IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ფინიკიელი ქალი
giorgi3112
პოსტი Jun 1 2013, 03:01 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 30-May 13
მდებარ.: თბილისი
წევრი № 13,184



დიდი ხანია მსურდა ამის კითხვა მოძღვარზე, მაგრამ ვერ მოვახერხე, იქნებ თქვენ დამეხმაროთ და გამცეთ პასუხი.

მარკოზის სახარებაში (თავი 7) ვკითხულობთ:

24. წამოვიდა იქიდან და მივიდა ტიროსისა და სიდონის საზღვარს. შევიდა სახლში და არ უნდოდა ვინმეს გაეგო ეს, მაგრამ ვერ შესძლო დაფარვა.

25. რადგან გაიგო ერთმა ქალმა, ვის ასულსაც უწმინდური სული ჰყავდა, მივიდა და ფეხქვეშ ჩაუვარდა მას.

26. ხოლო ეს ქალი წარმართი იყო. ტომით ასუროფინიკიელი, და შეევედრა, გაეძევებინა ეშმაკი მისი ასულისაგან.

27. მაგრამ იესომ უთხრა: მაცალე, ჯერ დავაძღო შვილები; სად გაგონილა, შვილებს წაართვა და ძაღლებს მიუგდო პური.

გთხოვთ ამიხსენით როგორ უნდა გავიგოთ სიტყვა "ძაღლები", რომელიც როგორც ვიცი ებრაელების გარდა ყველა ერზე იყო ნაგულისხმევი? როგორც მახსოვს სახარების ზოგ (ასევე მართლმადიდებლურ) ვარიანტში კი წერია, რომ მაცხოვარი ბრძანებს - იგი მხოლოდ ებრაელების გადასარჩენადაა მოსული. გთხოვთ განმიმარტოთ.



--------------------
ქრისტეს გარეშე სიცოცხლე, სიკვდილზე უარესია!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mama archili
პოსტი Jun 19 2013, 08:40 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 253
რეგისტრ.: 15-February 12
წევრი № 12,059



giorgi3112
აი რას წერს თეოფილაქტე ბულგარელი :

(თ. 7, მ. 24-30)

24. და მიერ აღდგა და წარვიდა საზღვართა ტჳროსისა და სიდონისათა. და შევიდა სახლსა და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინმე, და ვერ ჴელ-ეწიფა დაფარვად. 25. რამეთუ ესმა ვისმე დედაკაცსა მისთჳს, რომელსა ესუა ასული სულითა არაწმიდითა ურვეული, და მოვიდა და შეუვრდა ფერჴთა მისთა. 26. ხოლო დედაკაცი იგი იყო წარმართი, ნათესავით ასური ფინიკელი, ზღჳსკიდით, და ევედრებოდა მას, რაჲთა განჴადოს ეშმაკი იგი ასულისაგან მისისა. 27. ხოლო იესუ ჰრქუა მას: მაცადე პირველად განძღებად შვილთა, რამეთუ არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და დაგებად ძაღლთა. 28. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ტაბლასა ქუეშე ჭამედ ნამუსრევისაგან შვილთაჲსა. 29. ხოლო იესუ ჰრქუა მას: მაგის სიტყჳსათჳს ვიდოდე! განსრულ არს ეშმაკი ასულისაგან შენისა. 30. და წარვიდა დედაკაცი იგი სახიდ თჳსა და პოვა, რამეთუ ეშმაკი იგი განსრულ იყო, და ასული იგი მისი შემოსილი, მჯდომარე ცხედარსა ზედა.



მას შემდეგ, რაც უთხრა საკვების შესახებ და დაინახა, რომ იუდეველბმა არ იწამეს, უფალი წარმართთა საზღვრებს გადალახავს, რათა იუდეველთა ურწმუნოებისდა გამო, გამოხსნამ მათმან წარმართებზე გადაინაცვლოს. თავიდან უფალი თავის დაფარვას ცდილობდა, რათა იუდეველებს არ ჰქონოდათ საბაბი მისი დადანაშაულებისა თითქოსდა იგი არაწმიდა წარმართებს მიეკედლა. მაგრამ მას არ შეეძლო დამალულიყო, ვინაიდან არ შეიძლებოდა იგი დამალულიყო და ვერავის ეცნო. ხსენებული დედაკაცი, იგებს რა მის შესახებ, მხურვალე რწმენას გამოიჩენს. ამიტომაც, უფალი მაშინვე არ თანმხმდება (მის თხოვნაზე), არამედ გადადებს წყალობას, რათა უჩვენოს, რომ რწმენა დედაკაცის მტკიცეა და იგი მოთმინებით იცდის, მიუხედავად უარისა. ვისწავლოთ ჩვენც, რათა მაშინვე არ დაუტევოთ ლოცვა, როდესაც მყისვე არ ვიღებთ იმას, რასაც ვლოცულობთ. უფალი წარმართებს „ძაღლებს“ უწოდებს, რამდენადაც იუდეველთათვის ისინი არაწმიდანი იყვნენ. „პურს“ უწოდებს ის წყალობას, რომელიც ღმღტის მიერ „შვილთათვის“, ანუ იუდეველთათვის იყო განკუთვნილი. ამიტომაც ამბობს, რომ წარმართები არ უნდა იყვნენ მონაწილე იმ წყალობისა, რომელიც იუდეველთათვისაა განკუთვნილი, რამდენადაც დედაკაცი გონივრულად და რწმენით პასუხობს, იღებს კიდეც იმას, რასაც ითხოვს. იუდეველბს, ამბობს ის, აქვთ პური, ანუ მთლიანად შენ ჰყავხარ, გარდამოსული ზეცით, და წყალობანნი შენნი, ხოლო მე „ნამცეცს“ ვითხოვ, ანუ მცირე ნაწილს შენი წყალობისა. მაგრამ შეხედე, როგორ მოქმედებს უფალი! მას არ უთქვამს: ჩემმა ძალამ გადაგარჩინა შენ. არამედ რა უთხრა „მაგის სიტყვისათვის“, ანუ შენი რწმენისათვის „ვიდოდე! განსრულ არს ეშმაკი ასულისაგან შენისა.“. აქედან შენც მიიღე შენთვის სასარგებლო გაკვეთილი. თითოეული ჩვენგანი, როდესაც ცოდვას სჩადის არის „დედაკაცი“, ანუ სუსტი სული: ასეთი სულია „ფინიკელი“, როგორც მეწამული, ანუ სისხლიანი და მომკვსინებელი ცოდვის მქონე. ასეთ სულს ჰყავს „ასული“ - მზაკვრული ქმედებანი, ქმედებანი საეშმაკო. ვართ რა ცოდვილნი, ჩვენ „ძაღლებად“ ვიწოდებით, არაწმინდებით აღვსავსენი; რის გამოც არა ვართ ხოლმე ღირსნი ღამრთაებრივი „პურის“ მოღებისა, ანუ უწმიდეს საიდუმლოთა ზიარებისა. მაგრამ თუკი სიმდაბლით გავაცნობიერებთ, რომ ძაღლები ვართ, თუკი აღუარებთ და გავამხელთ ჩვენს ცდოვებს, მაშინ განიკურნება ასული ჩვენი, ანუ ქმედებანი საეშმაკო.''


ხოლო იმის ფიქრი , რომ ღმერთი მხოლოდ ებრაელთა გადასარჩენად მოვიდა , არის ცოდვა , რადგან მან დაცემული კაცობრივი ბუნება გამოიხსნა , ჩვენ ყველა კი მიგვაკუთვნა ერთ ,,ეროვნებას'' რომელიცაა - ,,ახალი ისრაელი.''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giorgi3112
პოსტი Jun 19 2013, 10:23 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 30-May 13
მდებარ.: თბილისი
წევრი № 13,184



ციტატა
მაგრამ თუკი სიმდაბლით გავაცნობიერებთ, რომ ძაღლები ვართ, თუკი აღუარებთ და გავამხელთ ჩვენს ცდოვებს, მაშინ განიკურნება ასული ჩვენი, ანუ ქმედებანი საეშმაკო


მაპატიეთ მაგრამ მე ვიცი რომ ცოდვილი ვარ, არ მაქვს პრეტენზია დიდ სულიერებაზე ან ჭეშმარიტ ქრისტიანობაზე, მაგრამ მე ვცდილობ ვებრძოლო ცოდვებს და თავი ყველაზე უარესად მიმაჩნია, მაგრამ მე ამ ყველაფერთან ერთად არ მავიწყდება, რომ უფლის მიერ შექმნილი ადამიანი ვარ და არა ძაღლი. ასე რომ არასოდეს გავაცნობიერებ რომ ძაღლი ვარ, რამეთუ უფალმა ადამიანად შემქმნა. ღმერთმა თავისდახატად შექმნა ადამიანი თავისუფალი ნებით - იმისდამიუხედავად თუ მას ემსახურება თუ მამონას.


--------------------
ქრისტეს გარეშე სიცოცხლე, სიკვდილზე უარესია!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 19 2013, 11:25 PM
პოსტი #4


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



giorgi3112
როგორც მოდერი გეტყვი , რომ ფორუმში , მოძღვარი პოლემიკაში არ შემოდის.
თუ დისკუსია გსურს ამ თემაზე , სიამოვნებით ჩავერთვებით იუზერები მის განხილვაში .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giorgi3112
პოსტი Jun 20 2013, 04:13 PM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 30-May 13
მდებარ.: თბილისი
წევრი № 13,184



A.V.M

მადლობა დამატებითი ინფორმაციისათვის.

როგორც მომხმარებელი გეტყვი, რომ, თავად გკითხავ, როდესაც საერო პირის აზრი დამაინტერესებს კონკრეტულ თემებზე.

ამჟამად ფორუმზე ჩემი მოღვაწეობა ამოწურულია, აწი ფიზიკურად გავესაუბრები სასულიერო პირებს და თქვენ აღარ შეგაწუხებთ.


--------------------
ქრისტეს გარეშე სიცოცხლე, სიკვდილზე უარესია!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th May 2024 - 11:28 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი