მამა გაბრიელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა გაბრიელი |
მარიამი |
Aug 9 2007, 01:34 PM
პოსტი
#101
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ხო, რა ვიცი, ეგრე საერთოდ ყველაფრის მიღება შეიძლება მაშინ... ზოგადად ალბათ არა, მაგრამ სალოსებთან დაკავშირებით ცოტა საფრთხილოა დასკვნების გამოტანა. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მხევალი ნინო |
Aug 9 2007, 01:52 PM
პოსტი
#102
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
რაზე დაობთ? წმინდადან კანონიზაცია მიდის ?
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
leluka |
Aug 9 2007, 01:58 PM
პოსტი
#103
|
♥-ლელუკა-♥ ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 |
იცით რა მაინტერესებს სამებასთან რომ ქალი დგას ეგეც სალოსია ?
-------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
გიორგი |
Aug 9 2007, 02:29 PM
პოსტი
#104
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ციტატა ე.ი. ზოგადი ანალიზით რა გამოდის: სალოსები ცხოვრობენ ისე, რომ სათნო იყოს მათი ცხოვრება ღმერთისთვის, თუმცა ხალხის მოსაჩვენებლად, ვიმეორებ მოსაჩვენებლად და არა სინამდვილეში - გამოიყურებოდნენ ცოდვიელბად ეს ერთ-ერთი განმარტებაა, მაგრამ შეიძლება სულაც არ იყოს სწორი. მე არ ვიცი მამა გაბრიელი მართლა თვრებოდა თუ ხალხს აჩვენებდა თავს, რომ მთვრალი იყო, მაგრამ არც პირველს არ გამოვრიცხავ. შეიძლება სალოსის ასეთი განმარტებაც: სალოსები ჩადიან ცოდვებს, მაგრამ მათ მიერ ჩადენილი ცოდვების მიზეზი არის არა ვნებასთან გაუმკლავებლობა, არამედ საკუთარი თავის აშკარა დამცირება, რათა არავის არ შეეპაროს არანაირი ეჭვი მის მოჩვენებითობაში და ნამდვილად დაცემულ ადამიანად ჩათვალონ. გარდა ამისა გააჩნია ცოდვის სიმძიმესაც და მის საბოლოო ნაყოფსაც. აქ მოყვანილი წმინდანთა ცხოვრებიდანაც ჩანს ეს: ციტატა მეორე დღეს, კვირას, უბეში კაკლები ჩაიწყო, შევიდა ეკლესიაში და ლიტურგიის დროს კაკლებით დაიწყო სანთლების ჩაქრობა. გაგდება მოუნდომეს, მაგრამ ამბიონზე ავიდა და ახლა იქიდან ესროდა ქალებს კაკლებს. ძლივს გამოაგდეს ტაძრიდან. ეკლესიიდან გამოვარდნილმა პურებით სავსე მაგიდები გადააყირავა. პურით მოვაჭრეებმა ისე სცემეს, რომ სიკვდილის პირას მიიყვანეს. მსახურების დროს ტაძარში სირბილი, ამბიონზე ასვლა და იქიდან ვინმესთვის კაკლების დაშენა და შანდლებზე მოხვედრილი კაკლებით სანთლების ჩაქრობა აშკარად არაა ღვთისადმი სათნო საქციელი. არც გამყიდველების დახლებთან მივარდნა, მათი გადმოყირავება და პურების დაყრაა წესირი საქციელი თუ ჩვეულებრივი კუთხით განვიხილავთ. ციტატა მოსაგრე ხან ხუმრობით, ხან კი ლანძღვით ღატაკებს "მიუგდებდა", რათა არავის დაენახა, როგორ გასცემდა მოწყალებას. მათხოვარის ლანძღვა-გინება გარეგნული თვალსაზრისით დასრულებული ასპექტია და უკვე ცოდვაა. ჩვეულებრივი გაგებით ეგ "ბილწსიტყვაობის" და "დამცირების" კატეგორიის ცოდვებს მიეკუთვნება. ციტატა ხანდახან, თვითონაც იწვევდა ადამიანებს, რათა იგი დაემცირებინათ, სპეციალურად იქცეოდა თავხედურად, თუმცა შინაგანად ქრისტესმიერი მორჩილება ჰქონდა. ადამიანის გამოწვევა შეგინებით, თავხედური საქციელით ან რაიმე ფორმით უკვე ცოდვაა. არ არის ღვთისთვის სათნო ვიღაცას შეაგინო იმიტომ, რომ გცემოს ანდა ხელი დაარტყა იმიტომ, რომ შემოგიბრუნოს. ციტატა ისეც ხდებოდა, რომ, თუკი ვინმე თვითონ სვამდა და მას არ უმასპინძლდებოდა, ძალით ართმევდა ხელიდან სასმისს და არაყს მიწაზე ღვრიდა. სხვისი სასმელის გადაღვრაც ცოდვაა, ლოთობა არაა, მაგრამ სხვა კატეგორიის ცოდვაა, ნორმალური ადამიანი არ მიდის რესტორანში, არავის არ თხლიშავს ხელიდან ჭიქას და სასმელს არ აქცევს, მითუმეტეს რომ იმაში თანხაა გადახდილი. ესიც მცირე, მაგრამ დასრულებული ცოდვის ფორმაა. ამ ფაქტების გამო მე არც იმას გამოვრიცხავ რომ მამა გაბრიელი მართლაც თვრებოდა, ეს მის სახელს არ აკნინებს და არც დამაბრკოლებელი ფაქტორი უნდა იყოს მისი კანონიაციის საკითხში. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
ზებედე |
Aug 9 2007, 03:19 PM
პოსტი
#105
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
იცით რა მაინტერესებს სამებასთან რომ ქალი დგას ეგეც სალოსია ? გაჭირვებულია, რომელიც დახმარებას ითხოვს.... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მატასი |
Aug 9 2007, 03:54 PM
პოსტი
#106
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
ციტატა იცით რა მაინტერესებს სამებასთან რომ ქალი დგას ეგეც სალოსია ? ზებედე ციტატა გაჭირვებულია, რომელიც დახმარებას ითხოვს.... დარწმუნებული ხარ? -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
ზებედე |
Aug 9 2007, 04:04 PM
პოსტი
#107
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ზებედე დარწმუნებული ხარ? ისე, მეც დაუფიქრებლად ვუპასუხე-სამებასთან რამდენი ქალი დგას ლელუკა? რომელს გულისხმობ? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
leluka |
Aug 9 2007, 07:19 PM
პოსტი
#108
|
♥-ლელუკა-♥ ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 |
ისე, მეც დაუფიქრებლად ვუპასუხე-სამებასთან რამდენი ქალი დგას ლელუკა? რომელს გულისხმობ? სახელი არ მახსოვს , ჯოხით დადის სულ ყვირის და რავიცი ეგ თუ სათნოა არ ვიცი, სამებაში მღვდლებს უკან მოჰყვება ხოლმე და საკურთხეველის კიბესთან დგება.. მგონი მიხვდებით არ ვიცი მე ერთხელ მითხრეს რომ სალოსიაო. მერე მითხრეს რომ გიჯია რას ეტყვიო..... ადამიანებმა როგორ გაიგონ ეხლა , ჯერ იმის აღქმა უჭირთ რა არის სალოსი და მერე ის ქმედებები რაც სალოსი იწვევს ამით ცოდვაშI არ აგდებს ადამიანებს? თუნდაც იმით რომ ადამიანებს რატომ უნდა ეგონოთ რომ ის ცოდვილია თან ისე რომ სპეციალურად აკეთებდეს და არა ისე რომ გამართლება ქონდეს ვერ გაიგებს უბრალო ადამიანი მაგას ვგულისხმობ ....იმედი მაქვს ამ პოსტს ქუჩურ გარჩევად არ ჩამითვლით მაინტერესებს და იქნებ გიორგიმ მიპასუხოს -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
კანუდოსელი |
Aug 9 2007, 09:16 PM
პოსტი
#109
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ყველა სალოსი თუ "გიჟია", ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ ყველა გიჟი სალოსია
-------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მაკუნა |
Aug 9 2007, 09:18 PM
პოსტი
#110
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,495 რეგისტრ.: 18-March 07 წევრი № 1,409 |
ყველა სალოსი თუ "გიჟია", ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ ყველა გიჟი სალოსია -------------------- ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...
ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება... არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს... |
ილია |
Aug 9 2007, 09:58 PM
პოსტი
#111
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 |
ციტატა არ ვიცი მე ერთხელ მითხრეს რომ სალოსიაო. მერე მითხრეს რომ გიჯია რას ეტყვიო..... ადამიანებმა როგორ გაიგონ ეხლა , ჯერ იმის აღქმა უჭირთ რა არის სალოსი და მერე ის ქმედებები რაც სალოსი იწვევს ამით ცოდვაშI არ აგდებს ადამიანებს? თუნდაც იმით რომ ადამიანებს რატომ უნდა ეგონოთ რომ ის ცოდვილია თან ისე რომ სპეციალურად აკეთებდეს და არა ისე რომ გამართლება ქონდეს ვერ გაიგებს უბრალო ადამიანი მაგას ვგულისხმობ ....იმედი მაქვს ამ პოსტს ქუჩურ გარჩევად არ ჩამითვლით მაინტერესებს და იქნებ გიორგიმ მიპასუხოს არა რა სალოსია, სპეციალურად არაკეთებს მოუვლის ხოლმე და... -------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
გიორგი |
Aug 10 2007, 10:38 AM
პოსტი
#112
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
არ ვიცი მე ერთხელ მითხრეს რომ სალოსიაო. მერე მითხრეს რომ გიჟია რას ეტყვიო..... ადამიანებმა როგორ გაიგონ ეხლა , ჯერ იმის აღქმა უჭირთ რა არის სალოსი და მერე ის ქმედებები რაც სალოსი იწვევს ამით ცოდვაში არ აგდებს ადამიანებს? თუნდაც იმით რომ ადამიანებს რატომ უნდა ეგონოთ რომ ის ცოდვილია თან ისე რომ სპეციალურად აკეთებდეს და არა ისე რომ გამართლება ქონდეს ვერ გაიგებს უბრალო ადამიანი მაგას ვგულისხმობ ....იმედი მაქვს ამ პოსტს ქუჩურ გარჩევად არ ჩამითვლით მაინტერესებს და იქნებ გიორგიმ მიპასუხოს კონკრეტულად მაგ ქალის ამბავი არ ვიცი, ზოგი ამბობს გიჟიაო და ზოგიც ამბობს სალოსიაო. არც ერთის გამორიცხვა არ შეიძლება. იმასაც ამბობენ სწორედ გაბრიელ ბერის მითითებით სალოსობსო. მე რამდენიმე ისეთი საქციელი შევამჩნიე მაგ ადამიანს, რომ გიჟი რომ იყოს არ გააკეთებდა. ჩვენს ეკლესიაშიც არიან შემოკედლებული შეურაცხადები, მაგრამ ეგ ადამიანი რამდენადმე განსხვავდება იმათგან თუმცა არაფერს არ ვამტკიცებ. ორივე დასაშვებად მიმაჩნია. არსობრივად რომელიმე პიროვნება სალოსია, გიჟია თუ ნორმალურია ანდა რამდენად ცოდვილია იმას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ქრისტეანი ყველას მიმართ ერთნაირი სიყვარულით უნდა იყოს გამსჭვალული. ამიტომ ყურადღება არ უნდა მიაქციო, თუ ფიქრობ ის ცოდვილია ამაში განსაკუთრებული არაფერი არაა, განა ნორმალურად რომ თვლიდე მაშინ არ იქნებოდა ცოდვილი?! ჩვენ ხომ ყველანი ცოდვილები ვართ. სალოსობა ცხონების გარანტია არაა, ისევე როგორც გიჟობა - წარწყმედის. სალოსობის არსი არის საკუთარი სიბრძნის და ჭეშმარიტების შენიღბვა სიგიჟით და მოჩვენებითი ცოდვებით, რათა თავი დაიცვას ამპარტავნებისგან და ხიბლისგან, გარდა ამისა სალოსის პიროვნება თავისი "სიგიჟის" გამო ადამიანურ ფორმალობებს მოკლებულია და არსებულ სიტუაციაში აბსოლუტურად ღიად ლაპარაკობს იდეალურ სიმართლეს, რასაც "ნორმალურ" ადამიანს საზოგადოებრივი ქცევის წესები, ეთიკის ნორმები და ეტიკეტი არ აძლევს საშუალებას. ამიტომ სალოსები ღიად ამხელენ ამა თუ იმ პიროვნების ქცევას და თანაც თავს იმცირებენ, რომ საკუთარი თავი სხვაზე მეტი არ ეგონოთ. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
leluka |
Aug 10 2007, 11:47 AM
პოსტი
#113
|
♥-ლელუკა-♥ ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 |
სალოსობის არსი არის საკუთარი სიბრძნის და ჭეშმარიტების შენიღბვა სიგიჟით და მოჩვენებითი ცოდვებით, რათა თავი დაიცვას ამპარტავნებისგან და ხიბლისგან, გარდა ამისა სალოსის პიროვნება თავისი "სიგიჟის" გამო ადამიანურ ფორმალობებს მოკლებულია და არსებულ სიტუაციაში აბსოლუტურად ღიად ლაპარაკობს იდეალურ სიმართლეს, რასაც "ნორმალურ" ადამიანს საზოგადოებრივი ქცევის წესები, ეთიკის ნორმები და ეტიკეტი არ აძლევს საშუალებას. ამიტომ სალოსები ღიად ამხელენ ამა თუ იმ პიროვნების ქცევას და თანაც თავს იმცირებენ, რომ საკუთარი თავი სხვაზე მეტი არ ეგონოთ. კი მარა სალოსობა ასე გამოდის ადვილი ყოფილა მაგრამ ძნელი იმით რომ მოკლებული ხარ ადამიანებთან ჩვეულებრივ ურთიერთობას...რადგან ადამიანები რომლებიც გიყვარს და ისინი გიჟად აღგიქვამენ ალბათ მათთან რომ ვერანაირი საუბარი გექნება და რთულია ალბათ დიდი მსხვერპლია .... რატომ ირჩევენ მასეთ გზას -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
გიორგი |
Aug 10 2007, 12:39 PM
პოსტი
#114
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
რატომ ირჩევენ მასეთ გზას ბერ-მონაზვნობაც ძალიან ძნელია, მაგრამ ირჩევენ ადამიანები ამ გზასაც. ცხოვრება საკუთრი სიამოვნების მოხვეჭისთვის არაა, არამედ - სულიწმინდის მადლის. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
leluka |
Aug 10 2007, 12:49 PM
პოსტი
#115
|
♥-ლელუკა-♥ ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 |
ბერ-მონაზვნობაც ძალიან ძნელია, მაგრამ ირჩევენ ადამიანები ამ გზასაც. ცხოვრება საკუთრი სიამოვნების მოხვეჭისთვის არაა, არამედ - სულიწმინდის მადლის. ძნელი არააა თუ შეგიძლია...... -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
გიორგი |
Aug 10 2007, 01:32 PM
პოსტი
#116
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ძნელი არააა თუ შეგიძლია...... თუ შგიძლია არაფერი არაა ძნელი, არც სალოსობა. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
Lortkifanidze |
Aug 19 2007, 10:32 PM
პოსტი
#117
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 19 რეგისტრ.: 19-August 07 წევრი № 2,618 |
უბრალოდ აღმაშფოთებელია ის ფაქტი , რომ ვინმეს ბერი გაბრიელის სიტყვებში და სიწმინდეში ეჭვი ეპარება... გასაოცარი კი ალბათ არაფერია , რადგან ეს ნორმალური მოვლენაა ასეთი დონის სიწმინდესთან ურიერთობისას...
ჯერ მხოლოდ უბრალო ლიტერატორებს ვერ უგებდნენ თავის დროზე , "ვეფხისტყაოსანიც "კი იდევნებოდა , " არაეკლესიური სწავლების" შემცველიაო... ბერი გაბრიელი არ იყო უბრალო ბერი , ის არათუ დიდი ადამიანი , სულიწმიდის ჭურჭელი იყო ...და ეს სახეობა ბერობის , უბრალო , ჩვეულებრივი წმინდანის კატეგორიასაც სცილდება... რადგანაც სულიწმიდის ჭურჭელი გულისხმობს ღვთის ჭურჭელს , ანუ ადამიანს , რომელშიც ღმერთია დავანებული , და რომლითაც ღმერთი საუბრობს... ბერი , რომელიც სულიწმიდის ჭურჭელია , ღვთის ერთ-ერთ გამოვლინებას , ერთერთ სახეს წარმოადგენს...ანუ მისით ღმერთი მეტყველებს ...რაც ნიშნავს რომ ასეთი წმინდა ბერი მკვეთრად განსხვავდებაა ჩვეულებრივი წმინდანისაგან , რადგან ეს უკანასკნელი განწმენდილი ადამიანი, ცოდვებისაგან გათავისუფლებული პიროვნებაა მაგრამ არა სულიწმიდის ჭურჭელი... ის ნიჭები , კი , რაც ბერ გაბრიელს გააჩნდა , და გააჩნია დღესაც , რადგან "ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია" და რადგანაც ის უკვდავია, მხოლოდ ჩვეულებრივი წმინდანის კატეგორიასაც სცილდება... წმინდანი ფლობს დროს , სივრცეს და მატერიას ... შეუძლია გაქრეს და გაჩნდეს...ეს ყველაფერი კი სიწმინდის დონეზეა დამოკიდებული.. გაბრიელ-ბერს კი არც ერთი არ უჭირდა... გენია რომ დაინახო , უნდა იყო იმ გენიის მსგავსი...ქრისტე ღმერთის სიტყვებია: ჩემი იცნობს ჩემს ხმას და მომყვება მე...(პერიფრაზია , და არა ციტირება) ის ვინც გაბრიელ-ბერს ვერ ცნობს არცაა მისეული , მასთან ახლოს და არც ყოფილა არასოდეს ... საოცრია ერთ-ერთი მოძღვრის სიტყვები (რომელიც უკვე დაიპოსტა -მამა ბასილისა) იმის შესახებ , რომ ბერი გაბრიელი იმდენად დიდი მოვლენა იყო , რომ თანამედროვე წმინდანებსაც უჭირთ ბოლომდე შეცნობა მისი... მე პირადად ბერი გაბრიელი სულით ავირჩიე... და ვინც ქართველია , ამას მიმიხვდება...ისევე როგორც სულით ავირჩიე ქრისტე... და არა იმის გამო რომ მას რომელიმე სასულიერო იერარქი ღმერთად აღიარებს... ბერი გაბრიელი იყო წმინდა ბერი , სულიწმიდის ჭურჭელი , რომლითაც თავად ღმერთი გვესაუბრებოდა... სულიწმიდის ჭურჭელი კი ღმერთ-კაცს , ადამიანს ნიშნავს , რომელშიც ღმერთია დავანებული... ქრისტე ღმერთს დიდება! და არ მოგვკლებოდე ასეთი ბერები არასოდეს! საოცარია ისიც , რომ საქართველოს რჩეულობას და ქართველი ერის რჩეულობასაც აყრნებთ ეჭვ-ქვეშ.... წაგიკითხავთ ვინმეს ბერი იოანე-ზოსიმეს(მე-10 საუკუნე) -"ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი?" ნაწილობრივი ციტირება: "დამარხულ არს ენაი ქარტული მეორედ მოსვლისა მესსიისა საწამებელად , და სახარებასა შინა ენასა ამას ლაზარე ჰრქვიან..." თქვენ კი გეყოთ თავხედობა და მესსიის ფენომენისა და ქართული ენის ( "ენა" ერსაც ნიშნავს და ერსაც , ნაციასაც აქ -- წაიკითხეთ ზვიად გამსახურდიას ესსეები ამის შესახებ...) რჩეულობის ფაქტი ბერი გაბრიელის სეცდომად მონათლეთ... შეგვინდოს მაღალმა ღმერთმა... რატომ არის ივერია - საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი? რატომ არის ათონის მთაზე ღვთისმშობლისაგნ გამორჩეული ბერი გაბრიელი ქართველი? რატომ არსებობს წინასწარმეტყველება ბოლო ჟამს ივერიის ღვთისმშობლის საქართველოში ჩამობრძანებისა? და სხვათაშორის ბერი გაბრიელი ამბობდა: (ისევ პერიფრაზი) ...1000 წლის წინ რომ გაბრიელ ბერმა მიიღო ათონის მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატი , ის მე ვარ!.. და ისევე როგორც მაშინ მე კვლავ მივიღებ საქართველოში ივერიის ღვთისმშობლის ხატს , ნაპირზე კი შენ , ნიკოლოზ და 5 ბერი დამელოდებით! უამრავი საბუთია იმისა , რომ საქართველოს რჩეულობაში ვინმე არ დაეჭვდეს , ეს მხოლოდ უვიცს შეიძლება დაემართოს... ნიკოლოზი ბერი გაბრიელის მოწაფეა , რომელიც ბერმ გაბრიელმა თავის მემკვიდრედ აღიარა... "წმინდანთა ჯაჭვი საქართველოში უწყვეტია..." დიდი ბერები კი , როგორიც ბერი გაბრიელია , სულიერ მემკვიდრეს ტოვებენ , და არც ესაა ახალი საეკლესიო ღვთისმატყველებაში... და თუ ბერმა გაბრიელმა ის თქვა--საQართველოს არასოდეს მივატოვებო...ნუთუ ეს დაუჯერებელია? ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძემ თქვა: "მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა , მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული!..." და რა ბერ გაბრიელს არ აქვს ამის უფლება?! "ბერთან თამაშიც ცეცხლთან თამაშია " და არ შეიძლება ასე უგერგილოდ და მოურიდებლად ბერი გაბრიელის და საერთოდ არც ერთი ბერის განკითხვა!... "შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს შენ!" კარგია კამათი , კამათში იბადება ჭეშმარიტება და მთავარია ძიება არ შევწყვიტოთ არასოდეს!... მაპატიოს ღმერთმა და ბერმა გაბრიელმა უღირსს , რაც რამ არასწორად გაგაცანით... და სხვათაშორის ასევე ბერმა გაბრიელმა თქვა: "ახლა ვერ გამიგებთ , გავა დრო და ცოტას გამიგებთ!" გვფარავდეს მარალი ღმერთი სრულიად საქართველოსა და ქართველებს! შეგვეწიოს დედა-ღვთისმშობელი და ბერი გაბრიელი !.. -------------------- ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე...
"როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი , ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია და შორეული ცის სილაჟვარდე!.." |
მარიამი |
Aug 26 2007, 07:46 PM
პოსტი
#118
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
დღეს მამა გაბრიელის დაბადების დღეა. მამა დავითმა გადაიხადა პანაშვიდი მის საფლავზე მამა გაბრიელის სულის საოხად და ზოგადად მიცვალებულთათვის, მერე პარაკლისიც მოაყოლა ცოცხალთათვის.
ეს დღევანდელი სურათია. პარაკლისზე მოსახსენიებელში ჩაგწერეთ -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ზებედე |
Aug 27 2007, 04:24 PM
პოსტი
#119
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
უბრალოდ აღმაშფოთებელია ის ფაქტი , რომ ვინმეს ბერი გაბრიელის სიტყვებში და სიწმინდეში ეჭვი ეპარება... გასაოცარი კი ალბათ არაფერია , რადგან ეს ნორმალური მოვლენაა ასეთი დონის სიწმინდესთან ურიერთობისას... ჯერ მხოლოდ უბრალო ლიტერატორებს ვერ უგებდნენ თავის დროზე , "ვეფხისტყაოსანიც "კი იდევნებოდა , " არაეკლესიური სწავლების" შემცველიაო... ლორთქიფანიძე! ციტატა ბერი გაბრიელი არ იყო უბრალო ბერი, ის არათუ დიდი ადამიანი , სულიწმიდის ჭურჭელი იყო ...და ეს სახეობა ბერობის , უბრალო , ჩვეულებრივი წმინდანის კატეგორიასაც სცილდება... ციტატა ის ნიჭები , კი , რაც ბერ გაბრიელს გააჩნდა , და გააჩნია დღესაც , რადგან "ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია" და რადგანაც ის უკვდავია, მხოლოდ ჩვეულებრივი წმინდანის კატეგორიასაც სცილდება... რას ნიშნავს წმინდანის კატეგორიას სცილდება? ციტატა საოცარია ისიც , რომ საქართველოს რჩეულობას და ქართველი ერის რჩეულობასაც აყრნებთ ეჭვ-ქვეშ.... წაგიკითხავთ ვინმეს ბერი იოანე-ზოსიმეს(მე-10 საუკუნე) -"ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი?" ნაწილობრივი ციტირება: "დამარხულ არს ენაი ქარტული მეორედ მოსვლისა მესსიისა საწამებელად , და სახარებასა შინა ენასა ამას ლაზარე ჰრქვიან..." თქვენ კი გეყოთ თავხედობა და მესსიის ფენომენისა და ქართული ენის ( "ენა" ერსაც ნიშნავს და ერსაც , ნაციასაც აქ -- წაიკითხეთ ზვიად გამსახურდიას ესსეები ამის შესახებ...) რჩეულობის ფაქტი ბერი გაბრიელის სეცდომად მონათლეთ... შეგვინდოს მაღალმა ღმერთმა... რატომ არის ივერია - საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი? რატომ არის ათონის მთაზე ღვთისმშობლისაგნ გამორჩეული ბერი გაბრიელი ქართველი? რატომ არსებობს წინასწარმეტყველება ბოლო ჟამს ივერიის ღვთისმშობლის საქართველოში ჩამობრძანებისა? ეს ურა-პატრიოტიზმი მოკლედ.... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
კანუდოსელი |
Aug 28 2007, 10:38 AM
პოსტი
#120
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
რაც ნიშნავს რომ ასეთი წმინდა ბერი მკვეთრად განსხვავდებაა ჩვეულებრივი წმინდანისაგან , რადგან ეს უკანასკნელი განწმენდილი ადამიანი, ცოდვებისაგან გათავისუფლებული პიროვნებაა მაგრამ არა სულიწმიდის ჭურჭელი... გრიგოლ პალამასაც შეშურდებოდა ასეთი თეოლოგია შეუძლია გაქრეს და გაჩნდეს...ეს ყველაფერი კი სიწმინდის დონეზეა დამოკიდებული.. სპილბერგის ბლოქბასტერების ყურება გიყვართ ალბათ ის ვინც გაბრიელ-ბერს ვერ ცნობს არცაა მისეული , მე პავლესი ვარ, მე აპოლოსი, მე (ჩემეული პერეფრაზირება) გაბრიელის და ვინც ქართველია , ამას მიმიხვდება...ისევე როგორც სულით ავირჩიე ქრისტე... და არა იმის გამო რომ მას რომელიმე სასულიერო იერარქი ღმერთად აღიარებს... ვერ ჩავწვდი ნააზრევს "დამარხულ არს ენაი ქარტული მეორედ მოსვლისა მესსიისა საწამებელად , და სახარებასა შინა ენასა ამას ლაზარე ჰრქვიან..." ეს არ უთხრათ ბერძნებს წაიკითხეთ ზვიად გამსახურდიას ესსეები ამის შესახებ... ერეტიკოსების კითხვას თავისი ადგილი აქვს და თეოლოგების და წმინდა მამებისას-თავისი ...1000 წლის წინ რომ გაბრიელ ბერმა მიიღო ათონის მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატი , ის მე ვარ!.. მე არ ვიცი რა აზრით თქვა მან ეს, მაგრამ თუ პირდაპირი შინაარსით, მაშ რას ვერჩით მათ, ვინც რეინკარნაციას აღიარებს? "შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს შენ!" ეს ბერ გაბრიელზე ნამდვილად არაა ნათქვამი, იკითხეთ სახარება და სასწრაფოდ და სხვათაშორის ასევე ბერმა გაბრიელმა თქვა: "ახლა ვერ გამიგებთ , გავა დრო და ცოტას გამიგებთ!" მაშ,გვაცალეთ, აკი უწინასწარმეტყველია და რა გინდათ ჩვენგან? შეგვეწიოს დედა-ღვთისმშობელი და ბერი გაბრიელი !.. მაგარი პარალელია, ჯერ ჯერობით რამდენადაც ვიცი, მას ესაჭიროება ჩვენი შეწევნა - პარაკლისი და პანაშვიდები გადაიხდება ხოლმე მისი სულის საოხად, თქვენ ჩამოყალიბდით, ეკლესიის წიაღში ხართ, თუ მის გარეთ? თუ პირველი, მაშინ დაემორჩილეთ ეკლესიას და თქვენც მისი სულის საოხად ილოცეთ თუ არ ლოცულობთ მისი სულის საოხად, მაშინ დამეთანხმეთ, რომ ეკლესიის პოზიციას არ იზიარებთ, რომ მას სულის ცხონება ესაჭიროება და ჩვენი ლოცვა - ხოლო თუ ასეა და მაინც არ ეთანხმებით ეკლესიის სისავსეს - მოეშვით ჩვენთვის, თქვენ-ეკლესიის გარეთ მყოფი - ჭკუის დარიგებას -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი