IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> იესოს ლოცვის შესახებ, წმ. მამათა დარიგებები
subterranean
პოსტი May 11 2009, 12:38 AM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,908
რეგისტრ.: 21-September 07
წევრი № 2,804



ციტატა(წახწახა @ Jul 23 2008, 01:12 PM) *

გულით კითხვა რაარის არ ვიცი მაგრამ მმ ლოცვის კითხვის დროს ხანდახან ვერ ვახერხებ აზრების მოკრებას მარა როცა ვახერხებ ცრემლები მომდის ხოლმე ხანდახან თითქოს ბედნიერებისგან თუ არ ვიცი რა არის wacko.gif და მერე ვფიქრობ რა მჭირს მეთქი ხო არ გავგიჟდიი... კიდევ თავს რაღაც ძალიან კარგად ვგრძნობ ასევე ლოცვის დროს თუ ვუკვირდები სიტყვებს...

გენაცვალე, რა საყვარელი ხარ :>
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shavlegi
პოსტი Jun 23 2010, 02:00 PM
პოსტი #22


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 117
რეგისტრ.: 7-July 09
წევრი № 7,229



პირადად მე იესოს ლოცვით შევიყვარე მაცხოვარი სულით და გულით smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 23 2010, 02:29 PM
პოსტი #23


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,893
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მორწმუნე ადამიანმა ცუდი ფიქრის დროს გულში იესოს ლოცვა უნდა თქვას.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Jan 26 2011, 04:45 PM
პოსტი #24


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



ეს მასალა შემოქმედის ეპარქიის საიტზე ვნახე, www.shemoqmedi.ge

უხილავი ბრძოლა
იესოს ლოცვის შესახებ

იყვნენ და არიან კიდეც ისეთი მლოცველები, ერთ მოკლე ლოცვას რომ შეიყვარებდნენ და განუწყვეტლივ იმეორებდნენ. წმიდა კასიანე ამბობს, რომ მის დროს ეგვიპტეში ჩვეულებრივ ყველა იმეორებდა 69-ე ფსალმუნის სიტყვებს: ღმერთო შეწევნასა ჩემსა მომხედენ, უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე. წმიდა იოანიკეს შესახებ კი წერენ, რომ ის მუდმივად იმეორებდა ამგვარ ლოცვას: სასოებად ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სულიწმიდა. ამავე ლოცვას ურთავდა ის თავისი ლოცვითი კანონის - 30 ფსალმუნის თითოეულ ტაეპსაც. სხვა მოუკლებლად ლოცულობდა ამ სიტყვებით: მე, როგორც კაცმა, შეგცოდე, შენ, როგორც ღმერთმა, შემიწყალე. სხვა განსხვავებულ ლოცვას ირჩევდა. უძველესი დროიდან ბევრი ლოცულობდა ასე: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. ამის შესახებ აღნიშნავენ წმიდა ეფრემი, წმიდა იოანე ოქროპირი, წმიდა ისააკ ასური, წმიდა ისიქი, წმიდა ბარსანუფი და იოანე, წმიდა იოანე კიბისაღმწერელი. შემდგომში ეს ლოცვა ფართოდ გავრცელდა და საეკლესიო წესდებაშიც დამკვიდრდა, რომლის მიხედვითაც იესოს ლოცვას ყველა საშინაო ლოცვისა და საეკლესიო მსახურების ნაცვლად აღასრულებდნენ. ჩვენშიც მოკლე ლოცვებიდან უპირატესად ეს ლოცვაა დამკვიდრებული. ეცადე, შენც შეეჩვიო.

ამ ლოცვას იესოს ლოცვა ეწოდება, რადგან უფალ იესო ქრისტეს მიემართება და, როგორც ყველა მოკლე ლოცვა, სიტყვიერი შემადგენლობისაა. ლოცვა გონიერი ანუ შინაგანია, როდესაც არა მარტო სიტყვით წარმოითქმის, არამედ გონებითაც და გულითაც, შინაარსის სრული გააზრებითა და შეგრძნებით. ხანგრძლივი და ყურადღებიანი ლოცვის შედეგად გონება და გრძნობა ისე შეერწყმის სულის მოძრაობას, რომ შინაგანად ისინი ერთდებიან, სიტყვები კი თითქოს აღარც არსებობს. ნებისმიერი მოკლე ლოცვა შეიძლება ასეთ სიმაღლემდე ავიდეს. იესოს ლოცვას იმიტომ ენიჭება უპირატესობა, რომ ის სულით ეთანხმება უფალ იესო ქრისტეს, რომელიც ერთადერთი კარია ღმერთთან ურთიერთობისა, რის მოპოვებასაც ლოცვით ვესწრაფვით. თავად უფალმა ბრძანა: ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემს მიერ (იოან. 14,6). ამიტომ ვინც ამ ლოცვას მოიხვეჭს, განხორციელებული უფლის ძალმოსილებასაც ითვისებს. სწორედ ამაშია ჩვენი ხსნა. ამიტომ ბუნებრივია, არ გაგვიკვირდება იმ მოშურნეთა ღვაწლი, რომლებიც თავდაუზოგავად იღვწოდნენ, რომ ამ ლოცვას დაუფლებოდნენ და მისით ძალა შეეძინათ. შენც მათ მიბაძე.

იესოს ლოცვის დაუფლება გარეგნულად ბაგეებით ლოცვის განუწყვეტელ განმეორებას ნიშნავს. შინაგანად კი - გონების, ყურადღების გულში მოკრებას და მუდმივად უფლის წინაშე მყოფობას, რასაც თან ახლავს განსხვავებული ხარისხის გულის სითბო, მხურვალება, ყველა სხვა გულისწადილის განდევნა და მდაბალი და შემუსვრილი მინდობა მაცხოვრისადმი. დასაწყისისათვის რაც შეიძლება ხშირად უნდა ვიმეოროთ ეს ლოცვა მთელი გულისყურით. ხშირი განმეორება გონებას თავს მოუკრებს ღვთის წინაშე. ასეთი განწყობის შინაგან დამკვიდრებას თან ახლავს გულის სითბო და არა მარტო უბრალო, არამედ ვნებიანი გულისსიტყვების განდევნაც. როდესაც გულში ღვთისადმი მიზიდულობის ჩაუქრობელი ცეცხლი აინთება, მასთან ერთად გამეფდება გულის სიმშვიდე და გონებითი, შემუსვრილი, მორჩილი სასოება უფლისადმი. აი, აქამდე მიაღწევს ჩვენი შრომა ღვთის მადლის შემწეობით. რაც უფრო წარმატებულია ლოცვა, მით მეტია მადლის ზემოქმედება, მით მეტია ღვთის შემწეობა. წმიდა მამები მხოლოდ იმიტომ საუბრობენ ამის შესახებ, რომ მათ, ვინც განსაზღვრულ სიმაღლეს მიაღწიეს, არ იფიქრონ, სასურველი აღარაფერი დამრჩენიაო და, არ იოცნებოს, უკვე სულიერებისა და მლოცველობის მწვერვალზე ვიმყოფებიო.

მაშ ასე, თავდაპირველად რაც შეიძლება ხშირად იმეორე იესოს ლოცვა, ვიდრე მუდმივად მის წამოთქმას არ შეეჩვევი. გირჩევ, ასე მოიქცე:

1) შენს ლოცვით კანონში გარკვეული ადგილი დაუთმე იესოს ლოცვასაც. რამდენჯერმე წარმოთქვი იგი კანონის დაწყებამდე და დასრულების შემდეგაც. გულმოდგინება გამოიჩინე და ყოველი ლოცვის შემდეგ გაიმეორე იესოს ლოცვა, ისევე, როგორც წმიდა იოანიკე დიდი აკეთებდა, რომელიც ფსალმუნის ყოველი ტაეპის შემდეგ იმეორებდა: სასოეაბდ ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სული წმიდა.

2) როგორ და რა ოდენობით წარმოთქვა იესოს ლოცვა, ეს თავად, ანდა სულიერი მოძღვრის რჩევით განსაზღვრე. დასაწყისში ბევრს ნუ ეცდები, ხოლო როდესაც ლოცვა გაგიტკბება, ცოტათი გაზარდე მისი რაოდენობა. თუ ლოცვის განმეორების სურვილი გაგიჩნდება, ასეც მოიქეცი, მაგრამ კანონად ნუ გაიხდი, მხოლოდ სურვილის შემთხვევაში გაიმეორე. და რამდენჯერად გული მოგთხოვს, იმდენჯერ დაემორჩილე.

3) სწრაფად ნუ მიაყოლებ ლოცვას ერთიმეორეს. ლოცვის სიტყევბი ზომიერი დაყოვნებით წარმოთქვი, ისე, როგორც ლაპარაკობენ მნიშვნელოვანი პიროვნების წინაშე, როდესაც რაიმე სთხოვენ. მაგრამ მხოლოდ სიტყვებზე ნუ იზრუნებ, მეტწილად შეეცადე, გონება გულში, უფლის წინაშე მყოფობდეს, ილოცე ღვთის დიდებულების, მადლმოსილებისა და სამართლიანობის სრული შეგნებით.

4) თუ საშუალება გაქვს, შეისვენე ლოცვებს შორის, შეჩერდი და რამდენჯერმე წარმოთქვი იესოს ლოცვა. ხოლო თუ ამას ვერ შეძლებ, მაშინ შინაგანად იმეორე ეს ლოცვა, ყველგან და ყოველთვის, რაიმეს კეთებისას თუ საუბრისას.

5) ლოცვა წარმოთქვი კანონის შესრულებისას ან მის გარეშე. მიიღე ლოცვითი მდგომარეობა და ყოველი ლოცვის წარმოთქმისას ქედი მოიდრიკე - ათჯერ წელამდე, შემდეგ მიწამდე, ვიდრე დაასრულებდე. ალბათ, გსმენია ან წაგიკითხავს, რომ წმიდა მამები საკუთარ ლოცვით კანონს უთვალავი მუხლმოდრეკით აღასრულებდნენ. ერთ-ერთი მათგანი ამბობს: საკმარისი არაა ლოცვა, თუ ადამიანი სხეულსაც არ გარჯის მუხლმოდრეკით. თუ შეძლებისდაგვარად შენც ასე მოიქცევი, მალე შეამჩნევ, როგორ დადებითად მოქმედებს ეს ღვაწლი იესოს ლოცვის დაუფლებაზე.

6) სხვა სწავლანი, მითითებები და გაფრთხილებები იესოს ლოცვის შესახებ შეგიძლია ფილოკალიის კრებულში, სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის, გრიგოლ სინელის, ნიკიფორე მონაზონის, ეგნატესა და კალისტეს შრომებში წაიკითხო. შინაგანი ლოცვის შესახებ ვინც კი წერს, ყველა წმიდა მამის რჩევა შეიძლება გამოგადგეს იესოს ლოცვის შესწავლისას. მათ გაკვეთილებში შეხვდები მითითებებს, თუ როგორ უნდა იჯდე, როგორ გეჭიროს თავი და როგორ ისუნთქო, ეს ხერხები, როგორც წმიდა ეგნატე და კალისტე ამბობენ, მხოლოდ გარეგნული საშუალებებია, რომლებიც ყოველთვის აუცილებელი არაა და არც ყველას გამოადგება. შენთვის მთავარია, გულში ყურადღებამოკრებილი ღვთის წინაშე იდგე და სიმდაბლითა და მოწიწებით წარმოთქვამდე იესოს ლოცვას; მუხლს იდრეკდე, როდესაც კანონს ასრულებ, ხოლო თუ საქმიანობ, შინაგანად მიეახლებოდე უფალს.

7) გახსოვდეს, ყურადღება გულში უნდა მოიკრიბო, მკერდის შიგნით; როგორც წმიდა მამები ამბობენ, მარცხენა მკერდის ოდნავ ზემოთ, და იქ იმეორო იესოს ლოცვა. როდესაც დაძაბულობისაგან გული შეგეკუმშება, ისე მოიქეცი, როგორც ნიკიფორე ბერი გვირჩევს: ყურადღება და ლოცვა იმ ადგილიდან სხვაგან გადაანაცვლე, სადაც, ჩვეულებრივ, საკუთარ თავს ვესაუბრებით - მკერდს ზემოთ, ხორხის ქვეშ. შემდეგ კვლავ მარცხენა მკერდის არეს დაუბრუნდი. ნუ ითაკილებ ამ რჩევას, რაც უნდა უბრალო და ნაკლებსულიერი გეჩვენოს.

8) წმიდა მამები ბევრს გვაფრთხილებენ. მათ არასწორი მოქმედების შედეგად დიდი გამოცდილება შეიძინეს. შეცდომებს რომ თავი აარიდო, სულიერ მოძღვარს ან თანამოაზრეს ჰკითხე რჩევა და შენი ღვაწლის შესახებ ყველაფერი გაუმხილე. ყოველთვის უდიდესი უბრალოებით, მორჩილებითა და სიმდაბლით იმოქმედე და წარმატებას საკუთარ თავს ნუ მიაწერ. იცოდე, ნამდვილი წარმატება შიგნიდან მოდის, შეუმჩნევლად, სწორედ ისე, როგორც სხეული იზრდება. როდესაც შიგნით დაიბადება შეძახილი: აი, ისიც, წარმატება! - იცოდე, მტრის შეძახილია და სიცრუეს სინამდვილედ გაჩვენებს. ეს ხიბლის დასაწყისია. მყის ჩაახშე იგი. სხვაგვარად ის საყვირივით აყვირდება და შენს თავზე დიდ წარმოდგენას უფრო გაგიძლიერებს.

9) ნუ განსაზღვრავ დროს, რომელიც იესოს ლოცვაში წარსამატებლადაა საჭირო. მხოლოდ განუწყვეტლივ იშრომე. თვეები და წლები გავა, ვიდრე წარმატების სუსტ ჩანასახს იხილავდე. ერთ-ერთი ათონელი მამა ამბობდა, რომ მხოლოდ ორი წლის შრომის შემდეგ იგრძნო გულში სითბო. სხვას რვა თვის შემდეგ ეწვია ასეთი მდგომარეობა. ამას ყველა საკუთარი ძალებისა და საქმისადმი გულმოდგინების მიხედვით განიცდის.

ლოცვაში წარსამატებლად ხელშემწყობი საშუალებები

თუ ლოცვაში წარმატების მიღწევა გსურს, ყველაფერი იღონე, რათა მეორე ხელით არ დაანგრიო პირველის მიერ შექმნილი.

1) სხეულს საზრდელით, ძილით, მოსვენებით ნუ გაანებივრებ. არაფერი მისცე მხოლოდ იმიტომ, რომ ამის სურვილი აქვს. გაიხსენე წმიდა მოციქულის შეგონება: ხორცისთვის ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად (რომ. 13,14), ნუ მოასვენებ ხორცს.

2) გარეგნული ურთიერთობები დროებით, ლოცვის დაუფლებამდე, აუცილებლობამდე შეზღუდე. შემდეგში შენში ამოქმედებული ლოცვა თავად გიჩვენებს, რა შეიძლება შეამატო ზიანის გარეშე. განსაკუთრებით დაიცავი გრძნობები, მათგან კი თვალები და სმენა, შებორკე ენაც. უამისოდ ნაბიჯითაც ვერ წაიწევ წინ. როგორაც სანთელი ქრება წვიმასა და ქარში, ასევე ლოცვა ვერ ინარჩუნებს მხურვალებას გარედან შთაბეჭდილებების მოძალებისას.

3) ლოცვის შემდეგ მთელი თავისუფალი დრო კითხვასა და გააზრებას მოანდომე. საკითხავად შეარჩიე წიგნები, სადაც ლოცვისა და სულიერი ცხოვრების შესახებაა მოთხრობილი. იფიქრე მხოლოდ ღმერთზე, ღვთაებრივ საგნებსა და მეტწილად კი ჩვენი ხსნისთვის განხორციელებულ მაცხოვარზე, უფრო ხშირად უფლის ვნებებსა და ჯვარცმაზე. თუ ასე მოიქცევი, ღვთაებრივი ნათლის ზღვაში ჩაიძირები. ამას თან დაურთე ეკლესიაში სიარული, როცა კი შესაძლებლობა გექნება. ტაძარში ყოფნის დროსაც ლოცვის ღრუბლით დაიფარები. წარმოიდგინე, რა იქნება, თუ მთელს მსახურებას ჭეშმარიტი ლოცვითი განწყობილებით ჩაამთავრებ?

4) უწყოდე, ზოგადად ქრისტიანულ ცხოვრებაში წარმატების გარეშე ლოცვაში ვერ წარემატები. სულს არც ერთი მოუნანიებელი ცოდვა არ უნდა ამძიმებდეს. და თუ ლოცვისას ისეთ რაიმეს ჩაიდენ, რაც სინდისს დაგიმძიმებს, ისწრაფე, სინანულით განიწმინდო, რათა ღვთის წინაშე კადნიერად წარდგომა შეგეძლოს. მუდმივად გულშემუსვრილი იყავი. ხელიდან ნუ გაუშვებ სიკეთის ქმნის შემთხვევას, ანდა კეთილგანწყობის, სიმდაბლის, მორჩილებისა და საკუთარი ნების მოკვეთის შესაძლებლობას. თავისთავად იგულისხმება, რომ სული ცხონებისადმი მოშურნეობით უნდა გქონდეს აღვსილი და ჩაუქრობლად ენთოს. ეს სურვილი უნდა იყოს ყოველივეს მამოძრავებელი და ღვთის შიში და მტკიცე სასოება ახლდეს თან.

5) ამგვარად მომართულმა იღვაწე. ხან მზა, ხან საკუთარი, ხანაც მოკლე ან იესოს ლოცვით ილოცე. ხელიდან ნუ გაუშვებ შესაძლებლობას, რაც ამ ღვაწლში წაგადგება და, მოიპოვებ, რასაც ეძებ. მაკარი ეგვიპტელის სიტყვებს შეგახსენებ: დაინახავს ღმერთი შენს ლოცვით ღვაწლს, რომ გულწრფელად გსურს წარმატება და მოგანიჭებს ლოცვას. გახსოვდეს, მართალია, საკუთარი ძალებით აღსრულებული და მოპოვებული ლოცვა ღვთისთვის სათნოა, მაგრამ ჭეშმარიტი ლოცვა, რომელიც გულში მკვიდრდება და მისგან განუშორებელი ხდება, ღვთიური ძღვენი და ღვთის მადლისმიერია. ამიტომ როდესაც სხვა რაიმეზე ლოცულობ, არ დაივიწყო ღვთისგან ლოცვის მონიჭებაც გამოითხოვო.

6) მოგითხრობ, რაც ერთი ღვთისმოყვარე ადამიანისგან მსმენია: „მთლად წესიერად არ ვცხოვრობდი. მაგრამ უფალმა შემიწყალა და სინანულის სული მომმადლა. ეს მარხვის დროს მოხდა. მთელი ძალით ვცდილობდი გამოსწორებას. აღსარების წინ დიდხანს ვლოცულობდი ღვთისმშობლის ხატის წინ, ძალას და სიმტკიცეს შევთხოვდი მას. აღსარებისას ყველაფერი გულახდილად ვთქვი. სულიერ მოძღვარს არაფერი უთქვამს ჩემთვის, მაგრამ როდესაც შენდობის ლოცვა წარმოთქვა, გულში ტკბილმა ცეცხლოვანმა ტალღამ დამიარა. საოცრად სასიამოვნო გრძნობა იყო. ეს ცეცხლი გულში ჩამრჩა, მეგონა ვიღაცას ეკავა ჩემი გული. იმ დღიდან სულ ვლოცულობდი. გულისყური იქ მქონდა, იმ გრძნობასთან და ვცდილობდი, არ დამეკარგა ეს განწყობა. და უფალი შემეწია. იესოს ლოცვის შესახებ არაფერი მსმენოდა. როდესაც შევიტყე, მივხვდი, ჩემში არსებული იყო სწორედ ის, რის მოპოვებასაც ამ ლოცვით ცდილობენ“. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ მიხვდე, რას ვეძიებთ ლოცვითი ღვაწლით და როგორ უნდა გავიგოთ, როდესაც მიზანი მიღწეულია.

7) ყველაფერთან ერთად წმიდა გრიგოლ სინელის სიტყვებიც გაითვალისწინე (ფილოკალია, 1 ნაწ. გვ.112): „მადლი ჩვენში ნათლისღებიდან მკვიდრობს, მაგრამ ჩვენი უყურადღებობის, ამაოებისა და გამოუსწორებლობის გამო ითრგუნება და მარცვალივით მიწით იფარება. როდესაც მოშურნეობით აღვსილი ადამიანი გამოსწორებას ცდილობს, მან მთელი ძალისხმევა უნდა მოახმაროს ამ მადლიანი ნიჭის აღდგენას. ეს ორნაირად ხდება: პირველ რიგში იგი მცნებათა მუდმივი აღსრულებით გამოვლინდება. რამდენადაც პიროვნება წარემატება ამ გზაზე, იმდენადვე მადლიც ბრწყინვალებას ავლენს. მადლის გარდამოსვლის მეორე საშუალება მოუკლებელი ლოცვის მეშვეობით იესო ქრისტეს სახელის მოხმობაა. პირველი საშუალება ძლიერია, მაგრამ მეორე უძლიერესია. პირველიც და მეორეც იძენს ძალმოსილებას, თუ გულწრფელად გვსურს ჩვენში დაფარული მადლის თესლის აღმოცენება. ვეცადოთ, მალე დავეუფლოთ იესოს ლოცვას და მუდამ გულით ვატარებდეთ. უჩინრად, წარმოსახვის გარეშე, ვიდრე გულს არ გაგვითბობს და უფლის გამოუთქმელი სიყვარულით არ აღგვანთებს“. აქ ყველაფერია ნათქვამი, რაზედაც მე-4 პუნქტში უკვე ვისაუბრეთ.

ლოცვის მნიშვნელობა უხილავ ბრძოლაში

შენს ყურადღებას მეტწილად იმისკენ მივაპყრობდი, თუ როგორ ავიყვანოთ ლოცვა მისთვის დამახასიათებელ სიმაღლემდე. შეიძლება უცნაურად გეჩვენოს, რომ უხილავ ბრძოლაზე საუბრისას, როდესაც გსურს, შეიტყო, რამდენად შეგვეწევა მასში ლოცვა, უმეტესად ისმენ იმას, თუ როგორ ვაქციოთ ჩვენი ლოცვა ჭეშმარიტად. ნუ გაიკვირვებ. როდესაც ლოცვა გულში დამკვიდრდება და განუწყვეტლივ აღევლინება, იგი ყველაზე ძლევამოსილ იარაღად იქცევა ჩვენს უხილავ ბრძოლაში. ამ წუთიდან ის სულის შეუღწეველ, განუმსჭვალავ, გადაულახავ ზღუდედ აღიმართება, რომელიც არც მტრის ისრებს იკარებს, არც ხორციელ ვნებებს, არც ამსოფლიურ ხიბლსა და ცდუნებას. გულში ლოცვის არსებობა უკვე თავისთავად შეწყვეტს უხილავ ბრძოლას. ამიტომაც უნდა იჩქარო გულში ლოცვის დანერგვა და იზრუნო, რომ იგი მუდმივად ცოცხლობდეს და მოძრაობდეს. ეს იგივეა, რომ გითხრან: ასე მოიქეცი და უბრძოლველად გაიმარჯვებო.

ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ვიდრე შენი ლოცვა ძალმოსილებას შეიძენს, მტერი არ მოგასვენებს და ყოველ წუთს ბრძოლა მოგიწევს. დაგეხმარება ამ დროს ლოცვა თუ არა? - რა თქმა უნდა, და უფრო მეტადაც, ვიდრე სულიერი ბრძოლის ყველა სხვა იარაღი. ლოცვა ყოველთვის მოიზიდავს ღვთის შემწეობას და ღვთაებრივი ძალა მტერს უკუაგდებს. მთავარია, იგი გულმოდგინე და ღვთის ნებას მინდობილი იყოს. ლოცვის ადგილი ორთაბრძოლის დასაწყისშივეა. აი, როგორ ხდება ყველაფერი: როდესაც შიგნით ვნებიანი გულისთქმა ან ვნებათა მოძრაობა იჩენს თავს და ყურადღება, როგორც ფხიზელი დარაჯი, მტრის მოახლოებას და მის ისრებს იგრძნობს, სულის ცხონების მოშურნე მტრის ბოროტ სურვილს გაიაზრებს და ძალების დაძაბვით დაუნანებლად განდევნის გულისთქმებსა და ვნებებს. ამავე დროს შინაგანად ლოცვით მოუხმობს უფალს და შემწეობას სთხოვს. შემწეობაც არ იგვიანებს, მტერი გაიფანტება და ბრძოლა ნელდება.

წმიდა იოანე კიბისაღმწერელი პირადი მაგალითის ჩვენებით ცდილობს ზუსტად აღწეროს ეს ბრძოლა: „მე ვგავარ ადამიანს, რომელიც დიდი ხის ქვეშ ზის და ხედავს, რომ უამრავი მხეცი და ქვეწარმავალი უახლოვდება. მას არ შეუძლია გაუმკლავდეს მათს თავდასხმას, ამიტომ სასწრაფოთ ხეზე ძვრება და თავს შველის. მეც ასე ვარ. ვზივარ კელიაში და ვხედავ ჩემს წინააღმდეგ აღძრულ ბოროტ გულისსიტყვებს. მათთვის წინააღმდეგობის გასაწევად ძალა არ მყოფნის, ამიტომ ლოცვით მივმართავ უფალს და თავს ვიხსნი მტერთაგან“.

წმიდა ისიქი თავის სიტყვაში სიფხიზლისა და ლოცვის შესახებ წერს: „მახვილი და დაძაბული გონებრივი მზერით უნდა იყურო შენს შიგნით, რათა შეიცნო შემომსვლელნი. როდესაც შეიცნობ, მყისვე შემუსრე გველის თავი და სულთქმით შეჰღაღადე იესო ქრისტეს. მაშინ ღვთის უხილავ შემწეობას და თანადგომას მიიღებ“.

“როგორც კი ჩვენში მაცდური გულისსიტყვები მომრავლდება, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოწოდებით უნდა დავძლიოთ. მყისვე ვიხილავთ, რომ კვამლივით გაიფანტებიან ჰაერში - როგორც გამოცდილება გვასწავლის“.

“შინაგანი ბრძოლა ასე უნდა წარვმართოთ: მთავარი ყურადღებაა. როდესაც ბოროტ გულისსიტყვას შევამჩნევთ, მაშინვე გულიდან წამოსული მრისხანება მივმართოთ მის წინააღმდეგ. შემდეგ ვილოცოთ და გულში იესო ქრისტეს მოვუწოდოთ. ასე გაიფანტება ეს დემონური აჩრდილი, და გონებაც ოცნებას არ გაჰყვება, როგორც მოხიბლული ბავშვი დახელოვნებულ ჯამბაზს“.

“მდუმარება გზას უღობავს გულისსიტყვებს, იესო ქრისტეს სახელის მოხმობა კი გულიდან განაგდებს მათ. როგორც კი სულში რაიმე გრძნობადი საგნის წარმოდგენა წარმოიშობა, ჩვენი შეურაცხმყოფელი პიროვნებისა იქნება თუ ქალური სილამაზისა, ოქრო-ვერცხლისა თუ ყველასი ერთად, ცხადია, ჩვენი გული ამ ოცნებამდე ბოროტმეხსიერების, სიძვის, ველცხლისმოყვარების სულმა მიიყვანა. თუ ჩვენი გონება გამოცდილი და განსწავლულია, იცის, როგორ დაიცვას თავი მტრის თავდასხმებისგან და ნათლად ხედავს ბოროტის მაცდუნებელ ოცნებებსა და ხიბლს, მდუმარებითა და იესოს ლოცვით ადვილად მოიგერიებს სატანის ისრებს; ვნებიან ოცნებას საშუალებას არ მისცემს, ჩვენი გულისთქმები აიყოლიოს, ხოლო გულისთქმებს - თანხმიერება ჰპოვოს მასთან ანდა მეგობრულად ესაუბროს და აზრები განავრცოს. ამას კი აუცილებლად ცუდი საქმეც მოჰყვება, ისევე, როგორც ღამე მოჰყვება დღეს“.

ბევრ ასეთ შეგონებას იხილავთ წმიდა ისიქისთან. აქვე შეხვდები უხილავი ბრძოლის სრულ აღწერასაც. გირჩევდი, ხშირად გადაგეკითხა მისი სიტყვა სიფხიზლისა და ლოცვის შესახებ.



თუ ვინმეს გაქვთ კიდევ მასალა დადეთ რა.


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Jan 26 2011, 05:09 PM
პოსტი #25


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



orthodox-georgia
აი გავაგრძელე შენს საქმეს :
kiss1.gif

ლოცვის სრულყოფილება მიაღწევს სათნოების სხვა გამოვლინებებთან ერთად

თუ ლოცვას დაუდევრად მოვექცევით, ვერასოდეს მივაღწევთ წარმატებას. გვახსოვდეს, რომ ლოცვა სრულყოფილი არაა, თუ მასთან ერთად სხვა სათნოებები არ გაგვაჩნია. ნებისმიერ სათნოების დახვეწასთან ერთად ლოცვა სრულყოფილი ხდება. მთავარი არსია: ღვთის შიში, უბიწოება, თავმდაბლობა, გულის შემუსვრილობა, ხორცის მოკვდინება, მოთმინება, სიყვარული... როცა მას მივაღწევთ, ჩვენში სათნოება იზრდება და მასთან ერთად ლოცვაც.

გვეძლევა საიდუმლოს მეშვეობით

ნამდვილი გულითადი ლოცვა მადლის წყალობაა, რომელიც აღსარებისა და ზიარების საიდუმლოს მეშვეობით გვეძლევა. იმას რასაც მადლი გვაძლევს, ჩვენი შრომა ვერასოდეს ვერ მოგვცემს. შრომა მხოლოდ მადლის მისაღებად გვამზადებს და როცა ეს მადლი გვებოძება, მეტად მივეახლებით უფალს.

რომელი წესი ავირჩიოთ?

ზოგადი რჩევები

ლოცვის შენ წესში, იესოს ლოცვას მიუჩინეთ განსაკუთრებული ადგილი. ის რამდენიმეჯერ აღავლინე ლოცვამდე და ლოცვის შემდეგ. თუ ბეჯითი ხარ ყოველი ლოცვის შემდეგ აკეთე იგივე...
როდის რამდენჯერ უნდა აღავლინო ლოცვა თვითონ განსაჯე, ან შენს სულიერ მამას ჰკითხე. მაგრამ თავიდან ბევრს ნუ ილოცებ, თანდათანობით მიუმატე. თუ სურვილი დაგებადება, გაიმეორე ლოცვა, უარი არ უთხრა საკუთარ თავს. რამდენიც არ უნდა გთხოვოს გულმა ასეთ გამეორებაზე, უარი არ უთხრა. ლოცვების წაკითხვისას არ იჩქარო! წარმოთქვი ზომიერად, როგორც ელაპარაკებიან თანამდებობის პირს, როცა რაიმეს სთხოვენ. იზრუნე არა მხოლოდ სიტყვებზე, არამედ იმაზეც, რომ გონება და გული შეერწყას და ისე წარსდგეს ღვთის წინაშე მისი სინდისის, მადლმოსილების და ჭეშმარიტების მთელი შეგრძნებით...
იესოს ლოცვის აღვლენისას მიიღე მლოცველის მდგომარეობა. ლოცვის ყოველ გამეორებაზე თაყვანი ეცი უფალს: ათჯერ მცირე მეტანია, შემდეგ კი დიდი. ასე მოიქეცი ლოცვის დამთავრებამდე.
“უფრო რაზე უნდა ვიზრუნოთ, მეტანიების და ლოცვების რაოდენობაზე, თუ ყურადღებაზე?”ყურადღების გარეშე ლოცვა ლოცვა არაა. მაშასადამე, ეს არის მთავარი. ამასთანავე წესად მივიღოთ მეტანიების და ლოცვების რაოდენობა შინ შესასრულებლად. წარმატებული ლოცვისათვის საჭიროა ეკლესიაში ყველა ლოცვასა და წირვაზე დასწრება და მოწიწებით ლოცვა. კუჭს ნუ გადაიტვირთავ საკვებით, ძილსაც ზედმეტად ნუ მიეცემით. გართობაც არ დაუსვათ, უკუაგდე უჯერო სიცილი, ხუმრობა. თავი ყოველთვის ისე გეჭიროთ, თითქოს მეფის წინაშე იდგეთ. თუ საქმეს ყურადღებით მოეკიდებით, თვით საქმეს გასწავლით ბევრს. საერო წიგნებს ნუ წაიკითხავთ. იქ თქვენთვის ბევრი გამოუსადეგარი რჩევაა, რომელმაც შეიძლება ხიბლში ჩაგაგდოთ. იკითხეთ წიგნი მღვიძარებასა და ლოცვებზე.

საწყისი წესი: გაკვეთილი ერთბაშად

ყურადრებით და გულისყურით იმეორე განუწყვეტლივ: უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. ყოველგვარი წარმოსახვის გარეშე იმ რწმენით, რომ უფალი გხედავს და ისმენს შენს ლოცვას. ამის განმტკიცებას დაუთმე დილას და საღამოს გარკვეული დრო: თხუთმეტი წუთი, ნახევარი საათი, ან მეტი, რამდენიც შეგიძლია. ამგვარად უნდა მოიქცე დილას და საღამოს ლოცვების შემდეგ. ეს იქნება ლოცვის ჩვევის ჩამოყალიბების დასაწყისი.

სხვა წესი: ცოტ ცოტა მაგრამ ხშირად

გამოყავი გარკვეული დრო დღის განმავლობაში იესოს ლოცვის აღსავლენად. სადილობამდე ორჯერ და სადილის შემდეგ ორჯერ მცირე და დიდი მეტანიებით. თქვი იესოს ლოცვა ასჯერ. ეს წესი აუცილებლად შეასრულე ყოველდღე.
ლოცვად დგომისას გახსოვდეს, რომ უფალი ახლოსაა და ესმის შენი, გხედავს და სურს მოგცეს ის, რაც შენი მაცხონებელია... წარმატების ძირითადი პირობაა შესრულების მუდმივობა.

შემდეგი წესი: ხშირად, გაორმაგებით და გასამმაგებით

სასურველია გონება ღმერთზე ფიქრით იყოს მუდმივად დაკავებული. ამის საუკეთესო საშუალებაა იესოს ლოცვის გამომუშავება. წესად მიიღეთ დღეში ორჯერ, ან სამჯერ ხატების წინ დგომა და იესოს ლოცვის მოწიწებით აღვლენა და შენს წინაშე უფლის ხილვით აღავლინე ლოცვა 100, 200, 300 ჯერ რამდენჯერაც ძალგიძს. თუ ამას გადაწყვეტ, უკან აღარ დაიხიო. მთელი დღის განმავლობასი იფიქრე ლოცვად დადგომა და ამით ღმერთიც მოგეახლება.

მხატვრულობა

სიმეონ ახალღვთისმეტყველის გონიერი ლოცვის მხატვრულად წარმართვის შესახებ... სხეულის მდგომარეობა და მოძრაობა არ არის მთავარი ეს მხოლოდ დახმარებაა. საგანგებოდ აღვნიშნავ: დაჯექი განმარტოებით, თავი დახარე, შეაჩერე სუნთქვა და გონების თვალი მიაპყარი გულს და წარმოთქვი უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე.

როგორ აღვავლინოთ იესოს ლოცვა წესის გარეშე

მთელი დღე იღვაწე ყურადღებისათვის

დილიდანვე იფიქრე უფალზე. არა მხოლოდ დილის ლოცვის დროს იდექით მის წინაშე, არამედ მთელი დღის განმავლობაში არ განეშოროთ, თან ატარეთ იესოს ტკბილი სახელი. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ვისთანაც არ უნდა საუბრობდეთ, სადაც არ უნდა მიდიოდეთ, გონებით ყოველთვის იყავით უფალთან. თუ გონება გაგეფანთოთ ისევ მიუბრუნდით უფალს და შემუსვრილი გულით თავი გაიკიცხეთ... და ასე გააგრძელეთ... სწორედ ეს არის ყურადღების ღვაწლი.

არ არის აუცილებელი იესოს ლოცვის განუწყვეტლივ გამეორება

თუ ხელსაქმის დროს გაგიჩნდებათ ლოცვის სურვილი, ეს ღვთის წყალობაა. ილოცეთ და თან იმუშავეთ. ნანობთ, რომ ვერ იმეორებთ იესოს ლოცვას? ეს არც არის სავალდებულო, მაგრამ სავალდებულოა ღვთისადმი მიმართ მუდმივი გრძნობა, რომელიც უნდა არსებობდეს თქვენში ნებისმიერი საქმიანობის დროს... და როცა თქვენ ლოცულობთ იესოს ლოცვით, გააგრძელეთ ასე საქმიანობა და ეს ლოცვა მთლიანად მოგიცავთ თქვენ.

დაე გონება გულით სულდგმულობდეს თქვენში

თქვენი ცხოვრების დიდ ნაწილს გონება წარმართავს, ხოლო გულს მხოლოდ მაშინ მიმართავთ, როცა გონებრივი შრომა წარმოშობს გარკვეულ გრძნობას. პირიქით კი უნდა იყოს, გულისმიერი ცხოვრებით უნდა იცხოვროთ და მხოლოდ სულიერი ცხოვრების მოთხოვნილების შესაბამისად თქვენი გონების საყრდენად გული უნდა აქციოთ.

როდის აღვავლინოთ ტაძარში იესოს ლოცვა და როდის საზოგადო ლოცვა

გვეკითხებიან - უნდა კი აღვავლინოთ იესოს ლოცვა ტაძარში, როცა გულში სიმშვიდეა და უშფოთველობა, გონება კი ამ ღვთაებრივ სიწყნარეში მიპყრობილია გალობისა და საკითხავებისაკენ? იცოდეთ, რომ სადაც არ უნდა იყოთ და რასაც არ უნდა აკეთებდეთ, უნდა წარსდგეთ ღვთის წინაშე და აღივსოთ მოწიწების გრძნობით. ტაძარშიც ასევე მოიქეცით. ლოცვა განამტკიცებს ღვთის მიმართ ყურადღებას და გრძნობებიც, რომლებიც ამ დროს აღიძვრება, შესაბამისად ღვთაებრივია.
ღვთისმსახურების დროს უნდა უსმინოთ წირვას. მთელი ყურადღებით იდექი იქ, სადაც იესოს ლოცვა აღევლინება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის გაუგებრად კითხულობენ ან გალობენ, მაშინ აღავლინეთ ეს ლოცვა.
როგორ მოვიქცეთ ეკლესიაში, ჩვენთვის გულში ვილოცოთ, თუ ვისმინოთ რასაც კითხულობენ და გალობენ? გააძლიერეთ თქვენი შინაგანი ლოცვა და ამასთან უსმინეთ... შინაგანი ლოცვა ღუმელია, მოსმენა კი ღუმელში შეშის შეკეთება... თუ მოსმენა ასუსტებს შინაგან ლოცვას, უმჯობესია მიენდოთ თქვენს ლოცვას, მაგრამ ლიტურგიის დროს აზრებითაც და გრძნობებითაც უნდა მივსდიოთ მსახურებას. აი, კიდევ რა უნდა გვახსოვდეს: ეკლესიაში ვიკრიბებით საერთოდ ლოცვისათვის, სადაც ყველას უნდა აერთიანებდეს ერთი აზრი, გრძნობა, სიტყვა. სხვაგვარად ვერ მივიღებთ იმას, რაც უფალმა გამოგვიცხადა, როცა ორი ან სამი ლოცულობს.

როგორ მოვიქცეთ, როცა ყურადრება გვეფანტება

გონებას ისე ვერაფრით შევაჩერებ, თუ არა გრძნობით

გონება სულ გადადის ერთი საგნიდან მეორეზე. რით ან როგორ შევაჩეროთ იგი? სხვა არაფრით, თუ არა გრძნობით. როდესაც გულში აღიძვრება რაღაც გრძნობა, იგი გონებასაც მიაჯაჭვებს ამ გრძნობის საგანს. ანუ, ვისაც სურს გონება დაუმორჩილოს ღმერთს ისე, რომ მუდმივად მასთან იყოს, უნდა გააძლიეროს ღვთის გრძნობა.
რა არის გონების გაფანტვის მიზეზი? თუ გულში ღრმა გრძნობაა უფლისა, გონებაც არ გაგეფანტება. როცა ონკანი მოშვებულია, წყალი შეუჩერებლად მოედინება, ხოლო, როცა დაკეტავ, წყალი შეწყდება: ასეა გონებაც: მასში სხვადასხვა აზრი მიედინება დაუსრულებლად დაკეტეთ და შეწყდება. სწორედ ონკანის დაკეტვას ჰგავს გულში წმინდა გრძნობების გაღვიძება და შენარჩუნება.

ღვთის ხსოვნა და შემუსვრილი გული ფიქრებს არ განაბნევს

ვიბნევი, ვინ არის დამნაშავე? ნუ იბნევით. როგორც კი შეამჩნევთ, რომ გონება გეფანტებათ, მაშინვე შეეცადეთ მის შეჩერებას. შეეჩვიეთ, გქონდეთ ღვთის და სიკვდილის ხსოვნა. ამით მიაღწევთ გულის შემუსვრილობასა და გონებაც აღარ გაგეფანტებათ.

მოუხმეთ სიფხიზლეს და საკუთარი თავის საყვედურს და ყურადღებაც აღარ გაგეფანტებათ

ჩვენი განსაცდელი ისაა, რომ გონება გვებნევა და ყურადღებაც შესაბამისად გაგეფანტება, გონებაც სადღაც დაქრის ლოცვის დროს. როგორ მოვიქცეთ? ყველა ერთს გვირჩევს: როცა გამოფხიზლდები, გულს მიენდე, გულით ილოცე, რათა გონება ისევე არ გაგეფანტოს, მაგრამ თუ მაინც მოხდება ეს, ისევ შეეცადე მოიკრიბო იგი და ასე მოიქეცი შემდეგაც. რას მივაღწევთ ამით? ვცდილობთ,მაგრამ ვერაფერს ვხვდებით. ვფიქრობ, თუ ამისთვის საკუთარ თავს ვსაყვედურობთ და ასევე ღმერთს შევსთხოვთ სიფხიზლეს, უფალი დაინახავს ჩვენს გულწრფელ მცდელობას ფხიზლად ყოფნისათვის და აუცილებლად გაიღებს ჩვენთვის მოწყალებას.

ღმერთზე ფიქრი აუცილებელია

ამბობთ არ შემიძლია მუდამ ფხიზლად ყოფნა. თუ ხან ფხიზლობთ და ხან არა, არაფერია... მაგრამ თუ თქვენი მდგომარეობა დიდიხანს გაგრძელდა, საჭიროა გაიმხნევოთ თავი ღმერთზე ფიქრით, ან რწმენის საიდუმლოებების, განსაკუთრებით: სიკვდილის, სამსჯავროს, სამოთხისა და ჯოჯოხეთის გახსენებით უნდა გააღვიძოთ გულში ღვთის შიშისა და მოკრძალების გრძნობა, რადგან მას აქვს უდიდესი აღმგზნები ძალა. ღვთის შიშის შესუსტებისგან მოდის სიზარმაცე, დაუდევრობა და მძინარობა. იესოს ლოცვის დროს ღმერთზე ფიქრი აუცილებელია. შეიძლება სახელი იესო გამუდმებით იმეორო, მაგრამ ღმერთზე სულაც არ ფიქრობდე. უფრო მეტიც თავში გიტრიალებდეს უფლისათვის მიუღებელი აზრები, ანუ ყველაფერი დამოკიდებულია ღმერთთან შეგნებულ და თავისუფალ ერთობაზე, ამის მისაღწევად განუწყვეტელ ღვაწლზე.

გამუდმებით ვინანიოთ ცოდვები

არ არის წუთი, რომ ნებსით და უნებლიეთ ჩვენი სული არ მძიმდებოდეს ცოდვებით და არ ირღვეოდეს კავშირი ჩვენსა და ღმერთს შორის. ამიტომ გამუდმებით უნდა ვინანიებდეთ ცოდვებს, რადგან სინანული განწმენდს ჩვენს სულს სიბილწისაგან.

იესოს ლოცვით მაშინვე წავშლი ცოდვის კვალს

თავში ჩვეულებრივ გვიტრიალებს სხვადასხვა გულისთქმა. ეს არ არის იმდენად ზიანის მომტანი. საშიში ის მრავალი გულისთქმებია, რომლებიც ლახვარივით იჭრებიან თქვენ გულში და ტოვებენ იქ კვალს. თავიდანვე წაშალეთ ეს კვალი იესოს ლოცვით და დაუპირისპირეთ მას საპირისპირო გრძნობა. როცა გულში შენარჩუნებულია ღვთაებრივი სითბო, ასეთი შემთხვევები იშვიათია.

ღვთის ხშირი ხსენება მოკრძალების გარეშე არ გამოიღებს სულიერ ნაყოფს

გონიერი ლოცვისას გახსოვდეთ აღანთოთ სულში ღვთის შიშის და მოკრძალების გრძნობა, ამასთანავე არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ აუცილებლად წარდგებით ღმერთის, მოწყალე მამისა და ამასთანავე მოსამართლის წინაშე. უფლის ხშირი ხსენება მოკრძალების გარეშე აჩლუნგებს ღვთის მოშიშებას და ართმევს მას იმ მხსნელ ძალას, რომლითაც ის აღჭურვილი იყო და მისი კვლავ წარმოქმნა მხოლოდ მას შეუძლია.

ძირითადი საფრთხე

ცდუნება მტრისაგან

თავიდან დიდ სიძნელეს აწყდებით, ყოველივე ხელოვნურად უაზროდ გეჩვენებათ და კიდევ უამრავი უსარგებლო აზრი იბადება თავში. ამიტომ მთავარია - იდგეთ ღვთის წინაშე, გონებისა და გულის ერთობით და ასე აგრძელებდეთ სიცოცხლის ბოლომდე. მიუძღვენით ამ საქმეს გარკვეული დრო. გაკვეთილის შესწავლის დრო დამოკიდებულია რწმენასა და სიბეჯითეზე. ნუ შესუსტდებით მართალია მრჩეველთა და ლოცვის მიმართ გაგიჩნდებათ ეჭვები, ლოცვის მიტოვების სურვილი, მისი გმობა, დაქანცულობა - სწორედ ამიტომ, რომ ეს არ არის ადვილი, ყურს ნურაფერს დაუგდებთ. ილოცეთ. მტერი ყველაზე მეტად ამ ლოცვის გმობას გვინერგავს, რადგან თქვენი ლოცვისას ცეცხლი წვავს და უკუაგდებს მას. ის ვერ დაამარცხებს იმ ადამიანს, ვის გულშიც იესოს ლოცვაა, იესოს უტკბილესი სახელი, რომელიც გამუდმებით ჟღერს თქვენს გულში, თქვენი ძალისხმევის გარეშეც განდევნის მტერს.

თავი გტკივათ

თქვენ წერდით, რომ ყურადღება თავს გატკივებთ. ეს მხოლოდ მაშინ, როცა მხოლოდ გონებით მუშაობთ, თუ მასში გულსა და სულს ჩააქსოვთ, მაშინ შრომა გაგიადვილდებათ, თავი შეგიმსუბუქდებათ და გულისთქმაც დადუმდება. გული უნდა იყოს თქვენი თავშესაფარი. როგორც კი გულისთქმა შემოგიტევთ, ნუ დაიზარებთ, მიმართეთ ამ თავშესაფარს და გულისთქმებიც მაშინვე გაიფანტება. გულშია სიცოცხლე და იქ უნდა იცხოვრო. არ გეგონოთ, რომ ეს სრულყოფილთა ხვედრია. ეს ყველასათვის მისაწვდომია, ვინც უფლის გზას ეძებს.

მხატვრულობა სახიფათოა

იესოს ლოცვის აღვლენა, როგორც ჩვენ ამას ჩვეულებრივ ვაკეთებთ, კეთილი საქმეა, ბერ-მონაზვნებისათვის ეს მოვალეობაა. და განა დააკისრებდნენ ეს რომ სახიფათო ყოფილიყო? საშიში ის მხატვრულობაა რაც მოიგონეს და დაურთეს ამ ლოცვას. ეს ზოგიერთს ხიბლში აგდებს, ზოგს კი ავხორციულ მდგომარეობაში, ამიტომაც საჭიროა მხატვრულობის აკრძალვა, ხოლო რაც შეეხება იესოს უტკბილესი სახელის წარმოთქმას, იგი ყველას უნდა ჩავუნერგოთ გულში და განვაწყოთ ამისათვის.

მცირეოდენი სითბო ბუნებისაგან

ვინ იცის რად აქციეს იესოს ლოცვა. ჰგონიათ, როგორც კი აღავლენენ, ამით ყველაფერი მიიღწევა. ეს ლოცვა მათთვის შელოცვად გადაიქცა: აღავლინე, სხეულის შესაბამისი მოძრაობაც გააკეთე და ყველაფერს მიიღებ. კიდევ დუდუნებენ, გული კი ცარიელია, გონებაც იფანტება, ის კი არა ურცხვი მოძრაობებიც ჩნდება. მათ ეს არაფრად მიაჩნიათ, თითქოს ყველაფერი ეს სრულიად მისაღები იყოს. ზოგი ამ დროს მცირეოდენ სითბოს შეიგრძნობს და იწყებს ყვირილს: აი მადლი, მადლი! ავიწყდებათ, რასაც წმინდა მამები მიუთითებენ: თუ მცირეოდენ სითბოს შეიგრძნობ, ნუ გაგიკვირდება, ეს ბუნებისაგანაა და არა მადლისაგან.

ხიბლის დასაწყისი

იცოდე, რომ ნამდვილი წარმატება მიიღწევა შენს არსებაში, შეუმჩნევლად, ეს ისევე ხდება, როგორც სხეულის ზრდა. ამიტომ, როცა შენში აღიძვრება სურვილი, წამოიძახა: აი ის! იცოდე ეს მტრის წამოძახილია, რომელიც მოჩვენებითს ნამდვილად წარმოგიდგენს. ეს ხიბლის დასაწყისია. ჩაახშვე ეს ხმა, თორემ იგი როგორც საყვირი ისე გუგუნებს შენში და თვითკმაყოფილებით გასაზრდოებს.

უთანხმოება ცოდვიანი ჩვევებისაგან

იესოს ლოცვას შეიძლება მოჰყვეს ჩვენს გულში შფოთი, თუ ამ ლოცვის აღვლენისას უარს არ იტყვით იმ ცოდვასა და იმ ცოდვიან ჩვევაზე, რომელთაც სისნდისი გმობს. ამ დროს ჩვენში ღრმა უთანხმოებაა, რომელიც გულის სიმშვიდეს გვიკარგავს, შედეგად მოჰყვება გონების დაბნელება, ცნობიერების შეშფოთება და აღრევა.

ცრუ მისტიციზმი

ჭეშმარიტად, ქრისტიანული ცხოვრება არის უფალთან ყოფნა. სიცოცხლე იდუმალია, საიდუმლოა მისი ჩასახვა, განვითარება და სრულყოფა. ამიტომ ყოველგვარი მისტიციზმი არ არის ცრუ. ცრუ მისტიციზმი წარმოიშვება ღვთისაკენ მიმავალი ჭეშმარიტი გზიდან გადახვევისას.
ცრუ მისტიციზმში გადახრას წმინდა მამები ხიბლში გადახრას უწოდებენ... ერთნი წარმოსახვებში, მეორენი კი გონებრივ ქმედებაზე რჩებიან. ჭეშმარიტ ნაბიჯს მხოლოდ ის გადადგამს, ვინც ამ სადგურების გავლით, გულამდე მივა და იქ იპოვის თავშესაფარს. მაგრამ აქ კიდევ შესაძლებელია ცდუნებაში ჩავარდნა, რადგან გონიერი და გულითადი ლოცვის ნაწილი წარმოადგენს ლოცვით ღვაწლის შრომით შედეგს. ხოლო სადაც ჩვენ ვართ იქ ყოველთვისაა ხიბლში ჩავარდნის და ცოდვის ჩადენის საშიშროება, რომელსაც მაშინ ავიცდენთ, როცა გულში წმინდა და მტკიცე ლოცვა დაიმკვიდრებს. ვის გულშიც უფალია, ის ხიფათს ასცდება. კიდევ უფრო დაცულია ის, ვინც მთელი არსებით მიეცემა ღმერთს ყოველ ჟამს და დამდაბლებული გულით ითხოვს ხიბლისაგან გამოხსნას.

აუცილებელია გყავდეს ხელმძღვანელი

ხიბლისგან თავის დასცავად

შესაძლებელია გადახრა ცრუ მისტიციზმში. როგორ დავაღწიოთ თავი ამ უბედურებას? წმინდა მამები მხოლოდ ერთ საშუალებაზე მიგვითითებენ: ნუ დარჩები მარტო, იყოლიე გამოცდილი მრჩეველი ანუ მოძღვარი. თუ არ გყავთ, შეიკრიბენით ორ ორი, ან სამ სამი და იხელმძღვანელეთ წმინდა მამების წერილებით. სხვა გზა ცრუ მისტიცისმისაგან თავის დასაღწევად მე არ მეგულება, გარდა იმ მადლმოსილი ხელმძღვანელობისა, რომლის ღირსი გამხდარი არც თუ ისე ბევრი ღვთის რჩეული. ეს განსაკუთრებული შემთხვევებია, ჩვენ კი ყველასათვის საერთო ცხოვრებისეულ გზებზე მივუთითებთ.

სად იპოვოს ერისკაცმა ხელმძღვანელი

კიდევ ერთი გაუგებრობა: გონიერი ლოცვის მისაღწევად საჭიროა გყავდეს ხელმძღვანელი. სად უნდა იპოვოს იგი ჩვეულებრივმა ერისკაცმა? იქვე ერში, სულიერ მამებსა და ჩვეულებრივ ერისკაცთა შორისაც. მართალია, სულ უფრო და ყფრო იშვიათად გვხვდებიან პიროვნებები, რომლებსაც შეგვიძლია მივმართოთ სულიერი ცხოვრების საკითხების რჩევისათვის, მაგრამ ასეთი პიროვნებები ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან მომავალშიც. მსურველი კი, ღვთის წყალობით, ყოველთვის პოულობს მათ. სულიერი ცხოვრება ღვთიური ცხოვრებაა და ღმერთი განსაკუთრებით იმათ სწყალობს, ვინც ეძიებს მას. მხოლოდ ღვთისმოსავი იპოვის მის გარშემო ყოველივე საჭიროს.

საჭიროა გამოცდილი მოძღვარი

ღვთისადმი ურყევი ყურადღება მადლმოსილია, ხოლო ჩვენი საკუთარი ყურადღება ყოველთვის იძულებითია. მაგრამ ასეთი გონიერი ლოცვა გადაიზრდება შინაგან გულისმიერ ლოცვაში, თუ გყავს გამოცდილი მოძღვარი.

დასკვნა

რა უნდა გვახსოვდეს და ვაკეთებდეთ

იკითხეთ რა არის საჭირო... გაიხსენეთ და ისე აკეთეთ... ყურადღებით აღჭურვილი ჩაღრმავდით საკუთარ გულში და ისე წარდექით ღვთის წინაშე, რომელიც თქვენშია, ყველგან მყოფელი და ყოვლისმხილველი. ღვთის წინაშე დგომისას, სხვა აზრები არ გაივლოთ თავში... გააღვივეთ თქვენში მხოლოდ ღვთიური გრძნობები. ღმერთი ხომ ხედავს, ესმის და მზად არის აღასრულოს თქვენი თხოვნა. არ მიატოვოთ სიტყვა (იესოს ლოცვა შემდგენელი) იფიქრეთ იმაზე, თუ რა არის უფალი ჩვენთვის, მაგრამ თქვენი ფიქრები უნდა იყოს უბრალო; რომ უფალი ახლოსაა, გვიფარავს, გვამხნევებს, გვასწავლის და გვხელმძღვანელობს... ლოცვის დაწყებისას კითხვები გაგიჩნდებათ... და შეეკითხეთ. საბოლოოდ, აზრი და გრძნობა ისე შეერწყმება ღმერთს, რომ გახდებიან განუყოფელინი გაჩნდება ღმრისაგან განუშორებელი თბილი და ტკბილი გრძნობა... სხვა ყველაფერი გახდება გარეშე და უცხო. როცა იქნებით თავმდაბალნი, ღვთის მადლი თქვენს ლოცვას ძალას მისცემს. იზრუნეთ, რათა ყველაფერი გულიდან მოდიოდეს. გარეგნულზე ნუ იფიქრებთ.
... როგორც კი გაგიჩნდებათ ასეთი აზრი (რომ ლოცვა სრულყავით შემდგ.) წინასწარ იცოდეთ, რომ ეს აზრი მცდარია, ნუ დაეყრდნობით მას. ლოცვა მაშინ განმტკიცდება, როცა გულში ცეცხლი წარმოიქმნება.

მიიღეთ მთავარ საქმედ და მაშინ...

იშრომეთ და შეევედრეთ ღმერთს მოგცეთ ძალა, შეიგრძნოთ და შეიცნოთ, თუ რა არის უფლისათვის, ბერი პართენის თქმით, ტკივილი გულში. ეს უცბად არ მიიღწევა. გაივლის მთელი წელი თავდაუზოგავ შრომაში, იქნებ უფრო მეტიც, სანამ გამოჩნდება მისი პირველი ნიშნები. გაკურთხოთ უფალმა ამ გზაზე. მაგრამ თქვენ ნუ ჩათვლით ამ საქმეს უმნიშვნელოდ, იგი უმთავრესად მიიჩნიეთ... აი, მაშინ ღმერთის წყალობით აღიძვრება ტკივილი თქვენს გულში, აღსრულდება ის, რაც გსურთ და უფრო მეტიც თავისთავად თქვენში დამკვიდრდება ერთგვარი ტაქტი, რომელიც ყველაფერს მასზე ფიქრის გარეშეც მოაწესრიგებს. მაშინ თქვენს არსებაში დაისადგურებს მოძღვარი, რომლის სიბრძნის ბადალი ქვეყანაზე არ მოიპოვება.


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
COLKHI
პოსტი Feb 11 2011, 01:58 PM
პოსტი #26


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 30-January 10
წევრი № 8,076



სალამი,განსაკუთრებულად ვუდგები ამ თემაზე დისკუსიას, და საერთოდ ლოცვისა და განსაკუთრებულად -იესოს ლოცვის შესახებ ყველანაირ ინფორმაციას.

მაშ მეც გავაგრძელებ...

სამი გასაღები შინაგანი ლოცვისათვის

წმიდა მამათა სულიერ საფასედან გამოკრებილი

„გულსა შინა ჩემსა დავიფარენ სიტყვანი შენნი,
რათა არა შეგცოდო შენ“ (ფს. 118,11)


თუკი ყოველ პიროვნებას აქვს თავის ნაკლიცა და სათნოებაც, ასევე ერთი მიზნის მისაღწევად იხმარება სხვადასხვა ხერხი. შინაგანი ლოცვის მისაღწევად წმინდა მამებისგან ვიცით სხვადასხვა გზები, რომელთაგან ზოგი საერთოა როგორც შინაგანი ლოცვის მისაღწეავდ, ასევე საერთოდ ქრისტიანული ცხოვრებისათვის, როგორიცაა: სრული მორჩილება, გარეგნული ლოცვით შინაგანი ლოცვის გამოთხოვა უფლისგან, როგორც მოციქულებმა თხოვეს უფალს: „უფალო, გუასწავე ლოცვაი“ (ლუკ. 11,1). ზოგს ხშირად მიემადლება ღვთისგან ასეთი ლოცვა. მაგ: ერთმა ორი წლის ვედრების შემდეგ ღვთისმშობლის წინაშე ერთხელ იგრძნო სიტკო და სითბო მის გულში შემავალი. მეორემ კი უბრალო ლოცვის დროს იხილა მის სულში შემავალი სხივი და მას შემდეგ დაიწყო უწყვეტი შინაგანი ლოცვა. და სხვა მრავალი შეიძლება მოხდეს.

წმინდა მამებთან ვხვდებით კიდევ სამ ასეთ ხერხს:

1. იესო ქრისტეს სახელის ხშირი მოწოდება ლოცვით (ე.ი. სიხშირე);
2. მთელი ყურადღებით ამ ლოცვის მეორება (ე.ი. ყურადღება);
3. თავის თავში (გულში) ჩაღრმავება, ანუ როგორც მამები ამბობენ გონების გულში მოთავსება.

ასე რომ თუ ეს სამი ხერხი არის ყველაზე შედეგიანიჩვენს გულებში ცათა სასუფევლის საპოვნელად, მაშინ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინია განძით სავსე ყუთის სამი გასაღები.

პირველი გასაღები

თუკი სიხშირეს მივყავართ ხარისხამდე, მაშინ იესოს ლოცვის ხშირი, განუწყვეტელი განმეორება, თუნდაც გონებაგაფანტული მიგვიყვანს ყურადღებამდე და გულის სითბომდე. ხშირი განმეორების დროს იხვეწება და გადადის ჩვეულებაში. რაიმეს კარგად კეთება რომ ვისწავლოთ, საჭიროა ხშირად ვაკეთებდეთ მას. წმინდა ისიხი ამბობს, რომ სიხშირე ბადებს გამოცდილებას და ემსგავსება ნატურას, ეს, როგორც ჩანს წმინდა მამების დაკვირვებით, ასე ხდება: მსურველმა რომ მიაღწიოს შინაგან ლოცვას, ხშირად უნდა მოუხმოს უფალს, თითქმის შეუწყვეტელად ამ სიტყვებით: უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემიწყალე მე ცოდვილი. უნდა იმეოროს ბაგეებით ხმადაბლა. ხანდახან შემოკლებით თქვას: უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე, როგორც გავსწავლის გრიგოლ სინაელი. ის გვირჩევს, რომ მოკლე ლოცვა მოსახერხებელია ახალი მოსულისათვის. ის არ უარყოფს არც პირველ წესს, ოღონდ ურჩევს რათა ხშირად არ ცვალონ ეს წესები.

ლოცვის სურვილის გასაღვივებლად მამები ურჩევენ დამწყებს ფსკვნილზე ითვალონ ლოცვები, რომელსაც შემდეგ გაზრდიან (რაოდენობით). პირველად რამოდენიმე ასეული, შემდეგ ათასებიც შეიძლება. უნდა წარმოთქვან ენითა და ბაგეებით გარკვევით, ოდნავი დაძაბვით. დროთა განმავლობაში ენა და ბაგეები თავად მიეჩვევიან და ძალის დაუტანებლად თავისუფლად წარმოთქვამენ უფლის სახელს. საერთოდ ხმის გარეშეც კი. დროთა განმავლობაში გონება ყურადღებას მიაქცევს ენას და ნელ-ნელა განიწმინდება გონება-გაფანტულობისაგან, ასე მიაღწევენ ყურადღებით ლოცვას. ამას კი შემდეგ მოყვება გონების გულში დამკვიდრება, როგორც მამები ამბობენ, გონება, რომელიც მოძრაობს გულში, ათბობს მას ღვთაებრივი სიყვარულით და უკვე თვით გული ყოველგვარი იძულების გარეშე თავისუფლად, აღუწერელი სიტკბოებით გამოთქვამს იესო ქრისტეს სახელს და გადმოიღვრება ლოცვით ღვთის წინაშე, როგორც წერია: „მე მძინავს, გული კი მღვიძარეა ჩემი“.

ხშირი გონებრივი იესოს ლოცვის შესახებ ძალიან კარგად გამოთქვა წმ. ისიხიმ: როგორც რაც უფრო მეტი წვიმა ალბობს მიწას, ასევე გულს ქრისტეს სახელი, რომელსაც ჩვენ მოუწოდებთ სიხარულით.

მართალია ნაჩვენები ხერხი წმინდა მამების გამოცდილებით საკმარისია მიზნის მისაღწევად, მაგრამდ არსებობს უკეთესი საშუალებები, როგორიც არის: ყურადღება და გონებით გულში შესვლა. ეს პირველი ხერხი არის მათთვის, ვინ ყურადღებას ვერ ფლობს და არ შეუძლია გულზე იმუშაოს, ან იგი შეიძლება გამოვიყენოთ მოსამზადებელ პირობად შემდეგი ხერხის შესწავლისათვის, რომელიც არის გონებით გულში შესვლა. მოკლედ როგორც ნიკიფორე მონაზონი ამბობს: ვისაც რა უნდა ის ამოირჩიოს.

მეორე გასაღები

როგორც ნიკიფორე მონაზონი ამბობს, ყურადღება არის გონების დაცვა ანუ გონების მოკრება და ჩაღრმავება რაიმე საგანში ყველა სხვა აზრებისა და წარმოსახვების დატოვებით. რამდენად ყურადღება საჭიროა ლოცვისათვის ამის შესახებ მსჯელობენ წმიდა კალისტე და ეგნატე, რომელთაც მოჰყავთ, მაგალითად ღირსი მამის ნილის სიტყვა, რომელიც ამბობს: ყურადღება რომელიც ეძებს ლოცვას, მალე შეიძენს მას. მიახლოებით ასე წერს წმ. ისიხი: რამდენადაც გონებამოკრებილი ხარ, იმდენადვე გექნება იესოს ლოცვის სურვილი და კიდევ: უკიდურესი ყურადღებით შეიქმნება გულისმიერი ყურადღებისა და სიმშვიდის ატმოსფერო. ნიკიფორე მონაზონი ლოცვაზე მსჯელობისას ამბობს, რომ თუ იმ ხერხით ვერ მოახერხებ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
COLKHI
პოსტი Feb 11 2011, 02:11 PM
პოსტი #27


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 30-January 10
წევრი № 8,076



გაგრძელება


-ენ გონების გულში მოთავსებას რომელიც მიუთითა, მაშინ საჭიროა მოვიპოვოთ ყოვლისშემძლე ყურადღება ლოცვის დროს, რომელიც ყოველგვარი ეჭვის გარეშე გაარღვევს გზას გულისაკენ შინაგანი ლოცვისათვის როგორც წმიდა მამების გამოცდილებიდან ვიცით წმიდა წერილიც ამტკიცებს ამ ჭეშმარიტებას, რომ ყურადღების გარეშე არ შეიძლება ლოცვა. ამაზე ამბობს: „მოიცალე და გულისხმაჰყავ, რამეთუ მე ვარ ღმერთი“.

ე.ი ვინც გადაწყვიტა ყურადღებით მიაღწიოს შინაგან ლოცვას, უნდა შეეცადოს იმყოფებოდეს რაც შეიძლება განმარტოებით, თავი აარიდოს ხალხთან საუბარს, ილოცოს აუჩქარებლად. ბევრი არ არის საჭირო შუალედი, ჩაწვდეს გონებით ლოცვის სიტყვებს, როგორც ხდება წიგნის ყურადღებით კითხვის დროს. მთელი ძალით შეეცადოს მოიცილოს უცხო აზრები. ხანდახან ლოცვის წარმოთქმის შემდეგ მცირედ დავდუმდეთ, თითქოს დაველოდოთ უფლის პასუხს, შევეცადოთ დავიჭიროთ ყურადღება გონებაგაფანტულობის დროს და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ გადავწყვიტეთ მუდამ ვიმყოფებოდეო უფალთან, უწყვეტი ყურადღებიანი ლოცვით და გონების სხვა აზრებისაგან განნმენდით.

მესამე გასაღები

მესამე გასაღები არის შესვლა ჩვენს შიგნით ანუ გულში. ზედმეტი მსჯელობა რომ არ გამოგვივიდეს, წმიდა მამების აზრები გადმოვცეთ ზუსტად, შემდეგი თანმიმდევრობით: პირველ რიგში ამას აღწევენ მამები, რომელთაც სრული გადმოცემა დაგვიტოვეს შინაგანი ლოცვის შესახებ. მეორეში ვინც ნაწილობრივად გადმოგვცა მის შესახებ, ხოლო მესამე, სულისათვის სასარგებლო თხრობანი აბბა ფილიმონის შესახებ. მაშ ასე, I. სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი, გრიგორი სინაელი, ნიკიფორე მონაზონი, ღირსი მამები კალისტე და ეგნატე ქსანტოპულები. II. პრესვიტერი ისიხი იერუსალიმელი, ფილოფეი სინაელი, მიტროპოლიტი თეოლიპტე, ბარსანოფი და იოანე. III. აბბა ფილიმონი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
+ვახტანგი+
პოსტი Feb 12 2011, 04:03 PM
პოსტი #28


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 272
რეგისტრ.: 25-March 09
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,721



COLKHI
მშვიდობა. smile.gif
შენი წერილები, ესაა მღვდელმონაზონი ანდრია ყურაშვილის თარგმანი, წიგი სათნოთმოყვარეობისა, რომელიც წმ სვიმეონ ახალი ღვთისეტყველმა შეადგინა ბერებიათვის. ამ წრილებში გულისმიერი ლოცვის მისაღწევ ტექნიკურ საშვალებებს - როგორ უნდა დაჯდე, სუნთქვას როგორ ააყოლო ლოცვა. ამის გაკეთება ძალიან საშიშია, რადგან ამისათვის ადამინს შესაბამისი სულიერი მდოგმარეობა უნდა ქონდეს და აუცილებელია ასეთი გამოცდილი ისიხი მოძღვარი(ამის შესახებ მწირის გულახდილ სუაბრებშიც წერია, ათონის მთის ხელნაწერში). ძირითადან, ათონის მთაზე არიან ასეთი ისიხასტი ბერები. მხოლოდ წიგნით, თვითნებობით, როგორც ერთმა გამოცდილმა მოძღვარმა მითხრა, სული უპირობოდ ამპარტავნებისაკენ წავა. წიგნის თარგმნისას, წმ თეოფანე დაყოდებულმაც ზოგი ადგილები არ თარგმნა, რადგან საშიშად მიიჩნია. ამიტომ აჯობებს არ დავწეროთ, ისეთი სწავლებანი (ასეთი ადგილები სადაც წიგნში წერია), რომელიც ტექნუკურ ხერხებს ეხება(როგორ ისუნთქუ, გულის ცემას ააყოლო ლოცვა და ასე შემდეგ), რადგან ახალმა ეკლესიურმა ადამიანმა შეილება თავისით დაიწყოს ამის გაკეთება, გულმხურვალებიდან გამომდინარე. ზოგადად ლოცვის შესახებ სადაცაა ლაპარაკი დაიწეროს, კარგი იქნება, მაგრამ ისიქაზმის ტექნიკურ მხარეები არა გვინდა smile.gif


--------------------
"ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sibrdzne.ge
პოსტი Aug 4 2011, 06:26 PM
პოსტი #29


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 28-July 11
წევრი № 11,386



http://sibrdzne.ge/ლოცვა
http://sibrdzne.ge/იესოს_ლოცვა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Aug 6 2011, 11:10 AM
პოსტი #30


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



sibrdzne.ge

ისე გადავავლე თვალი და მომეწონა, სასარგებლო საიტია. უფალმა გაგაძლიეროთ smile.gif


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giorgi777-333
პოსტი Nov 11 2011, 07:38 PM
პოსტი #31


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 11-November 11
წევრი № 11,755



იესოს ლოცვას აქვს მაგიური ძალა. ეს ლოცვა 2000 წლისაა. ამას ლოცულობდნენ იესოს მოციქულები. ლოცვა უნდა იყოს გულით ნათქვამი აუცილებლად. შეიძლება დაჯდომილმაც თქვათ, მაგრამ სასურველია წელში გასწორებულმა ილოცოთ რათა კონცენტრაციაში დაგეხმაროთ


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
+ვახტანგი+
პოსტი Nov 11 2011, 11:45 PM
პოსტი #32


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 272
რეგისტრ.: 25-March 09
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,721



giorgi777-333
წმ თეოფანე დაყუდებული ბრძანებს, რომ იესუს ლოცვა ისეთივეა, როგორც სხვა ლოცვითი სულთქმანი;
დაჯდომილს სხვა პრაქტიკა აქვს, რასა მოძღვარი განსაზვრავს;


--------------------
"ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Nov 12 2011, 01:54 PM
პოსტი #33


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



giorgi777-333
ციტატა
იესოს ლოცვას აქვს მაგიური ძალა.

როგორიოო?blink.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Nov 22 2011, 06:11 PM
პოსტი #34


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ციტატა
იესოს ლოცვას აქვს მაგიური ძალა. ეს ლოცვა 2000 წლისაა. ამას ლოცულობდნენ იესოს მოციქულები. ლოცვა უნდა იყოს გულით ნათქვამი აუცილებლად. შეიძლება დაჯდომილმაც თქვათ, მაგრამ სასურველია წელში გასწორებულმა ილოცოთ რათა კონცენტრაციაში დაგეხმაროთ


ეს ვისი სიტყვებია? აქ ვცდილობთ მამების სიბრძნე გავუზიაროთ ერთმანეთს.... ეს კი რატომღაც თქვენი პირადი აზრი მგონია....


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 23 2011, 11:40 AM
პოსტი #35


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



giorgi777-333
ციტატა
მაგრამ სასურველია წელში გასწორებულმა ილოცოთ რათა კონცენტრაციაში დაგეხმაროთ



არადა, მე როგორც ვიცი, დაწოლილმაც შეგიძლია . წელში თუ გასწორდი და სპეციალურა მოემზადე ლოცვისტვის, მაქსიმუმ 5 წუთი შეძლო ლოცვა. არადა, ამ ლოცვას მუდმვად უნდ აიმეორებდეს ტვინი (გული).

მაგიური ჯობია ბრჭყალებში ცაგესვა. რაც შეეხება მოციქულების მიერ ამ ლოცვის წარმოთქმას, ეს პირველად გავიგე, ვერ შეგედავები, მაგრამ ცოტა ეჭვი მეპარება. ნეტავ, არავინაა, რომდ აპოსტოს?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
aamirani
პოსტი Jan 16 2012, 01:37 PM
პოსტი #36


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 84
რეგისტრ.: 8-January 12
წევრი № 11,924



იესოს ლოცვისათვის..დამწყებებმა (იესოს) ლოცვის დროს მხოლოდ კეთილმოშიში ყურადღება უნდა დაიმარხონ, გონების მიპყრობა ლოცვის სიტყვებზე; სიტყვები აუჩქარებლად უნდა წარმოთქვან, რომ გონებამ მათში შეღწევა მოასწროს.

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

http://martlmadidebloba.ge/mogvatseoba5.html
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Dec 9 2013, 12:24 PM
პოსტი #37


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



ელ ვერსია წიგნებს თუ ვინმე კითხულობთ, შესანიშნავი 6 წიგნი მაქვს იესოს ლოცვის შესახებ და რომ მივალ სახლში ავტვირთავ თუ ვინმე სურვილს გამოხატავს (ენა რუსული)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Dec 9 2013, 04:22 PM
პოსტი #38


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



†სერგი†
ქართული თუ გაქვს დიდი სიამოვნებით.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Dec 9 2013, 09:30 PM
პოსტი #39


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



არ მაქვს სამწუხაროდ. ნეტავ გამოჩდეს ვინმე და თარგმნოს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Dec 10 2013, 09:33 PM
პოსტი #40


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



საერთოდ ლოცვა , ესაა ერთადერთი საშუალება ღმერთთან ურთიერთობისა და მის გარეშე , ვერავენ ვერ მიეახლება ღმერთს და ვერც დაუახლოვდება მას , რადგან თუ მეგობარი გყავს და მასთან ლაპარაკს არასოდეს ისურვებ , ესეიგი ის არც არასდროს იქნება შენი მეგობარი .

სულ რომ ღმრთისმოსაობით იცხოვრო და ზედმიწევნით აღასრულო უფლის მცნებანი , შენ მაინც ვერ იქნები ღმერთის მსახური ... ღმერთის მსახური , გულმხურვალე მლოცველია!

ლოცვა ეს არ არის მხოლოდ თხოვნა , ბევრს გონია რომ მაინცდამაინც რამე უნდა თხოვოს ღმერთს ლოცვაში, მაგრამ ეს ასე არაა ! წარმოიდგინე _ მეგობარი გყავს და ის ყოველდღე მოდის შენთან და სულ რაღაცას გთხოვს და შენც გამუდმებით უსრულებ სათხოვარს .,,, ის კი ერთხელაც არ მოსულა და არ უთქვია მადლობა ,, არ გადაუხდია შენთვის სამაგიერო სიკეთე , თუნდაც იმით , რაც მას შეუძლია ... შენ ხომ მოგბეზრდება ასეთი მეგობარი?! აი ასე არის ღმერთთან მიმართებაშიც__ ჩვენ შეგვიძლია რომ მას მადლობა მოვუხადოთ , განვადიდოთ და უბრალოდ ვესაუბროთ , გავანდოთ ჩვენი საზრუნავი გავანდოთ და არა მაინცდამაინც რაიმე ვთხოვოთ!!!

უფალი ბრძანებს_ ყველაფერს რასაც ითხოვთ ლოცვაში გწამდეთ, რომ მიიღებთ და გექნებათ !! აქ უფალი პირდაპირ გვიმხელს იმ წესს თუ როგორ უნდა მოვიქცეთ_-_-_ ესეიგი როცა შენ უფალს სთხოვ რამეს , აი ზუსტად იმ მომენტში ვედრებისას უნდა გწამდეს რომ ის უკვე აღსრულდა ! შენ არ უნდა შეეჭვდე , არამედ უნდა გწამდეს, რომ რაც თხოვე ღმერთს ის უკვე აღსრულდა და სწორედ მაშინ __ გექნება __ ის რაც თხოვე! იაკობ მოციქული ბრძანებს_ მეეჭველი კაცი არამდგრადია... და ნურც ჰგონია ასეთ კაცს რომ რაიმეს მიიღებს უფლისაგან.. მართლაც ასეა უფალში დაეჭვება არ არსებობს , შენი სიტყვა მისთვის მტკიცეა თუკი რწმენითაა ნათქვამი!

pastor russell blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2024 - 03:01 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი