IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> გაგვაცანით ავტოკეფალიის ტომოსის ტექსტს!!!
Sotiris
პოსტი Jun 11 2007, 02:39 AM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(მნათე @ May 23 2007, 01:21 PM) *

მე ვფიქრობ ეგ ცოტა დამაბნეველი და გაუაზრებელი თემაა biggrin.gif


უეჭველად biggrin.gif მცხეთის საკათალიკოსოს მიერ ავტოკეფალიის მიღების თარიღი და ამ ფაქტთან დაკავშირებული დეტალები იდუმალებითაა მოცული. კანონისტმა ვალსამონი კი ახსენა (თან როგორ ეტყობა რომ კანცელარიაში მუშაობს, ვალსამონის ოფიციალური კომენტარიო biggrin.gif მასე ოქროპირის სახარების განმარტებაც ოფიციალური კომენტარი ყოფილა), მაგრამ ჯერ ერთი, იგი კონსტანტინეპოლში ცხოვრობდა და ანტიოქიის საპატრიარქოს არქივზე ხელი არ მიუწვდებოდა (ანტიოქია ამ დროს ჯვაროსნების ხელში იყო), მეორეც, გადაჭრით ვერ ამბობს ვინ მიანიჭა მცხეთის საკათალიკოსოს ავტოკეფალია და ამის ნაცვლად წერს ამბობენო. რაც შეეხება იმას, თუ რომელ პეტრე პატრიარქზეა საუბარი ვალსამონის ტექსტში, თუ კანონისტს მაინცდამაინც მეხუთე საუკუნე უნდა, მაშინ ეს მონოფიზიტი მწვალებელი პეტრე მკაწრვალი ყოფილა (თან ამ ვალსამონს არ დააბრალა, უწმიდესი პეტრეო? biggrin.gif ), სხვა შემთხვევაში კი მეთერთმეტე საუკუნის პეტრე. სახარბიელო დასკვნა ვერაა.

ანტიოქიის ვერსია პრობლემურია მრავალი თვალსაზრისით. რაფიდზე ავტვირთე ეფრემ მცირის მიერ შედგენილი "უწყება", სადაც ანტიოქიური ვერსია ანტიოქიის ქრონოგრაფიდან ამოღებულ ცნობას ემყარება. ანტიოქიური ქრონოგრაფის თანახმად თეოფილაქტე ანტიოქიის პატრიარქის დროს (პატრიარქობდა 744-751 წლებში) საქართველოდან მასთან მოვიდა ორი მონაზონი, რომლებმაც უთხრეს, რომ ანტიოქიის პატრიარქ ანასტასი მოწამიდან მოყოლებული (აქ ანასტასი მეორეზეა საუბარი, რომელიც იუდეველთა ბრბომ მოკლა 609 წ. კომენტარში მცდარადაა მითითებული ანასტასი პირველი), აგარიანთა (ე.ი. არაბთა) მიერ გზების გადაკეტვის გამო საქართველოსთვის არ კურთხებულა კათოლიკოსი ანტიოქიის პატრიარქის მიერ. თეოფილაქტემ შეკრიბა კრება, რომელმაც ქართველებს მიანიჭა უფლება თვითონ ეკურთხებინათ კათოლიკოსი. ამ ცნობით ისე გამოდის, 609 წ.-მდე დე იურეც და დე ფაქტოც მცხეთის საკათალიკოსო ანტიოქიაზე ყოფილა დამოკიდებული, ხოლო დე იურე ავტოკეფალური კი იგი 744 წ. შემდეგ და 751 წ.-მდე გამხდარა. ეს წინააღმდეგობაშია ვალსამონის ცნობასთან. წინააღმდეგობაშია ეს აგრეთვე სომხურ "ეპისტოლეთა წიგნთანაც", რომელიც სხვა მასალასთან ერთად სომეხთა კათალიკოსების და სხვა პატივცემული გვამების მიმოწერასაც შეიცავს კირიონ ქართლის კათოლიკოსთან. კირიონის არანაირი დამოკიდებულება ანტიოქიის საყდარზე არ ჩანს და ზაზა ალექსიძე სავსებით მართალია, როდესაც აღნიშნავს (ნუ, აქ იგი სომხების ვერსიას ეწინააღმდეგება, თითქოს მცხეთის კათოლიკოსი სომეხთა კათოლიკოსს ექვემდებარებოდაო), რომ კირიონი მოქმედებს და წერს როგორც ავტოკეფალური ეკლესიის თავი. აქ კიდევ ერთი მომენტია, კირიონი რამდენიმე ადგილას ხაზგასმით გამოყოფს იერუსალიმის პატრიარქს. არც ისაა ახალი, რომ ჩვენი ეკლესიის საღმრთისმსახურო წესი ადრე იერუსალიმური იყო. კიდევ უფრო საინტერესო ისაა, რომ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შეჯერებით იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ერთ თვენთან ისე გამოდის, რომ ქართველები ადრე მირონს იერუსალიმიდან იღებდნენ, ხოლო ეფრემ მაწყვერელის წყალობით მე-9 ს. შუიდან თავად დაიწყეს მირონის ხარშვა, უფლება კი ამაზე იერუსალიმის პატრიარქ მიქაელის მიერ შეკრებილი კრებისგან მიიღეს (ამ კრებას ანტიოქიის პატრიარქიც ესწრებოდა, როგორც ჩანს შემთხვევით). ჰოდა რა შუაშია იერუსალიმი საქართველოსთან, თუ ანტიოქიაზე ვიყავით დამოკიდებულები? ისე ისიცაა საინტერესო, რომ ჯუანშერის მიერ შედგენილ ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში არაფერია ნათქვამი ვახტანგის მიერ კათოლიკოსობის დაწესების შესახებ ძირითად ტექსტში, არამედ მხოლოდ მოგვიანებით დართულ მასალებში (ამას შენიშნავს თომსონი). მეორეს მხრივ ეს მონაკვეთი არის ჯუანშერის თხზულების სომხურ თარგმანში. მოკლედ ხათაბალაა რა.

აქ ბევრი რამის დაწერა შეიძლება, მაგრამ ჯერ ეს გვეყოფა. ისე ქართველებს როგორ გვიყვარს ეს მითოლოგია, მაგრამ ყველას არა biggrin.gif და რით ვერ ვისწავლეთ კიდევ მნიშვნელოვანი საბუთების შენახვა, შემაწუხებელია პირდაპირ biggrin.gif გიორგი მთწამიდელს რომ ავტოკეფალიის მინიჭების აქტი ჰქონოდა, ანტიოქიის პატრიარქს აუფრიალებდა ცხვირწინ და არ მოუწევდა ხუმრობით შემოფარგლვა.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Jun 11 2007, 09:02 PM
პოსტი #22


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ძალიან საინტერესოა

კარგია რომ დაბრუნდი smile.gif


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 11 2007, 09:18 PM
პოსტი #23


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



Sotiris
welcome back smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 15 2008, 06:40 PM
პოსტი #24


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მნათე
ციტატა
გაგვაცანით ავტოკეფალიის ტომოსის ტექსტს!!!

როგორც იქნა, ვიშოვე cool.gif kanonisti.gif

საქართველოს უწმინდესი მართლმადიდებელი ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელი


დიმიტრიოსი, წყალობითა ღმრთისათა მთვარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა და ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი


სახელითა მამისათა და სულისა წმინდისათა


”ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყვარულსა ზედა და აღვაღორძინებდეთ მისა მიმართ ყოველსა, რომელ არს თავ მისა ქრისტე, რომლისაგან ყოველი გვამი შენაწევრებულ და შემტკიცებულ არს ყოვლითა შეახლებითა უხუებისაითა შეწევნისაებრ საზომისა თვითეულისა ასოისა; სიორძილსა მას გვამისასა ჰყოფდით აღსაშენებლად თავისა თქვენისა სიყვარულით.” /ეფეს.4, 15-16/.

ამბობს მოციქული ერთა პავლე, და მართლაც ერთი სამწყსოა და ქრისტეს ერთი სხეულია, და ასევე იწოდება ღვთისმიერი ქვეყანასა ზედა ეკლესია მისი სული ერთიანობის გამო და არანაირი, რა თქმა უნდა, გზით არ შეუშლია ხელი ამას, არც პირველ და არც მის შემდგომ საუკუნეებში. სტრუქტურისათვის ადგილობრივი და სხვადასხვა ქვეყნების ეკლესიებისა, რომელნიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებელნი, შინაგანად თვითმმართველნი, თავიანთივე მწყემს-მთავართაგან და მოძღვართაგან ქრისტეს სახარების მსახურთაგან მართულნი არიან და შეადგენენ ერთ წმინდა და სამოციქულო ეკლესიას.

ასეთივეა კავკასიის კურთხეულ მიწაზე, ამჟამად საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებში შემავალი წმინდა და მართლმადიდებელი ეკლესია, რომელმაც უძველესი დროიდან მიიღო თვითმმართველი და თავისუფალი გამგებლობა და შესაბამისად საეკლესიო მმართველობითი ორგანიზაციაც. რწმენაში, სიმტკიცისა და ეკლესიური ცხოვრებით მრავალი და შესანიშნავი მაგალითის მაჩვენებელი. იგი დღესაც შეუნელებლად და უცვლელად იცავდა და იცავს ჩვენი მართლმადიდებელი ქვეყნის მოძღვრებებს და მის მიერ აღიარებულ ჭეშმარიტებებს. ამჟამად კი, თავის გამგებლობაში კანონიერების მსურველი, ყველა წმიდა მსგავსი აღმსარებლობის ეკლესიებთან მეგობრულ და სიყვარულით სავსე ურთიერთობაში და სამსახურში მყოფი მიმართავს, ყოველი ხელსაყრელი შემთხვევისას, ჩვენს ეკუმენურ საპატრიარქო ტახტს და ითხოვს კურთხევასა და მტკიცებას თავისი თვითმმართველობითი სტრუქტურისა. რამეთუ ასე შეთანხმებულმა, ვითარცა ვაზმა განუყოფელი ღვთისა ვენახისა, ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა კანონიერ პლეადაში მყოფმა, განაგრძოს აყვავება ქრისტეს სხეულისა.

Eეს ღირსებით სავსე მიმართვა და თხოვნა სიყვარულით მივიღეთ ჩვენ და ჩვენმა წმიდა და კურთხეულმა სინოდმა, ვინაიდან ჩვენი ეკუმენური ტახტი ვალდებულია დახმარება აღმოუჩინოს სამართლიანი უფლებებისა და სტატუსის მომთხოვნ წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიებს; ხელი ჩასჭიდოს მათ და დაეხმაროს დროის აუცილებლობით გამოწვეული ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაში, რამეთუ, თანახმად მრავალსაუკუნოვანი საეკლესიო ცხოვრებისა და წესისა, ღირსეულად მოპოვებულმა მისმა ავტორიტეტმა აღავსო ავტოკეფალური მმართველობის მინიჭების უფლების უპრატესობით და ჩამოუყალიბა გარკვეული ადმინისტრაციული უფლებები. ამდენად, ჩვენი უმდაბლესობა და ჩვენი კურთხეული მიტროპოლიტები, ყოვლადპატივდებულთა თანა სულიწმიდის მიერ ჩვენს ძმებთან და თანამწირველებთან ერთად განიმსჭვალა აზრით და სიამოვნებით იწონებს, რომ პატაკად მომავალი წმიდა და დიდი მსოფლიო კრებისა, ჩვენმა უპირველესმა ტახტმა, კონსტანტინეპოლის ეკლესიამ აკურთხოს, ცნოს და დაამტკიცოს საქართველოს წმინდა ეკლესიის ავტოკეფალია და დამოუკიდებელი სტრუქტურა. იგი მუდამ გარანტირებული და ხელშეუხებელი იქნება ჩვენი წმინდა რწმენისა და საეკლესიო კანონიკური წესის თანახმად, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობაში.

სინოდის გადაწყვეტილებითა და სულიწმინდით განათლებული ვაცხადებთ საქართველოს უწმინდეს ეკლესიას იმავე თვითმმართველი სტრუქტურითა და ორგანიზებით რაც უძველესი დროიდან გაჩნდა, რაც დამოწმებულია, აგრეთვე, ბალსამონის მიერ, რომელიც წერს: ”ამბობენ, რომ დღეთა მათ შინა უწმინდესისა პატრიარქისა ღვთაებრივი ქალაქისა დიდისა ანტიოქიისა უფალი პეტრესი გამოტანილ იქნა სინოდური დადგენილება, რომ იქნეს თავისუფალი და ავტოკეფალური ეკლესია იბერიისა.”

მივიჩნევთ, რომ იგი ჩართული არის ძმურ მართლმადიდებელი ეკლესიათა პლეადაში და ვადასტურებთ, ამასთანავე, იმას, რომ, იგი სახელდებულია, როგორც ”წმინდა ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია სრულიად საქართველოისა”. ვცნობთ მას როგორც ჩვენს სულიერ დას, რომელიც უფლებამოსილია მართოს და აწარმოოს საქმენი დამოუკიდებლად და ავტოკეფალურად, თანახმად წესისა. სხვა ადგილობრივ წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის კანონიერი უფლებებით მოქმედს მეთაურად ჰყავს უფალი ღმერთი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე და კანონიკური და საეკლესიო წესის თანახმად აღიარებს და პატივს სცემს ჩვენი მსოფლიო საპატრიარქო ტახტის პირველადობას, და ვითარცა თავის უმაღლეს მმართველობით ორგანოს, სცნობს საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართაგან შემდგარ სინოდს, რომლის თავმჯდომარეც არის ყოველი მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და კათოლიკოსი სრულიად საქართველოისა.

ჩვენს უწმინდეს და სამოციქულო და მსოფლიო საპატრიარქო ტახტთან ასევე ყოველ მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიასთან სულიერი და კანონიკური ერთიანობის დაცვის მიზნით, მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური წესის თანახმად, ყოველი მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და კათოლიკოსი სრულიად საქართველოისა მოვალეა მათ მეთაურებს აცნობოს მისი რჩევა და აღსაყდრება სამშვიდობო საინტრონიზაციო ეპისტოლეებით, წარმოაჩინოს ამასთანავე, აღმასრულებლობა და დასტური მისი და მისდამი რწმუნებული წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომ შეუბღალავად დაიცავს მართლმადიდებლურ სარწმუნოებასა და ღვთისმოსაობასა და ამასთანავე მართლმადიდებელი ეკლესიის საღმრთო და და წმინდა კანონებსა და წესებს; რიგის მიხედვით მოიხსენიებს წმინდა დიპტიხს, სახელს ყოველი მსოფლიო პატრიარქისა და სხვა უწმინდეს პატრიარქთა და წმიდა მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების უნეტარეს გამგებელთა, რაც შეეხება წმიდა მირონის საკითხს, დაცულ იქნება ამასთან დაკავშირებით დადგენილი საეკლესიო წესი, რათა ხილულად და უხილავად შედგეს და განცხადდეს შინაგანი და გარეგანი განუყოფელი ერთიანობა მართლმადიდებელი ეკლესიისა.

ამასთანავე, ვურჩევთ, რომ ზოგადი ხასიათის საეკლესიო პრობლემებისა თუ დაბრკოლებათა დროს, რომელნიც ავტოკეფალური ეკლესიების საგანმგებლო საზღვრებში იჩენენ თავს, ხოლო საყოველთაო განსჯასა და კენჭისყრას ექვემდებარებიან, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და კათოლიკოსმა სრულიად საქართველოისა მიმართოს ჩვენს უწმინდეს საპატრიარქო ტახტს, რომლის მიერაც დაუკავშირდება ყოველ მართლმადიდებელ საეპისკოპოსოს, ჭეშმარიტი სიტყვის მართლმკვეთელთ და თავისივე თხოვნის შესაბამისად, მიიღებს მისგან სარწმუნე აზრსა და შეხედულებას მისას და ძმური ეკლესიებისას.

ამრიგად, ჩვენს მუდმივ სრული შემადგენლობის წმიდა და კურთხეული სინოდის 1990 წლის 23 იანვრის სხდომაზე ნაფიქრს, განსჯილს და სინოდურად ჩვენს მიერ დამტკიცებულს, რომ მტკიცედ დავიცავთ, ვადასტურებთ ამ საპატრიარქო და სინოდური სიგელით, რომელიც შედგენილი და ხელმოწერილია ჩვენი წმინდა და ქრისტეს დიდი ეკლესიის წესდების თანახმად, ზუსტად და უცვლელად ვაუწყებთ და ვუგზავნით მთავარეპისკოპოსს მცხეთა- თბილისისა და სრულიად საქართველოისა, ქრისტეს მიერ ჩვენს საყვარელ ძმათა და ტანამწირველთა უფალ ილიას, სრულიად საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის კურთხეული სინოდის თავმჯდომარეს და როგორც წესია, აგრეთვე ეკლესიური კანონიკის მიხედვით მოქმედ და გამოცხადებულ მოძმე მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიებს დასაცავად და განსამტკიცებლად სრულიად მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის.

უფალი ღმერთი ჩვენი მადლითა და წყალობითა პირველსა, დიდისა და უმაღლესისა მღვდელმთავრისა ქრისტე ღმერთისა ჩვენისა მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა მისისა, მარადქალწულისა ღვთისმშობლისა მარიამისა. პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემლისა იოანეს, წმიდათა და დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა წმინდა მოციქულთასწორის ნინოსი და ღირსთა და ღვთივდაცულ მამათა ჩვენთა განამტკიცებს და დაიცავს წიაღსა ერთი წმინდა და კათოლიკე ეკლესიისასა ძმურ ავტოკეფალურ ეკლესიასა სრულიად საქართველოისა და წარუძღვება და ააყვავებს მას სადიდებლად წმიდისა სახელისა თვისისა ნუგეშად მორწმუნე მრევლისა მისისა და სიხარულად მსოფლიო ტახტისა და ყოველთა მოძმე მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიათა.


მაცხოვრისმიერსა წელსა 1990. თვესა იანვარსა 25






საქართველოს უწმიდესი ეკლესიის მეთაურისთვის საპატრიარქო ტიტულის
ცნობის და ბოძების საპატრიარქო სინოდური განჩინება


დიმიტრიოსი, წყალობითა ღმრთისათა მთავარეპისკოპოსი
კონსტანტინოპოლისა ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი


„რამდენადაც, მრავალსაუკუნიოვანი წესის თანახმად, ჩვენი უწმიდესი სამოციქულო და მსოფლიო საპატრიარქო ტახტი ინარჩუნებს კანონიერ უფლებას ჩაერიოს ღვთის წმიდა ეკლესიათა მოთხოვნილებებში, გამოიჩინოს გარკვეული მზრუნველობა და დააკმაყოფილოს ისინი, ამიტომ ჩვენი უმდაბლესობა, ჩვენ კურთხეულ და ყოვლადპატივდებულ მიტროპოლიტთან მსჯელობის შედეგად, საეკლესიო კანონმდებლობიდან გამომდინარე, განიმსჭვალა აზრით, რომ საქართველოს უწმინდეს მართლმადიდებელ ეკლესიას, ვითარცა ავტოკეფალურსა და დამოუკიდებელს, მართლმადიდებელ ეკლესიათა სისტემაში შემავალსა და თვითმმართველს, მიეცეს ძმური თანხმობა და აღიარება ჩვენი უწმინდესი კონსტანტინოპოლის ეკლესიისგან მასზედ, რომ საქართველოს უწმიდესი ეკლესია პატივდებულ იქნეს საპატრიარქო ღირსებითა და ადგილით, როგორც ადრიდანვე იხსნიებოდა უძველეს ქრონიკებსა და სხვა საეკლესიო წყაროებში მისი ტიტული - „მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოისა“, ასევე იხსენიებოდეს ამიერიდანაც მართლამადიდებლურ საღმრთო და წმიდა განგებებში.
ღრმად დარწმუნებულნი ვართ იმაში, რომ ჩვენი წმიდა და ქრისტეს დიდი ეკლესიის განსჯის და მისი წმიდა სინოდის დადგენილებას გაიზიარებენ და მხარში დაუდგებიან უნეტარესნი პატრიარქნი და განმგებელნი ღვთის ყოველი წმიდა ეკლესიისა და მიღებულ იქნება ერთსულოვანი თანხმობა საქართველოს მოძმე ეკლესიის საპატრიარქო ღირსების აღიარების შესახებ. გამოვთქვამთ ჭეშმარიტ იმედს, რომ ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ჩვენი წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის შენებას, ეკლესიის სიძლიერეს და წინსვლას.
სიხარულით ვაუწყებთ ყოველივე ამას ჩვენთვის საყვარელ და ყოვლადღირსეულ თქვენს უნეტარესობას, თქვენს ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავრებს, მორწმუნე წმიდა სამღვდელოებას, საქართველოს საპატრიარქოს ღვთისმოსავ და მორწმუნე მართლმადიდებელ ხალხს.

ვეამბორები თქვენს საყვარელ უნეტარესობას ძმური ამბორით, მივმართავთ თქვენს ქრისტესმოყვარე მრევლს ჩვენი პირველმღვდელმთავრული ლოცვა-კურთხევით და ვითხოვთ ყოველთათვის მადლს და უსაზღვრო წყალობას უფლისას.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 15 2008, 08:13 PM
პოსტი #25


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



დავით საიდან გემთხვიო აღარ ვიცი! 2kiss.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 15 2008, 08:14 PM
პოსტი #26


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მნათე
friends.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Feb 15 2008, 09:38 PM
პოსტი #27


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



გამიძნელდა, ბოლომდე ვერ წავიკითხე. სწორად მინდა გამიგოთ, მაგრამ მირიან მეფის დროს ბიზანტიის პირველმა ქრისტიანმა, წმ. მეფემ, კოსტანტინე დიდიმა პირველი მღვდელმთავარი - მთავარეპისკოპოსი იოანე რომ გამოაგზავნა და და საქართველოს ეკლესიის მეთაურმა კათოლიკოსის ტიტული ვახტანგ გორგასლის დროს რომ მიიღო არაფერს ნიშნავს? და მგონი მეორე იყო? მსოფლიო კრებაზე ქართველი ეპისკოპოსები რომ მონაწილეობდნენ არ ნიშნავს ეს აღიარებას? ვისაც რწმენა აქვს საკმარისია და თუ არ უნდა დაიჯეროს იგი "დოკუმენტი"-ც რომ მოუტანო არ დაიჯერებს.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 04:02 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი