თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ შუშანიკის წამება

პოსტის ავტორი: S!NDROM თარიღი: Feb 13 2007, 02:10 PM

შუშანიკი იყო ადამიანი, რომელმაც თავი გასწირა საქართველოსთვის

პოსტის ავტორი: judi თარიღი: Feb 13 2007, 03:18 PM

ალბათ პირველ რიგში უფლისა და მოყვასის სიყვარულისათვის..სულ ვნატრობ შუშანიკის სიყვარულით მივუდგე ნებისმიერ ადამიანს.. წარმოიდგინეთ, როდესაც ვარსქენის გამაზდეანება შეიტყო, მიუხედავდ იმისა, რომ კარგად იცოდა რაც ელოდა, თუ თვითონაც იგივეს არ გააკეთებდა, პირველი რაც გაიფიქრა ის იყო, რომ ვარსქენი შეეცოდა, რადგან უარყო ჭეშმარიტი ღმერთი... ძლიან მიყვარს შუშანიკი..

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 13 2007, 03:59 PM

საქართველოს ეკლესიის სიამაყე smile.gif ქალის ცოდვასთან და სახელმწიფო უზნეობასთან შეუგუებლობის ეტალონი smile.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 13 2007, 09:04 PM

შუშანიკის წამებაში ყველაზე ძალიან ის ფრაგმენტი მაოცებს, როდესაც ერთ-ერთ დიაკონს სურს კითხოს "მტიკცედ სდგა?" მაგრამ ამ დროს მას ვარსქენი შეხედავს და იგი დედოფალს მხოლოდ ამას ეტყვის "მტკი.." და შემდეგ ბაგენი გაუშეშდება ვარსქენის "შიშით"...
წარმოიდგინეთ ღვთის მსახურმა ვერ გაბედა ბოლომდე ეკითხა ნეტარი დედოფლისთვის, მისი სიმტკიცის შესახებ ვარსქენის მზერის გამო. შუშანიკის რწმენა კი იმდენად ძლიერი იყო, რომ მან ყოველგვარი დამცირება და წამება დაითმინა. ქმარს განუდგა ( და ეს ხდება 5 საუკუნეში და არა 21-ში სადაც უკვე აღარ არის გასაკვირი და "უცხო ხილი" ქმრისგან განდგომა)

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Feb 13 2007, 10:24 PM

თათი87

ციტატა
ფრაგმენტი მაოცებს, როდესაც იაკობ ხუცესს სურს კითხოს "მტიკცედ სდგა?" მაგრამ ამ დროს მას ვარსქენი შეხედავს და იაკობი მას მხოლოდ ამას ეტყვის "მტკი.." და შემდეგ ბაგენ გაუშეშდება ვარსქენის "შიშით"...

ეგ იყო ვინმე დიაკონი და არა ხუცესი

დიაკონი ვინმე ერთი მის ეპისკოპოსისაჲ დგა წმიდისა შუშანიკის თანა მას ჟამსა, რომელსა გამოჰყვანდა იგი ტაძრით, და უნდა, რაჲთამცა ჰრქუა, თუ: „მტკიცედ დეგ!“ და თუალი ჰკიდა პიტიახშმან, სხუაჲ ვერღარაჲ სცალდა სიტყუად, ესთენ ოდენ ჰრქუა: „მტკი...“ და დადუმნა ხოლო და სივლტოლად იწყო სწრაფით.


პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 13 2007, 11:21 PM

დათიკო
შევასწორებ !
რატომღაც ხუცესი მახსოვდა!

პოსტის ავტორი: Tatushkebi თარიღი: Mar 1 2007, 08:57 PM

ციტატა(S!NDROM @ Feb 13 2007, 02:10 PM) *

შუშანიკი იყო ადამიანი, რომელმაც თავი გასწირა საქართველოსთვის

SINDROM ერთ რაღაცაში შეცდი. შუშანიკმა თავი საქართველოს კი არ შესწირა, არამედ ქრისტიანობას(მართმადიდებლობ
ს). იგი საკუთარმა ქმარმა,ვარსქენმა, დილეგში დაამწყვდია და სასიკვდილოდ გაიმეტა იმიტომ,რომ შუშანიკმა შეიტყო მისი გაურჯულოების შესახებ და განუდგა მას( უარი თქვა მის ცოლობაზე). smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: L E Q S O თარიღი: Mar 1 2007, 09:05 PM

ციტატა(Tatushkebi @ Mar 1 2007, 08:57 PM) *

SINDROM ერთ რაღაცაში შეცდი. შუშანიკმა თავი საქართველოს კი არ შესწირა, არამედ ქრისტიანობას(მართმადიდებლობ
ს). იგი საკუთარმა ქმარმა,ვარსქენმა, დილეგში დაამწყვდია და სასიკვდილოდ გაიმეტა იმიტომ,რომ შუშანიკმა შეიტყო მისი გაურჯულოების შესახებ და განუდგა მას( უარი თქვა მის ცოლობაზე). smile.gif smile.gif smile.gif

Tatushkebi გეთანხმები. smile.gif smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 13 2007, 01:31 AM

წმინდა შუშანიკის წამების შესახებ საინტერესო გამოკვლევები აქვთ ნიკოლოზ ჯანაშიას და შერმადინ ონიანს. სუფთა თეოლოგიური თვალსაზრისით გრივერ ფარულავას სტატიებია კარგი და რევაზ სირაძის ''ქართული აგიოგრაფიის'' ის ტავი, რომელშიც შუშანიკზეა საუბარი smile.gif

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Oct 13 2007, 02:12 AM

და აწ დამტკიცებულად გითხრა თქუენ აღსასრული წმიდისა და სანატრელისა შუშანიკისი: I. იყო, მერვესა წელსა სპარსთა მეფისასა, კარად სამეფოდ წარემართა ვარსქენ პიტიახში, ძჱ არშუშაჲსი, რამეთუ პირველ იგიცა იყო ქრისტიანე, ნაშობი მამისა და დედისა ქრისტიანეთაჲ. და ცოლად მისა იყო ასული ვარდანისი, სომეხთა სპაჲსპეტისაჲ, რომლისათჳს-ესე მივწერე თქუენდა, მამისაგან სახელით - ვარდან, - და სიყუარულით სახელი მისი - შუშანიკ, მოშიში ღმრთისაჲ, ვითარცა-იგი ვთქუთ, სიყრმითგან თჳსით. და უკეთურებისა მის სახისა ქმრისა მისისაჲსა მარადის გულს-ეტყჳნ და ევედრებინ ყოველთავე ლოცვის-ყოფად მისთჳს. რაჲთამცა ცვალა იგი ღმერთმან სახისა მისგან უგუნურებისა და იქმნამცა გონიერებასა ქრისტესსა. ხოლო ამის უბადრუკისა და სამგზის საწყალობელისა ვარსქენისი ვითარმე ვინ თქუას ყოვლად განწირულისაჲ, ვითარ-იგი განაგდო სანატრელი სასოებაჲ ქრისტესი, ანუ ვინ არა სტიროდის მას, რომელსა არცა ჭირი ეხილვა, არცა შიში, არცა მახჳლი, არცა პყრობილებაჲ ქრისტესთჳს?! რამეთუ რაჟამს წარდგა იგი წინაშე სპარსთა მეფისა, არა თუ პატივისა მოღებისათვის, არამედ ძღუნად თავსა თჳსსა შესწირჳდა მეფისა მის მიმართ, უვარის-ყოფითა ჭეშმარიტისა ღმრთისაჲთა და თაყუანის-სცემდა ცეცხლსა, რამეთუ ყოველით კერძოვე თავი თჳსი ქრისტეჲსგან განაგდო. ხოლო საწყალობელი ესე ცოლსა ითხოვდა სპარსთა მეფისაგან, რაჲთამცა სათნო-ეყო მეფესა, და ესრეთ ეტყოდა, ვითარმედ: „რომელი-იგი ბუნებითი ცოლი არს და შვილნი, იგინიცა ესრევე მოვაქცინე შენსა სჯულსა, ვითარცა-ესე მე“. ამას უქადებდა, რომელი-იგი არა აქუნდა ჴელთა შუშანიკისაგან. მაშინ განიხარა მეფემან და ბრძანა ცოლად მისა ასული მეფისაჲ.

II. და იჯმნა მეფისაგან სპარსთაჲსა პიტიახშმან. და ვითარცა მოიწია იგი საზღვართა ქართლისათა, ქვეყანასა მას ჰერეთისასა, ზრახვა-ყო, რაჲთა აუწყოს და წინამიეგებნენ მას აზნაურნი და მისნი ძენი და მსახურნი მისნი, რაჲთა მათ გამო, ვითარცა გუელი, სოფლად შევიდეს. და წარმოჰმართა საიდასპანოჲთა ცხენითა მონაჲ თჳსი. და ვითარცა მოვიდა დაბასა, რომელსა სახელი ჰრქჳან ცურტავ. და ვითარცა მოიწია და შევიდა წინაშე შუშანიკისა, დედოფლისა ჩუენისა, კითხვაჲ ჰრქუა, ხოლო სანატრელმან შუშანიკ, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელმან ჰრქუა: „უკუეთუ სულითა ცხოველ არს იგი, ცოცხალმცა ხართ, იგიცა და შენცა. უკუეთუ სულითა მომკუდარ ხართ, მოკითხვაჲ ეგე შენი შენდავე მოიქეცინ!“. ხოლო კაცმან მან ვერ იკადრა სიტყუად მისა. ხოლო წმიდაჲ შუშანიკ აფუცებდა და ჰკითხჳდა დამტკიცებულად. ხოლო კაცმან უთხრა მართალი და ჰრქუა, ვითარმედ: „ვარსქენ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი“. ვითარცა ესმა ნეტარსა შუშანიკს, დავარდა ქუეყანასა ზედა და თავსა დამართ სცემდა და ცრემლითა მწარითა იტყოდა: „საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ, რამეთუ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა ატროშანი და შეერთო იგი უღმრთოთა“. და აღდგა და დაუტევა ტაძარი თჳსი და ღმრთისმოშიშებით ეკლესიად შევიდა და თანა მიიყვანა სამნი იგი ძენი და ერთი ასული და წარადგინნა იგინი წინაშე საკურთხეველისა და ესრეთ ილოცვიდა და იტყოდა: „უფალო ღმერთო, შენნი მოცემულნი არიან და შენ დაიცვენ ესენი, განათლებულნი წმიდისაგან ემბაზისა, მადლითა სულისა წმიდისაჲთა, ყოფად ერთ სამწყსო ერთისა მწყემსისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა!“ და ვითარცა მწუხრისა ჟამი აღასრულეს, სახლაკი ერთი მცირე პოვა მახლობელად ეკლესიასა და შევიდა მუნ შინა სიმწარითა სავსე და მიეყრდნა ყურესა ერთსა და მწარითა ცრემლითა ტიროდა.

III. ხოლო ეპისკოპოსი იგი სახლისა მის პიტიახშისაჲ, რომელსა სახელი ერქუა აფოც, არა მუნ იყო, არამედ კაცისა ვისამე წმიდისა ვანად მისრულ იყო კითხვად რაჲსამე სიტყჳსა. და მეცა, ხუცესი დედოფლისა შუშანიკისი, თანავჰყვანდი ეპისკოპოსსა მას. და მყის მოიწია ჩუენდა დიაკონი შინაჲთ და გჳთხრა ჩუენ ესე ყოველი - მოსლვაჲ პიტიახშისაჲ და საქმენი დედოფლისანი. ხოლო ჩუენ აღვივსენით მწუხარებითა და დიდითაი ტირილითა ვტიროდეთ განმწარებულნი ცოდვათ ჩუენთა წარმოჩინებისათჳს. ხოლო მე ვიჯმენ ადრე და მივიწიე დაბასა მას, რომელსაცა იყო ნეტარი შუშანიკ. და ვითარცა ვიხილე იგი განმწარებული, მეცა ვტიროდე მის თანავე. და ვარქვი ნეტარსა შუშანიკს: „ღუაწლსა დიდსა შესლვად ხარ, დედოფალო! ეკრძალე სარწმუნოებასა ქრისტესსა, ნუ-უკუე მტერმან, ვითარცა სრსჳლმან, საძოვარი პოოს შენ თანა“. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „ხუცეს, და მეცა დიდსა ღუაწლსა განმზადებულ ვარ“. და მე ვარქუ მას: „ეგრჱთ არს. მჴნე იყავ, მოთმინე და სულგრძელ“. ხოლო მან მრქუა მე: „ჩემდა მარტოჲსა არიან ჭირნი ესე!“ ხოლო მე ვარქუ მას: „ჭირნი შენნი ჭირნი ჩუენნი არიან და სიხარული შენი სიხარული ჩუენი არს. ჩუენი არა ხოლო თუ დედოფალი ოდენ იყავ, არამედ ჩუენ, ყოველთა, ვითარცა შვილთა, გუხედევდ“. და ვარქუ მე სანატრელსა მას: „ხუაშიადადრე, ვითარ გეგულების, მითხარ მე, რაჲთა უწყოდი და აღვწერო შრომაჲ შენი“. ხოლო მან მრქუა მე: „რასა მკითხავ ამას?“ დ მე მიუგე და ვარქუ მას: „მტკიცედ სდგაა?“ და მან მრქუა მე: „ ნუ იყოფინ ჩემდა, თუმცა ვეზიარე საქმეთა და ცოდვათა ვარსქენისათა!“ მე მიუგე და ვარქუ მას: „მწარე გონება აქუს მას, გუემასა და ტანჯუასა დიდსა შეგაგდოს შენ“. ხოლო მან მრქუა მე: „უმჯობეს არს ჩემდა ჴელთა მისთაგან სიკუდილი, ვიდრე ჩემი და მისი შეკრებაჲ და წარწყმედაჲ სულისა ჩემისაჲ, რამეთუ მასმიეს მე პავლჱს მოციქულისაგან: „არა დამონებულ არს ძმაჲ, გინა დაჲ, არამედ განეყენენ“. და მე ვთქუ: „ეგრეთ არს“.

IV. და ვიდრე ჩუენ ამას სიტყუასა შინა ვიყვენით, კაცი ერთი სპარსი მოვიდა და შევიდა იგი წინაშე ნეტარისა შუშანიკისა, და ტირილით იტყოდა: „ესევითარი სახლი მშჳდობისაჲ ვითარ საწყალობელ იქმნა და სიხარული მწუხარებად გარდაიქცა“. ხოლო ზრახვითა იყო იგი ვარსქენისითა და ზაკუვით იტყოდა ამას და უნდა მონადირებაჲ ნეტარისა მის. ხოლო წმიდამან მან ცნა ზაკუვითი იგი ზრახვაჲ მისი და მოიზღუდა თავი მისი მტკიცედ. და შემდგომად სამისა დღისა მოვიდა ვარსქენ პიტიახში. და უთხრა სპარსმან მან ფარულად და ჰრქუა: „მე ვითარ მიცნობიეს, ცოლი შენი განდგომილ არს შენგან. და მე გეტყჳ შენ: ნუ რას ფიცხელსა სიტყუასა ეტყჳ მას, რამეთუ დედათა ბუნებაჲ იწრო არს“. და ხვალისა დღე, ვითარ აღდგა პიტიახში, გჳწოდა ჩუენ, ხუცესთა, და მივედით. და სიხარულით შეგჳმთხჳნა და გვრქუა ჩუენ: „აწ ნუ რას მერიდებით მე ნუცა ღა გძაგ“. და ჩუენ მიუგეთ და ვარქუთ: „წარსწყმიდე თავი შენი და ჩუენცა წარგუწყმიდენ“. მაშინღა იწყო სიტყუად და თქუა: „რაჲსა ჴელ-იწიფა ჩემ ზედა ცოლმან ჩემმან ესევითარისა საქმედ? აწ მივედით და არქუთ, ვითარმედ შენ ჩემი ხატი დაამჴუ. და საგებელსა ჩემსა ნაცარი გარდაასხ. და შენი ადგილი დაგიტევებიეს და სხუად წარსრულ ხარ“. ხოლო წმიდამან შუშანიკ თქუა: „არა თუ მე აღმემართა ხატი იგი? და მემცა დავამჴუ! ხოლო მამამან შენმან აღჰმართნა სამარტჳლენი და ეკლესიანი აღაშჱნნა, და შენ მამისა შენისა საქმენი განრჰყუნენ და სხუად გარდააქციენ კეთილნი მისნი. მამამან შენმან წმიდანი შემოიხუნა სახიდ თჳსა, ხოლო შენ დევნი შემოიხუენ, მან ღმერთი ცათაჲ და ქუეყანისაჲ აღიარა და ჰრწმენა, ხოლო შენ ღმერთი ჭეშმარიტი უვარ-ჰყავ და ცეცხლსა თაყუანის-ეც, და ვითარცა შენ შემოქმედი შენი უვარ-ჰყავ, ეგრეცა მე შენ შეურაცხ-გყავ. და, თუ მრავალი ტანჯვაჲ მოაწიო ჩემ ზედა, მე არა ვეზიარო საქმეთა შენთა!“ ხოლო ჩუენ ესე ყოველი მიუთხართ პიტიახშსა. ხოლო მან განიწყო გული და იბრდღუენდა მისთჳს.

V. მერმე მიავლინა ჯოჯიკ, ძმაჲ თჳსი, და ცოლი ჯოჯიკისი, ძმის ცოლი თჳსი, და ეპისკოპოსი სახლისა თჳსისაჲ და ჰრქუა მათ: „ესრეთ არქუთ: აღდეგ და მოვედ ადგილსა თჳსსა და ნუ ეგევითარი გონებაჲ გიპყრიეს, უკუეთუ არა, თრევით მოგითრიო!“ და ვითარ მიიწინეს და შევიდეს წინაშე დედოფლისა და მრავალსა დასაჯერებელსა სიტყუასა ეტყოდეს მას, მაშინ წმიდამან შუშანიკ ჰრქუა მათ: „კაცნო ბრძენნო, თქუენ კეთილად იტყჳთ, გარნა ნუ დაგიჯერებიეს, თუმცა მე მისა ცოლადღა ვიყავ. მეგონა მე, ვითარმედ იგი ჩემდა მოვაქციო და ღმერთი ჭეშმარიტი აღიაროს, და აწ მე მაიძულებთ ამას ყოფად?! ნუ იყოფინ ესე ჩემდა! და შენ, ჯოჯიკ, არღარა ჩემი მაზლი ხარ და არცაღა მე შენი ძმისცოლი, არცა ცოლი შენი დაჲ ჩემი არს, რომელნი მის კერძო და მისთა საქმეთა ზიარ ხართ“. ჰრქუა მას ჯოჯიკ: „უწყი მე, აწ მოავლინნეს მსახურნი და თრევით წარგიყუანოს შენ“. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა: „უკუეთუ შემკრას და მითრიოს, მიხარის, რამეთუ მით სახითა იყოს განჩინებაჲ ჩემი მისგან“. და ვითარცა ესმა ესე მისგან, ცრემლოოდეს ყოველნი და ჯოჯიკ აღდგა და ცრემლით გარე განვიდა.ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა ეპისკოპოსსა: „ვითარ მეტყჳ მე დაჯერებად ჩემდა, რამეთუ მან ღმერთი უვარ-ყო?!“ ხოლო ჯოჯიკ ევედრებოდა და ეტყოდა: „დაჲ ჩუენი ხარ შენ, ნუ წარსწყმედ სახლსა ამას სადედოფლოსა“. ჰრქუა მას წმიდამან შუშანიკ: „უწყი, ვითარმედ დაჲ ვარ და ერთგან განზრდილნი, ხოლო მაგას ვერ ვჰყოფ, ვითარმცა მოსისხლეობაჲ იქმნა, და თქუენ ყოველნი თანამდებ იქმნენით“. და ვითარცა ფრიად აურვებდეს მას, აღდგა წმიდაჲ და ნეტარი შუშანიკ და თანაწარიტანა ევანგელჱ თჳსი, და ტირილით ესრჱთ იტყოდა: „უფალო ღმერთო, შენ უწყი, ვითარმედ მე გულითად სიკუდილდ მივალ“. ესე თქუა და წარვიდა მათ თანა, და თანაწარიტანა ევანგელჱ თჳსი და წმიდანი იგი წიგნნი მოწამეთანი. და რაჟამს შევიდა იგი ტაძარსა მას, არა დაჯდა იგი თჳსსა მას გალიაკსა, არამედ სენაკსა შინა მცირესა. და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად წმიდამან შუშანიკ და თქუა: „უფალო ღმერთო, არცა მღვდელთაგანი ვინ იპოვა მოწყალჱ. არცა ერისა კაცი ვინ გამოჩნდა შორის ერსა ამას. არამედ ყოველთა მე სიკუდილდ მიმითუალეს მტერსა ღმრთისასა ვარსქენს“.

VI. და შემდგომად ორისა დღისა მოვიდა მგელი იგი ტაძრად და ჰრქუა მსახურთა თჳსთა: „ოდეს მე და ჯოჯიკ და ცოლმან მისმან ერთად პური ვჭამოთ, ხოლო სხუასა ნუ ვინ უფლიედ ჩუენ თანა შემოსლვად“. და რაჟამს შემწუხრდა, მოუწოდეს ცოლსა ჯოჯიკისსა და ინებეს ერთად პურისა ჭამაჲ, რაჲთამცა მოიყვანეს წმიდაჲ შუშანიკცა. და ვითარცა მოიწია ჟამი პურისაჲ, შევიდეს ჯოჯიკ და ცოლი მისი წინაშე წმიდისა შუშანიკისა, რაითამცა მასცა აჭამეს პური, რამეთუ ყოველნი იგი დღენი უზმასა გარდაევლინეს. და ვითარცა მეტად აიძულეს და ძლით წარიყვანეს ტაძრად, ხოლო გემოჲ არარაჲსაჲ იხილა. ხოლო ცოლმან ჯოჯიკისმან მიართუა ღჳნოჲ ჭიქითა და აიძულებდა მას, რაჲთამცა იგი ხოლო შესუა. ჰრქუა მას წმიდამან შუშანიკ რისხვით: „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?!“ და განყარა ჴელი და ჭიქაჲ იგი პირსა შეალეწა და ღჳნოჲ იგი დაითხია. მაშინ იყო უჯეროსა გინებად ვარსქენ და ფერჴითა თჳსითა დასთრგუნჳდა მას, და აღიღო ასტამი და უხეთქნა მას თავსა, და ჩაჰფლა, და თუალი ერთი დაუბუშტა. და მჯიღითა სცემდა პირსა მისსა უწყალოდ და თმითა მიმოითრევდა; ვითარცა მჴეცი მძჳნვარჱ, ყიოდა და იზახდა, ვითაცა ცოფი. მაშინ შუელად აღდგა ჯოჯიკ, ძმაჲ მისი, და იბრძოდეს, ვიდრემდის გუემა იგიცა, და თავსა მისსა მოხეთქა, და ჭირით, ვითარცა კრავი მგელსა, გამოუღო ჴელთა მისთა. და ვითარცა მკუდარი, იდვა წმიდაჲ შუშანიკ ქუეყანასა ზედა, და აგინებდა ვარსქენ თესლ-ტომსა მისსა და სახლისა მაოჴრებელად სახელ-სდებდა მას. და უბრძანა შეკრვაჲ მისი და ბორკილთა შესხმაჲ ფერჴთა მისთაჲ. და ვითარცა მცირედ და-რე-სცხრა გულისწყრომისაგან, მოვიდა სპარსი იგი და მჴურვალედ ევედრებოდა მას, რაჲთამცა საკრველთა მათგან განეტევა წმიდაჲ შუშანიკ. და ვითარ ფრიად ევედრებოდა, ბრძანა განტევებაჲ მისი და სენაკსა ერთსა შეყვანებაჲ და კრძალულად დაცვაჲ მისი ერთითა მსახურითა, და რაჲთა სხუაჲ არა ვინ შევიდეს ხილვად მისა, - არცა მამაკაცი, არცა დედაკაცი.

VII. და ვითარცა ცისკარ ოდენ იყო, იკითხა და თქუა მსახურისა მიმართ მისისა, ვითარმედ: „წყლულებისა მისგან ვითარ არს?“ ხოლო მან ჰრქუა მას: „ვერ განსარინებელ არს იგი“. მაშინ თჳთ შევიდა და იხილა იგი. და დაუკჳრდა დიდძალი იგი სიმსივნჱ მისი. და ამცნო მსახურსა მას და ჰრქუა: „ნუმცა ვინ შევალს ხილვად მისა“. და თჳთ ნადირობად წარვიდა. ხოლო მე აღდეგ და მივედ და ვარქუ მცველსა მას: „მე ხოლო მარტოჲ შემიტევე და ვიხილო წყლულებაჲ იგი მისი“. ხოლო მან მრქუა მე: „ნუუკუე ცნას და მომკლას მე?“ და მე ვარქუ მას: „უბადრუკო, არა მისი განზრდილი ხარა და, თუ მოგკლას შენ მისთჳს, რაჲ არს?“ მაშინ შემიტევა მე ფარულად. და ვითარ შევედ შინა, ვიხილე ხატი მისი დაბძარული და განსივებული, და აღუტევე ჴმაჲ და ვტიროდე. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „ნუ სტირ ჩემთჳს, რამეთუ დასაბამ სიხარულისა იქმნა ჩემდა ღამჱ ესე“. და მე ვარქუ წმიდასა შუშანიკს: „მიბრძანე და მოგბანო სისხლი ეგე პირსა შენსა და ნაცარი, რომელი თუალთა შენთა შთახეულ არს, და სალბუნი და წამალი დაგდვა, რაჲთა ჰე, ღა-მე თუ განიკურნო“. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „ხუცეს, მაგას ნუ იტყჳ, რამეთუ სისხლი ესე განმწმენდელ არს ცოდვათა ჩემთაჲ“. ხოლო მე მცირედ ვაიძულე მიღებად ჭამადი, რომელი მოეძღუანა სამოელ ეპისკოპოსსა და იოვანეს, რამეთუ ფარულად იღუწიდეს და ნუგეშინის-სცემდეს. მაშინ მრქუა მე წმიდამან შუშანიკ: „ხუცეს, ვერ ძალ-მიც გემოჲს-ხილვად, რამეთუ ყბანი და ზოგნი კბილნი შთამუსრვილ არიან“. მაშინ მივიღე მცირედ ღჳნოჲ და პური დავალბე და მცირედ გემოჲ იხილა. და მე ვისწრაფდი გამოსლვად. მაშინ მრქუა მე წმიდამან შუშანიკ: „ხუცეს, მიუძღუანოა საკაული ესე მისი, ნუუკუე ითხოვდეს, რამეთუ მე ამას ცხორებასა არღარა მეჴმარების!“ ხოლო მე ვარქუ: „ნუ რას ისწრაფი, იყოს შენ თანა“. და ჩუენღა ამას განვიზრახევდით, მოვიდა ყრმაჲ ერთი და თქუა: „იაკობ მანდა არსა?“ და მე ვარქუ, ვითარმედ: „რაჲ გინებს?“ და მან მრქუა: „უწესს პიტიახში. და მე დამიკჳრდა, თუ რაჲსა-მე მიწესს ამას ჟამსა?! და მივისწრაფე და მივედ და მან მრქუა მე: „უწყია, ხუცეს, მე ბრძოლად წარვალ ჰონთა ზედა? და ჩემი სამკაული მას არა დაუტეო. ოდეს იგი არა ჩემი ცოლი არს, იპოოს ვინმე, რომელმან განკაფოს იგი. მივედ და მომართუ იგი ყოველივე, რაჲცა-რაჲ არს!“ ხოლო მე მივედ და უთხარ წმიდასა შუშანიკს. ხოლო მან განიხარა ფრიად და მადლი მისცა ღმერთსა და ყოველივე მომიძღუანა. და მივართუ პიტიახშსა და მან მიიღო ჩემგან, აღიხილნა და იპოვა ყოველი გებულად. და კუალად თქუა: „მერმეცა იპოოს ვინმე, რომელმან ესე შეამკოს“.

VIII. და ვითარცა მოიწინეს დიდნი იგი მარხვანი, მივიდა ნეტარი იგი შუშანიკ მახლობელად წმიდასა ეკლესიასა და იძია მცირჱ სენაკი და მუნ დაეყუდა. და იყო სენაკსა მას მცირჱ სარკუმელი და დაყო იგი. და იყო ბნელსა მას შინა მარხვით და ლოცვით და ტირილით. და ჰრქუა ვინმე პიტიახშსა საკუთარმან მისმან, ვითარმედ: „ამათ წმიდათა მარხვათა ნუ რას ერტყჳ მას“. და ვითარ მოიწია აღვსებისა ორშაბათი და მოვიდა პიტიახში ბრძოლისა მისგან ჰონთაჲსა, ეშმაკი თხრიდა გულსა მისსა. და აღდგა და მივიდა ეკლესიად და ეტყოდა ეპისკოპოსსა მას აფოცს: „გამომეც ცოლი ჩემი, რად განმაშორებ ჩემგან?“ და იწყო გინებად და გმობად ღმრთისა სასტიკად. ხოლო ხუცესმან ერთმან ჰრქუა მას: „უფალო, რაჲსა ეგრე იქმ, და იტყჳ ეგრეთ ბოროტსა და აგინებ ეპისკოპოსსა, და წმიდასა შუშანიკს რისხვით ეტყჳ?“ ხოლო მან უხეთქნა კუერთხითა ხუცესსა მას ზურგსა. და მან ვერღარა იკადრა სიტყუად. და ეგრეთ წმიდაჲ შუშანიკ თრევით მოითრია თიჴათა შიგან და ეკალთა ზედა ეკლესიით ვიდრე ტაძრადმდე, ვითარცა მკურადი, მიერთრია; და ადგილდ-ადგილდ ქუე ძეძჳ დაეფინა. და თჳთ ფერჴნი დაიდგნის ძეძუსა მას ზედა, და კუბასტნი შუშანიკისნი და ჴორცნი წულილ-წულილად დაებძარნეს ძეძუსა მას. და ეგრეთ მოიყვანეს იგი ტაძრად. და უბრძანა შეკრვაჲ მისი და ცემაჲ. ბოროტებდა და იტყოდა: „აჰა, ეგერა, არა გერგო შენ ეკლესიაჲ შენი და არცა ზურგნი ეგე შენნი ქრისტიანენი, და უფალი იგი მათი!“ და ვითარცა სცეს კუერთხსა სამას ოდენ, არა რაჲ აღმოჴდა პირსა მისსა ვაებაჲ, არცა კუნესაჲ. მაშინღა ჰრქუა წმიდამან შუშანიკ ურჩულოსა ვარსქენს: „უბადოო, შენღა თავი თჳსი არა შეიწყალე და განსდეგ ღმრთისაგან, შენ მემცა შემიწყალეა?!“ და ვითარცა იხილა დიდძალი იგი სისხლი, რომელ დამოსდიოდა ჩჩჳლთა მათ ჴორცთა მისთა, მაშინ უბრძანა დადებაჲ ჯაჭჳ ქედსა მისსა. და უბრძანა სენეკაპანსა ერთსა, რაჲთა წარიყვანონ წმიდაჲ შუშანიკ ციხედ და საპყრობილესა ბნელსა შეაყენონ იგი, და მოკუდეს.

IX. დიაკონი ვინმე ერთი მის ეპისკოპოსისაჲ დგა წმიდისა შუშანიკის თანა მას ჟამსა, რომელსა გამოჰყვანდა იგი ტაძრით, და უნდა, რაჲთამცა ჰრქუა, თუ: „მტკიცედ დეგ!“ და თუალი ჰკიდა პიტიახშმან, სხუაჲ ვერღარაჲ სცალდა სიტყუად, ესთენ ოდენ ჰრქუა: „მტკი...“ და დადუმნა ხოლო და სივლტოლად იწყო სწრაფით. მაშინ წარმოიყვანეს და მოჰყვანდა წმიდაჲ შუშანიკ უჴამური და თმაგარდატევებული, ვითარცა ერთი ვინმე შეურაცხთაგანი, და ვერვინ იკადრა თავდა მისსა დაბურვად, რამეთუ პიტიახში იგი მჴედრ შეუდგა უკუანა კუალსა მისსა და აგინებდა მას მრავლითა გინებითა. და მივიდოდა წმიდისა მის თან ამბოხი მრავალი დედებისა და მამაბისაჲ, სიმრავლჱ ურიცხჳ, რამეთუ უკუანა შეუდგეს, ჴმაჲ აღემაღლა და ტიროდეს და იჴაჴდეს ღაწუთა მათთა და საწყალობელად დასთხევდეს ცრემლთა მათთა წმიდისა შუშანიკისთჳს. ხოლო წმიდამან შუშანიკ უკმოჰხედნა ერსა მას და ჰრქუა მათ: „ნუ სტირთ, ძმანო ჩემნო და დანო ჩემნო და შვილნო ჩემნო, არამედ ლოცვასა მომიჴსენეთ. და ჯმნულმცა ვარ მე თქუენგან ამიერითგან, რამეთუ არღარა მიხილოთ ცოცხალი გამოსრული ციხით“. და ვითარცა იხილა პიტიახშმან ამბოხი იგი და ტირილი მამათა და დედათაჲ, მოხუცებულთა და ყრმათაჲ, მჴედრ მიმოდასდევნინ და მეოტ-ჰყოფნ მათ ყოველთა. და ვითარცა მიიწინეს ჴიდსა მას ციხისასა, ჰრქუა პიტიახშმან წმიდასა შუშანიკს: „შენდა ეგდენ ყოფად არს ფერჴითა შენითა სლვაჲ, რამეთუ ცოცხალი არღარა გამოსლვად ხარ, გარნა თუ ოთხითა გამოგიღონ“. და ვითარცა შევიდეს ციხედ, პოვეს სახლაკი ერთი ჩრდილოჲთ კერძო, მცირჱ და ბნელი, და მუნ შეაყენეს წმიდაჲ იგი. და ჯაჭჳ იგი, რომელ ედვა ქედსა მისსა ზედა, ეგრეთვე ედვა, და დაჰბეჭდა ურჩულომან ვარსქენ ბეჭდითა თჳსითა. ხოლო წმიდამან შუშანიკ თქუა: „მე ამას მხიარულ ვარ, რაჲთა აქა ვიტანჯო და მუნ განვისვენო“. ხოლო პიტიახშმან ჰრქუა მას: „ჰე, ჰე, განისუენე!“ მაშინ დაადგინნა მცუელნი მის ზედა და ამცნო მათ, რაჲთა სიყმილითა მოკლან იგი. და ესრეთ ეტყოდა მათ: „გეტყჳ თქუენ, უკუეთუ ვინმე შევიდეს მისა, მამაკაცი, გინა დედაკაცი, იხილენით თავნი თქუენნი და ცოლნი და შვილნი და სახლნი თქუენნი! უბრალომცა ვარ, რაჲ გიყო თქუენ!“ მაშინ გამოვიდა ციხით.

X. და მესამესა კჳრიაკესა მოუწოდა მცველსა ერთსა, და ჰკითხა მას და ჰრქუა: „აქამომდე ცოცხალღა არსა საწყალობელი იგი?“ ხოლო მან ჰრქუა: „უფალო, სიკუდილდ კერძო უფრო საგონებელ არს, ვიდრე სიცოცხლით, რამეთუ შიმშილითა უფროჲს ხოლო მოკუდების, რამეთუ არა რას მიიღებს საზრდელსა“. ხოლო მან ჰრქუა: „ნურა რაჲ გგლიან, უტე, მოკუდეს!“ ხოლო მე მრავლითა ვედრებითა ვარქუ მცველსა მას და უქადე ჭურჭერი ერთი სამისოჲ. და ძნიად თავს-იდვა შეტევებაჲ ჩემი და მრქუა მე: „რაჟამს დაღამდეს, მოვედ შენ ხოლო მარტოჲ“. და ვითარ შემიყვანა მცველმან მან და ვიხილე ტარიგი იგი ქრისტესი შუენიერად, ვითარცა სძალი, შემკული საკრველთა მათგან, და მე ვითარ ვერ დამითმო გულმან, ვტიროდე ფრიად. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „კეთილისა ამისთჳს სტირა, ხუცეს?“ ხოლო მცველმან მან მრქუა მე: „ესეღა თუმცა მეცნა, არამცა შემოგიტევე შენ“. ხოლო მე ვიწყე სიტყუად და განმტკიცებად მისა, რავდენი ღმერთმან მომცა მე სიტყუად. და ვიჯმენ მისგან და წარვედ სწრაფით ვანად ჩემდა. ხოლო პიტიახში ჩორდ წარემართა. და ჯოჯიკ, ძმაჲ მისი, არა დახუდა, ოდეს საქმჱ ესე იქმნა წმიდისა შუშანიკისა ზედა. და ვითარ მოიწია ჯოჯიკ, უკუანა სდევდა პიტიახშსა. და მიეწია მას საზღვართა ჰერეთისასა, და ევედრებოდა მას ფრიად, რაჲთამცა ბრძანა საკრველთა მათგან განტევებაჲ მისი. და ვითარ ფრიად აწყინა, ბრძანა განტევებაჲ საკრველთაგან ოდენ. და ვითარ მოვიდა ჯოჯიკ, აღჰჴადა ჯაჭჳ იგი ქედსა მისსა, ხოლო ბორკილთაჲ არა თავს-იდუა წმიდამან შუშანიკ ვიდრე აღსასრულამდე მითურთ. რამეთუ ექუსი წელი ციხესა მას შინა აღესრულა და წესიერებითა საღმრთოჲთა ყუაოდა: მარხვითა მარადის, მღჳძარებითა, ზედგომითა, თაყუანის-ცემითა უწყინოდ და კითხვითა წიგნთაჲთა მოუწყინებელად: განაბრწყინა და განაშუენა ყოველი იგი ციხე სულიერითა მით ქნარითა.

XI. და მიერითგან განითქუა ყოველსა ქართლსა საქმჱ მისი. და მოვიდოდეს მამანი და დედანი აღნათქუემთა შესაწირად და, რაჲ ვის უჴმდა, მიემადლებოდა წმიდითა ლოცვითა ნეტარისა შუშანიკისითა, რომელსა მისცემდა მას კაცთმოყუარე ღმერთი: უშვილოთა - შვილი, სნეულთა - კურნება, ბრმათა - თუალთა ახილვაჲ. იყო ვინმე დედაკაცი ერთი სპარსი მოგჳ, რომელსა განბორებისა სალმობაჲ აქუდა. და მოვიდა იგი წმიდისა შუშანიკისა, ხოლო იგი ასწავებდა მას, რაჲთამცა დაუტევა მოგობაჲ იგი და იქმნა ქრისტიანე. ხოლო დედაკაცმან მან თავს-იდვა ადრე-ადრე. და იგი ასწავებდა დედაკაცსა მას და ეტყოდა, ვითარმედ: „მივედ იერუსალჱმდ და განსწმიდნე განბორებისა მისგან შენისა“. და მან გულსმოდგინედ შეიწყნარა და წარემართა გზასა მას სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა. და განიკურნა იგი სალმობისა მისგან. და ვითარ გარემოიქცა იგი სიხარულითა დიდითა და მოიწია მუნვე, მოვიდა იგი წმიდისა შუშანიკისა მადლისა გარდაჴდად და წარვიდა სახიდ თჳსა სიხარულით განმრთელებული.

XII. ხოლო წმიდამან შუშანიკ ნაცვლად ჭიჭნაუხტისა საქმისა დიდითა გულსმოდგინებითა ჴელთა აღიხუნა დავითნი და მცირედთა დღეთა შემდგომად ასერგასისნი იგი ფსალმუნნი დაისწავლნა, რომლითა-იგი დღჱ და ღამჱ ზესკნელითა მის მეუფისა მიმართ სათნოსა მას გალობასა შესწირვიდა ცრემლით. და უთხრეს ნეტარსა შუშანიკს, ვითარმედ: „შვილნი იგი შენნი მოაქცინა მოგობასა“. მაშინ იწყო თაყუანის-ცემად ღმრთისა მიმართ ტირილითა დიდითა და თავსა თჳსსა ქუე დამართ სცემდა, სულთ-ითქუნა და თქუა: „გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რამეთუ იყვნესვე არა ჩემნი, არამედ შენნი მოცემულნი იყვნეს. ვითარცა გნებავს, იყავნ ნებაჲ შენი, უფალო, და დამიცევ მე საქმეთაგან მტერისათა“. და მე მივედ და ვიხილე წმიდაჲ შუშანიკ დამშრშალი და დაბუშებული ტირილითა. და მოეძღუანა წმიდასა მას ეპისკოპოსსა საზრდელი, და ვითარ ფრიად ვაიძულე, მცირედ ოდენ გემო იხილა და ვჰმადლობდით ღმერთსა. და ვიდრე მუნ ჟამამდე მოვიდიან შვილნი იგი მისნი ხილვად დედისა თჳსისა, ხოლო რაჟამს მიექცნეს და უვარ-ყვესცა ღმერთი, ვერღარა იკადრეს ხილვად მისა, არამედ სახელიცა მისი სძაგდა სმენად.

XIII. და მერმე მოციქულნი მოავლინნა პიტიახშმან და ჰრქუა: „ანუ ნებაჲ ჩემი ყავ და მოვედ ტაძრად, უკუეთუ არა მოხჳდე შინა, ჩორდ წარგცე შენ, ანუ კარად, კარაულითა“. ხოლო წმიდამან შუშანიკ მიჰრუქა ესრეთ: „უბადოვო და უგულისხმოვო, ხოლო მე თუ კარად, ნუ ჩორდ წარმცე, ვინ უწყის, თუ მუნ კეთილსა რასმე შევემთხჳო და ბოროტსა ამას განვერე“. და გულსა ეტყოდა პიტიახში იგი სიტყუათა მათთჳს, ვითარ-იგი ჰრქუა მას, ვითარმედ: - ვინ უწყის, თუ კეთილსა რასმე მივემთხჳო, - ვითარმედ ნუუკუე მთავართაგანსა ვისმე ეცოლოს, და მიერითგან არღარავინ მიავლინა მისა. ხოლო წმიდაჲ შუშანიკ ბოროტთა მათ გუემათა დათმენათათჳს იტყოდა, რაჲთამცა სათნო-ეყო ღმერთსა. ხოლო პიტიახშმან გამოირჩია ძუძუჲსმტე მისი საკუთარი, რაჲთა მოიყვანოს იგი ტაძრად. და ვითარცა ჰრქუა კაცმან მან: „ისმინე ჩემი და ჩამოვედ ტაძრად, და ნუ აოჴრებ სახლსა მას თქუენსა“, ჰრქუა მას წმიდამან შუშანიკ: „არქუ მას უღმრთოსა, ვითარმედ: „შენ მომკალ და მარქუ მე: ცოცხალიღა ფერჴითა არა გამოხჳდე შენ მაგიერ ციხით. ხოლო აწ, უკუეთუ შემძლებელ ხარ მკუდარსა აღდგინებადმ პირველად დედაჲ შენი აღადგინე, რომელი ურდს დამარხულ არს, გარნა თუ მისა ვერ შემძლებელ ხარ აღდგინებად, ვერცა ჩემდა შემძლებელ ხარ განყვანებად, გარნა თრევით განმითრიო“. და ვითარცა მიუთხრა პიტიახშსა სიტყუაჲ იგი, მან თქუა: „ნანდჳლვე ვთქუ ეგე“. და მეორესა დღესა შემო-ვინმე-ვიდა და ჰრქუა წმიდასა შუშანიკს: „კეთილად მიუგე მას სიტყუაჲ იგი, რამეთუ მაგით სახით ეგულვებოდა შეტყუვილი შენი, და მას სხუაჲ ზრახვაჲ გულსა მოეჴადა სიბოროტისაჲ შენთჳს“. წმიდამან შუშანიკ ჰრქუა მას: „და შენ ღმერთი ძილსა შინა ნუ გგონიეს, რომელმან განუმზადნის სიტყუანი პირსა კაცისასა. რამეთუ იტყჳს თჳთ უფალი: „მე მიუგო სიტყუაჲ თქუენ წილ“. XIV. და ვითარცა აღივსებოდა მეექუსე იგი წელი საპყრობილესა მას შინა, ჯეკმა დამაშურალობითა შრომათა მათ შინა სიმჴნისა მისისათა სენი სნეულებისაჲ მოიწია მას ზედა, რომელსა-იგი წინასწარ-უღაღადებდი და ვეტყოდე, ვითარმედ: „ნუ ჯეკმა, რამეთუ დაუმძიმებ ჴორცთა მაგათ ზედა, რამეთუ ვერ დაგითმონ და მერმე ვერღარას შემძლებელ იყო ყოფად რასმე საქმედ კეთილსა ეგოდენითა მაგით ფიცხლად მარხვითა და მარადის ზედგომითა და ღამე ყოველ დაშრომითა, ფსალმუნებითა და გალობითა“. და არცაღა მცირედ სადა სცა ჴორცთა მისთა განსუენებაჲ, და შეიქმნა და დადნა, ვითარცა ავლი. ხოლო დიდთა მათ მარხვათა აღუსებისათა ერგასისთა მათ დღეთა ექუსთა წელთა შინა, არცა დღისი, არცა ღამე არა დაჯდის ქუე, არცა დაიძინის, არცა საჭმელი რაჲ მიიღის, გარნა დღესა ხოლო კჳრიაკესა ეზიარა ჴორცსა და სისხლსა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა. და მცირედ ოდენ წუენაკი მსხლისა შექმნული, იგიცა მცირედ, მიიღის, ხოლო პურისა გემო არა იხილის ვიდრე აღუსებადმდე. და მიერ დღითგან, ვინაჲთგან პყრობილ-ყვეს იგი ციხესა მას შინა, სასთაულსა ზედა თავი არა მიდვის, გარნა ალიზაკი ერთი დაიდვის სასთუნალ. და ქუესაგებელად იყო გირჯაკი ერთი ძუელი. და კაცთა თუალსა სასთაულაკი ერთი ხალენისაჲ უცნ სასთუნლით კერძო. და თაყუანის-საცემელად კილიკი ერთი მცირე ქუე წარუგდებიედ. და გრწყილი და ტილი მოუგონებელი ადგილსა მას დასხმულ იყო. ჟამსა ზაფხულისასა ცეცხლებრ შემწუელი და მჴურვალებაჲ მზისაჲ, ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი, მკჳდრნიცა მის ადგილისანი სავსენი სენითა, წყლითა განსივებულნი და განყჳთლებულნი, დაწერტილნი და დამშრშალნი და დამღიერებულნი, ჩარადოვანნი, პირმსივანნი და დღემოკლედ ცხოვრებულნი, და მოხუცებული არა ვინ არს მათ ქუეყანათა. და ესრეთსა მას ციხესა შინა ექუს წელ პყრობილ იყო და მძიმეთა მათ საკრაველთა შინა ადიდებდა ღმერთსა.

XIIII. და ვითარცა მეშჳდე წელი დადგებოდა, მოიწია წმიდისა და სამგზის სანატრელისა შუშანიკის ზედა წყლულებაჲცა ჴორცთა მისთაჲ. და დაუცხრომელად შრომათა მათ გამო დაუსივდეს ფერჴნი მისნი და თხრამლი აღმოსდიოდა ადგილდ-ადგილდ. და წყლულებანი დიდ-დიდნი იყვნეს, და მატლიცა დასხმულ იყო წყლულთა მათ, რომელ-იგი აღიღო ჴელითა თჳსითა, და მიჩუენებდა მე და ჰმადლობდა ღმერთსა და თქუა: „ხუცეს, ნუ მძიმე-გიჩნ ესე, რამეთუ მუნი იგი მატლი უდიდეს არს და არა მოკუდების“. და მე ვითარცა ვიხილე მატლი იგი, მოუგონებელად დიდად მწუხარე ვიყავ და ვტიროდე ფრიად; კუალად მრქუა მე რისხვით: „ხუცეს, რად მწუხარე ხარ, ვიდრე უკუდავთა მათ მატლთა შეჭმასა უმჯობჱს იყავნ ამათ მოკუდავთა შეჭმაჲ აქავე, ამას ცხოვრებასა“. და მე მიუგე და ვარქუ: „ძაძისა სამოსელი მცირედღა შეგერაცხაა საგუემელად? და აწ მატლთა მაგათთჳს მხიარულ ხარ!“ და მან მრქუა მე ქენებით: „ნუ ვის თანა იტყჳ ძაძისა სამოსლისათჳს ცხორებასა ჩემსა, რამეთუ ადრე ყოფად არს დატევებაჲ უბადრუკთა ამათ ჴორცთა ჩემთაჲ“. რამეთუ შინაგან ძაძა ემოსა, და არავინ იცოდა ჩემსა გარეშე, ხოლო გარეგან კაცთა თუალსა ანტიოქიისა პალეკარტი ემოსა.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 13 2007, 02:21 AM

ანალიზიც დავურთოთ ხოლმე თან smile.gif

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Oct 13 2007, 02:24 AM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Oct 13 2007, 02:21 AM) *

ანალიზიც დავურთოთ ხოლმე თან smile.gif


ნუ ეხლა ამხელა ტექსტის ანალიზი რომ შემეძლოს ხო წარმოგიდგენია რა ვიქნებოდი biggrin.gif
ვუნდერკინდი ნუუ biggrin.gif biggrin.gif



გაგრძელება wink.gif

XV. და ვითარცა ესმა ჯოჯიკს, ვითარმედ მიახლებულ არს ნეტარი დედოფალი წმიდაჲ შუშანიკ სიკუდიდ, წარვიდა და თანაწარიყვანნა ცოლი და შვილნი და მონა-მჴევალნი მისნი და მივიდა ციხედ ხილვად სანატრელისა შუშანიკ მარტჳლისა. და ვითარცა მიიწია, მძლავრ შე-ხოლო-ვიდა, და თაყუანის-სცა პატიოსანსა ჯუარსა და მოიკითხა წმიდაჲ შუშანიკ. თანადაუჯდა და ჰკითხვიდა სალმობათა მათთჳს. ხოლო წმიდამან მან ჰრქუა: „კეთილ ვარ, ვითარ ღმერთსა უნებს, არამედ ყოველსა წარსავალსა მას გზასა მეცა წარვალ“. ხოლო ჯოჯიკ მსწრაფლ აღდგა ზე და პირველთა მათ უწესოთა საქმეთა აღუვარებდა და ევედრებოდა წმიდასა შუშანიკს და ეტყოდა: „სძალო და მხევალო ქრისტესო, ითხოვე ღმრთისაგან, რაჲთა მომიტევენ მე მრავალნი შეცოდებანი ჩემნი“. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა მას: „თუ შენ სხუად სახედ, ყრმებრ, არარაჲ ჰქმნე, ღმერთმან მოგიტევნეს შენ“. და ჯოჯიკ ჰრქუა: „მაგის სახისათჳს მოვედ მე შენდა, რაჲთა, რომელი-იგი არა რაჲმე სათნო ეყოს ღმერთსა, არა ვქმნე“. წმიდამან შუშანიკ ჰრქუა: „უკუეთუ ეგრე ჰყო შენ, უკუდავ მექმნე მე მაგით სიტყჳთა და ღმერთმან შესძინენ დღეთა ცხოვრებისა შენისათა“. და მერმე, ვითარ შეატყუა ჯოჯიკ, ვითარმედ მას დღესა განვალს წმიდაჲ იგი ჴორცთა ამათგან, ჰრქუა: „მაკურთხე მე და ცოლი ჩემი, მჴევალი შენი, და შვილნი ჩემნი და მონა-მჴევალნი ჩემნი. და თუ რაჲმე შეგცოდეთ, ვითარცა კაცთა საწუთროჲსათა და სოფლისმოყუარეთა, მოგჳტევენ და ნუ მოიჴსენებ მედგრობათა ჩუენთა“. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა ჯოჯიკს და ცოლსა მისსა: „ჰყავთ წარმდებად საქმე ესე ჩუენი, რამეთუ არავი იპოვა კაცთაგანი, რომელსამცა აქუნდა წყალობაჲ და ტკივილი ჩემთჳს, რომელმანცა შეაჯერა უღმრთოსა მას საწუთროსა მეუღელსა“. ხოლო მათ ჰრქუეს: „ჩუენ თჳნიერ შენსა ფრიად დავშუერით, გარნა არა იყო სმენაჲ, არცა სიტყუაჲ“. მაშინ ჰრქუა წმიდამან შუშანიკ: „განვისაჯნეთ მე და ვარსქენ პიტიახში მუნ, სადა-იგი არა არს თუალ-ღებაჲ წინაშე მსაჯულისა მის მსაჯულთაჲსა და მეუფისა მის მეუფეთაჲსა, სადა არა არს რჩევა მამაკაცისა და დედაკაცისა, სადა მე და მან სწორი სიტყუაჲ ვთქუათ წინაშე ღმრთისა ჩუენისა იესუ ქრისტესა. მიაგოს მას უფალმან, ვითარ მან უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოსთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი დააჭკნო და შუენიერებაჲ სიკეთისა ჩემისაჲ დააბნელა და დიდებაჲ ჩემი დაამდაბლა. ღმერთმან საჯოს მის შორის და ჩემ შორის. ხოლო მე აწ ამას ვჰმადლობ ღმერთსა, რამეთუ ტანჯვითა მისითა მე ლხინებაჲ ვპოვო და გუემათა და თრევათა მისთათჳს მე განსუენებასა მივემთხჳო და უგულისჴმოებისა და უწყალოებისა მისისათჳს მე წყალობასა მოველი იესუ ქრისტეს მიერ, უფლისა ჩემისა“. ხოლო იგინი ამას ყოველსა ზედა სიტყუასა მისსა ტიროდეს მწარედ და ჰრქუეს: „მოგჳტევენ ბრალნი ჩუენნი და გუარკურთხენ, წმიდაო მოწამეო და მარტჳლო სანატრელო ქრისტეს ღმრთისაო“. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა: „ღმერთმან მოგიტევენინ, რომელ-რაჲ-იგი ჰყავთ“. მაშინღა აკურთხნა ჯოჯიკ და ცოლი მისი და შვილნი მისნი და მონა-მჴევალნი მისნი, და ყოველი ეზოჲ და პალატი მისი. და ამცნებდა სლვად გზათა ღმრთისათა და ეტყოდა, ვითარმედ: „ესე ყოველი ცხორებაჲ, ვითარცა ყუავილი ველთაჲ, წარმავალ არს და დაუდგრომელ და, ვინ სთესა, მოიმკო, და, ვინ განაბნია გლახაკთათჳს, შეიკრიბა, და რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი, მან პოოს იგი, რომელმან ადიდა იგი“. და უჯმნა და გამოგზავნნა იგინი მშჳდობით.

XVI. მერმე შომდგომად ჯოჯიკისა, მოიწია თავი იგი ეპისკოპოსთაჲ დამოველ და იოანე ეპისკოპოსი, მისივე მოყუასი, რომელ0იგი იყვნეს განმამტკიცებელ და დიდად დამაშურალ, სახლეულითურთ თანაყოფით იყვნეს, მონა და მონაწილე იყვნეს და თანაზიარ შრომათა მისთა, მადლობით წარჰგზავნიდეს ნავთსადგურისა მის მიმართ ქრისტესისა. მსგავსად მისვე სახისა აზნაურნი დიდ-დიდნი და ზეპურნი დედანი, აზნაურნი და უაზნონი სოფლისა ქართლისანი მოვიდეს ეგრეთვე, რომელნი-იგი გულსმოდგინებით მონაწილე ყოფილ იყვნეს შრომათა მათ მისთა, სანატრელობით, ვითარცა ახოვანსა მჴნესა, მიჰვედრიდეს ქრისტესა. და თხოვასა ერთსა ითხოვდეს მისგან ყოველნი იგი ეპისკოპოსნი და აზნაურნი ერთბამად, რაჲთა ბორკილი იგი ფერჴთაჲ ბრძანოს საცოდ და ნაკურთხევად ყოველითათჳს, რომლისათჳსცა ჰრქუა წმიდამან შუშანიკ, ვითარმედ: „მე რაჲ ვარ, არაღირსი ესე? ხოლო ღმრთისმოყუარებისა თქუენისათჳს ხუცესმან აღავსენ წადილი თქუენი მაგის სახისათჳს. ხოლო მე რაჲმე-რაჲ შემძლებელ ვარ? არამედ ყოვლად სავსემან ქრისტემან აღგავსენინ თქუენ ყოვლითა კეთილითა, რომელნი-ესე ჩემთჳს მოშუერით და ეზიარენით ვნებათა ამათ ჩემთა და ჭირთა და ტანჯვათა. ხოლო მე, საყუარელნო, აჰა, ესერა, წინაგანმზადებულსა მას ჩემსა გზასა წარვალ საუკუნესა. ჭირისა ამის წილ ჩემისა ქრისტემან მომმადლოს მე სიხარული, სატანჯველთა ამათ წილ - განსუენებაჲ; გუემათა ამათ ჩემთა და თრევათა და შეურაცხებათა - მივემთხჳო მე დიდებასა და პატივსა ცათა შინა დაუსრულებელსა“. და იგინი, ჯნმულნი, ცრემლითა სავსენი, ძლევისა მისთჳს დიდებასა ღმრთისა მიმართ შესწირვიდეს. და გამოვიდეს ციხით და წარვიდეს.

XVII. და მოიწია დღე იგი წოდებისა მისისაჲ და მოუწოდა ეპისკოპოსსა მისისა სახლისასა აფოცს და მადლსა მისცემდა მისა მიმართ მოწლეობისა მისისათჳს. ვითარცა მამასა და მამამძუძესა, შემვედრა მე, კაცი ცოდვილი და გლახაკი ესე. და შეჰვედრებდა ნეშტთა მათ ძუალთა მისთასა და უბრძანებდა დასხმად ადგილსა მას, ვინაჲცა-იგი პირველად გამოითრიეს და ეტყოდა: „უკუეთუ ღირს რაჲმე ვარ უკუანაჲსკნელი ესე მეათერთმეტე მოქმედი ვენაჴისაჲ, იყვენით ყოველნი კურთხეულ უკუნისამდე ჟამთა“. და ჰმადლობდა ღმერთსა და თქუა: „კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რამეთუ მშჳდობით მასა ზედა დავწევ და დავიძინე“. და შეჰვედრა სული თჳსი უფალსა ყოველთა შემწყნარებელსა.

XIII. და მაშინღა ადრე-ადრე მოიღო სანატრელმან მან ეპისკოპოსმან იოვანე შესაგრაგნელად მჩუარი წმიდაჲ წმიდათა მათ და პატიოსანთა ნაწილთა მისთა. და ეგრეთ სხუათა მათ აღვიღეთ გუამი იგი ფრიად დამაშურალი და დაჭმული მატლთაგან, და განბანეთ იგი მატლისა მისგან მიწოვანისა და თხრამლისაგან, და შევჰმოსეთ მჩურითა მით. და მაშინღა ეპისკოპოსთა მათ ორთავე, იოვაენ და აფოც, ვითარცა ჴართა მჴნეთა დაუღლვილითა სულიერითა და კეროვნითა აღნთებულითა საკუმეველითა სულნელითა აღვიხუენით პატიოსანნი ძუალნი და გამოვიხუენით წმიდასა მას ეკლესიასა. და დავჰკრძალენით წმიდანი იგი და დიდებულნი და პატივცემულნი ნაწილნი წმიდისა შუშანიკისნი განმზადებულსა მას ადგილსა. და მას ღამესა ანგელოზთა სახედ ღამე იგი გავათიეთ და დავითის ქნარითა მით ყოვლადძლიერსა ღმერთსა და ძესა მისსა, უფალსა ჩუენსა, იესუ ქრისტესა, ვადიდებდით, რომელი ყოვლითა ყოველთა მიმართ შემძლებელ არს და განაქველნის მამანიცა და დედანიცა, და თჳსთა მათ თჳსი იგი ძლიერებისა ძლევაჲ მიჰმადლის ყოველთა. რომელნი ეძიებენ მას ერთითა გულითა.

XIX. და არს დასაბამი ტანჯვათა მათ წმიდისა შუშანიკისთაჲ თუესა აპნისისასა, მერვესა თჳსასა, და დღესა ოთხშაბათსა; და მეორედ გუემაჲ მისი - შემდგომად აღუსებისა ზატიკსა დღესა ორშაბათსა, და კუალად ტანჯვაჲ ვარდობისა თუესა ათცხრამეტსა და აღსრულებაჲ მისი - თუესა იკდონბერსა ათჩჳდმეტსა, საჴსენებელსა წმიდათა მათ და სანატრელთა მოწამეთა კოზმან და დამიანეთა. და დღე ხუთშაბათი იყო, რომელსა განვაწესეთ საჴსენებელი წმიდისა შუშანიკისი სადიდებელად და საქებელად ღმრთისა, მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, რომელსა შუენის დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Oct 13 2007, 02:35 AM

მაკუნა
ლინკი დაგედო პირდაპირ, რაღას ეწვალები და აკოპირებ, smile.gif თამოსი არ იყოს ანალიზი და გარჩევა უფრო საინტერესო იქნება...

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Oct 13 2007, 02:38 AM

ხო კიდევ, მინდა დავამატო, რომ ამ ნაწარმოების კითხვისას გავიგე რას ნიშნავდა "მეათერთმეტე ჟამის მუშაკი ვენახისაი" და "კიდევ განაპირა გოდოლის ფუნქცია" (რომელსაც საქართველო ასრულებს) და ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ სულ ამით "ვიწონებდი თავს" biggrin.gif biggrin.gif






ციტატა(Qeti @ Oct 13 2007, 02:35 AM) *

მაკუნა
ლინკი დაგედო პირდაპირ, რაღას ეწვალები და აკოპირებ, smile.gif თამოსი არ იყოს ანალიზი და გარჩევა უფრო საინტერესო იქნება...

რავიცი ქეთ, ვიფიქრე ამ თემაში თავად ნაწარმოები თუ იდებოდა კარგი იქნებოდა. სადაო საკითხების წამოჭრისას შეგვეძლება აქვე ვნახოთ შესაბამისი ციტატა და ერთად გავერკვეთ რას გულისხმობს ამა თუ იმ ტერმინში ავტორი smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 13 2007, 02:42 AM

მაკუნა
ლინკი დადე საიდანაც აკოპირებ და თვითონ ვნახავთ biggrin.gif ნუ ირჯები ეგრე biggrin.gif
უპს, ქეთის დაუწერია biggrin.gif სორრყ

----------------
მართლაც, არ მახსოვს სად, მაგრამ არსებობს ვერსია თითქოს შუშანიკი ქართველი იყოს!
ეხლა არ თქვათ, სომხური სინდრომი შეგეყარაო, ისინი ხო ყველაფერ ქართულს იჩემებენ biggrin.gif biggrin.gif

ციტატა
და აწ დამტკიცებულად გითხრა თქუენ აღსასრული წმიდისა და სანატრელისა შუშანიკისი: I. იყო, მერვესა წელსა სპარსთა მეფისასა, კარად სამეფოდ წარემართა ვარსქენ პიტიახში, ძჱ არშუშაჲსი, რამეთუ პირველ იგიცა იყო ქრისტიანე, ნაშობი მამისა და დედისა ქრისტიანეთაჲ. და ცოლად მისა იყო ასული ვარდანისი, სომეხთა სპაჲსპეტისაჲ, რომლისათჳს-ესე მივწერე თქუენდა, მამისაგან სახელით - ვარდან, - და სიყუარულით სახელი მისი - შუშანიკ, მოშიში ღმრთისაჲ, ვითარცა-იგი ვთქუთ, სიყრმითგან თჳსით.

ტექსტში არაა ნახსენები თითქოს ვარდანი სომეხი იყოს, ის სომეხთა სპასპეტად მოიხსენიება.
თანაც მახსოვს რო წავიკითხე, იქვე ეწერა: იმ პერიოდში ვინმე ქართველი ვარდანი მოღვაწეობდა სასომხეთშიო.
არაფერს ვამტკიცებ. ისე ანალიზისთვის დავწერე smile.gif

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Oct 13 2007, 02:52 AM

ციტატა(k@the @ Oct 13 2007, 02:42 AM) *

მართლაც, არ მახსოვს სად, მაგრამ არსებობს ვერსია თითქოს შუშანიკი ქართველი იყოს!
ეხლა არ თქვათ, სომხური სინდრომი შეგეყარაო, ისინი ხო ყველაფერ ქართულს იჩემებენ biggrin.gif biggrin.gif

ტექსტში არაა ნახსენები თითქოს ვარდანი სომეხი იყოს, ის სომეხთა სპასპეტად მოიხსენიება.
თანაც მახსოვს რო წავიკითხე, იქვე ეწერა: იმ პერიოდში ვინმე ქართველი ვარდანი მოღვაწეობდა სასომხეთშიო.
არაფერს ვამტკიცებ. ისე ანალიზისთვის დავწერე smile.gif

კარგი ეხლა, ვარდანი მაინც შეარჩინე სომხებს biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 13 2007, 02:56 AM

ციტატა(მაკუნა @ Oct 13 2007, 12:52 AM) *

კარგი ეხლა, ვარდანი მაინც შეარჩინე სომხებს biggrin.gif biggrin.gif

no.gif რატო ვითომ? ისინი რას გვარჩენენ, რომ ჩვენ შევარჩინოთ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Oct 13 2007, 02:58 AM

ციტატა(k@the @ Oct 13 2007, 02:56 AM) *

no.gif რატო ვითომ? ისინი რას გვარჩენენ, რომ ჩვენ შევარჩინოთ? biggrin.gif



იმიტომაც არიან სომხები მააშ biggrin.gif biggrin.gif



პ.ს. გავიპარე აქედან თორე ჯერ არარსებული მოდერი დამბანს biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 13 2007, 01:27 PM

ციტატა(მაკუნა @ Oct 13 2007, 03:38 AM) *

ხო კიდევ, მინდა დავამატო, რომ ამ ნაწარმოების კითხვისას გავიგე რას ნიშნავდა "მეათერთმეტე ჟამის მუშაკი ვენახისაი" და "კიდევ განაპირა გოდოლის ფუნქცია" (რომელსაც საქართველო ასრულებს) და ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ სულ ამით "ვიწონებდი თავს" biggrin.gif biggrin.gif


ეგ აბოს წამებაშია biggrin.gif

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Oct 13 2007, 01:38 PM

ციტატა
ანალიზიც დავურთოთ ხოლმე თან

100%

ციტატა
ტექსტში არაა ნახსენები თითქოს ვარდანი სომეხი იყოს, ის სომეხთა სპასპეტად მოიხსენიება.
თანაც მახსოვს რო წავიკითხე, იქვე ეწერა: იმ პერიოდში ვინმე ქართველი ვარდანი მოღვაწეობდა სასომხეთშიო.

ქეთ, მე ვისწავლე, რომ შუშანიკის მამა არის ვარდან მამიკონიანი. ნუ თუ ეგ სომეხი არ არის... laugh.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 13 2007, 01:40 PM

ციტატა(ketino @ Oct 13 2007, 02:38 PM) *

100%
ქეთ, მე ვისწავლე, რომ შუშანიკის მამა არის ვარდან მამიკონიანი. ნუ თუ ეგ სომეხი არ არის... laugh.gif

არადა სომეხი იყო აშკარად. ნუ გვინდა ყველაფრის გაქართულება, ნამდვილად სომეხი იყო: არშუშა ქართველი იყო, ვარდანი სომეხი და კდიევ იყო ალბანელიც, სახელი არ მახსოვს, ისინი ერთად უპირისპირდებოდნენ იეზდიგ II-ს (სახელებს რატო ვერ ვიმახსოვრებ?). ახლა არ მცალია, მერე კარგად გიამბობთ. ისე წიგნბი რომ მიგითითეთ, მოიძიეთ, მართლა ძალიან საინტერესო ნარკვევებია.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 13 2007, 01:49 PM

კაი ლექსია


(მოჰყავთ შუშანიკი...)

მოჰყავთ შუშანიკი ტანჯული, გვემული…
ფოთოლნი ტირიან ოქროსფერისანი…
ნისლებს ეფარება ცაი დიდებული,
ქარმა შეარხია რტოი ძეწნისაი.
მთათა მოიხადეს გვირგვინნი მეფურნი,
თვალთა სხივი მოწყდა ელვარებისაი…
ტირიან, მოთქვამენ „დედანი ზეპურნი“,
ტირიან ყვავილნი ცხარედ ველისანი…
მარტვილს მოაცილებს ქარი მგლოვიარე,
კრძალვით კარს უღებენ ძალნი ზეცისანი…
როს, „ვითარცა ცოფი, ბდღუენდა პიტიახში“,
ქარმა გადახარა რტოი ძეწნისაი…
- ილოცვიდეთ ჩემთვის! -
უთხრა მტირალ ხალხსა…
ხენი თავებს ხრიან ძაძით შენამკობნი…
მოკვდა შუშანიკი თთუესა სთულისასა
და ცხოვრებას მისას წერდა იაკობი…

1945



ანა კალანდაძე










უცხოელი მეცნიერები იაკობ ცურტაველის ,,შუშანიკის წამების შესახებ”


მრავალსაუკუნოვანმა ძველმა ქართულმა ლიტერატურამ კარგა ხანია მიიპყრო უცხოელ მეცნიერთა ყურადღება. საუკუნე-ნახევარზე მეტია, რაც საზღვარგარეთ იბეჭდება წერილები თუ წიგნები, რომლებშიც მიმოხილულია ძველი ქართული ლიტერატურის ცალკეული საკითხები. ნათქვამის დასადასტურებლად საკმარისია მოვიგონოთ ავსტრიელი პროფესორის ფრანც კარლ ალტერისა და ფრანგი აკადემიკოსის ანტუან ჟან სენ-მარტენის შრომები.
უცხოელი მეცნიერები ადრევე დაინტერესდნენ იაკობ ცურტაველის “შუშანიკის წამებით”, მასში მოთხრობილი ტრაგიკული ისტორიით, შუშანიკის მოწამებრივი აღსასრულით. მათ შეისწავლეს თხზულება, თარგმნეს და ხელმისაწვდომი გახადეს იგი უცხოელ მკითხველთა ფართო წრეებისათვის, გააშუქეს მისი ისტორიულ-ლიტერატურული საკითხები, დააზუსტეს შუშანიკის ცხოვრების ქრონოლოგია, წარმოაჩინეს ნაწარმოების შინაარსობრივ-თემატური სიმდიდრე და მხატრული ღირსება. ამ მხრივ აღსანიშნავია საფრანგეთის, ბელგიის, შვეიცარიის, ინგლისისა და სხვა ქვეყნების მეცნიერთა საქმიანობა..

პირველ რიგში უნდა მოვიხსენიოთ ქართული კულტურის ღვაწლმოსილი მკვლევარი, გამოჩენილი ფრანგი მეცნიერი მარი ბროსე. მართალია, მ. ბროსეს იაკობ ცურტაველის ,,შუშანიკის წამება”საგანგებოდ არ შეუსწავლია და მის შესახებ გამოკვლევა არ დაუწერია, მაგრამ ისტორიული ხასიათის შენიშვნებით მან დიდი წვლილი შეიტანა “შუშანიკის წამების” ქრონოლოგიური საკითხების გარკვევაში და ამდენად _ “შუშანიკის წამების’’ პრობლემატიკის დამუშავებაში.

მ.ბროსემ გამოაქვეყნა ჯუანშერის (XIს.) “ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა”, რომელშიც მოხსენებულია ვარსქენის მიერ შუშანიკის წამება ბაკურის ზეობაში (ე.ი. VI საუკუნის მეორე ნახევარში), აგრეთვე ბაკურ მეფის მიერ ვარსქენის სიკვდილით დასჯა. საგულისხმოა, რომ ჯუანშერის ამ შეცდომას არა ერთი ძველი ავტორი (ვახუშტი, ანტონ პირველი, ი.ბაგრატიონი და სხვ.) იმეორებდა. მ.ბროსე იყო პირველი მკვლევარი, რომელმაც კრიტიკულად განიხილა ჯუანშერის თვალსაზრისი. მართალია შუშანიკის წამება V საუკუნის Pფაქტად მიიჩნია ჯერ კიდევ პ. იოსელიანმა, რომელმაც ასეთი დასკვნა სომხური მასალების საფუძველზე გამოიტანა, მაგრამ მას ეს საკითხი საგანგებოდ არ განუხილავს. მ.ბროსემ კი, _ ვითარცა ჯუანშერის თხზულების ქართული ტექსტისა და მისი ფრანგული თარგმნის გამომცემელმა, _ დეტალურად გაანალიზა ქართველი მემატიანის ჩვენება, შეუპირისპირა იგი სომხური საისტორიო წყაროების ცნობებს და ძირითადად სწორედ გადაჭრა საკითხი _ შუშანიკის წამება ვახტანგ გორგასლის მეფობით(ე.ი. V საუკუნის მეორე ნახევრით) დაათარიღა (ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს იმას,რომ შუშანიკის გარდაცვალების წლის დადგენისას მ.ბროსე ცდებოდა).

მ.ბროსემ ვარსქენი და შუშანიკი ვახტანგ გორგასლის ეპოქის მოღვაწეებად მიიჩნია, ვარსქენი ქვემო ქართლის (სომხეთის, გუგარქის) მფლობელად ცნო და მისი რეზიდენციის–ცურტავის

ადგილმდებარეობის დადგენაც მოიწადინა, ყურადღება მიაქცია უხტანესის ჩვენებას უფრეთის(ოფრეთის)ციხეში წამების შესახებ, გამოიყენა ლაზარე ფარპეცის ცნობა ვახტანგ გორგასლის მიერ ვარსქენის სიკვდილით დასჯაზე და ა.შ. ყოველივე ამან მ.ბროსეს საშუალება მისცა კატეგორიულად უარეყო ჯუანშერის თვალსაზსრისი შუშანიკისVI საუკუნის მეორე ნახევარში წამების შესახებ.

გარკვეულ ყურადღებას იმსახურებს ფრანგი მეცნიერის, სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორის ჟოზეფ კარსტის “ქართული ქრისტიანული ლიტერატურა” _ მოზრდილი ნარკვევი, რომელშიც მიმოხილულია ძველი ქართული სასულიერო_საეკლესიო მწერლობა და საერო მხატვრული ლიტერატურა, დახასიათებულია ბევრი მწერალი ძველი ხანისა, გვხვდება მსჯელობა XIX-XX საუკუნეთა ქართულ ლიტერატურაზეც. მასში შეინიშნება ისტორიულ_ქრონოლოგიური თუ სხვა ხასიათის შეცდომები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, “უცხოელ მკითხველს, რომელსაც ჩვენი მწერლობა აინტერესებს ის მისცემს საკმაო წარმოდგენას ამ მწერლობის შესახებ და გაუადვილებს შემდეგ მუშაობას”(კ.კეკელიძე)

ჟ.კარსტმა, _ მისთვის ხელმისაწვდომი სამეცნიერო ლიტერატურის საფუძველზე, _ ზოგადად განიხილა “შუშანიკის წამება” და ფრანგ მკითხველებს ერთგვარი წარმოდგენა შეუქმნა ჩვენს უძველეს თხზულებაზე.

აქვე უნდა დავასახელოთ კალისტრატე სალია _ საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრის ჟურნალის “ბედი ქართლისას” დამაარსებელი და დირექტორ_რედაქტორი. მას ეკუთვნის ნარკვევი “ქართული ლიტერატურა”, რომელშიც მასალის საფუძვლიანი ცოდნითა და სამეცნიერო ლიტერატურის ჯეროვანი გამოყენებით მიმოხილულია ჩვენი ეროვნული ლიტერატურის განვითარების ისტორია ძველთაგან უკანასკნელ ხანამდე. მასში საპატიო ადგილი ეთმობა იაკობ ცურტაველის “შუშანიკის წამებას”.

კ.სალიამ ფრანგ მკითხველებს მოკლედ გააცნო ნაწარმოების შინაარსობრივ-თემატური ქარგა. მან ზოგადად მიმოიხილა ისტორიულ-ლიტერატურული საკითხები და “ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული ორიგინალური თხზულება”, რომელიც “V საუკუნის საქართველოს პოლიტიკურ და სოციალურ, კულტურულ და რელიგიურ ზნე-ჩვეულებათა ექსპრესიულ სურათს გვაძლევს”’ მიიჩნია ქართული მნიშვნელობის ლიტერატურულ დოკუმენტად.”

1970 წელს კ.სალიამ ქართული ლიტერატურის მოკლე მიმოხილვა გამოაქვეყნა ფრანგულ უნუვერსალურ ენციკლოპედიაში, 1972 წელს_ ზემოდასახელებულ ფრანგულ ჟურნალში. ორივე შემთხვევაში მან სათანადო ადგილი მიუჩინა “შუშანიკის წამებას”.

საგანგებო აღნიშვნის ღირსია ის შრომატევადი სამუშაო, რომელიც ბელგიაში შესრულდა “შუშანიკის წამების” საერთაშორისო მეცნიერულ ასპარეზზე გატანის მიზნით. 1935 წელს ბელგიელმა ქართველოლოგმა პაულ პეტერსმა გამოაქვეყნა “შუშანიკის წამების” ლათინური თარგმანი და ვრცელი გამოკვლევა, რომელშიც ნაწარმოების არაერთი ისტორიულ-ლიტერატურული საკითხი განიხილა. სამწუხაროდ მან მძიმე შეცდომა დაუშვა _ იაკობ ცურტაველის თხზულება ფსევდოეპიგრაფიკულად მიიჩნია და გვიანი ხანით დაათარიღა. მისი თვალსაზრისი კარგა ხანია განხილული და გაკრიტიკებულია ჩვენი ცნობილი მეცნიერების მიერ, ამიტომ მასზე აღარ შევჩერდებით.

ცნობები “შუშანიკის წამებაზე” ხშირად იბეჭდება გერმანულენოვან სახელმწიფოებში (გდრ, გფრ, ავსტრია, შვეიცარია). სხათა შორის გერმანულ ენაზე გამოქვეყნებულ წერილებში “შუშანიკის წამების” ავტორი ზოგჯერ იაკობ ხუცესად იხსენიება, უფრო ხშირად _ იაკობ ცურტაველად, არცთუ იშვიათად,_ რუსულის გავლენით,_ იაკობ ცურტაველად (“მაიერის ახალი ლექსიკონი”, “მაიერის ჯიბის ლექსიკონი”). აქვე აღვნიშნავთ, რომ უკანასკნელად დასახელებულ წიგნში, _ ლაიფციგის ბიბლიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ “მაიერის ჯიბის ლექსიკონის” სერიით გამოქვეყნებულ ლიტერატურულ ლექსიკონში (“საბჭოთა კავშირის ხალხთა ლიტერატურა”),_ მოცემულ ქართული ლიტერატურის მიმოხილვაში, რომელიც გ.ვარმს ეკუთვნის, წარმოჩენილია ქართული ორიგინალური აგიოგრაფიიის ეროვნული ტენდენციები, კერძოდ, აღნიშნულია, რომ იაკობ ცურტაველისა და იოანე საბანისძის თხზულებანი მკითხველს უღვივებდნენ პატრიოტულ გრძნობებს და მოუწოდებდნენ სპარსული და არაბი დამპყრობლების წინააღმდებ საბრძოლველად.

გერმანულ ენაზე გამოქვეყნებული წერილებიდან აღსანიშნავია ბონის უნივერსიტეტის პროფესორის გერჰარდ დეეტერსის ნარკვევი “ქართული ლიტერატურა”, რომელშიც მიმოხილულია ძველი ქართული მწერლობა, დახასიათებულია XIX-XX საუკუნეების ქართული ლიტერატურის ბევრი თვალსაჩინო წარმომადგენლის შემოქმედება. გ.დეეტერსმა გერმანელ მკითხველებს “შუშანიკის წამება” წარუდგინა როგორც ქართული ლიტერატურის უძველესი ძეგლი, რომელშიც ასახულია გამაზდეანებული ვარსქენის ძალმომრეობა და მისი მეუღლის თავდადება ქრისტიანული სარწმუნოებისათვის. ქართული სამეცნიერო ლიტერატურის გავლენით მან შესაძლებლად ჩათვალა თხზულების ავტორის იაკობ ხუცესის მიჩნევა 506 წლის საეკლესიო კრების მონაწილედ. დასასრულს მკვლევარმა დასძინა: მიუხედავად იმისა რომ “შუშანიკის წამების” შემცველი ხელნაწერი გვიანი ხანიდან (XIს.) შემოგვრჩა და მასში ტექსტი რამდენადმე გადაკეთებულია, არქაული სიტყვების გამოყენება, ცხოველი გამომსახველობა და თხრობის რეალისტურობა ეჭვმიუტანლად ადასტურებს თხზულების სიძველესო.

1964 წელს ციურიხში გამოქვეყნდა ვოიფგანგ ფონ აინზიდელის მიერ შედგენილი კრებული “მსოფლიო ლიტერატურები მათ ზეპირსიტყვიერებასა და წერილობით გადმოცემებში”, რომელშიც მრავალი ქვეყნის ლიტერატურაა მიმოხილული. მასში დაბეჭდილია წერილი “აღმოსავლეთის ქრისტიანული ლიტერატურა”, რომელშიც ერთიმეორის მიყოლებითაა დახასიათებული სირიული, ქრისტიანულ-პალესტინური, კოპტური, ქრისტიანულ-არაბული,სომხური და ქართული ლიტერატურა. მისი ავტორია გერმანელი მეცნიერი, მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი იულიუს ასფალგი, რომელიც კარგა ხანია სწავლობს ძველ ქართულ ენასა და ქართულ სასულიერო-საეკლესიო მწერლობას. ი.ასფალგმა საგანგებოდ გამოყო იაკობ ცურტაველის “შუშანიკის წამება” როგორც უძველესი ქართული ორიგინალური თხზულება და წარმოაჩინა მისი მხატვრული ღირსება. მკვლევარმა ყურადღება გაამახვილა ნაწარმოების ნატიფ ენაზე, ცხოველ სახეებზე და ა,შ.

აქვე უნდა მოვიხსენიოთ ვალენტინო ბომპიანის მიერ შვეიცარიაში გამოცემული “კინდლერის ლიტერატურული ლექსიკონი”, რომელშიც ზემოდასახელებული კრებულიდან გადაიბეჭდა ი.ასფალგის წერილი და, კერძოდ, მისი მსჯელობა “შუშანიკის წამების” შესახებ.

ჩვენი საზოგადოებრივობისათვის კარგადაა ცნობილი, თყ რა ინტენსიურად იღწვის ქართული კულტურის შესწავლისა და პოპულარიზაციისათვის ინგლისელი ქართველოლოგი, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტსტის საპატიო დირექტორი დევიდ მარშალ ლანგი.1956 წელს მან გამოაქვეყნა ქართველ მოღვაწეთა ცხოვრება – წამებათა შემცველი წიგნების თარგმანი (უფრო სწორედ გარდათქმა, პარაფაზი) და ინგლისურენოვან მკითხველს გააცნო ჩვენი წარსულის არაერთი გამოჩენილი პიროვნების(პეტრე ქართველის, გრიგოლ ხანძთელის, ქეთევან დედოფლისა და სხვათა)თავგადასავალი.სათანადო ადგილი მიუჩინა ,,შუშანიკის წამებას”.

დ.ლანგმა მოკლე წინათქმაში, რომელიც მან უძველესი ქართული ძეგლის თარგმანს (გარდათქმას,პარაფრაზს)წარუმძ
ვარა, თანამემამულეთა ყურადღება გაამახვილა იმაზე,რომ უკვე პირველსავე ქართულ თხზულებაში ნათლად შეინიშნება ავტორის სახელმწიფოებრივი და სარწმუნოებრივი ტენდენცია.

დ.ლანგის დასკვნით, სომხეთ-საქართველოს მომიჯნავე რეგიონის გამგებელმა ვარსქენ პიტიახშმა პოლიტიკური მოსაზრებით მიიღო მაზდეანობა და ამით დაიმსახურა ირანის ყურადღება და კეთილგანწყობა. მის მოღალატოებრივ საქმიანობას წინ აღუდგა შუშანიკი, რომელმაც გადაჭრით უარყო მახდეანობა, რელიგია, რომელსაც ჩვენს ხალხს თავს ახვევდა მოძალადე ირანი. შუშანიკის შეურყეველმა გადაწყვეტილებამ და ადგილობრივი (ქრისტიანული) სარწმუნოების მტკიცედ დაცვამ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ვარსქენი, რადგან მან ვერ შეუსრულა პირობა ირანის შაჰს. ამან გამოიწვია ვარსქენის განრისხება და შუშანიკის უმოწყალო წამება.

დ.ლანგრის დაკვირვებით, ,,შუშანიკის წამება” საინტერესოა სოციალური ისტორიის თვალსაზრითითაც, რადგან გვაწვდის ცნობებს ადრინდელი ქრისტიანული საზოგადოების ფენათა ურთიერთობის შესახებ.

,,შუშანიკის წამებაზე” დ.ლანგი მსჯელობდა სხვა შრომაშიც მხედველობაში გვაქვს მისი მოზრდილი წიგნი,,ქართველები”, რომელშიც წარმოჩენილია ქართველი ხალხის მიერ მსოფლიო ცივილიზაციაში შეტანილი წვლილი მასში მოკლედ მიმოხილულია ძველი ქართული ლიტერატურის ცნობები,,შუშანიკის წამებაზე”, ერთხელ კიდევ გამახვილებულია აღწერაზე იმ ბუნებრივ-კლიმატური პირობებისა, რომლებშიც ეწამა შუშანიკი.

,,შუშანიკის წამება” ხშირად იხსენება პოლონურ ენაზე გამოქვეყნებულ წერილებშიც. მაგალიტად, ქართული ლიტერატურის მოკლე მიმოხილვაში, რომელიც პოლონელ ქართველოლოგს იან ბრაუნს ეკუთვნის. იაკობ ცურტაველის თხზულება მოხსემიებულია როგორც უძველესი ქართული ორიგინალური აგიოგრაფიული ნაწარმოები; ბორგდან გემბარსკის წერილში_,, ქართული ლიტერატურის თხუთმეტი საუკუნე”, რომელიც პოლონეთის აღმოსავლეთმცოდნეთა ჟურნალში დაიბეჭდა 1967 წელს, ,,შუშანიკის წამების” საფუძველზეა წარმოჩენოლი ჩვენი ლიტერატურის სიძველე: პოლონელი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე იაკობ ცურტაველის თხზულების საფუძველზე აცხადებს, ქართული ლიტერატურის ფრანგულ ლიტერატურასთან შედარებით ოთხი საუკუნით ძველიაო.

უკანასკნელად ისიც უნდა ათვნიშნოთ, რომ დ.ლანგის წიგნი ,,ქართველები”, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, ითარგმნა პოლონურად. ასე რომ, ცნობები ,,შუშანიკის წამებაზე”. რასაკვირველია, ზემოთთქმულით საკითხი არ ამოიწურება, ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ავტორზე შევაჩერათ მკითხველთა ყურადღება. იაკობ ცურტაველის თხზულების ხსენებას სხვადასხვაგანაც ვხვდებით(მაგალითად, ფრანგულ ენციკლოპედიაში, ,, მოკლე ბულგარულ ენციკლოპედიაში” და ა.შ.), მაგრამ ეს გარემოება სრული კმაყოფილების გრძნობას მაინც ვერ იწვევს. სამწუხაროდ, უძველესი ქართული მხატრული ძეგლი ჯერ კიდევ არაა სათანადოდ დამკვიდრებული საერთაშორისო-ლიტერატურულ ასპარეზზე. რომ არაფერი ვთქვათ ახლანდელ ხანზე, ჩვენს საუკუნეშიც მრავლად დაიბეჭდა უცხოელ ავტორთა ქართული ლიტერატურის მიმოხილვითი წერილები, რომლებშიც ,,შუშანიკის წამება” არც კი იხსენიება. მხედველობაში გვაქვს ის შრომები, რომლებიც გამოაქვეყნეს გერმანელმა სწავლულებმა ფრანც ნიკოლაუს ფინკმა და ანტონ ბაუმშტარკმა, პოლონელმა პროფესორმა კაზიმირ(კაზიმეჟ)ვინიევიჩმა, შვეიცარიელმა ლიტერატურათმცოდნემ კურტ ჰოჰოფმა, იტალიელმა ჯუზეპე ფურლანიმ და სხვ. დასახელებული ავტორები ქათული ლიტერატურის მიმოხილვას იწყებენ არა ,,შუშანიკის წამებით”, არამედ თარგმნილი ან გვიანდელი ოროგინალური ძეგლებით. ასეთი ვათარებაა ბევრ უცხოურ ენციკლოპედიაშიც (მაგალითად, შეგვიძლია დავასახელოთ ,,დიდი ბროკჰაუსი”, ,,ენციკლოპედია ამერიკანა”, ,,ენციკლობედია ბრიტანიკა”, ,,ლარუსის დიდი ენციკლოპედია” და სხვ.).

ვიმედოვნებთ ,შუშანიკის წამების” 1500 წლის იუბულე ხელს შეუწყობს ქართული ლიტერატურის უძველესი ძეგლის პოპულარიზაციას და მყარ მეცნიერულ საფუძველზე დაამკვიდრებს მის კვლევას საზღვარგარეთ.

P.S.
ახლახან მარტონ იშტვანოვიჩმა ,,კელეტ ტოტაშის” ფურცლებზე მოკლე წინასიტყვაობით გამოაქვეყნა ,,შუშანიკის წამების” შემოკლებული უნგრული თარგმანი (სრული სახით იბეჭდება ქართული პროზის ანთოლოგიაში.);პარიზში დაიბეჭდა ,,შუშანიკის წამების” ს.წულაძისეული ფრანგული თარგმანი.

ლევან მენაბდე

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 13 2007, 02:25 PM

http://publish.dlf.ge/iakobcurtaveli/iakob_xucesi.htm

http://publish.dlf.ge/iakobcurtaveli/chiladze.htm

http://publish.dlf.ge/iakobcurtaveli/wamebai.htm

http://publish.dlf.ge/iakobcurtaveli/mamulashvili.htm

http://publish.dlf.ge/iakobcurtaveli/turnava.htm

http://publish.dlf.ge/iakobcurtaveli/menabde.htm

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 13 2007, 03:47 PM

წმ. შუშანიკის საფლავი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

წმ. შუშანიკი თბილისში, მეტეხის ტაძარშია დაკრძალული. ხატი შესრულებულია ვერცხლის მოჭედილი ფირფიტებით. წმინდანის სახე და ხელები ტიხრული მინანქრის ტექნიკითაა შესრულებული და დაფარულია ქართული "ღვინისფერი" მინანქრით. ნიმბი მოოქრულია მთელი ფონი დაფარულია მოჭედილი ვერცხლის შროშანის ყვავილის ორნამენტებით, რადგან ყვავილისა და წმინდანის სახელები (შროშანი, სუსანა, შუშანა) იდენტურია. დედოფალს აცვია მინანქრის ნაირფერი ფირფიტებით შემკული სადედოფლო სამოსი. ჩარჩო მოჭედილია ვერცხლის ფირფიტებითა და წმინდანთა მინანქრული მედალიონებით. წმინდანთა ამორჩევა მოხდა წმ. შუშანიკთან ისტორიული და მისტიკური სიახლოვით. ხატის ჩარჩოს ორნამენტი ტრადიციულია, "აბჯრად" წოდებული იმის ნიშნად, რომ ფიზიკური სისუსტე დაიძლევა სარწმუნოებრივი აბჯრის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ამ ხატზე 110-ზე მეტი მინანქრული დეტალია. საინტერესოა, ძვირფასი ქვების იმიტაციის გადაწყვეტა მინანქრის ფერების გამოყენებით. წინასწარ ჭედურობის მეთოდით დამუშავებულ ვერცხლის ძირზე დადებულია მინანქრის ფერები, რაც ძვირფასი ქვების შთაბეჭდილებას ტოვებს



ვებ გვერდი: http://www.gudgio.com/galery.php?language=georgian&a=queen

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 24 2007, 05:21 AM

ერთ-ერთი ფორუმიდან დავაკოპირებ, დაწერილია ქართველი გოგოს მიერ, ლათინურად და გადავიყვანე ქართულში convert.ge_თი ამიტომ შეცდომებზე ბოდიში, გასწორების დრო არ მაქ...

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

ძალიან დიდი მადლობა ყველას აზრის გამოტკმისტვის. მარტალი გიტხრატ,გამაკვირვა იმ
პაკტკმა, რომ ყველას აზრი იდენტური იყო ამ ტემასტან დაკავშირებიტ. კეტილი!
მინდა კვევიტ მოვიყვანო ერტი ისტორიული პაკტი, რომელმაც მე პირადად ცლების ცინ
შემაცვლევინა დგემდე გავრცელებული აზრი შუშანიკის სომხური ცარმომავლობის შესახებ.
70-იან ცლებში გაზეტ „პროლეტარიატში“ გამოკვეყნდა სტატია იმის ტაობაზე,რომ სემეხმა
(!!!) ისტორიკოსებმა აგმოაჩინეს ძველი ისტორიული ჩანაცერები, რომლებიც გვამცნობენ, რომ
მე-6 საუკუნის სომხეტში არსებობდა კარტველი (!!!) მხედარტმტავარი, ვინმე ვართანი.
Vინაიდან ისტორიულად მარტლაც არსბობდა ვარდან მამიკონიანი, ჩატვალეს,რომ ზემოტ
ნახსენები „ვართან“ სცორედ ეს ვარდანი უნდა ყოპილიყო.
თვიტ სახელიც „შუშანიკი“ ძველკარტულად შროშანს ნიშნავს,ანუ კარტული სიტყვაა და მავანნი
და მავანნი (როგორც ჩემი სომეხი მეგობრები) ტუ იმაზე შემეკამატებიან,რომ სახელი
„ვარტანი“ (იგივე ვარტუშა) სომხურია, იმატ შევახსენებ,რომ სახელი „ვარდენი“ კარტულია.
ხოლო რაც შეეხება გვარს „მამიკონიანი“ ( რომელიც უეჩველად სომხურად ჯგერს) : „-იანი“
არაა მხოლოდ სომხური გვარებისტვის დამახასიატებელი და დგესდგეობიოტ უამრავი კარტული
გვარი არსებობს,რომლებიც სცორედ „-იანი“-ტ მტავრდება. გარდა ამისა, გაიხსენეტ, რა
გვარის იყო კარტველი მეპე-ვახტანგ გორგასალი…
ტვიტ ნაცარმოებშიც არაა იმაზე საუბარი, რომ შუშანიკი სომეხი იყო. ავტორი გვამცნობს,რომ
იგი იყო „სომეხტა (!) მხედარტმტავრის-ვარდან მამიკონიანის ასული“. ვინც სასომხეტის
ისტორიას ოდნავ იცნობს,დამეტანხმება, რომ ამ კვეყანას ყოვეტვის ძალიან უჩირდა და
საკარტველო ოდიტგანვე გვერდში ედგა. ღა გასაკვირია,რომ ვახტანგ გორგასლის დროს იკ
ყოპილიყო კარტველი „სომეხტა“ მხედარტმტავარი.
კიდევ ერტი რამ მინდა გავიხსენო: 90-იან ცლებში იყო რადიო-ინტერვიუ პილოლოგ ტამაზ
კვაჩანტირაძესტან, რომელსაც სცორედ ის შეკიტხვა დაუსვეს, რაც მე დაგისვიტ ტკვენ. Aნუ
რომელი ერტის შვილი იყო შუშანიკი.
კვაჩანტირაძე: „შუშანიკი იყო კარტველი! ამას ცხადყოპს არაერტი ისტორიული პაკტი. მაგრამ
ამ ტემამ რომ არ გამოიცვიოს კარტველ და სომეხ ერტა შორის დავა, არ უნდა მივუდგეტ
შუშანიკს მისი ცარმომავლობის კუტხიტ. ჩვენტვის მტავარია მისი გვაცლი და არა ეროვნება!“
არავის ვახვევ ზემოტ მოყვანილ პაკტებსა და აზრებს,მაგრამ ჩემტვის შუშანიკი კარტველი
დედოპალი იყო!
Mაპატიეტ,რომ ამხელა სტატია გამომივიდა,
ნინო

---------------------------------------------------------------------------------------------------------

ვიმეორებ, ეგ ჩემი აზრი არაა, დავაკოპირე და მაინტერესებს რამდენად შესაძლებელია ეს?

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Dec 7 2007, 12:17 AM

მე ჯოჯიკი მეცოდება რატომ შეალეწა შუშანიკმა ჯოჯიკს ჭიკა(თუ რაღაც)??

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 7 2007, 12:51 AM

ციტატა(m16 @ Dec 7 2007, 01:17 AM) *

მე ჯოჯიკი მეცოდება რატომ შეალეწა შუშანიკმა ჯოჯიკს ჭიკა(თუ რაღაც)??

ჯოჯიკს არა, საყვარელო, ჯოჯიკის ცოლს... მეათე კლასელმა ისე კი უნდა იცოდე, რატომ ''შეალეწა'', სულ რაღაც ერთი წლის წინ გაიარე tongue.gif

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Dec 7 2007, 12:57 AM

თამარი_ცქნაფო
კი ვიცი რატომაც"როდის ყოფილა დედათა და მამათ ერთად ეჭამათ პურიო"
მაგრამ ჯოჯიკის ცოლს რო ურტყამ, მართმადიდებლობა შემწყნარებლობასა და პატიებას გვასწავლის და არა სახეში ჭიქების ლეწვას.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 7 2007, 01:15 AM

ციტატა(m16 @ Dec 7 2007, 01:57 AM) *

თამარი_ცქნაფო
კი ვიცი რატომაც"როდის ყოფილა დედათა და მამათ ერთად ეჭამათ პურიო"
მაგრამ ჯოჯიკის ცოლს რო ურტყამ, მართმადიდებლობა შემწყნარებლობასა და პატიებას გვასწავლის და არა სახეში ჭიქების ლეწვას.

აუუუფფფფფ blink.gif blink.gif blink.gif

აბა, ახლა დამიგდე ყური კარგად:
1. არავინ არავის არ ურტყამდა. ტექსტი გვეუბნება: ''ვითარცა მოიწია ჟამი პურისაჲ, შევიდეს ჯოჯიკ და ცოლი მისი წინაშე წმიდისა შუშანიკისა, რაითამცა მასცა აჭამეს პური, რამეთუ ყოველნი იგი დღენი უზმასა გარდაევლინეს. და ვითარცა მეტად აიძულეს და ძლით წარიყვანეს ტაძრად, ხოლო გემოჲ არარაჲსაჲ იხილა. ხოლო ცოლმან ჯოჯიკისმან მიართუა ღჳნოჲ ჭიქითა და აიძულებდა მას, რაჲთამცა იგი ხოლო შესუა. ჰრქუა მას წმიდამან შუშანიკ რისხვით: „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?!“ და განყარა ჴელი და ჭიქაჲ იგი პირსა შეალეწა და ღჳნოჲ იგი დაითხია.''
მოდი, გავაშინაარსოთ: როცა დადგა პურობის ჟამი, ჯოჯიკი და მისი ცოლი შევიდნენ, რათა მასაც ეჭამა პური, რადგან მთელი ეს დღეები დედოფალს არაფერი ეგემა. მიაქციე ყურადღება: და ვითარცა მეტად აიძულეს, ანუ როცა ძალიან შეაწუხეს, დააძალეს და ძალით წაიყვანეს, შუშანიკიც მიჰყვება მათ.
ახლა იწყება მთავარი: ''ცოლმან ჯოჯიკისმან მიართუა ღჳნოჲ ჭიქითა და აიძულებდა მას, რაჲთამცა იგი ხოლო შესუა'', მგონი აქ იგულისხმება, რომ შუშანიკს აიძულებდნენ და არა პირიქით. შემდეგ მოდის შენ მიერ ნახსენები მიზეზი, რომ „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?!“ აი, სწორედ ამის შემდეგ ბრაზდება შუშანიკი, ხელს აუკრავს სახეში შეალეწავს ჭიქას ჯოჯიკის ცოლს. მითხარი, სად ხედავ შენ აქ ჯოჯიკის ცოლის ცემას, სად ხელის არტყმა და ვიღაცისთვის ამ ხელის არტყმით ჭიქა მოხვდება? აი,ც ემა შენ სწორედ ამის მერე ნახე: ''მაშინ იყო უჯეროსა გინებად ვარსქენ და ფერჴითა თჳსითა დასთრგუნჳდა მას, და აღიღო ასტამი და უხეთქნა მას თავსა, და ჩაჰფლა, და თუალი ერთი დაუბუშტა. და მჯიღითა სცემდა პირსა მისსა უწყალოდ და თმითა მიმოითრევდა; ვითარცა მჴეცი მძჳნვარჱ, ყიოდა და იზახდა, ვითაცა ცოფი. მაშინ შუელად აღდგა ჯოჯიკ, ძმაჲ მისი, და იბრძოდეს, ვიდრემდის გუემა იგიცა, და თავსა მისსა მოხეთქა, და ჭირით, ვითარცა კრავი მგელსა, გამოუღო ჴელთა მისთა. და ვითარცა მკუდარი, იდვა წმიდაჲ შუშანიკ ქუეყანასა ზედა, და აგინებდა ვარსქენ თესლ-ტომსა მისსა და სახლისა მაოჴრებელად სახელ-სდებდა მას. და უბრძანა შეკრვაჲ მისი და ბორკილთა შესხმაჲ ფერჴთა მისთაჲ.''
მოკლდ, ახლა გამოიტანე დასკვნა, ვინ ცემა რეალურად და ვინ იყო რეალური მსხვერპლი. ამას გარდა, თუ იძულებაზე მიდგება საქმე, კარგად დავინახეთ, რომ შუსანიკი აიძულეს, აქამდ ემისულიყო.
მოდი, ახლა განვიხილოთ, რამ განარისხა შუშანიკი.
შენ ახსენე ის ტრადიცია, რომლის თანახმადაც ქალებსა და კაცებს ერთად ჭამა ეკრძალებოდათ. აქ საინტერესო ის ფაქტია, რომ მსგავსი ტრადიცია სპარსელებისთვის უფრო ნიშანდობლივი იყო და შესაბამისად, შუშანიკი ამას ახსენებს ვარსქენს. პიტიახშს, რომელიც მაზდეანობაზე, სპარსელთა რწმენაზე გადავიდა და უნდა დაეცვა კიდეც ეს ტრადიცია. თუმცა ვარსქენისთვის ცეცხლთაყვანისმცემლობაც ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც ქრისტიანობა, ეს პიროვნება ზოგადად რწმენის განცდისგან დაცლილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რადგან როგორც იოაკობ ხუცესი თავში წერს - ''ამის უბადრუკისა და სამგზის საწყალობელისა ვარსქენისი ვითარმე ვინ თქუას ყოვლად განწირულისაჲ, ვითარ-იგი განაგდო სანატრელი სასოებაჲ ქრისტესი, ანუ ვინ არა სტიროდის მას, რომელსა არცა ჭირი ეხილვა, არცა შიში, არცა მახჳლი, არცა პყრობილებაჲ ქრისტესთჳს''.
და მეორე, მთავარი მიზეზი შუშანიკის განრისხებია. მას აიძულებენ პური განტეხოს ქრისტეს მოღალატესთან, ქრისტეს რწმენის გამყიდველთან, არადა შუშაბიკისთვის, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის, პური განასახიერებს უფლის ხორცს, ხოლო ღვინო - მის სისხლს. ასე რომ, დასკვნა, წმინდა შუშანიკმა არ ისურვა იმ ადამიანებთან პურობა, ვინც ამ პურობის შემბილწველია და პურსა და ღვინოს ოდენ ხორციელი მოთხოვნილებების დამაკმაყოფილებლად აღიქვამს.


აბა, ახლა მითხარი, რას ხედავ არამართლმადიდებლურს წმინდა შუშანიკის ქმედებაში?

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Dec 7 2007, 01:45 AM

აუ ეს ფრაზა მიყვარს ძაან რატო არ ვიცი: "ოდეს ყოფილ არს აქამომდე, დედათა და მამათა ერთად ეჭამათ პური".... ყველაზე მეტად წმ. შუშანიკის ძლიერი ხასიათი მაშინ დავინახე, როცა გაიგო თავისი შვილების გამაზდეანების შესახებ და მათი დანახვაც აღარ მოინდომა...
ასევე წმ. შუშანიკისგან მაქვს შთაგონებული რომ სისხლი სულის მწენდავია ცოდვებისაგან...

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Dec 7 2007, 02:37 PM

თამარი_ცქნაფო
აააsmile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2015, 09:43 PM

"შუშანიკის პიროვნებით არის შთაგონებული იაკობ ცურტაველის გენია, რომელმაც არა მარტო მხატვრულად შთამბეჭდავი, არამედ თავისი დედა-აზრით და დასკვნით რევოლუციური ნაშრომი შექმნა. თუმცა ეს რევოლუციურობა სავსებით შეესაბამება სახარების სიტყვასა და სულისკვეთებას"

/დეკ. იოსებ ზეთეიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2015, 08:17 PM

http://radikal.ru/big/56eecb621ec34b74b56bb74e4bb5f3d4

ახალდაწერილი ხატი - Новонаписанная икона
წმიდა შუშანიკ დედოფალი - Св. царица Шушаник
ბათუმი, ჯვართამაღლების მამათა მონასტერი.
70 x 50 sm

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2016, 04:47 PM

"კოლაელ ყრმათა წამებით" დასტურდება, რომ "წმინდა ნინოს ცხოვრების" აღწერამდე და "შუშანიკის წამების" შექმნამდე, უფრო ადრე გვქონდა ლიტერატურული ნაწარმოებები. ნათარგმნი იყო რელიგიური ლიტერატურა, სახარება, ლოცვები და სხვა. საქართველოს ტერიტორიაზე ანდრია პირველწოდებულის მიერ დაარსებული ქრისტიანული თემები განაგრძობდნენ არსებობას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2016, 10:38 PM

"შუშანიკი ამქვეყნიურ სამკაულებს თმობს და ჯაჭვები ხდება მისი წარუვალი ცხოვრების სამკაული".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2017, 03:09 PM

"პარხალში გადაიწერა "შუშანიკის წამება", უძველესი ნუსხა X ს-სა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2017, 06:50 PM

"ვინაიდან ცურტავის მოსახლეობა ამ დროისთვის ძირითადად მონოფიზიტი სომხებისგან შედგებოდა, სინოდის გადაწყვეტილებით, წმინდა დედოფალ შუშანიკის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს და მეტეხის ტაძარში დაკრძალეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2017, 10:12 AM

"სამოელი [I კათოლიკოსი (VI ს-ის დასაწყისი)] პირადად იცნობდა წმინდა დედოფალ შუშანიკს და მოინახულა კიდეც გარდაცვალების წინ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2018, 09:06 PM

"ქმრისაგან ქრისტეს ღალატი ვერ აიტანა წმინდა შუშანიკმა და უარი თქვა მასთან სარეცლის გაზიარებაზე. განრისხებულმა ვარსქენმა მრავალგზის გვემა, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ შეაცვლევინა, ბოლოს კი ციხეში ჩააგდო.

6 წელი ციხეში ყოფნისას წმინდა შუშანიკი "წესიერებითა საღმრთოითა ყვაოდა": მარხვით, მარადის მღვიძარებით, ფეხზე დგომით, მეტანიათა აღსრულებით. დიდმარხვაში არც დღე და არც ღამე არ ჩამოჯდებოდა, არც იძინებდა, არც საჭმელს მიიღებდა. მხოლოდ კვირა დღეს, ზიარების შემდეგ, მცირე რამ მოხარშულ ბალახს შეჭამდა. აღდგომამდე პურს არ ეკარებოდა. ციხეში სასთუმლად აგური ჰქონდა, ქვეშაგებად - ძველი ჭილოფი.

"საგვემელად სულისა" ტანთ ძაძა ემოსა, მაგრამ ამას კაცთაგან ფარავდა და ზევიდან ანტიოქიის პალეკარტი ეცვა. მისი სახელი მთელ ქართლში იყო განთქმული. მოდიოდნენ მასთან მამანი და დედანი, აღუთქვამდნენ შესაწირს და წმინდა შუშანიკის ლოცვით მიმადლებდა მათ კაცთმოყვარე ღმერთი: უშვილოს - შვილს, სნეულს - კურნებას, ბრმას - თვალთა ახილვას.

წმინდა შუშანიკი დღედაღამ ფსალმუნებდა. ფეხზე დგომისა და გვემისგან გაჩენილ წყლულებში მატლნი ფუოდნენ. წმინდანი კი ამბობდა: თუ რაიმეს ღირსი ვარ უკანასკნელი ვენახის მეთერთმეტე ჟამის მუშაკი, იყავით თქვენცა ყოველნი კურთხეულნი უკანასკნელ ჟამამდე. მეშვიდე წელს გარდაიცვალა წმინდა შუშანიკი. მისი წმინდა ნაწილნი თბილისში, მეტეხის ტაძარშია დასვენებული."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2018, 08:01 PM

"როცა V საუკუნის ძეგლს "შუშანიკის წამებას" ვაცნობთ ბავშვს, რა გვიშლის ხელს, რომ წმინდანის მოწამებრივი ღვაწლის კვალდაკვალ ყურადღება გავამახვილოთ მისი მაზლის, ჯოჯიკის, სახეზე. ერისკაცი ჯოჯიკი რა შესაშურ თავმდაბლობას იჩენს, როცა მოწამე რძალს ევედრება, ითხოვე, რათა უფალმა "მომიტევეს მე მრავალნი შეცოდებანი ჩემნი და ნუ მოიხსენებ მედგრობათა ჩემთა". მაგალითის ძალა ყველას მოეხსენება. ჯოჯიკი ვარსქენის კარზე დატრიალებულ დრამაში ყველაზე ნაკლებად იყო დამნაშავე, ის კი ცოდვილად თვლის თავს და პატიებას ითხოვს. ეს ხომ შესანიშნავი ზნეობრივი ნიმუშია."

/ პედაგოგი ირინე დაბატაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2020, 03:06 PM

"იცოდეთ, საყვარელნო მსმენელნო, რომ სადაც შუშანიკები არ მოიპოვებიან, უსათუოდ ვარსქენები ბატონობენ და ვარსქენთა ბატონობა კი სულიერი სიკვდილი და განადგურებაა საზოგადოებისა"

/ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2020, 03:02 PM

"ბედნიერია ერი, რომელიც ჰბადებს წმინდა შუშანიკის მსგავთ"

/ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2022, 03:05 PM

-----------------------------------

"შუშანიკის მარტვილობა" მაღალმხატვრული ნაწარმოებია, ეს არის ცხოვრებისეული მოვლენების რეალისტურად გადმოცემის ჩვენამდე მოღწეული პირველი რომანი, მძაფრი ადამიანური ვნებებით, ბუნების მხატვრული აღწერილობით, დაწერილი მდიდარი, ადვილად გასაგები, შესანიშნავი ქართულით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2022, 07:41 PM

"მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი] პირველად რუსთაველის გამზირზე ვიხილე (80-იანი წლები). ხელაპყრობილი ხმამაღლა მოუწოდებდა ხალხს: "ქართველებო, გამოფხიზლდით, გონს მოდით, საქართველო რა დღეშია, მეტეხის ტაძარში თეატრს რა უნდა? წმიდა შუშანიკის საფლავი რა დღეშია..."ბერი სალოსი ეკლესიისა და ერის სატკივარს ხმამაღლა გოდებდა და ჩიოდა. ამის შემდეგ მოვინახულე მეტეხის ტაძარი, წმიდა შუშანიკის საძვალე. მართლაც, საფლავზე უპატიოდ ეყარა თეატრის გამოუყენებელი ნივთები".

/იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2022, 01:23 PM

"მართალია, ეს ძეგლი ["შუშანიკის წამება"] საქართველოს ისტორიის მკვლევართათვის მეტად საინტერესო თხზულებაა და ბევრ მნიშვნელოვან ცნობას შეიცავს ადრექრისტიანული პერიოდის აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების შესახებ, მაგრამ მზითვის ინსტიტუტთან დაკავშირებით იგი ძალზე ფრთხილად უნდა განვიხილოთ. არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ შუშანიკი იყო სომეხი დიდებულის ოჯახიდან და მისი საქართველოში გათხოვება, შესაძლებელია, სომხური წესების მიხედვით მომხდარიყო.

როგორც ნაწარმოებიდან ჩანს, V ს-ის საქართველოში საქმროსაგან საცოლისათვის სამკაულის მირთმევა სავალდებულოდ ითვლებოდა, ყოველ შემთხვევაში, მაღალი წოდების ხალხში მაინც (ვარსქენი, ქვემო ქართლის პიტიახში, ხომ ნამდვილად დაიცავდა ქართულ ტრადიციებს, თუნდაც რომ საცოლე უცხოელი ყოფილიყო). მაგრამ მიჰქონდა თუ არა რაიმე საცოლეს ოჯახში მზითვის სახით, ეს ნაწარმოებიდან არ ჩანს. ამ საკითხის გასარკვევად გ. ნადარეიშვილი იმოწმებს იუსტინიანეს 21-ე ნოველას, რომლის თანახმადაც იმდროინდელ სომხეთში მზითვის ინსტიტუტი ნაკლებად იყო განვითარებული და ფიქრობს, რომ შუშანიკს მზითვი არ ჰქონია.

მართალია "შუშანიკის წამების" წაკითხვის შემდეგ ყველაზე ლოგიკურად სწორედ ეს დასკვნა გვეჩვენება, მაგრამ რას გვაძლევს ის საქართველოს მკვლევარებს? ფაქტიურად არაფერს, ვინაიდან შუშანიკის სომხური წარმომავლობის გათვალისწინებით, ჩვენ გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ მის მიერ მზითვის არქონა მეტყველებს V საუკუნის ქართლში მზითვის ინსტიტუტის არ არსებობაზე. ამის დასადგენად სხვა წყაროების მოშველიებაა საჭირო წმინდა ქართული სინამდვილიდან...

შეიძლება ვიფიქროთ, რომ შუშანიკს მართლა არ ჰქონია მზითვი; მაგრამ არა იმიტომ, რომ იმ პერიოდის ქართლში მზითვის ინსტიტუტი არ არსებობდა, არამედ იმიტომ, რომ ვარსქენისა და მამიკონიანების ოჯახების მოლაპარაკების შედეგად ასე გადაწყდა. თანაც, იუსტინიანე, რომელიც ბიზანტიის მოსახლეობისათვის მზითვით ქორწინების მომხრე იყო,"ბარბაროსებს" არ მისცემდა უმზითვოდ გათხოვების უფლებას, მათთან რომ ამის ძლიერი ტრადიცია არ ყოფილიყო"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.294-296/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2022, 06:09 PM

"იაკობი წერს: "და მე ვარქუ წმინდისა შუშანიკს: "მიბრძანე და მოგბანო სისხლი ეგე პირსა შენსა და ნაცარი, რომელით თვალთა შენთა შთაცუელ არს, და სალბუნი და წამალი დაგდვა, რაითა, ჰე, ღამე თუ განიკურნო". აქედან ჩანს, რომ იაკობ ცურტაველი იყო არა მარტო ხუცესი და ნიჭიერი მწერალი, არამედ მედიცინაში ერთგვარად განსწავლულიც.
შემდეგში, როგორც ნაწარმოებიდან ირკვევა, თვით წამებული შუშანიკი ხდება მკურნალი"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 86/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 13 2023, 01:57 PM

"სუფრის ეტიკეტის შესახებ ცნობა შემონახულია ქართული ჰაგიოგრაფიის ძეგლში - "შუშანიკის წამებაში". ერთი შეხედვით ნაწარმოებიდან არ ჩანს, კერძოდ, მაგიდას უსხდნენ თუ დაბალ ტაბლას, მაგრამ გმირების მოძრაობის რეკონსტრუირების შემდეგ შეგვიძლია დასკვნების გაკეთება. სავარაუდოდ, თანამეინახეები გრძელ მაგიდას უსხდნენ. ამს გვაფიქრებინებს ის ფაქტი, რომ ჯოჯიკის ცოლს შუშანიკისთვის ჭიქა ღვინის მისართმევად, მოუწია ადგომამ და ღვინის "მირთმევა-მიტანამ". რა თქმა უნდა, სუფრას მსახურები ემსახურებოდნენ, თუმცა განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად ჯოჯიკის ცოლი ცდილობს, თავად შესთავაზოს ღვინო შუშანიკს. სწორედ ამ დროს მოხდა ის ცნობილი ინციდენტი, როდესაც შუშანიკმა "განყარა ხელი და ჭიქა იგი პირსა შეალეწა" ჯოჯიკის მეუღლეს. ამას მოაყოლებს მარტვილი იმ სიტყვებს, რომელიც დღემდე განსჯის საგანია - "ოდეს ყოფილა არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?" ქართული სუფრის ეტიკეტის შესწავლისთვის ნაწარმოების ეს მონაკვეთი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს...

ქართულ სუფრაზე კაცებსა და ქალებს შორის შეზღუდვა მართლაც არსებობდა ღვინის მიღებისას. ის, რაც დაშვებული იყო კაცებისთვის ლხინში, ღვინის სმა და სადღეგრძელოების წარმოთქმა, იკრძალებოდა და დამამცირებებლი იყო ქალისთვის. შუშანიკი სწორედ ქართული სუფრის ამ დეტალის დრამატიზებას ახდენს. ჩვენ საქმე მხატვრულ ნაწარმოებთან გვაქვს და მასში პროზაული პასაჟები უხვადაა წარმოდგენილი. ამიტომაც ჰაგიოგრაფიული ტექსტის ჟესტები თუ რეპლიკები პირდაპირ უტყუარ ისტორიულ ჭეშმარიტებად არ უნდა მივიღოთ, ის ავტორის შემოქმედების ნაწილია და გამოწვლილვით საჭიროებს ანალიზს, რათა ისტორიული რეალობა გამიჯნოს მწერლისეული ფანტაზიისგან.

ამდენდა V საუკუნეში ოჯახურ გარემოში "მამათა და დედათა" ერთად ჭამა კი არ იკრძალებოდა, არამედ კაცების თანდასწრებით ღვინის სმა იყო შეურაცხმყოფელი, თუმცა კიდევ გავიმეორებთ, რა თქმა უნდა, შუშანიკი აშკარად ამძაფრებს, დრამატიზებას უკეთებს სიტუაციას, ოჯახურ გარემოში ერთი ჭიქა ღვინის მიღება არანაირი ტრადიციის დარღვევა არ იყო. ეს ასე რომ ყოფილიყო, უკვე საპყრობილეში მყოფ შუშანიკ დედოფალს სასულიერო პირები საკვებთან ერთად ღვინოს არ შეუგზავნიდნენ"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული გასტრონომიის ისტორია", გვ.186-188/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)