IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> არის თუ არა მსახიობობა ცოდვა
zeppelin
პოსტი Nov 27 2008, 10:57 AM
პოსტი #1


იეღოვას მოწმე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,380
რეგისტრ.: 9-December 06
მდებარ.: კაშმირი
წევრი № 659



A-არის თუ არა მსახიობობა ცოდვა? ამ საკითხთან მიმართებაში, სასულიერო პირთა შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ამჯერად, თავის მოსაზრებას გვიზიარებს თბილისის სიონის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მოძღვარი, მამა დავითი (ლასურაშვილი).
_მამა დავით, რას გვეუბნებიან თეატრის შესახებ სჯულის კანონი და წმინდა მამები?
_შემიძლია რამდენიმე ციტატა მოვიყვანო სჯულის კანონიდან. Aაი, რა წერია მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებებში.
Mმე-6 მსოფლიო საეკლესიო კრების კანონი 51:
“წმიდა და მსოფლიო კრება გმობს სახუმარო სანახაობებს, სანადირო სანახავს და მგოსანთა როკვას. ხოლო თუ ვინმე დაარღვევს ამ კანონს, თუ სასულიერო პირი იქნება იგი, განიკვეთოს, ხოლო თუ ერისკაცი _ უზიარებელი იყოს.”
კართაგენის საეკლესიო კრება, კანონი 63: ” ხუმარათა ან მსახიობთა შესახებ, თუ ქრისტიანები გახდებიან ისინი, უნდა ვითხოვოთ ისიც, რომ თუ ვინმე მსახიობთა დასის წევრი გაქრისტიანებას მოისურვებს და თავდაპირველი ბიწისგან გათავისუფლება, არავინ აიძულოს ის, რომ დაუბრუნდეს თავის ძველ ხელობას”.
Aამ საკითხის შესახებ საეკლესიო კრების კანონები კიდევ არაერთია. რაც შეეხება ამ კრებებებამდე და კრების შემდეგ მოღვაწე მამებს, ისინი კიდევ უფრო ფართოდ საუბრობენ იმის თაობაზე, თუ საერთოდ, რა არის თეატრი.
Aაი, რას ამბობს, მეხუთე საუკუნის ერთ-ერთი წმინდა მამა, ნეტარი ავგუსტინე: “ერთი რამ კი ვუწყი, რომ პავლე მოციქული არ ქურდობდა, სახლებს არ ტეხდა, არც ავაზაკი ყოფილა, არც მსახიობი, არც მაჭანკალი, არამედ უცოდველად და პატიოსნად შრომობდა, რათა დაეკმაყოფილებინა ადამიანთა საყოფაცხოვრებო მოთხოვნილება.Aასე მუშაკობენ მჭედლები, მშენებლები, თერძები, მიწათმოქმედნი და მსგავსნი ამათნი”. Aანუ ქმედებათა ჩამონათვალში, რომლებსაც პავლე მოციქული არ აკეთებდა ე. ი. დასაგმობია, ერთი-ერთი მსახიობობაც არის.
ასევე, გავიხსენოთ, მე-19 საუკუნის, თითქმის ჩვენი თანამედროვე წმინდა მამის, ეგნატე ბრიანჩანინოვის სიტყვები: “ამჟამად ყველანი მთელი სულით გარყვნილებისკენ მიისწრაფიან, უწოდეს ამას “ცხოვრებით ტკბობა”, ქრისტიანობაში ყოფნა, მასთან დაბრუნება კაცობრიობისათვის შეუძლებელი შეიქმნა. ამისათვის აუცილებელია მთლიანად დატევება გარყვნილებისა, საკუთარი ნების დაქვემდებარება მკაცრი ქრისტიანული ზნეობისადმი. იგი კრძალავს არაოდენ სიძვას, არამედ ყველაფერს, რაც სულში ვნებებისადმი დამონებას გვინერგავს, _ ასეთია: თეატრი, ცეკვა, ბანქო და სხვა სატანური თამაშობანი. აგრეთვე წარმართული ლიტერატურა. Qქრისტიანობა ითხოვს ჩვენგან სრულ განდგომას დაცემული ბუნებისგან..”
ასევე მე-19 საუკუნის წმინდა მამა, თეოფანე დაყუდებული ბრძანებს: “გაიხსენეთ, რა ემართება სულს თეატრში და სპექტაკლის შემდეგ. თურქებს არა აქვთ თეატრი, ისინი თეატრს ოპიუმით ცვლიან. ოპიუმი და თეატრი ერთი და იგივეა (სულისთვის). თეატრი სრულიად არაქრისტიანული მოვლენაა და გონიერია კაცი, რომელიც იქ არ შედის. თეატრი ჩვენ დასავლეთიდან გადმოვიღეთ. დასავლეთით გვსჯიდა და კვლავაც დაგვსჯის უფალი. ჩვენ კი ეს ვერ გაგვიცნობიერებია”. Aაქვე, კვლავ თეოფანე დაყუდებული წერს: “თეატრები მთავრობის მიერ დაშვებულია მათთვის, რომელნიც ცხოვნებას არ ეძიებენ-რათა არ მიეცნენ უბოროტეს რამ მანკიერებას. ცხოვნების მოსურნეთათვის არის ეკლესია, სადაც არა წარმოსახვით, არამედ ჭეშმარიტად, უფალი, ანგელოზნი და წმინდანნი ურთიერთობენ ჩვენთან, ხოლო ფული, რომელიც თეატრში უნდა დახარჯო, უმჯობესია გაჭირვებულთ დაურიგო”.
წმინდა მამებს თეატრისა და სანახაოების მიმართ უარყოფითი დამიკიდებულება ჰქონდათ, რომლებიც წარმოსახვის ძალას ავითარებენ და მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ვნებებთან.. წმინდა იოანე ოქროპირი თეატრს ვნებების მასწავლებელს, ვნებების სამჭედლოს უწოდებდა.
_თუ უხამსი და ვნებების აღმძვრელი სცენები არ იქნება?
_Aაქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ეკლესია გმობს მხოლოდ ცუდ, უხამს ან რელიგიური თვალსაზრისით, მკრეხელურ როლებს და შეიწყნარებს მისაღებ როლებს, იქნება ეს შემეცნებითი ხასიათის თუ სხვა,Aარამედ ეკლესია თავად მსახიობობის პრინციპს უარყოფს. წმინდა მამები თეატრალურ დადგმებს სასარგებლოდ და საზიანოდ არ ყოფდნენ. ისინი გმობდნენ თვით მეთოდს ჭეშმარიტების იმიტირებისას, სინამდვილის გათამაშებას დაEეს სწავლება არ არის ახალი. თუ თეატრი მიუღებელია ეკლესიისთვის ე. ი. მიუღებელია ყველასთვის. სამყაროში არ არსებობს ეკლესიის წიაღში აღმოცენებული, მართლმადიდებლური თეატრი. ეკლესიის მიერ დაგმობილია მსახიობობა, როგორც ჭეშმარიტების იმიტირება და არა კარგი და ცუდი როლი.
_ასეთი მოსაზრების გათავისება იმ ადამიანთა მხრიდან, ვინც წლების მანძილზე ამ სფეროში მოღვაწეობს, საკმაოდ ძნელი იქნება. ამავე დროს, მსახიობობა პროფესიაა, რითაც ადამიანები ოჯახებს არჩენენ.
_ამ ადამიანებს ოდესმე, ვიღაცამ უნდა განუმარტოს, რომ რასაც ისინი აკეთებენ, ეკლესიისთვის მიუღებელია. ხოლო ამის შემდეგ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მათზეა დამოკიდებული. ადამიანს აქვს თავისუფალი ნება. თეატრი არსებობდა, არსებობს და ალბათ, იარსებებს. Uურწმუნო და მორწმუნე ადამიანებიც არსებობდნენ, არსებობენ და იარსებებენ.Uურწმუნო და მცირედმორწმუნე ადამიანები დადიან თეატრებში და სანახაობებზე, მორწმუნე ადამიანები კი მიდიან იქ, სადაც უფალი ეგულებათ, მიდიან ეკლესიაში და ღმრთის მცნებებს იმარხავენ (ასრულებენ).
_მაგრამ ზოგიერთი მსახიობი დღეს ეკლესიის წევრია..
_ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, თუკი მივედით ქრისტეს ეკლესიაში, ეკლესიის სწავლებას ჩვენ უნდა მოვერგოთ და არა პირიქით _ეკლესიის სწავლება მოვირგოთ ჩვენ. თუკი გვექნება მართლმადიდებლური ცნობიერება, უნდა დავიჯეროთ და მივიღოთ ეკლესიის სწავლება, რომელიც დამტკიცებული და დადგენილია და რომელსაც ვერცერთი ადამიანი ვერ შეცვლის, თუნდაც ის სასულიერო პირი იყოს. სამწუხაროდ, ხშირად ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომელზეც წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს, “რაოდენ გულსატკენი სანახავია ქრისტიანი, რომელმაც არ იცის, რა არის ქრისტიანობაო”.
_შეიძლება, მსახიობს მოძღვარმა ზიარებაზე უარი უთხრას?
_რასაკვირველია, არავის აქვს უფლება ეკლესიაში მოსულ, მონანულ ადამიანს, მათ შორის, მსახიობსაც, ვინმემ ზიარებაზე უარი უთხრას.. მას, უბრალოდ ეკლესია აფრთხილებს რომ ის, რასაც თავისი ცხოვრებით აკეთებს, არის ცოდვა და უნდა შეეცადოს, ნელ-ნელა შეიცვალოს პროფესია და ცხოვრების წესი. მართალია, ძალიან ძნელია მათი ამ მდგომარობიდან გამოსვლა, მაგრამ თუკი ადამიანს კარგად განუმარტავ, რატომ არის ეს ცოდვა, ის დაფიქრდება და შეეცდება ეკლესიის სწავლებისადმი დამორჩილებას.
_და თუ მსახიობობას არ მიატოვებს, მის ქრისტიანულ ცხოვრებას არ ექნება ფასი?
Q_რასაკვირველია, ადამიანი, რომელიც ეკლესიაშიც დადის და მსახიობობს კიდეც, ვერ იქნება ჭეშმარიტი ქრისტიანი. Qქრისტიანი უნდა იყოს ისეთი ადამიანი, როგორსაც წმინდა წერილში თავად მაცხოვარი და მოციქულები გვეუბნებიან.
Aაი, რას წერს თეატრის შესახებ ცნობილი ფრანგი რეჟისორი ჟან-ლუი ბარო წიგნში “ფიქრები თეატრზე”: “ უკანასკნელ წლებში ბევრს ლაპარაკობენ თეატრალურ ტყუილზე, სიცრუეზე. თითქოს აქტიორი ქმნის ილუზიას და ამიტომ მისი თამაში მოტყუებაა. თავის მხრივ, მოტყუებულიც ემორჩილება წარმოდგენას და მაშინაც კი, როცა იჯერებს იმას, რასაც უყურებს, მაინც ტყუილის ტყვეობაშია.Dსულ ერთია, აქტიორზე ვლაპარაკობთ თუ მაყურებელზე. Oორივე შემთხვევაში ყბადაღებული პარადოქსი ორი მატყუარას თანამონაწილეობის შედეგია.” იგივე ავტორის წიგნში ასევე ვკითხულობთ, “არსებობისთვის მუდმივი ბრძოლით გართული ადამიანი მიმართავდა ჯერ ცეკვას, შეძახილს, სიმღერას, შელოცვას, ბრძოლის იმიტაციას იმისათვის, რომ მის სხეულში გადასულიყო თავისი წინაპრებისა და მტრების ძლიერება.Eეს იყო არაჩვეულებრივი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჯადოქრული სანახაობა..
..სხეულის ველური მოძრაობები, შეძახილები,სიმღერები, როკვა, ნახატები, ნიღბები, ქანდაკებები, ჭრელი მოხატულობა, თავისებური ნელსაცხებლები, შელოცვა, დოლის ბაგა-ბუგისა და ტრიანგლების ბრახუნისა და ზანზალაკების ჟღარუნის მეშვეობით, გამხმარი გოგრისგან გაკეთებული ჩხარუნებისა და ერთმანეთს შეხლილი სხეულების ხმით, მდგომარეობა სიშმაგისა, ტრანსისა, შეშლილობისა _ყოველივე ამას არავითარი კავშირი არ ჰქონდა ლიტერატურასთან, დაკავშირებული იყო მხოლოდ ადამიანთან.
სწორედ მიბაძვასთან და გარდასახვასთან დაკავშირებულ ამ სანახაობებში უნდა ვეძებოთ თეატრის პირველწყარო”.…
ეს ადამიანი საკუთარ განცდას გულწრფელად წერს და არა იმ განზრახვით, რომ თეატრი მართლმადიდებლობის შუქზე ამხილოს.Eეს პიროვნება, რეჟისორი წლების მანძილზე წარმოებული დაკვირვების შედეგად მივიდა ასეთ დასკვნამდე. თუ სად აქვს თეატრს სათავე.
_რაც შეეხება სცენაზე წმინდანთა განსახიერებას, ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
_თანამედროვე პერიოდში იმდენად გაკადნიერდნენ თეატრის სფეროში მოღვაწე ადამიანები, რომ სცენაზე წმინდანთა “გაცოცხლებაც” მოიწადინეს. Aაი რას წერს ასეთ საქციელზე ისევ ჟან-ლუი ბარო: “როგორც ცნობილია, “ლაზარეში” ობე, (რომელიც სპექტაკლის რეჟისორია) იესოს ალაპარაკებს.Mმე მგონია, მაყურებელი ვერ ეგუება თეატრში ქრისტეს. ჩვენც გვეშინია ამ როლისა. ჩვენ ვერ დავძლიეთ პიესის კულმინაციური სცენა, სადაც ლაზარე და იესო ერთმანეთს ესაუბრებიან. Aამგვარ ნაწარმოებებს იკაროსის ბედი ელით! ისინი იწაზე ეცემიან და იმსხვრევიან!”
საერთოდ, თეატრი მკრეხელობაა და მით უფრო, სცენაზე ან ფილმში წმინდანთა გათამაშება ხომ საშინელი მკრეხელობაა.
_ ეკლესიაში მოღვაწე ზოგიერთ სასულიერო პირს მიაჩნია, რომ თქვენ რასაც ბრძანებთ, ეს მხოლოდ ერთეული სასულიერო პირების მოსაზრებაა.
_თქვენს ჟურნალში, რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა ინტერვიუ, სადაც ერთ-ერთი სასულიერო პირი, სამწუხაროდ, აღნიშნავს, -მსახიობობა რომ ცოდვაა, ეს ერთეული სასულიერო პირების მოსაზრებააო.Mმე მოვიყვანე ციტატები სჯულის კანონიდან, მეტის მოყვანაც შეიძლება. ვფიქრობ, ამ სასულიერო პირმა, თქვენივე ჟურნალის ფურცლებიდან, ბოდიში უნდა მოიხადოს იმისთვის, რომ მან შეცდომაში შეიყვანა მკითხველი და არასწორად განმარტა პავლე მოციქულის, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში დაწერილი სიტყვები. კერძოდ, სასულიერო პირის თქმით, მსახიობობის ნიჭიც ადამიანს უფლისგან აქვს ბოძებული, რაც ყველას არ შეუძლია.
მკრეხელობაა პავლე მოციქულის სიტყვების ამდაგვარი განმარტება. არ შეიძლება, მსახიობობა ამ სიტყვებით გავამართლოთ.. რასაკვირველია, რასაც სიკეთის ნიჭი ჰქვია, ღვთისგანაა. ყველა სიკეთე უფლისგან მოდის, მაგრამ ღმერთი ადამიანს ცოდვისკენ არასდროს მოუწოდებს.
ზოგიერთ ადამიანს ძალიან კარგად გამოსდის მრუშობის, მამათმავლობის, ქურდობის ცოდვა და ამ გზით ოჯახებსაც არჩენენ. Bბევრს ეს არ გამოსდის. Eე. ი. ღვთისგან აქვთ ბოძებული ამ უმძიმესი ცოდვების ჩადენის ნიჭი?!
ეკლესიაში სასულიერო პირები იმისთვის ვართ დადგენილი, რომ მრევლს ღვთის სიტყვა მივაწოდოთ და ამ დროს, უკვე გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებების მიწოდება აბსოლუტურად საზიანოა მრევლისთვის.
საერთოდ, ეკლესიაში მოღვაწე პირების ნააზრევი მისაღებია მანამ, სანამ ის წმინდა წერილში, სჯულის კანონსა და წმინდა მამათა გადმოცემებში მოცემულ ნააზრევს შეესაბამება. თუ თანხვედრა არ იქნება და ვინმე მათგან განსხვავებულ მოსაზრებას დააფიქსირებს, მაშინ ის სასულიერო პირი, საკუთარ ნააზრევს თავად დააყენებს ეკლესიური ცნობიერების მიღმა, რომელიც მცდარი და ეკლესიის მრევლისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იქნება. ქრისტიანებს უნდა განემარტოთ ის, თუ რა არის ეკლესიის სწავლება.
Uუფრო მეტსაც გეტყვით, სჯულის კანონში ასეთი რამ წერია, რომ მომავალ სასულიერო პირს ანუ სამღვდელო კანდიდატს აღარ აქვს უფლება, მიიღოს ხელდასხმა ანუ გახდეს სასულიერო პირი, თუკი მან ცოლად შეირთო მსახიობი ქალი, თუნდაც ის ქალი ქალწული იყოს.
_დღეს ეს კანონი მოქმედებს?
_სჯულის კანონის არცერთი მუხლი გაუქმებული არ არის.
_დალოცეთ, მამაო, ჩვენი ქვეყანა.
_ღმერთმა დალოცოს და აკურთხოს მრავალჭირნახადი დაDამჯერადაც, ესოდენ შეჭირვებული ჩვენი ქვეყანა! თუკი ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქენი ღვთის სჯულსა და სწავლებას მივუბრუნდებით და არამხოლოდ გარეგნულად, შინაგანადაც ქრისტიანები ვიქნებით, უფალი წყალობას მოგვივლენს და უკეთეს მდგომარეობაში გადაგვიყვანს.
Aასევე, ღმერთმა დალოცოს და აკურთხოს ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს მსახიობობს, მაგრამ სურს თავისი ცხოვრება ქრისტეს ეკლესიას დაუქვემდებაროს და მისი წმინდა სწავლების მორჩილი იყოს.
ეფემია წიკლაური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
11 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(20 - 39)
ლეონტი
პოსტი Mar 12 2009, 01:40 PM
პოსტი #21


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ეხლა კიდევ თვალი გადავავლე ამ თემას და გეტყვით რისი ეჭვიც მაქვს, თუნდაც შავრაზმელთა მოწინავე რაზმში ჩამრიცხოთ.

მე ადრეც მიფიქრია და ეხლაც იმ აზზე ვარ რომ სხვა ადამიანის როლის თამაში წინასწარ დადგმული გეგმით ანუ სცენარით, თავად მსახიობისთვის და მერე ასევე "როლებში შეჭრილი" მაყურებლისთვისაც არის ერთგვარი სიგიჟე, ანუ ფსიქიკის ანომალური მდგომარეობა.
დადგმის ანუ სპექტაკლის პროცესი არის რეალობის იმიტაცია, მაგრამ დადგმული და ფალსიფიცირებული.
ძაან წააგავს ბავშვების თამაშს, თუმცა ბავშვისთვის ეს აუცილებელი პროცესია განვითარებისა, ზრდასრულისთვის კი არანორმალურია.
მაღალორგანიზებული ცხოველები ზრდის პროცესში ხშირად თამაშობენ , მაგრამ ზრდასრულ ასაკში ისინი აღარ თამაშობენ, არამედ უბრალოდ ცხოვრობენ რეალობაში.
თამაშისადმი ლტოლვა არის რეალობისგან გაქცევა, ერთგვარი ოცნების სახეობა, რაც ეკლესიური თვალსაზრისით ცოდვაა.
მაგრამ ყველაზე მძიმე ეხლა უნდა ვთქვა:
მსახიობებზე დაკვირვებები ცხადყოფს რომ ისინი ზედმეტად ემოციური და ყველაზე ნაკლებად მდგრადი ფსიქიკის ხალხია, იშვიათი გამონაკლისების გარდა.
ისინი მხოლოდ გარეზე არიან ორიენტირებული, საზოგადოებაზე და თავის გავლენის მოხვევაზე გარემომყოფებისთვის, ხოლო შინაგანი ორიენტაცია, ანუ თვითჩაღრმავება ნაკლებად იზიდავთ.
პოლიტიკოსები ,სხვა საზოგადო ფიგურები და ხელოვნების სხვა დარგების მსახურებიც მათი მსგავსნი არიან.
და აქ არის ყველაზე უარესი, გარემოზე გავლენის მოხდენა საკუთარი უნარ ქცევებით, მეტყველებით, თამაშით ,მიმიკებით, ჟესტიკულაციით რაც წინასწარ მომზადებული და დახვეწილია მსახიობის მიერ, არ უნდა ხდებოდეს დემონიური სამყაროს შუამავლობის გარეშე.
ანუ მსახიობის გავლენა ანუ ველი ,მოქმედებს მისტიური ველების გავლით, თუ ეს მსახიობი მართლაც ოსტატია, თუ არა ჩვენ ვამბობთ: ეეეე ვერ თამაშობს, უნდა მარა არ გამოსდის.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
betaneli luka
პოსტი Mar 14 2009, 09:59 AM
პოსტი #22


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 95
რეგისტრ.: 3-March 07
წევრი № 1,243



ჩვენი უფლის,მის მოციქულთა და წმინდა მამათა სწავლებით,ადამიანი დგება ცხონების გზაზე მხოლოდ მაშინ,როდესაც იღებს მადლს ღვთისას და მხოლოდ მადლითვე ცხონდება,არანაირი არაწმინდა ვერ შევალს სასუფეველსა ცათასა...მადლი ღვთისა კი მიენიჭებათ ადამიანებს,რომლებიც ცდილობენ იცხოვრონ უვნებელად,ანუ ვნების გარეშე.თეატრი და საერთოდ ხელო-ვნება(სიტყვიდან ვნება,როგორც ვხედავთ)პირიქით,სარბიელია და სავანე ვნებისა,ანუ აქ არ არის მყუდროება,სიმშვიდე,განწყობა ლოცვისათვის,სინანული...ამიტომაც გვაპრთხილებს ჩვენი წმინდა მართლმადიდებლური ეკლესია ამის თაობაზე და მიგვითითებს,რომ იქ,სადაც არის ვნება(ჩვენს კერძო შემთხვევაში თეატრში)ვერ მიიგებთ მადლს და პირიქით-შესაძლოა დაკარგოთ კიდეც მადლი,თუ აყვებით ვნებას(და აუცილებლად დაკარგავთ კიდეც).სწორედ ამის შესახებ გვაფრთხილებენ წმინდა მამები მსოფლიოს საეკლესიო კრებების დადგენილებებში.ჩვენი ეკლესია გვაპრთხილებს და გვახსენებს:ფრთხილად!იქ საშიშია!შესაძლოა მოწყდეთ ღვთის მადლს,რომლის გარეშეც შეუძლებელია ცხონება!
დიდი მადლობა მამა დავითს დროული შეხსენებისათვის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
betaneli luka
პოსტი Mar 14 2009, 10:25 AM
პოსტი #23


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 95
რეგისტრ.: 3-March 07
წევრი № 1,243



რაც შეეხება უწმინდესისა და უნეტარესის,ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის ზოგიერთ შემთხვევაში ოპერისა და თეატრის შენობათა მონახულებას,ეს იმას სრულებითაც არ ნიშნავს,რომ მან ამით აკურთხა მათი ხელობა,ან რაიმე მსგავსი.ჩვენი პატრიარქი საბჭოთა პერიოდში ხშირად კომუნისტური პარტიის მაგალჩინოსნებსაც ესაუბრობდა ხოლმე-ეს კი იმას სრულებითაც არ ნიშნავს,რომ ამით მან მათი ათეისტური შეხედულებები გაიზიარა.უბრალოდ ჩვენი უწმინდესი(მაქვს რა ბედნიერება ვიცნობდე მას პირადად)ყველა ჩვენთაგანს გვიყურებს,როგორც საკუთარ შვილებს და სურს ყველა ჩვენთაგანის ცხონება.ამიტომაც შესაძლებელი ხდება ხშირად მისი ხილვა იქ,სადაც ''ავადმყოფები''იმყოპებიან,რამეთუ ავადმყოფები საჭიროებენ მკურნალობას და არა ჯანმრთელნი.
მამა დავითმა შეგვახსენა ეკლესიის აზრი თეატრთან დაკავშირებით და არა პირადი.მადლობა მას ამისათვის კიდევ ერთხელ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Mar 14 2009, 11:54 AM
პოსტი #24


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



რავი აბა რა ვთქვა, მსახიობის პროფესია ბავშვობიდანვე არ მომწონდა რაღაც გარდასახვაა რაა და სულ იმის თამაში გიწევს რაც არ ხარ.

რაც შეეხება მსახიობობა ცოდდვაა თუ არა, ჩემი აზრით რავი ცოდვაა მაგრამ დათოს თქმის არ იყოს დღეს ყველანი მსახიობები ვართ ცხოვრებაში და ხმა არ ამოგვეღება ნამდვილად.

თუმცა მიმაჩნია რომ ესე პირდაპირ თქმა რომ მსახიობობა არანაირი ცოდვა არააო დიდი შეცდომაა. smile.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
TBILISI2009
პოსტი Apr 21 2009, 03:58 PM
პოსტი #25


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 18-March 09
წევრი № 6,676



საერთოდ მოკრძალებით მინდა ყველას ვთხოვო, რომ ასეთ საკითხებზე დისკუსიის მოწყობა არ არის სწორი, მეტიც სახიფათოა. არის თემები, რაზედაც ჩვენ ერისკაცებს, კამათი შეიძლება მკრეხელობაში ჩაგვეთვალოს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Apr 21 2009, 04:03 PM
პოსტი #26


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



მოიცათ, თქვენ რა, სერიოზულად არჩევთ ამ საკითხს? user.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 21 2009, 04:15 PM
პოსტი #27


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
მოიცათ, თქვენ რა, სერიოზულად არჩევთ ამ საკითხს?


რეაქცია მომეწონა laugh.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 21 2009, 11:19 PM
პოსტი #28


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ბეთანელის ნაწერი არის სრული ალოგიზმი, ის რომ უწმიდესი ვიღაცას ხვდებოდა არანაირად არ შეედრება იმას რომ პატრიარქს უყვარს ოპერა, თეატრი და ხელოვნება!

ქრისტიანობა ფანატიზმი არაა!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Apr 21 2009, 11:22 PM
პოსტი #29


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



betaneli luka

თქვენ გვარიანად ბნელი აზროვნება გაქვთ, ჩაკეტილობის ნიმუში, მაპატიეთ პირდაპირობა, გაკვირდებით და გულწრფელად ვწუხოვარ ამის გამო.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maZiebeli
პოსტი Apr 21 2009, 11:52 PM
პოსტი #30


დავითი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,094
რეგისტრ.: 16-August 06
მდებარ.: თქვენთან
წევრი № 67



ციტატა(betaneli luka @ Mar 14 2009, 09:59 AM) *

თეატრი და საერთოდ ხელო-ვნება(სიტყვიდან ვნება,როგორც ვხედავთ)პირიქით,სარბიელია და სავანე ვნებისა,ანუ აქ არ არის მყუდროება,სიმშვიდე,განწყობა ლოცვისათვის,სინანული...ამიტომაც გვაპრთხილებს ჩვენი წმინდა მართლმადიდებლური ეკლესია ამის თაობაზე და მიგვითითებს,რომ იქ,სადაც არის ვნება(ჩვენს კერძო შემთხვევაში თეატრში)ვერ მიიგებთ მადლს და პირიქით-შესაძლოა დაკარგოთ კიდეც მადლი,თუ აყვებით ვნებას(და აუცილებლად დაკარგავთ კიდეც).


პირო-ვნებაზეც საინტერესო იქნება თქვენი შეხედულება...


--------------------
"...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33.
"აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Apr 21 2009, 11:54 PM
პოსტი #31


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



სამგვამო-ვნებაზეც biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Apr 21 2009, 11:54 PM
პოსტი #32


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ერთსულო - ვნება. smile.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maZiebeli
პოსტი Apr 21 2009, 11:56 PM
პოსტი #33


დავითი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,094
რეგისტრ.: 16-August 06
მდებარ.: თქვენთან
წევრი № 67



მნათე
უჩა
thumbs.gif


--------------------
"...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33.
"აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ana*
პოსტი May 10 2009, 09:39 PM
პოსტი #34


Gothic, it's inside
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,163
რეგისტრ.: 10-October 08
მდებარ.: in your nightmare
წევრი № 5,793



თუ იცით მართალია რომ მსახიობი რა როლსაც ითამაშებს და კინოში რა ცოდვასაც ჩაიდენს სინამდვილეში აქვს ის ცოდვა?
რაღაც ვერ ვთქვი user.gif
ანუ ვთქვათ მსახიობმა კინოში მოკლა კაცი სინამდვილეში მოეკითხება ცოდვა როგორც მკვლელობა? huh.gif


--------------------
Metal power
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 10 2009, 09:54 PM
პოსტი #35


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ანუ ვთქვათ მსახიობმა კინოში მოკლა კაცი სინამდვილეში მოეკითხება ცოდვა როგორც მკვლელობა?

biggrin.gif
kiss1.gif ლა ჩაკვალელია smile.gif არა რათქმაუნდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის კაცი არ მომკვდარა, ბლეFია ბლეFი smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი May 10 2009, 11:54 PM
პოსტი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



რამდენჯერ ვუნუგეშებივარ კარგ ფილმს ან მუსიკას... არადა წერია ცოდვააო. ტვინის მაგიერ პროცესორი რომ მქონდეს გადაიწვებოდაsmile.gifსამეუფეო გზაზე გვევლოს...


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 11 2009, 03:52 AM
პოსტი #37


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
არადა წერია ცოდვააო.


ბადრი, ის წიგნები სადაც ეგ წერია, არის ამოღებულები და აღარ ვრცელდება საპატრიარქოდან, არამედ სპონტანურად;ზოგადად კი ცოდვა რაა ეგ პატრიარქის სინანულის ლოცვაში კარგადაა გადმოცემული , ასე რომ აი რაა ცოდვები:

ნაწყვეტი სინანულის ლოცვიდან - ცოდვების ჩამონათვალი-

http://www.patriarchate.ge/?action=news_sh...ode=news&id=456

"... მოგვიტევე პირველი და უმძიმესი ცოდვა ადამისა - ამპარტავნება. ქედმაღალნი ვიყავით და ვართ ვითარცა ცარიელი თავთავნი პურისანი და მარად ვივიწყებთ სწავლებას ბრძენი სოლომონისა: `ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცემს მადლს~ (იგავნი 29.23). .....შეგვინდე და გვაპატიე შენგან განდგომა, ტაძრებისა და მონასტრების ნგრევა, ეკლესიების შეურაცხყოფა და მის მსახურთა დევნა, მართლმადიდებლური სარწმუნოების უარყოფა, უიმედობა, ულოცველობა, აღსარებისა და ზიარების გარეშე ცხოვრება, მკითხავთა დაჯერება, ოთხშაბათ-პარასკევის და სხვა მარხვათა დარღვევა, შაბათ-კვირას და დღესასწაულზე წირვა-ლოცვაზე დაუსწრებლობა, ამაო ცხოვრებით ტკბობა......, უღირსი მსახურება ქვეყნისა, სამშობლოს ღალატი და ორგულობა, კაცთა კვლა, ძმათა სისხლის ღვრა, უზნეო ცხოვრების წესი და შვილთა არასწორი აღზრდა. ....., მშობლების მიმართ უპატივცემულობით, შეურაცხყოფითა და გულგრილობით და დავივიწყეთ გაფრთხილება ესე შენი: წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი. ვცოდეთ უფროსების დამცირებით, დაუფასებლობითა და განკითხვით, გარდაცვლილთათვის ლოცვის დაკლებით, მათთა ნაშრომთა და ნაღვაწთა დაუცველობითა და დაუფასებლობით, საფლავთა მოუვლელობით. ..... დიდად გცოდეთ უფალო მრუშებით, მეუღლისა და ოჯახის ღალატით, მეძავობით, ბილწებით, თვითმკვლელობაზე ფიქრით, ვცოდეთ არა წმინდა ზრახვებით, ცილისწამებით, შურით, მეგობართა მიმართ ღალატით, სიძულვილით, სიტყვის გატეხვით, შფოთით, მრისხანებით, შურისძიებით, სხვისი ქონების მიტაცებით, სიხარბით, ქურდობით, ძალადობით, კაცთმოთნეობითა და მომხვეჭელობით.... შეგვინდე უფალო, ლოთობა, ნარკომანია, ბილწსიტყვაობა, მტრობა და ღვარძლი, სხვისი განკითხვა, ეგოიზმი, გემოთმოყვარება, განდიდების სურვილი, ქონების და ფულის ფლანგვა, გაჭირვებულთა დაუხმარებლობა, წყევლა, უქმმეტყველება და დაზარება. .... ჩვენცა უფალო, შენთა მდაბალთა მსახურთა, სასულიერო პირთა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, შეგვინდე უღირსად მსახურებაი შენი. დაცემულნი აღგვადგინე, შეგვეწიე და გვაცხოვნე ჩვენ.

ამის იქით კი მერე წავიდეთ, როცა ამათ გამოვასწორებთ!

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 11 2009, 11:00 AM
პოსტი #38


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(betaneli luka @ Mar 14 2009, 09:59 AM) *

ჩვენი უფლის,მის მოციქულთა და წმინდა მამათა სწავლებით,ადამიანი დგება ცხონების გზაზე მხოლოდ მაშინ,როდესაც იღებს მადლს ღვთისას და მხოლოდ მადლითვე ცხონდება,არანაირი არაწმინდა ვერ შევალს სასუფეველსა ცათასა...მადლი ღვთისა კი მიენიჭებათ ადამიანებს,რომლებიც ცდილობენ იცხოვრონ უვნებელად,ანუ ვნების გარეშე.თეატრი და საერთოდ ხელო-ვნება(სიტყვიდან ვნება,როგორც ვხედავთ)პირიქით,სარბიელია და სავანე ვნებისა,ანუ აქ არ არის მყუდროება,სიმშვიდე,განწყობა ლოცვისათვის,სინანული...ამიტომაც გვაპრთხილებს ჩვენი წმინდა მართლმადიდებლური ეკლესია ამის თაობაზე და მიგვითითებს,რომ იქ,სადაც არის ვნება(ჩვენს კერძო შემთხვევაში თეატრში)ვერ მიიგებთ მადლს და პირიქით-შესაძლოა დაკარგოთ კიდეც მადლი,თუ აყვებით ვნებას(და აუცილებლად დაკარგავთ კიდეც).სწორედ ამის შესახებ გვაფრთხილებენ წმინდა მამები მსოფლიოს საეკლესიო კრებების დადგენილებებში.ჩვენი ეკლესია გვაპრთხილებს და გვახსენებს:ფრთხილად!იქ საშიშია!შესაძლოა მოწყდეთ ღვთის მადლს,რომლის გარეშეც შეუძლებელია ცხონება!
დიდი მადლობა მამა დავითს დროული შეხსენებისათვის.


საწყალი პატრიარქი, რა მადლმოკლებული დადის...რაც ეგ დასწრებია ოპერაში თუ სხვაგან სპექტაკლებს, აქამდე მადლის ნასახი არ უნდა შერჩეს biggrin.gif

პ.ს.
ყველაფერში ზომიერებაა საჭირო...ასეთი უაპელაციობა სიგიჟის ტოლფასია
მართლმადიდებელი ეკლესია არსად მსგავსს არ გაფრთხილებთ, ეს თქვენ მიგაჩნიათ თავი ეკლესიად rolleyes.gif და გვაფრთხილებთ ჩვენ


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი May 11 2009, 11:21 AM
პოსტი #39


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



ისე როლში ჩარჩენის პრეცენდენტები ხომ არის ხოლმე? smile.gif შეიძლება ეგ იყოს ცოტა საშიში მომენტი მსახიობისათვის, თავისი პიროვნების დაკარგვის საფრთხე smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი May 11 2009, 10:05 PM
პოსტი #40


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



ციტატა(მნათე @ Apr 21 2009, 11:22 PM) *

betaneli luka

თქვენ გვარიანად ბნელი აზროვნება გაქვთ, ჩაკეტილობის ნიმუში, მაპატიეთ პირდაპირობა, გაკვირდებით და გულწრფელად ვწუხოვარ ამის გამო.

მინდა ზუსტად იგივე შეხედულება თქვენს მიმართ გამოვხატო.
ამისთვის თქვენი პოსტების რაოდენობა ანუ თქვენი ლაყფობაზე თვითჩაციკლვტლიკინიზაცია მიბიძგებს.
პატივისცემით,
იყუჩეთ,
სარდიონა.


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th May 2024 - 06:09 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი