IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

127 გვერდი V « < 125 126 127  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Oct 4 2019, 10:53 AM
პოსტი #2521


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,657
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წმინდა მღვდელმთავართა კალიველი მამა ნექტარიოსი

„წმინდა მღვდელმთავართა კალივაში ახალგაზრდა მორჩილი ჰყავდათ, ნექტარიოსი. მისი მოძღვარი რუმინეთში დაიბადა და მდუმარებით გამოირჩეოდა.

სკიტელმა მამებმა, რომელთაც სულთა განხილვის ნიჭი მოიპოვეს, გადაწყვიტეს, ნექტარიოსი შეემოწმებინათ - შეეტყოთ, "მის კასრში ტკბილი ღვინო ესხა, მჟავე თუ ჩვეულებრივი".

ერთხელ მამა თეოდოსი რამდენიმე სხვა მონაზონთან ერთად ნავმისადგოისკენ გაემართა, მათ შეუერთდა მამა ნექტარიოსიც. მამებმა ჩათვალეს, რომ მისი გამოცდის დრო დადგა. მამა თეოდოსიმ უთხრა: "მამა ნექტარიოს, შენ ჩვენზე ახალგაზრდა ხარ,შეგიძლია ფეხით წახვიდე კარიესამდე და შენი ნაკეთობები ჩანთით წაიღო, ჩვენ კი დავბერდით, თანაც ბევრნი ვართ და ნავში შენი ადგილი აღარ არის".

მამა თეოდოსი წინადაცვეთის კალივიდან იყო. მამა ნექტარიოსმა თავის დაცვა და წინააღმდეგობა დაიწყო. მაშინ მამებმა თავი გადააქნიეს - შენს კასრში ღვინო მთლად დაძმარებულაო. მამა ნექტარიოსი მიხვდა, ეს რასაც ნიშნავდა, დავარდა მიწაზე და ყველას წინაშე შეინანა.

მათ უთხრეს, - ვფიქრობდით, რომ თავს დუმილს აიძულებდი, ახლა თუ მიხვდი, რომ ენა გესლიანი გაქვს და შხამი კეთილი გულისთქმების სიტკბოებით უნდა განაზავოო. მამა ნექტარიოსმა მადლობა გადაუხადა მამებს, რომლებიც მას ვნების შეგრძნებაში დაეხმარნენ. მას მერე იგი თავს მონაზვნური ღვაწლის აღსრულებას აიძულებდა და ცდილობდა, გული ყველაზე უმნიშვნელო ვნებისგანაც კი განეწმინდა. კითხულობდა ღირსი იოანე დამასკელის "საგანძურს". მცირე ხანს ეძინა, ღამისთევის ლოცვის მერე უბრალო დაფაზე წვებოდა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შესთხოვდა, ამ მიწიერი ცხოვრებიდან ათონელ მამათა ხსენების დღეს გაეყვანა.

მართლაც ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ლოცვაში ითხოვდა. სწორედ ამ სასურველ დღეს ღამისთევის მერე გაემგზავრა იგი ზეციურ სავანეში. მთელი ცხოვრება მდუმარების მადლმოსილი ნიჭი განამშვენებდა, რომლის წყალობითაც ვერანაირი საცდური ვერ შეაწყენდა“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 5 2019, 12:02 PM
პოსტი #2522


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,657
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჭეშმარიტი მონაზონი თავის წინ ჭვრეტს გამოცხადებულ უფალს, რომელსაც სურს, ყველას წმინდა ანგელოზად ხედავდეს“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 6 2019, 11:05 AM
პოსტი #2523


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,657
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერ-მონაზონი არის ეკლესიის „ძარღვი და ნერვი“, „მარილი მიწისა და ნათელი ქვეყნისა“, „მაგალითი და მტკიცე დასაყრდენი“, „სინათლე ბნელში მყოფთათვის“.

/თეოდორე სტუდიელი/



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 7 2019, 12:16 PM
პოსტი #2524


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,657
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ყოველთვის, როდესაც მეუდაბნოის კელიაში შედიხარ, თვინიერების გრძნობა უნდა გეუფლებოდეს. რა იყავი, ისიც უნდა დაივიწყო და რას წარმოადგენ, არც ის უნდა გახსოვდეს. ქედმაღლისა და ეგოისტის გზა კელიისკენ არ მიდის“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 8 2019, 11:41 AM
პოსტი #2525


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,657
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როგორ მონასტერშიც არ უნდა მოხვდე, პირველი, რასაც შემოგთავაზებენ მონასტრის ხატების თაყვანისცემა იქნება და რასაც გიწყალობებენ, შესაძლებლობა მოგეცემა ემთხვიო ტაძარში არსებულ წმინდა ნაწილებს“



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 9 2019, 11:32 AM
პოსტი #2526


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,657
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ - თქვენ საიდან ხართ?

- მე სოხუმელი ვარ. რუსეთში გაზრდილი. მონასტრულმა ცხოვრებამ რომ დამაინტერესა, საქართველოში 2013 წელს ჩამოვედი. რამდენიმე მონასტერი მოვიარე და მერე აქ დავფუძნდი. საბოლოოდ მივხვდი, ბერობის იქით გზა არ მაქვს. ღმერთმა გოგნის მონასტერში მომიყვანა. 5 წელია, აქ ვარ“.

/მორჩილი გაბრიელ ქარჩავა/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 10 2019, 12:34 PM
პოსტი #2527


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,657
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



უცნობი წმინდანები და მეუდაბნოენი

"ლავრასა და კავსოკალივას შორის რაიონში მრავალი წელი ცხოვრობდა მოხუცი ბერი პანარეტი. გადაწყვიტა, ხორციელი ღვაწლისთვის თავისი კალივის წინ პატარა ბაღი გაეშენებინა, რომლის ნაყოფნიც ერთგვარად ანუგეშებდა ამ მკაცრ უდაბნოში.

მრავალი წელი გავიდა შრომასა და ღვაწლში. ერთ დღეს მისი წერაქვი რაღაც ფილას მოხვდა. დიდი გაჭირვებით ასწია ქვა - ქვეშ აკლდამა აღმოჩნდა, შიგ გაუხრწნელი წმინდა ნაწილნი ესვენა. სამღვდელო სამოსით შემოსილი განსვენებული თითქოს გუშინ დაეკრძალათ და საკვირველ, ენით აუწერელ სურნელებას აფრქვევდა.

მამა პანარეტი აქ ნახევარი საუკუნე მოღვაწეობდა და არ გაეგონა, ამ ადგილას ვინმე დიდ მეუდაბნოეს ეცხოვრა, როგორიც უეჭველად იყო აკლდამაში დასვენებული წმინდანი.

"წმინდაო ღვთისაო, გამომიცხადე, ვინ ხარ და რამდენ წელს ცხოვრობდი ამ უდაბნოში. გმადლობ, რომ ღირსმყავ მე უღირსი და შენი სიწმინდე მახილვე", - ცრემლმორეული შეჰღაღადებდა განსვენებულს.

ბერმა მთელი ღამე ილოცა, უნდოდა, დილით ეს ამბავი ლავრაში შეეტყობინებინა. განთიადისას ჩაეძინა. ძილში ეს წმინდანი იხილა, რომელმაც მკაცრად ჰკითხა, - ამბა, რას აპირებო.

- წმინდაო ღვთისაო, მინდოდა, ლავრაში წავსულიყავი, რათა იქ წამესვენებინე, ვინაიდან აქ მივიწყებული და უპატიოდ ხარ, - უპასუხა თრთოლით.

- მათთან ერთად არ გვიმოღვაწია!.. მე აქ ორმოცდაათ წელზე მეტხანს ვმოღვაწეობდი. გთხოვ, ძველ ადგილას დამასვენო, კუბოს ფილა დააფარე და სანამ ცოცხალი ხარ, ნურავის ეტყვი.

მამა პანარეტი ასეც მოიქცა. განმარტოებული ცხოვრება განაგრძო და მუდამ ევედრებოდა უცნობ წმინდანს. სიბერეში კავსოკალივაში გადასახლდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ეს ამბავი მამებს მოუთხრო, თუმცა არ გაუმხელია საფლავის ადგილი.“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 11 2019, 01:02 PM
პოსტი #2528


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,657
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თაბორის ნათლის ჭვრეტის გამო ბერს ფერცვლილი თვალები აქვს და ეს ნათელი მოწმობაა ცვლილების მადლმოსილებისა“



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 12 2019, 01:06 PM
პოსტი #2529


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,657
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ესფიგმენოსის მონასტერში, სოფრონის იღუმენობის დროს, იყო ერთი ახალგაზრდა, მაგრამ სათნოებებში წარმატებული მონაზონი. დიდი კრძალულების გარდა, თავმდაბლობითა და ღვაწლით გამოირჩეოდა, მაგრამ ბუნებით სუსტსა და განებივრებულს, რაკი წარჩინებული ოჯახიდან იყო, მოღვაწეობრივ ცხოვრებაზე ერთბაშად გადასვლის გამო ჭლექი შეეყარა.

კეთილგონიერმა იღუმენმა იგი აკურთხა, დიდმარხვაშიც დაკონსერვებული რძე ესვა. ძმამ ეს ყურად იღო და უთხრა, - როგორც მაკურთხებთო, მაგრამ რადგან ღვთის დიდი რწმენა ჰქონდა, დიდბერს თავისი გულისთქმა გაუმხილა: - კურთხევა თუ მექნება, დავლევ ჩაის, ხოლო ქრისტეს შეუძლია იგი რძედ აქციოს და ჩაითაც კი განმკურნოს!

იღუმენი შეძრა მონაზვნის მოშურნეობამ და აკურთხა, რძის ნაცვლად ჩაი დაელია. თუკი იღუმენი შეძრა კრძალული მონაზვნის სიტყვებმა, რაოდენ უფრო მეტად შეძრავდა ისინი ქრისტეს!

ბერი დოროთე, საავადმყოფოს მომვლელი, მიამბობდა, რომ ეს ჩაი ქრისტემ არა თუ რძედ, სამკურნალო წამლად აქცია და მონაზონი ჭლექისგან განიკურნა, მას შეუწყდა სისხლდენა, დაუვარდა სიცხე, გაუარა სისუსტემ და სრულად გამოჯანმრთელდა, შემდეგ კი, დაუღალავად აღასრულებდა სულიერ მოვალეობებსა და მორჩილებებს და სხვა მამების მსგავსად მარხულობდა"


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 01:05 PM
პოსტი #2530


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,657
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ისიქაზმი ნიშნავს არა თავის თავში ჩაკეტილობას, არამედ შინაგან ურთიერთობას ცოცხალ ღმერთთან“



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი დღეს, 11:04 AM
პოსტი #2531


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,657
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მე მინდა მივმართო იმ მშობლებს, ვინც ვერ ეგუება შვილის მონაზვნურ ცხოვრებას: როდესაც სამაჩაბლოში ომი იყო, რამდენმა ახალგაზრდამ მიატოვა დედა, ცოლი, შვილი სამშობლოს სიყვარულის გამო, იმიტომ კი არა, რომ ისინი არ უყვარდა, არამედ - პირიქით. ასევე, ვინც მონასტერში მიდის, ფიზიკურად ტოვებს თავისიანებს, მაგრამ იცის, რომ ღმერთის ხელშია დედაც, მამაც, მთავრობაც“.

/არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია)/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

127 გვერდი V « < 125 126 127
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th October 2019 - 06:00 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი