შიშები (ფობიები), მეცნიერ-რელიგიური ახსნის მცდელობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
შიშები (ფობიები), მეცნიერ-რელიგიური ახსნის მცდელობა |
Molen |
Apr 8 2010, 10:45 AM
პოსტი
#241
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 |
ნებისმიერი შიში შეიძლება ორი რამით დაითრგუნოს:
1. გიყვარდეს და ზრუნავდე ვინმეზე. თუ ის (სიყვარულის ობიექტი) შენ გვერდითაა მაშინ შიშის გამოვლენის შანსი ძალიან დაბალია, მით უმეტეს ჩნდება დაცვის ინსტიქტი (დავიცვა ის, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს) და მეტიც, ამ დროს თავს არათუ არ გრძნობ მარტო, არამედ საკუთარ თავში გრძნობ მის ძალასა და ენერგიას, მის სუნთქვას და გულის ცემას, საერთოდ ყველაფერს, თითქოს ერთი სისხლი და ხორცი გამხდარხართო. ეს ის დროა, როდესაც "მე" საერთოდ ქრება. ხოლო თუ ის (სიყვარულის ობიექტი) შენ გვერდით არ არის, ჩნდება შემდეგი სახის შეგონება: "მე მას ასეთი არ მოვეწონები", "ჩემი გრძნობა არ უნდა უშვებდეს ასეთ მწირ ხმას", "ნუთუ საკმარისად არ მიყვარს?!" და ასე შემდეგ. 2. უნდა მოხდეს შემდეგი ფაქტის ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვა - ყოვლისშემძლე, მოწყალე და მოსიყვარულე უფალი ყველგანაა!!! ამაზე დიდი მშველელი, მეგობარი, ახლობელი, მამა და საერთოდ ყოველგვარი დადებითის უშუალო შემოქმედის გვერდით ყოფნა უკვე აბსოლუტურად კმარა რომ ერთი ჩაიღიმო და თუნდაც ავტომატებით შეიარაღებულ ბანდასთან გიწევდეს მარტოს, უიარაღოს შერკინება, არავითარი შიში აღარ გექნება, რადგან შენ გვერდით არის თვითონ ღმერთი, რომელიც განსაცდელში არცერთ შემთხვევაში არ მიგატოვებს და მეტიც, მასთან ერთად შეუძლებელი არაფერია, თვით სიკვდილის დამარცხებაც კი. და საერთოდაც სიყვარული და რწმენა იმდენად დიდი იარაღია, მათი მართლაც მდოგვის მარცვლის ოდენობაზე "მწყობრში მოყვანა" თუ შეძლო ადამიანმა შიში კი არა ეშმაკიც შეძრწუნდება. და კიდევ: თუ რაიმე საშინელ განსაცდელში ხარ (სიტუაციურ განსაცდელზე მაქვს საუბარი), სჯობს ერთხელ წარმოთქვათ სიტყვები (გულით): "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. ამინ!" და ეს სავსებით საკმარისი იქნება დაიწყოთ მოქმედება. -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
elusia |
May 12 2010, 09:03 AM
პოსტი
#242
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 517 რეგისტრ.: 13-March 10 წევრი № 8,384 |
სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს.
-------------------- [b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u] |
leluka |
Jan 2 2013, 10:28 PM
პოსტი
#243
|
♥-ლელუკა-♥ ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 |
ჩემთვის აქტუალური - თემა, აწ უკვე
-------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
k@the |
Jan 3 2013, 02:05 PM
პოსტი
#244
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
leluka
როგორ ხარ ლელუკა? რატომ გაგიხდა აქტუალური ეს თემა? -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
leluka |
Jan 3 2013, 09:14 PM
პოსტი
#245
|
♥-ლელუკა-♥ ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 |
k@the
ციტატა როგორ ხარ ლელუკა? რატომ გაგიხდა აქტუალური ეს თემა? კარგად- თქო ვაპირებდი დაწერას: ) შენ როგორ ხარ? ნევროზი, ისიც ვეგეტო : ) რომელმაც უამრავი შიში გამიჩინა, აქამდეც მქონდა, მაგრამ მძაფრად, ვერ ვსუნთქავ შემიძლია სულ ვიმეორო როცა უკვე კვირები გადის და ვარსებობ .რავიცი აბა -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
Atm@n |
Jan 4 2013, 05:06 AM
პოსტი
#246
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 820 რეგისტრ.: 22-August 12 წევრი № 12,578 |
leluka
ახლობელს ჰქონდა ვეგეტო-ნევროზი და ახლა კარგადაა. ნუ გეშინია, ყველაფერს მოევლება თუ სურვილი გექნება გირჩევ იოგას ერთ სისტემას, რომელიც აუცილებლად გიშველის. -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
I Am Free, That Is Why I'm Lost |
k@the |
Jan 4 2013, 03:59 PM
პოსტი
#247
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
k@the კარგად- თქო ვაპირებდი დაწერას: ) შენ როგორ ხარ? ნევროზი, ისიც ვეგეტო : ) რომელმაც უამრავი შიში გამიჩინა, აქამდეც მქონდა, მაგრამ მძაფრად, ვერ ვსუნთქავ შემიძლია სულ ვიმეორო როცა უკვე კვირები გადის და ვარსებობ .რავიცი აბა ნერვოზი, ალბათ ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ჩვენს ხანაში. ძალიან სწრაფი ცხოვრების ტემპი, მაღალი მოთხოვნები და შეზღუდული შესაძლებლობები... ცუდია. მკურნალობ? დიდი ხანია რაც გაქვს? Atm@n ციტატა თუ სურვილი გექნება გირჩევ იოგას ერთ სისტემას, რომელიც აუცილებლად გიშველის. როგორ არ მესიმპატიურები ატმან, შენი ჭკუისწავლებებით, დამრიგებლური მეტყველების მანერით და დახმარების "რეცეპტებით", რომლებიც ყოველთვის არამართლმადიდებლური ხასიათისაა. მეტასტაზებივითაა შენი პოსტები ამ ფორუმზე გაბნეული. საერთოდ მაინტერესებს სხვა რაიმე ინტერესი თუ გაგაჩნია რეალურ ცხოვრებაში არარელიგიური, თუ შენი თავი მიუძღვენი მაგ საქმეს და ვირტუალურ რეალობაში ხალხის დაბოლებას? -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
Atm@n |
Jan 4 2013, 04:36 PM
პოსტი
#248
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 820 რეგისტრ.: 22-August 12 წევრი № 12,578 |
k@the
ციტატა როგორ არ მესიმპატიურები ატმან, როგორმე გადავიტან. -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
I Am Free, That Is Why I'm Lost |
ქევანა |
Jan 4 2013, 04:46 PM
პოსტი
#249
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
k@the
ციტატა საერთოდ მაინტერესებს სხვა რაიმე ინტერესი თუ გაგაჩნია რეალურ ცხოვრებაში არარელიგიური, თუ შენი თავი მიუძღვენი მაგ საქმეს ტამტამები ჰქონდა მაგას და მეზობლებს შლიდა ჭკუაზე :DDD ახლა რა უყო არ ვიცი პ.ს ფობიებიო და ნახეთ პრემიერ მინისტრს რომ უკანა ფონის ნაძვისხეზე ხატები ეკიდა? :0 წარმოუდგენელია ჩემთვის, რა არის ხატები სათამაშო როდიდან გახდა? : ( -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
A.V.M |
Jan 4 2013, 05:15 PM
პოსტი
#250
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა ნახეთ პრემიერ მინისტრს რომ უკანა ფონის ნაძვისხეზე ხატები ეკიდა? :0 წარმოუდგენელია ჩემთვის, რა არის ხატები სათამაშო როდიდან გახდა? : ( სურათები დაგვიდე აბა... არ ვიცი... (არ ვუყურებ ტელევიზორს) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
k@the |
Jan 4 2013, 05:32 PM
პოსტი
#251
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
Atm@n
ციტატა როგორმე გადავიტან. გადასატანიც არაფერია. ქევანა ციტატა პ.ს ფობიებიო და ნახეთ პრემიერ მინისტრს რომ უკანა ფონის ნაძვისხეზე ხატები ეკიდა? :0 წარმოუდგენელია ჩემთვის, რა არის ხატები სათამაშო როდიდან გახდა? : ( ვნახე და საშინლად არ მომეწონა. კათოლიკებზე მეღიმებოდა შობას რომ ეკლესიაში ნაძვისხეებს რთავენ და ეს რაღა საჭირო იყო ვერ გავიგე. ამ ეკლესიის სახელით სპეკულირება ცოტა გამაღიზიანებელია, ყველამ რომ უკან ფონზე ხატები უნდა გამოაჩინოს საუბრისას. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
zaz |
Jan 4 2013, 06:18 PM
პოსტი
#252
|
Member ჯგუფი: Validating პოსტები: 579 რეგისტრ.: 22-October 07 წევრი № 3,020 |
A.V.M
ციტატა სურათები დაგვიდე აბა... |
leluka |
Jan 4 2013, 09:09 PM
პოსტი
#253
|
♥-ლელუკა-♥ ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 |
Atm@n
ციტატა ახლობელს ჰქონდა ვეგეტო-ნევროზი და ახლა კარგადაა. ნუ გეშინია, ყველაფერს მოევლება თუ სურვილი გექნება გირჩევ იოგას ერთ სისტემას, რომელიც აუცილებლად გიშველის. გაიხარე, იმედია მეც გამოვალ ჩემით k@the ციტატა ნერვოზი, ალბათ ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ჩვენს ხანაში. ძალიან სწრაფი ცხოვრების ტემპი, მაღალი მოთხოვნები და შეზღუდული შესაძლებლობები... ცუდია.მკურნალობ? დიდი ხანია რაც გაქვს? ნუ რავიცი ძალიან ცუდი შეგრძნებები მაქვს, უაზროდ უუუუ0 გამოიწვია, გადაღლამ, დატვირთვამ, კომპიუტერთან ხშირად ყოფნამ და მუშაობამ, უსიხარულობამ : ) უუუ ყველაფერობამ : ) ასე გაძლიერებულად თითქმის სამი თვეა. ხან რაზე გავესინჯე ხან რაზე, ისე ადრე მითხრეს როცა შაკიკი დამიდგინეს, მაშIნ მითხრეს ვეგტო ნევროზი. ბოლოს უკვე შიშები ნაირნაირი : ) მაგრამ არაუშავს, ვარსებობ და იქნებ გადამავიწყდეს. -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
kokhi |
Jan 8 2013, 02:21 AM
პოსტი
#254
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 4-January 13 წევრი № 12,855 |
მეც მქონდა და ახლაც მააქვს რაღაც დონეზე და
ვარჯიში შველის რაღაც დონეზე) მაგრაამ საბოლოოდ ვერაფერი გავუგე როგორ დავამარცხო ასევე კომპლექსებიც) |
k@the |
Jan 9 2013, 02:17 PM
პოსტი
#255
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
leluka
ციტატა ნუ რავიცი ძალიან ცუდი შეგრძნებები მაქვს, უაზროდ უუუუ0 გამოიწვია, გადაღლამ, დატვირთვამ, კომპიუტერთან ხშირად ყოფნამ და მუშაობამ, უსიხარულობამ : ) უუუ ყველაფერობამ : ) ასე გაძლიერებულად თითქმის სამი თვეა. ხან რაზე გავესინჯე ხან რაზე, ისე ადრე მითხრეს როცა შაკიკი დამიდგინეს, მაშIნ მითხრეს ვეგტო ნევროზი. ბოლოს უკვე შიშები ნაირნაირი : ) მაგრამ არაუშავს, ვარსებობ და იქნებ გადამავიწყდეს. თუ არაფერს შეცვლი, გადავიწყება - არ მგონია მოგიხერხდეს. კარგი იქნება თავს თუ აიძულებ და ყოველ დღე მინ 1 საათი მაინც სუფთა ჰაერზე, სადმე პარკში თუ გაისეირნებ. ღამე კომპიუტერს თუ აიკრძალავ, თუ ვერ გეძინება რაიმე წიგნი აიღე და ის იკითხე, თუნდაც უყურადღებოდ იკითხო, კომპს მაინც ჯობია. აიძულე თავი იფიქრო შენზე და გაანალიზო, რატომ ხარ ეგეთ მდგომარეობაში, რამ მიგიყვანე ასეთ სტრესამდე, რა გააკეთე არასწორად და რისი შეცვლა შეგიძლია ეხლა. თუნდაც მოიძიე ინფორმაცია, რამდენი ადამიანია შენზე უფრო ცუდად, ფიზიკურად, მატერიალურად და სულიერად. არ ვიცი ეხლა მე შენ რა გიჭირს და რა გილხინს, ამიტომ რთულია სხვა რამე გირჩიო, უბრალოდ სიტუაციის ანალიზი და ჭარბი რაოდენობით ჟანგბადი კარგია. ალბათ პოზიტიური გრძნობებიც უნდა შეუქმნა თავს, რაც უფრო მეტად შეზღუდავ რეალურ ახლობლებთან რეალურ ცხოვრებაში კონტაქტს, მით უფრო ცუდი იქნება ეგ ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ვირტუალურ უცნობ-ნაცნობებთან კონტაქტი ვერაფერი ხეირია. ცოცხალი რომ ხარ ის გაიხსენე და იგრძენი. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
marine |
Jan 9 2013, 02:32 PM
პოსტი
#256
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,120 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ყველაზე ბევრი ფობია ბავშვებს აქვთ...
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
leluka |
Jan 9 2013, 10:00 PM
პოსტი
#257
|
♥-ლელუკა-♥ ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 |
k@the
სამსახურში კომპიუტერთან მიწევს ყოფნა, სტრესი სამსახურში და ა.შ, როცა გარეთ გამოვდივარ ძალიან როცა მიჭირს სუნთქვა, დირექტორის აღსანიშნი ხდება ნიავდებიო. არადა ლამის ფეხი დავკრა და გამოვიქცე ხოლმე. -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
athos |
Jan 9 2013, 10:12 PM
პოსტი
#258
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
leluka ქეთიმ სწორად გირჩია, ფიზიკური დატვირთვა, სეირნობა, ცურვა ზოგჯერ შველის და ამსუბუქებს მდგომარეობას. ექიმმა დაგინიშნა რამე მედიკამენტი? -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
leluka |
Jan 9 2013, 10:30 PM
პოსტი
#259
|
♥-ლელუკა-♥ ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 |
athos
ციტატა ქეთიმ სწორად გირჩია, ფიზიკური დატვირთვა, სეირნობა, ცურვა ზოგჯერ შველის და ამსუბუქებს მდგომარეობას.ექიმმა დაგინიშნა რამე მედიკამენტი? ვიცი ვიცი, მედიკამენტებს არ ვიღებ, არ მინდა მარტო, კორსიზი, ვალერიანი. -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
Martl_madidebeli |
Jan 21 2013, 04:43 PM
პოსტი
#260
|
მართმადიდებელი ჯგუფი: Members პოსტები: 134 რეგისტრ.: 4-January 13 წევრი № 12,857 |
ახალი შიში აღმოაჩინეს და ასე ჰქვია: ფობიაფობია ზუსტად არ ვიცი ქართული სიტყვაა ფობია თუ არა მაგრამ აღნიშნავს შიშს შიშისსადმი -------------------- www.martlmadidebeli.wordpress.com
სწავლა სიკვდიმდე შენია საქართველო сакартвело saqartvelo |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd May 2024 - 06:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი