IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> არამატერიალური ღირებულებები, რისი წაღება შეიძლება ევროპა-ამერიკიდან...
Genesis
პოსტი Feb 12 2008, 02:02 PM
პოსტი #1


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



როგორც ჩანს საქართველო პრორუსულ ორიენტაციაზე არასდროს გადავა...

როცა რუსეთის განვითარებაზე დაკვირვებით ვსწავლობდით, ბევრი ჩვეულება და არამეტერიალური ღირებულებები გადმოვიღეთ რუსეთისგან... მაგალითად არაყზე ლუდის დაყოლება, ტელევიზორის ბრტყელტუჩათი გადართვა.. და ა.შ.

დრო დგება როცა ევროპისგანაც ვიღებდეთ რაღაც ღირებულებებს...

საინტერესოა... რა ცვლილებებს შეიტანდით საქართველოში...


მე მაგალითად ვისურვებდი: საქართველოს ქალაქებში (თბილისის გარდა) ველოსიპედი გახდეს აქტუალური ტრანსპორტი... ამუშავდეს რესაიკლინგის სისტემა...


არის ბევრი რამ მოსაწონი ევროპაამერიკაში და აუცილებელი კიარაა პირდაპირ თავისუფალ სექსთან გავაიგივოთ ევროპა biggrin.gif


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Feb 12 2008, 03:07 PM
პოსტი #2


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ველოსიპედის მომხრე მეც ვარ. თბილისმა რა დააშავა? dry.gif
ყველგან ვერ ივლი, მარა ვაკიდან თავისუფლებაზე, უპრობლემოდ გახვალ yes.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Feb 12 2008, 03:11 PM
პოსტი #3


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ჩვენს ქუჩაში მოძრაობის წესების დაუმორჩილებლობას თუ გავითვალისწინებთ, ველოსიპედით მოძრაობა ერთიორად გაზრდის ავარიების მსხვერპლს user.gif ჩვენთან არც ველოსიპედების ბილიკებია სპეციალურად გამოყოფილი... წარმომიდგენია შუა ქუჩაში რომ დაიწყებენ ველოსიპედისტები მოძრაობას, რა დღეში ჩავვარდები :შიში:


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 12 2008, 03:16 PM
პოსტი #4


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



წესრიგი!

თუმცა ამ გახსენებულზე, იხილეთ ბმული:
http://www.youtube.com/watch?v=H2VDSHkS5tU

იტალიის ადგილზე საქართველო იგულისხმეთ tongue.gif laugh.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Feb 12 2008, 03:29 PM
პოსტი #5


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ოფები ამ თემაში არა! ისაუბრეთ საკითხის გარშემო. ვოტ.


მარიამი
სხვათაშორის, საგზაო მოძრაობის კულტურაც, კარგი იქნება, რომ გერმანიისაგან საქართველოს გადაეღო. განუკითხაობაა მაგ მხრივ ჩვენთან. აქაც დადიან ველოსიპეტებით შუა გზაში, მარა არავინ გაგიტანს და არც ''შეგიკურთხებს''. no.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Feb 12 2008, 03:31 PM
პოსტი #6


დაურეგისტრირებელი









მდაა
ველოსიპედებს რაც შეეხება, ძალზედ მიზიდავს მეც , თბილისსშია საჭირო მეგობრებო ყველაზე მეტად.
1) უდანაკარგო ტრანსპორტია.
2)ეკოლოგიურად სუფთა.
3)ჯანმრთელობისთვის სასარგებლო.
ბილიკებს რაც შეეხება, ძალზედ საჭიროა დღეს. ეს ისე ერთისმხრივ გამოიწვევს გზების განთავისუფლებას ავტოებისგან (საზიზღრობა ხდება ქალაქში. მანქანით გადაადგილება 1-2 წელიწადში შეუძლებელი გახდება)
ღირებულება , მე რაც ევროპელ ხალხში მომწონს არის (ზოგიერთ ქვეყანაში) კანონმორჩილება. რაც ქართული ფსიქიკისთვის მეტად სავაგლახო რამაა. კანონმორჩილი ქართველი იშვიათია. ამიტომ ყველაფერი უნდა გამკაცრდეს. ყველა კანონი რაც მანქანას შეეხება. ფასები უნდა გაიზარდოს და ის მძღოლი რომელსაც უყვარს სწრაფად სიარული შეუსაბამო ადგილებში უნდა დაისაჯოს სასტიკად!!! გავიგე აუქმებენო მომატებულ ჯარიმებსო ... ხალხის გულს იგებენ მაგით sad.gif
ასევე სისუფთავე მხიბლავს მაგ ხალხში... ჩვენთან სადარბაზოებში ყრიან "ფლოსტებს" და თავზე რაღაცას გიშვრებიან...
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი Feb 12 2008, 03:38 PM
პოსტი #7


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



1) საკუთარი საქმისსადმი სიყვარულს და ერთგულებას
2) პუნქტუალურობას

გაგრძელება იქნება smile.gif


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Feb 12 2008, 04:38 PM
პოსტი #8


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



რა აზრი აქვს ველოსიპედით სიარულს თუ გზაში არავინ მოგერიდება გაგიტანს ან იმისთანა ამბავს დაგაწევს ,გატანა მოგენატრება biggrin.gif

მოწესრიგებულობა,ზემოთ დაწერა რომელიღაცამ და აბსოუტურად ვეთანხმება...

არანაირი ტექნიკური წინსვლა არ გვიშველის თუ ჩვენს მენტალობაში რაღაც(ძირეული თუ არა)ძვრები მაინც არ მოხდება.. sad.gif

მაგალითად, რიგში რომ დგები და ნაგლად წინ რომ გადაგიხტებიან და არც რცხვენიათ...

ეზოდან რომ გამოდიხარ და ყველა ერთდა რო ცდილობს გამოცვლას,არიქა ჯერ მე გავალ და თქენ რაც გინდათ ის გიქნიათო..

ნებისმიერ ღონისძიება რა დონისაც არ უნდა იყო,ხომ არ არსებობს რომ დანიშნულ დროზე დაიწყოს...
ვერა და ვერ გვისწავლია დროის ყადრი...sad.gif

და რაოდენ უსიამოვნოც არ უნდა იყოს,ღვთისმსახურების დროს საზიარებლად ან ზეთის საცხებას მისასვლელად წეწვა-გლეჯვა და ჩხუბი,რომ დროზე მიხვიდე...

არადა,ამას წინათ ერთ-ერთ ევროპულ არხზე მოვკარი თვალი ზიარების კადრებს,უამრავი ხალხი იყო და ისე მოწესრიგებულად მიდიოდნენ,რომ გავოგნდი..sad.gif

და ვინ მოთვლის კიდე რამდენი ასეთი მაგალითის მოტანა შეიძლება...

ვფიქრობ,ყველაფერი ეს ჩვენთან კარგა ხანი არ გამოსწორდება,ამ მხრივ ნაღდად მშურს თუნდაც გერმანიის და სხვა ბევრი ევროპული ქვეყნის...და ნაღდად ვისურვებდი საქართველოში იგივე ნაირი წესრიგი და საქმისადმი,დროისადმი დამოკიდებულება რომ იყო .. smile.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 12 2008, 04:47 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
წესრიგი!


ეს შენი განყოფილება არ არის! yes.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Feb 12 2008, 05:24 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



ციტატა(Genesis @ Feb 12 2008, 12:02 PM) *

როგორც ჩანს საქართველო პრორუსულ ორიენტაციაზე არასდროს გადავა...

როცა რუსეთის განვითარებაზე დაკვირვებით ვსწავლობდით, ბევრი ჩვეულება და არამეტერიალური ღირებულებები გადმოვიღეთ რუსეთისგან... მაგალითად არაყზე ლუდის დაყოლება, ტელევიზორის ბრტყელტუჩათი გადართვა.. და ა.შ.

დრო დგება როცა ევროპისგანაც ვიღებდეთ რაღაც ღირებულებებს...

საინტერესოა... რა ცვლილებებს შეიტანდით საქართველოში...
მე მაგალითად ვისურვებდი: საქართველოს ქალაქებში (თბილისის გარდა) ველოსიპედი გახდეს აქტუალური ტრანსპორტი... ამუშავდეს რესაიკლინგის სისტემა...
არის ბევრი რამ მოსაწონი ევროპაამერიკაში და აუცილებელი კიარაა პირდაპირ თავისუფალ სექსთან გავაიგივოთ ევროპა biggrin.gif


საქართველოში ცვლილებებს რაც შეეხება შეტანაზე მეტად არსებულის, კარგად დავიწყებული წარსულის გახსენება და ცოტათი კონსერვატულ ღირებულებეზე გადახედვას ვამჯობინებდიბ

არაყზე ლუდის დაყოლება, ტელევიზორის ბრტყელტუჩათი გადართვა და სხვა რაღაცეები, არამგონია მთლად რუსიზმს უკავშირდებოდეს, ქართველებსაც გვეხერხება გამომგონებლობა

"დრო დგება როცა ევროპისგანაც ვიღებდეთ რაღაც ღირებულებებს... " ალბათ მართლაც წესრიგს და კანონისადმი მორჩილებას რაც უმტავრესია საზოგადოებრივი კომფორტისათვის, თუმცა მენტალიტეტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ამ დროს.

ველოსიპედს რაც შეეხება smile.gif ცოტა გაგვიჭირდება ალბათ, აი სოფლებში მოხუცები კილომეტრებსაც კი ფარავენ დღის მანძილეზე ველოსიპედით, ხოლო ქალაქში მართლაც ავარიული ფონი შეიქმნება,

ერთხელ თბილისში მოძრაობისას ავტომობილის თვალი ჩამივარდა სანაპიროზე ბლომად არსებულ თავღია ჭაში, გადმოსვლა ვერ მოვახერხე ალბათ 2 წუთი მაინც იმის გამო რომ მანქანები ისე სწრაფად მოძრაობდენენ რომ ერთმა მაინც არ შეანელა რომ მოეცა გადმოსვლის საშუალება, როგორც იქნა გადმოვძვერი და მარტო დავიწყე ჭიდან მანქანის ამოთრევა, ამ დროს ჯიმპა ისე ჩამიქროლა სარკე მომარტყა მხარზე ძალიან მწარედ, ისე რომ მიეფშვნა სარკე და არც გააჩერა გააგრძელა გზა. აი ეს არის უწესრიგობა, კანონდაუმორჩილებლობა და ჩვენი საერთო სენი.
მიმაჩნია რომ კანონმოჩილება და სამართლებრივი პასუხისმგებლოიბის შეგნება უმთავრესი რამაა რაც გინდ ვისწავლოთ და გინდ გავიხსენოთ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 12 2008, 05:26 PM
პოსტი #11


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ციტატა
Genesis
რისი წაღება შეიძლება ევროპა-ამერიკიდან

კანონისტი
წესრიგი!


ციტატა(მნათე @ Feb 12 2008, 04:47 PM) *

ეს შენი განყოფილება არ არის! yes.gif


ახლა შენ რა გინდა, შვილო, მითხარი? laugh.gif laugh.gif laugh.gif

რახან ჩემი განყოფილება არ არის აზრის თქმის უფლება არ მაქვს? cool.gif თუ, წესრიგს ვერ წამოვიღებთ ევროპიდან? laugh.gif laugh.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Feb 12 2008, 05:41 PM
პოსტი #12


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



თემო

ველოსიპედებზე აკი დავწერე თბილისში არათქო... გორში, კასპში ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, თელავში, ქუთაისში და სხვა დიდ ქალაქებში (რუსთავშიც) ადვილი გასაკეთებელიაქ ეგ ყველაფერი...

პრობლემა მანდ სხვა საკითხია... რამდენად გაძლებს ქართული საზოგადოება ისე რომ არ მოიპაროს სხვისი ველიკები... ამ ცდუნებას უცხოეთშიც ვერ უძლებენ და მანდ მოერიდებათ ვითომ?





ისე ყველაზე მეტად რაც გამიხარდებოდა, ეს საქართველოს განვითარების დეცენტრალიზაცია იქნებოდა...


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Feb 12 2008, 05:45 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



ციტატა
ისე ყველაზე მეტად რაც გამიხარდებოდა, ეს საქართველოს განვითარების დეცენტრალიზაცია იქნებოდა...

g.gif რას მოგვცემს ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Feb 12 2008, 05:47 PM
პოსტი #14


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



ციტატა
ისე ყველაზე მეტად რაც გამიხარდებოდა, ეს საქართველოს განვითარების დეცენტრალიზაცია იქნებოდა...

მე რასაც ვხედავ,მაქეთკენ მიდის ყველაფერი yes.gif



--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Feb 12 2008, 05:55 PM
პოსტი #15


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(თემო @ Feb 12 2008, 04:45 PM) *

g.gif რას მოგვცემს ?



გარდაიმისა რომ ბევრი განვითარებული ქალაქი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის საწინდარია...


ქართული მრავალფეროვანი კულტურა გადარჩება ამით... ტრადიციები სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულად ვითარდება... და თუ ყველა თბილისში აითქვიფება... ქართული ტრადიციებიდან მარტო ჩინური იქნება მოქმედი... biggrin.gif


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Feb 12 2008, 06:17 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



ციტატა(Genesis @ Feb 12 2008, 03:55 PM) *

გარდაიმისა რომ ბევრი განვითარებული ქალაქი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის საწინდარია...
ქართული მრავალფეროვანი კულტურა გადარჩება ამით... ტრადიციები სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულად ვითარდება... და თუ ყველა თბილისში აითქვიფება... ქართული ტრადიციებიდან მარტო ჩინური იქნება მოქმედი... biggrin.gif


აუ ჩინელების ჩაის სმის ტრადიცია მომწონს smile.gif wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Feb 12 2008, 06:39 PM
პოსტი #17


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



და 25, 30 ან 35 წლის ასაკის ადამიანების, მშობლებთან ერთად ცხოვრებაზე რა აზრის ხართ?
თუ მშობლების კისერზე ცხოვრება არაა... smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Feb 12 2008, 07:38 PM
პოსტი #18


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



ციტატა(k@the @ Feb 12 2008, 03:39 PM) *

და 25, 30 ან 35 წლის ასაკის ადამიანების, მშობლებთან ერთად ცხოვრებაზე რა აზრის ხართ?
თუ მშობლების კისერზე ცხოვრება არაა... smile.gif


ცალსახად ძნელი სათქმელია,მაგრამ მაგაში მშობლებს დიდი წვლილი მიუძღვით...ბავშვს ტავიდანვე უნდა მიაჩვიო შრომას და დამოუკიდებლობას..

ამიტომაც,ჩემთვის მისაღებია ევრო-ამერიკული მეთოდი,შვილების ბავშვობიდანვე დამოუკიდებლად აღზრდისა,კალთაზე ბავშვის გამოკერებას ნამდვილას ჯობია,მაგრამ ზომიერებაა ალბათ ამაშიც საჭირო..



--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 13 2008, 06:03 AM
პოსტი #19


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
და 25, 30 ან 35 წლის ასაკის ადამიანების, მშობლებთან ერთად ცხოვრებაზე რა აზრის ხართ?
თუ მშობლების კისერზე ცხოვრება არაა...


მამმონე biggrin.gif

ასე უძახიან იტალიელები მაგ ასაკის ადამიანებს ( უფრო 30.ის იქით) ვინც მშობლებთან ცხოვრობენ, "დედიკოს შვილები" smile.gif

ციტატა
რამდენად გაძლებს ქართული საზოგადოება ისე რომ არ მოიპაროს სხვისი ველიკები


ნამდვილად და რამდენად უსაფრთხო იქნება გადაადგილება, ნუ ახლა სამტრედია კია საქართველოს ჰოლანდია, იქ ახლაც ნახავთ ძველ უკრაინა-თი ან დესნა-თი მოსეირნე ყველა ასაკის ხალხს smile.gif მაგრამ ღამით ერიდებიან...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 13 2008, 06:33 AM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



გენეზის biggrin.gif

პლასკაგუბცი კია რუსული სიტყვა ,მარა მისი გამოყენება რა პრობლემაა "ქართულად" biggrin.gif შენ ეგ გიკვირს და ჩემმა ძმამ მასეთი ძველი სტილის ტელევიზორების არხების გადასართავად ვაბშე მექანიკური სისტემა შეიმუშავა და 2-3 მეტრით დაცილებული საწოლიდან ატრიალებდა მაგ ბრტყელტუჩას laugh.gif მიმიქარავს ნებისმიერი რუსი გამომგონებელი...

ისე, ბევრი რამ მე მომწონს აქ smile.gif მაგალითად, სუფთა გარემო, საპირფარეშოები და საზოგადოებრივი ადგილები. ლამაზად მორთული ეზო-კარი smile.gif ბევრ ევროპულ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, აღმოსავლეთ-დასავლეთში და ყველაზე უკეთესად გერმანიაშია ეს საკიტხი, არც ავსტრია-შვეიცარიაა ცუდი ამ მხრივ.

მომწონს აგრეთვე პოლიციელების მართლა დამცავი პოზიცია, აქ მათ არავინ აგინებს, პირითით, ნამდვილად რომ გაგიხარდება ქუჩაში პატრულთა ხილვა (ახლა მანქანით როცა ხარ და წესს არღვევ, იქ ჯობია ფრანგი პოლიციელი biggrin.gif )

კიდევ ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ქუჩაში რომ ვინმეს დაეკითხო სად რა არის ანუ მიგასწავლოს, თუ არ იცის, ძალიან შეწუხდება და შენს ერთად ეცდება ვინმე ნახოს ვინც იცის, თუ იცის, ისე გულდასმით, გარკვევით აგიხსნის, გესიამოვნება. ამ მხრივ გერმანელებს ბადალი არ ყავთ.

მომწონს აგრეთვე კაფე-რესტორნებში მომსახურების წესები, თავაზიანი პერსონალია ძირითადად.

საბოლოოდ კი ყველაფერს ერტად გავაერთიანებ და წესრიგს ვუწოდებ: როგორც კი გავცდი გერმანიას, მაშინ მივხვდი ამ ქვეყანაში არსებული წესრიგის ყადრი და ასევე ის, რომ თუ როგორ დაცულად ვგრძნობდი აქ თავს.

ეკონომიური სიტუაცია აქც გაფუჭდა,მაგრამ მაინც არის ბევრი რამ, რაც ჩვენთვის მისაღები და მისასალმებელია.

პ.ს. სეფისკვერების და მსგავსის დარიგებისას თავპირისმტვრევააო ჩვენტან ეგ გამიკვირდა unsure.gif აქ ვდგებით რიგში და ერთმანეთის მიყოლებით მივდივართ. რატომ ქმნიან პრობლემას საინტერესოა.

25-30-35 წლის ხალხი, ვინც ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრობს , იმათზე აქ ამბობენ, რომ ცხოვრობენ "ჰოტელ მამა" -ში (Hotel "Mama") biggrin.gif

ველოსიპედებს აქაც იპარავენ... მარა ძირიტადად უცხოელები biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 01:20 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი