თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ჩვენი პატრიარქი _ ჩვენი თვალით დანახული პატრიარქი

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jun 28 2011, 03:50 PM

ასეთი თემა მინდა გავხსნა.

ეს თემა შეიძლება ბევრს არ მოეჩვენოს დადებითი შინაარსისა, მაგრამ ვარწმუნებ ეს ასე არ არის.

ზოგადად როდესაც პიროვნების შესახებ მეორე ადამიანს უნდა პატივისცემა გამოხატოს, მას არც ის უნდა მიაწეროს რაც არ არის და არც ის უნდა უარყოს, რაც მას ახასიათებს.

საინტერესო იქნება როგორ ვუყურებთ ამ ბუმბერაზ პიროვნებას. რა იყო და არის მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში, რა გააკეთა მან ისეთი, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ერის ცხოვრებაში.

კვლავ ვიმეორებ, ეს თემა არ ისახავს პატრიარქის შეფასებას (ეს ისტორიის საქმეა), მე მინდა უბრალოდ ვისაუბროთ მის მოღვაწეობაზე. რა მხოდა მისი პატრიარქობის პერიოდში. ვფიქრობ მავანთა მხრიდან მისი უწმინდესობის დაუფასებლობისა სწორედ იმ პერიოდის არ ცოდნაა, როდესაც პატრიარქი ილია II მოღვაწეობდა.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 28 2011, 06:23 PM

გადავხედოთ იმ პერიოდს სანამ პატრიარქის აღსაყდრება მოხდებოდა;რა მდგომარეობა იყო ეკლესიებში, რამდენი მოქმედი ეკლესია-მონასტერი, რამდენი სასულიერო პირი, როგორი სასულიერო განათლება იყო მაშინ და რა მდგომარეობაა დღეს.
მგონი ყველაფერი ნათელია.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 28 2011, 07:21 PM

,,მან სუდარაგადაფარებული ეკლესია ჩაიბარა და აღადგინა."

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jun 29 2011, 10:27 AM

A.V.M

ციტატა
ღმერთს უნდა ვმადლობდეთ,რომ ასეთი მწყემსთავარი უდგას ჩვენს ეკლესიას და ერს სათავეში


ეს რა თქმა უნდა, მაგრამ კარგი იქნება კონკრეტულად თუ ვისაუბრებთ.

მე მაგალითად უპირველესად გამოვყოფდი ავტოკეფალიის საკითხს, რაც ბევრს შეიძლება უმნიშვნელოდ ეჩვენოს, მაგრამ ეს ფაქტი ეპოქალური ღირებულებისაა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 29 2011, 08:24 PM

afxazi
გეთანხმები,

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 30 2011, 02:18 PM

ერთი სიტყვით ოქროს პატრიარქი გვყავსsmile.gif
სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე უზომოდ მიყვარს

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 30 2011, 08:44 PM

ერთი საინტერესო ფაქტი გამახსენდა:
,,პატრიარქი იყო მოსალოცად სინას მთაზე.იქ მოინახულა უძველეს ხელნაწერთა ბიბლიოთეკა სადაც დაინტერესდა თუ იყო ქართული ხელნაწერები მათ კი მიუგეს რომ ქართული არცერთი,თუმცა სომხური 5 ყუთ იიყო.პატრიარქმა მოითხოვა ამ ყუთების გახსნა და გაირკვა რომ არც-ერთი სომხური ხელნაწერი არ იყო და ყველა მათგანი ქართული იყო.

პოსტის ავტორი: tatilinta თარიღი: Jun 30 2011, 10:58 PM


მიყვარს ჭკვიანია ნამდვილი კეტილი მწემსია ქარტთველი ერისა მინდა ვთქვა რომ საქართველომ მესამე მამა შეიძინა მისი სახით პირველი სულხანსაბა მეორე ილია ჭავჭავადზე და მესამე ჩვენი ტკბილი პატრიარქი როგორც გამიგია ბოლო ჟამის პატრიარს უწოდებენ უფალი დაიფარავს და დიდხანს აცოცხლებს...სწორედ მისი მოღვაწეობით და სიყვარულით ვართ დღემდე რწმენით რომაა ჩვენი სამშობლო

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jul 8 2011, 12:11 PM

http://orthodox-geo.com/?p=897

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Sep 19 2011, 02:03 PM

ესეც ვაღიაროთ რომ ამ ბოლო დროს ხალხში პატრიარქის ავტორიტეტი დაეცა და ალბათ კიდევ უფრო დაეცემა.

პოსტის ავტორი: tatilinta თარიღი: Sep 19 2011, 03:27 PM

.zakaria.
ესეც ვაღიაროთ რომ ამ ბოლო დროს ხალხში პატრიარქის ავტორიტეტი დაეცა და ალბათ კიდევ უფრო დაეცემა. smile.gif ცუდას რად უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანი...ხშირად ის რაც ხალხისტვის სასაცილო დასაცინია .უფლისთვის უდიდესი მადლია და თავგანცირვაა..ტუ მისი ავტორიტეტი დაეცემა ეს პირველ რიგში ურცმუნოების ბრალი იკნება ცვენ საქარტველოში ..ატასგვარ მოროშილს რომ იჯერებენ მის შესახებ ..მაგრამ არამგონია ამან რამეთი შეცვალოს ის უდიდესი სიყვარული და პატივისცემა ერის მცყემსისა რაც ადრე იყო და ეხლაც არის

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 19 2011, 05:16 PM

ციტატა
..მაგრამ არამგონია ამან რამეთი შეცვალოს ის უდიდესი სიყვარული და პატივისცემა ერის მცყემსისა რაც ადრე იყო და ეხლაც არის

შეცვლის მხოლოდ იმასთან ვისაც არ ჰქონია.
ხოლო თუ პატრიარქი ვინმეს მართლა უყვარდა და აზროვნებს შანსი არაა შენელების,პირიქით უფრო გაზრდის ამ გრძნობას.

და ყველაზე სასაცილო ისაა,რომ პატრიარქი უმეტესობას არა რელიგიური შეხედულების,არა სულიერი ცხოვრებით,არამედ იმიტომ რომ პოლიტიკოსი არაა და არ გვეუბნევა ხალხს:
ვსო,მორჩა!ეხლა ყველამ ავიღოთ იარაღი და სააკაშვილს შევუტიოთ!!!

პოსტის ავტორი: tatilinta თარიღი: Sep 19 2011, 06:33 PM

A.V.M ეეჰ ნეტა ყველა ერთსულოვნად ვაზროვნებდეთ რწმენაში ....

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 19 2011, 07:08 PM

ციტატა
ეეჰ ნეტა ყველა ერთსულოვნად ვაზროვნებდეთ რწმენაში ....

ნეტა rolleyes.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Sep 19 2011, 07:19 PM

tatilinta

ციტატა
ცუდას რად უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანი...ხშირად ის რაც ხალხისთვის სასაცილო დასაცინია .უფლისთვის უდიდესი მადლია და თავგანწირვაა..

გეთანხმები, ხშირად ხდება ასე, მაგრამ, ამ შემთხვევაში - არ smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 19 2011, 07:24 PM

ციტატა

გეთანხმები, ხშირად ხდება ასე, მაგრამ, ამ შემთხვევაში - არ

ანუ?

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Sep 19 2011, 07:40 PM

ციტატა(A.V.M @ Sep 19 2011, 07:24 PM) *

ანუ?


ანუ ის, რომ, თუ ბოლო დროს უწმინდესის რეიტინგი დაეცა, იმის ბრალი არაა, რომ ხალხი ან ურწმუნო გახდა,
ან ამორალური.
აღარ ჩამოვთვლი, რა ქმედებების გამო დაეცა უწმინდესის რეიტინგი.
ამას კამათი მოჰყვება და თემაც საამისოდ არაა გახსნილი.
ჯობია ის მნიშვნელოვანი მოვლენები ჩამოთვალოთ, რაც პატრიარქის აღსაყდრებიდან დღემდე მოხდა.

შეგვიწყალოს უფალმა, უწმინდესის ლოცვით.
ამენ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 19 2011, 07:51 PM

აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი და ვის თვალშიც უწმინდესის რეიტინგი დაეცა დაუნია და მორჩა.
იმას რო ვერ მიხვდები კაცი პატრიარქი და ოპოზიციონერი სხვა და სხვა რამე როა დაუნი ხარ მართლა და მეტი არაფერი.ვინც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა საქმიანობდეს.
და შევეშვათ ამ რეიტინგებზე ლაპარაკს.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 19 2011, 09:09 PM

A.V.M
terra


საერთოდ, ჩემი აზრით, ასეთი ზოგადი საუბარი "ხალხზე" მგონი არასწორი და არაფრის მომტანია;
იმიტომ, რომ "ხალხი" ძალიან ფართო ცნებაა და მასში ბევრნაირი ადამიანი შეიძლება მოიაზრებოდეს.
არც ის იქნება სწორი, რომ ზოგადად "მრევლი" განვიხილოთ.
მრევლში დღეს დიდი სულიერების მქონე ადამიანებიც იგულისხმებიან და ფარისევლებიც; კარგიც და ცუდიც.

ასე, რომ ამით იმის თქმა მინდა, რომ უნდა ვიმსჯელოთ არა ზოგადად მრევლსა და ხალხზე, არამედ კონკრეტულ პიროვნებებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მსჯელობა გაუგებარი და არაფრის მომტანი იქნება.

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Sep 19 2011, 11:33 PM

.zakaria.

ციტატა
ესეც ვაღიაროთ რომ ამ ბოლო დროს ხალხში პატრიარქის ავტორიტეტი დაეცა და ალბათ კიდევ უფრო დაეცემა.

პირიქით. გაიზრდება. გაგიკვირდებათ და ამაში დაინტერესებულები ეკლესიის მტრებიც არიან

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Sep 28 2011, 02:31 PM

ციტატა(afxazi @ Jun 29 2011, 10:27 AM) *



მე მაგალითად უპირველესად გამოვყოფდი ავტოკეფალიის საკითხს.

ხოო მეც, ეს ძალიან დიდი საქმე გააკეთა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 12 2011, 02:44 PM

ნუთუ, უფლება გვაქვს, მოგმართოთ?!
თქვენ გვირჩევთ, ჩვენ კი არ გიჯერებთ...
თქვენ გვაკურთხებთ, ჩვენ კი არც ვლოცულობთ...
თქვენ გვასწავლით, როგორ ვაჩუქოთ სხვებს ღიმილი, ჩვენ კი მათ მაინც ვტანჯავთ...
თქვენ ცდილობთ, გვიხსნათ დაღუპვისგან, ჩვენ კი საოცარი სისწრაფით მივექანებით უფსკრულისაკენ...
თქვენ ცდილობთ, დაეხმაროთ წამალზე დამოკიდებულ ადამიანებს, ჩვენ კი უფრო და უფრო ვშორდებით ჯანსაღ ცხოვრებას...
თქვენ აკურთხებთ მრავალშვილიან ოჯახებს, ჩვენ კი დღითიდღე ვმცირდებით...
თქვენ ლოცავთ ჩვენს შვილებს, ჩვენ კი ხელს ვუშლით მათ დაბადებას...
თქვენ თავად გვიჩვენებთ სიმშვიდის მაგალითს, ჩვენ კი ვმრისხანებთ...
თქვენ ლოცავთ და გებრალებათ ისინი, ვინც გებრძვით, ჩვენ კი ბოროტს მივაგებთ მათ...
თქვენ იჩოქებთ მრევლის წინაშე და შენდობას სთხოვთ სულიერ შვილებს, ჩვენ კი ერთმანეთს ვერ მივუტევებთ...
თქვენ გვასწავლით, როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი, ჩვენ კი მივილტვით სხვისკენ...
თქვენ სიმტკიცის მაგალითს გვიჩვენებთ, ჩვენ კი უფრო და უფრო ვსუსტდებით...
თქვენ ნატრობთ ქართველების გაერთიანებას, ჩვენ კი დღითიდღე ვქუცმაცდებით...
ამ “გათითოკაცებულ ქართველობაში” თქვენ ხართ ის კაცი, ვისი სიბრძნეც გადაგვარჩენდა, ჩვენ კი არ გისმენთ...
თქვენ გვასწავლით, როგორ ვიცხოვროთ, ჩვენ კი ვიხოცებით და სხვებსაც ვკლავთ...
და ამ ყველაფრის შემდეგ, ნუთუ, გვაქვს უფლება, მოგმართოთ?!.
... თუმცა ... სიდიდე და სიდიადე ესაა: თქვენ შეგიძლიათ, გულში ჩაიკრათ “დაბრუნებული უძღები შვილი”. ვიცი, რომ თქვენი უწმინდესობა ხელს არ აიღებს ჩვენს განწირულ ერზე, მჯერა, რომ უფლისადმი თქვენი მხურვალე ლოცვა და ჩვენდამი თქვენი უსაზღვრო სიყვარულია ის, რაც გადაგვარჩენს, გაგვამთლიანებს, გაგვაძლიერებს და აღგვამაღლებს...

ეკატერინე მაღალდაძე

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 29 2011, 10:50 PM

...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 17 2011, 07:02 PM

წმიდესი და უნეტარესი ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ქ. ვლადიკავკაზში. კათოლიკოს-პატრიარქის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის რაიონიდან იყვნენ: მამა _ გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი - სოფელ სნოდან, დედა - ნატალია იოსების ასული კობაიძე კი - სოფელ სიონიდან. 1927 წელს მათ სახლი შეიძინეს ქ. ვლადიკავკაზშიც, სადაც შემდეგ დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქი. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლეს II პატივსაცემად ირაკლი უწოდეს.
1952 წელს ირაკლი შიოლაშვილმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშ. სკოლა და ჩააბარა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო აკადემიაში.

1957 წელს სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი ირაკლი შიოლაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა და სახელად წმიდა ილია წინასწარმეტყველის საპატივცემულოდ ილია ეწოდა. მალე იგი ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, 1959 წელს კი _ მღვდელ-მონოზვნად.

მღვდელ-მონოზონმა ილიამ 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია. მას სთხოვეს, გაეგრძელებინა სამეცნიერო მოღვაწეობა, მაგრამ სასულიერო კადრების სიმცირის გამო, სამშობლოში დაბრუნდა და დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად. ერთგული მოღვაწეობისათვის იგი 1961 წელს აღყვანილ იქნა იღუმენის, შემდეგ კი არქიმანდრიტის ხარისხში; ხოლო 1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II მიერ ხელდასხმულ იქნა შემოქმედის ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპოსკოპოსად. 1963 წლიდან 1972 წლამდე იგი იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის _ იმ დროისათვის ერთადერთი სასულიერო სასწავლებლის _ პირველი რექტორი.

1967 წელს ეპისკოპოსი ილია გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში. 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 1977 წლის 9 ნოემბერს კი უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით V გარდაცვალების შემდეგ წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ, ხოლო 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ 390-400წწ).

1978-1983 წწ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი. იგი დაჯილდოვებულია მსოფლიოს სა-პატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის პატრიარქების, პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის და თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1997 წელს მისი უწმიდესობა კრეტის სასულიერო აკადემიამ თავის საპატიო წევრად აირჩია. ამ წელსვე იგი არჩეულ იქნა გაეროსთან არსებულ ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად; 1998 წელს კი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიამ ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა.

1988 წელს უწმიდესისა და უნეტარესის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოტანილ იქნა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში სასულიერო სემინარიები, ხულოში სასულიერო სასწავლებელი და მასთან არსებული გიმნაზია, გიმნაზიები დაარსდა თბილისში, ბათუმში, ზესტაფონში... საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო აკადემია და ეკლესიის ეგიდის ქვეშ მყოფი გელათის მეცნიერებათა აკადემია.

უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები და წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი, დაარსდა გაზეთები. მისი ინიციატივით საპატრიარქოსთან შეიქმნა ხუროთმოძღვრების ცენტრი, ხალხური რეწვის და მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება, საგამომცემლო და სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის ცენტრი, შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილება, ასევე საგარეო და საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება, საინფორმაციო სამსახური, ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ცენტრი "ძლევაი", ჰუმანიტარული სამსახური, მომლოცველობის სამსახური და სხვა.

ამ ოცი წლის მანძილზე საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 33-მდე გაიზარდა, მონასტრებისა _ 53-მდე, სასულიერო პირთა _ 1000-მდე. მოხდა კანონიზირება ახალი წმინდანებისა. აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესიის _ წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.

ეს ყველაფერი არის მცირე ნაწილი იმისა, რაც განხორციელდა მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევითა და ძალისხმევით.

(www.patriarchate.ge)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 13 2012, 07:53 PM

ქართვლის მნათობო!

უწმინდესსა და უნეტარესს,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
ილია II-ს

ქართვლის მნათობო, ქარ-ბორბალას როგორ გავექცეთ,
თავს დაგვტრიალებ სიხარულის, ტანჯვის დღეებში,
ლოცვით გიჭირავს ეს ცა, თავზე რომ არ დაგვექცეს
და არ ჩაგვმარხოს ბაბილონის ბილწ ნანგრევებში.

ხელით გიპრყია ცრემლ-ლოცვებით გადაბანილი
სამშობლოს გული ნოეს წმინდა კიდობანივით.

იქ მიუწვდემელ ბაღ-ვენახში ჰყვავის ხეხილი,
სიწმინდით შენით მეომარი აღსდგა მონიდან,
დგას საქართველო დამეწყრილი და დამეხილი
და გველ-ვეშაპი მოიჩქარის ბაბილონიდან.

უქარტეხილოდ არც ყოფილან ჩვენი დღეები,
ჩვენ დღეთა მათთა ბინადარნი ვით გვიყელებენ,
რას ღაღადებენ, უწმინდესო, ეს ნანგრევები
ან ეს ცა-მთები, ეს ველები რას მეტყველებენ.

მიწის ბნელეთში შეხიზნულა ყრმა პირტიტველი,
ჭაბუკმან მრწემმან დედის გული ვერ გაახარა,
როგორ დაგღალეთ, ჩვენი ცოდვის ცრემლით მტვირთველო,
ქართული დარდით დაბარდნილა შენი ჭაღარა.

შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება,
ვენახ-მტევნებში ამართულა, როგორც ხარდანი;

ცოდვებმან ჩვენმან შეაწუხეს ღვთის სათნოება,
ცოდვებმან ჩვენმან განარისხეს ღვთის სამართალი;
შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება,
ვენახ-მტევნებში ამართულა, როგორც ხარდანი;

ჩვენს ჭრილობებში ჩაბელტილი გველის შხამია,
დაბნეულ ქართველს გულ-გონება გადაეღალა,
ლოცვებმან შენმან შეაკავეს ღვთის მრისხანება
და შენს ცრემლებში დაწმენდილა ჩვენი ქვეყანა.

სოფლისა თავზე მობრიალე არწივ-ლომი ხარ,
ეს კლდე-მინდვრები დაჩეხილი შენი ტანია;
ცრემლით და ლოცვით მოთმინების გზას შესდგომიხარ
და ჩვენი ცოდვა გოლგოთაზე აგიტანია.

შენ გვიხმობ ცისკენ, ჩვენ კი უფალს როგორ დავშორდით,
და მაინც გვინდა ჩვენს განზრახვებს ღმერთის გზა ერქვას...
წმინდა მამაო, გადაგღალეთ ჩვენი ბავშვობით,
თუმცა ამ ცოდვებს ურჯულობა უნდა დაერქვას.

ო, სულნათელო, მაცხოვრისა მოგვეც მშვიდობა,
დღეს ხმალ-აბჯარი შეგვწყდომია ტანზე ღილივით,
გვარწყულ-გვაპურებს ეგ სიმშვიდე და სულდიდობა,
ლოცვით, კურთხევა-სიყვარულით, ღვთიურ ღიმილით,

ჰგავს საქართველო სამშვიდობოს გასულ კიდობანს,
თავს შენი კვერთხი დასდგომია ზეთისხილივით

ილია გადრანი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 5 2012, 07:30 PM

kent5
პოსტი დღეს, 02:21 PM
პოსტი #1|


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 143
რეგისტრ.: 3-February 08
წევრი № 3,836




ჩვენმა თაობამ მართლაც, რომ ბევრი უბედურება გადაიტანა, აფხაზეთი, ოსეთი რამდენჯერ თბილისის სამარცხვინო ე.წ. ომი ოპურობა, უშუქობა, უმუშევრობა, უფულობა, ქუჩაში გასვლა და უკან ან შემოსვლა ან არა, გადადექები რამდენჯერ, მოკლედ ესეთი სიის გაკეთება ზუსტად, რომ მოკლედ არ დაიწერება და რა? ე.ი. უბედური თაობა ვართ? არა ყველაზე, ყველაზე თუ არა ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და ისეთი რომლებსაც უბრალოდ გაგვიმართლა, უფლის ნება იყო ესეთი, რომ ყოველივე წინ ჩამოტვლილის მიუხედავად გვეცხოვრა ისეთი მწყემსმთავარის პერიოდში როგორშიც ეხლა ვცხოვრობთ. სოფლებში გამონათქვამია შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო. ჩვენ ილია მეორის ფასი კიდევ კარგად არ ვიცით. ღმერთმა გვიცოცხლოს და ჯამრთელი გვიმყოფოს ჩვენი პატრიარქი. mze.gif


--------------------
დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 16 2012, 01:25 PM

ერთხელ ვნახე ვიდეო იუთუბზე პატრიარქმა რომ ცხინვალი ომში დასავებულები მოინახულა...
ჩემი ნეტით მაგას ვერ ვნახავ ახლა და იქნებ რომელიმემ მოიძიოს და აქ ატვირთოს...

ძალიან სერიოზული ვიდეოა...

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Jul 19 2012, 04:35 PM



ეს არის გურამის მიერ აღნიშნული ვიდეო.
ძალიან ბევრჯერ მაქვს ნანახი, მაგრად მიყვარს...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 21 2012, 03:39 PM

ძალიან კარგი ვიდეოა...

მადლობ გიო!

პოსტის ავტორი: ილია94 თარიღი: Jul 22 2012, 04:18 PM

მისი უწმიდესობის პერიოდში აღესრულა უამრავი კეთილი საქმე.
როდოსაც მოხდა მისი აღსაყდრება როგორი იყო საქართველოს წმიდა ეკლესია?რა იყო ეკლესიებში?სხვადასხვა დაწესებულებები,მაგალითად აბანო.
და აი გახდა ჩვენი ეკლესიიის პატრიარქი მეუფე ილია,და დაიწყო მზიანი ღამის პერიოდი.მისი ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულა,თხოვნოთ და არა ბრძანებით.აღსდგა უამრავი ეკლესია მონასტერი,აშენდა ახალი ტაძრები,გამრავლდა ტაძარში მღვდელი,მონაზონი,მრევლი,დაარ
და სხვადასხვა საეკლესიო ჟურნალი,ასევე რადიო ივერია მოგვიანებით კი ტელევიზიაც,და როგორც გვირგვინი უფლის მადლისა ჯვარი დაედგა წმიდა სამების საკათედრო ტაძარს.აღსრულდა უამრავი კეთილი საქმე.
მას ცილს სწამებდნენ,უამრავ რამეს აბრაბლებდნენ(მაგრამ სამწუხაროდ ახლაც სწამებენ მას ცილს და აბრალებენ უამრავ რამეს)მაგრამ უწმიდესი ყველაფერს მოთმინებით იტანდა და იტანს,უფალმა გააძლებინოს და შეაძლებინოს ამის ატანა,და დაეხმაროს უფალი ყველაფერში,დიდხან იცოცხლოს,მრავალსა წელსა მრავალჟამიერ იხაროს ორსავ სოფელსა შინა ამინ!

პოსტის ავტორი: ილია94 თარიღი: Jul 22 2012, 04:30 PM

George Leluashvili ძაან კაი ვიდეოა რა საყვერელია ჩვენი უწმიდესი ყველას როგორ ეფერება. smile.gif არასდროს არ დამავიწყდება ის დღე როცა მან მე მაკცოცა და მომეფერა და მიცინდა smile.gif თვალებში ჩავხედეთ ერთმანეთს,იცით არ ვიცი ეს რა იყო რაც მე მაშინ ვიგრძენი.
2 აგვისტო იყო ილიაობა, თუ არ ვცდები 2010 წელი იყო.საპატრიარქოში ვიყავი,შეხვედრა დასრულდა და ხალხის კოლიდორში რომ გამობრძანდა თავი ვერ შევიკავე და მივეხუტე.ის კი მომეფერა.ახლაც თვალწინ მიდგას ის ბედნიერი წამი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 22 2012, 05:04 PM

შენ აღარ ხუმრობ ილია ხო იცი...

პოსტის ავტორი: Mariam.Q თარიღი: Aug 19 2012, 08:58 PM

ჩვენი უტკბესი და უწმინდესი პატრიარქი ამდენს ლოცულობს ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ასეთ დღეში ვართ.. ის რომ არ გვყავდეს, წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდებოდა, როგორები ვიქნებოდით.. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს!

ციტატა
არასდროს არ დამავიწყდება ის დღე როცა მან მე მაკცოცა და მომეფერა და მიცინდა smile.gif თვალებში ჩავხედეთ ერთმანეთს,იცით არ ვიცი ეს რა იყო რაც მე მაშინ ვიგრძენი.
2 აგვისტო იყო ილიაობა, თუ არ ვცდები 2010 წელი იყო.საპატრიარქოში ვიყავი,შეხვედრა დასრულდა და ხალხის კოლიდორში რომ გამობრძანდა თავი ვერ შევიკავე და მივეხუტე.ის კი მომეფერა.ახლაც თვალწინ მიდგას ის ბედნიერი წამი

მე, პირადად უწმინდესს არასოდეს შევხვედრივარ.. ეგ ბედნიერება არ მერგო, მაგრამ სტიქაროსნებისგან ვიცი: ერთი ამბობდა, ერთხელ პატრიარქს ხელზე შევეხე და იმის მერე, სულ ამაზე ვფიქრობ და განმეორებას ვნატრობო.. ერთი კიდევ ისეთი მიმადლებული აღმოჩნდა, პატრიარქთან ერთად ეძინა, მასთან ერთად ჭამდა და ა.შ მთელი სტიქაროსნები შენატროდნენ.. ღმერთმა ღირსი გამხადოს, ჩვენს უტკბეს პატრიარქს შევეხო ან თუნდაც ახლოდან ვნახო.. მერე ჩემს ცხოვრებაში, რაც უნდა ცუდი რამ მოხდეს, ვიტყვი, მხოლოდ ამისთვის ღირდა მეთქი ცხოვრება! ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს უწმინდესი!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 19 2012, 09:06 PM

Mariam.Q
გაგახაროს ღმერთმა!

პოსტის ავტორი: Mariam.Q თარიღი: Aug 19 2012, 09:24 PM

ციტატა
Mariam.Q
გაგახაროს ღმერთმა!

გაიხარე!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2012, 04:33 PM

“პატრიარქის ღვაწლი უკვე ისტორიის კუთვნილებაა და როგორც ვერაფერს დააკლებს ადამიანი მზესა და მთვარეს, რამდენი ქვაც არ უნდა ესროლოს დედამიწიდან, ისე ვერავინ დააზიანებს პატრიარქის სახელსა და დიდ საქმეებს.“

/პროფესორი სერგო ვარდოსანიძე/

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Oct 16 2012, 01:48 AM

მახსოვს ერთხელ აკაკი მინდიაშვილი გვიყვებოდა წმინდანებზე ,რომლებიც სიცოცხლეშივე წმინდანად იქნენ აღიარებულნი. მათ თურმე ოთხკუთხედი შარავანდედით გამოსახავენ იკონოგრაფიაში. მაგალითად როგორც ამ წმინდანს.
http://imageshack.us/photo/my-images/191/imagesjpegx.jpg/

Uploaded with http://imageshack.us ბოლოს თქვა ჩემი აზრით ჩვენი უწმინდესიც სწორედ ასეთი ადამიანიაო. მე მართლაც მჯერა ამისი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 21 2012, 12:27 AM

დეკანოზმა შალვა კეკელიამ გვიამბო , რომ ერთხელ უწმინდესი ჩვეულებისამებრ დილის 6 საათზე ამდგარა შვიდგზის ლოცვების წასაკითხად. ამ დროს ექიმების რჩევა ყოფილა რომ ასე არ ემოქმედა პატრიარქს და ეს მამაომაც გადასცა მას. უწმინდესს კი უპასუხია:
,,მამაო . მე ხალხს დავპირდი რომ ვინც შვიდგზის ლოცვებს წაიკითხავდა სახლში მეც ვიქნებოდი მასთან ერთად მლოცველი . ვიღაცა რომ იდგეს , ლოცულობდეს და ფიქრობდეს რომ პატრიარქიც მასთან ერთადა და ეს ასე არ იყოს , როგორ შეიძლება?''

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2012, 04:48 PM

qetevano
A.V.M

რა ლამაზი სიტყვებია!!!!!!!!! wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2012, 04:28 PM

http://imageshack.us/photo/my-images/577/24739336401055034961742.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

http://imageshack.us/photo/my-images/805/63124520764594618574106.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

ასეთი ბედნიერი პატრიარქი დიდი ხანია აღარ გვინახავს rolleyes.gif wub.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 24 2012, 02:19 AM

marine

ციტატა
ასეთი ბედნიერი პატრიარქი დიდი ხანია აღარ გვინახავ

პატრიარქის და ზოგადად ეკლესიის დიდი წვლილია , რომ სიტუაცია ასე განვითარდა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2012, 04:48 PM

ციტატა(A.V.M @ Oct 24 2012, 03:19 AM) *

marine

პატრიარქის და ზოგადად ეკლესიის დიდი წვლილია , რომ სიტუაცია ასე განვითარდა.


ჯერ მარტო ხატები რომ მოატარეს მთლიანად საქართველოს ცაზე, ეგ იყო ყველაზე დიდი შეწევნა smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2012, 02:18 PM

"მშვიდობისმყოფელობის ნიმუშად გამოდგება პატრიარქი ილია მეორე, იგი თავმდაბლობის მაგალითს გვაძლევს და ასუფთავებს გარემოს თავისი სიწმინდეებით, დიდსულოვნად ცდილობს, სამშვიდობოს გაგვიყვანოს."

/ელდარ გაბუნია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2012, 01:42 PM

უნეტარესო, შეგვაშველე ნეტარი სიტყვა

ვინატრებ, შენს წინ სუსტ მუხლებზე ცრემლებით დავდგე,
შენ უწმინდესი, მე უმწეოს დამლოცავ ვიცი...
მითხარი რა ვქნა, რა ვიღონო, ქართველს რომ ვგავდე.
...დამადებინე ერთგულების ურყევი ფიცი.

რამდენ ჭრილობას კემსავს შენი თბილი ხელები,
იესოს კვართის შემნახველი შეგცქერის ერი.
გადააფარე საქართველოს ზეცის ფერები,
ერთობის ლოცვად შეგვაყენე ერი და ბერი.

უნეტარესო შეგვაშველე ნეტარი სიტყვა,
ვიდრე მიგვიძღვი, არ ეგების დაცემა ჩვენი,
გვასწავლე ცოდვილთ და ნაცნობი სიმშვიდით გვითხარ,
სიტყვით კია არა, შენი ერთი შეხედვით გვშველი.

რა სათნოება ჩაგიყენა თვალებში ღმერთმა,
შენს სიჭარმაგეს თვით უფალი აშველებს ხელებს,
მხოლოდ შენ იცი უწმინდესო, შენ ერთადერთმა,
ვით განაშორო საქართველო სიკვდილის ფერებს.

მაგ გულისცემას ქართველები გითვლიან რწმენით,
ალალ ღიმილში იმედიან განთიადს ვჭედავთ,
შენს შემოძახილს ელოდება ქართველი თმენით,
შენს სიცოცხლეში საქართველოს ხვალინდელს ვხედავთ.

არ დაჩოქილა ივერია არასდროს ნებით,
ვერც ვინ იხილავს მოღალატე დაჩოქილ ქართველს.
ჩვენ ან უფლისთვის, ან სამშობლოს გულისთვის ვკვდებით,
ღმერთის სახელით ვუსწორდებით მტერსა და გამთქმელს.

შენი ლოცვების და კურთხევის მადლით ვიყავით,
და იმ მამების მუხლებზე რომ დილას ხვდებიან,
რა არ ვიგემეთ, არ დავნებდით, არ გავიყავით,
ქართველს ვერ კლავენ, ქართველები ომში კვდებიან!

დიდო მეუფევ, შენს წინაშე იჩოქებს ერი,
ერთი სოფელი რაკი გვერგო ესე გაჩენად,
ალალ სიცოცხლეს ვანაცვალებთ მთელი იბერი,
უფლის სახელით, საქართველოს გადასარჩენად.

/ნანა მეფარიშვილი/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 14 2012, 11:54 PM

marine
გაიხარე...
rolleyes.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2012, 10:49 AM

ციტატა(A.V.M @ Dec 15 2012, 12:54 AM) *

marine
გაიხარე...
rolleyes.gif rolleyes.gif


გენაცვალე, გურამ mpua.gif


"პატრიარქი ძალიან უშუალოა. ხანდახან შეიძლება გაგიკვირდეს კიდეც, იმდენად ალალია. შეიძლება ისეთი რამ გაუკვირდეს, რომ შენ თვითონ დარჩე გაკვირვებული და იფიქრო, ეს როგორ გაუკვირდაო.


სხვათა შორის, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩვენი პატრიარქი არაჩვეულებრივად გრძნობს თავს. მას არაფერი აწუხებს. რატომღაც ქართული ტელეარხები ისეთ კადრებს აჩვენებენ, თითქოს პატრიარქი ცუდად არის, ვერ დადის... არადა გაოცდებით, იმდენად კარგად არის. გულზე მკურნალობა დასჭირდა. მაგრამ ასეთი სამედიცინო პროცედურის ჩატარება ახალგაზრდებსაც უხდებათ ხოლმე. ხშირად ვრცელდება ჭორები, რომ ცუდად არის, რომ საავადმყოფოშია, მაგრამ ეს არის სიცრუე!


მინდა ყველა მართლმადიდებელის გასახარად ვთქვა, რომ პატრიარქი ჩვენს გვერდით დიდხანს იქნება!"


/დედა თამარი (ქევხიშვილი)/

ჟურნალი "ქვაკუთხედი" N12, 2012

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2012, 02:20 PM

"ჩვენი დროის პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ იტვირთა ეს უმძიმესი მისია - ერის სასჯელიდან გამოყვანა. ჩემთვის, როგორც ისტორიკოსისთვის, აუხსნელია როგორ შეძლო ეს მან.

ქართველმა ერმა აბსოლუტურად შეიცვალა ათეისტური ცნობიერება და მენტალიტეტი.

ილია მეორის სახით ქართველ ერს მოევლინა ჭეშმარიტად ღვთის ნების აღმსრულებელი ადამიანი. სწორედ უფალმა მისცა მას ძალა და დაავალა ისეთი საქმეების გაკეთება, რაც ჩვეულებრივი ადამიანური ლოგიკით ვერ იხსნება."

/მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ გურული/

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Dec 26 2012, 03:54 PM

როგორ მშურს უწმინდესის დაცვის ბიჭების smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2012, 03:56 PM

ციტატა(qetevano @ Dec 26 2012, 04:54 PM) *

როგორ მშურს უწმინდესის დაცვის ბიჭების smile.gif


პატრიარქთან ყველაზე ახლოს ეგენი არიან rolleyes.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 27 2012, 02:07 AM

ციტატა(marine @ Dec 26 2012, 04:56 PM) *

პატრიარქთან ყველაზე ახლოს ეგენი არიან rolleyes.gif

სიონში მობრძანდა პატრიარქი , უკანასკნელი სინოდის სხდომის შემდეგ და ,,მორწმუე ქალბატონმა'' გვარიანად გამოლანძღა დავის წევრი-ახლოს მიმიშვი , პატრიარქს დაცვა რად უნდაო...

(ოფ ტოპიკებს მოვერიდოთ ყველა!)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 5 2013, 02:38 AM

ასე ,, დაინახა '' უწმინდესი მისმა თააკლასელმა:

,,...ვუსურვებ, კიდევ ერთი 80 წელი ეცხოვროს. მყინვარი თეთრია, მაგრამ მაგას სითეთრე ნუ შეაშინებს. ჯანმრთელი იყოს და ბედნიერი! ჩემი ჯანმრთელობაც მისთვის იყოს, რადგან ის ხალხისთვის არის, - ასე დალოცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თავისივე კლასელმა მხცოვანმა. მან ერთად გატარებული ბავშვობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ პატრიარქი ბავშვობიდანვე ერისა და წიგნის მოყვარული იყო.''

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/25494-chemi-janmrthelobac-misthvis-iyos-da-sicockhlec-patriarqi-klaselma-daloca.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 12 2013, 12:42 AM

ვლადიმერ პუტინის სახელით ილია მეორეს საიუბილეო თარიღები მიხეილ შვიდკოიმ მიულოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს კულტურის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა მიხეილ შვიდკოიმ ვლადიმერ პუტინის სახელით საიუბილეო თარიღები მიულოცა.

პუტინის მისალოცი წერილი შვიდკოიმ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 35-ე და დაბადების 80 წლისთავთან დაკავშირებით საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში მიმდინარე კონფერენციაზე წაიკითხა. მასში ნათქვამია: "გულითადად გილოცავთ პატრიარქად წინამძღვრობის 35-ე და დაბადების 80 წლისთავს. თქვენი მოღვაწეობა არის მწყემსმთავრის ერთ-ერთი თავდაუზოგავი მოღვაწეობის მაგალითი – ღრმად ვაფასებთ თქვენს თბილ ურთიერთობებს რუსეთთან, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას და მოწოდებას მშვიდობისკენ, სიყვარულისა და ურთიერთგაგებისკენ, რომელიც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვანი, მეგობრული ურთიერთობების რთულ პერიოდში შენარჩუნებას. დარწმუნებული ვარ, რომ სულიერი, კულტურული და ჰუმანიტარული დიალოგი არის მყარი საფუძველი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის", - ნათქვამია ვლადიმერ პუტინის მისალოც წერილში.

აღსანიშნავია, რომ საიუბილეო თარიღების მილოცვის შემდეგ მიხეილ შვიდკოიმ უწმინდესს რუსეთის პრეზიდენტის სახელით ხატი გადასცა და აღნიშნა, რომ ხატმა არამშვიდობიან და კონფლიქტურ პერიოდში ხშირად აღმოუჩინა დახმარება რუსეთს

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/25758-vladimer-putinis-sakhelith-ilia-meores-saiubileo-tharighebi-mikheil-shvidkoim-miuloca.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 25 2013, 10:24 PM

ერთი ჩვეულებრივი რუსი ბერ-მონაზონი ჩამოსულა საქართველოში , დასარჩენი ადგილი ვერ უნახავს და საპატრიარქოსი მისულა . რამდენიმე ხანში პატრიარქი შეხედრია და თავად მიუცილებია ოთახამდე . ბერს წელი ტკიოდა და ვერ სეძლო მოხრა რომ ფეხსაცმლის თასმები გაეხსნა. ეს რომ დაუნახავს უწმინდესს , თავად დაუჩოქია , გაუხსნია ორივე ფეხსაცმლის თასმა და შემდეგ გაუხდია ბერისთვის...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 28 2013, 12:10 AM

უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში

25-03-2013
დარბაზში ქვითინი ისმოდა... ცრემლი სდიოდა ილია II-საც...

"ცრემლი ყველაზე დიდი კომენტარია, რაც ამ ფილმზე შეიძლება გავაკეთოთ!"

ვიდრე პირველ სიტყვას დავწერდი, ბევრი ვიფიქრე... ყველაფერზე ერთბაშად მომინდა ლაპარაკი - იმ ფილმზეც, "მიწის სჯული" რომ ჰქვია და იმ ბიჭებზეც, უჩინრად რომ ცხოვრობენ და ასეთ დოკუმენტურ ფილმებს იღებენ საქართველოსთვის. თავისი სტუდიისთვის "გუთანი" დაურქმევიათ და გუთნისდედებივით არიან ჩამდგარნი კვალში, "პური არსობისა" რომ არ დაგვეკარგოს. მათ არც განსაკუთრებული პირობები აქვთ ფილმების შესაქმნელად, არც თანამდებობების და ჩინ-მედლების მოლოდინი, უბრალოდ, ქართველები არიან!

ამჯერად ემიგრაციის კვალს გაჰყოლიან - 1724 წლიდან დღემდე. ნაბიჯ-ნაბიჯ გაუვლიათ გზა სამოთხედ აღქმული სამშობლოდან შორეულ ქვეყნებამდე - რუსეთამდე და ევროპამდე, ახლო აღმოსავლეთამდე და ამერიკამდე...
ერთმანეთს ებმის უცხოეთის ცის ქვეშ დამკვიდრებული წარმატებულ ქართველთა სახელები და ძველი ფოტოები: კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი და ალექსანდრე ქართველიშვილი, დიმიტრი ჯორჯაძე და გიორგი მაჩაბელი, გიორგი პაპაშვილი და გიორგი ბალანჩივაძე, თამარ თუმანიშვილი და არჩილ გურიელი... მათი ნიჭიერება და შემოქმედებითი პოტენციალი მართლაც ითხოვდა დიდ ასპარეზს, ისინი უნდა გასულიყვნენ მსოფლიოში, მაგრამ არა ასე - ძალდატანებით და შინ დაბრუნების უფლების გარეშე, სამშობლოს მოგლეჯილები.

შემდეგ ეკრანზე უახლესი ისტორია და ჩვენი დღევანდელი დღე ჩნდება, ემიგრანტები, რომლებიც უკიდურესმა ეკონომიკურმა სიდუხჭირემ განდევნა საქართველოდან, მათ შორის ისინიც, რომლებიც, დიდი პროფესიონალიზმის მიუხედავად, შინ ვერ ახერხებდნენ თავის რეალიზებას... მათ უჭირთ სამშობლოსგან შორს ყოფნა, თავიანთი პატარა სოფელ-დაბების შუკები ესიზმრებათ. დედ-მამის საფლავებს პატივს ვერ მიაგებენ და შვილების აღზრდაში მონაწილეობას ვერ იღებენ. სამაგიეროდ, მათი იქაური ხელფასებით გააქვთ თავი ოჯახებს. აკი, ამბობდა კიდეც თვალცრემლიანი ქართველი ქალი: რა მექნა, მინდოდა, ჩემს შვილს დაპატარავებული ჯემპრი რომ ეცვა, ახლის ყიდვა შესძლებოდაო... სულ ცოტა, საარსებო საშუალება მინდოდა ჩემი ოჯახისთვის, ავადმყოფი დედისთვის წამალი მინდოდა მეყიდაო... წასვლისას რას წარმოიდგენდნენ, რომ ავადმყოფი მშობლები უიმათოდ მიებარებოდნენ მიწას, რომელსაც თავისი სჯული აქვს - მიწის სჯული!

ასეც ჰქვია ფილმს, რომელიც, როგორც გითხარით, ჩვენ გვერდით მცხოვრებმა ქართველმა ბიჭებმა გადაიღეს, არც ერთი მათგანი არ არის ცხოვრების ნებიერი, ალბათ ყველა გასაჭირი, რამაც მათი თანამემამულენი უცხოეთში გადახვეწა, საკუთარ ტყავზე აქვთ გამოცდილი, არც გახუნებულ-გაცრეცილი სამოსით სიარული ეუცხოებათ და არც პურის გამხმარ ქერქზე გადასმული ნივრით დანაყრება. სამაგიეროდ, მიწისა ესმით...

რამდენი რამ სტკენია ჩვენს მიწას და რამდენი რამ შეუგრძნიათ "მიწის სჯულის" ახალგაზრდა ავტორებს - ლექსო გელაშვილსა და ზვიად სეხნიაშვილს (ძველ "კვირის პალიტრელს"), ლევან ქართველსა და დავით ყალიჩავას, ათეულობით მათ გვერდით მდგომ ქართველ მანდილოსანსა და ვაჟკაცს! როგორ ცრემლად დაღვარეს მთელი დარბაზი და ეროვნებით რუსს - ქართველთა რძალს ათქმევინეს, - შვილები ქართულად უნდა გავზარდო, რომ კარგად იცოდნენ თავისი სამშობლო საქართველოო...

ფილმ "მიწის სჯულის" ნახვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ბრძანა:
- ეს ჩვენი ტრაგედიაა! მახსენდება ჩემი ბავშვობა, ომის პერიოდი იყო და ყველას ძალიან უჭირდა. დედაჩემი მეუბნებოდა, რაც უნდა გაგიჭირდეს, უცხოეთში მაინც არ წახვიდეო. მაშინ წარმოდგენაც კი ძნელი იყო უცხოეთში წასვლისა... იმისა, რომ ეს დრო დადგებოდა. დღეს თავს ნუ დაიიმედებთ, რომ მათ იციან ქართული... ასი, ორასი წლის შემდეგ ეს ხალხი იქნება უცხოელი. ჩვენ მივედით უფსკრულთან, არა მარტო მივედით, არამედ ჩავიხედეთ უფსკრულში. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ საჭიროა სამუშაო ადგილები. ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, თუნდაც ის, რაც ამ ბოლო დროს წამოვიწყეთ: ჩემი 14 000 ნათლული - ის ბავშვები, რომლებიც არ უნდა დაბადებულიყვნენ, ოჯახი, მშობლები კმაყოფილდებოდა ორი ბავშვით... ჯერ კიდევ არის საშუალება, გადავარჩინოთ ჩვენი ერი... ღმერთი არ გაწირავს საქართველოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არ დატოვებს. დიდი საქმე გაკეთდა ამ ფილმის გადაღებით. ჩვენ კიდევ უნდა გადავიღოთ ფილმები..

რეზო ჩხეიძე, კინორეჟისორი: - საგულისხმოა, რომ ეს ფილმი გადაიღეს ადამიანებმა, რომლებსაც კინემატოგრაფიული კლასიკური სკოლა არ აქვთ დამთავრებული. შეუძლებელია ამ ფილმის ყურება უცრემლოდ... კიდევ ძალიან ბევრს მოველი "გუთნისაგან"... იცით, რომ ქართული ფილმი მსოფლიოში განთქმული იყო, მას ქართულ ფენომენს უწოდებდნენ. მე რომ მკითხოთ, ეს ახლა ითქმის "გუთანზე" -P ეს არის ქართული კინოს ფენომენი.

მუხრან ბულაღაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე: - ამ ფილმს მშვიდად ვერ უყურებ, არც მახსოვს, ბოლოს როდის ჩამომივარდა ცრემლი. ცრემლი ყველაზე დიდი კომენტარია, რაც ამ ფილმზე შეიძლება გავაკეთოთ!

გია ჭუბაბრია, კინოდოკუმენტალისტი: - 50 წელია ვმუშაობ კინემატოგრაფიაში და კინოსა და თეატრის ინსტიტუტის პროფესორი გახლავართ. ასეთი ქართული მუხტით გადაღებული ფილმი საქართველოში არ მინახავს.
გიორგი კერესელიძე, კინორეჟისორი: - 22 წელია, ამერიკაში ვცხოვრობ. ჩვენ აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ საქართველოში. ეს ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც გადარჩება! დიდი მადლობა ფილმის ავტორებს!
"მიწის სჯულმა" მთავარი საქმე ჯერ კიდევ უნდა აღასრულოს. მეუფე სპირიდონი (სხალთელი) ფილმში ამბობს, - ერთი კარგ ლექსია: "მოვა სიკვდილი უჩინო, იმწამსვე აგყრის იარაღს, შენ რას წაიღებ იმქვეყნად, სხვას არა წაუღია-რა"... ამიტომაც უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში, მოვიდეთ ღვთისმშობლის მფარველობაშიო...

შეუძლებელია, გულგრილად მიჰყვე კინოკამერას და სოფლად ნახევრად დანგრეული და სრულიად გაპარტახებული კარ-მიდამოები გულზე ხანჯლად არ დაგესოს. მე ვგრძნობ ფილმის ავტორების ამ ნახანჯლარ გულს და უფრო მახრჩობს ყელში მომდგარი სათქმელი... წლების წინ ვწერდი ერთ ოჯახზე, სვანეთის მაღალმთიანი სოფლის ერთადერთ მცხოვრებზე, მათ ორ პატარა შვილზე, რომლებიც თავისუფალ დროს გადიოდნენ დაცარიელებულ, მიტოვებულ სამეზობლოში და თვალებამოღამებული სახლების კარსა და კედლებს ცისფრად ღებავდნენ... ასე ებრძოდნენ არყოფნას თავის სოფელში და პატარა გულებში იმედი ჰქონდათ, რომ თუკი ასე გაალამაზებდნენ სხვების კარ-მიდამოს, პატრონები დაინახავდნენ და დაბრუნება მოუნდებოდათ... არ მკითხოთ, რა მოხდა მერე... ამას ზოგი ურბანიზაციას დაარქმევს, ზოგი - მიგრაციას... მიწის სჯულის გამგები კი - ტრაგედიას. იმ სოფელში აღარავინ ღებავს ცისფრად ცარიელი სახლების ჩაჟამულ კედელებს. ბოლო ოჯახიც აიყარა...

ფილმში "მიწის სჯული" არის 1994 წლის ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის კადრები, სცენაზე გამოსული მაღალი, მოხდენილი რეზო ნიკოლაძე (ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილი) საფრანგეთიდან და მისი ნათქვამი: "ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო, ყველა ჩემი სამშობლოა... საქართველო". მერე მისი ნაჩქარევი გასვლა სცენიდან, მხრებისა და ხელების ცახცახი, ქვითინი და მუხლის მოკვეთა... ესო, - როგორც კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე ამბობს, - ჩვენი ქართული მიწის გამო ხდებაო, ეს ისეთი ფენომენია, ისეთი ძალაა, როგორც კი შეეხები, თვითონ დაგიჭერსო!

მიწა, რომელიც დავტოვეთ... რომლის ბელტს ბელტზე აღარ ვაწვენთ იმიტომ, რომ გაცილებით იოლი გზაც არსებობს თავის სარჩენად... მიწა, რომელზეც აღარც ვდგავართ, რადგან წვიმაში ტალახი იცის, სიცხეში - ფეხისგულების დაწვა...

"მიწის სჯულის" ჩვენება რომ დასრულდა, დარბაზში ქვითინი ისმოდა... ცრემლი სდიოდა უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-საც...
რა სამწუხაროა, რომ დარბაზებს, სადაც ფილმებს აჩვენებენ, ცოცხალი მიწა არ აქვთ იატაკად, თორემ აუცილებლად დავუჩოქებდი... მიწა ძლიერია... ილაჯს გაგიწყვეტს, მაგრამ წელში არ გაგწყვეტს, - გალაღებს და გაქართველებს, სამშობლოს სხვის სააგარაკოდ არ დაგათმობინებს!

ამერიკელი ემიგრანტის სიტყვებია "მიწის სჯულიდან": "ცხრა წელია აქ ვარ და მერცხალი არ მინახავს... ხომ ნათქვამია, მერცხალი ციხის კედელზე ბუდეს არ იკეთებსო"... საქართველოში კი, მშიერ, გახუნებულსამოსიან, ილაჯგაწყვეტილ საქართველოში, გაზაფხულზე მერცხლები მოფრინდებიან... მხოლოდ სამშობლოშია ნამდვილი თავისუფლება და იმიტომ! ბარაქალა სტუდია "გუთანს" ამის თქმისთვის!
http://www.kvirispalitra.ge/public/16322-unda-davbrundeth-samshobloshi.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 23 2013, 10:45 PM

გამოკითხულთა 92%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი მოსწონს
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულებს ყველაზე მეტად პატრიარქი მოსწონთ. როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა, ყველაზე მოწონებად ფიგურებს შორის პატრიარქი პირველობას 92%-ით ინარჩუნებს.

რეიტინგში მეორე ადგილზეა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც რესპონდენტთა 75%-ს მოსწონს.
ლუის ნავაროს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის მოწონების მაჩვენებელი, წინა კვლევასთან შედარებით, 5%-ით შემცირდა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოკითხულთა 66%-ს მოსწონს.
გამოკითხულთა 59%-ს მოსწონს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი, ეკა ბესელია 58%-ს, ზვიად ძიძიგური - 52%-ს.

უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე გამოკითხულთა 48%-ს მოსწონს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოკითხულთა 25%-ს.

როგორც ლუის ნავარომ განაცხადა, წინა კვლევასთან შედარებით ყველას

მოწონების მაჩვენებელი დაეცა, თუმცა დავით უსუფაშვილის და დავით ბაქრაძის მაჩვენებლები გაიზარდა.
კვლევა 13-27 მარტამდე ჩატარდა და 3 103 ადამიანი გამოიკითხა.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/76314-gamokithkhultha-92-s-yvelaze-metad-patriarqi-mostsons.html?add=1#comments#ixzz2RJVVud3d

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2013, 04:21 PM

ციტატა(A.V.M @ Apr 23 2013, 11:45 PM) *

გამოკითხულთა 92%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი მოსწონს


დარჩენილი 8% სულიერად ბრმა ადამიანებისგან შედგება, რომლებიც უბრალოდ მზეს ვერ ხედავენ...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 5 2013, 11:51 PM

დღეს უწმინდესმა 10 ლარი მომცა თავისი ხელით .
რა ნამუსით დავხარჯო ახლა?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: May 6 2013, 03:00 AM

A.V.M
რომელიმე წიგნისთვის მოგცემდა smile.gif როგორც ის... "პირველად" (ვიცით ჩვენ smile.gif ).

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 12 2013, 10:14 PM

ვლადიმერ პუტინი - "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ნამდვილი ქართველია"
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ნამდვილი ქართველია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეარხ Russia Today-ში სტუმრობისას განაცხადა.

"მე შევხვდი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. ის ძალიან კეთილი ადამიანი, რა თქმა უნდა, ნამდვილი ქართველია. წამებიც კი არ ყოფილა, რომ მას საქართველოსა

და ქართველი ხალხის ინტერესებზე არ ესაუბრა, თუმცა იგი ამ ყველაფერს ბრძნულად და მშვიდად აკეთებს", - აღნიშნა პუტინმა.

Russia Today-ში სტუმრობისას რუსეთის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებას არ აპირებს.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/79788-vladimer-putini-qsaqarthvelos-katholikos-patriarqi-namdvili-qarthveliaq.html#ixzz2W1jYLWmS

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jun 12 2013, 10:18 PM

ციტატა
ვლადიმერ პუტინი - "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ნამდვილი ქართველია"


ესეც კი მიხვდა და ქართველები ვერ მიხვედრილან!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2013, 02:35 PM

ციტატა(qetevano @ Jun 12 2013, 11:18 PM) *

ესეც კი მიხვდა და ქართველები ვერ მიხვედრილან!


"როგორ დავაბერეთ ჩვენი პატრიარქი..." sad.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 26 2013, 11:19 PM

NDI - მოწონების რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზე პატრიარქია
NDI-ის კვლევის თანახმად, მოწონების რეიტინგში პირველ ადგილზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია. პატრიარქი გამოკითხულთა 94 პროცენტს მოსწონს. ილია მეორის საქმიანობას დადებითად აფასებს რესპონდენტთა 90 პროცენტი.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 3 838 ადამიანი გამოიკითხა.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/86730-ndi-motsonebis-reitingis-mikhedvith-pirvel-adgilze-patriarqia.html#ixzz2g1naPon5

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2013, 12:31 PM

"უწმინდესმა ილია მეორემ მთელი თავისი გული საქართველოს მიუძღვნა, ცრემლად დაღვრილი ეს გულისცემა ქართველმა ერმა იგრძნო და მანაც მთელი გულით შეიყვარა პატრიარქი, მეორე ილია. ეს სიყვარული არის უძლველი, ღვთისგან ნაკურთხი და მარადიული."

/არქიმანდრიტი საბა (კუჭავა)/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 25 2013, 03:09 PM

ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქს აღსაყდრების 36-ე წლისთავი მიულოცა
14:09 25-12-2013
ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქს აღსაყდრების 36-ე წლისთავი მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების 36-ე წლისთავს ულოცავს.
"ფასდაუდებელია ის თავდადებული მოღვაწეობა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გასწია ჩვენი ერის სულიერების ამაღლებისთვის. მისი აღსაყდრების დღიდან დღემდე აღდგა, განახლდა და აშენდა უამრავი ეკლესია–მონასტერი, რომლის მასშტაბიც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.
კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება სათნოების, შემწყნარებლობის, მოყვასისა და სამშობლოს სიყვარულის, პატიოსნებისა და შრომისმოყვარეობის, განათლებისადმი სწრაფვის მოწოდებაა, რაც ასე სჭირდება დღეს ჩვენს ერს.
როგორც ერის სულიერი მამა, იგი თავმდაბლობის, სულგრძელობისა და მოთმინების მაგალითია ყველა ჩვენგანისათვის, მისი სულიერი შვილებისათვის.
ჩვენ პატრიარქს ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ", - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მილოცვის ტექსტში.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/264885-irakli-gharibashvilma-patriarqs-aghsaydrebis-36-e-tslisthavi-miuloca.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 26 2013, 10:48 PM

ექსკლუზიური ინტერვიუ პატრიარქთან
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს თავის სულიერ მოძღვარზე, არქიმანდრიტ შიოზე (ძიძავა) ესაუბრა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). ინტერვიუ ჩაწერილია 2012 წლის 27 დეკემბერს.

- დაგვლოცეთ, უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო! უპირველესად, მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ იმისათვის, რომ გამონახეთ დრო და დაგვთანხმდით ამ საუბარზე. რაც დრო გადის, მით უფრო იზრდება ინტერესი თქვენი სულიერი მოძღვრის, არქიმანდრიტი შიოს პიროვნებისადმი და ეს ინტერესი განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ თქვენს საიუბილეო წელიწადს - პატრიარქობიდან 35-ე და დაბადებიდან მე-80 წლის ღირსშესანიშნავ თარიღებს. მრევლს სურვილი აქვს, მეტი იცოდნენ თქვენი მოძღვრისა და თქვენთან მისი ურთიერთობის შესახებ.

- როგორ გაიცანით მამა შიო, როცა ბათუმ-შემოქმედის მღვდელმთავარი ბრძანდებოდით?
- მამა შიო ძიძავა არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. ის არ ჰგავდა სხვა სასულიერო პირებს; იყო ძალიან უბრალო პიროვნება და ამასთან ძალიან განათლებულიც.

სემინარია ჰქონდა დამთავრებული რევოლუციამდე და როგორც ვიცი, რომელიღაც გამომცემლობაში მოღვაწეობდა, ჟურნალისტი იყო.

სენაკში პატარა სახლი ჰქონდა - ერთი ოთახი და მიწის ნაკვეთი. მამა შიოს შვილიც ჰყავდა, მაგრამ მასთან კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა, რადგან მიაჩნდა, რომ ის ურწმუნო ადამიანი იყო. მასთან არავითარი მიმოსვლა და მიმოწერა არ ჰქონია.

მამა შიო ახლოს გავიცანი, როდესაც უწმინდესი და უნეტარესი ეფრემის ლოცვა-კურთხევით ბათუმში ჩამოვიდა. ეპარქიაში მოძღვრების ნაკლებობას განვიცდიდით და მამა შიო მარხვებში გვეხმარებოდა. ძალიან მომწონდა მისი უბრალოება. იმდენად თავმდაბალი იყო, ზოგიერთი დასცინოდა კიდეც.

- ხომ არ სალოსობდა?
- დიახ, რა თქმა უნდა, სალოსობდა და ამას თვითონაც ამბობდა: "მე სალოსი ვარო." იმ პერიოდში იგი მამა კონსტანტინეს (ქვარაია) სულიერი შვილი იყო. არქიმანდრიტი შიოც და არქიმანდრიტი კონსტანტინეც თეკლათის დედათა მონასტერში მოღვაწეობდნენ და ამავე მონასტერში განისვენებენ.
ვთხოვე, ჩემი მოძღვარი გამხდარიყო და იმ დროიდან აღსარებებს მას ვაბარებდი.

- რამდენ ხანს ცხოვრობდა მამა შიო ბათუმში? თუ სენაკიდან ჩამოდიოდა ხოლმე?
- მარხვებში ჩამოდიოდა და რჩებოდა, მაგალითად, 1 თვით და მერე კვლავ სენაკში ბრუნდებოდა. ასე ამბობდა: "სენაკში სახლი მაქვს, რომლის კარი არასოდეს იკეტება და თუ ვინმე მივა, თავისუფლად შეუძლია შევიდეს და მოისვენოს". მისი სახლი სულ ერთი პატარა ოთახისგან შედგებოდა, სადაც ორი რკინის საწოლი, მაგიდა და რამდენიმე სკამი ედგა, სხვა არაფერი - არც თეთრეული ჰქონდა და არც სხვა კომფორტი. ასეთი ცხოვრების წესი წარმოაჩენდა მის სიმდაბლეს და უბრალოებას. ძალიან ფაქიზი პიროვნება იყო. მახსენდება, როგორ იბარებდა ჩემგან აღსარებას.

როცა შეამჩნევდა, რომ ძალიან ვწუხდი ჩემს ცოდვებზე, აუცილებლად გამამხნევებდა და მეტყოდა: "მეუფეო, ღმერთმა შეგინდოს, მეც ჩამიდენია ასეთი ცოდვა".
დარწმუნებული ვარ, მას ასეთი რამ არასდროს შემთხვევია, მაგრამ ჩემთვის მდგომარეობა რომ შეემსუბუქებინა, თვითონაც იბრალებდა ჩემს ცოდვებს.

მოგვიანებით, როდესაც სოხუმში გადამიყვანეს, მამა შიო იქაც ჩამოდიოდა. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში სამღვდელოება არ გვაკლდა, ამიტომ მხოლოდ აღსარების მისაღებად გვეწვეოდა ხოლმე.
მახსენდება, ერთხელ, მისი მორიგი ჩამოსვლის დროს, შევნიშნე, რომ ჯვარი შავ ბაფთაზე ჰქონდა შებმული და ვკითხე: "მამა შიო, ჯაჭვი რა უყავი?" მიამბო, რომ მისი ჯაჭვი მეზობლის

ქალს მოეწონა და ნაწილი მოაწყვიტა; იგი ისე დამოკლდა, აღარ შეიძლებოდა ტარება, ამიტომ მთლიანად ვაჩუქე მეზობელსო. ეს ამბავი რომ შევიტყვე, მამა შიოს ჯაჭვიც ვაჩუქე და ახალი ჯვარიც...

განსაკუთრებით საოცარი იყო მისი ცხოვრების უკანასკნელი პერიოდი. წესად მაქვს, რომ დიდ ხუთშაბათს განსაკუთრებით ვემზადები ზიარებისთვის და ოთხშაბათს აუცილებლად ვაბარებ აღსარებას. ეს კარგად იცოდა მამა შიომ. მახსოვს, იგი უკვე ცუდად იყო, ამიტომ აღარ ველოდი მის ჩამოსვლას. რეზიდენციის ეზოში ვიჯექი, უეცრად მოვიხედე და ვხედავ, ორ ადამიანს მოჰყავს უძლური მამა შიო. გავიფიქრე, ნეტავ რა საქმე აქვს, რომ ასეთი ავადმყოფი შეწუხდა-მეთქი. ის კი მოვიდა და მითხრა: "მეუფეო, აღსარებისთვის მოემზადე!" წარმოიდგინეთ, ასეთი მძიმე ავადმყოფი ჩემთან აღსარების მისაღებად ჩამოვიდა! აღსარება ვუთხარი. ძალიან მძიმედ იყო, მოძრაობა უჭირდა, თითქმის ვერ დადიოდა. ვიფიქრე, ალბათ დარჩება-მეთქი, მაგრამ არ დარჩა. იმავე დღეს უკან წაიყვანეს... ამ ამბის შემდეგ ერთი კვირის თავზე სოხუმში დები შუშანიები და მათთან ერთად სხვა მორწმუნეები ჩამოვიდნენ. შუშანიებმა მითხრეს: "მამა შიო ძალიან ცუდადაა და სულ იძახის: "მეუფე, მეუფე!" ალბათ, თქვენ გიხმობთ და არავის იკარებს". სასწრაფოდ მის მოსანახულებლად გავემგზავრე, თან დეკანოზი მაქსიმე კონცევიჩი წავიყვანე; ყოველი შემთხვევისთვის, თან წავიღეთ წმინდა ზიარება. მამა შიოსთან ჩავედით, მძიმედ იყო. მუცელი აწუხებდა და ტკივილისგან ყვიროდა. მისი შვილი იყო ჩამოსული, რომ მამის მემკვიდრეობა მიეღო. მამა შიოს კი არაფერი ჰქონდა, იმ პატარა ბინის გარდა.

საჩქაროდ მოვუხმეთ მამა კონსტანტინეს, რომ ავადმყოფი ეზიარებინა. მამა კონსტანტინემ თავი შეიკავა მისი ზიარებისგან: წყალი აქვს დალეული და არ შეიძლებაო. ვცადე, დამერწმუნებინა, რომ ყველა შემთხვევაში შეიძლებოდა მძიმე ავადმყოფის ზიარება, მაგრამ ვერაფრით დავაჯერე.

ბოლოს შევედი მამა შიოსთან და ვკითხე: "მამაო, გინდა, მე თვითონ გაზიარებ?" უმალ დამთანხმდა: "ჰო, ჩქარა, ჩქარა, ჩქარა!" ეშინოდა, უზიარებლად არ გასულიყო ამ ქვეყნიდან. ლოცვებს ვუკითხავდი, თან ვშიშობდი: ვაითუ ზიარება ვერ მოასწროს-მეთქი და სულ ოფლში ვიწურებოდი.

ღვთის წყალობით, მამა შიო ეზიარა. მე გვერდით სკამზე მივუჯექი, მაშინ მან პატრიარქობა მიწინასწარმეტყველა. გადმომხედა, ხელი შემახო მუხლზე და მომეალერსა: "ჩემო პატრიარქო!" "მე პატრიარქი არ ვარ, მიტროპოლიტი ვარ-მეთქი", - შევუსწორე. მან კი კვლავ გამიმეორა: "პატრიარქო, პატრიარქო!"... მამა შიო იმ ღამითვე გარდაიცვალა. რომ არ მეზიარებინა... თუმცა არ ვიცი, შეიძლება, ღმერთს არ გაეყვანა უზიარებელი...


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/93395-eqskluziuri-interviu-patriarqthan.html#ixzz2obmTkdmG

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 7 2014, 04:46 PM

სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის შეფასებით, პატრიარქს თავის საშობაო ეპისტოლეში "ოჯახის სიწმინდეზე ასეთი აქცენტები შემთხვევით არ გაუკეთებია". მისი თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი თითოეული ჩვენგანისთვის.

"როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყნის თითქმის 90% ამ ეკლესიის შვილია, ამ დროს, მისი მღვდელმთავრის სიტყვები უნდა მივიღოთ, რადგან სწორედ ოჯახის სიმტკიცეა ქვეყნის და ქრისტიანობის სიმტკიცის საფუძველი" - ამბობს სუბარი.

პატრიარქმა წლევანდელ ეპისტოლეში ისაუბრა ოჯახზე. ამასთან, დაგმო სექსუალური უმცირესობები, აბორტი და ხელოვნური განაყოფიერება. მისივე თქმით, "ოჯახი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება, ბედნიერი ვერ იქნება"

http://www.tabula.ge/ge/story/78852-subari-patriarqs-ojaxis-sitsmindeze-aseti-aqcentebi-shemtxvevit-ar-gauketebia

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 7 2014, 07:31 PM

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, "პატრიარქის წლევანდელი ეპისტოლე, ისევე როგორც ყოველთვის, ძალიან ღრმა, შინაარსობრივად დატვირთული და საინტერესო იყო". ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს სამებაში სადღესასწაულო წირვის შემდეგ განუცხადა.

tabula.ge

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 22 2014, 12:55 AM

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 21 თებერვალს პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პირველი გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა თავისი ფუნქციებით ტვირთი უნდა შეუმსუბუქოს პატრიარქს.

"ამ ტიპის პრეზიდენტის მთავარი ამოცანა მისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში არის ის, რომ შეუმსუბუქოს ტვირთი საქართველოს სულიერ ლიდერს, მის უწმინდესობას. საქართველოს პრეზიდენტმა მას უნდა შეუმსუბოს ის ტვირთი, რომელიც მას აწევს მორალური ავტორიტეტობის", - თქვა დავით უსუფაშვილმა. მისივე განცხადებით, ხალხს მხოლოდ ზეციურ სასუფეველში სიმშვიდის პოვნის იმედი არ უნდა ჰქონდეს და მათ მთავრობამ საერო ცხოვრებაში უნდა მისცეს ბედნიერი ცხოვრების საშუალება.

"მე მინდა ბატონ პრეზიდენტს ვუთხრა, პარლამენტში პოლიტიკური დებატებისგან ყოველთვის შეიძლება საყურადღებო, რაციონალური მარცვლების აკრეფა მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვეჩვენება, რომ ერთსა და იმავეს ვიმეორებთ და ა.შ. მე მგონი, პარლამენტი შევეცადეთ, რომ წარმოვჩენილიყავით ისეთები, როგორიც ვართ და პრეზიდენტმა ეს უნდა იცოდეს - აი ეს ვართ, რაც ვართ, მოგწონვართ? კარგია, არ მოგწონვართ? თქვენც ალბათ გვეტყვით, როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი სახელისუფლებო სისტემა იმიტომ, რომ დღეს აქ მოქალაქე მარგველაშვილი არ მოსულა და არ ესაუბრება 100-ზე მეტ მოქალაქეს. აქ ინსტიტუტების შეხვედრაა დღეს, აქ სახელმწიფოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი დღეა და მე მინდა, რომ ჯამში, ყველამ ასე შევხედოთ ამ მოვლენას", - თქვა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი გამოსვლისას იმ მნიშვნელოვან საკითხებზეც ისაუბრა, რომელზეც ყურადღება საპარლამენტო ოპოზიციამ გაამახვილა, მათ შორის პრეზიდენტის რეზიდენციაზე. მან ოპოზიციას გარიგება შესთავაზა.

"უმცირესობის ლიდერს შევთავაზებ ასეთ რამეს, შესაძლო შეთანხმებას: მან ბევრი ისაუბრა იმაზე, პრეზიდენტი რატომ არ ბრუნდება იმ სასახლეში, რომელიც პრეზიდენტისთვის აშენდა. უმცირესობის ლიდერი დაბეჯითებით ურჩევს პრეზიდენტს, რომ დაბრუნდეს იმ სასახლეში, ზედმეტ ხარჯებს თავი აარიდოს და ა.შ.

მე არ გავყვები პარლამენტის შენობების ისტორიას, უბრალოდ გთავაზობთ, დღეს აქ ვართ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ვუყაროთ კენჭი პარლამენტის იმ შენობაში დაბრუნებას, სადაც ადრე მუშაობდა და მე გპირდებით, ძალ-ღონეს არ დავიშურებ, შესაძლოა დავითანხმო პრეზიდენტი, რომ დაბრუნდეს იმ შენობაში, სადაც პრეზიდენტი იჯდა. თქვენ გაქვთ ათიოდე წუთი ამ წინადადებაზე დასაფიქრებლად", - მიმართა დავით უსუფაშვილმა ნაციონალურ მოძრაობას, თუმცა, საპარლამენტო ოპოზიციამ მისი შეთავაზება არ მიიღო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რთული გზის გავლა უწევს, რა დროსაც ყველას მართებს მოთმინება.

"ძალიან ბევრი რამის მოთმენაზე ვარ მზად, ძალიან ბევრი რამის ატანისთვის ვარ მზად ყველასგან იმისთვის, რომ ეს ამოცანა შესრულდეს და წარმატებულად გავიაროთ ეს ეტაპი. მოვითმინოთ ბევრი რამ, ეს მართლა ის საკითხია, როცა უნდა ვიყოთ ჭკუით და არ შეგვეშალოს ამ სტრატეგიულ საკითხში", - განაცხადა პარლამენტის ტრიბუნიდან დავით უსუფაშვილმა.

http://www.tabula.ge/ge/story/80396-usufashvili-prezidentma-patriarqs-tvirti-unda-sheumsubuqos

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 4 2014, 01:42 PM

შტეფან ფულე: პატრიარქს დავარწმუნებ, რომ არავითარი განზრახვა ქართული ტრადიციული ღირებულების უგულვებელყოფის არ გაგვაჩნია
თბილისი 13:14 - 04.03.14 "ჯი-ეიჩ-ენი" ამობეჭდვა41 ზომა:
ევროკომისარ შტეფან ფულეს განცხადებით, ევროკავშირს არავითარი მიზანი არ გააჩნია, რომ ქართული ტრადიციების უგულვებელყოფა მოახდინოს. როგორც ფულემ საგარეო საქმეთა მინიდტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა იგი ეცდება, რომ ამ საკითხში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაარწმუნოს, რომელსაც ვიზიტის ფარგლებში შეხვდება.
,, საქართველოს პატრიარქს დავარწმუნებ, ევროკავშირის სახელით, რომ ჩვენ არავითარი განზრახვა ტრადიციული ღირებულების უგულვებელყოფის არ გაგვაჩნია. იმას რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ გახლავთ საერთაშორისოდ აღიარებული ღირებულებები, ეს არის ტოლერანტობა, ღირსება და პატივისცემა", _განაცხადა ფულემ.

http://ghn.ge/news-104385.html

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 4 2014, 02:37 PM

ციტატა
საერთაშორისოდ აღიარებული ღირებულებები,

მაგრამ ეს ღირებულებები რამდნა შეესაბამება ქართულ ღირებებულებს ესაა ზუსტად სადაო საკითხი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 4 2014, 08:26 PM

G_saxva
კაცმა დღესაც თქვა , რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ვითხოვთ თქვენგანო ...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 5 2014, 09:17 AM

A.V.M
ეჰ გურამ ეგ ახლა თორემ მერე რას მოითხოვენ არავინ იცის. დრე ვერავინ წარმოიდგნენდა გეების და ლესბოსელების უფლებას თუ ვინმე დაიცავდა და ასეთ რეკლამას გაუკეთებდა, დღეს კიდევ უბატონოდ ვერ გასემ ხმას.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Mar 5 2014, 10:43 AM

ციტატა
რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ გახლავთ საერთაშორისოდ აღიარებული ღირებულებები, ეს არის ტოლერანტობა, ღირსება და პატივისცემა", _განაცხადა ფულემ.

ეს არის ცხვრის ტყავში გახვეული მგელი. ესეთი ტიპები, საერთოდ არიან მცირე ანტიქრისტეები. მსოფლიო წესრიგის მხარდამჭერები.
ამათ როგორ უნდა ენდო კაცი ტო.
და ქართველებს ასწავლიან ტოლერანტობას და ა.შ.?!
თავად აქვთ ეგ საკითხები კარგად შესასწავლი, ჩვენგან.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 5 2014, 10:44 AM

terra
გეთანხმები რომ ესენი ცხვირს ტყავში გადაცმული მგლები არიან.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 5 2014, 12:56 PM

G_saxva

ციტატა
ეჰ გურამ ეგ ახლა თორემ მერე რას მოითხოვენ არავინ იცის. დრე ვერავინ წარმოიდგნენდა გეების და ლესბოსელების უფლებას თუ ვინმე დაიცავდა და ასეთ რეკლამას გაუკეთებდა, დღეს კიდევ უბატონოდ ვერ გასემ ხმას.

რატომ განვიხილავთ ევროპას ერთ ქვაბში ? რა ევროპის ყველა ქვეყანაში დაკანონებულია ერთსქესიანთა ქორწინება ? პირიქით . მთელი რიგი საკითხებია , როგორც რელიგიური ისე ეთიკურმორალური , რომლებშიც ჩვენზე ბევრად მოწესრიგებულნი არიან ევროპის ქვეყნები .

terra
ციტატა

ეს არის ცხვრის ტყავში გახვეული მგელი. ესეთი ტიპები, საერთოდ არიან მცირე ანტიქრისტეები. მსოფლიო წესრიგის მხარდამჭერები.
ამათ როგორ უნდა ენდო კაცი ტო.

აბა ვის ვენდოთ , ,,ერთმორწმუნე რუსეთს''?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 5 2014, 01:13 PM

ციტატა
რატომ განვიხილავთ ევროპას ერთ ქვაბში ? რა ევროპის ყველა ქვეყანაში დაკანონებულია ერთსქესიანთა ქორწინება ? პირიქით . მთელი რიგი საკითხებია , როგორც რელიგიური ისე ეთიკურმორალური , რომლებშიც ჩვენზე ბევრად მოწესრიგებულნი არიან ევროპის ქვეყნები .

მე ერთსქესიანთქ აორწინებაზე არ მაქვ საუბარი მე ჰომოსექუალების პროპაგანდაზე მაქვ საუბარი. დამისხელე თუნდაც ერთი ევრო კავშირის ქვეყანა სადაც მათი პროპაგანდა არ ხდბა და სადაც ისინი ხელშეუხებელნი არ არიან. არ არსებობს არცერთი ევრო კავშირის ქვეყანა სდაც ჰომოსექსულაებს პატივს არ ცემენ.
ციტატა
აბა ვის ვენდოთ , ,,ერთმორწმუნე რუსეთს''?

გურამ ჩემგან არ გესწავლება რომ ვერავის ვერ ენდობი ვერა. საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს მარტო.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 5 2014, 10:06 PM

G_saxva

ციტატა
სადაც ისინი ხელშეუხებელნი არ არიან.

რას ქვია ხელშეუხებელნი არიან ?
საკუთარ სექსუალურ მისწრაფებებში კი ბატონო ,არ რიან ხელშეუხებელნი , მაგრამ კანონის ჩარჩოებში ჯდებიან სხვა საკითხებში .
ციტატა
რ არსებობს არცერთი ევრო კავშირის ქვეყანა სდაც ჰომოსექსულაებს პატივს არ ცემენ.

მოიცა , ჩვენ არ უნდა ვცეთ პატივი ჰომოსექსუალებს ?
ციტატა
გურამ ჩემგან არ გესწავლება რომ ვერავის ვერ ენდობი ვერა. საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს მარტო.

გასაგებია საკუთარი თავის იმედი , მაგრამ ყველა ვხედავთ რომ ან პროდასავლური , ანაც პროჩრდილოური კურსი უნდა ავიღოთ , სხვა საშველი არ გვაქვს , თორემ რა ჯობია ეროვნულ ინტერესებით და ხელშეუხებლად ცხოვრებას .

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 6 2014, 09:27 AM

ციტატა
რას ქვია ხელშეუხებელნი არიან ?
საკუთარ სექსუალურ მისწრაფებებში კი ბატონო ,არ რიან ხელშეუხებელნი , მაგრამ კანონის ჩარჩოებში ჯდებიან სხვა საკითხებში .

რას ეძახი კანონის ჩარჩოებში ჯდებიანო? დაახლოებით ისეთი მომენტია იაღოველები ჯარში რომ არ მიდიან რელიგია გვიკრძალავსო, კანონით გაპრავებულია ეგ ამბავი მაგრამ სწირია ეგ?
ციტატა
მოიცა , ჩვენ არ უნდა ვცეთ პატივი ჰომოსექსუალებს ?

შენი არ ვიცი ძმაო მაგრამ მე რომ არ ვცემ პატივს კი ვიცი. რატომ უნდა ვცემ ცოდვით დაკავებულ იადამიანს პატივი რომელიც თავისი ცოდვის პროპაგანდას ეწევა?
ციტატა
გასაგებია საკუთარი თავის იმედი , მაგრამ ყველა ვხედავთ რომ ან პროდასავლური , ანაც პროჩრდილოური კურსი უნდა ავიღოთ , სხვა საშველი არ გვაქვს , თორემ რა ჯობია ეროვნულ ინტერესებით და ხელშეუხებლად ცხოვრებას .

ეგაა ძმაო ზუსტად პოლიტიკა და სუსტი პოლიტიკოსები რომ გვყავს. მე ვერც დასავლეთსი და ვერც ჩრდილოეთში ვერ ვხედავ ხსნას და საშველს.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Mar 6 2014, 10:53 AM

ციტატა(G_saxva @ Mar 6 2014, 09:27 AM) *

სუსტი პოლიტიკოსები რომ გვყავს

სისუსტეზე და სიძლიერეზე იმდენად არ უნდა გააკეთო აქცენტი, რამდენადაც პოლიტიკოსის ზნეკეთილობაზე.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 6 2014, 11:03 AM

ციტატა(terra @ Mar 6 2014, 10:53 AM) *

სისუსტეზე და სიძლიერეზე იმდენად არ უნდა გააკეთო აქცენტი, რამდენადაც პოლიტიკოსის ზნეკეთილობაზე.

ჩემი აზრით პოლიტიკოს ზნეობას ნამდვილად ვერ მოკითხავ . კი მოკითხავ მაგრამ შედეგი არ ექნება biggrin.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Mar 6 2014, 11:08 AM

ციტატა(G_saxva @ Mar 6 2014, 11:03 AM) *

ჩემი აზრით პოლიტიკოს ზნეობას ნამდვილად ვერ მოკითხავ . კი მოკითხავ მაგრამ შედეგი არ ექნება biggrin.gif

ვერ მოკითხავ, მაგრამ ისურვებ მაინც. და იმედი გექნება, რომ თუ პოლიტიკოსი ზნესრული ადამიანია,
მეტი სიკეთის გაკეთებას შეძლებს ქვეყნისთვის და მეტნაკლებად სწორი ორიენტირები ექნება.
ამის თქმა მინდოდა მხოლოდ.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 6 2014, 11:15 AM

ციტატა(terra @ Mar 6 2014, 11:08 AM) *

ვერ მოკითხავ, მაგრამ ისურვებ მაინც. და იმედი გექნება, რომ თუ პოლიტიკოსი ზნესრული ადამიანია,
მეტი სიკეთის გაკეთებას შეძლებს ქვეყნისთვის და მეტნაკლებად სწორი ორიენტირები ექნება.
ამის თქმა მინდოდა მხოლოდ.

მთავარია ქვეყანა წინ წაიყვანოს ხალხმა ამოისუნქოს ქვეყანა გამთლიანდეს და ფეხზე დადგეს. ესაა მთავარი ზნეობა კი მეასე ხარისხოვანია, ისევე როგორც ეს რუსეთთან ერთად მოხდება თუ ამერიკასთან ერთად.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Mar 6 2014, 11:18 AM

G_saxva
ხენეში ხე, კეთილ ნაყოფს ვერ აღმოაცენებს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 6 2014, 11:41 PM

G_saxva

ციტატა
იაღოველები ჯარში რომ არ მიდიან რელიგია გვიკრძალავსო, კანონით გაპრავებულია ეგ ამბავი მაგრამ სწირია ეგ?

ვინ გითხრა რომ გაპრავებულია ?
თუ გინდა შესაბამის მუხლებს დაგიდებ კანონმდებლობიდან , რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ადამიანს , შეუძლია რომ არ წავიდეს ჯარში ( საკუთარი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე) სანაცვლოდ ამისა კი უნდა გაიაროს ალტერნატიული სამსახური . ეს სამსახური კი თუ უნდა ეკლესიაში იქნება , თუ უნდა მებაღედ სკვერში და.ა.შ.
ციტატა
რატომ უნდა ვცემ ცოდვით დაკავებულ იადამიანს პატივი რომელიც თავისი ცოდვის პროპაგანდას ეწევა?

ქრისტიანი ხარ და იმიტომ .
ქრისტიანს ცოდვა სძულს და არა ადამიანი , როგორი დაცემულიც არ უნდა იყოს იგი .

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 7 2014, 09:09 AM

ციტატა
ვინ გითხრა რომ გაპრავებულია ?
თუ გინდა შესაბამის მუხლებს დაგიდებ კანონმდებლობიდან , რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ადამიანს , შეუძლია რომ არ წავიდეს ჯარში ( საკუთარი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე) სანაცვლოდ ამისა კი უნდა გაიაროს ალტერნატიული სამსახური . ეს სამსახური კი თუ უნდა ეკლესიაში იქნება , თუ უნდა მებაღედ სკვერში და.ა.შ.

ეგ ყველაფერი ჩემო გურამ ზუსტად მაგ საკითხიდან გამომდინარე მომდინარეობს. თუ გინდა დაგიდებ ამ კანონის მიღებას რა ედო საფუძვლად, კონკრეტულად კი ზემოთხსენებულ იაღოველების ჯარში არ წასვლის შესაძლებლობით ბევრი სარგებლობდა, იაღოველობას იბრალებდა. ყველივე ამის შემდგომ დახვეწეს ეგ კანონი ალტერნეტიულის შესახებ. რავიცი თუ ჯარში წასვლაა და სამეხდრო სამსახური ყველასთვის სამხედრო უნდა იყოს.
ციტატა
ქრისტიანს ცოდვა სძულს და არა ადამიანი , როგორი დაცემულიც არ უნდა იყოს იგი .

კაი გურამ რა, ადამიანს დემონი იმიტომ სძულს, რომ ის გექაჩება ცოდვისკენ და ათასი მანქანებით ცდილობს შენს დაცემას. ახლა შენ მეუბნები ადამიანი რომელიც იგივეს აკეტებს და ცოდვის პროპაგანდას ეწევა, რათა უფრო მეტი ადამიანი ჩაითრიოს, თურმე თავი უნდა დავუკრა და ტაშით შევეგებო. ამ საქმიდან ძმა ჩემო არაფერი გამოვა, ყოველ შემთხვევაში ჩემგან.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 7 2014, 01:47 PM

G_saxva
ფაქტია რომ ნებისმიერ მოქალაქეს , საქართველოს კანონმდებლობით , აქვს ლეგიტიმური უფლება რომ საკუთარი მსოფლმხედველობიდან გამოდმინარე არ წავიდეს ჯარში .
შენი საქმის შენ იცი , მაგრამ პირადად მე ვცდილობ რომ არცერთი ადამიანი არ მძულდეს , როგორი ცოდვით დაცემულიც არ უნდა იყოს იგი .

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 7 2014, 02:11 PM

ციტატა
მაგრამ პირადად მე ვცდილობ რომ არცერთი ადამიანი არ მძულდეს ,

ერთია სურვილი მეორე შესაძლებლობა.
სიძულვილში მე ვგულისხმობ როდესაც ადმიანის მიერ ჩადენილი ქმედება მაღიზიანებს უმაღლეს დონეზე და სიბრაზეს იწვევს ჩემში.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 9 2014, 10:09 PM

"რა იყო, დაგვაჩმორეს ამ ჩმორებმა?" - ირმა ინაშვილი პატრიარქს ექომაგება
მედია-კავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი პატრიარქის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"ზოგი პატრიარქის დაჭერას ითხოვს, ზოგი - ჩამოგდებას, მიდის ყოვლად უზნეო კამპანია და ჩვენ... ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ხმასაც ვეღარ ვიღებთ... რა იყო, დაგვაჩმორეს ამ ჩმორებმა? ითვლება, რომ თუ პოლიტიკოსი ხარ, ან საჯარო პირი ხარ, პატრიარქის დასაცავად ხმა არ უნდა ამოიღო... ლიბერალები შემოგიტევენ, თურმე... რომელი კრეტინი ადგენს თამაშის ამ წესს?! არჩევნების წინ ხომ კარგად დარბიხართ საპატრიარქოში, ა?! ზღვარს სცდება ჩემი ეკლესიის წინამძღოლის საჯარო შეურაცხყოფა. ეს ჩემი შეურაცხყოფაა... თქვენი...

ნებისმიერი სხვა ეკლესიის წინამძღოლის დასაცავადაც ამოვიღებ ხმას, თუ მას თავს დაესხმებიან, მაგრამ ჩემთვის ჯერ ჩემია... თან, ჩემსას ერჩიან... ქუჩაში გინდათ, რომ გამოგვიყვანოთ? არა, ამას ქუჩა არ სჭირდება. ისე მოგერევით. თქვენი ფეხით მიხვალთ ტაძარში და ცხარე ცრემლით იტირებთ. თქვენნაირებს ასე ემართებათ ხოლმე. მიწაზე რომ დინგით ერჭობიან, ღმერთს მერე ხედავენ", - წერს ინაშვილი.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/faceambebi/110651-qra-iyo-dagvachmores-am-chmorebmaq-irma-inashvili-patriarqs-eqomageba.html#ixzz3CqL89qq1

პოსტის ავტორი: shako1993 თარიღი: Sep 9 2014, 10:58 PM

საქართველოს პატრიაქი ჩემთვის არის ეთარდეერთი ადამიანი ვისაც საქართველოში თვალდახუჭულად ვენდობი
ინტერნეტში რა პროპაგანდა და დისკრიმინაცია მიდის პატრიაქის, ამის შესახებ იცით ვინმემ

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 10 2014, 09:51 AM

shako1993

ციტატა
ინტერნეტში რა პროპაგანდა და დისკრიმინაცია მიდის პატრიაქის, ამის შესახებ იცით ვინმემ

ნებისმიერ საიტზე შედი და გადახედე რას ამბობენ პატრიქრზე როგორ უნდათ მისის სახელი ლაფში ამოსვარონ. აი ესაა დისკრიმინაციაც და საშინელი პროპაგანდაც.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 31 2014, 01:51 AM

რესპონდენტთა უმრავლესობა წლის ადამიანად საქართველოს პატრიარქს ასახელებს
10:56 29-12-2014
რესპონდენტთა უმრავლესობა წლის ადამიანად საქართველოს პატრიარქს ასახელებს გაზეთ "კვირის პალიტრის" 22-25 დეკემბრის გამოკითხვის თემას - "დაასახელეთ 2014 წლის ადამიანი საქართველოში?" - 443 მკითხველი გამოეხმაურა.
შედეგები ასე გამოიყურება:
1. უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 60.2%
2. ბიძინა ივანიშვილი 13.3%
3. დავით სერგეენკო 8.3%
4. ირაკლი ღარიბაშვილი 7.6%
5. პაატა ბურჭულაძე 2.3%
6. სხვა: 7.5%
7. მიჭირს პასუხის გაცემა 0.8%

http://www.interpressnews.ge/ge/sociologiuri-kvlevebi/311304-respondenttha-umravlesoba-tslis-adamianad-saqarthvelos-patriarqs-asakhelebs.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 9 2015, 05:40 PM

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.

"არც შემწვარი გოჭი მქონია ახალ წელს და არც მოხარშული ღორის თავი გადამიგორებია საშობაოდ... ძალიან ყურადღებით ვუსმენდი წუხელ პატრიარქის საშობაო ქადაგებას და სიამოვნებითაც დავესწრებოდი გუშინ წირვას, ობიექტურ მიზეზს რომ არ შეეშალა ხელი... ხოდა, ჯაან გოიმი ვარ, საშინელებად რომ არ მომჩვენებია შობის ქადაგება????? მოდაშია ეკლესიაზე თავდასხმები და ყველაზე მაგარი პრადვინუტი ისაა, ვინც ფბ-ზე ან მედიაში ღიად ლანძღავს პატრიარქს და ეკლესიას??? საოცრებათა ქვეყანა ვართ რა.... პოლიტიკურ რანგში აიყვანეს უკვე ადამიანების

რწმენა და რა ვიცი... ძალიან მაგრობაა ეს ნეტავ???

ისეთები წავიკითხე ეს ორი დღეა, სრულიად უკურეაქცია გამოიწვია ჩემში... შეიძლება რაღაცეები არ მოსწინთ ადამიამებს, მარა ეს ლანძღვა-გინება უკვე კოშმარია.

ადამიანის არჩევანია რწმენის თავისუფლება და ყველას თავისი არჩევანი აქვს.

და კიდევ - ანტიდისკრიმინაციულ კანონსაც მხარს ვუჭერ და 17 მაისის დარბევასაც ვაპროტესტებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი რეაქცია არ მქომდეს ამ ორდღიან ლანძღვა-გინენაზე.

სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებაზე მეც მძაფრი რეაქცია მქონდა.. რადგან მიმაჩნია, რომ ესაა მშობლების შანსი, გახდნენ მშობლები და გააგრძელონ სიცოცხლე....", - წერს გრიგოლია.

http://newposts.ge/?l=G&id=61154-კოშმარი%2C+გრიგოლია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2021, 09:19 PM

უწმინდესო, დიდხანს იცოცხლეთ, გულით ვნატრობ, აფხაზეთში შეხვდეთ აღსაყდრებიდან 45 წელს!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2022, 12:38 PM

"ყველაზე დიდ სიმშვიდეს და სიხარულს უწმიდესთან მუშაობის დროს განვიცდი. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რამდენად შთამბეჭდავია მასთან ურთიერთობა. ჩემს ცხოვრებაში ასეთ საოცარ, ისტორიულ პიროვნებას ალბათ ვეღარც შევხვდები".

/უწმიდესის საგალობლების არანჟირების ავტორი ზვიად ბოლქვაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2023, 01:47 PM

"[დედა პელაგია ქსოვრელს] ძალიან უყვარდა და დიდ პატივს სცემდა ჩვენს პატრიარქს. საპატრიარქოში დიდხანს იმიტომ ვერ დავრჩი, რომ მისი ტვირთის, მისი ჯვრის სიმძიმეს ვერ გავუძელიო, რასაც თავის სისუსტედ თვლიდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 29 2024, 06:07 PM

"დღევანდელი დღე მინდა განსაკუთრებულად მივულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომელიც ბრძანდება წმინდა ნინოს სამოციქულო მსახურების გამგრძელებელი საქართველოში და მისი წინამძღოლობით მოხდა ჩვენი ერის ახალი მოქცევა სარწმუნოებაზე, რისთვისაც ჩვენ მას დიდად ვმადლობთ და ვუსურვებთ მრავალჟამიერ დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას!"

/მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)