საკანონმდებლო ინიციატივა, აბორტის აკრძალვის შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საკანონმდებლო ინიციატივა, აბორტის აკრძალვის შესახებ |
თემო |
Nov 20 2008, 01:26 PM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
თუ ქალი ძალადობის მსხვერპლი გახდა და ასე დარცა ის ფეხმძიმედ, იამს ეყოფა სულიერი და მორალური ტრამვა, დამატებით კიდევსასჯელის შიშით გული რომ არ ვუხეტქოთ და ასე არ ვაიძულოთ ნაყოფის სენარჩუნება. მთავარია, მან იცოდეს რომ ეს მკვლელობაა, დანაღცენი მისი გადასაწყვეტია. უმძიმეს სიტუაციაში დგება ადამიანი ამ დროს, რაღაც საშინელი სიტუაცია აღწერე ნინო... ალბათ ამით აბორტის აკრძალვის წინაარმდეგი ხარ, არა? |
მხევალი ნინო |
Nov 20 2008, 01:34 PM
პოსტი
#42
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
თემო
ციტატა ალბათ ამით აბორტის აკრძალვის წინაარმდეგი ხარ, არა? იმ ეტაპზე როცა ჩვენჯერ კიდევ არ გვესმის რა არის აბორტი, აბორტის აკრძალვა უფრო მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს, ეს რამდენი ქალი სიკდილს გამოიწვევს, რამდენის უნაყოფობას ვინ იცის. ნუ, პროტესტებს აღარ ცაოვთვლი, ანუ ჯერ ნიადაგი უნდა მომზადდეს, ქალს და კაცს უნდა ასწავლო, რომ ცასახვიდან ბავშვი ცოცხალია, სულიერი, როცა დედა ფეხმიმობის ამბავს იგებს, უკვე ნაყოფს გული უძგერს და აშ. როცა ეს გვექნება გათავისსებული, მაშინ აკრძალვაც უფრო მარტივი იქნება, ტუმცა აქაც არცევანი მაინც უნდა დაუტოვო ადამიანს, თუ ქალსი სეიზლება გადაჰყვეს ეხმძიმობას და ის არა მზად ტავგანწირისათვის, არც ეს უნდა აიძულო. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
athos |
Nov 20 2008, 01:49 PM
პოსტი
#43
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
მხევალი ნინო
ციტატა მაგრამ ასე სასტიკად არ უნდა მიუდგე სხვის ცოდვას, მით უფრო იმ პირობებში, როცა შენ იგივეარ გემუქრება (მგონია რომ კაცი ხარ) . აბორტის გამო ორივე მშობელს მოეკითხება ღვთის წინაშე. -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მხევალი ნინო |
Nov 20 2008, 02:00 PM
პოსტი
#44
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ეკატერინე
ციტატა აბორტის გამო ორივე მშობელს მოეკითხება ღვთის წინაშე. ცხადია, ასეა, მაგრამ როგორც წესი მამები ნაკლებად არიან კატეგორიულები აბორტზე, როგორც წესი სხვები იდებენ ტავს. დარწმუინებული ვარ, მწირი ჯერ მამა არაა, ან თუ არის, და მისი ნების სწინაღდგეოდ გაიკეთა აბორტი ცოლმა, მისი დასჯა მაინც არაა გამართლებული ასე სასტიკად, ისე თუ ამჩნევ ჩემო კეა, აბორტის გამო საჯსლეი თიტქოს მხოლოდ ქალზე ვრცელდება, ანუ ჩვენი იუზერები ქალებზე იტხოვენ, ანუ ვერ ხვდებიან რომ ტანაბრად ვრცელდება კაცზეც და ქალზეც. გავუიშვათ ორივე ცოლ-მქარი 10 წლისთ)))))) -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
athos |
Nov 20 2008, 02:01 PM
პოსტი
#45
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ციტატა საერთაშორისო სამედიცინო კვლევითი ცენტრის დაკვირვებით აბორტების აკრძალვა გამოიწვევს ე.წ. სახლის აბორტების მომრავლებას, რაც ქალთა სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ დააყენებს, ანუ სრული შეცდომაა და ილუზია, ვინმეს ეგონოს, რომ რახან აბორტი აიკრძალა ე.ი. აბორტი აღარ იქნება, პირიქით! პირიქით ნამდვილად არ იქნება. აბორტების რიცხვი ერთმნიშვნელოვნად შემცირდება, გაიზრდება აბორტის შემდგომი გართულებების და ლეტალობის რიცხვი kato_Bato ციტატა ასეთი წესით კიდე, არასტერილურ მდგომარეობაში გაკეთებული აბორტით, გამრავლდება კაკ მინიმმუმ ჰეპატიტები და შიდსი და ღმერთმა ყველას გვაშოროს, უარესი. წავა მერე მასეთი ქალი სალონში, გაიკეთებს ფრჩხილებს და ღმერთმა არ ქნას ვინმე ჯანმრთელი და პატიოსანიც იქვე აღმოჩნდეს, რიგში. რა თქმა უნდა გაიზრდება ქალის დაინფიცირების საშიშროება არალეგალური აბორტის შემთხვევაში, მაგრამ სალონში დაინფიცირების რისკს ეს კატასტროფულად არ გაზრდის. სალონში დაინფიცირების რისკის შესამცირებლად უფრო ეფექტური იქნება თუ ნარკომან ქმრებს იძულებითი წესით დააშორებენ ცოლებს -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
athos |
Nov 20 2008, 02:19 PM
პოსტი
#46
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
მხევალი ნინო
ციტატა სასჯელიც იმიტომ არის რომ ადამიანი საკუტარ ცოდვას ცაუფიქრდს და არა იმიტომ რომ დაისაჯოს, ისე როგოც ეხლა შენ ისურვებდი, სასტიკად და შეუბრალებდლად. ვინ იცის ვინ რას ისურვებს და ვინ რას ფიქრობს, ციტატა ნუ ვიქნებით ასე მარტივები, სხვისი ცოდვის შეფასების დროს -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
თემო |
Nov 20 2008, 02:30 PM
პოსტი
#47
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
ისე თუ ამჩნევ ჩემო კეა, აბორტის გამო საჯსლეი თიტქოს მხოლოდ ქალზე ვრცელდება, ანუ ჩვენი იუზერები ქალებზე იტხოვენ, ანუ ვერ ხვდებიან რომ ტანაბრად ვრცელდება კაცზეც და ქალზეც. გავუიშვათ ორივე ცოლ-მქარი 10 წლისთ)))))) არამგონია თანაბრად გავრცელდეს, გააჩნია ვინ რა როლი იკისრა აბორტის გაკეთებაში, ვის რა პოზიცია ეკავა ოჯახში და ამ პოზიციის მიუხედავად რეალურად რა იქნა გაკეთებული, |
k@the |
Nov 20 2008, 04:54 PM
პოსტი
#48
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
k@the საქმე ისაა, რა არის ემბრიონი/ნაყოფი? არის თუ არა ის ადამიანი? (მეც იურიდიულად ვსვამ კითხვას) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ნაყოფს აქვს მემკვიდრეობის მიღების უფლება (მართალია, იქვეა ჩანაწერი, რომ უფლების განხორციელება დაბადებაზეა დამოკიდებული, მაგრამ უფლება რომ აქვს, ეს უდავოა). უფლებები აქვს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ნაყოფი ვერ იქნება იურიდიული პირი, ამიტომ ასევე ცხადია, რომ იგი არის ფიზიკური პირი. აბორტით ჩვენ ვკლავთ ფიზიკურ პირს, რომელსაც სამოქალაქო უფლებებიც კი აქვს. სამართლის თეორიის მიხედვით, ორი პირის უფლებათა შეპირისპირების დროს, როდესაც ერთის განხორციელება შეუძლებელია მეორის უფლების შეზღუდვის გარეშე, უპირატესობა ენიჭება აღმატებულ უფლებას. სიცოცხლის უფლება არის ზეაღმატებული, ამიტომ ქალის ნებისმიერი უფლება დგას ამ უფლებაზე ქვემოთ. ყველაზე პრობლემური არის როდესაც ქალის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, რადგან დაპირისპირებაში მოდის ორი თანაბარი უფლება. ასეთ დროს, პასუხისმგებლობა მთლიანად უნდა აიღოს სამედიცინო დაწესებულებამ. თუკი ქალი თანხმობას განაცხადებს, რომ მას სურს აბორტი, გაუკეთებენ (ასე წარმომიდგენია), მაგრამ თუკი დადასტურდება, რომ ნაყოფი არ უქმნიდა საფრთხეს ქალის სიცოცხლეს, აბორტზე თანხმობის მიმცემმა ექიმმა პასუხი უნდა აგოს. ნაყოფი იურიდიულად ფიზიკური პირი როგორაა?? რაც იურიდიული პირი არაა, ის ფიზიკურიას პრინციპით?? აი, ქვემოთ მოიყვანა თემომ კანონი, მუხლი 11. უფლებაუნარიანობა 1.ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა _ უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა დაბადების მომენტიდან. 2. მემკვიდრედ ყოფნის უფლება წარმოიშობა ჩასახვისთანავე; ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია დაბადებაზე. ანუ, სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, დაბადებამდე მას არ გააჩნია. ფიზიკური პირის განმარტება როგორაა?? - თუ ჩანასახი მართლაც ფიზ. პირია, მაშინ კი ბატონო, შეგვიძლია ორი პირის უფლებების შეპირისპირებისას აღმატებულობაზე საუბარი. მაგრამ თუ არა, მაშინ როგორ შეადარებ? k@the ვაიმე რას ამბობ? რა შუაშია უფლება? ერთი ადამიანის უფლება მთავრდება იქ, სადაც მეორის იწყება. ხოდა თუკი ჩავთვლით, რომ ნაყოფს აქვს სიცოცხლის უფლება (და ეს ასეა), მაშინ დედასაც არ აქვს ბავშვის მოშორების უფლება. შენ რასაც ამბობ, მაშინ მაგ თვალსაზრისით, არცერთი დანაშაული არ უნდა იყოს დასჯადი: "ჩაიდინა იმ კაცმა ქურდობა? ეს მისი უფლებაა და ღმერთი დასჯის. იქნებ მას მისი სინდისი არ უკრძალავს ქურდობას? ხოდა რა უფლება გვაქვს დავსაჯოთ?" - ასე ვერ გავფრინდებით. იმის გადასაწყვეტად, უნდა იყოს თუ არა აბორტი ნებისმიერ შემთხვევაში დასჯადი, გადამწყვეტია არა ის ფაქტორი, თუ რამდენად ამორალური და არარელიგიულია აბორტი, არამედ ის, თუ რამდენად ხდება ამ დროს რაიმე სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა. ჩემი აზრით (და ამ აზრს არავის არ ვახვევ თავს), ჩანასახის სიცოცხლე სამართლებრივი სიკეთეა. რისთვისაა კანონმდებლობა სახელმწიფოში? საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი წესრიგი რომ იყოს ხომ? ადამიანის მკვლელობა, ქურდობა, ყაჩაღობა საფრთხეს უქმნის და არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. გაფრენისაკენ არც მოგიწოდებთ, უბრალოდ მართლა მინდა, იურიდიულად, ამ კანონის აუცილებლობაში დამარწმუნოთ. თორემ, რელიგიურად ძალიან კარგად მესმის და ემოციებზე აპელირება, არაა საჭირო. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მხევალი ნინო |
Nov 20 2008, 06:19 PM
პოსტი
#49
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
k@the
ციტატა გაფრენისაკენ არც მოგიწოდებთ, უბრალოდ მართლა მინდა, იურიდიულად, ამ კანონის აუცილებლობაში დამარწმუნოთ. რა კანონის, აბორტების აკრძალვის? ამ სემთხვევაში, ცასახული ადამიანი მიჩნეულ უნდა იქნას პიროვნებად. და მის უფლებების დაცვაზე უდა იტოს საუბარი, ალბათ... მასაც აქვს პაწია უფლებები, სიოცხლის უფლება.. უნდა მიეცეს მაინც.. რა ვიცი აბა, ძნელია ამაზე საუბარი. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
Ismail |
Nov 20 2008, 09:55 PM
პოსტი
#50
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
k@the
ციტატა რისთვისაა კანონმდებლობა სახელმწიფოში? კი გეთანხმები კანონმდებლობა საჭირო მაგისთვისაა. ემოციებზე აპელირება არც მე არ მინდა. და იმაშიც აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ყველა მართლმადიდებლური ნორმის დარღვევა აუცილებლად სახელმწიფოს მიერაც დასჯადი არ უნდა იყოს.საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი წესრიგი რომ იყოს ხომ? ადამიანის მკვლელობა, ქურდობა, ყაჩაღობა საფრთხეს უქმნის და არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. გაფრენისაკენ არც მოგიწოდებთ, უბრალოდ მართლა მინდა, იურიდიულად, ამ კანონის აუცილებლობაში დამარწმუნოთ. თორემ, რელიგიურად ძალიან კარგად მესმის და ემოციებზე აპელირება, არაა საჭირო ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, კანონით დასჯადია მხოლოდ ის ქმედება, რომელიც სხვას აზიანებს. ხოლო მართლმადიდებლობა ცოდვად მიიჩნევს არა მარტო იმ ქმედებებს, რომლებიც სხვას აზიანებს. რელიგიურად არასწორი მოქმედებების მხოლოდ ნაწილია დასჯადი კანონით. მაგალითად, ქრთამის აღება კანონით იმიტომაა დასჯადი, რომ სხვას (სახელმწიფოს, მის ბიუჯეტს) აყენებს ზიანს ქრთამის ამღები (მიმცემიც). დეზერტირობა იმიტომაა დასჯადი, რომ დეზერტირი საფრთხეს უქმნის სამხედრო სამსახურის დადგენილი წესის შესრულებას და შეიძლება მისმა მოქმედებამ ძალიან დიდი სახელმწიფოებრივი ზიანი გამოიწვიოს, ანდა შეიძლება მისმა დეზერტირობამ არაფერიც არ დააზიანოს, მაგრამ მისმა დაუსჯელობამ სხვა პოტენციურ დეზერტირებს მისცეს სტიმული დეზერტირობის ჩასადენად. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა იმიტომაა დასჯადი, რომ ამით ადამინურ ზნეობას ექმნება საფრთხე (როგორც სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი თავის სათაურიდან ირკვევა), აგრეთვე ალბათ იმტომაც, რომ ზიანი ადგება ცხოველის უფლებას, არავინ არ აწამოს იგი. ხოდა რატომ არ შეიძლება ვთქვათ, რომ აბორტი იმიტომ უნდა იყოს დასჯადი, რომ ზიანი ადგება ჩანასახის სიცოცხლეს? მე ხომ არ ვამბობ, რომ დასჯადი უნდა იყოს ისეთი ცოდვები, როგორიცაა მრუშობა, განკითხვა, მამათმავლობა, ნაყროვანება... ესენიც ცოდვებია, მაგრამ მათი კანონით დასჯა უგუნურება იქნებოდა (მიუხედავად იმისა, რომ რაღაც მომენტში ისინიც შეიძლება აყენებდნენ სხვას ზიანს), მაგრამ აბორტი სხვაა.. აბორტით სხვის სიცოცხლეს ადგება ზიანი. P.S. ნუ, დასჯადი რა, აკრძალული უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში და შესაბამისად, აკრძალული ქმედების განხორციელებისათვის სანქციაც უნდა არსებობდეს. შეიძლება ძალიან მკაცრი არა, მაგრამ მაინც უნდა არსებობდეს. ეუფ, რამდენი ვწერე... -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
k@the |
Nov 20 2008, 10:06 PM
პოსტი
#51
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
Ismail
ხოდა, ძალიან კარგადაც წერე. გაიხარე ცხოველის ცემა რომ კანონით აკრძალული იყო, არ ვიცოდი და ძაანაც გამეხარდა -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
Ismail |
Nov 20 2008, 10:09 PM
პოსტი
#52
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
kathe
Ismail ცხოველის ცემა რომ კანონით აკრძალული იყო, არ ვიცოდი და ძაანაც გამეხარდა -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
k@the |
Nov 20 2008, 10:16 PM
პოსტი
#53
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
Ismail
დაე იყოს ეგრე -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
KAIROS |
Nov 21 2008, 04:58 AM
პოსტი
#54
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ვინ გითხრა კაიროს? აბა მცნებები, ეკლესიის კანონები რა არის , თუ არა აკრძალვების და სასჯელების ჩამონატვალი, რომელიც მიმართულია ადამიანის ზნეობრივი სრულყოფისათვის ეჰ, მწირო ჩემო, აშკარად ცდები, სულაც არაა ქრისტიანობა "აკრძალვების ჩამონათვალი" როგორც კარგად დაგიწერე მხევალმა, ქრისტიანობა თავისუფლებაა მეგობარო უპირველესად და არც აკრძალვებით ხდება ზნეობრივი სრულყოფა,არამედ თავისუფლებით, შენ კი გინდა ვისაც არ წამს მოწმუნეთა კანონით დასაჯო, აქაოდა სჯულისკანონში წერიაო,და რახან შენ გწამს სჯულისკანონის ამიტომ სხვას რომ ვერ დააპიტმრებ ჩვენი ადოლფასი არ იყოს, არ უნდა ახლა ამას დიდი გაწამაწია სულ სხვაა ის არგუმენტები რაც კანონისტს მოყავს, ის უფრო კანონისტური არგუმენტებია ( აბა კანონისტა რისია ), მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ უნდა ვიყოთ 1) ობიექტურები ანუ გულზე ხელის ბრახუნი, მაგარი ქრისტიანები ვართ და მაგარი ქრისტიანობა უნდა დავამყაროთო და თითების ქნევა, ვინც ასე არ იქნება დავიჭერთ და დავაპატიმრებთო არ უნდა დავიწყოთ, თორემ ჩვენს ადოლფას ვემსგავსებით და გადავდივართ აბსურდში: გულში განკითხვისათვის 5 საათი ციხე და 12 წკეპლა, გულისთქმით შეხედვისათვის 3 საათი ცივი შხაპის ქვეშ ყოფნა და ა.შ. კარგით რა ციტატა ხოდა რატომ არ შეიძლება ვთქვათ, რომ აბორტი იმიტომ უნდა იყოს დასჯადი, რომ ზიანი ადგება ჩანასახის სიცოცხლეს? აი აქედან უნდა დავიწყოთ აზროვნება, საქმე იმაშია, რომ აქ მეორე ( პირველი ობიექტურობა იყო, იხ. ზემოთ ) შემოდის 2) რ ე ა ლ ო ბ ა ! ანუ რომ იყოს დასჯადი მერე რა მოხდება? დაუშვით უბრალოდ, მიიღებთ ირანს და რელიგიურ დაჭერებს! დიახ, რელიგიურს, შუასაუკუნეებს და ინკვიზიციას! მიიღებთ მიწისქვეშა აბორტებს, აკრძალული ხილის ბუმერანგისეულ ქმედებას და არავითარ წინსვლას, რადგან არაფერი აკრძალვით არ გამოსწორებულა, სამოთხეშიც კი არა, ეს არაა გამოსავალი, ერთადერთი რაც ამქვეყანაზე კანონის საშუალებით შეიძლება ესაა ბეწვის ხიდზე გასვლა, მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს აბორტის გაკეთება და მაქსიმალურად უნდა წახალისდეს მშობიარობა... მოკლედ ჩემო მურაბა ხალხო, თქვენ თუ გინდათ მიიღეთ ეს კანონი ( ისე ქრისტიანებს ისედაც გვაქვს ეს კანონად და ძალიან მაინტერესებს რატომ გინდათ ძალით მიაღებინოთ ეს სხვებს? ), თუმცა ორი რამ არ დავივიწყოთ ობიექტურობა და რეალობა იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მხევალი ნინო |
Nov 21 2008, 10:41 AM
პოსტი
#55
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
Ismail
ციტატა ხოდა რატომ არ შეიძლება ვთქვათ, რომ აბორტი იმიტომ უნდა იყოს დასჯადი, რომ ზიანი ადგება ჩანასახის სიცოცხლეს? ამისთვის ჩანასახი უნდა იქნას მიჩნეული პიროვნებად. სხვანაირად, მას ზიანი ვერ მადგება, ანუ ჩასახვის მონეტიდან უნდა მიეცეს გარკვეული უფლება, ვთქვათ სიცოცხლის. ეს საერთაშორის კანონმდებლობით აღიარებული უფლებაა, მაგრამ ცანსახზე არ ვრცელდება. ზიანი ადგება ვის???? არავის, ასე გამოდის. ცხოველი დაბადებულია, ცოცხალია, მას ტკივა და აშ. ამიტომ, დაცულია მისი უფლებები, ვინ არის ცანასახი? სანამ ის არ იქნება აღიარებული პიროვნებად, მაანმდე მისი უფლება ჩასახვის მოენტიდან, არ იქნება დაცული.!!! k@the ციტატა ცხოველის ცემა რომ კანონით აკრძალული იყო, არ ვიცოდი და ძაანაც გამეხარდა იფრო მეყად გაგახარებ ჩემო კოტე, ეხლა ამნისტიის შესახებ კანონი გამოვიდა, ხოდა მის ტანახმად, ზუსტად ცხოველებისათვის სასტიკი მოპყრობის გამო, მსჯავრდებულებზე გავრცელდა ამნისტია. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
sable |
Nov 21 2008, 10:43 AM
პოსტი
#56
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
ანუ რომ იყოს დასჯადი მერე რა მოხდება? დაუშვით უბრალოდ, მიიღებთ ირანს და რელიგიურ დაჭერებს! დიახ, რელიგიურს, შუასაუკუნეებს და ინკვიზიციას! მიიღებთ მიწისქვეშა აბორტებს, აკრძალული ხილის ბუმერანგისეულ ქმედებას და არავითარ წინსვლას, რადგან არაფერი აკრძალვით არ გამოსწორებულა, სამოთხეშიც კი არა, ეს არაა გამოსავალი, ერთადერთი რაც ამქვეყანაზე კანონის საშუალებით შეიძლება ესაა ბეწვის ხიდზე გასვლა, მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს აბორტის გაკეთება და მაქსიმალურად უნდა წახალისდეს მშობიარობა... მოკლედ ჩემო მურაბა ხალხო, თქვენ თუ გინდათ მიიღეთ ეს კანონი ( ისე ქრისტიანებს ისედაც გვაქვს ეს კანონად და ძალიან მაინტერესებს რატომ გინდათ ძალით მიაღებინოთ ეს სხვებს? ), თუმცა ორი რამ არ დავივიწყოთ ობიექტურობა და რეალობა იხარეთ; კაიროსი! სულაც არ არის საჭირო ეს იყოს რელიგიური აკრძალვა, უბრალოდ ეკლესიის ხელმძღვანელობამ უნდა დააფიქსიროს მისი პოზიცია ღიად; ეგ არის და ეგ და არ უნდა შეუშინდეს, არაფერს მათ შორის მრევლის რაღაც ნაწიულში უკმაყოფილებას. (და ასეთები ვიცი ბევრი იქნება) ხოლო სახელმწიფომ კი აბორტი უნდა აკრძალოს და ამით უნდა დაიცვას როგორც ჩვილი ბავშვი ასევე ისიც ვინც ხვალ და ზეგ ასე დაიბადება და სიცოცხლე გაუხარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკანონებული მკვლელობა გაგრძელდება რაც უპირველეს ყოვლისა საზოგადოების მორალზე და ჰუმანურობის დაბალ დონეზე მეტყველებს და ამის შემდეგ ყველაფერ სხვაზე. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
მხევალი ნინო |
Nov 21 2008, 10:48 AM
პოსტი
#57
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
sable
ციტატა ხოლო სახელმწიფომ კი აბორტი უნდა აკრძალოს და ამით უნდა დაიცვას როგორც ჩვილი ბავშვი ჩანასახი არ არის ჩვილი ბავშვი !!!! ჩვილი არის დაბადებიდან, მანამდე ჯერ არის ცანასახი, შემდგომ ნაყოფი, ნაყოფი რომ დაიცვა, ამისთვის უნდა იქნას აღიარებული მისი სიცოცხლის უფლება ჩასახვის მომენტიდან. ადრე აბორტები არ იყო, ყოველ სემთხვევაში ნაკლებად კეთდებოდა, მაგრამ ქალები, რომელტაც არ უნდოდათ ბავშვი, სხვადასხვა საშუალებით იცილებდნე მას. ზოგი სახურავიდან ხტებოდა, ზოგი კიბიდან, ერთ ამერიკულ ფილმში მახსოვს მაცივრიდან გადმოხტა . ანუ აბორტის აკრძალვა არ არის გამოსავალი, შეგნების შცვლაა მტავრაი!! ეხლა, დალეა რომ ავკღძალოთ, ანუ მშრალი კანონი მივიღოთ, შედეგი რა იქნება? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანონისტი |
Nov 21 2008, 11:44 AM
პოსტი
#58
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
k@the
ციტატა ნაყოფი იურიდიულად ფიზიკური პირი როგორაა?? რაც იურიდიული პირი არაა, ის ფიზიკურიას პრინციპით?? როდესაც სამოქალაქო უფლებები (რაღაც დოზით) ეძლევა რაღაც სუბიექტს, ის უნდა იყოს პირი. ჩემი აზრით, კოდექსი თავად მოდის წინააღმდეგობაში თავისსავე თავთან. KAIROS ციტატა მიიღებთ მიწისქვეშა აბორტებს, აკრძალული ხილის ბუმერანგისეულ ქმედებას და არავითარ წინსვლას, რადგან არაფერი აკრძალვით არ გამოსწორებულა ხომ არის აკრძალული ნარკოტიკის კეთება? არ იკეთებენ? ხომ არის აკრძალული მკვლელობა? არ კლავენ? რა ვქნათ ამიტომ? წარმოიდგინე, ნარკომანია დაშვებული რომ იყოს. გამოვიდოდა ვინმე შენნაირი ამბიონზე ( ) და იტყოდა, რა აზრი აქვს აკრძალვას, აგერ სამედინიცო დაწესებულებებში სტერილურად იჩხირავენ, მერე წავა სარდაფებში გაკეთებები და არ ავკრძალოთ. მართალი იქნება? იატაქქვეშა მომავალი შესაძლო აბორტები არგუმენტი არ არის. Ismail-ს ეტყობა მსჯელობაზე, იურისტი რომაა, აი მხევლისა კი მართლა მიკვირს. არსებობს ყველა სახელმწიფოში სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომელიც პასუხობს კითხვაზე, რა უნდა სახელმწიფოს დანაშაულთა სფეროში? არცთუ დიდი ხნის წინ, ცალკე დანაშაულად იყო გამოყოფილი "ქალის მოტაცება ცოლად შერთვის მიზნით" და "მანქანის გატაცება გასეირნების მიზნით"... ამ დანაშაულებს ეტყობა, რომ მისი მიმღები ქვეყანა კავკასიაშია ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ აბორტის დასჯადობაზე, თეოლოგებმა შეიძლება იფიქრონ, რამდენად გამოსწორდება ერი, მედიკოსებმა - რამდენად სტერილურად შეიძლება გაკეთდეს აბორტი იატაქქვეშ, მაგრამ იურისტებმა უნდა იფიქრონ - დაუსჯელობით სახელმწიფო ნებას რთავს შთამომავლობის შემცირებას. გვინდა კი ეს? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მხევალი ნინო |
Nov 21 2008, 11:49 AM
პოსტი
#59
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
კანონისტი
ციტატა არცთუ დიდი ხნის წინ, ცალკე დანაშაულად იყო გამოყოფილი "ქალის მოტაცება ცოლად შერთვის მიზნით" და "მანქანის გატაცება გასეირნების მიზნით"... ეს დანაშაულები ისევ დარცა, სხვათა შორის აკრძალვასმ შედეგი არ გამოიღო, ეხლა ჩვენს კანონში ისევ არის ქალის მოტაცების გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, მაგრამ სიტყვიერად მოტაცება აღარ ჰქვია, არამედ როგორც მახსოვს უკანონოდ ტავისუფლების შეზღუდვა და სხვა ყველაფერი რაც ამ დანაშაულის მოჰყვა, სასჯლი უფრო მეტაი. საქმეს ის არ გა,ოასწორებს რომ აბორტი აიკრძალება, ადამიანის ცნობიერებაში უნდა აიკრძალოს, ეს რატომ არ გესმის? ყველა გამონახავას საშუალებას რომ ნაყოფი მოიცილოს, არსებობს ათასგვარი ხალხური საშუალება, ხტომებს აღარ ვიტყვი და კიდევ ბევრ რამეს, აქ არ დავწერ , მაგრამ არის. მერე რა, თუ ჩვენ ავკრძალავთ, ხახლის ცნობიერებაში ეს მკვლელობაარ იქნება და ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები , რომელბიც ამ კანონის გაუქმებას მოიტხოვენ. ანუ აკრძალვა არა გამოსავალი, თუ ჯერ ცნობიერება არ შეიცვალა -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანონისტი |
Nov 21 2008, 11:54 AM
პოსტი
#60
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მხევალი ნინო
ციტატა ჩანასახი არ არის ჩვილი ბავშვი !!!! ჩვილი არის დაბადებიდან ნინო, შენ სულ გადამრევ მე.... ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ ბავშვის უფლებათა კონვენცია, პრეამბულა, ბავშვის უფლებათა დეკლარაციის ციტირება ხელმოწერილი 1989 წლის 29 ნოემბერს გაერთიანებული ერების შტაბბინაში საქართველო მიუერთდა 1994 წლის 21 აპრილის რატიფიკაციით მხევალი ნინო ციტატა საქმეს ის არ გა,ოასწორებს რომ აბორტი აიკრძალება, ადამიანის ცნობიერებაში უნდა აიკრძალოს, ეს რატომ არ გესმის? ანუ დავუშვათ ნარკომანია? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th May 2024 - 05:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი