IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> სენატის გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა, ფორუმზე არსებული სიტუაციის გაუმჯობესების
admin
პოსტი May 3 2008, 08:12 PM
პოსტი #1


გიორგი
***

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 4,393
რეგისტრ.: 22-July 06
მდებარ.: სერვერთან ახლოს
წევრი № 1



მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს

სენატის

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

ფორუმზე არსებული სიტუაციის გაუმჯობესების
შესახებ

სენატი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ church.ge წარმოადგენს რა პირველ მართლმადიდებლურ ფორუმს ქართულ ინტერნეტ-სივრცეში, მას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა ინტერნეტ-მომხმარებლებისათვის მართლმადიდებლური სიტყვის მიწოდების თვალსაზრისით. იმისათვის, რომ ეს ფუნქცია წარმატებით იქნეს შესრულებული, ფორუმი უნდა წარმოადგენდეს წესიერების, სიყვარულისა და ქრისტეს მიერი მეგობრობის თვალსაჩინო მაგალითს როგორც მორწმუნეთათვის, ისე ურწმუნოთათვის.

სენატი, აგრეთვე, გამოთქვამს წუხილს "საქართველოს ისტორიის" განყოფილებაში ბოლო დროს შექმნილი უსიამოვნო ვითარების გამო და იმედოვნებს, რომ სიტუაცია უახლოეს ხანში დასტაბილურდება.

სენატი კვლავ მოუწოდებს ფორუმელებს და განსაკუთრებით, ადმინისტრაციას ყველაფერი გააკეთონ საიმისოდ, რომ მშვიდობა და სიყვარული სუფევდეს ფორუმელთა შორის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სენატმა გადაწყვიტა:

1. ისტორიის განყოფილებაში მოდერატორის ფუნქციები დროებით, ახლის არჩევამდე დაეკისროს afxaz-ს
2. შემოღებულ იქნეს თანამოდერატორის თანამდებობა. უფლებები განისაზღვრება დამატებით.
3. მოწონებულ იქნეს მოსაზრება ფორუმის ზოგადი კონტროლის თაობაზე, რისი მიზნითაც სენატში გაიხსნება ახალი თემა - "საქმე - სიტუაცია ფორუმზე", სადაც მოხდება ფორუმში არსებული ტენდენციების, სიტუაციისა და თემების განვითარების განხილვა, აგრეთვე, ფორუმელთა შორის უთანხმოებების გამოვლენა, შესწავლა და შერიგების ნაბიჯების გადადგმა.
4. ყოველ თვეში ერთხელ მოეწყობა ონლაინ-კავშირი სენატორებსა და იუზერებს შორის, რომლის დროსაც უშუალოდ მოხდება დასმული წინადადებების და პრობლემების განხილვა.


--------------------
რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიდის და რა აზრი აქვს ცხოვრებას რომელიც უფალთან არ მიგვიყვანს.

ყველაზე მეტად უყვარხარ იმას ვინც დიდი გრძნობით ცოტას გელაპარაკება.

შეეცადე დაესწრო მზის ამოსვლას, რადგან არ იცი დაესწრები თუ არა მზის ჩასვლას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 03:08 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი