IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> მახვილი მესიისა, წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
Lenus
პოსტი Mar 26 2008, 11:29 PM
პოსტი #21


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



QUOTE
იცი რა მაინტერესებს? წლების წინ ერთი ამბავი ატყდა დავით აღმაშენებლის მეჩეთში შესვლასთან და იქ ლოცვასთან დაკავშირებით. რა იცი ამის შესახებ?


იქ ლოცვა - გამორიცხულია., შედიოდა მუსულმანებისადმი პატივისცემის გამოსახატად. მე როგორც ვიცი, კამათშიც იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ლოცვაზე (ანუ თანალოცვაზე) არაფერია ჩემთვის პირადად ცნობილი.


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 26 2008, 11:56 PM
პოსტი #22


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ციტატა(marianitta @ Mar 26 2008, 09:04 AM) *

ძალიან კარგი თემაა. იცი რა მაინტერესებს? წლების წინ ერთი ამბავი ატყდა დავით აღმაშენებლის მეჩეთში შესვლასთან და იქ ლოცვასთან დაკავშირებით. რა იცი ამის შესახებ?



აქ ნახე
http://www.orthodoxy.ge/istoria/davit.htm


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ilarion_qartveli
პოსტი Mar 27 2008, 07:49 PM
პოსტი #23


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 66
რეგისტრ.: 27-March 08
წევრი № 4,341



გამარჯობათ ყველას, განსაკუტრებიტ მარიანიტტას.. დავით აღმაშენებლის სიტყვა წარმოთქმული დიდგორის ომის წინ

"ეჰა, მეომარნო ქრისტესნო!

თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთს რასმე გირჩევთ რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება:

ჩვენ ყველამ, ხელების ცისკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით.

და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხერგებით შევკარით და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ." ამ სიტყვების მერე როგორ უნდა გაგიჩნდეს ის აზრი რო ის მეჩეტში შედიოდა!!!!!!!!!!!! იგი პირდაპირ ეშმაკის მოციქულებს უწოდებს მუსულმანებს....

იქ ლოცვა - გამორიცხულია., შედიოდა მუსულმანებისადმი პატივისცემის გამოსახატად. მე როგორც ვიცი, კამათშიც იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ლოცვაზე (ანუ თანალოცვაზე) არაფერია ჩემთვის პირადად ცნობილი. ამხელა მეფეს როგორ ფიქრობთ გაუჯირდებოდა რო ისინი უშჯულონი თავისთან დაებარებინა და იქ არ მისულიყო?

როგორ ფიქრობთ ამხელა მეფეს ის გაუჯირდებოდა რო ის უშჯულონი თავისთან დაებარებინა და იქ ემხილებინა? ან რომელი გაუბედავდა იმას რო არა შენ მოდი და გვამხილეო...

ციტატა
იქ ლოცვა - გამორიცხულია., შედიოდა მუსულმანებისადმი პატივისცემის გამოსახატად. მე როგორც ვიცი, კამათშიც იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ლოცვაზე (ანუ თანალოცვაზე) არაფერია ჩემთვის პირადად ცნობილი. ამხელა მეფეს როგორ ფიქრობთ გაუჯირდებოდა რო ისინი უშჯულონი თავისთან დაებარებინა და იქ არ მისულიყო?

ხო ეს ლენუს სიტყვებია ახალი ვარ და ჯერ ვერ გავერკვიე როგორ უნდა მოვნიშნო ციტატა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninela
პოსტი Apr 16 2008, 08:02 AM
პოსტი #24


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 10-April 08
წევრი № 4,527



გმადლობ ამ თემის გახსნისთვის! ჩემი აზრით საქართველოს ყველაზე ძლევამოსილი მეფეა, რადგან ისტორიულად ძალიან რთულ პერიოდში მოუხდა მოღვაწეობა. დღემდე მაოცებს მისი ტოლერანტობა განსხვავებული რელიგიებისა და ეროვნებების მიმართ. ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ასეთი უნდა იყოს ჩემი აზრით. fiqri.gif როგორც აკაკი ბაქრაძე წერს დავით აღმაშენებლის შესახებ:"ეროვნული ენერგიის რწმენით შეპყრობილი,სრული ნაციონალური თავისუფლების ტრფიალი,რომლის ცხოვრების აზრია-"ვიყვნეთ არავისა მონა,და რავისა ვმსახუროთ თუინიერ ღმრთისა დამბადებლისა".ამის განსახორციელებლად გონებაც უჭრის , ენერგიაც აქვს და უნარიც. ზედმიწევნით ზუსტად იცის, რომელ სიტუაციაში როგორ მოიქცეს, ვის დაეყრდნოს და რას. შესწევს ძალა ოცნება საქმედ აქციოს. ვისშიც ჰარმონიულად არის შერწყმული სულიერება და ხორციელება. ამგვარი ხელისუფლის კონკრეტული,ხორცშესხმული სახეა დავით აღმაშენებელი." ki.gif


--------------------
"რაკი განგებამ კოსმოსურ უსასრულობაში მაინცდამაინც ჩვენ გვანდო დღეს ადამიანის სახელისა და ღირსების ტარება, ჩვენც კეთილი ვინებოთ, შევიშნოვოთ ეს მართლაც უდიდესი პატივი და,რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ მოვიდრიკოთ მისი სიმძიმის ქვეშ!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2008, 03:06 PM
პოსტი #25


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,552
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დავითის დროშას ეწოდებოდა "დროშა სვანად ხმარებული გორგასლიანი და დავითიანი."



დავით აღმაშენებლის, როგორც ომის ღმერთის სახელი, იქამდის აღზევდა, რომ იტალიის ქ. ფერარაში და გერმანიის ქ. ზილინეეში დამზადებულ ფერარას ხმლებს, რომელსაც ჩვენში დავითფერულს უწოდებენ, მეცნიერები (ბ. აბაშიძე და რ. ბურჭულაძე) დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირებენ.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 7 2011, 12:08 PM
პოსტი #26


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,552
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ნიკოფსიიდან დარუბანდამდე როგორ გადაჭიმა წმინდა მეფე დავითმა საქართველო? როგორ და - "არა სცა ძილი თვალთა, არცა ჰრული წამთა," არცა თავის სხეულს მისცა დასვენების უფლება, არცა საჭმელ-სასმლის მიმართ მისდრკა და არც ხორცის ჭკუაზე წავიდა, დაივიწყა სიცილი და ხუმრობა, ასევე "საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი და განცხორმანი და გინება ღმრთისა საძულულე და ყოველი უწესობა მოსპობილ იყო" მის ლაშქარშიც. მარადის ფხიზლობდა მეფე და ჯარისკაცთაც მიიბაძავდა. მხოლოდ ღვთის სჯულს გამოეძიებდა და სასულიერო წიგნთა კითხვა იყო მისი საჭმელიც და სასმელიც.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zura.bi
პოსტი Apr 8 2011, 10:05 PM
პოსტი #27


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 178
რეგისტრ.: 30-June 10
წევრი № 9,090



წმინდა მეფე დავითისადმი მიძღვნილი ''მესიის მახვილი''

წმიდა მეფეო დავითო,
მახვილო მესიისაო,
გვირგვინოსანი თავითო
კეთილმსახურო ცისაო,
მიიღე აჯა-ვედრება
ერთი ცოდვილი ყმისაო
ბევრი ამაოდ გედრება,
გადმოიხედე ძირსაო,
ზეცით გვიბოძე წყალობა
შენს მიძინებულ ერსაო
მამულის დაცვის მზაობა
კვლავაც გვასწავლე დღესაო,
რომ ვეზიაროთ პაპათა
სამამაცოსა ზნესაო,
სულით უდრეკთა მამათა
''ძლევასა საკვირველსაო''!

ზურაბ ბიჩინაგური

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


--------------------
შავ ლუდსა, წითელ ღვინოსა,
განა სუყველას სმა უნდა,
პირზე მომდგარსა სიტყვასა,
განა სუყველას თქმა უნდა?

ცოდვილი მოყმე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Apr 8 2011, 10:49 PM
პოსტი #28


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



zura.bi
მაგარია


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Apr 8 2011, 10:50 PM
პოსტი #29


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



zura.bi
თავად გააკეთეთ?


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zura.bi
პოსტი Apr 9 2011, 09:28 AM
პოსტი #30


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 178
რეგისტრ.: 30-June 10
წევრი № 9,090



ციტატა(ikanosi @ Apr 8 2011, 11:50 PM) *

zura.bi
თავად გააკეთეთ?

ლექსიც და მახვილიც მცირედია ჩემგან პატივისცემის გამოხატვის ნიშნად ქართველთა მეფისა და მართლმადიდებელი მრევლის წმინდანის დავით აღმაშენებელისადმი


--------------------
შავ ლუდსა, წითელ ღვინოსა,
განა სუყველას სმა უნდა,
პირზე მომდგარსა სიტყვასა,
განა სუყველას თქმა უნდა?

ცოდვილი მოყმე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Apr 9 2011, 09:46 AM
პოსტი #31


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



zura.bi

დადე შენი ნამუშევრების ფოტოები,საინტერესო იქნება,ეს მახვილი მომწონს.


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zura.bi
პოსტი Apr 10 2011, 11:02 AM
პოსტი #32


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 178
რეგისტრ.: 30-June 10
წევრი № 9,090



ციტატა(.zakaria. @ Apr 9 2011, 10:46 AM) *

zura.bi

დადე შენი ნამუშევრების ფოტოები,საინტერესო იქნება,ეს მახვილი მომწონს.
http://youtu.be/EBFWFoXLkws
http://youtu.be/ZpdKVyIHah8



--------------------
შავ ლუდსა, წითელ ღვინოსა,
განა სუყველას სმა უნდა,
პირზე მომდგარსა სიტყვასა,
განა სუყველას თქმა უნდა?

ცოდვილი მოყმე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Apr 10 2011, 11:39 AM
პოსტი #33


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



zura.bi

ძალიან მაგრებია,ღმერთმა ხელი მოგიმართოს.


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 14 2012, 11:12 AM
პოსტი #34


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,552
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



გელათი

მთებში მოვარდა აპრილი, ჩანჩქერად ჩამოიდინა.
წინ ლაჟვარდები დაღვრილი გზას მინათებს და მივდივარ.

მივდივარ, ასე ვმაღლდები, ოცნებამ ხელი დამრია.
ამ კოკობდამსკდარ ვარდებზე ცრემლებია თუ ნამია.

ცინცხალ მზის ამოწვერამდის ბილიკიც ამოვათავე.
და აჰა, ძველი გელათი ცაში თოვლივით ქათქათებს.

მაგრამ ჰე, ძვლებო, გესმოდეთ, ეს მიწა ისევ ხასხასებს.
არ გაიცვითა ეს ლოდიც აღმაშენებლის საფლავზე.

იქნება, გულო, დღეგრძელობ, მამულის თანაზიარო.
და რად ისურვე, მეფეო, რომ მკერდზე გადაგიარონ.

სიმწარით რად თქვი: ცოდვილ ვარ! ბრალია მტერის დათრგუნვა?
თუ ხმლის მოქნევა ცოდვაა, მტერს რად დავარქვათ ქართულად.

რად წარსთქვი ღმერთის ვედრება, რად დაგცდა ლოცვა გულწრფელი,
ქაჯეთი ან დაენგრიათ, გმირებს უმღერდა რუსთველი?

სად იყო მაშინ ნეტავი, ეს ეთქვა შენთვის იმ წამში.
სისხლმიმხმარ ჯაჭვის პერანგით, ცოდვილი ვინ გყავს მიწაში.

ეჰა, რა ბრალი გქონია, მტერს ჰკლავდი საქართველოსას
და რად გინდოდა გოლიათს სიკვდილთან ხმალის შემოხსნა.

საფლავს დაგცქერის თვალები, ჭერი ჩამუქდა დარდითა,
გამდნარა რკინის კარებიც, რომ მოგყვა დარუბანდიდან.

ბარდნის და ბარდნის აპრილი, მიწაზე დასცა კარავი,
მე მკერდზე არ გადაგივლი, ლოდი არ გაცვდეს სამარის.

/ოთარ მამფორია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 26 2013, 02:36 PM
პოსტი #35


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,552
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დავით აღმაშენებლის საუკეთესო თვისება იყო უფალზე მინდობა.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 12 2014, 11:49 AM
პოსტი #36


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,552
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ისტორიულად დადასტურებულია ისიც, რომ წმინდა მეფე დავით IV აღმაშენებელი არის წმინდა მეფე დავით მეფსალმუნის პირდაპირი 78-ე შთამომავალი. (იხ. ქართლის ცხოვრება ტ. I, გვ. 324)."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 26 2014, 06:37 PM
პოსტი #37


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,552
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მატიანეს თქმით, თვით ალექსანდრე მაკედონელი ქართველების მცირე ჯარით ვერ იქმოდა იმდენს საქმეს, რაც დავით მეფემ ჰქმნა:

"და თუმცა დავითს სპარსთა მეფობა ჰქონებოდა, ანუ ბერძენთა და ჰრომთა ძალი, ანუ სხვათა დიდთა სამეფოთა, მაშინღა გენახნეს ნაქმარნი მისნი"!

/"ივერია" 1902წ./


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 11 2015, 09:30 PM
პოსტი #38


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,552
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქორიბის მთის ხეობაში (სინას მონასტრიდამ სამხრეთ-დასავლეთით) მთის ხეობაში არის ნახევრად დანგრეული ეკკლესია სახელზედ "ღვთის-მშობლის - დავითიანისა". ამის აშენებას მიაწერენ საქართველოს მეფეს, წმინდასა და მართალს დავით აღმაშენებელს XI საუკუნეში".

/ეპისკოპოსი პეტრე, "მოგზაურობა წმინდა ქალაქს იერუსალიმსა და წმინდა ათონის მთაზე"/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 7 2015, 09:34 PM
პოსტი #39


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,552
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სამცხით და კლარჯით
კახით და რანით
უმეფოდ დავრჩით
მოგვხედე დავით
უძღები შვილით
ჯვარცმულის რწმენით
ორასი გმირით
იესოს თმენით
დიდგორის ძალით
ჭყონდიდის სიბრძნით
გელათის ზარით
სიცოცხლეს გიძღვნით
სამშვილდით გიშით
კლდეკარის გავლით
და უფლის შიშით
იმარჯვებ დავით
ზადენის ლეწვით
სააჯო კარით
ტაძრების ძერწვით
გიგონებ დავით
ქართლოსის ძირით
ხმლითა და ფარით
ფეშხუმ ბარძიმით
გვაკურთხე დავით
საფლავის ლოდით
ბედიის გრაალით
ოდით და ოდით
მოვდივართ დავით
აკივლდა ზარი
დავდუმდით წამით
წაშალე ზღვარი
აღსდექი დავით
მეფობით რანთა
აფხაზთა კახთა
სომეხ-შირვანთა
დაკარგულ კლარჯთა
აღსდექი მკვდრეთით
ვლოცულობ კრძალვით
შენი იმედით
ვნუგეშობ დავით...

/მამა პეტრე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Feb 7 2015, 10:19 PM
პოსტი #40


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



marine
ციტატა
"ისტორიულად დადასტურებულია ისიც, რომ წმინდა მეფე დავით IV აღმაშენებელი არის წმინდა მეფე დავით მეფსალმუნის პირდაპირი 78-ე შთამომავალი. (იხ. ქართლის ცხოვრება ტ. I, გვ. 324)."

აი შენ თავადვე თუ გჯერა იმის რასაც წერ?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 09:10 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი