გალობა ინსტრუმენტების თანხლებით. . . (?) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გალობა ინსტრუმენტების თანხლებით. . . (?) |
Didgoreli |
Feb 7 2008, 10:47 PM
პოსტი
#101
|
ძლევაი საკვირველი ჯგუფი: Members პოსტები: 3,829 რეგისტრ.: 24-May 07 მდებარ.: თბილისი, დელისი :)) წევრი № 2,010 |
დავით ივერიელი
ციტატა პატრიარქს არა წმინდა სინოდს აი ამაზე მეშლება ნერვებიი რაა "პატრიარქს არა წმინდა სინოდს" აუუუFFF როგორ შეეშალა ბიჭოოს ეგ ამოიკითხე არა მთავარი misdevs mela loms-ის პოსტში??? იმის მაგივრად თქვა ხო ნუ გალობაზე არ უნდა მეთქვა "ვერ ვუსმენ რაა მაგ "კრიმანჭულსო" " აქეთ სიტყვებზე ეკიდები ადამიანს.... ვაი ვაი ვაი... მერე შემოვლენ და დაიწყებენ დიდი ღვთისმოსავები , არ გრცხვენიაათ , მგალობლის სტატუს როგორ არცხვენთო -------------------- ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი
www.didgorelebi.ge |
თათარაშვილი |
Feb 7 2008, 11:06 PM
პოსტი
#102
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
დავით ივერიელი
ციტატა სირცხვილი ის უფროა, როცა ამ განძის შემქმნელების შთამომავლები სხვის შემოქმედებას "ნაჩალიჩარს" ვუწოდებთ..... ასევე გასათვალისწინებელია რომ პატივი ჯერ ჩვენს, ეროვნულს უნდა ვცეთ და შემდეგ სხვას დავით ივერიელი ციტატა ის რაც ლამაზია არ უნდა დაიგმოს.... ასევე ამაზე მინდა გავცე პასუხი. ხშირად რაც ლამაზია ყველაფერი კარგი არ არის. მაგალითისთვის ულ უბრალო მაგალითს მოვიყვან, ბითლზების მუსიკა ცუდად ჟღერს? ძალიან კარგადაც ჟღერს, თუმცა ისინი იყვნენ პირველები ვინც სატანური როკი შემოიტანეს. მე მანამ ამ ფაქტს გავიგებდი ვუსმენდი (იშვიათად მარა მაინც, და ძალიან მსიამოვნებდა ეს მუსიკა), ეხლა ცუდი პარალელი არ გაავლოთ გალობებთან არაფერ შუაშია თუმცა შენს ამ ფრაზას " ის რაც ლამაზია არ უნდა დაიგმოს" გავეცი პასუხი. |
ჯამბაკური |
Feb 7 2008, 11:49 PM
პოსტი
#103
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 299 რეგისტრ.: 14-September 06 წევრი № 189 |
კიდევ ერთხელ დამშვიდდით!
მე არ მინდა მომრიგებლის როლში ყოფნა მაგრამ უნდა ვთქვა ჩემი აზრიც. ჩემი აზრით საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის კრებაზე გარკვევით ითქვა თუ როგორი გალობა უნდა იყოს საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში. ამაზე არ ვდავობთ, რომ აუცილებელია ამ კურთხევის შესრულება. უნდა გავიგოთ რომ ძველი ქართული საგალობლების აღდგენის პროცესი ჯერ კიდევ საწყის საფეხურზეა და ნუ მოვთხოვთ ნურც მგალობლებს და მითუმეტეს მრევლს უმაღლეს ცოდნას და გემოვნებას. პირადად მე მიუხედავად იმისა რომ გავიზარდე ტრადიციების პატივისმცემელ ოჯახში და ქართული ხმოვანება თითქოს არ იყო უცხო ჩემთვის, მაინც გამიჭირდა და წლები დამჭირდა იმისათვის, რომ ძველი ქართული საეკლესიო მუსიკა მცირედათ მაინც შემეყვარებინა, გამეგო და დამეფასებინა. როდესაც ანჩისხატის ტაძრის გუნდს პირველად მოვუსმინე შემზარა- ძნელია იმის აღწერა რა ვიგრძენი. უმთავრესად გაუცხოება-საოცარია რატომ? მე ხომ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს წმინდა ქართული იყო, მაგრამ მაინც. გამიჩნდა პროტესტი- მე სიტკბოება მინდოდა, სიტკბოს ვეძებდი, ამ დროს რაღაც თითქოს მწკლარტე შემომთავაზეს, არა ძალიან ცუდი კი არა, აი ბავშობაში ზეთისხილის გემოსმაგვარი, ან ნამდვილი საფერავის გემო (არა დაშაქრული შავი ღვინის ასეთი). ვერ მივიღე, ვერ მოვიწონე, მაგრამ არ შევურაცხყვე, შევინახე. რაც დრო გადიოდა და ვეცნობოდი ქართული გალობის ისტორიას მით უფრო მიღვივდებოდა პატივისცემა ანჩისხატის გუნდისადმი. შემდგომ როდესაც გავეცანი ქართული გალობის გადარჩენის ამბავს, მერე უკვე ვაიძულე ჩემი თავი პატივი მეცა და მომესმინა ამ საგალობლებისათვის. ჰოი საოცრებავ, ჩემს თვალწინ გადაიშალა მთელი სამყარო, მე ძველი საქართველო გავიცანი, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. და რაც დრო გადის უფრო და უფრო ლამაზი მეჩვენება ეს ჩვენი გალობა. სწორედ ის ადრე ძალზედ უცხოდ რომ მესმოდა ახლა მშობლიურზე მშობლიურია. და თან ის მახარებს რომ ეს მხოლოდ დასაწყისია! წინ დიდი აღმოჩენები და სიხარულები გველის! ჩემო დავით ივერიელო ქართული საგალობლების -კრიმანჭულად მოხსენებამ ბიჭები გააღიზიანა. კრიმანჭულში ცუდი არაფერია, მაგრამ ამის უკან გარკვეული უპატივცემულობა დაინახეს და ამიტომ აღელდნენ. როგორც უმცროს ძმას ნუ მიწყენ ერთ სიტყვას- ჩვენ ჯერ ქართული ენისა და გალობის სიყვარული გვმართებს და შემდეგ სხვა უამრავი სიკეთის და სილამაზის. მნათე ბატონო ნუ განგვსჯი მგალობლებს მკაცრად, ჩვენ უმეტესობას ნიკოტინისა და ჭარბი ალკოჰოლის გარდა კიდევ სხვა, ამაღლებული საგნებიც გვაინტერესებს. დანარჩენებს კი გთხოვთ ნუ გაფიცხდებით უმიზეზოთ, ადამიანმა გარკვეული აზრი გამოთქვა. გალობის საკრალიზაციას და გაფეტიშებას ამ ფსევდო-ბიზანტიური მოძრაობის მესვეურებს ვუშლით და თქვენგან რა რისხვა წამოვიდა ვერ ვხვდები. საქმით დაანახეთ უფალს ეგ მხურვალე სიყვარული. მარტყოფელზე კი ნაწყენი ვარ. მე პირადად არ ვიცნობ მას და არ ვიცი რამ გააცხარა ასე, მაგრამ მისი პოსტები გაკიცხვის ღირსია და იმედია გაცილებით მოზომილად გააგრძელებს კამათს. შემინდეთ ძმანო! -------------------- გალობის ერთი მოყვარულთაგანი
|
nikoloz mujiri |
Jan 16 2009, 11:55 PM
პოსტი
#104
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 3-January 09 წევრი № 6,209 |
გალობა ინსტრუმენტების თანხლებით? ბარემ კათოლიციზმიც მივიგოტ და ეგაა! ქართულ გალობას მაინც ვერაფერი ვერ შეედრება
|
INFORMATION |
Jan 25 2010, 07:11 PM
პოსტი
#105
|
guja ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 18-October 09 წევრი № 7,620 |
athos
ციტატა რატომ უნდა დავნერგოთ რაღაც ტრადიცია ჩვენთან, რაც ბერძნებსაც გამონაკლისის სახით აქვთ მე არ ვამბობ ჩვენთან უნდა დაინერგოსთქო, მე ვამბობ რომ ანტიმართლმადიდებლური და ღვთის საწინააღმდეგო არაფერია თუკი რომელიმე საგალობელი ინსტრუმენტის (ორღანის ან...) თანხლებით შესრულდებათქო The Ecumenical Patriarchate ციტატა მოდერნისტული შეხედულებების სამრევლოებში? რას ნიშნავს მოდერნისტული შეხედულების მრევლი? gurulo ციტატა ასე რომ რა? ის რომ წმ. სინოდის განჩინებას თავად არ ემორჩილებიან |
gurulo |
Jan 25 2010, 07:27 PM
პოსტი
#106
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 815 რეგისტრ.: 1-November 07 მდებარ.: tbilisi,vaja წევრი № 3,082 |
ციტატა ის რომ წმ. სინოდის განჩინებას თავად არ ემორჩილებიან პატრიარქმა მისცა სამებილს მგალობელთა გუნდს კურთხევა რომ სამებაში იგალობონ ეგ საგალობლები. მერე? ეგ არის მსახურებაზე ორღანის დამკვიდრების სისწორის მტკიცებულება? -------------------- წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
|
INFORMATION |
Jan 25 2010, 07:50 PM
პოსტი
#107
|
guja ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 18-October 09 წევრი № 7,620 |
gurulo
ციტატა პატრიარქმა მისცა სამებილს მგალობელთა გუნდს კურთხევა რომ სამებაში იგალობონ ეგ საგალობლები. და შენ გგონია მხოლოდ სამებაში სრულდება პატრიარქის დაწერილი საგალობლები? გალობენ იქ სადაც უნდათ. ციტატა მერე? ეგ არის მსახურებაზე ორღანის დამკვიდრების სისწორის მტკიცებულება? კაცო წინა პოსტებში ისე აღნიშნე რომ მხოლოდ სინოდის გადაწყვეტილებით მიღებული ქართული კანონიკური საგალობლები უნდა სრულდებოდესო, სრულდება????? არა! ზოგი ბერძნულს გაჰკივის, ზოგიერთები მსახურების დასრულებას კახური მრავალჟამიერით აღნიშნავენ და ქეიფის ხასიათზე დაგაყენებენ, ასე რომ რატომ გიკვირთ ორღანი? |
gurulo |
Jan 25 2010, 07:54 PM
პოსტი
#108
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 815 რეგისტრ.: 1-November 07 მდებარ.: tbilisi,vaja წევრი № 3,082 |
INFORMATION
და თუ შენ ეგ ყველაფერი არ მოგწონს და სინოდის გადაწყვეტილებას ემორჩილები, რატო გაქ იმის სურვილი რომ ორღანი გამოვიყენოთ? -------------------- წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
|
INFORMATION |
Jan 25 2010, 08:04 PM
პოსტი
#109
|
guja ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 18-October 09 წევრი № 7,620 |
gurulo
ციტატა რატო გაქ იმის სურვილი რომ ორღანი გამოვიყენოთ? სურვილი კი არ მაქვს კაცო, ის თემა რომ გავხსენი გარკვევით დავწერე რომ ორღანის თანხლებით გალობა არ არის ღვთისსაწინააღმდეგო და მიუღებელითქო, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია და კათოლიციზმთან ასოცირდებათქო... |
gurulo |
Jan 25 2010, 08:26 PM
პოსტი
#110
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 815 რეგისტრ.: 1-November 07 მდებარ.: tbilisi,vaja წევრი № 3,082 |
ციტატა ორღანის თანხლებით გალობა არ არის ღვთისსაწინააღმდეგო და მიუღებელითქო მაშინ ამის არგუმენტი დაწერე. სახარებაში არაა ამაზე საუბარი, როგორც ვიცი არცერთ კრებას არ მიუღია რაიმე გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არ არის უმნიშვნელო საკითხი და არ ეგების ასე მარტივად შეფასება. -------------------- წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
|
mr.satadarigo |
Jan 25 2010, 08:40 PM
პოსტი
#111
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 527 რეგისტრ.: 11-July 09 წევრი № 7,252 |
ორღანი და პაპი არ ვიცი მე კარგით რა ხალხო
-------------------- მდგმურები ვართ
|
INFORMATION |
Jan 25 2010, 08:48 PM
პოსტი
#112
|
guja ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 18-October 09 წევრი № 7,620 |
gurulo
ციტატა სახარებაში არაა ამაზე საუბარი, როგორც ვიცი არცერთ კრებას არ მიუღია რაიმე გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. სახარებაში საერთოდ არაა საუბარი გალობის ტრადიციებზე და მრავალფეროვნებაზე, არც გურულ კილოზე, მაგრამ ვგალობთ... ე.ი. რადგან არ სწერია გურული კილოს გალობა აღარ უნდა იგალობონ? უნდა იმ ხალხს და აქვთ და გალობენ ორღანის თანხლებით, ჩვენ ვგალობთ სხვა ტრადიციით, რა პრობლემაა? არანაირი |
gurulo |
Jan 25 2010, 09:05 PM
პოსტი
#113
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 815 რეგისტრ.: 1-November 07 მდებარ.: tbilisi,vaja წევრი № 3,082 |
INFORMATION
ეხლა არღვევ აზრთა ჯაჭვს და საერთოდ სხვაგან მიდიხარ. 1. საუბარი მიდის ეწინააღმდეგება თუა არა მართლმადიდებლობას ორღანით გალობა. 2. ციტატა უნდა იმ ხალხს და აქვთ და გალობენ ორღანის თანხლებით, ჩვენ ვგალობთ სხვა ტრადიციით, რა პრობლემაა? არანაირი აქ არავის არ დაუწყია ჭკუის სწავლება კათოლიკეებისთვის თუ როგორ იგალობებენ. 3. ისინირმეგრე გალობენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ სწორია. 4. შენ თქვი რომ - ორღანის თანხლებით გალობა არ არის ღვთისსაწინააღმდეგო და მიუღებელი, მაგრამ ვერც სახარებისეული და ვერც კრების დადგენილება ვერ მოგყავს არგუმენტად რაც შეეხება ე.წ. გურულ კილოს, მას სცნობს საქართველოს ეკლესია როგორც კანონიკურ საგალობლებს. შესაბამისად მისი გალობა შეიძლება -------------------- წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
|
INFORMATION |
Jan 25 2010, 09:15 PM
პოსტი
#114
|
guja ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 18-October 09 წევრი № 7,620 |
gurulo
ციტატა ეწინააღმდეგება თუ არა მართლმადიდებლობას ორღანით გალობა. არა. ციტატა აქ არავის არ დაუწყია ჭკუის სწავლება კათოლიკეებისთვის თუ როგორ იგალობებენ. კათოლიკეები არ ვიგულისხმე, ვიგულისხმე ის მართლმადიდებლები, რომლებიც ორღანის აკომპანიმენტით გალობენ. ციტატა 4. შენ თქვი რომ - ორღანის თანხლებით გალობა არ არის ღვთისსაწინააღმდეგო და მიუღებელი, მაგრამ ვერც სახარებისეული და ვერც კრების დადგენილება ვერ მოგყავს არგუმენტად იმისათვის რომ დავამტკიცო ორღანის "კანონიკურობა" სახარების და კრების არგუმენტებია საჭირო? სახარებაში არსად სწერია ხატთაყვანისცემაზე, მაგრამ რა ვქნათ- ხატებს აღარ ვემთხვიოთ? სახარებაში არაფერი სწერია მრავალხმიან საგალობლებზე, არცერთ კრებას არ დაუდგენია მრავალხმიანი გალობა! ე.ი. შენი ლოგიკით გავაუქმოთ ქართველებმა (და არამარტო ქართველებმა) მრავალხმიანი საგალობლები? მოდი შენ მომიყვანე არგუმენტი, თუ რატომაა ორღანით გალობა ღვთისთვის მიუღებელი ოკ? |
უჩა |
Jan 25 2010, 09:35 PM
პოსტი
#115
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
ციტატა კათოლიკეები არ ვიგულისხმე, ვიგულისხმე ის მართლმადიდებლები, რომლებიც ორღანის აკომპანიმენტით გალობენ. რომელი მართლმადიდებლები გალობენ? -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
terra |
Jan 25 2010, 09:59 PM
პოსტი
#116
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
რაღაც ეჭვი გამიჩნდა, რომ ამ ადამიანთან საუბარი წყლის ნაყვა და დროის კარგვაა. ძალიან რთულია ელაპარაკო ზემომდებარე საკითხზე მას, ვინც თავს აღარ თვლის ეკლესიის წიაღში მყოფად. რომელიც ვერ ანსხვავებს სულიერს და მშვინვიერს. სიტყვა ''ხიბლზე'' საერთოდ არაადექვატური რეაქციები აქვს. ასევე, ეჭვი მაქვს, რომ ლოცვა, როგორც ასეთი, გაუგებარი ან არასწორად აღქმული მოვლენაა მისთვის. დალოცვილო, თუ თავს მართლმადიდებელი ეკლესიის შვილად და მისი წმინდა გადმოცემების და ტრადიციების მატარებლად არ თვლი, რაღატოა შენთვის ასეთი ''მნიშვნელოვანი'' რიგი საკითხებისა, რომელთ განხილვას შენს მიერ, მეტნაკლებად პროვოკაციული სურნელი უდის? ის მახსენდება, პარლამენტარ (ოლიმპიურ ჩემპიონ) ასანიძეს რომ უთხრა ერთმა პოლიტიკოსმა : რა გინდა ბიძიკო ამ პოლიტიკაში, მოვედი და აგიწიე შტანგაო?! -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
ნანინა |
Jan 25 2010, 10:06 PM
პოსტი
#117
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
INFORMATION
საყვარელო ( N.R-ის ტერმინით რომ გითხრა), მუსიკოსი რომ ხარ ვიცი, მაგრამ საეკლესიო მუსიკის ისტორიაში როგორ ერკვევი არ ვიცი მაინც გეტყვი, რომ თუ კათოლიკებზეა საუბარი, დასავლეთის ეკლესიაში თავიდანვე ორღანი არ ყოფილა, მეტიც, შუა საუკუნეების ქორალები ერთხმიანი იყო. თანდათან მრავალხმიანობის წარმოშობასთან ერთდ გამრავალხმიანდა საგალობლებიც და ისინი სრულდებოდნენ საკრავის თანხლების გარეშე მოგვიანებით, როდესაც ქრისტიანული სამყარო უკვე გაყოფილი იყო, ხოლო ევროპაში ინსტრუმენტული მუსიკა თანდათან ვითარდებოდა, ამ პერიოდიდან შედის ორღანი ეკლესიაში. ისიც მრავალფეროვნებისთვის ცნობილია, რომ საგალობელში ძირითადი არის ლოცვითი ტექსტი, რასაც ბუნებრივია, რომ საკრავი ვერ გადმოსცემდა. საკრავი თუ შეიტანა დასავლურმა ეკლესიამ მსახურებაში, ეს იყო მრავალფეროვნების მიზნით. გარდა ამისა, იმ პერიოდისათვის ევროპაში თანდათან ვითარდებოდა ინსტრუმენტული მუსიკა. კომპოზიტორები, რომლებიც ერში მოღვაწეობდნენ, წერდნენ აგრეთვე მესებსაც, ასე რომ ეს ყველაფერი ამის შედეგი იყო რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, საქართველოში ინსტრუმენტული მუსიკა იმ დონეზე გავრცელებული არაა, რომ ის ღვთისმსახურებაში შეტანილიყო. თუ შევიდოდა, დავიწყოთ იქიდან, რომ ტრადიციული საკრავები შევიდოდა და არა ევროპული ორღანი. საქართველოში ტრადიციულ მუსიკაში (ფოლკლორს ვგულისხმობ) საკრავის ძირითადი ფუნქცია სიმღერის თანხლება იყო, ანუ მისი საეკლესიო პრაქტიკაში დანერგვა ალოგიკური იქნებოდა + ამას ადამიანი, როდსაც ხმით გალობს, ის უშუალოდ ამყარებს კავშირს ღმერთთან. რაც შეეხება საკრავს, ის ამ შემთხვევაში შუამავალი გამოდის ადამიანისა და ღმერთის ერთობისა ასე რომ ჩემო კარგო, თუ შეიძლება რა, ვერ ვხვდები რა გინდა... INFORMATION ციტატა კაცო წინა პოსტებში ისე აღნიშნე რომ მხოლოდ სინოდის გადაწყვეტილებით მიღებული ქართული კანონიკური საგალობლები უნდა სრულდებოდესო, სრულდება????? არა! ზოგი ბერძნულს გაჰკივის, ზოგიერთები მსახურების დასრულებას კახური მრავალჟამიერით აღნიშნავენ და ქეიფის ხასიათზე დაგაყენებენ, ასე რომ რატომ გიკვირთ ორღანი? ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ვინმე თუ არ ემორჩილება წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას, ეს მისი პრობლემაა და არა წმინდა სინოდის შეცდომა მკაცრადაა დადგენილი, რომ პატრიარქის საგალობლები უნდა იგალობოს მხოლოდ საპატრიარქოი გუნდმა, ისიც უწმინდესის მსახურებაზე. პირადად მაქვს ამ თემაზე ნალაპარაკები უწმინდესის რეგენტთან. სხვათა შორის არც თვითონ სვიმონს მოწონს ამ კურთხევის დარღვევა რაც შეეხება ბერძნულს, ამაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია ან ისაუბრე არგუმენტირებულად, ან არა და მორჩი პროვოკაციებს და ბრალდებებს -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
INFORMATION |
Jan 25 2010, 10:31 PM
პოსტი
#118
|
guja ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 18-October 09 წევრი № 7,620 |
terra
რა შეფასებებს მაძლევ, ჭეშმარტად ღრმადმორწმუნევ? უფრო სწორად- რატომ განმიკითხავ ასე მკაცრად? თუმცა ამაზე იტყვი რომ "გამხელ ქრისტიანული სიყვარულითო"... პასუხს რომ ვერ მწერ და არგუმენტი არ გაქვს, არ ნიშნავს იმას რომ მლანძღო, ეს უსუსურობის გამოხატვაა და საუკეთესო თავდაცვა-თავდასხმა. უჩა ციტატა რომელი მართლმადიდებლები გალობენ? ათასჯერ დავდე ლინკი და ერთხელაც ვერ ნახე? http://www.youtube.com/user/Patriarchate#p...6/0/VFPLaGPyqYY ნანინა შენი ეს რიტორიკა საერთოდ არ პასუხობს ჩემს დასმულ კითხვას, რაც დაწერე ბევრ რამეში გეთანხმები მაგრამ ბევრ სისულელესაც სწერ, რომ გიპასუხო თემიდან გადახვევა გამომივა... ციტატა თუ შეიძლება რა, ვერ ვხვდები რა გინდა... ლოგიკა სჭირდება იმას რომ მიხვდე თემის აზრს, მე არ გაყენებ შეურაცხყოფას მაგრამ შენ თვითონ იბანძებ თავს რომ ვერ ხვდები... მიპასუხეთ: 1. რატომ არის მიუღებელი ღვთისთვის ორღანის თანხლებით შესრულებული გალობა? 2. მსოფლიო პატრიარქის მიერ ჩატარებულ ლიტირგიაში გამოყენებული ორღანი არის თუ არა ღვთის გმობა? 3. ორღანის თანხლებით ჩატარებულ მართლმადიდებლურ წირვა-ლოცვას არ შეიწირავს უფალი? 4. რატომ გგონიათ რომ ეს თემა და ჩემი პოსტები ეხება იმას, რომ თითქოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ორღანის შემოტანის მომხრე ვარ? |
terra |
Jan 25 2010, 10:49 PM
პოსტი
#119
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
terra რა შეფასებებს მაძლევ, ჭეშმარტად ღრმადმორწმუნევ? უფრო სწორად- რატომ განმიკითხავ ასე მკაცრად? თუმცა ამაზე იტყვი რომ "გამხელ ქრისტიანული სიყვარულითო"... პასუხს რომ ვერ მწერ და არგუმენტი არ გაქვს, არ ნიშნავს იმას რომ მლანძღო, ეს უსუსურობის გამოხატვაა და საუკეთესო თავდაცვა-თავდასხმა. მე არ გამხელ ჩემო კარგო, შენ თავად ამხელ საკუთარ თავს საკუთარ პოსტებში თუ ინტერვიუებში. მე მხოლოდ მოცემული ფაქტების კონსტანტაციას ვახდენ. ისე კი გეტყვი, რომ არც ღრმადმორწმუნე გახლავარ და ვერც ქრისტიანული სიყვარულით ''ვიამაყებ'', თუმცაღა, ამის მიუხედავად, ნამდვილად არ გამილანძღიხარ და ვწუხვარ, თუ ასე აღიქვი. ''პასუხს ვერ მწერ'' - ეს თითიდან გამოწოვილი ფრაზაა. პასუხი უკვე გაგეცი, თუმც ძალიან ლაკონურად. ასევე სხვებმაც. მაგრამ რატომღაც წაუყრუე. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
ნანინა |
Jan 25 2010, 10:52 PM
პოსტი
#120
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
INFORMATION
როგორ მოდერატორი გაძლევ სიტყვიერ გაფრთხილებას, ვორნის მოცემის უფლება არ მაქვს, თორე არ დავიშურებდი რა არის სისულელე შეგიძლია მითხრა? დაწყნარდი და პოსტე მშვიდად, მორჩი პირად შეურაცხყოფას თუ არა და მივიღებთ შესაბამის ზომებს ციტატა 1. რატომ არის მიუღებელი ღვთისთვის ორღანის თანხლებით შესრულებული გალობა? ამაზე დაგიწერე ციტატა ადამიანი, როდსაც ხმით გალობს, ის უშუალოდ ამყარებს კავშირს ღმერთთან. რაც შეეხება საკრავს, ის ამ შემთხვევაში შუამავალი გამოდის ადამიანისა და ღმერთის ერთობისა ამიტომაა დადგენილი, რომ იგალობებოდეს საგალობლები თანხლების გარეშე ციტატა 2. მსოფლიო პატრიარქის მიერ ჩატარებულ ლიტირგიაში გამოყენებული ორღანი არის თუ არა ღვთის გმობა? ამაზე ათოსმა დაგიწერა, რომ ეს იყო გამონაკლისი და რატომ უნდა დაინერგოს პრაქტიკაში ის რაც გამონაკლისია და არც ბერძნებისთვის არაა ტრადიციული, არ ვიცი ციტატა 3. ორღანის თანხლებით ჩატარებულ მართლმადიდებლურ წირვა-ლოცვას არ შეიწირავს უფალი? არ ვიცი.. ციტატა 4. რატომ გგონიათ რომ ეს თემა და ჩემი პოსტები ეხება იმას, რომ თითქოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ორღანის შემოტანის მომხრე ვარ? თუ არ ხარ ძალიან კარგი. რა გინდა მაშინ მითხარი აბა? რას მეკითხები? მე არ ვიცი შეიწირავს თუ არა უფალი ორღანით ჩატარებულ წირვას და დამიჯერე არც არავინ იცის აქ, თავად ღმერთის გარდა დაკმაყოფილდი? თემის აზრს ვერ ვხვდები თუ კორექტული იქნები მართლა კარგს იზამ. იმსჯელეთ ლოგიკურად და ნუ სვამთ უაზრო და პროვოკაციულ კითხვებს, თუ არა და თემა დაიხურება -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th May 2024 - 06:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი