IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V « < 3 4 5  
Reply to this topicStart new topic
> ბერძნული (შეიძლება ბიზანტიურიც) საგალობლები, ოღონდ ნამდვილი
აკაკი
პოსტი Dec 16 2010, 10:07 PM
პოსტი #81


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ვეშაპო
athos

http://www.myvideo.ge/?video_id=1041183



აი ეს ნახეთ, მოისმინეთ (შეძლება იცით) ანგელოზ(ებ)ის გალობაა ჩაწერილი კასეტაზე... და ეს თუ არის ნამდვილი ბიზანტიური? . . . როგორც ვიცი "რომელნი ქერუბიმთა"-ს გალობენ და ეს გალობა ვნახე ასევე ათონის მონასტრის ბერების შესრულებით მემგონი ორივე პირველი ტონი და ვერ გავაკეთე მსგავსება... ?! რავიცი...

ისე მართლა, რა არაადამიანური ხმაა არა? არამგონია ადამიანმა ასეთი ხმა გამოუშვას... რაღაც წვრილი სხვანაირი რავიცი... ნაღდად მთელი გულით, გონებით და სულით უგალობს უფალსო რა, რომ იტყვიან ესაა smile.gif მემგონი..

თან ცოტა რთული მოსასმენია... არა? იქნებ რაიმე დაწროთ ცოტა ვრცლათ თქვნენი მოსაზრება ან რაიმე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Dec 16 2010, 11:02 PM
პოსტი #82


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



აკაკი
ციტატა
აი ეს ნახეთ, მოისმინეთ (შეძლება იცით) ანგელოზ(ებ)ის გალობაა ჩაწერილი კასეტაზე...

ხო, ეგ გალობა ვიცი, მაგრამ მაგის რეალური ჟღერადობა ესაა: http://allshares.ge/download.php?id=D77BFC0415

ანუ, შენ რაც გაქვს, მაგ ჩანაწერში ხმა არის დაწვრილებული და დაჩქარებული, რომ უფრო ბავშვური და უბიწო გამოჩნდეს, ვინემ სინამდვილეშია.
ნუ, ვოკალურ მხარეს რაც შეეხება, უდავოდ კარგი ტექნიკის და ხმის პატრონია შემსრულებელი, თუმცაღა უფრო კარგი ტექნიკისა და რთული კილოური მიმოხვრის ოსტატები არსებობენ მაგალითად სპარსეთში.

მაგალითად, იყო ასეთი მუეძინი რაჰიმ მოაზენზადე არდებილი, რომელიც მაგ "ანგელოზს" აშკარად ჯობნის ხმის ტემბრითაც, ტექნიკითაც და სხვათაშორის ემოციითაც:



მე კი ჩემის მხრივ მაქვს 1908 წელს ჩაწერილი გურული "ანგელოზების" გალობა: http://allshares.ge/download.php?id=9EEA3E5925

cool.gif


არაა ის ანგელოზის გალობა.
და არც თავის ტონშია შენ როგორც გგონია.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Dec 16 2010, 11:12 PM
პოსტი #83


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ვააა, ვერადა ვერ გავიგე რაარის ასეთი ეს ბიზანტიური თან, რომ არ იშოვება და თან ნამდვილი გალობა ეგარისო... biggrin.gif

ერთI ნეთა გამოჩნდეს ვნახო მოვისმინო რაარის. biggrin.gif

იქნებ ძველი რომაული საგალობლებია ეგ ბიზანტიური?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Dec 16 2010, 11:18 PM
პოსტი #84


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



აკაკი
ციტატა
ვააა, ვერადა ვერ გავიგე რაარის ასეთი ეს ბიზანტიური თან, რომ არ იშოვება და თან ნამდვილი გალობა ეგარისო... biggrin.gif

ერთI ნეთა გამოჩნდეს ვნახო მოვისმინო რაარის. biggrin.gif

მანდ რაც ისმის, შეიძლება მართლაც მოდიოდეს ბიზანტიიდან, თუმცა კი მაგის მტკიცებულებები არ არსებობს.

ჯერ გასარკვევია, რასაც ეგ "ანგელოზი" გალობს, კარასისის (10 წლის წინ გარდაიცვალა), ან ანგელოპულოსის (ხოშიანადაა) დაწერილი ხომ არაა.

ციტატა
იქნებ ძველი რომაული საგალობლებია ეგ ბიზანტიური?

სხვათაშორის, რომაული საგალობლები (თუკი წმ პაპ გრიგოლისეულ გალობას გულისხმობ) ბიზანტიურზე კაი 2 საუკუნით ადრინდელი მაინცაა.
შემორჩენილია მელოდიკა, თუმცაღა ხმათა რაოდენობაზე დავაა.
ზოგს 2-3 ხმიანი გონია, ზოგს ერთხმიანი.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Dec 17 2010, 02:08 PM
პოსტი #85


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ვეშაპო
ნამდვილ ბიზანტიურ გალობას აქვს გავლენა მუსულმანურ გალობაზეო. და ასევე ძველ ებრაულ გალობიდან წარმოიშვაო ანუ ძირი და ფესვი მგონი ეგარისო...

ვა დავინტერესდი... smile.gif მინდა, რომ აღმოაჩინონ ნამდვილი ბიზანტიური გალობა და ერთი ვნახო რა არის.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Dec 17 2010, 02:53 PM
პოსტი #86


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



აკაკი
ციტატა
ნამდვილ ბიზანტიურ გალობას აქვს გავლენა მუსულმანურ გალობაზეო.

მაგი კაცმა არ იცის და ნურც დაიბრალებს, რომ იცის.


ციტატა
და ასევე ძველ ებრაულ გალობიდან წარმოიშვაო ანუ ძირი და ფესვი მგონი ეგარისო...

ნუ, არც ეგ არ იცის ვინმემ.
ფაქტია, რომ ადგილობრივი მუსიკალური ტრადიციიდან წარმოიშვებოდა, თუმცა ასურული იყო, არაბული, ებრაული, თუ ბერძნული მაგი ვინ იცის რო?

ციტატა
მინდა, რომ აღმოაჩინონ ნამდვილი ბიზანტიური გალობა და ერთი ვნახო რა არის.

აუდიოჩანაწერი თუ არ იპოვა ვინმემ იმ დროინდელი, ან ის ნევმები თუ არ გაშიფრა, სხვა შანსი არაა.
ჩანაწერი რომ არ გამოინახება, ეგ ალბათ უდავოა, მაგრამ ნევმებიც ძალიან სათუოა, ვინაიდან როგორც ქართული, ისე ეგ ძველბერძნული ნევმები "შპარგალკებია" და უკვე არსებული ჰანგი უნდა სცოდნოდა მგალობელს, რომ ეგ ნევმები წაეკითხა და მის მიხედვით ეგალობა მოცემული ტექსტი.
ანუ, ნევმა ამ შემთხვევაში მელოდიას არ ასახავს, არამედ აღნიშნავს ამა თუ იმ მელოდიის (რომელიც მგალობელს უნდა სცოდნოდა) რომელიმე საქცევს, კადანსს, მოდულაციას და ა.შ.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Dec 23 2010, 11:31 AM
პოსტი #87


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ვეშაპო
ციტატა
მანდ ისიც წერია, ვინ უწოდებს მაგას "ბიზანტიურს":ციტატა нек-рых (гл. обр. греческих) исследователей

არ არის მაგ ტექსტში ეგრე.

მაგ მონაკვეთს თუ წაიკითხავ ხელმეორედ დაკვირვებით, ნახავ, რომ ავტორი (რომელიც შენ თვითონ მოიყვანე), რადიკალურს უწოდებს როგორც მოსაზრებას, რომ ბიზანტიური საგალობლები უცვლელად არის შემორჩენილი, ასევე მოსაზრებას, რომ ისინი საერთოდ აღარ არსებობს (ანუ, რასაც შენ ამტკიცებ, ეგ ავტორი არ ეთანხმება).

მისი აზრით, ამჟამად არსებული საგალობლები ახალი კი არ არის, არამედ ძველია, რომლებმაც გარკვეული ევოლუცია განიცადა.


შენივე მოყვანილი ავტორის მიხედვით ასეა.
თუ სურვილი გაქვს შეგიძლია სხვა ავტორები მოიყვანო უფრო რადიკალური აზრების განსამტკიცებლად.


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Dec 23 2010, 12:54 PM
პოსტი #88


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



athos
ციტატა
არ არის მაგ ტექსტში ეგრე.

yes.gif
ზუსტად ეგრეა:
Во-первых, преувеличения степени преемственности в истории богослужебного пения визант. обряда от поздней античности до наших дней, что наблюдается в работах нек-рых (гл. обр. греческих) исследователей истории визант.музыки, стремящихся опереться на авторитет поздней певч. традиции и т. о. ставящими себя в чрезмерную зависимость от греч. повествовательных источников нового времени. Во-вторых, того оттенка ориентализма, к-рый придают термину «византийское пение» нек-рые (гл. обр. западные) ученые, использующие его исключительно в узко-историческом смысле и отрицающие преемственность между древней традицией и совр. корпусом монодийных песнопений греч. правосл. Церквей, называя последний «неовизантийским» или «новогреческим».

ანუ ეს 2 ტერმინი იმისათვის არსებობსო, რომ უკიდურესობებს გაექცნენო.
რაც ერთის მხრივ ბერძნებისგან შეიმჩნევაო, როცა ამ ტერმინით ცდილობენ ახლანდელი გალობის ბიზანტიურიდან მემკვიდრეობითობას გაუსვან ხაზიო, ხოლო მეორეს მხრივ მთლად რომ არ დასცილდნენ იმ აზრსაც, რომ ისე, ჰაერიდან არ ჩამოსულაო.

ვერ გაგიგია შენ მანდ რაც წერია.

ციტატა
მაგ მონაკვეთს თუ წაიკითხავ ხელმეორედ დაკვირვებით, ნახავ, რომ ავტორი (რომელიც შენ თვითონ მოიყვანე), რადიკალურს უწოდებს როგორც მოსაზრებას, რომ ბიზანტიური საგალობლები უცვლელად არის შემორჩენილი, ასევე მოსაზრებას, რომ ისინი საერთოდ აღარ არსებობს (ანუ, რასაც შენ ამტკიცებ, ეგ ავტორი არ ეთანხმება).

აქ ავტორი არაფერს არ ეთანხმება.
ინფორმაციას გაწვდის უბრალოდ.

ციტატა
მისი აზრით, ამჟამად არსებული საგალობლები ახალი კი არ არის, არამედ ძველია, რომლებმაც გარკვეული ევოლუცია განიცადა.

აბა?
მანახე ეგ ადგილი.
შეიძლება მართლაც ასეა, თუმცა მე ეს ლინკი იმისათვის მოვიყვანე, რომ დაინახო, თუ რა ხდება დღეს მუსიკის ისტორიკოსებში, როცა ბერძნები ტერმინ "ბიზანტიურს" გვტენიან.

ყოველ შემთხვევაში, ძველი ვერანაირად ვერ იქნება ანგელოპულოსის და კარასისის შექმნილი საგალობლები (რაც დღესდღეობით ძირითადად ჟღერს საბერძნეთის და მათ შორის ათონის ეკლესია-მონასტრებში), იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ერთი 1999 წელს გარდაიცვალა და მეორე დღესაც მხნედ გრძნობს თავს.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
yipiani gio
პოსტი Jun 20 2011, 11:42 PM
პოსტი #89


Tavadi Yipiani
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,917
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: saburtalo
წევრი № 2,017



კიდევ ერთი გაუგებრობა. თურმე ხილანდარის მონასტერში ბერები ბერძნულ მელოდიებს ქართული ტექსტით გალობენ. biggrin.gif


--------------------
alazani.ge

ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება
გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V « < 3 4 5
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:10 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი