თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფოლკლორი _ აფხაზური ფოლკლორი

პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Nov 22 2007, 10:02 PM

დავფიქრდი და გამახსენდა რო ძალიან ბევრი აფხაზური სიმღერის ჩანაწერია ჩვენამდე შემორჩენილი და გადავწყვიტე თემაც მიმეძღვნა ამ საოცარი კუთხისთვის, რომელიც სამწუხაროდ დღეს ჩვენი არააა!
ჩემი აზრით აფხაზებს ერთერთი საუკეთესო ფოლკლორი აქვთ. მათი სიმღერების მშვიდან მოსმენა შეუძლებელია! საოცარი ხმები აქვთ და საოცრადაც მღერიან!


აბა მოდი დავწეროთ ჩვენი მოსაზრებები აფხაზურ სიმღერებზე!!!

wink.gif

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Nov 22 2007, 11:12 PM

მაგარია wink.gif
ჩემი აზრით აფხაზურ ფოლკლორს ცოტათი მაინც მეგრული გავლენა აქვს

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Nov 22 2007, 11:37 PM

misdevs mela loms
აზამატს ეგ არ ეტყობა მარა ისე რავი ცოტათი კი ალბათ მარა ყველა სიმღერა ერთმანეთს გავს იმიტო რო ქართულიაsmile.gifდა არა აფხაზურიsmile.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Nov 23 2007, 12:44 AM

potiabesbaia

ციტატა
ჩემი აზრით აფხაზებს ერთერთი საუკეთესო ფოლკლორი აქვთ. მათი სიმღერების მშვიდან მოსმენა შეუძლებელია!

ნამდვილად გეთანხმები და დიდი მადლობა ამ თემის გახსნისთვის wink.gif აფხაზური სიმღერები მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა !!! ძალიან მიყვარს აფხაზური მაყრული , აზამატი , გუდისა , შარათანი და სხვები. რაღაც სხვანაირი მუხტი დევს აფხაზურ სიმღერებში !!!

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Nov 24 2007, 02:15 AM

აზამატი და შარათინი 4 ევერ რაა!
და გივი 5 ევერ კიდე!
დიდგორის აზამატი: http://alazani.myweb.ge/?act=showside&id=10&j=0

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Nov 25 2007, 07:46 PM

ძალიან მაგარია აფხაზური ფოლკლორი. გავლენას რაც შეეხება, აზამატი რომ პირველად მოვისმინე, ზანგურ მუსიკასთან დავიჭირე მსგავსება. მოგვიანებით გავიგე, რომ აფხაზეთში ზანგების სოფელიცაა და ცალკეული ოჯახებიც არიან აქა-იქ გაბნეული. იქნებ მათი გავლენაა?

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Nov 26 2007, 12:28 PM

ციტატა(M.M. @ Nov 25 2007, 07:46 PM) *

ძალიან მაგარია აფხაზური ფოლკლორი. გავლენას რაც შეეხება, აზამატი რომ პირველად მოვისმინე, ზანგურ მუსიკასთან დავიჭირე მსგავსება. მოგვიანებით გავიგე, რომ აფხაზეთში ზანგების სოფელიცაა და ცალკეული ოჯახებიც არიან აქა-იქ გაბნეული. იქნებ მათი გავლენაა?
დავაზუსტებ რაზე მაქვს ლაპარაკი, დარტყმული რომ არვის ვეგონო. აზამატში, განსაკუთრებით ერთ მომენტში, კაცი ისეთ მელოდიას მღერის, რომლის მსგავსიც ჯაზში მომისმენია, ოღონდ იქ ასეთ მელოდიას საყვირი თუ რაღაცა სასულე ასრულებს. იმედია მიხვდით რას ვამბობ. smile.gif

პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Nov 29 2007, 05:27 PM

M.M.
საინტერესო მოსაზრებააა. იმედია გამოცდილი ფოლკლორისტები გვეტყვიან რამეს ამასთან დაკავშირებით wink.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Nov 29 2007, 10:24 PM

M.M.

ციტატა
დავაზუსტებ რაზე მაქვს ლაპარაკი, დარტყმული რომ არვის ვეგონო. აზამატში, განსაკუთრებით ერთ მომენტში, კაცი ისეთ მელოდიას მღერის, რომლის მსგავსიც ჯაზში მომისმენია, ოღონდ იქ ასეთ მელოდიას საყვირი თუ რაღაცა სასულე ასრულებს. იმედია მიხვდით რას ვამბობ.

მდაა... რაღაცა ეჭვი მეპარება მასე იყოს biggrin.gif რა ზანგი კაცო რას ამბობ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Nov 30 2007, 08:02 PM

ციტატა(Didgoreli @ Nov 29 2007, 10:24 PM) *

M.M.

მდაა... რაღაცა ეჭვი მეპარება მასე იყოს biggrin.gif რა ზანგი კაცო რას ამბობ? biggrin.gif
biggrin.gif
რა ვიცი, მე კი დავიჭირე მომენტებში მსგავსება და...

ისე, რაზეა ეს სიმღერა?

პოსტის ავტორი: G A B O თარიღი: Dec 3 2007, 08:11 PM

ძალიან სამწუხაროა რომ დღეს აფხაზი წარმოშობის ან აფხაზეთში ნაცხოვრები არავინ მინახავს ვინც აფხაზურ სიმღერებს მღეროდეს, ყოველ შემთხვევში მე არ გამიგონია. და რატომღაც ისე მოხდა რომ მეგრელებმა იტვირთეს ეს კუთხე ანუ დღეს მეგრელს ყველაზე უკეთ შეუძლია მიხვდეს აფხაზური სიმღერის ხასიათს(ეს ჩემი აზრია) ალბათ იმიტომ რომ გარკვეული ისტორიული მიზეზები მაძლევს ამის თქმის საფუძველს, თუმცა მგერული და აფხაზური ფოლკლორი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან ყველა ასპექტში.

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 5 2007, 02:54 PM

ციტატა(Didgoreli @ Dec 3 2007, 05:57 PM) *

M.M.

აეუუF biggrin.gif biggrin.gif ეგ არ გეკითხა და მოგეკალი თუ გინდა biggrin.gif biggrin.gif რავიცი მე რაზეა biggrin.gif biggrin.gif
ე ბიჭო, იქნება უხამსობას გამღერებენ, არ უნდა დაინტერესდე? თან უფრო იგრძნობ რას მღერი (უფრო სოლისტებს ეხება) და უკეტესი გამოვა.

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Dec 5 2007, 05:09 PM

M.M.

ციტატა
ე ბიჭო, იქნება უხამსობას გამღერებენ, არ უნდა დაინტერესდე? თან უფრო იგრძნობ რას მღერი (უფრო სოლისტებს ეხება) და უკეტესი გამოვა.

ხო ნუ რავიცი tongue.gif უხამსობა რა უნდა იყვეს შე კაცო ? tongue.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 6 2007, 12:36 PM

ციტატა(Didgoreli @ Dec 5 2007, 05:09 PM) *

M.M.

უხამსობა რა უნდა იყვეს შე კაცო ? tongue.gif
ჩამოვთვალო ვარიანტები? biggrin.gif
აზამატ რას ნიშნავს, ეგ მაინც არ იცი?

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Dec 6 2007, 06:55 PM

M.M.

ციტატა
აზამატ რას ნიშნავს, ეგ მაინც არ იცი?

არააა huh.gif რას ნიშნავს?

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Dec 6 2007, 09:36 PM

Didgoreli
რას მრერიხართ არ უნდა იცოდეთ?biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Dec 6 2007, 09:38 PM

yipiani gio

ციტატა
რას მრერიხართ არ უნდა იცოდეთ?

ე ბიჭო რავიცი აბა biggrin.gif აფხაზი ქალი გვყავს მრევლი და იმას გავაშიფრინეთ ტექსტი და რამე ცუდი რო ყოფილიყო გვეტყოდა wink.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Dec 6 2007, 10:15 PM

Didgoreli
არა ცუდი არ იქნება ეხლა.აფხაზმა ასეთი სიმღერა შექმნა და ცუდს რას იტყოდა ეხლაwink.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Dec 6 2007, 10:22 PM

yipiani gio

ციტატა
არა ცუდი არ იქნება ეხლა.აფხაზმა ასეთი სიმღერა შექმნა და ცუდს რას იტყოდა ეხლა

მართალი ხარ wink.gif

პოსტის ავტორი: TuTashxia თარიღი: Dec 6 2007, 11:00 PM

აზამატი და დიდგორი "foreveeeeeeeeeeeeeeeeeeer" whistling.gif opaa.gif მაგად მიყვარს ეგ სიმღერაააააააა და ეს დიდგორის დამსახურებააააა 2kiss.gif

პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Dec 7 2007, 01:48 AM

აზამატი სახელია, კაცის თუ არ ვცდები და მთელი სიმღერა მიდის ამ კაცზე ამბის მოყოლა. აი გედე აზამატ - ეს ნიშნავს რო აზამატის შვილებიო თუ რაღაც ეგეთი. მოკლედ რომ ვთქვათ უხამსობა არაფერი არაა ამ სიმღერაში wink.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Dec 7 2007, 02:32 AM

potiabesbaia

ციტატა
აი გედე აზამატ - ეს ნიშნავს რო აზამატის შვილებიო თუ რაღაც ეგეთი

რაოო? biggrin.gif biggrin.gif რაის აზამატის შვილებიო ? საიდან მოიტანე ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Dec 7 2007, 02:34 AM

დღეს აზამატის ნოტები რომ ვნახე თვალები შუბლზე ამივიდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 7 2007, 12:46 PM

ციტატა(G A B O @ Dec 3 2007, 08:11 PM) *

ძალიან სამწუხაროა რომ დღეს აფხაზი წარმოშობის ან აფხაზეთში ნაცხოვრები არავინ მინახავს ვინც აფხაზურ სიმღერებს მღეროდეს, ყოველ შემთხვევში მე არ გამიგონია. და რატომღაც ისე მოხდა რომ მეგრელებმა იტვირთეს ეს კუთხე ანუ დღეს მეგრელს ყველაზე უკეთ შეუძლია მიხვდეს აფხაზური სიმღერის ხასიათს(ეს ჩემი აზრია) ალბათ იმიტომ რომ გარკვეული ისტორიული მიზეზები მაძლევს ამის თქმის საფუძველს, თუმცა მგერული და აფხაზური ფოლკლორი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან ყველა ასპექტში.
აფხაზეთში გაზრდილ მეგრელს კი ბატონო, მაგრამ, ვთქვათ, ფოთელი მეგრელი (ისე ზოგი მეგრელი ფოთელებს არც თვლის მეგრელებად) რატომ გაუგებს აფხაზს უკეთესად, ვიდრე, სიტყვაზე, აჭარელი?
ციტატა(Didgoreli @ Dec 6 2007, 06:55 PM) *

M.M.

არააა huh.gif რას ნიშნავს?
მე შენ გეკითხები, რა ვიცი?

ციტატა(potiabesbaia @ Dec 7 2007, 01:48 AM) *

აზამატი სახელია, კაცის თუ არ ვცდები და მთელი სიმღერა მიდის ამ კაცზე ამბის მოყოლა. აი გედე აზამატ - ეს ნიშნავს რო აზამატის შვილებიო თუ რაღაც ეგეთი. მოკლედ რომ ვთქვათ უხამსობა არაფერი არაა ამ სიმღერაში wink.gif
biggrin.gif

ციტატა(N. R. @ Dec 7 2007, 02:34 AM) *

დღეს აზამატის ნოტები რომ ვნახე თვალები შუბლზე ამივიდა biggrin.gif
სადა ნახე? სადაც ნოტებია, იქ ტექსტიც იქნება, ხომ?.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 7 2007, 12:59 PM

M.M.

ციტატა
რას ნიშნავს?

მე შენ გეკითხები, რა ვიცი?


აზამათ (და არა - აზამატ) არის ჩრდილოკავკასიელებში გავრცელებული კაცის სახელი. "აი გედე" - არის აფხაზური ენაში თურქულიდან შესული მოძახილი, რაც ნიშნავს ქართულ "მიდი"-ს და რუსულ "დავაი"-ს

აზამათის ტექსტი არ იცით ვინმემ? ცოტა აფხაზური ვიცი და გადაგითარგმნიდით.... smile.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Dec 7 2007, 03:05 PM

ციტატა(M.M. @ Dec 7 2007, 12:46 PM) *

სადა ნახე? სადაც ნოტებია, იქ ტექსტიც იქნება, ხომ?.


კრებულია ერთ-ერთი მკვლევარის. ტექსტიც არის, ცხადია

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 7 2007, 03:07 PM

N. R.
ვერ დადებ ტექსტს? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Dec 7 2007, 03:08 PM

ციტატა(კანონისტი @ Dec 7 2007, 03:07 PM) *

N. R.
ვერ დადებ ტექსტს? rolleyes.gif


არ ვიცი როგორ ავკრიფო sad.gif


საერთოდაც უინდა გადავიღო და ჩაგახუტებ რააა, შენზე გამიგია ესმისო ეს საგანიო rolleyes.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 7 2007, 03:10 PM

N. R.

ციტატა
საერთოდაც უინდა გადავიღო და ჩაგახუტებ რააა, შენზე გამიგია ესმისო ეს საგანიო

ითაბუპ ჰათირ ზქუუ

დაარა ბზია იზბოიტ აფსუა აშვქუა.... wub.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 7 2007, 03:22 PM

ერთი სიმღერა გამახსენდა:

აჟვლა დუუძლა ბურნაო
აფსნი ლაშა ზირფშძაო
ამრაყუანდა ხაფხაო
ხაყაინეიჰო ყაშვა ჰვო....

პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Dec 7 2007, 04:57 PM

კანონისტი
შენ შემთხვევით გუდისას ტექსტი ხომ არ იცი? smile.gif

M.M.

QUOTE
ისე ზოგი მეგრელი ფოთელებს არც თვლის მეგრელებად

მართალი ხარ, ფოთი სამეგრელოდ არ Iტვლება და არც გურიად, და ფოთელებიც ამბობენ რომ ფოთელები არიან და არცერთ კუთხეს არ მიაკუთვნებენ საკუთარ თავს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ფოთელი მეგრელი მეგრელი არაა ან ფოთელი გურული არაა, ა.შ.შენ ჩემი გვარი რომ გაიგო სულ გადაუსვამ ხაზს ჩემს მეგრელობას! biggrin.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Dec 7 2007, 06:31 PM

potiabesbaia

ციტატა
შენ შემთხვევით გუდისას ტექსტი ხომ არ იცი?

გუდისას ტექსტს მე მომიტანენ ორშაბათს wink.gif
კანონისტი
ციტატა
აზამათ (და არა - აზამატ)

რატომღაც მგონია რო უნდა სცდებოდე wink.gif აზამატი ჰქვია სიმღერას და არა აზამათი wink.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 7 2007, 06:56 PM

Didgoreli

ციტატა
რატომღაც მგონია რო უნდა სცდებოდე აზამატი ჰქვია სიმღერას და არა აზამათი

არააა no.gif

აზამათი (აფხაზურად ეგრე გამოითქმის)

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 8 2007, 12:36 PM

ციტატა(კანონისტი @ Dec 7 2007, 12:59 PM) *

M.M.
"აი გედე" - არის აფხაზური ენაში თურქულიდან შესული მოძახილი, რაც ნიშნავს ქართულ "მიდი"-ს და რუსულ "დავაი"-ს

აზამათის ტექსტი არ იცით ვინმემ? ცოტა აფხაზური ვიცი და გადაგითარგმნიდით.... smile.gif
აი გედე კი გამეგონა ისედაც, სხვა რამისა რა გითხრა.
აფხაზური იცი? სვანური და მეგრულიც ხომ არა?
ციტატა(N. R. @ Dec 7 2007, 03:05 PM) *

კრებულია ერთ-ერთი მკვლევარის. ტექსტიც არის, ცხადია
არა, ეს რა საუნჯეს მივაგენ კაცოოო
ციტატა(კანონისტი @ Dec 7 2007, 03:10 PM) *

N. R.

ითაბუპ ჰათირ ზქუუ

დაარა ბზია იზბოიტ აფსუა აშვქუა.... wub.gif
რა?! mad.gif ვისა ბიჭო?!
biggrin.gif

ციტატა(potiabesbaia @ Dec 7 2007, 04:57 PM) *

M.M.

მართალი ხარ, ფოთი სამეგრელოდ არ Iტვლება და არც გურიად, და ფოთელებიც ამბობენ რომ ფოთელები არიან და არცერთ კუთხეს არ მიაკუთვნებენ საკუთარ თავს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ფოთელი მეგრელი მეგრელი არაა ან ფოთელი გურული არაა, ა.შ.შენ ჩემი გვარი რომ გაიგო სულ გადაუსვამ ხაზს ჩემს მეგრელობას! biggrin.gif
აბესაძე ხარო, ყიფიანმა არ გითხრა? სახელი არ ვიცი.

პოსტის ავტორი: Georgia_me1121 თარიღი: Jun 10 2008, 04:32 PM

არავის გაქვთ?
რა იცით ამ სიმღერების შესახებ?

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 10 2008, 04:48 PM

ციტატა
არავის გაქვთ?
რა იცით ამ სიმღერების შესახებ?

ვაჰრადას და აზარს ცოტა ხანში მოგაწვდით.ჩავწერთ (სამოყვარულო ჩანაწერი) და დავდებთ.ჩვენი ანსამბლი (თაბორი) განსაკუთრებულ ყურადგებას აქცევს აფხაზურ სიმღერებს.
ვაჰრადას და აზარს ძირითადად დოღის დროს მღეროდნენ,თუმცა აზარი გლოვის დროსაც ხშირად იმღერებოდა.განსხვავება აზარის ამ ორ ხასიათს შორის იყო როგორც ტექსტში ისე მელოდიურ ხაზშიც.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 10 2008, 04:53 PM

aragveli

ციტატა
აზარს ძირითადად დოღის დროს მღეროდნენ,თუმცა აზარი გლოვის დროსაც ხშირად იმღერებოდა

აზარი არის იგივე ზარი, ანუ სამგლოვიარო სიმღერა

წინ აფხაზური პრეფიქსის "ა"-ს დართვით: ა-ზარ, ანუ ზარ-ი

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 10 2008, 05:08 PM

ციტატა
აზარი არის იგივე ზარი, ანუ სამგლოვიარო სიმღერა


არსებობს ლიტერატურული ნარკვევები,აღწერილია მხატვრულ ლიტერატურაშიც სიმღერა აზარის დოღის დაწყებამდე შესრულების ფაქტები (''მთვარის მოტაცება''კ.გამსახურდია) აქედან გამომდინარე არ შეიძლება მხოლოდ სახელწოდებით დასკვნის გაკეთება!

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jun 10 2008, 06:49 PM

Georgia_me1121
იქნებ მოდერატორს მაინც ქონდესეს ჩანაწერები

პოსტის ავტორი: Georgia_me1121 თარიღი: Jun 10 2008, 09:44 PM

ციტატა(aragveli @ Jun 10 2008, 06:08 PM) *

არსებობს ლიტერატურული ნარკვევები,აღწერილია მხატვრულ ლიტერატურაშიც სიმღერა აზარის დოღის დაწყებამდე შესრულების ფაქტები (''მთვარის მოტაცება''კ.გამსახურდია) აქედან გამომდინარე არ შეიძლება მხოლოდ სახელწოდებით დასკვნის გაკეთება!

აუ შენ გაიხარე ისე როგორც მე გამახარე wub.gif
ხო, მეც "მთვარის მოტაცება" რო წავიკითხე იმიტომ ვარ ასეთი აღტყინებული და მონდომებული
რამდენი ტრადიცია დაიკარგა ვაიმე ხალხო
ამ ზაფხულს შეიძლება სამეგრელოში წავიდე და უნდა ვიმოქმედო, იქნებ ვინმემ იცოდეს ერგეაშვა, ნოტები უნდა ჩავიწერო, სხვანაირად ვერ მოვახერხე sad.gif 003.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 10 2008, 11:36 PM

Georgia_me1121

ციტატა
ერგეაშვა, მარულა, ახრააშვა, ვაჰრადა, თარჩია..., ძველი აფხაზური სიმღერები


აქედან მარტო ორი მაქვს.

ა ბატონო, გადაწერე:

http://allshares.ge/download.php?id=FA4D2B8714

http://allshares.ge/download.php?id=52F97F2C11 - ეს მაგარი მაზალო სიმღერაა IPB-ს სურათი

კანონისტი
ციტატა
აზარი არის იგივე ზარი, ანუ სამგლოვიარო სიმღერა

წინ აფხაზური პრეფიქსის "ა"-ს დართვით: ა-ზარ, ანუ ზარ-ი

yes.gif

aragveli
ციტატა
არსებობს ლიტერატურული ნარკვევები,აღწერილია მხატვრულ ლიტერატურაშიც სიმღერა აზარის დოღის დაწყებამდე შესრულების ფაქტები

მაგენი ალბათ წინდაწინ გლოვობდნენ დოღში დასაღუპ მედოღეებს. IPB-ს სურათი

http://allshares.ge/download.php?id=FA033FC814

http://allshares.ge/download.php?id=F483222B8

http://allshares.ge/download.php?id=0F1A246F14

აზარი, როგორც კანონისტმა აღნიშნა, სიტყვა "ზარი"-დან მოდის, თუმცა შემდგომში ეს სიმღერა პოპულარული გახდა და სხვადასხვა გარემოებებში მღეროდნენ, ძირითადად დოღის წინ (თუ გასვენებას არ ჩავთვლით). yes.gif

პოსტის ავტორი: Beri kaci თარიღი: Jun 11 2008, 10:35 AM

ციტატა(ვეშაპო @ Jun 10 2008, 11:36 PM) *



http://allshares.ge/download.php?id=FA033FC814

http://allshares.ge/download.php?id=F483222B8

http://allshares.ge/download.php?id=0F1A246F14



პირველ ლინკს არ ხსნის, sad.gif იქნებ გაასწორო რა. rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 11 2008, 02:50 PM

Beri kaci

ციტატა
პირველ ლინკს არ ხსნის, იქნებ გაასწორო რა.

გავასწორე. yes.gif

პოსტის ავტორი: Georgia_me1121 თარიღი: Jun 11 2008, 02:56 PM

ვეშაპო
დიდი მადლობა
არ დახუროთ ეს თემა, იქნებ კიდევ მომიპოვოთ აფხაზური სიმღერები biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 11 2008, 03:09 PM

Georgia_me1121

ციტატა
არ დახუროთ ეს თემა, იქნებ კიდევ მომიპოვოთ აფხაზური სიმღერები

მე მაქვს, ოღონდ საესტრადო ან გაესტრადებული (tongue.gif) ფოლკლორი

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 11 2008, 03:46 PM

Georgia_me1121

ციტატა
არ დახუროთ ეს თემა, იქნებ კიდევ მომიპოვოთ აფხაზური სიმღერები

აფხაზური სიმღერები ბლომად მაქვს, უბრალოდ შენ რაც ჩამოთვალე, მაქედან მხოლოდ ორია.

პოსტის ავტორი: Beri kaci თარიღი: Jun 11 2008, 03:47 PM

ციტატა(ვეშაპო @ Jun 11 2008, 02:50 PM) *


გავასწორე. yes.gif


მადლობა! მაგრად გაასწორე. biggrin.gif

პოსტის ავტორი: Georgia_me1121 თარიღი: Jun 11 2008, 04:13 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 11 2008, 04:09 PM) *

Georgia_me1121

მე მაქვს, ოღონდ საესტრადო ან გაესტრადებული (tongue.gif) ფოლკლორი

არ გინდაა biggrin.gif

ვეშაპო
დაყარეეეეეე jump.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 11 2008, 04:16 PM

Georgia_me1121

ციტატა
არ გინდაა

blink.gif иутахома??

Избан? ибзиану дааргьы tongue.gif

პოსტის ავტორი: Georgia_me1121 თარიღი: Jun 11 2008, 05:11 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 11 2008, 05:16 PM) *

Georgia_me1121

blink.gif иутахома??

Избан? ибзиану дааргьы tongue.gif

ვოთ დიდ იუ სკაზალ? blink.gif

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 13 2008, 11:27 PM

ციტატა
ამ ზაფხულს შეიძლება სამეგრელოში წავიდე და უნდა ვიმოქმედო, იქნებ ვინმემ იცოდეს ერგეაშვა, ნოტები უნდა ჩავიწერო, სხვანაირად ვერ მოვახერხე


შენ მართლა გამახარე!!!!!!!
მეც ვეცდები იქნებ ვინმე გამოვძებნო აფხაზი ვისაც ისევ აინტერესებს წინაპრების ტრადიცია და კულტურა!(ცოტა გამიჭირდება მაგრამ მაინც ვეცდები)
აუცილებელია მათთან კავშირი,გარიყულები არიან და ეს მათში მხოლოდ აგრესიას იწვევს!
თქვენც მომეხმარეთ ქართველებო!!!

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 13 2008, 11:44 PM

ციტატა
ვარადაcolorc/colorcsizec/sizec - ეს მაგარი მაზალო სიმღერაა


მაგარია.გაიხარე!!!

პოსტის ავტორი: Georgia_me1121 თარიღი: Jun 13 2008, 11:47 PM

ციტატა(aragveli @ Jun 14 2008, 12:27 AM) *

შენ მართლა გამახარე!!!!!!!
მეც ვეცდები იქნებ ვინმე გამოვძებნო აფხაზი ვისაც ისევ აინტერესებს წინაპრების ტრადიცია და კულტურა!(ცოტა გამიჭირდება მაგრამ მაინც ვეცდები)
აუცილებელია მათთან კავშირი,გარიყულები არიან და ეს მათში მხოლოდ აგრესიას იწვევს!
თქვენც მომეხმარეთ ქართველებო!!!

აფხაზი ხარ? kiss1.gif

პოსტის ავტორი: falestra თარიღი: Jun 14 2008, 12:25 AM

Georgia_me1121

rolleyes.gif
არ ვიცი ეს თუ დაგაინტერესებს, მაგრამ მაინც:



http://www.myvideo.ge/?video_id=166735

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 14 2008, 12:32 AM

ციტატა
აფხაზი ხარ?

არა არ ვარ აფხაზი მაგრამ მაგრად მაწევს გულზე მაგათი განსაცდელი.
გადაშენების და''წალეკვის'' პირას არიან!!!

ციტატა
არ ვიცი ეს თუ დაგაინტერესებს, მაგრამ მაინც:


მაგარია! გაიხარე!!!

პოსტის ავტორი: Georgia_me1121 თარიღი: Jun 14 2008, 07:08 PM

ციტატა(falestra @ Jun 14 2008, 01:25 AM) *

Georgia_me1121

rolleyes.gif
არ ვიცი ეს თუ დაგაინტერესებს, მაგრამ მაინც:
http://www.myvideo.ge/?video_id=166735

რას ამბობ, ძალიან გამახარე IPB-ს სურათი
დიდი მადლობა, საინეტერსო იყო kiss1.gif


ციტატა(aragveli @ Jun 14 2008, 01:32 AM) *

არა არ ვარ აფხაზი მაგრამ მაგრად მაწევს გულზე მაგათი განსაცდელი.
გადაშენების და''წალეკვის'' პირას არიან!!!

+++

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 14 2008, 07:47 PM

aragveli

ციტატა
არა არ ვარ აფხაზი მაგრამ მაგრად მაწევს გულზე მაგათი განსაცდელი.
გადაშენების და''წალეკვის'' პირას არიან!!!

უუუუF!
მაიცა რა.
გადაშენდნენ მაქედან, მით უფრო, რომ აფხაზები არ არიან.

ჩვენი ბრალია, მაგათ რომ აფხაზები დავარქვით.

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: Jun 14 2008, 07:49 PM

"აფხაზათი საართველო არის" აქვს ვინმეს ეგ სიმღერა? sad.gif

პოსტის ავტორი: Georgia_me1121 თარიღი: Jun 14 2008, 07:53 PM

ციტატა(ვეშაპო @ Jun 14 2008, 08:47 PM) *

aragveli

უუუუF!
მაიცა რა.
გადაშენდნენ მაქედან, მით უფრო, რომ აფხაზები არ არიან.

ჩვენი ბრალია, მაგათ რომ აფხაზები დავარქვით.

ეგ ხო, აფხაზები ქართველები იყვნენ მაგრამ მაინც რატომ იმეტებ გადასაშენებლად?

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 14 2008, 08:04 PM

Georgia_me1121

ციტატა
ეგ ხო, აფხაზები ქართველები იყვნენ მაგრამ მაინც რატომ იმეტებ გადასაშენებლად?

მე სულ გადასაშენებლად კი არა, მაქედან გადასაშენებლად ვიმეტებ.
წავიდნენ თავის სამშობლოში და იცხოვრონ იქ.

პოსტის ავტორი: Nanio თარიღი: Jun 14 2008, 08:08 PM

ვეშაპო

ციტატა
ჩვენი ბრალია, მაგათ რომ აფხაზები დავარქვით.

და სამაჩაბლოს სამხრეთ ოსეთი!!

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 14 2008, 08:12 PM

Nanio

ციტატა
და სამაჩაბლოს ჩრდილოეთ ოსეთი!!

სამხრეთ ოსეთი უნდა გეთქვა.

მაგრამ მაგ ტერიტორიაზე მარტო სამაჩაბლო არ არის.
მაჩაბლების სამფლობელო, მე როგორც ვიცი ძირითადად ჯავის რაიონის სამხრეთს ნაწილს მოიცავდა.

მანამდე სხვა თავადების ადგილმამულები იყო, მათ შორის ცხინვალიც.

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Jun 14 2008, 08:13 PM

ერგეაშვა მინდაააა sad.gif


დავიჯერო არვის აქვს ?


პოსტის ავტორი: Nanio თარიღი: Jun 14 2008, 08:14 PM

ვეშაპო

ციტატა
სამხრეთ ოსეთი უნდა გეთქვა

ხო შემეშალა smile.gif

რა მნიშვნელობა აქვს? ოსეთი ხომ არ იყო?

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 14 2008, 08:24 PM

Nanio

ციტატა
ოსეთი ხომ არ იყო?

ოსეთი ნაღდად არ იყო. no.gif

პოსტის ავტორი: Georgia_me1121 თარიღი: Jun 14 2008, 10:25 PM

ციტატა(ვეშაპო @ Jun 14 2008, 09:04 PM) *

Georgia_me1121

მე სულ გადასაშენებლად კი არა, მაქედან გადასაშენებლად ვიმეტებ.
წავიდნენ თავის სამშობლოში და იცხოვრონ იქ.

სამშობლო არ აქვთ no.gif

ციტატა(S a l l y @ Jun 14 2008, 09:13 PM) *

ერგეაშვა მინდაააა sad.gif
დავიჯერო არვის აქვს ?

შენც გინდა? sad.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 15 2008, 02:58 PM

Georgia_me1121

ციტატა
სამშობლო არ აქვთ

საიდანაც ჩამოვიდნენ მე-16-ე საუკუნიდან მოყოლებული, იქ წავიდნენ ისევ.
ის ტერიტორია წყალს არ წაუღია და ისევ არსებობს.

პოსტის ავტორი: Georgia_me1121 თარიღი: Jun 15 2008, 05:32 PM

ციტატა(ვეშაპო @ Jun 15 2008, 03:58 PM) *

Georgia_me1121

საიდანაც ჩამოვიდნენ მე-16-ე საუკუნიდან მოყოლებული, იქ წავიდნენ ისევ.
ის ტერიტორია წყალს არ წაუღია და ისევ არსებობს.

no.gif no.gif no.gif
ჩვენი ხალხია მაინც yes.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 15 2008, 05:39 PM

Georgia_me1121

ციტატა
ჩვენი ხალხია მაინც

კეე.
განსაკუთრებით მაშინ, როცა შიგნით არ გიშვებს და მოკვლით გემუქრება.

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 15 2008, 05:59 PM

ციტატა
უუუუF!მაიცა რა.გადაშენდნენ მაქედან, მით უფრო, რომ აფხაზები არ არიან.ჩვენი ბრალია, მაგათ რომ აფხაზები დავარქვით.


არა ვეშაპო,ალბათ ვერ გამიგე,იბერიულ_კავკასიურ ტომებზე მქონდა ლაპარაკი.
მეთი ჩერქეზული და სხვა ... წარმოშობა შეიძლება ლოგიკური იყოს,მაგრამ ესეც რომ დაუშვათ ეგ ხალხებიც იდგნენ ოდითგან ქართული სახელმწიფოებრიობის სადარაჯოზე.მათი დღევანდელი განსაცდელი და დაბნელებული გონება 70წლიანი იმპერიული შთაგონებების და დევიზი ''გათიშე და იბატონე''-ს შედეგია.

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 15 2008, 07:41 PM

aragveli

ციტატა
მათი დღევანდელი განსაცდელი და დაბნელებული გონება 70წლიანი იმპერიული შთაგონებების და დევიზი ''გათიშე და იბატონე''-ს შედეგია.

არაა ეგ მარტო 70 წლის ბრალი.
ტყუილად არ აუშენებია ლევან დადიანს ის კედელი მაგათგან თავის დასაცავად.

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 15 2008, 07:56 PM

ციტატა
არაა ეგ მარტო 70 წლის ბრალი.ტყუილად არ აუშენებია ლევან დადიანს ის კედელი მაგათგან თავის დასაცავად.

მაინც არ შეიძლება იგნორირება. 1992წლის 2ოქტომბერს არ დაწყებულა და არც დამთავრებულა საქართველოს ისტორია.

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 15 2008, 08:31 PM

ალბათ თავხედობაში არ ჩამომართმევთ ამ მოკლე დროში ორი თემის გახსნას.
ყველა ვგრძნობთ იმ დაძაბულ გარემოს რაც ჩვენს(ქართველების) ირგვლივ არსებობს.თითქოს შევეგუეთ იმ აზრს რომ აფხაზეთი და აფხაზები ჩვენი არასოდეს ყოფილა. მე მაინც მგონია,რომ ჩვენ შეგვიძლია პრობლემის მოგვარება თუ არა, სასიკეთო საქმის გაკეთება მაინც.
ჩემი აზრით თუ შევიკრიბებით და ჩამოვყალიბდებით როგორც ''ახალგაზრდული საზოგადოება'' მიზნით ''შევუნარჩუნოთ აფხაზ ხალხს ტრადიცია და კულტურა!'' და ვიმუშავებთ ''მიზნის'' განხორციელებისთვის მხარდაჭერაც გამოგვიჩნდება!
რას იტყვით???
p.s.(იქნებ როგორ გაამართლოს ჩვენმა მონდომებამ?!)

პოსტის ავტორი: lasha_scarface თარიღი: Jun 15 2008, 08:42 PM

ძალიან კარგი აზრია!!! გავაკეთოთ და ერთად დავდგეთ... დარცმუნული ვარ უყურადღებოდ არ დაგვტოვებენ და შრომას დაგვიფასებენ...

თემის ავტორი მაგარი იდეინია!

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jun 15 2008, 08:48 PM

იდეა?
წინადადება?
რა გავაკეთოთ?

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 15 2008, 09:15 PM

aragveli

ციტატა
ჩემი აზრით თუ შევიკრიბებით და ჩამოვყალიბდებით როგორც ''ახალგაზრდული საზოგადოება'' მიზნით ''შევუნარჩუნოთ აფხაზ ხალხს ტრადიცია და კულტურა!'' და ვიმუშავებთ ''მიზნის'' განხორციელებისთვის მხარდაჭერაც გამოგვიჩნდება!
რას იტყვით???

ცოტა სასაცილო ხომ არაა ე.წ. "აფხაზთა" კულტურაზე ზრუნვა, როცა თვით აფხაზეთში ქართული კულტურა კი არა და ქართველებს იტაცებენ, ხოცავენ და ამცირებენ?

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 15 2008, 09:22 PM

ნუ ი შნიაგა IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jun 15 2008, 09:38 PM

მე ადრეც ვთქვი და ეხლაც ვიტყვი რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს აფხაზური სიმღერის საღამოს მოეწყოს კონსერვატორიაში.რათქმაუნდ ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს დაფინანსება.თუ ეს გაკეთდება ძალიან კარგი იქნება ჩემი აზრით...იავიცი ავიცი..

პოსტის ავტორი: Beri kaci თარიღი: Jun 15 2008, 10:30 PM

იდეა ძალიან მაგარია,პირველიც(aragveli) და მეორეც(yipiani gio) ან მეორე და პირველი, როგორც არი რა, მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან გამიხარდება თუ ამ იდეების განხორციელება მოხდება ახლო მომავალში. ვუერთდები და დავეხმარები პირადად მე, რითიც შევძლებ ამ წამოწყებას. ყიფიანი კარგა ხანია იძახის ამ აფხაზური სიმღერის საღამოს შესახებ, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს. არა მგონია მარტო რამეს გახდეს, ცუდი გაგებით არ ვიძახი, უბრალოდ ძალიან გაუჭირდება მარტოს ამხელა საქმის მოგვარება. ამიტომ, თუ ვინმეს რამე შეუძლია, კონკრეტული წინადადებების დროა, თორემ ასე არაფერი გამოვა! მიგულეთ თქვენს გვერდით.

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jun 15 2008, 10:41 PM

ციტატა
არა მგონია მარტო რამეს გახდეს,

მართალი ხარ.გუშინ მივედი სახალხო ბანკში და მენეჯერს დაველაპარაკე დაფინანსების თაობაზე და ისეთი რაღაცეები იბოდიალა რო,აშკარად მაგრად ეკიდა ყველაფერი.რავიცი ვეძებ რა სპონსორს და თუ გამოვა ეს ყველაფერი ალბათ შემოდგომას.თუ დამეხმარება კიდე ვინმე და იმას შემოევლოს ჩემიო თავი

და ფულს რომ თავი დავანებოთ ამ ყველაფერში უდიდესი დახმარება თვით ანსამბლებმაც უნდა გასწიონ.უნდა გამოვიდნენ და იმღერონ.მაგრამ ანსამბლებთან შეთანხმება არც თუ ისე ადვილია

პოსტის ავტორი: TssU თარიღი: Jun 15 2008, 11:14 PM

მართლა სერიოზული აზრია. მაგრამ ამ იდეის განხორციელებას ჭირდება რაც მთავარია სპონსორი. აი სპონსორი თუ გამოჩნდება უკვე შეიდზლება ჩავთვალოთ რო ნახევარზე მეტი საქმე გაკეთებულია. ამ საქმის დამფინანსებელი კიდე სანთლით საძებარი იქნება, რადგან "ფულიან" ხალხს გონიათ რომ ასეთი საქმე მათთვის უსარგებლო იქნება. ისინი არ ფიქრობენ იმას რომ რა შეიძლება იმაზე უკეთესი იყოს რასაც ერთ-ერთი ქართული კუთხის ფოლკლორის აღდგენაში წვლილის შეტანა ქვია. თუ მიწას ვერ ვიბრუნებთ ფოლკლორი მაინც დავიბრუნოთ. ამ აზრზე არამგონია თვითონ აფხაზები წინააგმდეგნი იყვნენ.

პირველ რიგში რაც მთავარია სპონსორია საჩირო. ხოლო დანარჩენი იქნება რაგაცა. რაც შეეხება ანასმბლებს არამგონია რაიმე პრობლემა იყოს. მასეთ საქმეზე მემგონი ყველა ანსამბლი სიხარულით დათანხმდება

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jun 15 2008, 11:18 PM

ციტატა
ხალხს გონიათ რომ ასეთი საქმე მათთვის უსარგებლო იქნება

თუ ფულის პრობლემაა აქვთ შევპირდები რომ კონცერტდან შემოსული თანხა უკლებლივ დაუბრუნდება.მივცემ ზუსტად იმდენს რამდენიც კონცერტზე შემოვა.მე უბრალოდ ამ საღამოს გაკეთება მინდა

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 15 2008, 11:46 PM

ყიფიანის აზრი მაგრად მომწონს!იმისთვის რომ ჩვენი შესეძლებლობების და სურვილების რეალიზება მოვახერხოთ ერთად უნდა დავდგეთ.სწორედ მაგიტო ვთქვი საზოგადოების შექმნის შესახებ!ეს მოგვცემს საშუალებას,რომ შეიქმნას ისეთი პროექტები(აფხაზური სიმღერის საღამო) რომელიც ისევ ჩვენ ქვეყანას წაადგება.ამის შემხედვარე სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ქართველები მხოლოდ დადებითად განაწყობიან და შემოგვიერთდებიან ფარულად თუ აშკარად.დაველოდოთ პოსტებს ვინც შემოგვიერთდება და შემოვა ჩვენ საზოგადოებაში,შემდეგ შევიკრიბოთ და არა ვირტუალური არამედ ცოცხალი დიალოგითა და კამათით დავსახოთ გეგმები.

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Jun 15 2008, 11:54 PM

სახელმწიფო არ დააფინანსებს ვითოომ? fiqri.gif



პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jun 15 2008, 11:57 PM

ციტატა
სახელმწიფო არ დააფინანსებს ვითოომ?

რავიცი აბა .ვისთან მივიდე ვის უთხრა არ ვიცი მე და...

ციტატა
ყიფიანის აზრი მაგრად მომწონს

გაიხარე
ციტატა
იმისთვის რომ ჩვენი შესეძლებლობების და სურვილების რეალიზება მოვახერხოთ ერთად უნდა დავდგეთ.

რათქმაუნდა

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Jun 16 2008, 12:00 AM

yipiani gio

ციტატა
რავიცი აბა .ვისთან მივიდე ვის უთხრა არ ვიცი მე და...



სუბელიანთან მიდი rolleyes.gif

სახელმწიფოს ყველანაირად აწყობს მსგავსი ღონისძიებები და დარწმუნებული ვარ დააფინანსებს კიდეც a075.gif


პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 16 2008, 12:05 AM

ციტატა
სახელმწიფოს ყველანაირად აწყობს მსგავსი ღონისძიებები და დარწმუნებული ვარ დააფინანსებს კიდეც


აუცილებლად დაგვეხმარებიან!!!

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Jun 16 2008, 12:06 AM

ციტატა(aragveli @ Jun 16 2008, 12:05 AM) *

აუცილებლად დაგვეხმარებიან!!!



ხოდა მერე შეადგინეთ პროგრამა და წარადგინეთ საჭირო ადგილზე smile.gif

და დაიწყეთ ორგანიზება..შემოდგომისთვის ყველაფერი მოესწრება წესით smile.gif

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 16 2008, 12:06 AM

ციტატა
რავიცი აბა .ვისთან მივიდე ვის უთხრა არ ვიცი მე და...

როცა ყველა ერთად ვიმოქმედებთ აუცილებლად გამოვძებნით გზებს!!!

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jun 16 2008, 12:07 AM

ციტატა
სახელმწიფოს ყველანაირად აწყობს მსგავსი ღონისძიებები და დარწმუნებული ვარ დააფინანსებს კიდეც

სუბელიანი რა შუაშია ვაჩეიშვილია კულტურის მინისტრი.ისე ვაჩეიშვილი მღეროდა ადრე როგორც ვიცი და უყვარს ფოლკლორი,არამგონია მართლა უარი მითქრას.მაგრამ მიდი კაია,მივალ მე უბადრუკი და გამომაბუნძურებენ იქიდან.ვინ შემიშვებს იქამდე?

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Jun 16 2008, 12:09 AM

ციტატა(yipiani gio @ Jun 16 2008, 12:07 AM) *

სუბელიანი რა შუაშია ვაჩეიშვილია კულტურის მინისტრი.ისე ვაჩეიშვილი მღეროდა ადრე როგორც ვიცი და უყვარს ფოლკლორი,არამგონია მართლა უარი მითქრას.მაგრამ მიდი კაია,მივალ მე უბადრუკი და გამომაბუნძურებენ იქიდან.ვინ შემიშვებს იქამდე?



მაგიტომ გეუბნები პროგრამა შეადგინე,თანხა აღწერე რაში და რატომ გჭირდება და წარადგინე ჯგუფი ვინც ამ ღონისძიების ორგანიზებას მოახდენს..და ვსიო

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 16 2008, 12:10 AM

ციტატა
ხოდა მერე შეადგინეთ პროგრამა და წარადგინეთ საჭირო ადგილზე და დაიწყეთ ორგანიზება..შემოდგომისთვის ყველაფერი მოესწრება წესით

ეგ უფრო ეფექტური იქნება თუ დიდ ჯგუფს შევკრავთ (ვთქვათ ''ახალგაზრდული საზოგადოების'' სახით)ერთი ინტერესით.
გავერთიანდეთ!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jun 16 2008, 12:12 AM

ციტატა
ეგ უფრო ეფექტური იქნება თუ დიდ ჯგუფს შევკრავთ (ვთქვათ ''ახალგაზრდული საზოგადოების'' სახით)ერთი ინტერესით.
გავერთიანდეთ!!!!!!!!!!

ამაზე სერიოზულად უნდა ვიფიქრო...და მერე გადავწყვიტავ

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Jun 16 2008, 12:12 AM

რა თქმა უნდა,ერთი ადამიანი ყველაფერს ვერ გააკეთებს და ამას მარლაც ჯგუფური პორგანიზება სჭირდება..

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jun 16 2008, 12:14 AM

ციტატა
რა თქმა უნდა,ერთი ადამიანი ყველაფერს ვერ გააკეთებს და ამას მარლაც ჯგუფური პორგანიზება სჭირდება..

რათქმაუნდა...

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 16 2008, 12:15 AM

ციტატა
რა თქმა უნდა,ერთი ადამიანი ყველაფერს ვერ გააკეთებს და ამას მარლაც ჯგუფური პორგანიზება სჭირდება..


ვისაც სურვილი აქვს გაერთიანების დაპოსტეთ!!!!!!!!

პოსტის ავტორი: Beri kaci თარიღი: Jun 16 2008, 01:21 AM

ციტატა(aragveli @ Jun 16 2008, 12:15 AM) *

ვისაც სურვილი აქვს გაერთიანების დაპოსტეთ!!!!!!!!


"პოსტი"!!! smile.gif

პოსტის ავტორი: TssU თარიღი: Jun 16 2008, 09:14 AM

ხო იცი ჩემთვის თქმა არაა საჭირო. თქვენს გვერდით მიგულეთ.
პირველ რიგში საჭიროა ხალხი რომლებიც ამ საზოგადოებაში გაერთიანდება. მერე უნდა შევიკრიბოთ, პროექტი უნდა დაიწეროს, დამუშავდეს და უნდა წარვადგინოთ შესაბამის სამინისტროში.

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 16 2008, 12:02 PM

ციტატა
ხო იცი ჩემთვის თქმა არაა საჭირო. თქვენს გვერდით მიგულეთ.პირველ რიგში საჭიროა ხალხი რომლებიც ამ საზოგადოებაში გაერთიანდება. მერე უნდა შევიკრიბოთ, პროექტი უნდა დაიწეროს, დამუშავდეს და უნდა წარვადგინოთ შესაბამის სამინისტროში.

ხალხის შეკრებაა მტავარი იმიტომ გავხსენი თემა ,რომ დაინტერესდეს ყველა და შევიკრიბოთ!!!
ბევრი ხალხია საჩირო და თან ისეთები ვისაც აფხაზური საკითხები მართლა ადარდებს!!!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: Georgia_me1121 თარიღი: Jun 16 2008, 12:13 PM

შესანიშნავი იდეაა! სულზე მისწრებაა დღევანდელი მდგომარეობისათვის girl_angel.gif

ჩვენ გვინდა მშვიდობა!!! dagnebdit.gif opaa.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 16 2008, 12:27 PM

aragveli
იდეა კარგია. მხარს ვუჭერ. აფხაზებთანაც მაქვს კონტაქტი.

ციტატა
ეგ უფრო ეფექტური იქნება თუ დიდ ჯგუფს შევკრავთ (ვთქვათ ''ახალგაზრდული საზოგადოების'' სახით)ერთი ინტერესით.
გავერთიანდეთ!!!!!!!!!!

http://church.ge/index.php?showforum=37

აქ გავხსნათ ან გადმოვიტანოთ ეს თემა და გამოვიყენოთ ჩვენი ორგანიზაცია smile.gif

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 16 2008, 12:50 PM

ციტატა
აქ გავხსნათ ან გადმოვიტანოთ ეს თემა და გამოვიყენოთ ჩვენი ორგანიზაცია

მანდაც გადავიტენოთ მაგრამ ამ გვერდზე მეტია მომხმარებელი და ჩვენ რაც შეიძლება დიდი გუნდი უნდა შევკრათ,რომ ძალა გვქონდეს!


ციტატა
იდეა კარგია. მხარს ვუჭერ. აფხაზებთანაც მაქვს კონტაქტი.

გაიხარე!ერთად დავდგეთ!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 16 2008, 01:03 PM

ციტატა
''ახალგაზრდული საზოგადოება'' მიზნით ''შევუნარჩუნოთ აფხაზ ხალხს ტრადიცია და კულტურა!''


АеАРТЭ АУААЖЭЛАР
азкыла
"ХЭХЬЧАП АПСУА АМИЛЕТ АТРАДИЦИЕИ АКУЛЬТУРЕИ"


smile.gif rolleyes.gif


პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 16 2008, 01:06 PM

ციტატა
კანონისტი

კაი კაცი ხარ!!!
გადავიტანე იქითაც.მომეხმარე რომ ყველამ ნახოს.

პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Jun 16 2008, 01:42 PM

ვეშაპო
ცოტა სასაცილო ხომ არაა ე.წ. "აფხაზთა" კულტურაზე ზრუნვა, როცა თვით აფხაზეთში ქართული კულტურა კი არა და ქართველებს იტაცებენ, ხოცავენ და ამცირებენ?

მემგონი იმის დორა რომ დავივიწყოთ ცუდი და წყენა . მართალია ძალიან მძიმე სიტუაციაა აფხაზეთში და ძალიან ხშირია ქართველების დისკრიმინაცია
მაგრამ აფხაზეთს მარტო სეპარატისტებით ნუ შევაფასებთ იქაც ცხოვრობს წესიერი და მისაღები ხალხი .

დავით მივესალმები შენს წამოწყებას და რაც შემეძლება ყველაფერს გავაკეთებ მთავარია პროექტი დაიწეროს თავისი ხარჯთაღრიცხვა გაუკეთდეს და ვაჩეიშვილთან მე მიგყვებით კარგად ვიცნობდი და იმედია გავახსენდები თუ არა და არც ეგ არაა პრობლემა რამენაირად მივაღწევთ ნიკამდე
ყველა ჩვენს თავში ჩამოვყალიბდეთ შემდეგ ახალ ახალი იდეები დავპოსტოთ და ნელნელა მკვეთრი პოზიციაც გამოიკვეთება

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 16 2008, 01:45 PM

ციტატა
დავით მივესალმები შენს წამოწყებას და რაც შემეძლება ყველაფერს გავაკეთებ მთავარია პროექტი დაიწეროს თავისი ხარჯთაღრიცხვა გაუკეთდეს და ვაჩეიშვილთან მე მიგყვებით კარგად ვიცნობდი და იმედია გავახსენდები თუ არა და არც ეგ არაა პრობლემა რამენაირად მივაღწევთ ნიკამდე ყველა ჩვენს თავში ჩამოვყალიბდეთ შემდეგ ახალ ახალი იდეები დავპოსტოთ და ნელნელა მკვეთრი პოზიციაც გამოიკვეთება


გენიოსი ხარ! ეგ არი საქმე!!!

პოსტის ავტორი: Nanio თარიღი: Jun 16 2008, 01:46 PM

კარგი იდეაა!
გვერდში დაგიდგებით

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2008, 01:54 PM

ციტატა(aragveli @ Jun 15 2008, 08:31 PM) *

ალბათ თავხედობაში არ ჩამომართმევთ ამ მოკლე დროში ორი თემის გახსნას.
ყველა ვგრძნობთ იმ დაძაბულ გარემოს რაც ჩვენს(ქართველების) ირგვლივ არსებობს.თითქოს შევეგუეთ იმ აზრს რომ აფხაზეთი და აფხაზები ჩვენი არასოდეს ყოფილა. მე მაინც მგონია,რომ ჩვენ შეგვიძლია პრობლემის მოგვარება თუ არა, სასიკეთო საქმის გაკეთება მაინც.
ჩემი აზრით თუ შევიკრიბებით და ჩამოვყალიბდებით როგორც ''ახალგაზრდული საზოგადოება'' მიზნით ''შევუნარჩუნოთ აფხაზ ხალხს ტრადიცია და კულტურა!'' და ვიმუშავებთ ''მიზნის'' განხორციელებისთვის მხარდაჭერაც გამოგვიჩნდება!
რას იტყვით???
p.s.(იქნებ როგორ გაამართლოს ჩვენმა მონდომებამ?!)


კარგი იდეაა ძალიან და ძალისხმევაც სჭირდება ამ ყველაფერს.

ერთ-ერთი რუსი პოლიტიკოსი გამოვიდა და განაცხადა, რომ აფხაზები მალე დაიხოცებიან და ტერიტორია რუსებს დარჩებათო.

მე პირადად პატრიარქის სიტყვების მჯერა. ის ყოველთვის ამბობს, რომ საქართველო გამთლიანდება და ღმერთმა ინებოს, რომ ამას ყველანი მოვესწროთ.


პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 16 2008, 02:06 PM

[quote]ერთ-ერთი რუსი პოლიტიკოსი გამოვიდა და განაცხადა, რომ აფხაზები მალე დაიხოცებიან და ტერიტორია რუსებს დარჩებათო.მე პირადად პატრიარქის სიტყვების მჯერა. ის ყოველთვის ამბობს, რომ საქართველო გამთლიანდება და ღმერთმა ინებოს, რომ ამას ყველანი მოვესწროთ.

ვიმოქმედოთ! ჯერ პოსტებს დაველოდები და მალევე გადავწყვიტოთ სად შევიკრიბოთ და როდის.

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 16 2008, 02:32 PM

nike_22

ციტატა
მემგონი იმის დორა რომ დავივიწყოთ ცუდი და წყენა . მართალია ძალიან მძიმე სიტუაციაა აფხაზეთში და ძალიან ხშირია ქართველების დისკრიმინაცია
მაგრამ აფხაზეთს მარტო სეპარატისტებით ნუ შევაფასებთ იქაც ცხოვრობს წესიერი და მისაღები ხალხი .

მე იმას არ ვიძახი, რომ წყენა არ უნდა დავივიწყოთ, მაგრამ როცა აფხაზეთში ვერ შედიხარ ეს წამოწყება რას ემგვანება იცი? "შევუნარჩუნოთ მოზამბიკელ (სიტყვაზე) ხალხს ფოლკლორი", ვინაიდან არც მოზამბიკში ცხოვრობენ ქართველები და არც აფხაზეთში.
აქედან რამდენიც გინდა იმდენი იზრუნე. IPB-ს სურათი

ჯერ დაბრუნებაა მთავარი და მერე რაზეც გინდა, იმაზე იზრუნე.
დაბრუნება სისხლით, ან უსისხლოდ, მგრამ აუცილებლად დაბრუნება.
აქედან ფაფხურს აზრი არ აქვს.
დაგვცინიან, "ჰატამზაიტის" სამარცხვინო ღონისძიების არ იყოს.

პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Jun 16 2008, 02:50 PM

ვეშაპო
მე სხვანაირად ვფირქორ ვეშაპო მე მგონი რომ ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება აფხაზი ხა ქართველი ხალხის შესარიგებლად მანდ აფხაზები არაფერ შუაში არ არიან რუსული პოლიტიკაა არ მინდა ძალიან გავაოფო და მოკლედ ვიტყვი რომ მე აფხაზეთის და აფხაზი ხალხის დაბრუნების ერთადერთ გზას ვხედავ ეს არის შერიგება და მშვიდობიან გზით გადაწყვეტილების მიღება
მართალია ძალიან ძნელია იმათთვის ვინც იქ ძმა მამა და საყვარელი ხალხი დაკარგა ამ გადაწყვეტილების მიღება მაგრამ სხვა გზას მე ვერ ვხედავ და ამიტომ ვუერთდები არაგველის წინადადებას smile.gif


პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 16 2008, 03:08 PM

ციტატა
"შევუნარჩუნოთ მოზამბიკელ (სიტყვაზე) ხალხს ფოლკლორი", ვინაიდან არც მოზამბიკში ცხოვრობენ ქართველები და არც აფხაზეთში.აქედან რამდენიც გინდა იმდენი იზრუნე.


არ გინდა პესიმიზი!!!
შენ ცადე და გაერკვიე,იქნებ იქ დარჩენილი ხალხი სხვანაირად ფიქრობს!
მე ხშირი კავშირი მაქვს მათთან და ვიცი როგორი განწყობა აქვთ უბრალო ხალხს.ერთეულები არიან ბაღაბშის კლანის გავლენის ქვეშ და თვითონ ბაღაბში კიდე უფრო დიდი ძალის გავლენის ქვეშ(იცი შენ ვინც).
მაგრამ ეს ყველაფერი წარმავალია,რადგან ყველანაირი ინტერესი,კარგიც და ცუდიც)ხალხზე დგას.მთავარია მათი სწორი ინფორმირება და კარგი დამოკიდებულება!!!
მტრობა და სიძულვილი გვანგრევს ოდითგან ადამიანებს!

პოსტის ავტორი: Ninia I თარიღი: Jun 16 2008, 03:29 PM

ციტატა(aragveli @ Jun 10 2008, 05:08 PM) *

არსებობს ლიტერატურული ნარკვევები,აღწერილია მხატვრულ ლიტერატურაშიც სიმღერა აზარის დოღის დაწყებამდე შესრულების ფაქტები


სწორედ გლოვის დროს იმართებოდა დოღი სადაც მონაწილეობას ღებულობდა მიცვალებულის ცხენიც, ასე რომ დოღი სამგლოვიარო რიტუალის ერთერთი ნაწილი იყო

ციტატა(aragveli @ Jun 10 2008, 05:08 PM) *

აქედან გამომდინარე არ შეიძლება მხოლოდ სახელწოდებით დასკვნის გაკეთება!

შეიძლება rolleyes.gif

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 16 2008, 03:34 PM

ციტატა
შეიძლება


ეგრეა! პაატა მომიკითხე ნინ,კაი ხანია არ მინახია!

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 16 2008, 03:36 PM

ციტატა
Аsizeo:4/sizeoеsizec/sizecАРТЭ АУААЖЭЛАРазкыла"ХЭХЬЧАП АПСУА АМИЛЕТ АТРАДИЦИЕИ АКУЛЬТУРЕИ"


მაგრა მიხარია ამდენი რომ შეგიძლია!ყოჩაგ!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 16 2008, 03:36 PM

aragveli

ციტატა
არ გინდა პესიმიზი!!!

არა, რა პესიმიზმი, უბრალოდ ღრუბლებში არ დავფრინავ.

ციტატა
შენ ცადე და გაერკვიე,იქნებ იქ დარჩენილი ხალხი სხვანაირად ფიქრობს!
მე ხშირი კავშირი მაქვს მათთან და ვიცი როგორი განწყობა აქვთ უბრალო ხალხს.ერთეულები არიან ბაღაბშის კლანის გავლენის ქვეშ და თვითონ ბაღაბში კიდე უფრო დიდი ძალის გავლენის ქვეშ(იცი შენ ვინც).
მაგრამ ეს ყველაფერი წარმავალია,რადგან ყველანაირი ინტერესი,კარგიც და ცუდიც)ხალხზე დგას.მთავარია მათი სწორი ინფორმირება და კარგი დამოკიდებულება!!!
მტრობა და სიძულვილი გვანგრევს ოდითგან ადამიანებს!

მაგ ტერიტორიის დაბრუნების მხოლოდ 3 გზა არსებობს, მათ შორის 2 მშვიდობიანია, მაგრამ არა ისეთი როგორც nike_22-ს გონია.

1. ეს არის, თუ NATO-ში მიგვიღეს, მაშინ რუსეთი ავტომატურად გადის მაგ ტერიტორიიდან. ყოველგვარი ლაპარაკის გარეშე.

2. თუ გადავიხდით ფულს და რუსეთიდან გამოვისყიდით მაგ მიწებს.

3. ეს არის ომის გზა.

ნუ არის კიდევ მეოთხე გზა, მაგრამ მაგას მე ვერ მოვესწრები ალბათ.
ეს არის თუ ადგილობრივი ხალხი აჯანყდა და თავისი ნებით მოითხოვა ჩვენთან დაბრუნება.

ყოველგვარი ლაპარაკი იმაზე, რომ ლამაზი თვალებისთვის შეგვირიგდებიან და დაგვიბრუნდებიან, არის უაზრობა.
ხალხმა იქ სისხლი დაღვარა (მათ შორის რუსებმაც), საქართველო და ქართველები გააძევა და ძალით წართმეულს ისე, უარაფროდ არავინ აბრუნებს.
დააბრუნებს იმ შემთხვევაში, თუ რაღაც გამოსასყიდს მიიღებს, ან რაღაცის შეეშინდება საფუძვლიანად, ან კიდევ ისევ ძალით თუ წაართმევ.

მე არ მახსოვს ისტორიიდან ომით წართმეულის ისე "ზა პროსტო" დაბრუნების ფაქტი (მარტო საქართველოს ისტორიას არ ვგულისხმობ).

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jun 16 2008, 03:40 PM

თუ რამეში დაგჭირდებით თქვენს გვერდით გვიგულეთ smile.gif

პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Jun 16 2008, 04:59 PM

ვეშაპო
მაგ ტერიტორიის დაბრუნების მხოლოდ 3 გზა არსებობს, მათ შორის 2 მშვიდობიანია, მაგრამ არა ისეთი როგორც nike_22-ს გონია.

1. ეს არის, თუ NATO-ში მიგვიღეს, მაშინ რუსეთი ავტომატურად გადის მაგ ტერიტორიიდან. ყოველგვარი ლაპარაკის გარეშე.

2. თუ გადავიხდით ფულს და რუსეთიდან გამოვისყიდით მაგ მიწებს.

3. ეს არის ომის გზა.

მე კიდევ დარწმუნებული ვარ რომ ეგ სამი გზა აფსოლეტურად ცილდება სინამდვილეს ჯერ ერთი ჩვენი ნატოში შესვლის პესრპექტივა ძალიან შორსაა მეორე შენ რუსეთს ფულით ვერ გააკვირვებ მითუმეტეს რომ აფხაზეთში მიწები გენერლებს აქვთ ნაყიდი რაც შეეხება ომს დარწმუნებული ვარ რეალურად აფასებ რუსეთის სამხედრო რესურსს
აი მე4 გზა ყველაზე რეალურია და ჩვენი მიზანიც მას ემსახურება მითუმეტეს არაგველს მართლა აქვს ადგილობრივებთან შეხება და იცის რასაც ამბობს

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 16 2008, 05:08 PM

nike_22

ციტატა
ჩვენი ნატოში შესვლის პესრპექტივა ძალიან შორსაა

არ ვიცი, არა მგონია, რომ ძალიან შორს იყოს, თუმცა ამ ათწლეულში ალბათ არ იქნება.

ციტატა
რუსეთს ფულით ვერ გააკვირვებ

ალბათ გინდოდა გეთქვა მოსკოველებს და "ბურგელებს".

ციტატა
აფხაზეთში მიწები გენერლებს აქვთ ნაყიდი

სწორედ მაგ გენერლებს გააკვირვებ ფულით, რომელთა ხელფასი 100-200$-ს არ აღემატება თვეში.
ე.წ. "ტროფეინი" სახლები (ქართველების ნასახლარები), უკანასკნელი ბომჟისთვისაც მისაწვდომია ფინანსურად.

ციტატა
დარწმუნებული ვარ რეალურად აფასებ რუსეთის სამხედრო რესურსს

გირჩევ ბალუევსკის ბოლო ინტერვიუ წაიკითხო.
თუმცა, ამ ეტაპზე მათთან ბრძოლას აზრი არ აქვს, ვინაიდან მხარდაჭერა ისეთი ძლიერი არ გვაქვს, როგორც მაგალითად ისრაელს.

ციტატა
აი მე4 გზა ყველაზე რეალურია და ჩვენი მიზანიც მას ემსახურება მითუმეტეს არაგველს მართლა აქვს ადგილობრივებთან შეხება და იცის რასაც ამბობს

ნუ, ღმერთმა ქნას, მაგრამ შეხება აფხაზებთან მეც მაქვს და ჩემს სანათესაოსაც და აბსოლუტურად სხვა განწყობებზეა ლაპარაკი, მით უმეტეს ოჩამჩირის იქეთ მდებარე ტერიტორიებზე.

პოსტის ავტორი: Nanio თარიღი: Jun 16 2008, 05:36 PM

ვეშაპო

ციტატა
ნუ არის კიდევ მეოთხე გზა, მაგრამ მაგას მე ვერ მოვესწრები ალბათ.
ეს არის თუ ადგილობრივი ხალხი აჯანყდა და თავისი ნებით მოითხოვა ჩვენთან დაბრუნება.

ეს ცოტა არ იყოს არარეალურია sad.gif
ქართველი ხალხი აუჯანყდა მთავროას მარა რა მიიღო?
მითუმეტეს აფხაზი ხალხი ვერაფერს გახდება რუსეთთან

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 16 2008, 05:45 PM

Nanio

ციტატა
ქართველი ხალხი აუჯანყდა მთავროას მარა რა მიიღო?

მე არავის არ ავჯანყებივარ dry.gif

გადაეჩვიეთ ამ "ქართველი ხალხის" გამოყენებას 200 000 კაცზე. ღმერთმა დაგვიფაროს, ეგ ვიყოთ სულ.....

ბოდიში OFF-ისთვის

პოსტის ავტორი: Nanio თარიღი: Jun 16 2008, 05:47 PM

კანონისტი

ციტატა
მე არავის არ ავჯანყებივარ

შენნაირი 5-6 კაცი იქნება აფხაზეთშიც რომელიც არ აჟანყდება a075.gif

ციტატა
გადაეჩვიეთ ამ "ქართველი ხალხის" გამოყენებას 200 000 კაცზე. ღმერთმა დაგვიფაროს, ეგ ვიყოთ სულ.....

200000ზე ნაკლები კაცი იყო ვარდების რევოლუციის დროს მიტინგზე, მაგრამ მთელი ხალხის სახელით საუბრობდნენa075.gif

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: Jun 16 2008, 05:55 PM

ციტატა(yipiani gio @ Jun 15 2008, 09:38 PM) *

მე ადრეც ვთქვი და ეხლაც ვიტყვი რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს აფხაზური სიმღერის საღამოს მოეწყოს კონსერვატორიაში.რათქმაუნდ ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს დაფინანსება.თუ ეს გაკეთდება ძალიან კარგი იქნება ჩემი აზრით...იავიცი ავიცი..

კარგი აზრია

პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Jun 16 2008, 07:57 PM

ვეშაპო
ვისი ხელფასი არ აღემატება 200 300 დოლარს რუსი გენერლების რომლებსაც იქ მიწები აქვთ ნაყიდი ? არ ვიცი

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 16 2008, 08:49 PM

nike_22

ციტატა
ვისი ხელფასი არ აღემატება 200 300 დოლარს რუსი გენერლების რომლებსაც იქ მიწები აქვთ ნაყიდი ? არ ვიცი

კი, რომლებსაც იქ მიწები აქვთ ნაყიდი.
სერიოზულ-ფულიანი გენერლები მოსკოვის გარნიზონში და თავდაცვის სამინისტროში არიან, მაგათ ასეთ "დიშოვი" საქმეებზე არ უშვებენ.

აფხაზეთში მიწის ყიდვა შენ ძნელი ხომ არ გგონია?
მთავარია ქართველი არ იყო და ქართველების ნაქონი, ე.წ. "ტრაფეინი" სახლები საშუალოდ 4000-5000 $ ღირს, ისიც დაბლობში, ზღვასთან ახლოს, თორემ ზღვისგან მოშორებით აფხაზებიც აღარ ცხოვრობენ.

პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Jun 16 2008, 09:53 PM

ვეშაპო
კაი რაც არ ვიცი დაზუსტებით იმაში ვერ შეგაკამათები smile.gif
ართი ის ვიცი რომ ომით ვერ დავიბრუნებთ და ნატოში კაიხანს ვერ შევალთ თუ შევედით საერთოდ ერთადერთი გზა მაინც შერიგება მიმაჩნია

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 16 2008, 10:18 PM

nike_22

ციტატა
თუ შევედით საერთოდ ერთადერთი გზა მაინც შერიგება მიმაჩნია

აფხაზების დასაბრუნებლად კი, მაგრამ აფხაზეთის, არა.
ჯერ ეგ ტერიტორია დავიბრუნოთ და მერე ნახე, როგორ შემოგირიგდებიან მეორე დღეს. IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Jun 16 2008, 11:15 PM

ვეშაპო
ხალხს თუ შემოირიგებ და კაი პირობებს შესთავაზებ ტერიტორიასაც დაიბრუნებ აბა ესე ადგე დაშეხვიდე და წაართვა ვერაფერს ვერ გახდები
და რომც შეხვიდე და დაიბრუნო ომით წარმოიდგინე რამდენი ხანი დაჭირდება იმას რომ ხალხი შერიგდეს

პოსტის ავტორი: giorgi rachveli თარიღი: Jun 17 2008, 12:26 PM

ჩემი აზრით,ძალიან სერიოზული იდეაა!
ძალიან კარგი ადამიანი ხარ, დავით!
გეტყობა, რომ ჩვენი მრავალტანჯული სამშობლოს ბედი გადარდებს!
მე დიდი სიამოვნებით მივიღებ ამ საქმეში მონაწილეობას!
ჩვენ მაინც გავაკეთოთ რამე!


როგორც მე ვიცი, აფხაზეთში დღეს ძალიან მძიმეა ადგილობრივი ფოლკლორის მდგომარეობა!
ამ საქმით, სხვას თუ არაფერს, იქაურ ფოლკლორს მაინც დავეხმარებით!
ჩემი აზრით, ამ საქმეში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველამ, ვისაც გული შეტკივა ჩვენი ქვეყნისთვის!

პოსტის ავტორი: Nanio თარიღი: Jun 17 2008, 12:58 PM

nike_22

ციტატა
ხალხს თუ შემოირიგებ და კაი პირობებს შესთავაზებ ტერიტორიასაც დაიბრუნებ აბა ესე ადგე დაშეხვიდე და წაართვა ვერაფერს ვერ გახდები

თქვენ გგონიათ აფხაზები ვერ ხედავენ რა ხდება საქართველოში?
რატომ შემოუერთდებიან საქართველოს როცა ხალხი სიმართლის საზებნელად ქუჩაში გამოვიდა და დაუმტვრიეს თავპირი.
იქ რუსები ამას არ უკეთებენ აფხაზებს

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 17 2008, 12:59 PM

Nanio

ციტატა
იქ რუსები ამას არ უკეთებენ აფხაზებს

ცხადია. იქ განსხვავებული აზრისთვის ხვრეტენ yes.gif

იმედია, რაღაცას მაინც დამიჯერებ unsure.gif

პოსტის ავტორი: Nanio თარიღი: Jun 17 2008, 01:04 PM

კანონისტი

ციტატა
ცხადია. იქ განსხვავებული აზრისთვის ხვრეტენ იმედია, რაღაცას მაინც დამიჯერებ

ჩვენთან ხომ ინდობენ რას ამბობ a075.gif
ისე მადლობა რომ რეზინის ტყვიებს ისვრიან ესენი და ნაღდს არა, მადლობა გადაეცი კანცელარიაში უფროობას a075.gif

პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Jun 17 2008, 01:51 PM

Nanio

ციტატა
თქვენ გგონიათ აფხაზები ვერ ხედავენ რა ხდება საქართველოში?
რატომ შემოუერთდებიან საქართველოს როცა ხალხი სიმართლის საზებნელად ქუჩაში გამოვიდა და დაუმტვრიეს თავპირი.
იქ რუსები ამას არ უკეთებენ აფხაზებს


მაგაში გეთანხმები შენ უკეთესი პირობა უნდა შეუქმნა და დაანახო რომ შენთან ყოფნა მისთვის უკეთესი იქნება, მაგრამ არც იქ არ აკლებენ კანონისტის თქმის არ იყოს

პოსტის ავტორი: Nanio თარიღი: Jun 17 2008, 01:57 PM

nike_22

ციტატა
მაგაში გეთანხმები შენ უკეთესი პირობა უნდა შეუქმნა და დაანახო რომ შენთან ყოფნა მისთვის უკეთესი იქნება, მაგრამ არც იქ არ აკლებენ კანონისტის თქმის არ იყოს

იმათთვის შეღავათი არაა ნამდვილ ტყვიას და რეზინის ტყვიას შორის a075.gif

პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Jun 17 2008, 02:06 PM

Nanio

მე განა ჩვენ ხელისუფლებას ვამართლებ მაგრამ განსხვავება მართლა დიდიაsmile.gif
რეზინის ტყვია შეიძლება ბევრჯერ მოგხვდეს და ნამდვილი ტყვია ერთხელ აბა განსხვავება როგორ არ არის?smile.gif)

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 17 2008, 02:21 PM

nike_22
აცალე. მაგისთვის არ არის ეტყობა e025.gif

Nanio
რამდენ აფხაზთან გისაუბრია საქართველოში დაბრუნებაზე?? ყველაფერზე ჰაერზე ლაპარაკი გამიგია, ძამი? smile.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 17 2008, 02:29 PM

დაანებეთ Nanio-ს თავი, გამწარებული ყაძახია ჯერე.
ცხოვრებაში ერთხელ ვინცხას მისცა ხმა, იმ ვინცხამ კიდო გადააგდო და პარლამენტში აღარ შედის. IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Nanio თარიღი: Jun 17 2008, 03:28 PM

ვეშაპო

ციტატა
ცხოვრებაში ერთხელ ვინცხას მისცა ხმა, იმ ვინცხამ კიდო გადააგდო და პარლამენტში აღარ შედის.

რომ არ შედის მაგიტომ არის მაგარი კაცი smile.gif

ციტატა
მე განა ჩვენ ხელისუფლებას ვამართლებ მაგრამ განსხვავება მართლა დიდიარეზინის ტყვია შეიძლება ბევრჯერ მოგხვდეს და ნამდვილი ტყვია ერთხელ აბა განსხვავება როგორ არ არის?

ჩვენებიც არ აკლებენ ნამდვილ ტყვიებს, გაიხსენეთ არჩევნების ცინა დღეს ეკა ბესელიას აკტივისტი მუცლის არეში დნით დაჭრეს ნაციონალებმა a075.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 17 2008, 03:32 PM

Nanio

ციტატა
ეკა ბესელიას აკტივისტი მუცლის არეში დნით დაჭრეს ნაციონალებმა

ეგ ეკა ბესელიამ გითხრა ხომ , ნაცებმა დაჭრესო? IPB-ს სურათი

მაშინ მე გეტყვი, რომ ეკა ბესელიას მთვრალი "აქტივისტი" თავისივე დანით დაჭრა იმავე ბესელიას მეორე "აქტივისტმა".

ეხლა შენ გადაწყვიტე, ვის უფრო მეტ პატივს ცემ, ეკა ბესელიას, თუ მე. IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Nanio თარიღი: Jun 17 2008, 03:39 PM

ვეშაპო

ციტატა
ეგ ეკა ბესელიამ გითხრა ხომ , ნაცებმა დაჭრესო?

ბესელიას არ უთქვამს no.gif ეს საინფორმაციოშიც იყო რადიო იმედზე, რომ ნაციონალების ოფისთან შეხლაშემოხლა მოხვდა და ოპოზიციის აქტივისტი დაიჭრა მუცლის არეში და რეანიმაციაში იწვა

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jun 17 2008, 03:47 PM

ციტატა(yipiani gio @ Jun 15 2008, 10:41 PM) *

მართალი ხარ.გუშინ მივედი სახალხო ბანკში და მენეჯერს დაველაპარაკე დაფინანსების თაობაზე და ისეთი რაღაცეები იბოდიალა რო,აშკარად მაგრად ეკიდა ყველაფერი.რავიცი ვეძებ რა სპონსორს და თუ გამოვა ეს ყველაფერი ალბათ შემოდგომას.თუ დამეხმარება კიდე ვინმე და იმას შემოევლოს ჩემიო თავი

და ფულს რომ თავი დავანებოთ ამ ყველაფერში უდიდესი დახმარება თვით ანსამბლებმაც უნდა გასწიონ.უნდა გამოვიდნენ და იმღერონ.მაგრამ ანსამბლებთან შეთანხმება არც თუ ისე ადვილია



ბანკში ფული აღარსადაა. მაგრად გაძნელდა umnik2.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 17 2008, 04:40 PM

Nanio

ეს:

ციტატა
ბესელიას არ უთქვამს


რითი განსხვავდება ამისგან:

ციტატა
საინფორმაციოშიც იყო რადიო იმედზე


???

ციტატა
ნაციონალების ოფისთან შეხლაშემოხლა მოხვდა და ოპოზიციის აქტივისტი დაიჭრა მუცლის არეში და რეანიმაციაში იწვა


მერე კიდევ, რახან ნაციონალების ოფისთან მოხდა შეხლა-შემოხლა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მაინცა და მაინც ნაციონალმა დაჭრა.

და კიდევ, ნაციონალმა თუ დაჭრა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ დაჭრა.

პოსტის ავტორი: Nanio თარიღი: Jun 17 2008, 04:45 PM

ვეშაპო

ციტატა
მერე კიდევ, რახან ნაციონალების ოფისთან მოხდა შეხლა-შემოხლა, სულკაც არ ნიშნავს იმას, რომ მაინცა და მაინც ნაციონალმა დაჭრა.

ნაციონალების ოფისში ლევან მე ვერ დავჭრიდი კაცს smile.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 17 2008, 04:49 PM

Nanio

ციტატა
ნაციონალების ოფისში ლევან მე ვერ დავჭრიდი კაცს

ოფისში თუ შეუვარდნენ მაშინ დასაჭრელი ყოფილა და ეგაა. IPB-ს სურათი

მერე, შენ როგორ დაჭრიდი, იქ არ იყავი.

და მესამე:

ციტატა
და კიდევ, ნაციონალმა თუ დაჭრა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ დაჭრა.

a075.gif

პოსტის ავტორი: Nanio თარიღი: Jun 17 2008, 04:53 PM

ვეშაპო

ციტატა
და კიდევ, ნაციონალმა თუ დაჭრა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ დაჭრა.

ეგრე არ არის მაშინ როდესაც ხელისუფლება არ დაიფარავს დამნაშავეს.

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 17 2008, 04:56 PM

Nanio

ციტატა
ეგრე არ არის მაშინ როდესაც ხელისუფლება არ დაიფარავს დამნაშავეს.

ეგეც მიტინგზე გითხრეს, რომ არ დაუჭერიათო?

მაშინ ასე ვთქვათ, რატომ "ითვლება" ეკა ბესელია და რადიო იმედი სანდო წყაროდ და რატომ არა რუსთავი 2 და მზე? a075.gif


პოსტის ავტორი: spinoza თარიღი: Jun 17 2008, 05:00 PM

ტარიელ ონიანს შეუძლია დააბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო, დაიბარებს ბაღაფშს და კოკოითს და მოუგვარებს ბაზარს. მაგის ძალაუფლებაც გააჩნია და ფულიც

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 17 2008, 05:07 PM

spinoza

ციტატა
დაიბარებს ბაღაფშს და კოკოითს და მოუგვარებს ბაზარს

მერე სამივეს დაიბარებს კრემლი და მათივე ენაზე რომ ვთქვათ, გაასაღებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 17 2008, 05:40 PM

თქვენს გვერდით მიგულეთ უბრალოდ მე აქ ხშირი მპოსტველი არ ვარ და შემატყობინეთ თუ რამეში დაგჭირდით და მაქსიმალურს გავაკეთებ რაც შემეძლებაsmile.gif

პოსტის ავტორი: Nanio თარიღი: Jun 17 2008, 05:42 PM

ვეშაპო

ციტატა
ეგეც მიტინგზე გითხრეს, რომ არ დაუჭერიათო?

მაგათ რომ თავისი აქტივისტი დაეჭირათ რუსთავი 2 და მზე შეგვჭამდა a075.gif

ციტატა
მაშინ ასე ვთქვათ, რატომ "ითვლება" ეკა ბესელია და რადიო იმედი სანდო წყაროდ და რატომ არა რუსთავი 2 და მზე?

რადიო იმედის ხელმძღვანელობა მოხსნეს და მალე დანარჩენებს დაემსგავსება.
რაც შეეხება რუსთავი 2 და მზეს. მათ არ აჩვენეს სოზარ სუბარის საათ ნახევრიანი მოხსენება რომელიც უცხოელ დიპლომატებს შეხვდა და განიხილა ქვეყანაში არსებული ვითარება და ესეთი ფაქტები ბევრია კიდევ ძალიან.
მოდი ეს თემა დაუბრნდეს თავის დედა აზრს და აქ ნუ დავიწყებთ პოლიტიკაზე კამათს

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Jun 18 2008, 12:09 AM

რამოდენიმე კითხვა მაქვს:

1. რეალურად რა ჯდება ასეთი კონცერტის ჩატარება კონსერვატორიაში
2. უნდა მიიღონ თუ არა იქ მონაწილეობა აფხაზებმა და როგორ წარმოგიდგენიათ ეს, ანუ ვინ იქნებიან ისინი პოტენციურად
3. როგორ მიეხმარება თბილისში ჩატარებული კონცერტი ფოლკლორს აფხაზეთში ანუ რატომ მაინც და მაინც კონსერვატორიაში უნდა ჩატარდეს ეს კონცერტი?
4. რას ფიქრობთ იმაზე რომ ამგვარი ზრუნვა არა მარტო აფხაზურ, არამედ სხვა ჩრდილოკავკასიურ ფოლკლორზეცაა საჭირო

პოსტის ავტორი: TssU თარიღი: Jun 18 2008, 10:14 AM

ვეშაპო
Nanio
გთხოვთ დზააან ნუ ფააოფებთ ამ თემას. ეგ თემა იმისთვის არ შექმნილა რო გავარკვიოთ ვინ ვინ დაჭრა. ვისი დანა იყო, რომელი პარტიის წარმომადგენელი იყო და ასე შემდეგ. გთხოვთ არ გვინდა ამ თემაზე კამათი აქ.

პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Jun 18 2008, 11:19 AM

Iona
ჯერ კიევ საბოლოოდ არ ვართ ჩამოყალიბებულები ამ თემაზე სავარაუდოდ უნდა მიიღონ აფხაზებმაც თუ ეს მოსახერხებელი იქნება ასეთი დაძაბუილ სიტუაციის ფონზე თუ მოხერხდება აფხაზების აქ ჩამოსვლა რაც დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული ძალიან კარგი იქნება ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართველი და აფხაზი ხალხის დამეგობრებას და შერიგებას

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: Jun 18 2008, 12:19 PM

smile.gif

პოსტის ავტორი: otari99 თარიღი: Jun 18 2008, 05:36 PM

მართლაც რომ კარგი აზრია,ცჰემის აზრით ახალგაზრდობამ უნდა უშველოს მაგ საქმეს.აფხზეთი ყველა ჩვენთაგანის და საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

პოსტის ავტორი: Ninia I თარიღი: Jun 18 2008, 08:34 PM

ჩემი დიპლომი თუ გამოგადგებათ - მოგაწოდებთ huh.gif

პოსტის ავტორი: Ninia I თარიღი: Jun 18 2008, 08:35 PM

aragveli

ისა და რომელი ხარ? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 18 2008, 11:21 PM

ერთი რამ მინდა რომ ვიცოდეთ.ჩვენ თუ ამ საქმეში ჩავებმებით ეს არ იქნება პოლიტიკური,პოლიტიკას თავისი ''პატრონი'' ყავს.ჩვენ ჩვენი საქმით დავანახოთ ყველას,რომ საქართველო არ არის სავაჭრო და პირადი ინტერესების გასატარებელი ობიექტი.ეს არის ერი სადაც ცხოვრობენ ადამიანები რომელთაც აქვთ თავისუფლად და დამოუკიდებლად(სიტყვის სრული მნიშვნელობით)ცხოვრების და სიცოცხლის უფლება.

ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას რომ ჩვენ ერთ ტრადიციაზე ვდგავართ და ერთი კულტურა გვაერთიანებს.
ეს არის მთავარი!
ამ თემაზე დაპოსტეთ და არა იმაზე ვის რამდენი აქ გადახდილი და სად,რომელი ორგანიზაცია ჯობია(ნატო,დსთ თუ სხვა)

პოსტის ავტორი: Beri kaci თარიღი: Jun 18 2008, 11:39 PM

ციტატა(ვეშაპო @ Jun 15 2008, 09:15 PM) *

[

ცოტა სასაცილო ხომ არაა ე.წ. "აფხაზთა" კულტურაზე ზრუნვა, როცა თვით აფხაზეთში ქართული კულტურა კი არა და ქართველებს იტაცებენ, ხოცავენ და ამცირებენ?


აბა, მაშინ ნუღარ ვიმღერებთ საერთოდ აფხაზურ სიმღერებს ნურცერთი ანსამბლი და ეგაა. ქართული რა ცოტაა!? შენი პოსტიდან გამომდინარე, გივი აბესაძე აფხაზი სეპარატისტია! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Jun 18 2008, 11:50 PM

ციტატა(ვეშაპო @ Jun 16 2008, 03:36 PM) *


მე არ მახსოვს ისტორიიდან ომით წართმეულის ისე "ზა პროსტო" დაბრუნების ფაქტი (მარტო საქართველოს ისტორიას არ ვგულისხმობ).

ნამდვილად ასეა!



ციტატა(aragveli @ Jun 15 2008, 08:31 PM) *

ჩემი აზრით თუ შევიკრიბებით და ჩამოვყალიბდებით როგორც ''ახალგაზრდული საზოგადოება'' მიზნით ''შევუნარჩუნოთ აფხაზ ხალხს ტრადიცია და კულტურა!'' და ვიმუშავებთ ''მიზნის'' განხორციელებისთვის მხარდაჭერაც გამოგვიჩნდება!

კარგი წამოწყებააა smile.gif

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 18 2008, 11:53 PM

მგონი უკვე დროა შევიკრიბოთ და ჩამოვყალიბდეთ!
ყიფიანის აზრთან დაკავშირებით; დარბაზის პრობლემა თითქმის გადაწყვეტილია!
მინდა ერთად მივაღწიოთ წარმატებას!ერთად დავდგეთ!


aragveli@bk.ru ჩემი იმეილია. დამიკავშირდით და კონკრეტულად გეტყვით სად და როდის შევიკრიბოთ!

პოსტის ავტორი: TssU თარიღი: Jun 19 2008, 12:20 PM

ციტატა(ართი ვარდი @ Jun 18 2008, 11:50 PM) *

კარგი წამოწყებააა smile.gif


ნამდვილად და ეხლა ხალხი გვჭირდება. მივწეროთ არაგველს ან e-mail-ზე ან PM-ში ვისაც სურვილი გაქვთ რო შემოგვიერთდეთ. ამ დღეებში უკვე გადაწყდება სად შევიკრიბებით და მერე ერთიანი ძალებით შევუდგეთ ამ დიდ საქმეს smile.gif

პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Jun 19 2008, 12:26 PM

არ გამომტოვით რა smile.gif

პოსტის ავტორი: TssU თარიღი: Jun 19 2008, 01:06 PM

ციტატა(nike_22 @ Jun 19 2008, 12:26 PM) *

არ გამომტოვით რა smile.gif

გეკადრება ნიკუშ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: tako_siu თარიღი: Jun 19 2008, 04:36 PM

მეც აუცილებლად შემოგიერთდებით ხალხნო!არ გამომტოვოთ,შეკრების დრო გამაგებინეთ.იმეილზეც გავაგზავნი არაგველთან!

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 20 2008, 11:31 PM

სპონსორი ვნახე ვინც მოგვეხმარება იდეების რეალიზებაში.

ვინც დაინტერესებული ხართ ამ საკითხით კოორდინატები დატოვეთ(ტელეფონის ნომერი,იმეილი),რომ მოვახერხო დაკავშირება!!!

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jun 21 2008, 12:08 AM

ვინააა სპონსორი?

ისე მე ცოტა ხნით მაინც ვარჩევდი ამ კონცერტის გადადებას ზამთრისათვის.
ზაფხულში აზრი არა აქვს
შემოდგომარ ტრადიციულად ანსამბლების სოლო კონცერტები იმართება.
აი ზამთარში კი ნამდვილად კარგი იქნება.
ბევრი ვიფიქრე ამაზე და უამრავი სამუშაოა.
მითხარით ოღონდ ვინაა სპონსორი და რამდენს აფინანსებს

პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Jun 21 2008, 12:25 AM

საღოლ დავით
yipiani gio
როდისთივს მოხერხდება ამას საქმე გვიჩვენებს ეხლა მთავარია კარგად ჩამოვყალიბდეთ მემგონი მოვაბავთ თავს მე მწამს ამისი

ვისაც აქტიურად გსურთ ჩაბმა ამ საქმეში მოგვწერეთ მაილზე ჩემი მაილია
nike_21_84@mail.ru
ან არაგველს მიწერეთ
ეს იმისთვის რომ გავერკვეთ რამდენი ადამიანი აპირებს ამ საქმეში აქტიურად ჩაბმას

ხალხო ნუთუ არავინ არ ხართ სერიოზულად ამ საქმით დაინტერესებულები ცოტა გააქტიურდით მოგვწერეთ დაპოსტეთ მთავარია ენთუზიაზმი იყოს და ყველაფერს შევძლებთ

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 21 2008, 12:46 AM

ციტატა
ისე მე ცოტა ხნით მაინც ვარჩევდი ამ კონცერტის გადადებას ზამთრისათვის.ზაფხულში აზრი არა აქვსშემოდგომარ ტრადიციულად ანსამბლების სოლო კონცერტები იმართება.აი ზამთარში კი ნამდვილად კარგი იქნება.ბევრი ვიფიქრე ამაზე და უამრავი სამუშაოა.მითხარით ოღონდ ვინაა სპონსორი და რამდენს აფინანსებს


ამ თემებზე დავილაპარაკებთ შეკრების შემდეგ.დატოვე რამე კოორდინატი და დაგიკავშირდებით

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Jun 21 2008, 01:00 AM

თუ რამით შემიძლია დახმარება,დიდი სიამოვნებით smile.gif

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 21 2008, 01:03 AM

ხალხო კოორდინატები დატოვეთ!ვისაც სურვილი გაქვთ რომ მე თვითონ დაგიკავშირდეთ!!!!!

პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Jun 21 2008, 11:50 AM

S a l l y
როგორ არ დაგვეხმარები სალი არაგველს მიწერე მაილზე ან მე რომ გავიგოთ აქტიურად ვის უნდა ჩაბმა ამ საქმეში და იმის მიხედვით დავთქვავთ შეხვედრის ადგილს და დროს და ერთად ჩამოვყალიბდებით

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 21 2008, 01:45 PM

aragveli@bk.ru

ჩემი იმეილია

პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Jun 21 2008, 02:27 PM

რაც მალე შევიკრიბებით და ჩამოვყალიბდებით საქმეც მალე გაკეთდება

პოსტის ავტორი: dr.gaga თარიღი: Jun 22 2008, 09:49 PM

ხალხო მე დღეს პირველად შემოვედი აქ და გადავხედე თქვენს დაწერილ აზრებს ზოგი საღად აზროვნებს და ზოგზე რა მოგახსენოთ.რაც შეეხება ჩემ აზრს:აფხაზეთი ჩვენია და მალე დავისვენებთ კიდეც იქ.რაც შეეხება ამ თემას:ყველამ კარგად წაიკითხეთ დავითმა რატომაც შექმნა ეს თემა!!!აქ ზოგს მემგონი ფოლკლორი პოლიტიკაში აერია და მასე არ გამოვა ჯიგრებო დამიჯერეთ!!!ამიტომ ჩვენ ცვენ საქმეს მივხედოთ :ვიმღეროთ და თუ საჭიროა ვიბრძოლოთ კიდეც!!!რაც მთავარია აფხაზეთს და მთლიანად საქართველოს შევუნარჩუნოთ ის დიდი საგანძური რასაც ფოლკლორი ჰქვია!!!!

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 22 2008, 10:54 PM

ხო კაი, კაი, მიდით, "შემოუნახეთ" ფოლკლორი აფხაზებს. http://imageshack.us

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 22 2008, 11:11 PM

არადა აფხაზებს ჩვენი ყველაფერი სულ კიდიათ smile.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 22 2008, 11:17 PM

staywhite

ციტატა
არადა აფხაზებს ჩვენი ყველაფერი სულ კიდიათ


ხო, მეც მაგას ვამბობ, მარა ჯერამთ?

ეგ კი არა და აფხაზებმა, დავით აღმაშენებელი აფსუა იყოვო და ძველი კოლხები ხომ "ეგენი არიან" აგერ უკვე 15 წელია, ნებისმიერ აფხაზურ-რუსულ ფორუმზე, ან საიტზე შეიხედეთ და ნახავთ.

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jun 22 2008, 11:23 PM

მინდა ერთი რაღAც გითხრათ გულით და სულით რა.
დამიჯერეთ რომ არაა სწორი მიდგომა როდესაც ქართველები ვიძახით შემოუნახოთ აფხაზეთს ფოლკლორი...ბოდიში და სულ ფეხებზე ვკიდივართ ჩვენც და თავიანთი ფოლკლორიც

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 22 2008, 11:26 PM

ვეშაპო

ციტატა
ხო, მეც მაგას ვამბობ, მარა ჯერამთ?


მასეა, ვეშაპ, არ მესმის ეს კვეხების ტენდენცია და მესროლეთ თუ გინდათ!

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jun 22 2008, 11:28 PM

და მინდა დავამატო ერთი რაღაც რომ ეს კონცერტი ამ განხრით არ უნდა გაკეთდეს რომ "გადავარჩინოთ აფხაზრური ფოლკლორი".მე ვფიქრობ უბრალოდ დასაფასებელია მათი (ძველების) შემოქმედება და ეს ხალხმა უნდა გაიგოს თორემ ამით ჩვენ ვერაფერს შევცვლით ვერც პოლიტიკაში და ვერც მათ ყოფა-ცხოვრებაში

პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Jun 22 2008, 11:44 PM

staywhite

ციტატა
არადა აფხაზებს ჩვენი ყველაფერი სულ კიდიათ

მე კიდევ ის უფრო მკიდია აფხაზებს რა კიდიათ შენ ალბათ პირადად ესაუბრე აფხაზ ხალხს და იქედან აკეთებ დასკვნებს
yipiani gio
ციტატა
და მინდა დავამატო ერთი რაღაც რომ ეს კონცერტი ამ განხრით არ უნდა გაკეთდეს რომ "გადავარჩინოთ აფხაზრური ფოლკლორი".მე ვფიქრობ უბრალოდ დასაფასებელია მათი (ძველების) შემოქმედება და ეს ხალხმა უნდა გაიგოს თორემ ამით ჩვენ ვერაფერს შევცვლით ვერც პოლიტიკაში და ვერც მათ ყოფა-ცხოვრებაში

100% ხარ
ვეშაპო
ვისაც გვჯერა გაგვატარეთ

პოსტის ავტორი: veriko7 თარიღი: Jun 22 2008, 11:48 PM

ციტატა(nike_22 @ Jun 22 2008, 11:44 PM) *

staywhite

მე კიდევ ის უფრო მკიდია აფხაზებს რა კიდიათ შენ ალბათ პირადად ესაუბრე აფხაზ ხალხს და იქედან აკეთებ დასკვნებს

აი, ესეთი მიდგომა სასტიკად არასწორი და უარყოფითია ჩემი აზრით

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 22 2008, 11:56 PM

nike_22

ციტატა
მე კიდევ ის უფრო მკიდია აფხაზებს რა კიდიათ შენ ალბათ პირადად ესაუბრე აფხაზ ხალხს და იქედან აკეთებ დასკვნებს


არავის არ ვესაუბრე smile.gif დასკვნას ვაკეთებ რეალობიდან. დანარჩენი რომ გაიზრდები მერე ვილაპარაკოთ, ანუ საიდან ეს დასკვნა biggrin.gif

პ.ს. თავმოყვარეობაც კაი "საქონელია"....

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 23 2008, 12:15 AM

nike_22

ციტატა
ვისაც გვჯერა გაგვატარეთ


კაცო, აკი გითხარით გაიარეთ მეთქი.

ა ბატონო:

ციტატა
ხო კაი, კაი, მიდით, "შემოუნახეთ" ფოლკლორი აფხაზებს. http://imageshack.us

პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Jun 23 2008, 01:23 AM

staywhite
კაი რომ გავიზრდები მერე მელაპარაკე ისე საინტერესოა რომელი რეალობიდან აკეთებ ეგეთ დასკვნებს
და კიდევ მაინტერესებს თავმოყვარეობა რა შუაშია?


veriko7

ციტატა
ციტატა(nike_22 @ Jun 22 2008, 11:44 PM)

staywhite

მე კიდევ ის უფრო მკიდია აფხაზებს რა კიდიათ შენ ალბათ პირადად ესაუბრე აფხაზ ხალხს და იქედან აკეთებ დასკვნებს


აი, ესეთი მიდგომა სასტიკად არასწორი და უარყოფითია ჩემი აზრით


გეთანხმები ცუდად გამომივიდა
უბრალოდ გავღიზიანდი იმ უსაფუძვლო დასკვნების გამო რასაც აქ ვკითხულობ საიდან იცის ამ ხალხმა აფხაზებს რა კიდიათ ფეხებზე ძალიან საინტერესოა

ვეშაპო
ციტატა
კაცო, აკი გითხარით გაიარეთ მეთქი

ხოდა მივდივართ კაცო hi.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jun 23 2008, 10:15 AM

ციტატა(nike_22 @ Jun 21 2008, 12:25 AM) *

ვისაც აქტიურად გსურთ ჩაბმა ამ საქმეში მოგვწერეთ მაილზე ჩემი მაილია
nike_21_84@mail.ru
ან არაგველს მიწერეთ
ეს იმისთვის რომ გავერკვეთ რამდენი ადამიანი აპირებს ამ საქმეში აქტიურად ჩაბმას

ხალხო ნუთუ არავინ არ ხართ სერიოზულად ამ საქმით დაინტერესებულები ცოტა გააქტიურდით მოგვწერეთ დაპოსტეთ მთავარია ენთუზიაზმი იყოს და ყველაფერს შევძლებთ
მე რა ჩემი ფეხები შემიძლია, თორემ სულით და გულით თქვენთან ვარ.


ციტატა(nike_22 @ Jun 21 2008, 11:50 AM) *

S a l l y
როგორ არ დაგვეხმარები სალი არაგველს მიწერე მაილზე ან მე რომ გავიგოთ აქტიურად ვის უნდა ჩაბმა ამ საქმეში და იმის მიხედვით დავთქვავთ შეხვედრის ადგილს და დროს და ერთად ჩამოვყალიბდებით
აბა რა, სალის მებილეთედ დავაყენებთ

პოსტის ავტორი: dr.gaga თარიღი: Jun 23 2008, 02:52 PM

იცით რას გეტყვით "პატრიოტებო" და კიდევ "ფოლკლორისტებო" რათქმაუნდა ეს ბრჭყალები ყველას არ ეკუთვნის აქ არიან მართლა პატრიოტები ვისაც მე პირადად ვიცნობ.ყველას გიყვართ რომ გკითხოთ საქაღტველო და ვინ იცის რამდენჯერ გითქვამთ ლამაზი სიტყვები სამშობლოს სადღეგრძელოში მარა აქვე იგრძნობა რომ საქმე-საქმეზე რომ მიდგეს ზოგ-ზოგიერთები საწოლის ქვეშ დაიმალებიან და იარაღს ხელში არ აიღებენ.პოლიტიკაში არ მინდა ჩავერიო მარა ჩემ აზრს ვიტყვი:აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს უნდა ტკიოდეს ეს ტკივილი,მე არ მიანტერესებს აფხაზებს ვკიდივართ თუ არა(ყველას ერთ ქვაბში ნუ მოვხარშავთ),ჩვენ არ უნდა დავიკიდოთ და ვისაც კიდია აფხაზეთი კახურად გეტყვით რომ მე მკიდია ის პიროვნება.ამიტომ შეწყვიტეთ აქ პროფესორობა და საქმეს მიხედეთ!!!!

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 23 2008, 03:21 PM

ციტატა(dr.gaga @ Jun 23 2008, 12:52 PM) *

იცით რას გეტყვით "პატრიოტებო"


გისმენთ, აბა რას გვეტყვი, იქნება შენი პატრიოტული საქმიანობები გაგვაცნო smile.gif თუ ჩოხის ჩაცმაა პატრიოტიზმი ? biggrin.gif

ციტატა
რომ საქმე-საქმეზე რომ მიდგეს ზოგ-ზოგიერთები საწოლის ქვეშ დაიმალებიან და იარაღს ხელში არ აიღებენ.


აბა მოგვიყევი, რა იარაღი გჭერია ხელში და სად გიომია. სროლა იცი ? rolleyes.gif

ციტატა
პოლიტიკაში არ მინდა ჩავერიო მარა ჩემ აზრს ვიტყვი:აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს უნდა ტკიოდეს ეს ტკივილი,


ეგ არ ვიცოდით რომ არ გეთქვა biggrin.gif ცალკე სახელმწიფო მეგონა აქამდე და პირველად გავიგე rolleyes.gif

ციტატა
ვისაც კიდია აფხაზეთი კახურად გეტყვით რომ მე მკიდია ის პიროვნება.


აქ არსად არ დაწერილა, რომ აფხაზეთი ვინმეს კიდია, წესიერად წაიკითხე,მაგრამ აფხაზებს აი, მაგრად კიდიათ ქართული რაცაა.

ციტატა
ამიტომ შეწყვიტეთ აქ პროფესორობა და საქმეს მიხედეთ!!!!


ძახილის ნიშნებს მოუკელი. საქმის მიხედვა ფანდურზე ჩამოკვრაა? biggrin.gif

პ.ს. ცნობისთვის,რადგან ასე გიტაცებს აფხაზეთის პრობლემა, შებრძანდი თემაში "აფხაზეთი", რომელიც განყ. "ეკლესია და სახელმწიფოში" დევს და იქ დააფიქსირე ეგ ღრმად პატრიოტული იდეები... ხო, აფხაზებზე ბოდიშის მოხდა არ დაგავიწყდეს.

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jun 23 2008, 03:23 PM

ციტატა
ვისაც კიდია აფხაზეთი კახურად გეტყვით რომ მე მკიდია ის პიროვნება.ამიტომ შეწყვიტეთ აქ პროფესორობა და საქმეს მიხედეთ!!!!

შენი სიტყვებიდან თუ ვიმსჯელებთ შენ აფხაზეთი მაგრად გკიდია თან ძალიან მაგრად...

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 23 2008, 05:04 PM

staywhite

ციტატა
აფხაზებზე ბოდიშის მოხდა არ დაგავიწყდეს.

ჰატამზაიტ!
მაპატიეთ აფსუებო. http://imageshack.us

პოსტის ავტორი: dr.gaga თარიღი: Jun 23 2008, 05:45 PM

ციტატა(yipiani gio @ Jun 23 2008, 03:23 PM) *

შენი სიტყვებიდან თუ ვიმსჯელებთ შენ აფხაზეთი მაგრად გკიდია თან ძალიან მაგრად...

ჩემი სიტყვებიდან რა დასკვნა გამოიტანე რომ აფხაზეთი მეკიდოს განმიმარტე.

პოსტის ავტორი: dr.gaga თარიღი: Jun 23 2008, 05:58 PM

კიდევ ერთხელ ვიმეორებ და აღარ ვაპირებ სხვა დროს გავიმეორო ეს სიტყვები!!ვისაც გაინტერესებთ კარგად წაიკითხეთ:პოლიტიკაზე ლაპარაკი აქ არ უნდა იყოს და რაც შეეხება ჩემ პატრიოტიზმს თუ კარგად გაინტერესებთ პირადად უნდა მიცნობდეთ და რაღაც დასკვნებს ნუ აკეთებთ ჩემ შეხედულებებზე.იარაღი მჭერია თუ არა ეგ არავის საქმეა და სროლა ვიცი თუ არა და თუ საჭირო იქნება თუ ძალიან გაინტერესებთ საკუთარი სისხლი არ დამენანება ქვეყნისთვის მარა ღმერთმა ნუ ქნას რომ დამჭირდეს.ერთი სიტყვით პოლიტიკაზე კამათს მე აქ არავისთან არ ვაპირებ და ძალიან გთხოვთ თქვენც ნუ მაიძულებთ რომ პოლიტიკაზე ვისაუბრო დანარჩენი რაშიც გინდათ ჩემი თავი გენაცვალოთ.

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jun 23 2008, 06:55 PM

ციტატა
ჩემი სიტყვებიდან რა დასკვნა გამოიტანე რომ აფხაზეთი მეკიდოს განმიმარტე.

რაში და თუ აფხაზეთი ისე გიყვარს რომ მისი მოსისხლე მტერი გეზიზღება შესაბამისი გრძნობა ხომ უნდა გქონდეს ქართველებზე?
ხოდა აფხაზებს კი ქართველები სძულთ ამიტომ ესეიგი შენ აფხაზებიც გძულს შესაბამისად,ამ გამოთქმიდან ამ ორი აზრის გამოტანა შეიძლება ამიტომ....
და მერე მეორე პოლიტიკაზე მგონი აქ არავის საუბრობს არ ვიცი შენ როგორ მოგეჩვენა მაგრამ პოლიტიკოსი აქ არავინ არაა.უბრალოდ რეალობას უნდა შევხედოთ...

პოსტის ავტორი: dr.gaga თარიღი: Jun 23 2008, 07:13 PM

მისმინე ჩემი ძმა მემგონი გასაგებად მიწერია რომ ვისაც აფხაზეთი ჰკიდია მე კიდე ის ადამიანი მკიდიათქო.ამიტომ შენ რომ მეუბნები გკიდიაო არ არის სწორი.ხოდა რუსი იქნება თუ ქართველი ვისაც კიდია აფხაზეთი მე კიდე შესაბამისად ის მკიდია და მისი აზრები.

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jun 23 2008, 07:16 PM

ციტატა
მისმინე ჩემი ძმა მემგონი გასაგებად მიწერია რომ ვისაც აფხაზეთი ჰკიდია მე კიდე ის ადამიანი მკიდიათქო.ამიტომ შენ რომ მეუბნები გკიდიაო არ არის სწორი.ხოდა რუსი იქნება თუ ქართველი ვისაც კიდია აფხაზეთი მე კიდე შესაბამისად ის მკიდია და მისი აზრები.

კარგი შენ უბრალოდ ვერ მიხვდი მე რაც ვთქვი.....

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 23 2008, 07:43 PM

ეს თემა ერთად დგომისთვის გავხსენი და არა ერთმანეთის შეურაწყოფისათვის.


გთხოვთ თავი შეიკავეთ ერთმანეთის კრიტიკისგან და საქმეზე ილაპარაკეთ! ესე თუ ვაპირებთ აფხაზებზე დადებითი ზეგავლენის მოხდენას დამიჯერეთ არაფერი არასოდეს არ გამოგვივა.

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jun 23 2008, 07:47 PM

ციტატა
ესე თუ ვაპირებთ აფხაზებზე დადებითი ზეგავლენის მოხდენას დამიჯერეთ არაფერი არასოდეს არ გამოგვივა.

აი ზუსტად ეგ არის შეცდომა ჩემი აზრით.ეს საღამო არ უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ აფხაზებზე რაიმე ზეგავლენა მოვახდინოთ.
ეს ვერასდროს ვერ მოხერხდება თუ ასე გაგრძელდა.აფხაზებს ვეზიზღებით და ამით კიდევ უფრო გავაღიზიანებთ დამიჯერეთ ყველამ.უბრალოდ ეს კონცერტი უნდა გაიმართოს იმიტომ რომ დასაფასებელია მათი კულტურა და ტრადიციები.და არა იმიტომ რომ აფხაზებს შევეჯიბროთ რამეში

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 23 2008, 07:56 PM

ციტატა
ხო კაი, კაი, მიდით, "შემოუნახეთ" ფოლკლორი აფხაზებს.


ირონია ყოველთვის ცუდად მოქმედებს წამოწყებაზე!

თუ არასწორად მიგაჩნია ჩანაფიქრი დააფიქსირე აზრი და ნუღარ გააკეთებ კომენტარს.მაგითი სხვასაც უკლავ ენთუზიაზმს!!!

ციტატა
აფხაზებს შევეჯიბროთ რამეში


არავის არაფერში არ ვეჯიბრებით ჩვენ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის საქმეში!!!

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 23 2008, 08:04 PM

dr.gaga

ციტატა
რაც შეეხება ჩემ პატრიოტიზმს თუ კარგად გაინტერესებთ პირადად უნდა მიცნობდეთ და რაღაც დასკვნებს ნუ აკეთებთ ჩემ შეხედულებებზე.იარაღი მჭერია თუ არა ეგ არავის საქმეა და სროლა ვიცი თუ არა


ხოდა ნურც შენ შეეხები სხვისას და ისიც ძახილისნიშნებით smile.gif ასე რომ,არც შენი საქმეა ვინ რას იტყვის და რას იფიქრებს. ვეშაპოსიც არ იყოს, გაიარეთ smile.gif კულტურული საუბარი კი არ აწყენდა პატრიოტ ქართველს a075.gif აფხაზებს რომ ბოდიშს უხდიან, იმათმა მითუფრო უნდა იცოდნენ ცუდზე ბოდიშის მოხდა.

პოსტის ავტორი: dr.gaga თარიღი: Jun 23 2008, 08:18 PM

ციტატა(staywhite @ Jun 23 2008, 08:04 PM) *

dr.gaga
ხოდა ნურც შენ შეეხები სხვისას და ისიც ძახილისნიშნებით smile.gif ასე რომ,არც შენი საქმეა ვინ რას იტყვის და რას იფიქრებს. ვეშაპოსიც არ იყოს, გაიარეთ smile.gif კულტურული საუბარი კი არ აწყენდა პატრიოტ ქართველს a075.gif აფხაზებს რომ ბოდიშს უხდიან, იმათმა მითუფრო უნდა იცოდნენ ცუდზე ბოდიშის მოხდა.

შენ კულტურას ვერ მასწვალი ჩემო კარგო და საერთოდაც არ ვაპირებ შენთან კამათს.პიროვნულ შეურაცყოფაზე ნუ გადმოხვალთ,ჩემი კეთილი რჩვეა იქნება. rolleyes.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jun 23 2008, 08:21 PM

ციტატა
არავის არაფერში არ ვეჯიბრებით ჩვენ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის საქმეში!!!

ხო და მაგაში ვცდებითთქო.
შენ ეტყობა კარგად არ იცნობ აფხაზებს,არც მე ვიცნობ მაგრამ რაღაც რაღAცეები ვიცი .თუნდაც ის რომ ქართველს რომ აფხაზეთში აფხაზური სიმღერა ემღერა ის ქართველი დამიჯერე უკან ვეღარ დაბრუნდებოდა (მოკლავდნენ).კიდევ უამრავია ასეთი ფაქტები და აბა ერთი მითხარი ასეთ აფხაზს ესიამოვნება ის რომ ქართველები აფხაზური სიმღერის საღამოს მართავენ?

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 23 2008, 08:28 PM

dr.gaga

ციტატა
შენ კულტურას ვერ მასწვალი ჩემო კარგო და საერთოდაც არ ვაპირებ შენთან კამათს.პიროვნულ შეურაცყოფაზე ნუ გადმოხვალთ,ჩემი კეთილი რჩვეა იქნება.


არც ვაპირებ გასწავლო, ისედაც გამოჩნდა აგრესიაში biggrin.gif რჩევები კი ეზოს ბავშვებს a075.gif ხოოოო და პა ხოდუ სანამ სხვის პატრიოტობას გადაუვლი,მანამდე უნდა დაფიქრდე, რომ შემოგეკამათებიან ... დანარჩენი აფხაზთა ეთნოსის შემნახავ-სარეკლამო კონცერტის მერე ვისაუბროთ, ნუ, როგორც ამბობ, თუ სურვილი გექნება biggrin.gif

yipiani gio
ციტატა
.თუნდაც ის რომ ქართველს რომ აფხაზეთში აფხაზური სიმღერა ემღერა ის ქართველი დამიჯერე უკან ვეღარ დაბრუნდებოდა


გიო, გაგვატარეთო და გაიარონ რა , უმღერონ და უნანიონ biggrin.gif

აღსდექ, საქართველოვ !

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 23 2008, 08:30 PM

ციტატა
ხო და მაგაში ვცდებითთქო.შენ ეტყობა კარგად არ იცნობ აფხაზებს,არც მე ვიცნობ მაგრამ რაღაც რაღAცეები ვიცი .თუნდაც ის რომ ქართველს რომ აფხაზეთში აფხაზური სიმღერა ემღერა ის ქართველი დამიჯერე უკან ვეღარ დაბრუნდებოდა (მოკლავდნენ).კიდევ უამრავია ასეთი ფაქტები და აბა ერთი მითხარი ასეთ აფხაზს ესიამოვნება ის რომ ქართველები აფხაზური სიმღერის საღამოს მართავენ?


მაგრად ვაფასებ შენ ინიციატივას კონცერტის ჩატარებაზე,მაგრამ ამ ტექსტიდან გამომდინარე ვერ აფასებ სწორად რაღაც-რაღაცეებს.

პოსტის ავტორი: dr.gaga თარიღი: Jun 23 2008, 08:33 PM

არავის ვეხვეწებით ჩვენთან ერთად სიმღერას და ძალიან კარგადაც გავივლით თქვენ რომ არ გაგვატაროთ. a075.gif აღსდგება საქართველო აფხაზეთთან ერთად!!! smile.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jun 23 2008, 08:43 PM

ციტატა
გიო, გაგვატარეთო და გაიარონ რა , უმღერონ და უნანიონ

არა პირველი მე ვიყავი მომხრე და იდეის ავტორი ამ კონცერტის მარა როგორც ვხედავ სხვადასხვა აზროვნება გვაქვს ამ საკითხში და ჯობია ცალ-ცალკე ვიმუშაოთ.თორე არამგონია ჩვენ ერთმანეთს შევეწყოთ ამ საკითხში მე რადიკალურად სხვა ხედვა მაქვს

ციტატა
მაგრამ ამ ტექსტიდან გამომდინარე ვერ აფასებ სწორად რაღაც-რაღაცეებს.

აღარ გვინდა ამაზე კამათი დავამთავრე მე უკვე ამ საკითხზე მუშაობა.
წარმატებებს გისურვებთ...მაგრამ გირჩევთ კარგად იფიქროთ ამ საკითხზე.

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: Jun 23 2008, 08:44 PM

ციტატა(yipiani gio @ Jun 23 2008, 07:47 PM) *

აი ზუსტად ეგ არის შეცდომა ჩემი აზრით.ეს საღამო არ უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ აფხაზებზე რაიმე ზეგავლენა მოვახდინოთ.
ეს ვერასდროს ვერ მოხერხდება თუ ასე გაგრძელდა.აფხაზებს ვეზიზღებით და ამით კიდევ უფრო გავაღიზიანებთ დამიჯერეთ ყველამ.უბრალოდ ეს კონცერტი უნდა გაიმართოს იმიტომ რომ დასაფასებელია მათი კულტურა და ტრადიციები.და არა იმიტომ რომ აფხაზებს შევეჯიბროთ რამეში

მომწონს შენი პოზიცია

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jun 23 2008, 08:47 PM

ციტატა
მომწონს შენი პოზიცია

a075.gif
მე მოვრჩი და ვთქვი უკვე ჩემი სათქმელი.გაითვალისწინებთ ძალიან კარგი.არ გაითვალისწინებთ ეგეც კარგიa075.gif

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 23 2008, 08:52 PM

ციტატა
მე მოვრჩი და ვთქვი უკვე ჩემი სათქმელი.გაითვალისწინებთ ძალიან კარგი.არ გაითვალისწინებთ ეგეც კარგი


ჯობია რადიკალური აზრის დაფიქსირება, პოლიტიკაზე ლაპარაკს!!!

პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Jun 23 2008, 09:09 PM

მემგონი ერთმანეთის ჯიბრით ლაპარაკს საქმე გავაკეთოთ ჯობია ვინც მსურველია შემოგვიერთდეს თუ გამოვა რამე ეს ყველასთვის სასიკეთო იქნება თუ არ გამოვა და ცდას რა უდგას წინ , ყოველთვის კარგია როცა განსხვავებული აზრი არსებობს მაგრამ მოდით ერთმანეთის ლანძღვაზე ნუ გადავალთ და ირონიასაც მოვუკლოთ .
რაც შეეხება თემას მე ასე ვფიქრობ რომ საწყისი ეტაპისთვის შესაძლოა ეს მხოლოდ აფხაზური ფოკლორის საღამოთი შემოიფარგლოს ხოლო მომავალში როგორ განვითარდება ამას საქმე გვიჩვენებს და დროა რომ ერთერთმა მხარემ დათმოს და შერიგებისკენ ნაბიჯი გადადგას
მე ძალიან მეეჭვება რომ ყველა აფხაზი ისე ფიქრობდეს როგორც აქ ბევრს გონია , დარწმუნებული ვარ რომ ბევრს უნდა კიდეც ქართველებთან კაი დამოკიდებულება ჰქონდეს მაგრამ ამის საშუალებას მათ იქაური პოლიტიკური ამინდი არ აძლევს
ყველამ თქვენ თქვენი აზრი ჩამოაყალიბეთ და ერთმანეთის აზრსაც ეცით პატივი

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 23 2008, 09:36 PM

nike_22

ციტატა
მე ძალიან მეეჭვება რომ ყველა აფხაზი ისე ფიქრობდეს როგორც აქ ბევრს გონია , დარწმუნებული ვარ რომ ბევრს უნდა კიდეც ქართველებთან კაი დამოკიდებულება

ყველა აფხაზი რა თქმა მასე არ ფიქრობს (თუკი აფხაზებში აფსუებს არ გულისხმობ), ვინაიდან გამოყრილი არიან აფხაზეთიდან და დანარჩენ საქართველოში ცხოვრობენ.

რაც შეეხება აფსუებს, რა თქმა უნდა აქაც არაა ისეთი მდგომარეობა, რომ ყველას ვძულდეთ, თუმცა ვისაც არ ვძულვართ სულ უფრო და უფრო მცირდება მათი რიცხვი ასაკის გამო.
ომის წინა წლებში და მას შემდგომ დაბადებული ბავშვები უკვე 20 წლისანი არიან.
მათთვის ქართველი ნომერ პირველი მტერია (იქაური პროპაგანდა მასეთია).

რაც შეეხება ფოლკლორის შენახვას, იქნებ ჯერ გაგეგოთ, რა მდგომარეობაა მაგ მხრივ?
იქნებ სულაც არ ემუქრებათ ფოლკლორის დაკარგვა?
რა ინფორმაციას ფლობთ? რა წყაროებიდან?

aragveli
ციტატა
თუ არასწორად მიგაჩნია ჩანაფიქრი დააფიქსირე აზრი და ნუღარ გააკეთებ კომენტარს.მაგითი სხვასაც უკლავ ენთუზიაზმს!!!

მე იმიტომ ვწერ ასეთ რამეებს, რომ იყო უკვე ასეთი მცდელობები და არა ერთჯერ.
ერთერთში მეც ვმონაწილეობდი და ჩემი გუნდიც.
გვინდოდა ჩამოგვეყვანა აფხაზი მომღერლები და მეაჭარპანე, მაგრამ 3 ასოზე გაგვიშვეს (თან "ვ ბუკვალნომ სმისლე").

თუ მაგათი კულტურა 3 ასოზე გაშვებას გულისხმობს, მაშინ ნაღდად არ მინდა მაგისთანა კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობა.
მიბრძანდით და თვითონ ნახეთ.

გეუბნებით: მაგათთან ლაპარაკს ჯერჯერობით არანაირი აზრი არ აქვს. ეზიზღებათ ქართველი და ყოველივე ქართული.

უბრალოდ, ძალიან ხმამაღალი ნათქვამია: "შევუნარჩუნოთ აფხაზებს ფოლკლორი".
არავინ გვეხვეწება ფოლკლორი შეგვინახეთო, თვითონაც აქვთ მაგის ძალები.

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 23 2008, 09:43 PM

ციტატა
უბრალოდ, ძალიან ხმამაღალი ნათქვამია: "შევუნარჩუნოთ აფხაზებს ფოლკლორი".არავინ გვეხვეწება ფოლკლორი შეგვინახეთო, თვითონაც აქვთ მაგის ძალები.


რომ ქონდეთ არ გარუსდებოდნენ

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 23 2008, 09:50 PM

aragveli

ციტატა
რომ ქონდეთ არ გარუსდებოდნენ

ჯერ გარუსებაზე ლაპარაკი ძალიან ნაადრევია.
რუსულის კარგად ცოდნა გარუსებას არ ნიშნავს, აფხაზურიც (აფსუურიც) ძალიან კარგად იციან. სხვათაშორის უფროსმა თაობამ ქართულიც მშვენივრად იცის.

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: Jun 23 2008, 09:58 PM

smile.gif

ციტატა(ვეშაპო @ Jun 23 2008, 09:36 PM) *

nike_22


aragveli

მე იმიტომ ვწერ ასეთ რამეებს, რომ იყო უკვე ასეთი მცდელობები და არა ერთჯერ.
ერთერთში მეც ვმონაწილეობდი და ჩემი გუნდიც.
გვინდოდა ჩამოგვეყვანა აფხაზი მომღერლები და მეაჭარპანე, მაგრამ 3 ასოზე გაგვიშვეს (თან "ვ ბუკვალნომ სმისლე").

თუ მაგათი კულტურა 3 ასოზე გაშვებას გულისხმობს, მაშინ ნაღდად არ მინდა მაგისთანა კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობა.
მიბრძანდით და თვითონ ნახეთ.

გეუბნებით: მაგათთან ლაპარაკს ჯერჯერობით არანაირი აზრი არ აქვს. ეზიზღებათ ქართველი და ყოველივე ქართული.

უბრალოდ, ძალიან ხმამაღალი ნათქვამია: "შევუნარჩუნოთ აფხაზებს ფოლკლორი".
არავინ გვეხვეწება ფოლკლორი შეგვინახეთო, თვითონაც აქვთ მაგის ძალები.

პატივცემულო ვეშაპო თქვენი დიპლომატიის ამბავი რომ ვიცი, მართალი გითხრა მაინცდამაინც არ გამკვირვებია აფხაზების პასუხი

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 23 2008, 09:59 PM

ციტატა
ჯერ გარუსებაზე ლაპარაკი ძალიან ნაადრევია.რუსულის კარგად ცოდნა გარუსებას არ ნიშნავს, აფხაზურიც (აფსუურიც) ძალიან კარგად იციან. სხვათაშორის უფროსმა თაობამ ქართულიც მშვენივრად იცის.


სანამ ეგ უფროსი თაობაა მანამდე უნდა მივაქციოთ ყურადგება,მერე გვიან იქნება.
თუ საშუალება გვაქ რატო არ უნდა გამოვიყენოთ? დავდგეთ ერთად და თუ ვერაფერს გავხდებით არც არაფერს ვაგებთ.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 23 2008, 10:24 PM

aragveli

ციტატა
სანამ ეგ უფროსი თაობაა მანამდე უნდა მივაქციოთ ყურადგება,მერე გვიან იქნება.


და ჩვენ რატომ ვნერვიულობთ მაგაზე ? ანუ გარუსებაზე თუნდაც ...

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 23 2008, 10:55 PM

sandro40

ციტატა
პატივცემულო ვეშაპო თქვენი დიპლომატიის ამბავი რომ ვიცი, მართალი გითხრა მაინცდამაინც არ გამკვირვებია აფხაზების პასუხი


http://imageshack.us

ეგ კი, მარა მოლაპარაკებებში მე კი არ ვღებულობდი მონაწილეობას, არამედ უაღრესად კომუნიკაბელური და დახვეწილი ადამიანები კულტურის სამინისტროდან და საპატრიარქოდან, ასე რომ, კოვზი ნაცარში ჩაგივარდა. tongue.gif

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 24 2008, 12:20 AM

ციტატა
და ჩვენ რატომ ვნერვიულობთ მაგაზე ? ანუ გარუსებაზე თუნდაც ...


მგონი ადვილი მისახვედრია!
იმიტომ ვნერვიულობთ რომ თუ ბოლომდე გარუსდენ ქართული კვალი ბოლომდე წაიშლება და დავრჩებით ისტორიის ამარა (თუმცა მაგასაც ცვლიან). მაგრამ თუ ხშირად ვაძახებთ რაში მდგომარეობს მათი არსებობის არსი და დავანახებთ რომ ჩვენ არ ვართ მათი მტრები,არამედ ვზრუნავთ მათზე, ეს არ იქნება ურიგო!

პოსტის ავტორი: Georgia_me1121 თარიღი: Jun 24 2008, 10:31 AM

ციტატა(ვეშაპო @ Jun 16 2008, 04:36 PM) *

aragveli

არა, რა პესიმიზმი, უბრალოდ ღრუბლებში არ დავფრინავ.
მაგ ტერიტორიის დაბრუნების მხოლოდ 3 გზა არსებობს, მათ შორის 2 მშვიდობიანია, მაგრამ არა ისეთი როგორც nike_22-ს გონია.

1. ეს არის, თუ NATO-ში მიგვიღეს, მაშინ რუსეთი ავტომატურად გადის მაგ ტერიტორიიდან. ყოველგვარი ლაპარაკის გარეშე.

2. თუ გადავიხდით ფულს და რუსეთიდან გამოვისყიდით მაგ მიწებს.

3. ეს არის ომის გზა.

ნუ არის კიდევ მეოთხე გზა, მაგრამ მაგას მე ვერ მოვესწრები ალბათ.
ეს არის თუ ადგილობრივი ხალხი აჯანყდა და თავისი ნებით მოითხოვა ჩვენთან დაბრუნება.

ყოველგვარი ლაპარაკი იმაზე, რომ ლამაზი თვალებისთვის შეგვირიგდებიან და დაგვიბრუნდებიან, არის უაზრობა.
ხალხმა იქ სისხლი დაღვარა (მათ შორის რუსებმაც), საქართველო და ქართველები გააძევა და ძალით წართმეულს ისე, უარაფროდ არავინ აბრუნებს.
დააბრუნებს იმ შემთხვევაში, თუ რაღაც გამოსასყიდს მიიღებს, ან რაღაცის შეეშინდება საფუძვლიანად, ან კიდევ ისევ ძალით თუ წაართმევ.

მე არ მახსოვს ისტორიიდან ომით წართმეულის ისე "ზა პროსტო" დაბრუნების ფაქტი (მარტო საქართველოს ისტორიას არ ვგულისხმობ).

კი მაგრამ სანამ კონფლიქტური რეგიონები გვექნება, მიგვიღებს ნატო???

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 24 2008, 12:19 PM

[quote]კი მაგრამ სანამ კონფლიქტური რეგიონები გვექნება, მიგვიღებს ნატო???

ჩვენ წამოწყებასთან არვითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკას.ჩვენ უნდა შევძლოთ საზოგადოებასთან კონტაქტი.მე ეს მიმაჩნია პირველ ნაბიჯად ტერიტორიის დასაბრუნებლად.
თავარია რას ფიქრობს ხალხი და არა რა ის თუ რა თამაშს თამაშობენ მასონური კლანები!!! ხალხია ხელისუფალიც და გადაწყვეტილების მიმღებიც.აფხაზ ხალხს უნდა უნდოდეს ქართველი ხალხი და არა ბაღაბშს და მის ბნელ თანამოაზრეებს.
(ვიცი დაწერთ არ უნდივართ არც ხალხს და არც ბაღაბშსო,მაგრამ ის ხალხი ჩვენია და ჩვენ გამუდმებით უნდა ვახსენებდეთ ამას,ისტორიით,კულტურით და ფოლკლორული შემოქმედებით (და არა იმ საშინელი ბოღმით რაც კომუნიზმმა,"პერესტროიკამ" და "პერესტროიკის" შემდეგ დაწყებულმა "ცივმა"(რუსეთთან)ომმა გნაპირობა)

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jun 24 2008, 01:14 PM

ციტატა(dr.gaga @ Jun 23 2008, 02:52 PM) *

იცით რას გეტყვით "პატრიოტებო" და კიდევ "ფოლკლორისტებო" რათქმაუნდა ეს ბრჭყალები ყველას არ ეკუთვნის აქ არიან მართლა პატრიოტები ვისაც მე პირადად ვიცნობ.ყველას გიყვართ რომ გკითხოთ საქაღტველო და ვინ იცის რამდენჯერ გითქვამთ ლამაზი სიტყვები სამშობლოს სადღეგრძელოში მარა აქვე იგრძნობა რომ საქმე-საქმეზე რომ მიდგეს ზოგ-ზოგიერთები საწოლის ქვეშ დაიმალებიან და იარაღს ხელში არ აიღებენ.პოლიტიკაში არ მინდა ჩავერიო მარა ჩემ აზრს ვიტყვი:აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს უნდა ტკიოდეს ეს ტკივილი,მე არ მიანტერესებს აფხაზებს ვკიდივართ თუ არა(ყველას ერთ ქვაბში ნუ მოვხარშავთ),ჩვენ არ უნდა დავიკიდოთ და ვისაც კიდია აფხაზეთი კახურად გეტყვით რომ მე მკიდია ის პიროვნება.ამიტომ შეწყვიტეთ აქ პროფესორობა და საქმეს მიხედეთ!!!!
ვერ გავიგე ვის ერჩი და რატომ. მე მგონი სხვაგან მოხვდი.


ციტატა(staywhite @ Jun 23 2008, 10:24 PM) *

aragveli
და ჩვენ რატომ ვნერვიულობთ მაგაზე ? ანუ გარუსებაზე თუნდაც ...

IPB-ს სურათი
blink.gif
ამას კითხვა უნდა?


პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 24 2008, 03:15 PM

ციტატა
ამას კითხვა უნდა?


მეც ეგ მაოცებს. სანერვიულოა აბა რა არი!!!

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jul 7 2008, 03:18 PM

სად გაქრა შემართება და ენთუზიაზმი?

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jul 7 2008, 03:35 PM

aragveli

ციტატა
სად გაქრა შემართება და ენთუზიაზმი?

15 წლიანმა ფუჭმა ლაყბობამ შეიწირა.

გეუბნებით მე თქვენ:

სანამ მანდ ქართული არმია არ შევა, მანამდე მაგათ დაბრუნებ-მობრუნებაზე ნურც იოცნებებთ.

15 წელი არ იყო საკმარისი მაგის მისახვედრად?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 7 2008, 05:24 PM

ინფორმაციისათვის:
http://www.rustavi2.com/news/news_textg.php?id_news=26994&pg=1&im=main&ct=0&wth=

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 7 2008, 05:33 PM

M.M.

ციტატა
ამას კითხვა უნდა?


კაი ბატონო, თუ კითხვაც არ უნდა ეფოფინეთ მაშინ და მათ გვაგინონ და გვწყევლონ, ჩვენ კი ფოლკროლი შემოვუნახოთ, მათ პა ხოდუ დაგვცინონ... შნიაგა ნუ...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 7 2008, 05:35 PM

staywhite
ნახე ზედა პოსტი? huh.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 7 2008, 05:41 PM

კანონისტი

დათო ინტერნეტი მაქვს ტანჯვა-წამება, სერბიაში ვარ სოფელში. შანსი არაა გახსნას და მერე ვნახავ. რა ხდება მოკლედ ვერ დაწერ ანუ რას ეხება?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 7 2008, 05:55 PM

staywhite
სეპარატისტები ზემო აფხაზეთზე შეტევას გეგმავენ
07.07.08 14:25
სერგეი ბაღაფში ზემო აფხაზეთზე შეტევას გეგმავს. სეპარატისტების ლიდერი კოდორზე თვდასხმის 11-12 აგვისტოს აპირებს. ინიციატივა დე ფაქტო პრეზიდენტმა უშიროების საბჭოს სხდომაზე დააყენა. მანამდე კი სეპარატისტების ლიდერი კონსულტაციებს მოსკოვში გაივლის. ამ ინფორმაციას სააგენტო ''მედია ნიუსი'' ავრცელებს. უშიშროების საბჭოს დასრულების შემდეგ ბაღაფშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბოლოდროინდელი აფეთქებების გამო თბილისთან ყოველგვარ კავშირს წყვეტს.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 7 2008, 05:58 PM

კანონისტი

ციტატა
ბაღაფშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბოლოდროინდელი აფეთქებების გამო თბილისთან ყოველგვარ კავშირს წყვეტს.


რავა გვაწყენინა ხომ ? biggrin.gif

თუმცა, რაცხა არც ისე სტანდარტული ამბავი ჩანს sad.gif ღმერთმა უშველოს სრულიად საქართველოს.

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jul 7 2008, 06:32 PM

კანონისტი

ციტატა
სეპარატისტების ლიდერი კოდორზე თვდასხმის 11-12 აგვისტოს აპირებს.

შენა და, მარშრუტი და გრაფიკი არ უთქვია (საიდან, რა შენაერთებით და რამე . . .) ?
ეგებ საათიც დააზუსტოს. IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 7 2008, 06:42 PM

ვეშაპო

ციტატა
შენა და, მარშრუტი და გრაფიკი არ უთქვია (საიდან, რა შენაერთებით და რამე . . .) ?
ეგებ საათიც დააზუსტოს.

აცალე კაცს:
ციტატა
მანამდე კი სეპარატისტების ლიდერი კონსულტაციებს მოსკოვში გაივლის

e025.gif e025.gif e025.gif

P.S. მაგაზე ერთი სიმღერა მახსენდება:
двадцать второго июня
в ровно четыре часа
Киев бомбили
нам объявили,
что началась война!

P.P.S. ბოდიში ოFFიზა sad.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jul 8 2008, 10:49 AM

ციტატა(staywhite @ Jul 7 2008, 05:33 PM) *

M.M.
კაი ბატონო, თუ კითხვაც არ უნდა ეფოფინეთ მაშინ და მათ გვაგინონ და გვწყევლონ, ჩვენ კი ფოლკროლი შემოვუნახოთ, მათ პა ხოდუ დაგვცინონ... შნიაგა ნუ...
რა ფოფინი კაცო, მე ვთქვი მათი გარუსება ჩვენთვის რომ უბედურებაა, მაგას კითხვა უნდა-მეთქი?
ისე უნდა შემოუნახო კიდეც, აბა რა. გულში ბოღმის ჩადება არაა კარგი. უბრალოდ, თუ სხვანაირად არ გამოვა, ომით უნდა დავიბრუნოთ, ყოველგვარი სიზულვილის გარეშე.


ციტატა(კანონისტი @ Jul 7 2008, 05:55 PM) *

staywhite
სეპარატისტები ზემო აფხაზეთზე შეტევას გეგმავენ
07.07.08 14:25
სერგეი ბაღაფში ზემო აფხაზეთზე შეტევას გეგმავს. სეპარატისტების ლიდერი კოდორზე თვდასხმის 11-12 აგვისტოს აპირებს. ინიციატივა დე ფაქტო პრეზიდენტმა უშიროების საბჭოს სხდომაზე დააყენა. მანამდე კი სეპარატისტების ლიდერი კონსულტაციებს მოსკოვში გაივლის. ამ ინფორმაციას სააგენტო ''მედია ნიუსი'' ავრცელებს.
ფეხები არავის მოჭამონ ძირში! გვაპანიკებენ ეტყობა, მთლად მასეთი შტერებიც კი არ არიან, რისი იმედით წამოვლენ?

ციტატა
უშიშროების საბჭოს დასრულების შემდეგ ბაღაფშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბოლოდროინდელი აფეთქებების გამო თბილისთან ყოველგვარ კავშირს წყვეტს.
cray.gif
გვაპატიოს და მეტს აღარ ვიზამთ

პოსტის ავტორი: ჯეგე თარიღი: Jul 8 2008, 11:16 AM

მგონი ეს პოლიტიკის თემა უფროა ვიდრე ფოლკლორის ან თუნდაც ისტორიის smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 8 2008, 11:19 AM

ჯეგე
ბოლოსკენ უკვე ეგეთი მიმართულება მიიღო yes4.gif

მარგალ რექო სი? smile.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Jul 8 2008, 11:33 AM

ციტატა(კანონისტი @ Jul 7 2008, 05:55 PM) *

staywhite
სეპარატისტები ზემო აფხაზეთზე შეტევას გეგმავენ
07.07.08 14:25
სერგეი ბაღაფში ზემო აფხაზეთზე შეტევას გეგმავს. სეპარატისტების ლიდერი კოდორზე თვდასხმის 11-12 აგვისტოს აპირებს. ინიციატივა დე ფაქტო პრეზიდენტმა უშიროების საბჭოს სხდომაზე დააყენა. მანამდე კი სეპარატისტების ლიდერი კონსულტაციებს მოსკოვში გაივლის. ამ ინფორმაციას სააგენტო ''მედია ნიუსი'' ავრცელებს. უშიშროების საბჭოს დასრულების შემდეგ ბაღაფშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბოლოდროინდელი აფეთქებების გამო თბილისთან ყოველგვარ კავშირს წყვეტს.

ჰიროსიმას აფეთქების დღეს ამთხვევს არა ეგ ოხერი?

ეტყობა რაღაც ისეთივე მასშტაბურს აპირებს არა? tongue.gif




(აუ ის 6 აგვისტოს ყოფილა, შემეშალა...biggrin.gif)
ნუ კაი, დიდგორის ბრძოლა იყოს... რაც მაშინ გავიმარჯვეთ, ახლა უნდა გვაზღვევინოს ბაღაფშმა. biggrin.gif

პოსტის ავტორი: ჯეგე თარიღი: Jul 8 2008, 12:35 PM

კანონისტი

ციტატა
მარგალ რექო სი?

გოხოლუქ. smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 8 2008, 12:56 PM

ჯეგე

ციტატა
გოხოლუქ.

ჯგირი smile.gif მა ხოლო მიჩქუ ჭიჭე smile.gif

პოსტის ავტორი: ჯეგე თარიღი: Jul 8 2008, 02:15 PM

სოურეშე გიჩქუ? მარგალი რექო სი ხოლო?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 8 2008, 02:39 PM

ჯეგე
ვარ ჯიმა, რაჭველ ვორექ e025.gif დიდა მყუნს მარგალი smile.gif

პოსტის ავტორი: Beri kaci თარიღი: Jul 8 2008, 05:00 PM

მეგრული თუ ვინმემ იცით კიდევ აქეთ დაპოსტეთ. მაგისთვისაა ეს თემა. smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 8 2008, 05:09 PM

Beri kaci
მაპ, აბრი ათემა აფსუა ამილათ აFოლკლორ რზი იაატოუ

a075.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 8 2008, 05:13 PM

კანონისტი
ვფიქრობდი რა ენა არ ეცოდინება რო ჩავჭრათქო და რომ ვერ მოვიფიქრე გავჩერდი biggrin.gif .


გთხოვთ ამ თემაში დაუკვირვებლად და უარგუმენტოდ ნუ დაფოსტავთ , სიფრთხილე გამოვიჩინოთ. მავანს გულს ნუ ვატკენთ, ეს საკითხი ცოტა ბურუსით მოცულია. შეგვიძლია ვისაუბროთ იმ "აფხაზებზე" რომლებსაც ჰაბიტუსიდან და მეტყველებიდან დაწყებული მენტალიტეტიც რუსული აქვთ და ვაი საწყალ აფხაზებს გადაგვარებით რომ ემუქრებიან.
"ვაი იმ პატარა ერებს ვისაც ეს ერი (რუსები. შენიშვნა ჩემი)დაეჯახება , წამსვე გადათელავს და მიწასთან გაასწორებს".
გრ. რობაქიძე.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 8 2008, 05:14 PM

abo

ციტატა
რა ენა არ ეცოდინება

სვანური smile.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 8 2008, 05:19 PM

კანონისტი
ვსიო, შემომაქვს წინადადება (საინიციატივო ჯგუფი) გამგებლად შენი კანდიდატურის წარსადგენად ზემო სვანეთში. ვიცი ჯანდაცვას ჩამაბარებ. laugh.gif
pativiscemiT abo.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 9 2008, 03:57 PM

შეეშვით იმ ბიჭების მოტივაციის მოკვლას, ხვალ რომ რამე ომში წასვლა რომ მოუხდებათ... აფხაზების ფანდურის ფერება მოინდომეს ახლა.

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jul 10 2008, 05:54 PM

ციტატა(staywhite @ Jul 9 2008, 03:57 PM) *

შეეშვით იმ ბიჭების მოტივაციის მოკვლას, ხვალ რომ რამე ომში წასვლა რომ მოუხდებათ... აფხაზების ფანდურის ფერება მოინდომეს ახლა.
აფხზურ ფოლკლორს დიდ პატივს ვცემ, აფხაზებიც არ მზულს, მაგრამ სამშობლოს თუ დაჭირდა, სისხლის დაღვრასაც არ მოვერიდები (ბრუციანი ჯარისკაცი ვის რად უნდა, მაგრამ მაინც smile.gif ). ეგ რა შუაშია? პატივი უნდა სცე და გიყვარდეს კიდეც, კულტურაც და ხალხიც. სიძულვილით დაწყებული არც ომი ვარგა და არც არაფერი. სამშობლოს სიყვარული უნდა იყოს მოტივი და არა მტრის სიძულვილი.

პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jul 11 2008, 02:44 PM

[quote]აფხზურ ფოლკლორს დიდ პატივს ვცემ, აფხაზებიც არ მზულს, მაგრამ სამშობლოს თუ დაჭირდა, სისხლის დაღვრასაც არ მოვერიდები[/quo

კაი კაცი ხარ!
სისხლის ღვრამდე ჰუმანური მიდგომა ჯობს,იქნებ და გაამართლოს.

(მიხარია ისევ რომ წამოიწია ეს თემა!მართლა გულით მინდოდა ფორუმელების ჩართვა ამ საქმეში.)

ჩემი თხოვნაა ,რომ პოლიტიკაზე გვერდის აქცევით გააკეთოთ კომენტარი.
დამიჯერეთ უფრო ნათლად დაინახავთ გამოსავალს!

პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Jul 11 2009, 03:17 PM

M.M.

QUOTE
აფხაზეთში გაზრდილ მეგრელს კი ბატონო, მაგრამ, ვთქვათ, ფოთელი მეგრელი (ისე ზოგი მეგრელი ფოთელებს არც თვლის მეგრელებად) რატომ გაუგებს აფხაზს უკეთესად, ვიდრე, სიტყვაზე, აჭარელი?

კაი დიდი დრო კი გავიდა ზემოთ მოყვანილის დაწერის შემდეგ, მარა ახლა გადავიკითხე და მომინდა ამ თემის გაცოცხლება biggrin.gif
ახლა იმის შესახებ თუ რატომ უადვიდებათ მეგრელებს აფხაზური სიმღერების მღერა ვიდრე სხვებს?! საქმე იმაშია რომ დალოცვილმა და ცხონებულმა ძუკუ ლოლუამ თავის დროზე დიდი საქმე გააკეთა და აფხაზები გადაარჩინა ფოლკლორის დაკარგვისგან და გადაშენებისგან. ვინაიდან ბატონი ძუკუ მეგრელი იყო, ამან გარკვეული გავლენა იქონია აფხაზურ სიმღერებზე. ისედაც ისტორიულად მეგრელები და აფხაზები მშვენივრად თანაცხოვრობდნენ საუკუნეების მანძილზე. აქედან გამომდინარე მეგრელები უფრო ახლოს არიან აფხაზურ კულტურასთან ვიდრე დანარჩენი ქართველები a075.gif
ესაა ჩემი კომენტარი biggrin.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jul 11 2009, 08:14 PM

თU გექნებათ mp3 ში ან რაიმე სხვა ფორმატშI იქნებ დადოთ მუსიკები

პოსტის ავტორი: gurulo თარიღი: Jul 11 2009, 09:43 PM

აკაკი
ეს ნახე - http://www.alazani.ge/Apkhazeti-Apkhazian-afxazuri-apkhazuri-Apkhazian-simgerebi-kutxe10.html?qartuli-folklori

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jul 12 2009, 01:47 AM

gurulo
რა ლინკს დებ არაგცხვენია? აბა ერთი შენ შედი რა სიმღერებია მანდ... (რამოდენიმეს გამოკლებით)

აი ძმაო ნაღდი სიმღერების ლინკი. ამეებს მოუსმინე.

http://www.alazani.ge/dzveli-chanatserebi-Apkhazians-xalxuri-simgerebi-ans29.html?qartuli-folklori

http://www.alazani.ge/dzveli-chanatserebi-Oqros-Satsmisi-xalxuri-simgerebi-ans68.html?qartuli-folklori

პოსტის ავტორი: gurulo თარიღი: Jul 12 2009, 12:49 PM

yipiani gio
მერედა მაგეებს search-ში რატო არ აჩვენებს?

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jul 13 2009, 01:03 AM

ძებნის დროს უნდა მიუთითო, თანამედროვე გინდა ძვ. ჩანაწერი, გალობა თუ რაც გინდა

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jul 30 2009, 12:19 PM

მაგარი სიმღერა გავჩითე იუტუბზე smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=PF-cFhBCFlU&feature=related

პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Jul 30 2009, 12:29 PM

მოკლედ რუსეთი რასაც შეეხო და სადაც შევიდა ყველაფერს დედა უტირა!!! ინგუშები ხომ გადააჯიშა და ეს აფხაზები საერთოდ! რეებს მღერიან!!! და კიდე ჩვენ გვმტრობენ!!!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 30 2009, 12:30 PM

smile.gif

ღმერთმა დალოცოს აფხაზებისა და ქართველების ძმობა!

ანჩვა იდინჰააიტ აფსუააი აქირთჩვეი რიაშარა!


toast.gif


პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Jul 30 2009, 12:33 PM

http://www.youtube.com/watch?v=AFCs9Id57kk&feature=related
რომელიღაც ქართულ გუნდს მაგონებს tongue.gif biggrin.gif მოძრაობები და მიმიკა tongue.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 30 2009, 12:50 PM

Amuza

ციტატა
საიდან ეს სადღეგრძელო?

ჩემი მოგონილია tongue.gif

დიმიტრი გულია ამბობს, ვისაც ქართველი არ უყვარს, ის აფხაზი არ არისო და მე მინდა ჩვენი ეს სიყვარული დავლოცო...

დირმიტ გულია იჩვაჟვოიტ, აქირთუა ბზია იუბოზარ, იარა აფსუა იყომ, სარა აბარ აბზიაბარა იდიჰვარა ისთახუპ...


smile.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jul 30 2009, 12:52 PM

ციტატა(კანონისტი @ Jul 30 2009, 12:50 PM) *

Amuza

ჩემი მოგონილია tongue.gif

დიმიტრი გულია ამბობს, ვისაც ქართველი არ უყვარს, ის აფხაზი არ არისო და მე მინდა ჩვენი ეს სიყვარული დავლოცო...

დირმიტ გულია იჩვაჟვოიტ, აქირთუა ბზია იუბოზარ, იარა აფსუა იყომ, სარა აბარ აბზიაბარა იდიჰვარა ისთახუპ...


smile.gif


აბა დიმიტრი, აფხაზებს ანბანი რო დაუწერა, იმ გულიასი რა არის? გულია სადაური აფხაზია კეი რაა დევიდ, გულია არი მურზაყანელი, ერთი ზარანდიაა აფხაზი და მეორე ლაგვილავა.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 30 2009, 12:56 PM

Amuza
იმ გულიასი ისაა, რომ თვითონ არის ის გულია : )))

ჩემთვის ყველა აფხაზი ისეც ქართველია, თვლის ამას ასე თუ არა.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jul 30 2009, 01:03 PM

ციტატა(კანონისტი @ Jul 30 2009, 12:56 PM) *

Amuza
იმ გულიასი ისაა, რომ თვითონ არის ის გულია : )))

ჩემთვის ყველა აფხაზი ისეც ქართველია, თვლის ამას ასე თუ არა.


მე რატომღაც შვილიშვილი მეგონა, ის გულია ხო დაიღუპა კარგა ხანია?

ესაა აფხაზური ფოლკლორიი?

http://www.youtube.com/watch?v=Y0XJwjCU4r4&feature=related

პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Jul 30 2009, 01:20 PM

აი ნაღდი აფხაზური
http://www.youtube.com/watch?v=CM4h_42uZP4

ნეტა ვინმე თუ არჩევს სიმღერებს აფხაზეთში ძველი ჩანაწერებიდან, ან თუ უკრავს ძველ საკრავებს. ვერ ვიტან გარმონს!!!

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jul 30 2009, 01:22 PM

აა კიდო, იგივე შემსრულებელია.

http://www.youtube.com/watch?v=lxBfrtUm1PM&feature=related

პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Jul 30 2009, 01:24 PM

ძალიან დიდ პატივს ვსცემ მე აფხაზურ ფოლკლორს. მინდა აფხაზურიც ვისწავლო, ცოტა მაინც, გაქცეულს რო დავეწიო იმდენი a075.gif
ვინმემ ხომ არ იციხ რაიმე თვითმასწავლებელი აფხაზურ ქართული?

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jul 30 2009, 01:24 PM

Amuza
ვა მაგარია. კაი ძველი ჩანაწერია. smile.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jul 30 2009, 01:25 PM

ციტატა(potiabesbaia @ Jul 30 2009, 01:24 PM) *

ძალიან დიდ პატივს ვსცემ მე აფხაზურ ფოლკლორს. მინდა აფხაზურიც ვისწავლო, ცოტა მაინც, გაქცეულს რო დავეწიო იმდენი a075.gif
ვინმემ ხომ არ იციხ რაიმე თვითმასწავლებელი აფხაზურ ქართული?


ლექსიკონი კი შემხვდა, მაგრამ არ მიყიდია. რუსთაველზე, რედაქციასთან ყიდდენ ადრე ედიკას დროს

პოსტის ავტორი: sircxvilia თარიღი: Jul 31 2009, 03:14 AM

მე რაც მომისმენია აფხაზური სიმღერები მსგავსია დასავლური და კერძოდ მეგრული სიმღერების და ეს არ კმარა იმისთვის რომ დაინახოს ბევრმა რომ საქართველოს არის ეს კუთხე?

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jul 31 2009, 12:10 PM

ციტატა(potiabesbaia @ Jul 30 2009, 01:24 PM) *

ვინმემ ხომ არ იციხ რაიმე თვითმასწავლებელი აფხაზურ ქართული?
ვიცი:
http://church.ge/index.php?showuser=284

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Jul 31 2009, 06:37 PM

Amuza

ციტატა(Amuza @ Jul 30 2009, 02:25 PM) *

ლექსიკონი კი შემხვდა, მაგრამ არ მიყიდია. რუსთაველზე, რედაქციასთან ყიდდენ ადრე ედიკას დროს

მე მაქვს აფხაზურ-ქართული ელ. ლექსიკონი, Adobe-ში. სახლში რომ მივალ აგიტვირთავ.











potiabesbaia
ციტატა(potiabesbaia @ Jul 30 2009, 02:24 PM) *

ძალიან დიდ პატივს ვსცემ მე აფხაზურ ფოლკლორს. მინდა აფხაზურიც ვისწავლო, ცოტა მაინც, გაქცეულს რო დავეწიო იმდენი a075.gif
ვინმემ ხომ არ იციხ რაიმე თვითმასწავლებელი აფხაზურ ქართული?

აფხაზური ენა მეც მიყვარს მარა ჯერჯერობით შორ პერსპექტივად მესახება მისი სწავლა, რადგან უუუძნელესია, ზერთული ენაა აფხაზური. sad.gif

პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Aug 3 2009, 11:45 AM

Ismail

QUOTE
აფხაზური ენა მეც მიყვარს მარა ჯერჯერობით შორ პერსპექტივად მესახება მისი სწავლა, რადგან უუუძნელესია, ზერთული ენაა აფხაზური.

მაინც მინდა რო ვცადო, ცოტა მაინც რო ვიცოდე, იმდენს მაინც რო ვხვდებოდე თუ რას ვმღერი smile.gif

პოსტის ავტორი: doroTea თარიღი: Aug 29 2009, 12:26 PM

ფრიად საინტერესო თემაა.. უფრო ღრმად თუ ვინმე მიმოიხილავს აფხაზურ ფოლკლორს კარგი ქინება, ან იქნებ რაიმე წყარო მიუთითოთ smile.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Feb 25 2010, 01:22 PM



"ივერია" ძაან მაგრად მომწონს ეს სიმღერა "აზამატ"

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Feb 25 2010, 05:44 PM








პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jul 17 2012, 06:58 PM

აჩამგური... biggrin.gif ყველაფერს ა-ს უმატებენ წინ..
------------------------------

ახლა ვუსმენდი აჭარპანზე შესრულებულ მელოდიას...

და რაღაც მელოდია მოვიძიე, საინტერესოა....

მწყემსების, საცეკვაო... მელოდია - http://abkhazworld.com/Music/APSNY2/DanceMelodies-3.mp3

ამ გვერდზე აფხაზური ფოლკლორის მრავალი ნიმუშია

http://abkhazworld.com/abkhazia/art-a-literature/musics.html

საინტერესოა ვინ არიან შემსრულებლები, O.Sakania და O.Khuntsaria

პოსტის ავტორი: სიდონია თარიღი: Jul 18 2012, 05:01 PM

ჩემი გვარიდან გამომდინარე, ვარადა ვარ:დ
ძალიან მიყვარსsmile.gif აფხაზეთი და ვიცი, ისე არ მოვკვდები, იქაურობა არ ვნახოsmile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)