კონფლიქტური ზონები, აფხაზეთი/ცხინვალის რეგიონი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კონფლიქტური ზონები, აფხაზეთი/ცხინვალის რეგიონი |
ნიანია |
Aug 29 2008, 05:11 PM
პოსტი
#61
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 |
ციტატა პოლიტკორექტული იყავი ნიანია...არ სეშვენის საქართველოს მოქალაქეს ამ პირობებში ქვეყნის კრიტიკა - მერე რაა რომ მიშა კრეტინია, მაინც მხარში უნდა დაუდგე.. ეჰ, მე ყველაზე მეტად იმის მეშინია რომ გაცილებით უფრო დიდი ომი აწი გველოდება მე მგონი. აი ეს მაშინებს ყველაზე უფრო -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
კანუდოსელი |
Aug 29 2008, 05:13 PM
პოსტი
#62
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
გიორგი
ციტატა მაგრამ ამით ვერ იმსჟელებ მიშას ნაბიჯების შედეგებზე გლობალურ პოლიტიკაში წმინდაწყლის სტალინური მიდგომა - ადამანების სტატისტიკით განხილვა...რა გლობალური, რად მინდა მისი გლობალიზმი, თუ პირადად მე არ ვიგრძენი ეს? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
Giorgi- |
Aug 29 2008, 05:13 PM
პოსტი
#63
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
კანუდოსელი
ციტატა შენი ჭირიმე რა სულ ამას მიმეორებ? სახელმწიფოს გვერდით დგომაში რა იგულისხმება? რომ არ გამოვხატო გულისტკივილი იმ უამრავი ბიჭის უაზროდ ჩახოცვის გამო? თუ არ გამოვხატო გულისტკივილი ჩემთვის მიუღებელი "სახელმწიფოს ასე სჭირდება" თეზისი გამო? კაი თუ ძმა ხარ რაა... მიშას პოლიტიკაა ეგ, მისი ოპოზიციონერობა ღალატის ტოლფასია...არადა ჩემი ამ სიტყვებით არავინ დაღუპულა ჯერ და მისი კრეტინული ნაბიჯით - ძალიან ბევრი დაიღუპა მოკლედ, საქმე იმაშია, რომ სახელმწიფო და მტავრობა არავიტარ შემთხვევაში არ უნდა გავაიგივოთ პრეზიდენტთან, ან რომელიმე სხვა, კონკრეტულ პიროვნებასთან. პირადად მე მაქვს დიდი გამოცდილება ხისთავიან საბჭოტა გადმონაშთებთან ურთიერთობის, რომლებიც ახლა მიშას კაცები არიან, 5 წლის წინ შევარდნაძის კაცები იყვნენ, 20 წლის წინ გორბაჩოვის და ა.შ. პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს ქვეყანა ერთერთი ჩამორჩენილია მსოფლიოში მენტალიტეტით, ეკონომიკით, ადამიანებით, ურთიერთობით, პოლიტიკით და ა.შ. თუმცა ღმერთმა დაიფაროს, რუსეთისნაირი ჩამორჩენილი არ არის და რაც მტავარია, შანსი აქვს, რომ ოდესმე ქვეყანას დაემსგავსება მე გავაკრიტიკებ ამ მთავრობას იმაში, რომ უამრავი არაკომპეტენტური ხალხი ყავს თანამდებობებზე. ისევ ყველა ხელს ითბობს, მაგრამ მე ვერანაირად ვერ გავაკრიტიკებ სააკაშვილს და მის გუნდს იმაში, რომ ომი დაიწყო და ბიჭები ჩაახოცინა, იმიტომ, რომ: 1. რუსეთის შეტევა საქართველოზე გარდაუვალი იყო 2. ახლანდელი მტავრობის ნაცვლად ნებისმიერი მოქმედი ოპოზიცია რომ გვყოლოდა ხელისუფლებაში, ყველაზე მინიმუმ, საერთაშორისო მხარდაჭერაც არ იქნებოდა ეს მთავრობა შეიძლება ბევრ რამეს ურევს, არამიზნობრივად ხარჯავს ფულს, გვაბოლებს... მაგრამ საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტის/იმიჯის შექმნაში ძალიან ბევრი იმუშავა და ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მისი პირველადი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობა კი რადაც არ უნდა დაგვიჯდეს უნდა აღვადგინოთ! და ამიტომ ვარ მთავრობის მხარეს თორემ ზოგი იმასაც ამბობს რად გვინდოდა ოსეთი და აფხაზეთი ხომ ვცხოვრობდით მშვენივრადო - შენ რა შუაში ხარ და ასეთ ხალხთან საერთოდ სალაპარაკო არ მაქვს. |
გიორგი |
Aug 29 2008, 05:13 PM
პოსტი
#64
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ციტატა გიო, იმაზე ზუსტ ინფორმაციას ვფლობ და გაცილებით უფრო მეტს ვიდრე შენ წარმოგიდგენია. თუმცა რაც საჭირო არ არის იმას არ ვწერ. არა მგონია იცოდე რა შედეგები მოყვება ამ ომს და მომდევნო ომს (თუ იქნება) საქართველოსთვის უახლოესი 5 წლის მანძილზე. პრეზიდენტი და სახელმწიფო კი მხოლოდ ამით ფასდება და არა იმით რამდენი ლტოლვილია დღეს რომელიმე სკოლაში. ყველაზე წარმატებულ ომსაც კი ყოველთვის ახლავს სისხლიც, ნგრევაც და დევნილებიც. მთავარია გლობალური შედეგი. ეს კი ჯერ არ ჩანს და არავინ ვიცით როგორი იქნება. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
ნიანია |
Aug 29 2008, 05:14 PM
პოსტი
#65
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 |
ციტატა გლობალურ პოლიტიკაში. გლობალური პოლიტიკა და მიშას კარიერული ამბიციები და მისწრაფეფები დაპურებს იმ დამშეულ ხალხს გიო, რაებს მელაპარაკები? ერთი ვნახოთ როგორ დაიბრუნებენ ცხინვალს + დაკარგულ ტერიტორიებს შიდა ქართლში და ამ დევნილ ხალხს როგორ დააბრუნებენ უკან აშენებულ სახლებში. მერე მიმტკიცე აქ მიშა მაგარიაო. -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
კანუდოსელი |
Aug 29 2008, 05:14 PM
პოსტი
#66
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ნიანია
არანაირი ომი არ იქნება.... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ნიანია |
Aug 29 2008, 05:15 PM
პოსტი
#67
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 |
ციტატა არა მგონია იცოდე რა შედეგები მოყვება ამ ომს და მომდევნო ომს (თუ იქნება) საქართველოსთვის უახლოესი 5 წლის მანძილზე რამდენადაც მახსოვს სენ მეუბნებოდი რუსეთი არაპროგნოზირებადია და ვერ გათვლი რას როდის როგორ აკეთებსო. ჩვენი მტერი ახლაც და მომავალი 5 წლის მანძილზეც რუსეთი იქნება და ხოდა ერთი შენ ამიხსენი მე თუ ვერ ვხვდები შენ როგორ ხვდები მიშას გამჭრიახი გონება პუტინის არაორდინალურ აზროვნებას როგორ მოუგებს? -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
კანუდოსელი |
Aug 29 2008, 05:16 PM
პოსტი
#68
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ციტატა ტერიტორიული მთლიანობა კი რადაც არ უნდა დაგვიჯდეს უნდა აღვადგინოთ! და ამიტომ ვარ მთავრობის მხარეს სწორედ იგივე მოტივით მე არ ვარ ამ მთავრობის მხარეს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
Aug 29 2008, 05:19 PM
პოსტი
#69
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
კანუდოსელი
ციტატა წმინდაწყლის სტალინური მიდგომა - ადამანების სტატისტიკით განხილვა...რა გლობალური, რად მინდა მისი გლობალიზმი, თუ პირადად მე არ ვიგრძენი ეს? შენ და მე იქნებ დღესვე ვკვდებით. სახელმწიფომ კი უნდა იარსებოს. უბრალოდ წარმოიდგინე, რომ სიტყვაზე მიშამ დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და ამის გამო დაიღუპოს 100 ადამიანი. ეს იქნება უზარმაზარი წარმატება სახელმწიფოსთვის. ისტორიაში ოქროს ასოებით ჩასაწერი. ამაზე გაცილებით მეტი ადამიანი ავარიაში იღუპება ყოველწლიურად... მაგრამ აბა ჰკითხე იმ 100 ადამიანის მშობლები რას იგრძნობენ? უღირდათ კი აფხაზეთი და ოსეთი შვილის სიცოცხლის სანაცვლოდ? იქნება საქართველოს ამ ორ რეგიონთან მათ საერთოდ არც ჰქონიათ შეხება და არაფერი პირადი ინტერესები არ ჰქონდათ იქ? სახელმწიფო ყოველთვის წირავს ინდივიდებს მისი ინტერესებიდან გამომდინარე. ასე იქცევა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო, უბრალოდ სტალინს ეს ყველაფერი ანომალიურ და კატასტროფულ მასშტაბებამდე ჰყავდა აყვანილი თუ არა იგივეს აკეთებს აშშ-ც, ინგლისიც, საფრანგეთიც და აბსოლუტურად ყველა მთელს დედამიწაზე. არ არსებობს რომ ამაში არ მეთანხმებოდე... საწინააღმდეგოც რომ დაწერო ვერ დავიჯერებ რომ არ მეთანხმები... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
Giorgi- |
Aug 29 2008, 05:23 PM
პოსტი
#70
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
კანუდოსელი
ციტატა სწორედ იგივე მოტივით მე არ ვარ ამ მთავრობის მხარეს ჰოდა გამოსავალი ვეძიოთ მაშინ. გრეჩიხა და ნათელა რომ პოლიტიკაში აზრზე არ არიან - ფაქტია. ოპოზიცია არ გვყავს ჩამორჩენილი წითელი რუსეთი ჩვენი მეზობელია, რომელსაც პრეტენზია აქვს იმპერიის აღდგენის საქართველოს ეკონომიკა და მომავალი მჭიდროდაა მიბმული ტერიტორიულ მთლიანობასთან ნატოში გვინდა თუ არ გვინდა უნდა შევიდეთ (თუ მიგვიღეს), სხვა გამოსავალი არ გვაქვს და იმიტომ თუ ნატოში არ შევალთ მუდმივად ომი იქნება თუ ომი იქნება ქვეყანა ვერ განვიტარდება თუ ვერ განვითარდა ესეიგი უკან წავა თუ უკან წავიდა ხელისუფლება დასუსტდება და ნებისმიერ ფსბ-ს აგენტს შეეძლება გადატრიალება თუ გადატრიალება მოხდა რუსეთის კოლონია ვიქნებით და 10% მოითბობეს ხელებს, დანარჩენებს მომავალი აღარ გვაქვს ასე რომ მითხარი სხვა გზა ისტორია ცოტა მოგვიანებით დაიწერება გამოჩნდება სწორად მოიქცა თუ არა სააკაშვილი ამ ომში თუ ტერიტორიული მთლიანობა აღდგა - ესეიგი სწორად მოქცეულა |
გიორგი |
Aug 29 2008, 05:24 PM
პოსტი
#71
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ნიანია
ციტატა შენ ამიხსენი მე თუ ვერ ვხვდები შენ როგორ ხვდები მიშას გამჭრიახი გონება პუტინის არაორდინალურ აზროვნებას როგორ მოუგებს? ცალსახად ვერაფერს ვერ ვხვდები, მაგრამ მაინცდამაინც არც ის ჩანს რომ წააგებს. ყველაფერი უკავშირდება აშშ-ს სწრაფვას რუსეთი გადასწიოს მაქსიმალურად აღმოსავლეთისკენ... რუსეთი სულ უფრო და უფრო მეტს კარგავს და ამიტომ მიშას პოლიტიკა პუტინისაზე წარმატებული უნდა იყოს. უბრალოდ ამის შანსი მეტია. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
guest |
Aug 29 2008, 05:26 PM
პოსტი
#72
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
კანუდოსელი
ციტატა მორატორიუმით დაღუპა უმრავი ახალგაზრდა - აი ეს ცხადზე ცხადია და ამაზე მე ადრეც დავწერე ამ ფორუმზე ... როცა მორატორიუმი გამოცხადდა, მარა იაკობაშვილის ცივილურ მეთოდს უამრავი მხარდამჭერი გამოუჩნდა მაშინ... როგორც აღმოჩნდა მართალი ვყოფილვარ, მაგრამ განა იმიტომ, რომ გენიოსი ვარ, არა, უბრალოდ ამათნაირი კრეტინი არ ვარ ნამდვილად. ვაი,საცოდავო უსახელო გმირებო, რომლებიც არ ახსოვდით და არც აპირებენ თქვენს ხსოვნას! კანუდოსელი ციტატა ის ბიჭი კი ომობდა სერიოზულად და მის სტილსაც ემჩნევა, რომ არ ცრუობს, თანაც საკმარისი იყო რამდენიმეს დაედო თავისი ნანახი ფრონტზე - რომ ეგ ფორუმი მოაშთო მთავრობამ... იმ ბიჭს მე ვიცნობ და გეთანხმები, რომ არ ცრუობს და შეურაცხოფაცაა მასზე ამის დაბრალება.არსენალიდან ვიცნობ მაგათ და ნამდვილი ვაჟკაცები არიან,ეგეც და ოფიცრებიც,ვისთანაც უკვე რამდენიმე თვეა ვმეგობრობდი. ეგ ბიჭი არის მეომარი და არა ვინმე ფანტაზიორი,მის სტილსაც ეტყობა, რომ მეზღაპრე და რომანისტი არაა , რაც ნახა ის დაწერა. ბევრი სდუმს, ძირითადად სერჟანტები და ოფიცრები,მიზეზი გასაგებია. მაგრამ მდუმარების ფაზა მხოლოდ დროებითია,დრო ყველაფერს ახდის ფარდას. მე ვამაყობ ამ ბიჭებით და ვიცი, რომ ბევრი შეუძლებელი ქნეს იმ განუკითხაობაში. პ.ს. გემებს რაც შეეხება, შავ ზღვაში რომ არიან შემოსული,მე მაქვს მაგაზე ამომწურავი ინფო:აღჭურვილობა, "ვინაობა", სისქე,სიგანე ,შესაძლებლობები და საღამოს ვთარგმნი ერთ უცხოენოვან სტატიიდან და განვათავსებ. |
გიორგი |
Aug 29 2008, 05:27 PM
პოსტი
#73
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
staywhite
ციტატა პ.ს. გემებს რაც შეეხება, შავ ზღვაში რომ არიან შემოსული,მე მაქვს მაგაზე ამომწურავი ინფო:აღჭურვილობა, "ვინაობა", სისქე,სიგანე ,შესაძლებლობები და საღამოს ვთარგმნი ერთ უცხოენოვან სტატიიდან და განვათავსებ. მესამე გემი, რომ მოვიდა დღეს ბათუმში იქნებ იმის სახელი გამიგო... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
Giorgi- |
Aug 29 2008, 05:27 PM
პოსტი
#74
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
ციტატა რამდენადაც მახსოვს სენ მეუბნებოდი რუსეთი არაპროგნოზირებადია და ვერ გათვლი რას როდის როგორ აკეთებსო. ჩვენი მტერი ახლაც და მომავალი 5 წლის მანძილზეც რუსეთი იქნება და ხოდა ერთი შენ ამიხსენი მე თუ ვერ ვხვდები შენ როგორ ხვდები მიშას გამჭრიახი გონება პუტინის არაორდინალურ აზროვნებას როგორ მოუგებს? თუ ასე გააგრძელეს, რუსეთი 5 წლის შემდეგ აღარ იარსებებს - ეს პოლიტოლოგების აზრია და არა ჩემი ჩვენ რა ხეირი? ჩვენი ხეირი მაზეა დამოკიდებული თუ რამდენად გონივრულად ვიმოქმედებთ აწი |
კანუდოსელი |
Aug 29 2008, 05:29 PM
პოსტი
#75
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
staywhite
ციტატა ნამდვილად. ვაი,საცოდავო უსახელო გმირებო, რომლებიც არ ახსოვდით და არც აპირებენ თქვენს ხსოვნას -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
Aug 29 2008, 05:29 PM
პოსტი
#76
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
Giorgi-
ციტატა ისტორია ცოტა მოგვიანებით დაიწერება გამოჩნდება სწორად მოიქცა თუ არა სააკაშვილი ამ ომში თუ ტერიტორიული მთლიანობა აღდგა - ესეიგი სწორად მოქცეულა +1 -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანონისტი |
Aug 29 2008, 05:29 PM
პოსტი
#77
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
კანუდოსელი
ერთი კითხვა შენთან: მილოშევიჩმა კი მოუგო ალბანელ სეპარატისტებს და ხომ არ გახსოვს, რატომ არ ცნო ევროპამ ეს გამარჯვება და მერე რატომ მიუბრუნდა უკან? როდესაც ომს აწარმოებ XXI საუკუნეში, რომ გაგამართლონ უპირობოდ, ამას სჭირდება ჰუმანიტარული და ომის სამართლის დაცვა. თორემ ავიღებდით ჯავასაც და მერე რომ ეთქვა ევროკავშირს, ომი უკანონო იყო და ჯარი უკან დახიეო, მერე რას იტყოდი, მიშა ჩლუნგიაო. დაეცვა კაცო ის წესებიო... ჩვენ მორატორიუმის გამო არ წაგვიგია... 2 დღით ადრე შემოვიდოდა რუსული ჯარი თუ 2 დღით გვიან და როკიდან თუ საზღვაო დესანტით ფოთიდან - არსებითი არ იყო. ის თავი ამოცანას მაინც შეასრულებდა. მაგრამ იმის გამო, რომ აღებულ ოსურ ქალაქებსა და სოფლებში ქართულ ჯარს ეთნიკური წმენდა არ ჩაუტარებია, გამოაცხადა მორატორიუმი და გახსნა ჰუმანიტარული დერეფანი, საქართველო ამ ომში გამოვიდა სამართლიანი მებრძოლი მხარე ამიტომ, ესენი უნდა იცოდე და მერე შეაფასებ მაგ მორატორიუმს. მე ომის დროსაც გითხარი, რომ მორატორიუმი აუცილებელი იყო. მაშინაც დაგისაბუთე, მაგრამ ჩანს არც მაშინ მიგიქცევია დიდი ყურადღება -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
გიორგი |
Aug 29 2008, 05:32 PM
პოსტი
#78
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ამ ხალხს უნდა რომ ომში არავინ არ დაიღუპოს. პრინციპში არც მე მინდა, მაგრამ უბრალოდ ასე არ ხდება...
-------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
Giorgi- |
Aug 29 2008, 05:40 PM
პოსტი
#79
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
გიორგი
ციტატა ამ ხალხს უნდა რომ ომში არავინ არ დაიღუპოს "ამ ხალხს", ანუ, ჩვენ ომი არ გვინდა საერთოდ, მაგრამ როგორც ზემოთ აღნიშნე უბრალოდ ასე არ ხდება, ანუ უომრად ... სამწუხაროდ |
ნიანია |
Aug 29 2008, 05:41 PM
პოსტი
#80
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 |
ციტატა ამ ხალხს უნდა რომ ომში არავინ არ დაიღუპოს ომის შედეგად დაკარგულ ტერიტორიებს თუ დავიბრუნებ იმ მსხვერპლის გამო უზომოდ გული მეტკინება მაგრამ იმას მაინც ვიტყვი ღირდა მეთქი. მაგრამ როცა დაკარგულ ტერიტორიებს არათუ ვერ იბრუნებ ზედ უმატებ ერთი იმდენს და კარგავ შუაგულ საქართველოს ძალიან დიდი ბოდიში და იმ საცოდავი ბიჭების სიცოცხლის გაწირვა უდიდეს დანაშაულად და ცოდვად მიმაჩნია. -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი