IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

14 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> აფხაზეთი, სოხუმის დაცემა
tamuna m
პოსტი Feb 17 2008, 06:10 PM
პოსტი #81


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ციტატა(yipiani gio @ Feb 17 2008, 03:42 AM) *

zviadauri
ეჭვი მეპარება მაგ გზამ აფხაზეთში ჩაგვიყვანოს

მეც გეთანხმები.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 18 2008, 11:14 AM
პოსტი #82


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



კოსოვოს აღიარების გამო, უკვე აფხაზეთი აცხადებს პრეტენზიას დამოუკიდებლობისათვის. ძალიან სამწუხარო ინფორმაციაა sad.gif

რუსეთის პოზიციიდან გამომდინარე პატრიარქმა ქადაგებაში თქვა: "არაერთხელ მითქვამს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის, რომ სეპარატიზმი არის გადამდები სენი და ეს უნდა ახსოვდეს ყველას და ეს უნდა ახსოვდეს რუსეთსაც."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 18 2008, 12:24 PM
პოსტი #83


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



* * * * * * * * * * *
აფხაზეთზე
ამ კაცს თვალი უჭირავს -
ეს კაცია,
ალბათ, თურქის თემის...
და მე ვყვირი:
- ჩემს სისხლს დალევს უწინამც!
და მე ვმღერი:
- აფხაზეთი ჩემი!

როსმე „არგო“
(სხვა ხომალდი გუშინაც!)
მოაპობდა
ზვირთებს ნიჩბის ცემით...
და მე ვყვირი:
- მკვდარსა მნახვენ უწინამც!
და მე ვმღერი:
- აფხაზეთი ჩემი!

ზღვაო პონტის!
რიფებს მალავ უჩინარს -
არაერთის
ზედ მიემსხვრა გემი...
და მე ვყვირი:
- ოხ, უწინამც! უწინამც!
და მე ვმღერი:
- აფხაზეთი ჩემი!

მურმან ლებანიძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 18 2008, 12:31 PM
პოსტი #84


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



marine
ციტატა
კოსოვოს აღიარების გამო, უკვე აფხაზეთი აცხადებს პრეტენზიას დამოუკიდებლობისათვის. ძალიან სამწუხარო ინფორმაციაა

უნიჭო პიარია.... yes.gif

კოსოვოში ალბანელების წინააღმდეგ მოხდა ეთნიკური წმენდა, აფხაზეთში - ქართველების
კოსოვოში ალბანელები გაყარეს სახლებიდან, აფხაზეთში - ქართველები
კოსოვოში ალბანური აიკრძალა, აფხაზეთში - ქართული
კოსოვოში ალბანელები დააბრუნეს და აღუდგინეს უფლებები,
იგივე მოხდება აფხაზეთშიც!!!


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 18 2008, 12:35 PM
პოსტი #85


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(კანონისტი @ Feb 18 2008, 12:31 PM) *

იგივე მოხდება აფხაზეთშიც!!!


ღმერთმა გისმინოს, დავით, რომ აფხაზეთი ისეთ ქართველებისა იყოს. ამ დღეებში სიტუაცია უფრო გამწვავდა sad.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 18 2008, 12:39 PM
პოსტი #86


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



marine
ციტატა
ღმერთმა გისმინოს, დავით, რომ აფხაზეთი ისეთ ქართველებისა იყოს. ამ დღეებში სიტუაცია უფრო გამწვავდა

აფხაზეთის ცნობას თავად რუსეთი არ დაუშვებს (ამიტომაც ეწინააღმდეგებოდა კოსოვოსას), რადგან ეს ნიშნავს რუსეთის კოლაფსს

ერთი 1993 წელს დაუჭირა მხარი აფხაზებს და ამის სანაცვლოდ 10-წლიანი კონფლიქტი მიიღო ჩრდილოკავკასიაში


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Feb 18 2008, 12:47 PM
პოსტი #87


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



უფლის ნება როგორიც იქნება...


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 18 2008, 12:52 PM
პოსტი #88


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(ნათია @ Feb 18 2008, 12:47 PM) *

უფლის ნება როგორიც იქნება...


რათქმაუნდა, ნათი. მე პირადად დიდი იმედი მაქვს, რომ თუ ყველა ქართველი ზნეობრივად, ეკლესიის წიაღში მყოფი იცხოვრებს, ღმერთის ნებით საქართველო აუცილებლად გამთლიანდება, უნდათ თუ არა ეს ჩვენს მტრებს.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 19 2008, 03:06 PM
პოსტი #89


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ
(ავტორი თამაზ ნადარეიშვილი)
რუსეთის როლი აფხაზეთის ისტორიაში
რუსეთის დიდ იმპერიამ აფხაზისათვსი ქართველი მტრის ხატი დიდოსტატურად გამოძერწა.
მე-20 საუკუნის ბიოლო მეოთხედში აფხაზი სეპარატისტები საქართველოსაგან გამოყოფას კატეგორიულად ითხოვენ და დამხმარედ რუსეთი უჩნდებათ.
1978წ. სოხუმში დაიჭყო სეპარატისტთა საპროტესტო გამოსვლები. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურ კომპრომისებზე წავიდა, რათა საფუძველი არ ყოფილიყო პროვოკაციული გამოხდომებისათვის.გაიხსნა აფხაზეთის უნივერსიტეტი, ტელევიზია, მაგრამ ამ სიკეთეს ბოროტებით უპასუხეს სეპარატისტებმა. უნივერსიტეტიდან ქართველი პროფესორ-მასწავლებლები გამოაძევეს, თეატრიდან აიძულეს წასულიყო ქართული დასი. აფხაზეთის მწერალთა კავშირიდან გამოდევნეს ქართველი მწერლები. თანამდებობებზე დასანიშნად პრივილეგირებული იყვნენ, ისინი, ვისაც ეროვნების გრაფაში აფხაზი ეწერა.
მე-20ს. 80-90-იან წწ. რუსეთის სპეცსამსახურების ინიციატივით შეიქმნა ფაშისტური ორგანისაცია "აიდგილარა".
"აიდგილარა" თავის მოღვაწეობას ორი მიმართულებით აწარმოებდა, ერთი მხრივ, აფხაზეთის საქართველოსაგან გამოყოფისათვის აფხაზეთის მოსახლეობის იდეოლოგიურ დამუშავებას ეწეოდა: ქართველის, როგორც მტრის-აფხაზეთის დამპყრობლის ხატს ქმნიდა და მეორე მხრივ, ჩრდილოეთკავკასიელ თანამზრახველებთან და საბჭოეთის ცენტრთან კავშირში შეიარაღებულ ბოევიკებს ამზადებდა. ისინი თანამოძმეებში ავრცელებდნენ აზრს, რომ აფხაზეთი მუდამ რუსეთის შემადგენელი ნაწილი იყო და იგი მას საქართველომ სტალინის მეშვეობით ჩამოაშორა. (მაშინ, როდესაც სტალინმა ერთანი საბჭოეთის ურღვევობისათვის მასში შემავალ რესპუბლიკებში და უპირველესად სწორედ საქართველოში, ნაღმების სახით ჩადო ავტონომიები).
რუსეთმა საქართვლოს ანექსია მისი დანაწევრებით განახორციელა. 1783წ. (რეალურად 1801წ.) გეორგიევსკის ტრატატით ქართლ-კახეთის ჩაიგდო ხელში, 1803წ.-სამეგრელოს სამთავრო, 1810წ.-აფხაზეთის სამთავრო, ხოლო აჭარა რუსეთის გავლენის ქვეშ 1878წ. მოექცა.
რუსეთი აფხაზეთს გარუსებას უპირებდა. მაგ. 1895წ. პოლკოვნი ბრაკერის ბარათი "სასურველია აფხაზეთის თავისუფალი მიწების რაც შეიძლება დიდი ფონდის შემონახვა მასზე მკვიდრი რუსი მოსახლეობის ჩასასახლებლად".
აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის "გათიშე და იბატონეს" პრინციპით რუსეთი საუკუნეების მანძილზე ხელმძღვანელობს. "დღეს თუ არა ხვალ ქართველები დაიცყებენ ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის. მათთან ბრძოლა აფხაზეთით უნდა დავიწყოთ. სამეგრელოს, სვანეთს უნდა მიეცეს ავტონომიები. მათში ცალ-ცალკე უნდა გავაღვივოთ კუთხურ-ეროვნული გრძნობა. უნდა დავარწმუნოთ ყველა, რომ ქართველები აფხაზეთში ჩამოსახლებულები არიან. დას. საქართველო უნდა დავუპრირისპიროთ აღ. საქართველოს, ამის შემდეგ უნდა შევასრულოთ მომრიგელის როლი"-სსრკ ცენტრალური კომიტეტის მდივანი მიხეილ სუსლოვი (1961წ.)
"თუ ქართველები ჭკუით არ იქნებიან, მათ მივუქსევ აფხაზებს".-ნ. ხრუშჩოვი
"როდესაც ჩვენ მოვათ ხელისუფლებაში, ჩვენ არ დაუწყებთ ქართველებს მოფერებას. საქართველო ცალკე არ იარსებებს. ჩვენ მაშინათვე ლიკვიდაციას გაუწევთ ქართულ ნაციონალ-შოვინისტებს და მათ რუსეთთან შევაერთებთ".-დეპუტატი ვლადიმერ ჟირინოვსკი.
"სჯობს ოკეანემ გვშთანთქას, ვიდრე პატარა ტბამ" (ოკეანეში რუსეთს გულისხმობენ, ხოლო საქართველოს ტბას ადარებენ).-აფხაზი ისტორიკოსები.
აფხაზური სეპარატისტული იდეოლოგია გამოკვეთილად პროფაშისტური ხდება; იდევნება ყოველივე ქართული; ყოვლად გაუმართლებლად იცვლება ქართული ტოპონიმიკა; ხელყოფენ ქართულ ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს; სხდასხვა საბაბით თანამდებობიდან ათავისუფლებენ ქართველებს; ყოველნაირად სცადეს ბურუსით მოეცვათ აფხაზთა და ქართველთა მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული ერთობა.სეპარატისტები ისე ძლიერ იყვნან გაჟღენთილი ქართველების სიძულვილით, რომ სატიკად უსწორდებოდნენ იმ აფხაზსაც კი, ვისაც ქართველისადმი ოდნავ შეამჩნევდნენ. ცნობილია არაერთი ფაქტი, ქართველ მეზობელს, ნათესავსა თუ ნაცნობს გამოქომაგებული აფხაზიც განუკიხავად დახვრიტეს.

არძინბა და მისი თანამზრახველები 1992წ. ზაფხულამდე აყალიბებენ მონონაციონალურ ე.წ. გვარდიას, უმთავრესად კრიმინოგენული ელემენტებისაგან. აფხაზეთის ბიუჯეტის დიდი ნაწილი მთლიანად მას მოხმარდა. ენგურზე აფრიალდა მწვანე, მუსლიმანური დროშა-ფატიურად დაფიქსირდა საზღვარი აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის. აფხაზეთის სეპარატისტები, ყოველ წუთს მზად იყვნენ შეიარაღებული შეტაკების პროვოკაცირებისათვის, რათა რუსეთის ინტერესების შესაბამისად მიეღწიათ აფხაზეთის გამოყოფისათვის საქართველოს შემადგენლობიდან.
1992წ. მარტში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის იდება ეკონომიკური შეთანხმება. საბრძოლო მოქმედების დაწყებამდე, არძინბა ღებულობს ზომებს სეპარატიტთა არაკანონიერი სამხედრო ფორმირებების შესაიარაღებლად და საქართველოსათვის საბრძოლო ტექნიკისა და იარაღისათვის ხელის შესაშლელად.
აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ სულ უფრო აშკარა გახდა რუსებისა და აფხაზი სეპარატისტების თანამოაზრეობა, ხშირ შემტხვევაში კი პირდაპირი სამხედრო დახმარება რუსეთის მხრიდან. რუსეთის ხელისუფლების ჩუმი თანხმობიტ კავკასიის ხალხთა კონფედერაციამ, რომელიც ფუნქციონირებდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და არსად იყო რეგისტრირებული, ფაქტიურად ომი გამოუცხადა საქართველოს და კბილებამდე შეიარარებული დაქირავებული მოხალისეების გადასროლა დაიწყო აფხაზეთში.
საბრძოლო მოქმედებების პირველსავე დღეებში გუდაუტაში დისლოცირებულმა სამხედრო ნაწილებმა დაიწყეს შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების გადაცემა აფხაზი სეპარატისტებისათვის. სექტემბრის ბოლოს აფხაზ სეპარატისტებს ჰქონდათ შეიარარების ისეთი თანამედროვე ნიმუშები, როგორიცაა "ბმპ", ტანკები: ტ-72, საარტილერიო დანადგარები ბმ-21, "გრადი", ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცის სისტემა "ოსა" და სხვა. პარალელურად რუსეთი ცდილობს მსოფლიო საზოგადოების წინაშე თავი წარმოეჩინა მშვიდობის დამცველისა და მომრიგებლის როლში.
1992წ. 1ოქტომბერს შტირმით აღებული იქნა გაგარა, სადაც დაიწყო ქართველების ეთნიკური წმენდა.
1992წ. 22სექტემრიდან 5ოქტომბრამდე რუსეთის სამხედრო ტექნიკა-ფაქტიურად ზღვის მხრიდან ახორციელებდა საბრძოლო მოქმედებებს.
2ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის პირველი მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი გ.გ. კონდრატიევი შემდეგ საბრძოლო ამოცანას უსახავს სამხედრო ხომალდებს:
"1. არავითარ შემთხვევაშია არ დაუშვან საზღვაო დესანტის გადმოსხმა საქართველოს მხრიდან ბიჭვინთის რაიონში. თუ საჭირო იქნა, გამოიყენონ იარაღიც.
2. განხორციელდეს გუდაუთის აეროპორტის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა."

აღნიშნული დოკუმენტის შინაარსი გავფიქრებს, რომ საბრძოლო ოპერაციების შესახებ იცოდა რუსეთის სამხედრო უწყებამ და საომარი მოქმედბები, სწორედ მისი უშუალო მონაწილეობით განხორციელდა.
1993წ. 31მარტს ქ. სოხიმში აგენტური აქციის ჩატარების დროს დაკავებული იქნა რუსეთის შეიარაღებული ძალების ლეიტენანტი ალექსანდრე ნიკოზის ძე სიტნიკოვი. მან დაამყარა კონტაქტი აფხაზეთის სპეცსამსახურის აგენტთან, რომლისაგანაც მიიღე სამხედრო ხასიათის სადაზვერვო ინფორმაცია, ამავე დროს მოასჭრო კონკრეტული დავალების შემუშავება იმ ქართული სამხედრო ნაწილების წინააღმდეგ , რომლებიც დისლოცირებული იყვნენ ფრონტის გასწვრივ. სიტნიკოვმა მთლიანად აღიარა ჯაშუშობა.
1993წ. 17-დან 22მარტის ჩათვლით, უფროსი სერჟანტი ალექსანდრე ოლეგის ძე ლუნევი, სამხედრო ნაწილის საშტატო რადიოსადგურით აფხაზ სეპარატისტთა შეიარაღებულ ფორმირებებს გადასცემდა ფორნტისპირა ხაზზე ქართველთა ნაწილების და საბრძოლო ტექნიკის შესახებ. აცნობდა მდგომარეობას სოხმში და სხვა.
აფხაზთათვის მებრძოლთა დაქირავებას ეწეოდა არა მარტო კავკასიის ხალხების კონფედერაცია, არამედ რუსეთის ნაციონალური ლეგიონი ნიკოლაი ლისენკოს მეთაურობით (ჩამოთვლილია მებრძოლების გვარები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან. მათ შორის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერლებიც იყვნენ).
აფხაზებმა დაიოწყეს ომი 2ბტრ-ით, 1ბმპ-თი, 1მფრინავით. კვალიფიცირებული არტილერისტი საერთო არ ჰყავდათ. ერთი თვის შემდეგ კი, 1992წ. ოქომბერში, როდესაც სტურმიტ აიღეს გაგრა, ისინი უამრავი ტანკის, ჰაუბიცისა და ბმპ-ს მფლობელნი აღმონდნენ. გაუჩნდათ "გლადისა" და "იგლას" დანადგარებიც.
რუსეთის უმარლესმა საბჭომ 19932წ. 25სექტემბერს მიირო განცხადება, რომელიც იტვალისწინებდა აფხაზეტისასთვის სრულ მხარდაჭერას.
"იარაღით მოვაჭრე რუსი, ამტკიცებდა რუს ჯარისკაცთა უშუალო მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში, მერაკეტების ჩათვლით, რომლებიც აგდებდნენ თვითმფრინავებს და ა.შ. აგრეთვე მან გააკეთა განცხადება ფსკორის საჰაერო-სადესანტო დივიზიის მიერ იარაღის უსასყიდლოდ გადაცემაზე აფხაზური მხარისათვის"- საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰელსინკი-ვოტჩი".
საყურადღებოა აფხაზეთის ტრაგედიაში მონაწილე დაქირავებულ მებრძოლთა მოგონებები.
ვლადიმერ სერდიუკოვი: "როდესაც მასირებული დაბომბვებით შეძრწუნებულმა მოსახლეობამ დაიწყო ქალაქის დატოვება, ჩვენ გვიბრძანეს: ჯერ გვესროლა გაფრთხილების მიზნით, შემდეგ კი გვესროლა საზღვრების დამრღვევებისთვის (მშვიდობიანი მოსახლეებისთვის). მათ სამჯერ გვიბრძანეს, რომ გვესროლა, მაგრამ მე უარი ვუთხარი ბრძანების შესრულებაზე. ბიჭები, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ, დაყარეს იარაღი, ჩასჭიდეს ერთმანეთს ხელი და ასე აკავებდნენ იმ ბრბოს"
ასლან ჯაბრაილოვი: "გვეუბნებოდნე, რომ ქართველები მოვიდნენ სხვის მიწაზე, ჩაგრავენ მცირე ერს, ხოცავენ, ამცირებენ. მეგონა, რომ სამართლიან საქმეს ვემსახურებოდი...ასე იყო სოხუმის აღებამდე. გაგრის აღების დროს დაზარალდა 3-4 სახლი, ქალაქის აღების შემდეგ კი იმავე დღეს, გადაწვეს ასამდე სახლი. დღემდე წვავენ, ხოცავენ მშვიდოაბიან მოსახლეობას, რომელსაც არ სჭერია ხელში იარაღი.
სოხუმის აღებიდან ორი დღის შემდეგ, ჩვენ ვიდექით ერთ ქუჩაზე. ამ დროს ერთ-ერთ ჭიშკრიდან გამოვიდა მოხუცი ქალი, 70-80წლის. ავტომატის ჯერმა იგიგ მოცელა. გავიქეცი იქით საიდანავ სროლა მესმოდა. მეგონა აქრთველები ხოცავდნენ აფხაზებს. ვნახე, რომ აფხაზებმა მოკლეს ქართველი დედაბერი. გზაზე ვხედავდი ყუამრავ დამწვარ სხეულს, დრანდაში-ხეებზე ჩამოკიდებულ ადამიანებს. წითელ ხიდთან, გასაშლელ საწოლზე დანახშირებული გვამი იყო. ასეთი სურათი ქალაქში ძალიან ბევრია."

ნიკოლოზ ნოვიჩენკო: "მოსკოვში გავრცელდა ხმები, რომ აქ უხდიან ფულს და მეც ჩამოვედი, მაგრამ მოვხვდი, როგორც იტყვიან, ხორცსაკეპ მანქანაში. გაგვრეკეს წინ, უკან კი მოდიაოდნენ ჩვენი დამქირავებლები. ჩემთან იყო 3რუსი და 1ჩეჩენი. შემდეგ ისინი დახოცილი ვნახე, მგონი მოკლეს ჩვენმა დამქირავებლებმა, რომ თანხა არ გადაეხადათ."
ვლად ხიადულინი: "ჩვენ გვითხრეს, რომ ვინც სამ თვეს იბრძოლებდა, მიიღებდა ბინას, ჩაწერას და ორმხრივ მოქალაქეობას."
ასლან მასტაევი: ჩავედით გუდაუთაში, მივიღეთ იარაღი, სამხედრო ფორმა, ჩაგვარმწკრივეს. მოვიდა შტაბის უფორსი და გვითხრა: დარჩით აქ ვისაც გინდათ, მიირებთ მიწას, საცხოვრებელ ადგილებს, ჩაგწერთ, შეგიქმნით ცხოვრების საუკეტესო პირობებს".
ომის შემდეგ ბევრი ფაქტი დაფიქსირდა, რუსეთის მიერ აფხაზი საპარატისტების ფინანსური მხარდაჭერის შესახებ.
ასე, რომ აფხაზეთის კონფლიქტი რუსეთის იმპერიული პოლიტიკის პირმშოა და დღესაც რუსეთის სახელმწიფო მესვეურთა მახარდაჭერა განაპირობებს აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის დაუსჯელ პარპაშს.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 19 2008, 03:29 PM
პოსტი #90


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(tamuna m @ Feb 19 2008, 03:06 PM) *

აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის "გათიშე და იბატონეს" პრინციპით რუსეთი საუკუნეების მანძილზე ხელმძღვანელობს. "დღეს თუ არა ხვალ ქართველები დაიცყებენ ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის. მათთან ბრძოლა აფხაზეთით უნდა დავიწყოთ. სამეგრელოს, სვანეთს უნდა მიეცეს ავტონომიები. მათში ცალ-ცალკე უნდა გავაღვივოთ კუთხურ-ეროვნული გრძნობა. უნდა დავარწმუნოთ ყველა, რომ ქართველები აფხაზეთში ჩამოსახლებულები არიან. დას. საქართველო უნდა დავუპრირისპიროთ აღ. საქართველოს, ამის შემდეგ უნდა შევასრულოთ მომრიგელის როლი"-სსრკ ცენტრალური კომიტეტის მდივანი მიხეილ სუსლოვი (1961წ.)
"თუ ქართველები ჭკუით არ იქნებიან, მათ მივუქსევ აფხაზებს".-ნ. ხრუშჩოვი
"როდესაც ჩვენ მოვათ ხელისუფლებაში, ჩვენ არ დაუწყებთ ქართველებს მოფერებას. საქართველო ცალკე არ იარსებებს. ჩვენ მაშინათვე ლიკვიდაციას გაუწევთ ქართულ ნაციონალ-შოვინისტებს და მათ რუსეთთან შევაერთებთ".-დეპუტატი ვლადიმერ ჟირინოვსკი.
"სჯობს ოკეანემ გვშთანთქას, ვიდრე პატარა ტბამ" (ოკეანეში რუსეთს გულისხმობენ, ხოლო საქართველოს ტბას ადარებენ).-აფხაზი ისტორიკოსები.
აფხაზური სეპარატისტული იდეოლოგია გამოკვეთილად პროფაშისტური ხდება; იდევნება ყოველივე ქართული; ყოვლად გაუმართლებლად იცვლება ქართული ტოპონიმიკა; ხელყოფენ ქართულ ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს; სხდასხვა საბაბით თანამდებობიდან ათავისუფლებენ ქართველებს; ყოველნაირად სცადეს ბურუსით მოეცვათ აფხაზთა და ქართველთა მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული ერთობა.სეპარატისტები ისე ძლიერ იყვნან გაჟღენთილი ქართველების სიძულვილით, რომ სატიკად უსწორდებოდნენ იმ აფხაზსაც კი, ვისაც ქართველისადმი ოდნავ შეამჩნევდნენ. ცნობილია არაერთი ფაქტი, ქართველ მეზობელს, ნათესავსა თუ ნაცნობს გამოქომაგებული აფხაზიც განუკიხავად დახვრიტეს.



თამუნა, მადლობა ძალიან საინტერესო მასალის მოწოდებისთვის. ამოვბეჭდე და ისე გავეცანი.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Feb 19 2008, 03:36 PM
პოსტი #91


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კანონისტი @ Feb 18 2008, 01:31 PM) *

marine

უნიჭო პიარია.... yes.gif

კოსოვოში ალბანელების წინააღმდეგ მოხდა ეთნიკური წმენდა, აფხაზეთში - ქართველების
კოსოვოში ალბანელები გაყარეს სახლებიდან, აფხაზეთში - ქართველები
კოსოვოში ალბანური აიკრძალა, აფხაზეთში - ქართული
კოსოვოში ალბანელები დააბრუნეს და აღუდგინეს უფლებები,
იგივე მოხდება აფხაზეთშიც!!!




აფხაზეთში დაბრუნება როგორ მოხდება არ ვიცი

ყველაზე ეფექტური გზა ომია, მარა ომი რუსეთის წინააღმდეგ აბსურდია
მეორე გზა ეკონომიკური - ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთს ეკონომიკით აჯობო ერთი რიგით მაინც

არ ვიცი არ ვიცი...
პ.ს.
ბოდიში ოფტოპიკისთვის


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 19 2008, 03:47 PM
პოსტი #92


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(კანუდოსელი @ Feb 19 2008, 03:36 PM) *

აფხაზეთში დაბრუნება როგორ მოხდება არ ვიცი

ყველაზე ეფექტური გზა ომია, მარა ომი რუსეთის წინააღმდეგ აბსურდია
მეორე გზა ეკონომიკური - ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთს ეკონომიკით აჯობო ერთი რიგით მაინც

არ ვიცი არ ვიცი...
პ.ს.
ბოდიში ოფტოპიკისთვის


არა, ზაზა, ეს ოფტოპიკი არაა.

მართლაც ჩიხში ვართ მოქცეულნი. ომის დაწყება ეს საბოლოოდ გასაწირავად გამეტებაა ქართველი ჯარისკაცების და მეც ვთვლი რომ აბსურდია მისი დაწყება.

მხოლოდ სასწაულის იმედი მაქვს, რომ აფხაზეთს დავიბრუნებთ sad.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Feb 19 2008, 03:56 PM
პოსტი #93


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(marine @ Feb 19 2008, 04:47 PM) *

არა, ზაზა, ეს ოფტოპიკი არაა.

მართლაც ჩიხში ვართ მოქცეულნი. ომის დაწყება ეს საბოლოოდ გასაწირავად გამეტებაა ქართველი ჯარისკაცების და მეც ვთვლი რომ აბსურდია მისი დაწყება.

მხოლოდ სასწაულის იმედი მაქვს, რომ აფხაზეთს დავიბრუნებთ sad.gif



დრო გვიჩვენებს, თუმცა ომის დაწყება უნდა იყოს ერთ დღიანი, მაქსიმუმ რამდენიმე დღიანი - წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკას ისედაც მერყევს სრულიად დაანგრევს, ეს შეუძლებელი არაა, სოხუმამდე მისვლა საერთოდ უადვილესია, მარა მერე დარჩენაა ძნელი - პოზიციების გამაგრება - რუსეთი დაიწყებს "მისი მოალაქეების" დაცვას


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 19 2008, 03:57 PM
პოსტი #94


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(კანუდოსელი @ Feb 19 2008, 03:56 PM) *

დრო გვიჩვენებს


მართლაც.

რუსეთთან დღესდღეობით ყველა ხიდი ჩატეხილია ხისტი პოლიტიკის გამო. ვნახოთ რა იქნება..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 19 2008, 04:58 PM
პოსტი #95


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(აფხაზეთის წვიმა მიყვარს...)


გალაკტიონ ტაბიძე


აფხაზეთის წვიმა მიყვარს,

იცი რად?

მგოსნის ხმა აქვს, როს ფოთლებზე

ხმაურობს.

ჟღერს მაისის მწვანე ჩანგი

და წკირად

მასზე ზვირთი დადის და

მოგზაურობს.

მიიმღერა, მოიმღერა

აქ ხვითომ...

აფხაზეთის წვიმა მიყვარს

ამიტომ...

წვიმა მოდის, კოკის პირით

იღვრება,

ხმა შრიალებს დაფნისა და

ლიანის,

და ღრუბლიდან ეშხით

გადმოიხრება

მოგონება სიყვარულის

მზიანის.

მიიმღერა, მოიმღერა

აქ ხვითომ...

აფხაზეთის წვიმა მიყვარს

ამიტომ...

ო, შუშხუნებს ახალგაზრდა

მაჭარი.

ის ხმაურობს, ის განიცდის

თავის დროს,

გამოვიდეს რომელიმე

ვაჭარი

და ამ წვიმის პოეზია

უარყოს!

მიიმღერა, მოიმღერა

აქ ხვითომ...

აფხაზეთის წვიმა მიყვარს

ამიტომ...


1956


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 19 2008, 05:16 PM
პოსტი #96


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ქართველთა გენოციდი აფხაზეთში[u]

გენოციდია ქმედება , რომელიც მიმართულია რომელიმე ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური ჯგუფის პირთა მთლიანად ან ნაწილობრივ მოსასპობად, რაც გამოიხატება ასეთი ჯგუფების წევრთა მკვლელობებით, მათი მძიმე დაშავებით ან განზრახ ისეთი პირობების შექმნით, რაც გამოიწვევს მათ მთლიან ან ნაწილობრივ გაბადგურებას. აფხაზ სეპარატისტთა დანაშაული ამ ქმედებათა კლასიკური მაგალითია.

გაგრის ოკუპაციის შემდეგ სეპარატისტთა ბანდებმა დაიწყეს მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევა, წამება, ხოცვა, ბინების და ქონების ძარცვა და განადგურება. თვითმხილველთ ჩვენებით 6ოქტომბერს ამ ბანდებმა ლესელიძეში აწამეს და ელექტრო ბოძებზე ჩამოახრჩვეს 50 ქართველი. ქალაქის სტადიონზე და მასობრივი შეკრების ადგილებში ჯგუფურად დახვრიტეს ქართველები, შემდეგ კი გვამეს თავები მოჰკვეთეს.
მტერი განუწყვეტლივ ბომბავდა სოხუმის აეროპორტს, სადაც ათასობიტ ქართველი, რუსი და სხვა ეროვნები მოქალაქე ელოდებოდა თვითმფრინავს. ჩემოაგდეს რანდენიმე სამოქალაქო თვითმფრინავი, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
სოხუმში ბრძოლის შეწყვეტის შემდეგ, 27სექტემბერს დახვრიტეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოთა თავჯდომარე ჟიული შარტავა და მთავრობის სხვა წარმომადგენლები.
ცივილიზებულ სამყაროში დაუშვებელია ტყვედაყვანილი რიგით სამხედრო პირთა დახვრეტა სასამართლო განაჩენის გარეშე.
მთავრობის სახლის აღებისთანავე შეიპყრეს და აწამეს რაულ ეშბა.
სოხუმის დაპყრობის შემდეგ სეპარატისტებმა მოკლეს 1000-ზე მეტი ქართველი, მათ შორის მოხუცები, ინვალიდები, ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები. 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე მიიყვანეს კურჩენკოს სახელობის პარკში და დახვრიტეს. ექსტრემისტებმა დაიჭირეს ახალგაზრდა ქართველი გოგო, გააუპატიურეს, გახერხეს შუაზე და გვამზე რუსულად დააწერეს-"როგორც ეს გვამი არ გაერთიანდება, ასე აფხაზეთი არ გაერთიანდება საქართველოსთან". ანალოგიურ ფაქტს ადგილი ჰქონდა ქ. გაგრაშიც. სადისტური წამების შემდეგ დახვრიტეს სოხუმელი ცოლ-ქმარი ვაჟა და ლამარა რუხაიები, მშობლების თვალწინ სიცოცხლეს გამოასალმეს ახლომხედველი, დაბადებიდან ინვალიდი მიშა კვანტალიანი, შვილების თვალწინ დები ნატელა და ნელი ყოლბაიები. ხალგაზრდა პედაგოგი ციური გოგავა მეგობრებმა და მეზობლებმა შეიფარეს, იგი ეზოში შეიცნე ბოევიკებმა, უბრძანეს "ძაღლო გაიქეციო" და ნაბიჯის გადადგმისთანავე დახვრიტეს. მე-12 საშ. სკოლასთან აფხაზი და კაზაკი ბიოევიკები ქართველთა მოკვეთილ თავებს ფეხით აბურთავებდნენ და ხარხარებდნენ. სოხუმელები როინ შუბლაძე და გურამ კვაშილავა სეპარატისტებმა საკუთარ ბინაში ავტომატის ჯერით დაცხრილეს, შემდეგ ორთავებს მკლავებსა და ფეხებზე ხორცი ააჭრეს და იატაკზე დაყარეს. როინ შუბლაძის თავზარდაცემული მეუღლის კითხვაზე, რატომ გააკეთეს ეს, უპასუხეს-თუ აფხაზეთს არ დატოვებთ ყველა ქართველს ასე გავუსწორდებითო.
ასობით კარგად შეიარაღებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ქალაქებსა და სოფლებში შეჭრისას დაიწყეს ქართველთა ხოცვა-ჟლეტა, ჰკვეთდნენ თავს, ხელ-ფეხს, აჭრიდნენ სხეულის სხდასხვა ნაწილებს , ყურებს, ცხვირს, სასქესო ორგანოებს, ქალებს ძუძუების კერტებს, რომლებიც მკვლელებს მძივებად ასხუმილი ეკიდათ ყელზე, როგორც სამკაული. მშობლების და ქმრების თვალწინ აუპატიურებდნენ მათ შვილებს და ცოლებს. მათ შორის მცირეწლოვანებსაც. ჯერ დაუნდობლად ხოცავდნენ და შემდეგ წვავდნენ ქართველთა სახლებს, ქონებას. ქართველებს შეგნებულად უქმნიდნენ აუტანელ პირობებს, რომ მათ დაეტოვებინათ საცხოვრებელი ადგილები.
70წლის ინდიკო გრძელიზეს ამოაჭრეს გული, ელგუჯა მაისურაძე ხალხის თვალწინ ცულით დაჩეხეს. 66წლის ნიკოზ ქვაბზიანიძე ტრაქტორს გამოაბეს და წამებით მოკლეს. 66წლის პედაგოგი ვასილ სამხარაძე ქუჩაში შეიპყრეს და საჯაროდ მოკვეთეს თავი. ჭირისუფლებს მისი დაკრზალვის ნება არ დართეს და ქუჩაში დაგდებული მიცვალებული ცხოველებმა დაგლიჯეს. გიორგი ფიფიას ჯერ ყურები მოაჭრეს, შემდეგ ცხვირი და ასე ამოხადეს სული.
სეპარატისტებმა დახოცეს 100-ზე მეტი ხელოვნების მუშაკი, მათ შორის ქალები. დახოცეს 80-ზე მეტი მედიცინის მუშაკი. 200-ზე მეტი პედაგოგი, აქედან 60-ზე მეტი ქალი.
სოფ. ბაღმარანში კომენდანტად დანიშნული იქნა აფხაზი-ვინმე ოთარ ჩამაგუა. მან სამსახურებრივი "მოღვაწეობა" იმით დაიცყო, რომ მოკლა თავისი ცოლი, ერთადერთი შვილი, სიდედრი და პირადად ფიზიკურად მოსპო ათეულობით ქართველი მშვიდობიანი მოქალაქე.
აფხაზი იური კვარჭია 1995წ. 7სექტემბერს თავს დაესხა სოფ. აძიუბჟას ერთ-ერთ ოჯახს, დედ-მამის თვალწინ ორი მცირეწლოვანი ბავშვი რკინის ღობეზე ჩამოაცვეს, რის შემდეგაც მშობლები წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით, ხოლო ქალები-ოჯახის უფროსის ძმის ცოლი და სტუმრები ეზიში დახვრიტეს.
სოფ. ახალდაბაში დახოცეს მრავალი მცირეწლოვანი და ახალგაზრდა ქალი, ვინც გადარჩა, სტადიონზე შერეკეს და რიგრიგობით დახვრიტეს. 6წლის ზევით ბავშვები გააუპატიურეს, მოაჭრეს თავები, ზოგიერთს კი ცოცხალს ჩამოაცვეს მანქანის საბურავები და ცეცხლი წაუკიდეს.
აბლანურხვასა და ტამიშს შუა ღმოაჩინეს გვერდიგვერდ დაკრძალული 44ქართველი მეომრის გვამი, რომელთა თავებზეც ტანკ გადაევლო.
სოფ. ფშავში სომხებისაგან შემდგარმა ბანდამ მოკლა ექიმები- ძმები სიჭინავები. ფეხმძიმე ქალი, პაპავა, დაკიდეს ხეზე, გაუჭრეს მუცელი, დაასხეს ბენზინი და დაწვეს.
ცეზარ ქველიძეს მოაჭრეს ცხვირი, ყური და ფეხი მუხლს ქვემოთ, შემდეგ დახრიტეს. ანალოგიური მეთოდით მოკლეს 70წლის ანდრო სიმონიშვილი.
მ. მგელძე მთელი ღამე შიშველი , მუხლამდე წყალში ჰყავდათ ჩაყენებული, შემდეგ კი ჩეჩენმა ბოევიკმა დანით გაუჭრა მარცხენა ხელი, მისი სისხლით აავსო ჭიქა და შესთავაზა დაელია, როდესაც უარი მიიღო, ცინიკურად ბოდიში მოუხადა შემდეგი სიტყვებით: "ძმაო, არ გეწყინოს, მე შენს სისხლს კი არა, ქართველების სისხლს ვსვამო" და დალია.
ქ. აბრამიშვილის ქმარი, სოფ. იფნარში წამებით მოკლეს, ჯერ დანით დაუსერეს სახე და ტანი, შემდეგ კი ცოცხალი თხრილში ჩააგდეს და ტრაქტორით მიაყარეს მიწა.
გაგრის საკურორტო სამმართველოს უფროსის ალექსი ბარამიას ოჯახს თავს დაესხნენ "ბოევიკები". თავდამსხმელებმა აბაზანაში გაიყვანეს ქალიშვილი ცისია ბარამია, ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ თავი მოჰკვეთეს. ალექსი ბარამიას მეუღლე აწამეს და მასაც თავი მოჰკვეთეს. შემდეგ კი ბარამია და მისი 4სტუმარი დახვრიტეს.
ნ. ბაღიშვილის სოფლის მკვიდრნი მშობლების, ძმების და მთელი მოსახლეობის თვალწინ საჯაროდ და გაუკუღმართებული ფორმით გააუპატიურეს 12-16წლის 25 გოგონა. უმწეო ბავშვებზე სქესობრივი ძალადობა მთელი კვირა გრძელდებიდა. შემდეგ ძუძუს კერტები დააჩრეს. ძმების, მამის და მამამთილის თვალწინ გააუპატიურეს ელისო მიცხულავა და მისი რძალი. სასოწარკვეთილმა ელისომ თავი აიფეთქა. კოდორელ ალე კანკავას ტავი მოჰკვეთეს და სარზე წამოაცვეს. ალისა მარდალეიშვილი დაცხრილეს იმის გამო, რომ მას სახლში შაქარი არ აღმოაჩნდა.

გაერო და რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაციები ცნობენ, რომ აფხაზი სეპარატისტები აწარმოებდნენ და აწაროებენ "ეთნიკურ წმენდას" ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ.
აგრესიული სეპარატიზმის ლიდერებს და მათ თანამოაზრეებს წინასწარ ჰქონდათ დამუშავებული მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობის გენოციდის გეგმა.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 19 2008, 05:28 PM
პოსტი #97


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



საქართველოს უმაღლესი ხელისუფლება არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას და სერბეთის რესპუბლიკას აღიარებს მის კონსტიტუციურად დადგენილ საზღვრებში


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 19 2008, 05:32 PM
პოსტი #98


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



tamuna m

საშინლად მტკივნეულია ყველა ეს ფაქტი.. sad.gif

ჭაბუა ამირეჯიბს აქვს დაწერილი ძალიან კარგი შეფასება რუსეთთან დაკავშირებით. დღეს შინ რომ მივალ, ვნახავ და ხვალ დავდებ მასალას.

ციტატა(კანონისტი @ Feb 19 2008, 05:28 PM) *

საქართველოს უმაღლესი ხელისუფლება არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას და სერბეთის რესპუბლიკას აღიარებს მის კონსტიტუციურად დადგენილ საზღვრებში


კოსოვოს ამბავმა დღეს ყველა ქართველი გაგვაერთიანა ერთი აზრით, რომ არ გვსურს იგივე განმეორდეს აფხაზეთსა და ოსეთში.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 20 2008, 11:41 AM
პოსტი #99


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(tamuna m @ Feb 19 2008, 03:06 PM) *

ასე, რომ აფხაზეთის კონფლიქტი რუსეთის იმპერიული პოლიტიკის პირმშოა


ძალიან საინტერესოა ეს ნაწყვეტი ჭაბუა ამირეჯიბის ავტოინტერვიუდან:


ცნობილია, იმპერიებს აარსებს ერთი რომელიმე ერი, ხალხი, როგორც გნებავთ, ისე დაარქვით. დროთა ვითარებაში ეს წარმონაქმნი „ჩაგრულთა და მჩაგვრელთა“ მრავალეროვან სახელმწიფოდ ყალიბდება. როცა წინააღმდეგობები კულმინაციას აღწევს, იწყება თანდათანობითი რღვევა და, ზოგ შემთხვევაში, კატაკლიზმური ნგრევაც. ეგ არის, უნდა გამოვაპირობოთ მთავარი: კაცობრიობის ისტორიაში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, რაც, აქვე აღვნიშნავთ, წესს ადასტურებს, არ ყოფილა იმპერია, ხუთ-ექვს საუკუნეზე მეტხანს რომ ეარსებოს. ამაზე მე ჯერ კიდევ ჩემს რომან „დათა თუთაშხიაში“ დავწერე.

დავიწყოთ იმით, რომ კაცობრიობის ისტორიაში არ არსებულა სახელმწიფო, რომელშიც მთელი ხალხი კმაყოფილი ყოფილიყო თავისი წყობილებითა და მთავრობით. მეტიც, ხალხები მზად არიან, დაამხონ თავისი მთავრობა ნებისმიერი, ცოტად თუ ბევრად, ამისთვის ხელსაყრელი ვითარებისას... ეს ისე, განზოგადების სახით.

საფიქრებელია, იმპერიათა ნგრევის უპირველესი პირობა „ბაბილონის გოდოლის“ ფაქტორია. იმპერიაში შემავალი ხალხები ერთობლივი ძალისხმევით აგებენ მნიშვნელოვან ეკონომიკას, ინტელექტუალურ ფასეულობებს ქმნიან, მაგრამ განვითარების გარკვეულ საფეხურზე ისინი კარგავენ „ერთმანეთის ენის“ გაგების უნარს, ანუ მათი სოციალურ-პოლიტიკური ინტერესები მძაფრ წინააღმდეგობაში მოდიან და ყველაფერი ერთად თავს ეცემა დამაარსებელ ერს, ანუ იმპერიულ წყობილებას. ჩვეულებრივად, მრავალეროვანი სახელმწიფოს დედაქალაქი, დიდი დასახლებები და, გარკვეულწილად, ცალკეული რეგიონებიც, დასახლებული არის შერეული სისხლის მასებით, რაც იმპერიულ ერთან ხანგრძლივი თანაარსებობის შედეგია. მოსახლეობის ეს ნაწილი აბსოლუტურად მოკლებულია იმპერიული პატრიოტიზმის გრძნობას და გადამწყვეტ ვითარებაში იმპერიის მოწინააღმდეგედ ან, უმჯობეს შემთხვევაში, ინდიფერენტულ ფაქტორად გვევლინება.

მიუხედავად მწვავე წინააღმდეგობებისა, იმპერია მაინც დგას, სანამ მპყრობელ ერს სამხედრო უძლეველობის, დაუმარცხებლობის რწმენა გააჩნია, რაც პირველი სერიოზული დამარცხებისთანავე სუსტდება და სრულიად ქარწყლდება რამდენიმე სამხედრო მარცხის შედეგად. ესეც, ძირითადად, „ბაბილონის გოდოლის“ კომპლექსით არის ხოლმე გამოწვეული. უძლეველობის რწმენის დაკარგვას მოსდევს იმპერიული ამბიცია, სამხედრო ავანტიურებით აღადგინოს ველიკოდერჟავული სული ადამიანებში, ხალხებში და ეს თითქმის ყოველთვის კიდევ მარცხით მთავრდება, რადგან, როგორც წესი, მუშტი-კრივზე სუსტი იწევს და არა ძლიერი. აქ მართებულია, აღინიშნოს, თუ როგორ მოინადირებიან იმპერიები. როგორ და, რაზედაც მაიმუნის მონადირების ცნობილი ხერხია დაფუძნებული: ქოქოსში კეთდება მცირე რამ ნახვრეტი, შიგ ჩაიდება გაფხეკილი სურნელოვანი სტაფილოს ნაჭერი. სურნელებით მიტყუებული მაიმუნი ხელს ჰყოფს ნახვრეტში, ჩაბღუჯავს სტაფილოს ნაჭერს, მაგრამ ძლივსძლივობით ჩატეული ხელი, მუშტად შეკრული, ზემოთ ვეღარ ამოდის. ქოქოსი მკვიდრად არის დაბმული, მაიმუნს მუშტის გაშლა აზრადაც არ მოსდის - მოიპოვა! ამის შემდეგ მონადირეს აუღელვებლად მიჰყავს მაიმუნი. „ჩაჭიდების რეფლექსმა“ იმუშავა!

მოვიყვანე ჩემთვის ცნობილი თუ მოფიქრებული მიზეზები იმპერიათა რღვევისა, რის ვადაც ხუთი-ექვსი საუკუნე დავასახელეთ. ახლა გამონაკლისებისაც ვთქვათ, რაც იქვე წესის დადასტურებადაც ვაღიარეთ, მაგრამ აღვნიშნოთ ამ გამონაკლისთა მიზეზებიც ბიზანტიისა და რუსეთის იმპერიების მაგალითზე. ბიზანტიის იმპერიამ ათას წელზე გაცილებით მეტი ხნის მანძილზე იარსება და არა, ვთქვათ, ხუთასი თუ ექვსასი წლის ფარგლებში, როგორც მისმა ანალოგებმა. ვფიქრობ, ეს იმით უნდა აიხსნებოდეს, რომ ბიზანტია იდეოლოგიის, კერძოდ, მართლმადიდებლური სარწმუნოების ემისიონერი იყო, ანუ თავისი ისტირიული ფუნქციის რეალიზაციას ახდენდა, მაგრამ კონსტანტინოპოლის დაცემამდეც კი მისი ხსენებული ფუნქცია რუსეთს ჰქონდა მითვისებული ჩრდილოეთში და წინა აღმოსავლეთში - საქართველოს. ბიზანტიის იმპერია კატაკლიზმურად არ დაღუპულა, როგორც ამას ავტორთა უმრავლესობა ქადაგებს, არამედ სიბერით მოკვდა, სულიერი ფუნქციის დაკარგვის გამო მიიცვალა.

რუსეთის შემთხვევაში საქმე რამდენადმე განსხვავებულია. ლენინმა, ეჭვს გარეშეა, იცოდა რუსეთის იმპერიის კანონზომიერი დაშლის აუცილებლობა. მან იცოდა ისიც, რომ რღვევისა და დანაწევრების პროცესის გადავადება, ახალი იმპერიის მხოლოდ რომელიმე ახალი იდეოლიგიით დატვირთვით, მისთვის ემისიონერის ფუნქციის მინიჭებით იყო შესაძლებელი და აკი ჩაუდო კიდევაც ჯიბეში რუსებს და არარუსებს „მარქსისტულ-ლენინური“ იდეოლოგია, საწერ მაგიდაზე შეთხზული მოძღვრება. ამ იდეოლოგიას იმთავითვე ეტყობოდა, რომ ფუჭი იყო და მისმა ავტორმა აკი დაიზღვია კიდევაც თავი იმით, რომ ვითომდა სხვათაშორის სთქვა, - თუ კომუნისტურ საზოგადოებას ვერ შევქმნით, ამოსავალ პოზიციაზე ანუ კაპიტალიზმზე დაბრუნებაში ხომ ხელს ვერაფერი შეგვიშლისო? სახელდობრ, ამას საქმობენ დღევანდელი რუსეთის იმპერიის მამები და სრულიად უგულვებელჰყოფენ იმ გარემოებას, რომ ქოქოსის კაკლში აქვთ შეკრული მუშტი. რუსეთის იმპერიის ფინალი ისეთივე იქნება, როგორიც სხვა იმპერიებისა იყო. მგონია, თითქმის დარწმუნებული ვარ, ფინალს დღევანდელი ახალი თაობა მოესწრება.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
jevrie
პოსტი Mar 24 2008, 12:39 AM
პოსტი #100


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 31
რეგისტრ.: 16-July 07
წევრი № 2,475



...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

14 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 07:55 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი