IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

21 გვერდი V « < 6 7 8 9 10 > »   
Reply to this topicStart new topic
> დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა?
Amuza
პოსტი Mar 6 2008, 08:33 PM
პოსტი #141


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



არის შემთხვევები, რომელსაც პოლიცია მოცემულ მომენტში ვერ შველის.
არის მომენტი, როდესაც პოლიცია უფრო ამძიმებს სიტუაციას.
ყაჩაღობა ისეთი დანაშაულის სახეობაა,თუ ჭკვიანი ყაჩაღია ძნელია მოიხელთო.
არსებობდა ერთი ასეთი თბილისელი რეკეტიორი "ტრაილერებისა",რომელიც მარტო გადიოდა საქმეზე,მამის ნაყიდ ვაზ-08-ით, დიდხანს იყაჩაღა, არ გაახარა თურქი "ტრაილერის" მძღოლები, მიუხედავად ათასნაირი საჩივრებისა დამნაშავეს ვერ პოულობდნენ და თუ იცით, როგორ დაიჭირეს?
დათვრა რესტორანში და დაიტრაბახა, ასე რომ ტყუილად არ მითქვია, არავინ იცის ცხოვრებაში, მოცემულ სიტუაციაში ვინ, როგორ მოიქცევა.

ახლა იმას უნდოდა თავისი თავის დასმენა?


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 7 2008, 11:01 AM
პოსტი #142


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ციტატა
იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ საქართველოში ჩემი დასმენით სამართალ დამცავებთან მას იმაზე მეტად დაისჯება ვიდრე მან ჩაიდინა დანაშაული და ხშირად სწორედ ეს არის ადამიანის ფსიქიკის დამანგრეველი როდესაც ზედმეტად უსამართლოდ გექცევიან, ფაქტიურად ადამიანის დაღუპვა არის!!!

ამაზე მხევალმა ნინომ კარგად დაწერა:

შენ ვინ დაგადგინა მსაჯულად და გამგედ იმისა, ვის როგორ დასჯიან?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Mar 7 2008, 11:41 AM
პოსტი #143


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



საკანონმდებლო ნორმები (ინფორმაციისათვის)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 129. პირები, რომლებისგანაც არ შეიძლება
ახსნა-განმარტების მიღება
არ შეიძლება ახსნა-განმარტების მიღება:

ა) ისეთი პირისაგან, რომელსაც თავისი ფიზიკური ნაკლის ან ფსიქიკური აშლილობის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება; (25.11.2005. N2130)
ბ) სასულიერო პირისაგან ისეთი გარემოებათა შესახებ, რომლებიც მას გაანდვეს აღსარების დროს;
გ) თანამდებობის პირისაგან ისეთ გარემოებებზე, რომელთა შესახებ საიდუმლოების დაცვაც მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედის, თუ იგი განთავისუფლებული არ არის ასეთი საიდუმლოების დაცვისაგან.

მუხლი 141. პირები, რომლებიც არ შეიძლება დაკითხულ იქნენ მოწმედ მოწმედ ყველა შემთხვევაში არ შეიძლება გამოძახებულ და დაკითხულ იქნეს:
ა) პირი, რომელსაც თავისი ფიზიკური ნაკლის ან ფსიქიკური აშლილობის გამო არ შეუძლია სწორედ აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება; (25.11.2005. N2130)
ბ) სასულიერო პირი - იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც მას გაანდვეს აღსარების დროს;
გ) წარმომადგენლები სამოქალაქო საქმეებსა და დამცველები სისხლის სამართლის საქმეებზე - ისეთ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც მათთვის ცნობილი გახდა მათ მიერ წარმომადგენლის ან დამცველის მოვალეობის შესრულებისას.

მუხლი 142. ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება
1. ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება აქვთ:

ა) მხარეთა მეუღლეებს;
ბ) ახლო ნათესავებს - შვილებს, შვილიშვილებს, ძმებს, დებს, მშობლებს, მშვილებლებს, შვილობილებს, მზრუნველებს, მეურვეებს, ბებიებს, პაპებს;
გ) პირებს, რომლებიც თავიანთი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ვალდებულნი არიან დაიცვან საიდუმლოება, თუ ისინი განთავისუფლებულნი არ არიან ამ მოვალეობისაგან.
2. ჩვენების მიცემაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ ჩვენების მიცემა გამოიწვევს მოწმის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას, ან მიაყენებს მათ ქონებრივ ზიანს. (20.04.2005. N1349)

მუხლი 143. ჩვენების მიცემის ვალდებულება ჩვენების მიცემაზე
უარის თქმის უფლების მიუხედავად
ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლების მიუხედავად, პირი ვალდებულია მისცეს ჩვენება, თუ:
ა) საჭიროა დადასტურდეს გარიგება, რომლის დადებისას იგი მიწვეული იყო მოწმედ;
ბ) გასარკვევია ოჯახის წევრის დაბადების, დაქორწინების ან გარდაცვალების საკითხები;
გ) ამა თუ იმ სამართლებრივი ურთიერთობების დამყარებისას იგი მოქმედებდა,როგორც ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელი.


საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი


უხლი 95. პირი, რომელიც არ შეიძლება მოწმე იყოს (16.12.2005 N 2265)
1. არ შეიძლება მოწმედ გამოიძახონ და დაკითხონ: (16.12.2005 N 2265)

ა) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის დამცველი – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში დამცველის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;
ბ) დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელი – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში წარმომადგენლის ან დამცველის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; (3.07.2007 N5182)
გ) ადვოკატი, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის ან წარმომადგენლობის მიღებამდე – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით;
დ) ადვოკატი, რომელიც ორგანიზაციას ემსახურებოდა – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა დაცვის ან წარმომადგენლობის განხორციელებასთან ან სხვა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით;
ე) სასულიერო პირი – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად;
ვ) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის ახლო ნათესავი – თუ იგი არ დათანხმდება მისცეს ჩვენება, როგორც ბრალდების მოწმემ;
ზ) სახალხო დამცველი – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც სახალხო დამცველს;
თ) საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები – იმ ფაქტის გამო, რომელიც მათ გაანდეს ამომრჩევლებმა;
ი) მოსამართლე – იმ გარემოების შესახებ, რომელიც წარმოადგენს მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოებას;
კ) ჟურნალისტი – პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
2. მოწმედ არ შეიძლება დაკითხონ პირი, რომელსაც მცირეწლოვნობის, ფიზიკური ნაკლის ან ფსიქიკური დაავადების გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიხსომოს ან აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება, ასევე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში. (20.06.2006. N3310)
3. გამომძიებელს, სასამართლოს (მოსამართლეს) უფლება აქვთ მოტივირებული დადგენილებით (განჩინებით) მოწმის მოვალეობისაგან გაათავისუფლონ:
ა) ექიმი, მედიცინის და, მეანი, ფარმაცევტი, სხვა სამედიცინო მუშაკი, თუ მათ პროფესიულად ევალებათ საექიმო (სამედიცინო) საიდუმლოების დაცვა;
ბ) ნოტარიუსი, საჯარო მოსამსახურე, სამხედრო მოსამსახურე და მასთან გათანაბრებული პირი, თუ მათ ნაკისრი აქვთ ვალდებულება, არ გაამჟღავნონ მიღებული ინფორმაციის წყარო და შინაარსი;
გ) პირი, რომელიც სამუშაოზე იმ პირობით არის მიღებული, რომ არ გაამჟღავნებს კომერციულ ან საბანკო საიდუმლოებას.
დ) კონტრტერორისტული ან/და სპეციალური ოპერაციის მონაწილე პირი, რომლის საქმიანობა გასაიდუმლოებულია, და ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები მიეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას. (27.06.2007 N 5072)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Mar 8 2008, 04:32 AM
პოსტი #144


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ციტატა(კანონისტი @ Mar 7 2008, 10:01 AM) *

ამაზე მხევალმა ნინომ კარგად დაწერა:

შენ ვინ დაგადგინა მსაჯულად და გამგედ იმისა, ვის როგორ დასჯიან?

ძალიან მაინტერესებს, სახელმწიფო რატომ არ ცდილობს დანაშაულის გამომწვევი მიზეზების აღკვეთას? რატომ არ კრძალავენ ცივი იარაღის გაყიდვას? დიდსაც და პატარასაც უპრობლემოდ შეუძლია რომ იყოდს! არ თქვა ახლა რომ პურის დანიტაც შეიძლება დანაშაული ჩაიდინოო, პურის დანას
ეგრეთ წოდებული ბირჟავიკები ჯიბეში არ ჩაიდებენ, და ხალხმრავალ ადგილას არ ივლიან პურის დანით. და სწორედ ეს არის დანაშაულის ჩადენის პირველადი საფუძველი როდესაც ცივი იარაღი გიდევს ჯიბეში და შემდეგ არაფრის გამოც უწყებენ სხვას ჩხუბს და როდესაც იგრძნობს რომ ვერაფერს გახდება მუშტით დანასაც უპრობლემოდ ხმარობს!

ხშირია შემთხვევები როდესაც საჭმლის მოპარვის გამო იჯდნენ ციხეში, და თუ იტყვი რომ მოიპარაო და უნდა მოიხადოს სასჯელიო, მას სახელმწიფომ უბიძგა ამ დანაშაულის ჩადენისთვის რადგან თუ არ ჩაიდენდა საჭმელსაც ვერ შეჭამდა და დაიღუპებოდა.
მე პირადად ვერ ვენდობი პოლიციელს თუ არ ვიცნობ და თუ ვიცნობ და ვიცი რომ ის სამართლიანია მაშინ მე თვითონ დავეხმარები თუ დაჭირდა.



--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Mar 8 2008, 12:16 PM
პოსტი #145


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



მონასტრული ცხოვრების ჩანაწერებიდან მახსოვს, რომ ერთმა ბერმა მეორის ცოდვა დამალა, რის გამოც ტავისი შეუნდო უფალმა...

გააჩნია შემთხვევას და საერთოდ არაა ძნელი გაარჩიო როდის როგორ უნდა მოიქცე...


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami_17
პოსტი Apr 7 2008, 12:32 PM
პოსტი #146


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 7-April 08
წევრი № 4,474



ჩემი აზრიტ დამნაშავის მხილება ცოდვა არ უნდა იყოს იმ შემტხვევაში როცა იგი საზოგადოებისთვისაა საშიში.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arizona
პოსტი Apr 7 2008, 12:48 PM
პოსტი #147


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 48
რეგისტრ.: 7-April 08
წევრი № 4,470



დანაშაული და დამნაშავე ერთმანეთთან კავშირში რომ არის ფაქტია, საინტერესოა, დანაშაული როგორი მოვლენაა, როგორც სოციალური, როგორც სუბიექტური თუ სხვაგვარი? საინტერესო იქნება ამ მოვლენის "წარმომავლობის" ახსნა



--------------------
Человеческий мозг, Ватсон, это пустой чердак, в который можно набить все что угодно, дурак так и делает - тащит туда нужное и ненужное, и наконец наступает момент, когда самую нужную вещь туда уже не запихнуть, или она находится так далеко, что до нее не докопаться. Я делаю совсем по другому - в моем чердаке только нужные мне инструменты, их много, но они в идеальном порядке и всегда под рукой, а лишнего хлама мне не нужно
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
პატრიოტი
პოსტი Apr 9 2008, 01:30 PM
პოსტი #148


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,147
რეგისტრ.: 21-January 07
მდებარ.: N/A
წევრი № 892



რამდენიმე თვის წინ დავიჭირეთ გამომძალველი ბერი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით ხალხს ფულს სძალავდა. საქმეზე ანაფორით და ჯვრით დადიოდა. მონასტერში ცხოვრობდა. აი ბერი იყო თუ მორჩილი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ბოლო საქმეზე 120 000 დოლარი გამოსძალა პიროვნებას.


--------------------
[size=7]ფფყ[/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Apr 9 2008, 08:48 PM
პოსტი #149


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



ჩემი აზრით არაა ცოდვა დამნაშავის დასმენა.
არ ვგულისხმობ მაღაზიაში პურის და ყველის ნაჭერის მომპარავს.
ასეთთან უნდა მიხვიდე, ის პური უნდა დააბრუნებინო, შენ თვითონ უყიდო და მერე შეასმინო.

არც არასოდეს ითველბოდა საქართველოში ბოროტმოქმედის გამხელა ცოდვად.
მოდი უფრო ასე ვთქვათ, "გრეხად".
ვინაიდან, აქ როგორც ბევრ ფორუმელს შევატყვე უფრო "ცოდვად" (ქრისტიანულად) კი არა, უფრო "გრეხად" მიაჩნიათ (ქურდული და რამე . . .).

თუ არ გჯერათ, ნახეთ ლაშა პირველის ფილმი "ლიგურკე" და თვითონ ნახავთ, რას ყვება მოხუცი სვანი ასეთ ფაქტებზე.
ადრეო, რომ დაინახავდი დანაშაულსო, მთელი სოფლის წინ თითს დაადებდი დამნაშავესო და ეხლა მაგას ჩაშვებას ეძახიანო.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Apr 10 2008, 03:21 AM
პოსტი #150


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ვეშაპო
ციტატა




ვინაიდან, აქ როგორც ბევრ ფორუმელს შევატყვე უფრო "ცოდვად" (ქრისტიანულად) კი არა, უფრო "გრეხად" მიაჩნიათ (ქურდული და რამე . . .).



ამ ფორუმზე არ ვიცი მარა ჩემ თაობაში რომ ქურდულ გაგებას რომ პატივსცემდნენ, ნაღდად არ იქნებოდა ისეთი მკვლელობები და სისასტიკე როგორიც არის ! არც ქურდული იციან და არც ქრისტიანული გაგება აღარ აქვთ.

რაც შეეხება დამნაშავის დასმენას, გააჩნია დამნაშავეს და დანაშაულის სიმძიმეს, შედარებით მსუბუქი დანაშაული თუ იქნა არ ჩავუშვებ იმ ადამიანს იმიტომ რო, სახელმწიფო არაფერს აკეთებს დანაშაულის წარმოშობის აღმოფხვრაზე. ძირითადად დანაშაულის ჩადენის შემდეგ ცდილობს დამნაშავის დასჯას და ათჯერ უფრო მკაცრად სჯის ვიდრე მის ჩადენილ დანაშაულზე არის გათვალისწინებული, უსამართოდ მისჯილი სასჯელის ატანა ყველას არ შეუძლია და უფრო მეტად აგრესიული უბრუნდება საზოგადოებას, ბევრი შემტხვევა არის კიდე როდესაც თავსაც იკლავენ. sad.gif


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arizona
პოსტი Apr 10 2008, 10:40 AM
პოსტი #151


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 48
რეგისტრ.: 7-April 08
წევრი № 4,470



დანაშაული_ერთ-ერთი ის საჭირბოროტო პრობლემათაგანია, რომელიც ადამიანთა სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების მრავალ მხარეს შეეხება. დანაშაული, როგორც ცნობილია წარმოადგენს რთულ მოვლენას,რომელიც ისტორიულად განპირობებულია მთელი რიგი მიზეზებით. ისეთი რთული სოციალური ობიექტი, როგორიც არის დანაშაული მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას მისი შესწავლისათვის.
დანაშაული, ისევე როგორც სხვა მოვლენები, საჭიროა განხილული იქნეს სხვადასხვა თვალსაზრისით, რამდენადაც ის წარმოადგენს ადამიანის ქმედებას, ამიტომ სრულიად კანონზომიერი და მნიშვნელოვანია მისი ფსიქოლოგიური ანალიზი_დანაშაულის შესწავლა, როგორც მოცემული პიროვნების თავისებურებების გამოვლენა, დამნაშავის მიზნისა და მოტივაციის ახსნა. ამ დროს დგინდება შინაგანი, სუბიექტური მხარე დანაშაულებრივი ქმედებისა და ირკვევა მისი უშუალო მიზეზები.


--------------------
Человеческий мозг, Ватсон, это пустой чердак, в который можно набить все что угодно, дурак так и делает - тащит туда нужное и ненужное, и наконец наступает момент, когда самую нужную вещь туда уже не запихнуть, или она находится так далеко, что до нее не докопаться. Я делаю совсем по другому - в моем чердаке только нужные мне инструменты, их много, но они в идеальном порядке и всегда под рукой, а лишнего хлама мне не нужно
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 10 2008, 04:39 PM
პოსტი #152


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



სხვათაშორის, საინტერესო იქნებოდა თემის გახსნა კრიმინოლოგიაზე, ანუ დანაშაულის მიზეზებზე - თან, ქრისტიანული კუთხით


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Apr 10 2008, 04:59 PM
პოსტი #153


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ციტატა(შოთაძე @ Apr 10 2008, 04:21 AM) *

სახელმწიფო ათჯერ უფრო მკაცრად სჯის ვიდრე მის ჩადენილ დანაშაულზე არის გათვალისწინებული

dry.gif ohmy.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Apr 10 2008, 05:41 PM
პოსტი #154


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ციტატა

dry.gif ohmy.gif

სამწუხარდო რეალობაა, უამრავი ფაქტები არსებობს და უამრავი მტკიცებულება რომ სახელიმწიფო უფრო მეტს ხელს უწყობს დანაშაულის წარმოშობას , არამარტო სახელმწიფო უწყებები, საზოგადოებასაც მიუძღვის წვლილი ადამიანის დამნაშავედ გადაქცევაში. sad.gif


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Apr 11 2008, 06:21 PM
პოსტი #155


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(შოთაძე @ Mar 8 2008, 04:32 AM) *

ძალიან მაინტერესებს, სახელმწიფო რატომ არ ცდილობს დანაშაულის გამომწვევი მიზეზების აღკვეთას? რატომ არ კრძალავენ ცივი იარაღის გაყიდვას? დიდსაც და პატარასაც უპრობლემოდ შეუძლია რომ იყოდს! არ თქვა ახლა რომ პურის დანიტაც შეიძლება დანაშაული ჩაიდინოო, პურის დანას




90-92 წლებში სულარიყო ეგ დანები შემოსული... მარა დანით სიკვდილიანობა ბლომად იყო.

სპიცის გაკეთებას რაუნდა.. ეგ დანაზე უარესია. უეჭველი სიკვდილია


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Apr 11 2008, 06:47 PM
პოსტი #156


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



Genesis
ციტატა

90-92 წლებში სულარიყო ეგ დანები შემოსული... მარა დანით სიკვდილიანობა ბლომად იყო.

სპიცის გაკეთებას რაუნდა.. ეგ დანაზე უარესია. უეჭველი სიკვდილია

მაშინ ომიანობა იყო და მაგიტომ იყო მაგდენი მკვლელობები ,თან კიდე მაშინ პატარა ასაკის ბავშვებში ეგეთი აგრესია არ ყოფილა, ახლა რომ არის. smile.gif


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ANELI
პოსტი Apr 11 2008, 06:56 PM
პოსტი #157


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 85
რეგისტრ.: 2-February 08
წევრი № 3,830



ცოდვა ის უფროა, რომ იცი შენს გვერდით მკვლელია, რომელმაც ადამიანს სიცოცხლე მოუსწრაფა, დადის ქუჩაში ამაყად, გულგრილად და ხვალ ზეგ შესაძლოა კიდევ სხვა მრავალი დანაშაული ჩაიდინოს. შენ კი ამას ხელს არ უშლი, ანუ დანაშაულში არ ამხელ. თუ ის არ გინდა, რომ ვინმე დაასმინო, მაშინ ისე გააკეთე, რომ თვითონ მიხვდეს თავის დანაშაულს და მოინანიოს ცოდვები, თუნდაც მხოლოდ უფლის წინაშე.

ყველა თქვენთაგანს დაგისვამთ კითხვას: რას გააკეთებდით, როცა იცით, რომ თქვენი ახლო ნათესავის, მეგობრის ან ახლობლის მკვლელი ქუჩაში ამაყად დასეირნობს, უდარდელად. განა არ ამხილებდით მას, განა თქვენ თვითონ არ შეეცდებოდით მისთვის სამაგიეროს გადახდას.
ეს მხოლოდ სულიერად ძლიერ ადამიანს შეუძლია, რომ სამაგიეროს გადახდაზე არ იფიქროს.
ასეთები ხომ ძალიან ცოტანი არიან.
მე ქალი ვარ და ვერავის ვერ შევარჩენ ჩემი ახლობლის თუნდაც დაჩაგვრას.
ყველანი ცოდვილები ვართ. მაგრამ არ მიმაჩნია ცოდვად სიმართლის თქმა.

ხოდა დამნაშავის მხილებაც სიმართლიდან უნდა გამომდინარეობდეს.

როგორც იურისტი კი შეგახსენებთ სისხლის სამართლის კოდექსის 370-371 მუხლებს.
მუხლი 370. ცრუ ჩვენება, ყალბი დასკვნა ან არასწორი
თარგმანი(28.04.2006. N2937)
1. მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა ან ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემა ანდა თარჯიმნის მიერ განზრახ არასწორად თარგმნა გამოძიების დროს ან სასამართლოში, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. (22.06. 2007 N 5035)
2. იგივე ქმედება, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. (22.06. 2007 N 5035)

შენიშვნა: მოწმე, დაზარალებული, ექსპერტი ან თარჯიმანი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი წინასწარი გამოძიების პროცესში ანდა განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე ნებაყოფლობით განაცხადებს მის მიერ ცრუ ჩვენების ან ყალბი დასკვნის მიცემის ანდა განზრახ არასწორად თარგმნის შესახებ.

მუხლი 371. მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე
უარის თქმა(20.06.2006. N3309 გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ)
მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
შენიშვნა: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე თავის ან ახლო ნათესავის საწინააღმდეგოდ, და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში.

მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა,-
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
შენიშვნა: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ის, ვინც უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე თავის ან ახლო ნათესავის საწინააღმდეგოდ.


--------------------
ადამიანი მონასტრის კედელზე გამოხატული ფრესკა არ არის ერთი კუთხიდან, რომ უმზირო. მას უნდა გარშემო შემოუარო და იმ კუთხიდან უმზირო, რომლიდანაც უკეთესად იმზირება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Apr 12 2008, 12:00 AM
პოსტი #158


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ციტატა(ANELI @ Apr 11 2008, 07:56 PM) *

როგორც იურისტი კი შეგახსენებთ სისხლის სამართლის კოდექსის 370-371 მუხლებს.

mpua.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბოლქვაძე
პოსტი Apr 12 2008, 12:33 AM
პოსტი #159


ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 639
რეგისტრ.: 11-March 07
მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი
წევრი № 1,340



Genesis
ციტატა
კაენის მაგალითზეც იგივე შეგიძლია თქვა?


კაენი პირველი ადამიანი იკო რომელშიც გაჩნდა ბოროტება!
ადრე თუ გვიან მაინც ჩასახლდებოდა ეშმაკი ვინმეში და შეიძლება ეს ჩვენ ვყოფილიყავით არავინ იცის რომ არ ჩაედინა კაენს ის ცოდვა როგორ გაგრძელდებოდა არსებობა დედამიწაზე


--------------------
რაც არ იწვის არ ანათებს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Apr 12 2008, 12:34 AM
პოსტი #160


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ციტატა(Genesis @ Apr 12 2008, 01:28 AM) *

კაენის მაგალითზეც იგივე შეგიძლია თქვა?

კაენიზე ვერ ვიტყვი მაგრამ ის პერიოდი რაც მე გავიარე და რაც დავინახე იმაზე ვამბობ და არამარტო მე, აკაკი ბაქრაძემ თქვა და სრულიად ვეთანხმები, მის მოსაზრებას! smile.gif


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

21 გვერდი V « < 6 7 8 9 10 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 08:42 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი