IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> წმინდა სინოდის სხდომა, სხდომის ოქმი
კანონისტი
პოსტი Apr 30 2009, 08:21 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



30 აპრილი, 2009 წელი

ა.წ. 30 აპრილს საქართველოს საპატრიარქოში შედგა წმიდა სინოდის სხდომა.

სხდომას თავმჯდომარეობდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. მდივნად არჩეულ იქნა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი);

სხდომას არ ესწრებოდნენ: რუსთავის და მარნეულის მიტროპოლიტი ათანასე, (ჩახვაშვილი), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი), ნიკორწმინდელი მთავარეპისკოპოსი ელისე (ჯოხაძე);

1. წმიდა სინოდმა მოისმინა: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II მისასალმება და შესავალი სიტყვა, სადაც იგი შეეხო საქართველოში არსებულ რთულ პოლიტიკურ ვითარებასაც და გამოთქვა იმედი მოვლენების მშვიდობიანი განვითარებისა.

2. წმიდა სინოდმა მოისმინა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) და ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაიას (ჭანტურია) მოხსენებები მათ ეპარქიებში არსებული რთული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. გადაწყდა - ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, რომ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიას გადაეცეს ახალქალაქის ისტორიული ციხე-სიმაგრე თავისი ტერიტორიით.

3. წმიდა სინოდმა მოისმინა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის თეოდორეს (ჭუაძე) ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ხელმოწერილი შეთანხმების შესახებ, რომელიც ეხება მსჯავრდებულების მიმაგრებას ეპარქიების მონასტრებში. გადაწყდა: მღვდელმთავრებმა წარმოადგინონ სია იმ მონასტრებისა, სადაც, აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, გაიგზავნებიან თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფი პირები.

4. წმიდა სინოდმა მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინადადება საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის გაფართოების შესახებ. გადაწყდა: სასწავლო კომიტეტი გარდაიქმნას სასწავლო ცენტრად და დამტკიცდეს სასწავლო ცენტრის საბჭო შემდეგი შემადგენლობით: საბჭოს თავმჯდომარე: ცურტაველი ეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი), საბჭოს წევრები: ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი); ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი), სამთავისისა და გორის მთავრეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა), დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, დეკანოზი მიქაელ გალდავა.

5. წმიდა სინოდმა განიხილა ქართული ხორბლის, ვაზის და სხვა ადგილობრივი კულტურების აღორძინებასთან დაკავშირებული საკითხები. წმიდა სინოდმა განაჩინა: შეიქმნას სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი და მის ხელმძღვანელად დაინიშნოს ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე); ცენტრმა უნდა იზრუნოს სოფლის მეურნეობის ადგილობრივი ჯიშების გამრავლებისთვის და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების ხელშეწყობისათვის.

6. წმიდა სინოდმა ნეკრესისა და ჰერეთის მიტროპოლიტის სერგის (ჩეკურიშვილი) თანხმობით განაჩინა: ჰერეთის მხარეს მიენიჭოს სტავროპიგიალური სტატუსი და დაენიშნოს კეთილმოწესე.

7. დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელია) წმიდა სინოდს მოახსენა თავის ეპარქიაში არსებული სირთულეებისა და მათი დაძლევის პერსპექტივის შესახებ.

წმიდა სინოდმა განაჩინა: ა) დასავლეთ ევროპის ეპარქიას გამოეყოს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია; აქ არსებული ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) და ეწოდოს ეპისკოპოსი დმანისისა და აგარაკ-ტაშირისა, მმართველი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ქართული სამრევლოების. ბ) ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) და ეწოდოს მიტროპოლიტი ბათუმისა და ლაზეთის და მმართველი ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ქართული სამრევლოების. გ) სამხრეთ ამერიკის ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) და ეწოდოს მიტროპოლიტი ახალქალაქისა და კუმურდოსი და მმართველი სამხრეთ ამერიკის ქართული სამრევლოების. დ) აღმოსავლეთ ევროპის ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) და ეწოდოს მიტროპოლიტი ზუგდიდისა და ცაიშის და მმართველი აღმოსავლეთ ევროპის ქართული სამრევლოების. ე) ავსტრალიის ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსი შიო (მუჯირი) და ეწოდოს ეპისკოპოსი სენაკისა და ჩხოროწყუს და მმართველი ავსტრალიის ქართული სამრევლოების.

8. წმიდა სინოდმა განაჩინა, შეიქმნას, ანალიტიკური ცენტრი, ღრმა აზროვნების სასკოლო პროგრამებს შესამუშავებლად.

9. წმიდა სინოდმა გამოარჩია სამღვდელმთავრო კანდიდატად არქიმანდრიტი მელქისედეკი (ხაჩიძე). ხელდასხმა შედგება ა.წ. 3 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში და ეწოდება მას ეპისკოპოსი ჰერეთისა.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი Apr 30 2009, 08:43 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



"დასავლეთ ევროპის ეპარქიას გამოეყოს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია; აქ არსებული ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული...."
აუ რა მაგრა ჟღერს.
ისე ბევრი სოფლელია მანდ წასული აქ ტოხისჭერა რო ეთაკილებათ და უკან ჩამოსვლა ესიკვდილებათ.


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lch
პოსტი Apr 30 2009, 10:35 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 616
რეგისტრ.: 10-May 08
წევრი № 4,780



ციტატა
არქიმანდრიტი მელქისედეკი (ხაჩიძე)

საიდან არის, სად მოღვაწეობს...


--------------------
"განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 30 2009, 11:18 PM
პოსტი #4


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
9. წმიდა სინოდმა გამოარჩია სამღვდელმთავრო კანდიდატად არქიმანდრიტი მელქისედეკი (ხაჩიძე). ხელდასხმა შედგება ა.წ. 3 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში და ეწოდება მას ეპისკოპოსი ჰერეთისა.


ვაა biggrin.gif რა კაია biggrin.gif არკადიიი biggrin.gif

ძალიან მაგარია, ესეც ჩემი ნომერ მესამე ძმაეპისკოპოსი biggrin.gif

თურმე რატომ მირეკავდნენ biggrin.gif

დიდება ღმერთს!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Apr 30 2009, 11:20 PM
პოსტი #5


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(KAIROS @ May 1 2009, 12:18 AM) *

ვაა biggrin.gif რა კაია biggrin.gif არკადიიი biggrin.gif

ძალიან მაგარია, ესეც ჩემი ნომერ მესამე ძმაეპისკოპოსი biggrin.gif

თურმე რატომ მირეკავდნენ biggrin.gif

დიდება ღმერთს!

გილოცავ მეგობრის გაეპისკოპოსებას biggrin.gif tongue.gif



--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 30 2009, 11:21 PM
პოსტი #6


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
გილოცავ მეგობრის გაეპისკოპოსებას

მუჩას გრაციას biggrin.gif
ვურეკავ, არ იღებს , შეიფერა biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Apr 30 2009, 11:23 PM
პოსტი #7


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(KAIROS @ May 1 2009, 12:21 AM) *

მუჩას გრაციას biggrin.gif
ვურეკავ, არ იღებს , შეიფერა biggrin.gif

საზღვარგარეთის ნომრებს აღარ პასუხობს tongue.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი May 1 2009, 11:40 AM
პოსტი #8


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა
ა) დასავლეთ ევროპის ეპარქიას გამოეყოს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია; აქ არსებული ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) და ეწოდოს ეპისკოპოსი დმანისისა და აგარაკ-ტაშირისა, მმართველი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ქართული სამრევლოების.


ამის აუცილებლობა იყო? ანუ, დიდი ბრიტანეთი და ირლანდია მეუფე აბრაამს აღარ ემორჩილებიან? გამოეყოს რას ნიშნავს? იმხელაა დასავლეთ ევროპა რომ დასაყოფია?


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 1 2009, 11:50 AM
პოსტი #9


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
დ) აღმოსავლეთ ევროპის ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) და ეწოდოს მიტროპოლიტი ზუგდიდისა და ცაიშის და მმართველი აღმოსავლეთ ევროპის ქართული სამრევლოების

ეეე.. ეს აკლია წმიდა სინოდის დადგენილებაში რომელიც მოყვანილია საპატრიარქოს ვებ.გვერდზე
http://www.patriarchate.ge/?action=news_sh...ode=news&id=457
კანონ, შენ ხომ არ დააწინაურე გერასიმე ჰა? biggrin.gif
ისე აღმოსავლეთ ევროპაში რომელი ქვეყნები შედის არაა დაზუსტებული?
ციტატა
ამის აუცილებლობა იყო

იყო ქეთ, განსაკუთრებით ბრიტანეთი, ნუ ირლანდია ალბათ იმიტომ შევიდა, რომ უბრალოდ ერთ ზონაშია, ისე საწყენია ირლანდიაში ვცხოვრობდი და ვიცი, რომ იმათი სამრევლოს დაარსება და ყველაფერი მეუფე აბრაამის და ირლანდიელი ქართველების ერთობლივ მოღვაწეობას უკავშირდება.
დაყოფა კი ალბათ მოხდა ევროპაში არსებული სხვადასხვა პრობლემებით, რომ ყველაფერი ერთ კაცს აღარ დააწვეს...
კანონ, ერთი კარგად განმიმარტე ეს ჩემი ძმა და მეგობარი რად დანიშნეს?
ერთგან წერია რომ სერგია ჰერეთისა
ციტატა
ჰერეთის მიტროპოლიტის სერგის (ჩეკურიშვილი) თანხმობით განაჩინა: ჰერეთის მხარეს მიენიჭოს სტავროპიგიალური სტატუსი(?) და დაენიშნოს კეთილმოწესე(?).

და მერე
მელქისედეკს
ციტატა
ეწოდება მას ეპისკოპოსი ჰერეთისა.

აბა რა ხდება?
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 1 2009, 04:39 PM
პოსტი #10


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



KAIROS
სავარაუდოდ იქნება ჰერეთის ტიტულარული ეპისკოპოსი (ანუ, სახელდებით) და ფუნქციურად შეასრულებს ჰერეთის კეთილმოწესის (ანუ ბლაღოჩინის) კომპეტენციას.

ანუ რახან ეპარქია იქნება სტავროპიგიალური, კანონიკურად დაექვემდებარება პატრიარქს, ხოლო მამა მელქისედეკი შეასრულებს პატრიარქის ქორეპისკოპოსის ფუნქციას ჰერეთში.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი May 1 2009, 05:24 PM
პოსტი #11


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ციტატა(KAIROS @ May 1 2009, 12:18 AM) *

ვაა biggrin.gif რა კაია biggrin.gif არკადიიი biggrin.gif

ძალიან მაგარია, ესეც ჩემი ნომერ მესამე ძმაეპისკოპოსი biggrin.gif

თურმე რატომ მირეკავდნენ biggrin.gif

დიდება ღმერთს!

დანარჩენები რომლები არიან?


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 1 2009, 06:03 PM
პოსტი #12


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



KAIROS
ციტატა
ეეე.. ეს აკლია წმიდა სინოდის დადგენილებაში რომელიც მოყვანილია საპატრიარქოს ვებ.გვერდზე

ეხლა ვნახე... blink.gif მე რომ დავაკოპირე, ეწერა.... ისე კი გამიკვირდა, აღმ.-ში ხომ მართლმადიდებლური საპატრიარქოებია და რად უნდოდა...


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 1 2009, 07:54 PM
პოსტი #13


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
დანარჩენები რომლები არიან?

რავი მგონი მეღა დავრჩი biggrin.gif

არავინ, ჯერ...

ციტატა
აღმ.-ში ხომ მართლმადიდებლური საპატრიარქოებია და რად უნდოდა...

ხო რა მეც ვერ გავიგე, როგორც კანუდოსა იტყვის PH (პრავასლავნი ქაოს biggrin.gif)
მოკლედ ტიტულარული ეპისკოპოსის პრეცედენტი, მგონი ჩვენთან პირველია smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lch
პოსტი May 1 2009, 09:15 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 616
რეგისტრ.: 10-May 08
წევრი № 4,780



კანონისტი
ციტატა
სავარაუდოდ იქნება ჰერეთის ტიტულარული ეპისკოპოსი (ანუ, სახელდებით) და ფუნქციურად შეასრულებს ჰერეთის კეთილმოწესის (ანუ ბლაღოჩინის) კომპეტენციას.

ანუ რახან ეპარქია იქნება სტავროპიგიალური, კანონიკურად დაექვემდებარება პატრიარქს, ხოლო მამა მელქისედეკი შეასრულებს პატრიარქის ქორეპისკოპოსის ფუნქციას ჰერეთში.

და რა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა ასეთი რამის გამოგონება?...


--------------------
"განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 1 2009, 09:32 PM
პოსტი #15


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
და რა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა ასეთი რამის გამოგონება?...

ეს არსებული პრაქტიკაა ლამის უკვე ყველა ეკლესიაში, მამა მელქისედეკი კი გახლავთ პოლიგლოტი,მათ შორის ბერძნული ენის სპეციალისტი, მაგიტრი და დოქტორანტი, ნამოღვაწარი აქვს საბერძნეთში და ესპანეთში, შესაბამისად მისი ცოდნის და გამოცდილების ეპისკოპოსი აუცილებლად სჭირდებათ საპატრიარქოში, როგორც ხდება სხვაგან.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი May 1 2009, 09:44 PM
პოსტი #16


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



KAIROS
დროზე მოიყვანე ცოლი, თორე ვატყობ გაგიყენებენ შენც მაგ გზას tongue.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ავგუსტინე
პოსტი May 1 2009, 10:34 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 436
რეგისტრ.: 14-March 09
წევრი № 6,642



ციტატა
ეს არსებული პრაქტიკაა ლამის უკვე ყველა ეკლესიაში, მამა მელქისედეკი კი გახლავთ პოლიგლოტი,მათ შორის ბერძნული ენის სპეციალისტი, მაგიტრი და დოქტორანტი, ნამოღვაწარი აქვს საბერძნეთში და ესპანეთში, შესაბამისად მისი ცოდნის და გამოცდილების ეპისკოპოსი აუცილებლად სჭირდებათ საპატრიარქოში, როგორც ხდება სხვაგან.


ეკუმენისტია? tongue.gif tongue.gif tongue.gif მასონების დანიშნული იქნება ეგა! tongue.gif


--------------------
http://jvarosnebi.com/

Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 1 2009, 11:07 PM
პოსტი #18


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
დროზე მოიყვანე ცოლი, თორე ვატყობ გაგიყენებენ შენც მაგ გზას

:D
ჯერ მეკითხებიან კიდე, მაგრამ ცოტა ხანში აღარ შემეკითხებიან ვატყობ :D
უნდა ვუშველო თავს :(
ციტატა
ეკუმენისტია

:D კითხე :D

პ.ს.
მაინც ველაპარაკე smile.gif ძალიან ღელავდა kiss1.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ავგუსტინე
პოსტი May 1 2009, 11:24 PM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 436
რეგისტრ.: 14-March 09
წევრი № 6,642



KAIROS

ეპისკოპოსი რომ იქნები, ხელზე უნდა გემთხვიო? თუ პოსტებზე? biggrin.gif

იხარეთ:

† კაიროსი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif




--------------------
http://jvarosnebi.com/

Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lch
პოსტი May 3 2009, 02:24 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 616
რეგისტრ.: 10-May 08
წევრი № 4,780



ციტატა
მამა მელქისედეკი კი გახლავთ პოლიგლოტი,მათ შორის ბერძნული ენის სპეციალისტი, მაგიტრი და დოქტორანტი, ნამოღვაწარი აქვს საბერძნეთში და ესპანეთში, შესაბამისად მისი ცოდნის და გამოცდილების ეპისკოპოსი აუცილებლად სჭირდებათ საპატრიარქოში, როგორც ხდება სხვაგან.

ხო, ხო, აუცილებლად, უფრო კარგად, შიგნიდანვე რო განხორციელდეს "თავისუფლების ინსტიტუტის" ბინძური გეგმები: მართმადიდებლური, ქართულ-ეროვნული ტრადიციების დაკნინება-მოსპობა...


--------------------
"განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 09:10 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი