რა გჭირდებათ?, ჩვენი ვალია დაგეხმაროთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა გჭირდებათ?, ჩვენი ვალია დაგეხმაროთ |
თათი87 |
Mar 2 2007, 05:43 PM
პოსტი
#1
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ერთ-ერთ თემაში ასეთი პოსტი წავიკითხე : ხშირად მანდ დარჩენილები არც კი ფიქრობენ დახმარება გაუწიონ უცხოეთში წასულ ხალხს ( მაპატიეთ თუ ზუსტი პერეფრაზი ვერ გავაკეთე, მაგრამ აზრი ასეთი იყო)
ამიტომ გამიჩნდა სურვილი გამეხსნა ეს თემა! მოდით აქ დაწერეთ ვის რა გჭირდებათ (ქართულის რვეულები ბავშვებისთვის, დედა ენა, ან თუნდაც სამშობლოს ნოსტალგიის ოდნავ გამქარვებელი რამე) და ჩვენ ვეცდებით აქედან რამით დაგეხმაროთ! გავაკეთოთ ყველაფერი რაც შეგვიძლია. იმედია ეს წამოწყება იდეად არ დარჩება და ხალხი გამოეხმაურება -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
იმერელი |
Mar 6 2007, 11:09 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 99 რეგისტრ.: 5-March 07 მდებარ.: შვეიცარია წევრი № 1,267 |
მართლა ძალიან კარგია. მე ბევრ საიტს მივაგენი სადაც ქართველი მწერლების ნაწარმოებებია შეტანილი ელექტრონულ ფორმატში. ალბათ არავინ წაიღებს უცხოეთში "დიდოსტატის მარჯვენას" (წონის გამო), აქ კი უკვე შეგიძლია წაიკითხო როცა მოგინდება. ძალიან გამეხარდა ასეთი საიტის აღმოჩენა. ჩემი აზრით დიდებულ საქმეს აკეთებენ ეს ადამიანები. მაგრამ სამწუხაროდ აქაც პრობლემებია. იგივე ინტერნეტში წავიკითხე, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის ეს განყოფილება, რომელიც სწორედ ამას აკეთებდა რომ ქართული მწერლობა შეეტანა ელექტრონულ ფორმატში, თითქოს დაიხურაო. არც ვიცი ვის აწყობს ასეთი რამ და მართალია თუ არა. არ მეჯერება. იქნებ გაიგოთ ამის შესახებ სიმართლე? ესეც ერთგვარი დახმარებაა, ხომ მეთანხმებით?
http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/librar...me&l=ka&w=utf-8 აი ის სტატია რომელზეც ვსაუბრობ http://www.opentext.org.ge/07/sakartvelos-.../036/036-20.htm იცით, ის საიტი რომ მოვიძიე იმ დღეს ერთბაშად გავმდიდრდი. წარმოიდგინეთ სახლში რამოდენიმე ერთეული ქართული წიგნი და უცებ ამხელა ბიბლიოთეკა შენს ხელთაა. ცოდვაა ერთი მხირვ ამ საიტის გაუქმება და მეორეს მხრივ იმ ხალხის ღვაწლის არდაფასება ვინც ეს გააკეთა. -------------------- უფალო შეგვიწყალე
"ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო, ერთი მათგანიც რომ გაწყდეს მაშინვე უნდა შველაო." |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th May 2024 - 08:36 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი