''რადგანაც უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება'', რა უნდა გავაკეთოთ, ვიყვიროთ იჰვჰ? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
''რადგანაც უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება'', რა უნდა გავაკეთოთ, ვიყვიროთ იჰვჰ? |
მოყუასი |
May 5 2009, 02:26 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 21-March 09 წევრი № 6,692 |
''რადგანაც უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება'' -- რას ნიშნავს?
აპოლოგეტიკის თემაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, ასეთი აზრი გამოვიტანე: არც ათი მცნებაა საჭირო, არც კეთილი საქმეები და არც რწმენა. ერთადერთი რაც საჭიროა თურმე, ესაა რაც შეიძლება ხმამაღლა დაიყვირო იჰვჰ ან იეღოვა (გემოვნების მიხედვით). ასე ადვილი ყოფილა და როგორ გვაწვალებენ არ იმრუშოო, არ იპაროო, კაცი არ მოკლაო -------------------- გზა არის ორი: ერთი სიცოცხლისა და ერთი სიკვდილისა. ამ ორ გზას შორის დიდი სხვაობაა.
სიცოცხლის გზა ამგვარია: პირველად შეიყვარე ღმერთი, შემოქმედი შენი. მეორედ - მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი. ყველაფერი ის, რაც არ გსურს, რომ შეგემთხვეს შენ, არც შენ შეამთხვიო სხვას. |
ბიძია თომა |
May 5 2009, 02:52 AM
პოსტი
#2
|
t.d ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
აბა რა არც კეთილი საქმე არუნდა აკეთო არც უნდა ილოცო უნდა ახვიდე ან გორის ციხეზე ან რომელიმე კლდეზე და იქიდან დაიძაღო უფლის სახელი მერე ალბათ გეშველება.
-------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
მარიამი |
May 5 2009, 10:15 AM
პოსტი
#3
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ციტატა ერთადერთი რაც საჭიროა თურმე, ესაა რაც შეიძლება ხმამაღლა დაიყვირო იჰვჰ ან იეღოვა (გემოვნების მიხედვით). რა ვიცი, სახარებაში პირიქით წერია და... ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. (მათე 7,21) -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
დათიკო |
May 5 2009, 11:44 AM
პოსტი
#4
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
მოყუასი
ციტატა ''რადგანაც უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება'' -- რას ნიშნავს? ეს თემა, ერთგვარად კალკია, უფლის სახელის თემისა. მაგრამ შეიძლება სხვა მიმართულებითაც წავიდეს: ბუნებრივია, აქ საუბარია იმაზე, ვინც რწმენით იქნება აღვსილი უფლის მიმართ, ცხონდება. ანუ ძველქართულად თუ ვიტყვით: იოველი 2.32 საქმე 2.21 ..."ყოველმან, რომელმანცა ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს" აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ კონრკეტულად იეჰოვას სახელს მოვუხმობთ, იაჰვეს, ელოჰიმს თუ ადონაის. არამედ ზოგადად ღმერთის რწმენაზეა საუბარი. თუ ამაში მეთანხმები გავაგრძელოთ. |
თემო |
May 5 2009, 12:38 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა
ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ. 22. მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? 23. მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2024 - 06:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი