IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ღვთისმშობლის მარად ქალწულების შესახებ, მათე 1.25
თამას
პოსტი Apr 21 2014, 05:16 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 29
რეგისტრ.: 28-March 07
წევრი № 1,521



[მათეს სახარება - 1.25]
(ძველ ქართულად): -"და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე იგი მისი პირმშოჲ და უწოდა სახელი მისი იესუ."
(ახალ ქართულით): -"არ გაჰკარებია მას, ვიდრე არა შვა თავის ძე და დაარქვა მას იესო"

ხშირად ადამიანები, რომლებიც უბრალოდ გადაიკითხავენ სახარებას, აწყდებიან ადგილებს, რომლებიც გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებენ და ზედაპირული,თვითნებური გააზრების გამო შეიძლება ადამიანი შევიდეს შეცდომაში. ამჟამად, ჩვენს ეკლესიაში გამოიყენება წმ.გიორგი მთაწმინდელის მიერ თარგმნილი (XI საუკუნე), და რა თქმა უნდა, მასში მრავლადაა ძველქართული სიტყვები, რომელთა მნიშვნელობა დღესდღეობით სულ სხვა შინაარსისაა, ვიდრე ეს სიტყვები აღნიშნავდნენ იმ დროს, როდესაც ეს სიტყვები გამოიყენებოდა მეტყველებაში.
ერთ-ერთი გაუგებარი ადგილი არის შემდგომი:

" 25. და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე იგი მისი პირმშოჲ და უწოდა სახელი მისი იესუ. (მათეს სახარება)"

რაც აჩენთ ეჭვს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის და მართალ იოსების ურთიერთობის შესახებ( თუმცა ეს საკითხი ქრისტიანობაში არ წარმოშობდა გაუგებრობას, იგი თავიდანვე განმარტებული იყო და არც რაიმე ეჭვს ბადებდა ღვთისმშობლის ქალწულობის მიმართ, თუმცა ვინც არ იცნობს წმ.მამების/ეკლესიის განმარტებებს, შეუძლიათ გაეცნონ ეკლესიის სწავლებას ღვთისმშობლის შესახებ, და ამომწურავად დაინახავენ საკითხს, და არა ისე,როგორც გონებაში აზრები შეიძლება ამოუტივტივდეს ადამიანს).


მაგრამ რადგანაც ქართული სიტყვა "ვიდრე" აზრობრივ გაუგებრობას იწვევს, ამიტომ ურიგო არ იქნება სახარებიდან სხვა მაგალითების მოყვანა,რომელთა წაკითხვა უფრო გასაგებს გახდის, იმ ფაქტს, რომ სიტყვა "ვიდრე" მიუთითებს მოვლენის ჩვეულებრივად დადგომას, და სულაც არ გულისხმობს იმას, რომ მითითებული მოვლენის მერე აუცილებლად უნდა მოხდეს ცვლილება.
( მოყვანილია ციტატები სახარებიდან, ალბათ იმაზე მეტი რაოდენობით, ვიდრე საჭიროა):

- "და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა." (მათე 28.20)
[* აღსასრულის მერეც ხომ მათთან იქნება]

- "ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდე დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა." (ლუკა 20.42)
[* მტრების დახსნის მერეც ხომ "მარჯვენით იჯდება"]

- "ვიდრემდე ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისაჲ." (იოანე 9.5)
[* განა მისი ამაღლების მერე აღარ იქნება ნათელი სოფლისა?]

- "ხოლო ყრმაჲ იგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა. და იყო უდაბნოს, ვიდრე გამოცხადებადმდე მისა ისრაჱლისა მიმართ."(ლუკა 1.80)
[* ისრაელისადმი გამოცხადების მერეც არ მიუტოვებია უდაბნო (იოანეს)]

- "..რაჲთა წინა-წარუძღუენ მას წიაღკერძო ზღუასა მას ბეთსაიდად, ვიდრემდე განუტეოს მან ერი იგი. (მარკოზი 6.45)
[* როცა ქრისტე ხალხს განუტევებდა, განა ამის შემდეგ მოციულები აღარ უნდა დარჩენილიყვნენ ბეთსაიდაში?]

- "..რამეთუ იყვნენ დღენი იგი ჭირისანი, რომელი არასადა იქმნა ესევითარი დასაბამითგან, რომელ დაჰბადა ღმერთმან, ვიდრე აქამომდე და არცაღა იყოს. (მარკოზი 13.19)
[* ნათქვამია, რომ "არც აქამდე არ იყოო", მაგრამ არც ამ "ვიდრეს" მერე იქნება განსხვავებული მდგომარეობა]

- "და უწოდეს სახელი მისი იესუ, რომელ-იგი ეწოდა ანგელოზისა მისგან, ვიდრე ყოფადმდე მისა მუცელსა დედისა თჳსისასა." (ლუკა 2.21)
[* განა მუცლად ყოფნის შემდეგ რამე შეიცვალა თუ?]

- "რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ." (ლუკა 9.27)
[* ისინი ხომ აღარც სასუფევლის მოსვლის მერე არ მოკვდებიან]

- "რაჲთა პური ჭამოს მის თანა; და შევიდა და დაჯდა. ხოლო ფარისეველმან მან ვითარცა იხილა, უკჳრდა, რამეთუ პირველად არა იბანა, ვიდრე სადილობადმდე."(ლუკა 11.38)
[* არც მანამდე და არც მერე არ დაუბანია]

+
- (ლუკა 14.32)
- (ლუკა 15.20)
- (ლუკა 24.49)
- (ლუკა 22.18)
- (მარკოზი 4.1)
.........

და კიდევ სხვა დანარჩენი (უფრო მეტიც, საქმის მოსწრების გამო აღნიშნული ციტატები მომაქვს მხოლოდამხოლოდ ლუკას და მარკოზის სახარებებიდან, იოანესა და მათეს სახარებების გამოკლებით)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 10:51 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი