IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

57 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> მიყვარხარ ტკბილო კახეთო
ზარნაშო
პოსტი Nov 10 2007, 01:49 PM
პოსტი #1


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ამ კუთხეზე ისეთ დაწვრილებით ცნობებს ვერ მოგაწვდით, როგორც potiabesbaiaმ გურიაზე (ვერ რა, თუ მოვინდომე, ისტორიულ-გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიულ წიგნებს მოვნახავ, მაგრამ ამ განყოფილებაში მგონი არაა საჭირო), მაგრამ ზოგადად დაფახასიათებ და მერე აქტიურობა თქვენზეა. კახეთი იყოფა რამოდენიმე ნაწილად (გარეკახეთი, შიგნიკახეთი, ქიზიყი, გაღმამხარი), რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. მაგალითად, მე ქიზიყში მაქვს სოფელი, უბატონო კახეთში. მახსოვს, ერთი თელაველი ნაცნობის კილო თავიდან ძალიან მეუცხოვა. ჰერეთიც მონათესავე კუთხეა. როგორც რაჭა და ლეჩხუმი, დაახლოებით ისე იყო ჰერეთი და კახეთი. ეჰ, ახლა სადღაა ჰერეთი... არა უშავს,
იქ სადაც ახლა გაჰკივის მოლა,
მალე იქუხებს ჩვენი "ისპოლა".
მოკლედ თქვენ იცით, იაქტიურეთ, მე დღეში ერთი საცოდავი საათი მაქვს ინტერნეტში, თემები კი ბევრია.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
TuTashxia
პოსტი Nov 10 2007, 02:06 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 564
რეგისტრ.: 9-July 07
წევრი № 2,420



კახეთი...
ხშირად არ ვტუმრობ, მაგრამ ყველაზე ძალიან მიყვარს.
ჩემი წინაპრებიც ქიზიყიდან არიან წარმოშობით.
ხალხურებში ყველაზე ძალიან კახური სიმღერები მიყვააააარს whistling.gif


--------------------
დიდგორი the best
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Nov 10 2007, 02:14 PM
პოსტი #3


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(TuTashxia @ Nov 10 2007, 02:06 PM) *

კახეთი...
ხშირად არ ვტუმრობ, მაგრამ ყველაზე ძალიან მიყვარს.
ჩემი წინაპრებიც ქიზიყიდან არიან წარმოშობით.
ხალხურებში ყველაზე ძალიან კახური სიმღერები მიყვააააარს whistling.gif

უძლიერესია.
რომელი სოფლიდან არიან კონკრეტულად? ყველაფერი კახურის გაგონებაზე ჟრუანტელი მივლის ტანში. დედაჩემია იქიდან, ექვსი წელი არბოშიკში ვიზრდებოდი, სკოლაში შესვლამდე. იმერეთში აღარ დაგვრჩა სოფელი.

P.S. თუ ამ თემითაც ვერ შემოვიტყუე komisia ფორუმზე, მაშინ აღარ ვიცი... smile.gif


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
TuTashxia
პოსტი Nov 10 2007, 02:19 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 564
რეგისტრ.: 9-July 07
წევრი № 2,420



M.M.
ჩემები ნუ,მამაჩემის მამა ბოდბიდან.შარშან ვიყავი,ეხლა იქ აღარ ცხოვრობენ და იმ ადგილას მხოლოდ საგვარეულო ზედაშეა.ხო... მეც მიყვარს კახეთი,სიმღერები განსაკუთრებით.: )


--------------------
დიდგორი the best
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
komisia
პოსტი Nov 10 2007, 05:19 PM
პოსტი #5


ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,265
რეგისტრ.: 18-October 06
მდებარ.: www.Alazani.ge
წევრი № 287



აჰა თქვენ კახეთი smile.gif ეს ზღვაში წვეთია მხოლოდ tongue.gif

ციტატა
სადაც გურია და მარგალეფია...

კაცო, გურიამდე ხომ არ დავალთ, თემების გახსნა რომ დავიწყოთ biggrin.gif (რეაქცია მაინტრესებს, :ინტრიგა: :ინტრიგა: )

ციტატა
მიყვარხარ ტკბილო კხეთო

დიდო ალაზნი ჭალაო, ირემო იალაღზედა - ივრი პირებზედ ჩალაო!



--------------------
პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი.
2008 წელი, ქრშ-დან.
© "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Didgoreli
პოსტი Nov 10 2007, 08:22 PM
პოსტი #6


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



M.M.
მაგარი თემაა საღოლ wink.gif ისე მეც კახელი ვარ wink.gif მამა მყავს მარტყოფელი ( მე ქართლი მეგონა მარტყოფი , მარა ჩემმა მოძღვარმა , რომელთანაც უკვე 5 თვეა არ ვყოფილვარ მითხრა გარეკახეთიაო tongue.gif ) და დედა თელაველი ასე რომ კახელი ვარ რაა tongue.gif




--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qarcivadze
პოსტი Nov 10 2007, 08:54 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,460
რეგისტრ.: 30-January 07
წევრი № 971



ქიზიყელი ნათესავები მყავს და ამიტომ ბავშვობაში ხშირად ვსტუმრობდი დედოფლის(წითელ)წყაროს. მაგრად მიყვარდა იქ ჩასვლა. უკვე დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ.
სიმღერაზე ხომ ზედმეტია საუბარიsmile.gif მაგარი გაქვთ კახელებსsmile.gif


--------------------
იმედია,თქვენ მაინც გაგიმართლებთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი Nov 10 2007, 09:40 PM
პოსტი #8


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



იმერელი ვარ მაგრამ კახეთში გავიზარდე ამიტომაცაა ჯიუტი რომ ვარ ალბათ biggrin.gif
ძალიან მიყვარს ეს მხარე თავისი სილამაზით ყველანაირად


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი Nov 10 2007, 11:55 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



კაი კუთხეა smile.gif
დანარჩენი თქვენზეა tongue.gif


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Nov 11 2007, 12:51 AM
პოსტი #10


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ხოოო smile.gif კახეთო ჩემო კახეთო! biggrin.gif
კახელი არ ვარ მაგრამ მაქვს შეხება მაინც მაგ მხარესთან. ულამაზესია smile.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
TuTashxia
პოსტი Nov 11 2007, 01:34 AM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 564
რეგისტრ.: 9-July 07
წევრი № 2,420



ცოტა რამ კახეთის ისტორიის შესახებ.....

კახეთის სამთავრო ჩამოყალიბდა VIII საუკინის მეორე ნახევარში, თავიდან მისი დედაქალაქი იყო თიანეთი, ხოლო 959 წლიდან თელავი. კახეთის მთავრები ატარებდნენ ქორეპისკოპოსის ტიტულს ხოლო 1014 წლიდან კი კახეთ-ჰერეთის მეფის ტიტულს.

კახეთი მეფე-მთავრები:
ჯუანშერი 761-787

გრიგოლი 787-827

ვაჩე (დაჩი) 827-839

სამოელ დონაური 839-861

გაბრიელ დონაური 861-881

ფადლა I 881-893

კვირიკე I 893-918

ფადლა II 918-939

კვირიკე II 939-976

დავითი 976-1009

კვირიკე III დიდი 1014-1037

გაგიკი 1037-1058

აღსართან I 1058-1084

კვირიკე IV 1084-1102

აღსართან II 1102-1104

959 წელს კახეთს შეუერთდა ჰერეთი, 1009-1014 წლებში კახეთ-ჰერეთი საქართველოს მეფე ბაგრატ III-ს ჰქონდა დაპყრობილი, ხოლო 1104 წელს იგი საბოლოოდ შეიერთა დავით IV აღმაშენებელმა.


--------------------
დიდგორი the best
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Nov 11 2007, 01:28 PM
პოსტი #12


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



სადღეგრძელოს მოგახსენებთ, თუ არა ხართ "პახმელია":
გაუმარჯოს ყველა იმ კაცს, ვინც ნამდვილი კახელია!
ფლიდს და ორპირს კახელობის შერჩა მარტო სახელია.
ღმერთმა ქნას, რომ ასეთების აღარ ვიყოთ მნახველია!


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Nov 11 2007, 03:08 PM
პოსტი #13


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ულამაზესი და უმშვენიერესი კუთხეა კახეთი.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Didgoreli
პოსტი Nov 11 2007, 03:28 PM
პოსტი #14


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



M.M.
ციტატა
სადღეგრძელოს მოგახსენებთ, თუ არა ხართ "პახმელია":
გაუმარჯოს ყველა იმ კაცს, ვინც ნამდვილი კახელია!
ფლიდს და ორპირს კახელობის შერჩა მარტო სახელია.
ღმერთმა ქნას, რომ ასეთების აღარ ვიყოთ მნახველია!

ეს რა კარგი ლექსი გითქვამს , მეამა რომ ხარ კახელი wink.gif
მეც მომინდა , დამეწერა , ვეღარ დავაკავე ხელი .
მართლაც არ გვყავს ჩვენ კახელებს ორპირი და ფიცხი ცხელი
პირიქით დინჯი , ალალი , მაგრამ ვერგაუტეხელი


--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
TuTashxia
პოსტი Nov 11 2007, 04:13 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 564
რეგისტრ.: 9-July 07
წევრი № 2,420



ჩვენს კახეთზე და გმირ კახელებზე ბევრს წერდნენ.... ფრაგმენტი,რომეიც მე მიყვარს.... ნიკოლოზ ბარათაშვილი (კახთ მიმართ)


ძმანო კახელნო, ნამდვილ ქართველნო, მოლხინე სულით,

თქვენში აღზრდილა პატარა კახი მეფად და გმირად;

თქვენ გიყვართ მისთა დროთა ხსენება მხურვალეს გულით,

როს თქვენებრ მლხენი ევლინებოდა მტერსაც გამგმირად!


და რაც საყვარლის ჩვენის ირაკლის ჟამმან მეფობის

მოუვლინა აწ გამოხატვასა ჩემს ყმაწვილობის, —

მეც, ძმანო კახნო, თქვენ შემოგიძღვნით მას არმაღანად,

ერთსულობისა, ვაჟკაცობისა, ლხინის საგანად.


როს თქვენებურად მამულის ღვინით გულს ახარებდეთ,

ხელთ ჯამის მპყრობნი წარსრულსა დროებს მოიხსენებდეთ

და მორიგისად სმიდეთ წინაპართ შესანდობარსა,

მოიგონებდეთ ყარიბს მგოსანსაც, თქვენდა მბობარსა!


--------------------
დიდგორი the best
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
TuTashxia
პოსტი Nov 11 2007, 04:31 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 564
რეგისტრ.: 9-July 07
წევრი № 2,420



ხო... რა ვიცი რა ვიცი... g.gif

შაირობა ჩვენს კახეთზე
ვხედავ გახდა ტრადიცია,
მართალს გეტყვით, არ ვკახელობ
არ მაქვს დიდი ამბიცია...
უბრალოდ ვარ ქვეყნის შვილი
მისი ტრფობით შებყრობილი
მომწონს თქვენი ეს ლექსები,
სიყვარულით შემოსილი.


--------------------
დიდგორი the best
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი Nov 11 2007, 04:58 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



კაია. კახელებმა ლექსი მაინც წერეთ, აბა სიმღერები არ გივარგათ tongue.gif


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Didgoreli
პოსტი Nov 11 2007, 05:00 PM
პოსტი #18


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



TuTashxia
შენ ვიცი რომ მშვენიერი
ნიჭი გაქვს ლექსის წერისა
ფორუმ.ფოლკზე ბევრ ლექსს სწერდი
აქ კი ნახვა ძლივს გვეღირსა

თათა გქვია სახელად და
თუთაშხია ხარ გვარადო
ლექსი არ დაიშურო რომ
ფორუმი გააფერადო


--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
TuTashxia
პოსტი Nov 11 2007, 05:01 PM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 564
რეგისტრ.: 9-July 07
წევრი № 2,420



misdevs mela loms
აბა აბააააა tongue.gif
აქ გურულების კრიტიკები არ იყოს რაააა
აუ მე მართლა ძაან მიყვარს კახურები.არა იმიტომ რომ კახელი ვარ.


--------------------
დიდგორი the best
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Nov 11 2007, 09:14 PM
პოსტი #20


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



კახურ ფოლკლორზე ისაუბრეთ, თორე მივხურავ ამ თემას და მერე არ თქვათ გურიაო და რაღაცაო... tongue.gif


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

57 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 02:37 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი