IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმინდანის შესაძლებლობები
guest1
პოსტი Dec 8 2010, 10:59 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



ამ პოსტის პირველ ნაწილს (წმინდანთა შესაძლებლობაზე) ფორუმ.ჯე-ზეც დავდებ, რადგანაც იქაც იქნა ბევრი არასწორი აზრი გამოთქმული წმინდანთა შესაძლებლობებზე.

მოკლედ, ასეთუ ისე, მომიხდა თვალი გადამევლო კაიროსის მიერ გაკეთებულ კრიტიკას, რომელიც მამა გიორგის აზრებს აცხადებს ერესად. მე იმდენ ამპარტავნებასა და უგუნურებას არ გამოვიჩენ, რომ ეგ წმინდა კაცი დავიცვა - მაგ ადამიანი თვით უფლისაგან არის დაცული. მე უბრალოდ მინდა მივუთითე წმინდანების შესაძლებლობებს და იმას, რომ კაიროსის მიერ ჩამოთვლილი "ერესები" სავსებით არ არის ერესები. მიყვეთ ნელ-ნელა და ვნახოთ თეორიულად მაინც რა შესაძლებლობები უნდა ქონდეს წმინდანებს.

1) უფლის შესაძლებლობები რომ უსასრულოა, დამეთანხმებით ალბათ. ვინმე არ უარყოფს ხომ ამას?

2) სულიწმიდა რომ იგივე ღმერთია, ამაშიც არ გვეპარება ეჭვი.

3) არც იმაში არ გვეპარება ეჭვი, რომ უფალმა, განხორციელებულმა სიტყვამ, დაპირდა მოწაფეებს სულიწმიდის გამოგზავნას, რომელიც მოწაფეებში ისაუბრებდა და აღასრულებდა დიდ სასწაულებს (უფრო მეტსაც, ვიდრე თვით უფალმა აღასრულა დედამიწაზე - ასეთი იყო მისი დაპირება).

4) ისიც ხომ შეპირდა უფალმა მოწაფეებს, რომ ეს სულიწმიდა ბოლო ჟამამდე იქნებოდა ეკლესიაში.

ახლა ამ 4 წინამძღვიდან გავეკოთოთ დასკვნები: A) სულიწმიდას შეუძლია ადამიანის სხეულში "დასახლდეს" და იქიდან აკეთოს სასწაულები. B ) დღესაც უნდა აღასრულებდეს სულიწმიდა სასწაულებს ადამიანთა საშუალებით, იმ ჭურჭლებით, რომელთაც სულიწმიდის ჭურჭელი ეწოდებათ ხოლმე. C) ასე აღსრულებული სასწაულები შეუზღუდავია და ნებისმიერ სასწაულს შეიძლება წარმოადგენდეს.

ის სასწაულები, რომლებიც ნახსენებია მოციქულთა საქმეებში: A) ავი სულების განდევნა; B ) მკვდრეთით აღდგინება; C) წინასწაწარმეტყველება; D) ტელეპორტაცია (მოციქული ფილიპესი, რომელიც ღაზადან იაფოში აღმოჩნდება წამებში); E) წმინდა პავლე მოციქულის სასწაულებრივი გადარჩენა, როცა იგი სასიკვდილოთ ჩაქოლეს - რაც აშკარად მოითხოვს სხეულის განსაკუთრებულ თვისებებს, თვითაღდგინების სასწაულ ძალას; F) კიდევ მრავალი სასწაული, რომელიც არ არის დეტალურად აღწერილი, მაგრამ ნახსენებია მოციქულთა კრებებზე. ყველა ასეთი სასწაულის აღსრულებისას, მოციქულები თავის თავს არ აბრალედნენ სასწაულების აღსრულებას, არამედ უფალს აქებდნენ ამისათვის. რა თქმა უნდა, უფლის მიერ იყო შესრულებული ეს სასწაულები და, რა თქმა უნდა, უფლის მიერ ნებისმიერი სასწაულის აღსრულება შესაძლებელია.

ასე და ამგვარად, ვისაც ეჭვი შეაქვს იმაში, რომ წმინდანს შეუძლია სულიწმიდის საშუალებით ნებისმიერი სასწაული აღასრულოს (ადამიანის სხეულებში შესვლა სულით და მათ "დაქოქვა" ღმრთისადმი, წმინდანის მიერ სხეულის კონტროლი, სახის ცვლილება, ტელეპორტაცია, რამოდენიმე ადგილას ერთდორულად ყოფნა, ნებისმიერ საგნის მატერიალიზაცია, ან ნებისმიერ საგნად გარდაქცევა და ა.შ.), იგი ღვთისმგმობია. ადამიანმა შეიძლება შეიტანოს ეჭვი მოცემული პიროვნების სიწმიდეში (იმაში, რომ მოცემულ ადამიანში მოქმედებს სულიწმიდა), მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ითქვას, რომ წმინდანს არ შეუძლია ესადაეს გააკეთოს. წმინდანში მოქმედებს სულიწმიდა და მას ყველაფერი შეუძლია.

ან, რა უნდა დავიჯერო, ის რომ წმინდანს არ შეუძლია ავად არ გახდეს, მაშინ როცა სხვისი მკვდრის აღდგინება შეუძლია? ან მაშინ როცა ჩაქოლვის შემდეგ საღ-სალამთი გაივლის? როგორ დავიჯერო წმინდა გიორგის ან სხვა დიდმოწამეებიც ცხოვრება არ გაქვთ წაკითხული? ამდენი წამების შემდეგ ისევ რომ საღ-სალამათები იყვნენ, სანამ უფლის ნებით არ აღსრულდებოდნენ? ამას ეძახით თქვენ ერესს? ეს ერესია კი არ არის, მართლმადიდებლური სწავლებაა!

ან რა უნდა დამაჯეროთ, ეშმაკ სულს (თან რამოდენიმეს ერთად) შეუძლია შევიდეს ადამიანში ადამიანის დასაღუპად და წმინდანის სულს არ შეუძლია ადამიანის გადასარჩენად ადამიანის სულში შევიდეს? რა გინდათ თქვათ, რომ ბოროტ სულს უფრო მეტი ძალაა აქვს, ვიდრე წმინდანის სულს? ამას ეძახით ერესს? ეს ერესი არ არის.

კიდევ ერთი ქვე-არგუმენტი იმისა, რომ წმინდანს ყველაფერი ეს შეუძლია. სხვა რელიგიებში შესაძლებელია ყველაფერი ეს. ჩვენი მოძღვრები იმას კი არ უარყოფენ, რომ სხვა რელიგიებში სასწაული არ სრულდება, არამედ იმას, რომ მათ მიერ აღსრულებული სასწაულები ბოროტისაგან მოდის (მე პირადად ამ აზრს, მარტო ბორიტის მიერ აღსრულებულ სასწაულებს, არ ვიზიარებ). მოდი შევხედოთ რადარა სახის სასწუალები აღსრულებულა ინდუიზმში და ბუდიზმში:
ციტატა
* anūrmi-mattvam: Being undisturbed by hunger, thirst, and other bodily disturbances
* dūra-śravaṇa: Hearing things far away
* dūra-darśanam: Seeing things far away
* manaḥ-javah: Moving the body wherever thought goes (teleportation)
* kāma-rūpam: Assuming any form desired
* para-kāya praveśanam: Entering the bodies of others
* sva-chanda mṛtyuh: Dying when one desires
* devānām saha krīḍā anudarśanam: Witnessing and participating in the pastimes of the Apsaras
* yathā sańkalpa saḿsiddhiḥ: Perfect accomplishment of one's determination
* ājñā apratihatā gatiḥ: Orders or Commands being unimpeded[8]


აგერ კიდევ რას ამბობს კონსტანტინოპოლის პატრიარქი კალისტო (მე-14 საუკუნისა) ფილოკალიაში:
ციტატა
ციტატა
“Thus, light springs forth for them, as from the sun’s disc, and enables them spiritually to reason, judge, see, foresee and the like. In general, through Him all showing and revelation of unknown mysteries shines forth for them; and they become filled with supernatural and Divine power in the Holy Spirit. This supernatural power renders their flesh lighter or rather finer and makes them soar on high like a meteor. By this power of light in the Holy Spirit some of the holy fathers, while still in their bodies, traversed wide rivers and deep seas dry-footed, as though immaterial and incorporeal. They covered in a moment great distances, requiring many days of travel and performed many other marvellous deeds in heaven, on earth, in the sun, on the seas, in deserts, in cities, in every place and country, in beasts, in reptiles and generally in every creature and every element–and they were glorified. When they stood at prayer, their holy and precious bodies were lifted off the ground as though on wings; after death they remained uncorrupted and performed signs and miracles…”
"ამრიგად ნათელი გამოსჭვივის მათგან, ისე როგორც მზის დისკოდან და ეს ნათელი საშუალებას აძლევს მათ სულიერად იაზროვნონ, განსაჯონ, წინასწარგანჭვრიტონ და ა.შ. ზოგადად მისით (ანუ ღმერთით, უფლით) მათ ეძლევათ ყოველგვარი საიდუმლოს ხედვა და ისინი ივსებიან ზებუნებრივი და ღვთაებრივი ძალით, რომელიც სულიწმიდაშია. ეს ზებუნებრივი ძალა მათ ხორცს გადააქცევს უფრო მსუბუქად, ან უფრო ნატიფად, და მათ შეუძლიათ მეტეორივით გადაადგილება. ამ ნათლის ძალით, რომელიც სულიწმიდისაა, წმიდა მამებს შეუძლიათ გადალახონ მდინარეები და ზღვები ფეხით, როცა სხეულში იმყოფებიან, ისე თითქოს არამატერიალური და უსხეულონი ყოფილიყვნენ. მათ შეუძლიათ თვალის დახამხამებაში გადალახონ დიდი მანძილები, რომლის გავლასაც მრავალი დღე სჭირდება. მათ შეუძლიათ მრავალი სასწაულის მოხდენა ცაში და მიწაზე, მზეზე და ზღვაზე, უდაბნოში, ქალაქში, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ქვეყანაში, მცეხში, ქვეწარმავალში და ნებისმიერ ქმნილებაში - და ისინი განდიდებულნი არიან. როცა ისინი ლოცულობენ, მათი სხეული ცაში იწევა, თითქოს ფრთები ქონოდეთ; სიკვდილის შემდეგ მათი სხეული უხრწნელი რჩება და მრავალ სასწაულს ახდენს ..."


ეს მართლმადიდებლური სწავლებაა! ზუსტად იგივეს ამბობს მამა გიორგიც. პატრიარქს უწერია, არამარტო ადამიანის, არამედ ცხოველთა სხეულებშიც და ციურ სხეულებშიც შეუძლია წმინდანს იმოქმედოს - რა თქმა უნდა, ამას სულიწმიდით ახდენს, სულიწმინდა ახდენს ამ ყველაფერს წმინდანში. ამას ამბობს მამა გიორგიც, რომ წმინდანს სტიქიაზე ზემოქმედება შეუძლია. ეს ძალა გადმოცემულია დიდი წმინდანის სერაფიმ საროველის ცხოვრებაშიც, ჩემი ორი თვალით მაქვს წაკითხული.

მოკლედ, რაც შეეხება წმინდანის ძალას, ყველაფერი შეუძლია წმინდანს და არაფერია იქ შეუძლებელი. უბრალოდ, ადამიანი ვინც ასეთ რამეებს დასცინის, მოიკოჭლებს განათლებაში. წმინდანთა ცხოვრებიდან შეიძლება ბევრი მაგალითის მოვყანაც ასეთი შესაძლებლობების შეუზღუდავობაზე. შორს რომ არ წავიდეთ, მე-20 საუკუნის უდიდესი წმინდანი მამა გაბრიელი აღასრულებდა ყველანაირ სასწაულს. მასზე წიგნებში გადმოცემულია ეს ყველაფერი აშკარად და თვალნათლივ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
guest1   წმინდანის შესაძლებლობები   Dec 8 2010, 10:59 AM
marine   "როცა მღვიმის მამ...   Apr 26 2017, 12:13 PM
marine   წმინდა ნონა "სხეუ...   Apr 29 2017, 10:48 AM
marine   "კრონშტადტელ მათ...   Apr 29 2017, 08:10 PM
marine   "წმინდა იოანეს [კ...   Apr 30 2017, 08:40 PM
marine   "ერთხელ, ყრმობისა...   May 1 2017, 09:29 PM
marine   "ღვთის ნებით, წმი...   May 1 2017, 09:42 PM
marine   როგორ გახსნა ტაძარ...   May 5 2017, 09:50 PM
marine   "წმინდა დედას [ღი...   May 16 2017, 06:02 PM
marine   "წმინდა თეოდორემ ...   May 17 2017, 11:55 AM
marine   რამდენჯერმე ვიყავ...   May 20 2017, 08:19 PM
marine   "სხვა საღვთო ნიჭე...   May 21 2017, 08:48 PM
marine   "როდესაც მეუფის [...   May 22 2017, 02:31 PM
marine   "1981 წელს მამა პაის...   May 28 2017, 01:13 PM
marine   "ერთხელ, თათარ-მო...   Jun 3 2017, 08:54 PM
marine   "ათენის უნივერსი...   Jun 11 2017, 12:10 PM
marine   "ათონიადელი მოწა...   Jun 12 2017, 09:22 AM
marine   "ერთი კაცი, რომელ...   Jun 12 2017, 09:40 AM
marine   "ბატონი პ.ი. სასოწ...   Jun 18 2017, 12:12 PM
marine   "სხვა თქმულება ლო...   Jun 20 2017, 10:12 PM
marine   "როცა წმინდა ბენე...   Jul 4 2017, 03:17 PM
marine   "რუსეთის მართლმა...   Jul 14 2017, 09:56 AM
marine   "ვინმე სულით მდაბ...   Jul 20 2017, 12:08 PM
marine   "ერთ დღეს ბენედიქ...   Jul 21 2017, 11:16 AM
marine   "გრიგოლი: - ვინ არი...   Jul 22 2017, 10:49 AM
marine   "პეტროგრადის სას...   Jul 25 2017, 11:29 AM
marine   "საკმარისი იყო სნ...   Aug 7 2017, 10:12 PM
marine   მღვდელ-მონაზონი მა...   Aug 9 2017, 10:55 PM
marine   "მკაცრი იყო მამა ...   Aug 18 2017, 11:16 AM
marine   "ვინმე ერისკაცი ღ...   Aug 27 2017, 08:26 PM
marine   "ენებით ლაპარაკი...   Aug 29 2017, 11:17 AM
marine   "დიდი ძალა ჰქონდა...   Aug 30 2017, 10:16 AM
marine   "დაფარულმცნობელ...   Aug 31 2017, 12:56 PM
marine   "სარკინოზთა თავა...   Sep 1 2017, 09:10 AM
marine   "ქალაქ კორინთოს მ...   Sep 3 2017, 10:49 PM
marine   დაძლეული ბუნების კ...   Sep 4 2017, 10:28 AM
marine   "კონიცის ერთ-ერთი...   Sep 5 2017, 11:33 AM
marine   "ნეტარის [მღვდელმ...   Sep 5 2017, 06:04 PM
marine   "წმინდანთა ნაწილ...   Sep 12 2017, 11:43 AM
marine   "ერთმა ღვთისმოში...   Sep 18 2017, 11:30 AM
marine   "1451 წელს მოსკოვს თ...   Sep 19 2017, 01:14 PM
marine   "მთაწმინდელი მღვ...   Sep 25 2017, 09:35 PM
marine   სივრცეში უცნაური გ...   Sep 27 2017, 04:36 PM
marine   "ყოფილა შემთხვევ...   Sep 29 2017, 09:44 AM
marine   "ოთხი თვე გაგრძელ...   Oct 1 2017, 08:25 PM
marine   "ღამით ფსალმუნთა ...   Oct 2 2017, 10:31 AM
marine   "მამა ავგუსტინეს ...   Oct 2 2017, 11:00 AM
marine   "არ უნდა უღალატო ...   Oct 18 2017, 10:50 PM
marine   "მამა არისტოკლეს...   Oct 21 2017, 09:17 AM
marine   "ჩაუქრობელ შუქურ...   Nov 7 2017, 10:35 PM
marine   "განჭვრიტა მისი შ...   Nov 15 2017, 03:35 PM
marine   "კალამბაკის რაიო...   Nov 17 2017, 10:19 AM
marine   „ერთხელ მას [წმ. არს...   Dec 13 2017, 07:37 PM
marine   ამ ღვთისმოშიშმა კა...   May 18 2018, 03:27 PM
marine   "მრავალი დევნა, ც...   Jul 6 2018, 05:27 PM
marine   "მიწიერ ანგელოზს ...   Jul 8 2018, 07:15 PM
marine   "როცა ვინმე ქრისტ...   Jul 9 2018, 07:16 PM
marine   "რუსეთში, სოლოცკი...   Jul 9 2018, 07:38 PM
marine   "- წმინდა ნაწილებ...   Jul 10 2018, 02:43 PM
marine   "ერთი ღვთისმოშიშ...   Jul 13 2018, 06:12 PM
marine   მაკარი მეგვიპტელი ...   Jul 26 2018, 02:56 PM
marine   "მამა ანდრონიკეს ...   Aug 6 2018, 08:01 PM
marine   "მირონმდინარე წმ...   Aug 23 2018, 09:55 PM
marine   ღირსი აკაკი კავსოკ...   Sep 2 2018, 06:48 PM
marine   "მისი [წმინდა გერ...   Sep 23 2018, 09:27 PM
marine   "რწმენით მოუწოდე...   Nov 1 2018, 10:47 PM
marine   "მაშინ 23 წლისა ვიყ...   Jan 8 2019, 06:32 PM
marine   "მამა ლევი ერთხელ...   Mar 6 2019, 07:30 PM
marine   დაფარულმცოდნეობი...   Jun 18 2019, 02:46 PM
marine   "- ალბათ, დამეთანხ...   Sep 9 2019, 07:09 PM
marine   "ღვთის დიდი რწმენ...   Jul 11 2020, 06:44 PM
marine   "წმინდანები მხოლ...   Aug 2 2020, 08:50 PM
marine   "ბევრს ჰგონია, თი...   Feb 17 2021, 08:09 PM
marine   "სხვაც ბევრი შემთ...   Mar 13 2021, 08:33 PM
marine   "წმინდანები იყვნ...   Jul 25 2021, 08:46 PM
marine   "როდესაც შენ, ადა...   Jan 5 2023, 06:11 PM
2 გვერდი V < 1 2


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st September 2024 - 12:01 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience