პაციფიზმი, იარაღი ქრისტიანების ხელში? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პაციფიზმი, იარაღი ქრისტიანების ხელში? |
evangelizer |
Mar 19 2009, 12:54 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 194 რეგისტრ.: 16-March 09 წევრი № 6,657 |
ეს თემა ემსახურება ჯანსაღ დისკუსიას და არ ისახავს მიზნად ვინმეს პირადი რწმენის შეურაცხყოფას!
თემაზე მსჯელობა და არგუმენტაცია არის სავსებით მისაღები და იმედია ეს თემა არ დაიხურება ამის გამო.. თუ ვინმემ ჩემგან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, მას აქვე ვუხდი გულითად ბოდიშს.. ახლა კი თემის შესახებ: ქრისტიანული სამყაროს ომებში მონაწილეობა და სამშობლოსთვის ადამიანის მოკვლა (თუნდაც თანაქრისტიანის) უცხო არ არის... მაგრამ მაინტერესებს რა ბიბლიური საფუძველი აქვს ამ ყოველივეს გამართლებას? იესომ თქვა: "წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი" (მათე28:19) და ისიც უთხრა თავის მოწაფეებს უკანასკნელ საღამოს: "ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთ შორის" (იოანე13:35)... ქრისტეს სურვილია ყველა ერიდან ერთადერთ თაყვანისმცემლობაში გაერთიანებულ ხალს ძმური სიყვარული ჰქონოდათ ერთმანეთში, ნუთუ ამ სიყვარულზე ლაპარაკი შესაძლებელია, როცა ნაციონალიზმის გამო თანამორწმუნეს კლავ? ჯერ-ჯერობით ამით შემოვიფარგლები... ველი იუზერებისგან აქტიურობას პატივისცემის ფარგლებში! -------------------- "წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი და მზად იყავით დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა განმარტებას გთხოვთ".. 1პეტრე3:15 |
guest |
Mar 19 2009, 01:03 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
evangelizer
ციტატა თემაზე მსჯელობა და არგუმენტაცია არის სავსებით მისაღები და იმედია ეს თემა არ დაიხურება ამის გამო.. არსებობს ასეთი თემა "სამხედრო" სადაც გადაღეჭილია ის, რასაც შენ აქ უმიზნებ იქ შებრძანდით და ათეულობით გვერდი სწორედ ამ საკითხს ეხება და თან ჯანსაღი დისკუსიით. სანამ თემას დახურავდნენ შეგეკითხები: სახლში რომ მოგივარდეს ვინმე და ცოლ-შვილის ან ქმარ-შვილის (ჩორტ ზნაეტ კაცი ხარ თუ ქალი) ამოწყვეტას გიპირებდეს, გქონდეს თავის დაცვის საშუალება იარაღით, რას იზამ, ნეტარებით უმზერ შენიანების აჩეხვას? სამშობლოს დაცვაზე არ გეკითხები, რამდენადაც ვიცი თქვენთვის ეს არ არსებობს და უაზრო კითხვა გამომივა. |
evangelizer |
Mar 19 2009, 01:16 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 194 რეგისტრ.: 16-March 09 წევრი № 6,657 |
evangelizer არსებობს ასეთი თემა "სამხედრო" სადაც გადაღეჭილია ის, რასაც შენ აქ უმიზნებ იქ შებრძანდით და ათეულობით გვერდი სწორედ ამ საკითხს ეხება და თან ჯანსაღი დისკუსიით. სანამ თემას დახურავდნენ შეგეკითხები: სახლში რომ მოგივარდეს ვინმე და ცოლ-შვილის ან ქმარ-შვილის (ჩორტ ზნაეტ კაცი ხარ თუ ქალი) ამოწყვეტას გიპირებდეს, გქონდეს თავის დაცვის საშუალება იარაღით, რას იზამ, ნეტარებით უმზერ შენიანების აჩეხვას? სამშობლოს დაცვაზე არ გეკითხები, რამდენადაც ვიცი თქვენთვის ეს არ არსებობს და უაზრო კითხვა გამომივა. არაფერს არ ვუმიზნებ... აზრი მაინტერესებს და ნუ მაინტრიგებ რატომ უნდა დახურონ, მგონი შეეფერება აპოლოგეტიკის განყოფილებას.. იქ მეტყვიან არამართლმადიდებლურ ახსნებს წერო და ა.შ... პირადი თავდაცვა სხვა რამეა.. ნაციონალიზმი კი სულ სხვა! მე რომ მომივარდეს, თავს დავიცავ, მაგრამ არა იარაღის აღებით და მოკვლით... მაგალითად შემიძლია რამე ჩავარტყა და გავაბრუო, ან ავირიდო სხვანაირად, თუ მოკვდა, ეს ჩემი ბრალი არ იქნება, რადგან მას ჩემი და ჩემიანების მოკვლა ჰქონდა განზრახული... მაგრამ გამიზნული მკვლელობა (თუნდაც ამ შემთხვევაში) არ არის გამართლებული! იესო სწორედ ამაზე საუბრობდა, როდესაც თქვა: " თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „თვალის სანაცვლოდ თვალი და კბილის სანაცვლოდ კბილი“, მე კი გეუბნებით: ნუ შეეწინააღმდეგებით ბოროტ კაცს. თუ ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგაწნავს სილას, მეორე ლოყაც მიუშვირე" (მათე5:38, 39)... აქ იესომ ქრისტიანული პრინციპი შეადარა მოსეს კანონს, რომლის მიხედვითაც სამაგიეროს გადახდა ხდებოდა ტოლფასობის პრინციპით და ეს დაგმო ქრისტემ! მაგრამ თემა ეხება სწორედ ნაციონალიზმს... იმაზეც ვიმსჯელოთ, თუ რამდენად უნდა ახასიათებდეს ეს ქრისტიანს. -------------------- "წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი და მზად იყავით დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა განმარტებას გთხოვთ".. 1პეტრე3:15 |
guest |
Mar 19 2009, 01:36 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ციტატა მაგრამ გამიზნული მკვლელობა (თუნდაც ამ შემთხვევაში) არ არის გამართლებული! გასაგებია შენი აზრი. მაგრამ რატომაა "გამიზნული" ეს? შენ ხომ მანამდე წყნარად მიირთმევდი ყავას ან პოპკორნს ტვ-ს წინ და აზრად არ გქონდა ვინმეს დაზიანება ან მოკვლა? ციტატა მაგალითად შემიძლია რამე ჩავარტყა და გავაბრუო, ან ავირიდო სხვანაირად, თუ მოკვდა, ეს ჩემი ბრალი არ იქნება, რადგან მას ჩემი და ჩემიანების მოკვლა ჰქონდა განზრახული.. ნუ ეს შენი გამოუცდელობის ბრალია ალბათ, რამდენადაც წარმოდგენა არ გაქვს იარაღიანი თავდამსხმელის აღმატებულობაზე. ისე კი ხელით მოკლავ, იარაღით თუ ტაფით საბოლოო ეფექტი ამით იცვლება? ციტატა მაგრამ თემა ეხება სწორედ ნაციონალიზმს... იმაზეც ვიმსჯელოთ, თუ რამდენად უნდა ახასიათებდეს ეს ქრისტიანს რა შუაშია ნაციონალიზმი იარაღთან ? ან შემთხვევით პატრიოტიზმს და ნაციონალიზმს ერთმანეთში ხომ არ ურევთ? ვისაც გსურთ, ნუ იბრძოლებთ და ნუ დაიცავთ არა სხვისას, საკუთარსაც და ვისაც ამისთვის ვაჟკაცობა და ჯიგარი გააჩნია, ისინი გააკეთებენ და ბოლო-ბოლო თქვენნაირებს დაიცავენ მაინც ომი ყველაზე მეტად ვისაც არ უყვარს, ეს ჯარისკაცია ... |
evangelizer |
Mar 19 2009, 01:48 PM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 194 რეგისტრ.: 16-March 09 წევრი № 6,657 |
გასაგებია შენი აზრი. მაგრამ რატომაა "გამიზნული" ეს? შენ ხომ მანამდე წყნარად მიირთმევდი ყავას ან პოპკორნს ტვ-ს წინ და აზრად არ გქონდა ვინმეს დაზიანება ან მოკვლა? ნუ ეს შენი გამოუცდელობის ბრალია ალბათ, რამდენადაც წარმოდგენა არ გაქვს იარაღიანი თავდამსხმელის აღმატებულობაზე. ისე კი ხელით მოკლავ, იარაღით თუ ტაფით საბოლოო ეფექტი ამით იცვლება? რა შუაშია ნაციონალიზმი იარაღთან ? ან შემთხვევით პატრიოტიზმს და ნაციონალიზმს ერთმანეთში ხომ არ ურევთ? ვისაც გსურთ, ნუ იბრძოლებთ და ნუ დაიცავთ არა სხვისას, საკუთარსაც და ვისაც ამისთვის ვაჟკაცობა და ჯიგარი გააჩნია, ისინი გააკეთებენ და ბოლო-ბოლო თქვენნაირებს დაიცავენ მაინც ომი ყველაზე მეტად ვისაც არ უყვარს, ეს ჯარისკაცია ... შეიძლება ადამიანი გეჩხუბება და შენ მოუქნიე რამე და მოკვდა.. ეს არის თავის არიდების მცდელობა და არა გამიზნული მოქმედება, რომ შენ გინდოდა მოგეკლა.. ამას სამართლის სისტემაც იტვალისწინებს და სასჯელიც კი უმსუბუქდება. აი რა განსხვავებაა. თავდამსხმელის აღმატებულობა არაფერს შუაშია, იესოს სიტყვებს დააკვირდი. ვისაც უნდა იბრძოლოს, ვისაც უნდა არა, მაგრამ მე ბიბლიურ საფუძველზე ვსაუბრობ.. თემას ნუ მიოFებ -------------------- "წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი და მზად იყავით დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა განმარტებას გთხოვთ".. 1პეტრე3:15 |
guest |
Mar 19 2009, 01:58 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
evangelizer
ციტატა თემას ნუ მიოFებ კი არ გიოფებ, შენ გსურს ასე იყოს ნუ გეშინია ჩემი, მე არ ვარ "ადამხორი" , ისიც აქ ინტერნეტში რისი უნდა გეშინოდეს პ.ს. ეს თემა აქ ზედმეტია, არსებობს მსგავსი თემები მინიმუმ 2 . პ.ს.ს. თანაფორუმელის აზრი რომ არ გავიმეორო, ამ თემიდან გავდივარ პ.ს. სუსლიკობას ქრისტიანობაში ნუ ურევთ! |
afxazi |
Mar 19 2009, 02:01 PM
პოსტი
#7
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
staywhite
ნანა ეს თემა სადაა იქნებ იქნებ მანახო რა. და თუ რამის ტქმა უნდათ იქ თქვან. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
guest |
Mar 19 2009, 02:04 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
afxazi
ციტატა ნანა ეს თემა სადაა იქნებ იქნებ მანახო რა. და თუ რამის ტქმა უნდათ იქ თქვან. სახელმწიფო და ეკლესიის განყოფილებაშია თემა "სამხედრო". ასევე მსგავსი დისკუსიები იყო წმინდა გიორგის თემაში (დიდგორი), რომელიც დახურულია. ჩემი აზრით, თემა სამხედრო შეესაბამება ამას, იქ თავიდან მინიმუმ 20 გვერდი სწორედ ამ საკითხზეა. |
afxazi |
Mar 19 2009, 02:21 PM
პოსტი
#9
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
staywhite
ციტატა ჩემი აზრით, თემა სამხედრო შეესაბამება ამას, იქ თავიდან მინიმუმ 20 გვერდი სწორედ ამ საკითხზეა. თუმცა ვფიქრობ ამ შემთხვევაში თემის ავტორს მოტივი აინტერსებს, ვფიქრობ თეოლოგიური კუთხით, რიღაა გამართლებული სამშობლოს დაცვისას ომში ჩაბმა და ცხადია ადამიანთ მოკვდინება ადამიანებისა. ჩვენც ვუპასუხოთ (თუმცა აზრი არ აქვს) მხოლოდ იმიტომ რომ არ ჩათვალონ პასუხი არ აქვთო. ლუკას სახარებაში არის ასეთი მუხლი, იოანე ანთლისმემელტან დაკავშირებით: "მეომრებმაც ჰკითხეს: ჩვენ კი რა ვქნათო? და უთხრა მათ: ნურავის შეურაცხყოფთ, ნურც ცილს დასწამებთ და დასჯერდით საფასურს თქვენსას". (ლუკა 3,14) რაო იოანემ ახსენა სადმე მეომრობა ცოდვაა და სასწრაფოდ დატოვეთ ჯარის რიგებიო? არამედ თავიანთ სამსახურში ზნეობრივი მსახურების დაცვა შესტავაზა. უფალს იგავის სახით მოყავს ცხოვრებისეყლი მაგალითი და საერთოდ არ ამბობს რომ ბრძოლა ცოდვაა და მსგავსი რამ. "ან რომელი მეფე აღიძვრის მეორე მეფის წინააღმდეგ, თუ თავდაპირველად არ დაჯდა და არ მოითათბირა, შეუძლია თუ არა ათი ათასით კაუმკლავდეს ოცი ათასიან მომხდურს? და თუ არ შეუძლია, ელჩებს გაგზავნის, სანამ ჯერ კიდევ შორსაა მტერი და დაზავებას სთხოვს მას" (ლუკა 14, 31-32) "კესარიაში იყო ერთი კაცი, სახელად კორნელიუსი, ეგრეთწოდებული იტალიური კოჰორტის ასისთავი, მორწმუნე და ღვთისმოშიში მთელი ტავისი სახლეულით, ხალხის მიმართ მრავალმოწყალე და მუდამ ღმერთის მიმართ მლოცველი" (საქმე 10, 1-2) ეხლა ართ ქვათ ამ ასისთავს არცერთი ადამიანი არ ეყოლებოდა ბრძოლებში მოკლული. მაგრამ არათუ ეს არაა ნახსენები, პირიქით მის ზნეობრივ სიმაღლეებზეა ხაზგასმა. მსგავსი მაგალითია მათეს სახარების მერვე თავში ასისთავთან დაკავშირებით. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
guest |
Mar 19 2009, 02:31 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
afxazi
ციტატა ჩვენც ვუპასუხოთ აგაშენა ღმერთმა, დავით პ.ს.ის თემაშიც არის ეს ციტატები მოყვანილი, გიორგის, კანონისტის, მნათეს, კაიროსის და სხვათა მიერ. პ.ს.ს. გავედი ისე აქედან, რამდენადაც აზრი არ აქვს მაგათთან საუბარს და ვინც მიცნობთ იცით, ვაჟკაცობა და გული ჩემთვის რას ნიშნავს ასე რომ აღარ ჩავერევი... |
ქევანა |
Mar 19 2009, 07:06 PM
პოსტი
#11
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა პაციფიზმი, იარაღი ქრისტიანების ხელში? მე ეს კითხვა ვერ გავიგე.. რა იარაღი.. რამეში ვიყენებთ რო? -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
bekas |
Mar 19 2009, 07:42 PM
პოსტი
#12
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 352 რეგისტრ.: 31-October 07 წევრი № 3,078 |
evangelizer
ციტატა პირადი თავდაცვა სხვა რამეა.. ნაციონალიზმი კი სულ სხვა! აი მაგაშია სწორედ თქვენი უბედურება. როცა მთლიანად ერს ეხება მაშინ პაციფისტები ხართ. როცა პირადად თქვენ გეხებათ, მაშინ სხვა საქმეაო. საკუთარი გტკივათ და გაწუხებთ, ერისა კი არა. მართალია staywhite, თქვენთან ამ თემაზე საუბარი წყლის ნაყვაა. წავედი სანამ რამე არ წამომცდა. |
subterranean |
Mar 19 2009, 07:58 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,908 რეგისტრ.: 21-September 07 წევრი № 2,804 |
ნაციონალიზმი რა შუაშია?
საერთოდ, რა არის შენი აზრით ნაციონალიზმი? თუ სამშობლოს დაცვა დასჭირდა, რა, კონსერვატორი არ წავა ბრძოლაში? |
მოყვასი |
Mar 19 2009, 08:35 PM
პოსტი
#14
|
הַלְלוּ-יָהּ ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 |
საინტერესოა ამ თემის თეოლოგიური კუთხით განხილვა. პირადად მე, ჯერჯერობით არ მაქვს სურვილი ამ თემაში აქტიური მონაწილეობის მიღების მაგრამ, სიამოვნებით წავიკითხავდი, თეოლოგიური, ანუ ბიბლიურ, სახარებისეული, ქრისტიანული კუთხით გამართულ, ბიბლიაზე დაფუძნებულ მსჯელობას და სწორედ ამიტომ ვუერთდები evangelizer-ისა და afxazi-ის პოსტებში დაწერილ სიტყვებს:
ციტატა evangelizer: ვისაც უნდა იბრძოლოს, ვისაც უნდა არა, მაგრამ მე ბიბლიურ საფუძველზე ვსაუბრობ.. ციტატა afxazi: თუმცა ვფიქრობ ამ შემთხვევაში თემის ავტორს მოტივი აინტერსებს, ვფიქრობ თეოლოგიური კუთხით, რიღაა გამართლებული სამშობლოს დაცვისას ომში ჩაბმა და ცხადია ადამიანთ მოკვდინება ადამიანებისა. -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
afxazi |
Mar 19 2009, 08:49 PM
პოსტი
#15
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
მოყვასი
ციტატა ლუკას სახარებაში არის ასეთი მუხლი, იოანე ანთლისმემელტან დაკავშირებით: "მეომრებმაც ჰკითხეს: ჩვენ კი რა ვქნათო? და უთხრა მათ: ნურავის შეურაცხყოფთ, ნურც ცილს დასწამებთ და დასჯერდით საფასურს თქვენსას". (ლუკა 3,14) რაო იოანემ ახსენა სადმე მეომრობა ცოდვაა და სასწრაფოდ დატოვეთ ჯარის რიგებიო? არამედ თავიანთ სამსახურში ზნეობრივი მსახურების დაცვა შესტავაზა. უფალს იგავის სახით მოყავს ცხოვრებისეყლი მაგალითი და საერთოდ არ ამბობს რომ ბრძოლა ცოდვაა და მსგავსი რამ. "ან რომელი მეფე აღიძვრის მეორე მეფის წინააღმდეგ, თუ თავდაპირველად არ დაჯდა და არ მოითათბირა, შეუძლია თუ არა ათი ათასით კაუმკლავდეს ოცი ათასიან მომხდურს? და თუ არ შეუძლია, ელჩებს გაგზავნის, სანამ ჯერ კიდევ შორსაა მტერი და დაზავებას სთხოვს მას" (ლუკა 14, 31-32) "კესარიაში იყო ერთი კაცი, სახელად კორნელიუსი, ეგრეთწოდებული იტალიური კოჰორტის ასისთავი, მორწმუნე და ღვთისმოშიში მთელი ტავისი სახლეულით, ხალხის მიმართ მრავალმოწყალე და მუდამ ღმერთის მიმართ მლოცველი" (საქმე 10, 1-2) ეხლა ართ ქვათ ამ ასისთავს არცერთი ადამიანი არ ეყოლებოდა ბრძოლებში მოკლული. მაგრამ არათუ ეს არაა ნახსენები, პირიქით მის ზნეობრივ სიმაღლეებზეა ხაზგასმა. მსგავსი მაგალითია მათეს სახარების მერვე თავში ასისთავთან დაკავშირებით. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მოყვასი |
Mar 19 2009, 09:02 PM
პოსტი
#16
|
הַלְלוּ-יָהּ ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 |
როგორც უკვე გამოვხატე ჩემი პოზიცია, ჯერჯერობით არ ვერთვები თემაში აქტიურად. უბრალოდ მაინტერესებს თვალყური ვადევნო, იუზერების (თეოლოგიურ) მსჯელობას არსებულ თემაზე, რასაც ვაკეთებ კიდეც. ჩემთვის საინტერესო იქნება evangelizer-ის კომენტარების და სხვა იუზერების მოსაზრებების წაკითხვაც. მადლობ აფხაზი.
-------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
death |
Mar 20 2009, 12:30 AM
პოსტი
#17
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
ყველაზე "საინტერესო" მოსაზრება ამ შემთხვევაში იაღოვას მოწმეებს აქვთ
ეს სექტა უარს ამბობს ყოველგვარ სამხედრო ოპრაციაში მონაწილეობაზე, მიზეზი ნათელი უნდა იყოს მოკლედ ერთმა ჟურნალისტმა დაახლოებით ესეთი კითხვა დაუსვა, საქართველოში იაჰოვას მოწმეების წარმომადგენელს (გენადი გუდაძე) საქართველოში: თუ თქვენ უარს ამბობთ ჯარში სამსახურზე, მაშინ რა ბედი ეწევა ისეთ სახელმწიფოს, რომელიც მთლინად იაღოველებით იქნება დასახლებული. ანუ შემოესევიან და გაჟღლიტავენ ისინი კი თავისი ნებით შეაკვდებიან პასუხი არ გაინტერესბთ "არამგონია, იეჰოვას მოწმეებმა ერთი მთლიანი, მაგრამ ცალკე აღებული სახელმწიფო შეადგინონ" ხო დაგლიჯა პასუხმა? რომ შეადგინონ ბატონო გენადი, მერე სად გარბიხართ? -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
evangelizer |
Mar 20 2009, 12:37 PM
პოსტი
#18
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 194 რეგისტრ.: 16-March 09 წევრი № 6,657 |
ყველაზე "საინტერესო" მოსაზრება ამ შემთხვევაში იაღოვას მოწმეებს აქვთ ეს სექტა უარს ამბობს ყოველგვარ სამხედრო ოპრაციაში მონაწილეობაზე, მიზეზი ნათელი უნდა იყოს მოკლედ ერთმა ჟურნალისტმა დაახლოებით ესეთი კითხვა დაუსვა, საქართველოში იაჰოვას მოწმეების წარმომადგენელს (გენადი გუდაძე) საქართველოში: თუ თქვენ უარს ამბობთ ჯარში სამსახურზე, მაშინ რა ბედი ეწევა ისეთ სახელმწიფოს, რომელიც მთლინად იაღოველებით იქნება დასახლებული. ანუ შემოესევიან და გაჟღლიტავენ ისინი კი თავისი ნებით შეაკვდებიან პასუხი არ გაინტერესბთ "არამგონია, იეჰოვას მოწმეებმა ერთი მთლიანი, მაგრამ ცალკე აღებული სახელმწიფო შეადგინონ" ხო დაგლიჯა პასუხმა? რომ შეადგინონ ბატონო გენადი, მერე სად გარბიხართ? ცოტა კორექტულად თუ ისაუბრებ, უფრო მესიამოვნება ადამიანისთვის პასუხის გაცემა.. რაშია საქმე იცი ჩემო კარგო? ვერასოდეს ვერ შეადგენე ქრისტიანები სახელმწიფოს, რადგან იესოს დავალება იყო რომ ყველა ერიდან ერთადერთ თავყანისმცემლობაში გაერთიანებულიყვნენ (მათე28:19)... იესომ თქვა კიდე რითი იქნებოდნენ მისი ჭეშმარიტი მიმდევრები დაკავებულნი უკანასკნელ დროს: "ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს, ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და აი მაშინ მოვა აღსასრული.."(მათე24:14)... არ შეიძლება ჭეშმარიტი ქრისტიანობა იყოს პოლიტეკლესია და შესაბამისად ვერც სახელმწიფოს შექმნიან.. -------------------- "წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი და მზად იყავით დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა განმარტებას გთხოვთ".. 1პეტრე3:15 |
მოყვასი |
Mar 20 2009, 12:51 PM
პოსტი
#19
|
הַלְלוּ-יָהּ ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 |
death
ისე მართლია evangelizer-ი, ცოტა არ იყოს, აგდებული და არაკორექტული საუბარით გამოგივიდა, რომლის გარეშე ალბათ უფრო მეტის თქმას შეძლებდი. ცოტა კორექტულად თუ ისაუბრებ, უფრო მესიამოვნება ადამიანისთვის პასუხის გაცემა.. რაშია საქმე იცი ჩემო კარგო? ვერასოდეს ვერ შეადგენე ქრისტიანები სახელმწიფოს, რადგან იესოს დავალება იყო რომ ყველა ერიდან ერთადერთ თავყანისმცემლობაში გაერთიანებულიყვნენ (მათე28:19)... იესომ თქვა კიდე რითი იქნებოდნენ მისი ჭეშმარიტი მიმდევრები დაკავებულნი უკანასკნელ დროს: "ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს, ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და აი მაშინ მოვა აღსასრული.."(მათე24:14)... არ შეიძლება ჭეშმარიტი ქრისტიანობა იყოს პოლიტეკლესია და შესაბამისად ვერც სახელმწიფოს შექმნიან.. მართალი ხარ ამ მხრივ გეთანხმები evangelizer ისტორიული ფაქტები და თვით ადრინდელი ეკლესიის მამებიც ადასტურებენ რომ პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები არ ხდებოდნენ ჯარისკაცები, შესაბამისად არც იარაღს ატარებდნენ და არც არავის კლავდნენ სახელმწიფოებრივი რა მიზეზიც არ უნდა ყოფილიყო. -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
evangelizer |
Mar 20 2009, 12:51 PM
პოსტი
#20
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 194 რეგისტრ.: 16-March 09 წევრი № 6,657 |
staywhite თუმცა ვფიქრობ ამ შემთხვევაში თემის ავტორს მოტივი აინტერსებს, ვფიქრობ თეოლოგიური კუთხით, რიღაა გამართლებული სამშობლოს დაცვისას ომში ჩაბმა და ცხადია ადამიანთ მოკვდინება ადამიანებისა. ჩვენც ვუპასუხოთ (თუმცა აზრი არ აქვს) მხოლოდ იმიტომ რომ არ ჩათვალონ პასუხი არ აქვთო. ლუკას სახარებაში არის ასეთი მუხლი, იოანე ანთლისმემელტან დაკავშირებით: "მეომრებმაც ჰკითხეს: ჩვენ კი რა ვქნათო? და უთხრა მათ: ნურავის შეურაცხყოფთ, ნურც ცილს დასწამებთ და დასჯერდით საფასურს თქვენსას". (ლუკა 3,14) რაო იოანემ ახსენა სადმე მეომრობა ცოდვაა და სასწრაფოდ დატოვეთ ჯარის რიგებიო? არამედ თავიანთ სამსახურში ზნეობრივი მსახურების დაცვა შესტავაზა. უფალს იგავის სახით მოყავს ცხოვრებისეყლი მაგალითი და საერთოდ არ ამბობს რომ ბრძოლა ცოდვაა და მსგავსი რამ. "ან რომელი მეფე აღიძვრის მეორე მეფის წინააღმდეგ, თუ თავდაპირველად არ დაჯდა და არ მოითათბირა, შეუძლია თუ არა ათი ათასით კაუმკლავდეს ოცი ათასიან მომხდურს? და თუ არ შეუძლია, ელჩებს გაგზავნის, სანამ ჯერ კიდევ შორსაა მტერი და დაზავებას სთხოვს მას" (ლუკა 14, 31-32) "კესარიაში იყო ერთი კაცი, სახელად კორნელიუსი, ეგრეთწოდებული იტალიური კოჰორტის ასისთავი, მორწმუნე და ღვთისმოშიში მთელი ტავისი სახლეულით, ხალხის მიმართ მრავალმოწყალე და მუდამ ღმერთის მიმართ მლოცველი" (საქმე 10, 1-2) ეხლა ართ ქვათ ამ ასისთავს არცერთი ადამიანი არ ეყოლებოდა ბრძოლებში მოკლული. მაგრამ არათუ ეს არაა ნახსენები, პირიქით მის ზნეობრივ სიმაღლეებზეა ხაზგასმა. მსგავსი მაგალითია მათეს სახარების მერვე თავში ასისთავთან დაკავშირებით. გამარჯობა აფხაზი, რამდენადაც მე შენს პოსტებს ვაკვირდებოდი, არ შემიმჩნევია გახასიათებდეს აჩქარებულად იარლიყების მიწერა უსაფიძვლოდ.. მე ნათლად გამოვხატე აზრი, თუ რატომ გავხსენი თემა.. და აზრი აქვს თუ არა შენს მიერ არგუმენტაციას, დამიჯერე, ამას არსებიტად განაპირობებს შენი არგუმენტაციის ხარისხი... მე რომ არ მაინტერესებდეს თქვენი აზრი, თემას არც გავხსნიდი. ახლა რაც შეეხება კომენტარს შენს ამ პოსტზე: 1. ჯერ ერთი ის რომ შენს მიერ ჩამოთვლილ ადამიანს შესაძლებელია ვინმე მოეკლა, ეს არის მხოლოდ შენი ჰიპოთეზა.. 2. ეს ადამიანები იყვნენ იუდეველები, რომლებიც მოსეს კანოს ემორჩილებოდნენ, რომლის მიხედვითაც არსებობდა სამხედრო სამსახური და ის (კორნელიუსი) არ ყოფილა გაცნობილი ქრისტიანობას და ამიტომ ბიბლია მას დადებითად მოიხსენიებს.. ღმერთმა რომ მისი გული და სწორი მოტივები დაინახა, ამიტომაც იზრუნა პეტრესთან მისულიყო და ქრისტიანი გამხდარიყო.. მერე საინტერესოა თუ იყო იგი რაზმის ასისთავი.. 3. იოანე ნათლისმცემელს არ ეხებოდა ქრისტიანული პრინციპების სწავლება, რაც ჯარისკაცებს უთხრა, ეს არაფერს ამტკიცებს.. ჯერ იესო უნდა მოსულიყო.. ქრისტეს კანონიც კი მისი დაღვრილი სისხლის შემდეგ შევიდა ზალაში, ასე რომ მოვლენებს ნუ გაუსწრებ.. 4. იესოს მაგალიტზე კი რისი თქმა გინდა, ვერ ვხვდები.. ადამიანებს რომ გაეგოთ მარტივად, ის მათთვის ნაცნობ სიტუაციებს იყენებდა, თუმცა სულაც არ ნიშნავს რომ იზიარებდა მათ.. მაინც ვნახოთ კონტექსტი, თუ რაზე თქვა ეს იესომ, ის საუბრობდა იმ ძალისხმევაზე, რაც მის მოწაფედ ყოფნისთვის იყო საჭირო. 28-ე მუხლიდან დავიწყოთ: 28 მაგალითად, რომელიმე თქვენგანმა კოშკის აშენება რომ მოისურვოს, განა ჯერ არ დაჯდება და არ გამოთვლის ხარჯებს, რომ ნახოს, აქვს თუ არა საკმარისი სახსრები მის დასამთავრებლად? 29 სხვაგვარად, შეიძლება საძირკველი ჩაყაროს, მაგრამ მშენებლობა ვერ დაამთავროს, და ყველამ, ვინც დაინახავს, მასხრად აიგდოს. 30 იტყვიან, ამ კაცმა შენება დაიწყო და ვეღარ დაამთავრაო. 31 ან რომელი მეფეა, რომ სანამ სხვა მეფესთან საბრძოლველად წავიდოდეს, არ დაჯდეს და არ მოითათბიროს, გაუმკლავდება თუ არა ათი ათასით ოციათასიან მოწინააღმდეგეს? 32 თუ ვერ გაუმკლავდება, სანამ ის მეფე ჯერ კიდევ შორს არის, ელჩებს გაუგზავნის მას და ზავის დადებას სთხოვს. 33 ასევე, ვერც ერთი თქვენგანი, ვინც არ დათმობს მთელ თავის საკუთრებას, ვერ იქნება ჩემი მოწაფე. იესომ არა მარტო ბრძოლას შეადარა შესაძლებლობების წინასწარგანჭვრეტის აუცილებლობა, არამედ კოშკის აშენებასაც.. ასე, რომ ის უბრალოდ თვალსაჩინო მაგალიტებს იყენებდა სასწავლებლად. 1. მანახეთ ბიბლიიდან თუნდაც მინიშნება მაინც სამხედრო სამსახურზე ქრისტიანებთან მიმართბეში. 2. რომელი ქრისტიანი იბრძოდა .. 3. ან როგორ უთავსებთ ქრისტეს დავალებას და "ახალ მცნებას" სიყვარულზე ამ ყოველივეს? -------------------- "წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი და მზად იყავით დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა განმარტებას გთხოვთ".. 1პეტრე3:15 |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 05:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი