თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ხელოვნება და კულტურა _ ზაფხულის ჩანაწერებიდან...

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 1 2007, 11:04 PM

ხევსურებში არის ასეთი თქმა, მოსულ სტუმარს მასპინძელი შეაგებებს: "მოხვედ მშვიდობით", პასუხი კი ასეთია :" დამხვდით მშვიდობით" smile.gif დღესდღეობით დიდ მშვიდობას მართალია აქ და საერთოდ საქართველოში, ვერ ვხედავ, მაგრამ რას იზამ აქ ფორუმია და რაღაც წილად ბუნებრივიცაა ( ზომებში რათქმაუნდა), იქ კი (ქართულ პოლიტიკაში) ფორუმი კი არა "ბარდაკს" რომ უწოდებენ რუსები ისაა! biggrin.gif

მოკლედ, დავბრუნდი, როგორც შეგპირდით ზუსტად 1 ოქტომბერს, ევროპის სამივე სამხრეთის ნახევარკუნძლების, კერძოდ თურქეთის, საბერძნეთის და ესპანეთის 1 თვიანი მონახულება-მოლოცვის შემდეგ,ისევ დავუბრუნდი დროებით სამყოფელს...

საქართველო დამაკლდა მაშინვე, როგორც კი ბათუმიდან ავფრინდი, ასევე ის ადამიანები, ვინც იქ დავტოვე, მათ შორის თქვენც, ჩემო ძვირფასო ფორუმელებო, მიხარია, რომ გიცნობთ, როგორც ერთი ბრძენი ამბობდა: " ადამიანი ამქვეყნად მხოლოდ ორ რამეს უნდა ეძებდეს, ღმერთსა და ისევ ადამიანსო", ასე რომ ესეც ერთმანეთის პოვნა და აღმოჩენა იყო...

ცალკე თოფიქი იმიტომ გავხსენი, რომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე , ორ ათასმდე ან უფრო მეტი ციფრული სურათი და მილიონი ემოცია დამიგროვდა, რაღათქმაუნდა განსაკუთრებით ათონის მთის ოთხდღიანი მოლოცვის შემდეგ, თუმც ვერც აია სოფიას დავივიწყებ სტამბულში, ვერც წმ. დიმიტრის ტაძარს თესალონიკში და ვერც ქართულ წირვა-ლოცვებს ესპანეთში...

ასე რომ ამ ყველაფერზე, ნელნელა და სისტემატურად დავწერ, დრო გვაქვს, მაშ ასე:

დამხვდით მშვიდობით და იხარეთ!

სიყვარულით:

კაიროსი!

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Oct 1 2007, 11:10 PM

KAIROS
გაიხარე, სითბო და სიყვარული მოგყოლოდეს, რაც დღეს ასე ძლიერ გვაკლია...

ველით სურათებს, ემოციებს და შთაბეჭდილებებს smile.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 1 2007, 11:12 PM

"ჰოი ბედნიერებავ", საიდან მოდიხარ და სად მიდიხარ ხოლმე laugh.gif

გაგახაროს ღმერთმა, მადლიანო და ამ მადლის დაუმადლებელად მკეთებელო ადამიანო, შენს გადარეულ მეოგბრებთან ერთად (ნუ რა ვქნა თვითონ დაირქვეს smile.gif )

2kiss.gif
კეთილი იყოს შენი დაბრუნება!

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 1 2007, 11:15 PM

კეთილი იყოს შენი დაბრუნება KAIROS!

ნამდვილად დააკლდი ფორუმს smile.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Oct 1 2007, 11:15 PM

Welcome Kairos smile.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Oct 1 2007, 11:25 PM

ხევსურულის რა მოგახსენო და ქუთაისურად გეტყვი- მშვიდობა შენ დაბრუნებას. ჩვენ მართალია ცოტა არეულობა დაგახვედრეთ, მაგრამ ღვთის შეწევნით მოგვეცემა ძალა დავალაგოთ ეს არეულობა და -ღმერთმაც ქნას!
საოცნებო ადგილები მოგინახულებია, ალბათაღფრთოვანებული იქნები, რაზეც შენი აღნიშნული 2000-მდე ფოტომასალა მეტყველებს, იმედია რჩეულებს ჩვენც ვიხილავთ და ემოციებს და შთაბეჭდილებებსაც გაგვიზიარებთ.
მაშ ველით!.
პატივისცემით აბო.

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Oct 1 2007, 11:26 PM

იიჰ... გვეღირსა... biggrin.gif smile.gif
გულით და სულით მიხარია... smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 1 2007, 11:27 PM

KAIROS

ციტატა
ხევსურებში არის ასეთი თქმა, მოსულ სტუმარს მასპინძელი შეაგებებს: "მოხვედ მშვიდობით", პასუხი კი ასეთია :" დამხვდით მშვიდობით"

ძალიან მომწონს ეს ტრადიცია, რომელიც დღემდეა შემორჩენილი, საინტერესო ისაა რომ ასაკით უმცროსიც რომ იყოს ადამიანი, მოხუცებულებიც ფეხზე დგებიან და ეუბნებიან მოგვიხველ მშვიდობით, რასაც პასუხობენ დამხვდით მშვიდობით. smile.gif
სუფრაზეც რომ შეესწრო მაშინაც ფეხზე წამოდეგბიან ყველანი და ამ სიტყვებით ესალმებიან შემოსწრებულს

პოსტის ავტორი: makuna7474 თარიღი: Oct 1 2007, 11:28 PM

ციტატა(ketino @ Oct 1 2007, 11:26 PM) *

იიჰ... გვეღირსა... biggrin.gif smile.gif
გულით და სულით მიხარია... smile.gif

აშჯარად მეც ძალიან ძალიან გამიხარდა smile.gif
აწი საინტერესო პოსტები არ მოგვაკლდება smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 1 2007, 11:30 PM

ციტატა(ალექსანდრე @ Oct 2 2007, 12:27 AM) *

KAIROS

ძალიან მომწონს ეს ტრადიცია, რომელიც დღემდეა შემორჩენილი, საინტერესო ისაა რომ ასაკით უმცროსიც რომ იყოს ადამიანი, მოხუცებულებიც ფეხზე დგებიან და ეუბნებიან მოგვიხველ მშვიდობით, რასაც პასუხობენ დამხვდით მშვიდობით. smile.gif
სუფრაზეც რომ შეესწრო მაშინაც ფეხზე წამოდეგბიან ყველანი და ამ სიტყვებით ესალმებიან შემოსწრებულს



საინტერესო ტრადიცია ყოფილა... რავა ყველაფერში ჩამორჩენილი ვარ laugh.gif




პირველად გავიგე smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 1 2007, 11:32 PM

ნათია

ციტატა
საინტერესო ტრადიცია ყოფილა... რავა ყველაფერში ჩამორჩენილი ვარ

პირველად გავიგე

ხევსურეთშია მასე, თუმცა უნდა ავღნოიშნო, რომ დღესდღეობით ესეც იკარგება, ახალგაზრდები უკვე აღარ აქეცევენ ყურადღებას იმდენად. smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 1 2007, 11:33 PM

ციტატა(ალექსანდრე @ Oct 2 2007, 12:32 AM) *

ნათია

ხევსურეთშია მასე, თუმცა უნდა ავღნოიშნო, რომ დღესდღეობით ესეც იკარგება, ახალგაზრდები უკვე აღარ აქეცევენ ყურადღებას იმდენად. smile.gif



ლამაზი სიტყვებია და არ უნდა დაიკარგოს smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 1 2007, 11:34 PM

კაიროს, რა ბედნიერებაა კვლავ შენი ხილვა ფორუმის ორღობეებში 2kiss.gif

დააკლდი თვალს, გულს, და ფორუმის ატმოსფეროს, რომლისთვისაც შენი პოსტინგი ნამდვილი ფოტოსინთეზია 2kiss.gif

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Oct 1 2007, 11:35 PM

ციტატა


დააკლდი თვალს, გულს, და ფორუმის ატმოსფეროს

yes.gif

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Oct 1 2007, 11:55 PM

KAIROS
რა კარგია, რომ დაგვიბრუნდიიიიი
jump.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 2 2007, 10:51 AM

KAIROS
ძალიან მიხარია შენი დაბრუნება, ყოველდღე გელოდი პირადად, მართალი გითხრა

განსაკუთრებით გამიხარდა ათონზე ვიზიტის შესახებ. იქნებ უფრო დაწვრილებით გვიამბო, მით უმეტეს, თუ ღმერთმა ინება, ფორუმელები ვგეგმავთ ათონისკენ გამგზავრებას გაისისათვის

იხარე ქრისტეს მიერ! kanonisti.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2007, 11:27 AM

KAIROS

კეთილი იყოს შენი დაბრუნება და რომელი ტაძრებიც მოილოცე, იმათი მადლი მოგეტანოს ფორუმზე!! wub.gif

პოსტის ავტორი: serafita თარიღი: Oct 2 2007, 11:31 AM

KAIROS დიდება შენს დაბრუნებას, ალბათ კვლავაც გაგვახარებ გონიერი პოსტებით.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 2 2007, 11:37 AM

კეთილი იყოს შენი დაბრუნება, კაიროს smile.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Oct 2 2007, 12:03 PM

გხვდები მშვიდობით და დიდი სიხარულით,დარწმუნებული ვარ წინ ზალიან საინტერსო თემა გველისsmile.gifკეთილიიყოს შენი დაბრუნება და გფარავდეს ყოვლადძლიერიsmile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Oct 2 2007, 12:35 PM

KAIROS



რამოდენიმე დღის უკან გადაწყვეტილება მივიღე დამეტოვებინა ფორუმი და წავედი კიდეც, აღარ ვპოსტავდი... მეგონა სამუდამოდ წავედი. ეხლა ეს წერილი წავიკითხე და გულში იმდენი სითბო ჩამეღვარა, რომ გადაწყვეტილება შევცვალე და მაინც ვპოსტავ.


კაიროსუნა გვაკლდი ძალიან. იმედია შენი შემოსვლა ძველ სახეს დაუბრუნებს ფორუმს. იმედია ისევ გაიმართება საინტერესო კამათები, ისევ დაიწერება საინტერესო პოსტები, გამდიდრდება ბიბლიოთეკა.

კაიროსუნა, მიხარია, რომ დაბრუნდი. დაიწყეთ მმოღვაწეობა და შემოგიერთდებით დიდი სიამოვნებით და სიყვარულით.


გელოდებით ყველას..


იხარე,

კაიროს!

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Oct 2 2007, 12:37 PM

კაიროს კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, ჯერ საქართველოში და მერე ჩვენს ფორუმში,

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Oct 2 2007, 12:52 PM



მხევალი ნინო

ციტატა
რამოდენიმე დღის უკან გადაწყვეტილება მივიღე დამეტოვებინა ფორუმი და წავედი კიდეც, აღარ ვპოსტავდი... მეგონა სამუდამოდ წავედი. ეხლა ეს წერილი წავიკითხე და გულში იმდენი სითბო ჩამეღვარა, რომ გადაწყვეტილება შევცვალე და მაინც ვპოსტავ.


იგივე შემიძლია გავიმეორო ...

კეთილი იყოს შენი დაბრუნება, კაიროს
smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 2 2007, 01:08 PM

catherina_10

ციტატა
კაიროს კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, ჯერ საქართველოში და მერე ჩვენს ფორუმში

საქართველოში? თუ პირიქით? wink.gif

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Oct 2 2007, 01:25 PM

ციტატა(ალექსანდრე @ Oct 1 2007, 11:27 PM) *

KAIROS

ძალიან მომწონს ეს ტრადიცია, რომელიც დღემდეა შემორჩენილი, საინტერესო ისაა რომ ასაკით უმცროსიც რომ იყოს ადამიანი, მოხუცებულებიც ფეხზე დგებიან და ეუბნებიან მოგვიხველ მშვიდობით, რასაც პასუხობენ დამხვდით მშვიდობით. smile.gif
სუფრაზეც რომ შეესწრო მაშინაც ფეხზე წამოდეგბიან ყველანი და ამ სიტყვებით ესალმებიან შემოსწრებულს

აჭარაშიც ასეთი წესია smile.gif



გამეხარდა კაიროსს,ფორუმში კვლავ რომ ვიხილავ შენს პოსტებს smile.gif

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Oct 2 2007, 03:41 PM

KAIROS
წრფელად მიხარია ძმაო შენი დაბრუნება!
smile.gif

ისე კაიროს ზოგიერთს მისწერე შენი სკაიპი და ამ ფორუმზე შემოსვლით ნუღარ შეიწუხებენ თავს. სკაიპსი გელაპარაკონ smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: ნიანია თარიღი: Oct 2 2007, 04:00 PM

მშვიდობა შენს დაბრუნებას კაიროს. ბედნიერი კაცი ხარ ისეთი ადგილები გინახავს და მოგილოცია, სიზმარში რომ ვიოცნებებთ ბევრი მათ ხილვას მარტო.

გაიხარე ასეთი მადლის ფორუმზე მოტანისათვის

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Oct 2 2007, 04:19 PM

KAIROS
კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, მართლაც ძალიან აკლდიტ ფორუმს smile.gif

ძალიან გაგვახარე smile.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Oct 2 2007, 04:25 PM

აბა გელით კაიროს ფოტოები ჩანაწერებიო : )) !
მშვიდობა შენ დაბრუნებას !: )

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Oct 2 2007, 04:47 PM

გლახა

ციტატა
ისე კაიროს ზოგიერთს მისწერე შენი სკაიპი და ამ ფორუმზე შემოსვლით ნუღარ შეიწუხებენ თავს. სკაიპსი გელაპარაკონ




ზოგიერთები სკაიპით ელაპარაკებიან კაიროსს, დაგაგვიანდა. არა მხოლოდ სკაიპით კიდევ სხვა მოდური სააშუალებებითაც კონტაქტობენsmile.gif))


ზოგიერთები აქ, რომ აღარ შემოვიდენ უფრო ხშირად ილოცე და ეგებ აგისრულდეს, სხვანაიარდ არაფერი გამოდის, გამოჩნდა კაიროსუნა დაკვლავ გაუჩნდა ,,ზოგიერთს,, სურვილი კვლავ პოსტოს აქ, თუ დრო იქნა რა ტქმა უნდა.


პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 3 2007, 01:22 PM

მდაა...

გადავავლე თვალი ფორუმს და ცოტა არ იყოს არ მესიამოვნა შექმნილი სიტუაცია, არ მინდა ამ თემაზე შევჩერდე, უბრალოდ ვიტყვი, არ ვიცი რისი ბრალია, მაგრამ ქართველებს გვახასიათებს, სხვა ნაკლთან ერთად, ერთი ძალიან ცუდი თვისება, ვართ ძალიან მაქსიმალურები ყველაფერში და არც გადამლაშებაა უცხო ჩვენთვის, და ამ ყველაფერს განსაკუთრებით ვაჩენთ როცა ვიცავთ ან პირიქით ვებრძვით რაიმე ღირებულობას, მაგ. სამშობლოს, ეროვნებას, ეკლესიას... ანუ დამცველიცა და მაკრიტიკებელიც ხშირად ზედმეტ მონდომებას იჩენენ და საბოლოოდ ორივე კარგავს იმ ზღვარს, რომლის გადაბიჯების შემდეგ დიალოგს აზრი ეკარგება,ხშირად შევსწრებივარ ამ სიტუაციას და სამწუხაროდ აქაც ვხედავ, მაგალითად იგივე ორი ბასილი აიღეთ, ერთი მკალავიშვილი, რომელმაც არათუ სხვა კონფესიებთან დიალოგი არამედ თავად საპატრიარქოსთანაც გაწყვიტა კავშირი და მეორე ბასილი , რომელმაც ასევე გაწყვიტა საპატრიარქოსთან კავშირი,ოღონდ სრულიად საპარისპირო საბაბით, ერთი ზედმეტ ეკუმენიზმს უჩიოდა და მეორე ზედმეტ ფანატიზმს... საბოლოოდ ორივე ცდებოდა და შეცდნენ კიდეც...
დავუბრუნდები ისევ მოგზაურობის მცირე ჩანაწერებს, დღევანდელი ჩანაწერი მინდა ზოგად ისევ ქართველების მდგომარეობას დავუთმო უცხოეთში, სამი ქვეყანა ვნახე, სადაც საერთოდ პირველად ვიყავი და სამივეში საგანგაშო მდგომარეობა დამხვდა, თურქეთში რა მდგომარეობაა, ეგ თქვენც კარგად მოგეხსენებათ, სტამბულის ბაზრობაზე ადრე მოტაცებულ ქალ-ვაჟს ყიდნენ, ახლა თვითონ ყიდიან თავიანთ თავს... საბერძნეთში კი ორი ერი არ უყვართ ერთია ალბანელები და მეორე ჩვენ, არ ვაჭარბებ, ეს ისაა რაც ვნახე და რაც სწორედ იქაურმა ქართველებმა მომიყვნენ, 2 კვირა კი საკმაო დროა სიტუაციის შესაგრძობად მაინც. ერთ პატარა ამბავს მოგიყვებით და დასკვნები თქვენთვის მომინდვია:თესალონიკში ყოფნისას, ქართველებისაგან მრავალი ცუდი ვისმინე, იქაურ სიტუაციაზე, ნარკომან და ქურდ ქართველებზე... დაბრუნება თესალონიკიდან იტალიაში ავტობუსით მქონდა დაჯავშნული და პორტ უგანიცამდე სადღაც 9 საათი ვიარეთ, გზაზე სხვათაშორის მეტეორასთან გავჩერდით, რომლის სურათებსაც მალე შემოგთავაზებთ ( თუმც შორიდან გადაღებულებს), ბოლოს ჩავედით რა უგანიცაში,ავტობუი ბორანზე უნდა ასულიყო,ამიტომ საბუთების შესამოწმებლად ხალი ცალკე დავდექით რიგში, უცებ ცემს გვერდით ვიღაც სუსტი ახალგაზრდა აღმოჩნდა, ჯერ ყურადღება რ მივაქციე, ბნელოდა, და საკმაოდ დაღლილიც ვიყავი, მაგრამ ცოტა ხანში შევნიშნე რომ იტალიელები და ბერძნები საკმაოდ ცერად უყურებდნენ მას, ცოტა დავაკვირდი და დავინახე, მოკლე სახელოებიანი მაისური ეცვა,ერთიანად დასვრილი იყო, ალბათ რომელიღაც სატვირთო მანქანის ძარაში იყო დამალული, ცახცახებდა სიცივისგან, ზღვიდან ცივი ქარი ქროდა, ყური მოვკარი, ალბანელიაო, დიდ ხანს ჩვენს ავტობუსს ეფარებოდა, მერე კი ნელნელა და შემდეგ უკვე ძალიან ჩქარა, რომელიღაც დიდი სატვირთო მანქანის ბორბლებს ზემოთ რაღაცნაირად შეძვრა, ალბათ ბორანზე აპარვა უნდოდა, ვიღაცამ დაინახა... მგონი დაიჭირეს... ხასიათი დამიმძიმდა, ცოტა ხანში ჩვენი ასვლაც დაიწყო, საკმაოდ უხეშად შეგვამოწმეს ბერძნებმა, მე ასეთი დოგანა შენგენის ზონაში შესვლისას არ მინახავს, არათუ შიგნით შენგენში, სადაც ჩვეულებრივ არავინ ამოწმებს საბუთებს ან ძალიან იშვიათად ისიც ძალიან ზოგადად,ამათ კი ლამის მეც უკან გამაბრუნეს, რახან ნახეს, რომ ქართველი ვიყავი, ნუ რათქმაუნდა არ შეეძლოთ ჩემი გაჩერება და ბორანზე ავედი, ჩემს უკან კი თურმე ორი ქართველი იყო, ერთი საკმაოდ სანდომიანი სახის ხანშიშესული კაცი და მეორე ცოტა საეჭვო შესახედაობის ახალგაზრდა, რაღაც ბერძნული დოკუმენტი ქონდათ, მაგრამ ბერძენმა მეზღვაურმა, როგორც ძაღლები ისე გაყარა გემიდან, სულ "ოლა, ოლა-" ძახილით, გული გადამეწურა...
მერე კი ესპანეთი, აქ უფრო დიდი საშინელება... ბარსელონაში არის ასეთი ცენტრალური ქუჩა "ლა რამბლა", როგორც ჩვენი რუსთაველი, და იქ ერთმა იქაურმა ახლადშეძენილმა მეგობარმა დამანახა, ზოგიერთი ვაიქართველი გადის და ან ქურდობს ან კიდევ სამჭიქიანი თამაში რომ არის ბურთულა რომ უნდა გამოიცნო და ხალხს რომ ატყულებენ, იმას თამაშობს, ყავთ სხვა ქართველი, ის ვითომ ესპანელია და ვითომ იგებს და ასე ატყავებენ ვინმე საწყალს... სხვაგან ერთი ადგილია სადაც სადაც ქართველი ნარკომანების შესაკრებელის გამო "საჩხერაოს" უძახიან... ვიყავით ასევე ერთერთ პროვინციაში, სადაც მხოლოდ იმიტომ შეაქცია ჩემს ახლობლებს ზურგი ესპანელებმა, რომ თქვეს რომ ქართველები იყვნენ, არცაა გასაკვირი სავსეა იქაურობა ქართველი კრიმინალებით და ნარკომანებით...

დამიმძიმდა ცოტა არ იყოს გული, შემეცოდა ჩვენი ქართველობა, იცით რამდენი კარგი ადამიანი იქ? გამიჯნულები იმ ვაიქართველებისაგან ვერ ეგეუებიან ვერც ესპანურ ან ბერძნულ ან თურქულ ან იტალიურ ატმოსფერასაც და როგორც ნაპირზე ლაყუჩებახეული კალმახი ისე არიან, გაქანებული ნერვოზის ქვეშ!

ერთადერთი ვინც ამ ხალხს შეაგროვებს, შეკრებს და სწორ გზაზე დააყენებს არის ეკლესია და ეკლესიის მრევლს კი მოეთხოვება ორი რამ 1) წმინდა რწმენითი ცხოვრება და 2) განათლება, რომელიც ასე აკლია!


ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ სიმშვიდისაკენ, ურთიერთ შემწყანერებლობისაკენ... ვფიქრობ, სჯობს შევეშვათ უაზრო კამათებს და ვისაუბროთ ისტორიაზე, სამართალზე, ღვთისმეტყველებაზე, ყოველგვარი გადაჭარბების, ზღაპრების და წინასწარი განწყობების გარეშე, არამედ დასაბუთებულად და მუდამ ერთმანეთის პატივისცემით!

ახლა ისევ მოგზაურობაზე გავაგრძელებ:

თურქეთი

რადგან დღეს, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ბევრი ვწერე, ამიტომ ქრონოლოგიის მიხედვითაც და დროის უქონლობის გამოც, სწორედ თურქეთით, ანუ სტამბულით დავიწყებ, რადგან იქ მხოლოდ 1 დღე დავყავი, და რიგ სურათებს შემოგთავაზებთ, მცირე კომენტარებით.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Oct 3 2007, 01:30 PM

ციტატა
მდაა...

გადავავლე თვალი ფორუმს და ცოტა არ იყოს არ მესიამოვნა შექმნილი სიტუაცია, არ მინდა ამ თემაზე შევჩერდე, უბრალოდ ვიტყვი, არ ვიცი რისი ბრალია, მაგრამ ქართველებს გვახასიათებს, სხვა ნაკლთან ერთად, ერთი ძალიან ცუდი თვისება, ვართ ძალიან მაქსიმალურები ყველაფერში და არც გადამლაშებაა უცხო ჩვენთვის, და ამ ყველაფერს განსაკუთრებით ვაჩენთ როცა ვიცავთ ან პირიქით ვებრძვით რაიმე ღირებულობას, მაგ. სამშობლოს, ეროვნებას, ეკლესიას... ანუ დამცველიცა და მაკრიტიკებელიც ხშირად ზედმეტ მონდომებას იჩენენ და საბოლოოდ ორივე კარგავს იმ ზღვარს, რომლის გადაბიჯების შემდეგ დიალოგს აზრი ეკარგება,ხშირად შევსწრებივარ ამ სიტუაციას და სამწუხაროდ აქაც ვხედავ, მაგალითად იგივე ორი ბასილი აიღეთ, ერთი მკალავიშვილი, რომელმაც არათუ სხვა კონფესიებთან დიალოგი არამედ თავად საპატრიარქოსთანაც გაწყვიტა კავშირი და მეორე ბასილი , რომელმაც ასევე გაწყვიტა საპატრიარქოსთან კავშირი,ოღონდ სრულიად საპარისპირო საბაბით, ერთი ზედმეტ ეკუმენიზმს უჩიოდა და მეორე ზედმეტ ფანატიზმს... საბოლოოდ ორივე ცდებოდა და შეცდნენ კიდეც...
დავუბრუნდები ისევ მოგზაურობის მცირე ჩანაწერებს, დღევანდელი ჩანაწერი მინდა ზოგად ისევ ქართველების მდგომარეობას დავუთმო უცხოეთში, სამი ქვეყანა ვნახე, სადაც საერთოდ პირველად ვიყავი და სამივეში საგანგაშო მდგომარეობა დამხვდა, თურქეთში რა მდგომარეობაა, ეგ თქვენც კარგად მოგეხსენებათ, სტამბულის ბაზრობაზე ადრე მოტაცებულ ქალ-ვაჟს ყიდნენ, ახლა თვითონ ყიდიან თავიანთ თავს... საბერძნეთში კი ორი ერი არ უყვართ ერთია ალბანელები და მეორე ჩვენ, არ ვაჭარბებ, ეს ისაა რაც ვნახე და რაც სწორედ იქაურმა ქართველებმა მომიყვნენ, 2 კვირა კი საკმაო დროა სიტუაციის შესაგრძობად მაინც. ერთ პატარა ამბავს მოგიყვებით და დასკვნები თქვენთვის მომინდვია:თესალონიკში ყოფნისას, ქართველებისაგან მრავალი ცუდი ვისმინე, იქაურ სიტუაციაზე, ნარკომან და ქურდ ქართველებზე... დაბრუნება თესალონიკიდან იტალიაში ავტობუსით მქონდა დაჯავშნული და პორტ უგანიცამდე სადღაც 9 საათი ვიარეთ, გზაზე სხვათაშორის მეტეორასთან გავჩერდით, რომლის სურათებსაც მალე შემოგთავაზებთ ( თუმც შორიდან გადაღებულებს), ბოლოს ჩავედით რა უგანიცაში,ავტობუი ბორანზე უნდა ასულიყო,ამიტომ საბუთების შესამოწმებლად ხალი ცალკე დავდექით რიგში, უცებ ცემს გვერდით ვიღაც სუსტი ახალგაზრდა აღმოჩნდა, ჯერ ყურადღება რ მივაქციე, ბნელოდა, და საკმაოდ დაღლილიც ვიყავი, მაგრამ ცოტა ხანში შევნიშნე რომ იტალიელები და ბერძნები საკმაოდ ცერად უყურებდნენ მას, ცოტა დავაკვირდი და დავინახე, მოკლე სახელოებიანი მაისური ეცვა,ერთიანად დასვრილი იყო, ალბათ რომელიღაც სატვირთო მანქანის ძარაში იყო დამალული, ცახცახებდა სიცივისგან, ზღვიდან ცივი ქარი ქროდა, ყური მოვკარი, ალბანელიაო, დიდ ხანს ჩვენს ავტობუსს ეფარებოდა, მერე კი ნელნელა და შემდეგ უკვე ძალიან ჩქარა, რომელიღაც დიდი სატვირთო მანქანის ბორბლებს ზემოთ რაღაცნაირად შეძვრა, ალბათ ბორანზე აპარვა უნდოდა, ვიღაცამ დაინახა... მგონი დაიჭირეს... ხასიათი დამიმძიმდა, ცოტა ხანში ჩვენი ასვლაც დაიწყო, საკმაოდ უხეშად შეგვამოწმეს ბერძნებმა, მე ასეთი დოგანა შენგენის ზონაში შესვლისას არ მინახავს, არათუ შიგნით შენგენში, სადაც ჩვეულებრივ არავინ ამოწმებს საბუთებს ან ძალიან იშვიათად ისიც ძალიან ზოგადად,ამათ კი ლამის მეც უკან გამაბრუნეს, რახან ნახეს, რომ ქართველი ვიყავი, ნუ რათქმაუნდა არ შეეძლოთ ჩემი გაჩერება და ბორანზე ავედი, ჩემს უკან კი თურმე ორი ქართველი იყო, ერთი საკმაოდ სანდომიანი სახის ხანშიშესული კაცი და მეორე ცოტა საეჭვო შესახედაობის ახალგაზრდა, რაღაც ბერძნული დოკუმენტი ქონდათ, მაგრამ ბერძენმა მეზღვაურმა, როგორც ძაღლები ისე გაყარა გემიდან, სულ "ოლა, ოლა-" ძახილით, გული გადამეწურა...
მერე კი ესპანეთი, აქ უფრო დიდი საშინელება... ბარსელონაში არის ასეთი ცენტრალური ქუჩა "ლა რამბლა", როგორც ჩვენი რუსთაველი, და იქ ერთმა იქაურმა ახლადშეძენილმა მეგობარმა დამანახა, ზოგიერთი ვაიქართველი გადის და ან ქურდობს ან კიდევ სამჭიქიანი თამაში რომ არის ბურთულა რომ უნდა გამოიცნო და ხალხს რომ ატყულებენ, იმას თამაშობს, ყავთ სხვა ქართველი, ის ვითომ ესპანელია და ვითომ იგებს და ასე ატყავებენ ვინმე საწყალს... სხვაგან ერთი ადგილია სადაც სადაც ქართველი ნარკომანების შესაკრებელის გამო "საჩხერაოს" უძახიან... ვიყავით ასევე ერთერთ პროვინციაში, სადაც მხოლოდ იმიტომ შეაქცია ჩემს ახლობლებს ზურგი ესპანელებმა, რომ თქვეს რომ ქართველები იყვნენ, არცაა გასაკვირი სავსეა იქაურობა ქართველი კრიმინალებით და ნარკომანებით...

დამიმძიმდა ცოტა არ იყოს გული, შემეცოდა ჩვენი ქართველობა, იცით რამდენი კარგი ადამიანი იქ? გამიჯნულები იმ ვაიქართველებისაგან ვერ ეგეუებიან ვერც ესპანურ ან ბერძნულ ან თურქულ ან იტალიურ ატმოსფერასაც და როგორც ნაპირზე ლაყუჩებახეული კალმახი ისე არიან, გაქანებული ნერვოზის ქვეშ!

ერთადერთი ვინც ამ ხალხს შეაგროვებს, შეკრებს და სწორ გზაზე დააყენებს არის ეკლესია და ეკლესიის მრევლს კი მოეთხოვება ორი რამ 1) წმინდა რწმენითი ცხოვრება და 2) განათლება, რომელიც ასე აკლია!


ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ სიმშვიდისაკენ, ურთიერთ შემწყანერებლობისაკენ... ვფიქრობ, სჯობს შევეშვათ უაზრო კამათებს და ვისაუბროთ ისტორიაზე, სამართალზე, ღვთისმეტყველებაზე, ყოველგვარი გადაჭარბების, ზღაპრების და წინასწარი განწყობების გარეშე, არამედ დასაბუთებულად და მუდამ ერთმანეთის პატივისცემით!

სიტყვა არაა ისეთი, რომ ეს კაცი მართალი არ იყოს . . .

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Oct 3 2007, 01:45 PM

KAIROS
გული მიკვდება, ასეთ ამბებს როცა ვგებულობ, მითუმეტეს მგონი საქართველოში არ დარჩა ოჯახი, საიდანაც ერთი მათგანი მაინც არ არის წასული საზღვარგარეთ, მე ის "ნაპირზე გამოგდებული კალმახები" მეცოდება, თორემ იმ ვაი ქართველებს რა უნდა უთხრა,

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 3 2007, 01:54 PM

KAIROS

ციტატა
ერთადერთი ვინც ამ ხალხს შეაგროვებს, შეკრებს და სწორ გზაზე დააყენებს არის ეკლესია და ეკლესიის მრევლს კი მოეთხოვება ორი რამ 1) წმინდა რწმენითი ცხოვრება და 2) განათლება, რომელიც ასე აკლია!


ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ სიმშვიდისაკენ, ურთიერთ შემწყანერებლობისაკენ... ვფიქრობ, სჯობს შევეშვათ უაზრო კამათებს და ვისაუბროთ ისტორიაზე, სამართალზე, ღვთისმეტყველებაზე, ყოველგვარი გადაჭარბების, ზღაპრების და წინასწარი განწყობების გარეშე, არამედ დასაბუთებულად და მუდამ ერთმანეთის პატივისცემით!


yes4.gif yes4.gif yes4.gif

პოსტის ავტორი: ნიანია თარიღი: Oct 3 2007, 02:00 PM

გული დამიმძიმდაsad.gif რატომ ვირცხვენთ ქართველები ასე ძალიან თავს? ესაა ჩვენი საამაყო ქართველობა?!

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Oct 3 2007, 02:06 PM

ციტატა(ნიანია @ Oct 3 2007, 02:00 PM) *

გული დამიმძიმდაsad.gif რატომ ვირცხვენთ ქართველები ასე ძალიან თავს? ესაა ჩვენი საამაყო ქართველობა?!

იმიტომ, რომ ქართველები არიან ყველაზე სამარხვინო დანაშაულებში: მკვლელობაში, ძარცვა-ყაჩაღობაში, ქურდობაში, ნარკომანიაში და პროსტიტუციაში პირველ ადგილზე. ევროპულმა სახელმწიფოებმა ეს სტატისტიკა მშვენივრად იციან და ყველგან ერიდებიან ქართველებს. მაგალითად ავსტრიის პოლიციის უფროსს კაბინეტში საქართველოს რუქა აქვს გაკრული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშიში, გათახსირებული და გარყვნილი დამნაშავეების სახელმწიფოს რუქა, რათა უფრო კარგად გაერკვას ამ სახელმწიფოდან შესული ილეგალების ვინაობასა და საქმიანობაში... ამას, მე მგონი კომენტარიც არ სჭირდება...

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 3 2007, 11:36 PM

ციტატა( გიორგი @ Oct 3 2007, 12:06 PM) *

იმიტომ, რომ ქართველები არიან ყველაზე სამარხვინო დანაშაულებში: მკვლელობაში, ძარცვა-ყაჩაღობაში, ქურდობაში, ნარკომანიაში და პროსტიტუციაში პირველ ადგილზე. ევროპულმა სახელმწიფოებმა ეს სტატისტიკა მშვენივრად იციან და ყველგან ერიდებიან ქართველებს. მაგალითად ავსტრიის პოლიციის უფროსს კაბინეტში საქართველოს რუქა აქვს გაკრული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშიში, გათახსირებული და გარყვნილი დამნაშავეების სახელმწიფოს რუქა, რათა უფრო კარგად გაერკვას ამ სახელმწიფოდან შესული ილეგალების ვინაობასა და საქმიანობაში... ამას, მე მგონი კომენტარიც არ სჭირდება...

გიო ნუ იცი ყველაფრის გადამეტება რა. მეც მტკივა გული და მეც ვხდევ რომ მართლაც ბევრს ცოდავენ ქართველები. მაგრამ არ შეიძლება ეგრე პირველ ადგილზე ხელაღებით დააყენო. sad.gif
საერთოდაც საქართველოშივე უნდა იყოს სულიერება იმდენად გაძლიერებული, რომ ის რწმენა ადამიანმა სადაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა უჭირდეს, თან წაიყოლოს და არ დაივიწყოს.

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Oct 4 2007, 01:17 AM

KAIROS
გაიხარე და გაგვახარე!


მეც საშინლად დამიმძიმდა გული...sad.gif

ვერ მივმხვდარვარ, რამ შეგვცვალა ქართველები ასე...

მართლა ეკლესია თუ შემოაბრუნებს ამ ხალხს...

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Oct 4 2007, 04:44 AM

გიორგი

ციტატა
მაგალითად ავსტრიის პოლიციის უფროსს კაბინეტში საქართველოს რუქა აქვს გაკრული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშიში, გათახსირებული და გარყვნილი დამნაშავეების სახელმწიფოს რუქა, რათა უფრო კარგად გაერკვას ამ სახელმწიფოდან შესული ილეგალების ვინაობასა და საქმიანობაში... ამას, მე მგონი კომენტარიც არ სჭირდება...


და როდის იყავი იმ პოლიციის უფროსის კაბინეტში?
მლანძღავები არ აკლია საქართველოს და თქვენც თუ არ დაუმატებთ უკეთესია.

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Oct 4 2007, 06:23 AM

მართლა ძალიან მტკივა გული მაგრამ უნდა დავეთანხმო ზოგიერთს, sad.gif

ციტატა
იმიტომ, რომ ქართველები არიან ყველაზე სამარხვინო დანაშაულებში: მკვლელობაში, ძარცვა-ყაჩაღობაში, ქურდობაში, ნარკომანიაში და პროსტიტუციაში პირველ ადგილზე. ევროპულმა სახელმწიფოებმა ეს სტატისტიკა მშვენივრად იციან და ყველგან ერიდებიან ქართველებს. მაგალითად ავსტრიის პოლიციის უფროსს კაბინეტში საქართველოს რუქა აქვს გაკრული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშიში, გათახსირებული და გარყვნილი დამნაშავეების სახელმწიფოს რუქა, რათა უფრო კარგად გაერკვას ამ სახელმწიფოდან შესული ილეგალების ვინაობასა და საქმიანობაში... ამას, მე მგონი კომენტარიც არ სჭირდება...



ასეა, ნუ ყოველშემთხვევაში სახელი აქვთ ამ დონეზე გატეხილი sad.gif

1 წელია აქ ვარ და ჯერ არცერთქართველთან არ მქონია ახლო ურთიერთობა და არც სურვილი მაქვს, ადრე მეგობრის დაბადებისდღე იყო და ბრუკლინში ვიყავი რესტორანში, იქ მე ქართველები ისეთ დონეზე დაშვებულები ვნახე, გეფიცებით მრცხვენოდა მეთქვა რომ მეც იგივე ქვეყნიდან ვარ sad.gif.

რათქმაუნდა ყველაზე არაა საუბარი, ზოგი ისეთიცაა რომ გეამაყება მისისთ ქართველობა, მაგალითად ჩვენი ფორუ,ელი თიკო კანდელაკი, მართლა უსაყვარლესი და უჭკვიანესი პიროვნება smile.gif და კიდევ ბევრია...


პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Oct 4 2007, 06:31 PM

გული მეტკინა...... cray.gif cray.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 10 2007, 01:09 PM

საბერნეთი...

ჩემს ერთ ბერძენ მეგობარს მართლაც სასიამოვნოდ გაუკვირდა ქართულად ბერძენის ბრძნეთან ტერმინოლოგიურ სიახლოვეზე რომ ვუთხარი, მართლაც დიდი კულტურის, დიდი ისტორიის ხალხია.

ამიტომაც ათენი რაღაც სულ სხვა ქალაქი იყო ჩემს წარმოდგენაში, ასჯერ მეტი მეგონა ვიდრე დამხვდა... ნამდვილი იმედგაცრუება იყო საბერძნეთი მთლიანად და ათენი განსაკუთრებით! პართენონიდან ჩამოდიხარ და ქვემოთ ვიწრო და სიცხის გამო ნაგვის სუნით აყროლებული ქუჩები გხვდება, საერთოდ ვერც კი წარმოიდგენ რომ ათენში ხარ... ერთადერთი ცენტრს ეტყობა ათენობა, ისიც მხოლოდ ოლიმპიადის შემდეგ, ტრამვაი და მეტრო სწორედ მაშინ გააკეთეს ან შეალამაზეს, თორემ რაც ვერ მოასწრეს მეტყველებს იმაზე, თუ რა დონეზე ყოფილა საბერძნეთი! ათენის ცენტრალური რკინიგზის სადგური ესაა საშინელება და თავიუფლად შემიძლია ვთქვა რომ ხარაგაულის ან მახინჯაურის სადგურები ასი თავით სჯობია!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 10 2007, 01:20 PM

KAIROS

ციტატა
ათენის ცენტრალური რკინიგზის სადგური ესაა საშინელება და თავიუფლად შემიძლია ვთქვა რომ ხარაგაულის ან მახინჯაურის სადგურები ასი თავით სჯობია!


რავი, ეს რომ ჩვენმა პრეზიდენტმა თქვა, 2 კვირა იცინოდნენ.... wink.gif unsure.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 10 2007, 01:31 PM

ახლა მომყავს ჩემი მეგობრის ჩანაწერების შემოკლებულ ვარიანტს, რათქმაუნდა ანონიმურობის დაცვით smile.gif

ჩვენი მოგზაურობა საბერძნეთში
26 აგვისტო – 1 სექტემბერი,2007

ათენი

26 აგვისტოს, კვირას, დილაადრიან ჩავფრინდი ათენში და ცოტა ხანში კაიროსიც ჩამოფრინდა იტალიიდან. უკვე აეროპორტში იგრძნობოდა, რომ მართლმადიდებლურ ქვეყანაში ჩამოვედით, ბერი იჯდა და ვიღაცას ელოდა...

ათენში საშინლად ცხელოდა. სკანდინავიიდან და იტალიიდანაც კი ჩასულ ხალხს ძალიან არეულ ქალაქად მოგვეჩვენა. სიცხე, ბუღი, მტვერი, ნაგავი ქუჩებში, სუნი, სახლებიც უღიმღამო...მომსახურების დონე დაბალი, მაგრამ ხალხი თბილი.

პირველი რაც გავაკეთეთ იყო ბილეთების ყიდვა ღამის მატარებელზე, იმ ღამეს მივდიოდით თესალონიკში. ცენტრალურ სადგურში, რომელიც ძალიან პატარა იყო დავდექით რიგში. ჯერ გაბრაზებული ხალხი ეჩხუბა მოლარეს, რომელიც ხმას არ იღებდა. ჩვენს წინაც შევარდა ერთი კაცი და ხმამაღლა უყვიროდა იმ საწყალს. ჩვენი რიგი რომ დადგა, მოგვცეს ბილეთები მარტო ერთი მიმართულებით, უკან დასაბრუნებელი ბილეთი არ შეგიძლიათ აქ იყიდოთო. მერე დამიჯავშნეს ბილეთი და ჯავშნის ნომერი ქაღალდის ნაკუწზე დამიწერეს კალმით, არც სახელი, არც გვარი...

მოვიარეთ აკროპოლისი, რაც ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი იყო. აკროპოლისის მიდამოებშიც, ცენტრშიც ძალიან ხშირი იყო წმიდნანების სახელობის ქუჩები.




ჩვენი ჩასვლა დაემთხვა ყველაზე ინტენსიური ხანძრების პერიოდს. გლოვეს დღეები იყო და დროშებიც დაბლა იყო დაწეული. ყველგან სადაც ტელევიზორები იყო ჩართული ამაზე იყო გადაცემა. ჩვენ არაფერი არ გვიგრძვნია, გარდა იმისა რომ ერთ ადგილას, ათენის ცენტრში ფერფლი მოფრინავდა ჰაერში.

ვისადილეთ ცენტრალურ სადგურთან ახლოს პატარა რესტორანში. მივირთვით ზღვის საჭმელები, რაც ძალიან, ძალიან გემრიელი იყო და ძალიან იაფი. მომსახურებაც იმდენად კარგი იყო, რომ საღამოთიც მანდ მივედით იმავე ოფიციანტთან.

თესალონიკი

ღამე წავედით თესალონიკში მატარებლით. კუპეში (6 ადგილიანი კუპე იყო) დაგვემგზავრა ერთი მოხუცი კაცი – ძია საბა – თავისი შვილიშვილით. მე და კაიროსი ქართულად რომ ვლაპარაკობდით ერთმანეთში, ის კაცი სულ გვაკვირდებოდა, მოგვიანებით კი ქართულად დაგვიწყო საუბარი. თურმე საქართველოდან 15 წლის წამოსული ბერძენი ყოფილა. ჩვენ კი გაგვიკვირდა, რომ ამ მატარებელში და თანაც ჩვენს კუპეში ქართულად მოსაუბრე დაგვემგზავრა და დიდი სიამოვნებით ვესაუბრეთ მას.

დაახლოებით ღამის 2 საათზე მატარებელი გაჩერდა. თურმე თბომავალს ქონდა რაღაც პრობლემები და ამიტომ შემდეგი რამოდენიმე გაჩერება უნდა გვემგზავრა ავტობუსებით. ასე ორი საათი ვიმგზავრეთ და მერე ისევ მატარებელში ჩაგვსვეს. ასე ძილგატეხილებმა ვიმგზავრეთ თესალონიკამდე, სადაც დილის 7-8 საათისათვის ჩავედით.

სადგურში კაიროსის ნათესავი – გია – დაგვხვდა. ის უკვე რამდენიმე წელია რაც საბერძნეთშია. მან მაშინვე ამიღო უკან დასაბრუნებელი მატარებლის ბილეთი, მიუხედავად ჩემი თხოვნისა რომ მე ავიღებდი (თანაც ის ქაღალდის ნაკუწი ჯავშნის ნომრითურთ არ გამომიყენებია). მერე მოგვატარა ქალაქის ცენტრი, წაგვიყვანა წმინდა დიმიტრი თესალონიკელის სახელობის ტაძარში, სადაც ამ წმინდანის განუხრწნელი ნაწილებია. მოვილოცეთ ტაძარი და ამ წმინდანის ნაწილებიდან მომდინარე მირონში ამოვლებული ბამბაც მივიღეთ. საოცარი სურნელებაა აქვს ამ მირონს.



წმინდა დიმიტრის წმინდა ნაწილები
მოგვიანებით წავედით საქალაქთაშორისო ავტობუსების ერთერთ ცენტრალურ გაჩერებაზე, სადაც ურანოპოლისისაკენ მიმავალ ავტობუსზე ავიღეთ ბილეთები. მხოლოდ ამის მერე წავედით გიასთან სახლში. გიასთან სახლში რომ მოვისვენეთ, მერე გიამ წაგვიყვანა სანაპიროზე, სადაც ერთერთ რესტორანში ვისადილეთ. იქაც ზღვის პროდუქტებს გეახელით, რაც მართლაც რომ ძალიან გემრიელი იყო. განსაკუთრებულად რვაფეხა და მოლუსკების სუპი მოგვეწონა. გიამ გადაიხადა ყველაფერზე, მიუხედავად იმისა რომ ვთხოვეთ რომ ჩვენც გადაგვეხადა. მინდა ვთქვა, რომ გია საოცრად თბილი პიროვნებაა, საქართველოზე უზომოდ შეყვარებული და მონატრებული. რაც მასთან ვიყავით სულ გადაგვყვა ყველაფერზე.

რაც შეეხება თვით ქალაქს, ის საკმაოდ დიდია ფართობით. რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ თითქოს უფრო წააგავდა დიდ ქალაქს ვიდრე ათენი. თუმცა აქაც არეულობა, მტვერი, დაულაგებელი უბნები. როგორც გავიგეთ თესალონიკში დიდი რაოდენობით ქართველი და საქართველოდან წამოსული ბერძენი ცხოვრობს. მთელს საბერძნეთში, როგორც გვითხრეს, დაახლოებით 25 000 ქართველი იქნება (იქ ასობით ათასზე საუბრობდნენ მაგრამ ეს ქართული გადაჭარბებაა smile.gif ) . თუმცა რამდენად ზუსტია ეს რიცხვიც ნამდვილად არ ვიცი.

იმავე დღეს საღამოთი გავემგზავრეთ ურანოპოლისში, სადაც საღამოს 9-10 საათზე ჩავედით. გზად ბევრი მთა იყო გასავლელი. როცა მთის წვეროზე ავდიოდით, არაჩვეულებრივი ხედები იშლებოდა. ათენის და თესალონიკისაგან განსხვავებით ძალიან ლამაზი იყო ეს მხარე როგორც ბუნებით, ასევე პატარა სახლების ნაგებობითაც. იქაური პატარა ქალაქები და არქიტექტურა უფრო წააგავდა იტალიურს. ადგილებიც უფრო მოვლილი იყო ვიდრე ათენში და თესალონიკში.



ურანოპოლისი

ეს არის საკმაოდ პატარა, კარგად მოვლილი და სუფთა, ტურისტული ქალაქი. ამ ქალაქის მერე არის ათონის მთის საზღვარი. 27 აგვისტო იყო ჩვენ რომ ურანოპოლისში ჩავედით. აქ დაჯავშნული გვქონდა სასტუმრო, სადაც გამაგრილებელი შხაპი მივიღეთ და კარგად მოვისვენეთ. ჩვენი სასტუმრო პირდაპირ გადაჰყურებდა ზღვას და ურანოპოლისის პორტს, საიდანაც მეორე დღეს უნდა გაგვეცურა გემით ათონისაკენ.


დილით ადრე გავემართეთ პორტისაკენ, სადაც ჯერ უნდა აგვეღო ოფიციალური საშვი ათონზე შესასვლელად. საშვი უპრობლემოდ ავიღეთ;
რაც კი საბერძნეთში ვიყავით ამინდი სულ ჩვენსკენ იყო. მოწმენდილი ცა, წყნარი ზღვა, სიცხე. იმ დღესაც ამინდმა გაგვახარა. ზღვა კი ცალკე აღწერის ღირსია: მშვიდი, სუფთა და გამჭვირვალე, ფერით ხან ზურმუხტოვანი, ხან მელნის ფერი და ხან ცისფერი. იმდენად გამჭვირვალე იყო რომ ფსკერი ჩანდა გამოკვეთილად, ხან თევზების გუნდიც გამოაჩენდა თავს, ალაგ ალაგ კი დიდი და ნარინჯისფერი მედუზებიც გამოჩნდებოდა ხოლმე.

გემი საკმაოდ დიდი იყო. უფრო სწორედ ეს იყო ბორანი. პირველ სართულზე მანქანები იყო, მეორე და მესამეზე კი მგზავრები. ჩვენ ვიყავით სულ ბოლო სართულზე – ღია ადგილას და გაოცებულები თვალს ვერ ვაშორებდით ათონის მთის სილამაზეს. უნდა აღინიშნოს რომ ათონის მწვერვალი ითვლის 2033 მეტრს და მკაფიოდ მოჩანდა გემიდან. საოცარი სანახაობაა. ამ მწვერვალზე განთავსებულია ფერისცვალების მონასტერი. მართლაც საოცარ ადგილასაა...

ურანოპოლისიდან დაფნიმდე, ათონის მთავარი პორტი, გზის დასაფარად გემს 2 საათი დასჭირდა. გზადაზგა ვჩერდებოდით სხვადასხვა მონასტრებთან. დიდებული სანახაობა იყო – ზღვასთან ახლოს, მთის ძირში, მაგრამ ზღვიდან ცოტა ამაღლებულ დონეზე განთავსებული მონასტრული კომპლექსები. როგორც იცით, ათონზე სულ 20 მონასტერია, გარდა ამისა არის სკიტებიც რაც ზომით უფრო პატარაა. უნდა აღინიშნოს რომ ივერონის მონასტერი იერარქიულად არის მესამე მონასტერი ათონის მთაზე და მას გააჩნია ყველაზე მდიდარი ბიბლიოთეკა.

პირველი ბერი

ჩვენი გემი უახლოვდებოდა ერთერთ მონასტერს, როცა მის მისადგომთან შევნიშნეთ ბერი რომელიც ჯდებოდა გასაბერ ნავში. ჩვენ მას დავაკვირდით. როცა კარგად მოკალათდა შეხედა ჩვენს გემს და დაგვიქნია ხელი. მანძილი შორი იყო, მაგრამ ჩანდა რომ თბილად გვიღიმოდა ყველას. ჩვენც, ვინც გემის ბაქანზე ვიდექით, ყველამ დავუქნიეთ ხელი და უცბად ამ ბერმა აამუშავა ელექტროძრავა და თავისი ნავი ”გააჭენა” ისე როგორც ცხენს აჭენებენ – ნავის ცხვირი ჰაერში ავარდა. ძალიან კარგი სანახაობა იყო, ყველას გაგვეღიმა. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა იქაურ ბერთან.

დაფნი და კარიესი

შუადღისას ვიყავით უკვე დაფნიში. იქვე დაგვხვდა ავტობუსები, რომლითაც ჩავედით ათონის ადმინისტრაციულ დედაქალაქში – კარიესში. ძალიან პატარა ქალაქია, თავისი მაღაზიებით, ბანკით, ფოსტით ტელეფონების ჯიხურებით. დაფნიდან კარიესისაკენ მიმავალი გზის ნაწილი იყო კარგად მოპირკეთებული, ნაწილი კი უბრალო მტვრიანი გზა იყო. კარიესში იდგა მიკროავტობუსები. ჩვენ მოვნახეთ ივერონში მიმავალი ავტობუსი და ასე 40 წუთში აღმოვჩნდით ნანატრ ადგილას.

ივერონი

28 აგვისტო, სამშაბათი.
ვერ გადმოგცემთ ჩვენს გრძნობას. მადლობა ღმერთს! ჯერაც არ გვქონდა გააზრებული თუ სად მოვხვდით – ათონი და მერე ივერონი!

მონასტერი განლაგებულია ძალიან ახლოს ზღვასთან. კომპლექსის გარეთა ნაწილი ხარაჩოებშია ჩასმული, მიმდინარეობს მშენებლობა და ალბათ რეკონსტრუქცია. მონასტრის შესასვლელთან დიდი აბრაა ბერძნული წარწერით. ჩვენ ბერძნული არ ვიცით, მარამ ასე მივხვდით რომ ევროგაერთიანებას გამოყოფილი აქვს დაახლოებით 3 მილიონი ევრო, როგორც ჩანს, რეკონსტრუქციისათვის.

ჩვენ ჩავედით ივერონში 28 აგვისტოს, მიძინების დღესასწაულს, შუადღის მერე. სადღესასწაულო მსახურება უკვე დასრულებული იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი ხალხი, ბერი და ერი, იყო მონასტერში. ჩვენ მივედით სასტუმრო კომპლექსში, სადაც მაგიდაზე დაგვხვდა ცივი წყალი და ბერძნული ტკბილეულობა – ლუქუმი. ცოტა მოვისვენეთ და სული მოვითქვით იმ სიცხიან დღეს. ცოტათი მოგვიანებით გამოჩნდა ბერი – მამა იერემია, რომელსაც ევალებოდა სტუმრების მიღება. მან ინგლისური იცოდა კარგად, ასე რომ ურთიერთობა არ გაგვიძნელდა. ახალი მომლოცველები ბევრნი იყვნენ სტუმართა კომპლექსში და ყველა ელოდებოდა მამა იერემიას. როცა ჩვენი რეგისტრაციის რიგი დადგა, მან გადახედა ჩვენ ადრე გაგზავნილ ფაქსს, დაგვსვა სკამებზე და თბილად გამოგვკითხა თუ საიდან ვიყავით, რა სპეციალობის. გაეხარდა რომ გაიგო რომ საქართველოდან ვიყავით და აღნიშნა რომ მარიამობის დღესასწაულს ივერონში დაახლოებით 40-მდე ქართველი დაესწრო. უნდა ითქვას რომ დიდი პატივით მიგვიღო. ჯერ აგვიყვანა მეორე სართულზე, სადაც 10 კაციან ოთახში უკვე 4 კაცი იყო განთავსებული და გვკითხა გვსურდა თუ არა ამ ოთახში დარჩენა. ჩვენ უარი არ ვუთხარით და დავიწყეთ დაბინავება. მაგრამ ჩანდა რომ მამა იერემია რაღაცაზე დაფიქრდა და გვთხოვა მას გავყოლოდით. აგვიყვანა ბოლო სართულზე, სადაც მოგვცა ერთადგილიანი ოთახი (ერთი გაწყობილი ლოგინით), სადაც მოგვიტანა გასაშლელი მეორე ლოგინი და ზეწრები და მოგვიმზადა ლოგინი. საოცრად თავმდაბალი ადამიანი იყო. რამდენჯერმე შევთავაზე და ვცადე კიდეც მოხმარება, მაგრამ მან დამაწყნარა – დაბრძანდიო და დაისვენეთო, მე ამას მივხედავო. მოგვიანებით კაიროსი და მე ვსაუბრობდით მის შესახებ, ჩვენ ვიფიქრეთ რომ ალბათ მორჩილი ან ახალი ბერი არის. თუმცა მოგვიანებით ვნახეთ რომ ის იყო მღვდელმონაზონი (მასთან აღსარებაც ჩავაბარეთ). აი ასეთი თბილი და თავდაბალი მოპყრობა, რასაც ხშირად ჩვენ ვივიწყებთ ან არ ვკადრულობთ, სამწუხაროდ.

ჩვენ ოთახი იყო ძალიან სადა და კოხტა, ქონდა გასასვლელი აივანზე, რომელიც იმ სართულზე განლაგებულ სხვა ოთახებს უერთდებოდა. ჩვენი ოთახი, თავისი გასაღებით – სუფთა ”ლუქსი” პირობები. ოთახში კედელზე ეკიდა ივერიის ღმრთისმშობლის ხატი, და ეს ხატი ყველა ოთახში, სართულზე იყო დაკიდული. ჩვენი ოთახის გვერდით იყო განთავსებული პირსაბანი და ტუალეტი. იდეალური სისუფთავე იყო მანდაც.

ცოტათი რომ მოვისვენეთ, ჩავედით დაბლა მონასტრის ცენტრალურ მოედანზე. მანდ ნახავდით ბევრ ბერს და მომლოცველებს. ვნახეთ 4 ქართველიც, მათ შორის ორი კაიროსის ახლობელი აღმოჩნდა. საღამოთი დავესწარით მსახურებას ივერონის ძირითად ტაძარში, სადაც ივერიის ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი იყო დაბრძანებული მიძინების დღესასწაულის გამო. სხვა დღეებში კი ხატს ათავსებენ თავის ადგილას – კარში, რომლის გვერდით დაშენებულია პატარა ტაძარი.

მოვილოცეთ და ვილოცეთ ამ დიდებული ხატის წინ. წარმოუდგენელი იყო ეს ჩვენთვის!

მთავარი ტაძარი შედგებოდა სამი ნაწილისაგან – ჯერ პატარა ოთახი ხატებით და ფრესკებით, მერე მეორე ოთახი ხატებით და ფრესკებით და მერე გავდიოდით ძირითად ნაწილში, სადაც დაბრძანებული იყო ივერიის, ანუ კარის ღმრთისმშობლის ხატი. მსახურება საინტერესო იყო. ბერები იყვნენ ტაძრის ყველა ნაწილში, კედლებთან განთავსებული იყო სპეციალური სკამები, სადაც შეიძლებოდა ჩამოჯდომა როგორც სკამზეა ან თუ გადააკეთებდით ამ სკამს, მაშინ ჩამოჯდებოდით უფრო მაღალ დონეზე (როგორც ბარის სკამებია), გარდა ამისა დგომისას შეიძლებოდა იდაყვების დაყრდნობა მოაჯირებზე ანდა ფეხების ოდნავ მაღლა შემოდება. მსახურება დიდ ხანს მიდიოდა, და ამიტომ ზოგი ბერი ჯდებოდა, ზოგი იდაყვებით დაყრდნობილი იყო და როცა საჭირო იყო ყველა დგებოდა.

მსახურებაც საინტერესო იყო. ჯერ ერთი მკითხველები იყვნენ ტაძრის ცენტრალურ ნაწილის ჩრდილიოთ და სამხრეთ კუთხეში და მორიგეობით ხან ერთი კუთხიდან ისმოდა ლოცვა ან გალობა და ხან მეორე კუთხიდან. ყველაფერი მიედინებოდა წყალივით და შეუჩერებლივ. სამცუხაროდ ბერძნული არ ვიცით, მაგრამ ძალიან ლამაზი იყო მსახურება. თანაც მსახურებაში მონაწილეობას ღებულობდა ბევრი ბერი, თითქოსდა საერთო და ერთიანი მსახურება იყო. ამან მე პირადად გამაოცა.

ივერიის ღმრთისმშობლის ხატს ქართული პერანგი ემოსა და ძალიან ლამაზი იყო. რაც ძალიან მომეწონა ტაძარში, ეს იყო სიმშვიდე და მოწესრიგებულობა, სიყვარული და სიწყნარე. არავინ არავის შენიშვნას არ აძლევდა, ყველა კონცენტრირებული იყო მსახურებისათვის და ჩაღრმავებული იყო პირად ლოცვებში. ეს ჩვენთვის არის სამაგალითო.

მსახურების მერე გაიმართა ტრაპეზი. ხალხი ბევრი იყო, იმედნი, რომ ჩვენ ვერ შევძელით სატრაპეზოში შესვლა და გარეთ დარჩენილ ხალხს შევუერთდით სატრაპეზოდ. ტრაპეზი მოკრძალებული იყო: მაკარონი და რვაფეხა, მოზრდილი ნაჭერი ბერძნული ყველისა, პური, ხილი და ჭიქა წითელი ღვინო. თითქოსდა ცოტა იყო, მაგრამ ისეთი მადლიანი იყო რომ მაშინვე დაგვანაყრა.

იმ ღამეს დავრჩით ივერონში და დილით გავემზადეთ ჰილანდრის, სერბულ, მონასტერში წასასვლელად.

გზა ჰილანდრისაკენ

29 აგვისტო, ოთხშაბათი.
რუქაზე დაშორება ივერონსა და ჰილანდრის მონასტრებს შორის თითქოსდა არ ჩანდა დიდი, მაგრამ სინამდვილეში ...
ჯერ წავედით კარიესში, იქიდან არაფერი არ მიდიოდა ჰილანდარში ან ჩვენ ვერ ვნახეთ ვერაფერი. მაგრამ გვითხრეს რომ დღეში ერთხელ დადის სწრაფი გემი ივერონიდან ჰილანდრის მიმართულებით. მაშინვე დავბრუნდით ივერონში და დაველოდეთ იმ გემს. მაგრამ ეს გემი ერთ დღეს ერთი მიმართულებით მიდიოდა და მხოლოდ მეორე დღეს ბრუნდებოდა უკან. ეს კი ჩვენთვის ნიშნავდა რომ მოგვიწევდა ჰილანდარში გაჩერება. მე ადრე ინტერნეტიდან ვიცოდი, რომ ჰილანდარში სტუმრებს ვერ ღებულობდნენ სამი წლის წილ მომხდარი ხანძრის გამო, რომელმაც მონასტრის თითქმის ნახევარი გაანადგურა.

ჩვენც მივენდეთ უფალს და გავყევით ამ გემს ჰილანდრისაკენ. გემი პატარა და მართლაც ჩქარი იყო. თან დაგვემგზავრა ერთი ჩეხი მართლმადიდებელი ახალგაზრდა კაცი – პეტრე. ძალიან თბილი და საყვარელი პიროვნება. მაშინვე დავუვახლოვდით ერთმანეთს.

გემი კი ცალკე ისტორიაა; ერთ ოთახში ვიყავით ყველა მგზავრებიც და გემის ”კაპიტანიც” და მისი თანაშემწე, რომელიც აგრეთვე მოლარეც იყო. სუფთა ჩვენი სოფლისაკენ მიმავალი ავტობუსის ვარიანტი. კაპიტანს თან ქონდა "ჯპრ" ნავიგაციის სისტემა, რომელიც ერთ მომენტში გაეთიშა და მოძვრა. სახიფათო ან საგანგაშო არაფერი არ იყო. ჩვენ ხომ ნაპირს მივუკვებოდით და ძალიან ახლოს ვიყავით ნაპირთან. თანაც გარეთ არაჩვეულებრივი ზღვა იყო და ჩვენ ცურვას მონატრებული ვიყავით biggrin.gif მაგრამ ერთი უნდა გენახათ როგორ აყენებდა გემის კაპიტანი GPრ–ის სისტემას და თან საჭეს არ უშვებდა ხელს. უფრო სწორედ ღიპით საჭე ეჭირა და ხელებით ამ სისტემას თავის ადგილას აყენებდა. ჰოდა, როგორც მოგეხსენებათ, ღიპი ხელი არ არის, და ჩვენი გემი ხან მარჯვნივ და ხან მარცხნივ გაუხვევდა, ჩვენ კი სიცილს ძლივს ვიკავებდით. მერე როგორც იქნა სისტემა თავის ადგილას ჩაჯდა და ჩვენც მივაღწიეთ ჰილანდარის მისადგომს.

მისადგომიდან მონასტრამდე 30-40 წუთი ფეხით სავალი გზა იყო. მაგრამ გზაში დავინახეთ პატარა ტრაქტორზე მიბმული ურემი, სადაც რამოდენიმე კაცი და ერთი ბერი იყო. ისინი ჰილანდარში მიდიოდნენ და თან ბოსტნეულობა მიქონდათ. ჩვენ რომ დაგვინახეს, მაშინვე გაგვიჩერეს და თან წაგვიყვანეს. ურემზე რომ ავედით, ბერმა მაშინვე დამითმო თავსი ადგილი და იქვე კუთხეში ჩაჯდა. ცხადია მეუხერხულა და ვთხოვე რომ მჯდარიყო და მე დამვჯდებოდი კუთხეში, მაგრამ ვერაფერს გავხდი – ათონელი ბერები საოცრად თავმდაბლები არიან. ერთმანეთს ნახევრად რუსულად და ნახევრად ხელხბით ვესაუბრებოდით. რომ ვუთხარით რომ ქართველები ვართ, ბერმა – მამა ეფრემმა – მაშინვე გვითხრა რომ მათთან მონასტერში ერთი ქართველი ბერია – მამა ილარიონი – და გვთხოვა გავჩერებულიყავით მისაღებ ოთახში სანამ ის იმ ბერს მონახავდა. ჩვენ მივედით მისაღებ ოთახში, სადაც სხვა ბერმა გვიმასპინძლა ცივი წყლით და ლუქუმით. მისაღებ ოთახში ვიკითხეთ წმინდა სვიმეონის ვაზის შესახებ (უკვე მრავალი საუკუნეა, არც ამ ვენახთან დაკავშირებულ სასწაულიდან უშვილო ოჯახები ხდებიან ნაყოფიერნი, მათ შორის ჩვენც განვიცადეთ ეს მადლი). მან თავაზიანად აგვიხსნა, თუ სადაც არის ვაზი და ჩემს თხოვნაზე რომ მოეცა რამოდენიმე ნაყოფი სხვა უშვილო ოჯახებისათვის, ჯერ მთხოვა დამეწერა მათი სახელები (მათთვის ბერები ილოცებენ) და მკითხა თუ რამდენი მინდოდა. მე რომ ვთხოვე სამი, შუბლი შეიჭმუხნა ცოტათი და ვერაო, მაგრამ მაინც ჩადო სამი ნაყოფი და თბილად გამიღიმა...

დავათვალიერეთ მონასტერი. სამი წლის წინათ მომხდარ ხანძარს მონასტრის თითქმის ნახევარი გაუნადგურებია. აქაც მიდიოდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ოღონდ ივერონთან შედარებით უფრო ნაკლები მაშტაბის. გავოცდით ფრესკებით და ფერებით. ძალიან ლამაზი მოხატულობა გააჩნიათ. ვნახეთ ხსენებული ვაზი წმინდა სვიმეონისა. საოცრებაა, ის ამოდის წმინდა სვიმეონის საფლავიდან და თითოეული მტევანი შეფუთული აქვთ.

ამასობაში მივხვდით რომ იმ დღეს ივერონში ვეღარ დავბრუნდებოდით და დავბრუნდით მისაღებ ოთახში, სადაც ვკითხეთ თუ დაგვტოვებდნენ მონასტერში იმ ღამეს. როგორც ადრე ვახსენე, ხანძრის და დიდი ზარალის გამო მონასტერი ვერ ახერხებდა სტუმრების მიღებას, როგორც ინტერნეტში ეწერა, თუმცა ეს სულაც ვერ ვიგრძენით. პირიქით ბევრი მომლოცველი იყო მოსული დასარჩენად და ყოველგვარი პრობლემის გარეშე მონასტერმა მიგვიღო და დაგვაბინავა. იქაც, ისევე როგორც ივერონის მონასტერში, საოცარი სიუფთავე იყო, სასტუმრო ოთახი კრიალებდა, საშხაპეები (რასაც არ მოველოდით მანდ) და ტუალეტები ძალიან სუფთად ქონდათ მოვლილი. მოგვათავსეს საერთო ოთახში, სადაც ჩვენს გარდა იყვნენ ბერძნები, რუსი და ჩეხი მართლმადიდებელი.

იმ დღეს მამა ილარიონი ვერ ვნახეთ, ეტყობა დაკავებული იყო სხვადასხვა მორჩილებების შესრულებით. საღამოს ჩატარდა მსახურება, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით 1..5-2 საათი. მერე გვქონდა საერთო ტრაპეზი, რასაც მოჰყვა ისევ მსახურება, ოღონდ უფრო მოკლე. საღამოს 8-8.30 საათის მერე თავისუფლები ვიყავით. შევეცადეთ მოგვენახა მამა ილარიონი, მაგრამ ისევ უშედეგოდ. მერე ვკითხეთ იღუმენს (ძალიან გავდა ქართველს) – მამა ნათანაელს – თუ შეიძლებოდა ვზიარებულიყავით მეორე დღეს და მივიღეთ დადებითი პასუხი. ძილის წინ ვეასუბრეთ რუსს მართლმადიდებელს, რომელსაც აინტერესებდა წმინდა სვიმეონის ვაზი და რაღაცეები ავუხსენით. გარდა ამისა ვესაუბრეთ ბერძნებს და იმ ჩეხსაც, რომელსაც ძალიან დავუვახლოვდით. როგორც კაიროსი ამბობდა მაშინ – ჩვენი პეტრუშკა სად არისო?

ცისკრის მსახურება დაიწყო დილის 4.00 საათზე. ჩვენ ადრევე ავდექით და ტაძრისაკენ გავეშურეთ. საინტერესო იყო ტაძარში – სულ რამოდენიმე კანდელი და სანთელი ენთო და ძირითადში სიბნელე იყო. მანდაც ისევე როგორც ივერონის მთავარ ტაძარში, კედლებთან განთავსებული იყო სპეციალური სკამები. მსახურება სერბულად იყო და ლამაზი იყო ძალიან. ყველაზე მეტად მოვიხიბლე ”რომელი ქერუბიმთა”-ს გალობით, არაჩვეულებრივი იყო. ცისკარს მოება წირვა და თითქმის ყველანი ვეზიარეთ სიწმინდეებს. ტაზარში ბევრი ხატი და ფრესკაა, ხოლო მთავარი ხატი იყო ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ცნობილი ხატი ”სამხელა”. (ორიგინალი ! ) გავოგნდით, ვინაიდან არ გვახსოვდა ეს. ისევე როგორც ივერონის მთავარი ტაძარი, ჰილანდრის მთავარი ტაძარიც სამი ნაწილისაგან შედგება. მთავარ ნაწილში კი ერთერთი ყველაზე დიდი სიწმინდეა განთავსებული – წმინდა სვიმეონის საფლავი. წმინდა სვიმეონი და მისი შვილი წმინდა საბა არიან ჰილანდარის დამაარსებლები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ტაძრის ერთ მხარეს დაბრძანებული იყო წმინდა ნინოს ხატი. ალბათ მამა ილარიონის იქნებოდა, ვიფიქრეთ ჩვენ.

წირვის დასრულებამდე ერთმა სერბმა მიგვანიშნა თუ რომელი იყო მამა ილარიონი – აი ისაო, ყველაზე დაბალი ბერიო (სერბები ხომ მაღლები არიან). მივედით და გავიცანით მამა ილარიონი. ძალიან გაეხარდა მასაც. მე გადავეცი მამა ილარიონს ნანას და ჩემი წერილი ჩვენს ბავშვებსა და წმინდა სვიმეონის ვაზის თაობაზე. წერილთან ერთად სურათებიც გადავეცი და ჩვენ კოპენჰაგელი სერბი მღვდელიც – მამა რადმილო – ვახსენე. მამა ილარიონმა ეს რომ გაიგო, მერე მკიხვდა რომ მე საქართველოდან არ ვიყავი ჩასული და უცბად წამოიძახა – ესე იგი ეს თქვენ ხართ დანიიდან? და უცბად ტაძრის მეორე ნაწილში გავიდა და იქიდან მოიტანა ფაქსი სერბული ეკლესიის სკანდინავიის ეპარქიიდან, სადაც ჩვენზე ეწერა (როცა ჩვენ დავიწყეთ მარხვა რათა მიგვეღო წმინდა სვიმეონის აზის ნაყოფი, უნდა გვეცნობა ჩვენი სახელები ჰილანდრის ბერებისათვის, რათა მათ ელოცათ ჩვენთვის). KAIღOშ და მე გავოგნდით, მამა ილარიონმა კი აგვიხსნა, რომ როცა ეს წერილი მონასტერმა მიიღო ბერებმა რომ ნახეს რომ ნანა და მე ქართველები ვართ, გადაწყვიტეს მამა ილარიონისათვის - ქართველი ბერისათვის – გადაეცათ ჩევნი სახელები. საოცრება არ არის? ქართველი ბერი სერბებთან ერთად ლოცულობდა თურმე ჩვენთვის. დიდება და მადლობა ღმერთს! ამის მერე იღუმენს გადავეცით ჩემი მეუღლის მიერ მოხატული წმინდა სვიმეონის ხატი, რომელიც მაშინვე წმინდა სვიმეონის საფლავზე მოათავსეს.



შესასვლელი ჰილანდარში. მარცხნივ მისაღები ოთახია სტუმრებისათვის


წირვის მერე იყო ტრაპეზი, ხოლო მის მერე დავემშვიდობეთ მამა ილარიონს. მან გადმოგვცა ხატები და აგრეთვე გვთხოვა დაგვენთო დიდი კელეპტარი, რომელიც ჩვენი პატრიარქისგან ქონდა მიღებული, ივერიის ღმრთისმშობლის ხატის წინ, რაც ცხადია შევასრულეთ. სამწუხაროდ სურათი ვერ გადავიღეთ ერთად, ბერები არიდებენ ამას თავს და თანაც შიგ ტაძარში სურათების გადაღება არ არის ნებადართული, მხოლოდ გარეთ შეიძლება. ტრაპეზის დროს შევეცადე დამეთვალა თუ რამდენი ბერი იყო მანდ და დაახლოებით 25 დავთვალე.

მამა ილარიონთან დამშვიდების მერე ერთმა სერბმა ბერმა სხვა სტუმრებთან ერთად დაგვათვალიერებინა ჰილანდარის მუზეუმი, სადაც მე-13 საუკუნის ხატებია დაბრძანებული. მათ შორის იყო ცნობილი სერბული ხატები უფლისა (პანტოკრატორი) და დედაღმრთისასი.
მამა ილარიონმა დამშვიდების წინ გვითხრა რომ მონასტრიდან ვიღაცა მანქანით წაგვიყვანდა ჰილანდარის ნავსადგურთან, სადაც ივერონისაკენ მიმავალ ნავში ჩავჯდებოდით. ასეც მოხდა ყველაფერი. მალევე აღმოვჩნდით ნავში და გავცურეთ ივერონისაკენ.

ისევ ივერონი

30 აგვისტო, ხუთშაბათი.
დილის 11-თვის ჩავედით ივერონში. მონასტრის ტერიტორიაზე ის ქართველი, სახელად დათო, მომლოცველი ვნახეთ, რომელიც ურანოპოლისში ათონზე შესასვლელი საბუთის ოფისში გავიცანით. მსახურება უკვე დამთავრებული იყო ტაძარში და იწყებოდა ტრაპეზი. ტრაპეზის მერე გავეშურეთ წმინდა წყაროსთან. ეს ის ადგილია, საიდანაც წყალმა ამოხეთქა როდესაც ქართველმა ბერმა წმინდა გაბრიელმა ივერიის ღმრთისმშობლის ხატი ამოაბრძანა ზღვიდან. საოცარი რამეა, წყარო მდებარეობს ზღვასთან ძალიან ახლოს, სულ რამოდენიმე ნაბიჯში, მაგრამ წყალი მტკნარია, მარილის გემო საერთოდ არა აქვს.


საღამოთი მსახურების წინ მამა იერემიას გადავეცით ნანას მოხატული ხატი წმინდა გიორგი მთაწმინდელისა. მამაოს ძალიან გაეხარდა და გვთხოვა იღუმენისათვის გადაგვეცა ხატი. მინდა ცოტა უკან დავიხიო და ხაზი გავუსვა, რომ ჰილანდარშიც და ივერონშიც უამრავი ხატია ტაძრებში, და სანამ ჩვენ გადავცემდით ხატს, მე ვფიქრობდი რომ მიიღებდნენ მხოლოდ როგორც საჩუქარს, მაგრამ ორივეგან ბერებმა გამოხატეს ძალიან დიდი სიხარული ორივეგან გვთხოვეს რომ იღუმენისათვის გადაგვეცა ხატები. ამას კი მართლა არ ველოდი. ერთი სიტყვით, გადავეცით ხატი იღუმენს, რომელმაც დიდი მალდობა გადაგვიხადა და საკურთხეველში შეაბრძანა. მერე მამა იერემიამ გვითხრა რომ რაღაცას მოგვცემდა. ცოტა ხანში, მამაომ ჩუმად გადმოგვცა კაიროსს და მე ორ-ორი პატარა ბოთლი ივერიის ღმრთისმშობლის ხატის კანდელიდან ზეთით. ეს ჩვენთვის მართლა დიდებული საჩუქარი იყო.



ჩვენთვის გამოყოფილი დღეები ათონის მთაზე იწურებოდა, მაგრამ ისეთი გრძნობა გვეუფლებოდა, რომ თითქოს აქ უკვე დიდი ხანი ვიყავით, დავუვახლოვდით ხალხს, მივეჩვიეთ იქაურობას...

31 აგვისტოს, დილაუთენია დავესწარით ცისკარს, ლიტურგიას და მერე გავემზადეთ ათონიდან წამოსასვლელად.



უკან

ივერონიდან კარიესში, კარიესიდან კი დაფნიში წავედით ავტობუსით. დაფნიში ვნახეთ უკვე გაცნობილი ხალხი. სანამ გემში ჩავჯდებოდით, გავიარეთ საბაჟო – სადაც ამოწმებდნენ თუ რაიმე ღირებული ნივთი მოგვქონდა ჩუმად ათონიდან.
როგორც კი მივაღწიეთ ურანოპოლისს, მაშინვე ვიგრძენით განსხვავება. გემთან ახლოს სანაპირო იყო, სადაც ნახევრად შიშველი ხალხი იყო. პრობელმა ეს არ არის, მაგრამ პორტიტდან ცოტა მოშორებით მაინც გაეკეთებინათ საცურაო ადგილი.

უკან იმ დღესვე წამოვედით ავტობუსით, სადაც კიდევ ორი ქართველი გავიცანით. ისინიც ათონიდან მოდიოდნენ. ჟერ ჩავედით თესალონიკში, სადაც ისევ გია დაგვხვდა და თავისი მეგობრები გაგვაცნო. კარგად ჩავუჯექითsmile.gif . მერე ყველამ გამომაცილა სადგურში, კაიროსი კი მათთან დარჩა რამოდენიმე დღით. იმ ღამით მატარებლით წამოვედი ათენში, სადაც შაბათს დილაუთენია ჩვენი ახლობელი და დანიაში მრევლის ყოფილი წევრი – დიონისე დამხვდა და თავისთან სახლში მიმიყვანა. იქ დიდხანს არ გავჩერდით და წავედით ეკლესიაში, სადაც ის და მისი ოჯახი დადის. ეკლესია მისი სახლის გვერდით იყო და საკმაოდ დიდი იყო, ორ-სართულიანი. მსახურება იყო დაბლა სართულზე. მანდ ცისაკრი ადრე დილიდან დაიწყო, რომელსაც წირვა მოჰყვა. დიონისემ გააცნო იქაურ მღვდელს – მამა პეტრეს - ჩემი თავი და თურმე ისიც უთხრა რომ მე რამოდენიმე საათში რეისი მქონდა .... მამაომ საკურთხეველში შემიყვანა და მთელი მსახურება იქ დამტოვა. თან მითხრა რომ შემეძლო ვმჯარიყავი მანდ. ძალიან გავოცდი თუ როგორ ჩაატარა მსახურება. თითოეულ ლოცვას გულდასმით, აუჩქარებლად და მოწიწებით ამბობდა. იმხელა მადლი და სიყვარული იგრძნობოდა, რომ თითქოს პირდაპირ ესაუბრებოდა ღმერთს (არადა სინამდვილეში მასე არ არის მსახურების დროს?). საკურთხევლიდან მამა პეტრე და საკურთხევლის გარეთ წიგნის მკითხველი ხმაშეწყობილად მსახურებდნენ. ისევ და ისევ მინდა აღვნიშნო – სიჩუმე ტაძარში, კონცენტრირება გონებისა და არანაირი მითითებები სხვების მხრიდან. წირვის დასრულებისას ვეზიარეთ სიწმინდეებს...

.....................................................

ასეთია მოკლედ ჩემი მეგობრის ლამაზი ჩანაწერი, მოგვიანებით დავაზუსტებთ დეტალებს, თუკი ვინმეს დააინტერესებს,ნელნელა კი ფოტოებს დავდებ smile.gif

იხარეთ,

კაიროსი!

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 10 2007, 02:12 PM

KAIROS

ციტატა
ტაზარში ბევრი ხატი და ფრესკაა, ხოლო მთავარი ხატი იყო ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ცნობილი ხატი ”სამხელა”. (ორიგინალი ! ) გავოგნდით, ვინაიდან არ გვახსოვდა ეს. ისევე როგორც ივერონის მთავარი ტაძარი, ჰილანდრის მთავარი ტაძარიც სამი ნაწილისაგან შედგება.

ვიფიქრე გადავათვალიერებთქო და ვერ შევეშვი სანამ არ ჩავიკითხე ბოლომდე. ლამაზად წერს თქვენი მეგობარი.
მადლობა!
გერმანიაში სერბულ ტაძარში ვიყავით წირვაზე, მე და ჩემი ქართველი მეგობარი, ვეზიარეთ კიდეც. წირვის შემდეგ მამაომ ქადაგებაში მოგვიხსენია დიდი სითბოთი ქართველები. ერთ-ერთმა მრევლმა, რომ გაიგო საქართველოდან ვიყავით მოვიდა და ეს ღვთისმშობლის 'სამხელა' ხატი მოგვცა ორივეს, ერთი კვირაა რაც ჩამოვედი ჰილანდრიდან და იქიდან მაქვსო.
სულ ფრენით მოვდიოდი სახლში, ისე გამიხარდა smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 10 2007, 11:08 PM

KAIROS
ანონიმურობა ისე იყო გაშიფრული, ლამის ყველა მიხვდა, ვინ არის biggrin.gif

ცხოვრებისადმი მსგავსი მიდგომა და აღქმა... გაქვთ...



ჰოოო smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 11 2007, 12:11 AM

ციტატა
ანონიმურობა ისე იყო გაშიფრული, ლამის ყველა მიხვდა, ვინ არის


ვინც იცის და არა ის ვინც არ იცის smile.gif

მალე ესპანეთით გავაგრძელებ smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 11 2007, 12:18 AM

ციტატა(KAIROS @ Oct 11 2007, 01:11 AM) *

ვინც იცის და არა ის ვინც არ იცის smile.gif

მალე ესპანეთით გავაგრძელებ smile.gif

აი, ეგ გვაინტერესებს (თვალებისფახულა სმაილიკი)

სამმა კაცმა ვიცით, ეგ ნაღდია biggrin.gif

zafxuli.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Oct 11 2007, 09:56 PM

KAIROS
ზალიან კარგია,
თვალი ვერ მოვაშორე ისე წავიკითხეsmile.gif
ბედნიერი ადამიანი ხარ ამდენი რომ ნახე....smile.gifsmile.gif
მოუთმენლადველოდები (to be continued)-ს biggrin.gif

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Oct 11 2007, 10:05 PM

მშვენივრად გადმოგვცემ ნანახს!მადლი შეგეწიოს იმ ადგილების სადაც იყავი!
მართლა და დაბრუნებას გილოცავ

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 12 2007, 11:38 AM

ციტატა
მართლა და დაბრუნებას გილოცავ



smile.gif ხშირად ეშლებათ, არ დავბრუნებულვარ არსად, ისევ უცხოეთში ვარ, ჩემი დაბრუნება საქართველოში ჩამოსვლას ქვია მხოლოდ smile.gif

მონაყოლიც არ იყო ჩემი, არამედ ჩემი მეგობრის.

ისე კი გვეწეოდეს ყველას,იმ ადგილთა მადლი!

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Oct 12 2007, 12:28 PM

KAIROS
ძაააალიან საინტერესოა smile.gif

გაიხარე smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 14 2007, 11:00 PM

თესალონიკი შედარებით უფრო მოწესრიგებული და ლამაზი იყო, უპირველესად რისი მოლოცვაც გვინდოდა ეს იყო წმ. დიმიტრი თესალონიკელის წმ. ნაწილები, თუმცა გზაში ამ ლამაზ კარიბჭეს წავაწყდით

IPB-ს სურათი

ეს ფრაგმენტია ამ კარიბჭის შიგა მხარეს

IPB-ს სურათი

მანამდის კი ერთერთ დიდ ტაძარში შევედით, თვალში მოგხვდებოდა სანთლებით საოცარი სიიაფე და სპეციალური გამწოვი სასანთლეები, ასე რომ ეს ტრადიცია ჩვენთანაც კარგი იქნებოდა რომ იყოს, ალბათ ამიტომაა რომ ასე ბზინავს ყველა ფრესკა

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ბოლოს კი მცირე მოზაიკამ გვამცნო, რომ წმ. დიმიტრის ნაწილებთან ვიყავით

IPB-ს სურათი

აი ესაა მცირე ეკლესია, მცირე რამ საყდარი, სადაც წმ. დიმიტრის დიდი სანაწილეა

IPB-ს სურათი

იქვე იყო ერთერთი ქალი წმიდანის წმ. ნაწილები (ჩვენთვის უცნობი)

IPB-ს სურათი

დასასრულ კი ორ ლამაზ ტაძარს შემოგთავაზებთ ისევ თესალონიკიდან

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

მაშ ასე, მომავალი ჩვენი ფოტო მიმოხილვა უკვე ათონის წმიდა მთაზე იქნება!

იხარეთ,

კაიროსი!

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Oct 14 2007, 11:45 PM

ადრე მეც მოვხვდი ათენში და ზოგი რამ არ მომეწონა ვიწრო და ხალხით გადატვირთული ქუჩები მაგრამ საბერძნეთის მთავარი სილამაზე მისი კუნძულებია.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 24 2007, 10:25 PM

ღვთისმეტყველებაში კიდევ ერთი უშედეგო კამათის შემდეგ ( თუმცა მზად ვარ, თუკი საჭიროება მოითხოვს ისევ დავუბრუნდე საკითხს), ახლა ვაგრძელებ ამ თემას, აქ საუბარი გვექნება ათონის მთაზე, თუმცა საუბარი უფრორე სურათებით, მაგრამ აქ დავარღვევ დუმილს და ჩემს მცირე ჩანაწერსაც შემოგთავაზებთ, მცირე და ერთიამოსუნთქვით ჩანაწერია ოღონდ smile.gif

ათონი

იქ წასვლა არაა უბრალო მოგზაურობა, ან თუნდაც რიგითი პელეგრიმობა, იქ თითქოს ცხოვრების აუცილებელ შემადგენელ რაღაც დაკარგულ დეტალს პოულობ, იქ თითქოს კი არ მიდიხარ, არამედ გადიხარ მიწიერიდან, იქ თითქოს სახელიც ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს, მსგავსი ნახევარკუნძულისა, ანუ რაღაც შუა, მიწასა და წყალს შორის, ხიდი თავისებური, თუმცა არა მარტო მიწასა და წყალს, არამედ მიწასა და ზეცას, ამიტომაც ჩვენს მას მთას ვუწოდებთ, მთა, რომელიც ჯვრით მთავრდება, და ზედ ტაძრით რომელიც ფერისცვალებისაა, უკვე გემიდანვე ხედავ ამ მთას, მი სილუეტს და ხვდები, რომ ეს ის გზაა რომელიც ტაძარში მიდის;ფერისცვალების ჯვაცმული გზა.
ამ ფიქრებით ჩავფრინდი ათენში, ამ ფიქრებითვე წავედით თესალონიკში და ამ ფიქრებით შევცურდით ათონის მთისკენ მიმავალ -აია პანტელეიმონ-ად სახელდებულ ბორანზე, იქ სულ ფიქრები დაგკობა თან, როგორც კი გემზე ავედით, ყველა სახლს სურათს ვურებდით, ყველა მონასტერი გვეგონა, ყველა ნასახლარი კელია... და ეს არაა უბრალო ემოციები, ესაა ყველა ის გრძნობა, რამაც აქამდის მოგიყვანა, ხედავ ქვემოთ ისე წმიდა წყალს, რომ ლამის ქვებიც გამოჩნდეს, თევზები,როგორც აკვარიუმში ისე დაცურავენ, ყველაფერი უცნაურია, წმინდაა...
მერე ფეხი დავაბიჯე დაფნის მიწას და ემოციები ბოლომდე ვერც კი შევიგრძენი, რომ ჩვენმა ავტობუსმა, რომელიც ათონის მთის დედაქალის კარიესისაკენ წაგვიყვანა, გზად საოცარი ხედები გადაგვიშალა, იქით მონასტერი, აქეთ კელია, იქ კიდევ გამოქვაბული... ეს ყველაფერი ისე სწრაფად ხდებოდა, რომ გააზრებას ძლივს ვასწრებდით, მალე ივირონისაკენ მიმავალ მიკრო ავტობუსში გადავინაცვლეთ, აქ კი საერთოდ ამავსო ფიქრმა და ემოციამ, ჩუმმა, უთქმელმა, მაგრამ ძალიან მეტყველმა, ივირონმა! მეც, ივერიის ერთი პატარა შვილი, იქ მივდივარ, სადაც ათასი წლის უკან მიდიოდნენ და მიდიოდნენ შემდეგშიც, სადაც იზრდებოდა, იხვეწებოდა და იჭედებოდა ჩვენი კულტურა და ჩვენი ისტორია, სადაც აღვლენილი ლოცვები ზე-ეფარებოდა მრავალტანჯულ ერთ მუჭა ერს, სადაც უამრავი ქართველი მოღვაწე აღესრულა, სადაც ბევრი ღვთის სათნო ღმერთს ესათნოა... კარიბჭეში შესულს, მისალმებასავით ხატი დაგვხვდა, ლამის იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შეგახსენოს, ვინა ხარ და სად შედიხარ, ქტიტორები იოანე, ექვთიმე და გიორგი, ასე გვაუწყებდა ბერძნული წარწერა, მთაწმიდელთა ხატებზე, გვერდით კი გაბრიელი ზღვაზე მუხლმოყრილი მიირქმევდა ივირონის ხატს, ხატი, რომელიც ტაძარში იყო გამოსვენებული, აკი 28 აგვისტო იყო. სავსე ეზო, უცნაურად ბევრი ხალხი, მონასტერი გადაჭედილი, მოსაცდელში მომლოდინე ცივი წყალი და ლუხუმი, ყველაფერი ის, როგორც ფილმში ისე მიდიოდა ჩემს წინაშე, ივირონში ვიყავი, შეიძლება ღვთის მადლით, შემდეგშიც მომიწიოს ჩასვლა, მაგრამ როცა პირველად მიდიხარ, ასეთ წმინდა ადგილზე, სულ სხვა განსხვავებული და განუმეორებელი გრძნობა გიპყრობს, მერე იყო სწრაფი მთხვევა იმ ხატისადმი, რომლის მხოლოდ ასლები მინახავს ადრე, ცოტა ხანში დრო ვიხელთე და მთელი ნახევარი საათი ვიდექი დედა ღვთისმშობლის იმ ხატის წინ, რომელიც იდუმალებიდან მიყურებდა, ხატის პერანგის ქვევიდან რაღაცნაირად ნათელი ბუნდოვანებიდან ღვთისმშობლის ძალიან თბილმა მზერამ თავიდან ფეხებამდე დამიარა და ხატის წინ ვერცხლის, ლამაზის მცირე ლიმონის ხის ზომისა და ფორმის სასანთლეზე დანთებულ დიდ, თაფლის სანთელივით ვიყავი მეც, სანამ რომელიღაც ბერმა არ მანიშნა, რომ ტაძარი უნდა დაეკეტა...
ახლა თითქმის ყველაფერი ბერძნულია, ყველა საგანი ბერძნულად მეტყველებს, მაგრამ არცერთი არაა ისეთი ხმამაღალი და სულში ჩამწვდომი, როგორც ის ძველიქართული წარწერა ღვთისმშობლის ხატის პერანგზე ფრაგმენტულად რომაა და ბუსუსებს რომ გაყრის მისი შეხედვისას...
ლოცვა შუაღამიანი, ჭაღნი თაფლსანთლიანი, ბერნი შავმანტიანი, რეკვა ჩაქუჩიანი, ასეთია ის მოკლე გაფიქრებები, რომლებიც შუაღამის ოთხ საათზე ამდგარს და მთვარით განათებულ ქვაფენილზე მიმავალს, თავში კი არა გულში გიტრიალებს, ხანდახან ტაძარში შემავალ ბერს ვერც ხედავ, ჩქარებია, და ღამის წყვდიადში შავი მანტიით მოსილნი ტაძარში შევლენ, ასეთივე ჩქარი და თან კდემამოსილი მოძრაობით შემოილოცავენ ტაძარს და კუთხეში მდგარ სკამებზე ოდნავ დაეყრდნობიან და თავჩახრილნი ლოცვაში იძირებიან, ხანდახან გამორკვეულვარ ლოცვიდან, და ჩუმად თვალი შემივლია ამ მიწის ანგელოზთ, ღრმა თვალებს და თბილ. თეთრ წვერებს, ან მკაცრ შავს, და მაინც თბილს... მოკლედ, მერე შემდეგ შეიძლება ისევ მივუბრუნდე ამ საოცარ მოლოცვას ათონისა, მაგრამ ახლა საკმარისია, ის პირველი გრძნობები დაუმუშავებლად და შეულამაზებლად გადმოვეცი, ვგონებ თქვენც ოდნავ მაინც მიმიხვდით ნაგრძნობს და თუ ასეა, მაშინ დროებით აქ შევჩერდები...

ღმერთს ებარებოდეთ, იხარეთ ქრისტეში!

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Oct 24 2007, 11:41 PM

KAIROS

QUOTE
ვინც იცის და არა ის ვინც არ იცის

აქამდე ძალიან მინდოდა თქვენი გაცნობა და ერთ ძმურ რჩევას მოგცემთ (თუ მიიღებთ)... ვინც იცის იმას მოერიდეთ და არა მას ვინც არ იცის.
ბოდიში ვაოფებ, ( მაგრამ ეს არაა ოფი)

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 25 2007, 12:48 AM

ციტატა
ანონიმურობა ისე იყო გაშიფრული, ლამის ყველა მიხვდა, ვინ არის


ვინც იცის და არა ის ვინც არ იცის


ბ.ნო აბო, აქ სხვა არაფრის შესახებ არ იყო საუბარი, თუ არადა იმაზე, ვინ მახლდა და თამარი_ცქნაფო მიხვდა და იხუმრა, მეტი არაფერი smile.gif

ისე რჩევისათვის მადლობა!

იხარეთ,

კაიროსი!

პ.ს.

გაცნობას კიდევ მოვასწრებთ smile.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Oct 25 2007, 12:58 AM

KAIROS
იმედი მაქვს ძმობილო.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Oct 25 2007, 01:02 AM

ციტატა(Qeti @ Oct 4 2007, 06:23 AM) *

1 წელია აქ ვარ და ჯერ არცერთ ქართველთან არ მქონია ახლო ურთიერთობა და არც სურვილი მაქვს, ადრე მეგობრის დაბადებისდღე იყო და ბრუკლინში ვიყავი რესტორანში, იქ მე ქართველები ისეთ დონეზე დაშვებულები ვნახე, გეფიცებით მრცხვენოდა მეთქვა რომ მეც იგივე ქვეყნიდან ვარ sad.gif.

რა თქმა უნდა ყველაზე არაა საუბარი, ზოგი ისეთიცაა რომ გეამაყება მისით ქართველობა, მაგალითად ჩვენი ფორუმელი თიკო კანდელაკი, მართლა უსაყვარლესი და უჭკვიანესი პიროვნება smile.gif და კიდევ ბევრია...

მართლაც, რომ ასეა... yes.gif

ძირითადში ქართველი არ ინდობა, ყველა მაგას ამბობს, რომ საზღვარგარეთ გაურბიან ქართველებთან ურთიერთობას. ქართველების ერთი ნაწილი საშინლადაა დაცემული, ყოველგვარ გათახსირებულობაში არიან გასვრილი, ზემოთ დავწერე კიდეც, ..... მაგრამ ცხადია არიან კარგებიც, რომლებიც იძლევიან იმის იმედს, რომ მთლად არ წაიშალოს ჩვენი ქვეყნის იმიჯი საზღვარგარეთ..

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 25 2007, 02:58 AM

ქეთი და გიორგი,

მივამატებ ერთს: ისინი,ვინც ასე ჩვენ ტკივილად გადაქცეულან, აქ არ ხდებიან მასეთები, საქართველოდან ჩამოდიან სწორედ ისეთები, რომ თავის და თვალის არიდება უმჯობესია მათთან ურთიერთობაზე.

ღმერთმა გვაპატიოს ჩვენც და მათაც!

პ.ს. თემას რაც შეეხება, დიდი ინტერესით ვკითხულობ და იმედია გააგრძელებთsmile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 10 2007, 12:24 AM

ლამის გადამავიწყა ეს თემა არეულმა მდგომარეობამ, დღეიდან ვიწყებ წერას ესპანეთის შესახებ, თუმცა გზადაგზა სურათებს შევამატებ ათონის მთიდან და ბარსელონადან...

...............................

ბარსელონა


ბარსა, უცნაური ქალაქია, გაუდის ულტრა მოდერნიზმით ნიშანდასმული... მისი ცენტრი ნიუ-იორკისას გავს, ჭადრაკული კუბიკური ქუჩებით, ამიტომაც ასე ამბობენ, ნიუ-იორკის შემდეგ ბარსელონაშია ყველაზე მეტი შუქნიშანიო... შეიძლება; ლა რამბლა ცენტრალური ქუჩაა ბარსელონაში; ამ ქუჩაზე ათობით ჯამბაზი და ადამიანი-ქანდაკი ეჯიბრება ერთმანეთს, რათა რაც შეიძლება მეტი ტურისტის ყურადღება და წვრილი ფული მოიგოს, ერთმანეთის გვერდითაა ულამაზესი ყვავილების და ფრინველების მაღაზიები, ასვე თანამედროვე და კლასიკური ცეკვების თვითნასწავლი ხელოვანები, მხატვრები და მუსიკოსები გამვლელებს ნამდვილად არ უტოვებენ მოწყენის საბაბს... მართლაც ისეთ რამეს ნახავ ბარსელონაში, რაც მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი, მაგალითად გაუდის პარკი, რომელსაც მხილველი აღფრთოვანებაში მოყავს, არცერთი კუთხე, არცერთი ტეხილი, სრული სიმგვრალე, მოქნილობა. შერწყმული ფერთა უცნაურ და ორიგინალურ პალიტრასთან, და ეს ყველაფერი არქიტექტურულ მოდერნიზმთან ერთად ქმნიან იმ შარმს რაც ასე იზიდავს ბარსელონის მხილველებს... ლამაზი, თეთრი და ისევ გაუდის სტილში გაკეთებული პორტი, სასახლეების, ოფისების და ვილების ისევდაისევ გაუდისეული გადახურვის სტილი, რომელიც ჭრელი ქვეწარმავალის ჯავშანს მოგაგონებს, ყველაფერი უცნაურია ბარსაში, იქამდის ეკლესიაც კი, რომელსაც ჯვრის მაგივრად მაცხოვრის ხელებგაშლილი და ამრიგად ჯვრის ფორმის გამომხატველი ქანდაკი ადგას, ტიბიდაბოს ამ ეკლესიიდან ხელის გულზე მოჩანს ბარსელონა, უცნაურია ბარსელონას სასაფლაო, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ, მიცვალებულთა ქალაქს, ესაა მთის ფერდობზე სართულ-სართულ აღმავალი ასობით და ათასობით საფლავები, ლამაზად მოწყობილები და მინებში ჩასმული, როდესაც მზე ეცემა, მთელი მთა უცნაურად ანათებს, საფლავები მზედ იქცევა ცოტა ხნით... უცნაურია კატალონიელების სიმბოლოც - ვირი- კასტილიელების ცნობილი ხარის წინააღმდეგ, უცნაურია კატალონიელების პატრიოტიზმიც, ყველგან ორენოვანია წარწერები, ესპანურად და კატალონიურად, არადა თითქმის ერთიდაიგივეა... უცნაურია ბარსას ფანებიც, ნოუ კამპზე დავესწარი ბარსელონას თამაშს და ასეტი მდარე და უგულო გულშემატკივრობა ევროპაში არსად მინახავს, უცნაურია გაუდის ერთერთი სახლი, როელიც გველეშაპს გავს და საკვამური კი ჯვრის ფორმისაა, ბევრი ფიქრობს რომ ეს წმიდა გიორგითაა შთაგონებული ჯვრით დაგვირგვინებული შუბით რომ გმირავს გველეშაპს, უცნაურია გრაცია-ს სახელით ფრანგი არქიტექტორის შესრულებული შენობა, რომელიც არც მეტი არც ნაკლები ფალოსის ფორმისაა, უცნაურია თვით ბაზრობაც კი, აქ ხელოვნების ნიმუშებადაა ქცეული დახლები, ფორთოხალი, მანდარინი, ვაშლი, ჩირები, ყველაფერი ეს საოცარ ფერებშია გაწყობილი, და ხალხი იქ უფრო დასათვალიერებელად შედის, ვიდრე საყიდლებისათვის, თუმცა მერე ყველას უჩნდება სერვილი რამე მაინც გამოაყოლოს ხელს, ასეთი ლამაზი რეცლამა ძალიან ჭრის, ასეთი უცნაურია ბარსას ბაზრობა ... და მაინც ყველაზე უცნაური რაც ბარსელონაშია, ესაა უცნობილესი საგრადა ფამილია, რომელიც გენიალური გაუდის შემოქმედებაა, წმიდა ოჯახის სახელობის ეს ეკლესია, ბეთლემის გამოქვაბულის იდეითაა შექმნილი და გოთური სტილის გრძელი და წვრილი გუმბათებით დაგვირგვინებული; 12, მოციქულის სიმბოლოდ 12 გუმბათია და თითოეულზე სანქტუს, სანქტუს, სანქტუს ანუ წმიდაა, წმიდაა, წმიდაა აწერია, კუთხეებში კი იკითხება იესო, მარიამი, იოსები... მთავარ შესასვლელში კი მოდერნიზირებული ჯვარცმა, სადაც მაცხოვარი ოთხი სამსჭვალითაა გამოსახული, არადა გაუდს მხოლოდ ცენტრალური შენობა ეკუთვნის, მის გვერდით კი კომპიუტერით აღდგენილია მიახლოებით ის რაც გაუდის ქონდა ჩაფიქრებული და დღესაც მიდის მუშაობა და ალბათ კიდევ ათობით წლები გაგრძელდება... კიდევ ერთი უცნაურობა სწორედ გაუდის უცნაური აღსასრული იყო, იმ დროისათვის ბარსელონაში მოძრავმა ერთადერთმა ტრამვაიმ მოკლა ველოსიპედით მიმავალი გაუდი...
ქართველებიც უცნაურადაა იქ, ყველა რჯულის, შავიც და ნაცრისფერიც, წმინდაც და გასვრილიც, ისეთივე ჭრელი, როგორც ბარსა, ისეთივე განსხვავებულნი, როგორც გაუდის სახლები, და მაინც ისეთივე ქართველები, როგორიც ჩვენ, ისეთივე ემიგრანტები, როგორიც ბევრგან და ისეთივე მონატრებულები სამშობლოზე, როგორიც ყველა ნამდვილი ქართველი, რა გაგების, ქონების და გვარიშვილობის არ უნდა იყვნენ, ყველა თუ არა უმრავლესი ტაძარში შემოკრებილი და შენ ხარ ვენახზე გარინდებული... ყველა თავის სახლში და კუთხეში გონებით დაბრუნებული და სულით მლოცველი, ასეთი ხალხი გავიცანი ბარსელონაში და მდიდარი გავხდი მათთით, კარგია როცა მწყემსი მწყემსობს და სამკალიც იმკის, მაშინ როცა იგი ფრიად, მტკივნეულად ფრიად არს...
მოკლედ ასეთია ჩვენი ბარსა, უცნაურად ლამაზი, უცნაურად თავისებური და უცნაურად მიმზიდველი

..........................

იხარეთ,

კაიროსი!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 3 2007, 08:22 PM

ესეც ჩვენი წმ. მამები ( ხატზე არსად წერია "ივერიელნი"; არამედ მხოლოდ ქტიტორნი )

აქ და შემდეგ დადებული სურათები ჩემს მეგობარს ეკუთვნის

IPB-ს სურათი

ესეც ივერონის საერთო ხედი


IPB-ს სურათი


ეს ის ადგილი სადაც ღვთისმშობლის ხატია დასვენებული

IPB-ს სურათი


ეს კი ის უცნაური ფიგურა, რომელიც ივერონის ტაძრის გუმბათზე ( ასევე მონასტრებშიც ასეა ) არის დადგმული, მართლა არ ვიცი დაზუსტებით რაა ეს შავი ფიგურა, ფრინველებს აფრთხობს? ძალიან უცნაური კია

IPB-ს სურათი

ხედი ჩვენი კელიიდან wink.gif

IPB-ს სურათი

დროებით,

კაიროსი!


პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 6 2007, 03:00 AM

ივერონის სხვა ხედი

IPB-ს სურათი


ეს ის წყაროა სადაც ღვთისმშობლის ხატი გამოასვენეს

IPB-ს სურათი


ეს გზაზეა smile.gif ანუ ზღვაზე ჰილანდარის მონასტრისაკენ წასვლისას

IPB-ს სურათი

გადასახვევი ჰილანდარის მონასტიდან სხვა მონასტერში

IPB-ს სურათი

დამწვარი ჰილანდარი sad.gif

IPB-ს სურათი

ფრესკები

IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი

აქვე განისვენებს ტრიხერუსას ორიგინალი

IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 6 2007, 03:02 AM

კაიროს, ჰილანდარი და ჩვენი ათონი ახლოსაა?

ძალიან ლამაზი და საინტერესო სურათებია, ნებართვის გარეშე დავაკოპირე, იმედია ცუდი საქციელი არ ჩავიდინე. sad.gif smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 6 2007, 03:09 AM

დაბრუნებისას

კარიესის ავტოსადგური

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ბორანზე

IPB-ს სურათი


ისევ საოცარი წყალი

IPB-ს სურათი

შემხვედრები

IPB-ს სურათი

მონასტრები

IPB-ს სურათი

შემდეგშიც გავაგრძელებ ,

დროებით,

კაიროსი!


ციტატა
კაიროს, ჰილანდარი და ჩვენი ათონი ახლოსაა?

ძალიან ლამაზი და საინტერესო სურათებია, ნებართვის გარეშე დავაკოპირე, იმედია ცუდი საქციელი არ ჩავიდინე. sad.gif smile.gif



არა, სამწუხაროდ შორია, დილით მიდის კატარღა და მხოლოდ მეორე დღესაა დაბრუნება, იმედია სურათებს კომერციული მიზნებით არ გამოიყენებ biggrin.gif ისე სურათების წინა კოლექცია ჩემია, ეს ახლები ჩემი მეგობრის, შენ გქონდეს, შეინახე smile.gif მაგრამ ხო იცი საავტორო უფლებები biggrin.gif

იხარე,

კაიროსი!

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 6 2007, 03:13 AM

ლოლ 2kiss.gif

რომ მიცნობდე , გეცოდინება რომ კომერციულ საქმეებში ვარ ყუმი biggrin.gif არა, ჩემთვის მინდა და თან წევეტრაბახები მარკოს wink.gif ივერიონი და ჰილანდარი დავაკოპირე მხოლოდ, მაგრად მომეწონა, ინტერნეტში ვნახე ამასწინათ და ძალიან უხარისხო და პატარა სურათებია, ესენი კარგებია.

მადლობები აბა შენც და შენს მეგობარსაც კარგად გადაღებული სურათების განტავსებისთვის.


პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 26 2007, 06:49 AM

ვაგრძელებ ათონის მთის სურათების დადებას, ამათ შემდეგ ბარსელონაში გადავალთ, სანამ იმათ მოვრჩები, ვეჭვობ მალევე დამიგროვდება სხვებიც ( იმედია wink.gif )

სურათები ვიმეორებ ჩემს მეგობარს ეკუთვნის

ხედები პანორამული ხედები
1) ჰილანდარი
IPB-ს სურათი

2) ივერონი ჩვენი კელიის აივნიდან
IPB-ს სურათი


3) ივერონი
IPB-ს სურათი


4) ურანუპოლისი ჩვენი სასტუმროს აივნიდან
IPB-ს სურათი

რა ლამაზია არა? smile.gif

დროებით,

კაიროსი!

პ.ს.

მეორე სურათში ( ივერონის მონასტერია, ჩვენი კელია) მე ვარ, მაგრამ ისევ ინკოგნიტოდ biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 26 2007, 04:38 PM

KAIROS


აკი ამ სურათEბის ათონის მთსი განოფილებაში გადავიტანთო? მე ცუდი მოდერი ვარ, აქაური ტექნიკა ცუდად მესმის, თორემ გადავიტანდი, ეგებ ქეთი დაგვეხმაროს... ან ადმინი.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 26 2007, 11:13 PM

ციტატა
ტექნიკა ცუდად მესმის, თორემ გადავიტანდი



მერამდენედ დავწერე, თუ გადატანთ, ისე გადაიტანეთ, რომ აქაური ერთიანობა თხრობისა, არ დაირღვეს, ანუ იქ დააკოპიეთ, აქ კი დარჩეს!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 23 2008, 01:25 AM

ციტატა
ბარსელონა


ბარსა, უცნაური ქალაქია, გაუდის ულტრა მოდერნიზმით ნიშანდასმული... მისი ცენტრი ნიუ-იორკისას გავს, ჭადრაკული კუბიკური ქუჩებით, ამიტომაც ასე ამბობენ, ნიუ-იორკის შემდეგ ბარსელონაშია ყველაზე მეტი შუქნიშანიო... შეიძლება; ლა რამბლა ცენტრალური ქუჩაა ბარსელონაში; ამ ქუჩაზე ათობით ჯამბაზი და ადამიანი-ქანდაკი ეჯიბრება ერთმანეთს, რათა რაც შეიძლება მეტი ტურისტის ყურადღება და წვრილი ფული მოიგოს, ერთმანეთის გვერდითაა ულამაზესი ყვავილების და ფრინველების მაღაზიები, ასვე თანამედროვე და კლასიკური ცეკვების თვითნასწავლი ხელოვანები, მხატვრები და მუსიკოსები გამვლელებს ნამდვილად არ უტოვებენ მოწყენის საბაბს... მართლაც ისეთ რამეს ნახავ ბარსელონაში, რაც მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი, მაგალითად გაუდის პარკი, რომელსაც მხილველი აღფრთოვანებაში მოყავს, არცერთი კუთხე, არცერთი ტეხილი, სრული სიმგვრალე, მოქნილობა. შერწყმული ფერთა უცნაურ და ორიგინალურ პალიტრასთან, და ეს ყველაფერი არქიტექტურულ მოდერნიზმთან ერთად ქმნიან იმ შარმს რაც ასე იზიდავს ბარსელონის მხილველებს... ლამაზი, თეთრი და ისევ გაუდის სტილში გაკეთებული პორტი, სასახლეების, ოფისების და ვილების ისევდაისევ გაუდისეული გადახურვის სტილი, რომელიც ჭრელი ქვეწარმავალის ჯავშანს მოგაგონებს, ყველაფერი უცნაურია ბარსაში, იქამდის ეკლესიაც კი, რომელსაც ჯვრის მაგივრად მაცხოვრის ხელებგაშლილი და ამრიგად ჯვრის ფორმის გამომხატველი ქანდაკი ადგას, ტიბიდაბოს ამ ეკლესიიდან ხელის გულზე მოჩანს ბარსელონა, უცნაურია ბარსელონას სასაფლაო, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ, მიცვალებულთა ქალაქს, ესაა მთის ფერდობზე სართულ-სართულ აღმავალი ასობით და ათასობით საფლავები, ლამაზად მოწყობილები და მინებში ჩასმული, როდესაც მზე ეცემა, მთელი მთა უცნაურად ანათებს, საფლავები მზედ იქცევა ცოტა ხნით... უცნაურია კატალონიელების სიმბოლოც - ვირი- კასტილიელების ცნობილი ხარის წინააღმდეგ, უცნაურია კატალონიელების პატრიოტიზმიც, ყველგან ორენოვანია წარწერები, ესპანურად და კატალონიურად, არადა თითქმის ერთიდაიგივეა... უცნაურია ბარსას ფანებიც, ნოუ კამპზე დავესწარი ბარსელონას თამაშს და ასეტი მდარე და უგულო გულშემატკივრობა ევროპაში არსად მინახავს, უცნაურია გაუდის ერთერთი სახლი, როელიც გველეშაპს გავს და საკვამური კი ჯვრის ფორმისაა, ბევრი ფიქრობს რომ ეს წმიდა გიორგითაა შთაგონებული ჯვრით დაგვირგვინებული შუბით რომ გმირავს გველეშაპს, უცნაურია გრაცია-ს სახელით ფრანგი არქიტექტორის შესრულებული შენობა, რომელიც არც მეტი არც ნაკლები ფალოსის ფორმისაა, უცნაურია თვით ბაზრობაც კი, აქ ხელოვნების ნიმუშებადაა ქცეული დახლები, ფორთოხალი, მანდარინი, ვაშლი, ჩირები, ყველაფერი ეს საოცარ ფერებშია გაწყობილი, და ხალხი იქ უფრო დასათვალიერებელად შედის, ვიდრე საყიდლებისათვის, თუმცა მერე ყველას უჩნდება სერვილი რამე მაინც გამოაყოლოს ხელს, ასეთი ლამაზი რეცლამა ძალიან ჭრის, ასეთი უცნაურია ბარსას ბაზრობა ... და მაინც ყველაზე უცნაური რაც ბარსელონაშია, ესაა უცნობილესი საგრადა ფამილია, რომელიც გენიალური გაუდის შემოქმედებაა, წმიდა ოჯახის სახელობის ეს ეკლესია, ბეთლემის გამოქვაბულის იდეითაა შექმნილი და გოთური სტილის გრძელი და წვრილი გუმბათებით დაგვირგვინებული; 12, მოციქულის სიმბოლოდ 12 გუმბათია და თითოეულზე სანქტუს, სანქტუს, სანქტუს ანუ წმიდაა, წმიდაა, წმიდაა აწერია, კუთხეებში კი იკითხება იესო, მარიამი, იოსები... მთავარ შესასვლელში კი მოდერნიზირებული ჯვარცმა, სადაც მაცხოვარი ოთხი სამსჭვალითაა გამოსახული, არადა გაუდს მხოლოდ ცენტრალური შენობა ეკუთვნის, მის გვერდით კი კომპიუტერით აღდგენილია მიახლოებით ის რაც გაუდის ქონდა ჩაფიქრებული და დღესაც მიდის მუშაობა და ალბათ კიდევ ათობით წლები გაგრძელდება... კიდევ ერთი უცნაურობა სწორედ გაუდის უცნაური აღსასრული იყო, იმ დროისათვის ბარსელონაში მოძრავმა ერთადერთმა ტრამვაიმ მოკლა ველოსიპედით მიმავალი გაუდი...
ქართველებიც უცნაურადაა იქ, ყველა რჯულის, შავიც და ნაცრისფერიც, წმინდაც და გასვრილიც, ისეთივე ჭრელი, როგორც ბარსა, ისეთივე განსხვავებულნი, როგორც გაუდის სახლები, და მაინც ისეთივე ქართველები, როგორიც ჩვენ, ისეთივე ემიგრანტები, როგორიც ბევრგან და ისეთივე მონატრებულები სამშობლოზე, როგორიც ყველა ნამდვილი ქართველი, რა გაგების, ქონების და გვარიშვილობის არ უნდა იყვნენ, ყველა თუ არა უმრავლესი ტაძარში შემოკრებილი და შენ ხარ ვენახზე გარინდებული... ყველა თავის სახლში და კუთხეში გონებით დაბრუნებული და სულით მლოცველი, ასეთი ხალხი გავიცანი ბარსელონაში და მდიდარი გავხდი მათთით, კარგია როცა მწყემსი მწყემსობს და სამკალიც იმკის, მაშინ როცა იგი ფრიად, მტკივნეულად ფრიად არს...
მოკლედ ასეთია ჩვენი ბარსა, უცნაურად ლამაზი, უცნაურად თავისებური და უცნაურად მიმზიდველი


პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Jan 23 2008, 01:27 AM

KAIROS

საოცარი ფოტოებია smile.gif

დიდი მადლობა დადებისთვის

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 23 2008, 01:29 AM

დავუბრუნდები ამ თემას ისევ ბარსელონაზე თხრობით, რადგან სურათებს დავდებ მალე smile.gif სანამ "ზაფხულის ჩანაწერებიდან" "ზამთრის ჩანახატებზე გადავალ" biggrin.gif

მაშ ასე ბარსელონა:

მისი უპირობო სიმბოლო "საგრადა ფამილია" გაუდის საოცრება, რომელიც დღესაც არ დასრულებულა და ჯერ კიდევ ათობით წელი უნდა მის დასრულება, კათედრალი "წმიდა ოჯახი" თქვენს წინაშე:

IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი

მოდერნისტული სტილის ერთერტი საინტერესო ტაძარი, ტიბიდაბო და ჯვრის ნაცვლად ჯვრის სახით ხელებგაშლილი მაცხოვარი

IPB-ს სურათი

/გაგრძელება იქნება/

იხარეთ;

კაიროსი

(ასტა მანიანა)

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 23 2008, 01:30 AM

ციტატა(KAIROS @ Jan 23 2008, 02:29 AM) *



(ასტა მანიანა)

ხვალამდეო? rolleyes.gif laugh.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Jan 23 2008, 01:36 AM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jan 23 2008, 01:30 AM) *

ხვალამდეო? rolleyes.gif laugh.gif tongue.gif

yes.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 23 2008, 02:13 AM

ციტატა(თათარაშვილი @ Jan 23 2008, 02:36 AM) *

yes.gif

მაგას ''ადიოს'' ეთქვა, ჯობდა, იგივე ''ღმერთს ებარებოდეთ'' გამოდის tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jan 23 2008, 02:16 AM

ზაფხული მინდააააააააააააა....... IPB-ს სურათი
















მოვიდეს რა მალე ზაფხული, და მერე გავაკეთებ ჩანაწერებს..... IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 23 2008, 05:11 AM

ციტატა
მაგას ''ადიოს'' ეთქვა, ჯობდა, იგივე ''ღმერთს ებარებოდეთ'' გამოდის



ადიოს, ბოლოში ითქმის smile.gif, მე ხვალვე ვაგრძელებ საქმეს, ასე რომ ასტა მანიანა a075.gif

ციტატა
მოვიდეს რა მალე ზაფხული, და მერე გავაკეთებ ჩანაწერებს.....


ცხოვრება წინაა smile.gif


მანამ კი ისევ გაუდი...

მისი სახლის მიდამო

IPB-ს სურათი

დეტალი ღობედან biggrin.gif ( მართლა ასეა, პატარა ვილისაკენ მიმავალ ბილიკს ასეთი მშვენიერი დეტალები ალამაზებს)

IPB-ს სურათიახლა კი მართლა ასტა მანიანა ამიგოს!

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 26 2008, 06:05 AM

გავაგრძელოთ გაუდით, მასზე შეიძლება ულევი მასალა იპოვოთ ინტერნეტითაც, მაგრამ სურათები რასაც დავდებ ეს პირადი დანახვაა და ვფიქრობ საინტერესოც, ასე რომ იმედია არ გამიბრაზდებით ამდენ სურათებს რომ ვდებ smile.gif

ეს პატარა და ლამაზი ფანჯარა გაუდის პარკში შევნიშნე, ცალკე იყო, მორცხვად smile.gif

IPB-ს სურათი

ეს კი გაუდის პარკის ცენტრალური სანახაობაა, მისი ცნობილი კიბეები

IPB-ს სურათი

ეს გაუდის არქიტექტურაა, ერთერთი უცნაური და ლამაზი სახლი ცენტრალურ უბანში

IPB-ს სურათი

ეს კი მაღაზიაა, სადაც გაუდის სტილში დამზადებული სუვენირები იყიდებოდა ( ძალიან ძვირი sad.gif ), მაგრამ ისე ლამაზი იყო, ესეც კი გადავიღე

IPB-ს სურათი

გაგრძელება იქნება ( აბა არ იქნება? biggrin.gif )-თი;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 13 2008, 04:42 AM

რაღაც ამ მეხუთე გვერდის ფოტოებს მე ვერ ვხედავ თუ მართლა არ ჩანს ( 84.ე პოსტამდე?)

მანამ გავაგრძელებ

ეს კედლის მხატვრობაა, ესენიც გაგაუდნენ biggrin.gif

IPB-ს სურათი

ერთიანობაში კი მართლაც მომხიბლავია ბარსელონა

IPB-ს სურათი

არაგონაც ლამაზი იყო

IPB-ს სურათი

როცა ჩავედით, ზუსტად მაშინ ემზადებოდნენ დიდი ტორიდასათვის (ან ახალი დამთავრებული იყო),გზები სპეციალურად იყო მოწყობილი ბარიერებისათვის, რომ საბრძოლ არენად ქუჩა ყოფილიყო და მაყურებლები უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ ტროტუარზე...

აი პლაკატი:

IPB-ს სურათი

ეს ხატი კი არაგონას ქართულ ეკლესიაშია (ხელი მეცნობა ისე biggrin.gif )

IPB-ს სურათი

თქვენი ნებართვით ზაფხულის ჩანაწერებს შემდეგ უკვე ზამთრის ჩანაწერებით გავაგრძელებ, მომავალ ზაფხულის ჩანაწერებამდე რათქმაუნდა biggrin.gif

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 25 2008, 06:49 AM

ისევ ბარსელონა

მოდერნისტული ქალაქია, ნახავთ ასეთ ულტრათანამედროვე არქიტექტურასაც

IPB-ს სურათი

და ყველაზე უცნაური კი ეს იყო:

"მკვდრების ქალაქი"

ანუ მთელ ბორცვზე სართულებად განლაგებული საფლავები, რომელიც
საოცრად ბზინავდა მზის ჩასვლისას...

IPB-ს სურათი

ეს მეფის სასახლის წინ "მოცეკვავე შადრევანია" ( ულამაზესი!)

IPB-ს სურათი

ეს კი ბარსელონას სპორტული ღირსება "კამპ ნოუ"
ბარსელონა - ლიონი ( მოიგო, რათქმაუნდა ბარსამ biggrin.gif )

IPB-ს სურათი

მგონი ამით დავამთვარებ ზაფხულს და

ციტატა
თქვენი ნებართვით ზაფხულის ჩანაწერებს შემდეგ უკვე ზამთრის ჩანაწერებით გავაგრძელებ, მომავალ ზაფხულის ჩანაწერებამდე რათქმაუნდა


იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 8 2008, 03:45 AM

ბოდიშით, სურათები გასაახლებელია, და აუცილებლად მივხედავ, მანამ ახალი ზაფხულიც მოვიდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: natia* თარიღი: Sep 28 2008, 09:20 PM

წლევანდელი ზაფხული ძალიან განსხვავებული იყო ჩემთვის და ალაბათ ყველასთვისაც... 8აგვისტოს ბორჯომში წავედით, ქალაქი რამდენიმე წუთის დაბომბილი იყო რომ გავიარეთ... ხალხით სავსე იყო ქუჩები, გორი იცლებოდა!... ყოველდღე მეგონა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა... ყოველი დღე იყო შიში, მაგარამ არა უიმედობა... ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ახლოვდებოდა... და მჯეროდა , რომ არ გაგვწირავდა დედა ღვთისა... ამ ზაფხულს შიშს დავარქმ..

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 3 2008, 07:29 AM

ციტატა
წლევანდელი ზაფხული ძალიან განსხვავებული იყო ჩემთვის და ალაბათ ყველასთვისაც


ნამდვილად sad.gif ერთადერთი ჩეხეთის უამრავი ფოტო მაქვს, და თან ძალიან მაღალი ხარისხის აპარატით გადაღებული, საუკეთესოებს ავტვირთავ და შემოგთავაზებთ, მანამ კი ზამთარს გავიხსენებდი...
ხომ არ ვიმეორებ დანიის ან შვედეთის სურათებს?
მოკლედ დანია:
IPB-ს სურათი
საახალწლო მზადება იყო... დავბრუნდი ახლა მე უკან ლამის 1 წლით, მაგრამ მაშინ ვერ მოვახერხე და ახლა გაჩვენებთ smile.gif
ისე მომენატრა ხომ იცით იქაურობა... ხშირად კი ვარ, მაგრამ მაინც აქვს თავისი ხიბლი იმ ცივ, მაგრამ თავისებურად ლამაზ სკანდინავიას...
IPB-ს სურათი
ჰა, სრიალი არ მოგენატრათ? smile.gif
IPB-ს სურათი
ეკლესია მაინც ეკლესიაა... თავისი მისტიური გარემოთი...
IPB-ს სურათი
ცოტა ხანში შვედეთით გავაგრძელებ, მერე კი ცხელი სურათები წამოვა ჩეხეთიდან...

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 3 2008, 09:37 PM

ზაფხულის სერია მაინტერესებს smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 4 2008, 04:11 AM

ციტატა
ზაფხულის სერია მაინტერესებს

იქნება!
იმდენი რომ მიჭირს ამორჩევა-ატვირთვა, თუმცა ნელნელა დავიწყებ, ცოტა შვედეთიც იყოს და მოყვება ჩეხეთი...

სტოკჰოლმი ღამით ( აქ არ ჩანს, მაგრამ... ბრრრ, რა ციოდა...)

IPB-ს სურათი

ისე კი ძალიან ლამაზია

IPB-ს სურათი

არც კოპენჰაგენია ნაკლები...

IPB-ს სურათი

ველოსიპედების ხომ უამრავი სახეობაა...

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


თუმცა სტოკჰოლმის მეტრო კი ნამდვილად მუზეუმია ( და შეტანილია კიდეც "მეგზურებში)

თითოეული მეტროს სადგური ხელოვნების ნიმუშია, და მე მხოლოდ ორს სურათს დავდებ, დანარჩენი თავად ნახეთ biggrin.gif

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


თაქ (მადლობა შვედურად) ყურადღებისათვის!
ამ დღეებში კი პრაღა მოყვება...

პ.ს.
ხარისხი დაბალია, სამაგიეროდ პრაღის სურათები, უკვე სხვა რამე იქნება! smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 4 2008, 12:32 PM

KAIROS
ნუ საკუთარი სილამაზე მინდა გამოვამზეუურო და იმიტომ ვარ მოლოდინით აღსასვე biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 4 2008, 04:37 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
KAIROS
ნუ საკუთარი სილამაზე მინდა გამოვამზეუურო და იმიტომ ვარ მოლოდინით აღსასვე biggrin.gif


შენ რა გითხარი, არ დავაკვირდი წესიერად ვინ წერდა ამ პოსტს, მეგონა კაიროსი ამბობდა ამას მასზე და დავჭყიტე თვალები laugh.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 4 2008, 06:28 PM

ციტატა(staywhite @ Oct 4 2008, 05:37 PM) *

თამარი_ცქნაფო
შენ რა გითხარი, არ დავაკვირდი წესიერად ვინ წერდა ამ პოსტს, მეგონა კაიროსი ამბობდა ამას მასზე და დავჭყიტე თვალები laugh.gif

laugh.gif laugh.gif kiss1.gifkiss1.gif

ისეთი ფოტოები აქვს, ოოოოოო

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Oct 4 2008, 08:33 PM

KAIROS
პრაღის, კარლოვის ხიდის სურათებს რომ შემპირდი
ათას ცხრაას დაკარგულობაში მაგი დღესაც მახსოვს biggrin.gif

ხოდა ველოდები მოუთმენლად .

ლამაზი და საინტერესო სურათებია ძალიან,
მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 5 2008, 03:25 AM

ციტატა
სურათებს რომ შემპირდი
ათას ცხრაას დაკარგულობაში მაგი დღესაც მახსოვს

biggrin.gif ხო, ხო შემინდეთ და მაპატიეთ biggrin.gif ახლა იქნება, დაიწყო და გადავიდეთ ახლა პრაღაში, სურათებიდან ( მთლიანობაში ათასმდე ალბათ biggrin.gif) მხოლოდ მცირეზე მცირე ნაწილია, ისიც დიდი არჩევითაც არაა, უცებ რაც ვნახე ავტვირთე...

მოდი სიწმიდეებით დავიწყებ... მაინც რელიგიური ფორუმია..

ჩეხეთში არის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც პარაშუტისტმა ჩეხებმა და ინგლისელებმა შეაფარეს თავი, როცა მეორე მსოფლიო ომის დროს, ოკუპირებულ პრაღაში ფაშისტი გერმანელი გენერალი Reinhard Heydrich გამოასალმეს სიცოცხლეს, ძებნილებს მართლმადიდებელი ჩეხი მოძღვარი მალავდა... მალე ისევ შინაურმა გაყიდა საიდუმლო და... ყველანი ეკლესიაში იქნენ მოკლულები... ეს ის ადგილია... იქ გვირგვინები დღესაც მიაქვთ და ეკლესიაში მცირე მუზეუმიცაა იმ კატაკომბა-სამალავისა სადაც მეომრები იმალებოდნენ...

http://orthodoxwiki.org/Ss._Cyril_and_Methodius_Cathedral_(Prague,_Czech_Republic)

IPB-ს სურათი

ეს კი ჩვენი საელჩოა, პრაღის ერთერთ ყველაზე ცენტრალურ ადგილზე...

IPB-ს სურათი

ეს წმ. ვიტოს საფლავია სან ვიტოს კათედრალში

ამ წმიდანის შესახებ იხ. ინფო

http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D0%B2%D1%8F%D1%82%D0%BE%D0%B9_%D0%92%D0%B8%D1%82%D1%82

IPB-ს სურათი

ეს გარეთა ოქროს მოზაიკები

IPB-ს სურათი

ეს ფასადი

IPB-ს სურათი


ისე კი ტაძარზე აქაა ინფორმაციები

http://en.wikipedia.org/wiki/St._Vitus_Cathedral

ახლა უკვე შიგდაშიგ კარლოვი მოსტიც დავათვალიეროთ

IPB-ს სურათი

შავთეთრი...

ხელოვნება ხიდზე...

IPB-ს სურათი


პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 5 2008, 03:43 AM

სამეფო სასახლის შესასვლელი ( რატომღაც ორივე მხარეს მკვლელობებია გამოსახული...)

IPB-ს სურათი

პრაღაში ერთერთი ყველაზე მეტად რაც მხიბლავს ესაა საოცარი სახლები და მათი ფასადები, აი ორი შავთეთრი ხედვა...

იტალიის და რუმინეთის საელჩოები

IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი



კიდევ ერთი შავთეთრი სურათი სახლის...

IPB-ს სურათი

და ბოლოს ეს პორტრეტი და მაკრო...

საოცარი ლამაზი სიმბოლოა სასაფლაოებზე ( ესაა არაკათოლიკეთა სასაფლაო, სადაც არის კიდეც რუსული ეკლესია) და საფლავებზე ორი მტრედის მცირე ძეგლს ხშირად შეხვდებით...

IPB-ს სურათი

ეს კი მაკროა... ჯერ ვსწავლობ კიდევ... და დღეს ამით დაგემშვიდობებით, ეს საჩუქრად ჩვენი ფორუმის მანდილოსნებს smile.gif

IPB-ს სურათი

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Oct 5 2008, 08:30 PM

KAIROS
მადლობა კაიროს, მართლა საინტერესო შენობებია, უჩვეულო და ძალიან ლამაზი ფასადებით.
მართლა ძალიან მომეწონა და შენს გადამკიდეს პრაღის მონახულების სურვილიც გამიჩნდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 6 2008, 02:52 AM

ციტატა
შენს გადამკიდეს პრაღის მონახულების სურვილიც გამიჩნდა


რას ამბობ, პრაღა მაგას ისედაც იმსახურებს, ჩემი პირადი გამოცდილებიდან, ევროპაში ლამის ყველა დიდ დედაქალაქს საკმაოდ კარგად ვიცნობ, არის სამი ქალაქი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს 1. რომი 2. პარიზი და 3. პრაღა...
ნუ აქ არ ვთვლი ლონდონს, რადგან ნამყოფი არ ვარ, თუმცა რათქმაუნდა ამ სიაში შევა smile.gif

...

ჩვენ ისევ პრაღით გავაგრძელოთ...

კულტურათა სხვაობა პრაღის ცენტრში...

IPB-ს სურათი


ულამაზესი ბაღი პოლონეთის საელჩოში

IPB-ს სურათი

პრაღის ერთერთი სიმბოლო არის ... ტრამვაი!
გარდა იმისა, რომ ეს არის ძალზედ მოხერხებული ტრანსპორტი და იგი მთელ ქალაქს მოიცავს, ამას გარდა საკმაოდ ლამაზი და რომანტიული ტრანსპორტია, უხდება ძალიან პრაღას...

IPB-ს სურათი

ყვავილები, ყვავილები, ყვავილები... ესეც ძალზედ დამახასიათებაელია პრაღისათვის

IPB-ს სურათი

და რათქმაუნდა თავისებური, კოხტა, ლამაზი და საყვარელი შენობები ერთმანეთს რომ ფერების და ფორმების ჰარმონიაში ეჯიბრებიან...

IPB-ს სურათი

ამ სასახლეთა თაცზე კი... ასეთი რესტორნებიც შეგხვდებათ...

IPB-ს სურათი

მაგრამ ზოგ რესტორანში ჩასვლა, ისეთი წვრილი ჩიხით ხდება, რომ ფეხით მოსიარულის შუქნიშანიცაა საჭირო biggrin.gif თუ წითელია ე.ი. ვიღაც ამოდის, იქ მხოლოდ ერთ კაცს შეუძლია ასვლა-ჩასვლა smile.gif

IPB-ს სურათი

ისევ კარლის ხიდი გვერდიდან

IPB-ს სურათი

და დღეს ისევ ლამაზი ყვავილებით დაგემშვიდობებით smile.gif

IPB-ს სურათი

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Oct 6 2008, 10:27 AM

KAIROS
ჯიიიგარ! cool.gif

მმმ.....მომინდა ისევ სადღაც წასვლა და ბოდიალი rolleyes.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 6 2008, 01:00 PM

KAIROS
საქართველოს ფოტოებს ცოცხალი თავით არ დებ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 6 2008, 05:29 PM

საქართველოს სურათები თითქმის არ მაქვს, ხედებს ვგულისხმობ, თორემ დანარჩენი პრაივასის არღვევს biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 6 2008, 05:53 PM

ციტატა(KAIROS @ Oct 6 2008, 06:29 PM) *

საქართველოს სურათები თითქმის არ მაქვს, ხედებს ვგულისხმობ, თორემ დანარჩენი პრაივასის არღვევს biggrin.gif

rolleyes.gif რატო, ეგ შემოქმედებითი ფოტოები არაა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 6 2008, 06:08 PM

ციტატა
KAIROS
ჯიიიგარ

თაქ smile.gif
ციტატა
ემოქმედებითი ფოტოები არაა?

კი,ოღონდ კერძო biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 6 2008, 06:11 PM

ციტატა(KAIROS @ Oct 6 2008, 07:08 PM) *

თაქ smile.gif

კი,ოღონდ კერძო biggrin.gif

რა ვიცი, მე კი გამოვფინე მსოფლიოს დასანახად და biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 7 2008, 03:35 AM

ხოო..

მოდი ახლა დღეს ცოტა კულტურასაც გავეცნოთ, ნახეთ XIV ს.ის ავგუსტინელთა მონასტრის შიგა დარბაზები, ეს ფილოსოფიის დარბაზია, თვალისმომჭრელი და უძვირფასესი წიგნებით და ხელნაწერებით სავსე:

IPB-ს სურათი

ფილოსოფიისა და თეოლოგიის დარბაზების ჭერის მოხატულება მთლიანად სიმბოლურია და ცოდნისა და რწმენის ურთიერთმიმართულებაზე და სხვა მსგავს თემებზე მოგვითხრობენ...

ეს კი თეოლოგიის დარბაზია:

IPB-ს სურათი

უცნაურია, მაგრამ ამ დარბაზში არის ერთერთი ყველაზე ძველი და ძვირფასი გლობუსები...

ეს უცნაური ძეგლი კი ფრანც კაფკას მუზეუმთანაა

IPB-ს სურათი

ულამაზესი სამგალობლო

IPB-ს სურათი

ტიპიური ჩეხური რესტორანი

IPB-ს სურათი

ეს კი ის ცნობილი ასტრონომიული საათია

IPB-ს სურათი

ეს კი საათის ქვემოთ კალენდარი

IPB-ს სურათი

ამ საათზე აქ იპოვით ინფორმაციას:

http://utf.mff.cuni.cz/Relativity/orloj.htm

http://en.wikipedia.org/wiki/Prague_Orloj

შემდეგში უკვე სასახლეთა ფასადებით გავაგრძელებ...

ეს კიდევ საჩუქარი biggrin.gif

IPB-ს სურათი

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 7 2008, 09:38 AM

ციტატა
უცნაურია, მაგრამ ამ დარბაზში არის ერთერთი ყველაზე ძველი და ძვირფასი გლობუსები...

უცნაური რატოა smile.gif
განსხვავება იყო? biggrin.gif

© იპოვეთ 12 განსხვავება biggrin.gif
თუ ვინ მიგაკარა biggrin.gif

"ბიბილიოთეკა" უკომენტაროდ ვერ დავტოვე biggrin.gif ირანში რომ ვიყავით, წიგნის სახლშიც გავიარეთ და რაც კი დანაზოგი მქონდა სულ იქ მივახარჯე biggrin.gif

ხალხი საქართველოში დაბრუნდა 8 ჩემოდანი ჩილიმით და მსგავსებით, მე კი წიგნებით laugh.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 8 2008, 04:27 AM

ციტატა
თუ ვინ მიგაკარა

აბა biggrin.gif მე შორიდან ვუყურებდი, ვიღაც ტიპები კი მაინც შეიყვანეს ohmy.gif უხ! biggrin.gif
მეთქი კაიროსი ვარ... ეჰ, არ გაჭრა biggrin.gif
ჰე, ხალხი ხომ ათვალიერებთ ამ სურათებს, თქვენთვინა ვწვალობ, თორემ მე გავსებული მაქვს კომპიუტერი smile.gif

რამოდენიმე სურათი დღესაც:

დღეს ცოტა პრაღის გარეთაც გავისეირნოთ

ეს კურორტი კარლოვი ვარია

IPB-ს სურათი

ეს კი ციხესიმაგრე კარლშტეინი, სხვათაშორის აქვე გადაიღეს "სამი კაკალი კონკიასათვის"

IPB-ს სურათი

ციხესიმაგრის ხედები

IPB-ს სურათი

გადახურვის სისტემა smile.gif

IPB-ს სურათი


სოფელი ზემოდან

IPB-ს სურათი


პატარა სახლუკები ციხესიმაგრემდე მისვლამდის, ბევრი მათგანი ან რესტორანია, ან მაღაზია ან სასტუმრო, ყვავის რა ტურიზმით ჩეხეთიც...

IPB-ს სურათი

აბა დროებით;

კაიროსი!


პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 8 2008, 06:11 AM

KAIROS

ციტატა
ჰე, ხალხი ხომ ათვალიერებთ ამ სურათებს, თქვენთვინა ვწვალობ, თორემ მე გავსებული მაქვს კომპიუტერი smile.gif


ინტენსიურად თვალიერდება smile.gif მაგაზე არ შეფერხდე. დღის საათებში ერთად ბევრი იუზერი მინახავს.

გადახურვის სისტემა რომ ქვია სურათს ანუ იმ სახურავს ვგულისხმობ, უნგრეთშია მასეთი სახურავები ძალიან ინტენსიურად, რაცხა ერთი დროის გავლენაა ეტყობა. სტილს რა ქვია ნეტა თუ ქვია რამე ? smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 8 2008, 12:07 PM

KAIROS
მართალია ნანა, აქტიურად ვკითხულობთ. ზოგ რამეს ვიხსენებ, ზოგს ვინიშნავ სამომავლოდ სანახავად.
ფოტოგრაფიული ხედვის დახვეწა შეინიშნება თქვენს სურათებში ბატონო კაიროს. :პომპლიმენტ:

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 8 2008, 12:07 PM

ციტატა
ინტენსიურად თვალიერდება smile.gif მაგაზე არ შეფერხდე. დღის საათებში ერთად ბევრი იუზერი მინახავს.

biggrin.gif ამოვისუნთქე, მეთქი თუ ტყუილად ვწვალობთქო tongue.gif
ციტატა
მ სახურავს ვგულისხმობ, უნგრეთშია მასეთი სახურავები ძალიან ინტენსიურად, რაცხა ერთი დროის გავლენაა ეტყობა. სტილს რა ქვია ნეტა თუ ქვია რამე

ხო, ალბათ ერთი ეპოქის იქნება, სამწუხაროდ სახელი არ ვიცი, ძალიან ლამაზი კია ისე , აუცილებლად გავაგრძელებ, ბევრი მაქვს კიდევ სათქმელი smile.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 8 2008, 12:31 PM

k@the

ციტატა
ფოტოგრაფიული ხედვის დახვეწა შეინიშნება თქვენს სურათებში ბატონო კაიროს. :პომპლიმენტ:

მე ფოტოაპარატით ვარ მოხიბლული biggrin.gif

:პროფესიონალიზმის განგებ არ შემჩნევის სმაილი: biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: Oct 9 2008, 03:54 AM

ციტატა(KAIROS @ Oct 5 2008, 03:52 PM) *




ყვავილები, ყვავილები, ყვავილები... ესეც ძალზედ დამახასიათებაელია პრაღისათვის

IPB-ს სურათი



KAIROS

აი მესმის პროგრესი : )
ბევრად დახვეწილი და ძალიან კარგია : )
keep up ... : )

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 10 2008, 04:13 AM

ციტატა
ფოტოგრაფიული ხედვის დახვეწა შეინიშნება თქვენს სურათებში ბატონო კაიროს. :პომპლიმენტ:

გრაციე biggrin.gif კაწია უფრო რეალურია biggrin.gif
ციტატა
მე ფოტოაპარატით ვარ მოხიბლული

:პროფესიონალიზმის განგებ არ შემჩნევის სმაილი:

ნუ ახლა ისეთი აპარატია, რომ აქეთ გხვეწავს smile.gif

ციტატა
keep up ... : )


ჰოუპ, ჰოუპ biggrin.gif

გავაგრძელებ პრაღულ ჩანახატებს და შიგდაშიგ წავიპაპარაცებ კიდეც biggrin.gif

მუსიკოსები კარლოვი მოსტზე

IPB-ს სურათი

შენ დაუკარ...

IPB-ს სურათი


ეს ამ მეორე ჩასვლაზე, უკვე სხვა მუსიკოსები,

შავთეთრი ხედვა ( მერე შავთეთრი სურათების სერიას დავდებ, რაც ძალიან მიყვარს smile.gif )

IPB-ს სურათი


ახლა კურიოზებიც...


ჩაეძინა რა biggrin.gif

IPB-ს სურათი

ამასაც biggrin.gif

IPB-ს სურათი

ახლა ცოტა ჩეხური სიამოვნებები ... ჩეხური ლუდი ხომ იცით რაცაა? ჰოდა, აი ამასთან ერთად
საერთოდ ზღაპარია, კარგად გეახლათ თქვენმა მონა-მორჩილმა, ნამ-ნამ laugh.gif

IPB-ს სურათი


ჩეხური ბროლიც ყველამ იცით და აი ისიც... რა ლამაზია ხო? smile.gif დღეს ბროლის ყვავილებს გაჩუქებთ დამშვიდობებისას;

IPB-ს სურათი

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 10 2008, 10:14 AM

აპარატია დაცემა ჩემს თავზე გამოვცადე biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 11 2008, 03:27 AM

ახლა პრაღის სახლებს გადავავლოთ თვალი...

ნაწილი I

სლავური და დასავლური კულტურის ნაზავი, ბაროკო-როკოკოს სტილში არის ის პრაღა რასაც აღფრთოვანებაში მოყავს მნახველი, სასახლეების ფასადები, ფორმები, ქუჩები...

IPB-ს სურათი

ან ამ ვიწრო ქუჩას შეხედეთ...

IPB-ს სურათი

ან ამ პატარა საჩუქრების მაღაზიას...

IPB-ს სურათი

ან ამ ლუდხანას , რომელიც 1499 წელსაა გახსნილი

IPB-ს სურათი

ეს კი პილსნერ ურქელის რეკლამაა ფასადზე კარლოვი მოსტთან

IPB-ს სურათი

ან სახლს, რომელსაც მე ასე დავარქმევდი: "შეჩერდი და დატკბი"


IPB-ს სურათი

მათი მეფეები, დედოფლები, დიდებულები, გმირები, მათ ყველას სხვადასხვა სახლების ფასადებზე იპოვით...

IPB-ს სურათი

ისევ

IPB-ს სურათი

და ისევ

IPB-ს სურათი





ნაწილი II

დღეს დიდი სერია მაქვს და ვაგრძელებ....
ჰო, ეს კუნძულია...

IPB-ს სურათი


ეს ცენტრი

IPB-ს სურათი

ისევ ცენტრში

IPB-ს სურათი

ეს კი ახალი არქიტექტურა

IPB-ს სურათი

და ბოლოს ეს არ დამვიწყებია smile.gif


IPB-ს სურათი

შემდეგში ალბათ შავთეთრი ჩანახატები იქნება, როგორ ბოლო და გამორჩეული აკორდი ამ ჩეხური ალბომისა...

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 11 2008, 01:36 PM

შავ-თეთრში მაინც და დამდებთ? უიმეე, რა უგულობააა

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Oct 11 2008, 01:50 PM

მადლობა კაიროს ფოტოექსკურსიისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 11 2008, 08:09 PM

ამ აწყობილ ქვეყნებს და ჩვენს წიოკობებს რომ ვუყურებ, მაგრად მტკივა გული sad.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 12 2008, 03:15 AM

ციტატა
ამ აწყობილ ქვეყნებს და ჩვენს წიოკობებს რომ ვუყურებ, მაგრად მტკივა გული


ხო ეგ კი... მართლა რა, არ დადგა ჩვენი საშველი, დროშის, ჰიმნის და სხვა ატრიბუტიკის გამოცვლა კი არა ჩვენი გამოცვლაა საჭირო, ებრაელმა ხალხმა 40 წელი იარა უდაბნოში, მარა ჩვენ 40 წელი გვაცლიან ნეტა ? 20 წელი არ გასულა ჯერ დამოუკიდებლობიდან და 20 ომი გვქონდა მარტო(და საერთო ჯამში ყველა წაგებული sad.gif )... ეჰ, რატომ ვიმძიმებთ ხასიათს, ჩვენი ჩვენი შევეცადოთ და დანარჩენში ღმერთია მოწყალე...

ციტატა
არა, რა კარგ ხასიათზე ვდგები ხოლმე ამ თემის თვალიერებისას


მეც biggrin.gif მაგრამ მე უფრო მაგათ გადაღებისას smile.gif

ციტატა
მადლობა კაიროს ფოტოექსკურსიისთვის


იხარე, იხარე... smile.gif მაგ "ფოტოექსკურსიას" ჩეხური ნამდვილი საქორწილო მოგზაურობა სჯობს
თან ამით biggrin.gif

IPB-ს სურათი

ან ამით წადით laugh.gif

IPB-ს სურათი

ან ამით თუ გაუგებთ რამეს biggrin.gif

IPB-ს სურათი

მერე რესტორნები არჩევანზეა, რომელი გინდათ...

შეიძლება ჩეხურიც:

IPB-ს სურათი

აქ შეგიძლიათ ეს მიირთვათ, ესენი ქუჩაშიც იყიდება, გემრიელი რამეა

IPB-ს სურათი

ასევე უცხოურიც, მაგალითად ასეთი ესპანური:

IPB-ს სურათი

და თუ ნოსტალგია მოგეძალათ...

ესეც არის...

IPB-ს სურათი


ხო ეს ძველი გადაღებული სურათია და დღეს ბოლო იყოს, მერე შავთეთრებსაც ავტვირთავ...

IPB-ს სურათი

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Oct 12 2008, 09:22 PM



ან ამით თუ გაუგებთ რამეს biggrin.gif

IPB-ს სურათი

ეს შვილებთან ერთად მოგზაურობის დროს biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 21 2008, 03:16 AM

ციტატა
ეს შვილებთან ერთად მოგზაურობის დროს

გენათალე smile.gif ღმერთმა იმდენი მოგცეს, რომ ეს ველო სულ შეავსოთ ან უფრო მეტიც smile.gif


დავამატებ ახლა შავ-თეთრ სურათებს, როგორც ერთგვარ დამაგვირგვინებელ აკორდს...

ესეც იყოს ფერადია, მაგრამ სულ სხვაა... პრაღელი მევიოლინე...

IPB-ს სურათი

ახალი პრაღული არქიტექტურა

IPB-ს სურათი

ანტიკვარით ქუჩაში...

IPB-ს სურათი


ლამპიონები...

IPB-ს სურათი

ხელაწეული გამოცდილება biggrin.gif

IPB-ს სურათი

ჩეხი ლამაზმანები, ხშირად ნახავთ, გამოდიან ასე და მღერიან ქალაქის ცენტრში, კარგი
სასმენ-სანახავი იყო biggrin.gif

IPB-ს სურათი

პრაღის ცენტრში...

IPB-ს სურათი

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 26 2008, 05:34 AM

მოკლედ ეს თემა ზამთრობით "სახელს იცვლის", და "ზამთრის ჩანაწერებად" იქცევა biggrin.gif
მართლაც ასეა და დღეიდან ვიწყებ იტალიის საშობაო მოგზაურობის ჩანაწერებს, სულ ახალხანს დავბრუნდი ერთერთ ყველაზე ქაოტურ, ყველაზე სამხრეთულ და ყველაზე იტალიურ ქალაქიდან- ნეაპოლი!
ანუ ნაპოლი იტალიურად, ესაა საოცარო კონგლომერატი ათასობით კულტურისა, ვინ არ იყო აქ, ფრანგები, ავსტრიელები, ვიკინგები, ბერძნები, ესპანელები, არაბები და ხალხიც ასეთია ნარევი, ჭრელი და მაინც საოცრად იტალიელები ...

თუკი არსებობს "ქაოსის მომხიბვლელობა" ის ნეაპოლზე ითქვას უპირველესად, ესაა უვიწროვესი ქუჩები მის ისტორიულ ცენტრში, სადაც ყოველგვარი სიჩქარის დაკლების გარეშე დაქრიან მოტორინოებით ( პატარა მოტოციკლი "ვესპა" ნახავთ სურათებში) და არც თავზე აქვთ დახურული ე.წ." კასკო" ( როგორაა ქართულად?), და იქ ვიწროქუჩებში ჩანთებს უნდა გაუფრთხილდეთ, თორემ ჩამოგიქროლებენ და ჰაიდაა biggrin.gif იმ ქუჩებში გავლისას ბრუნდებით 60 იანი წლების იტალიაში, სადაც ნახავთ გახსნილ ფანჯარას, სადაც ჩვეულებრივ 2 მეტრში დაინახვთ, როგორ ვახშმობს ოჯახი, ან როგორ გადააწოდებენ მეზობელს ახალ გამომცხვარ ნამცხვარს, პირდაპირ, ფანჯრიდან მეორე მხარეს მყოფ ფანჯარაში, ამ ვიწრო ქუჩებში ნახავთ ტიპიურ ნაპოლეტანელებს, ხმამაღლა მოლაპარაკეებს, ათასი ჟესტებით და იქაური აქცენტით, რომლის 70% არ მესმოდა ...
ნეაპოლი სამშობლოა: პიცასი, პასტასი (მაკარონი) და ოთხ კბილიანი ჩანგლის ... რადგან პასტისათვის გამოიგონეს, ნეაპოლი საოცარია თავისი კომედიებით, უცნობილესი ტოტო ! თავისი სიმღერებით :ო, სოლე მიო...
და თავისი სან ჯენაროს სისხლით, რომელიც წელიწადში ორჯერ თხევადდება მყარი მდგომარეობიდან, თუ არ მიიღო თხევადი სახე, მაშინ ჯერათ რომ ცუდი წელი იქნება, ისე კი ძალიან ცრუმორწმუნეები არიან, პირდაპირ ყუთებით იყიდებოდა (რქები, წიწაკები, ცოცხები-ეს ყველაფერი "ავი თვალის" წინააღმდეგ, ან ბარაქის მომტანი, ან "ეკონომიკური კრიზისის" წინააღმდეგეც კიო biggrin.gif), ნახავთ სურათებზე...
და კიდევ... ნეაპოლი საშობაოდ ( ანუ დღეს ) განსაკუთრებით ზეიმობს, იქვე ცენტრში არის ვია დი სან გრეგორიო არმენო ( ანუ გრიგოლ სომეხთა განმანთლებლის ეკლესიის ქუჩაა) ივსება "პრეზეპეებით" ესაა შობის სცენის გამოქანდაკებული ან გამოთლილ-ჩამოსხმული დეტალები, მაგ წმიდა ოჯახი და მწყემსები, მერე ამატებენ მოგვებს, მერე ამატებენ ბეთლემის ქუჩებს, იმ ქუჩებში ხალხს, იმ ხალხის საქმიანობას, მერე ამ საქმიანობას აქცევენ მექანიკურად, მაგალითად მჭედელი ხელს ანძრევს, ვითომ ჭედავს, ვიღაც ვითომ კერავს, სხვა ვითომ თმებს კრიჭავს და ა.შ. და ეს ყველაფერი თავს იყრის მაცხოვრის შობის ადგილის ირგვლივ, მერე დამკვიდრდა ტრადიცია ცნობილი პიროვნებების ფიგურების გამოქანდაკება და პრეზეპეში ჩადგმა, მაგალითად ნეაპოლში ძალიან იყიდება მარადონას ფიგურა, ასევე პაპ იოანე-პავლე II , ან ახლანდელის ბენედიქტე XVI-ის, ასევე ბარაქ ობამას ან ბერლუსკონის და ა.შ. ნახავთ სურათებზე smile.gif და ბოლოს ნაპოლი ცნობილია თავისი სარკასტიკული ირონიით, რასაც წარწერებზე წაიკითხავთ, მაგალითად "გვეწვიეთ სასტუმრო "პარადიზოში" (ანუ სამოთხე) პურგატორიუმის ( ანუ განსაწმედელი) ქუჩაზე" biggrin.gif
მოკლედ დანარჩენს ფოტოები გიამბობენ
პრეზეპეების დეტალები, მექანიკური ფიგურები:

IPB-ს სურათი

ეს მაღაზია პირდაპირ "გაშპალიერებულია" რეკლამებით

IPB-ს სურათი

ნახეთ რა სახელია:
"ჩანთების საავადმყოფო" biggrin.gif

IPB-ს სურათი

ასე ა, მისეირნობენ და საუბრობენ biggrin.gif მოტოციკლეტებით და არცერთს არ ახურია თავზე biggrin.gif

IPB-ს სურათი

ისე კი ლამაზია ნეაპოლი...

IPB-ს სურათი

ეს ის უბნებია, სადაც ტურისტისათვის შესვლა დიდ გმირობას წარმოადგენს, ამ უბნებს პოლიციაც ვერ აკონტროლებს, მაგრამ მე რამოდენიმეჯერ შევბედე biggrin.gif ცოტა ჩქარა გადავიღე სურათი და ხარისხი არ ვარგა, მაგრამ იქ ჩემი აპარატის დიდხანს გამოჩენა ნამდვილად ორივეს საფრთხეს შეგვიქმნიდა, მაღალია ძალიან კრიმინალი იქ sad.gif

IPB-ს სურათი

შემდეგში გავაგრძელებ

კაიროსი!



პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 28 2008, 01:30 PM

ახლა ცოტა ქალაქიც დავათვალიეროთ:

ვია სან გრეგორიო არმენო:

IPB-ს სურათი

იტალიური ეზოს ნაწილი:

IPB-ს სურათი

სახლის, კოშკის და ეკლესიის ნამდვილი ნეაპოლური ნაზავი:

IPB-ს სურათი

ძველი იტალიური სახლები, ლამაზი ორნამენტებით და მათ შორის გამავალი ქუჩუკებით smile.gif

IPB-ს სურათი

და ციხეკოშკი ზღვის ნაპირას...

IPB-ს სურათი

პლებიშიტოს მოედნის ორი ხედი:

IPB-ს სურათი

და ლომით:

IPB-ს სურათი


მერე გავაგრძელებ smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 28 2008, 02:52 PM

იტალია ჩემი ოცნების ქვეყანაა!


გაიხარე კაიროს ამ სურათებისათვის და მოყოლისათვის.


ველი გაგრძელებას... არ მალოდინო gio.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 10 2009, 05:28 AM

ციტატა
ველი გაგრძელებას... არ მალოდინო

ოპს...ცოტა რომ გალოდინეე? biggrin.gif
სკუზა... გამოვასწორებ, გვეპატიება ამ ქეიფებში biggrin.gif

ეს იტალიელების ყველაზე მაგარი კომიკოსი: ტოტო
, ისიც ნეაპოლელი იყო და ყველგან ისაა

IPB-ს სურათი


ეს ყველაზე მინიატურული "პრეზეპე"

IPB-ს სურათი

ესეც ნახეთ

IPB-ს სურათი

აი ამათი ცრუმორწმუნეობაც , რქები და წიწაკები, იღბალის და ბარაქის მომტანიაო biggrin.gif

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 10 2009, 05:40 AM

ეს კი ნამდვილი ნაპულია ( ნეაპოლურად ასე ითქმის )

IPB-ს სურათი

ბაროკო ახალი ფიატ 500 უკან

IPB-ს სურათი

ესეც ცრურწმენებიდან, ასე წერია:
"უიღბლობის წინააღმდეგ ( არაა მართალი, მაგრამ მჯერა biggrin.gif )"

IPB-ს სურათი

ამ მაღაზიაში ულაზესი სუვენირები იყო...

IPB-ს სურათი

აი "პრეზეპეს" მარადონასთან და პრეზიდენტ ობამასთან ერთად, ყველაზე გაყიდვადი ფიგურები, პაპები იოანე-პავლე II და ბენედიქტე XVI, ასევე ნეაპოლის ფეხბურთელი ჰამსიკი ( მარადონას ადარებენ)

IPB-ს სურათი

და ისევ ნაპოლის ხედი...

IPB-ს სურათი

ისე საოცარია ნეაპოლი ზღვის ხედებით , ოღონდ ეგ მეორედ რომ ჩავალ მაშინ...

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jan 10 2009, 01:59 PM

მგონი ეს თემა გალერეას უფრო დაამშვენებს smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 10 2009, 03:19 AM

ჰოდა ასე, გარდა იმისა, რომ ბევრ სასიამოვნო სტუმრებს ვღებულობთ, მათ შორის გვიწევს ( არ ვიცი რატომ ვწერ მრავლობითში biggrin.gif პროფ. ჩვევა laugh.gif ) მოკლედ მიწევს სხვადასხვა ულამაზესი ადგილების დათვალიერება აქვე, ლაციოს რეგიონში:

მოდი დღეს შევავლოთ თვალი ულამაზეს მსოფლიო საგანძურში შესულ ტივოლის საოცარ ბაღებს:

ეს ზემოდანაა ხედი:


IPB-ს სურათი


ეს კი ბაღის ნაზი წარმომადგენელი, ვუძღვნი ფორუმელ დედებს, ხვალ ევროპის ბევრ ქვეყანაში დედის დღეა smile.gif

IPB-ს სურათი


ტივოლის ბაღები ცნობილია მისი ათასობით (!!!) შადრევნებით, მაგალითად ესაა ულამაზესი ასი შადრევანი


IPB-ს სურათი

ეს კი კულტურული თემატიკის შადრევანია, მთელი ეს კომპოზიცია აერთიანებს ბერძნულ-რომაულ კულტურას და მითოლოგიას:

IPB-ს სურათი

აქვეა გაშლილი ბილიკები, რომლის მსგავსი მხოლოდ პარიზში და ცნობილ ფრანგულ ბაღებში მინახავს:


IPB-ს სურათი

ეს ბაღები არის ნაერთი ვილების, შადრევნების და ულამაზესი ყვავილებისა


IPB-ს სურათი

ნუ შადრევნებია საოცარი!

IPB-ს სურათი

ნახეთ რა სიმაღლეზე ამოდის წყალი smile.gif

IPB-ს სურათი

და ბოლოს ორი პაპარაცული სურათი biggrin.gif

1. მონაზვნების გუნდი biggrin.gif

IPB-ს სურათი

და ბებიები ქალაქის ძველ კუთხეში smile.gif

IPB-ს სურათი

შემდეგში უკვე შუასაუკუნეების ქალაქ-ბორგოთი გავაგრძელებ smile.gif

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Jun 4 2009, 09:50 AM

KAIROS
წლევანდელი საზაფხულო არდადეგებისთვის რა გეგმები გაქვს? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 4 2009, 12:46 PM

ციტატა
წლევანდელი საზაფხულო არდადეგებისთვის რა გეგმები გაქვს?

ვფიქრობ დროში საკმაოდ შეზღუდული ვიქნები, საქართველოში ჩამოვდივარ მასალებზე სამუშაოდ, მაგრამ მომიწევს საქართველოში სიარული და ალბათ პირველად ამ თემაში გაჩნდება საქართველოს სხვადასხვა კუთხის სურათები, თუმცა მაქვს გეგმაში ჩრდილო ევროპა, დანია-ნორვეგია ან ფინეთი და ვნახპთ რა გამოვა smile.gif
ისე კი აღმოსავლეთ ევროპაშიც მინდა ბულგარეთი-რუმინეთი-პოლონეთი-სერბეთი, მაგრამ იქ ცოტა უფრო ძნელია და ალბათ შემდეგში გადავდებ smile.gif
ვნახოთ, ვნახოთ smile.gif
კაიროსი!

პ.ს.
აქ გვაკლია შუასაუკუნეების ბორგოების სურათები, ვიყავი გასული ამ რამოდენიმე ხნის უკან და დაელოდეთ, ულამაზესებია smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 4 2009, 01:14 PM

ცენტრალური იტალია, რომის შემოგარენი, შუასაუკუნეების ბორგო,

საოცარი სილამაზის დაბა, უცნაური რამ იყო მართლა, მარცხენა მხარეს შედიოდი მანქანით, იქ თანამედროვე ქალაქივით იყო, მაღაზიები, სანაყინეები, ბარები, ფეხბურთი, დისკოთეკა... და უცებ ხელმარჯვნივ გადაიხედავდი და ხრამის იქით, როგორც ჩვენება, როგორც დროში გადასულ თანამედროვე მეზღვაურებს შუასაუკუნეების ხომალდი ბინდიდან გამოუჩნდებათ, ასევე ამ გორაკზე, ხრამის მარჯვენა მხარეს გამოჩნდება მოყავისფრო-ხაკისფერი ფერით ნაშენი ულამაზესი ბორგო, სახლები, ეკლესიები, მოედენები, გზები, ყველაფერი ქვითაა გადაბმული და ერთიან მელოდიას ქმნიან, ძველი იტალიის მშვენიერ მელოდიას...

აი ასე მიხვალთ და გამოჩნდება გვერდზე, ქვემოთ ჩაყვებით ამ ქუჩას, იგი ზუსტად ხრამივით დაბლობში ჩადის, საოცარია მარჯვნივ XX საუკუნის სახლები და მარცხნივ XV -სი, და თან მარჯვნივ მხოლოდ XX საუკუნის და მარცხნივ მხოლოდ XV ! საოცარი შეგრძენებაა დამიჯერეთ!

IPB-ს სურათი


აი შიგნითა სურათები, უცნაური იყო და ამ დროს არავინ არ იყო ამ ქალაქ-მუზეუმში, მარტონი, მე , ჩემი მეგობარი (ოპერის ქართველი მომღერალი) და ჩვენი იტალიელი მძღოლი და მეგობარი კაცი-ანდრეა(საქართველოზე დიდად შეყვარებული) დავდიოდით, მოგვიანებით ვიფიქრე ალბათ იმიტომ რომ აბრუცოში ახალი მომხდარი იყო მიწისძვრა და იქნებ ამის ბრალიათქო, რა ვიცი , ჩვენ კი მართლა მუზეუმში გვეგონა თავი

IPB-ს სურათი

ქუჩის სივიწროვიდან გამომდინარე, აქ მხოლოდ ასეთი მანქანებით თუ ივლი, და ძლივს შევხვდით, ერთ მოხუცს ძველი მანქანით და მის ძაღლუკას smile.gif
უყურეთ ხელმარცხნივ, რაღაც მიზეზის გამო, დანგრეული ეკლესიაა და ისიც მოვლილი და ქცეული მუზეუმად

IPB-ს სურათი

აი ძაღლუკა


IPB-ს სურათი


შემდეგში გავაგრძელებ, ახლა გავიქეცი smile.gif

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jun 4 2009, 01:23 PM

ეკატო

ციტატა
KAIROS
წლევანდელი საზაფხულო არდადეგებისთვის რა გეგმები გაქვს?

ჩემგანაც თუ მიიღებთ წრეულს ნორვეგიას დაგათვალიერებინებთ და ცოტათი შვედეთსაც იმედია user.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 4 2009, 01:27 PM

შენ მაიარე ჯერა smile.gif
მერე ძაან ბევრი თუ დაგიგროვდა იოანასავით ახალი თემა გახსენი smile.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jun 4 2009, 01:48 PM

KAIROS

ციტატა
შენ მაიარე ჯერა
მერე ძაან ბევრი თუ დაგიგროვდა იოანასავით ახალი თემა გახსენი

huh.gif

ამ თემაზე რა საავტორო უფლებები გაქვს? huh.gif მე ბოდიშით, შემოვეფეთე და მყურდოება დაგირღვიეთ, წავალ სადმე სხვაგან გავიმარიაჟებ ჩემი ჯერ არ გადაღებული სურათებით cool.gif , ტოჟე მნე რა, ახალი თემა გავსნა ეხლა და ვიმარიაჟო რა - მოდით, ხალხო, ნახეთ სად ვიყავი და რა ვნახეთქო. IPB-ს სურათი

ერთობა მოკრძალებული პატივისცემით, ჩემო კაიროს, მაგრამ ასეთი სამაგალითოდ დიპლომატიური - ”აე, გოგო დავაი აქედან, ტოლი ნახე კოჭი გააგორეო", ჯერ არ გამიგია და მაგისთვისაც მადლობელი ვარ IPB-ს სურათი


პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 4 2009, 01:52 PM

biggrin.gif
უიი დედა biggrin.gif

არა გოგო biggrin.gif დადე, დაყარე მიდი smile.gif უბრალოდ ეგ თემა გავხსენი, მაშინ როცა ჩამოვდიოდი ხოლმე და ჩემს მოგზაურობებს ვყვებოდი smile.gif ხან ზამთრისა და ხან ზაფხულისა, ანუ აქ მარტო ჩემებია 2007 წლიდან (თუმცა ზოგი ფოტო 2005-06 არის, მგონი 2004 საც), პერიოდულად ვავსებ ხოლმე, რაღაც მოგზაურობათა ჩანაწერებივით გამომივიდა, აგერ იოანამ ცალკე თემა გახსნა და აშკარად ასე სჯობს, იმიტომ რომ სრულიად სხვა მხარეებია და სხვა სტილია, როგორც გინდა ლიკუშ, უბრალოდ თუ ბევრი იქნება, შვედეთი და ნორვეგია იმსახურებს ცალკე თემას, თუ არადა აქ იყოს რა smile.gif

დედააა, რა ფიცხია biggrin.gif

კაიროსი!

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jun 4 2009, 02:03 PM

KAIROS
ბევრის დადება არც მიფიქრია, ერთი-ორი სურათით გაგაცნობდით წაკითხულის შინაარსის არ იყოს biggrin.gif

ციტატა
დედააა, რა ფიცხია

ფიცხი არა ვარ, ისე კულტურულად მითხარი პაშლ აქედანო, რომ ელდა მეცა IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 4 2009, 02:07 PM

ციტატა
ისე კულტურულად მითხარი პაშლ აქედანო

არც კი მიფიქრია ჩემო კარგო smile.gif
ციტატა
ძაან ბევრი თუ დაგიგროვდა იოანასავით ახალი თემა გახსენი

სად ვთქვი ახლა მე აქ "პაშოლ აქედანო"? sad.gif შარო საიდან მოდიხარო და ლიკკასაგანაო biggrin.gif
არც კი მიფიქრია, მაგრად მიყვარს ეს ჩრდილო ევროპა, და მეგონა დიდ ხანს იქნებოდი და იოანასავით მოგვიყვებოდი დაწვრილებით, ამიტომ აჯობებდა ცალკე თემა, თორემ ერთ გვერდზე თუ დაეტევა, მაშინ აქ იყოს smile.gif

მი სკუზი, რამე თუ გეწყინა smile.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jun 4 2009, 02:21 PM

KAIROS

ციტატა
მი სკუზი, რამე თუ გეწყინა

მეწყინა არა კვახი IPB-ს სურათი
ციტატა

შარო საიდან მოდიხარო და ლიკკასაგანაო

შარებს ნამდვილად არ ვუშვებ რა, მეტი არა მაქვს საქმე, ფორუმზე ვინმეს ვურჩიო საქმე და რამეზე ვიკამათო და ნერვები მოვუშალო საკუთარ თავს და მითუმეტეს სხვას. ვინ ვინ და აი, შენთან მითუმეტეს არაფერი მაქვს საკამათო რა IPB-ს სურათი უბრალოდ, რამენაირად სხვამფერად შეიძლებოდა მაგ ყოველივეს თქმა - არაადეკვატურობა რომ არ მახასიათებს, ისედაც ქე იცი მგონი IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 4 2009, 02:27 PM

ხო კაი, კაი... არადა დავწერე უბრალოდ ბევრი სურათები თუ იქნება ცალკე თემა მოუხდებათქო, სხვა თვალით წაგეკითხა და ეგ იყო სულ smile.gif

მოკლედ მე გავაგრძელებ, ისევ ის ლამაზი ქალაქი:

IPB-ს სურათი

ნახეთ როგორ ციხეებში ცხოვრობენ

IPB-ს სურათი

მარტო ადამიანები კი არა ესენიც smile.gif

IPB-ს სურათი

ეს რა კარგი კულტურა აქვთ ყვავილების და ქოთნების smile.gif

IPB-ს სურათი

აბა შემდეგში გავაგრძელებ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 4 2009, 02:36 PM

likka

მოდი ლიკ იქეთ, "ქალაქები სადაც ვცხოვრობდით და გვიცხოვრია" შენთვის არ გავხსენი? biggrin.gif
როის გითხარი უარი ახალ სურათებზე ? :ჩემიგანყოფილებისრეკლამა: biggrin.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jun 4 2009, 02:46 PM

ციტატა(k@the @ Jun 4 2009, 03:36 PM) *

likka

მოდი ლიკ იქეთ, "ქალაქები სადაც ვცხოვრობდით და გვიცხოვრია" შენთვის არ გავხსენი? biggrin.gif
როის გითხარი უარი ახალ სურათებზე ? :ჩემიგანყოფილებისრეკლამა: biggrin.gif


მოვალ, ქეთი, მანდაც მოვალ, კაცო, განა დღესვე ვაპირებდი რამის დადებას biggrin.gif არ გამხსენებია არც ეგ თემა, ეს დავინახე უცებ და მიმეპოსტა ასე ვიზამ მეც, თუ დამრთავთ ნებასთქო და არ მოჰყვავ ამას მთელი ახსნა-განმარტებები e025.gif

მოვალ მოვალ, როგორც კაიროსმა ბრძანა, ჯერ გადავიღო და მოვალ აბა რას ვიზამ rolleyes.gif იმედია, რომის მსგავსად ფოტოაპარატს არ ამომაცლიან ოსლოში თორე კაპუტ მერე თემაც და სურათებიც tongue.gif e025.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Sep 26 2009, 03:45 PM

მაშ ასე... smile.gif

ივლის-სექტემბერის პერიოდში განხორციელებული გზა კუნძული სარდინია(იტალია)-ვენა(ავსტრია)-საქართველო (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ყაზბეგი...) დამთავრდა ახლახანს დავბრუნდი "სახლში" (უცხოობაში რაღაა სახლი...) , ჰოდა ასე რომ დავბრუნდი უკვე ამ ვირტუალურ სახლში და მალე, ამ დღეებში აქაც დავიწყებ ჩანაწერების გაკეთებასაც და ფორუმშიც ნელნელა დავბრუნდები smile.gif

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 17 2009, 09:32 PM

ვაა, როგორ გამიხარდა ამ თემის აღდგენა smile.gif

ამ დღეებში შემოგთავაზებთ ამ ზაფხულის ჩანაწერებს და ჩანახატებს smile.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Oct 17 2009, 09:50 PM

მოუთმენლად ველით rolleyes.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 18 2009, 04:34 AM

ივლისის დადგმომისთანავე, როდესაც ყველა საქმიდან, სწავლებიდან და ა.შ. ოფიციალურად გავთავისუფლდი, დავხედე რუკას და სხვადასხვა მიზეზების გამო, გადავწყვიტე, ცოტა ხნით მაინც ვწვეოდი ულამაზეს სარდინიის კუნძულს.

მგზავრობა კუნძულამდე

ზოგადად თავად იტალიელ, ფრანგ, ესპანელებში მიჩნეულია, რომ იქ ვინც ისვენებს ე.ი. VIP არის ან ბევრი ფული აქვს, ალბათ ერთერთი იშვიათი გამონაკლისი მე ვიყავი laugh.gif

ჩივიტავეკიას პორტიდან სარდინიის საპორტო ქალაქ პალაუმდე გემით უნდა წავსულიყავი, ამიტომ მატარებლით ჩივიტავეკიამდე გავუყევი, ისე გზაში ერთ პატარა გაჩერებაა-სანტა მარინელა... ალბათ გაგახსენდათ, რომ ეს ის პატარა დაბაა, სადაც ტრაგიკულად დაიღუპა (დაიხრჩო მუშის გადარჩენის დროს) ერთერთი დიდი კათოლიკე ქართველთაგანი - მიხეილ თამარაშვილი, აქვე იყო დაკრძალული, სანამ სამშობლოში გადაასვენებდნენ...
დიდი ქართველი იყო თამარაშვილი...

ამ მხარეებში მიღებული "წესის" მიხედვით, 40 წუთის დაგვიანებით ჩავედი ჩივიტავეკიას რკინიგზის სადგურამდე, აღმოჩნდა, რომ ავტობუსები, რომლებიც სადგურს და პორტს აკავშირებენ, ამ დროს უკვე აღარ მუშაობდნენ, სასაცილო კია, სწორედ ამ დროს გადიოდა რამოდენიმე დიდი კრუიზი და ავტობუსი არ უნდა ყოფილიყო? ნუ რას ვიზამდი, გავუყევი გზას და ნაპირს, ბნელოდა და გრძელ სანაპიროზე მარტო, ბარგაკიდებული მივუყვებოდი, საკმაოდ გაგრძელდა ეს გზა, ისე რომ ჩვენი გემიც არ ჩანდა, ცოტა შემეშინდა არ დამაგვიანდესმეთქი, ისე მაგარი მოუწყობელი იყო ყველაფერი, არანაირი მანიშნებელი, არანაირი გზა ფეხითმოსიარულესათვის, აქეთ გემების უზამაზარი ნაწილები ეყარა და იქით, ზღვაში სხვადასხვა თევზსაჭერი და კიდევ, მე რომ არ ვიცი, იმ დანიშნულების გემები იდგნენ... ბოლოში, როგორც იქნა გამოჩნდნენ დიდი გემების წყება,

IPB-ს სურათი

ავარჩიე ჩემი და შემოწმების შემდეგ ავუყევი ზემოთ, ჩემი ადგილი (შესაბამისად ეკონომკლასი smile.gif ), ყველაზე ზემოთ, გემის სართულების მიხედვით მეშვიდეზე იყო, 2,000 მდე ადამიანი და 1,200 მდე მანქანა, ასეთი იყო ჩვენი დიდი გემის (მობი) ტვირთი,
ამ ლამაზ გემზე ვირტუალურად თქვენც შეგიძლიათ გაისეირნოთ:
http://www.moby.it/in-nave/virtualtour-moby-wonder.html

IPB-ს სურათი

მალე ნელნელა ტაატით გაუყვა სარდინიის ზღვას... ულამაზესი სანახავი იყო მთვარის შუქის ხალიჩა ზღვის ტალღებზე და ამ სანახაობაში, ჩამეყვინთა კიდეც...
გათენდა და ...

IPB-ს სურათი

დილაადრიანად უკვე მიწაც გამოჩნდა

IPB-ს სურათი

მალე კუნძულ სარდინიის პორტ-ოლბიაშიც შევედით, იქაც ყველაფერი გათვლილი იყო მანქანებით ჩასულებზე და საკმაოდ რთულად მომიწია გამოსვლა, თუმცა როდესაც პალმების ხეივანს შევუყევი, ეგ ამათვის ჩვეული არეულობა მყისვე გადამავიწყდა... მით უმეტეს რომ სარდინია არ მოგაწყენს, იქაც ტიპიური იტალიაა,

IPB-ს სურათი

თუმცა ნარევი, ფრანგულ-ესპანურ, უფრო ადრე კი არაბულ, ბიზანტიურ და იქამდის ვიკინგურ კულტურასთან, მეტიც ეს ის ხალხია, რომლებიც შესანიშნავად მღერიან სამ ხმაში
და მოუსმინეთ "დიგნრიდერას"

http://www.youtube.com/watch?v=QB5yim5fU58

და არაჩვეულებრივ სასმელსაც აყენებენ,

http://www.bibitesangemiliano.com/listini/liquori/mirto.jpg

მაშ ასე, უკვე სარდინიაში ვართ...

მალე გავაგრძლებ;

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 18 2009, 10:45 AM

მერე? biggrin.gif

ერთი ამოსუნთქვით შემომეკითხა smile.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Oct 18 2009, 11:09 AM

KAIROS
კარგია, მალე გააგრძელე smile.gif
გემიც დავათვალიერე და მომეწონა biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 19 2009, 03:47 AM

მერე ის , რომ ოლბია დავათვალიერე, ეს საკმაოდ ხმაურიანი ქალაქი, უფრო საპორტო აღმოჩნდა ვიდრე დასასვენებელი, ამიტომაც ვისარგებლე შემთხვევით და რადგანაც ჩემი სასტუმრო, ცენტრში იყო, შემეძლო ავტობუსით წავსულიყავი , იქ სადაც წესით საკუთარი ვერტმფრენებით ან გემ-იახტებით მიდიან biggrin.gif

ჰო, სასტუმროდან ხედი მინდა გაჩვენოთ, ღამით, როცა მთვარე პორტის არემარეს ესაუბრებოდა:

IPB-ს სურათი

ჰოდა, ასეც დილის ჩვეულებრივ კორნეტო-კაპუჩინოს შემდეგ, ძლივს მივაკლიე ავტობუსის გაჩერებას, ახლა არ გაიკვირვოთ, რატომ ძლივს, იმიტომ კი არა, რომ ცოტას დავდივარ ( ნუ ეგ ჩანს ამ თემიდანაც); უბრალოდ იტალიაა ასეთი არეული, დაუწყობელი, ქაოტური და ... საყვარელი smile.gif , სადღაც ხეზე, იყო გაკრული ორი ფურცელი და იქ განრიგი ეწერა, ნუ რათქმაუნდა დაგვიანებით მოსული ავტობუსი, სასიამოვნოდ კომფორტული აღმოჩნდა და წავედით პალაუში!

IPB-ს სურათი

ახლა რაა სარდინია... ესაა საკმაოდ დიდი კუნძული, რომელსაც ახასიათებს საშუალო სიმაღლის მთები და გორაკები, ხშირად შეხგვდებათ კაქტუსები და დიიდი ლოდები, რომლებსაც ხშირად გზების ან ღობეების დეკორაციისათვის იყენებენ, რადგან ეს არაა რაიმე ქვის ლოდები, არამედ ვულკანური წარმოშობის ქვიშის ლოდები, ყველაზე საყვარლობა რაც ამ ლოდებიდან ვნახე იყო ერთი ოლბიაში, როცა ლოდს თავზე ქუდივით ეხურა მეორე ლოდის ნარჩენი, რომელიც წვიმას და ქარს დაეწრიტა და მეორე გზაში, როცა პილიგრიმებს ლოდში გამოეთხარათ ღვთისმშობლის სალოცავი...

მიდიოდა ჩვენი ავტობუსი ამ სილამაზეებში, ჯერ ზღვა არ ჩანდა, არძაკენას დასახლებას, რომ გავცდით, უკვე გამოჩნდა უსაოცროესი (თუ არსებობს ასეთი გრამატიკაში biggrin.gif) ზღვა... ახლა ზღვა როგორ არ მინახავს, აი ის თესალონიკის და ათონის მთის ლურჯი და კამკამა, გამჭირვალე წყალი... მაგრამ ეს ზღვა სხვა იყო, ერთმანეთში საოცრად არეული მწვანე და ცისფერი წყლები, ირგვლივ მოთეთრო-მოოქროსფერო ქვიშა და ირგვლივ ბაღნარი!

სახლები? სახლებიც ულამაზესი, ფერებშიც და არქიტექტურაშიც შერწყმული გარემოს და ერთიანობაში საოცარი სანახაობა დამხვდა ჩემს ერთერთ უსაყვარლეს პაწუკა ქალაქშო პალაუში.

აი ეს იყო პირველი გასვლა ზღვაზე...

IPB-ს სურათი

ეს კი მეორე მხარეს კაქტუსებს შორის დანახული სილამაზე:

IPB-ს სურათი

მაგრამ გაოცება აქ არ დამთავრებულა, ნახეთ რა ულამაზესი სანახაობა გადაიშალა ჩემს წინ, როცა ოდნავ მაღლობზე ავედი, პატარა ნავი და პატარა გემი მარტოკა ლივლივებდნენ ულამაზეს წყალზე და ნახეთ რა შესანიშნავი ხედია:

IPB-ს სურათი

აი ეს სურათი კარგად გაგრძნობინეთ წყლის სიკასკასეს და სილამაზეს, გემი თითქოსდა კი არ ცურავს, ფრინავს და მისი ჩრდილიც კი ისახება ქვემოთ, სადაც მინიმუმ 2,5-3 მეტრია წყალი!

IPB-ს სურათი


პალაუდან გემები გადიოდნენ ყველა ნახევარსაათში მადდალენას არქიპელაგში, რომელიც კოსტა სმერალდას ცენტრალური სილამაზეა, მაგრამ დროის უქონლობის გამო (უკან, ოლბიაში უნდა დავბრუნებულიყავი, აქ ყველაფერი სამმაგად ძვირი იყო) ვერ წავედი, სამაგიეროდ მეორე დღეს ზურმუხტოვანი სანაპიროს "თვალში"
პორტო ჩერვოსაკენ გავეშურე...

ეგ შემდეგისათვის იყოს;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 21 2009, 04:40 AM

ვაა, რამხელა პატივია ჩემი სათავგადასავლო თემა "ხელოვნებისა და კულტურის" განყოფილებაში... smile.gif)

ისე ხომ კითხულობთ? smile.gif

ჰოდა ასე, მესამე დღეს ოლბიადან უკვე სხვა ავტობუსით წავედი, ოღონდ, როგორც ვთქვი კოსტა სმერალდას ყველაზე ლამაზ ქალაქში, ქალაქი კი არადა დასახლება უფროა, ეს ის ადგილია, სადაც ხალხი არ ცხოვრობს, სადაც არც ტურისტებია უბრალოდ, არამედ სადაც ულტრამილიონერები ისვენებენ, სადაც სუპერფეშენ შოპებში ფასები არაფერს აწერია და სადაც მხოლოდ 5 ვარსკლავიანი სასტუმროებია...

ესაა პორტო ჩერვო...

ესაა მოყვითალო-ოქროსფერში (ანუ ზღვის ქვიშის ფერში) აშენებული მაქსიმუმ 3 სართულიანი ულამაზესი სახლები, რომლებიც ქმნიან ჰარმონიულ დასახლებას მომწვანო ზღვასთან...

სახლები სულ ასეთია, ეს ამ დასახლების ცენტრია

IPB-ს სურათი

აქვე იყო გუჩის, არმანის, სვაროვსკის და ა.შ. მაღაზიები, ამ დროს ლამის ერთადერთი დამთვალიერებელი ტურისტი მე ვიყავი biggrin.gif ჰოდა, ამ სიარულში მივადექი უუუძვირეს იახტებს! ნუ ერთმანეთის გვერდით დაყენებული იყო მილიონობით ევროს ღირებულების ათობით იახტა, ყველა პირადი და ზოგი მათგანი 5 სართულიანი, ისე რომ ერთს ზედ გოლფის მოედანიც ქონია ohmy.gif biggrin.gif

ეს "ჩვეულებრივი" იახტუკა

IPB-ს სურათი

ესენი კი გიგანტები


IPB-ს სურათი

როგორც დაცვამ მითხრა, აქ ძალიან ბევრი VIP ხალხი ჩამოდის და სულ სავსესა პაპარაცებითო, თუმცა ეს არც გამკვირვებია ადგილიდან გამომდინარე, სხვათაშორის ამ მიდამოებში აქვს ვილლა იტალიის პრემიერ ბერლუსკონის და ამ სახლიდან 100 მეტრში აქვს დიდი ვილლა მის უსაზიზღრესოებას ვ.პუტინს (უხ, მაგის sad.gif )
ეს სახლი კი იქაური საავადმყოფო იყო...

IPB-ს სურათი

ესეც ერთი სურათი თქვენ პორტო ჩერვოდან და დღეს საკმარისია smile.gif

IPB-ს სურათი

დროებით;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Oct 21 2009, 11:44 AM

KAIROS

ციტატა
ისე ხომ კითხულობთ?

როგორ არ ვკითხულობთ კაიროს, ფოტოები მაგარია ძალიან smile.gif
მართლა ულამაზესი ადგილებია და სიმდიდრის გამოფენები კიდევ. biggrin.gif


ციტატა
აქვს დიდი ვილლა მის უსასზიზღროსოებას ვ.პუტინს

რატომაც არ ექნება, რა შეუშლიდა ხელს, ეეჰ მართლა huh.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Oct 21 2009, 12:08 PM

KAIROS

ციტატა
(უხ, მაგის )



ოჰ, თეოლოგიური პირი, როგორ შეიბღალა rolleyes.gif

რა იცი, იქნებ წმინდანია, იქნებ, გულში სინანული აქვს აფხაზეთის და სამაჩაბლოს გამო . იქნებ, ღამ-ღამობით ტირის კიდეც biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Oct 21 2009, 12:09 PM

მხევალი ნინო

ციტატა
რა იცი, იქნებ წმინდანია, იქნებ, გულში სინანული აქვს აფხაზეთის და სამაჩაბლოს გამო . იქნებ, ღამ-ღამობით ტირის კიდეც

კაცი იმედით ცოცხლობსო, მართალი ყოფილა,
რამხელა სასწაულის იმედი გქონია ნინ biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 21 2009, 12:12 PM

ციტატა

ოჰ, თეოლოგიური პირი, როგორ შეიბღალა

შე რა იცი მე რა ვიგულისხმე biggrin.gif
უხ, მაგის... თვალები ვნახეთ სინანულის ცრემლებით დაპკურული biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Oct 21 2009, 12:15 PM

KAIROS

ციტატა
უხ, მაგის... თვალები ვნახეთ სინანულის ცრემლებით დაპკურული



ეტყობა ჩემი სული, ასეთ სიმაღლეს არაა მიღწეული, რომ მსგავი დაბოოლოება მოუვიდეს აზრად biggrin.gif

ნაინა
ციტატა
რამხელა სასწაულის იმედი გქონია ნინ



ეჰ, ნინ... მაგას მე რომ მკითხო, ერთი ჯოჯოხეთი არ ეყოფა, მაგრამ ამი ჩვენ არაფერი გვემატება sad.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Oct 22 2009, 10:24 PM

KAIROS

ციტატა
ისე ხომ კითხულობთ?

თანაც როგორი სიამოვნებით biggrin.gif

KAIROS
ციტატა
იტალიაა ასეთი არეული, დაუწყობელი, ქაოტური და ... საყვარელი smile.gif

ისეთი დახასიათებაა, რომ არ გინდოდეს, მოგანდომებს ჩასვლას და ნახვას wub.gif


აუ რა სილამაზეააა, საოცარი ქვეყანაა იტალია, ყველა ქალაქი განსაკუთრებულია, მეც მინდა მანდ sad.gif



ციტატა(KAIROS @ Oct 21 2009, 04:40 AM) *


სახლები სულ ასეთია, ეს ამ დასახლების ცენტრია

IPB-ს სურათი


რა საინტერესო არქიტექტურაა, აქ არცაა გასაკვირი ყველა ვარდისფერ ფერებში რომ ხედავდეს სამყაროს biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 24 2009, 03:05 AM

სარდინიის ასობით (გადაჭარბების გარეშე) სურათები მაქვს, მაგრამ აქ ახლა ხომ არ გავავსებ, თან სხვა ქვეყანა და რამოდენიმე სხვა ქალაქები დამრჩა, ჰოდა დღეს სარდინიას მოვრჩები, თუკი ავტვირთე, რომელიმე ახალი ფოტო განსაკუთრებული სილამაზის დავდებ მაინც smile.gif

სარდინიაზე საუბრის დასაწყისში მქონდა საუბარი, რომ ძალიან ბევრ კულტურათა კვალია აქ დარჩენილი,მათ შორისაა ეს აღმოსავლური სტილი გუმბათიანი ტაძარი:

IPB-ს სურათი

და რათქმაუნდა რახან კუნძულია, არანაირად არ შეიძლება ამის გაუსნიჯავად იქიდან წამოსვლა:

IPB-ს სურათი

და მაინც შეუძლებელია, ამ გემივით პატარა, ლამაზი და საყვარელი კუნძული დაივიწყო

IPB-ს სურათი

გამომგზავრება ისევ გემით მოხდა, ოღონდ დღისით, ჰოდა იქვე იყო აუზიც და "გემური" ნამზეურიც მიღებაც შევძელი biggrin.gif...

IPB-ს სურათი

ესენი წასასვლელად ემზადებიან, ჩვენ მოვედით, ასეა ზოგი მიდის, ზოგი მოდის...

IPB-ს სურათი

თუმცა გვიან ღამით ჩამოსული, დილაადრიან უკვე აეროპორტში ვიყავი, ფრენაა ვენისაკენ...

შემდეგში ვენით გავაგრძელებ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 26 2009, 04:56 AM

Schloss Schonbrunn

Schonbrunn სასახლე...

იუნესკოს სიაშია შეტანილი ეს შესანიშნავი ნაგებობა და მთელი მისი საოცარი მიდამოები.

ავსტრიული ბაროკოს მარგალიტი, იყო ავსტრიელ იმპერატორთა რეზიდენცია, ცნობილია იმით, რომ 1752 ფრანსის I დაარსა მსოფლიოში ყველაზე ძველი ზოოპარკი, ირგვლივ კი არის ჰექტრები და ჰექტრები საოცარი ბაღებისა და ხალიჩებრი ყვავილებისა, დიდი შადრევანებისა და უზარმაზარი სასახლისა, მთლიანობაში ეს სასახლე და ბაღი გავს ულამაზეს ვერსალს...

ეს წინა ხედია...

IPB-ს სურათი


ეს ერთერთი შადრევანი შესასვლელთან


IPB-ს სურათი


ეს კი იტალიური ბაღები

IPB-ს სურათი

ეს იქვე, დეტალი...

IPB-ს სურათი

მზის საათი...

IPB-ს სურათი

ვენის ქუჩებში

IPB-ს სურათი

და თანამედროვე ვენა


IPB-ს სურათი

აქ სასაუბროც არაფერია, დავტკბი და დავისვენე ბაღებში, სხვათაშორის, ეს ბაღები არის სრულიად უფასო და ყველას შეუძლია შესვლა შიგნით, და წარმოიდგინეთ რომ ეს უზარმაზარი ბაღები არის საოცრად სუფთა და მოწესრიგებული, კულტურაა საჭირო, რომ ხალხი მიაჩვიო რომ არ დააზიანოს არაფერი...
გავაგრძელებ ...

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 30 2009, 04:44 AM

ცოტა ხანი კიდევ შლოსის ბაღი ვნახოთ:

IPB-ს სურათი

ასეთი დერეფნები იყო ხეებისგან გაკეთებული

IPB-ს სურათი

სადაც ეს საყვარელია არსებები ცხოვრობდნენ smile.gif


IPB-ს სურათი

გამოსულს ავსტრიელი "იტალიელი" მენაყინე

IPB-ს სურათი

ხოლო ცენტრისაკენ წასულს, გზად შტრაუსსიც ვნახე

IPB-ს სურათი

ეს იქვე ყვავილებით დახატული საათია

IPB-ს სურათი

ეს კი ქალაქის ცენტრში ბერძნული მართლმადიდებლური ტაძარი

IPB-ს სურათი

ესეც ისევ თანამედროვე ვენა

IPB-ს სურათი

და ბოლოს კათედრალი სან შტეფანი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 2 2009, 04:13 AM

აბაა, ხანდახან ჩაახველეთ მაინც ხოლმე biggrin.gif

თორემ მგონია ჩემთვის ვწერ, სადღაც დღიურებში biggrin.gif

დაგვრჩა: საქართველო(შეიძლება გამოვტოვო), მერე რავენნა, პალესტრინა და ანგიარი.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 2 2009, 03:26 PM

მეც ვკითხულობ.. biggrin.gif ვენა ლამაზი ქალაქია ..

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Nov 3 2009, 01:22 AM

KAIROS

ციტატა
თორემ მგონია ჩემთვის ვწერ, სადღაც დღიურებში

ჩემთვისაც წერ biggrin.gif


ციტატა
დაგვრჩა: საქართველო(შეიძლება გამოვტოვო)

მაგის გამოტოვება როგორ შეიძლება gio.gif

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Nov 3 2009, 01:28 AM

მეც ვკითხულობ დიიდი სიამოვნებით smile.gif ხანდახან ისე ჩავფირდები, მავიწყდება რომ ნესტიან ბათუმშI ვარ და ძველებურად მახველებს biggrin.gif



პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 3 2009, 04:42 AM

ოჰ, რამდენი ყოფილხართ biggrin.gif

ახლა, ეკატუნიკო (რა სახელი გამოვუძებნე biggrin.gif) , იცი რატომ არ მინდოდა საქართველო? უბრალოდ იმიტომ რომ მძიმეა, ამ ნათელი ფერებიდან იქ გადასვლა ძალიან ძნელია, თან სურათების დიდი ნაწილი მობილურით არის გადაღებული, დიდი აპარატი თან არ დამქონდა, არ მქონდა ამის დრო, თუმცა უფრო ჩანახატების სახით, ზოგს სასაცილოს, ზოგს სატირალს და ზოგს ისე, სილამაზის გამო, ავარჩევ და დავდებ.

უპირველესად, ის უნდა დავწერო, რომ ნამდვილად არასოდეს არ დამავიწყდება ის მკვეთრი ცვლილება, რაც ვიგრძნე სარდინია-ავსტრიის შემდეგ რამოდენიმე საათში თბილისში აღმოჩენამ, მით უმეტეს ეს ის თბილისი არ იყო რაც დავტოვე და არც ის, რაც ახლაა, ეს იყო საკანების თბილისი... მხოლოდ ერთი დღე მოვუსწარი იმ საშინელ მდგომარეობას და არ ვაჭარბებ, ცუდად გავხდი... 90-იან წლებში, როცა სამოქალაქო ომის დრო იყო, ის გამახსენდა... შავებში ჩაცმული წვერგაუპარსავი კაცები და თავსაფრიანი ქალები, ყველა გაღიზიანებული, ყველა დაძაბული... მეტროში ჩემი ერთერთი უძვირფასესი მეგობარი სპეციალურად ჩადის რომ მუზა ესტუმროს, მე კი სპეციალურად ჩავდივარ, რომ რეალობას შევხედო...

ერთი სურათი გადავიღე თავისუფლების მეტროსათან, და დღესაც მაფიქრებს, ეს ახალი დროის იერემია (რომელიც იმისათვის რომ ებრაელები დაერწმუნებინა, რომ უფლის სასჯელი უნდა მიეღოთ, ქედზე დაიდო უღელი და ისე დადიოდა), სპეციალურად იყო ასე, თუ რაიმე ფსიქიკური პრობლემები მქონდა, არ ვიცი... მაგრამ ეს ბერიკაცი, ძალიან ქართული სახით, მკაცრი გამოხედვით და კისერზე ამერიკის დროშა ქონდა... არ ვიცი ამ დროშას იმედის დატვირთვა ქონდა თუ უღელის, თუმცა ის ვიცი, რომ სხვა სამფეროვან-ჩრდილოულ უღელს გაცილებით სჯობს.

IPB-ს სურათი

ის დღე ცოტა უცნაური იყო, მეტროში როგორც ხილვა, ჩოხა-ახალხულში გაჯგიმული (მართლა ასე იდგა) ახალგაზრდა ვნახე...

IPB-ს სურათი

უცნაურია საქართველო, კონტრასტებია საოცარი, ან ყვავის ან საშინლადაა იავარქმნილი, რაღაც უცნაურად წინააღმდეგობრივ გრძნობებს გიბადებს, თან იმედს, თან იმედგაცრუებასაც... მიდიხარ მართლაც შესანიშნავ ახალ გზატკეცილზე, იხსენებ შარშან აქამდე იყვნენ, ნახე წელს სანამდე მისულანთქო, გიხარია... და მერე გვერდზე გაიხედავ, და... გული დაგეწურება, ცრემლები მოგაწვება და ის აღტყინება სადღაც გაქრება... ნეოლტოლვილთა სახლები გზის პირას არის საშინელი სანახავი, თითქოსდა ახსენებენ ყოველდღე ტკივილს...

IPB-ს სურათი


სხვადასხვა ქალაქებშიც მომიწია სიარული, აი ქუთაისური ჩანახატი...

IPB-ს სურათი

ესეც ერთერთი იმერული ქალაქი, მთელი თავისი დანგრეულობით და ჩემი ბავშვობის დროინდელი პაზიკებით, ცხვირიანი და ასეთი ოთხკუთხედი ავტობუსებით ...

IPB-ს სურათი


ამ სევდიან ჩანაწერს, ცოტა ღიმილის მომგვრელი "რეკლამით" დავამთავრებ, მერე კი საქართველოს უფრო იმედიან და ლამაზ სურათებს დავდებ.

IPB-ს სურათი

იხარეთ;

კაიროსი!



პოსტის ავტორი: sable თარიღი: Nov 3 2009, 04:47 AM

ხო უცნაურია მართლა და რავიცი...სხვისი რატომ უნდა გვეხარბებიდეს...ეჰ!

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Nov 3 2009, 06:21 AM

KAIROS

ციტატა
იცი რატომ არ მინდოდა საქართველო? უბრალოდ იმიტომ რომ მძიმეა, ამ ნათელი ფერებიდან იქ გადასვლა ძალიან ძნელია,

მართალი ხარ, იმ გაბრწყინებული და აფერადებული ფოტოების მერე,
საქართველოს ასეთი სურათების ნახვა.....
ეჰჰ, დავითრგუნე sad.gif

საქართველოში, ყოველდღიურად რომ უყურებ ამ ცვლილებებს, ცოტად თუ
ბევრად ეჩვევა თვალი და ვეღარ, თუ აღარ ამჩნევს დიდ განსხვავებებს.
წლების მერე ჩესული ადამიანისთვის უფრო მძიმე სანახავი და ასატანია ალბად. sad.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Nov 3 2009, 11:39 PM

KAIROS

ციტატა
ეკატუნიკო (რა სახელი გამოვუძებნე biggrin.gif)

უიშვიათესი სახელია biggrin.gif

ციტატა
იცი რატომ არ მინდოდა საქართველო? უბრალოდ იმიტომ რომ მძიმეა, ამ ნათელი ფერებიდან იქ გადასვლა ძალიან ძნელია

იმდენად საინტერესოდ წერ, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს კარგად ვიცნობ, მაინც ბევრი რამის გაგება შეიძლება შენგან, ასე რომ ველი გაგრძელებას smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 4 2009, 05:17 AM

ჰო, კარგი გავიხსენებ საქართველოს...

იმიტომ რომ ძალიან მენატრება და იმიტომ რომ ნელნელა მინდა მივეჩვიო (ვფიქრობ დაბრუნებას და... smile.gif ).

დიდი ფილოსოფია ნამდვილად არ უნდა იმას, რომ გემრიელი სუფრა ნამდვილად მოსანატრებელია...

IPB-ს სურათი

არადა თითქოს რაა, აგერ აბრამოვიჩმა 35,000 $ დახარჯა თურმე ნიუ-იორკში ერთ სადილში... მაგრამ რა სჯობია ამ მჭადს ჩემი დედიკონეს ხელები რომ ატყვია ზედ, ან ამ სალათას ჩემი დაიკოს მიერ რომაა დაჭრილი? ამიტომაა ტკბილი და უცვლელი სამშობლო.

ბარემ ამასაც გავიხსენებ, კარგი, ცხელი ხაჭაპური...

IPB-ს სურათი

მერე ისევ გონებით სხვაგან გადავალ, ისევ იმ მეორე უკიდურესობის მანიფესტაციაში, რასაც ყოველფეხის ნაბიჯზე შეხვდები კაცი, როცა მაგალითად ქუთაისისი ერთერთ ძველ უბანში, დანგრეულ ფასადიან სახლში ტრაგი-კომიკურად სამორინეს ვებერთელა და უგემოვნო რეკლამაა გამოკრული... იმდენად დიდი კონტრასტი, რომ როცა პირველად დავინახე, გავაჩერე ჩემი მეგობარი და სურათი გადავუღე.

IPB-ს სურათი

რა გამოლევს უკიდურეს კონტრასტებს საქართველოში? ახალი სასტუმრო "აჭარის" შენობა თუ სადღაც სუპერთანამედროვებას გაყვირის:

IPB-ს სურათი

სამაგიეროდ იქვე ახლოს ხრიგინით ჩავლილი მანქანა რეალობაში გაბრუნებს:

IPB-ს სურათი

და საბოლოოდ გაფერადებულ და შიგნიდან მიუხედავ (შეფეთქილი საფლავებივით) რეალობას გლდანური ხედი აგვირგვინებს:

IPB-ს სურათი

... მერე გამახსენდება ერთერთ ძვირფას ადამიანთან ერთად ყოფნისას, მაკდონალდსში სასაცილო წარწერა
სადაც მარტო "შ" შემორჩათ ქართულად

IPB-ს სურათი

!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 4 2009, 05:33 AM

მერე მცირე მოგზაურობა ერთერთ მონასტერში, სადაც ჩემი უახლოესი მეზობელი, მეგობარი, ძმაკაცი. რომელიც თავის დროზე ბირჟაზე დავტოვე, დღეს მონასტრის წინამძღვრად დამხვდა, ხედი იქიდან

IPB-ს სურათი

საპატრიარქოს ეზოში ლამაზი ეკლესიის ხედი....

IPB-ს სურათი

მერე ლამაზი ბათუმიც:

IPB-ს სურათი


ქართულ ჩანაწერებს დიდი ხანი არ მოვრჩებოდი, მაგრამ საქმეა ბევრი და ამ საყვარელი არსებით მოვრჩები biggrin.gif
ეს იყო დილით რომ დამახტებოდა და კუდის ქიცინით, ყეფით და ა.შ. მაღვიძებდა, ჩაპა...

IPB-ს სურათი

მერე ისევ ევროპა...

იხარეთ;

კაიროსი

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 4 2009, 01:49 PM

ციტატა
ჩაპა...

ვაიმე რა ცუგაააა biggrin.gif

ესა ვართ ქართველები ეს,... : | კონსტრასტებისა და უკიდურესობების ქვეყანა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Nov 4 2009, 08:40 PM

KAIROS
მეც ვკითხულობ smile.gif


დამთრგუნა საქართველოს ფოტოებმა mellow.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Nov 4 2009, 08:47 PM

ციტატა(KAIROS @ Nov 4 2009, 05:17 AM) *

მერე ისევ გონებით სხვაგან გადავალ, ისევ იმ მეორე უკიდურესობის მანიფესტაციაში, რასაც ყოველფეხის ნაბიჯზე შეხვდები კაცი, როცა მაგალითად ქუთაისისი ერთერთ ძველ უბანში, დანგრეულ ფასადიან სახლში ტრაგი-კომიკურად სამორინეს ვებერთელა და უგემოვნო რეკლამაა გამოკრული... იმდენად დიდი კონტრასტი, რომ როცა პირველად დავინახე, გავაჩერე ჩემი მეგობარი და სურათი გადავუღე.

IPB-ს სურათი


blink.gif არქიტექტურული შედევრია laugh.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Nov 7 2009, 06:21 AM

ვაიმე ერთი სული მაქვს იტალიაში როდის ჩავალ, ძალიან მაგარია
(ქუთეისში, გლდანში, ბათუმში, რიონზე ნამყოფი ვარ)

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 7 2009, 06:42 AM

კარგი იყო.

მადლობა KAIROS

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 7 2009, 09:36 AM

ციტატა
არქიტექტურული შედევრია

ეკატუნიკო, იცი რამდენი მსგავსი "შედევრი" ვნახე? sad.gif
ციტატა
რიონზე

ჰოო, პარადაის biggrin.gif
ციტატა
კარგი იყო.

მადლობა შენ smile.gif

მალე გავაგრძელებ, ახლა ისევ იტალიის ქალაქებით...

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Nov 8 2009, 01:04 AM

ციტატა(KAIROS @ Nov 7 2009, 09:36 AM) *

ეკატუნიკო, იცი რამდენი მსგავსი "შედევრი" ვნახე? sad.gif


შენი თვალი როგორც ჩანს მიჩვეული არ არის მსგავსი რამეების დანახვას, აბა მე მკითხე biggrin.gif
ყოველ ნაბიჯზე იმდები "შედევრი" მხვდება, ზოგჯერ გული მწყდება არქიტექტორი რომ ვარ, იქნებ სხვა პროფესია რომ მქონოდა ვერც შემემჩნია huh.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Nov 8 2009, 02:48 AM

ეჰ, რაც არ უნდა ცუდი მდგომარეობა იყოს, მაინც ლამაზია ჩვენი საქართველო,
ლამაზი და საყვარელი smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 8 2009, 05:01 AM

ციტატა
ჰ, რაც არ უნდა ცუდი მდგომარეობა იყოს, მაინც ლამაზია ჩვენი საქართველო,

ეგ კი, და სწორედ ამიტომაა მე და ეკატუნიკოს და სხვებს კიდევ, რომ ასე ცუდად გვხვდება თვალში ის სიმახინჯეები, რაც უნდა მოცილდეს, მართლაც ულამაზეს საქართველოს smile.gif
მე დღეს გავაგრძელებ...

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 9 2009, 09:45 AM

ერთერთი ყველაზე დატვირთული ქრისტიანობის ხელოვნების და მისი ისტორიის თვალსაზრისით, იყო ქალაქ რავენნას ვიზიტი, ეს საოცარი ქალაქი, უამრავ კვალს ატარებ ისტორიული ცვილელებებისა, აქვე ერთმანეთის გვერდიგვერდ არიან უძველესი აღმოსავლურ-ბიზანტიური ანუ მართლმადიდებლური (V-VI სს.) და იმავე ხანის არიანული (არიოზის სექტის მქონე ოსტგუთებს ქალაქი დიდი ხანი ქონდათ დაკავებული), და ეს საოცარი ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა;

დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის და რომის აღების შემდეგ, იგი გახდა ახალი დედაქალაქი, წლები 402 - 476:
შემდეგ ეს ახალი დედაქალაქიც იქნა დაკავაბული ოსტროგოთების მიერ და მათი სამეფოს დედაქალაქია 493 - 553;
და შემდეგ დედაქალაქია ბიზანტიის ეკლესიის საეგზარქოსოსი:568 - 751

დანარჩენზე თავად ნახეთ:

http://www.turismo.ravenna.it/index.php?lang=2

ეს ის ქალაქი, რომელიც ცენტრიდან მისაღწევად ცოტა ძნელია, ცოტა შორსაცაა და ცოტა ძვირიცაა და ამიტომ აქამდე ვერაფრით ვერ ჩავედი, საქართველოდან დაბრუნებულს მქონდა მცირე დრო და მაშინვე წავედი, და არათუ არ ვინანე, არამედ კიდევ ერთხელ როდის ჩავალ იმას ვნატრობ, მაშ ასე დავიწყოთ, წინ საოცარი სანახაობები გელით.

ნუ რათქმაუნდა მთლიანად ქალაქი არის იუნესკოს დაცვის ქვეშ, დილაადრიანად რკინიგზის სადგურის წინ, ასეთი ნეოშემოქმედება დამხვდა, ესაა ნიშანი იმის, რომ ეს ქალაქი ცნობილია მისი უძველესი V-VI სს.ების მოზაიკებით და აქაა მხოლოდ მოზაიკური სკოლების დიდი ნაწილი, აქ იყიდება (ძალიან ძვირად ისე) ნამდვილი მოზაიკები ბიზანტიური სტილში შესრულებული...

აი ეს შემოქმედებაც:

IPB-ს სურათი

როგორც კი გაიხსნა დილაადრიანად პირველი უძველესი ბაზილიკა, პირველი ვინც შევიდა მე ვიყავი, და ეგრევე მომხიბლა უძველესი სტილის საოცრად ჰარმონიულმა, მოქნილმა და ჰაეროვანმა სამნავიანმა ბაზილიკამ

IPB-ს სურათი

სადღაც ისტორიის განყოფილებაში, ვწერდი ჩემს გაოცებას იმის გამო, რომ ამ ხალხს ჩვენგან განსხვავებით არ რცხვენია საკუთარი შეცდომების აღიარებათქო (ოსების საკითხზეა რომაა თემა იქ დავწერე მოკლედ), და ამან გამაოცა, წარმოგიდგენიათ ახლა თქვენ ჩვენს ეკლესიაში რომ ნახოთ, როგორ გასვამდა ბოძებზე დიდგვაროვანებს დავითი ან როგორ უწვავდნენ ხოლმე ეკლესიებს სხვა რწმენის წარმომადგენლებს კონსტანტინეპოლში, ამის გამომხატველი მოზაიკა იყოს შუა ეკლესიაში? biggrin.gif ხომ ეგრევე აქცევდა ნაცარტუტად ნეოტერორისტები (გვარს არ ვიტყვი, ჩვენი კოლმეურნეობის "დამრტყმელი" ჯგუფი)? ჰოდა ასე, მარცხენა ნავში, კედელზე ძველი ბაზილიკადან შემორჩენილი მოზაიკებია გამოფენილი და მათ შორის... ჯვაროსანთა მიერ კონსტანტინეპოლის აღება!


IPB-ს სურათი

ხომ სიანტერესოა არა? smile.gif მეც ლამის პირველად ვნახე ასე ახლოდან ასე უძველესი მოზაიკა ამ ფაქტის გამოსახველი, გვერდით სხვა ულამაზესი და ძალიან სიმბოლური მოზაიკა ვნახე, სადაც მტერდს ნისკარტით საცეცხლური (საკმევლის საკმევი) უკავია, იშვიათია ძალიან და პირველად ვნახე:

IPB-ს სურათი

და მართლაც მოხიბლული გამოვედი პირველივე ტაძრიდან, გარეთ უკვე მზე ამოდიოდა და ქალაქის სილამაზეც გამოჩნდა...

IPB-ს სურათი

შემდეგში გავაგრძელებ;

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 13 2009, 10:01 AM

მაშ ასე შეიკარით სუნთქვა ან ღრმად ამოისუნთქეთ smile.gif

გაჩვენებთ ორ სიწმიდეს, რომელიც ამ ქალაქში განისვენებს, ერთია ულამაზესი ქვის რელიეფური ხატი ღვთისმშობლისა, რომელიც სასწაულებრივად განერიდა კონსტანტინეპოლში დაწყებულ ხატმებრძოლურ დევნას და
რავენნას შეაფარა თავი...

IPB-ს სურათი

ეს ახლოდან სურათის სურათი:

IPB-ს სურათი

და იქვეა დასვენებული გალილეის კანას ქორწილში გამოყენებული სარწყაულები, სადაც (და რომლებშიც) უფალმა პირველი სასწაული აღასრულა, ძალიან
სიმბოლურია ის წარწერა რაც ქვემოთ წერია ლათინურად: რასაც გეტყოდეთ, იქმოდეთ! (ეს სიტყვები ღვთისმშობელმა უთხრა მსახურებს, მაგრამ ეს სიტყვები
ჟღერს მარადიულობაში).


IPB-ს სურათი

და ბოლოს, როგორც გაუხვევ ამ ქუჩიდან, შეგხვდება ერთი პატარა სამლოცველო, სადაც აწერია :

DANTIS POETAE SEPVLCRVUM

(პოეტ დანტეს საფლავი)

ხოლო მის საფლავზე არის ეპიტაფია

HIC CLAVDOR DANTES PATRIS EXTORRIS ABORIS QVIA GENVIT PARVI FLORENTIA MATRIS AMORIS.

აქ განვისვენებ დანტე, განდევნილი სამშობლოდან , რომელმაც შვა ფლორენცია, მცირე სიყვარულის დედა.


სინამდვილეში ფლორენციაში მხოლოდ კენოტაფია არის მისი (ანუ საფლავის ძეგლი იმისადმი, ვინც სხვაგანაა დაკრძალული); ხოლო საფლავი არის ულამაზეს ქალაქ რავენაში

IPB-ს სურათი

რავენას სურათებს "ზაფხულის ჩანაწერებში" დავდებ, რადგანაც ფლორენციიდან იძულებული გახდა დანტე გამოქცეულიყო,

ციტატა
აქ განვისვენებ (მე) დანტე განდევნილი სამშობლოდან , რომელმაც შვა ფლორენცია , უმადურობის (მცირე სიყვარულის) დედა...

დანტეს გარდაცვალების შემდეგ რავენელები საგულდაგულოდ მალავდნენ მის საფლავს, რომ ფლორენციელებს ჩუმად არ მოეპარათ, დღეს კი ზემოთ რომ სურათი ნახეთ, ესაა პატარა კაპელის წარწერა, ეს კი მთლიანად კაპელაა

IPB-ს სურათი

აქ დანტეს გარდაცვალების დღეს (14 სექტემბერი 1265 წელი) ფლორენციელები, გამოწყობილნი ნაციონალურ ტანსაცმელში, საყვირებით და ბუკებით, დროშებით და სპეციალური დელეგაციით, ვერცხლის ჭურჭელით მიდიან მის საფლავთან და იქ დანთებული კანდელისათვის მიაქვთ ფლორენციული უმაღლესი ხარისხის ზეთისხილის ზეთი

IPB-ს სურათი


იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 16 2009, 04:41 AM

ვაგრძელებ საუბარს რავენაზე,

ესეც ერთერთი წმიდანის საძვალეა საკურთხეველთან. წმ. პავლე ერემიტი (IV ს.ნე)

IPB-ს სურათი

ეს იქვე ტიპიური იტალიური სტილი, როცა რაიმე ძველია, როგორც განძს ისე ინახავენ, ნუ ამ სახლს განძის არაფერი ეტყობა, მაგრამ მაინც
ასეა შენახული biggrin.gif

IPB-ს სურათი

ძალიან შთამბეჭდავი სამრეკლო იყო

IPB-ს სურათი

და ბევრის მთქმელი ბარი, რომელსაც "ბიზანტიური" ერქვა smile.gif

IPB-ს სურათი

და მაინც, როგორც ვთქვი რავენნა არის საოცრება მოზაიკებისა, აქაა მართლმადიდებლური, არიანული და მოგვიანო კათოლიკურიც, ეს ბოლო იშვიათია და არაა განსაკუთრებული, რაც შეეხება მართლმადიდებლურს და არიანულს, ესენი კი ხელოვნების ნიმუშებია, არიანულით დავიწყებ, მხოლოდ ერთი ნიმუშია და შემდეგ მივყვები
მართლმადიდებლურ-აღმოსავლურ საოცარ და ულამაზეს მოზაიკებს მეხუთე საუკუნისა.

მე-V საუკუნე არის ეს მოზაიკებიც არიანულ ბაპტისტერიუმში

IPB-ს სურათი

ესეც დეტალი

IPB-ს სურათი

და ბოლოს ერთერთი ხედი, შემდეგ გველის ულამაზესი აღმოსავლური ბაზილიკების მოზაიკები

IPB-ს სურათი

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 21 2009, 05:27 AM

უჰ, ვერ მოვიცალე...

სანამ რავენაში ჩავიდოდი, ყველაზე დიდი საოცრება მოზაიკით შესრულებული იყო პალერმოს მართლაც ზღაპრული ბაზილიკა "მონრეალი"; სადაც 2,5 მეტრის ზემოთ, მთლიანად მთელი ტაძარი ოქროსფერი მოზაიკებით არის შემკული, შუა ნავში ერთ მხარეს ძველი აღთქმაა, მეორე მხარეს ახალი, მარჯვენა ნავში პავლე მოციქულის ცხოვრებაა, მარცხენაში პეტრესი... საოცრება იყო, აი სურათი:

IPB-ს სურათი

მაგრამ...

ის დიადი იყო, შორს და უფრო ბიზანტიური სტილის, ეს კი რასაც ახლა განახებთ, პროტოქრისტიანულია V-VI სს.ების და საოცარი, სულ სხვა თბილი და საყვარელი ფერთა ნაზავია..

რავენნა...

ქრისტე (უწვერული, როგორც გამოიხატებოდა უძველეს ხატებზე და მოზაიკებზე)

IPB-ს სურათი

ქრისტე-კრავი

IPB-ს სურათი

თეოდორა დედოფალი, წმ. იუსტინეს მეუღლე ...

IPB-ს სურათი

სუპერდეტალი...

IPB-ს სურათი

გავაგრძელებ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Nov 21 2009, 01:18 PM

ციტატა(KAIROS @ Nov 21 2009, 05:27 AM) *


IPB-ს სურათი


ohmy.gif რა სილამაზეააა wub.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 21 2009, 02:02 PM

ციტატა
რა სილამაზეააა

აბა, ეკატუნიკო...
საქართველოდან ახალი ჩასული ვიყავი, როცა პირველ უცხოურ ახალ წელს (ახალი სტილით biggrin.gif) სიციალიაში, ვულკან ეტნას ქვეშ (ohmy.gif biggrin.gif) შევხვდი, მერე კატანიიდან პალერმოში მოგვიწია წასვლა ექსკურსიით და გზაში მონრეალის კათედრალშიც შევიარეთ... პირველად რომ შევედი, დავიბენნი, გავშრი, დავჯექი და ნელნელა გონს რომ მოვედი, მერე დავიწყე დათვალიერება, ესაა საოცრება, ზღაპარი.... ხატები და ფრესკები მოზაიკებად ქცეულან და ყოველი მხრიდან გიყურებენ, იქ პავლეა, როცა ჯერ კიდევ დევნის ქრისტიანებს, მკაცრი სახე აქვს დიდად, და რომელიც მოსიყვარულე სიმკაცრეში გადადის შემდეგ მოქცევისას, იქ პეტრე თევზაობს და უფალი დგას ახლოსვე, თითქოს უღიმის კიდეც აქეთ ჩააგდე ბადეო... შუაში ნოეა, სევდიანად რომ მიედენება პირუტყვს კიდობანში და სადღაც ზემოთ კი დიადი სერობა...
მაგარი იყო, ნელნელა დავდებ მაგ ფოტოებსაც, ოღონდ ჩემი არ იქნება, იმიტომ რომ მაშინ სად მქონდა ციფრული biggrin.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Nov 22 2009, 01:39 PM

ციტატა(KAIROS @ Nov 21 2009, 02:02 PM) *

აბა, ეკატუნიკო...
საქართველოდან ახალი ჩასული ვიყავი, როცა პირველ უცხოურ ახალ წელს (ახალი სტილით biggrin.gif) სიციალიაში, ვულკან ეტნას ქვეშ (ohmy.gif biggrin.gif) შევხვდი, მერე კატანიიდან პალერმოში მოგვიწია წასვლა ექსკურსიით და გზაში მონრეალის კათედრალშიც შევიარეთ... პირველად რომ შევედი, დავიბენნი, გავშრი, დავჯექი და ნელნელა გონს რომ მოვედი, მერე დავიწყე დათვალიერება, ესაა საოცრება, ზღაპარი.... ხატები და ფრესკები მოზაიკებად ქცეულან და ყოველი მხრიდან გიყურებენ, იქ პავლეა, როცა ჯერ კიდევ დევნის ქრისტიანებს, მკაცრი სახე აქვს დიდად, და რომელიც მოსიყვარულე სიმკაცრეში გადადის შემდეგ მოქცევისას, იქ პეტრე თევზაობს და უფალი დგას ახლოსვე, თითქოს უღიმის კიდეც აქეთ ჩააგდე ბადეო... შუაში ნოეა, სევდიანად რომ მიედენება პირუტყვს კიდობანში და სადღაც ზემოთ კი დიადი სერობა...
მაგარი იყო, ნელნელა დავდებ მაგ ფოტოებსაც, ოღონდ ჩემი არ იქნება, იმიტომ რომ მაშინ სად მქონდა ციფრული biggrin.gif

ისე კარგად ყვები, წარმოვიდგინე რომ მეც იქ ვარ და გაოგნებული ვათვალიერებ მოზაიკებს biggrin.gif

ნეტა როდესმე თუ ვნახავ მაგ სილამაზეს wub.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Nov 22 2009, 09:00 PM

მე ვაკეთებ ჩემს ჩანაწერებს აქ

http://church.ge/index.php?showtopic=371&st=500&gopid=567639&#entry567639

ისეთი ვერაა, როგორიც კაიროსის, მაგრამ მაინც biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 29 2009, 10:23 AM

ციტატა
მე ვაკეთებ ჩემს ჩანაწერებს აქ

ვაა, ყოჩაღ მადმუაზელ შენ smile.gif
კაია რაჭა, სამწუხაროდ არ ვიცნობ ახლოს...

ციტატა
ნეტა როდესმე თუ ვნახავ მაგ სილამაზეს


ნახავ ეკატუნიკო, ნახავ, სულ ომი და ოხრობა ხომ არ იქნება კაცო? ჩვენთანაც მოვა აბა სად წავა ეგ გაზაფხული? ჰოდა, ნახავ smile.gif

მანამ კი შედით აქ მონრეალის კათედრალის ვებ გვერდზე, ბევრ რამეს ნახავ

http://www.duomomonreale.it/index.php?option=com_content&task=view&id=260&Itemid=348&lang=en

და აი ერთი სურათიც მონრეალზე:

IPB-ს სურათი


პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 29 2009, 10:34 AM

მონრეალი პალერმოშია , სიცილიის კუნძულზე, ჩვენ კი ისევ დავბრუნდეთ ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, ქალაქ რავენას საოცარ მოზაიკებთან:

ეს გარედანაა, მცირე მე-V საუკუნის მართლმადიდებლური (ორთოდოსსო) სანათლავი /ბატისტერო/

IPB-ს სურათი


ეს კი შიგნიდან:

IPB-ს სურათი

დეტალი:

IPB-ს სურათი


წმიდანი:

IPB-ს სურათი


წარწერა:

IPB-ს სურათი


როგორც ახასიათებთ, ტაძრის შიგნითა ბაღში იქ აღმოჩენილი სხვადასხვა არქეოლოგიური ნაშთებია გამოფენილი, მაგრამ იმდენად ლამაზები და მნიშვნელოვანები, რომ დღეს ამათით დავამთავრებ, შემდეგ კი საოცარი "გასეირნება" გველოდება სან ვიტალეს ტაძარში...

კიდევ ერთხელ დატკბით წინარეშუასაუკუნეების ოსტატის ხელოვნებით:

IPB-ს სურათი

სარკმელი:

IPB-ს სურათი

ძალიან საინტერესო და სიმბოლური ჯვარი, შიგნით მაკურთხეველი მარჯვენათი:

IPB-ს სურათი

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Nov 29 2009, 11:11 PM

ციტატა(KAIROS @ Nov 29 2009, 10:34 AM) *

ეს გარედანაა, მცირე მე-V საუკუნის მართლმადიდებლური (ორთოდოსსო) სანათლავი /ბატისტერო/

IPB-ს სურათი
ეს კი შიგნიდან:

IPB-ს სურათი


გარედან რა სადა და უბრალოა, არაფრით განსხვავდება ჩვენი ტაძრებისგან. ვინ იფიქრებს რომ შიგნით ასეთი საოცარი მოზაიკებია thumbs.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 30 2009, 04:47 AM

ციტატა
არაფრით განსხვავდება ჩვენი ტაძრებისგან

ეკატუნიკო, იცი ყოველთვის რა მაინტერესებდა?
აი ჩვენი ჯვარიც უძველესია, მონასტრებიც, და რატომ ვერ განვითარდა მოზაიკური სისტემა? ფრესკება იშლება და იკარგება, ესენი კი რჩება...
კიდევ გავაგრძელებ სანამ ოკეანეს გადავცდებოდე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Dec 1 2009, 12:23 AM

ციტატა(KAIROS @ Nov 30 2009, 04:47 AM) *

ეკატუნიკო, იცი ყოველთვის რა მაინტერესებდა?
აი ჩვენი ჯვარიც უძველესია, მონასტრებიც, და რატომ ვერ განვითარდა მოზაიკური სისტემა? ფრესკება იშლება და იკარგება, ესენი კი რჩება...

ვაიმეეეე, დღეს ზუსტად მაგას ვფიქრობდი და ახლა ეს რომ წავიკითხე გავოცდი biggrin.gif


სიამოვნებით ვისწავლიდი მოზაიკის კეთებას, მარა არის კი ვინმე მისი მაწავლებელი? dntknw.gif
ან მასალა იშოვება საქართველოში? unsure.gif dntknw.gif


პ.ს. თუ ვინმემ იცით მოზაიკის მასწავლებელი, მიმასწავლეთ (სერიოზულად ვამბობ)

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 2 2009, 05:16 AM

სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში მიდიოდა აყვავება მოზაიკური სისტემისა, რომელმაც სამწუხაროდ დეგრადაცია განიცადა, სწორედ მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გამო, რაც XIII ს-ის შემდეგ დაატყდა საქართველოს, რადგან ჩვენ გვაქვს უძველესი მოზაიკები და გვაქვს კლასიკური მოზაიკები, მაგრამ თითქმის აღარ გვაქვს შემდგომი ეპოქის მოზაიკის არცერთი ნიმუში:

ციტატა
ბიჭვინთაში არსებული საკანალიზაციო სისტემა მიგვითითებს გვიანდელი ანტიკური ხანის საქალაქო-სანიტარული კულტურის მაღალ დონეზე, ნაქალაქარის გარეთ, ასევე გალავნით შემოზღუდულ ტერიტორიაზე, აღმოჩენილია ქრისტიანული ტაძრის - სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები, რომელსაც შვერილი ხუთწახნაგოვანი აფსიდი ჰქონია. შუა ფართო ნავი გვერდის ნავებისაგან ხუთი წყვილი ბურჯით იყო გამოყოფილი. დასავლეთის მხრიდან ტაძარს ნართექსი ეკვროდა, რომელიც ნავებს 3 შესასვლელით უკავშირდებოდა. ტაძარი V საუკუნეს მიეკუთვნებოდა. იგი აუგუათ, როგორც ჩანს, უფრო ძველი, IV საუკუნის ბაზილიკის ნანგრევებზე, რომელიც რამდენადმე უფრო დიდი ზომისაც ყოფილა და უფრო მდიდრულად მორთულიც. ამას მოწმობს მარმარილოს არქიტექტურული ფრაგმენტები და მოზაიკით შემკული იატაკი.

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AD%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%90
მე-4 საუკუნის ბაზილიკა და მისი მოზაიკებიანი იატაკი, სწორედ იმ პერიოდზე და იმ სტილზე უნდა მიგვანიშნებდეს, რომელთა სურათებს ვდებ ხოლმე აქ, ხოლო კედლის მოზაიკის ყველაზე შესანიშნავი ნიმუშია გელათის მოზაიკა
ესაა საოცარი
ციტატა
ქართული კედლის მხატვრობის ძეგლი (1125-1130), ამკობს გელათის ტაძრის საკურთხევლის აფსიდის კონქს. ძირითადად კარგად არის შენახული, დაზიანებულია მხოლოდ კომპოზიციის ქვედა ნაწილი. ჩამოცვენილი კენჭების ადგილი მოხატულია XVI საუკუნეში. მოზაიკისა და ტაძრის ფრესკების ამგვარი შერწყმა საქართველოში სხვაგან არსად არ გვხვდება. კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია ფეხზე მდგომი ღვთისმშობელი ჩვილით ხელში, აქეთ-იქით მთავარანგელოზები - გაბრიელი და მიქელი უდგანან, საკოსი და ლორონი აცვიათ, ცალ ხელში სფერო უჭირავთ, მეორეში - ლაბარუმი. ფიგურები გამოსახულია ოქროსფერ ფონზე. ღვთისმშობელს ჯვრებით დამშვენებული მუქი ლურჯი მაფორიუმი აცვია. სამოსის ნაოჭები მოშავო-ლურჯი ფერისაა და მუქი ტონები რბილად გადადის განათებული ნაწილებისაკენ. სახის კონტური მწვანე კენჭებით არის შემოწყობილი. წარბებისა და ცხვირის ჩრდილები ნუშის ფერია, წარბები და თვალის ჭრილი - შავი, მწვანე და რუხი კენჭებითაა შემოწერილი. ჩვილს ოქროს ქიტონი აცვია, ნაოჭები შესრულებულია აგურისფერი კენჭებით, ჰიმატიონიც ოქროსფერია. მისი სახე ღვთისმშობლის სახეზე უფრო მუქია, რაც კონტრასტს ქმნის ბრწყინვალე სამოსთან და მკავრ იერს ანიჭებს ჩვილს. მიქელ მთავარანგელოზს აცვია მწახე მწვანე ფერის საკოსი და ფერადი ქვებით მორთული, მდიდრულად მოქარგული ლორონი. გაბრიელ მთავარანგელოზის ტანსაცმელი შედარებით ერთფეროვანია. მჭიდროდ მოწყობილი ფერადი სმალტისა და ადგილობრივი კირქვის სხვადასხვა ზომის ოთხკუთხი კენჭებით. კომპოზიციის ყველა დეტალი, პლასტიკურიც და ფერადოვანიც გულმოდგინედ არის მოფიქრებული.

გელათის მოზაიკა დავით აღმაშენებლის ეპოქის მონუმტური ხელოვნების მაღალმხატვრული, დახვეწილი გემოვნებითა და ვირტუოზული ტექნიკით შესრულებული ნაწარმოებია.


http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%90%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90


არის ეს კარგი სტატია:
მოზაიკა


მოზაიკური გამოსახულების მისაღებად, სხვადასხვა გეომეტრიული ფორმის მასალას ამაგრებენ კირის, ცემენტის ხსნარზე და ან სანთლის ფენაზე. არსებობს მოზაიკის აწყობის 2 ხერხი:"პირდაპირი", როცა მასალა უშუალოდ მაგრდება მისთვის განკუთვნილ ზედაპირზე, და "არაპირდაპირი", როცა მას ჯერ მუყაოზე, ქსოვილსა და სხვა მაგარ ნივთიერებაზე აწყობენ და შემდეგ გადააქვთ კონკრეტულ ადგილას. მოზაიკის მასალა, როგორც წესი, მყარი და გამძლეა. სწორედ ეს ფიზიკური მახასიათებლები ანიჭებს მას განსაკუთრებულობას.

მოზაიკის ხელოვნება 4 000 წელზე მეტ ხანს ითვლის, როდესაც დეკორატიულ ფიგურებს თიხის ნატეხებით გამოსახავდნენ ფონზე. ძვ. წ.-ით VIII საუკუნისთვის უკვე არსებობდა მოკირწყლული ბილიკები, რომლებიც სხვადასხვა ფერის კენჭებით იყო გაფორმებული. თუმცა, ეს უფრო არასტრუქტურირებული დეკორაციები იყო.

უძველესია სხვადასხვა ფერის თიხის წრეებისგან დამზადებული მოზაიკა (შუამდინარეთის ტაძრები, ძვ. წ. III ათასწლეულში). ძვ.წ. IV საუკუნეში, ბერძნებმა კენჭებით გაფორმებას ხელოვნების სახე მისცეს და ზუსტი გეომეტრიული ფიგურების, ცხოვრებისეული სცენებისა და ცხოველების გამოსახვა დაიწყეს.

ძვ. წ. 200 წლისთვის, სპეციალური ნაწილების (ტესერების) დამზადებისას, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ ნამუშევრის დეტალებსა და ფერთა სპექტრს. პატარა ტესერებით, რომლებიც ზოგჯერ, სულ რაღაც, რამდენიმე მილიმეტრი იყო, ნახატების ასლებს აკეთებდნენ. მოზაიკის ბევრი ნიმუში დრომ შემოგვინახა, მაგალითად, პომპეის მოზაიკები ბერძენ ხელოვანთა ოსტატობას გვიჩვენებს. პომპეის მოზაიკაზე წარმოდგენილია ზღვის ღმერთი ნეპტუნი და ამფიტრიტე. იგი ჰერკულანიუმში, იტალიაში ინახება. კედლის მოზაიკაში გამოყენებულია მინის ნატეხები, რაც ფერებს მეტ სიცხოველეს ანიჭებს. იატაკის მოზაიკის დეტალებს მარმარილოს ან სხვა ქვებისგან ამზადებდნენ, ზოგჯერ თიხის ნატეხებს ან აგურსაც იყენებდნენ შესაბამისი ფერების მისაღებად. გრეხილებისგან შემდგარი ჩარჩოს ეფექტს გილოშებს უწოდებდნენ.

რომის იმპერიის გაფართოებასთან ერთად, მოზაიკის ხელოვნება კიდევ უფრო განვითარდა, მაგრამ ოსტატობის დონე და მანერა დაკნინდა. თუ რომაული მოზაიკის ნიმუშებს იტალიურს შევადარებთ, დავინახავთ, რომ გაფორმების თვალსაზრისით, პირველი უფრო მარტივი და ტექნიკურად ნაკლებ დახვეწილია. რომაული მხატვრობის ძირითადი თემატიკა იყო სცენები ღმერთებისა და ადამიანების ცხოვრებიდან, აგრეთვე, გეომეტრიული ფიგურები.



რომაელები მოზაიკას იატაკის გასაფორმებლად იყენებდნენ, ბიზანტიელები - კედლებისა და ჭერის. სმალტში ხსნარს არ ასხამდნენ, რაც განაპირობებდა მინაში შუქის გარდატეხას. ამასთანავე, მოზაიკას პატარა კუთხეებში სვამდნენ, ოქროს ტესერები კი შენობის სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვაგვარად ბრწყინავდა. ბიზანტიურ ნამუშევრებში, რომაული გამოსახულებები ტიპურ ქრიტიანული თემებს შეერწყა, თუმცა, ზოგიერთი ნიმუში იმპერატორებსა და მათ მეუღლეებს ასახავდა. მოზაიკის საუკეთესო ნიმუშებს ვხვდებით რეავენაში, ვენეციაში და სტამბოლში.



VIII საუკუნეში დასავლეთ ევროპაში, პირინეის ნახევარკუნძულზე მავრებმა შემოიტანეს ისლამური მოზაიკისა და ფილების ოსტატობა. ამავე პერიოდში,

აღმოსავლურ ქვეყნებში მოზაიკისთვის გამოიყენებოდა ქვა, მინა და კერამიკა. ბიზანტიური მხატვრული მოზაიკისგან განსხვავებით, აღმოსავლური მოზაიკის გამოსახულებები, ძირითადად, გემოტრიული ან მათემატიკურია. მოზაიკის ბრწყინვალე ნიმუშებია კორდობას დიდ მეჩეთსა და ალამბრას სასახლეში. არაბულ ქვეყნებში ჩამოყალიბდა განსაკუთრებული დეკორატიული სტილი ზილიჟი - ფორმები კერამიკისგან ხელით მზადდებოდა, რათა უკეთესად შერწყმოდა ერთმანეთს და კარგად დაეფარა ზედაპირი.

ევროპის მრავალ ქვეყანაში, მოზაიკის ხელოვნება მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში დაქვეითდა. თუმცა, ფილების სულ უფრო მზარდმა წარმოებამ განაპირობა მოზაიკური ნამუშევრების გამოყენება სააბატოებსა და სხვა მნიშვნელოვან რელიგიურ დაწესებულებებში, მაგალითად, ელის კათედრალის სამრეკლოს გაფორმება (1320 წ.); სამრეკლოს იატაკზე დეტალებისგან შესრულებულია ადამისა და ეევას გამოსახულება, ასევე, ერთმანეთთან შერწყმული გამოსახულებები, აქვე გამოყენებულია მოზაიკის სხვა ტექნოლოგიები, მათ შორის ფსევდო მოზაიკა (მოზაიკის დეტალებს ცალკე არ ამზადებენ და კენჭებს პირდაპირ სვამენ ფონზე მოზაიკის ეფექტის მისაღებად) და ოპუს სექტილი (ერთ მთლიან ფონს გამოსახულების მისაღებად დეტალებად ყოფენ). მოზაიკამ მაღალ განვითარებას მიაღწია იტალიაში, საქართველოსა და ძველ რუსეთში. XVI საუკუნეში, იტალიაში შენობათა ინტერიერსა და ავეჯს რთავდნენ გახეხილი ფერადი ქვებით აწყობილი, ე.წ. ფლორენციული მინით.



XIX საუკუნეში, მოზაიკისადმი ინტერესი გაიზარდა, განსაკუთრებით, ბიზანტიური სტილისადმი. ამის მაგალითია ლონდონში ვესტმინსტერის კათედრალისა და პარიზში საკრე-კეორის ტაძრის გაფორმება. ბრიტანეთში, ვიქტორიანულ ეპოქაში მოზიკის ხელოვნება აღორძინდა, რაც განაპირობა ქვეყანაში მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებამ და კერძო თუ საზოგადოებრივი შენობების რიცხვის ზრდამ. ფილების მასობრივად წარმოებამ, თავის მხრივ, გაზარდა მოთხოვნა იატაკის დეკორატიულ გაფორმებაზე. არქიტექტურასა და დიზაინში გოთიკური სტილის აღორძინებამ კვლავ გამოიწვია შუასაუკუნეების თემატიკისადმი ინტერესი. მოზაიკის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია ანტონიო სალვიატიმ, რომლის სახელსაც უკავშირდება ვენეციური მინის ინდუსტრიის აყვავება. მან ძველი ვენეციური ტექნოლოგიით დაიწყო მოზაიკის დამზადება ვიქტორიანული ეპოქის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

მოზაიკას ასევე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს არტ-ნუვოს მიმდინარეობაში. XX საუკუნის პირველ ნახევარში, ბარსელონაში, გუელის პარკში ანტონიო გაუდიმ და ხოსე მარია ჟუჟოლმა მთელი ბაღი მორთეს ულამაზესი მოზაიკით. მოზაიკის ამ ტექნიკას ტრენცადისი ეწოდება და ითვალისწინებს დეტალებით შენობის ზედაპირის მოპირკეთებას. არქიტექტორებმა ჭურჭლის ნამტვრევები და სხვა საგნების დეტალებიც გამოიყენეს დეკორაციისთვის, რაც ხელოვნებაში გადატრიალებად ჩაითვალა.









თანამედროვე მოზაიკა



მოზაიკა დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს, მუხედავად იმისა, რომ ზოგი მას ხელობად უფრო მიიჩნევს, ვიდრე ხელოვნებად. მოზაიკას ხშირად ორმაგი ფუნქცია აქვს, რადგან შემოქმედების ადვილად მისაწვდომ, არაელიტურ ფორმად ითვლება და ამასთანავე, ფუფუნების სიმბოლოც არის. მიუხედავად ამისა, ეს დარგი მდიდრდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ორგანიზაციები - თანამედროვე მოზაიკის ბრიტანული ასოციაცია და ამერიკელ მოზაიკის ხელოვანთა საზოგადოება - სულ უფრო ანვითარებენ დარგის ხელოვნებას. დღეს მოზაიკაში გამოიყენება კერამიკა, ნიჟარა,მინანქარი, სადაფი და სხვა მასალები.

მოზაიკას, თითქოს, არაფერი აკავშირებს მხატვრობასთან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს დარგი ხშირად გამოიყენებოდა ფერწერის ალტერნატივადაც. მოგვიანებით, პუანტილისტებმა (ჟორჟ პიერ სიურა (1859-1891) ფუნჯის ჩვეულებრივი მონასმი წერტილოვნი მონასმებით შეცვალეს (point-წერტილი). პუანტილისტებმა აღმოაჩინეს, რომ ერთმანეთის გვერდით დასმული სხვადასხვა ფერის წერტილები შორიდან სხვა ფერს წარმოქმნიდა და მოზაიკის ეფექტს ქმნიდა. ასევე აღსანიშნავია გუსტავ კლიმტის ფერწერული ტილოები და მარკ შაგალის ნამუშევრები.









ქართული მოზაიკა



1952-54 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბიჭვინთაში აღმოაჩინა IV საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა. ტაძრის იატაკი დაფარული იყო მოზაიკური მხატვრობით. მოზაიკა შედარებით კარგად იყო დაცული საკურთხევლის აფსიდსა და სტოაში.- კარიბჭეში, ცალკეული ფრაგმენტები - ტაძრის სხვადასხვა ადგილას (ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში) .

1971-77 წწ. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სოფელ ძალისის მიდამოებში, დიონისეს ტაძარში აღმოჩნდა II საუკუნის იატაკის მოზაიკური მხატვრობა. მოზაიკური მხატვრობის ნიმუში შემორჩენილი იყო აგრეთვე მცხეთის მცირე ჯვრის ტაძრის საკურთხევლის აფსიდის კონქში. VII ს. პირველი ნახევრით თარიღდება წრომის ტაძრის მოზაიკა. მხატვრობის უმეტესი ნაწილი არ შემორჩენილა, შედარებით მოზრდილი 3 ფრაგმენტი კი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება. მოზაიკის ფონუი შედგება სხვადასხვა ზომისა და ფორმის ოქროს კენჭებისგან, შავი და სხვადასხვა ელფერის წითელი შეღებილი კირქვისგან; მოცისფრო და ბაცი მწვანე ადგილ. ქვისგან. XII ს.-ით თარიღდება ქართული მონუმენტური ხელოვნების მაღალმხატვრული ძეგლი გელათის მოზაიკა.





ლიტ.წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. VII, -თბილისი.- 1984. - გვ.:65;

http://www.thejoyofshards.co.uk/index.shtml

The language of art





მასალა მოამზადა მაია სიმონიშვილმა


http://www.nplg.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=353&info_id=896

ახლა გაჩვენებთ მოზაიკის დაზიანების ადგილებში ჩახატვის მაგალითს, ეს ძალიან წმიდა ადგილია, ოქტაგონალური IV ს.ის სანათლავი, რომელიც კონსტანტინე დიდს უკავშირდება, შიგნით არის ერთი ადგილი, სადაც არიან დაკრძალულნი ანუ "განისვენებენ სხეულნი წმიდა მოწამეთა კვიპრიანესი და წმ. ქალწულ იუსტინასი"
საუბარია წმ.მღვდელმოწამე კვიპრიანეზე (შეცდომით უძახიან "კართაგენელს", იყო ანტიოქიიდან, კართაგენილი სულ სხვაა) და წმ. ქალწულმოწამე იუსტინაზე.
და იქ ზემოთ არის მოზაიკა, რომელიც უძველესია, და შიგდაშიგ ადგილები არის ჩახატული, როგორც გელათში /თუმცა გელათზე გაცილებით ადრინდელია/

IPB-ს სურათი

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Dec 2 2009, 02:40 PM

აჰ, უსირცხვილოდ ლამაზია biggrin.gif

ასე იცის სილამაზემ,
უცხვად გიჭრის თვალებს

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 4 2009, 04:29 AM

მაშ ასე, ვაგრძელებთ ისევ საუბარს რავენაზე, ალბათ ბევრ თქვენგან მოუნდა ამ საოცარი ქალაქის ნახვა, თუკი ასეა, ნამდვილად არ ცდებით smile.gif

ესაა სან ვიტალე.... საოცარი სან ვიტალე, შევედი და ვერ გამომიყვანეს biggrin.gif...

ვუყურებდი, ვუყურებდი, ვუყურებდი, მერე კისერი მეტკინა biggrin.gif სურათებს დავხედე, და დავაფიქსირე რომ ერთიდაიგივე მოზაიკებს N რაოდენობით სურათები გადამიღია smile.gif იმსახურებდნენ...
ტაძარში მხოლოდ საკურთხევლის მხარეა შემორჩენილი VI ს-ის მოზაიკებით, უზღაპრულესი ფერთა გამით, ოქროსფერი ხასხასა მწვანეში და იქვე მორიდებული ფერები ამშვიდებენ კომპოზიციას... გარეთ აღორძინების ადრეული და შუახანებია, ისინიც ლამაზები, მაგრამ ვინ შეხედა? biggrin.gif დღესაც არ მახსოვს რა იყო იქ, შევედი საკურთხევლის მხარეს და ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით პირი დამრჩა ღიად biggrin.gif , არ ვტრაბახობ, ბევრი მინახავს, ყოველი ეპოქის ყოველი გენიალური ნაშრომი, მაგრამ ასე უცებ თავზე დამხობილი ამხელა ხელოვნება, სიწმინდე და ბრწყინვალება, გაოცებს და გაქვავებს...

IPB-ს სურათი

თუმცა გაქვავება ჩემი ცოტა ძნელია და მაშინვე ფოტოაპარატს მივმართე, პრობლემა... რას გადავუღო, საიდან დავიწყო, რომელი დეტალი ვნახო...
და ვინ დგას? მარჯვნივ იუსტინე იმპერატორი, მთელი თავისი სიდიადით, სიმკაცრით, მისი მრჩევლებით, წინ წამოსული, იმპერატიული.... იგი აბსიდის მარცხვინაა, ძოწეული და მეწამული სამოსელი ამკობს, მის გვერდით დგას მასსიმილიანო ეპისკოპოსი რავენასი, წესით ამ ტაძრის გახსნაზე უნდა ყოფილიყო იმპერატორი,მაგრამ ვერ მოვიდა.


IPB-ს სურათი

და წინ? წინ მისი უერთგულესი მეუღლე, ულამაზესი თეოდორა, ქალი უძლიერესი, მოცეკვავიდან დედოფობამდე, გზა გავლილი, ერთხელ როდესაც აჯანყება დაიწყო "ნიკა" , იმპერატორმა მიატოვა ქალაქი, და მან არა, და შემორბუნდა იუსტინიანე და გაიმარჯვა, გიჟდებოდა თეოდორაზე, კანონიც კი შეაცვლევინა რომ ცოლად მოეყვანა.... აქ ხელში (როგორც წმ. ბარბარეს) ბარძიმი უკავია (!), ეს შემკული და ლამაზად მოძრავია მოზაიკიაა,
კარგად ჩანს იმდროინდელი ჩაცმულობა, ფერები და მოძრაობა...

IPB-ს სურათი

დღევანდელ თხრობას ამ ლამაზი ხედით დავამთავრებ,

IPB-ს სურათი

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 20 2009, 03:45 AM

დატკბით ხომ მოზაიკებით ჩემო კარგებო? smile.gif მე ძალიან მოწადინებული ვარ, საქართველოში აყვავდეს მოზაიკების სკოლა, იმედია ჩემს მეგობრებს დავაძალებ, რომ მოინდომონ smile.gif
იმიტომ რომ ჩვენ ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს და აიტაცებენ (ეკატუნიკოა კარგი და საუკეთესო მაგალითი) smile.gif

შეხედეთ სიმწვანეს, ნახეთ სილამაზე, ჰარმონია და სიმწვანე, სიმწვანე, სიმწვანე...



IPB-ს სურათი

აბრაამის სტუმრობა:

IPB-ს სურათი

ეს კი ძალიან პატარა ტაძარი და ეს ვარსკლავები ლამის თავზე დაგყურებს, უყურებ და გინდა შეეხო ...

IPB-ს სურათი

მაგრამ თვალი გვერდზეც გაგირბის, იმიტომ იქ ისეთი ლამაზხვეულებიანი ჩარჩოა, ისეთი საოცარი
ფერთა გამაა ამ ოთხკუთხედებში, რომ ოთხკუთხედები კი არა სამოთხის ყვავილები გგონია...

IPB-ს სურათი

სხვა რაკურსით:

IPB-ს სურათი

ახლოდან:

IPB-ს სურათი

და ეს კი საერთო ხედია შიგნით, და დღეს ამით მოვრჩეთ;

IPB-ს სურათი

იხელოვნეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Dec 22 2009, 08:27 PM

KAIROS

ციტატა
იხელოვნეთ;
კაიროსი!

ეს მომეწონა biggrin.gif


ციტატა(KAIROS @ Dec 20 2009, 03:45 AM) *


IPB-ს სურათი


რა უზარმაზარი შრომა იქნება ჩადებული ამ ორნამენტებში, ულამაზესია thumbs.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 24 2009, 05:51 AM

მაშ ასე,
დაგტოვებთ ეხლა მე თქვენ ასე სამიოდ კვირით,
ვნახავ ერთი რა იპოვა ასეთი ვესპუჩიმ და რა ეგონა ინდოეთი კოლუმბს biggrin.gif
ჰოოდა, მერე იქაურ სურათებსაც შემოგთავაზებთ, ასე იქცევა კიდევ ერთხელ ზაფხულის ჩანაწერები ზამთრისად smile.gif
არ მოიწყინოთ;
იხარეთ;
კაიროსი!

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 24 2009, 06:04 AM

KAIROS

ციტატა
მაშ ასე,
დაგტოვებთ ეხლა მე თქვენ ასე სამიოდ კვირით,
ვნახავ ერთი რა იპოვა ასეთი ვესპუჩიმ და რა ეგონა ინდოეთი კოლუმბს
ჰოოდა, მერე იქაურ სურათებსაც შემოგთავაზებთ, ასე იქცევა კიდევ ერთხელ ზაფხულის ჩანაწერები ზამთრისად
არ მოიწყინოთ;
იხარეთ;
კაიროსი!


რომ არა ეგ ვესპუჩი და კოლუმბიიიიიი biggrin.gif

შენც იხარე 14 საათიან ფრენაში biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 20 2010, 08:09 AM

ციტატა
შენც იხარე 14 საათიან ფრენაში

ნამდვილად ვიხარე biggrin.gif
თან 24 საათიანი გამოვიდა აქეთ-იქით smile.gif
მაგრამ მეორე 24 საათსაც გავუძლებდი რადგანაც ნამდვილად ღირდა ...
აბა, ხალხო გავავსოთ ამ რავენის მოზაიკების შემდეგ აშშ-ული (biggrin.gif) "საერო" სურათებით? a075.gif
კაიროსი!

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Jan 21 2010, 12:09 AM

ციტატა(KAIROS @ Jan 20 2010, 08:09 AM) *

აბა, ხალხო გავავსოთ ამ რავენის მოზაიკების შემდეგ აშშ-ული (biggrin.gif) "საერო" სურათებით? a075.gif
კაიროსი!

რა გადასვლაა biggrin.gif

მარა მაინც არ უნდა გეკითხა, შენ რომ ნახე ჩვენც ხომ გვინდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 30 2010, 05:42 AM

იქითა სამყარო...
სადაც შესვლა ძნელია და გამოსვლა ადვილი biggrin.gif
აშშ, ბევრისათვის სანატრელი და ბევრისათვის საძულველიც, მოკლედ მის დახასიათებას ახლა არ მოვყვები, ეგ
მერე როცა ოდესმე დავწერ რაიმეს, ახლა უბრალოდ სურათებით გავუყვეთ, ჩვენ დავივლით ნიუ-იორკის
ყველა ცენტრალურ ქუჩას და ყველა დიდ უბანს, დაწყებულს ბრუკლინიდან, ჰარლემით, მანჰეტენით, ბრონქს-ქუინსებით, ვილაჯებით და ა.შ. გაგრძელებული.
წავალთ პენსილვანიის სხვადასხვა ქალაქებში, ნიუ-ჯერსის შტატში, ძველ დედაქალაქ ფილადელფიაში, მერე ახალში ვაშინგტონშიც, გზად შევივლით ქართულ ეკლესიაში-პოკონოში და ასე...
აბა წავიდა smile.gif))

იქ წასვლა დაწყებული მგზავრობის თანხის დაგროვებიდან, სანატრელი ვიზის აღებიდან და დიდხნიანი მგზავრობიდან გაგრძელებული, ერთგვარი სირთულის ბუკეტია, მაგრამ ღირს... აი ამ ნაპირებს რომ დაინახავ,
უკვე ფიქრობ.... აშშ მოვედი და ა.შ. biggrin.gif

IPB-ს სურათი

ნუ იქ გადაღებული სურათები ათასობითაა და მხოლოდ რამოდენიმეს ამოვარჩევ, პირველი უბანი სადაც გავჩერდი
იყო, ბრუკლინი, თავის დროზე ცალკე ქალაქი, ახლა ნიუ-იორკის გარეუბანი, თავდაპირველად მხოლოდ ემიგრანტთა უბანი, ახლა მანჰეტენის ფასების საშინლად გაზრდის გამო გადმოდიან სხვებიც, იქ მანჰეტენიდან განსხვავებით პატარა 3-4 სართულიანი სახლებია წყებად ჩარიგებული და მანჰეტენს ულამაზესი ხიდი- ბრუკლინის ხიდი აკავშირებს, აი პირველი შესვლა ბრუკლინის ხიდზე:

IPB-ს სურათი

ნუ, ბრუკლინის ხიდთანვე არის ამ საწყლების სასახლეც "ვოჩთაუერი" საგუშაგო კოშკი, რასელისტთა "იეღოველების" ბუნაგი:

IPB-ს სურათი

და უკვე იქიდან მანჰეტენის ცათამბჯენებიც გამოჩნდა, შორიდან მთებივით იდგნენ, ერთად შეჯგუფული გიგანტებივით...

IPB-ს სურათი

გზადაგზა საოცარი არქიტექტურის სახლები გამოჩნდა...

IPB-ს სურათი

ჩემდა გასაოცრად, არც კლასიკური ტიპის სასახლეების ნაკლებობა იყო, ძველი ამერიკული მანქანებით:

IPB-ს სურათი

თუმცა მანჰეტენი მაინც ესენია smile.gif

ეს მანქანიდან:

IPB-ს სურათი

ეს კი ცნობილი თაიმს სქუარი...

IPB-ს სურათი

დაგტოვებთ ახლა აქ და მერე გავაგრძლებ smile.gif

იხარეთ;

კაიროსი!

პ.ს.
დაბრუნდება იმედია ეკატუნიკო biggrin.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Jan 31 2010, 01:09 PM

ციტატა(KAIROS @ Jan 30 2010, 05:42 AM) *

პ.ს.
დაბრუნდება იმედია ეკატუნიკო biggrin.gif

ეს ისეთი თემაა, რომ არ მინდოდეს ძალით დამაბრუნებს biggrin.gif

თუმცა არც არსად წავსულვარ, მე სულ აქ ვარ smile.gif


ვერაფერს იტყვი, საოცარი არქიტექტურის მქონე ქალაქია ნიუ-იორკი, მარა ჩემთვის აი ეს
ციტატა

IPB-ს სურათი

მაინც ნამეტანი ქაოსურია unsure.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 5 2010, 03:53 AM

ქაოსური კი smile.gif ქაოსი უდრის მანჰეტენს ... მაგრამ მაინც მანჰეტენია...

აქ ნახავთ კლასიკას და გვერდით ცათამბჯენს, უღარიბეს და იქვე უმდიდრეს, შავს, თეთრს, ყვითელს, წითელს, შერეულს, გადარეულს biggrin.gif ყველაფერია, ნახეთ ესაა რუკა...

IPB-ს სურათი

დაიწყებ ჰარლემიდან, ნუ მეც იქვე ვიყავი, კოლუმბია უნივერსიტისთან, ანუ აქ smile.gif

IPB-ს სურათი

ჩამოუყვები და არაფერი ისეთი განსაკუთრებული სახელებია უბნებისა (გარდა მორნინგსაიდ უბნისა) აღმოსავლეთი, დასავლეთი, ზემო და ქვემო, ესა უბნების სახელებიც, მიამატე ავენიუ და ქუჩა და მორჩა ეგაა სულ smile.gif

მთავარი მაინც ქვემოთაა, იქ ცენტრალ პარკს რომ ჩაცდები, კარგი იქნება თუ მორნინგსაიდიდან ჩავუყვებით, ბროდვეის გადავჭრით, ზემო დასავლეთ მხარის უბნიდან ცენტრალ პარკში შეხვალ და Strawberry Fields გაჩერდები... (ამ ბითლზების იმაჯინეს მოგვიანებით დავუბრუნდები), გადაჭრი 340 ჰექტარზე გადაჭიმულ ცენტრალ პარკს (ჰორიზონტალურად რათქმაუნდა 1,5 საათი უნდა მიახლოებით) და უცნობილეს მეხუთე ავენიუზე გახვალ...

http://www.icce.rug.nl/~soundscapes/DATABASES/AWP/sff.shtml

მერე იწყება და იწყება... პატარა კორეიდან, ჩაინათაუნში გადადიხარ, იქიდან ლითლ იტალი... მერე ვილაჟები.. და ა.შ. და ა.შ.

აი ასეთია კლასიკა და თანამედროვეობა ერთად

IPB-ს სურათი

და ამ მეხუთე ავენიუზე დონალდ ტრამპის საოცრება სასახლე დგას...

IPB-ს სურათი

ხეებს დაუკვირდით...

IPB-ს სურათი

და ასე მიდიხარ და უცებ გვერდ უბანში ასეთ სახლსაც იპოვი...

IPB-ს სურათი

და მაინც სულ დაცულად გრძნობთ ნიპდ ყველგანაა...

IPB-ს სურათი

შემდეგში გავაგრძელებ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Feb 5 2010, 04:36 AM

ვაიემ კაიროს, იცი როგორ გავს მანდაურობა ლონდონს? ძალიან

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 5 2010, 05:15 AM

სხვისი თვალით დანახულ ამერიკას არა უშავს biggrin.gif

აბა მიჩიგანი ერთი დიდი, დიდი კი არა უზარმაზარი სოფელია biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 6 2010, 05:07 AM

ჰო, მართლა ულამაზესი იყო როკფელერ ცენტრის წინ გაკეთებული ნაძვის ხე, ეს როკფელერ ცენტრი არის თვალწუვდენელი ცათამბჯენი, იქით აქეთ დიდი სახლებია, შუაში- ნაძვის ხე და ქვემოთ საციგურაო მოედანი, აქედან პატარა შადრევნები იწყება, რომლებიც მცირე ლამაზი ბუჩქებით არის შემოსაზღვრული და ზემოთ ციმციმა ვარსკლავები ანთია, ეს შადრევანი პირდაპირ ყველა ლამაზ-მეხუთე ავენიუზე გადის, და მთელ ამ გზაზე აქეთ იქით ციმციმაშუქის ანგელოზები არიან ჩარიგებულნი საყვირით ხელში...

IPB-ს სურათი

როკფელერ ცენტრიდან უცნობილეს ლინკოლნ ცენტრზე გადავიდეთ, აქაა მთავარი კონსერვატორია და ოპერა-თეატრი.

IPB-ს სურათი

უამრავზე უამრავი მსოფლიო ვარსკლავი გამოდის აქ და სასცენო ხელოვნების მოყვარული უუუუამრავი ადამიანი ნატრულობს აქ ყოფნას

IPB-ს სურათი

ეს კი ჩემი მცირე ჩანახატია ლინკოლნ ცენტრის ოპერის მაღაზიაში...
(უცნაურად მერე სურათის გადაღება ამიკრძალეს, რაზეც მაგრად ვიცინე ჩემს ამერიკელ მეგობართან ერთად, მეტროპოლიტან მუზეუმში ყველა დეტალი გადავიღე და ამ მაღაზიაში ებრაელი გამყიდველი რატომ გამკაცრდა ვერ გავიგე smile.gif )

IPB-ს სურათი

და ეს გარეთ ერთერთი ცათამბჯენი თავისი ულამაზესი არქიტექტურის ტალღების შეგრძნებას ბადებს:

IPB-ს სურათი

ესეც ასე, დღეს მოვრჩეთ ცენტრალ პარკის ბოლოს, კოლუმბის მოედნით:


IPB-ს სურათი


იხარეთ;

კაიროსი!

პ.ს. ეკატუნიკო სადაა? smile.gif და სხვებმაც დაწერეთ რამე biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 7 2010, 06:08 AM

დავამატებ კიდევ smile.gif

გუშინ როკფელერ ცენტრის გრანდიოზულობაზე ვწერდი და აი დასტური:

IPB-ს სურათი

ეს უცნაური სასახლე, კოლუმბია უნივერსიტეტის უკანაა, მე თავიდანვე ბეჭდების მბრძანებელში ნანახას მივამგავსე

IPB-ს სურათი

ესეც იქვეა, ყველაზე დიდი ანგლიკანური ტაძარი მსოფლიოში და შიგნით იყო ძველ რუსულ ხატთა გამოფენა

IPB-ს სურათი

სულიწმიდის ასეთმა გამოხატვამ გამაკვირვა

IPB-ს სურათი

იქვე იყი 11 სექტემბერს დაღუპულის მემორიალი:

IPB-ს სურათი

ეს კი სან პატრიკ კათედრალის სანთლებია

IPB-ს სურათი

დროებით;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Feb 7 2010, 10:48 PM

ვერაფერს იტყვი, ძალიან შთამბეჭდავია wub.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Feb 8 2010, 10:28 AM

ციტატა(KAIROS @ Feb 7 2010, 07:08 AM) *

ესეც იქვეა, ყველაზე დიდი ანგლიკანური ტაძარი მსოფლიოში და შიგნით იყო ძველ რუსულ ხატთა გამოფენა

IPB-ს სურათი
ულამაზესი რაკურსია rolleyes.gif yes.gif

ციტატა
სულიწმიდის ასეთმა გამოხატვამ გამაკვირვა

IPB-ს სურათი
ამ ფრესკაზე ცოტა მეტი ინფორმაცია რო გაწერო შეგიძლია? dry.gif ეს მგონი ფრესკის ნაწილია და სიუჯეტი ასეა დასრულებული? მოკლედ განმარტებების მსგავსს თუ მოაყოლებ ინტერესით გავეცნობი yes.gif
:მომეხმარე:

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 8 2010, 10:47 AM

ციტატა
ფრესკაზე

ფრესკა არაა (ანგლიკანურში რუსულ ფრესკებს რა უნდა), ხატია XVIII ს.ის იოანე ღვთისმეტყველი, მეტი განმარტება არა მაქვს

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Feb 8 2010, 10:51 AM

ციტატა(KAIROS @ Feb 8 2010, 11:47 AM) *

ანგლიკანურში რუსულ ფრესკებს რა უნდა
dntknw.gif wub.gif
ციტატა
ხატია XVIII ს.ის იოანე ღვთისმეტყველი, მეტი განმარტება არა მაქვს

მადლობა

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 28 2010, 06:36 AM

რამე რომ იყოს, მეტროპოლიტან მუზეუმში ხომ არ შეგვეჭყიტა smile.gif

Metropolitan Museum

New York City

დაუკვირდით რა მშვიდი და დახვეწილი სახე აქვს ბიჭუნას, არადა 2,300 წლის უკანდელი ნახატია, სადღაც
ეგვიპტეში...

IPB-ს სურათი

ეს აღმოსავლური ჩუქურთმა

IPB-ს სურათი

და საოცარი ინსტრუმენტი:

IPB-ს სურათი

პატარა ხეში საოცრად მინიატურულად ნაკვეთი ჯვარცმა:


IPB-ს სურათი

და დღეს დამასკელით მოვრჩები, მისი შესანიშნავი ფრესკა სირიიდან:


IPB-ს სურათი

შემდეგში აღორძინების ეპოქით და უძველესი ცივილიზაციების სხვა ნიმუშებით გავაგრძელებ;

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Feb 28 2010, 04:28 PM

ციტატა(KAIROS @ Feb 28 2010, 06:36 AM) *

პატარა ხეში საოცრად მინიატურულად ნაკვეთი ჯვარცმა:
IPB-ს სურათი

მართლაც გასაოცარია
ცოტა დიდი ფოტო რომ აგეტვირთა ჩემს თვალს გაახარებდი ბევრად a075.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 28 2010, 08:03 PM

ციტატა
რამე რომ იყოს, მეტროპოლიტან მუზეუმში ხომ არ შეგვეჭყიტა

ძალიან მაინტერესებს როგორი ლაბორატორია აქვთ smile.gif

ციტატა
დაუკვირდით რა მშვიდი და დახვეწილი სახე აქვს ბიჭუნას, არადა 2,300 წლის უკანდელი ნახატია, სადღაც
ეგვიპტეში...

მმმ, ფაიუმის პორტრეტები rolleyes.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 28 2010, 11:16 PM

ციტატა
ცოტა დიდი ფოტო რომ აგეტვირთა ჩემს თვალს გაახარებდი ბევრად

გავითვალისწინებ, საერთოდ როცა მსგავსი სურვილები იქნება, დამიწერეთ და ცალკე ავტივრთავ.
ციტატა
ძალიან მაინტერესებს როგორი ლაბორატორია აქვთ

ოხ, ეს პროფესიული წიკები biggrin.gif
ციტატა
ფაიუმის პორტრეტები

მაგვიყევ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 1 2010, 12:17 AM

KAIROS
ახლა რაც ფაიუმის პორტრეტებზე მახსენდება, ესაა:
ფაიუმი არის დასახლება ოაზისში, ეგვიპტეში, სადაც აღმოაჩინეს სწორედ ეს პორტრეტები. შესრულებულია ენკაუსტიკის ტექნოლოგიით, რომაული პერიოდით თარიღება, მგონი ახ. წ.
ბევრი მათგანი დაცულია რუსეთში, თუ არ ვცდები და სწორად მახსოვს, მოსკოვში. როგორ ჩაიგდეს ხელში არ ვიცი biggrin.gif

ეს პორტრეტები არის გარდაცვილ ადამიანთა საფლავის პორტრეტები ასე ვთქვათ, ანუ როცა ადამიანი გარდაიცვალა, დახატეს მისი პორტრეტი და ჩააყოლეს საფლავში, ნუ როგორც დღეს მარმარილოზე რომ სურათს დაიტანენ, დაახლოებით ისე...
ყველაზე ცნობილი მგონი არის ახალგაზრდა ქალის პორტრეტი.. მოკლედ დეიდა გუგულის ვკითხოთ და იმდენ ინფოს ამოგვიყრის, ოღონდ ახლა მეზარება biggrin.gif

ისე, სადმე უნდა დავწერო ქართული ტექსტით, თუნდაც "მარად უკვდავ ხელოვნების" თემაში, კარგი იდეა მოგიწოდებია ჩემთვის კაიროს

პ.ს. საბრალო ბავშვი, რა ახალგაზრდა მომკვდარა, ნეტა რითი : (

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 6 2010, 09:46 AM

წავედით ახლა აღორძინების ეპოქაში.... საოცარ...

ნუ, ახლა მე რამ უნდა გამაკვირვოსთქო, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, საბერძნეთი, შვედეთი, დანია, ჩეხეთის და ა.შ. სხვადასხვა ყველა მთავარ მუზეუმნანახსთქო.... თურმე...

თურმე ის და აშშ როგორც ქვეყანა არის ერთგვარი კონგლომერატი ევრაზიულაფრიკული
კულტურისა, ასევეა ეს მუზეუმებიც, ხოლო მეტროპოლიტან სავსეა...


IPB-ს სურათი


გარედან... ღამით...


IPB-ს სურათი


ოხ, ეს ქალები... ევა და გველი ორივე ქალებია biggrin.gif

IPB-ს სურათი


აბა დავიწყოთ ამოცნობანა... აბა ეს ვინაა?

IPB-ს სურათი

ეს ყველამ იცის:


IPB-ს სურათი

და ეს?

IPB-ს სურათი

მერე გავაგრძელებ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 6 2010, 08:30 PM

ციტატა
აბა დავიწყოთ ამოცნობანა... აბა ეს ვინაა?

ეგ უნდა იყოს ანტონიო ვან დეიკი, რუბენსის მოწაფე smile.gif

ციტატა
და ეს?

ეგ არ ვიც. და მართლაც ვინაა? არაფერსაც არ ვვარაუდობ : (

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 6 2010, 08:45 PM

და ყველამ რომ იცის ის ვინაა?

მე იცი რაზე ვიცინე ჩემს მეგობართან ერთად, ამ ბოლო ბატონს, ქვემოთ ლათინურად დიიიდი ასოებით VIR რომ აწერია, არადა ისეთი ბატონია.... smile.gif))

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 6 2010, 08:52 PM

KAIROS
აზრზე ვერ მოვდივარ, ვინემ გამოიცანით რა biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 6 2010, 08:58 PM

აუფ biggrin.gif
ანუ ის "ყველამ რომ იცის" ისიც არ ვიცით და არც ის "ვირ" რომ აწერია? biggrin.gif
ოოო, სადაა ეკატუნიკო smile.gif

ციტატა
ანტონიო ვან დეიკი, რუბენსის მოწაფე

ეგ კი smile.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Mar 8 2010, 01:38 AM

KAIROS

ციტატა
ოოო, სადაა ეკატუნიკო

უი, მე მეძებთ? biggrin.gif

ციტატა(KAIROS @ Mar 6 2010, 09:46 AM) *


ეს ყველამ იცის:
IPB-ს სურათი

მიქელანჯელო rolleyes.gif

ციტატა

და ეს?

IPB-ს სურათი


ამას ვერ ვხვდები unsure.gif

შემთხვევით ფრანკლინი ხომ არ არის? biggrin.gif სადღაც მაქვს მისი სახე ნანახი და მივამსგავსე biggrin.gif
აი ნახატის ავტორი ვინაა მაგაზე ვერსიაც არ მაქვს dntknw.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Mar 8 2010, 03:45 AM

კი ნამდვილად ბენჟამინ ფრანკლინია, 100 დოლარიანი ერთხელ მაინც ხომ დაგიტრიალებიათ ხელში, biggrin.gif ხოდა იქიდან გახსოვთ ყველას, 100 დოლარიანზეა გამოსახული smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 8 2010, 05:55 AM

ეგრეა, საღოლ biggrin.gif
იცნობ დოლარებს biggrin.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Mar 8 2010, 10:53 AM

Ligia

ციტატა
100 დოლარიანზეა გამოსახული

ეგ მართლა არ მახსოვდა biggrin.gif

ისე ქევანასი გამიკვირდა მიქელანჯელოს გამოცნობა მე რომ დამითმო biggrin.gif


KAIROS
კიდევ გამოგვაცნობინე რამე cool.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 10 2010, 05:15 AM

ციტატა
ისე ქევანასი გამიკვირდა მიქელანჯელოს გამოცნობა მე რომ დამითმო

აშკარად დაგასაჩუქრა smile.gif

ციტატა
კიდევ გამოგვაცნობინე რამე

ოჰ, კარგი biggrin.gif ოღონდ ზოგიერთის პასუხი თავადაც არ მახსოვს biggrin.gif

ანუ მოვიყვან მუზეუმიდან ნახატებს და აბა თუ გამოიცნობთ ვისია smile.gif

დავიწყოთ ...

ულამაზესი დეტალები:

IPB-ს სურათი

ვისი დახატულია, ხელი ხომ არ გეცნობათ?

IPB-ს სურათი

ესეც ძალიან ცნობილია ოჯახია, ვისია?

IPB-ს სურათი

და ბოლოს პორტრეტის საოცრებები...

ტანჯული მაცხოვარი

IPB-ს სურათი

და წმიდა ბარბარე წამებისას ( რა სიმშვიდეა, ქალბატონო, რა სიმშვიდეა...)

IPB-ს სურათი

გაგრძელება იქნება პასუხების მერე biggrin.gif

იხელოვნეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Mar 11 2010, 01:38 AM

ციტატა(KAIROS @ Mar 10 2010, 05:15 AM) *

ანუ მოვიყვან მუზეუმიდან ნახატებს და აბა თუ გამოიცნობთ ვისია smile.gif

დავიწყოთ ...

ულამაზესი დეტალები:

IPB-ს სურათი


მგონი ეს რუბენსის ნახატი უნდა იყოს, ოღონდ სახელი აღარ მახსოვს unsure.gif


ისე აღორძინების ეპოქის მხატვრობა მთლიანად ერთ სემესტრში გავიარე და თავში ისეთI ქაოსი მქონდა, ჯერ კიდევ ვერ დავალაგე ყველაფერი biggrin.gif ხოდა არ გაგიკვირდეს თუ რამე ან ვინმე ავურიე biggrin.gif

ისე ფრაგმენტებით ცოტა მიჭირს გამოცნობა, სურათს რომ ვნახულობ მთლიანი კომპოზიცია მამახსოვრდება ხოლმე biggrin.gif





ციტატა
ესეც ძალიან ცნობილია ოჯახია, ვისია?

შემთხვევით მედიჩების ოჯახი ხომ არ არის? unsure.gif
მარა რაღაც არ გავს მგონი biggrin.gif





ისე რა მინდოდა მეკითხა, დარწმუნებული ვარ მეტროპოლიტენში იმპრესიონისტებსაც ნახავდი და სადმე დეგას ბალერინებისთვის ხომ არ მოგიკრავს თვალი? wub.gif :დეგაზეშეყვარებულისმაილი: biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 11 2010, 02:47 AM

ციტატა
მედიჩების ოჯახი

არა, ეს ცნობილი ხელოვანის ოჯახია... თან იტალიელი არაა...
ბალერინები? არ მახსოვს, მაგრამ რახან სურათი არა მაქვს, ან არ გადაგვაღებინეს ან უბრალოდ დაკეტილი იყო ან არ იყს..

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 11 2010, 03:11 AM

KAIROS
რემბრანტის ოჯახი ხომ არ არის?
რა კარგი თემაა!
პირველად შემოვიჭყიტე.

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Mar 11 2010, 03:19 AM

მეორე ნახატი რაფაელის ხომ არ არის?

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 11 2010, 03:35 PM

ციტატა(tamuna m @ Mar 11 2010, 03:11 AM) *

KAIROS
რემბრანტის ოჯახი ხომ არ არის?
რა კარგი თემაა!
პირველად შემოვიჭყიტე.

ვაიმე, წუხელ რემბრანტი დამიწერია? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
რუბენსი უნდა მეთქვა dry.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 12 2010, 12:10 AM

ციტატა
მეორე ნახატი რაფაელის ხომ არ არის?

ნამდვილად smile.gif
ციტატა
რუბენსი

მგონი ეგეც smile.gif))
ყოჩაღ...
გავაგრძელებ

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Mar 12 2010, 12:21 AM

ციტატა(KAIROS @ Mar 12 2010, 01:10 AM) *

ნამდვილად smile.gif


ნანახი მაქვს მგონი აქ იყო ლონდონის გალარეაში, ეტყობა მერე მანდ წამოიღეს smile.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Mar 12 2010, 12:58 AM

KAIROS
კარგ გაკვეთილს უტარებ ჩვენ ტვინებს biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 12 2010, 04:15 AM

ციტატა
KAIROS
კარგ გაკვეთილს უტარებ ჩვენ ტვინებს

biggrin.gif
ვცდილობ biggrin.gif

მაშ ასე ვაგრძელებთ სეირნს მეტროპოლიტანში...


ბიბლიური სცენები...

მიხვდებით ადვილად რაც ხდება...

IPB-ს სურათი

საყვარელი ოჯახი

IPB-ს სურათი

აბა ვისია?

IPB-ს სურათი

და ეს?

IPB-ს სურათი

როცა გამოიცნობთ ამ ბოლო მხატვრის რამოდენიმე საოცრებას კიდევ დავდებ smile.gif

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Mar 12 2010, 05:52 AM

ხო ნუ პირველი სურათი სამსონი და დალილა უნდა იყოს, ეგაა მაკრატელი ვერ დავინახე ვერსად biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 12 2010, 01:44 PM

პირველი ორი, მგონი კრანახის უნდა იყოს
მას მივამსგავსე.
ჯვარცმა დალის არის და უკანასკნელი კარავაჯო

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 12 2010, 08:07 PM

უყურე შენ, ესენ არ ხუმრობენ smile.gif
შესანიშნავია გოგონებო, მერე ხალხო რატომ არ აქტიურობთ ხელოვნების თემაში?
დაწერეთ რაიმე, მოუყევით სხვებსაც რაც იცით smile.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Mar 13 2010, 12:46 AM

დღეს დავაგვიანე კითხვების ნახვა და ვინ ვინ მაცდიდა, აქ ყველაფერი დასწრებაზეა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


KAIROS

ციტატა
უყურე შენ, ესენ არ ხუმრობენ

შენ თამუნას ნუ ეხუმრები, ამხელა ფერმწერი ქალია biggrin.gif



პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 15 2010, 04:41 AM

ციტატა
როცა გამოიცნობთ ამ ბოლო მხატვრის რამოდენიმე საოცრებას კიდევ დავდებ


ახლა ამ შეპირებას ავასრულებ და ყოჩაღ გოგონებს smile.gif

საოცარია კარავაჯო, ბევრი მაქვს მისი ნახატი ნანახი, თუმცა ახლა ძალიან კარგი გამოფენაა და წასვლა მინდა...

IPB-ს სურათი

დაუკვირდით რა დეტალია...

IPB-ს სურათი

ეს მეც არ მახსოვს ვისი ნახატია...

IPB-ს სურათი

ან ეს

IPB-ს სურათი

შემდეგ ისევ გავაგრძელებ მეტროპოლიტანით;

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 17 2010, 10:29 AM

მოკლედ ამ მუზეუმის ბოლოშიც გავედით მგონი...

ეს იხვუნია რამოდენიმე ათასს წელს ითვლის!

IPB-ს სურათი

ესეც კარგი იყო..

IPB-ს სურათი

აი ამის ნახვამ გამახარა ძალიან , აბაა ვინ მეტყვის ზუსტად რაა და რომელი საუკუნის smile.gif

IPB-ს სურათი

გავედით smile.gif

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Mar 17 2010, 09:42 PM

ციტატა(KAIROS @ Mar 17 2010, 10:29 AM) *

აი ამის ნახვამ გამახარა ძალიან , აბაა ვინ მეტყვის ზუსტად რაა და რომელი საუკუნის smile.gif

IPB-ს სურათი


რაც არის ვხედავ, ქრისტეა მოციქულებთან ერთად, ოღონდ რატომღაც ზოგიერთი მოციქული აკლია unsure.gif
აი რომელი საუკუნისაა ეგ აღარ ვიცი dntknw.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 17 2010, 10:52 PM

ღვთისმშობელი და ნათლისმცემელია
ოთხი მოციქული, ვინც სახარება დაწერეს, მაგრამ ორი :?
ერთი შეიძლება წმ, გიორგი იყოს, წვერის გარეშეა გამოსახული.

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Mar 17 2010, 10:55 PM

tamuna m
მახარებლები აშკარად ჩანს, ნათლისმცემელს რაღაც ვერ ვამსგავსებ, იესოს მარჯვნივ რომ არის მაგაზე ამბობ ხო? dntknw.gif

სულ დაბლა მართლა გავს წმ. გიორგის, მარა არამგონია ეგ იყოს dntknw.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 17 2010, 11:00 PM

ეკატო
ნათლისცემელს იმიტომ მივამსგავსე, რომ ვედრების პოზაშია fiqri.gif
მახარებლებს (მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე) ხელში წიგნი უჭირავს და მგონი არ უნდა ვცებოდეთ.
აი, ერთი რჩება piqri.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Mar 17 2010, 11:04 PM

tamuna m

იმ ერთს თუ არ ვცდები გრაგნილი უჭირავს ხელში, ანუ შეიძლება რომელიმე მოციქულთაგანი იყოს, ან სხვა ვინმე მქადაგებელი

ორიგინალი გამოგვიგზავნოს კაიროსმა და წავიკითხოთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 17 2010, 11:12 PM

ეკატო
შეიძლება წინასწარმეტყველიც a075.gif

ციტატა
ორიგინალი გამოგვიგზავნოს კაიროსმა და წავიკითხოთ biggrin.gif

ცუდი აზრი არ არის biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 18 2010, 02:06 AM

გოგოებო smile.gif

თქვენ ახლა ისე მოგდით, რთულებს ამბობთ და არა ყველაზე იოლს, რატომ გამიხარდებოდა მე ასე ძალიან ?

ჰე , უფრო თეიქ ით იზი-თ შეხედეთ smile.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Mar 18 2010, 02:28 AM

ციტატა(KAIROS @ Mar 18 2010, 02:06 AM) *

გოგოებო smile.gif

თქვენ ახლა ისე მოგდით, რთულებს ამბობთ და არა ყველაზე იოლს, რატომ გამიხარდებოდა მე ასე ძალიან ?

ჰე , უფრო თეიქ ით იზი-თ შეხედეთ smile.gif

ახლა სულ დავიბენი unsure.gif wacko.gif dntknw.gif

იმიტომ ხომ არ გაგიხარდა რომ ქართული იყო? ან, არ ვიცი dntknw.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 18 2010, 09:49 PM

აუ, ჩვენ რა ტვინი ვიჭყლიტეთ და თურმე რას გვეკითხებოდა biggrin.gif
:წავიფილოსოფოსეთ:

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 19 2010, 05:02 AM

აშკარად biggrin.gif
ჰო, აბა ეგ გამიხარდა, რომ ქართული იყოოო smile.gif))
აბა ის მითხარით საქართველოს რომელი რეგიონიდანაა და საუკუნე smile.gif)

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Mar 19 2010, 07:51 PM

ციტატა
აბა ის მითხარით საქართველოს რომელი რეგიონიდანაა და საუკუნე

ამ ფოტოზე იმასაც ვერ ვხედავ კარგად ჭედურობაა, მინანქარია თუ სხვა რამე

თუ ჭედურობაა დიდი შანსია რომ 12-13 საუკუნე იყოს.
შემთხვევით ტაო-კლარჯეთიდან ხომ არ არის?

მე ის ვერ გავიგე მანდ როგორ მოხვდა, ან რატომ არის? dntknw.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 19 2010, 10:01 PM

მინანქარი უნდა იყოს, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს ამ სფეროზე. :პრაფან:

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Mar 19 2010, 10:16 PM

ციტატა
მინანქარი უნდა იყოს, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს ამ სფეროზე. :პრაფან:

თუ მინანქარია მაშინ ცოტა გვიანდელი იქნება, ალბათ XV-XVI სს. როგორც ვიცი ამ პერიოდშ დაიწყო აქტიურად მინანქრის ხელოვნების დამკვიდრება ჩვენთან.

თუმცა ბევრი მეც არაფერი ვიცი ამ თემაზე, მე მარტო მივედ-მოვედები და ყველაფერს პრაქტიკულად ვსწავლობ, თეორიაში ცოტა მოვიკოჭლებ biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 20 2010, 04:37 AM

მოკლედ ესაა ბიზანტიის კულტურისადმი მიწერილი ქართული მინანქარი,
რომელიც ვინმე J. Pierpont Morgan-მა 1917 წელს აჩუქა ნიუ-იორკის მეტროპოლიტან მუზეუმს, ჯუმათის მონასტრის წმ. გაბრიელის ხატის ირგვლივ განლაგებული 12 მედალიონის ნაწილი 9 ცალი..., ასე წერია ინფოში:
Description
This medallion of Christ is from a group of twelve that once surrounded an icon of the archangel Gabriel. The medallions may have been sent as a gift from the Byzantine court to the neighboring Christian state of Georgia.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 20 2010, 04:55 AM

აი ასეა განმარტებული ქვემოთ:

IPB-ს სურათი

ეს კოპტური სახარების მოხატულობაა

IPB-ს სურათი


ეს ებრაელი ქალის ბიუსტი დამასკოდან

IPB-ს სურათი

ეს კი ხეში ნაკვეთი მინიატურა

IPB-ს სურათი

და შიგნითა ხედი...

IPB-ს სურათი

გამოვიდეთ აწი მუზეუმიდან, დანარჩენები მერე, პირადად smile.gif

კაიროსი!


პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 21 2010, 09:25 PM

მინანაქარზე ალექსას აქვს თემა : )


პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 20 2010, 03:36 AM

ვერ მოვიცალე ამდენი ხანია sad.gif

მოკლედ, ახალ სურათებს დავდებ აშშ-ს მერე დავუბრუნდეთ, სანამ გავაგრძელებდე, ერთი თხოვნა მაქვს მე ვერ ვახერხებ ამ თემის ჩამოტვირთვას. ანუ მხოლოდ ტექსტი გადმოდის და იქნებ ვინმემ შეძლოს, ბევრი ინფორმაცია დამიგორვდა აქ და კარგი იქნება თუ შევინახავდი smile.gif

მაშ ასე, სულ ახლახანს ვიყავი ერთერთ შუასაუკუნეების ბორგო-ში (ანუ ერთგვარი მცირე ქალაქი აშენებული გორის თავზე, მთლიანად მოკირწყლული ქვებით და პატარა ქუჩებით...)

ესაა ე.წ. საირმე smile.gif ჩერვარა დი რომა..

ძალიან ლამაზია და თავში მთავრდება მცირე ბაზილიკით და ღმრთისმშობლის თეთრი ქანდაკით...

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Apr 20 2010, 11:22 AM

ციტატა(KAIROS @ Nov 29 2009, 09:23 AM) *

ვაა, ყოჩაღ მადმუაზელ შენ smile.gif
კაია რაჭა, სამწუხაროდ არ ვიცნობ ახლოს...
ნახავ ეკატუნიკო, ნახავ, სულ ომი და ოხრობა ხომ არ იქნება კაცო? ჩვენთანაც მოვა აბა სად წავა ეგ გაზაფხული? ჰოდა, ნახავ smile.gif

მანამ კი შედით აქ მონრეალის კათედრალის ვებ გვერდზე, ბევრ რამეს ნახავ

http://www.duomomonreale.it/index.php?option=com_content&task=view&id=260&Itemid=348&lang=en

და აი ერთი სურათიც მონრეალზე:

IPB-ს სურათი

რა საოცარი სილამაზეააა!!! გამაშეშა ერთ ადგილას !!!
გაოგნებული ვარ...

ციტატა(KAIROS @ Apr 20 2010, 02:36 AM) *

ვერ მოვიცალე ამდენი ხანია sad.gif

მოკლედ, ახალ სურათებს დავდებ აშშ-ს მერე დავუბრუნდეთ, სანამ გავაგრძელებდე, ერთი თხოვნა მაქვს მე ვერ ვახერხებ ამ თემის ჩამოტვირთვას. ანუ მხოლოდ ტექსტი გადმოდის და იქნებ ვინმემ შეძლოს, ბევრი ინფორმაცია დამიგორვდა აქ და კარგი იქნება თუ შევინახავდი smile.gif

მაშ ასე, სულ ახლახანს ვიყავი ერთერთ შუასაუკუნეების ბორგო-ში (ანუ ერთგვარი მცირე ქალაქი აშენებული გორის თავზე, მთლიანად მოკირწყლული ქვებით და პატარა ქუჩებით...)

ესაა ე.წ. საირმე smile.gif ჩერვარა დი რომა..

ძალიან ლამაზია და თავში მთავრდება მცირე ბაზილიკით და ღმრთისმშობლის თეთრი ქანდაკით...

IPB-ს სურათი

ძღაპარს გავსsmile.gif ჯადოსნურ ზღაპრებში რომაა ლამაზი პაწაწო სახლები სითბოს და სიყვარულს რომ ასხივებენ იმას მაგონებს smile.gif rolleyes.gif wub.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Apr 24 2010, 02:01 PM

ციტატა(KAIROS @ Apr 20 2010, 03:36 AM) *

ვერ მოვიცალე ამდენი ხანია sad.gif

მოკლედ, ახალ სურათებს დავდებ აშშ-ს მერე დავუბრუნდეთ, სანამ გავაგრძელებდე, ერთი თხოვნა მაქვს მე ვერ ვახერხებ ამ თემის ჩამოტვირთვას. ანუ მხოლოდ ტექსტი გადმოდის და იქნებ ვინმემ შეძლოს, ბევრი ინფორმაცია დამიგორვდა აქ და კარგი იქნება თუ შევინახავდი smile.gif

მაშ ასე, სულ ახლახანს ვიყავი ერთერთ შუასაუკუნეების ბორგო-ში (ანუ ერთგვარი მცირე ქალაქი აშენებული გორის თავზე, მთლიანად მოკირწყლული ქვებით და პატარა ქუჩებით...)

ესაა ე.წ. საირმე smile.gif ჩერვარა დი რომა..

ძალიან ლამაზია და თავში მთავრდება მცირე ბაზილიკით და ღმრთისმშობლის თეთრი ქანდაკით...

IPB-ს სურათი

აუუუ, რა სილამაზეაააააააა wub.gif wub.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 24 2010, 05:57 PM

ციტატა
აუუუ, რა სილამაზეაააააააა

ეკატუნიკო smile.gif
შეგვაგულიანე გოგო, თორემ ხომ ხედავ რაღაც ვერ ვუყრი თავს და ათობით ლამაზი სურათი ჩემს არქივში განისვენებს, შენ კიდე არ ჩანხარ smile.gif
პ.ს.
ძალიან ლამაზი იყო კი smile.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Apr 24 2010, 11:21 PM

ციტატა
შეგვაგულიანე გოგო, თორემ ხომ ხედავ რაღაც ვერ ვუყრი თავს და ათობით ლამაზი სურათი ჩემს არქივში განისვენებს

ასე?

კიდევ მინდა ლამაზი სურათებიიიიიიიიიი jump.gif jump.gif jump.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 25 2010, 03:19 AM

აბაა smile.gif))
ქალი თუ მოინდომებსოოო , ნათქვამია smile.gif
ჰოოდა, ახლა არეულად რამოდენიმე სურათი...

თვითმფრინავიდან გადაღებული დუბლინის აეროპორტში დაშვებისას, 2005 წელი

IPB-ს სურათი


ხიდი ქალაქ არეცოში (იტალია), ამ ქალაქთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს, გარდა იმისა, რომ ამ მიდამოებში უცხოვრიათ ვაზარს, პეტრარკას, თავად მიქელანჯელოსაც, აქაა უძველესი ფრესკები, სინიორელის, პიერო დელლა ფრანჩესკას და ა.შ. არის ასევე ეს ულამაზესი ხიდი, ადრეული შუასაუკუნეების, ზოგი ფიქრობს რომ იგი თავად და ვინჩიმ გამოხატა თავის ცნობილ "ჯოკონდაზე"
http://it.wikipedia.org/wiki/File:Mona_Lisa.jpeg... ეგ ნამდვილად არ ვიცი, რამდენად მართალია (ვარაუდის დონეზეა საუბარი), მაგრამ თქვენს მონა-მორჩილს ქონდა შესაძლებლობა ლამის ყოველდღიურად გადაეკვეთ-გადმოეკვეთა ეს ხიდი, და ეს ლამაზი სურათიც გაგიზიარეთ smile.gif

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Apr 25 2010, 03:03 PM

ციტატა(KAIROS @ Mar 20 2010, 05:55 AM) *





ეს ებრაელი ქალის ბიუსტი დამასკოდან

IPB-ს სურათი

ეს კი ხეში ნაკვეთი მინიატურა

IPB-ს სურათი

.




წარმოუდგენლად დიდი დონეა
აბო

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Apr 28 2010, 09:38 PM

კიდევ მინდა ფოტოებიიი oops.gif


biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 28 2010, 10:03 PM

ციტატა
კიდევ მინდა ფოტოებიიი

kiss1.gif
გენათალე smile.gif
აი შენ რამოდენიმე საააყვარელი სურათი..
ეს სტოკჰოლმია

IPB-ს სურათი

ეს კი ირლანდიაა, ცნობილი ბრიტანული ავტობუსების კოლონა, დუბლინის ცენტრში

IPB-ს სურათი

ეს კი ჩემი საყვარელი ელისეის მინდვრებია... პარიზი...

IPB-ს სურათი

აბა დროებით;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: May 4 2010, 09:01 PM

ციტატა(KAIROS @ Apr 28 2010, 10:03 PM) *

ეს სტოკჰოლმია

IPB-ს სურათი


blink.gif unsure.gif oops.gif thumbs.gif thumbs.gif
სკამის მოხატვის იდეა მომეწონა cool.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 5 2010, 03:35 AM

ციტატა
Feb 7 2010, 04:08 AM

ხოო, ნიუ.იორკიც არ დაგვითვალიერებია...
ახლა დაუნთაუნ მანჰეტენზე არსებულ ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიის (ოკა) ერთერთ მთავარ ტაძარში შევიხედოთ...
მაგრად მოგეწონებათ.

IPB-ს სურათი

და იქ არის წმიდა ნინოს ეს ხატიც

IPB-ს სურათი


ვნახე უცნაური და ლამაზი ტრადიცია მიცვალებულთა სახელზე კანდელების დაკიდებისა ჯვარცმის წინ

IPB-ს სურათი

ულამაზესი ნაძვის ხე ტაძარში...

IPB-ს სურათი

და საჩუქარი ფორუმს!

ჩვენი უდიდესი სიწმიდე, წმ. ნინოს შესამოსლის ნაწილი ნიუ-იორკში!

IPB-ს სურათი

იხარეთ;

კაიროსი!

პ.ს. ყველა საავტორო უფლება სუპერდაცულია smile.gif

ციტატა
სკამის მოხატვის იდეა მომეწონა

ეკატუნიკო მოხატე მერე შენც ერთი კაიროსის სახელზეც kiss1.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: May 5 2010, 09:08 PM

KAIROS

ციტატა
ეკატუნიკო მოხატე მერე შენც ერთი კაიროსის სახელზეც

კედლები, მაგიდები, ფანჯრები და შენ წარმოიდგინე ე.წ. "რეიშინის" დაფაც კი მაქვს მოხატულ-გაფორმებული, მარა სკამი ჯერ არ მიცდია biggrin.gif




ციტატა(KAIROS @ May 5 2010, 03:35 AM) *

ვნახე უცნაური და ლამაზი ტრადიცია მიცვალებულთა სახელზე კანდელების დაკიდებისა ჯვარცმის წინ

IPB-ს სურათი


რა საინტერესოა განათებაც რომ კანდელივით არის ჩამოკიდებული smile.gif


ციტატა


IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


ულამაზესი ტაძარია wub.gif

ექსტერიერის ფოტოც ხომ არ გაქვს? საინტერესოა გარედან როგორია

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: May 5 2010, 09:32 PM

KAIROS

ციტატა
ვნახე უცნაური და ლამაზი ტრადიცია მიცვალებულთა სახელზე კანდელების დაკიდებისა ჯვარცმის წინ
IPB-ს სურათი

კანდელები 40 დღე იკიდება, თუ სამუდამოდ?
ციტატა
IPB-ს სურათი

არც გამიგია, ამის შესახებ.
კიდევ სადმე არის მსგავსი ნაწილები? unsure.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 7 2010, 03:47 AM

ციტატა
ექსტერიერის ფოტოც ხომ არ გაქვს? საინტერესოა გარედან როგორია

დაგიძებნი smile.gif
მგონი გარედან დიდი არაფერი, შიგნიდან იყო საოცრად მშვიდი და სუფთა... რაღაც სხვანაირი, გადაუტვირთავი.
კანდელები მგონი სამუდამოდ ან 1 წელი იკიდება... ძალიან საინტერესო ტრადიციაა, არ მინახავს სხვაგან, რაც შეეხება სამოსს, ეს ვიღაც ქართველ ემიგრანტს შეუწირავს ეკლესიისათვის, მეტი ვერაფერი გავიგე, თუმცა შემიძლია ჩავეძიო smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 10 2010, 04:13 AM

ჰოოდა ასე, სანამ წავიდოდე, ერთერთი ლამაზი და მდიდარი მუზეუმის სურათებსაც დავდებ:

museum of natural history
new york

ჯერ ესენი იყოს..

IPB-ს სურათი

და ეს "ჯიგარი" biggrin.gif

IPB-ს სურათი

ეს ჩვენს სახლთან ახლოს მყოფი, ბროდვეის და ამსტერდამ ავენიუსთან ახლოს, ამერიკაში ყველაზე დიდი ანგლიკანური ეკლესიის ფასადია.

IPB-ს სურათი

ესენი კი ახალ წელს მოგაგონებენ, მდიდარი იტალიელების (დიდი ნაწილი) საახალწლოდ გაწყობილი ვილები ბრუკლინში:

IPB-ს სურათი


და ესეც იყოს:

IPB-ს სურათი

და ბოლოს ამით დავამთავროთ, მშობლიური თბილისი შორეულ ბრუკლინში biggrin.gif

IPB-ს სურათი

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: May 10 2010, 01:09 PM

ეს "თბილისი" რა დაწესებულებაა?

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: May 10 2010, 08:22 PM

ციტატა
museum of natural history

ასეთი მუზეუმი სოფიაში დავათვალიერე და მთელი კვირა ღამეც ცხოველები, ფრინველები და მწერები მელანდებოდა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ისე ძალიან საინტერესო კი იყო smile.gif







ციტატა

ესენი კი ახალ წელს მოგაგონებენ, მდიდარი იტალიელების (დიდი ნაწილი) საახალწლოდ გაწყობილი ვილები ბრუკლინში:

IPB-ს სურათი


აუუუ, რა ლამაზიაააა, მულტფილმის სცენას გავს biggrin.gif

tamuna m
ციტატა
ეს "თბილისი" რა დაწესებულებაა?

ეგ მეც მაინტერესებს, თან "ი"-ს თავზე ჯვრები რომ აქვს ცოტა დამაბნია biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 11 2010, 02:51 AM

ციტატა
თან "ი"-ს თავზე ჯვრები რომ აქვს ცოტა დამაბნია

ეგ "გრუზინული" სენია, გონიათ რომ ჯვრებს თუ დაასვამ თავზე ისე მოქმედებს, როგორც ჭიშკარზე ნალები biggrin.gif
რესტორანია, ერთერთი მრავალთაგან, სადღაც 10მდეა მარტო ნიუ-იორკში, ბევრია სხვა ქალაქებშიც.
პ.ს.
ეკატუნიკო, სულ მინდოდა მეკითხა, ხელმოწერის არ ქონა, ეს უფრო ორიგინალურობაა, თუ დუმილი ყველაზე მეტის თქმას ნიშნავს? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: May 12 2010, 10:11 PM

KAIROS

ციტატა
ეკატუნიკო, სულ მინდოდა მეკითხა, ხელმოწერის არ ქონა, ეს უფრო ორიგინალურობაა, თუ დუმილი ყველაზე მეტის თქმას ნიშნავს?

მაგაზე არ მიფიქრია biggrin.gif


oops.gif ვაოფებთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 16 2010, 09:56 PM

მოკლედ წავედი მე აბა და ფორუმიდანაც დავიკარგები ცოტა ხანი, მერე იმედია ცოტცოტა შემოვა....
უკაიროსოდ;
კაიროსი!
biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)