თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო გალობა _ ექპედიციებში ჩაწერილი საგალობლები

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jan 2 2010, 01:31 PM

აქაც გავხსნი ამ თემას, ძალიან საინტერესოა სხვადასხვა კუთხეებში ექსპედიციაში ჩაწერილი საგალობლები.

საკმაოდ ცოტაა სამწუხაროდ, ყოველ შემთხვევაში რაც მე ვიცი.

ეს ჩანაწერები მართალია პროფესიონალი მგალოპბლების მიერ არ არის შესრულებული და მას ვერ დავეყრდნობით მაგრამ დამეთანხმებით ყველა რომ დიდი დანატოვარია მაინც. ისეა თითქოა სიმღერის სტილშია ნაგალობები.

ხოდა აქ დავდოთ და განვიხილოთ ეს საგალობლები. smile.gif

დავიწყებ ივეტ გრიმოს ექსპედიციაში ჩაწერილი რამოდენიმე საგალობლით.

აღდგომასა შენსა
http://alazani.ge/dzveli+chanatseri-Yvette-Grimaud-Ekspeditsia-Agdgomasa-Shensa-simgeris+teqsti-sng1011.html?qartuli-folklori

მეუფეო ზეცათაო
http://alazani.ge/dzveli+chanatseri-Yvette-Grimaud-Ekspeditsia-Meupeo-Zetsatao-simgeris+teqsti-sng1026.html?qartuli-folklori



აფშილავების
დღეს საღვთომან მადლმან
http://alazani.ge/dzveli+chanatseri-Apshilavebi-Dges-Sagmrtoman-Madlman-simgeris+teqsti-sng1042.html?qartuli-folklori

აღდგომასა შენსა
http://alazani.ge/dzveli+chanatseri-Apshilavebi-Agdgomasa-Shensa-simgeris+teqsti-sng1036.html?qartuli-folklori
მაგრებია რა. smile.gif

ესეც ბორჯომის ფოლკლორული სიმპოზიუმი

დღეს საღვღთომან მადლმან
http://alazani.ge/dzveli+chanatseri-Mravalkhmianobis-Konperentsia-Borjomshi-Dges-Sagmrtoman-Madlman-simgeris+teqsti-sng1190.html?qartuli-folklori

მეუფეო ზეცათაო
http://alazani.ge/dzveli+chanatseri-Mravalkhmianobis-Konperentsia-Borjomshi-Meupeo-Zetsatao-simgeris+teqsti-sng1200.html?qartuli-folklori

ძალიან მაინტერესებს ასეთი საგალობლები თუ არის კიდე და თუ ვინმეს მიგიწვდებათ ხელი იქნებ ატვირთოთ.

გრიმოს ჩაწერილები ეხლა ხომ ჩამოიტანეს და ნეტა იქ თუა საგალობლები მაგრად მაინტერესებს, წესით უნდა იყოს იმიტო რომ ძველ ჩანაწერებშიც ხოა გალობები და თან ეხა ხო უფრო მეტი ჩანაწერებია.

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jan 2 2010, 02:33 PM

უჩა

გაიხარე, ძალიან კარგი თემაა 2kiss.gif

ექსპედიციებში ჩაწერილი საგალობლები ძალიან საინტერესოა შესრულების მხრივაც smile.gif

საგალობლების ძველი ჩანაწერებით არ ვართ განებივრებული სამწუხაროდ და ვისაც ხელი მიგიწვდებათ, იქნებ დადოთ სხვა ჩანაწერები? smile.gif

თუ სურვილი გექნებათ მოვუსმინოთ და ვიმსჯელოთ smile.gif

პოსტის ავტორი: nikolas თარიღი: Jul 8 2010, 03:02 PM

ნანინა, უჩა...პირდაპირ გეტყვით ჩემს სათქმელს...კი, მრავალფეროვანია, მაგრამ ამას ტაძარში ნამდვილად ვერ შეასრულებ...მესმის რომ გურული საგალობლების ტექსტებს უმატებდნენ ხმოვანებს (და ამას თავისი მიზეზებიც ქონდა), მაგრამ აქ ყველა სიტყვაშია ეგრე და...ცოტა კი არა და ძალიან მეხამუშა ამის მოსმენა.... huh.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jul 8 2010, 03:16 PM

nikolas

ციტატა
ნანინა, უჩა...პირდაპირ გეტყვით ჩემს სათქმელს...კი, მრავალფეროვანია, მაგრამ ამას ტაძარში ნამდვილად ვერ შეასრულებ...მესმის რომ გურული საგალობლების ტექსტებს უმატებდნენ ხმოვანებს (და ამას თავისი მიზეზებიც ქონდა), მაგრამ აქ ყველა სიტყვაშია ეგრე და...ცოტა კი არა და ძალიან მეხამუშა ამის მოსმენა....

მაგ ხმოვნები კახურშიც ბლომადაა (კარბელაშვილმა სპეციალურად არ ჩაწერა ნოტებში, თორემ არაყიშვილში ჩაიხედე აბა) და რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ბერძნები იყენებენ ხშირად (როგორც ვიცი). yes.gif

პოსტის ავტორი: nikolas თარიღი: Jul 8 2010, 03:23 PM

ვეშაპო, ხო ბერძნებზე მეც გამიგია...კრატიმატას უწოდებენ...გურულ გალობას რაღაცნაირად უხდება ეს დამატებითი ასო-ბგერები...და სხვა სკოლები ვერ წარმომიდგენია...და მაინც მიმაჩნია, რომ ტექსტი გამართული სალიტერატურო ენით უნდა იყოს გადმოცემული... happy.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jul 8 2010, 05:04 PM

nikolas

ციტატა
და სხვა სკოლები ვერ წარმომიდგენია...

კი, არის, გელათურშიც არის და გურულზე არანაკლები კართლ-კახურში.

ციტატა
და მაინც მიმაჩნია, რომ ტექსტი გამართული სალიტერატურო ენით უნდა იყოს გადმოცემული...

ნუ, გამშვენებაა ეგ თავისებური.
ეგრე, ბერძნები საერთოდ სიტყვას არც ამბობენ, ვინც ბანს გალობს.

პოსტის ავტორი: nikolas თარიღი: Jul 8 2010, 06:52 PM

ხო დააა...სადღაც წავიკითხე რომ ასეთი ხმოვანი ასოების დამატება ძირითადად ჭრელ საგალობლებში გვხვდება...ესეც იმ მიზეზით, რომ ამგვარი საგალობლები ძნელი დასამახსოვრებელია და მათში სიტყვიერი ტექსტი იმდენად არაა რამდენადაც კილო-მიმოხვრები... smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)