თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ პასუხგაცემული კითხვები _ კითხვა მოძღვარს

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Jan 24 2007, 05:35 PM

[b] დამლოცეთ მამაო....................


მაინტერესებს ადამიანი როდესაც მოინანიებს ცოდვას ის ცოდვები საზვერეების გადალახვაში ხომ აღარ შეუშლის ხელს ანუ ისეთი ცოდვები რომელიც ზოგი ერთი მონანიებით მოიშორა და ზოგს გარკვეული დრო დასჭირდა....??

პოსტის ავტორი: დეკ. ანდრია თარიღი: Feb 13 2007, 09:15 PM

ღმერთმა დაგლოცოთ და შეგეწიოთ მისკენ მიმავალ გზაზე!

ბუნების დაცემულობა და ცოდვისაკენ მიდრეკა არის ადამისეული ცოდვის შედეგი და ახასიათებს ყოველ ადამიანს. მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული, რა გზას ავირჩევთ – კურნების და განწმედის, თუ შვების, მიწიერი ტკბობის და დაზიანებულობის გაღრმავების. თუ ჩვენ ვინანიებთ აღსარებაზე ჩვენს ცოდვებს და ვცდილობთ არ გავიმეოროთ ისინი, ვზრუნავთ იმაზე, რომ თავი ავარიდოთ ჩვენში ცოდვის მაპროვოცირებელ გარემოებებს, საღმრთო მადლი კურნავს ჩვენს სულს და წარხოცავხ ცოდვათა კვალს. ერთი შერკინებით გადაიგდო ადამიანმა ცოდვა თუ მთელი ცხოვრება ებრძოდა და მხოლოდ ბოლოს მიაღწია ძლევას, – მთავარია მიწიერ ცხოვრებაშივე მოვიშოროთ. ასეთი ადამიანის სულს ვერაფერი დააბრკოლებს ღმერთთან აღმავალ გზაზე.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)