ეშმაკის სახე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეშმაკის სახე |
marine |
Jan 9 2024, 09:13 PM
პოსტი
#341
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ივერონის სკიტში, თავდაპირველად, ხშირად მოდიოდა ეშმაკი და სენაკის კარზე უკაკუნებდა, თან ეუბნებოდა: "ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაითა..." მამა პაისი [ათონელი] პასუხობდა: "სამოთხეში წამიყვან ეშმაკო, რადგან მუდმივად მაფხიზლებ, რომ ვილოცო"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 11 2024, 12:18 PM
პოსტი
#342
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეშმაკის გამოცხადება და ამგვარი განსაცდელები მამა პაისის [ათონელი] ცხოვრების ცალკე ნაწილია. მამა ათანასე სკლირისმა უთხრა ერთ ნაცნობს: "მოდი გაგაცნო ერთი ბერი (მამა პაისი) ვინც ეშმაკს წინა ხაზზე ებრძვის".
ერთმა სტუდენტმა უამბო მამა პაისს, რომ თეოლოგიის პროფესორს უთქვამს, ეშმაკი არ არსებობსო. მან გაიცინა: "რას ამბობ? ყოველ ღამე გვაჩვენებს ფილმს ეშმაკი". ეშმაკი მამა პაისითვის რეალობა იყო, რადგან ხშირად ხედავდა. მასთან ბრძოლის შესახებ ამბობდა: "ეშმაკი თავის საქმეს კარგად აკეთებს. ძაღლს დაარტყამ ერთხელ, ორჯერ და გარბის. ეშმაკს დაარტყამ და ადგილიდან არ იძვრის. როცა მას არაფრის უფლებას არ მივცემთ, მაშინ იცინის, თამაშობს, სცენებს მართავს. ვერ გრძნობს ვერავინ ეშმაკის შიშს, ხედეავს არა საშიშს, არამედ საცოდავ ძაღლს. მამა პაისი "დარტყმაში" ლოცვას გულისხმობდა. ფრანგმა მართლმადიდებელმა ლოცვა-კურთხევა სთხოვა მამა პაისს, რომ ეთარგმნა წიგნი "წმიდა არსენ კაბადოკიელი". თან დაამატა, ეშმაკის გამოცხადების ეპიზოდებს გამოტოვებდა, რადგან ევროპელები ამას არ მიიღებდნენ. მამა პაისმა, რომელსაც ბოროტთან შებრძოლების დიდი სულიერი გამოცდილება ჰქონდა, ბუნებრივია უარი უთხრა" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 22 2024, 08:32 PM
პოსტი
#343
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ომის დროს მტრის ბლოკირებას, მის ქალაქის კედლებში შემწყვდევასა და იქ შიმშილით დასუსტებას ცდილობენ. შემდეგ მას წყალსაც უკეტავენ. თუკი მტერს წყალი, საკვები და საომარი საშუალებების მარაგი არ აქვს, იგი ხომ იძულებული ხდება, რომ დანებდეს! იმის თქმა მსურს, რომ თუკი ეშმაკსაც ასევე ვებრძვით - მარხვითა და მღვიძარებით, - ის იარაღს დაყრის და ჩამოგვეხსნება. "მარხვითა მღვიძარებითა და ლოცვითა მადლი ზეცით მოიღე". ამბობს მგალობელი"
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 24 2024, 02:37 PM
პოსტი
#344
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იცით, როგორი საპნით ბანს ეშმაკი ადამიანს, თუკი ღმერთმა მასთან მიახლოებისა და გამოცდის ნება მისცა?! ეშმაკი კაცს თავისი ბოროტების ქაფში აბანავებს. აი, რა კარგი საპონი აქვს მას! როგორც გაბრაზებულმა აქლემმა იცის ფურთხება, სწორედ ამგვარადვე იქცევა მსგავს შემთხვევაში ეშმაკი. შემდეგ კი ის ადამიანის "გაწმენდას"იწყებს. რა თქმა უნდა, ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ ჭუჭყი ჩამობანოს მას და გაასუფთაოს; არა, ამას იგი ბოროტებით იქმს. თუმცა თვით ღმერთი ანებებს ეშმაკს მანამდე რეცხოს კაცი, ვიდრე მსი ბინძური ლაქა არ გაირეცხება და ის საბოლოოდ არ გასუფთავდება"
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 25 2024, 08:12 PM
პოსტი
#345
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ნიანგები
/იგავი/ "შენ ამბობ, რომ ღმერთი გწამს, მაგრამ ეშმაკების არსებობას ვერ იჯერებ. ერთი ასეთი იგავია მოგზაურის შესახებ, რომელიც ეგვიპტეში ჩავიდა და სურვილი ჰქონდა, ნილოსში ებანავა, რომ მერე მოსაგონებლად ჰქონოდა. ადგილობრივი მცხოვრებლები აფრთხილებდნენ, მდინარეში ნიანგებია და შორს ნუ შეცურავო. მაგრამ მას არ სჯეროდა ნიანგების შესახებ "ბებიის ზღაპრებისა" და როგორც გამოცდილი და თავის თავში დარწმუნებული მოცურავე, მდინარეში შევიდა და ამღვრეულ წყალში შორს შეცურა. მოულოდნელად ნიანგები დაესხნენ თავს და ერთ წამში კბილებით დაგლიჯეს. სიცოცხლეში ამ გაბედულ კაცს არ უნდოდა ნიანგების არსებობა დაეჯერებინა, სიკვდილის წინ კი ამის დრო აღარ დარჩა" /წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 10 2024, 07:56 PM
პოსტი
#346
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ყველამ უნდა იცოდეს, რომ არ არსებობს დღე, როცა დემონები არ ცდილობდნენ ჩვენს სიკეთის გზიდან, ბოროტებისა და სიცრუის გზაზე წაყვანას. საჭიროა, ვიცოდეთ თუ როგორ შევიცნოთ დემონების ჩვენს გულებში მყოფობა, რამეთუ თუ არ გვეცოდინება გულში მათი მყოფობის შეცნობა, მათ წინააღმდეგ ბრძოლასაც ვერ შევძლებთ... იცოდეთ, რომ ყოველთვის, როდესაც სინდისი გაწუხებთ, მოსვენებას არ გაძლევთ და გამხელთ, იცოდეთ, რომ დემონებს ჭეშმარიტების გზიდან მიჰყავხართ. იცოდეთ, რომ ყოველთვის, როდესაც ბრაზობთ, მრისხანებთ, იგინებით, მტრობთ თქვენს გარშემომყოფთ, როცა თქვენს გულში დუღს ბოროტება და სიძულვილი, იცოდეთ, რომ თქვენს გულში მოქმედებენ დემონები... ასე რომ მაშინვე მოიკრიბეთ სულიერი ძალები, გამოისახეთ პირჯვარი და დაიწყეთ ბრძოლა მათ წინააღმდეგ"
/წმ. ლუკა ვოინო-იასენეცკი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 14 2024, 09:38 PM
პოსტი
#347
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩვენ უნდა ვიყოთ ღვთის დაუღალავი მუშაკნი, ეშმასთან მებრძოლნი, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ცდილობს ჩვენს ქრისტესგან დაშორებას, ყოველ ნაბიჯზე ცდილობს ჩვენს საცდურებით დაცემას. ამიტომ გვიანდერძა უფალმა: "დაე, იყოს თქვენი წელი მოსარტყლული და თქვენი სანთელი - ანთებული".
/წმიდა მღვდელმთავარი ლუკა (ვოინო-იასენეცკი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 7 2024, 02:12 PM
პოსტი
#348
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვერ წარმოიდგენთ, ყოველდღე რა სასტიკი ბრძოლაა გაჩაღებული ჩვენს სულში, ეშმათა რა ურიცხვი ლეგიონები გვეწყობიან და ჩვენი გულის მიტაცება სურთ! დღეს სინაზითა და ალერსით მოგვიყიდიან, ხვალ სურვილს შემოგვიჩენენ, ზეგ - ცდუნებას, ამის მერე - რამის დანაკლისს ან სიჭარბეს, მერე - ცოდვას; გვაცდუნებენ ფულით, წყლით, საჭმლით, ხორცით, თევზით, მხალით - ყოველ სულთან იპოვიან მისასვლელს. ამ ყველაფრის უკან ეშმაკი იმალება. ეს ტიტანური ბროლაა. სულისა და ხორცის ტანჯვა, თავის ტკივილი, ხელებში ტეხვა, წელში ჩაღვრილი სიმძიმე - ეს ყველაფერი დემონების შემოტევის შედეგი შეიძლება იყოს. მათგანაა ყველანაირი სენი, ყველა ავადობა"
/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 21 2024, 09:54 PM
პოსტი
#349
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კასიანე დაყუდებული - (XII ს) მან ისეთი მადლი მოიხვეჭა, რომ ეშმაკები აიძულა ეღიარებინათ, თუ რამდენი ისეთი ბერი იყო მონასტერში, რომლებსაც მათი განდევნა შეეძლოთ. სიცოცხლის ბოლო წლებში ღირსმა [კიევ-პეჩორის ლავრის] მღვიმეში დაყუდების ღვაწლი იტვირთა. მისი წმინდა ნეშტი გაინსვენებს შორეულ მღვიმეებში. ხსენება 27/02 (13/03)
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 27 2024, 04:59 PM
პოსტი
#350
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეშმაკი უკვე დამარცხებულია გოლგოთაზე, მაგრამ მისი საბოლოო განადგურება საშინელი სამსჯავროს შემდეგ მოხდება".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 28 2024, 09:18 PM
პოსტი
#351
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ზოგჯერ გვეკითხებიან: რატომ საუბრობთ ასე ხშირად ეშმაკზე? განა არ შეიძლება ის დაივიწყოთ და ღმერთზე იფიქროთ. საქმე ისაა, რომ ეშმაკთან გამუდმებული ბრძოლის მდგომარეობაში ვიმყოფებით, მსი დარტყმებს განუწყვეტლივ შევიგრძნობთ, ომის დროს კი გვიწევს ფიქრი მტრის ტაქტიკასა და იარაღზე, რომელსაც ის ფლობს."
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 2 2024, 08:05 PM
პოსტი
#352
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დემონს არ შეუძლია ადამიანს მისცეს ის, რაც თავად არ გააჩნია: მას არა აქვს მშვიდობა - ცოდვილი სული მოუსვენრადაა; სატანა არ განიცდის სიხარულს - ცოდვილიც ყოველთვის რაღაც სევდაშია ჩაძირული; მისი ცხოვრება გამუდმებულ მღელვარებაში, ხანმოკლე თრობასა და გულგატეხილობას შორის გადის, რის დაფარვასაც მოჩვენებითი მხიარულებით ცდილობს. სატანა წყვდიადის სულია - ცოდვილის სულშიც წყვდიადია. ეს მის თვალებშიც ირეკლება და სახეზეც დაღივით აზის; სატანა ამპარტავნების სულია - ადამიანი თავის დაცემულ მდგომარეობაშიც ამაყი და თავმოყვარეა; სატანა კაცის მკვლელია - ცოდვილიც სულ გაღიზიანებულია და დაგროვილი ბოროტება მძვინვარებად ადვილად გადაექცევა. სატანას უკვე მისჯილი აქვს საუკუნო ტანჯვა - თუკი ცოდვილის სულში ჩავიხედავთ, მისი ცხოვრება აქ, დედამიწაზე ტანჯვაა. ასე იტანჯება შეშლილი, რომელიც ლოკავს თაფლიან, ბასრ სამართებელს, ასევე იტანჯება საპყრობილეში სიკვვდილის მომლოდინე ტუსაღი. ცოდვილი, თუნდ სწამდეს ღმერთი, მას ვერ შეიგრძნობს, ცოდვით აღკვეთილი აქვს ღვთაებრივი მადლი და ღმერთის სიყვარული არ შეუძლია. დროდადრო, საუკუნო სიკვდილის, სამარადისო სიმარტოვის და მიტოვებულობის წინათგრძნობა ხელს რევს, მაგრამ თავდავიწყებას ისევ და ისევე ცოდვაში ეძებს. ღვთის დამკარგავი კაცისათვის მიწიერი ცხოვრება შემზარავი ტრაგიკომედია, ჯოჯოხეთის ერთგვარი წინკარი ხდება"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 24 2024, 08:49 PM
პოსტი
#353
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - მამაო, ზოგჯერ, როცა სენაკში ვარ, მოწყინება მეუფლება.
- სენაკში არ ლოცულობ, სულიერ საკითხავს არ კითხულობ? რამდენადაც შეგიძლია, ეცადე, დრო უქმად არ გაფლანგო. ლოცვა არ შეგიძლია? მაშინ რამე წაიკითხე, რაც დაგეხმარება და სარგებელს მოგიტანს, თორემ შეიძლება, ეშმაკმა გამოიყენოს შენი არასახარბიელო მდგომარეობა და დაგთრგუნოს" /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 28 2024, 06:59 PM
პოსტი
#354
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"განკითხვის დღეს უფალი იმის გამო კი არ დაგვსჯის, რომ დაწესებულ ლოცვებს არ ვასრულებდით, არამედ იმიტომ, რომ მათი დატევებით ეშმაკებს ჩვენში შემოსვლის უფლება მივეცით"
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 3 2024, 02:20 PM
პოსტი
#355
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ზამთარში, როცა თიაქარი მტანჯავდა, ფეხზე მდგომი ვკითხულობდი ფსალმუნებს. აუტანელი ტკივილისგან ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა. ერთი ხელით თიაქარი მეჭირა, მეორეში კი "დავითნი". ეშმაკს ქვემეხით ვესროდი. დღისით ფსალმუნებით ვტანჯავდი, ღამით კი იესოს ლოცვით. ეშმაკი გაცოფებული იყო. თიაქრის აუტანელი ტკივილები ეშმაკის განსაცდელი იყო; ამასთან ღვთის დაშვებაც, რათა ენახა, თუ რას ვიზამდი"
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 7 2024, 10:39 AM
პოსტი
#356
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დღეს მეტად მძიმეა ქრისტიანის ცხოვრება, რადგან საცდური ძალზე მზაკვრულად შემოდის. ადრეც გვითქვამს: ეშმაკი გაეშმაკდაო. დიახ: ინიღბება სიკეთის ნიღბით; ისე მაცდურად როგორც არასდროს შენიღბულია"
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 8 2024, 08:45 PM
პოსტი
#357
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეშმაკმან არა უწყის, თუ შინაგან გონებასა კაცისასა არს ქრისტე"
/წმიდა ანასტასი ანტიოქიელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 10 2024, 01:48 PM
პოსტი
#358
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ყველაზე მეტად ეშმაკებს სძულთ ისინი, ვინც მიაღწია მტკიცე სულიერ სიმშვიდეს და აქვს ნიჭი წაჩხუბებული ძმების შერიგებისა, ვინაიდან ეშმაკები განსაკუთრებით ტკბებიან ხალხთა შორის უთანხმოებით"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 30 2024, 11:01 AM
პოსტი
#359
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სატანის ძალა, რომელიც ადამიანში მისი გაფანტული ცხოვრებისას შეუმჩნევლად და გაუგებრად მყოფობს, როგორც კი უფალ იესოს სახელს გაიგებს, რომელსაც მლოცველი მოუწოდებს, შფოთვას იწყებს"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 30 2024, 11:19 AM
პოსტი
#360
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სინანულის გრძნობა მლოცველ ადამიანს ეშმაკის ყველა ხრიკისაგან იცავს: ეშმაკი გაურბის მოსაგრეებს, რომლებიც თავმდაბლობის კეთილსურნელებას გამოსცემენ, რომელიც მონანულთა გულში იშვება"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი