათა ღმერთთან მივიდეს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2023, 05:01 PM

"მოყვასის რაც უფრო მეტ სიმძიმეს ტვირთულობთ, მით უფრო სწრაფად მიფრინავთ"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2023, 06:51 PM

"თითოეული ჩვენგანი ატარებს ყველას დანაშაულს და ყველა ატარებს ერთის დანაშაულს. ეს არის საუკეთესო გზა მოყვასის დასახმარებლად - უპირველესად, ჩათვალე შენი თავი ყველაზე მეტად ცოდვილად, რადგან ეს ასეა!"

/არქიმანდრიტი იუსტინე (პირვუ)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2023, 07:07 PM

"მოყვასის სიყვარულით იბადება მადლი"

/91 წლის თამარ შუბითიძე-ბარბაქაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2023, 06:29 PM

"მაშ, იცოდე, ქრისტიანო, რომ შენი მოყვასი ყოველი ადამიანია, რომელიც შეწევნასა თუ რჩევა-დარიგებას საჭიროებს: სულ ერთია, იგი შენი ნათესავი იქნება, თუ არა; კეთილი თუ ბოროტი, ნაცნობი თუ უცნობი - ყველა უკლებლივ შენი მოყვასია. ამგვარად, მდიდრის მოყვასი - ღარიბია, ბრძენისა - უბირი, ჯანმრთელისა - სნეული, თავისუფლისა - ტყვეობაში მყოფი, ბედნიერისა - უბედური, როცა ერთს დახმარება სჭირდება, მეორეს კი ძალა შესწევს, შემწეობა აღმოუჩინოს მას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2023, 06:36 PM

"როგორც ვექცევით მოყვასს, ისე ვექცევით თვით ქრისტეს"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2023, 08:50 PM

"ჩვენი მოყვასია ის, ვისაც ჩვენ ვჭირდებით"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2023, 01:12 PM

"მთავარი ისაა, რომ ადამიანი ძმად აღიქვა და განიცდიდე ტკივილს მის მიმართ, ეს უკვე შეძრავს უფალს"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 7 2024, 05:22 PM

"[ღირსი პაისი ათონელი] ეწირებოდა რწმენას და მოყვასის სიყვარულს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2024, 07:18 PM

"მადლობა ღმერთს, რომ დღეს არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, საკუთარი თავი მოყვასისათვის გაწირონ"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2024, 07:09 PM

"სიტყვები: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი, ნიშნავს: "შეიყვარე უფალი იესო ქრისტე, როგორც თავი შენი". ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, შეგნებულად და გონივრულად ვაღიაროთ ეს და ვიაღმსარებლოთ. ყველა ჩვენ მოყვასთა შორის ყველაზე ახლობელი ჩვენთვის არის იესო ქრისტე, მის მიერ კი ჩვენი ახლობელი ხდება ყველა სხვა ადამიანი, - ვინც კი გაჭირვებაშია, და ვისაც შეგვიძლია ქრისტეს სახელით დავეხმაროთ"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2024, 06:30 PM

"ჩვენ ხატნი ვართ ღმრთისანი, მაგრამ ასეთებად ჩვენ ნამდვილად მაშინ ვიქნებით, როდესაც ჩვენი მოყვასი გვეყვარება, რისკენაც ასე დაჟინებით მოუწოდებდა უფალი თავის მოწაფეებს, ხოლო მათ მიერ ყველა ჩვენთაგანს"

/მთავარეპისკოპოსი სერაფიმე სობოლევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2024, 07:58 PM

"ჩვენი ცოდვების შენდობა დამოკიდებულია ჩვენ მიერ ძმების შენდობაზე და უფლის ჩვენდამი წყალობა დაფარულია მოყვასისადმი ჩვენს წყალობაში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2024, 09:29 PM

"ღვთის წყალობა მოყვასისადმი წყალობით ეძიე"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: გუშინ, 08:29 PM

"იმისათვის, რომ კავშირი გქონდეს ქრისტესთან, ის კმაყოფილი უნდა იყოს მთელი შენი ცხოვრებით, ხოლო ქრისტე მაშინ იქნება კმაყოფილი, როცა შენს მოყვასს ასიამოვნებ კარგი გაგებით. ამიტომაც ვუსვამ ხაზს სულიერ თავგანწირვას, კეთილშობილებას. თუ კაცი თავის სულიერ მოვალეობებს ასრულებს და დანარჩენ საკითხებს, თავგანწირვას და ა.შ., უყურადღებოდ ტოვებს, უხმარყოფს თავის სულიერ მოვალეობებსაც"

/ღირსი პაისი ათონელი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)