IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ეპისტოლე კირიონ II ის, ჰრომთა პაპის მიმართ
დავით ივერიელი
პოსტი Jan 7 2008, 03:47 PM
პოსტი #1


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



უწმიდესო და უნეტარესო მამაო!

უძველესსა საყდარსა საქართველოისა საკათალიკოზოისასა, რმელსა 1811 წლითგან ვიდრე მოაქამომდე განაგებდეს ექსარხოსნი რუსეთის ეკლეიისანი, ათშვიდმეტსა სეკტენბერსა მიმდინარის წლისასსა, აღრჩევითა მორწმუნისა ერისა და სამღვდელოისა დასისაითა, აღყვანილ იქნა უღირსებაი ჩემი. აღსრული საყდარსა ამას ზედა "მოვიხსენებ დღეთა პირველთა და ვიწურთი ყოველთა მიმართ საქმეთა" (ფსლ.14,25) უნეტარესთა მწყემს მთავართა ჰრომისათა.
განგებამ ღმრთისამან არა უცხო ჰქმნა ეკლესიაი ჩვენი ჰრომისათვის დიდისა. პეტრე და ანდრია, პირველწოდებულთა მათ მოწაფეთა ქრისტესთა, რომელთა თესლი უბიწოი განაბნიეს მართლისა სარწმუნოებისაი ორნატთა ჰრომ-ქართველთა გულისათა, ძმობითა თვისითა წინაისწარ მოასწავეს სიყვარული და თვისობაი ორთა ამათ ეკლესიათაი. ჟამთა მოციქულთა სწორის ნინოისა და მეფისა მირიანისათა წიგმნმან წმიდისა სილიბისტრო ჰრომისამან, ვითარცა ვარდი, აღაყვავილა ნაყოფი მართლწმორწმუნეობისაი ქუეყანასა ქართლისასა, ხოლო წვალებითა უსჯულოისა ნესტორისაითა შიწრებულმან ახალნერგმან ამან ქრისტესმან ლხინებაი პოვა ეპისტოლესა შინა გრიგოლ დიოლოღონისასა, რომელი მან ჰრომით წარუძღვანა უწმიდესსა და უნეტარესსა სეხნასა ჩემსა, კირიონ მცხეთის კათალიკოსსა. შემდგომითი შემდგომად მოღვაწებამან წმიდისა ილარიონ ქართველისამან, რომლი წელ ორ სხემობდა ქალაქსა შინა შენის უწმიდესობისასა, კვლავ აუწყა მკვიდრთა ჰრომისათა დიდებაი საქართველოის ეკლესიისაი და განამტკიცა ერთობაი ჰრომთა და ქართველთაი.
გარდახდეს წელნი მრავალნი და შურიტა ეშმაკისაითა განიხეთქა ძოწეული შვენიერი ერთმორწმუნეობისაი, რომელი ემოსა უბიწოსა მას სძალსა ქრისტეისსა, ეკლესიასა აღმოსავალისა და დასავალისასა.
გარნდა საქმითა ამით არა გულარძნილ იქმნა ეკლესიაი ჩვენი: მოციქულნი და ქადაგნი ჰრომის საყდრისანი, რომელნი მეათსამმეტე საუკუნითგან მოევლინნეს ქვეყანასა ჩვენსა, შეუორგულებლად იღწოდეს საფარველსა ქვეშე ქართლისა მეფეთასა, ვითარცა მწყემსნი კეთილნი, მკურნალნი ხორცთანი დამომფენელნი ჩუენდა სწავლა-განათლებისანი. მათ აღეშენეს ქვეყანასა ჩვენსა ეკლესიანი თვისნი და დაუმოწაფეს საყდარსა შენსა არა მცირედნი ქართველნი, რომელნი მოაქამომდე ადიდებენ ღმერთსა წესისაებრ ჰრომთა ეკლესიისა და პატივსა სცემენ სახელსა შენისა უწმიდესობისასა.
დღეს ამას აღდგენისა ქართველთა ეკლესიისა და სიხარულისა მათისასა, გულისხმისმყოფელი წარსულისა ჩვენისა, მოწლედ მოვიკითხავ უნეტარესობასა შენსა და აღთქმასა ვსდებ, ვითარმედ მიმდგომნი შენისა საყდრისანი "არა შეიწრებულ იქნებიან გულსა შინა" ჩემსა და ქართველთა ერისასა.
ვსასოებ, ვითარმედ უწმიდესობაი შენი არა უგულებელს ჰყოფს ქართველთა კათოლიკეთა და მრავალფერთა მათთა სარწმუნოებრივ-ეროვნულ სახმართა.
"მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, სიყვარული ღმრთისა მამისაი და ზიარებაი სულისა წმიდისაი იყვან ჩვენ შორის"
უმდაბლესი და უღირისკირიონ II
მთავარეპისკოპოსი მცხეთისა და სრულიად საქართველოს კთალიკოს-პატრიარქი
2ნოემბერი 1917 წ.



IPB-ს სურათი
ვფიქრობ საინტერესო წერილია... თქვენი აზრი მაინტერესებს და საპასუხო წერილი ნეტა მოსწერეს blink.gif

P.S. ნამდვილად არ ვიცოდი ილარიონ ქართველი რომშიც თუ მოღვაწეობდა blink.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jan 7 2008, 05:00 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ვერაფერიც ვერ გავიგე dntknw.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 7 2008, 05:05 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



რა შესანიშნავი წერილია...!


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 9 2008, 09:06 PM
პოსტი #4


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
გარდახდეს წელნი მრავალნი და შურიტა ეშმაკისაითა განიხეთქა ძოწეული შვენიერი ერთმორწმუნეობისაი, რომელი ემოსა უბიწოსა მას სძალსა ქრისტეისსა, ეკლესიასა აღმოსავალისა და დასავალისასა.



როცა წმიდანიც ამას ამბობს... smile.gif

პ.ს.

იხარეთ,

კაიროსი (მსხემი...)


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 15 2008, 01:53 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



რატომ დუმს ეს თემა?!


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 15 2008, 02:03 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ძალიან უნდა შემრცხვეს, რომ ვთქვა და ვითხოვო, ამ წერილის ტანამედროვე ენაზე გადაწერა? sad.gif არ განმსაჯოთ რა, ზუსტად ვერ გავიგე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 15 2008, 04:09 AM
პოსტი #7


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
რატომ დუმს ეს თემა?!


საუხერხულოა wink.gif

staywhite

დაწერე რა ვერ გაიგე, ან ცქნაფოს მიმართე smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 15 2008, 04:22 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მაშინ თამარ, შენ გადაწერე რა ახალ ქართულ ენაზე მთლიანიsad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Feb 15 2008, 11:03 AM
პოსტი #9


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



რა არის ამ წერილში საუხერხულო და გამოსაკვლევი, ვერ ვხედავ.

საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალიის აღდგენა რთულ პერიოდში მოუწია. თავიდან ის არ ცნო არც ერთმა ადგილობრივმა ეკლესიამ (რუსეთმა ჩვენი ავტოკეფალია 40-იან წლებში ცნო, ხოლო კონსტანტინეპოლმა 90-იანში).
პატრიარქები ხშირ შემთხვევაში იძულებულები არიან გარკვეული პოლიტიკაც აწარმოონ. პატრიარქი ეძებდა მოკავშირეებს ამ რთულ სიტუაციაში
ახლა ბართლომეც კი მიმართავს ზოგჯერ პაპს დათაფლული სიტყვებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ განსხვავებები ჩვენსა და რომის ეკლესიას შორის სადღაც ორთქლდება


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 06:49 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი