IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მართლმადიდებლური კატეხიზმო, კათოლიციზმის საწინააღმდეგო
აკაკი
პოსტი May 18 2010, 03:01 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



კათოლიციზმის საწინააღმდეგო მართლმადიდებლური კატეხიზმო

შესავალი


კითხვა: აქვთ თუ არა მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს ერთიıდა იგივე რწმენა?

პასუხი: არა, მართლმადიდებლურსა და კათოლიკურ რწმენას შორის არის სხვაობა და ამასთან დიდი სხვაობაც.

კ: რაში მდგომარეობს ეს სხვაობა?

პ: მართლმადიდებლებმა რწმენა წმიდად და შეუბღალავად შეინახეს, ისე, როგორც ის უფალმა იესო ქრისტემ გაგვიცხადა, როგორც ქადაგებდნენ მოციქულნი, როგორც განმარტეს მსოფლიო კრებებმა და ეკლესიის მასწავლებელმა წმ. მამებმა. კათოლიკებმა კი ქრისტიანული რწმენა დაამახინჯეს, ერეტიკული სწავლებების გვერდით დააყენეს და ის წესები მიიღეს, რომლებიც წმ. ეკლესიის გადმოცემებს არ ეთანხმებოდა.

კ: დიდი ხანია რაც კათოლიკები სარწმუნოებრივ ცდომილებაში არიან?

პ: ეკლესია კათოლიკებს შეაგონებდა, მოუწოდებდა უარი ეთქვათ ცდომილებაზე, მაგრამ ისინი ჯიუტობდნენ. მაშინ ეკლესიამ მოიწყვიტა და განკვეთა ისინი.

კ: მათი განკვეთით სწორად მოიქცა ეკლესია?

პ: სწორად მოიქცა, რადგან კათოლიკებმა ყური არ უგდეს მას: “ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაი იგი შენი; ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაი, რაითა პირითა ორისა და სამისა მოწამისაითა დაემტკიცოს ყოველი სიტყვაი; ხოლო უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა; ხოლო უკუეთუ კრებულისაიცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი”(მათე 18, 15-17). პავლე მოციქული ტიტეს მიმართ ეპისტოლეში წერდა: “მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე, უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თვით დასჯილ”(ტიტე 3,10-11).

კ: ამჟამად რა ცდომილებაში არიან კათოლიკები?

პ: კათოლიკეთა მთავარი ცდომილებანია შემდეგი: ისინი ასწავლიან, რომ რომის პაპი მთელი ეკლესიის თავი და ღმერთის მოადგილეა დედამიწაზე, ამტკიცებენ რომ ის არ შეიძლება შეცდეს, როცა სარწმუნოებაზე მსჯელობს და ამიტომ უცდომელს უწოდებენ. ასევე სწამთ, თითქოსდა სულიწმიდა არა მხოლოდ მამისაგან, ძისაგანაც გამოვალს, სცნობენ იოაკიმ და ანასაგან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვას, აქვთ სწავლება წმიდანთა ჭარბ დამსახურებაზე, ჩვილებს მირონს არ სცხებენ და არ “აზიარებენ” მათ, ერისკაცებს აღუკვეთენ “წმიდა სისხლთან” ზიარებას, და მხოლოდ ხმიადით “აზიარებენ”, შაბათობით მარხულობენ, ღვთისმსახურებას ხალხისათვის გაუგებარ ლათინურ ენაზე ასრულებენ, ღვთისმსახურებისას ორღანს იყენებენ და ა.შ.


პაპის მეთაურობის შესახებ.


კ: სწორია თუ არა კათოლიკეთა მტკიცება იმისა, რომ რომის პაპი მთელი ეკლესიის თავი და ქრისტეს მოადგილეა დედამიწაზე?

პ: არა, ეს სწორი არ არის. ეკლესიის თავი თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტეა, რის შესახებაც წერს წმ. პავლე მოციქული ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში: “და ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერხთა მისთა და იგი მისცა მთავრობად ზესთა ყოველთა ეკლესიათა, რომელ-იგი არს გუამი მისი, აღსავსებაი იგი რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო”(ეფეს. 1,22-23).

კ: ხომ არ დაადგინა უფალმა იესო ქრისტემ დედამიწაზე ეკლესიის მეთაურად მოციქულთაგან რომელიმე თავის ნაცვლად?

პ: არა, არ დაუდგენია: უფალმა მოციქულებს მთავრობაზე და უფროსობაზე განსჯაც კი აუკრძალა, როცა უთხრა: “უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ჰგონებედ მთავრად წარმართთა, უფლებედ მათ ზედა, და დიდ-დიდნი მათნი ხელმწიფებედ მათ ზედა? ხოლო არა ეგრე იყოს თქუენ შორის, არამედ რომელსა უნდეს დიდ ყოფაი თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ” (მარკ. 10,42-44).

კ: როგორღა ამტკიცებენ კათოლიკები, თითქოსდა უფალმა წმ. პეტრე მოციქული დაადგინა ეკლესიის თავად და თავის მოადგილედ?

პ: კათოლიკები ცდებიან იმის გამო, რომ არასწორად იგებენ მაცხოვრის სიტყვებს, რომელიც მან უთხრა მოციქულ პეტრეს: “და მე გეტყვი შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას; და მიგცნე შენ კლიტენი სასუფევლისა ცათაისანი, და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰხსნა ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა”(მათე 16,18-19).

კ: რას ნიშნავს სიტყვები “ამას კლდესა ზედა”?

პ: წმ. იოანე ოქროპირი მათეს სახარების განმარტების 53-ე საუბარში ამბობს: “ამას კლდესა ზედა ანუ სარწმუნოებაზე აღვაშენებ ჩემს ეკლესიას. მოციქულის სარწმუნოება კი რაში მდგომარეობს? ის მდგომარეობს შემდეგში: “შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისა”. ნეტარი ავგუსტინე მეორე ტრაქტატში იოანეს პირველი ეპისტოლეს შესახებ წერს: “რას ნიშნავს სიტყვები: აღვაშენო ეკლესიაი ჩემი ამას კლდესა ზედა? ეს ნიშნავს: ამ რწმენაზე, ამ სიტყვებზე - “შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისა”.

კ: სახარებიდან რა მოჰყავთ საფუძვლად კათოლიკებს იმის მტკიცებისთვის, თითქოსდა უფალმა ეკლესიის თავად და თავის მოადგილედ დედამიწაზე წმ. პეტრე დაადგინა?

პ: პირველ რიგში კათოლიკებს მოჰყავთ მაცხოვრის სიტყვები პეტრესადმი: “სიმონ, სიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად ვითარცა იფქლი; ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რაითა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაი შენი; და შენ ოდესმე მიიქეც და განამტკიცენ ძმანი შენნი (ლუკა 22,31-32). ამ სიტყვებიდან კათოლიკები აკეთებენ დასკვნას, თითქოსდა პეტრე მოციქულს დაევალა დანარჩენი მოციქულების დამტკიცება ანუ ჩააბარა მათზე მთავრობა და მეუფება. მეორე - კათოლიკები ამტკიცებენ, თითქოსდა სიტყვებით: “აძოვენ კრავნი ჩემნი” და “დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი” მაცხოვარმა ძალაუფლება ჩააბარა მოციქულ პეტრეს არა მხოლოდ ქრისტიანებზე, არამედ მოციქულებზეც (იოანე 21,15-17).

კ: როგორ უნდა შევხედოთ კათოლიკეთა ამგვარ განმარტებას?

პ: ეს განმარტება უეჭველად არასწორია და მცდარი. ერთის მხრივ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ “ძმებში” და “ცხვრებში”, რომელთა დამწყსვაც მოციქულ პეტრეს დაავალა უფალმა, სწორედ მოციქულები ვიგულისხმოთ. მეორეს მხრივ მოციქულებს წმ. პეტრე თავიანთ მეთაურად არასდროს ჩაუთვლიათ.

კ: საიდან ჩანეს ეს?

პ: უპირველესად თორმეტი მოციქულისადმი უფლის სიტყვებიდან, სადაც ნათქვამია, რომ მათ თანაბარი ხელისუფლება აქვთ და ქრისტეს გარდა არავინაა მათი მსაწავლებელი. აი ეს სიტყვები: “ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბი, რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ; და მამით ნუვის ჰხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამაი თქუენი, რომელ არს ცათა შინა”(მათე 23,8-9).

კ: იქნებ ეს სიტყვები არა მხოლოდ მოციქულთა, დანარჩენი ქრისტიანების მიმართაც ითქვა?

პ: არა, იმიტომ, რომ მოციქულნი ქრისტიანებს შვილებს უწოდებდნენ(იოანე 2,1-18), თავიანთ თავს კი მამებს, რადგან შობდნენ მათ სულიერი ცხოვრებისათვის: “რამეთუ დაღათუ ბევრ მზარდულ გეხსნენ ქრისტეს მიერ, არამედ არა მრავალ მამა, რამეთუ ქრისტე იესუის მიერ სახარებისა მისგან მე გშვენ თქუენ; აჰა ესერა მესამედ განმზადებულ ვარ მისვლად თქუენდა და არავე დაგიმძიმო თქუენ; რამეთუ არა ვეძიებ თქუენსა, არამედ თქუენ. რამეთუ არა შვილნი მამა-დედათა უუნჯებენ, არამედ მამა-დედანი შვილთა”(Iკორ. 4,15; Iıკორ. 12,14).

კ: კიდევ საიდან ჩანს, რომ მოციქულები პეტრეს თავიანთ თავად არ თვლიდნენ?

პ: ეს ჩანს თუნდაც იქიდან, რომ იერუსალიმში შეკრებილმა მოციქულებმა თავმჯდომარეობა არა პეტრეს, არამედ იაკობს დააკისრეს: “ ... და შემდგომად დადუმებისა მათისა მიუგო იაკობ და ჰრქუა: კაცნო ძმანო ისმინეთ ჩემი” (საქმე 15,13). ასევე ცნობილია, რომ ერთხელ პავლე მოციქული “წინააღუდგა” მოციქულ პეტრეს: “და რაჟამს მოვიდა პეტრე ანტიოქიად, წინაშე პირსა მისსა აღუდეგ, რამეთუ შეკდემულ იყო; და რამეთუ პირველ მოსვლადმდე ვიეთთამე იაკობისაგან წარმართთა თანა ჭამდა, ხოლო რაჟამს მოვიდეს, იჯმნა და განაშორა თავი თვისი, რამეთუ ეშინოდა წინადაცუეთილთა მათგან” (გალატ. 2,11-14). ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რომ მოციქულნი პეტრეს თანასწორად, თანამოძმედ თვლიდნენ და არა მთავრად.

კ: რა მიზნით ცდილობენ კათოლიკები პეტრეს მთავარ მოციქულობის დამტკიცებას?

პ: რამდენადაც პეტრე მოციქული კათოლიკეთა აზრით არა მხოლოდ თავი იყო ეკლესიისა, არამედ ქ. რომის ეპისკოპოსიც, აქედან ისინი ასკვნიან, რომ რომის პაპი, როგორც პეტრე მოციქულის მემკვიდრე, მთელი ეკლესიის თავს წარმოადგენს.

კ: იყო თუ არა სინამდვილეში პეტრე რომის ეპისკოპოსი?

პ: ეს საკითხი დიდ ეჭვქვეშაა. პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: “და ვითარცა ცნეს მადლი იგი, რომელ მოცემულ იყო ჩემდა, იაკობ და კეფა და იოანე, რომელნი იგი ჰგონებდეს სუეტად თავთა თვისთა, მარჯუენე მოგუცეს მე და ბარნაბას ზიარებისაი, რაითა ჩუენ წარმართთა მიმართ, ხოლო იგინი წინადაცუეთილებისა მიმართ” (გალ. 2,9). ანუ მოციქული ამბობს: “უწყოდეს, რამეთუ რწმუნებულ არს ჩემდა სახარებაი იგი წინადაუცვეთელებისაი, ვითარცა-იგი პეტრეს წინადაცუეთილებისაი”(გალ. 2,7). თუკი პეტრე მოციქულს თვით უფლისაგან ჰქონდა ნაბრძანები ექადაგა წინადაცვეთილთათვის ანუ იუდეველთათვის, როგორღა უნდა ყოფილიყო ის რომის ქრისტიანთა ან წარმართთა ეპისკოპოსი? ამასთანავე პავლე მოციქულს, როგორც ცნობილია დაწერილი აქვს რომაელთა მიმართ ეპისტოლე, რასაც ის არასგზით არ გააკეთებდა იქ წმ. პეტრეს - თვით ეკლესიის თავის ეპისკოპოსობის შემთხვევაში, როგორც ამას კათოლიკები ამტკიცებენ. პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პირდაპირ ამბობს: “მე ვცდილობდი მეხარებინა არა იქ, სადაც ქრისტეს სახელი უკვე იყო ცნობილი, რათა სხვის ნაღვაწზე არ მეღვაწა” - “ხოლო ესრედ პატივცემულ ვარ სახარებად, არა თუ სადა სახელ-დებულ არს ქრისტე, რაითა არა სხუასა საფუძველსა ზედა ვაშენებდე” (რომ. 15,20).

კ: სცნობდნენ თუ არა ძველი ქრისტიანები რომის პაპს მთელი ეკლესიის მეთაურად?

პ: არა, არ სცნობდნენ. ცნობილია, რომ მოციქულების და მათ შორის პეტრეს გარდაცვალების შემდგომ მოციქულმა იოანე ღვთისმეტყველმა კიდევ კარგა ხანს იცოცხლა. შეუძლებელია დავუშვათ, რომ ძველ ქრისტიანებს რომის პაპი წმ. იოანეზე მაღლა დაეყენებინათ.

კ: მომდევნო პერიოდებში ხომ არ ჩაუთვლიათ ქრისტიანებს რომის პაპი ეკლესიის მეთაურად?

პ: არა, არ ჩაუთვლიათ. მსოფლიო კრებებზე, რომლებიც მთელი ეკლესიის ხმას წარმოადგენდა, განსაზღვრულ იქნა რომის პაპის დანარჩენ პატრიარქებთან თანაბარი უფლებები.

კ: რომელმა მსოფლიო კრებებმა განსაზღვრეს ეს?

პ: პირველმა მსფოლიო კრებამ მე-6 წესად დაადგინა: “დაცულ იქნეს ეგვიპტეში, ლიბიასა და ხუთქალაქში (პენტოპოლისში), რომ ყველა ამათზე ვრჩელდებოდეს ალექსანდრიის ეპისკოპოსის ძალაუფლება. ასეთივე ჩვეულება არის რომის ეკლესიაშიც, ანტიოქიაშიც და სხვა სამთავროებშიც – დაცულია რომელიმე ეკლესიის უპირატესი ძალაუფლება”. ამ წესის მიხედვით რომის პაპი გათანაბრებული იყო ალექსანდრიის, ანტიოქიის პატრიარქებთან და სხვა საოლქო ეპისკოპოსებთან. იგივე კრებამ მე-7 წესად დაადგინა “რადგან ჩვეულებით დამტკიცებულია და ზეციდან მოცემული, რომ პატივი მიეგოს ელიის (იერუსალიმის) ეპისკოპოსს, ამოტომ ამ ქალაქს შეურყევლად ჰქონდეს მიტროპოლიტის პატივი”. ამ წესით რომის პაპთან იერუსალიმის პატრიარქიც იყო გათანაბრებული.
მე-2 მსოფლიო კრებამ მე-3 კანონით დაადგინა. “კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს აქვს უპირატესობა, ანუ წარჩინებულება პატივისა, რომელიც რომის ეპისკოპოსის პატივის ტოლია, ვინაიდან კონსტანტინოპოლი არის ახალი რომი”. ამ წესით კონსტანტინოპოლის პატრიარქი პაპთან იყო გათანაბრებული. ის რაც დადგინდა პირველ ორ კრებაზე, შემდგომ მსოფლიო კრებებზე იქნა განმტკიცებული. ასე, მე-4 მსოფლიო კრებამ 28-ე წესად დაადგინა: “დადგენილება ამ წმიდა კრებისა, რომელიც შეეხო კონსტანტინოპოლის ეკლესიის წმიდა საყდრის დიდებულებას . . . ძველი რომის საყდარს მამებმა სამართლიანად მიანიჭეს უაღრესი პატივი, რადგან იგი სამეფო ქალაქია. ამავე ფიქრით აღძრულმა ასორმოცდაათმა ღვთივმოყვარე ეპისკოპოსმა თანასწორი პატივი დაუწესა ახალი რომის უწმინდეს საყდარს”.
მე-6 მსოფლიო კრების 36-ე კანონში იგივეა დადასტურებული: “ამ სამეფო ქალაქში შეკრებილი ას ორმოცდაათი და ქალკედონში შეკრებილი ექვსას ოცდაათი წმინდა მამის სჯულისდებას განვაახლებთ და ვადგენთ: განვსაზღვრავთ: კონსტანტინოპოლის საყდარს ძველი რომის საყდრის სწორი პატივი უნდა ჰქონდეს . . . შემდეგ იყოს დიდი ქალაქის, ალექსანდრიის საყდარი და მის შემდეგ – იერუსალიმის საყდარი”.
ამგვარად ყველა საოლქო ეპისკოპოსს ან პატრიარქს მსოფლიო კრებათა განსაზღვრით თანაბარი უფლებები და ხელისფულება ჰქონდა.

კ: შეეძლოთ თუ არა საოლქო ეპისკოპოსებს და მათ შორის რომის პაპს განევრცოთ თავიანთი ხელისუფლება სხვა ეკლესიებზე?

პ: არა, არ შეეძლოთ. მე-2 მსოფლიო კრება მე-2 კანონით ადგენს: “არც ერთ ეპისკოპოსს არა აქვს უფლება გასცდეს თავის ეკლესიის საზღვრებს და შეიჭრას სხვა ეკლესიის საზღვრებში, რათა არ მოახდინოს ეკლესიათა აღრევა”. მე-3 მსოფლიო კრება მე-8 კანონით იგივეს ადგენს: “ნურც ერთი ეპისკოპოსი ნუ მიიტაცებს სხვა ეპარქიას, რომელიც თავიდანვე და ძველთაგანვე არ ემორჩილებოდა მას და არ იყო მის წინამორბედ საყდრისმპყრობელთა გამგებლობის ქვეშ. ხოლო თუ ვინმე მიიტაცებს და დაიმორჩილებს სხვის ეპარქიას იძულებით, განტავისუფლებულ უნდა იყოს იგი, რათა არ დაირღვეს მამათა კანონი და მღვდელმთავრებში არ იჩინოს საერო მთავრობისმოყვარეობის ამპარტავნებამ და მედიდურობამ”.

კ: როგორ უყურებდნენ მსოფლიო კრებები რომის პაპების მცდელობას გაევრცელებინათ თავიანთი ხელისუფლება სხვის საეკლესიო ოლქებზე?

პ: კრებები, კერძოდ მე-7 მსოფლიო კრების მიერ დამტკიცებული კართაგენის ადგილობრივი კრების 139-ე კანონი ამას კრძალავს იმ ეპისკოპოსთა გადაყენების მუქარით, რომლებიც საჩივრით პაპს მიმართავდნენ.

კ: კიდევ რითი ცდილობენ ლათინები თავიანთი პაპების მეთაურობის დამტკიცებას?

პ: ისინი სხვათა შორის ამბობენ, რომ ძველ აღთქმაში ყველა მორწმუნისათვის ერთი მღვდელმთავარი იყო. ამიტომ ახალ აღთქმაშიც უნდა იყოს ყველა ქრისტიანის ერთი სულიერი თავი, რომელიც ღვთის წინაშე ყველასათვის იწინამძღვრებს.

კ: შესაძლოა თუ არა წმ. წერილში ამ აზრის დადასტურების პოვნა?

პ: არა, პირიქით: მოციქული პავლე ნაცვლად ამბობს, რომ ძველი აღთქმის ერთურთის მემკვიდრე მღვდელმოძღვართა შემცვლელნი იქნებიან არა ახალი აღთქმის მღვდელმთავარნი - კაცნი, არამედ ერთადერთი, საუკუნო მღვდელმთავარი უფალი ჩვენი იესო ქრისტე(ებრ. 7:23,24,28).

კ: რა უნდა ვუპასუხოთ ლათინებს, როცა ისინი ამბობენ, თითქოსდა იესო ქრისტეს არ ძალუძს ეკლესიის მართვა იმიტომ, რომ ზეცად ამაღლდა. ჩვენ კი ხილული მღვდელმთავარი და მეოხი გვესაჭიროება?

პ: მათ პავლე მოციქულის სიტყვებით უნდა ვუპასუხოთ: ,,ვინაიცა ყოვლითურთ ცხოვრებად შემძლებელ არს მათდა, რომელნი-იგი მის მიერ მოუხდებიან ღმერთსა, და სამარადისოდ ცხოველ არს მეოხად მათდა“(ებრ. 7-25).

კ: რომის პაპის მეთაურობის შესახებ ლათინთა სწავლებასთან დაკავშირებით ზემოთთქმულიდან რა დასკვნა უნდა გაკეთდეს?

პ: უნდა დავასკვნათ, რომ ეს სწავლება მაცხოვრისა და წმ. მოციქულთა სწავლების, წმ. ეკლესიის გადმოცემის საწინააღმდეგოა.

პაპის მეთაურობის შესახებ II


კითხვა: სწორად ამტკიცებენ თუ არა კათოლიკები, თითქოსდა რომის პაპი არ შეიძლება შეცდეს, როცა რწმენის შესახებ განსჯის?

პასუხი: არა, ეს სწორი არ არის, რადგან იყვნენ პაპები, რომლებიც სარწმუნოებაში უეჭველად სცდებოდნენ.

კ: სარწმუნოებაში შეუმცდარი პაპებიდან რომელია ცნობილი?

პ: ცნობილია პაპი ვიქტორი (192წ.), რომელიც ერთ დროს მონტანელთა ერესს ეთანხმებოდა; ცნობილია პაპი ლიბერიუსი, რომელმაც მხარი დაუჭირა წმ. ათანასეს გასამართლებას და იმისათვის, რომ გადასახლებიდან დაბრუნებულიყო და ადრინდელი კათედრა ისევ მიეღო, არიანელი გახდა (358წ.); ასევე ცნობილია პაპი ჰონორიუსი (625წ.), რომელიც მონოთელიტური ერესის მიმდევარი იყო, რის გამოც მე-6 მსოფლიო კრებამ დაგმო იგი.

კ: კიდევ რატომ არ შეიძლება რომის პაპის უცდომელობის ცნობა სარწმუნოებრივ საკითხებზე განსჯაში?

პ: იმიტომ, რომ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ეს უცდომელობა მთელ ეკლესიას ჩააბარა. ცალკეული ადამიანი კი ყოველთვის შეიძლება შეცდეს და არასწორად განსაჯოს.

კ: უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ამის შესახებ როგორი სწავლება დაგვიტოვა?

პ: მან თქვა: ,,ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას. რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაი იგი შენი; ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაი, რაითა პირითა ორისა და სამისა მოწამისაითა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაი; ხოლო უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა; ხოლო უკუეთუ კრებულისაიცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი“(მათე 18,15-17).

კ: რატომ მიანდო უფალმა სარწმუნოებრივ საკითხებში უცდომელობა მთელ ეკლესიას და არა რომელიმე ცალკეულ პირს?

პ: იმიტომ, რომ მოციქულის სწავლებით მხოლოდ ეკლესიაა ,,სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაი“(1 ტიმ. 3,15). გარდა ამისა პაპები ხშირ შემთხვევებში მძიმედ ცოდვილნი იყვნენ, რასაც პაპისტებიც ვერ უარყოფენ. ასეთ ადამიანებს კი ღვთაებრივი ჭეშმარიტების შეცნობა არ შეუძლიათ.

კ: საიდან ჩანს ეს?

პ: ეს ჩანს ღვთის სიტყვიდან, რომელიც დაამოწმებს, რომ ,,რამეთუ ბოროტსა მოქმედსა სულსა არა შევიდეს სიბრძნე და არცა დაიმკვიდროს ხორცთა შინა განკაფულთა ცოდვითა. რამეთუ სული წმიდაი სწავლისაი ევლტის ზაკუვასა და განეშორების გულისსიტყუათაგან უგულისხმოთა, და ემხილოს, მო-რაი-იწიოს მათ ზედა სიცრუვე”(სიბრძ. სოლომ. 1,4-5).

კ: სცნობდა თუ არა პაპის უცდომელობას სარწმუნოებრივ საკითხებში ძველი ეკლესია?

პ: არა, არ სცნობდა.

კ: საიდან ჩანს ეს?

პ: ეს ჩანს შემდეგიდან: როცა ეკლესიაში ერეტიკოსები ჩნდებოდნენ და სარწმუნოებაზე განსჯას იწყებდნენ, ეკლესია არასდროს ცალკეული პირის ხმას არ ეყრდნობოდა, არამედ მსოფლიო კრებებს იწვევდა.

კ: იქნებ მსოფლიო კრებები რომის პაპების ხმით ხელმძღვანელობდნენ?

პ: არა, პაპები კრებებზე არც კი ცხადდებოდნენ. ისინი თავიანთ მოადგილეებს აგზავნიდნენ, რომლებსაც არასდროს ეკავათ პირველი პირის მდგომარეობა.

კ: კრებებზე რომელი განმანათლებლები თავმჯდომარეობდნენ?

პ: პირველ მსოფლიო კრებაზე თავმჯდომარეობდა ოსია კორდუბელი(?); მეორეზე ერთმანეთის მიყოლებით თავმჯდომარეობდნენ აღმოსავლელი განმანათლებლები: მელეტი ანტიოქიელი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, ტიმოთე ალექსანდრიელი და ნექტარიოს კონსტანტინეპოლელი; მესამეზე - წმ. კირილე ალექსანდრიელი; მეოთხეზე - ანატოლი კონსტანტინეპოლელი; მეხუთეზე - ევტიხი კონსტანტინეპო-ლელი; მეექვსეზე - თავად ბერძენი იმპერატორი კონსტანტინე ჰაგონატი 668-685წ. მეშვიდე კრებაზე - კონსტანტინოპოლის პატრიარქი ტარასი.

კ: სცნობდნენ თუ არა სარწმუნოებაში პაპის უცდომელობას თუნდაც დასავლეთის ძველ ეკლესიაში?

პ: პაპის უცდომელობას სარწმუნოებრივ საკითხებში არა მარტო არ სცნობდა დასავლეთის ძველი ეკლესია, მსოფლიო ეკლესიისაგან მისი განყოფის შემდგომაც კი ლათინური კრებები ასამართლებდნენ და განაყენებდნენ პაპებს. ასე მაგალითად პიზის კრებამ (1409წ.) განაყენა პაპი გრიგოლ მე-12 და ბენედიქტე მე-13; კონსტანცის კრებამ (1414-1418წლები) პაპს იოანე 23-ეს ხარისხი ჩამოართვა.

კ: როდის გამოცხადდა ლათინურ ეკლესიაში სწავლება პაპის უცდომელობის შესახებ?

პ: ეს სწავლება გამოცხადებულ იქნა რომში, ვატიკანის კრებაზე 1870 წელს.

კ: რა უნდა ითქვას ამ სწავლების შესახებ?

პ: ეს სწავლება ახლადგამოგონილია და წმ. წერილისა და საეკლესიო გადმოცემების საწინააღმდეგოა.

სულიწმიდის გამომავლობის შესახებ


კ: სწორად ამტკიცებენ თუ არა კათოლიკები, თითქოსდა სული წმიდა არა მხოლოდ ,,მამისაგან“, არამედ ,,ძისაგანაც“ გამოვალს?

პ: არა, არასწორად. წმ. წერილში არის მოწმობები, რომლებიდანაც ნათლად ჩანს, რომ სული წმიდა მხოლოდ მამისაგან გამოვალს.

კ: წმ. წერილის რომელი მოწმობიდან ჩანს ეს?

პ: უფალმა იესო ქრისტემ მოციქულებს უთხრა: ,,ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაი, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის” (იოანე 15,26). აქ პირდაპირ ნათლადაა ნათქვამი, რომ სულიწმიდა მხოლოდ მამისაგან გამოვალს.

კ: სახარების რომელი ადგილიდან ჩანს, რომ სული წმიდა არ შეიძლება ძისაგან იყოს გამომავალი?

პ: ეს ჩანს ნათლიღების ამბიდან, სადაც ნათქვამია, რომ სული წმიდა ,,გარდამომავალი ვითარცა ტრედი მოვიდა და დაადგრა მას ზედა“(მათე 4,16); ,, ... და სული ღმრთისაი გარდამომავალი ვითარცა ტრედი მოვიდა და დაადგრა მის ზედა(მარკ. 1,10); ,,და გარდამოხდა სული წმიდაი ხორციელითა ხილვითა ვითარცა ტრედი მის ზედა“(ლუკა 3,22); ,,რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა“(იოანე 1,33). სულიწმიდა ძისაგანაც რომ გამოსულიყო, რისთვისღა ,,დაადგრებოდა მას ზედა“ მამისაგან?

კ: თუკი სულიწმიდა არ გამოდის ძისაგან, მაშინ როგორ უნდა გავიგოთ წმ. წერილის ის ადგილები, სადაც ძის სულზეა ლაპარაკი? ,,და რამეთუ ხართ შვილნი, გამოავლინა ღმერთმან სული ძისა თვისისაი გულთა შინა ჩუენთა(გალატ. 4,6); ,,რამეთუ უწყი, ვითარმედ ესე მექნეს მე საცხოვრებელად თქუენითა ვედრებითა და შეწევნითა სულისა ქრისტე იესოისითა“(ფილიპ. 1,19); ,,უკუეთუ ვისმე სული ქრისტესი არა აქუს, იგი არა არს მისი“(რომ. 8,9).

პ: ზემოთ მოყვანილ ადგილებში ლაპარაკია არა სულიწმიდაზე, არამედ იმ სულიერ ნიჭებზე, რომლებიც უნდა გააჩნდეთ ქრისტეს მორწმუნე ადამიანებს. წმ. მოციქული წერდა: ,,რამეთუ არა მიგიღებიეს სული იგი მონებისაი, რაითამცა კუალად გეშინოდა, არამედ მიგიღებიეს სული იგი შვილებისაი, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო“(რომ. 8,15).

კ: შეიძლება თუ არა ძისაგან სული წმიდის გამომავლობის შესახებ ისწავლებოდეს მაცხოვრის შემდეგი სიტყვების საფუძველზე: ,,ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ“?

პ: არა, არ შეიძლება. პირველ რიგში: სიტყვებს, ,,მე მოვავლინო“, მაცხოვარმა დაუმატა - ,,მამისა ჩემისა მიერ“ და ამით გვიჩვენა, რომ სულიწმიდა მამისაგან გამოვალს; მეორე - თუკი სულიწმიდის გამომავლობას ვასწავლით მხოლოდ ,,მე მომავლინოს“ საფუძველზე, მაშინ ლაპარაკი მოგვიწევს სული წმიდისაგან ძის გამომავლობაზეც იმდენად, რამდენადაც წმ. წერილში მოიპოვება ცნობები სული წმიდის მიერ ძის გამოგზავნის შესახებ(ესაია 48,16; 61,1; ლუკა 4,18).

კ: როგორ ასწავლიდა სული წმიდის გამომავლობას ძველი ეკლესია?

პ: ძველი ეკლესია ასწავლიდა, რომ სული წმიდა მხოლოდ მამისაგან გამოვალს. წმ. მამებმა მე-2 მსოფლიო კრებაზე დაადგინეს: ,,და სულიწმიდა უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს“.

კ: ჰქონდათ თუ არა ქრისტიანებს უფლება სულიწმიდის შესახებ მეორე კრების ამ განსაზღვრებისათვის რაიმე დაემატებინათ, მაგ: ,,და ძისაგან“, როგორც ეს კათოლიკებმა გააკეთეს?

პ: არა, არ ჰქონდათ. მე-6 მსოფლიო კრების მონაწილე მამებმა დაადგინეს: ,,ხოლო უკუეთუ ვინმე ყოველთაგანი არა პირველთქუმულთა ამით კეთილად მსახურებისა სჯულთა შეიტკბობდეს და შეუდგეს და ესრეთ აღიარებდეს და ქადაგებდეს, არამედ წინაუკმო გარდაქცევასა ამათსა ხელჰყოფდეს, იყავ შეჩუენებულ წინაისწარ განჩინებულისა მისებრ საზღვრისა პირველმოხსენებულთა მიერ წმიდათა და ღმერთშემოსილთა მამათა და ქრისტეანეთა კრებულისაგან, ვითარცა უცხოი განიხადენ და განვარდინ, რამეთუ ჩუენ არცა შემატებასა რასმე და არცა დაკლებასა თავს-ვიდებთ, რაითურთით პირველ განჩინებულთა მათ სარწმუნოებისა საზღვართასა, ანუ გარდავხდებით რომელსაცა სიტყუასა“(მე-6 მსოფ. კრე. წესი 1).

კ: საიდან გაჩნდა კათოლიკებთან სარწმუნოების სიმბოლოში დამატება - ,,და ძისაგან“?

პ: ამ დროის ზუსტად განსაზღვრა ძნელია, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ კარგა ხნის მანძილზე კათოლიკები მართლმადიდებლების მსგავსად სარწმუნოების სიმბოლოს ,,და ძისაგან“ - სიტყვების გარეშე კითხულობდნენ. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 809 წელს, რომის პაპმა ლეონ III-მ რომში, წმ. პეტრეს ტაძარში ორი ვერცხლის დაფა დაადგმევინა. ერთ დაფაზე სიმბოლო ლათინურად ეწერა, მეორეზე - ბერძნულად. ორსავე დაფაზე ის ,,და ძისაგან“ - სიტყვების გარეშე იყო დაწერილი.

კ: სულიწმიდის ძისაგან გამომავლობასთან დაკავშირებით კათოლიკების სწავლებაზე, ყოველივე ზემოთთქმულის მიხედვით რა შეიძლება ითქვას?

პ: ეს სწავლება წმ. წერილისა და წმ. გადმოცემების საწინააღმდეგოა და ამიტომ ერეტიკულია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
3 გვერდი V < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(20 - 39)
Fee
პოსტი May 18 2010, 04:14 PM
პოსტი #21


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 59
რეგისტრ.: 18-April 10
წევრი № 8,647



ერთმანეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ვინ მართალია და ვინ არასწორი__ ეს არის ქრისტიანობა?
შენ თუ მართალი ხარ (თუ ასე გგონია) აკეთე შენი საქმე ისე, რომ იმან დაინახოს და მიხვდეს, მართალია ეს კაცი, მართალია მისი სარწმუნოება და იქნებადა წამოგყვეს კიდევაც. არ არის ლამაზი კათოლიკების კრიტიკა მაშინ როცა ამ ფორუმზე არცერთი კათოლიკი არ არის და პასუხს ვერ დაგიბრუნებთ. (თუ არის? unsure.gif )

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 18 2010, 04:19 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



Fee
არა რატომ, ჩვენთვისაც საჭიროა, რომ ვიცოდეთ თU რა ცდომილებაშI არიან, და უფრო გავმყარდეთ ჩვენს რწმენაში. ხოლო თუკი შემთხვევა იქნება და მოვხვდებით კათოლიკესთან, ჯანსაღი საუბრისათვის გვექნება საფუძველი და იმით ვიხელმზღვანელებთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Believer
პოსტი May 18 2010, 04:20 PM
პოსტი #23


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



"მათ (ლათინებმა) წარმოადგინეს პასაჟები არა მხოლოდ დასავლელი წმიდა მამებისა, არამედ უფრო მეტი აღმოსავლელი მამებისა... რაზეც ჩვენ არ გვქონდა არანაირი პასუხი მზად, რათა დაგვედასტურებინა რომ ეს იყო ცდომილება ლათინებისაგან წამოსული. მათ წარმოადგინეს ჩვენი საკუთარი წმიდა ეპიფანეს ამონარიდები, რამდენიმე ადგილისა სადაც ნათლად და გარკვევით წერია, სულიწმინდა გამოვალს მამისაგან და ძისაგან: რაზეც ჩვენ ვთქვით რომ ცდომილებაში იყვნენ. მათ წაიკითხეს ტექსტი, ბასილი დიდის მიერ მიწერილი ეუნომიუსისადმი: ჩვენი განსჯით ის იყო ტექსტში ჩამატებული. მათ მოიყვანეს სიტყვები აღმოსავლეთის წმიდანებისა: ჩვენი მთლიანი პასუხი იყო "ცდომილებაა" და სხვა მეტი არაფერი. ჩვენ ვიმსჯელეთ და ვიფიქრეთ სხვებთან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში, რათა მოგვეფიქრებინა თუ რა პასუხი უნდა გაგვეცა ამ ყველაფერზე, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ ჩვენი პოზიციის დასაცავი... ჩვენ არ გვქონდა არანაირი წიგნები რომ დაგვედასტურებინა ლათინთან ცდომილება, არც ერთ წმიდანას არ დაუწერია არაფერი ამის თაობაზე. ჩვენ გამოვიძიეთ და დავასკვენით რომ ამ საკითხში სალაპარაკო არაფერი გვაქვს და გადავწყვიტეთ გავჩუმებულიყავით."

იოანე ბესარიონი, (მარკოზ ეფესელის თანამოაზრე და კოლეგა)




--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი May 18 2010, 04:22 PM
პოსტი #24


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი

დოგმატური ღვთისმეტყველება

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დოგმატები


წყარო: http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pomazanski/13.htm

რომის ეკლესიის მიერ ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვისა და ხორციელად ამაღლების დოგმატთა აღიარების შესახებ

უბიწოდ ჩასახვის დოგმატი აღიარა პაპმა პიუს IX 1854 წელს გამოცემულ ბულაში. დოგმატის განმარტებით, ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი ჩასახვისთანავე განიწმინდა პირველმშობელთა ცოდვისაგან. დოგმატი პირდაპირი შედეგია პირველქმნილ ცოდვაზე რომის სწავლებისა, რომლის მიხედვით, პირველმშობელთა ცოდვის შედეგად კაცობრიობას წაერთვა მადლმოსილების ზებუნებრივი ნიჭი. მაგრამ აქვე ჩნდებოდა საღვთისმეტყველო ხასიათის კითხვა: თუ მთელმა კაცობრიობამ დაკარგა მადლმოსილება, მაშინ როგორღა გავიგოთ მთავარანგელოზ-მახარებლის სიტყვები მარიამისადმი: „გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის... ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა“ (ლკ. 1,28,30). მაშინ იძულებულნი გახდნენ, განემარტათ, რომ ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი „მადლმოსილების დაკარგვის“ საერთო კანონიდან გამონაკლისს წარმოადგენდა და ადამის ცოდვის დანაშაული მასზე არ გავრცელებულა; და რადგანაც იგი დაბადებიდანვე უბიწოდ ცხოვრობდა, მაშასაღამე, მან, როგორც გამონაკლისმა, ზებუნებრივი ნიჭი, სიწმიდის მადლი დაბადებამდე, უფრო ზუსტად ჩასახვისთანავე მიიღო. ასე დაასკვნეს ლათინმა ღვთისმეტყველებმა და ამ გამონაკლისს ღვთისმშობლის „პრივილეგია“ დაარქვეს. აღსანიშნავია, რომ ამ დოგმატის აღიარებას დასავლეთში წინ უძღოდა საღვთისძეტყველო ბრძოლის ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც დაიწყო XII საუკუნიდან (სწავლების გაჩენიდან) და გაგრძელღა XVII საუკუნემდე, როცა იეზუიტებმა ის რომაულ-კათოლიკურ სამყაროში გაავრცელეს.

„საიუბილეო“, 1950 წელს, რომის პაპმა პიუს XII-მ საზეიმოდ გამოაცხადა მეორე დოგმატი - ღვთისმშობლის ხორციელად ზეცად ამაღლების ძესახებ. დოგმატური თვალსაზრისით იგი რომაულ ღვთისმეტყველებამი მიღებულ უბიწოდ ჩასახვის დოგმატს ეფუძნება და პირველქმნილ ცოდვაზე რომაული სწავლებიდან გამომდინარე ლოგიკურ დასკვნას წარმოადგენს. ამ დოგმატის მიხედვით, ღვთისმშობელს, როგორც პირველქმნილი ცოდვის საერთო კანონიდან გამონაკლისს, ჩასახვისთანავე მიეცა ზებუნებრივი ნიჭები, რომლებიც ცოდვით დაცემამდე ჰქონდათ პირველმშობლებს: სიმართლე და უკვდავება. ასე რომ, ღვთისმშობელი არ უნდა დაქვემდებარებოდა სხეულით სიკვდილის კანონს. და, თუ იგი მაინც აღსრულდა, რომაელ ღვთისმეტყველთა მსჯელობით, მხოლოდ იმიტომ, რომ მან თავისი ძის მსგავსად, სიკვდილი კეთილნებობით მიიღო. მაგრამ სიკვდილმა მასზე ვერ იბატონა.

ორივე დოგმატის გამოცხადება „დოგმატთა განვითარების“ რომაული თეორიის შესაბამისად მოხდა. მართლმადიდებელი ეკლესია არ იღებს პირველქმნილ ცოდვაზე ლათინთა მსჯელობის სისტემას: იგი აღიარებს პიროვნულად სრულად უბიწო და სრულად წმიდა ღვთისმშობელს, - რომელიც უფალმა იესო ქრისტემ თავისი შობით ღირს-ქმნა, ყოფილიყო ქერუბიმებზე უპატიოსნესი და უზაესთაეს სერაბიმებზე აღმატებული. ამასთან, მართლმადიდებელი ეკლესია უსაფუძვლოდ მიიჩნევდა და მიიჩნევს რომაული კათოლიციზმის განმარტებებით დადგენილი უბიწოდ ჩასახვის დოგმატის მიღებას. მაგრამ პატივს მიაგებს ღვთისმშობლის ჩასახვას, ისე როგორც პატიოსანი წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა - იოანესი. ერთი მხრივ, ვხედავთ, რომ ღმერთს ცოდვით დაცემის შემდგომაც არ წაურთმევია კაცობრიობისათვის მადლმოსილი ნიჭები, როგორც ამას 50-ე და 70-ე ფსალმუნები გადმოგვცემენ: „სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან... სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე“ (ფს. 50,13,14); „შენდამი განვმტკიცენ საშოჲთგან, დედის მუცლით ჩემითგან შენ ხარ ძე ჩემი მფარველი, შენდამი არს გალობაჲ ჩემი მარადის“ (ფს. 70,6). მეორე მხრივ, წმიდა წერილის სწავლების თანახმად, ადამში მთელმა კაცობრიობამ იგემა აკრძალული ნაყოფი: მისი სახით „ყოველთა შესცოდეს“ (რომ. 5,12). მხოლოდ ღმერთკაც ქრისტეთი იწყება ახალი კაცობრიობა, მან გაათავისუფლა ადამიანი ადამის ცოდვისაგან. ამიტომ ეწოდა მას „პირმშო მრავალთა შორის ძმათა“ (რომ. 8,29), ანუ კაცთა მოდგმაში პირველი, ახალი ადამი. „ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დაიბადა, როგორც ყველა, ადამის ცოდვის თანაზიარად და კაცთა მოდგმასთან ერთად გაინაწილა გამოსყიდვის აუცილებლობა“4. მთავარანგელოზის ხარებამდე ქალწულ მარიამის უბიწო, წმიდა ცხოვრება და პირადი უცოდველობა იყო ნაყოფი მისი სულიერი შრომისა და მასზე უხვად გარდამოსული მადლისა: „ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა“ (ლკ. 1,30) - ეუბნება მას მთავარანგელოზი მოკითხვისას („ჰპოვე“ - ანუ მიაღწიე, მოიპოვე, დაიმსახურე). ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი კაცობრიობის საუკეთესო ნაწილმა განამზადა, როგორც ღირსეული ჭურჭელი ღმერთი-სიტყვის დედამიწაზე მოსასვლელად. სულიწმიდის გარდამოსვლამ („სული წმიდაჲ მოვიღეს შენ ზედა“ - ლკ. 1,35) სრულად განწმინდა ქალწულ მარიამის წიაღი ღმერთ-სიტყვის მისაღებად.

უნდა ვაღიაროთ, რომ თავად წინასწარი „პრივილეგიის“ პრინციპი როგორღაც არ ეთანადება ქრისტიანული აზროვნების წესს, რადგან „არა არს თუალთღებაჲ ღმრთისა თანა“ (რომ. 2,11).

რაც შეეხება ღვთისმშობლის დასაფლავების შემდგომ მისი სხეულებრივად ამაღლების შესახებ გადმოცემას, მისდამი რწმენა არსებობს მართლმადიღებელ ეკლესიაში და გამოხატულია ღვთისმშობლის მიძინების სადღესასწაულო მსახურებაში. აგრეთვე, აღმოსავლეთის პატრიარქთა 1672 წლის იერუსალიმის კრების აღსარებაში. ღირსი იოანე დამასკელი მიძინების შესახებ მე-2 სიტყვაში მოგვითხრობს, რომ როდესაც იმპერატორმა დედოფალმა პულხერიამ (V ს.) ააგო ტაძარი კონსტანტინოპოლში, სთხოვა იერუსალიმის პატრიარქს, ქალკედონის კრების მონაწილე იუბენალს, მისთვის ებოძებინა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის ნაწილები ტაძარში დასაბრძანებლად. მაგრამ იუბენალმა უპასუხა, რომ ძველი გადმოცემით ღვთისმშობელი მარიამის სხეული აყვანილ იქნა ზეცად და თან დაურთო ცნობილი ამბავი, თუ როგორ სასწაულებრივად შეიკრიბნენ მოციქულები ღვთისმშობლის დაკრძალვაზე; როგორ გაიხსნა საფლავი თომა მოციქულის მოსვლის შემდგომ და მასში სხეული არ აღმოჩნდა; და როგორ დაადგინეს მოციქულებმა, რომ მისი სხეული ზეცად ამაღლდა. საეკლესიო წერილობითი მოწმობანი მოცემულ საკითხზე, შედარებით გვიანი დროით თარიღდება (არა უადრეს VI ს.) და მართლმადიდებელი ეკლესია მათდამი მთელი თავისი პატივისცემის მიუხედავად დოგმატური ხასიათის წყაროდ არ მიიჩნევს. ეკლესიამ მიიღო გადმოცემა ღვთისმშობლის ხორციელი ამაღლების შესახებ, მაგრამ არ მიაკუთვნა და არც აკუთვნებს ამ კეთილწესიერ გადმოცემას ქრისტიანული სარწმუნოების ძირითად ჭეშმარიტებებს - დოგმატებს.

ყოვლადწმიდა ქალწულის გულის კულტი რომის ეკლესიაში

იესოს გულის თაყვანისცემასთან ერთად რომის ეკლესიამ დაადგინა და საყოველთაოდ გაავრცელა ყოვლადწმიდა ქალწულის „უბიწოდ ჩასახული გულის“ კულტი. მასზე ძირითადად იმავეს თქმა შეიძლება, რაც უკვე იესოს გულის თაყვანისცემასთან დაკავშირებით აღინიშნა.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Believer
პოსტი May 18 2010, 04:24 PM
პოსტი #25


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



აკაკი
ციტატა
არა რატომ, ჩვენთვისაც საჭიროა, რომ ვიცოდეთ თU რა ცდომილებაშI არიან,


შენი მიზანი ეს არ ყოფილა. შენი მიზანი არის კათოლიკეების ლანძღვა, შენ რომ გაინტერესებდეს რა ცდომილებაში არიან, მაშინ დაწერდი და გამოიძიებდი იმ წერილის ავტორს, მაგრამ ეს არ გაინტერესებს, შენთვის მთავარია რომ კათოლიკეებს არაქრისტიანებადაც მოიხსენიებენ იმ წერილში, და ბედნიერი ხარ smile.gif




--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 18 2010, 04:27 PM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



Believer
შენ გინდა თქვა, რომ არ გვაქვს მტკიცებულება, რომ სულიწმინდა მამისაგან გამოდის?

ქრისტე, რომ ამბოს რა არის ნეტავ? smile.gif

"რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის“ (ინ• 15, 26)

Believer
არა რატომ ფიქრობ ასე, როგორ გამოვიძიო ვინ არის ავტორი როცა არ წერია ამის შესახებ, მაგრამ ერთI რამ ნათელია რაც წერია მართალია

„არსად წმიდა წერილში არ მოიპოვება მინიშნება, თითქოს სული წმიდა მხოლოდ მამისაგან გამოვალს, სამაგიეროდ სახარების მრავალ ადგილას გვხვდება მტკიცება, რომ იგი მამისაგან და ძისაგან გამოვალს“.

მაგრამ ამ კატეხიზმოს ავტორს არსად არ მოჰყავს სახარების ის ადგილები, რომლებიც დაადასტურებენ მისი მსჯელობის უტყუარობას.

==
მამა ღმერთს, როგორც წმიდა სამების წევრს ახასიათებს ის, რომ იგი არც იბადება და არც გამოვალს, თვითონ კი შობს ძეს და გამოავლენს სული წმიდას.

ძე ღმერთს ის ახასიათებს, რომ იგი იშვება მამისაგან.

სული წმიდას - რომ იგი მამისაგან გამოვალს.

„სული წმიდაზე ითქმის, რომ იგი ძისაგან კი არ იღებს მყოფობას, არამედ, რომ იგი მამისაგან გამოვალს და ძესაც ესატყვისება, რადგან მასთან თანაარსია“[/i] - ამბობს წმ. თეოდორიტე.
==
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Believer
პოსტი May 18 2010, 04:33 PM
პოსტი #27


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



აკაკი
ციტატა
მამა ღმერთს, როგორც წმიდა სამების წევრს ახასიათებს ის, რომ იგი არც იბადება და არც გამოვალს, თვითონ კი შობს ძეს და გამოავლენს სული წმიდას.



რას გამოვლენა? მოვლინება?


--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 18 2010, 04:35 PM
პოსტი #28


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



Believer
კითხვა ვერ გავიგე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Believer
პოსტი May 18 2010, 04:44 PM
პოსტი #29


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



თქვენ არ დადეთ სტატიის ადრესატები, და მე დავდებ ჩვენი პატრიარქის ქადაგებებს, რაც ბევრად მიესადაგება დღევანდელ ვითარებას smile.gif


"სოფელ ვალეში კათოლიკური ეკლესიაც მოილოცა ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელმა. მან თავის სიტყვაში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სრული ურთიერთობის მნიშვნელობას მართლმადიდებელ და კათოლიკე მორწმუნეებს შორის: "ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. გვწამს ერთი მამა, ძე და სული წმიდა. თქვენში არ უნდა იყოს განყოფა. როცა ლოცვა აქ არის, აქ უნდა იყოთ, როცა იქ, მართლმორწმუნე ეკლესიაში, იქ უნდა იყოთ და ილოცოთ...ალბათ იცით, რომ საქართველოში კათოლიკე მღვდლები კარგა ხანია აღარ არიან. მათი მომზადება რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ხდება და რიგ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში....თქვენს მხარეში ხშირად კამათობენ, რომ მე კათოლიკე ვარ, შენ მართლმადიდებელი და ამიტომ სხვანი ვართო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ერთნი ვართ და გვწამს სამება-მამა, ძე და სულიწმინდა. და თუ მაინც მოხდა რომსა და ბიზანტიას შორის განხეთქილება 11 საუკუნეში, ეს უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და არა დოგმატურ-ღვთისმეტყველურს, თანაც ამ განხეთქილების მიუხედავად არ მომხდარა განხეთქილება რომსა და საქართველოს შორის.. თქვენს მხარეში ხშირად კამათობენ, რომ მე კათოლიკე ვარ, შენ მართლმადიდებელი და ამიტომ სხვანი ვართო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ერთნი ვართ და გვწამს სამება-მამა, ძე და სულიწმინდა. და თუ მაინც მოხდა რომსა და ბიზანტიას შორის განხეთქილება 11 საუკუნეში, ეს უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და არა დოგმატურ-ღვთისმეტყველურს, თანაც ამ განხეთქილების მიუხედავად არ მომხდარა განხეთქილება რომსა და საქართველოს შორის...საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა."

("ჯვარი ვაზისა," 1988, #4, გვ.22-42) (ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი)





--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 18 2010, 04:47 PM
პოსტი #30


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



Believer
გასაგებია, მაგრამ ეხლა აქ არაფერ შუაშია პატრიარქის ეს ციტატები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Believer
პოსტი May 18 2010, 04:59 PM
პოსტი #31


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



16-23 ოქტომბერს, 2009 წლისა, კვიპროსში ჩატარდა მორიგი შეხვედრა მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის დიალოგის გზაზე. შეხვედრას ეწრებოდა ქართული დელეგაციაც, ისევე როგორც ყველა საპატრიარქოს წარმომადგენელი, ბულგარეთის გამოკლებით (ბმულში მითითებულია სახელდობრ ყველა. ბმული ეკუთვნის ანტიოქიის საპატრიარქოს, ალეპოს არქიდიოსეზს).
http://www.alepporthodox.org/templates/en/paphos.html





--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი May 18 2010, 05:01 PM
პოსტი #32


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Believer @ May 18 2010, 04:24 PM) *

აკაკი
შენი მიზანი არის კათოლიკეების ლანძღვა


გითხარი ერთხელ უკვე, სულ ლანძღვა და დისკრიმინაცია ნუ გელანდება მეთქი!!

სად ნახე აქ ლანძღვა? ან რას ეძახი საერთოდ ლანძღვას?


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Believer
პოსტი May 18 2010, 05:05 PM
პოსტი #33


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



მაქსიმე აღმსარებელი:

"დედოფალმა ქალაქებისამ (კონსტანტინეპოლი) სინოდალური წერილით დაარტყა მოქმედ წმიდა პაპს, არა მთლიანი ტექსტით, არამედ მხოლოდ ორი საკითხით. პირველია წმიდა სამების თეოლოგიაზე და მასზე დაყრდნობით აცხადებს "სულიწმინდა აგრეთვე გამოვალს ძისაგან" ვითარცა რომაელთა პოზიცია. რომის ეკლესიამ კი წარმოადგინა ცნობები ლათინი წმიდა მამებისა და ასევე წმიდა კირილე ალექსანდრიელის განმარტებებისა... ამ ტექსტით მათ (რომაელებმა) წარმოაჩინეს რომ ძე არ არის საწყისი სულიწმინდისა -- მათ იციან რომ მხოლოდ მამაა საწყისი ძისა და სულიწმინდისა, ერთი როგორც შობილი, და მეორე როგორც გამოვლინებული -- მაგრამ მათ აგრეთვე გამოაცხადეს, რომ გამოდინება ძისაგან (სულიწმინდისა) არის ერთობა სამებისა. ისინი (რომაელები) მცდარად არიან მხილებულნი ცდომილებაში...."
შემდეგ აგრძელებს წმიდა მაქსმიმე:

"თქვენი მოთხოვნის შესაბამისად მე ვთხოვე რომაელებს რომ ეთარგმნათ ის რაც თავისებურია მათთვის ("ასევე ძისაგანაც") რათა გაიფანტოს ის გაურკვევლობა და სიბნელე ამ საკითხის გარშემო. სრული სიმართლეა, რაღა თქმა უნდა, რომ მათ არ შეუძლიათ გაამრავლონ თავისი იდეები იმ ენაზე და იმ სიტყვებზე რომელიც მათთვის უცხოა, მათ მხოლოდ საკუთარ დედაენაზე შეუძლიათ ეს გააკეთონ, როგორც ჩვენ არ შეგვიძლია იგივე."


წმიდა მამა გიორგი მთაწმინდელი:

"ჰოი მეუფეო, ვინაითაგან ბერძენთა შორის მრავალი წვალება შემოვიდა. პირველ და მრავალგზის მიდრკეს ამისთვისცა მსგავსად თქუენსა ღმრთისმსახურთა მეფეთა წმიდანი კრებანი შემოკრიბნეს, და წვრილად განგებულებისათვის ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა და ხორციელად გამოჩინებისათვის მისისა და საუფლოთა მათვის ხორცთა გამოძიებაჲ იქმნა და დააწესეს რათა მოვიღებდეთ ცომსა, სახედ ხორცთა ქრისტესთა, ხოლო პურის ცომსა - სახედ სულისა გონიერისა, მარილსა - სახედ გონებისა, წინააღმდგომათ წვალებასა უსუჯულოჲსა აპოლინარისსა, რომელ იგი ხორცთა მათ ქირსტესთა საუფლოთა უსულოდ და უგონებოთ იტყოდა უგნური იგი და უსულოჲ. ხოლო ღვინოჲსა თანა წყლასა ურთავთ სახედ სისხლისა და წყლისა, რომელი გარდამოხდა გვერდსა მხსნელისასა, ვითარცა იტყვის იოვანე ოქროპირი, ესე არს განმარტებაჲ და მიზეზი ამათ საქმეთაჲ. ხოლო ჰრომთა ვინაითგან ერთგზის იცნეს ღმერთი, არღარაოდეს მიდრეკილ არიან და არცა ოდეს წუალებაჲ შემოსრულ არს მათ შორის. და ვითარცა - იგი მაშინ თავმან მოციქულთამან პეტრე შეწირა უსისხლოჲ იგი მსხვერპლი და, უმეტესადღა, ვითარცა თვით თავადმან უფალმან მისცა მოწეფეთა ღამესა მას სერობისასა, ეგრეთ აღსრულებენ იგინი. და არარაჲ არს ამას შინა განყოფილებაჲ, ოდენ სარწმუნოებაი მართალი იყოს."
გიორგი მცირეს ბიოგრაფია გიორგი მთაწმინდელისა, ქართული მწერლობა, ტომი II, გამომცემლობა ნაკადული, 1987 წელი.


--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 18 2010, 05:06 PM
პოსტი #34


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Believer

თუ ეს მიზანმიმართულია არაა, მაშინ კიდევ ერთხელ ვიმეორებ უმეცრების შედეგია. გთხოვ ნუ გლეჯ კონტექსტიდან ციტატებს და სრულიად სხვა შინაარსით წარმოადგენ.



--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 18 2010, 05:07 PM
პოსტი #35


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



Believer
შენ წმ წერილს არ ენდობი თუ რა არის კაცო ზეივით ხომ მოვიყვანე ციტატა biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი May 18 2010, 05:09 PM
პოსტი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



Believer

წყარო დადე, საიდან აკოპირებ.
სხვას რომ სთხოვ დაბეჯითებით, თავად ნუ გავიწყდება.

გელოდებით.



--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Believer
პოსტი May 18 2010, 05:11 PM
პოსტი #37


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



აკაკი
afxazi



სტატიის ავტორის ვინაობა დადეთ.

terra
ციტატა
წყარო დადე, საიდან აკოპირებ.
სხვას რომ სთხოვ დაბეჯითებით, თავად ნუ გავიწყდება.

გელოდებით.



ყველა წერილზე დევს წყარო, კითხვა არ იცი?


--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი May 18 2010, 05:20 PM
პოსტი #38


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Believer @ May 18 2010, 05:11 PM) *

terra
ყველა წერილზე დევს წყარო, კითხვა არ იცი?


თავს ნუ იბავშვებ, ადრეც გითხარი.

ლინკი ვიგულისხმე და მშვენივრად მიხვდი რაც ვიგულისხმე.





--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
newbie
პოსტი May 18 2010, 11:28 PM
პოსტი #39


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



ციტატა
სირცხვილია უბრალოდ ბარემ გავხდეთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი და ეგაა რა


რამეს რომ აკოპირებთ, ყურადღება მიაქციეთ საიდან აკოპირებთ და რას, რაც აქ ტყუილები სწერია.....


რა შუაში რუსეთი
მარტო ერთი დოგმატიც რომ ავიღოთ სულიწმინდის გამომავლობის შესახებ რომელზეც სახარებაში გარკვევით წერია ნათლად ჩანს ცდომილება, დანარჩენი ლირიკაა

beleiver

ერთი არგუმენტი მაინც დაგედო შენი სიტყვების განსამტკიცებლად, რაღაც ამოგლეჯილი პასაჟები, რომლებიც აბსოლუტურად არაფერზე მეტყველებს, ერთი აქ რაღაც იკითხება თუმცა რამე ორიგინალური მოგეფიქრებინა ყველა ამას იხვევს თითზე

წმიდა მამა გიორგი მთაწმინდელი:

"ჰოი მეუფეო, ვინაითაგან ბერძენთა შორის მრავალი წვალება შემოვიდა. პირველ და მრავალგზის მიდრკეს ამისთვისცა მსგავსად თქუენსა ღმრთისმსახურთა მეფეთა წმიდანი კრებანი შემოკრიბნეს, და წვრილად განგებულებისათვის ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა და ხორციელად გამოჩინებისათვის მისისა და საუფლოთა მათვის ხორცთა გამოძიებაჲ იქმნა და დააწესეს რათა მოვიღებდეთ ცომსა, სახედ ხორცთა ქრისტესთა, ხოლო პურის ცომსა - სახედ სულისა გონიერისა, მარილსა - სახედ გონებისა, წინააღმდგომათ წვალებასა უსუჯულოჲსა აპოლინარისსა, რომელ იგი ხორცთა მათ ქირსტესთა საუფლოთა უსულოდ და უგონებოთ იტყოდა უგნური იგი და უსულოჲ. ხოლო ღვინოჲსა თანა წყლასა ურთავთ სახედ სისხლისა და წყლისა, რომელი გარდამოხდა გვერდსა მხსნელისასა, ვითარცა იტყვის იოვანე ოქროპირი, ესე არს განმარტებაჲ და მიზეზი ამათ საქმეთაჲ. ხოლო ჰრომთა ვინაითგან ერთგზის იცნეს ღმერთი, არღარაოდეს მიდრეკილ არიან და არცა ოდეს წუალებაჲ შემოსრულ არს მათ შორის. და ვითარცა - იგი მაშინ თავმან მოციქულთამან პეტრე შეწირა უსისხლოჲ იგი მსხვერპლი და, უმეტესადღა, ვითარცა თვით თავადმან უფალმან მისცა მოწეფეთა ღამესა მას სერობისასა, ეგრეთ აღსრულებენ იგინი. და არარაჲ არს ამას შინა განყოფილებაჲ, ოდენ სარწმუნოებაი მართალი იყოს."
გიორგი მცირეს ბიოგრაფია გიორგი მთაწმინდელისა, ქართული მწერლობა, ტომი II, გამომცემლობა ნაკადული, 1987 წელი.


ვრცელი თემაა, დაახლოებით ასე ვიცი
წმ გიორგი მეთერთმეტე საუკუნეში გარდაიცვალა, კათოლიციზმი ოფიციალურად მისი სიკვდილის მერე დაიგმო, ხოლო მის სიცოცხლეში მიდიოდა მოლაპარაკებები ამ განხეთქილების თავიდან ასაცილებლად, ამ სიტყვაში რომლითაც იმპერატორს მიმათავს ი ს პასუხობს კითხვას რომელიც დაუსვა იმპერატორმა, ევქარისიის ამ წესით აღსრულებას რატომ მისდევენ კათოლიკეები , ის ამბობს საიდან იღებს სათავეს ეს წესი " ხოლო ჰრომთა ვინაითგან ერთგზის იცნეს ღმერთი, არღარაოდეს მიდრეკილ არიან და არცა ოდეს წუალებაჲ შემოსრულ არს მათ შორის. და ვითარცა - იგი მაშინ თავმან მოციქულთამან პეტრე შეწირა უსისხლოჲ იგი მსხვერპლი და, უმეტესადღა, ვითარცა თვით თავადმან უფალმან მისცა მოწეფეთა ღამესა მას სერობისასა, ეგრეთ აღსრულებენ იგინი. და არარაჲ არს ამას შინა განყოფილებაჲ, ოდენ სარწმუნოებაი მართალი იყოს." და რომც ეთანხმებოდეს ზიარების საკითხი არ არის დოგმატური , ბოლოს ამბობს რომ ამას შინა არ არის განყოფილება, ანუ შეუთანხმებლობა არ არის ამ საკითხში ზიარების წესში, 'ოდენ სარწმუნოება მართალ იყოს' თუ მართალი იქნება მრწამსი, არანაირად არ ნიშნავს წმ გიორგის შემწყნარებლობას კათოლიციზმისადმი ეს სიტყვა, რასაც მისი ცხოვრებაც მოწმობს .

"ამავე დროს, სწორედ წმიდა გიორგი ათონელმა მოგვცა ნიკეა-კონსტანტინეპოლის მრწამსის საბოლოოდ ჩამოყალიბებული ქართული რედაქცია, რომელიც დღესაც არის აღსარებული საქართველოს ეკლესიაში და იგი ნამდვილად არის ფილიოკვედაურთველი. ხოლო თავის ერთ-ერთ ანდერძში მას დიდებულად აქვს აღნიშნული, რომ ყოვლადწმიდა სამება „გურწმენა და აღვიარებთ და გუჱუწყა ჭეშმარიტებაჲ მისი მართლმადიდებლობით ხარებისაებრ“. როგორც ცნობილია, „მართლმადიდებლობით ხარებისაებრ“სამების რწმენა აღნიშნავს რწმენას იმისა, რომ სულიწმიდა გამოვალს მამისაგან."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი May 18 2010, 11:55 PM
პოსტი #40


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ეს XIX ს. რუსული აპოლოგიის გადმომღერებაა, რომლიც სავსეა უზუსტობებით და სისუელეებით. ახლა დრო არ მაქვს, რომ ჩამოვყვე და დეტალურად განვიხილო, რომ მოვიცლი დავწერ. ისე მე იუზერ afxazi-ისგან გამიკვირდა ერთგვარი ლოიალობა ამ პრიმიტიული კრიტიკისადმი biggrin.gif

ახლა კათოლიციზმში, რომ არის სარწმუნოებრივი გადახვევები ამას მეც ვაღიარებ, როგორც მართლმადიდებელი, მაგრამ საკითხის მსგავს დაბალ დონეზე განხილვა, აშკარად თვალში უხეშად მოსახვედრია



--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st September 2024 - 01:25 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience