IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

18 გვერდი V « < 15 16 17 18 >  
Reply to this topicStart new topic
> სალოსი "ქრისტესთვის სულელი", სალოსი, მისი ღვაწლი და სალოსთა ცხოვრების ეპიზოდები
marine
პოსტი Mar 31 2022, 07:34 PM
პოსტი #321


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,941
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბედნიერი ვარ, რომ მამა გაბრიელთან მომიწია სამთავროს მონასტერში ყოფნა. ბერი გაბრიელი იყო ჩვენი დროის უდიდესი წმიდანი, ქრისტეს სალოსი, რომელიც აღიარა მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ. იგი იყო ბრძენი მოძღვარი, მაგალითი სიმდაბლისა და სიყვარულისა. ბერს ღვთისგან არა მარტო სულიერი, არამედ ხორციელი კურნების მადლი ჰქონდა ბოძებული. მამა გაბრიელს კაცთაგან ქება არ უყვარდა. ასეთ დროს თავისი სალოსური ქმედებებით მაშინვე განაქარვებდა. ამბობდა: "დიდება მხოლოდ ღმერთს შეშვენისო". ყოველთვის ამოუცნობი რჩებოდა. ერთხელ ასეთი რამ მითხრა: "სალოსი თუ გამოიცანი, ის აღარ არის სალოსიო".

/იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 4 2022, 07:58 PM
პოსტი #322


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,941
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყოფითი ვითარებებით მეტად დამწუხრებული ვიყავი. კატიამ [სალოსი] მომკიდა ხელი და ხატებთან მიმიყვანა, - ნუ მწუხარებო, - მითხრა. მერე გამომიტანა სახარება და იოანე მახარებლიდან ის ფრაგმენტები წამიკითხა, გალილეის კანაში ქორწილს რომ ეხებოდა. ორი თვის მერე გავთხოვდი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 8 2022, 05:42 PM
პოსტი #323


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,941
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც კატია [სალოსი] არ გართმევს ფულს ან არ გაქცევს ყურადღებას, ვინც იცის ამ საქციელის უარყოფითი მნიშვნელობა, შეწუხებულად გრძნობს თავს.
მე ამ დღეში ვარ ახლა და ჩემთვის ვლოცულობ: "ღმერთო, ოღონდ რამე მითხრას და თუნდაც მეჩხუბოს!"
წირვა დამთარდა, გამოვდივარ ეზოში, კატიას ვიღაცეები უტრიალებენ გარშემო.
მე ისევ იმას ვფიქრობ.
უცებ მომვარდა - დამიწყო ჩხუბი და ამიტეხა ყვირილი - ძლივს დააწყნარეს!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 10 2022, 10:22 PM
პოსტი #324


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,941
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი] რვალის დიადემას თავის დამდაბლების მიზნით ატარებდა. ამბობდა ხოლმე: "როცა თავი ვინმეზე კარგი მგონია, თავზე რკინის რგოლს ვიკეთებ, ფეხშიშველა გამოვდივარ, ხალხი რომ მიყურებს და იცინის, მაშინ ვმდაბლდები - ვხედავ ჩემს თავს რა ნაგავიცა ვარ". ზოგჯერ როცა დაგვინახავდა, მხრებს შეარხევდა, ხმამაღლა თავმომწონეთ წარმოთქვამდა: "ერეკლე მეფე.. სოლომონ ბრძენი... მიხდება?" და საოცარია, ამ დროს მართლაც მეფე ერეკლესა და სოლომონ ბრძენს ემსგავსებოდა. მიუხედავად გარეგნული სიგლახაკისა, დაბებკილი შესამოსელისა, მასში მართლაც იგრძნობოდა მეფური ღირსება და სიდიადე. ამაში ალბათ დამეთანხმება ყველა, ვინც, ბერს იცნობდა"

/იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 11 2022, 05:54 PM
პოსტი #325


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,941
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ ძალიან მტკიოდა ფეხები, მაგრამ მაინც წავედი ეკლესიაში. სტოასთან მომეგება კატია [სალოსი], თავი დამიკრა და მითხრა: "ფეხები სტკივა, მაგრამ სახლში ჯდომის მაგივრად ეკლესიაში მოვიდა!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 11 2022, 08:37 PM
პოსტი #326


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,941
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[სალოს] კატიასთან ჩემი ერთი შეხვედრა კინემატოგრაფიულ კოლიზიებს უკავშირდება - ერთ ოჯახში, ნაგვიანევი ვიდეობუმისა თუ კომპიუტერიზაციის დანერგვის პერიოდში, მიმდინარეობდა ფილმების დემონსტრირება და ახლო წარსულში ტაბუდადებულ სხვა ფილმებთან ერთად უჩვენეს "ემანუილა". მე მაშინვე მეჩოთირა ფილმის სათაური, რომელიც იმიტირებდა უფლის სადიდებელს - "ემანუილ - ჩვენთან არს ღმერთი", რასაც ხელი არ შეუშლია ჩემთვის, მეცქირა ამ ფილმისთვის. მაგრამ მომდევნო დღეებში, მთელი ორი კვირის განმავლობაში, ერთთავად მიტრიალებდა თავში კითხვა, იყო თუ არა შემთხვევითი, რომ ამ ეროტიკულ-პორნოგრაფიული ფილმის მთავარ გმირს მსგავსი სახელი ერქვა, და ემსახურებოდა თუ არა იგი უფლის დიდების შებღალვასა და უწმინდურებაში ამოსვრას.
იმხანად მომიხდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში გავლა და დამინახა თუ არა, კატიამ ხმის ამოუღებლად მომკიდა ხელი, ეკლესიიდან გვერდითა გასასვლელის, ჩრდილოეთის კარის სიახლოვეს, საკურთხევლის მოპირდაპირე კედელთან მიმიყვანა და დამაყენა ხატთან, რომელზეც წმინდა ნიკოლოზი ექვს სხვა წმინდანთან (წმინდა ალექსანდრე ნეველი, წმინდა პავლე მოციქული, წმინდა ელისაბედი, წმინდა ნიკოლოზი, წმინდა ანა, წმინდა იოანე ნათლისმცემელი, წმინდა პეტრე მოციქული) ერთად არის გამოსახული, მიადო თითი წმინდა ნიკოლოზის გამოსახურებას და მითხრა: - ეს გეუბნება: "ემანუილ!"
ასე დამიდასტურა ჩემი ეჭვი უფლის დიდების შებღალვის მცდელობაში და მის სიტყვებში, ალბათ, საყვედურიც იგულისხმებოდა ჩემ მიმართ, რომ არ დავტოვე კინოსეანსი.
მე კიდევ კარგად გადავრჩენილვარ: როგორც მამა ვახტანგმა მიამბო, ერთ მღვდელს, დილით, შილიფად ჩაცმული დახვედრია კაცია ბებო ეკლესიის ეზოში და აქეთ-იქით უქანავებდა თურმე გავას. მღვდელი იძულებული გამხდარა, ეღიარებინა, რომ წინა საღამოს ეროტიკული ფილმი ჰქონდა ნანახი".

/ნანა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 11 2022, 08:55 PM
პოსტი #327


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,941
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვზივარ ნეველის ეკლესიაში. ჩემ წინ მიაბიჯებს გაჭირვებული კაცი. ვიცი, რომ ჯიბეში რკინის ლარიან მაქვს. სანამ ამოვიღე, კაცმა ჩაიარა. მიჭირავს ლარიანი ხელში გულდაწყვეტილს.
გადავწყვიტე ეს ლარიანი მივცე კატიას [სალოსი] და ის მისცემს მას, ვისაც ძალიან სჭირდება. კატიამ გამომართვა ფული და ისეთ ადგილას დადგა, რომ მე ადვილად დამენახა.
ხალხი მიდი-მოდის, მაგრამ არავის არ აძლევს ფულს. ვფიქრობ, ნუთუ არავინ აღმოჩნდა გაჭირვებული-მეთქი. ამ დროს კატიას წინ სწორედ იმ კაცმა ჩაიარა, ვისთვისაც მინდოდა ფულის მიცემა და კატიამ ჩემ თვალწინ სწორედ მას მისცა ის ლარიანი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 14 2022, 09:07 PM
პოსტი #328


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,941
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სალოსობა - ეს არის ფორმა, რითაც ბერმა ფართო საზოგადოებამდე ღვთის სიტყვა უნდა მიიტანოს"

/მამა გიორგი პავლოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 11 2022, 04:20 PM
პოსტი #329


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,941
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბევრჯერ მომისმენია ოპერის მომღერლის ხმით როგორ უმღერია [ღირს მამა გაბრიელს] ერთ-ერთი ცნობილი არია: "ღვინოვ კახურო, ვარ შენი მსმელი, გინდ თეთრი იყო, გინდა წითელი!.." ო, რა ხმა ჰქონდა, რა მანერები! თან ამას იმ დროს და ისე აკეთებდა, რომ ოდნავადაც არ შეგეპარებოდა ეჭვი მის ლოთობაში.
დიახ, ის ყველაფერს იქმოდა, თავისი ნამდვილი სახე რომ დაეფარა, მაგრამ განა დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა ამისთვის უნიჭიერეს "მსახირობს", გარდასახვის უიშვიათესი უნარის მქონეს? და თუკი შეატყობდა, რომ მაყურებელი აიყოლია, კიდევ უფრო მეტად იჭებოდა "როლებში".

/იღუმენია პარასკევა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 11 2022, 05:28 PM
პოსტი #330


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,941
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რამეთუ განასულელა თავი თვისი ქრისტესთვის ბრძენმან მან და ესრეთ იხილვებოდა, ვითარცა გონება-მიხდილი"

/სვინაქსარი ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა
გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსისა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 14 2022, 08:52 PM
პოსტი #331


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,941
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა გაბრიელმა კიდევ ერთ დას შეარქვა თავისებური სახელი. ეს გახლდათ ჩვენი უხუცესი მონაზონი, ყველასგან ფრიად პატივცემული დედა რაქილი. სიცოცხლის მიწურულს ის დიდ სქემაში აღიკვეცა და გახდა სქემმონაზონი სუსანა. ერში მას ტატიანა ერქვა და, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის უკვე კარგა ხნის მონაზონი იყო, უმეტესობა მას ისევ "ტატიანათი" იხსენიებდა, ზოგი "დედა ტატიანასაც" კი ეძახდა. იშვიათად თუ გაიგონებდი "დედა რაქილს", - მგონი, ასე მხოლოდ ჩვენ, ახალმოსულები მივმართავდით. მამა გაბრიელმა [აღმსარებელი და სალოსი] კი, ამ განუმეორებელმა ადამინმა, რა ქნა? აიღო და ეს ორი სახელი შეაერთა, ერთ მთლიანობად აქცია: "დედა რაქილი... და ტატიანა". მაგრამ მთავარი ის იყო, თუ როგორ წარმოთქვამდა ამ სიტყვებს. აი, ნამდვილი "სპექტაკლი"! ხელებს გაშლიდა, თავს გადააქნევდა და დინჯად, გამოთქმით, თავისებური ინტონაციით დაიწყებდა:
-დედა რაქილი, - აქ ცოტა ხნით შეჩერდებოდა, შემოგხედავდა, შემდეგ კი ხელების ლამაზი მოძრაობით დაასრულებდა: და ტატიანა!
ამას ხან თხრობაში ჩაურთავდა, ხან ისე წამოიძახებდა; თან ზოგჯერ ცოტა ტრაგიკულ ელფერსაც მისცემდა და ისეთი მოსასმენ-სანახავი იყო, გამომეტყველებაც ისეთი მრავალმნიშვნელოვანი გაუხდებოდა ხოლმე, რომ სიცილს ვეღარ ვიკავებდით. თუ ეს დედა რაქილის თანდასწრებით ხდებოდა, ცოტა გვეშინოდა კიდეც, არ გაგვენაწყენებინა, არ ჰგონებოდა, რომ მას დავცინოდით. მაგრამ ჩვენი კეთილი მოხუცი ალბათ ხვდებოდა, რაზედაც გვეცინებოდა. მამა გაბრიელის ახალი გამონაგონი, რასაკვირველია, მაშინვე ავიტაცეთ ახალგაზრდებმა და წარა-მარა ვიმეორებდით, ვცდილობდით მისთვის მიგვებაძა, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელი იყო".

/იღუმენია პარასკევა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 4 2022, 04:40 PM
პოსტი #332


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,941
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[კატია სალოსმა] ერთხელ ძალით გამაგდო შინ - იწვებიო. მივედი სახლში და კაცმა არ იცის, როგორ, კანდელი აყირავებულიყო და ცეცხლი ფანჯარას მოსდებოდა"

/მანანა ცეცხლაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 5 2022, 02:09 PM
პოსტი #333


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,941
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც კატიას [სალოსი] ფულს სწირავდნენ, რამდენიც უნდა მიეცათ, თავისთვის თითქმის არაფერს იტოვებდა - სულ გაჭირვებულებს ახმარდა. ხშირად შემოწირულ ფულს გადაარჩევდა ხოლმე და ნაგვის დიდ კონტეინერში ყრიდა. ერთხელ საფულიანად გადააგდო და როცა ვერ მხედავდა, ამოვიღე და იქ 280 ლარი აღმოჩნდა.

როცა ეტყოდი, ფულს რატომ ყრიო, - გიხასუხებდა, - ეგ ბინძური ფული იყოო.

"ბინძურ ფულს" უპატიოსნო გზით ნაშოვნ ფულს ეძახდა, როცა ათასი მამაძაღლი ჩუქნიდა ალბათ: ქურდები, ვაჭრები, სახელმწიფო მოხელეები.

კატია ერთდროულად იყო ფიცხი და ძალიან თბილი ადამიანი.

ცხოვრობდა ხუხულაში და ხშირად ღამეებს საერთო ტუალეტში ატარებდა.

ზაფხულობით ზოგჯერ ორი პალტო ეცვა და ოფლი ხვითქით გადასდიოდა"

/მანანა ცეცხლაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 6 2022, 11:51 AM
პოსტი #334


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,941
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთ ადამიანს ბავშვი ჰყავდა ძალიან მძიმედ ავად. ბათუმიდან იყო ჩამოსული და მამა ვიტალის საფლავთან ლოცულობდა. ლოცვა რომ დაამთავრა, მოვკიდე ხელი მის ბავშვს და კატიას მივუყვანე. კატიამ მოადო იმ ბავშვს ლოყაში და მეორე დღიდან გამოჯანმრთელდა. ასე იცოდა - გალახავდა ავადმყოფს და კარგად ხდებოდა. მერე ზოგიერთები ხმა უვრცელებდნენ, სცემს ხალხსო"

/მანანა ცეცხლაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 6 2022, 12:14 PM
პოსტი #335


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,941
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთი პერიოდი სულ "ძაღლს" მეძახოდა [კატია სალოსი]. ვერაფერს მივხვდი, ვიდრე მესმე დღეს ძაღლმა არ დამკბინა!"

/მანანა ცეცხლაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 15 2022, 05:47 PM
პოსტი #336


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,941
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა მოუწევდა ბერს [აბბა ფილიმონი] თავისი ნაკეთობის გაყიდვა, რომ არ მომხდარიყო უკმაყოფილება ან გაუგებრობა საუბრისა და ვაჭრობის დროს, იგონებდა გონებრივ სისუსტეს და ყოველი მყიდველიც იღებდა მისგან ნაკეთობას და, როგორც უნდოდა, ისე უხდიდა ფასს. ის კი ქმნიდა კალათებს, მის საფასურს იღებდა დიდი მადლობით და არაფერს ამბობდა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 25 2022, 07:09 PM
პოსტი #337


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,941
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იმ სასწაულების გამო, რომელსაც მამა არსენი [კაბადოკიელი] ღვთის მადლით აღასრულებდა, ხალხი წმინდანად თვლიდა და ასე იყო. ეს მამა არსენს რთულ მდგომარეობაში და აიძულებდა, უფრო დიდი ღვაწლი აეღო, რათა თავიის სიწმინდე დაეფარა და ადამიანთა შექებას გაქცეოდა. რა თქმა უნდა, სიამაყით არ ივსებოდა, მაგრამ ამ წუთისოფელში ადამიანთა ქება მას ღვაწლისთვის მიღებულ ჯილდოებს ართმევდა. ერთადერთი, რაც მას ამ სიტუაციაში დარჩენოდა - უნდა ესალოსა, რასაც აკეთებდა კიდეც. მისთვის მშვიდი რომ არ დაეძახათ, მრისხანებდა. მმარხველი რომ არ ეწოდებინათ, თავს გემოთმოყვარედ მოაჩვენებდა და ასე შემდეგ. თუ ვინმე ეტყოდა, - შენ წმინდანი ხარო, უპასუხებდა, - ყველა შენი ახლობელი გიჟიაო. როცა კაცი თავისი ახლობლების ლანძღვას მოისმენდა, განაწყენდებოდა და მამა არსენს წმინდანს აღარ ეძახოდა, ამბობდა, ის რომ წმინდანი იყოს, ღირსეულად მოიქცეოდაო!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 16 2023, 09:13 PM
პოსტი #338


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,941
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იგი [წმ. გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი] ჭეშმარიტად ისიხასტი, მჭვრეტელი მამა იყო, ოღონდ "დაფარული იგი გულისა კაცი" ერთბაშად არ საცნაურდებოდა შენს წინაშე. მეტადრე მისი სალოსური ქცევისა და მეტყველების შემდეგ გამაოგნებელი და განმაცვიფრებელი იყო მისი ღვთივსულიერი საუბრები. თუმცაღა იგი ყველასთან არ იხსნებოდა ამ კუთხით, რადგანაც ბევრი ჩვენთაგანი "სარწმუნოების რძეს" იყო იმხანად დაწაფებული და "მყარი საზრდელის" მიღება არ შეეძლო"

/დეკ. არჩილ მინდიაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 22 2023, 07:30 PM
პოსტი #339


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,941
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ადრე, როდესაც ქრისტესთვის სულელები ცხოვრობდნენ, ქვეყანაზე ცოტა შეშლილი მოიძებნებოდა. ამიტომ ალბათ ქრისტესთვის სულელებს უნდა მივმართოთ, რომ განკურნონ ბუნებით სულელები და კვლავ ქრისტესთვის სულელთა სამყაროში აღმოვჩნდებით"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 24 2023, 02:41 PM
პოსტი #340


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,941
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა გაბრიელი მონასტრის გარეთ გადიოდა მხოლოდ სალოსობის დროს. როცა სალოსობას შეწყვეტდა, არა თუ მონასტრიდან, არამედ "კელიიდან", ტაძრის ეზოშიც კი, იშვიათად გამოდიოდა"

/ოთარ ნიკოლაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

18 გვერდი V « < 15 16 17 18 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th May 2024 - 06:26 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი