თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო სამართალი _ ტრაპეზთან შეხება

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 24 2013, 02:29 PM

თქვენი აზრი მაინტერესებს უნდა ეხებოდეს თუ არა, ტრაპეზს ერის კაცი. თუ კი რატომ თუ არა მაინც რატომ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Sep 24 2013, 10:53 PM

ხო არ ეხებიან ერისკაცები? თუ ეხებიან? huh.gif

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Sep 25 2013, 12:33 AM

არ ეხებიან

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 25 2013, 02:27 AM

არ უნდა ეხებოდეს...

,, როცა ნაქონის კალოსთან მივიდნენ, ხელი შეაშველა ყუზამ ღვთის კიდობანს, რადგან კინაღამ გამოაგდეს იგი ხარებმა.
აღიგზნო უფლის რისხვა ყუზას მიმართ და იქვე დასცა იგი ღმერთმა ამ ხელყოფისთვის, და იქვე მოკვდა იგი ღვთის კიდობანთან.''
(მეორე მეფეთა ; თავი მეექვსე ; 7-8 )

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 25 2013, 09:15 AM

A.V.M
რატომ არ უნდა ეხებოდნენ? ტრაპეზი რას წარმოადგენს? იმ წიმნდანების საფლავის ქვას რომლებზეც პირველ საუკუნეებში უსისხლო მსხვერპლშეწირვა - ევქარისტია აღესრულებოდა. თუ წმინდანთა საფლავის ქვებს ვეხებით და თაყვანს ვცემთ ტრაპეზს რატომ არა?
პ.ს ამას იმასაც დავუმატებ ეს წესი საქართველოშია, საბერძნეთში სტიქაროსანი თავისუფლად ეხება და ალაგებს ტრაპეზს.

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Sep 25 2013, 09:58 PM

ციტატა
A.V.M

მგონი ერთი-ერთი საუკეთესო კითხვა დაისვა ამ ფორუმზე... და პასუხს იმსახურებს smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 26 2013, 09:11 AM

ციტატა(A.V.M @ Sep 26 2013, 01:12 AM) *

G_saxva
შენ მეუბნევი იქ ასე ხდებაო მაგრამ სხვაგან ბევრი რამე ხდება და არგუმენტი არ შეიძლება ეს იყოს და თუკი მხოლოდ იმიტომ ვემხრობით ამ აზრზს რომ ,,იქ ასე ხდება'' , მაშინ ყველაფერი ისევე უნდა გადმოვიღოთ თუ როგორც იქ ხდება და არა ,,გამორჩევით.''
ვიცნობ ხალხს რომლებიც ეხებიან ტრაპეზს და ვიცნობ მათ არგუმენტებსაც , მაგრამ ...
შეიძლება ახლა მე დავსვა კითხვა? - დღეს , საქართელოში , რატომ უნდა შეეხოს არასასულიერო პირი ტრაპეზს?

მგონი არგუმენტი მოვიყვანე და საკმაოდ კარგიც თუ წაიკითხე. "ტრაპეზი რას წარმოადგენს? იმ წიმნდანების საფლავის ქვას რომლებზეც პირველ საუკუნეებში უსისხლო მსხვერპლშეწირვა - ევქარისტია აღესრულებოდა."
პასუხიც შენს კითხვაე ეს არის თუ რატომ უნდა ეხებოდეს არასასულიერო პირი ტრაპეზს. თუ ტრაპეზს არ ვეხებით მაშინ არცერთი წმინდანის საფლავის ქვას არ უნდა შევეხოთ. რატომ ვეხებით? რატომაც აიკრალა ეგეც დაახლოებით ვიცი მაგრამ მაინც არასწორი მგონია.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 26 2013, 11:06 PM

რატომ უნდა შევხოთ ტრაპეზს?

(ან თუნდაც წმიდანების საფლავს რატომ უნდა ,,ჩავეკონოთ ?'' )

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 27 2013, 09:01 AM

ციტატა(A.V.M @ Sep 26 2013, 11:06 PM) *

რატომ უნდა შევხოთ ტრაპეზს?

(ან თუნდაც წმიდანების საფლავს რატომ უნდა ,,ჩავეკონოთ ?'' )

ღამე რომ კარგად დაგვეძინოს .

ხატებს რატომ ეამბორები ? რატომ მიდიხარ საერთოდ წმინდანთა საფლავზე?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 27 2013, 06:38 PM

G_saxva

ციტატა

ხატებს რატომ ეამბორები ? რატომ მიდიხარ საერთოდ წმინდანთა საფლავზე?

ეს მთლი8ანად რწმენის საკითხია.
შიო მღვიმელი საერთოდ არ შესულა იერუსალიმში , მაგრამ იმხელა მდლი წამოიღო იქიდან რომ...
სააგიეროდ , პასტა–პასტა მიდიან დღეს ,,მომლოცველები'' იქ , მიდიან ქრისტეს საფლავთან , გოლგოთაზე , ბეთლემში და.ა.შ თუმცა , როგორი მადლი მოაზვთ არ ვიცი .

რეზიუმესავით ვიტყვი : მთავარი გულია . თუ გულით გინდა მადლის მიღება , საერთოდ რომ არ მიეკარო , არც დაინახო და.ა.შ. , მაინც მიიღებ და თუ გული სხვანაირადაა , გულზე ჩაკონილი რომ ატარო ,,გამოსალოსებული თომასავით'' ჯვარ–ხატები , მაინც არაფერი გეშველება...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 27 2013, 11:15 PM

ციტატა(A.V.M @ Sep 27 2013, 06:38 PM) *

G_saxva

ეს მთლი8ანად რწმენის საკითხია.
შიო მღვიმელი საერთოდ არ შესულა იერუსალიმში , მაგრამ იმხელა მდლი წამოიღო იქიდან რომ...
სააგიეროდ , პასტა–პასტა მიდიან დღეს ,,მომლოცველები'' იქ , მიდიან ქრისტეს საფლავთან , გოლგოთაზე , ბეთლემში და.ა.შ თუმცა , როგორი მადლი მოაზვთ არ ვიცი .

რეზიუმესავით ვიტყვი : მთავარი გულია . თუ გულით გინდა მადლის მიღება , საერთოდ რომ არ მიეკარო , არც დაინახო და.ა.შ. , მაინც მიიღებ და თუ გული სხვანაირადაა , გულზე ჩაკონილი რომ ატარო ,,გამოსალოსებული თომასავით'' ჯვარ–ხატები , მაინც არაფერი გეშველება...

თემას აცდი გურამ, კითხვა ასეთი რატომ არ შეიძლება ტრაპეზთან შეხება?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 27 2013, 11:48 PM

G_saxva

ციტატა
კითხვა ასეთი რატომ არ შეიძლება ტრაპეზთან შეხება?

იმიტომ რომ საჭირო არაა...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 28 2013, 10:50 AM

ციტატა(A.V.M @ Sep 27 2013, 11:48 PM) *

G_saxva

იმიტომ რომ საჭირო არაა...

რას ნიშნავს საჭირო არაა? ხატზე მთხვევა მაინცდამაინც აუცილებელია?

სხვა რავინაა დისკუსიაში რომ ჩაერთოს?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 28 2013, 12:07 PM

G_saxva

ციტატა

რას ნიშნავს საჭირო არაა? ხატზე მთხვევა მაინცდამაინც აუცილებელია?

რას ნიშნავს და იმას რომ საჭირო არაა...
და არც ხატზე მთხვევააა აუცილებელი .
უბრალოდ , ეკლესიას არასდროს აუკრძალავს ხატზე მთხვევა და ცხოდვათა ჩამონათვალშიც არასდროს შეუტანია , ტრაპეზისგან განსხვავებით...

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Sep 28 2013, 01:28 PM

G_saxva

ციტატა
ტრაპეზი რას წარმოადგენს? იმ წიმნდანების საფლავის ქვას რომლებზეც პირველ საუკუნეებში უსისხლო მსხვერპლშეწირვა - ევქარისტია აღესრულებოდა.

მარტო ამას წარმოადგენს?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 28 2013, 03:10 PM

ციტატა(A.V.M @ Sep 28 2013, 12:07 PM) *

G_saxva
რას ნიშნავს და იმას რომ საჭირო არაა...
და არც ხატზე მთხვევააა აუცილებელი .
უბრალოდ , ეკლესიას არასდროს აუკრძალავს ხატზე მთხვევა და ცხოდვათა ჩამონათვალშიც არასდროს შეუტანია , ტრაპეზისგან განსხვავებით...

და რატომ არის ასეთი აუცილებელი? რითია განპირობებული?

athos
კიდევ რას წარმოადგენს?

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Sep 28 2013, 08:13 PM

G_saxva

ციტატა
კიდევ რას წარმოადგენს?

მე გიპასუხო?
შენითაც შეგიძლია მოიძიო ინფორმაცია.
სემინარიაში სწავლობ?
რა ლიტერატურით ხელმძღვანელობ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 28 2013, 09:00 PM

athos
არაა კაცო სემინარიელი...
ხაშურელია...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Sep 28 2013, 09:55 PM

A.V.M

ციტატა
არაა კაცო სემინარიელი...
ხაშურელია...

ააა... გასაგებია biggrin.gif

G_saxva
არ არის საჭირო მაშინ ზედმეტი ფილოსოფია smile.gif
ეს წაიკითხე:
http://www.liturgy.ru/article_chram_prestol

ეგ სტატია პასუხობს მხოლოდ კითხვას, - რა არის ტრაპეზი.
შეხება სხვა სალაპარაკო თემაა cool.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 30 2013, 10:45 AM

ციტატა(athos @ Sep 28 2013, 09:55 PM) *

A.V.M

ააა... გასაგებია biggrin.gif

G_saxva
არ არის საჭირო მაშინ ზედმეტი ფილოსოფია smile.gif
ეს წაიკითხე:
http://www.liturgy.ru/article_chram_prestol
ეგ სტატია პასუხობს მხოლოდ კითხვას, - რა არის ტრაპეზი.
შეხება სხვა სალაპარაკო თემაა cool.gif

სად დაინახე ზედმეტი ფილოსოფია? smile.gif
რაც შეეხება თავად ტრაპეზს დავდებ ამონარიდს საკურთხეველზე, სადაც საკურთხევლის მნიშვნელობაზე წირვა-ლოცვის დროს, “ამბიონს” ესაუბრა მამა გიორგი კიკვაძე, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის მღვდელმსახური:
"თავად საკურთხეველიც სამ ნაწილად იყოფა. საკურთხევლის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, უშუალოდ საკურთხეველია. სადაც არის ოთხკუთხა მაგიდა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ქვისგან, ზოგჯერ კი ხისგან არის მოპირკეთებული. ამ მაგიდას წმინდა ტრაპეზი ეწოდება.

ყველა ტაძრის წმინდა ტრაპეზში, ჩასვენებული არის რომელიმე მოწამის წმიდა ნაწილი. ამას თავისი ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

ძველად, პირველ-მეორე საუკუნეებში, მსხვერპლშეწირვა უფლისადმი, პურისა და ღვინისა, დღევანდელი გაგებით წირვა, მოწამეების საფლავებზე ტარდებოდა. რადგან ამის პრაქტიკული საშუალება აღარ არსებობს, ის ტრაპეზში ჩასვენებულმა მოწამის ნაწილმა შეცვალა."
რუ: http://www.ambioni.ge/sakurtxeveli

მე ტრაპეზთან შეხებაზე ვსაუბრობ.

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Sep 30 2013, 02:02 PM

G_saxva

ციტატა
სად დაინახე ზედმეტი ფილოსოფია?

ეს ჩემს შეკითხვებს ეხებოდა smile.gif

ციტატა
რაც შეეხება თავად ტრაპეზს დავდებ ამონარიდს საკურთხეველზე, სადაც საკურთხევლის მნიშვნელობაზე წირვა-ლოცვის დროს, “ამბიონს” ესაუბრა მამა გიორგი კიკვაძე, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის მღვდელმსახური:

ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია არ არის საკმარისი წყარო რომ მასზე საკუთარი თეორიები ავაგოთ smile.gif

ციტატა
"თავად საკურთხეველიც სამ ნაწილად იყოფა. საკურთხევლის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, უშუალოდ საკურთხეველია. სადაც არის ოთხკუთხა მაგიდა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ქვისგან, ზოგჯერ კი ხისგან არის მოპირკეთებული. ამ მაგიდას წმინდა ტრაპეზი ეწოდება.

ყველა ტაძრის წმინდა ტრაპეზში, ჩასვენებული არის რომელიმე მოწამის წმიდა ნაწილი. ამას თავისი ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

ძველად, პირველ-მეორე საუკუნეებში, მსხვერპლშეწირვა უფლისადმი, პურისა და ღვინისა, დღევანდელი გაგებით წირვა, მოწამეების საფლავებზე ტარდებოდა. რადგან ამის პრაქტიკული საშუალება აღარ არსებობს, ის ტრაპეზში ჩასვენებულმა მოწამის ნაწილმა შეცვალა."

ეჰ...
მე არ მითქვამს, რომ მოწამეების საფლავებთან კავშირი არ აქვს, წაიკითხე კარგად თავიდან ჩემი შენიშვნა.

ციტატა
მე ტრაპეზთან შეხებაზე ვსაუბრობ.

თუ არ გავარკვიეთ რა არის ტრაპეზი, როგორ შეგვიძლია შეხებაზე ვისაუბროთ?

პ.ს. რუსული არ იცი?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 30 2013, 02:20 PM

ციტატა(athos @ Sep 30 2013, 02:02 PM) *

G_saxva

ეს ჩემს შეკითხვებს ეხებოდა smile.gif
ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია არ არის საკმარისი წყარო რომ მასზე საკუთარი თეორიები ავაგოთ smile.gif
ეჰ...
მე არ მითქვამს, რომ მოწამეების საფლავებთან კავშირი არ აქვს, წაიკითხე კარგად თავიდან ჩემი შენიშვნა.
თუ არ გავარკვიეთ რა არის ტრაპეზი, როგორ შეგვიძლია შეხებაზე ვისაუბროთ?

პ.ს. რუსული არ იცი?

რუსული ნამდვილად არ ვიცი იმდენად კარგად რიმ ამხელა სტატია გავიგეო sad.gif ინგლისურად მირჩევნია.
სტატია ნადმვილად არ არის საკმარისი წყარო, მაგრამ ქართულად მეეჭვება სადმე იყოს ამაზე ინფორმაცია. თუ სადმე არსებობს ან იცით დიდი სიამოვნებით ვიხილავ.

წმინდა ტრაპეზი აღნიშნავს საფლავის ადგილს, სადაც დაასვენეს ქრისტე; მასში დევს ჭეშმარიტი და ზეციური პური, საიდუმლო და უსისხლო მსხვერპლი, რომელიც ცხოვლად შეიწირება. უფლის ხორცი და სისხლი საუკუნო ცხოვრების საჭმელად და სასმელად მიენიჭებათ მორწმუნეებს. ტრაპეზი ტახტია ღვთისა, რომელზეც ზეციერმა და ქერუბიმებზე ამხედრებულმა ღმერთმა განისვენა. ამავე ტრაპეზზე, საიდუმლო სერობის ჟამს, მოციქულთა შორის ინახ–იდგა უფალმა, რომელმაც აიღო პური და ღვინო და ეს უთხრა მის მოწაფეებს და მოციქულებს: “მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ხორცი ჩემი… სუთ ამისაგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა’ (მათ. 26, 26–28). წმიდა ტრაპეზი მონაცვლეა იმ ტრაპეზისა, რომელიც ქრისტეს ჰქონდა მოწაფეებთან.
წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელი

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Sep 30 2013, 03:02 PM

მშვენიერია smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 30 2013, 03:32 PM

ციტატა(athos @ Sep 30 2013, 03:02 PM) *

G_saxva

მშვენიერია smile.gif

rolleyes.gif შემდგომ ამისა?

პოსტის ავტორი: nick თარიღი: Sep 30 2013, 03:40 PM

არ არის საჭირო მაშინ ზედმეტი ფილოსოფია smile.gif
ეს წაიკითხე:
http://www.liturgy.ru/article_chram_prestol
ეგ სტატია პასუხობს მხოლოდ კითხვას, - რა არის ტრაპეზი.
შეხება სხვა სალაპარაკო თემაა cool.gif
[/quote]
ეგ რუსულადაა მაგრამ რუსული ვინც არ ვიცით smile.gif

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Sep 30 2013, 04:56 PM

ციტატა
შემდგომ ამისა?

რადგან გაირკვა, რომ პარალელი მოწამეთა საფლავის ქვებთან მთლად მართებული და ამომწურავი არ არის, გიპასუხებ:
1. ეს ხდება განსაკუთრებული მოკრძალების გამო, რადგან:წმინდა ტრაპეზი აღნიშნავს საფლავის ადგილს, სადაც დაასვენეს ქრისტე; მასში დევს ჭეშმარიტი და ზეციური პური, საიდუმლო და უსისხლო მსხვერპლი, რომელიც ცხოვლად შეიწირება. უფლის ხორცი და სისხლი საუკუნო ცხოვრების საჭმელად და სასმელად მიენიჭებათ მორწმუნეებს. ტრაპეზი ტახტია ღვთისა, რომელზეც ზეციერმა და ქერუბიმებზე ამხედრებულმა ღმერთმა განისვენა. ამავე ტრაპეზზე, საიდუმლო სერობის ჟამს, მოციქულთა შორის ინახ–იდგა უფალმა, რომელმაც აიღო პური და ღვინო და ეს უთხრა მის მოწაფეებს და მოციქულებს: “მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ხორცი ჩემი… სუთ ამისაგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა’ (მათ. 26, 26–28). წმიდა ტრაპეზი მონაცვლეა იმ ტრაპეზისა, რომელიც ქრისტეს ჰქონდა მოწაფეებთან.

2. დისციპლინარული საკითხია
3. ტრადიციაა

აჰა შენ შემდგომი განსჯისთვის საინტერესო თემა
მე-6 მსოფლიო კრების 69-ე კანონი:
Никому из всех, принадлежащих к разряду мирян да не будет позволено входить внутрь священнаго алтаря.
არც ერთ ერისკაცს არ აქვს უფლება შევიდეს საკურთხეველში (კანონში მხოლოდ მეფეს ენიჭება ეს უფლება) rolleyes.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 30 2013, 05:09 PM

ციტატა(athos @ Sep 30 2013, 04:56 PM) *

1 ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხომ ვეამბორებით წმინდანთა საფლავს, ხომმ ვცემთ თაყვანს ახლოს მიახლებით? არ ვიცი და მგონი მაცხოვრის საფლავზეც შედიან მომლოცველები.
2 ეს გასაგებია
3 უფრო ეს მიმაჩნია ძირეულ საკითხად რატომაც არ შეიძლება. მე ასე ვიცი თავიდან ყველა მიეახლებოდა ტრაპეზს და თაყვანს სცემდა მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად გააუბრალოეს რომ აიკრძალა. ეს აკრძალვა კი ტრადიციად შემორჩა სასულერო პირების გარდა რომ არავინ უნდა შეეხოს.
საკურთხეველში შესვალს რაც შეეხება დღეს ალბათ ყველა მოვსწრებივართ იმ ფაქტს რომ ერისკაცთაგან ბევრი შესულა საკურთხეველში.
პ.ს მე უბრალოდ ის მაინტერესებს სტიქაროსანს რატომ არ შეუძლია დაალაგოს ტრაპეზი ან ზოგ ტაძარში სამკვეთლოც?

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Sep 30 2013, 09:15 PM

ციტატა
საკურთხეველში შესვალს რაც შეეხება დღეს ალბათ ყველა მოვსწრებივართ იმ ფაქტს რომ ერისკაცთაგან ბევრი შესულა საკურთხეველში.

თანამედროვე სტიქაროსანი არის თუ არა ერისკაცი?

ციტატა
1 ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხომ ვეამბორებით წმინდანთა საფლავს, ხომმ ვცემთ თაყვანს ახლოს მიახლებით? არ ვიცი და მგონი მაცხოვრის საფლავზეც შედიან მომლოცველები.

მე უფრო მაგარ მაგალითს მოგიყვან. ჩვენ ვეზიარებით, ანუ თვით მაცხოვარს მივეახლებით smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 1 2013, 01:33 AM

ციტატა
პ.ს მე უბრალოდ ის მაინტერესებს სტიქაროსანს რატომ არ შეუძლია დაალაგოს ტრაპეზი ან ზოგ ტაძარში სამკვეთლოც?

საჭიროებას არ წარმოადგენ და იმიტომ .
აი მღვდელი და დიაკონი რომ გაწყვეს ამქვეყნად, მაშინ კი ბატონო . პირველი მე ავდგები და დავალაგებ ტრაპეზს...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 1 2013, 09:10 AM

ციტატა(athos @ Sep 30 2013, 09:15 PM) *

თანამედროვე სტიქაროსანი არის თუ არა ერისკაცი?

სტიქაროსანი
ციტატა

მე უფრო მაგარ მაგალითს მოგიყვან. ჩვენ ვეზიარებით, ანუ თვით მაცხოვარს მივეახლებით smile.gif

თუნდაც ამხელა სიწმინდეს რომ ვეზიარებით.

A.V.M
ციტატა

საჭიროებას არ წარმოადგენ და იმიტომ .
აი მღვდელი და დიაკონი რომ გაწყვეს ამქვეყნად, მაშინ კი ბატონო . პირველი მე ავდგები და დავალაგებ ტრაპეზს...

არასწორი ახსნაა გურამ ეგ, ეგრე სტიქაროსნის გარეშე თავისუფლად წირავს მღვდელი და რაღაც წარმოუდგენელ აუცილებლოას არ წარმოადგენს უბრალოდ დროის დაზოგვა და წირვის გამართულად ჩატარებას უწყობს ხელს.

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Oct 1 2013, 12:40 PM

G_saxva

ციტატა
სტიქაროსანი

ეს რა პასუხია?
მე კონკრეტულად გკითხე.
პასუხი უნდა იყოს კი ან არა.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 1 2013, 03:52 PM

ციტატა(athos @ Oct 1 2013, 12:40 PM) *

G_saxva

ეს რა პასუხია?
მე კონკრეტულად გკითხე.
პასუხი უნდა იყოს კი ან არა.

კითხვას ვერ მივხვდი და მაგიტომ biggrin.gif
რთულია პასუხის გაცემა ამ კითხვაზე, ყველას ერთ ქვებში ვერ მოხარშავ მაგრამ უმეტესობა კი.

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Oct 1 2013, 08:29 PM

G_saxva

ციტატა
რთულია პასუხის გაცემა ამ კითხვაზე, ყველას ერთ ქვებში ვერ მოხარშავ მაგრამ უმეტესობა კი.

არც ისე რთულია.
მაგ კანონის მიღების დროს იპოდიაკვნები, წიგნისმკითხველები და ა.შ არ იყვნენ ერისკაცები, სასულიერო დასს ეკუთვნოდნენ და მათზე აღესრულებოდა ქიროტესია.
ანუ, თანამედროვე სტიქაროსნები მსოფლიო კრების კანონს არღვევენ.

საერთო ჯამში იმის თქმა მინდა, რომ დროთა განმავლობაში ბევრი რამ იცვლება, მაგრამ ეს არ ხდება ხელოვნურად.
კი, არის ზოგ ადგილობრივ ეკლესიაში ეხებიან წმ. ტრაპეზს, მაგრამ არა ღვთისმსახურების დროს და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
ჩვენთან სხვაგვარი ტრადიციაა და ცვლილებების აუცილებლობას ვერ ვხედავ. ცალკეულ შემთხვევებში ვფიქრობ გამონაკლისები ისედაც ხდება.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 1 2013, 09:13 PM

ციტატა(athos @ Oct 1 2013, 08:29 PM) *

G_saxva

არც ისე რთულია.
მაგ კანონის მიღების დროს იპოდიაკვნები, წიგნისმკითხველები და ა.შ არ იყვნენ ერისკაცები, სასულიერო დასს ეკუთვნოდნენ და მათზე აღესრულებოდა ქიროტესია.
ანუ, თანამედროვე სტიქაროსნები მსოფლიო კრების კანონს არღვევენ.

საერთო ჯამში იმის თქმა მინდა, რომ დროთა განმავლობაში ბევრი რამ იცვლება, მაგრამ ეს არ ხდება ხელოვნურად.
კი, არის ზოგ ადგილობრივ ეკლესიაში ეხებიან წმ. ტრაპეზს, მაგრამ არა ღვთისმსახურების დროს და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
ჩვენთან სხვაგვარი ტრადიციაა და ცვლილებების აუცილებლობას ვერ ვხედავ. ცალკეულ შემთხვევებში ვფიქრობ გამონაკლისები ისედაც ხდება.

მე დღეს დღეობიდან გამომდინარე გავეცი პასუხი. ღვთისმსახურების დროს არ ვამბობ მე ზოგადად ვიძახი. კონკრეტული პასუხი რატმო არ უნდა შეეხოს სტიქაროსანი წიგნისმკითხველი და ა.შ ტრაპეზს მაინტერსებს და ვერც დასაბუთებულ აკრძალვას ვერ ვხედავ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 1 2013, 11:35 PM

G_saxva

ციტატა
კონკრეტული პასუხი რატმო არ უნდა შეეხოს სტიქაროსანი წიგნისმკითხველი და ა.შ ტრაპეზს მაინტერსებს და ვერც დასაბუთებულ აკრძალვას ვერ ვხედავ.

შეხების საჭიროება არაა არანაირი და არცერთი კუთხთ .

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Oct 2 2013, 02:03 AM

ეკლესიაში შესვლამდე ვთქვათ გარს რომ შემოუარო ეკლესიას, ამის საჭიროება არაა არცერთი კუთხით, მაგრამ არც აკრძალული არ არის, ხომ?

ხოდა G_saxva მაგას კითხულობს ეს კაციც, საჭიროება არაა, მაგრამ რატომაა აკრძალულიო.

რადგან აკრძალულია, ესეიგი რაღაც ირღვევა, რაღაცას აშავებ... რას, ესაა გასარკვევი tongue.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 2 2013, 09:35 AM

ციტატა(A.V.M @ Oct 1 2013, 11:35 PM) *

G_saxva

შეხების საჭიროება არაა არანაირი და არცერთი კუთხთ .

რატომ არ არის? დალაგება და დასუფთავებას არ საჭიროებს? ნუ იტყვი ახლა იმას რომ ყოველდღე ან ყოველ კვირას ალაგებენ ტრაპეზს. რატომ არ უნდა შეეხოს სტიქაროსანი რატომ არის აკრძალული რა შავდება მასთან შეხებით?

ციტატა(MIRDAT @ Oct 2 2013, 02:03 AM) *

ეკლესიაში შესვლამდე ვთქვათ გარს რომ შემოუარო ეკლესიას, ამის საჭიროება არაა არცერთი კუთხით, მაგრამ არც აკრძალული არ არის, ხომ?

ხოდა G_saxva მაგას კითხულობს ეს კაციც, საჭიროება არაა, მაგრამ რატომაა აკრძალულიო.

რადგან აკრძალულია, ესეიგი რაღაც ირღვევა, რაღაცას აშავებ... რას, ესაა გასარკვევი tongue.gif

ა კაცი მიხვდა რაზეც ვსაუბრობ.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 3 2013, 09:14 AM

ციტატა(A.V.M @ Oct 3 2013, 01:14 AM) *

G_saxva

კაცო , რატომ უნდა დაალაგოს სტიქაროსანმა , როდესაც მღვდელი და დიაკონია ტაძარში? რას მიკეთებენ ისინი? რაც შეეხება დალაგებას , მაგალითად ქვაშვეთში , ყოველდღე ალაგებე ტრაპეზს . აბა როგორ ? რას ქვია ტრაპეზი არ დაალაგოს დიაკონმა და მღვდელმა , აბა რას მიკეთებენ?

არ ვეხებით იმიტომ რომ მოკრძალებას გამოვხატავთ ამით . არ გვაქვს მიღებული ქიროტონიის მადლი ჩვენ და ვალდებულნი ვართ თავი შევიკავოთ .
როდესმე მოგივა აზრად რომ ბარძიმი გამორეცხო?

(ისე თუ იცი რომ , საბერძნეტში , საცეცხლურსაც არ აკარებენ სტიქაროსანს და დიაკონს აქვს ჩაბარებული . )

ეგრე თუა საქმე გურამ მღვდელი და დაიკონი რას მიკეთებს გააცხელოს საცეცხლური თავის საკმევლიანად მშვენივრად მოიხმარს. ეგ არ არის იმის ახლსნა თუ რატომ არ უნდა შეეხო და ამას თავადაც ხვდები ალბათ. ბარძიმის გამორცხვა სხვა რამეა გურამ ეგ არ ესაჭიროება მაგრამ ტრაპეზს დალაგება მგონი სჭირდება. ქაშვეთს სამებას და სიონს არ ვგულისხმობ სადაც მრავალი მოძღვარია და შენ დაგესესხები სხვა რას მიკეთებენ ალაგონ biggrin.gif მაგრამ არის ტაძრები სადაც კვირაზე მეტი შეიძლება არ დალაგდეს smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 3 2013, 11:16 PM

ციტატა(A.V.M @ Oct 3 2013, 11:00 PM) *

G_saxva

და ძალიან კარგიც იქნება . ათონზე საერთოდ არ ეხება სტიქაროსანი საცეცხლურს ...

ათონი საერთოდ სხვა თემაა.
ციტატა

რა არ ჭირდება კაცო , არ გინახავს როგორ რეცხავენ ბარძიმს მდუღარე წყლით?

ტრაპეზი და ბარძიმი განსხვავდება, ბარძიმს შეგიძLია ემთხვიო ზიარებსი შემდეგ, ტრაპეზს ვერა.
ციტატა

ხოდა სტიქაროსანმა კი არ უნდა დაალაგოს ტრაპეზი , არამედ ის მღვდლ-დიაკვნები უნდა დაისაჯონ , რომლების ამ წმიდა მაგიდას არ ალაგებენ .

მაშინ სტიქაროსანი საჭიროც არ ყოფილა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 3 2013, 11:24 PM

G_saxva

ციტატა

ტრაპეზი და ბარძიმი განსხვავდება, ბარძიმს შეგიძLია ემთხვიო ზიარებსი შემდეგ, ტრაპეზს ვერა.

ჩვენშიდ არჩეს და ეგეც არ მომწონს...
შეიძლება გადმოიქცეს სისხლი...
საჭიროებასაც ვერ ვხედავ ბარძიმს ეამბოროს ერის კაცი...
ციტატა

მაშინ სტიქაროსანი საჭიროც არ ყოფილა.

თავისი მოვალეობები აქვს სტიქაროსანს...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 4 2013, 09:15 AM

ციტატა(A.V.M @ Oct 3 2013, 11:24 PM) *

G_saxva

ჩვენშიდ არჩეს და ეგეც არ მომწონს...
შეიძლება გადმოიქცეს სისხლი...
საჭიროებასაც ვერ ვხედავ ბარძიმს ეამბოროს ერის კაცი...

ჩვენში დარჩეს კი ბატონო მაგრამ არც მე მომწონს ეგ biggrin.gif არც ის მომწონს თავის დაკვრები და ჩამუხვლები რომ იციან ზიარების დროს blink.gif blink.gif
ციტატა

თავისი მოვალეობები აქვს სტიქაროსანს...

ისე რა მინტერესებს იცით სტიქაროსნებზე და სტიქაროსნობაზე ერთ დროსვეძებე წიგნი ზუსტად რა ევალებოდა რა და როგორ მაგრამ ვერარა ვიპოვე. თქვენ ხომ არ იცით რაიმე?

პოსტის ავტორი: nick თარიღი: Oct 4 2013, 12:18 PM

ციტატა(G_saxva @ Oct 4 2013, 09:15 AM) *

ჩვენში დარჩეს კი ბატონო მაგრამ არც მე მომწონს ეგ biggrin.gif არც ის მომწონს თავის დაკვრები და ჩამუხვლები რომ იციან ზიარების დროს blink.gif blink.gif

ისე რა მინტერესებს იცით სტიქაროსნებზე და სტიქაროსნობაზე ერთ დროსვეძებე წიგნი ზუსტად რა ევალებოდა რა და როგორ მაგრამ ვერარა ვიპოვე. თქვენ ხომ არ იცით რაიმე?

მღვდელი მთელი არსებით წირაზე უნდა იყოს გადართული და არა ნახშირის გაცხელებაზე, საკმევლის დადებაზე, სეფისკვერის დაჭრა დარიგება, სიტკბოების დამზადება, სადიაკვნოს დალაგება და ა.შ ეს მევალება ხოლმე მე როგორც სტიქაროსანს, ასე რომ არა მონია რომ მსახურება ცოტათი შეფერხდებოდა smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 4 2013, 03:13 PM

ციტატა(nick @ Oct 4 2013, 12:18 PM) *

მღვდელი მთელი არსებით წირაზე უნდა იყოს გადართული და არა ნახშირის გაცხელებაზე, საკმევლის დადებაზე, სეფისკვერის დაჭრა დარიგება, სიტკბოების დამზადება, სადიაკვნოს დალაგება და ა.შ ეს მევალება ხოლმე მე როგორც სტიქაროსანს, ასე რომ არა მონია რომ მსახურება ცოტათი შეფერხდებოდა smile.gif

წინა პოსტებსაც გადაგეხედეა კარგი იქნებოდა.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 5 2013, 08:21 PM

ციტატა(A.V.M @ Oct 5 2013, 02:06 AM) *

G_saxva

ამაზე გამახსენდა რა .
ერთ მოძღვარი აზიარებდა ჩვენთან . ხოდა ქალი მოვიდა საზიარებლად .
სტიქაროსანი : - გულზე დაილაგეთ ხელი ქალბატონო .
(ქალი ვერ ხვდება)
სტიქაროსანი : - გულზე დაილაგეთ ხელი ქალბატონო .
(ქალი ვერ ხვდება)

დაღლილი მოძღვარი ეუბნევა _ - მკერდზე დაილაგეთ ხელები ქალბატონო , მკერდზე !
(და ქალმა ისე დაილაგა ხელები და ისეთ ადგილებზე , რომ ლამის გულმა დაარტყა მღვდელს...)biggrin.gif

ნუ ასეთი შემთხვევები საინტერესოზე მეტია biggrin.gif
ერთხელ ასეთი რამ მოხდა სხვა ტაძრის მრევლი მოდის და მამაო ეკითხება თქვენ ვისი მრევლიხართო იმან უთხრა მოძღვარი უკან მეორე ქალია ახლა იმას კითხა თქვენ ვისი ხართო და ამ ქალმა თავისი ქმრის საელი და გვარი უთხრა :|
ციტატა

წიგნი არა მგონია .
ისე , ფორუმზე ქონდათ ადრე კანონისტს და მნათეს თემა ამ საკითხზე .
(მნათეს მოვალეობანი თუ მსგავსი ერქვა. მოძებნე და გადახედე აბა...)

გადავხედავ თუ ვნახე

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Oct 6 2013, 10:26 AM

G_saxva

დედას გაფიცებ, რაზე დაობ, ვერ მივხდი : )

მთელი თემა წავიკითხე. ტქვენ გაიხარეთ! კარგა ხანია ამ ფორუმზე არაფერს დავუინტერესებივარ.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Oct 6 2013, 10:26 AM

G_saxva

დედას გაფიცებ, რაზე დაობ, ვერ მივხდი : )

მთელი თემა წავიკითხე. ტქვენ გაიხარეთ! კარგა ხანია ამ ფორუმზე არაფერს დავუინტერესებივარ.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Oct 6 2013, 05:44 PM

მხევალი ნინო

სალაპარაკო არ აქვთ სერიოზულ რამეზე და ჭორაობენ ბიჭები biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 6 2013, 06:06 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Oct 6 2013, 10:26 AM) *

G_saxva
დედას გაფიცებ, რაზე დაობ, ვერ მივხდი : )

მთელი თემა წავიკითხე. ტქვენ გაიხარეთ! კარგა ხანია ამ ფორუმზე არაფერს დავუინტერესებივარ.

აი ხომ ხედავ მთელი თემა წაგიკითხავს ეს უკვე კარგია biggrin.gif რაზე ვდაობთ და სტიქრაოსანი რატომ არ უნდა ეხებოდეს რაპეზს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 7 2013, 12:39 AM

qetevano
ტრაპეზის შესახებ ვლაპარაკობთ გოგო , ესაა არასერიოზული?
biggrin.gif

მხევალი ნინო
ამდენი თუ შეგეძლო კიდევ , არ მეგონა...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Oct 7 2013, 11:07 AM

A.V.M

ციტატა
ტრაპეზის შესახებ ვლაპარაკობთ გოგო , ესაა არასერიოზული?

კარგით ილაპარაკეთ და ამტკიცეთ უნდა შეეხოს სტიქაროსანი, ან არა არ უნდა შეეხოსო, რა გადაწყდება?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 7 2013, 11:11 AM

ციტატა(qetevano @ Oct 7 2013, 11:07 AM) *

A.V.M

კარგით ილაპარაკეთ და ამტკიცეთ უნდა შეეხოს სტიქაროსანი, ან არა არ უნდა შეეხოსო, რა გადაწყდება?

აი ქეთევან სად ცებბი, ჩვე იმას კი არ ვამტკიცებთ უნდა შეეხოს თუ არა ჩვენ იმაზე ვკმათობთ თუ რატომ უნდა შეეხოს ან არ უნდა შეეხოს ტრაპეზს ეს კიდევ სხვა და სხვაა biggrin.gif ჩვენ მიზეზს ვიკვლევთ და არა შედეგს tongue.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Oct 7 2013, 11:20 AM

G_saxva
ხოოო მაგრამ მიზეზად ის რომ საბერძნეთში ეხებიან, ან მღვდელი რას აკეთებს დაალაგოს არ გამოდგება მგონი. არგუმენტი არაა მაქედან არც ერთი

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 7 2013, 11:27 AM

ციტატა(qetevano @ Oct 7 2013, 11:20 AM) *

G_saxva
ხოოო მაგრამ მიზეზად ის რომ საბერძნეთში ეხებიან, ან მღვდელი რას აკეთებს დაალაგოს არ გამოდგება მგონი. არგუმენტი არაა მაქედან არც ერთი

მე უბრალოდ კითხვა დავსვი თუ საბერძნეთში ეხებიან ჩვენთან რატომ არ ეხებიან? მიზეზი რა არის ამისი. თუ ვინმსე ძალუძს გამცეს პასუხი მაინტერესებს ფრიად.

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Oct 7 2013, 05:17 PM

G_saxva
მაგაზე პასუხს ვერ გაიგებ. აქ ვერ გაიგებ ყოველშემთხვევაში... 3 გვერდი დაიწერა და წრეზე ტრიალებთ....

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 7 2013, 05:28 PM

ციტატა(MIRDAT @ Oct 7 2013, 05:17 PM) *

G_saxva
მაგაზე პასუხს ვერ გაიგებ. აქ ვერ გაიგებ ყოველშემთხვევაში... 3 გვერდი დაიწერა და წრეზე ტრიალებთ....

რავიცი მე მაინც იმედს არ ვკარგავ, ველოდები ხალხს იქნებ ვინმე შემოვიდეს.

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Oct 7 2013, 05:31 PM

მე არ მაქვს მაგ საკითხში საკმარისი ცოდნა, თორემ ჩავებმებოდი დისკუსიაში...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 7 2013, 05:35 PM

ციტატა(MIRDAT @ Oct 7 2013, 05:31 PM) *

მე არ მაქვს მაგ საკითხში საკმარისი ცოდნა, თორემ ჩავებმებოდი დისკუსიაში...

დიად არც მე ვარ გათვიცნობიერებული, მაგრამ ჯერ პასუხი რომ ვერ მივიღე ეგეც ცხადია biggrin.gif

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Oct 7 2013, 10:42 PM

მე გიპასუხე უკვე, რომ ჩვენთან მაგას განაპირობებს სამი ფაქტორი და ჩამოვთვალე.
სხვა რა პასუხს ელოდები?

მოკრძალების გამო არშეხება საკმარისი არ არის?
ზიარებასთან მაგალითი მე მოვიყვანე, მაგრამ ასე პირდაპირად გასაგებად კი არა. გარკვეული ირონიაც კი იყო.
მაგ ლოგიკით, რადგან უფალმა თავისი სისხლი და ხორცი მოგვცა და თვით მას ვეზიარებით, უკვე აღარაფრის მიმართ არ არის საჭირო მოკრძალების გამოჩენა?

მსგავს კითხვებს ტრადიციით განპირობებული წესების შესახებ მილიონს დავსვამ თუ გინდა.
აგერ ანტიოქიის ადგილობრივ ეკლესიაში გოგოები ჰყავთ სტიქაროსნებად და ჩვენთანაც გადმოვიღოთ, არ გინდა? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 8 2013, 02:42 AM

მოკრძალებასა და მორიდებაზე რომ არ იყოს დამოკიდებული აღნიშნული მოსაზრების სიზუსტე , ეკლესიის სწავლებასაც მოვიტან თქვენის ნებართვით . სრულყოფილი პასუხი რომ გამომივიდეს , ამის გამო კი მცირე , ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ .

გავიხსენოთ ძველი აღთქმის ეკლესია და ამ პერიოდის ტაძარი . რისგან შედგებოდა იგი :

0 - ეზო წინ მდებარე ტერიტორია , რომელიც რეალურად არც ითვლებოდა ტაძრის ადგილად .
1- ეზო .
2-წმიდა .
3-წმიდათა წმიდა .

ახლა გავიხსენოთ თუ ვინ და სად იმყოფებოდა ამ პერიოდში .

0 - ეზო წინ მდებარე ტერიტორია , რომელიც რეალურად არც ითვლებოდა ტაძრის ადგილად . - აქ იმყოფებოდნენ გარეშე პირები .
1- ეზო - აქ იმყოფებოდნენ უბრალო ხალხი . (იყო კაცების ეზო და იყო ქალების ეზო . )
2-წმიდა - აქ იმყოფებოდნენ სასულიერო პირები . (მაგ : როდესაც იოანეს მამა - ზაქარია აკმევდა და ამ დროს გამოეცხადა ანგელოზი , სწავლების მიხედვით სწორედ წმიდაში იყო . )
3-წმიდათა წმიდა - აქ საერთოდ არავინ შედიოდა .

ახლა თქვენის ნებართვით განვიხილოთ ის , თუ როგორ გადმოვიდა ძველი აღთქმის ტაძარი , ახალი აღთქმის ეკლესიაში .

წმინდა - ანუ ტაძრის ყველაზე დიდი ადგილი . აქ ერთად იმყოფებიან კაცები და ქალები .

წმიდათა წმინდა - ანუ საკურთხეველი , სადაც იმყოფებიან სასულიერო პირები .

უბრალო დაკვირვებაა საჭირო , იმის დასანახად , რომ ახალ აღთქმაში , ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ ყველამ . (მღვდლიდან დაწყებული , მრევლით დამთავრებული . )
ჩვენ , მრევლმა , ეზოდან წმიდაში გადავინაცვლეთ , სასულიერო პირებმა კი ,,წმიდადან'' ,,წმიდათა წმინდაში.'' ყველანი ველოდებით იმ დროს , როდესაც უფლის მეორედ მოსვლა იქნება , რადგან კიდევ ერთი საფეხურით წინ გადავინაცვლოთ და წმიდათა-წმიდაში დავმკვიდრდეთ . იქამდე კი დავჯერდეთ იმ ადგილს სადაც ვდგავართ და ის საქმსე რაც წმიდათა-წმინდას განეკუთვნება და რაც მღვდლის აღსასრულებელია , ჩვენ ნუ ავასრულებთ .

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 8 2013, 09:33 AM

ციტატა(athos @ Oct 7 2013, 10:42 PM) *

მე გიპასუხე უკვე, რომ ჩვენთან მაგას განაპირობებს სამი ფაქტორი და ჩამოვთვალე.
სხვა რა პასუხს ელოდები?

მოკრძალების გამო არშეხება საკმარისი არ არის?
ზიარებასთან მაგალითი მე მოვიყვანე, მაგრამ ასე პირდაპირად გასაგებად კი არა. გარკვეული ირონიაც კი იყო.
მაგ ლოგიკით, რადგან უფალმა თავისი სისხლი და ხორცი მოგვცა და თვით მას ვეზიარებით, უკვე აღარაფრის მიმართ არ არის საჭირო მოკრძალების გამოჩენა?

მსგავს კითხვებს ტრადიციით განპირობებული წესების შესახებ მილიონს დავსვამ თუ გინდა.
აგერ ანტიოქიის ადგილობრივ ეკლესიაში გოგოები ჰყავთ სტიქაროსნებად და ჩვენთანაც გადმოვიღოთ, არ გინდა? rolleyes.gif

მე კითხვა დავსვი, თუ რატომ არ შეიძლება და შენ მიერ დაწერილ პოსტში რატომ მთავაზობ რამე გადმოვიღო ვერ ვხვდები. მე უბრალოდ დაინტერესება გამოვთქვი თუ არსებობს კონკრეტული პასუხი აი ამიტომ არ შეიძლება რადგან ეს ამა თუ იმ წმინდანის მიერ არის ახსნილი. როგორც შენ მგალითად მოიყვანე ზიარება მეც მაგალითად მოვიყვანე ბერძნული ეკლესია.

ციტატა(A.V.M @ Oct 8 2013, 01:09 AM) *

G_saxva
როდის შემდეგ ამოვიღეთ არგუმენტებიდან მოკრძალება?

ისე . მაინტერესებს თუ წაგიკითხავს სერაფიმე საროველის , ნიკოდიმოს მთაწმინდელის და სხვათ (ძალიან ბევრია და ვერ ჩამოვთვლი ) , სწავლებები საკურთხეველში ქცევის თობაზე .
რამხელა მოკრძალების გამოჩენას გვთხოვენ მათ მიმართ და.ა.შ.

ტრაპეზთან შეხებაზე კი არა , საკურთხეველში , იატაკის მოწმენდილ წყალზე რას წერენ , რას ამბობს საკურთხეველში დაფენილ ხალიჩათა გაწმენდის შესახებ , საცეცხლურის გასუფთავებაზე , წირვისას ნაცვამ ტანსაცმელზე და.ა.შ. წაუკითხავთ შენთვის ლექციები თუ როგორ უნდა იაროს საკურთხეველში სტიქაროსანმა , როდის შეიზლება ზურგი შეაქციოს ტრაპეზს , როდის დაილაპარაკოს , ნაბანი წყალი სად და როგორ დააქციოს , ტრაპეზზე ნადები ნივთი როგორ დაწვას და.ა.შ.
თუ იცი როდის შეუძლია მღვდელს ტრაპეზს შეეხოს და როდის არა . რომელი ხატის დაბრძანება შეიძლება ტრაპეზზე და რომლის არა და.ა.შ.
თუ იცი რომ ტრაპეზზე , ერისკაცის შეხება კი არა , სამოციქულოს დადებაც არ შეიძლება არანაირად .
და ძალიან ბევრია რა . მეზარება ჩამოთვლა .
საერთოდ , ერთი და ძალიან ცუდი ტენდენცია შეინიშნება ჩვენში . თუ რაღაცა სწავლება , უშუალოდ ქრისტეს მიერ მოცემული არაა , გვიჭირს სრულფასოვნად მივიღოთ იგი და მოკრძალების გამოჩენა თუ გვმართებს რაიმეს მიმართ , ამას არ ვთვლით მოვალეობად .
მოკრძალება შინაგანი და გულიდან გამომდინარე თვისებაა . გულიდან გამომავალი თვისების გარეშე მსახურება კი სხვა არაფერია თუ არა თეატრალიზება . როგორ კარგადაც არ უნდა შესრულდეს იგი .

გასაგებია გურამ რასაც წერ მაგრამ მოდი მე დავსვავ ასეთ კითხვას. შენ ფიქრობ საბერძნეთში სადაც ტრაპეზს ეხებიან ამით უპატივცემულობას გამოხატავენ და იქაური სასულიერო პირები არაფრად აგდებენ მოკრძალებას და თავხედურად აძლევენ სტიქაროსანს მასთან შეხების საშვალებას?

ციტატა(A.V.M @ Oct 8 2013, 02:42 AM) *

მოკრძალებასა და მორიდებაზე რომ არ იყოს დამოკიდებული აღნიშნული მოსაზრების სიზუსტე , ეკლესიის სწავლებასაც მოვიტან თქვენის ნებართვით . სრულყოფილი პასუხი რომ გამომივიდეს , ამის გამო კი მცირე , ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ .

გავიხსენოთ ძველი აღთქმის ეკლესია და ამ პერიოდის ტაძარი . რისგან შედგებოდა იგი :
0 - ეზო წინ მდებარე ტერიტორია , რომელიც რეალურად არც ითვლებოდა ტაძრის ადგილად .
1- ეზო .
2-წმიდა .
3-წმიდათა წმიდა .

ახლა გავიხსენოთ თუ ვინ და სად იმყოფებოდა ამ პერიოდში .

0 - ეზო წინ მდებარე ტერიტორია , რომელიც რეალურად არც ითვლებოდა ტაძრის ადგილად . - აქ იმყოფებოდნენ გარეშე პირები .
1- ეზო - აქ იმყოფებოდნენ უბრალო ხალხი . (იყო კაცების ეზო და იყო ქალების ეზო . )
2-წმიდა - აქ იმყოფებოდნენ სასულიერო პირები . (მაგ : როდესაც იოანეს მამა - ზაქარია აკმევდა და ამ დროს გამოეცხადა ანგელოზი , სწავლების მიხედვით სწორედ წმიდაში იყო . )
3-წმიდათა წმიდა - აქ საერთოდ არავინ შედიოდა .

ახლა თქვენის ნებართვით განვიხილოთ ის , თუ როგორ გადმოვიდა ძველი აღთქმის ტაძარი , ახალი აღთქმის ეკლესიაში .

წმინდა - ანუ ტაძრის ყველაზე დიდი ადგილი . აქ ერთად იმყოფებიან კაცები და ქალები .

წმიდათა წმინდა - ანუ საკურთხეველი , სადაც იმყოფებიან სასულიერო პირები .

უბრალო დაკვირვებაა საჭირო , იმის დასანახად , რომ ახალ აღთქმაში , ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ ყველამ . (მღვდლიდან დაწყებული , მრევლით დამთავრებული . )
ჩვენ , მრევლმა , ეზოდან წმიდაში გადავინაცვლეთ , სასულიერო პირებმა კი ,,წმიდადან'' ,,წმიდათა წმინდაში.'' ყველანი ველოდებით იმ დროს , როდესაც უფლის მეორედ მოსვლა იქნება , რადგან კიდევ ერთი საფეხურით წინ გადავინაცვლოთ და წმიდათა-წმიდაში დავმკვიდრდეთ . იქამდე კი დავჯერდეთ იმ ადგილს სადაც ვდგავართ და ის საქმსე რაც წმიდათა-წმინდას განეკუთვნება და რაც მღვდლის აღსასრულებელია , ჩვენ ნუ ავასრულებთ .

ახლა მეორე ნაწილი, თუ რამხელა მოკრძალება გვმართებს ტაძარში ყოფნისას. ეს ცხადია მარტო იქ ყოფნისა და დგმოისასაც კი რაღაც წესი უნდა დაიცვა რაშიც მოკრძალება გამოიხატება, მაგრამ დღევანდელ დღეს საქართველოს რეალობაში რამხელა მოკრძალება და რიდია ამას ყველა ხედავს. ვწერთ ასეთი უნდა იყოს ასე და ასე უნდა იქცეოდეს ამხელა მორიდება შიში და მოწიწებაა საჭირო მაგრამ პრაქტიკაში ეს რამდენად ხორციელდება არ ვიცი.
ის რომ არგუმენტად წერ იმას რაც საქართველოს რეალობაში არ ხორციელდება ცოტა ძნელად მისაღებია. ძნელად მისაღები იმტომ არის რომ ეს ჩვენთან არ ხდება (უმეტეს ტაძარს ვგულისხმობ) და არა იმიტომ რომ ეს რაღაც პრინციპებსა თუ ფასეულობებს ეწინააღმდეგება.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 9 2013, 09:04 AM

ციტატა(A.V.M @ Oct 9 2013, 01:03 AM) *

ჩემი აზრით , არასწორი საქციელია ეგ და არამართებულად ხდება ბერძნულ ეკლესიაში .

მე მასე არ ვფიქრობ რომ არამართებულია და ბევრ კარგ რამეში რომ მივბაძოთ ბერძნებს რუსებს თუ სხვადასხვა ერებს ცუდი არ იქნება. მიბაძვაში ტრაპეზთან შეხებას არ ვგულისხმობ თუნდაც ეკლესიაში დგომას და სიჩუმეზე ვიტყვი.
ციტატა

არ გიპასუხია პოსტის ბოლო ნაწიისთვის .
ახალი აღთქმის ეკლესიაშ , არასასულიერო პირებმა , წმიდაში გადავინაცვლეთ თუ წმიდათა წმიდაში?

გურამ შენვე დაწერე კითხვის პაუხი და მე გავიმეორო?
ციტატა

უბრალო დაკვირვებაა საჭირო , იმის დასანახად , რომ ახალ აღთქმაში , ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ ყველამ . (მღვდლიდან დაწყებული , მრევლით დამთავრებული . )
ჩვენ , მრევლმა , ეზოდან წმიდაში გადავინაცვლეთ , სასულიერო პირებმა კი ,,წმიდადან'' ,,წმიდათა წმინდაში.''

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Oct 9 2013, 07:31 PM

A.V.M

ციტატა
მეზარება ჩამოთვლა .

ეს ბავშვი ნაადრევად დაბერდა smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 9 2013, 11:19 PM

G_saxva

ციტატა

გურამ შენვე დაწერე კითხვის პაუხი და მე გავიმეორო?

ეთანხმები ჩემ დაწერილს?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 10 2013, 09:20 AM

ციტატა(A.V.M @ Oct 9 2013, 11:19 PM) *

G_saxva[/b]

ეთანხმები ჩემ დაწერილს?

კაი ოღონდ მომეშვი ახლა biggrin.gif
დამღალე უკვე.
გასაგებია ბატონო შენი აზრი მივხვდი რასაც ამბობ მაგრამ რაღაცას ვეთანხმები რაღაცას არა.
ასევე მივიღე athos პასუხი და 87 % ვეთანხმები smile.gif

პოსტის ავტორი: კოტე123456 თარიღი: Feb 19 2016, 08:08 PM

გაუმარჯოს! აგერ გუშინ წინ დავრეგისტრირდი კაი გვერდია. ტრაპეზს რაც შეეხება მოწიწება გვმართებს მასთან და ფრთხილად სიარული მის გარშემო რომ არ შევეხოთ ისევე როგორც სამკვეთლოს . და კიდევ მოძღვარი როდესაც აწევს ხელებს მაშინ გადასვლა გადმოსვლა არ შეიძლება. და მაგ ხელების აწევას რა ქვია ?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)