IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> მტკივა სამაჩაბლო... :(
marine
პოსტი Jul 24 2017, 08:46 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მტკივა სამაჩაბლო... სევდისგან ვმუნჯდები და ვერაფერს ვამბობ, როცა მახსენდება საქართველოს ეს თბილი ნაწილი... მტკივა დანგრეული და შელახული სიწმინდეები, ჩვენი ტაძრები... ყველა ლტოლვილი მეცოდება... მათი საცხოვრისი მიწასთანაა გასწორებული...

ამ თემით მინდა ყველა ქართველს ახსოვდეს რომ სამაჩაბლო ჩვენია და დაგვიბრუნდება, თუკი მთელი ერი, ყველა ქართველი (მნიშვნელობა არ აქვს საქართველოში ცხოვრობს თუ მის საზღვრებს გარეთ), ზნეობრივად ვიცხოვრებთ და უფალს არ განვარისხებთ ჩვენი ცოდვებით...



"ძალზე დიდი განსაცდელი დაატყდა თავს ჩვენს სამშობლოს აგვისტოში. წესით, ამან ბევრ რამეზე უნდა დაგვაფიქროს, რადგან ყველანი ვხედავთ, რომ ეს განსაცდელი ღმერთმა დაუშვა ჩვენთვის, ქართველებისთვის. ბევრი არ მოელოდა ასეთ რამეს ოცდამეერთე საუკუნეში, ჩვენმა გენეტიკურმა მეხსიერებამ შეგვახსენა, რომ ეს ომი ძალიან ჰგავდა თურქობას, არაბობას, მონღოლობას... იგივე განმეორდა, რაც საუკუნეების წინათ ხდებოდა. არ მოველოდით ასეთ რამეს და სრულიად გაოგნებულები შევხვდით საბრძოლო მოქმედებებს."


/დეკ. თეოდორე გიგნაძე
"კარიბჭე" N21, 2008, გვ.9/

"მახსენდება სოფელ საქაშესთან ნანახი ჯარისკაცის ცხედარი, რომელიც მე და სოფელ ვარიანის მღვდელმსახურს, მამა თადეოზ ქებაძეს, მიგვასწავლეს ადგილობრივებმა. საკაცეზე იწვა. თვალღია ზეცაში მაყურებელს ტკივილით დაელია სული. როგორც ჩანს, დაჭრილი იყო და გამოჰყავდათ. საოცარი გრძნობა დამეუფლა - თითქოს თვალწინ გამირბინა მისმა ცხოვრებამ. მომავლის იმედებითა და ოცნებებით სავსე მოულოდნელად შეწყვეტილი სიცოცხლე... ერთი რამ კი მწამს - ის ადამიანი სასუფეველში საქართველოსთვის შეწირულ გმირებს შეუერთდა.

თბილისში ჩამოსულს გამუდმებით წარმომიდგებოდა იქ ნანახი ცხედრები, ადამიანთა გაწამებული სახეები, გაბზარული ხმები, გადამწვარი სახლები და გაუდაბურებული სოფლები... და რაღაცნაირად უსუსურად ვგრძნობდი თავს. თითქოს დანაშაულის გრძნობას გდევს თან, გავალდებულებს, შენგან რაღაც უფრო ამაღლებულს მოითხოვს და ხვდები, რომ შენი ყოველდღიური ცხოვრება თანამემამულეთა სისხლით არის გამოსყიდული..."

/"კარიბჭე" N21, 2008, გვ.5/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 26 2017, 02:54 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჯარისკაცს მაინც ასეთი საქმე აქვს: აკეთებს იმას, რასაც უბრძანებენ. ახალგორის რაიონში რუსმა ჯარისკაცებმა რაღაც წარწერები დატოვეს. ძირითადად სალანძღავი სიტყვები იყო, მაგრამ ერთი ჯარისკაცი წერდა: "მრცხვენია, რომ აქ ვიყავი!"

"მაინც სიმშვიდის განცდა გვაქვს და ვმადლობთ ღმერთს ყოველივესთვის! ამ დღეებში უამრავ სისაძაგლეს ვუყურეთ და ასეთი განცდა დაგვეუფლა - ბოროტების ჩამდენი თვითონ არის ძალიან საცოდავი. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენ გავხდეთ ამის გამკეთებლები! ახლა ისეთი ჟამი დგება, რომელიც ძალიან მაშფოთებს და მაფიქრებს. მედარდება, ვაითუ იმავეს ჩამდენია ქართველიც! ხომ არ გაიმეორებენ ქართველებიც იმავეს, რაც ოსებმა დაგვმართეს? როდესაც მაროდიორები უკვე განერიდებიან აქაურობას, ხომ არ გამოჩნდებიან ქართველებს შორის ისეთები, ვინც საკუთარი მეზობლების ძარცვას დაიწყებს?! ეს უფრო მეტად მტკივა და მაწუხებს, ვიდრე ის, რომ აქ სხვა მოვა და რაღაცას წაიღებს. ვფიქრობ, თუ ასეთი რამ მოხდება, ამის ჩამდენი სოფელში ვეღარ იცხოვრებს, ის აქ გასაჩერებელი არ იქნება. ომი მაშინ კი არ წავაგეთ, როცა მტერმა აგვიკლო, არამედ მაშინ წავაგებთ, თუკი მაროდიორები ჩვენს შორისაც გაჩნდებიან. ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან!"


/მეუფე ისაია (ჭანტურია)
"კარიბჭე" N21, 2008, გვ.4/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 26 2017, 03:17 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პატრიარქმა დაგვლოცა და გვაკურთხა, ყველა სოფელში, სადაც შევიდოდით, უნუგეშოდ დარჩენილი მოსახლეობისთვის გვეხარებინა - "ჩვენთან არს ღმერთი!"

/მამა მიქაელ ბრეგვაძე
"კარიბჭე" N21, 2008, გვ.5/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 26 2017, 07:47 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- როცა გბომბავენ, გრძნობ, რომ სრულიად დაუცველი ხარ, სიკვდილს თვალებში უყურებ. ამან კი, შესაძლოა, სასოწარკვეთილებაშიც ჩაგაგდოს...

- ცხადია, ოპტიმისტი უნდა იყო, ეკლესიის სწავლებით, სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდე, მაგრამ მაჟორული განწყობით გამოცხადება, ყველაფერი კარგად იქნებაო, დღესდღეობით არასწორია.

19 წლის ჯარისკაცს ავუგე წესი. თუნუქის ჩასასვენებელში იწვა. დიდი ხნის გარდაცვლილი გახლდათ. ირგვლივ ხრწნის საშინელი სუნი ტრიალებდა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავ საკმეველს ვაკმევდი. იქვე იდგნენ მისი ძმა, დედ-მამა და შეყვარებული გოგონა. ახლა მოდი და მათი თანდასწრებით თქვი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ცხადია, უნდა დაამშვიდო ჭირისუფალი, უფალზე მიანიშნო, მარადიული სიცოცხლისკენ წარმართო მისი გონება, შეუქო ვაჟკაცობა და ანუგეშო, რომ სამშობლოსა და მოყვასისთვის თავგანწირვა უფლის წინაშე არ იკარგება, მაგრამ მხნედ განაცხადო, ახლა ინვესტიციები წამოვა და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებაო, რასაკვირველია, არ არის სწორი. შვილმკვდარი დედის გულისტკივილი თან უნდა წამოგყვეს, თორემ გარეთ გამოსული თუ მხიარულ გუნებაზე დადექი, გამოდის, ჭირისუფალთან ნიღაბი გკეთებია და თვალთმაქცობდი.

ამიტომ პასუხისმგებლობითა და სერიოზულად უნდა შევაფასოთ აგვისტოს მოვლენები. რაც მოხდა, ამაში ყველამ საკუთარი ბრალეულობა უნდა დავინახოთ, რადგან არც ის არის სწორი, ყველაფერში ხელისუფლება დავადანაშაულოთ."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე
"კარიბჭე" N21, 2008, გვ.9/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 26 2017, 08:12 PM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნანა ბირკაძე:

- ჩვენ კი ვცხოვრობდით, მაგრამ სიმშვიდე როგორია, აღარც გვახსოვდა. სულ დაძაბულობა იყო, სულ სროლა, გზის გადაკეტვა... სარწყავ წყალსაც კი გვიკეტავდნენ ზედა ოსური სოფლიდან და ნარგავებს ვეღარ ვრწყავდით... ასე სიმწრით ვშრომობდით, მაგრამ მაინც არასოდეს ვიფიქრებდი, დამეტოვებინა ჩვენი სოფელი. ყველაფერი გვქონდა, მარტო ერთი წლის სამყოფი კი არა, სამი წელი არაფერს ვიყიდიდით...

ერთი კაბის ამარა გამოვიქეცი. მერე გავიგე, ყველაფერი ამოუღიათ - კარტოფილიც, ჭარხალიც, პომიდორიც დაუკრეფიათ და წაუღიათ...

არ მასვენებდა ჩვენს სოფელზე ფიქრი. ცოტა ხნის წინ გავბედე და შევიპარე. ათიოდე წუთი თუ დავრჩი სახლში. გული მოგიკვდებოდა - ყველაფერი გადმოეყარათ და წაეღოთ. მარანში სუფრა გაეშალათ, ქვევრი დაეცარიელებინათ... ოთახები გამჭვარტლული დამხვდა - ცეცხლი მოუკიდებიათ. აღარც ზეწრები, აღარც სათამაშოები, აღარც ნახმარი თეთრეული... პიანინო თავახდილი იყო, სკამიც მიედგათ - უკრავდა ვიღაც! სახლები რომ იწვოდა, აქ მღეროდნენ... მარტო ჯარისკაცები კი არა, მუსიკოსებიც შემოუყვანიათ...

შიშით ვიყავით ის რამდენიმე წუთი. მერე ისევ ხევ-ხევ გამოვიპარეთ... წამოსაღები ისეც აღარაფერი იყო და რომც ყოფილიყო, ვერ წამოვიღებდი. გზაში რომ ვინმეს დავენახე, დამხვრეტდა ალბათ...

ჩამოვედი და შვილიშვილებმა - კურდღელი რომ გვყავდა გალიაში, ცოცხალიაო, - მკითხეს. ცოცხალია, გალია ღია იყო და აუცილებლად გაიქცეოდა-მეთქი. გული დაიმშვიდეს იმისი გადარჩენით... ეჰ, ვინ გაუშვებდა?! ყველაფერი მოგვისპეს, თუ რამ წასაღებად არ უნდოდათ, დახიეს და დაწვეს...

კარალეთში ნახევარმეტრიანი ბეტონის კედელი აუშენებიათ, ზემოდან დენის მავთულხლართი შემოუვლიათ. განა ერთი, სამმაგი კედელი აქვს შემორტყმული... ეგენი წასვლას არ აპირებენ და რა გვეშველება ამდენ ხალხს, არ ვიცი..."


/"კარიბჭე" N21, 2008, გვ.27/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 27 2017, 11:54 AM
პოსტი #6


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სტომატოლოგი

ჩვენი უბნის, უფრო სწორად, გარეუბნის პოლიკლინიკის სტომატოლოგი რაღაცნაირად ისეთია, თითქოს ამ ქვეყანაში არ ცხოვრობს. გეგონება, ჩვენც ყოველდღე ვმდიდრდებოდეთ. ფასს ყოველდღე წევს ზემოთ... თუ წაიწუწუნებ - არ მოგწონთ და - კბილის ამოსაღებად სხვასთან წაბრძანდითო. თან დაამატებს, - მეც თავად ვყიდულობ წამლებსა და იარაღს თქვენს სამკურნალოდ. ისინიც ძვირდება და მეც ვაძვირებ მკურნალობას, - ასეთია ცხოვრების კანონიო...

მგონი, თავადაც ამ კანონებს ჰგავს თავისი გულგრილობით... ასეა თუ ისე, მეორე თუ მესამე დღეს ლტოლვილები საბავშვო ბაღში რომ შეიყვანეს, ისიც დავინახე - რომელიღაც პატარა ბიჭს მიჰყვებოდა საბავშვო ბაღში ლტოლვილებთან თავისი გაფითქინებული ხალათით. ტანში გამცრა - ახლა ამათაც სიძვირეზე თუ დაუწყო ლაპარაკი, ისედაც განადგურებულები არიან და მთლიანად გაანადგურებს-მეთქი... ნერვებიც ამეშალა და ფანჯარაც მივხურე. მაგრამ ეზოში ოდესმე ხომ მაინც უნდა ჩავსულიყავი. ჩავედი კიდეც და ის ბიჭიც ვნახე, სტომატოლოგი რომ მიჰყავდა საბავშვო ბაღში. ვნახავდი, აბა, რა იქნებოდა - ერთადერთი ბიჭია, რომელიც ლტოლვილთა გულისმომკვლელ მყუდროებას არღვევს და ხმაურით დაქრის საბავშვო ბაღის ეზოდან ჩვენს ეზოებში. ამიტომ ყველა იცნობს. დავუძახე, - გელა, აქ მოდი-მეთქი. მოვიდა. ის თეთრხალათიანი ქალი სად მიგყავდა-მეთქი.

- რომანა ბაბუას კბილი ასტკივდა და ამოუღოო...

ფული ხომ არ მოსთხოვა-მეთქი, - ვკითხე შეშინებულმა.

- არა, რა ფული?! - გაუკვირდა გელას.

- უკვე წავიდა? - არ მოვეშვი.

- არა, ისევ იქ არის, - მითხრა გელამ და მზისგან გახუნებული თავით ბაღისკენ მიმითითა, - ასე თქვა, - ყველას უნდა დაგითვალიეროთ კბილები და უფასოდ გიმკურნალოთო, - ამიხსნა უფრო მონდომებით და დაატანა, - მე კბილის ამოღების შემეშინდა და გამოვიქეციო.

დიდხანს ვიდექი ამ ამბით გაკვირვებული...

/"კარიბჭე" N21, 2008, გვ.18/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 27 2017, 12:25 PM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღვთის მფარველობა ამ ომის დროს ცხადად ვიგრძენი. კოდორიდან ქუთაისის გავლით წამოვედით თბილისში. სწორედ იმ დღეს შევიდნენ რუსები გორში (13 აგვისტო იყო). რუსები აჩერებდნენ და ჩხრეკდნენ ყველა კოლონას. მეც გამაჩერეს. მანქანაში საგულდაგულოდ ჩამალული ავტომატი მედო. უთუოდ უნდა ვეცნე, რადგან შესახედაობა სამხედრო პირისა მქონდა... მთელი გზა სულ მქონდა იმის შეგრძნება, რომ ღმერთი დამიფარავდა. ჩემამდე გასაჩხრეკი დაახლოებით 5-6 მანქანა იყო დარჩენილი - უცხოელ ჟურნალისტთა 50-კაციანი ბრიგადა გამოჩნდა. ამ რუსებს მოერიდათ თუ რა იყო, დღესაც არ ვიცი, მაგრამ რატომღაც გაგვიშვეს. აღარ გაგვჩხრიკეს. ჩვენი წამოსვლიდან 10-15 წუთის მერე ისევ გაუგრძელებიათ ჩხრეკა. აი, მაშინ ყველაზე აშკარად ვიგრძენი, რომ ღმერთი მფარველია. თურმე ამ დროს დედაჩემი ჩემს სახელზე პარაკლისს იხდიდა ჯიხეთის დედათა მონასტერში. ამან უფრო განმამტკიცა რწმენაში, რომ ღმერთი არასოდეს გვტოვებს, ყველგან და ყოველთვის გვიფარავს."

/საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული დივიზიონის შტაბის უფროსი ლაშა ვადაჭკორია
"კარიბჭე" N21, 2008, გვ.15/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 28 2017, 11:08 AM
პოსტი #8


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



- ზოგიერთი რუსეთის სახით ჩვენი კეთილდღეობის გარანტს ხედავს...

- ადამიანთა ერთი კატეგორია მართლაც თვლის, რომ რუსეთი კარგია, რადგან მართლმადიდებელი სახელმწიფოა. მართლმადიდებელი სახელმწიფო, მით უმეტეს - იმპერია, არ არსებობს! არსებობენ მართლმადიდებელი ადამიანები, რომლებიც ამ სახელმწიფოში ცხოვრობენ. მრავალი ეკლესიური ქრისტიანი ცხოვრობს რუსეთში, მათ უამრავი წმინდანიც ჰყავთ, მაგრამ მართლმადიდებელი რუსეთი არ არსებობს.

მეორენი დასავლეთის ქვეყნებზე მიუთითებენ - აი, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებიო. არც ეს არის სწორი, რადგან მეგობარიც მხოლოდ ადამიანი შეიძლება იყოს, ამა თუ იმ სახელმწიფოს მკვიდრი.

უნდა გვახსოვდეს, რომ ორივე მხარე - რუსეთიც და დასავლეთიც - თავის სასარგებლოდ, საკუთარი ინტერესების შესაბამისად იქცევა. რომელი უფრო დახვეწილად და რაფინირებულად მოქმედებს, - ეს სხვა საკითხია. ესეც უნდა ვიცოდეთ და თავი არ მოვიტყუოთ.

ისიც არასწორია, განზე გავდგეთ და მხოლოდ ხელისუფლება დავადანაშაულოთ. უნდა გვახსოვდეს - ხელისუფლება ერის სულიერი მდგომარეობის განივთებაა. რაც ერის შინაგან სამყაროში ხდება, ის მატერიალიზდება ხელისუფლების სახით. ყოველი ხელისუფლება ღვთისგან არის დადგენილიო, - ბრძანებს პავლე მოციქული. მაშ, თითოეულმა ჩვენგანმა ჩავიხედოთ საკუთარ თავში, შემდეგ კი - ხელისუფლებაში და როგორც სარკეში, იქაც ჩვენს თავს დავინახავთ.

/დეკ. თეოდორე გიგნაძე
"კარიბჭე" N21, 2008, გვ.10/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 29 2017, 10:32 AM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ომში ადამიანი ყველაზე უკეთ გრძნობს, რა უსუსურია ღვთის გარეშე, ამ დროს სიკვდილი უფრო ახლოა და ყველაზე ურწმუნოც კი ხვდება, რომ სიკვდილ-სიცოცხლის გასაღები მხოლოდ უფლის ხელშია."



"- მამაო, შიში ახსენეთ...

- სიკვდილის შიში ადამიანის განუყოფელი თანამგზავრია ასეთ დროს. საზოგადოდ, თვითონ შიშის ფენომენია ძალზე საინტერესო. როცა საშიში გარემო არ არის, გგონია, რომ უშიშარი ხარ; მაგრამ როგორც კი საფრთხეში აღმოჩნდები, ხვდები, არც ისეთი მამაცი ყოფილხარ, რომ გეგონა თავი...


ბუნებრივია, გეშინია, როცა იცი, რომ სნაიპერი გიყურებს. წარმოიდგინეთ, მიდიხარ და იცი, ლულა და ჭოგრიტი ერთადაა მომიზნებული შენკენ. ძალიან ხშირად რუსი სამხედროები ნასვამები იყვნენ, რაც ართულებდა მათთან ურთიერთობას და თავისთავად ქმნიდა სახიფათო სიტუაციებს. საკუთარ თავში შიში რომ შევნიშნე, მაშინვე დავიწყე პარალელების ძებნა წმინდა წერილში - მინდოდა, ამით რაღაცნაირად გამემხნევებინა თავი. გამახსენდა, როგორ შეეშინდა აბრაამს ეგვიპტელების და სარაზე თქვა, ჩემი დააო, რადგან იცოდა, სიმართლე რომ ეთქვა, მოკლავდნენ. ქარმელის მთაზე წინასწარმეტყველ ელიასთან მთავარსარდალი მივიდა თავის ნაწილთან ერთად და მოახსენა, მეფე გიბარებსო. წმინდა წერილში ვკითხულობთ, რომ წინასწარმეტყველს შეეშინდა და ილოცა, წასულიყო თუ არა."

/მამა მიქაელ (ბრეგვაძე)

"კარიბჭე" N21, 2008, გვ.6/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 30 2017, 02:37 PM
პოსტი #10


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



- მამაო, როგორც სასულიერო პირს, რუსი სამხედროები განსხვავებულად ხომ არ გექცეოდნენ?

- რაზმის უფროსები იყვნენ რუსები, თორემ ქვედანაყოფებში ძირითადად მუსლიმი ჯარისკაცები ჰყავდათ. მუსლიმების დამოკიდებულება ქრისტიანებისა და მით უფრო სასულიერო პირებისადმი მოგეხსენებათ. თუმცა ერთ-ერთმა მუსლიმმა ასეთი რამ გვითხრა: მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმები ვართ, სასულიერო პირებს მაინც არ ვესვრით, ღმერთი გვწამს და ღვთისმსახური, თუნდაც ქრისტიანი, ჩვენთვის მაინც სიწმინდეაო.


/"კარიბჭე" N21, 2008, გვ.6/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 31 2017, 10:46 AM
პოსტი #11


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რუსი სამხედროების მიერ, საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტს სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები ორი დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ.

„არა ოკუპაციას, რუსეთი ოკუპანტია"- ამ ლოზუნგით აქცია ე.წ. სასაზღვრო ზოლში დასრულებულია.

აქციის მონაწილეებმა სოფელ ბერშუეთის მინდორში, საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს კარვები უკვე აიღეს.

ათამდე კარავი ე.წ საზღვრის მანიშნებლიდან რამდენიმე ასეულ მეტრში იყო გაშლილი. ტერიტორია უკვე დატოვეს სამართალდამცავებმაც.

გამყოფ ხაზთან აქციის მონაწილეების უსაფრთხოდ გადაადგილებას სამართალდამცავები უზრუნველყოფდნენ, პოლიციის ეკიპაჟები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იყვნენ მობილიზებული.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მშვიდობიანი ფორმით პერმანენტულად გააპროტესტებენ მცოცავ ოკუპაციას."

/"კარიბჭე" N15, 2017, გვ.46/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 31 2017, 04:47 PM
პოსტი #12


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- მამა მიქაელ, რუს სამხედროებთან ურთიერთობისას გრძნობდით, ერთმორწმუნე ადამიანებთან რომ საუბრობდით?

- კი, ნამდვილად ვგრძნობდი - პირჯვარს იწერდნენ, ლოცვა-კურთხევას ითხოვდნენ. რუსთან საუბრისას გრძნობდი, რომ შენი ტრადიციის ადამიანთან გქონდა ურთიერთობა. ხაზგასასმელია, რომ ტრადიციის და არა სარწმუნოების. სამწუხაროდ, სარწმუნოებრივი ერთობა არ იგრძნობოდა. ერთმორწმუნე ქვეყანა ჩვენთან კეთილმეზობლურად უნდა ცხოვრობდეს, ხელი შეგვიწყოს მისიონერობაში, ეკლესიის მოწყობაში, სახელმწიფოს განვითარებაში, რათა ორი ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფო ამ მუსლიმურ გარემოში არაქრისტიანულ სულს გაუმკლავდეს. სამწუხაროდ, პირიქით ხდება..."

- მაინც რა არის ომი?

- ომი უაღრესად სამწუხარო მოვლენაა, ღრმად საწინააღმდეგო ქრისტიანული მოძღვრებისა. თქმა არ სჭირდება იმას, თუ რა სასიხარულო იქნებოდა, ადამიანებს ბრძოლა და ქიშპი რომ შეეწყვიტათ. მაშინ ხომ დაისადგურებდა დედამიწაზე მშვიდობა. მაგრამ, სამწუხაროდ, სინამდვილე სულ სხვას გვეუბნება...

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ როცა ადამიანებმა უფლის სახელის მატარებელი ტაძრის მაგიერ კაცის სახელზე აშენებული გოდოლის გარშემო გაერთიანება გადაწყვიტეს, ჭეშმარიტებამ გვარები ენების აღრევით ერებად დახლიჩა. სწორედ იმ დღიდან დაედო დასაბამი მსოფლიოში ომის სისხლიან ისტორიას. ომი ბაბილონის გოდოლის წყევლაა, ხსნა კი მხოლოდ სულთმოფენობა დღეს მრავალ ენებზე გამოცხადებულ უფლის სულშია, რომელიც შემოქმედის გარშემო კრებს ყველას და ყოველივეს.

დასასრულ, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი იმ თავდაუზოგავ შრომას, ჩვენმა სასულირო პირებმა რომ გასწიეს იმ მძიმე დღეებში, განსაკუთრებით კი გორისა და ნიქოზის ეპარქიების სამღვდელოებამ."

/"კარიბჭე" N21, 2008, გვ.6/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 1 2017, 10:30 AM
პოსტი #13


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უწმინდესმა ერთ-ერთ საკვირაო ქადაგებაში მოგვიწოდა, - არასოდეს ვთქვათ, სამაჩაბლო და აფხაზეთი დავკარგეთო. ვუწოდოთ მათ ტერიტორიები, რომელთაც დროებით ვერ ვაკონტროლებთ".

/"კარიბჭე" N21, 2008, გვ.11/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 1 2017, 11:05 AM
პოსტი #14


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ბაბალე (57 წლის): დღეს საქართველოზე ფიქრმა და დარდმა ყველანი გაგვაერთიანა. უიმედობა ცუდია, მაგრამ არც ნამეტანი დაარხეინება ვარგა, ბრძოლაა საჭირო, უნდა ვეცადოთ, ჩვენი მიწა-წყალი დავიბრუნოთ, ჩვენი სახლკარდაკარგული და საკუთარი კერიიდან აყრილი მოსახლეობა დავაბინაოთ. მართალია, დღეს იმედი ნაკლებია, მაგრამ საქართველოს ერთიანობაზე ფიქრი არ უნდა მოგვბეზრდეს.

ერთი ოსი მეზობელი მყავს, თავის დროზე, პირველად რომ აბორგდნენ ოსები, წამოყელყელავებული იყო. ახლა დარცხვენილი და შეწუხებულია. მაშინდელი შევახსენე და ვკითხე, ახლა რაღა მოგივიდა, რატომ ხარ ასე-მეთქი. მაშინ მეგონა, მართლა დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით, ახლა რუსები გადაგვყლაპავენო. შე მამაცხონებულო, ვის მიწაზე გინდოდა დამოუკიდებლობა?! დამოუკიდებელი არ იყავი, ვინ გაწუხებდა?

დიდი სისხლი ჩამოწვა ჩვენ შორის, ძნელი იქნება საერთო ენის გამონახვა... მძიმეა ჩვენი ცხოვრება, გვიჭირს ამხელა ტკივილის გაძლება, მაგრამ უნდა გავუძლოთ! სათავეებს უნდა მივუბრუნდეთ და შვილები და შვილიშვილები სამშობლოსა და ღვთის სიყვარულით გავზარდოთ.

ამას წინათ ომზე ვლაპარაკობდით, - მეტი რა გვაქვს ახლა სალაპარაკო? - და ერთმა ახალგაზრდა გოგონამ, როცა ვთქვი, ალბათ ვაშავებთ და იმიტომ ვისჯებით-მეთქი, კითხვა შემომიბრუნა: მარტო ჩვენ ვაშავებთ? მთელი მსოფლიო აყვავებულია, ჩვენ კი გამუდმებულ ტანჯვაში ვართო. გული მეტკინა - ახალგაზრდებიც რამხელა ტკივილს ატარებენ. ჩვენ რომ გვგონია, არც ისეა საქმე, არ შეიძლება, ქართული გენის მატარებელს ქართული მიწა არ სტკიოდეს...

მაინც მინდა ვუპასუხო იმათ, ვინც ასე ფიქრობს: ქრისტე უფალიც აწამეს, აფურთხეს, ჯვარზე გააკრეს, მაგრამ აღდგა და კაცობრიობას სიცოცხლისა და უკვდავების სხივი მოჰფინა. საქართველოც აღდგება, არ გაგვწირავს უფალი, რადგანაც იცის, ტანჯვა რა არის, რა არის თვისტომთა ღალატი და გადამთიელთა უმადურობა.

/"კარიბჭე" N21, 2008, გვ.28/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 2 2017, 12:37 PM
პოსტი #15


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვერ წარმოგვედგინა, რომ მართლმადიდებელი რუსეთი ასე გაიმეტებდა საქართველოს! ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ შეიძლება რუსეთის ჯარისა და რუსი ერის გაიგივება. რუსი ხალხი მაინც პატივისცემითაა განწყობილი ქართველების მიმართ და რუსეთის და საქართველოს ეკლესიებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აღდგეს ნდობა და პატივისცემა, რომელიც იყო ჩვენ შორის..."

"ქართველი ადამიანი არის დაჯილდოებული ისეთი თვისებით, რომ ივიწყებს წყენას, ივიწყებს ბოროტებას, რასაც მას სხვა უკეთებს, და დიდება და მადლობა უფალს, რომ ეს მადლი გვაქვს ქართველებს! რამდენჯერ ყოფილა ისტორიაში, როცა მტერს უნდოდა ხერხემალში გადაეტეხა ჩვენი ერი, უნდოდა ჩვენი მიწა-წყლის წართმევა, ჩვენი კულტურის, ჩვენი სარწმუნოების განადგურება, მაგრამ უფალმა არ დაუშვა ეს და განგვიკურნა და დაგვიამა ჭრილობები. ადამიანი, რომელიც გულში ბოროტებას ატარებს, უპირველეს ყოვლისა, თავის თავს ვნებს. შურისძიება არ ახასიათებს ქართველს! დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად იმ დიდი ტკივილისა, რომელიც ჩვენ მოგვაყენეს, ქართველი მაინც დარჩება პატივისმცემელი რუსი ხალხისა. ინგლისელები ამბობენ: თუ შენ იძიებ შურს, ორი სამარე უნდა გათხარო - ერთი მტრისთვის და მეორე შენთვისო. ამიტომ არის, რომ ადამიანი, რომელიც შურს იძიებს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს ვნებს... დღეს მე ქართველებზე მეტად რუსი ხალხი მებრალება, იმიტომ, რომ მათ შეეძლოთ გამოეყენებინათ სულ სხვა საშუალება ჩვენთან ურთიერთობაში - კულტურული, მეცნიერული, სულიერი - და არა ბომბები და არა სიკვდილი. მადლობა ღმერთს, დრო ყველაფერს კურნავს და, ღვთის მადლით, განიკურნება ქართველი ადამიანიც და რუსიც, კვლავ აღდგება ის პატივისცემა, რომელიც არსებობდა ჩვენ შორის, მაგრამ ამისთვის საჭიროა ლოცვა, რწმენა და თავმდაბლობა".

/ილია მეორე
"კარიბჭე" N21, 2008, გვ.20/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 4 2017, 12:12 PM
პოსტი #16


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ირაკლი (55 წლის): ორი წლის წინ შვილი გარდამეცვალა - ორი შვილის მამა ბრგე ვაჟკაცი ორ წამში გამოგვეცალა ხელიდან. მას შემდეგ სიცოცხლე არ მინდოდა... ეკლესიამ მიშველა. იქ რომ ვარ, მგონია, - და ასეცაა, - ჩემს შვილს ვახარებ. ამაოების განცდა, სასოწარკვეთილებაში რომ გადამეზრდებოდა ხოლმე, მაინც ვერ მოვიცილე...

ღმერთმა აშოროს ყველას ისეთი სატკივარი, ჩვენ რომ ახლა დაგვატყდა თავს. ამ ომმა მთლად მომიღო ბოლო... მაგრამ უბედურება ალბათ ამაგრებს ადამიანს. ტელევიზორში დაღუპული ჯარისკაცის დედა რომ ვნახე, რომელიც ყველა უცნობი ჯარისკაცის საფლავს უვლის, გონს მოვედი...

ამბობენ, სატკივრისგან სატკივარი განკურნავს ადამიანსო. განკურნების რა მოგახსენოთ, - სამშობლოს ტკივილი სხვა ყოფილა, - მაგრამ იმაში დავრწმუნდი, რომ "არას გვარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა". უნდა გავმხნევდეთ, გავუძლოთ და ფეხზე დავდგეთ! მომავალი თაობა მოდის და თავჩაქინდრული და უიმედობით გაჩანაგებული მამული არ უნდა დავახვედროთ.

/"კარიბჭე" N21, 2008, გვ.28/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 5 2017, 10:57 AM
პოსტი #17


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყოველდღე უნდა შევთხოვოთ უფალს, დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო! ამისთვის შეიძლება ამ მოკლე ლოცვის თქმა: "უფალო, დიდება შენდა! წყალობითა შენითა დაგვიბრუნე აფხაზეთი და სამაჩაბლო!" ჩვენმა მორჩილებმა დაწერეს შედარებით უფრო ვრცელი ლოცვა: "ცას სწვდება გოდება შვილთა დედისა შენისა წილხვდომილისა ქვეყნისა, უფალო, შეგვიწყალენ და დაგვიბრუნე, ღმერთო ძლიერო, აფხაზეთი და სამაჩაბლო, ოდითგანვე სამფლობელო ქართველთა მეფეთა, მეოხებითა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმინდათა, ამინ!"

/ილია მეორე
"კარიბჭე" N21, 2008, გვ.20/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 8 2017, 08:51 PM
პოსტი #18


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცრემლითა და სისხლით აღიხოცება ცოდვები. სისხლს ყოველთვის არ ითხოვს უფალი, მაგრამ არის ცოდვები, რომელთაც ცრემლი არ ჰყოფნის. ზოგჯერ საჭიროა სისხლით განწმენდა. ბევრჯერ გაიღო ქართველმა ერმა ეს სისხლი. სამწუხაროდ, დღევანდელ დღესაც ასე მოხდა. მე მწამს, რომ სამშობლოსთვის ზვარაკად შეწირულთა სისხლი ქართველ ერს მალამოდ დაედება და ბევრ ადამიანს გონების თვალს აუხელს.

აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიც, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა დამოუკიდებლად ცნო, არ დაუკარგავს იმ ქართველს, რომელიც მართლმადიდებლურად ცხოვრობს და უყვარს თავისი სამშობლო. მაგრამ ერის იმ ნაწილს, ვინც გარყვნილ ცხოვრებას მისდევს, ნარკოტიკს მოიხმარს, კაზინოში დადის, ანტალიაზე ოცნებობს, ვისთვისაც ყველაფერი სულერთია, იმის გარდა, რომ ჰქონდეს ფული და უაქცენტოდ ილაპარაკოს ინგლისურად, ვისაც რცხვენია, რომ არის ქართველი, მისთვის ისედაც ყველაფერი დაკარგულია. მართლმადიდებელი ქრისტიანის გულში კი ყოველთვის ღვივის აღდგომის იდეა და ის, რომ ლაზარე აღდგება მკვდრეთით."

/გიორგი ანდრიაძე
"კარიბჭე" N21, 2008, გვ.16/

"ჩვენი ერის უბედურება ის არის, რომ უმრავლესობას ღვთის იმედი არ აქვს. ჩვენი მემატიანეები საქართველოზე თავს დამტყდარ უბედურებებს ჩვენს ცოდვებს აბრალებდნენ. ახლა კი ჩვენ რატომღაც პასუხისმგებლობას არ ვკისრულობთ, რაც გვჭირს, იმას ვაბრალებთ სხვას, ქვეყნებს, პიროვნებებს და არა ჩვენსავე თავს. თუ ასე გაგრძელდა, უფლის მეტ რისხვას დავიტეხთ თავზე.

რამდენიმე თვის წინ პატრიარქმა იქადაგა: "საქართველოში არც ომია და არც მშვიდობა. ეს კი ყველაზე საშიში მდგომარეობაა ჩვენი ქვეყნისთვისო". აქვე მოვიტან წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებს: "უმჯობესია ომი, ვიდრე მშვიდობა, რომელიც ღვთისგან განგვაშორებს".


"სჯობს წმინდა წერილი გადავშალოთ. ყველას გვახსოვს, ნინევია უფალს უნდა აღეხოცა თავისი ცოდვების გამო, როგორც სოდომ-გომორი აღხოცა ოდესღაც პირისაგან მიწისა. უფალმა თავისი უსაზღვრო კაცთმოყვარეობის გამო იონა წინასწარმეტყველი გაგზავნა ნინევიაში საქადაგებლად, რათა მოქცეულიყვნენ, შეენანათ და ამ გზით უფლის რისხვა თავიდან აეცილებინათ. იონას ქადაგების შემდეგ ნინევიელებმა ისეთი სინანული გამოხატეს, რომ პირუტყვიც კი ამარხულეს. ძაძები შეიმოსეს, თავზე ნაცარი დაიყარეს. ამ სინანულის შედეგად უფალმა თავისი წყალობა მოიღო ამ ქალაქზე და აღარ გაანადგურა იგი. ჩვენ კი რას ვაკეთებთ? ნინევიელებზე უარეს ცოდვებში ვართ ჩაფლულნი და სინანულის ნასახიც კი არ გაგვაჩნია.

რაც ცოდვა-ბრალი ტრიალებს საქართველოში, ლომის წილი ჩვენს მედიასაც მიუძღვის. ხალხის უმრავლესობა ტელევიზიის ენით საუბრობს, საკუთარი აზრი აღარ გააჩნია. Stop Russia-ს გავიძახით. უმჯობესია "stop ცოდვა" ვიძახოთ და მერე იქნება Stop Russia-ც.

მწამს, რომ ჩვენი ერი გამოფხიზლდება - ჩვენი უდიდესი მფარველის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებითა და შეწევნით, ჩვენი წმინდანების, მოწამეების, მეფეების, ღმერთშემოსილი მამების, მთელი ზეციური საქართველოს მხედრობის მეოხებითა და შუამდგომლობით, ჩვენი პატრიარქისა და იმ მართალი ადამიანების ლოცვებით, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ და რომელთა წყალობითაც ჩვენი ერი ერობს და გადაშენება არ უწერია."

/მამა ვახტანგ ნიკოლაიშვილი
"კარიბჭე" N21, 2008, გვ. 17/




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 9 2017, 11:55 AM
პოსტი #19


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- უფალმა გადაგვარჩინა, - ამბობენ დევნილები, რომლებმაც სააქაო ჯოჯოხეთი უკვე ნახეს..."

/"კარიბჭე" N21, 2008, გვ.25/

"უსახელო გმირების" მსგავსად იბრძოდნენ და იღვწოდნენ ჩვენი სასულიერო პირები ამ ძნელბედობის ჟამს [აგვისტოს ომში]. ანუგეშებდნენ, ფიზიკურ და სულიერ დახმარებას უხვად ურიგებდნენ ქართველებს. თავად კი ნუგეშს მხოლოდ ღვთისგან იღებდნენ. საკუთარ ადამიანურ განცდებს ყველასგან ფარავდნენ და ქრისტეს მეომრების მსგავსად იდგნენ იქ, სადაც "ქარიშხალი" იყო."


"დავაკვირდი იმასაც, რომ სოფლებში, სადაც ეკლესია მოქმედებს, დიდი ზიანი არ ყოფილა. ხოლო იქ, სადაც არ მოქმედებს ტაძარი, ოცზე მეტი სახლი გადაწვეს."

/მამა ზაბულონი
"კარიბჭე" N21, 2008, გვ.35, 37/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 9 2017, 12:13 PM
პოსტი #20


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყაზბეგში ერთ მიუსაფარ ბავშვს წლების განმავლობაში პატრონობდა [მღვდელი ალექსანდრე ოქროპირიძე]. დაწყებითი განათლებაც მიაღებინა. ეს ადამიანი, ვასილ აბაევი, შემდეგში ცნობილი ოსი მეცნიერი გახდა. მათ შორის ახლო ურთიერთობა ალექსანდრეს სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. 1959 წელს კი, როცა მღვდელმთავარი გარდაიცვალა, აბაევი შუბლზე ეამბორა და ასე გამოემშვიდობა მის ცხედარს: "მშვიდობით განისვენე, ჩემო დიდო მოამაგევ და მასწავლებელო".
1988 წელს, როცა დაიწყო ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ქართველთა გამოდევნა, ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში სტუდენტებთან შეხვედრისას ვასილ აბაევმა თქვა: - ბუნდოვნად მახსოვს ერთი ქართველი მღვდელი, რომელიც ბავშვობაში მეხმარებოდაო. რას ვიზამთ, გულმავიწყი არა მარტო აბაევი, მისი მოდგმაც ყოფილა. ისე, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ოს სწავლულთაგან განსხვავებით, აბაევმა კატეგორიულად მოუწოდა თვისტომთ, თავიდან ამოეგდოთ ქართული მიწის მიტაცების მცდელობა."

/"კარიბჭე" N17, 2009, გვ.48/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 05:08 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი