IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ცისკარზე ზეთისცხება...., სანამ წავსულვარ გამარკვიეთ...
lch
პოსტი Mar 8 2009, 02:38 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 616
რეგისტრ.: 10-May 08
წევრი № 4,780



შაბათს თბილისის ერთერთ ტაძარში დავესწარი ლოცვას, აქამდე ვიცოდი და ყველამ იცით რო ცისკარზე, სახარების წაკითხვის შემდეგ ხდება ზეთის ცხება, მაგრამ ჩემდა გასაოცრად ამ ტაძარში ზეთის ცხება არ შესრულდა და თქვეს რო ასეც უნდა იყოს, მარხვაში არ ხდებაო...
ამ ტაძარში ასეთ რამეს უკვე მეორედ შევესწარი, შარშან მოვხვდი მანდ პეტრე-პავლობის წინა დღეს, ჩატარდა ლოცვა, ჩატარდა პურის, ღვინის და ხორბლის კურთხევა, მაგრამ სახარების მერე ზეთის ცხება არ მოხდა, მაშინაც მარხვა მოიმიზეზეს...
მაინტერესებს ეს რამდენად გამართლებულია, მართლა ასეთი წესია რო მარხვაში ცისკარზე ზეთის ცხება არ ხდება, თუ ტაძრის წინამძღვრის ნებაზეა ეს დამოკიდებული?

მიკვირს, რადგან ჩემი მოძღვარი მარხვაშიც და ხსნილშიც, ყოველთვის შაბათის (და დღესასწაულების) ცისკარზე, სახარების წაკითხვის შემდეგ ატარებს ზეთის ცხებას....


--------------------
"განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inaina
პოსტი Mar 8 2009, 12:54 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,525
რეგისტრ.: 22-October 08
წევრი № 5,839



ციტატა
ცისკარზე ზეთისცხება...., სანამ წავსულვარ გამარკვიეთ...


ესე იგი ირკვევა,რომ აქ ყოფნა სასარგებლოა? smile.gif

სანამ წასულხარ ნუ წახვალ sad.gif


--------------------
16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 9 2009, 10:48 AM
პოსტი #3


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



lch
წესით არც ხსნილში ხდება ზეთისცხება და არც მარხვაში.

ზეთისცხება ხდება მხოლოდ IV, V და VI რანგის დღესასწაულებზე.



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lch
პოსტი Mar 9 2009, 06:11 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 616
რეგისტრ.: 10-May 08
წევრი № 4,780



ციტატა
ზეთისცხება ხდება მხოლოდ IV, V და VI რანგის დღესასწაულებზე.

ხო, მაგრამ კვირა დღეც ხომ მაღალი რანგისაა (აღდგომას არ ვზეიმობთ ყოველ კვირას?)...


--------------------
"განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 9 2009, 06:26 PM
პოსტი #5


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



lch
კი, მაგრამ რანგი მაინც I აქვს.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Mar 9 2009, 08:22 PM
პოსტი #6


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



კანონისტი

ცოტა დაწვრილებით აგვიხსენი რა, მაშინ თითქმის ყველა ტაძარში რატო ტარდება ზეთისცხება ყველა შაბათსა და დღესასწაულებზე?


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nikoloz_
პოსტი Mar 9 2009, 10:16 PM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 79
რეგისტრ.: 26-December 08
მდებარ.: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
წევრი № 6,168



ციტატა(lch @ Mar 8 2009, 03:38 AM) *

შაბათს თბილისის ერთერთ ტაძარში დავესწარი ლოცვას, აქამდე ვიცოდი და ყველამ იცით რო ცისკარზე, სახარების წაკითხვის შემდეგ ხდება ზეთის ცხება, მაგრამ ჩემდა გასაოცრად ამ ტაძარში ზეთის ცხება არ შესრულდა და თქვეს რო ასეც უნდა იყოს, მარხვაში არ ხდებაო...
ამ ტაძარში ასეთ რამეს უკვე მეორედ შევესწარი, შარშან მოვხვდი მანდ პეტრე-პავლობის წინა დღეს, ჩატარდა ლოცვა, ჩატარდა პურის, ღვინის და ხორბლის კურთხევა, მაგრამ სახარების მერე ზეთის ცხება არ მოხდა, მაშინაც მარხვა მოიმიზეზეს...
მაინტერესებს ეს რამდენად გამართლებულია, მართლა ასეთი წესია რო მარხვაში ცისკარზე ზეთის ცხება არ ხდება, თუ ტაძრის წინამძღვრის ნებაზეა ეს დამოკიდებული?

მიკვირს, რადგან ჩემი მოძღვარი მარხვაშიც და ხსნილშიც, ყოველთვის შაბათის (და დღესასწაულების) ცისკარზე, სახარების წაკითხვის შემდეგ ატარებს ზეთის ცხებას....



ცისკარი და მწუხრი გერევა ერთმანეთში...ცისკარზე ზეთისცხება არ არის....

ხოლო მწუხრზე სახარების წაკითხვის შემდეგ არის ლოცვა....მაგრამ თუ მცირე ლოცვაა, მაშინ ზეთისცხება არ არის...ხოლო თუ რაიმე დღესასწაულია წინ, მაშინ უნდა იყოს ზეთისცხება (შესაბამისად დიდი ლოცვა ტარდება დღესასწაულების წინა დღით)


--------------------
ნუგეშინის საქართველო, ჩვენთან არს ღმერთი ! ! !

თუ ღმერთთან ერთად ხარ, ნებისმიერი ადგილზე გაქვს სახლ-კარი და სამშობლო, ღვთის გარეშე კი სახლიცა და მამულიც გადასახლება და ტყვეობაა ! ! !

ვისაც თავის თავში ღმერთიჰყავს, მას ყველაფერი აქვს, თუნდაც - ამქვეყნად ყველაფერი დაკარგოს ! ! !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Mar 9 2009, 11:46 PM
პოსტი #8


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ციტატა
ცისკარი და მწუხრი გერევა ერთმანეთში...ცისკარზე ზეთისცხება არ არის....


ცისკარი ექვსფსალმუნით არ იწყება? მედავითნე რომ კითხულობს შუა ტაძარში?

სახარება ხომ მაგის მერე იკითხება? კალენდარშიც საცისკრო სახარებაა მითითებული...

რამე მეშლება?


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lch
პოსტი Mar 10 2009, 12:33 AM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 616
რეგისტრ.: 10-May 08
წევრი № 4,780



Nikoloz_
ციტატა
ხოლო მწუხრზე სახარების წაკითხვის შემდეგ

თვითონ გერევა ძმაო... მწუხრზე სახარება არ იკითხება.... საღამოს ლოცვაზე სახარება ცისკარზე იკითხება (ცისკრის საკითხავი)...

.ნინო
ციტატა
კანონისტი

ცოტა დაწვრილებით აგვიხსენი რა, მაშინ თითქმის ყველა ტაძარში რატო ტარდება ზეთისცხება ყველა შაბათსა და დღესასწაულებზე?

მე როგორც მივხვდი ზეთისცხება აღესრულება კვირის "ღამისთევის" ლოცვაზე რომელსაც დაემთხვევა წმიდის ხსენება "ღამისთევის" და "სადიდებლიანი" მსახურებით....

მაგრამ მე როცა ჩემს მოძღვართან ჩავდივარ, ანდა აქ სიონში, სამებაში, ყოველ შაბათს არის ზეთისცხება და ვეღარ გავიგე რა...


--------------------
"განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 10 2009, 10:58 AM
პოსტი #10


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



.ნინო
ციტატა
ცოტა დაწვრილებით აგვიხსენი რა, მაშინ თითქმის ყველა ტაძარში რატო ტარდება ზეთისცხება ყველა შაბათსა და დღესასწაულებზე?

ზეთისცხება შინაარსობრივად საზეიმო ხასიათისაა. რანგირების მიხედვით არსებობს 6 რანგის მსახურება.

4, 5 და 6 რანგის დღესასწაულებზე სახარება იკითხება გარეთ, შუა ტაძარში (და არა საკურთხეველში, ტრაპეზზე). შესაბამისად, ამ დროსვე ეგების ზეთისცხების ჩატარება.

ამასთან, ზეთისცხება უნდა ჩატარდეს მაშინ, როდესაც მწუხრზე, ლიტიის საკითხავის შემდეგ იკურთხება ზეთი.

Nikoloz_
ციტატა
ხოლო მწუხრზე სახარების წაკითხვის შემდეგ არის ლოცვა....
მაგრამ თუ მცირე ლოცვაა, მაშინ ზეთისცხება არ არის...
ხოლო თუ რაიმე დღესასწაულია წინ, მაშინ უნდა იყოს ზეთისცხება

მწუხრზე სახარება არ იკითხება. სწორად შეგნიშნეს.

დიდი მწუხრი:
- ასამაღლებელი
- ფს. 103
- დიდი კვერექსი
- I კანონი (ყოველთვის, დღის მიუხედავად)
- მცირე კვერექსი
- უფალო, ღაღად-ვყავ - დასდებლებით
- საცეცხლურით შესვლა
- "ნათელი მხიარული..."
- [საწინასწარმეტყველო]
- მრჩობილი კვერექსი
- "და ღირს მყვენ..."
- თხოვნითი კვერექსი
- [ლიტიის საკითხავები და მუხლები]
- სტიქარონსა ზედა დასდებლები
- "აწ განუტევე..."
- დასაწყისი ლოცვები
- ღვთისმშობელო ქალწულო (ან დღესასწაულის ტროპარი)
- [პურის კურთხევა]
- ფს. 33
- "კურთხევა უფლისა თქვენ ზედა..."

[] - IV, V და VI რანგის დღესასწაულებზე


lch
ციტატა
როდესაც დღევანდელი პრეზიდენტი დადგა არჩევანის წინაშე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა თუ მისი დარჩენა ხელისუფლებაში, უყოყმანოდ არჩია უკანასკნელი. ბუნებრივიცაა, აბა ხელისუფლებას ხომ არ შეელეოდა? ასეთ დროს ქვეყნის ორიოდ კუთხე თუ დაიკარგება, ეს რა მოსატანია.

---

და ასეთ პრეზიდენტს დღეს კიდევ ყავს მომხრეები....

ეს კიდევ გაქვს? laugh.gif laugh.gif laugh.gif e025.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nikoloz_
პოსტი Mar 10 2009, 03:05 PM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 79
რეგისტრ.: 26-December 08
მდებარ.: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
წევრი № 6,168



მე მაპატიეთ.... სხვას შესწორება გავუკეთე და იქეთ შემეშალა..


სწორია....ზეთისცხება ჩამოთვლილი რანგის დღესასწაულების წინ არის და ასევე ყოველ შაბათს.


--------------------
ნუგეშინის საქართველო, ჩვენთან არს ღმერთი ! ! !

თუ ღმერთთან ერთად ხარ, ნებისმიერი ადგილზე გაქვს სახლ-კარი და სამშობლო, ღვთის გარეშე კი სახლიცა და მამულიც გადასახლება და ტყვეობაა ! ! !

ვისაც თავის თავში ღმერთიჰყავს, მას ყველაფერი აქვს, თუნდაც - ამქვეყნად ყველაფერი დაკარგოს ! ! !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sormonii
პოსტი Apr 15 2009, 11:14 PM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 58
რეგისტრ.: 13-July 08
წევრი № 5,331



ჩემთან მაგალითად ყოველ ლოცვაზე ხდება პურის კურთხევაც და ზეთისცხებაც მაგრამ ზეთისცხება ლოცვის ბოლოს "დიდება მაღალიანი" გალობის დასრულების შემდეგაა..ისე ნამდვილად მაინტერესებს პურის კურთხევა რახან მონასტერია იმიტო ტარდება ყოველ ლოცვაზე თუ ეს მოძღვრის ნებაზეა დამოკიდებული?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 15 2009, 11:35 PM
პოსტი #13


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ცისკარზე ზეთისცხება არის დაშვებული როგორც გამონაკლისი, მაგრამ დაშვებულია smile.gif

ციტატა
ზეთისცხება შინაარსობრივად საზეიმო ხასიათისაა. რანგირების მიხედვით არსებობს 6 რანგის მსახურება.

4, 5 და 6 რანგის დღესასწაულებზე სახარება იკითხება გარეთ, შუა ტაძარში (და არა საკურთხეველში, ტრაპეზზე). შესაბამისად, ამ დროსვე ეგების ზეთისცხების ჩატარება.

ეგ სწორია, მაგრამ გამონაკლისის სახით ხდება დაშვება, ასე აგვიხსნენ ჩვენ, ,თუმცა მაშინ XX ს.ნე იყო biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 06:56 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი